შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარი თუ რეალობა?(თავი 3)


12-12-2018, 15:23
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 562

- მოდი, მოდი - ეძახის შვილს, თუმცა ვერ ვხვდები ასე დაჟინებით რატომ.
სამზარეულოში მხოლოდ ბექა შემოდის.
- სად წავიდა? - აშკარად გაბრაზდა ქალი, თვალებს შემოსასვლელისკენ აცეცებს.
- მე არ ვიცი, სახატავად ალბათ.
- კი მაგრამ, მე ხომ დავუძახე?!
- დედა, მე რა შუაში ვარ? რაც უნდა იმას აკეთებს. გინდა წაგიყვანო მასთან?
- არ მინდა. ლიზას მივეხმარები...
ბიჭები ოთახს ტოვებენ, ამ ქალის მეშინია ოღონდ სერიოზულად. არ ვიცი რატომ მაგრამ, მის თვალებში რაღაც საშიშს ვგრძნობ. თუმცა ამავდროულად მეცოდება, ეტლზე მიჟაჭვული ყოველი ადამიანი...
- ჩემი დამხმარეები მოვიდნენ. - ვანიშნებ თვალით, სანროს და საბას ვკოცნი და წინსაფრებს ვაწოდებ.
- კარგი, მაშ დაგტოვებთ. თუ რაიმე დაგჭირდება...
- დიახ, დიახ. ვიცი - გავუღიმე, მანაც გამიღიმა და ბორბლები შემოატრიალა. ქალის გასვლის შემდეგ, ამოვისუნქე. მეგონა გულიდან დიდი ლოდი მოვიხსენი ამ ქალის წასვლის შემდეგ. იმდენად უარყოფით ენერგიას ასხივებდა...
- დავიწყოთ? - ვეკითხები, ჩემებს და ისინიც მხიარულად მიქნევენ თავს.
სამი საათის შემდეგ, ისეთ დაღლილობას ვგრძნობ ფეხები აღარ მემორჩილება. ბიჭები კი შემართებით ადნობენ შოკოლის ფილას. დესერტებზე გადავედით, მხოლოდ შოკმანჟე გვქონდა გასაკეთებელი.სტუმრები ორ საათზე უნდა მოსულიყვნენ, მანამ ორი საათი იყო. ყველაფრის მილაგების შემდეგ, მისაღებში გადავინაცვლე და ჩემი აღჭურვილობაც თან წავიყოლე. როგორც ვთხოვე მაგიდა გაეთავისუფლებინათ, თეფშები კი სამზარეულოში გამზადებული იყო, ჩემი საქმის დამთავრების შემდეგ მოახლეები გამოიტანდნენ.
მაგიდის მორთვა, შარშან ვისწავლე. ზოგ დამქირავებელს არ მოსწონს მზარეულის მიერ დეკორირებული მაგიდა თუმცა ბატონი ამირანის ნაირი ადამიანებიც უხვადაა...
ვერცხლისფერი გადასაფარებელი გადავაფარე მაგიდას, შემდეგ დეკორები პატარა ანგელოზები ერთის "ჩაგდებით" დავაწყვე, ხელსახოცები კი თეთრი, მიმტანის თეფშების დალაგების შემდეგ ლამაზად დავკეცე და გვერდით მივუწყვე. ასევე ოქროსფერ სასანთლეში, თეთრი წვრილი, მაღალი სანთლები მოვათავსე და დავაკვირდი, ისე იყო როგორც მინდოდა. ცივი კერძები შემოვატანინე და როგორც დახაზული მქონდა გონებაში ისე განვალაგე. სამზარეულოში დავბრუნდი თუმცა იქ მხოლოდ ბატონი ამირანის ცოლი დამხცდა რომელიც რძეს სვამდა.
- იმედია, ყველაფერი მოგეწონებათ. - ჩემსკენ შემოტრიალდა და თბილად გამიღიმა.
- ისეთი სურნელი, ტრიალებს სახლში... მომეწონება. მომენატრა,ეს პროცესი. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები. ვიგრძენი რომ, ყელში ბურთი მომაწვა. ძალიან,შემეცოდა ეს ქალი. ნეტავ რა დაემართა თქო გავიფიქრე.
- ხო მართლა, დაბადების დღეს გილოცავთ. - გამზადებული სანთლიანი ნამცვრის ნაჭერი გამოვიღე და სანთელს ცეცლი მოვუკიდე.
- ოჰ,მმადლობა ძვირფასო. - სანთელს სული შეუბერა და გაცისკროვნებულმა, შემომხედა. -ალბათ დაიღალე?
- არაუშავს, ეს ჩემი პირველი დიდი საქმეა.
- თავს მშვენივრად ართმევ. - კარზე ზარის ხმა გაისმა, პირველი სტუმარი მოვიდა. ქალმა მომიბოდიშა, უნდა მოვწესრიგდეო და წავიდა.
ცხელი კერძების დატანაში მიმტანებს, დავეხმარე და ისევ სამზარეულოში დავბრუნდი რათა, დესერტები მიმერთო.

4 წლის წინ
კლინიკის ერთ-ერთ ოთახში, ექიმი და მის წინ ცოლ-ქმარი ისხდნენ. ქალი ხელებს ნერვიულად იმტვრევდა.
- და რა უნდა გავაკეთოთ ექიმო? გამოსავალი გვაქვს?
- ქალბატონო ნინო, თქვენი შვილი ავადმყოფი არ არის. უბრალოდ ის...
- რა ის? - კაცი გაფითრებული უყურებდა ექიმს, ცოლს ნერვიულას ჩაშჭიდა ხელი.
- როგორც თქვენი მონათხრობიდან დავასკენი, ის სრულად ჯამრთელია. თუმცა... შეიძლება ფსიქიკურად რაღაც სჭირდებს. არ ვიცი ეს როგორ აგიხსნათ, თუმცა გამოსავალი არსებობს. შეგიძლიათ პირველი შემთხვევა გაიხსენოთ? - მშობლებს შეხედა, მათაც ერთმანეთს გადახედეს, ბოლოს ქალი ალაპარაკდა.
- დილის ექვს საათზე გამეღვიძა, წყლის დასალევად ავდექი. მის ოთახში სინათლე ენთო და გამიკვირდა. ფრთხილად გავაღე კარები და დავინახე როფორ ხატავდა. თვალებს ხუჭავდა, გეგონებოდათ, რაღაცის ან ვიღავიც გახსენებას ცდილობსო... დავიბენი. არ ვიცოდი რა მექნა ან რა მეთქვა. თუმცა მაინც მივედი და ვკითხე რას აკეთებ თქო? მან კი მიპასუხა, მას ვხატავ შეიძლება დამავიწყდესო. ნახატს დავაკვირდი, გოგონა იყო. პორტრეტზე ლამაზი გოგონას სურათი იყო აღბეჭდილი. ვიცოდიც ჩემს შვილს ხატვა რომ უყვარდა. თუმცა... ასე ლამაზად? დილის ექვსზე? ვთხოვე დაეძინა, ათი წუთი ველოდე მანამ სანამ ხატვას დაასრულებდა, შემდეგ მშვიდად ჩაეძინა. დილით ყოველთვის ბედნიერია, რამოდენიმეჯერ შევამჩნია, დილით როგორ ჰქონდა ხელები ხატვით ჩაწითლებული. შემდეგ... მის ოთახში, იგივე გოგონას გამოსახულებიანი ნახატი, დაახლოებით ოცდაათი ცალი ვიპოვე.
- შემდეგ?
- ექიმო, ის ძალიან მხიარული და ლაღია, თუმცა ძალიან გულჩათხრობილი. მეშინია, დეპრესიაში არ ჩავარდეს. მეშინია რომ გარდატეხვის პერიოდს ვერ გაუმკლავდება...
- და ის გოგონა ვინ არის იცით? - ორივემ იუარა და მხრები აიჩეჩა - უნდა იპოვოთ ის. დამიჯერეთ.


სტუმრებით სახლი უკვე შეივსო, ამიტომ სამზარეულოში დავიცადე მანამ სანამ, დესერტს გაიტანდნენ. შემდეგ წავიდოდი, ვფიქრობდი რომ ორი დღე ვიძინებდი და არაფერს გავაკეთებდი.
- ლიზააა, ყველა გაოცენულიაა, სასწაული ხელები გაქვს. - ლუკასი სწრაფად მომიახლოვდა და მიმღიმარი სახით დამიდგა წინ.
- მართლა? ესეიგი ტყუილად არ მიწვალია...
- ძალიან დაიღალე?
- ჰო...
- შეგიძლია ტორტზე სანთების გაკეთებაში დამეხმარო? - მთხოვა და მაცივრიდან ტორტი, შემდეგ კი სანთები გამოიღო.
- შენ გაგაქვს? რა თქმა უნდა. - უზარმაზად ტორტს შევხედე, აშკარად ძვირი დაუჯდებოდათ.
- ეგრე ნუ უყურეებ, დიდი იმიტომაა რომ ორ რამეს ავღნიშნავთ.
- აი მორჩა - ბოლო სანთელი, ტორტს ჩავარჭვე - ავანთებ და წაიღე.
- არ გამოხვალ? - მკითხა გულწრფელად.
- არა ლუკას, მე იქ რა მინდა?
- კარგი რა, ყველაფერი ხომ შენ გააკეთე.
- წადი, მიდი.
მიხაროდა, რადგან თუ ტორტი გაიტანეს დესერტსაც მალე გაიტანდნენ. მიმტანებმა, საჭმლის შემოტანა დაიწყეს. სუფთა თეფშები და დესერტი მალევე გაიტანეს როდესაც ბატონი ამირანი შემოვიდა
- ლიზა - დამიძახა და გამიღიმა
- ბატონო ამირან? ძალიან მაინტერესებს, როგორ მოგეწონათ?
- ძალიან, ძალიან კარგია ყველაფერი. ყველას შენი გაცნობა სურს, წამოდი გთხოვ. - ყველაზე მეტად იქ გასვა არ მინდოდა.
- კი მაგრამ...
- უარს ნუ მეტყვი გთხოვ. წამოდი... - შავი თმა ხელით შევიწორე და ბატონ ამირანს უკან გავყევი.
იმდენი ხალხი იყო, შოკირებულმა თვალების ცეცებით დავაკვირდი ყველას. ასაკიანები, ახალგზრდები, ჩემი ტოლები. ყველას ერთად მოეყარა თავი. ბექა და ლუკასი შევამჩნიე დედასთან იდგნენ, მათთან ორი ბიჭიც იდგა, გაცხარებული საუბრობნენ.
- გაიცანით, ეს ლიზაა დღევანდელი დღის შეფმზარეული - მასპინძელმა ორ კაცს გააცნო ჩემი თავი და მათაც მოწიწებით დამიკრეს თავი.
- ძალიან კარგი მზარეული ხართ. ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო. მოგვიყევით თქვენზე? - დაახლოებით ოცი წუთი კითხვა-კითხვაზე მისმევდნენ და არ ჩერდებოდნენ. მეც მოთბინებით ვპასუხობდი როდესაც ხმა მომესმა
- დღეს ჩემთის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩემი ცოლი ოცდარვა წელია ჩემს გვერდითაა. მან ხუთი ვაჟი მაჩუქა. ბედნიერი კაცი ვარ და საამაყოც ბევრი მაქვს... - ყველას ტაში დაუკრა - და ასევე დღეს ჩემი შვილი ბოლო უნივერსიტეტული ცხოვრებაც დამთავრდა. - შვილს ხელით მიუხმო - ნიკოლოზზი ჩემთან ერთად გაუძღვება, კომპანიის საქმეს.
ბიჭი მამას მიუახლოვდა, შავი კუპრივით თმა ლამაზად დაევარცხა. კოჭებამდე შავი შარვალი და თეთრი ბამბის მაისური ეცვა და სახე...
ხალხს თვალი მოავლო და ბოლოს მზერა ჩემთან გააჩერა. თვალს ვერ ვწყვეტდი, სიზმარია? ალბათ სამზარეულოში ჩამეძინა და მესიზმრება თქო ვიფიქრე. ის ზუსტად ისეთი იყო, ოდნავ გრძელი სწორი ცხვირით, წითელი ტუჩები, გრძელი წარბებითა და შავი თვალებით... თმები გვერდით ჰქონდა გადაწეული. გული საშინლად სწრაფად მიცემა, თვალის დახამხარება არ მინდოდა, მეშინოდა რომ გაქრებოდა. ისიც ზუსტად ისე მიყურებდა როგორც მე. ხელები ამიკანკალდა და სკამს ხელი ჩამოვადე რომ არ წავქცეულიყავი. მუცელში სპაზმებს ვგრძნობი...
- შენ... - ერთადერთი სიტყვის თქმა მოვახერხე და გომენა დავკარგე.

ბიჭი მოუსვენრად დაწრიალებდა გოგონას გუწასულ, სხეულს და თვალს ვერ წყვეტტდა. იმდენი შეკითხვა უტრიალებდა თავში...
გაოგნებული უყურებდა მის სახეს, ტუჩებს, თვალებს რომელიც ათასჯერ, დაეხატა. მის შავ კუპრივით თმას რომელიც ბზინავდა და მას ყოველთვის ნერვები ეშლებოდა ამას რომ ნახატში ვერ გადმოსცემდა. ხელები უკანკალებდა და ვერ ხვდებოდა გოგომ, მისი დანახვისას გონება რატომ დაკარგა? ის აქვე იყო მასთან რამოდენიმე საათი და ეს ვერც კი იგრძნო. საკუთარ თავს კიცხავდა და ნერვები ეშლებოდა. გოგონას გვერდით ჩამოჯდა და ნაზად ჩამოუსვა სახეზე ხელი, ეშინოდა რომ დაიმსხვრეოდა ან გაქრებოდა. იქნებ მელანდებაო გაიფიქრა და თვალები რამდენჯერმე დახუჭა რათა გოგონა ისევ დაენახა... ახსოვდა ბოლო სიზმარში როგორ კოცნიდა ლავიწზე და ხელს მის ხერხემალს რიტმულად აყოლებდა. როდის გაიღვიძებს? ან რა უნდა ვუთხრა? ფიქრობდა და ვერაფერს იგონებდა. გოგონასთვის ხომ ისეთი უცხო იყო... მისთვის კი როგორი ახლო? მისი მეორე ნახევარი, სული მეორე ნაწილი იყო. მის გარეშე ვერცერთი ღამე ვერ წარმოედგინა. რამდენჯერ უნატრია ამ მომენტზე, რამდენჯერ ნდომებია რომ მის გვერდით ესე ახლოს ყოფილიყო... მისი კანი სურნელი რეალურად შეეგრძნო. გოგონამ ხელი აამოძრავა რაზეც ბიჭი დამფრთხალი მიაჩერდა. თვალები გაახილა და ბიჭს არაამქვეყნიურად შეხედა.
- სიზმარში ვარ? - იკითხა და თვალები ისევ დახუჭა.
ბიჭი გაოგნებული და შეძრწუნებული უყურებდა და მის ბოლო სიტყვებს ვერც კი აანალიზებდა.



№1  offline წევრი nina kupradze

ძალიან კარგიააა...
საშინელად ინტრიგანი ხარ! ისე მაინტერესებს კიდევ რა ხდება...
ნეტავ რა?
ყველაფერი არაჩვეულებრივია.
წარმატებები ❤️

 


№2  offline მოდერი Tamta.k

nina kupradze
ძალიან კარგიააა...
საშინელად ინტრიგანი ხარ! ისე მაინტერესებს კიდევ რა ხდება...
ნეტავ რა?
ყველაფერი არაჩვეულებრივია.
წარმატებები ❤️

მიხარია და მადლობა შენ რომ კითხულობ❤️

 


№3  offline წევრი Elea_Nora

ვაიმეეე აი ვიცოდი, ვიცოდი რომ ნიკოლოზსაც ესიზმრებოდა იგივეე. აუუუ სად გაწყვიტე რა ეხლა უნდა ვიმტვრიო თავი რა მოხდება. ნწ, ნწ, ეს ამირანი და მისი ცოლი რა გეგმებს ხლართავენ თურმე აქ. აუუ ნიკოლოზი ხატავს?? აუ როგორ მომწონს ბიჭი რო ხატავს... პირდაპირ ვგიჟდები. შენზეც ვგიჟდები თან ძაან ძაან. ველოდები ახალ თავს და თან მთელი სულით და გულით.❤
Love you!❤❤❤

 


№4  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
ვაიმეეე აი ვიცოდი, ვიცოდი რომ ნიკოლოზსაც ესიზმრებოდა იგივეე. აუუუ სად გაწყვიტე რა ეხლა უნდა ვიმტვრიო თავი რა მოხდება. ნწ, ნწ, ეს ამირანი და მისი ცოლი რა გეგმებს ხლართავენ თურმე აქ. აუუ ნიკოლოზი ხატავს?? აუ როგორ მომწონს ბიჭი რო ხატავს... პირდაპირ ვგიჟდები. შენზეც ვგიჟდები თან ძაან ძაან. ველოდები ახალ თავს და თან მთელი სულით და გულით.❤
Love you!❤❤❤

მარწყვო აქ ხარ? ნუ რა თქმა უნდა აქ ხარ. შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია რომ მოგწონს...
მეც მიყვარხარ ძალიან, ძალიააან❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი დარინა

ასეთ მომენტრზე გაწყვეტა იქნებოდაა? ახლა უნდა ვიმტვრიო თავი შემდეგში რა იქნებაა, აი ვიცოდი ნიკოლოზსაც იგივე რომ ესიზმრებოდაა, ძალიან ძალიან მომწონს ეს სიტუაცია, ისე ველოდები მომდევნო თავს.

 


№6  offline მოდერი Tamta.k

დარინა
ასეთ მომენტრზე გაწყვეტა იქნებოდაა? ახლა უნდა ვიმტვრიო თავი შემდეგში რა იქნებაა, აი ვიცოდი ნიკოლოზსაც იგივე რომ ესიზმრებოდაა, ძალიან ძალიან მომწონს ეს სიტუაცია, ისე ველოდები მომდევნო თავს.

დარინაა მადლობა, მიხარია რომ აქ ხარ და მოგწონს❤️დიდხანს არ გალოდინებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent