შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოცნის ვალი (8)


11-12-2018, 17:16
ნანახია 4 402

შუადღის მზე სასტუმროს ფარდებქვეშ ფანჯრიდანაც მშვენივრად ანათებდა მთელ ოთახს. ასე უფრო ლაღად ვგრძნობდი თავს მზესა და სითბოში, ვიდრე დაბურული ფარდებით ჩამობნელებულ ოთახში, სადაც მზის სინათლე კი არა, ერთი სხივიც ვერ აღწევდა. სანამ მზე ბოლომდე ამოიწვერებოდა და ცაზე კუთვნილ ადგილს დაიმკვიდრებდა, რბილ საწოლზე თეთრი, მოკლე სარაფნით წამოკოტრიალებულს კარზე კაკუნის ხმამოესმა და კაკუნს ვაჟბატონის ამოძახილიც მოჰყვა:
-მე ვარ.
-შემოდი-დავუძახე და სანამ წამოვდგებოდი, კარის ხმა გავიგე.
-საწოლში ნებივრობ საქმიანი მოლაპარაკებისთვის ნიცაში ჩამოსული?-დამცინასავით და კარის ჩარჩოს ცალიმხრით მიეყრდნო.-აბა, არ წამოხვალ სასეირნოდ?
-სად სასეირნოდ?-წარბები შევიჭმუხნე. ნაცნობ უბანში არ მაცადა სეირნობა და ამჯერად ნიცაში მოუნდა ქუჩების შეცნობა?
-სად და ნაპოლეონ ბონაპარტის სასახლეში-სერიოზული სახით მიპასუხა და სანამ თვითონ არ ჩაეღიმა, მის ხუმრობაზე არც დავფიქრებულვარ.
-რას მელაპარაკები-ღიმილით გამოვეპასუხე და წამოვდექი, მან კითვალი გამომაყოლა მუხის ღია ფერის ხისგან გამოთლილ კარადისკენ მიმავალს.
-უფრო მოკლე არაფერიიყო რომ ჩაგეცვა?
გავხედე და წარბაწეული მიყურებდა თეთრ სარაფანზე.
-სპეციალურად შენთვის გამოვეწყობოდუ ამაზე მოკლე კაბაში, მაგრამ მაპატიეთ მისიე, აქ არ წამომიღია-ირონიულად მივაძახე და წელში გამართული დავიხარე ტანსაცმლის ასაღებად.
-მმ, კარგი-ჩაახველა ოდნავ დაბნეული ტონით და შებრუნდა-მე გავალ და რომ გამოიცვლი, ჩემი ოთახის კარზე დააკაკუნე.
-არის სერ.
ყურადღება აღარ მოუქცევია, რადგან სხვა რაღაცაზე იყო გადართული და ზუსტად ვიცი, ეს სხვა რაღაც ჩემი მოკლე კაბა გახლდათ.
ლურჯი, წელში გამოყვანილი, ბოლოებგაშლილი ხავერდის კაბა ჩავიცვი და ფეხზე თეთრი მაღლები მოვირგე. ნეტავ სად მიეჩქარებოდა ასე რომ დამაჩქარა. დამაინტერესა მისმა გეგმამ და როგორც კი თმის გასწორებას მოვრჩი, სახის დამარბილებელი კრემის წასმის გარეშე გავვარდი ოთახიდან.
-ალექს, აქხარ?-კარზე დავუკაკუნე და ხმა რომ ვერ გავიგე, ჩემი ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე კარი მაინც შევაღე, ისე ნელა, რომ არ დაეჭრიალა.
ქუსლიანები გავიხადე და ცალ ხელში დავიკავე, რომ მათ ცალკე ხმა არ გამოეცათ და ეკაკუნათ. არც კი ვიცი, რატომ შევიპარე, მაგრამ კომოდზე ღიად დადებული მისი ტელეფონის დანახვაზე თვალები გამივრწყინდა და გული ერთი ძლიერმა სურვილმა ამიძგერა. ალექსანდრე, მე ხომ ვიცი, რას მალავდი შენს ტელეფონში, კერძოდ ფოტოების ფაილში. ახლა კი ამ ინტრიგულ ფოტოს ჩემი სახით საფრთხე ემუქრებოდა.
ტელეფონს ფეხაკრეფით მივუახლოვდი და ხელში ავიღე. ეკრანი განათდა,თუმცა მე თითი არაფრისთვის მიხლია. როგორც ჩანს, ბიჭს ჩემთვის უცხო გოგო უგზავნიდა მესიჯს. სახელი წავიკითხე-ანასტასია და მერე თვითონ შეტყობინება გავხსენი.
"ალექს, როდისთვის დაგელოდო? ნიცაშიხომ უკვე ჩამოფრინდი.."
წერილის წაკითხვაზე წარბები ავზიდე და დავფიქრდი. გამოდის, ვიღაც გოგოსთან შეხვედრასაც გეგმავდა საქმიანი შეხვედრისა და კონტრაქტის გაფორმების გარდა.
ინტერესით მივაჩერდი ნომერს და ჩემს ტელეფონში გადავიტანე, მერე კი ალექსანდრეს ნომრიდან ანასტასიასთან შეტყობინება გავგზავნე:
"ვერ შევძლებ ანა, სოფი ყველა ჩემ მეგობარზე ეჭვიანობს ისედაც. თანახმა არაა ჩემი და შენი ურთიერთობის. ნუ მომწერ, სანამ მე თვითონ არ შეგეხმიანები."
ესეც ასე-თქო გავიფიქრე და სიამოვნებისგაბ ჩავიღიმე. რა ბოროტივარ, ვინც არ მიცნობს. ახლა კი, კიდევ ერთი საქმე დამრჩა მოსაგვარებელი. როგორც აღმოვაჩინე, ტელეფონიდაბლოკილი არ ჰქონია. ეჰ ალექს, როცა გვერდით ოთახში სოფია, სიფრთხილეს თავი არასდროს სტკივა. ეს კი ვერ გაითვალისწინა, ამიტომ თავისუფლად შევძელი ფოტოების ფაილში შესვლა და ერთმა რამემ ძალიან გამაკვირვა-ჩვენი ფოტო favourite-ებში დაემახსოვრებინა. უნებლიედ გამეღიმა.
-ალექს, თანდათან მაკვირვებ-ჩავილაპარაკე და ტელეფონი ამოვიღე. ახლა ორ საქმეს ერთად მოვაგვარებდი. მისი ტელეფონიდან ფოტო ჩემსაზე გადავიტანე ბლუთუზით, რადგან თიკასთვის ნიძლავის შედეგი მეჩვენებინა და დამერწმუნებინა, რომ სიტყვა უკვე შესრულებული იყო. მართალია, ცოტას ვთაღლითობდი, მაგრამ, გადაიტანდა ალექსანდრეც და თიკაც. უცებ მომაგონდა, რომ ანასტასიას ჩათი არ წამეშალა და სანამ ფოტო იგზავნებოდა, სამესიჯოში შევედი.
როგორც კი ჩათი წავშალე, ღრჭიალის ხმა მომესმა და თავი შეშინებულმა ავწიე. ოთახს მიერთებული სააბაზანოდან წელზე პირსახოცშემოხვეული და აჩეჩილი, სველი თმით გამოვიდა ალექსანდრე. მე რომ დამინახა ჯერ გაეღიმა, მერე კი, როცა მიხვდა, რას ვაკეთებდი, სახე შეეცვალა და ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა.
ორიწუთი უხმოდ ჩაჰყურებდა ეკრანს, მერე კი ამომხედა და ეშმაკურმა ღიმილმა გაუპო ტუჩები.
-ტყუილად ვღელავდი, თურმე მხოლოდ ფოტოს გადაწერისთვის გიშრომია ამდენი.
მისი სიტყვების მოსმენისას მივხვდი რასაც გულისხმობდა და გავწითლდი.
-ჩვენი საერთო ფოტო თუ გინდოდა, გეთქვა ჩემთვის, უარს კი არ გეტყოდი.
გაბრაზებული მზერა მივაბყარი და ხელები მკერდთან გადავაჯვარედინე:
-ხომ არ ფიქრობ, რომ საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა გაქვს?
-რა წარმოდგენასაც მიქმნი, ის მაქვს-მხრები აიჩეჩა და საწოლზე დაგდებული მაიკა გადაიცვა ტანზე, სადაც რამდენიმე წყლის წვეთი კვლავ შერჩენოდა. თვალი ვერ მოვაშორე, როგორ იცმევდა, მან კი მოულოდნელად ამოილაპარაკა ისე, რომ არც გამოუხედავს:
-შენი საქციელი შენს სიტყვებს არ ეთანხმება.
-რომელი საქციელი?-შევიცხადე.
-თუ ჩემი ტანის ყურება მოგწონს, შემიძლია გავიხადო-ღიმილით გამომხედა და ჩემი გაცეცხლებული თვალებისთვის ყურადღება არ მოუქცევია.
-იცი რას გეტყვი?
-აბა, რას მეტყვი?-მომიახლოვდა და თავდაჯერებული ღიმილით დაიხარა. მუხლებს ეყრდნობოდა ხელისგულებით, რომ სახე გაესწორებინა ჩემთვის.
-საოცრად უნამუსო, უზრდელი და...
-ველური.-შემახსენა.
-ჰო, ველური ხარ.
-სიმპათიური დაგავიწყდა-თავი ცერად გადახარა და ნეკა ტითი ღაწვზე გამისვა-წამწამი ჩამოგვარდნია. რას ჩაიფიქრებ, წერილს თუ სიხარულს?
-წერილი.-მშვიდად ვუპასუხე მის თვალებს მიშტერებულმა. მისი თბილი მზერისგან გაშტერებულს სულ დამავიწყდა წეღანდელი მისი უმსგავსობა.
-ვინმეს წერილს ელოდები?-გამომცდელად მკითხა და დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში.
-მე კი არა, შენ ელოდები-წამომცდა და გულში საკუთარი თავი გავლანძღე.
-ვის ველოდები?-წარბები შეიჭმუხნა და ტელეფონი ამოიღო. დიდხანსათვალიერა ნომრები და მესიჯები, მაგრამ საეჭვო ვერაფერი იპოვა,,ამიტომ ისევ მე მომიბრუნდა.
-დერეფანში დამელოდე, ჩავიცმევ და გამოვალ.
გასვლას ვაპირებდი, თუმცა კიდევ ერთხელ მიმაბრუნა მიმაბრუნა და თვალებში ჩამხედა:
-მიხარია, თუ ჩვენს ფოტოს ასე უფრთხილდები. ახლა, რომც წამეშალოს, აღარ ვინერვიულებ, რადგან შენ გექნება. ალბათ, შენც რომ წაგეშალოს, არც მაშინ ვიდარდებ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ლეპტობშიც გადაიტან.
ხელი გამწარებულმა გამოვგლიჯე და გამოვტრიალდი.
*************************************************************************
-ახლა მაინც მეტყვი, სად მივდივართ?-დაღლილი მზერით გავხედე ჩემს გვერდით ასფალტზე ფეხით მიმავალ ალექსს.
სასტუმროდან გამოსულები, თხუთმეტი წუთი იყო, რაც ასე უხმოდ მივემართებოდით ქვაფენილზე, არც ის იღებდა ხმას და არც მე.
-ჩემს საყვარელ კაფეში-ჩემი ცნობისმოყვარე მზერით დაღლილმა ამოიოხრა.-ახლა თუ ის გაინტერესებს, როდის მივალთ, ნუ მკითხავ. უკვე ახლოს ვართ.
ჩამეღიმა, მაგრამ მას რომ არ შეემჩნია ჩემი ღიმილი, მარჯვნივ გავატრიალე თავი და შემთხვევით მეთვრამეტე საუკუნის ძველზე-ძველი შენობა შევნიშნე რატომღაც ძველი რომაული ორნამენტებით და ბერძნული არქიტექტურით.
-ალექსანდრე-ხმადაბლა შევძახე და მანაც ჩემკენ მოატრიალა თავი-ეს რა შენობაა?
-მუზეუმია. ბერძნული საბრძოლო იარაღების.
-სად საფრანგეთში ბერძნულ იარაღებს რაუნდათ?
ცალყბად გაეღიმა და გამომხედა:
-ალბათ, აერიათ და იქ ფრანგული მიიტანეს, აქ ბერძნული.
გადავიხარხარე და მასაც გაეცინა. მალე მაღაზიებით დატვირთულ ქუჩაზე გაფორმებული კიბით ასასვლელი "caffèè" გამოჩნდა ფრანგული წარწერით და ალექსანდრეს რომ გავხედე თანხმობის მისაღებად, თავი დამიქნია, ამიტომ კიბეზე ფრთხილად ავედი ქუსლიანი ფეხსაცლმით, ფეხები რომ არ მომეტეხა.
-თუ არაკომფორტულია, რას იცმევდი-უკნიდან მისი კომენტარი მომესმა და დაბღვერილმა გავხედე.
-ამ კაბას ეს უხდებოდა. და საერთოდ, მე გეუბნები, თმა არ გიხდება და გადაიპარსეთქო?-გამოვაჯავრე და კაფეში კაკუნით შევედი.
-რომც მითხრა, ვერ დაგიჯერებ, იმიტომ, რომ ჩემი თმა შენს გარდა ყველა გოგოს მოსწონს. და კიდევ, მგონი რომ ეგ ქუსლიანები მარტო იმიტომ გაცვია, რომ მაღალი გამოჩნდე.
თვალებდაწვრილებულმა გავხედე და პირში მივახალე:
-როგორ მიხარია, რომ შენნაირი აყლაყუდა არ ვარ, შენ ხომ არ იცი.
-გშურს-ჩაიცინა და წელზე ხელიმომკიდა, რომ წინ შევებრუნებინე.
-ღმერთმა დამიფაროს, ისეთი უგემოვნო ვიყო, რომ შენი მშურდეს.
-არ გინდა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთო? მე დაგიფინანსებ, ბაზარი არაა.
-პლასტიკური ოპერაცია რათ მინდა, შენსავით ტვინი კი არ მაქვს გადასანერგი.-დავცინე.
-ცოტა არ იყოს, ენა გაქვს მოსამოკლებელი, სავარაუდოდ ძირში. ყოველშემთხვევაში, მე რომ ექიმი ვიყო, აუცილებლად ისე მოგაჭრიდი, რომ მეტი აღარ წამოზრდილიყო.
ბრაზიანად გავკარი მხარი ჩემს წელზე ჩამოდებულ ხელზე და მრგვალ,თეთრ მაგიდასთან მაღალ სკამზე ჩამოვჯექი.
-დღემშვიდობის-თავაზიანად მიესალმა ალექსანდრე დახლთან მდგარ ქალს, რომელიც ჩვენი ქართულენოვანი კამათის მომსწრე ხან ერთს შემოგვყურებდა შეშფოთებული, ხან მეორეს.
-მისიე ალექს-ჩემდაგასაკვირად, ქალმა მოწიწებით დაუკრა თავი ნაცნობს.
-როგორ მიდის საქმეები? კლიენტები ხომ არ გელევათ?
-საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა ნამცხვრებზე.
-მშვენიერია. ჩვენ რომელს შემოგვთავაზებ? მინდა, ჩემს მეგობარს აქაური სამზარეულო შევაყვარო.
ორივემ მე გამომხედა, მე კი თავი ძირს ჩავხარე და ალექსანდრე გულში გავლანძღე უხერხული სიტუაციის შექმნისთვის. -თქვენ დაბრძანდით, ახლავე მოგართმევთ ნამცხვარს.
ვაჟბატონი ჩემკენ წამოვიდა და წინ დამიჯდა. დაჟინებული, მომღიმარი მზერით მომშტერებოდა და მეც არ გამომდიოდა ამ მზერის უკუგდება, არ შემეძლო, თვალი არ გამესწორებინა ან თუნდაც წამით გამეხედა სხვა მხარეს.
-რაზე ფიქრობ?-მომეჩვენა, რომ დაუფიქრებლად მკითხა, უბრალოდ იმისთვის,რომ ჩემთან რამეზე ესაუბრა. -აქ რატომ მომიყვანე?-ვკითხე და დავაკვირდი. რეაქცია არ შეცვლია, ისევე თბილი და მაინც, ეშმაკური მზერა ჰქონდა.
-მინდა, რომ ნიცა განსაკუთრებულად დაგამახსოვრდეს და თანაც ისეთი მოგონება გქონდეს ამ ქალაქთან როგორიც მე მაქვს. კიდევ ის ფაქტორია, რომ აქ მხოლოდ მე და შენ ვართ.
მეგონა, იმას იტყოდა, რასაც წესით ამ დროს ამბობენ ხოლმე, ამიტომ გაფართოებული თვალებით მივაშტერდი, მაგრამ სულ სხვა სიტყვებით განაგრძო თავისი მონოლოგი:
-ამიტომ, მე ვარ პასუხისმგებელი შენს ხასიათსა და გადაწყვეტილებებზე. თუ აქაურობაზე დადებითი შთაბეჭდილება არ შეგექმნება და რაც შეიძლება მალე წასვლას მოინდომებ, ლოგიკურად, ჩემი ბრალი იქნება,რომ ვერ დაგაინტერესე.
-რა აზარტულობაა-გამეცინა და გაცისკროვნებული თვალებით შევხედე. მიხაროდა, რომ ასე ფიქრობდა, თითქოს მე მხოლოდ მისი კომპანიონი კი არა, ახლო მეგობარი ვიყავი. მსიამოვნებდა იმ წუთებში მისი დამოკიდებულება ჩვენი ურთიერთობისა და ჩემი გადაწყვეტილების მიმართ. მისი საუბრიდან გამომდინარე ჩანდა, რომ არჩევნის გაკეთების საშუალებას მაძლევდა და თავის აზრს თავს არ მახვევდა.
ჩემი თვალების შემყურეს, თვითონაც გაეცინა და გაფართოვებული გუგებით მომაშტერდა:
-თვალები გიციმციმებს.
-შენც-ღიმილით მივუგე.
-გიხდება-თბილად გადმომილაპარაკა.
-რა მიხდება?-დაბნეულმა, მზერის მოუშორებლად ვკითხე და პასუხს მოუთმენლად დაველოდე.
-გაღიმებული თვალები და ზოგადად ღიმილი, ეგ განწყობა. ბედნიერება ყველა ქალს უხდება.
-ფიქრობ, ბედნიერი ვარ?
-ნამდვილად-დარწმუნებით მომიგო და თეთრი კბილები გამოაჩინა.-ბედნიერი ადამიანები სხვებსაც აბედნიერებენ, შენ კი...
საუბარი შუაში გაწყვიტა და სხვა მხარეს გაიხედა. სახე ახლოს მივუტანე და მომლოდინე მზერით მივაჩერდი:
-მე რა?
არ უპასუხია, მე კი ჯიუტად ჩავაჟინდი და ჩემი დაჟინებული მზერით ვაიძულე, ჩემთვის შემოეხედა.
-რატომ არ ამთავრებ სიტყვას?
-კარგი, გეტყვი-ამოისუნთქა და უფრო საკუთარი თავის გასამხნევებლად ჩაიღიმა.-შენ მე მაბედნიერებ.
გამეღიმა. უკვე ყურებამდე ვიღიმოდი და გაბრწყინებული თვალებით მივჩერებოდი ჩემ წინ მჯდარ ადამიანს, რომელიც ზოგჯერ ძალიან ველური და არაადამიანურად ნერვებისმომშლელი, ზოგჯერ კი ჩემი soulmate იყო. სხვაგვარად არ ვიცოდი, როგორ ამომეთქვა ჩემი გულიდან მისმიმართ გრძნობები, რომლებიც მანამდეც არსებობდნენ, შესაძლოა, უფრო ნაკლებად ღრმა იყო მანამდე ჩემი გრძნობა, ახლა კი მეგონა, სხივებს მზის ნაცვლად თვითონ გაშლიდა.
-ზოგჯერ, სოფი-გამაფრთხილებლად განაგრძო და ამაღლებული განწყობა ერთი საფეხურით ქვემოთ დაეშვა-იმედია, არ იფიქრე, რომ ეს სერიოზულად ვთქვი.
ღიმილი სახეზე შემაშრა. ოდესმე შეეძლო, განწყობა არ ჩაეშხამებინა ჩემთვის?
-რა სასაცილო ხუმრობა გცოდნია-ცალყბად გავუღიმე ცივი ღიმილით და სახე გამოვატრიალე. ცინიკოსი იდიოტი! თითქოს ნერვების მოშლა არ ეყოფოდა, ახლა ჩემს გრძნობებზე თამაშიც დაიწყო!
-იმედი მაქვს, მეცხრე ციდან მიწაზე არ დაგანარცხე-ჩაიცინა და ბრაზიანად რომ გავხედე მაშინაც არ შეუწყვიტაცს ტუჩებზე დათამაშებული ველური ღიმილი.
-იცი მეცხრე ცაზე ვინები არიან?-ამჯერად მეწამოვიწყე მონოლოგი და საკმაოდ სერიოზულიც გამოვიდა ჩემი განწუობიდან გამომდინარე-ის გოგოები, რომლებიც შეყვარებულები არიან.შემატყე რამე სიყვარულის? იქნებ, რამე მსგავსი დაგესიზმრა და რეალობას სიზმრისგან ვეღარ არჩევ? ცოტა ხანი კარგად რომ გამოგეძინა აჯობებდა.
უხმოდ, იგივე სახით მიყურებდა და არაფერს ამბობდა. ამასობაში, მიმტანიც გვეწვია თეფშებით ხელში. ნამცხვრის თეთრ თეფშებზე შოკოლადისფერი ნაჭრები იდო. მაგიდაზე რომ დადო, მთვრალი ალუბლის ნამცხვარი ვიცანი და ჩამეღიმა. რათქმაუნდა, ვაჟბატონმა ჩემი ღიმილი შენიშნა და მკითხა:
-გიყვარს არა?
ხმა არ გამიცია, ერთხელ შევხედე და ჩანგალი მოვიმარჯვე. რამით ხომ უნდა მეგრძნობინებინა რომ გაბრაზებული ვიყავი, სხვანაირად დანაშაულის გრძნობა ვერ დატანჯავდა.
-შენი პასუხის გარეშეც ვიცი, რომ გიყვარს.-ღიმილით ჩაილაპარაკა და ამ სიტყვებით გამომიწვია. იცოდა,რომ ამაზე მაინც მექნებოდა შეკითხვა, სწორედ ამიტომ თქვა.
-საიდან იცი?-მოჭუტული თვალებით გავხედე.
-თიკას წამოცდა.-მაუწყა და თვითონაც დაიწყო ჭამა.-და თანაც მარტო ეგ არა.
-კიდევ რაში გამომააშკარავა?
-ბევრ რამეში. ახლა, ის რომ არა, არ მეცოდინებოდა, რომ ბავშვობაში კალათბურთზეც კი დადიოდი, რომ სიმაღლეში გაზრდილიყავი.-მომიგო და გადაიხარხარა. მანამ იცინოდა, სანამ ჩემს დაბღვერილ სახეს არ წააწყდა.-კარგი, კარგი, ვჩუმდები-ხელები ასწია და ეცადა, სახეზე დანაშაულის გრძნობა გამოესახა, მაგრამ როგორ დაეტყობოდა ის, რასაც არ გრძნობდა.-მომისმინე, მოდი, შევრიგდეთ. აღარაფერს ვიტყვი,გეფიცები.
ვითომ?-გავიფიქრე და დაეჭვებულმა შევათვალიერე. სახეზე ეტყობოდა,რომ ამჯერად მართლა წყნარად იყო.
-აბა, შევრიგდეთ?
თავი დავუქნიე და ჭამა განვაგრძე. ნამცხვარი ძალიან მეგემრიელა და მიმტანს თბილი ღიმილით გავხედე. როგორც ჩანს, თვალს გვადევნებდა, ისევ ვკამათობდით, თუ არა, ამიტომ ჩემი მზერის საპასუხოდ მანაც გამიღიმა.
უეცრად ტელეფონზე უცხო ზარი აწკარუნდა და როცა მივხვდი, რომ ჩემი არ იყო, დავმშვიდდი.
ალექსანდრემ ტელეფონი ამოიღო და სენსორს ხელი გადაუსვა. ყურმილი ყურზე მიიდო:
-გისმენ ანასტასია.
გავშრი. ამჯერად მართლა ვიჩხუბებდით და იქნებ ისეცცგვეჩხუბარომ ვეღარასდროს შევრიგებულიყავით. ნამდვილად გაიგებდა სიმართლეს და მერე ძალიან, ძალიან მაგრად მეჩხუბებოდა. მისი ჩხუბის შიშით გავიწურე და სკამზე დავდნი.
-რაზე ლაპარაკობ, ნორმალურად ამიხსენი-მკაცრი ხმით უპასუხა და ისევ გაჩუმდა.
მინდოდა, მიწას ჩავეტანე. ნერვიულობისგან ლავიწის ძვალზე თითების კაკუნი დავიწყე და მალე ისე ნერვიულად ვაკაკუნებდი, ძალიანაც რომ მომენდომებინა, ვეღარ გავჩერდებოდი. ხმაზე ალექსანდრემ გამოიხედა ჩემკენ და უცნაურად მიაჩერდა ჩემი ლავიწის ძვალს. დამნაშავის ღიმილით გავუღიმე და თითების თამაში განვაგრძე. უცებ, ყურზე ყურმილმიდებულს, სახე შეეცვალა.
-გაიმეორე, რა მოგწერე?!
გაჩუმდა და მასთან ერთად მეც გავისუსე. ოღონდაც ეს არა-თქო გულში ვლოცულობდი, მაგრამ ლოცვა ჩემს შეცდომებს რას უშველიდა, ორ წამში ვერაფერი გამოასწორებდა ჩემს ტუტუცურ საქციელს. "დაფიქრებულიყავი მაინც, რას აკეთებდი სოფი, რა, არ იცოდი, რომ ბოლოს მაინც გაიგებდა?"-ვფიქრობდი და გულში ვტიროდი, თვალზე კი ერთი კურცხალი ცრემლიც არ მადგებოდა.არადა, როგორ მაწყობდა ახლა ტირილი, ბოლო-ბოლო თავს მაინც შევაცოდებდი ჩემს წინ მჯდარ, უკვე გაცეცხლებულ ალექსანდრეს.
-კარგი, აღარ გააგრძელო-ჩასძახა ტელეფონში იმ ვიღაც ანასტასიას. ლამის თვალებით გავებურღე-გადმოგირეკავ ცოტა ხანში.
ახლა კი, იმაზე ვვოცნებობდი, არ გაეთიშა, რაც შეიძლება მეტი ელაპარაკათ და თუნდაც საერთოდ არ დაესრულებინათ საუბარი. თუმცა, რამდენიც არ უნდა ელაპარაკათ, მაინც იგივე მომელოდა ბოლოს.
-არა ანასტასია, არ გატყუებ, გადმოგირეკავ-მეთქი-დაღლილი ხმით ამოილაპარაკა და მაშინვე გათიშა ტელეფონი, მერე კი მაგიდაზე დააგდო და გამჭოლიმზერით პირდაპირ თვალი-თვალში გამიყარა საზურგეზე გადაწოლილმა. ჩუმად იყო, საოცრად ჩუმად, მე კი, დარწმუნებული ვარ, დაკარგული კნუტის თვალებით ვუყურებდი და შებრალებას ვთხოვდი. რას არ გავიღებდი, ეს სიტუაცია რომ ამოგვეღო ჩვენი ურთიერთობიდან.
-აბა, დაიწყებ თუ მე დავიწყო?-დამელაპარაკა.
-შენ რა უნდა დაიწყო, ჩხუბი თუ...?
-აბა, მე თავის გასამართლებლად არ მაქვს საქმე შენგან განსხვავებით და...
-არ მინდა თავის მართლება-ამოვიჩურჩულე და თავი დავხარე. ჩვენი ნამცხვრები ნახევრად შეჭმული იდო მაგიდაზე და ასე მეგონა, ჩვენი ჩხუბის მოლოდინში ისინიც გასუსულიყვნენ.
-მაშ, რა გინდა?-მშვიდად მკითხა. არანაირი ჩხუბი, ხმამაღალი სიტყვები, ველურული გამოხტომები... ცოტა არ იყოს, გამაკვირვა მისმა სიმშვიდემ, მაგრამ არ მქონდა იმის თავი, რომ ამის გაოცება დამტყობოდა სახეზე.
-მინდა, რომ არ მეჩხუბო-ამოვილაპარაკე დამნაშავე ბავშვივით თავჩახრილმა და თვალი მისკენ გავაპარე. ისეთივე დაჟინებული მზერა ჰქონდა, თუმცა ახლა ნაკლებად გაღიზიანებული.
-არ გეჩხუბები-წყნარად მომიგო.-უბრალოდ, მაინტერესებს, ეს რატომ გააკეთე?
-გავბრაზდი.
-გაბრაზდი?-თვალები გაუფართოვდა-ნეტავ შენ რამ გაგაბრაზა?
-მისი მესიჯი ვნახე და როცა გავიგე, რომ ნიცაში მის ნახვას აპირებდი, შენზე გავბრაზდი. თუნდაც იმიტომ, რომ არ მითხარი. ჰოდა,გადავწყვიტე, სამაგიერო გადამეხადა. ამიტომ მივწერე.
თავი გააქნია და ამოისუნთქა. დარწმუნებული ვიყავი, ჩემი სიტყვები ჩემს საქციელს ვერ გაამართლებდა, მაგრამ ალექსი მაინც დამშვიდდა და წინ გადმოიხარა.
-ჩემთვის უნდა გეთქვა და გეკითხა.
-ვიცი-თავი დავუქნიე. როგორც ჩანს, ეს სიტუაცია ცივილურად გადავაგორეთ და უკვე შვებამოგვრილი ვიჯექი. არც იმის შიში მტანჯავდა, რომ იმ ვიღაც ანასტასიას შეეძლო, ჩვენს შორის კონფლიქტის თემა ჩამოეგდო.
-კარგია.-მხოლოდ ესღა თქვა და ნამცხვარზე მიმითითა დაამთავრეო, თვითონ კი, თავისი თეფშისთვის ხელი არ უხლია.
-აღარ მინდა.-თავი გავაქნიე და ნიკაპი მაგიდაზე იდაყვითდაყრდნობილ ხელისგულს ჩამოვადე.
გაიღიმა და თითქოს გულიდან ლოდი მომეხსნა, დანაშაულის გრძნობა ოდნავ შემომსუბუქდა და ამისთვის ალექსანდრეს უბრალო, თუმცა მთელგრძნობაჩადებულ ღიმილს ვუმადლოდი.
***************************************************************************
შუადღე ჯერ კიდევ არ გადასულიყო, ჩვენ კი კაფედან გამოსულები, ნიცას ქუჩებში დავბოდიალობდით უმიზნოდ, არანაირი დანიშნულების პუნქტი არ გაგვაჩნდა.
გვერდიგვერდ მივუყვებოდით ტროტუარს, მანქანებიც სწორედ იმ დროს გამოიცლიდნენ, როცა მათ გზას ვკვეთდით და სირბილით გადავდიოდით. ბოლოს, როცა სირბილისგან არაქათგამოცლილი, წელში მოვიხარე და მუხლებზე ხელებჩამოდებული შევჩერდი ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით, ალექსანდრეც გვერდში ამომიდგა და ღიმილით მკითხა:
-დაიღალე?
თავი დავუქნიე და მის თავზე ნახევრად ჩაწვერილ მზეს მოჭუტული თვალებით ავხედე.
-ენერგიისგან დავიცალე-მივუგე.-ახლა, მთელი ენერგია გამოვანთავისუფლე და შესვენების დროა.
გაიცინა და წელში გამასწორა ცალი მკლავის დახმარებით.-წამოდი, სასტუმროში დავრუნდეთ, თორემ ვინ იცის, ბოჟაკი საკუთარი პოლიციით გვეძებს.
ეშმაკური ღიმილით გავხედე და უკან გავყევი.
სასტუმრომდე რომელი გზა მიდიოდა, აზრზე არ ვიყავი, მაგრამ როცა ალექსანდრეს გავხედე საბრალო კატის თვალებით, ისეთი მზერით გამომხედა, დავრწმუნდი, რომ მისი ნდობა ღირდა.
სასტუმროს ქვის კიბესთან კვლავ წინანდელი შემთხვევის მსგავსად წინასწარ ასვეტილი დაგვხვდა ფრანსუა, თავისი საფირმო ღიმილით (რომელიც უფრო "ულვაშებში ჩაღიმებას"ჰგავდა).
-მადამ, მისიე-წელში მოიხარა და თავი დაგვიკრა პატივისცემის ნიშნად.
-ფრანსუა-მის გასაგონად შევძახე და წყვილი ინტერესით მომართული თვალის მზერაც დავიმსახურე.-ბოჟაკს ხომ არ მოვუკითხივართ?
-არა, მადამ. თქვენი ვახშამი რვა საათზეა დაგეგმილი და რესტოეანში სპეციალურად თქვენთვის გამოყოფილი მანქანა მიგიყვანთ.
-გმადლობ.
ნომრებში ავედით და ორივე ჩვენ-ჩვენს ოთახში შევიყუჟეთ. უცნაურია, მაგრამ კარი მოვიკეტე თუ არა, იმაზე ფიქრი დავიწყე-რას აკეთებს ახლა ის-თქო.
"ალბათ, ანასტასიას წერს და ყველაფერს უხსნის"-ამომძახა ლოგიკურმა ხმამ და უკმაყოფილო დავეშვი რბილ, ფუმფულა საწოლზე.
"არა, მაინც რატომ უნდა უხსნიდეს იმ ქალბატონს ჩვენს ურთიერთობას,რა მისი გასარჩევია?"-პრეტენზია გამოთქვა ჩემმა სიამაყემ და ამოვიფრუტუნე. მე არავინ მეკითხებოდა, რას მიწერდა ალექსანდრე თავის საყვარელს თუ საცოლეს. ვინც იყო. სულაც არ ვინტერესდებოდი მისი პირადით, ან რა იყო საინტერესო, თითქოს იმდენი თაყვანისმცემელი გოგო ესეოდა, სუნთქვა აღარ შეეძლო. თუმცა აშკარა იყო-ერთი უკვე ვიპოვე.
-ოჰ სოფი, იმდენს იზამ, კიდევ რამეში გაეხვევი და მერე ჩემი იმედი აღარ გქონდეს-შევუძახე ჩემს თავს. სადაც იყო, რვა გახდებოდა, მე კი მომზადებული ვიყავი კი არა, თმაც კი არ მქონდა ფორმაში. სარკეში რომ ჩავიხედე, მეგონა კუდგაშლილ ფარშევანგს ვუმზერდი ზოოპარკში. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ გარშემო გალიის ნასახიც არ იყო ოთახში.
-ჯანდაბა, ახლა თხუთმეტ წუთში რა მოვასწრო-ამოვიწუწუნე და ჩემოდნიდან კლასიკური შავი შორტი ამოვაფრიალე. სარკიან კარადასთან დავდექი და თმის მოწესრიგებას შევუდექი. ორ წუთში, ორი მეტრიდან რომ შეეხედათ, კაცი ვერ მიცნობდა. ცალი ხელით თმას ვივარცხნიდი, მეორეთი ტანსაცმელს ვიხდიდი, ფეხებით კი ვცდილობდი, კანისფერი კოლგოტი ჩამეცვა რამენაირად ხელების დაუხმარებლად. გულში, ჩემს თავზე ვფიქრობდი და სიცილს ვერ ვიკავებდი.
-ყოჩაღ სოფი, ლეონარდო და ვინჩისაც კი აჯობე ერთად რამდენიმე საქმის კეთებაში.
-ამშემთხვევაში, სრულიად გეთანხმები-კარის ხმა გაისმა და იქიდან კი ნაცნობი ბარიტონი. ადგილზე გავშეშდი კოლგოტში ცალფეხგაყოფილი, მაიკაგახდილი და თმაში სავარცხელაბურდული.
-აქ რას აკეთებ?-შეშფოთებულმა ვიკითხე და რამდენადაც ვცადე, რამეთი დამეფარა წელსზემოთ სიშიშვლე, არაფერი გამომივიდა დაკავებული ხელ-ფეხით.
-კარგი, ნუ ცოდვილობ, ისედაცარ გიყურებ-დატანჯული ხმით თქვა და გაიხედა.-უნდა მეკითხა, მოდიოდი თუ არა, თუმცა უკვე გასაგებია. რაიმეში ხომ არ დაგეხმარო?-ხუმრობის ტონით შემომთავაზა, აბა რა იცოდა, მართლა თუ დავავალებდი რამეს.
-აი, ის თმის უთო მომაწოდე-საწოლის კუთხეში მიგდებულ ნივთზე ვანიშნე და მანაც მალევე გამომიწოდა.
-გასწორება იცი?-შველის თვალებით შევხედე, თითქოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თმის გასწორება იმ მომენტისთვის.
თვალები დაუწვრიდა და უთო დენის წყაროს შეუერთა.
მანამ, სანამ მხრებამოჭრილ ზედასა და კლასიკურ შორტში გამოწყობილი მაკიაჟს ვისმევდი, ბატონი ალექსანდრე ჩემი სტილისტი გახლდათ და თმის სწორებით იყო დაკავებული. სხვა დროს, აბა, როგორ წარმოვიდგენდი, თუ ნიცაში, ვიღაცა ბატონი ბოჟაკის მიერ დაქირავებულ ჩემსავე ოთახში ალექსანდრე თმას გამისწორებდა (მართალია უკმაყოფილო სახით, მაგრამ ყურადღებას არც ვაქცევდი მის მიმიკებს).
-მე მოვრჩი-წამოვიძახე.
-არ გაინძრე-ამოიგმინა და ჰაერში მოვფრიალე ცხელი უთო თითებით დაიჭირა, თუმცა მაშინვე გაუვარდა ხელიდან და დამწვარი თითები ჰაერში გააქნია.
-დაიწვი?-შევძახე და თავში ხელი ვიტაცე. არა რა, კაცებს არაფერი გამოუვიდოდათ, ტყუილად ველოდი ალექსანდრესგან სტილისტი მექცია.
-ჯანდაბა ამ თმის უთოს.-ამოვიწუწუნე და დენიდან სასწრაფოდ გამოვაძრე კაბელი.
-მაგას თავი დაანებე, მე მომხედე-სიმწრით წამოიძახა და ტკივილისგან თვალები დახუჭა.
ლამის ხმამაღლა წამოვიძახე უხამსი სიტყვები. მის ხელისგულებს დავწვდი და ყურადღებით შევათვალიერე.
-ძალიან გეწვის?-ვკითხე დამნაშავის თვალებით.
უხმოდ გამომხედა და მივხვდი, რომ სტკიოდა.
-წამოდი, რამეს ვიზამ.-მაჯაში ხელი ჩავავლე და ჰოლში გავაქციე.
-სად მიმათრევ გოგო-გაბრაზებულმა ამოიგმინა-ჩემით ვერ წამოვალ?
-რავიცი-მხრები ავიჩეჩე დაბნეულმა- ხელები რომ გტკივა?
-მერე, ხელებით დავდივარ?-შემომიღრინა და მაჯაში ჩაფრენილიხელი გამაშვებინა.
ამჯერად პირიქით,მე მივყვებოდი მას უკან, უფრო სწორად, თავჩახრილი მივდევდი.
-სანამ ფრანსუას ვნახავთ, სულ გაგიწითლდება დამწვარი-ამოვილაპარაკე და მანაც გამომხედა:
-სხვა იდეა გაქვს?
თავი გავაქნიე. სასტუმროს ადმინისტრაციასთან მივედით და დამხმარე პერსონალიც ვიპოვეთ, მათში მედდამ კი პირველადი დახმარება აღმოუჩინა ალექსს.
-ხელი აქ დამიდეთ.-მაგიდაზე დადებულ ბალიშზე დაადებინა მაჯა და მშვიდად წაუსვა მალამო. უკვე ფრჩხილებს ვიკვნეტდი ნერვიულობისგან, მიუხედავად იმისა, რომ სანერვიულო აღარაფერი იყო. სამივე პატარა, დაბალჭერიან სამედიცინო პუნქტის ოთახში შევყუჟულიყავით, კარგად ვხვდებოდი, რომ ადგილი აღარ იყო მაგრამ გასვლის სურვილი არანაირად არ მქონდა.
-სოფი, კარგად ვარ-დაღლილი ხმით ამოიოხრა ალექსმა, როცა დაინახა, კუთხეში მდგარი ფეხების ნერვიულ ბაკუნს ვერ ვწყვეტდი.
-გაგიარა?
თავი დამიქნია.
-ქალბატონო, თქვენც ხომ არ დალევდით დამამშვიდებელს?-ექთანმა სერიოზული სახით შემომთავაზა წამალი.
-არა, გმადლობთ-თავი გავაქნიე-კარგად ვარ.
-დარწმუნებული ხარ?-ალექსანდრეც ჩაერთო.
დავეთანხმე და ოთახიდან ორივე გამოვედით-ის შეხვეული ხელისგულებით, მე კი მასზე მიშტერებული მზერით.
- კიდევ დიდი ხანი უნდა მათვალიერო?-უკმაყოფილოდ გამომხედა და მეც სასწრაფოდ სხვა მხარეს გავიხედე.
-შენს ხელში კაცი ისე მოკვდება, ვერც გაიგებს, რა მოუვიდა-გააგრძელა იმავე ხმით.
-რას გულისხმობ?
-დამწვრობისას რას აკეთებენ, არსად გისწავლია?
თვალები ავატრიალე.ახლა ისევ თავიდან ვიწყებდით.
-კი მაგრამ ახლა რა აზრი აქვს ამაზე საუბარს?
-არანაირი-დამემოწმა.-უბრალოდ დამაინტერესა.
-მაშინ ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანე.
ჩუმად ვიდექით სასტუმროს კარში და ერთმანეთს ველოდით.
-გაბრძანდით ბატონო ალექსანდრე-გზა დავუთმე და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
წარბაწეულმა გამომხედა და წელზე ხელი მომკიდა. გამიკვირდა, რას აკეთებსთქო, თუმცა მან მხოლოდ წინ მიბიძგა, რომ კარში გავსულიყავი. მანქანაში მშვიდად ჩავსხედით და ასევე უხმოდ დავიძარით.


მოკლედ, მართალია, გალოდინებთ, მაგრამ ხომ ხედავთ, ლოდინი ასეთი ცუდიც არ არის (ასე უფრო ვრცელი თავები გამომდის) ^ ^ ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები და ის, რომ კითხულობთ.
პ.ს. შემდეგ თავს არ ვიცი, როდის დავდებ. თუმცა, რაც უფრო დიდი დრო მოვუნდები, მით უფრო ვრცელი გამოვა.



№1  offline წევრი Shpliyvi

ძალიან თბილად, საყვარლად და ლამაზად ანვითარებ სოფის და ალექსანდრეს ურთიერთობას...მომწონს და ძაანაც ნუ დააგვიანებ დადებას????

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ოოო დიდი დროო არაა რააა მომწონს ძაან და მაინტერესებს რამოხდება ♥️♥️♥️♥️

 


Shpliyvi
ძალიან თბილად, საყვარლად და ლამაზად ანვითარებ სოფის და ალექსანდრეს ურთიერთობას...მომწონს და ძაანაც ნუ დააგვიანებ დადებას????

ძალიან დაგვიანებას არ ვაპირებ, თანაც უკვე დავიწყე შემდეგი თავის წერა და სავარაუდოდ მალე იქნება. ძალიან მიხარია, რომ მოგწონს და ასე ელოდები ♡ ♡ ^ ^

ტკბილიწიწაკა
ოოო დიდი დროო არაა რააა მომწონს ძაან და მაინტერესებს რამოხდება ♥️♥️♥️♥️

დიდხანს არ გალოდინებ, მითუმეტეს თუ ასე ჩაგითრია ♥ და რაც მთავარია, გმადლობ კომენტარისთვის (ჩემთვის ყოველი თქვენგანის აზრი ბევრს ნიშნავს).

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როოოოდის დაააადეეეებ??????

 


ანი ანი
როოოოდის დაააადეეეებ??????

ერთ-ორ დღეში სავარაუდოდ... ჯერ ზუსტად არც მე ვიცი

 


№6  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

სად დაიკარგე?! ((

 


ძალიან გთხოვ ახალი თავი დადე რა (( ვგიჟდები ამ ისტორიაზე! დიდი სიამოვნებით ვკითხულობ და ახალ თავებს მოუთმენლად ველოდები <3 ძალიან კარგი ხარ!

 


ტკბილიწიწაკა
სად დაიკარგე?! ((

დღეს დავდებ, ავად ვიყავი და ვერ მოვახერხე pensive

მეოცნებე ლამაზმანი
ძალიან გთხოვ ახალი თავი დადე რა (( ვგიჟდები ამ ისტორიაზე! დიდი სიამოვნებით ვკითხულობ და ახალ თავებს მოუთმენლად ველოდები <3 ძალიან კარგი ხარ!

ძალიან დიდი მადლობა ასეთი პოზიტიური კომენტარებით რომ მავსებთ heart_eyes

 


№9  offline წევრი fluctus Oceani

აი მომწონს მე ესენი

 


I love you baby
აი მომწონს მე ესენი

აი, მე შენ მომწონხარ kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent