შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაწყევლილი სამოთხე (5 თავი)


11-12-2018, 19:27
ავტორი RedBaNshee
ნანახია 1 230

-შენ ანამარია ყანჩაველი ხარ... თუ ვცდები?
ამ გაყინულ მომენტში, რაღაცა ძალით, ჩემი ტვინის ყველა უჯრედი ამუშავდა. რაზეც არასდროს მიფიქრია სწორედ ისეთი დედტალები დავაკავშირე. დასკვნა სასწაულად არარეალური იყო... ოღონდ არ მითხრას, რომ ჩემთან საქმიანი წინადადება აქვს... ღმერთო გთხოვ ვცდებოდე.
-შენი გამომეტყველებით ვხვდები, რომ არც ისეთი სულელი ყოფილხარ, როგორიც მეგონე, - მიდრული, თეთრი ტყავის სავარძელისკენ გაეშურადა მშვიდად ჩაესვენა.
-მე უკანონო ყანჩაველი ვარ. -თითქოს ყანჩაველობა დიდი დანაშაულილ ყოფილიყოს და თავის გამართლებას ვცდილობდი.
- - - - - - - - - - - - - - - -


-ვიცი რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ გიორგის შვილი ხარ...
ხმას ვერ ვიღებდი. ვეღარაფერს ვხვდებოდი, ყველაფერი იატაკზე დავარდნილი ძაფის გორგალივით აიბურდა.
-ჰთხოვ ნუ მაწვალებ ამიხსენი რა გინდა. - სწრაფი ნაბიჯებით, ანთებული თვალებით გავემართე მისკენ და წინ მდგარ სავარძელში მოვკალათდი.
-შენი აზრით აქ როგორ მოხვდი? ან რატომ მაინცდამაინც შენ? კი, გეთანხმები, ნამდვილად ხდება ისე, რომ გოგონებს იტაცებენ. მაგრამ შენ უბრალო მსხვერპლი არ ხარ.
-ამით რისი თქმა გინდა?- გამჭოლი მზერა შევანათე თვალებში.
-იმის ჩემო ძვირფასო, რომ გარეთ წვეულებაზე შენი ძმები იმყოფებიან, რომლებმაც ასე გაგიმეტეს, მხოლოდ იმისთვის, რომ შეეშინდათ უკანონო ყანჩაველის არსებობის. და ძალიან დიდ სიამოვნებას მომგვრის იმის ხილვა, თუ რა სახეები ექნებათ მაგ ნაბიჭვრებს, როცა ჩემს გვერდით დაგინახავენ.
ერთიანად ამიტანა სიცივემ, საოცრად უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა, თითქოს შიგნიდან მარწუხებს მიჭერდნენ.
-ჩვენი ბიზნესი დიდი ხნის წინათ გადაიკვეთა, მაშინ მამაშენი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. უკანონოდ აგვარებდნენ საქმეებს და მეც მიფუჭებდნენ სახელს.როცა გიორგი გარდაიცვალა შენმა ძმებმა ყველაფერი გააეკეთეს ჩემი კომპანიის გასაკოტრებლად. რა თქმა უნდა ჯერჯერობით არაფერი გამოსდით, მაგრამ ვშიშობ, რომ მათი გეგმების განხორციელებას დიდი დრო არ დასჭირდება. მერე შენზე გავიგე... შენ რომ ცოტა ამბიციური ყოფილიყავი გეცოდინებოდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა შვილი ქორწინებიდან გყავს თუ არა. მნიშვნელოობა აქვს სისხლს, გვარს და ბრძოლისუნარიანობას. მოკლედ, შენც ისეთივე უფლებები გაქვს, როგორიც შენს ძმებს, შენც ისეთივე შვილი ხარ როგორებიც ისინი არიან და ბოლოს, შენც ყანჩაველი ხარ, გიორგი ყანჩაველის ასული.
-მოიცა მოიცა - სიცილნარევი ხმით გავაწყვეტინე და ხელები გავასავსავე -ანუ რა გამოვიდა, შენ ჩემი გამოყენება გინდა?
-ღმერთო ჩემო... შენ თავს ისულელებ თუ მართლა ასე ხარ სიშტერისკენ მიდრეკილი.
-სიტყვები შეარჩიე - ხმა გავიმკაცრე და ტუჩები მაგრამ მოვკუმე.
-მე შენი დახმარება მჭირდება, სამაგიეროდ მეც ბევრი რაღაცის გაკეთება მიწევს შენთვის.
-ე.ი. თუ დაგეხმარები, მაგრამ ჯერ ვერ ვხვდები ამას როგორ ვიზამ, შენ დიანასგან წამომიყვან?
-არამხოლოდ დიანასგან წამოგიყვან მარია... აყვავებულ ბიზნესს გაჩუქებ, სრულიად კანონიერად და უფასოდ. ნუ, რა თქმა უნდა ცოტა აქციებს კი გადავიფორმებ, მაგრამ შენ ეგ არ გეწყინება დარწმუნნებული ვარ - იცინოდა და ეშმაკურად მოჭუტულ თვალებს მიჟუჟუნებდა. უჩვეულოდ გამოიყურებოდა, ასეთი არასდროს მენახა. თვალებში ბევრი გეგმა უციმციმებდა და თითქოს ყველაფერი დალაგებული ქონდა, როცა გვერდით ვყავდი. და მე ეს მახარებდა...
-არ ვიცი მაგაზე მერე ვიფიქრებ - ამაზე კიდევ უფრო ხმამაღლა გაიცინა და ფეხზე წამოდგა.
-მეც თავაწეული მოღერებული ყელით ავდექი სავარძლიდან და ხელი გავუწოდე.
-შეთანხმება დადებულია!
-მოიცა არა... ერთი წუთით. რაღაც მინდა გკითხო - ხმა ჩემდაუნებურად დამინაზდა და წეღანდელი ყელმოღერებული გოგოსგან აღარაფერი დარჩა. -მე და შენ... ჩვენ მხოლოდ საქმიანი პარტნიორები ვათ?
თითი ნიკაპზე შემახო და დახრილი თავი ამაწევინა.
-შემომხედე. - თვალები ძლივს გავუსწორე სირცხვილისგან, იღიმოდა - შენ შგიძლია იმ ღამის შემდეგ ჩემთან მხოლოდ საქმე გაკავშირებდეს? იმიტომ რომ შენ თუ შეგიძლია მე ვერ შევძლებ - ნიკაპზე მყოფი ხელი კეფაზე გადაასრიალა. თავი გადამაწევინა და ყელი სასიამოვნო ჟრუანტელმა მოიცვა.
-დროა მაღალ საზოგადოებაში შენი ადგილი დავიბრუნოთ - ყურში მაცდურად ჩამჩურჩულა და ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
სახლის უკან დიდი, ულამაზესი ეზო იყო. გარშემო ხალხი შემოკრებილიყო. აუზის თავში მოწყობილ სცენაზე ბენდი იდგა და სასიამოვნო აურას ქმნიდა. თხელ კანზე ეკლებმა დამაყარეს როცა აქ მყოფი გოგონები დავინახე. ჩემი თავდაჯერებულობა სადღაც ჩაიფერფლა და პატარა, უსუსურ გოგოს დავემსგავზე მშობლის უკან რომ აიტუზებახოლმე.
-ახლა შენი სიმორცხვე არ გვაწყობს მარია. - უკვე დინჯი ტონით მომმართა და ხელი ჩამკიდა.- წამოდი ნინას საჩუქარი გადავცეთ.
-გადავცეთ? -ჩემს გულუბრყვილო კითხვაზე სიცილით შემომხედა და თვალი ჩამიკრა. მიმტანმა შამპანიურის ჩიქები მოგვაწოდა... გარემოს მეძებარის თვალებით ვათვალიერებდი, ვეძებდი სად იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემს ძმებად იწოდებოდნენ. დაჩიმ ხელი ჩამკიდა და რამდენიმე წამში სცენაზე ვიდექი. ისევ ყველა კუნთი დამეჭიმა, მაგრამ დაჩის სიტყვები გამახსენდა და სახეზე ბედნიერების ღიმილი ავიკარი.
-მოგესალმებით მეგობრებო. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. ჩემი დაიკოს ბედნიერების გაზიარებისთვის. მგონი ჩემი და მარიას საჩუქრის დროც დადგა. - ნინა დაქალების გარემოცვაში იდგა და სიხარულისგან ხტუნავდა - დაბადების დღეს გილოცავ ჩემო პატარა ანგელოზო- სიყვარულით სავსე თვალები მიაპყრო დას და მზრუნველად გაუღიმა. იმდენად გულისამაჩუყებელი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, რომ ლამის ცრემლებად დავიღვარე.
ეზოში გრგვინვით შემოიყვანეს წითელი ფერის პორშე პანამერა. ნინაზე ნაკლებადშოკირებული ნამდვილად არ ვიყავი…
-სერიოზულად? - გაფაციცებული ვუყურებდი დაჩის მომღიმარ და კმაყოფილ სახეს.
-ნუ იმჩნევ .ყველაფერი სახეზე გაწერია.
-რა ძაან მარტივად საუბრობ.
ნინა სწრაფად მოვარდა უკვე სცენიდან ჩამოსულ ძმასთნ და მთელი ძალით შემოეხვია, შემდეგ მე მომახტა და უამრავი მადლობა მივიღე იმ საჩუქრისთვის, რომლის ავტორობაც რამდენიმე წუთის წინ შევითავსე. მალევე გადმომიჩურჩულა დაჩიმ გამომყევიო და წელზე ხელი შემიცურა. სახლისკენ მივდიოდით. შორიდანაც ვხედავდი განათებულ დარბაზში ორი მამაკაცის სილუეტს. რაღაცაზე კამათობდნენ და სახე დაძარღვოდათ. გაფართოვებული თვალებით შევხედე დაჩის, მან თავი ნელა და დინჯად დამიკრა იმის ნიშნად, რომ ჩემს ფიქრებს ეთანხმებოდა.ოთახში უკვე მყარად, თავდაჯერებული ვიდექი პარტნიორის გვერდით.
-ჯენტლმენებო! - ომახიანი შეძახილით ჩაშალი ორი ძმის ბაასი დაჩიმ და სხეზე ცინიზმის იერმა გადაურბინა. - წვეულება ეზოშია, თუ აქამდე ვერ შეამჩნიეთ.
-ეს რა თამაში წამოიწყე - წინ აგვესვეტა პირქუში, კუპრივით თვალშვი, ახოვანი, წარმოსადეგი, ჩემი უფროსი ძმა, ნიკოლოზი და თვალს არ მაშორებდა.
-ეს თამაში თქვენ დაიწყეთ. ჩვენ კი უბრალოდ მას დავასრულებთ. -ხელი წელზე შემომხვია, მისკენ მიმაბრუნა და არაფრისმთქმელი კოცნა დამიტოვა ტუჩებზე. ვეცადე არ დავბნეულიყავი და ნიშნისმომგებლური ღიმილთ გავილამაზე სახე.
ნიკოლოზმა დაჩის კოცნაზე უფრო ყალბი ღიმილი დამიტოვა და ისე წავიდა ავალიანების სასახლისმაგვარი სამყოფელიდან, რომ ერთხელაც არ შეუხედავს გაოცებისგან თვალებგაფართოებული ძმისთვის. ანდრეა ცდილობდა არ ჩამორჩენოდა უფროსი ძმის დიდ, დინჯ ნაბიჯებს, თუმცა მისი სიარული სირბილს უფრო გავდა.
-როგორ ხარ?
-კარგად ... - ჩაფიქრებული ვიდექი და ვიხსენებდი, რამდენი უცნაურობა გადაგვხდენოდა მე და ნიკოლოზს ერთად. რამდენად უცნაური იყო ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის. როგორ მრთგუნავდა ყოველთვის მისი სიახლოვე, რადგან მაშინ იწყებოდა კომფლიქტები ჩემსა და ჩემს მეგობრებს შორის . -ამდენწლიანი განშორების შემდეგ არ ველოდი, რომ მოვიდოდნენ, მომეხვეოდნენ და გულში ჩამიკრავდნენ - ცინიკოსივით ჩამეღიმა და სინანულის თვალები გავაყოლე ნიკოლოზს.
-შენი მარტო დატოვება აღარ შეიძლება.
-მარტო როდის ვარ დაჩი ნუ მაცინებ. დიანა დაცვის გარეშე ცხვირს არ მაყოფინებს.
-ეგ ის დაცვა არაა რომელიც გჭირდება... დღეს ჩემთან რჩები.ხვალ დიანასთან წავალთ... შეგიძლია ღრმად ისუნთქო. ეს უკვე თავისუფლების სუნია.
-მადლობა - ხელზე შევეხე და წყლიანი თვალები შევანათე. - არ ვიცი რა გავაკეთო იმის საჩვენებლად, თუ როგორი მადლიერი ვარ.
-დამიჯერე სულაც არ მინდა მადლიერების გამო რაიმეს აკეთებდე. - მის ხელზე დადებული ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა.
ეს საღამო ნინას დაქალების გაცნობაში გავფლანგე. შიგადაშიგ დაჩის ვაპარებდი თვალს, რომელიც სავარძელში იჯდა. ირგვლივ ბიჭები შემოსხდომოდნენ, სვამდნენ და იცინოდნენ.
ამ ღამემაც თეთრად ჩაიარა. მარტოობაში. ძილის წინ ნათქვამი „ძილინებისა“ დილმადე გამყვა და ჩამავალ მთვარესთან ერთად გაუჩინარდა.
ოთახში ოთხნი ვიდექით. მე, დაჩი, დიანა და ვლადი.



№1  offline წევრი Elea_Nora

აუუ რა კაია. დაჩის უფრო მეტი რამ ქონია ჩაფიქრებული როგორც ვეჭვობდი. იმედია მისი ყურადღება მარიასადმე ყალბი არ იყო და იქნებიან ერთად. აი მარიას ძმები კი მძულს უკვე.
მოუთმენლად გელოდები!

 


№2  offline წევრი დარინა

კი ვიცოდი დაჩის რაღაც რომ ქონდა ჩაფიქრებული და მარია მთლად მოწონების გამო არ ყავდა ამოჩემებულიი, ცოტა გულიც კი დამწყდა ბიზნესის გამო რომ დაადგა თვალიი, ჯერ ასე ჩანს, ისე იდუმალი დაჩი უფრო მომწონდა, ეჭვიანი დაჩის ნახვაზეც არ ვიტყოდი უარს, აი მისი გაბრაზებულ სახეს დიდი სიამოვნებით ვნახავ, ერთი სული მაქვა როდის იქნება შემდეგი თავი.

 


№3  offline წევრი RedBaNshee

აუ გოგოებო მადლობა ♡♡ ყველანაირ დაჩის ვნახავთ ნამდვილად. იმდენად გადაღლილი ვარ სათაურიც კი შემშლია :დ მეექვსე თავია ეს ♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent