შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილიდან სიყვარულამდე ბევრია


12-12-2018, 12:08
ავტორი თათი
ნანახია 1 936

ყველაზე მწარეა, როდესაც საყვარელი ადამიანი გტკენს, ყოველი მისი შეხება გულამდე მიდის, არ აქვს მნიშვნელობა ის უხეშია თუ არა. სიტყვებიც გულამდე აღწევს, ისინი ფლეთენ ჯერ ისედაც ათას ნაკუწად გაგლეჯილ გულს. ერთად გჭამენ, გღრღნიან, განადგურებენ და ბოლოს აღარაფერი რჩები, უბრალოდ სხეული სულის გარეშე, როგორც საფულე ფულის გარეშე, სახლი კედლების გარეშე, ზღვა წყლის გარეშე და კიდევ ბევრი. შენც მათ რიცხვს უერთდები. სულ ცოტაღა მაკლდა ამ მდგომარეობამდე და დღეს ამითაც დამაჯილდოვეს. პირველ რიგში საკუთარმა თავმა, შემდეგ კი ნატამ და რატიმ. ღმერთო ჩემო, რა მწარეა! ტირილიც კი არ შველის, რაღაც ახალია გამოსაგონებელი, რაც უკეთესად შეძლებს გადმოსცეს და გარეთ გამოუშვას ის სევდა, რაც ამ დროს იბუდებს ადამიანში.

_ჩემო ტკბილო, კარგად ხარ?
_კი, ნიი, კარგად ვარ, დამშვიდდი. ქვემოთ ხომ არ ისმოდა ხმა, ან ნატამ ხომ არ გაიგო რამე?
_არა, არავის არაფერი მოუსმენია, ყველანი გარეთ გავედით, ლაშამ ნატას ჩაავლო ხელი და პირველი გაიყვანა, ამიტომ ნუ გეშინია. _კარგია.
_ძალიან გეჩხუბა?
_არა საყვარელო. გამაფრთხილა: მეორედ აღარ გაბედოო, სხვა ისეთი არაფერი. _ლილე, არაფერი დამიმალო?!
_არაფერს გიმალავ, მართლა!
_კარგი, 100%ით არ მჯერა, მაგრამ კარგი. შენ ის მითხარი ლაშასთან ერთად რატომ იყავი?
_ყველაფერი ვუთხარი ჩემი გრძნობების შესახებ.
_ვაიმე, რატი მიყვარსო უთხარი? _იღიმის.
_არა, გოგო. უბრალოდ ვუთხარი, რომ კარგად იცნობდა და მიხვდებოდა, ალბათ.
_აჰამ, კაი. ანუ თავისუფალი ხარ მაგისგან?
_ჰოო, ეგრე გამოდის.
_წამოდი ვჭამოთ, არ გშია?
_აუ რავი, ქვემოთ ჩასვლა არ მინდა დიდად, სიმართლე გითხრა. _კაი რაა... წამოდი მზესუმზირა, ფილმი, ის, ეს... წამო გავერთოთ, თან სახლში მარტოები ვართ, მგონი.
_რატი წავიდა?
_არვიცი, მაგრამ ოთახში ხო არ იჯდება?! წავა ეგეც, თუ უკვე არ წავიდა. _კარგი, ჩადი და ჩამოვალ.
_კარგი, გელოდები.
ოთახის კარებს ვაღებ, შიგნით არავინ არაა, შევდივარ და რატის თვალებით ვეძებ, ფანჯრიდან ვიხედები, რომ შევამოწმო მანქანა დგას თუ არა. უკან ვბრუნდები და წელს ზევით შიშველ რატის ვეჯახები. გაოცებული სახით ვუყურებ, მას ოდნად ეღიმება, რამდენიმე წამში კი მეკითხება:
_აქ რას აკეთებ? _წამიერად ვჩუმდები, ვცდილობ გონს მოვიდე.
_არაფერს. _კარისკენ ვბრუნდები, რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ, მაგრამ უეცრად ხელს მკიდებს და თავისკენ მიზიდავს, ჩვენს შორის მანძილი იმაზე მცირეა ვიდრე ოდესმე ყოფილა. შუბლს შუბლზე მადებს და მეუბნება:
_უკვე ნანობ, ხო?
_არა, გამიშვი ხელი!!!
_მატყუებ, ვიცი, რომ მატყუებ. იმ ღამესვე ინანე, მაგრამ ეს ჯერ დასაწყისია. _რატი, გამიშვი!
_აჰაა, წადი..._ხელს მიშვებს. _წადი, მაგრამ წასვლა, რომ არ გინდა? ყველაფერს მისცემდი, ოღონდ ახლა აქ დარჩე, ალბათ, რამდენმა გიჟურმა აზრმა გაგიელვა თავში?! _სიტყვას ამთავრებს და სახეში ერთი გემრიელი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მტკინვეული ხელი ხვდება.
_მე შენ ვინ გგონივარ?
_არავინ მგონიხარ, არავინ ხარ შენ, არავინ! _ოთახიდან სწრაფად გამოვდივარ, კარევს ძლიერად ვაჯახუნებ და ქვემოთ ჩავდივარ:
_ნინო, არ მინდა ფილმის ყურება, მარტინი წამოვიღე ის დავლიოთ. _ვაა, რამ მოგიარა?
_ისე უნდა დავთვრე, რომ ყველაფერი დამავიწყდეს.
_კარგი, საყვარელო კომპანიონობა ჩემზე იყოს.
გავიდა ერთი, ორი, სამი საათი, ჩვენ ვსვამდით, რატი კი ოთახიდან არ ჩამოდიოდა. უკვე კარგად ვიყავი, როცა პირველმა გიჟურმა აზრმა დამარტყა თავში. მეორე სართულზე ავედი, რატის ოთახის კარი გავაღე და შიგნით შევედი. ეძინა. იმ წამს ისე მესაყვარლა, რომ თავი ვეღარ შევიკავე, მის საწოლთან ჩავიმუხლე, თმაზე ვეფერებოდი და თან ვეუბნებოდი:
_ნეტა ამის თქმა მხოლოდ მძინარესთვის არ შემეძლოს, ყველაფერს მივცემდი ოღონდ ჩემი საქციელის გამოსწორების უფლება მოგეცა, მაგრამ შენ მხოლოდ გულს მტკენ, ალბათ, ღირსი ვარ, ალბათ კი არა ღირსი ვარ. რა ვქნა მიყვარხარ, მაგრამ იმ ღამეს ნატაზე ძლიერად არ მიყვარდი, მეგონა თქვენ შორის არჩევანი გავაკეთე და გადავწყვიტე რომელი ყოფილიყო ბედნიერი, მაგრამ ორივე გაგაუბედურეთ. ნატა ჯერ ვერ ხვდება, მაგრამ ამ ისტორიის ბოლო მისთვის ბედნიერი არ იქნება, რადგან შენ ჩემი ხარ, რატი წერეთელო, მხოლოდ ჩემი!!! შეიძლება არ გესმის, მაგრამ მოვა დრო, როცა ხელს არაფერი შემიშლის და პირში გეტყვი, რომ მხოლოდ ჩემი ხარ, სხვისთვის არ მემეტები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის. მხოლოდ ჩემი!!! _შუბლზე ვკოცნი და ფეხზე ვდგები, მისკენ უკვე ზურგით ვდგავარ, როცა მისი ხელი ძლიერად მეხება და წამში მის საწოლში, მის გვერდით ვჩნდები. საბანი აწია დამაფარა და მის მკლავებში მომაქცია.
_ოღონდაც არ მითხრა, რომ გეღვიძა?!
_სამწუხაროდ მეღვიძა. _ვგრძნობ, როგორ ეღიმება, სირცხვილისგან ვიწვები. _გამიშვი, ბავშვები არ მოვიდნენ! _ამის გაგონებაზე ხელები უფრო მომიჭირა ისე, რომ სუნთქვა მიჭირდა.
_ესეიგი გიყვარვარ?!
_არ მიყვარხარ!
_ახლა, რომ გაკოცო რას იზამ?
_შენი აზრით?
_უფრო გაწითლდები, ახლაც კი მთელი სხეული გიცახცახებს.
_კი არ მიცახცახებს, ვერ ვსუნთქავ, იდიოტო, ხელებს ისე მიჭერ! _უიი..._ გაეცინა და ხელები ოდნავ მოუშვა. _სუნთქავ? _გამიშვი! _ვცდილობ ხელები გავაშვებინო, სადაცაა მიზანს უნდა მივახწიო, მაგრამ წამიერად ხელებს მიშვებს და ცალი ხელით ისევ ბალიშზე მადებინებს თავს, თვითონ ზემოდან დამყურებს, გული მიჩქარდება, ვცდილობ ჰაერი უფრო სწრაფად შევისუნთქო.
_შენ რა მთვრალი ხარ?
_არა დალეული.
_რა დალიე?
_რა შენი საქმეა? _სახე ეცვლება.
_რა დალიე_თქო?
_გამიშვი!
_მთვრალიც კი გამირბიხარ!
_შენ შეყვარებული გყავს, შეგახსენებ!
_უი, ხოო, ნეტა რას იზავს ჩემს საწოლში ჩემს გვერდით, რომ დაგინახავს? _წამიერად ჩაფიქრდა და მერე ხმამაღლა გადაიხარხარა.
_რა იყო წარმოიდგინე? _ვეკითხები.
_ჰოო, სასწაულია. _ხმას აღარ ვიღებ, თვითონაც ჩუმდება, მზერას არ მაშორებს, დაინტერესებული თვალებით მიყურებს, სახის ყოველ ნაკვთს იკვლევს. მე კი ვცდილობ თვალი ავარიდო, ხან ერთ მხარეს ვიყურები, ხანაც მეორე, ხან კიდე მის მაისურს ვაშტერდები.
_უნდა გაკოცო! _ვშტერდები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ენა მივარდება. პასუხს არც ელოდება, ისე იწევა ქვემოთ, მიახლოვდება, თვალებს ვხუჭავ, მეშინია, თან მინდა, თან არა. ჩემი ფიქრებიდან მისი ხარხარი მარკვევს, თვალებს ვახელ, საწოლზე ზის, სახეზე ხელი აქვს აფარებული და იცინის. უკვე მეორედ ვიწვები სირცხვილისგან. ყველა ორგანოს მოქმედება წყდება, საწოლზე ვდევარ, თვალები სადღაც ჯანდაბაში იყურებიან, არც კი ვიცი სად. ისევ იმავე მდგომარეობაში ბრუნდება, ისევ მის მკლავებში მაქცევს, სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებს. რაღაცის თქმას აპირებს, თვალები ისევ გაშტერებული მაქვს, ერთადერთი ცრემლი მოსრიალებს ლოყაზე, ამჩნევს, მაგრამ არ იმჩნევს. _არ გაკოცებ! არასდროს ვაკოცებ გოგოს, რომელსაც იმის აღიარებაც კი არ შეუძლია, რომ ვუყვარვარ, არასდროს ვაკოცებ გოგოს, რომელმაც თავისი დაქალი შემატენა და ბოლოს, არასდროს ვაკოცებ გოგოს, რომელიც არ მიყვარს. _მთელი სხეული ენერგიის მოზღვავებას განიცდის, ემოციურად ვიფიტები, მაგრამ ადგომას და ოთახიდან გამოვარდნას ვახერხებ. კიბესთან ვჩერდები, მოაჯირს ვეყრდნობი ვცდილობ ჩავიდე, თვალებზე ბინდი მეკრობა და ვითიშები, ბოლოს ძვლების ტეხვის და ტკაცუნის ხმას ვგებულობ და უსაზღრო ტკივილს ვგრძნობ, მაგრამ ეს ტკივილი არაფერია, იმასთან რასაც სული განიცდის.


გონს, ათასი ტკივილგამაყუჩებლით გაბრუებული, ძლივს მოვდივარ. თვალებს ნელა ვახელ, გარშემო ყველაფერი თეთრია. ყველაფერი მტკივა, ვერ ვინძრევი, თითებსაც კი ვერ ვგრძნობ, მგონია მხოლოდ თავი ვარ დარჩენილი. ჩემს ტანს ვუყურებ, ვამოწმებ ყველაფერი ადგილზე მაქვს თუ არა. გაურკვევლობაში ვიძირები, როცა ჩემი მხსნელი, ექიმი შემოდის პალატაში: _როგორ გრძნობ თავს, ლილიან?
_ვაფშე ვერ ვგრძნობ.
_არ ინერვიულო, ყველაფერი რიგზეა, ხვალ დილით უკვე ყველა მგრძნობელობის ორგანო მწყობრში ჩადგება.
_რა დამემართა?
_კიბეებზე დაგორდი, მარჯვენა ხელი გაქვს ნაღრძობი, მარჯვენა ფეხი კი... _რა მარჯენა ფეხი, რაა? _ავნერვიულდი, ხმას უცბად ვუწევ და რაც კი ძალა მაქვს ვხარჯავ.
_დაწყნარდით, რთული მოტეხილობაა, მაგრამ რამდენიმე თვეში ფეხზე დადგომას შეძლებ.
_ვაიმე, რა დაგიშავე ღმერთო, რისთვის მსჯი ასე, ჯერ ერთი წელი, ახლა რამდენიმე თვე, არ გინდა, რომ ვიცეკვო? ვერ მოგართვი! არ შევწყვეთ, არა!!! _ექიმი გაოცებული მიყურებს, ბოლოს დროებით მემშვიდობება და ოთახში მეგობრებს უშვებს.

_ლიი, როგორ ხარ?ბ_ნამტირალევი და დასიებული თვალებით მიყურებს და მეკითხება ნინო.
_რამდენიმე თვეო, ნიი... _ცრემლებს ვერ ვიკავებ, ხმა მიწყდება. ნინო მეხუტება და მკოცნის. დათოც წამში ჩემს გვერდით ჩნდება, საწოლზე ჯდება, მკოცნის, ხან შუბლზე, ხან ლოყაზე, თვალებზე, ცხვირზე.
_ჩემო ძლიერო გოგო, რამდენიმე თვე არაფერია, უცბად გავა, ზაფხულამდე ფორმაში ჩადგები, ბევრს არაფერს გამოტოვებ, დაწყნარდი ჩემო პრინცესა! _პრინცესას გაგონებაზე რატი მახსენდება, ის არსად ჩანს, კარებისკენ ვიყურები და ნიკას ვხედავ, მას სხვებიც მოჰყვებიან, მაგრამ არა რატი. ბოლოს ნატა შემოვიდა. ყველამ მომიკითხა, კითხვებს მისვამდნენ, მეც შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი. მალე დავიღალე, ცოტახანში მიხვდნენ ბავშვები და სახლში წასვლა გადაწყვიტეს, ყველა გავუშვი. ნატამ, რატომღაც აიკვიატა ამაღამ დავრჩებიო, ვეღარავინ შეეწინააღმდეგა. ცოტახნით ოთახიდან გავიდა. ნინო და დათო გაკვირვებულები იყურებოდნენ, მე არ ვიმჩნევდი.
_ლილე, რატი... _აღარ დავამთავრებინე დათოს.
_არ მიხსენო, არ დაინახოს ეგ ადამიანი ჩემმა თვალებმა ცოტახნით მაინც, ძალიან გთხოვთ!
_კარგი საყვარელო, დაისვენე, ჩვენ წავალთ. _ორივეს დავემშვიდობე. ახლა უკვე ოთახში მარტო ვიყავი, თვალები დავხუჭე, მაგრამ ნატამ რამდენიმე წუთში სიმშვიდე დამირღვია.
_რამე ხომ არ გინდა, ლილე?
_არა.
_ეს რანაირად დაგემართა?
_გული წამივიდა კიბეებზე.
_რამე მოხდა?
_რა უნდა მომხდარიყო?
_რატი ხმას არ იღებს, არც კი მოსულა შენს სანახავად, რაც სასწრაფომ წამოგიყვანა, ერთ ადგილას ზის გაშეშებული. ვიფიქრე მისი ბრალი ხომ არაა_თქო?
_ტყუილად იფიქრე.
_მოდი პირდაპირ გკითხავ, გიყვარს?
_თავადაც იცი.
_დიდი ხანია?
_თაკოს სანამ დაშორდებოდა მანამდე.
_ესეიგი მართალი ვიყავი.
_მაშინ არ შეგიყვარდებოდა.
_ალბათ! მას მე ვუყვარვარ, ლილე.
_კარგი.
_კარგი? ამით რის თქმას ცდილობ?
_კარგი ნიშნავს კარგის. ნატა, დავიღალე, მეძინება.
_კარგი აღარ შეგაწუხებ დაისვენე.


ორი დღე ვიყავი კიდევ საავადმყოფოში. რატი სანახავად არ მოსულა, არც ვიყავი მზად მის დასანახად. ბავშვებმა ბაკურიანში დარჩენა გადაწყვიტეს მთელი თვე, მეც მინდოდა მათთან, ამიტომ თბილისში არ დავბრუნებულვარ, ვაპირებდი, მაგრამ უფლება არ მომცეს.
სახლში მისულს სიურპრიზი დამხვდა. სახლი სავსე იყო ბუშტებით, ისე ლამაზად მოერთოთ გაოცებული დავრჩი.
აგადიოდა დღეები, მე დივანზე ვიძინებდი ხოლმე. მართალია, ყოველ დღე ზემოთ აყვანას მთავაზობდნენ, მაგრამ არ მინდოდა რომელიმე შემეწუხებინა და ყოველ ჯერზე უარს ვამბობდი, თანაც დინავზე არც ისე ცუდად ვგრძნობდი თავს, უფრო მეტადაც თბილოდა. გვიანობამდე არ ვიძინებდი ხოლმე, უფროსწორად ვერ ვიძინებდი, რადგან ტკივილები მაწუხებდა.
ეს ახალი წელი ჩემთვის ყველაზე უცნაური იყო. სხვა ადამიანები, სხვა მდგომარეობა, ყველაფერი ახალი და აქამდე უცნობინი იყო. 31 დეკემბერი იდგა, ვემზადებოდით ახალი წლის დასადგომად. ეტლით აქეთ_იქით დავსრიალებდი და როგორც შემეძლო ვეხმარებოდი გოგოებს. 11სთვის ყველაფერი მზად გვქონდა. ნელ_ნელა გამზადება დავიწყეთ. ბიჭები საქმეებზე დარბოდნენ. (ფეირვერკებს ყიდულობდნენ) 12საათამდე რამდენიმე წუთი რჩებოდა, როცა სუფრას შემოვუსხედით. ბიჭებმა სადღეგრძელოებით ძველი წელი გააცილეს და ახალს შეეგებნენ. 12 გახდა თუ არა გრუხუნი დაიწყო, ცას ათასი ფერი ანათებდა. დიდხანს ვტკბებოდით ამ სანახაობით. სახლში შესულებმა ერთმანეთს მივულოცეთ. რატიმ 5 დღის განმავლობაში პირველად გამცა ხმა. _გილოცავ!
_მეც გილოცავ! _მეტი აღარაფერი მითქვამს, ყურადღება ნიკაზე გადავიტანე, რომელიც ჩემსკენ მოდიოდა. მანაც მომილოცა. შემდეგ სუფრას დავუბრუნდით. დიდხანს ვქეიფობდით, ვიცინოდით, ბავშვები ცეკვავდნენ, ერთობოდნენ. მალე დავიღალე, რადგან წინა დღეებში ამდენ ენერგიას არ ვხარჯავდი. ყველაფერმა ერთად ზედმეტად გადამღალა. წამლის გამო არაფერი დამილევია, ფხიზელი მხოლოდ მე ვიყავი, მაგრამ ყველაზე მეტად მეძინებოდა.
3 ხდებოდა, რომ დავიძინეთ. უცბად ჩამეძინა. შუაღამეს გამომეღვიძა ტკივილისგან. ჩემს წინ რატი იჯდა და ეძინა. ჩუმად ვცადე მისი გაღვიძება, მაგრამ ვერ გავაღვიძე. ფეხზე ადგომა დავაპირე, ხელჯოხები ავიღე და პირველად დავდექი ფეხზე. სისუსტეს ვგრძნობდი, მაგრამ არ ვნებდებოდი. ჩვენს შორის მაგიდა იდგა, მას მოვუარე და როგორღაც რატიმდე მივედი. მაგიდაზე ჩამოვჯექი, მხრებზე ხელი დავადე და ოდნავ შევაჯანჯღარე. შეშინებულმა გაიღვიძა, თან გაუკვირდა, თან გაბრაზდა ფეხზე რატომ ადექიო. არაფერი მიპასუხია.
_რატი, ადი ოთახში დაიძინე.
_ფეხზე რატომ ადექი?
_გეძახდი და ვერ გაგაგონე.
_ხომ კარგად ხარ, ხო არ წაიქეცი?
_არა.
_კარგი, მოდი დაგეხმარები და დაწექი. _პასუხს აღარ დაელოდა ისე ჩამავლო ხელი მკლავში. მეორე ხელი მომხვია, ნაბიჯების გადადგმა მიჭირდა. მიხვდა და ხელში ამიტაცა.
_რას აკეთებ? დამსვი!
_რო დგებოდი, რაზე ფიქრობდი?
_შენ „რა“ ხარ? _გაეღიმა. დამაწვინა და ჩაიმუხლა. ჩემი ხელი დაიჭირა და ნაზად მაკოცა, რამაც გამკვირვა. თვალები დამეჭყიტა.
_რა გჭირს, ასეთი მთვრალი ხარ?
_მაპატიე, ჩემი ბრალია.
_არაა შენი ბრალი, არ უნდა დამელია.
_მაპატიე. _თავი დახარა და ჩემი ხელი ლოყაზე მიიტანა.
_რატი, აქ რატომ ხარ?
_მენატრებოდი. ჩემთან ახლოს, მაგრამ ამასთანავე ყველაზე შორს ხარ. _არ გინდა, გთხოვ?!
_ნურაფერს მთხოვ, ლილე, არ შემიძლია უშენოდ, არ შემიძლია გიყურებდე და ვერ გეხებოდე, ვერ გეხუტებოდე, ვერ გკოცნიდე.
_რატი, მთვრალი ხარ, ოთახში ადი!
_შენც წამოდი ჩემთან, ერთად დავიძინოთ. პასუხს არც ამჯერად დაელოდა, ხელში ამიყვანა და კიბეებისკენ დაიძრა.
_გაგიჟდი?
_გამაგიჟეს!
რამდენიმე წამში მის ოთახში ვიყავით, საწოლზე დამაწვინა და თვითონაც გვერდით მომიწვა.
_ასე არ შეიძლება, რატი.
_ბედნიერება არ შეიძლება?
_თუ სხვებს გული ეტკინებათ, არ შეიძლება!
_რა არის სხვისი ბედნიერება, როცა შენ უბედური ხარ? _ხმა აღარ ამომიღია. _ლაშასთან რა ურთიერთობა გაქვს? _არანაირი არაფერი. _გაეღიმა, მივხვდი პასუხმა ნასიამოვნები დატოვა.
_გიყვარვარ?
_არ მიყვარხარ.
_უნდა გაკოცო!
_არც გაბედო! _ვეუბნები და ტუჩებზე ხელს ვიფარებ. ეცინება და მეუბნება: _იგივეს აღარ გავიმეორებ.
_მე არ მითქვამს, რომ მიყვარხარ, ჩემი დაქალი ისევ გეტენება და არ გიყვარვარ. არანაირი მიზეზი გაქვს ჩემი კოცნის.
_ჩემივე სიტყვებს ჩემს საწინააღმდეგოდ იყენებ?
_ზუსტად! ახლა კი დამაძინე, ან ქვემოთ ჩამიყვანე, რომ დავიძინო. _ხმა აღარ ამოუღია ჩამეხუტა, შუბლზე მაკოცა და თვალები დახუჭა. ცოტახნის დუმილის შემდეგ მითხრა:
_ნეტავ ყოველთვის ასე ვიძინებდე?! _ხმა არ ამომიღია, იფიქრა მეძინა, ან იქნებ არ იფიქრა, არვიცი. დილით დივანზე გამეღვიძა, ყველაფერი სიზმარს გავდა, თითქოს ჩემი ფანტაზიები იყო. საკუთარ თავს რატომღაც ამაში ვარწმუნებდი. მაგრამ ყველაფერი ნინოს ნათქვამმა შეცვალა.
_შენ ფეხი აიდგი და მიმალავ? _თან ეცინება, კიბეებზე ჩამომავალს.
_რას გულისხმობ?
_ააა, უფროსწორად ახლა უკვე 4 ფეხი გაქვს ხო? _ახლა უფრო იცინის. _ნინოოო...
_გუშინ ღამით სად გეძინა? _ამჯერად, სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებს. _რატისთან. _თვალს ვარიდებ.
_კაი ერთი, ეგ მეც ვიცი.
_კიდე ვინმემ გაიგო?
_არა, დათო გაიგებს, რომ გაიღვიძებს და ვსო. _ეცინება, მე კი მოჩვენებით გაბრაზებულ სახეს ვიღებ. მერე ორივე ვიცინით და სხვა რაღაცებზე ვაგრძელებთ საუბარს.

დღეები სასიამოვნოდ და მხიარულად, მაგრამ რატის გარეშე გადიოდა. სხვების თანდასწრებით არ ვსაუბრობდით, არც სხვა დროს ვიკლავდით თავს დიდად. რატი ნელნელა ცდილობდა ნატას ჩამოშორებოდა, მაგრამ რაც უფრო დიდი იყო მცდელობა, მით უფრო უახლოვდებოდა ნატა მას. რამდენჯერმე მათი კოცნის შემსწრეც გავხდი, ვერც კი აგიხსნით რა გრძნობაა ეს.
აი, წარმოიდგინეთ მილიონრები მარსზე ცხოვრებისთვის ფულს რომ აბანდებენ, სიბერეში იქ საცხოვრებლად. ჩათვალეთ გავიდა დრო და ეს დაღლილი და გატანჯული მილიონერი მარსზე მიფრინავს, რაკეტაში ჯდება და უცბად რაკეტა ვარდება და ყველაფერი წყალში იყრება, სადღაც ოკეანის ფსკერზე აღმოჩნდება, თან ისე, რომ თვით მარსიც კი ვერ მიაგნებს. აი ასე უგზო_უკვლოდ ვიკარგებოდი ყოველ ჯერზე.



თბილისში დაბრუნების დღე ახლოვდებოდა, მე კი თითქოს უკმაყოფილო ვიყავი, არ მეყო ეს თვე, ვერ დავისვენე, ადვილი დასაჯერებელია, რომ ასეთ მდგომარეობაში კარგად ვერც დავისვენებდი. ვცდილობდი რამე მომეფიქრებინა და ასეც მოვიქეცი, მაგრამ არ მეგონა, რომ ყველაფერი უარესობისკენ წავიდოდა.
მეორე დღეს უკვე თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით, ამიტომ გადავწყვიტეთ კარგი და დასამახსოვრებელი დრო გაგვეტარებინა. ბავშვები ჯერ სათხილამუროდ წავიდნენ, წელს არ გამიმართლა, რადგან თხილამურებზე არცერთხელ ვმდგარვარ. სახლში მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა მარტო დარჩენა გადავწყვიტე და ყველა გავუშვი, რომ ბოლო დღე სასიამოვნოდ გაეტარებინათ. სახლში შებინდებისას დაბრუნდნენ. მეც პატარა სიურპრიზი მოვუწყე და დაღლილებს უგემრელესი კერძები და სასმელი დავახვედრე. ჯერ გაოცნდნენ, შემდეგ კი კარგად მოილხინეს. ცეკვავდნენ, მღეროდნენ, იცინოდნენ, ხუმრობდნენ. ყოველივე ამის ყურება კი ჩემთვის უსაზრღვრო ბედნიერების მომტანი იყო. ყველანი დათვრნენ, ჩემი მორიდებული გოგოებიც კი კარგად გამოფრატუნდნენ. მალევე დაიძინეს. მე კი, როგორც ყოველთვის სრულ ფხიზელ მდგომარეობაში ძილი არ მეკარებოდა.
დიდი ხანი მეღვიძა, ეტლით ბუხრის წინ ვიჯექი და ვფიქრობდი. ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ვინ მინდოდა ვყოფილიყავი მგელი თუ კრავი?! საბოლოო დასკვნამდე ვერ მივედი, რადგან ორივეს თავისი ხიბლი და ამასთანავე არაერთი ნეგატიური მახასიათებელი აქვს. ამ ფიქრებში ჩამეძინა. არვიცი რამდენი ხანი მეძინა, მაგრამ ვიღაცის და კერძოდ, რატის ხელში, რომ გავიღვიძე ეგ ზუსტად მახსოვს, ვგრძნობდი კიბეებზე ადიოდა და რთული მისახვედრი არ იყო, სად მივდიოდით. რამდენიმე წამში რბილ საწოლზე აღმოვჩნდი, ძალიან მეძინებოდა, ამიტომ უცბად ჩამეძინა მის ისედაც თავბრუდამხვევ სურნელში.

სასმელმა როგორც ჩანს რატიზე ისე იმოქმედა, რომ დილით ჩაეძინა და დაავიწყდა ჩემი ქვემოთ ჩაყვანა, ალბათ, არ გაგიკვირდებათ რა მოხდა, რადგან მიჩვეულები ხართ ხშირ ქარტეხილებს ჩემს თავს. ამჯერადაც დიდი გრიგალი დამატყდა თავს, ნატას სახით, რომელმაც რატის საწოლში, რატის გვერდით და რატის მკლავებში დამინახა. არ მინდა ყოველი წამისა და ყოველი სიტყვის შესახებ გიამბოთ, რადგან აღარ მინდა უფრო შეგაძულოთ ნატა და შემდეგ ლილე, რადგან ეს ადამიანი , საკითხავია ადამიანი იყო თუ არა, ოდესღაც მისი საყვარელი მეგობარი იყო. ამისგან თავს შევიკავებ და გეტყვით, რომ კარგად არაფერს ჩაუვლია ამ დღეს, მოხდა ის რაც ყველზე მეტად არ მინდოდა და ნატას პირიდან ამოვიდა ის სიტყვები, ის ისტორია, რომლისაც ყველაზე მეტად მრცხვენოდა...

პრაღა, 19.07.2018.

მოგზაურობა პრაღაში, ცხელი დღეები, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, უამრავი სასმელი, ცეკვა და გართობა. ეს იყო ჩემი 6 დღის განრიგი. დილით იყო ზღვა, მერე დიდი აუზი, შემდეგ ჭამა, შემდეგ დასვენება, რეპეტიცია, ორ საათიანი ექსკურსია, სასტუმროში დაბრუნება, მზადება კონცერტისთვის, უწყვეტი აპლოფისმენტები, სასტუმროში დაბრუნება და მზადება განსხვავებული და გრძელი ღამისთვის, ლამაზი კაბები, მაკიაჟი და გათენებამდე ცეკვა სურვილისამებრ, ახალი სახეები, რომელიც მეორე დღეს პახმელიაზე აღარავის ახსოვდა. ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი დღე პრაღაში.
ერთხელაც დავთვერი, უგონოდ დავთვერი, დღესაც არ მახსოვს რა მოხდა იმ საშინელ ღამეს, მაგრამ არსებობს ადამიანი ვინც ყველაფერი ნახა და ვინც მიამბო ჩემი საქციელის შესახებ. ეს კი ნატაა. სრულიად უცნობ, უცხოელ ბიჭს ვაკოცე. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფს არც კი მესმოდა რატომ ან როგორ გავაკეთე ეს, ახლა თქვენთვისაც კი ძალიან მიჭირს ამის გახსენება, ან უფრო წარმოდგენა და სიტყვებად გარდაქმნა. არვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ დავუშვი უდიდესი შეცდომა, ის რასაც ყველაზე მეტად ვნანობ ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, ეს სიმთვრალეში დამემართა. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ყველაფრის შემსწრე, მხოლოდ ერთი ადამიანი გახდა. ის მალავდა ჩემს სირცხვილს და არც კი მეგონა, რომ ამას ოდესმე ვინმეს ეტყოდა. ჩემმა საყვარელმა მეგობარმა არათუ ერთ ადამიანს, არამედ მთელ ჩემს სამეგობროს გაანდო ჩემი საიდუმლო, რამაც უდიდესი ზიანი მომაყენა ფსიქოლოგიურად.

*****
_ლილე, ეს სიმართლეა? (ნინო)_ხმას არ ვიღებ, თავი დაწეული, ხელი კი შუბლზე მაქვს დადებული, მრცხვენია, ძალიან მრცხვენია. _სიმართლეა, ნინო, სიმართლე. შენ კი რატი აი ასეთ ადამიანზე მცვლი? ადამიანი, რომელიც სხვებთან ერთობოდა,მაშინ როცა შენ მასზე ფიქრებში ვერ იძინებდი.
_სიმართლე არაა!
_რა არ არის სიმართლე ლილე?
_მე რატის არ ვუყვარვარ არც ახლა და მითუმეტეს არც მაშინ ვუყვარდი, არც მე მიყვარდა. მთვრალი ვიყავი და ვერც კი ვაანალიზებდი რას ვაკეთებდი, ეს ჩემი ცხოვრებაა და არავის საქმე არაა მე ვის ვაკოცებ და ვის არა. არაფერი მახსოვს და სულაც ვერ ვიტყვი, რომ რასაც ამბობ ყველაფერი სიმართლეა.
_შენ უბრალოდ შენ თავს ატყუებ ახლა, ლილე. (დათო)
_დათო შენც?
_რა მეც, ლილე? ჰო, მეც იგივე გავიგე რაც ყველამ.
_ნინო... _თვალები ნინოსკენ მივაპყარი.
_მართალი ხარ, ეს შენი ცხოვრებაა... და არ ხარ ვალდებული ვინმეს რამე აუხსნა. _თვალებიდან ცრემლი მომდის.
_მეც იგივეს ვფიქრობ, ეს უბრალოდ ნატას კარგი ხელჩასაჭიდია რატის შესანარჩუნებლად. (ნიკა)
_გეთანხმებით. (ლანა, ნიკას რჩეული) _ბოლოს ჯერი რატიზე მიდგა, ნატას სახე ნელ_ნელა უფრო იძაბებოდა და შიში იპყრობდა.
რატი კიბეებთან მიმდებარე კედელზეა დაყრდნობილი. მრავლის მეტყველი სახე, გაბრაზება, სევდა, სიყვარული, უამრავი გრძნობა ირეოდა მის ღრმა თვალებში. ადგილიდან იძვრება და ჩემსკენ ნელი ნაბიჯებით მოდის, კანკალი მიტანს, მეშინია და ყველაფერი თვალებზე მეტყობა.
_მარტო დაგვტოვეთ?! _რამდენიმე წამში ყველა იფანტება, ნატა კი ადგილიდან არ იძვრება.
_გახვალ ?
_არა!
_კარგი, მაშინ ხელში ავიტაცებ და ოთახში ავიყვან, სადაც არც იოცნებო ფეხის შემოდგმაზე. _ნატა ბრაზდება და წამში თვალთახედვიდან ქრება.
რამდენიმე წუთი მხოლოდ ერთმანეთს ვუყურებთ, ორივე ჩუმად ვართ. ახლა უკვე თვალებიდან ცეცხლებს აფრქვევს.
_როფორ გაბედე?! _ყელში მწვდება და მთელი ძალით მიჭერს. ცრემლები ღაპა_ღუპით მოთქრიალებენ. მეშინია, რასაც ჰაერის უკმარისობა ემატება. თვალს არ მაშორებს, საცაა გული უნდა წამივიდეს, მაგრამ ძალას ვიკრებ და ვეუბნები: _დამახრჩე, რომ დავისვენო, ყველას... _ვერც ვამთავრებ, ისე მიშვებს ხელს და მკოცნის. კოცნის დროს ჰაერი ისევ არ მიეწოდება ფილტვებს, ამიტომ თვალებს ვხუჭავ და სადღაც შორს მივდივარ.
თვალებს ვახელ და ვგრძნობ, რომ თავი რატის გულზე მიდევს, ერთი ხელი გადახვეული აქვს, მეორე კი სახეზე აქვს აფარებული, თავით დივანს ეყრდნობა. თავს ვწევ და თვალებს ვისრეს, ჯერ კიდევ გაბრუებული ვარ, ჰაერს ხარბად ვისუნთქავ, რატი ზურგზე ხელებს მადებს, მე კი სწრაფად ვცდილობ წინ წავიწიო და მისი ხელებისგან განვთავისუფლდე. ფიქრებში ისევ კოცნაზე ვფიქრობ, ასეთი რამ არასდროს მომხდარა, ეს იყო რაღაც განსხვავებული, ძნელია სიყვარული ასეთი უხეში იყოს, მაგრამ თურმე ესეც შესაძლებელია.
_ჩემი წარსული შენ არ გეხება! _ვეუბნები ჩუმად.
_მართალი ხარ.
_მარტო დამტოვე.
_ლილე...
_მარტო დამტოვე! _ხმას ვუწევ, თითქმის ვყვირი, დგება და ზემოთ ადის. ვწვები და ხანგრძლივ ძილს მივეცემი.
დილით ადრე ლაშა მაღვიძებს.
_შენც გაიგე?
_კი, მაგრამ ჩემთვის შენს წარსულს არანაირი მნიშვნელობა აქვს. წაყვანა უნდა შემოგთავაზო.
_აუცილებლად დაგთანხმდები თუ შემომთავაზებ. _ვიღიმით.
_კარგი მაშინ მოწესრიგდი და წავიდეთ. _ნახევარ საათში ლაშას მანქანაში აღმოვჩნდი. გამოსვლისას ჯერ კიდევ ყველას ეძინა, ამიტომ არავისთვის გვითქქვამს, რომ წამოვედით.
წამოსვლიდან ერთ საათში დათოს ზარი შემოდის ჩემს ტელეფონში: _გისმენ.
_სად ხარ?
_რა შენი საქმეა.
_ლილე, ნუ ბავშვობ და მიპასუხე!
_თუ საკუთარ თავს არ ვატყუებ, თბილისის გზაზე უნდა ვიყო.
_ვისთან ერთად ხარ?
_პრაღიდან იმ ბიჭმა ჩამომაკითხა.
_ჩემს ნერვებზე თამაშობ?
_გრძნობებზე თამაშს ხო ჯობია?
_ლილე, მიპასუხე ვისთან ერთად ხარ!!! _არაფერს ვპასუხობ და ვუთიშავ.
რამდენიმე წუთში 10ზე მეტი ზარი შემოდის, მაგრამ არცერთს ვპასუხობ. _უპასუხე, ალბათ ნერვიულობენ! _მეუბნება ლაშა და პარალელურად ტელეფონი ბზუილს იწყებს, არც კი ვაკვირდები ვინ რეკავს ისე ვპასუხობ და ვყვირი: _რა გინდაააა...?
_ხმას დაუწიე, ქალბატონო! სად ხარ? _მპასუხობს რატი.
_ლაშას თბილისში მივყავარ, ნუ შემიწუხეთ გული!
_ახლა ვთიშავ, მაგრამ შენს დღევანდელ საქციელზე აუცილებლად დავილაპარაკებთ და სათანადოდაც დაისჯები.
_ჩემთან არანაირი უფლებები არ გაგაჩნია, ჯობია შენი ნერვები დასაჯო და ცოტა აკონტროლო. _ამას ვამბობ და ვთიშავ.
_რატი იყო?
_ჰო.
_გუშინ გეჩხუბა?
_დაახლოებით.
_ეცადე გაუგო.
_მანაც სცადოს.
_უხდებით ერთმანეთს.
_შეუძლებელია ჩვენი ერთად ყოფნა.
_შეუძლებელი არაფერია.

„შეუძლებელი არაფერია“ ამ სიტყვებზე ვფიქრობდი მთელი დარჩენილი გზა. მან მე იმედი გამიჩინა, რაღაც არაამქვეყნიურის და სასწაულის მიხდომისა. მაგრამ ვაცნობიერებდი იმასაც, რომ ბედნიერებას დამსახურება უნდა. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო.



ცოტა დავაგვიანე, მაგრამ დავბრუნდი. როგორც ყოველთვის, ველი თქვენს კომენტარებს. ისინი უდიდეს სტიმულს მაძლევენ. იმედია მოგეწონათ! მიყვარხართ ძალიან!!!



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ამხელა ისტერიკა მარტო იმისთვის მოაწყვეს რომ ვიღაც ბიჭს აკოცა?! ღმერთო შენ უშველე ყველა ტვინით გაჭირვებულს.

 


№2  offline წევრი თათი

grafo
ამხელა ისტერიკა მარტო იმისთვის მოაწყვეს რომ ვიღაც ბიჭს აკოცა?! ღმერთო შენ უშველე ყველა ტვინით გაჭირვებულს.

ძალიან გამიკვირდა თქვენი კომენტარი, რომ ვნახე, რადგან მხოლოდ კოცნაზე არ მქონია საუბარი. გადავამოწმე და მართლა გამომრჩენია. არვიცი როგორ მაგრამ ერთი აბზაცი აკლია სავარაუდოდ ტექსტის დაკოპირების დროს გამომრჩა. ბოდიშს ვუხდი ყველას. ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთი კოცნა, მეტიც იყო და ასეთი რეაქცია მაგიტომ მოყვა. კიდე ერთცელ ვიხდი ბოდიშს.

 


№3  offline წევრი dontworry

ისევ და ისევ მაკვურვევ...საუკეთესო ხარ,ყოველთვის სულმოუთქმელად ველოდები ახალ თავს საათი არგავა ისე რომ არ შემოვიდე დაარ შევამოწმო დადებული გაქვს თუ არა გთხოვ უფრო ხშირად დადე ხოლმე❤❤

 


№4  offline წევრი -Unknown-

ძალიან კარგი იყო, როგორც ყოველთვის. მეც გამიკვირდა, მეთქი კოცნის გამო რატომ ატეხეს ასეთი ამბავითქო მაგრამ გასაგებია ყველაფერი, არაუშავს.. ველი შემდეგ თავს და იმედია მალე დადებ❤️

 


№5  offline წევრი მინდა ვწერო

არ ვიცი რა გამოგრჩა,მაგრამ ასეთი რეაქციები ზედმეტი იყო, ხოლო როგორც რატის ქცევებიდან ჩანს მას ლილეს წარსული არ აინტერესებს.და იმასაც ჩავურთავ,რომ მერე რა უბრალოდ კოცნაა და რა მოხდა?ამხელა ისტერიკა რად უნდაა?როცა შენ საყვარელ ადამიანს ეხება ის კოცნაც გაუბეურებს და ვიღაც მეგობარზე ჩახუტება.შეიძლება ნინოს თუნდაც ის ეწყინა,რომ არ გაანდო საიდუმლო.ბევრი ვერსია წამოვა იმ გამორჩენილ აბზაცს,რომ გავიგებთ.ახლა კი ჩემი თათი,კიდევ გამაოცე და გამანედნიერე ახალი თავით.ძალიან კარგი გოგო ხარ და მომწონს შენი წერის სტილი.გასაგებ ენაზე წერ და ბევრ ემოციას ატევ.სულ,რომ არაფერი ეს შენ ბედნიერებას განიჭებს.საუკეთესო ხარ და არმინდა პატარა კრიტიკის გამო წერა შეწყვიტო.

 


№6  offline წევრი Enigmatic

ძალიან კარგი ისტორიაა.. ძალიან მომწონს მაგრამ უბრალოდ ძალიან აგვიანებ დადებას და მავიწყდება ხოლმე რაწერია წინა თავებში.

 


№7  offline წევრი თათი

Enigmatic
ძალიან კარგი ისტორიაა.. ძალიან მომწონს მაგრამ უბრალოდ ძალიან აგვიანებ დადებას და მავიწყდება ხოლმე რაწერია წინა თავებში.

მესმის თქვენი მეც ხშირად ვყოფილვარ მაგ მდგომარეობაში. შემიძლია დავდო ყოველდღე და იყოს ამის ნახევარი, ან კიდე ნაკლები. მინდა უფრო გავადიდო თავები, მაგრა რაც უფრო ვადიდებ, მით უფრო დიდხანს ვანდომებ. ყველანაირად შევეცდები, რომ უფრო მალე დავდო.

მინდა ვწერო
არ ვიცი რა გამოგრჩა,მაგრამ ასეთი რეაქციები ზედმეტი იყო, ხოლო როგორც რატის ქცევებიდან ჩანს მას ლილეს წარსული არ აინტერესებს.და იმასაც ჩავურთავ,რომ მერე რა უბრალოდ კოცნაა და რა მოხდა?ამხელა ისტერიკა რად უნდაა?როცა შენ საყვარელ ადამიანს ეხება ის კოცნაც გაუბეურებს და ვიღაც მეგობარზე ჩახუტება.შეიძლება ნინოს თუნდაც ის ეწყინა,რომ არ გაანდო საიდუმლო.ბევრი ვერსია წამოვა იმ გამორჩენილ აბზაცს,რომ გავიგებთ.ახლა კი ჩემი თათი,კიდევ გამაოცე და გამანედნიერე ახალი თავით.ძალიან კარგი გოგო ხარ და მომწონს შენი წერის სტილი.გასაგებ ენაზე წერ და ბევრ ემოციას ატევ.სულ,რომ არაფერი ეს შენ ბედნიერებას განიჭებს.საუკეთესო ხარ და არმინდა პატარა კრიტიკის გამო წერა შეწყვიტო.

ზოგადად მომწონს კრიტიკა და ვფიქრობ, რომ შედეგი კრიტიკით დგება. ზოგი შენიშვნა, მართლა გამომადგა და ბედნიერი ვარ რომ ასე მოხდა. რაც შეეხება წერას, იმხელა სიამოვნებას ვიღებ, რომ ვეღარ ვჩერდები ხოლმე. სირთულე მხოლოდ ისაა, რომ მუზების რახა_რუხში საუკეთესოს ამორჩევა მიწევს და ზოგჯერ ვიღლები. ალბათ, მაგიტომ მაგვიანდება ხოლმე. შევეცდები იმედები არ გაგიცრუოთ და უფრო მალე დავდო ხოლმე. შენ კი ყოველთვის მაბედნიერებ კომენტარებით და უზომოდ დიდ სტიმულს მაძლევ, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის.

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

გავიგე რომ არასწორედ დაიდო ისტორია და რაღაც აკლია, ხოდა რა. რა მოხდა სინამდვილეში იქნებ აქ დაწეროთ, ერთი სიტყვით :)).
თან მერე ეს გოგოც ამბობს არავის საქმე არ არის მე ვის ვაკოცებო.

 


№9  offline წევრი თათი

grafo
გავიგე რომ არასწორედ დაიდო ისტორია და რაღაც აკლია, ხოდა რა. რა მოხდა სინამდვილეში იქნებ აქ დაწეროთ, ერთი სიტყვით :)).
თან მერე ეს გოგოც ამბობს არავის საქმე არ არის მე ვის ვაკოცებო.

შემდეგ თავში იქნება და მიხვდებით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent