შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, შენ და უამრავი უაზრობა. (+18)


13-12-2018, 21:26
ავტორი LILPEEP✝️
ნანახია 3 950

მკვეთრი შებოჭილობა აიძულებს თვალები გაახილოს, დაახლოებით იცის, რასაც უნდა ელოდოს და დიდად არ უკვირს , როდესაც მასზე მიკრულ მამრობითი სქესის სხეულს ხედავს.
მამაკაცის მკაცრი ნაკვთები ზედმეტად მიმზიდველია და სურვილს უღძრავს , რომ ბაგეებზე ნაზად წაეპოტინოს, თუმცა მოზღვავებულ სურვილს უკუაგდებს და თავის გათავისუფლების მცდელობას უდგება, რომელიც დიდი წარმატებით სრულდება.
კარებთან მიგდებულ ლიფს იღებს და ეღიმება, ახლა , რომ გაიკეთოს სასაცილო იქნება, ზედმეტად შეურაცხყოფილი და "გაუპატიურებულია" იმისათვის, რომ ვინმემ მისი ტარება შეძლოს, იქვე ტოვებს და თავისი მაისურის ძებნას უდგება.
საბოლოოდ ხვდება , რომ ამ არეულობაში ვერაფერს იპოვნის და მამაკაცის კარადას , რაც შეიძლება ჩუმად აღებს , იქიდან შავ მაისურს იღებს, რომელსაც "NIRVANA"-ს წარწერა ამშვენებს და ამას კობაინის თავმომწონე ფოტო ემატება, სადაც , როგორც ყოველთვის თავისი განუყრელი მეგობრით, გიტარით ხელშია.
"როგორც ჩანს გემოვნებაც ისეთივე სიმპატიური აქვს , როგორც თვითონაა" ფიქრობს და ტანზე ირგებს მაისურს, რომლითაც საკმაოდ მოხიბლულია.
გასვლამდე კიდევ ერთხელ შეჰყურებს საწოლზე მწოლ კაცს, რომელსაც წარბები შეუერთებია და ალბათ სადაცაა გაიღვიძებს, კიდევ ერთხელ ცდილობს დაიმახსოვროს მისი სახე და შემდეგ ძალიან ჩუმად ოთახიდან გადის.

-გუშინ სად დაიკარგე?
კარების გაღებისთანავე ეკითხება გიორგი და ანერვიულებული ძლიერად იხუტებს.
-გადავიღალე და სახლში წავედი.
გიორგი ხელს ხვევს და სახლში ჩახუტებული შეჰყავს.
-სახლში არ წასულხარ, შენთან ვიყავი, იქ ნამდვილად არ ყოფილხარ.
"ხანდახან რა დამღლელია..", ფიქრობს და მორიგი ტყუილისთვის დაფიქრება არც ჭირდება ისე მოსდის გონებაში.
-შეიძლება ჩვენს ურთიერთობაში ყველაფერს ახსნა სჭირდებოდეს? რა ბანალურია..სახლში ვიყავი, მერე მოვიწყინე და სასეირნოდ წავედი, გააგრძელებ დაკითხვას თუ მაკოცებ ბოლოს და ბოლოს?!
ძლიერად უკოცნის მთელ სახეს, ტუჩებს, თვალებს, ლოყებსა და პატარა წითელ ცხვირსაც კი, რომელიც სიცივეზე მეტად მგონი ტყუილისგან გაწითლებულა.
-უბრალოდ, ძალიან ვინერვიულე, ყველგან გეძებდი, შეგეძლო გეთქვა და შენთან ერთად წამოვიდოდი ..
სანამ ლაპარაკს გააგრძელებს ყელში კოცნის და ბიჭს სრულიად ურევს აზროვნებას, გონებას უთიშავს და ავიწყებს რის თქმასაც ცდილობდა.
-როდესაც..როდესაც ვლაპარაკობთ სულ ასე იქცევი, როგორ შეგიძლია ასე მაგიჟებდე?
წელზე ისვამს და ლიფისკენ მიაქვს ხელები, როდესაც ამჩნევს , რომ არ უკეთია და პირდაპირ მაისურს ხდის, მკერდიდან ქვემოთ მიყვება და ძალიან დიდი სინაზით უკოცნის ყველა წერტილს, ყველა ადგილს, რომელსაც გუშინ სხვა ეხებოდა, შეიძლება გუშინ წინაც, იმის წინაც და ასე, უსასრულოდ..

-შენი აზრით, დავიჯერებ, რომ გუშინ უბრალოდ მოიწყინე და სახლში წამოხვედი?
ქეთა გამომცდელ მზერას არ აშორებს და ცდილობს ამოიცნოს გუშინდელი ამბების სირთულე თავისი ყველა დეტალით.
-ჰო, კარგი, ვიღაც ბიჭთან ერთად წავსულვარ, გეფიცები არ მინდოდა, ძალიან მთვრალი ვიყავი..
ქეთა მძიმედ ოხრავს და სიტყვებს , რომელსაც ყოველ დღე ამბობს კიდევ ერთხელ უმეორებს ერთადერთ და ყველაზე ძვირფას ადამიანს.
-ხომ იცი, რომ გიორგის ძალიან, ძალიან უყვარხარ?
თავს ვხრი, ვიცი , ახლაც ისევე ვარ დამნაშავე , როგორც გუშინ, როგორც იმის წინ, როგორც ყოველთვის.
-ჰო, ვიცი.
სიგარეტის მომდევნო ღერს უკიდებს და ჩაფიქრებულ გამომეტყველებას იღებს, შემდეგ კი ისევ დარიგებისთვის ემზადება.
-ინაკო, შენც კარგად იცი, რომ ყველაფერს ართულებ. დაშორდი გიორგის, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? უყვარხარ, მაგრამ შენ არ გიყვარს. ვერცერთი იქნებით ბედნიერი, ეს ყველაფერი უსასრულობამდე გაგრძელდება, სულ ეტკინება, ერთხელაც გაიგებს შენი ღალატის შესახებ და შენი აზრით, რა მოხდება შემდეგ? არასოდეს ყოფილა შენთან ცუდი, ყოველთვის ცდილობდა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ყოფილიყო , შენგან კი მხოლოდ შენს ყველაზე ცუდ ვერსიას იღებდა, დაასრულე ეს ყველაფერი, შეწყვიტე საკუთარი თავისა და გიორგის ტანჯვაც და მერე მიხვდები, რომ ყველაფერი ისე ცუდად სულაც არაა, როგორც ჩანს.
თავს მაგიდაზე ვდებ და ვხვდები, რომ , როგორც ყოველთვის ახლაც სიმართლეს მეუბნება, მაგრამ არ ვიცი სად შეიძლება იყოს ამ ყველაფრის დასაწყისი.
-როგორ ვუთხრა? გამარჯობა გიორგი, არ მიყვარხარ, არც არასოდეს მყვარებიხარ, დაახლოებით 100-ჯერ ვიყავი სხვებთან, ნაგავი ვარ, რომელსაც არაფერი შეუძლია, ჩემი საქმე განადგურებაა და არა აშენება, მე მთვარე ვარ და ჩემი ბნელი მხარე მჭირდება, ჩემი თავის ყველაზე ცუდი ვერსია შენ კი , შენ კი საუკეთესო ვერსია ხარ და ვერ მაკმაყოფილებ-თქო? შენ მზე უფრო ხარ და ცუდი ვერსია არაფერში გჭირდება-თქო? ფილოსოფიური ბოდვები ვუთხრა? თუ ვუთხრა ახლა გშორდები და იცოდე შენი კი არა ჩემი ბრალია-თქო?
-ან შენ ეტყვი, ან მე.
-უნდა წავიდე.
-დაჯექი, დავლიოთ ცოტა.
-კარგი.
თავის სანაქებო "ბურბონს" პატარა ჭიქებში ასხავს და ერთ-ერთს მიწვდის.
-რას იზამ?
დასხმული ბოლომდე არ აქვს , როდესაც ხელიდან ვაცლი და ბოლომდე ვსვამ.
-დავშორდები, მაგრამ ცოტა დრო მჭირდება.

მეორე დღეს ეგონა , რაც კი რამ არსება არსებობდა დედამიწაზე, ყველაფერი მის თავში დაქროდა და მძიმე ჩაქუჩებს ურტყავდნენ თავში ამდენი შეცდომის, ღალატისა და ტყულის გამო.
მძიმედ წამოდგა, გიორგის დატოვებულ ათას შეტყობინებას თვალი აარიდა მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რამხელა შეცდომას უშვებდა ამით, თავი მოიწესრიგა, მუხლებამდე გაშვებული ქვედაბოლო ჩაიცვა , დიდხანს არჩევდა რა ჩაეცვა ზემოდან, საბოლოოდ კი ის "ნირვანას" მაისური არჩია, რომელმაც მკვეთრად მიიქცია მისი ყურადღება.
სამსახურში მალევე მივიდა , უცბად გააკეთა ყავა და ლევანის კარები ღიმილით შეაღო, თავადვე აკვირვებდა ხანდახან საკუთარი თავი, როგორი ყალბი შეუძლია ადამიანს იყოს რეალურად, ერთი დიდი გამოცანა ეგონა თავისი არსებითობა!
ლევანი კომპიუტერში ჩასცქეროდა რაღაცას, მოღუშული იყო და ინაკომ კარი შეაღო თუ არა შეხტა, გაფითრდა და შემდეგ ბრაზისგან წარბები შეკრა.
-კარზე არ უნდა დააკაკუნო?!
კარგად იცოდა მისი რთული ხასიათი, ამიტომ , უბრალოდ არ შეიმჩნია და გაიღიმა.
-დავაკაკუნე, უბრალოდ ვერ გაიგეთ.
ყავა წინ დაუდო და გასვლა დააპირა.
-დღეიდან ახალი უფროსი ეყოლება ჩვენს განყოფილებას.
გაკვირვების ნიშნად წარბები მაღლა აწია.
-ოჰო, ჩამოგაგდეს სამეფო ტახტიდან, ლევან?
იცოდა ასეთ დროს აუცილებლად უნდა გამოეღწია გააფთრებული უფროსისგან, ახლა უკვე ყოფილი უფროსისგან, ასე რომ, უცბად გამოვარდა ოთახიდან და ქეთას დაურეკა.
-დღეს რა გეგმები გვაქვს, პატარავ?
-ქეთათო, რატომ გაქვს ისეთი ხმა , თითქოს სმის შეთქმულებაში მითრევ?!
-იმიტომ, რომ , გითრევ.
-ჰო, კარგი, "ბურბონი" და ჩიფსები?
-ხო და რამე საშინელებას ვუყუროთ, სადაც ვინმე საყვარელი წყვილი იქნება, მერე მკვლელი ორივეს დახოცავს და მაგათ თავებს სახლში გამოიკიდებს.
ქეთას გახარებულ ხმაზე გაეცინა, სულ ასე იცოდა, წყვილებს რატომღაც მუდამ თავებს აჭრიდა.
-არ ინერვიულო, მკვლელი თუ არა შენ ხომ მოაჭრი?!
ტელეფონი გათიშა , როდესაც მისკენ მიმავალი ლევანის მამა დაინახა, ირაკლი.
უყვარდა ეს კაცი, სულ რაღაცას ჩუქნიდა და თბილად ეპყრობოდა, ახლაც ღიმილით მოდიოდა მისკენ.
-ჩემი ინაკო როგორ არის?
თბილად მოეხვია და მოიკითხა თანამშრომელი, რომლის შრომასაც ყველაზე უფრო აფასებდა.
ცოტახანი ისაუბრეს, შემდეგ კი საკონფერენციო დარბაზში ერთად შევიდნენ.
ირაკლი ყველას მიესალმა და შემდეგ დაიწყო ახალ უფროსზე საუბარი, ინაკოს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ვიღაც ლევანისმაგვარი არ იქნებოდა , არა მხოლოდ ინაკოს, არამედ ყველას.
-მათე ოსლოში გავიცანი, თავიდანვე მივხვდი მის საქმისადმი საოცარ დამოკიდებულებას, ძალიან დიდი სიყვარულით ლაპარაკობდა თავის საქმეზე და ისე ეღიმებოდა , თითქოს ამით ძალიან დიდ ბედნიერებას იღებდა, თითქოს კი არა, იღებდა.
ძალიან მომეწონა ის ფაქტიც, რომ მისი გემოვნება ზედმეტად დახვეწილი და საინტერესოა, მის აზრებსა და იდეებზე კი უკვე საუბარი ზედმეტია..
იმ წამიდან მივხვდი, რომ, მართალია ლევანი ჩემი შვილია, მაგრამ ისე კარგად ვერასოდეს გაუძღვება საქმეს , ვიდრე ამის კეთება შეუძლია ჩემ რჩეულს.
მათე, გთხოვ , ორი სიტყვა გვითხრა.
ნაცნობი ბარიტონი ყურებში სასიამოვნოდ ერწყმის ახალი უფროსის სუნამოს სუნს, რომელიც , რაღაც მიუწვდომელსა და საინტერესოს ახსენებს.
საერთოდ, არანაირი გაოცება არ მოსდებია მის გონებას, როდესაც ის კაცი დაინახა მის წინ, რომელთანაც გუშინ წინ იყო.
"ღმერთო, რა ბანალური და უაზროა ეს ყველაფერი! რამე უფრო საინტერესო ვერ მოიფიქრე? მაგალითად , გიორგის დანით დავეჭერი, საოცრად გავვოცდებოდი, ან ქეთას ეთქვა რესბოსელი ვარო, მაგრამ ასეთი უფანტაზიო რამ როგორ შეიძლება? რა მოსაწყენია, არა, ნამდვილად ძალიან, ძალიან მოსაწყენია!"
საერთოდ არ მოუსმენია დარჩენილი ნაწილი, რასაც ახალი "ბოსი" ლაპარაკობდა, რადგან , სანამ ის თავის ლაყბობაში ირთობდა თავს, მანამ ინაკო წვალობდა, რომ ნირვანას მაისური როგორმე დაეფარა , ხელები ისეთ პოზაში ჰქონდა შემოწყობილი, თითქოს მკერდს ფარავდა ვინმესგან ან რამისგან , რამაც რათქმაუნდა გარყვნილი ლევანის ყურადღება მისკენ გადაიტანა, ყოფილ უფროსს შეუბღვირა და უეცრად თვალი-თვალში გაუყარა ახალ უფროსს, იმ წამსვე მიხვდა , რომ ვერ იცნო, ვერ გაიხსენა გოგო, რომელთანაც მთელი ღამე გაატარა, მაგრამ აუცილებლად იცნობდა თავის მაისურს, რომელიც უეცრად გაქრა მისი კარადიდან, ამიტომ, სწრაფად დატოვა დარბაზი და ოფისიდანაც ჩუმად გაიძურწა, რადგან უფროსი ახალი არჩეული იყო, პირველი სამუშაო დღე ოფიციალურად არ ტარდებოდა.

ადამიანებს ყოველთვის იდეალებად ვაქცევდი, მათ ნაკლებს ღირსებად წარმოვაჩენდი, ვცდილობდი ყველაში კარგი მეპოვა, რეალურ ცხოვრებაში არასოდეს შევხვედრივარ უნაკლო ადამიანს, მაგრამ მე ყველა ადამიანი მიყვარდა თავისი ნაკლითურთ, ახლაც მიყვარს.
ახლა კი, გადავწყვიტე დავწერო მხოლოდ მოთხრობაში ადამიანებზე, რომელთა ნაკლებსაც ღირსებად ვერ ვაქცევ.
მინდა გამოვცადო საკუთარ პერსონაჟებზე როგორია ცუდ არსებად ყოფნა.
მე ახალი არ ვარ, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ხანია აქ ვარ და თქვენი უმეტესობა მიცნობს, ძალიან ბევრს ვუყვარდი, უყვარდა ჩემი ისტორიები, ჩემი ხელწერა..
მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ ადრე ჩემს ნაწერს არ ერქვა "ისტორია" , მაინც მიყვარს ყველაფერი , რაც კი დამიწერია , რადგან ის ტექსტები, ისტორიები თუ რამ სხვა თქვენ გიყვარდათ , თქვენ აფასებდით და მაძლევდით სტიმულს, მერე წავედი, ხელწერა შევცვალე, შევცვალე ჩემი სტილი, თხრობის მანერა..მაგრამ მე არასოდეს შემიცვლია სიყვარული თქვენს მიმართ..!



№1  offline მოდერი Tamta.k

როგორი კარგი ხარ. რაღაცნაირად ჩამითრია იცი, მომწონა ყველაფერი. ცოტა ძაან სიგიჟე:დდ შენი წერის სტილიც სასტიკად მომწონსს. ნირვანას მაისური და ხელებაფარებული ინაკოც წარმოვიდგინე:დდ აბა ვნახოთ მექალთანე და ჭკვიანი უფროსი როგორი იქნება. წარმატებები და გელოდებიიი❤️

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

კარგია და საინტერესოც ♥️
შენც კარგი გოგო ხარ რომ დაბრუნდი და აგრძელებ ისტორიებს ეს უფრო გამიხარდა ♥️♥️
ჩემი სახით ერთი მკითხველი უკვე გყავს და ბოლომდე მოგყვები !
მთავარია ძაან არდააგვიანო და თავებსაც თუ გაზრდი უფრო გამახარებ ♥️
წარმატებები და გელოდები ♥️

 


როგორი განსხვავებული გოგოა ინაკო, აი რაღაცნაირი რა თავის'უფალი, ძალიან ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს ❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

ის "ძველი" ხარ ისტორია შუა გზაში რომ მიატოვა, თუ სხვა ხარ ახალი ნიკით?
რა ვიცი, ამ გოგოს ქცევას მარტო "ნაკლი" რომ დავარქვათ ცოტა კომპლიმენტად შეეფერება ჩემი აზრით. ერთი ცარიელი ადამიანია და თუ ამაზე იქნება ისტორია, რახან კითხვა დავიწყე ბოლომდეც გამოგყვები, ოღონდ სკუპსკუპით, რადგან ცარიელი და უემოციო არავინ და არაფერი მომწონს.

 


№5  offline წევრი LILPEEP✝️

Tamta.k
როგორი კარგი ხარ. რაღაცნაირად ჩამითრია იცი, მომწონა ყველაფერი. ცოტა ძაან სიგიჟე:დდ შენი წერის სტილიც სასტიკად მომწონსს. ნირვანას მაისური და ხელებაფარებული ინაკოც წარმოვიდგინე:დდ აბა ვნახოთ მექალთანე და ჭკვიანი უფროსი როგორი იქნება. წარმატებები და გელოდებიიი❤️

მადლობა, საყვარელო <3

ტკბილიწიწაკა
კარგია და საინტერესოც ♥️
შენც კარგი გოგო ხარ რომ დაბრუნდი და აგრძელებ ისტორიებს ეს უფრო გამიხარდა ♥️♥️
ჩემი სახით ერთი მკითხველი უკვე გყავს და ბოლომდე მოგყვები !
მთავარია ძაან არდააგვიანო და თავებსაც თუ გაზრდი უფრო გამახარებ ♥️
წარმატებები და გელოდები ♥️

მადლობა, მადლობა, მადლობა ! <3

ელენე ქობელაშვილი
როგორი განსხვავებული გოგოა ინაკო, აი რაღაცნაირი რა თავის'უფალი, ძალიან ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს ❤

იშვიათად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც თავიანთი თავის ღმერთები არიან, როგორც შენ უწოდე "თავის'უფლები", ასე რომ, რადგანაც მომწონს ასეთი ადამიანები და ჩემ ცხოვრებაში მათ ნაკლებობას მკვეთრად განვიცდი, გადავწყვიტე პერსონაჟი, მაინც მყავდეს ასეთი smile <3 მადლობა დიდი <3

grafo
ის "ძველი" ხარ ისტორია შუა გზაში რომ მიატოვა, თუ სხვა ხარ ახალი ნიკით?
რა ვიცი, ამ გოგოს ქცევას მარტო "ნაკლი" რომ დავარქვათ ცოტა კომპლიმენტად შეეფერება ჩემი აზრით. ერთი ცარიელი ადამიანია და თუ ამაზე იქნება ისტორია, რახან კითხვა დავიწყე ბოლომდეც გამოგყვები, ოღონდ სკუპსკუპით, რადგან ცარიელი და უემოციო არავინ და არაფერი მომწონს.

არა , ზედმეტად ძველი ვარ, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს არცერთ ტექსტს არ კითხულობდი, ჩემი ისტორიები არ მიმიტოვებია, ბოლომდე დავასრულე, უბრალოდ მერე წავედი.
მე ვფიქრობ, რომ ვეცადე ეს თვისება ნაკლად წარმომეჩინა, ეს ყველაფერი ჩემი თვალითაა დანახული, შევეცადე გამომეჩინა, რომ გიორგი არ უყვარს ინაკოს, მაგრამ მას ვერ ტოვებს , რადგან სინდისი ამის საშუალებას არ აძლევს, იცის, რომ გიორგის უყვარს და ძალიან ეტკინება თუ დაშორდება, მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ თუ არ დაშორდება ამ ყველაფერს გააორმაგებს, რადგან ასე ორივე უბედურია..
უემოციო და ცარიელი ადამიანები არც მე მიყვარს, მაგრამ აქვე უნდა ვაღიარო , რომ მაოცებენ..
მიხარია თუ გამომყვები, კიდევ უფრო გამიხარდება თუ შენთვის ეს ისტორია ისეთი არ იქნება, როგორებიც არ მოგწონს..
მადლობა, რომ კითხულობ და უღრმესი მადლობა რჩევისთვის, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ! heart_eyes <3

უცნაური მე
საინტერესო და ჩამთრევია. რათქმაუნდა მოგყვები ბოლომდე <3

დიდი მადლობა, ძვირფასო <3 heart_eyes

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

მეორე ავტორი მეუბნება უკვე, რომ დარწმუნებული იყო მის ისტორიებს არ ვკითხულიბდი, მაშინ როცა ვკითხულობდი, უბრალოდ დაკომენტარებას რაღაც სასწაულით ვერაფრით ვერ ვახერხებდი:))).
მე არ მითქვამს რომ ისტორიას რამეს ვუწუნებ, ან წერის სტილს, ან რამე მსგავსი. მე მხოლოდ კონკრეტულად მტავარ გმირზე გამოვთქვი ჩემი აზრი, მგონი ამის უფლება და საშუალება გვაქვს. სად აქვს ინაკოს სინდისი, როცა ზურგს უკან ღალატობს:))).
მე მგონია რომ სწორედ აღვნიშნე, ცარიელი ადამიანია. სულ ესაა!
გამოგყვები აბა რას ვიზამ. თან "დიდური" ისტორია ჩანს და მომწონს მე ეგეთები.

 


№7  offline წევრი mariami__11

რაღაც საინტერესო ჩანს. კარგად წერ :* იმედი მაქვს არ გვალოდინებ.

 


№8  offline წევრი LILPEEP✝️

grafo
მეორე ავტორი მეუბნება უკვე, რომ დარწმუნებული იყო მის ისტორიებს არ ვკითხულიბდი, მაშინ როცა ვკითხულობდი, უბრალოდ დაკომენტარებას რაღაც სასწაულით ვერაფრით ვერ ვახერხებდი:))).
მე არ მითქვამს რომ ისტორიას რამეს ვუწუნებ, ან წერის სტილს, ან რამე მსგავსი. მე მხოლოდ კონკრეტულად მტავარ გმირზე გამოვთქვი ჩემი აზრი, მგონი ამის უფლება და საშუალება გვაქვს. სად აქვს ინაკოს სინდისი, როცა ზურგს უკან ღალატობს:))).
მე მგონია რომ სწორედ აღვნიშნე, ცარიელი ადამიანია. სულ ესაა!
გამოგყვები აბა რას ვიზამ. თან "დიდური" ისტორია ჩანს და მომწონს მე ეგეთები.

თუ კითხულობდი კარგია, როგორც გითხარი შუა გზაზე არაფერი მიმიტოვებია <3
არა, რას ამბობ, სულ, რომ ისტორიას უწუნებდე რამეს არც ეგ იქნებოდა პრობლემა, მკითხველი ხარ, რაც მახარებს და საკუთარი აზრი გაგაჩნია და რადგან პერსონაჟისადმი შენი აზრი კრიტიკულია კიდევ უფრო მიხარია, რადგან ჩემი მკითხველის შეხედულებასაც ვიზიარებ შენი სახით <3
გამიხარდება თუ , რაც არ მოგეწონება სულ დამიწერ, რადგან შევძლებ გააზრებასა და გასწორებას <3
სიმართლე გითხრა, ზუსტად იმ აზრის გაღვიძება მინდოდა , რომ ინაკოს სინდისი არ აქვს.
მე , როგორც ვთქვი არ მიყვარს უსინდისო, უემოციო ხალხი და ასეთებს ცხოვრებაში ვერ ვხვდები, მაგრამ მინდა ერთი ისტორია მათაც მივუძღვნა და იქნებ მეც გავუგო რამე..
მიყვარს ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომელთაც ერთი ბოლო აქვთ, ინაკო უსინდისოა, იქნებ უფროსიც უსინდისოა ან ზედმეტად კარგია მისთვის..?
მე ძალიან, ძალიან მომწონს შენი შეხედულება და ძალიან, ძალიან გამიხარდება თუ ხშირად გამოხატავ კრიტიკულ აზრს..!
მადლობა, დიდი მადლობა <3

mariami__11
რაღაც საინტერესო ჩანს. კარგად წერ :* იმედი მაქვს არ გვალოდინებ.

მეორე თავზე არ გალოდინებთ , მაგრამ მესამეზე სერიოზული პრობლემა იქნება, როგორც კი მეორეს დავდებ, მაშინვე გეტყვით მიზეზს! <3 მადლობა, ძვირფასო <3 !

 


№9  offline მოდერი D-roni

არ მომწონს ის რომ თავშივე დამიკარგე იმედი რომ ინაკოსაც დაუბრუნდება სინდისი :დ
გიორგი ცოტა მედებილა , არ გეწყინოს ასე გამოვხატავ ხოლმე აზრებს , როგორ ვერ უნდა მიხვდე კაცი რომ ამდენ ხანს გღალატობენ და ჰორმონებით როგორ უნდა დაგაბრმავონ?!
აი ის ახალი უფროსი მომწონს , აი ხო არაფერი და მაინც მომწონს , იმედია ეგეც უსინდისოა , სხვათაშორის ცხოვრებაში ბევრი უსინდისო მინახავს ერთად , ერთმანეთი რომ შეუცლიათ და ახლაც ძალიან ბერნიერები არიან , იმედი მაქვს ეგეც ეგ შემთხვევაა! ზედმეტად მიმტევებელი ხალხი , ეს პატიება რომ უკვე სიდებილეში გადააქვთ არ მიყვარს. კეთილი უფროსი რომელიც ნინაკოს კიდევ ერთი მსხვერპლი ხდება? ნწ ! ჩემი აზრით ასეთ კაცსაც და ქალსაც ჭკუა აქვთ სასწავლი და მგონი ამაში ორივე გამოიყენებს ერთმანეთს . მოღალატე კაციც მეზიზღება და ქალიც . ხო და ველოდები უსინდისოს და სავარაუდოდ უფრო უსინდისოს ისტორიის გაგრძელებას , მე ძალიან მომწონს შენი სტილიც და ფანტაზიაც ! წარმატებები საყვარელო ♥️

 


№10 სტუმარი ღამის სტუმარი

აბა არ გალოდინებთო მეორე თავზეო სადა ხარ ჰაა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent