შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამქრალი მოგონებები =2=


12-12-2018, 22:46
ავტორი jenniferi
ნანახია 1 037

6 წლის წინ
-რისი გეშინია ები? გულახდილად მიპასუხე
სკოლის ფსიქოლოგი დივანზე კომფორტულად კალათდება და სკამზე მორიდებულად მჯდომ გოგოს გამჭოლ მზერას სტყორცნის
-მწერების, სიბნელის, სიმაღლის, მარტოობის, სიკვდილის, მამაჩემის, მეშინია დედასნაირი არ გავხდე, ზედმეტი ურთიერთობების,არარსებული არსებების (მონსტრების), შეიძლება საკუთარი თავისაც არ ვიცი, ბევრია თაგვი, გველი, ხვლიკი ძალიან ბევრია...
-გასაგებია, და რატომ გეშინია ამდენი რამის?
-არ ვიცი ისინი უბრალოდ თავისთვის, დაუკითხავად გაჩნდნენ და თბილი ბუდე დაიდეს ჩემს გონებაში.


•ახლანდელი დღე•
-რისი გეშინია ები?
ტახტზე ფეხები მოხერხებულად შეეკეცა ემილის და დიდი დამრგვალებული თვალებით “მე პროფესიონალი ფსიგოლოგი ვარ” სახით მომჩერებოდა, მე კი სავადმყოფოს საწოლზე (უკვე კარგად მყოფი) წამოგორებული ვცდილობ სერიოზული სახით დავიწყო ლაპარაკი თუმცა “ვიჭრები” და მაინც მეცინება მის ასეთ სერიოზულ გამომეტყველებაზე
-კარგი რაა აბიგაილ სერიოზულად უკვე! მერამდენედ უნდა გაგეცინოს?
სიცილს ვწვეტ, ვხვდები უკვე საქმე სერიოზულადაა და ემილი სერიოზულად უდგება ამ საკითხს, სახის ნაკვთები თავის ასგილს უბრუნდებიან
წამით თავს საშინლად ვგრძნობ ისეთი შემაწუხებელი გრძნობა მივლის, ამის მხოლოდ ერთი სიტყვით აღწერა შემიძლია!
დეჟავიუ
მაგრამ არა ისეთი როგორიც ადრე განმიცდია არამედ რაღაც ძალიან ცივი და აუხსნელი,
თავს ფიქრების გასაფანტად ვაქნევ და ისევ ემილის ვუბრუნდები რომელიც იმავე პოზაში მხვდება ოღონდ ახლა უკვე დაღლილი სახით
-არაფრის, არ ვიცი უბრალოდ ვერ ავხსნი, შეიძლება მეშინია კიდეც მაგრამ მხოლოდ იმ ორი წლის!
-ეს როგორ არის შესაძლებელი?
შენ ერთხელ გული წაგივიდა თაგვის კუდს რომ მოკარი თვალი,
ისიც მახსოვს შუქი რომ ჩაქრა და კინაღამ კრუნჩხვებში ჩავარდი;
თავს გაურკვევლობისგან აქნევს, თვალებს უღონოდ ისრესს და ვიცი ახლა ზუსტად რაზეც ფიქრობს
-რა მოხდა ნახევარი წლის წინ?
მაგრამ ხმამაღლა არ ამბობს
-კაი ძილის დროა ხვალ გაგწერენ
თავს ვუქნევ და საწოლში მოხერხებულად ვკალათდები ადიელას კარგად ვიფარებ და ემოციებისგან დაღლილს ღრმად მეძინება
~~~~~~~~
-ნუ იბრძვი აბიგაილ
ესე უფრო გაგიადვილდება!
ხმა ექოდ ჩამესმის კიდევ კიდევ და კიდევ
სად ვარ?
რა ხდება?
მინდა ვიყვირო, ყველაფერი გავტეხო, გავიქცე მაგრამ ენას ვერცკი ვგრძლობ, მთლიანად გაბუჟებულს მხოლოდ ფართხალი შემიძლია თუმცა მალევე ისევ ისე ბუნტდება ირევა ჭუჭყიანი მონაცისფრო კედლები ქრებიან და სრულიად შავდება ყველაფერი;
მე მაინც ვხედავ, სივრცეში ვმოძრაობ და უბრალოდ სიშავეს ვხედავ, ტანში საზარელი ჟრუანტელი მივლის
ვყვირივარ, ვტირივარ, მივრბივარ შავ სივრცეში უსასრულოდ მივრბივარ,
ბნელა, ისეთი სიბნელეა... მონსტრები, ურჩხულები
თითქოს ერთდროულად ყველანი გადმომყურებენ და ჩემ შეჭმას ლამობენ,
გავრბივარ ყველაფრისგან გავრბივარ უსასრულოდ სიცარიელეში;
მომდევენ, მომსტრები, მხეცები მომდევენ და ერთი სული აქვთ ჩემი სული შთანთქან, საბოლოოდ გამაგიჟონ გონებაში ჩამიძვრნენ და ჩემს ნერვულ სისტემაში იქოთიალონ,
გავრბივარ ისევ უსასრულობაში გავრბივარ ისინი კი ნელ-ნელა უფრო მიახლოვდებიან, ერთი სული აქვთ ჩემი სულის მტკივნეულად შესაშთანთქად.
საწოლიდან დაფეთებული ვხტები თუმცა საწოლის სივიწროვის გამო მალევე იატაკზე მტკივნეულად ვეცემი
ვერ ვდგები, ვერ ვინძრევი
ვიმედოვნებ რომ ემილის არ გაუგია მაგრამ შუქი ინგება და ჩემკენ ემილი ყვირილით მორბის
-ები ები რა გჭირს ები კარგად ხაარ?
იატაკიდან ადგომაში მეხმარება,
უხმოდ ვდგები მეც მაგრამ თვალებში ვერ ვუყურებ ვიცი დაინახავს ჩემ გრძნობებს მაშინვე დაინახავს ტკივილს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად გაჩნდა მე კი ეს არ მინდა
-როგორი ოფლიანი ხარ, ააჰ ები სიცხე ხომ არ გაქვს? იქნებ კალციუმის ნაკლებობა გაქვს?
შუბლზე ხელს მადებს შედარებით ცივის შეგრძნებისას სიამოვნების ჟრუანტელი მივლის ვდუნდები, ახლა ვხვდები როგორი დაძაბული ვყოფილვარ საწოლზე ნელა ვჯდები ემილი კი თვალს არ მაშორებს, ვიცი ხვდება მაგრამ ნეტა არ ხვდებოდეს,
-დისოციაცური ამნეზია გჭირს ყოველ შემთხვევაში გჭირდა,
ჩუმდება და ეს სიჩუმე იმდენად მტკივნეულად იწელება რომ ახლა ერთი ნატვრა მღრღნიდა მხოლოდ.
ნეტავ მოვკვდარიყავი!
-როდესაც მზად იქნები მომიყევი მე შენს გვერდით ვიქნები
მხარზე ხელს გამამხნევებლად მითათურებს და ამით იმდენად მძიმე ტვირთს მხსნის თვითონ ვერცკი აცნობიერებს,
გამოცვლის შემდეგ საწოლს ისევ დავუბრუნდი მაგრამ თვალი არ მომიხუჭავს, სიზმარზე ფიქრი არ მასვენებდა იმდენი ფიქრი იყო ერთდროულად წესივრად ვერც ვიგებდი.
გათენდა მზეს ჩემს სახემდე მოეღწია უკვე მე კი სრულიად მომზადებული, შესაბამისად ჩაცმული ზემოდან ვიწექი საწოლზე და ვეელოდებოდი როდის შემოვიდოდა ექიმი და საბუთებზე ხელს მომაწერინებდა რომ საბოლოოდ წავსულიყავი სახლში და ფიქრისთვის გზები გამეხსნა,
ვიცოდი ემილისაც ეღვიძა მაგრამ ალბათ ისიც ფიქრებში დაკარგულიყო;
აი სანატრელი ხმაც ექიმმა პალატა ალბათ ჩვეული ღიმილით შემოაღო და ჩემკენ წამოვიდა
-მომზადებულხარ უკვე თავს როგორ გრძნობ?
-შესანიშნავად
დამაჯერებლად ვუღიმი და ისიც ნებას მრთავს სახლში წასვლაზე

სახლის კარი გაიღო თუ არა ნინა მაშინვე შემომახტა და ტიირილით შემაცილა სახლში
მისი დაწყნარების შემდეგ კი დაღლილობა მოვიმიზეზე და მაშინვე ოთახში შევიკეტე მაგიდას მივუჯექი თუ არა პატარა ფურცელი ავიღე და წერა დავიწყე
-ნაცრისფერი კედლები ძველი სავადმტოფო ანდაც ფსიქიატრიული დაწესებულება
მეორე
-ცდები
მესამე
ვინ არის ბენი?
მხოლოდ ეს ორი რამ ვიცოდი ჯერ-ჯერობით ჩემი სიზმრებიდან, მოგონებიდან,თუმცა ერთი რამ დაზუსტებით ვიცოდი, მესამე კითხვის პაასუხს ნებისმიერ შემთხვევაში ვიპოვიდი.

იმედია მოგეწონებათ ეს თავი ვეცადე შეცდომები გამომესწორებინა, რამდენად გამომივიდა არ ვიცი ხოლოო მესამე თავში კი ბევრს აღარ გავაჭიანურებ და ბენს გაგაცნობთ.



№1  offline წევრი talia

ძალიან კარგია,საინტერესო, სათავგადასავლო, მომწონს შენი მოთხრობები.მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent