შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაწყევლილი სამოთხე (7თავი)


14-12-2018, 00:18
ავტორი RedBaNshee
ნანახია 1 184

ოთახში სამნი ვიდექით. მე, დაჩი და დიანა. თვალები ლამის შუბლზე გადამივიდა, როცა იმ თანხამ გაიჟღერა რასაც ჩემს თავისუფლებაში იხდიდა.
-ნუთუ - ღიმილიანს წამომცდა, როცა საწერ მაგიდაზე შავი ჩემოდანი ხმაურით დაიდო.
დაჩიმ მაცდური თვალებით შემომხედა და სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა.
-მე კიდევ ერთი შემოთავაზება მაქვს - და უკვე მეც კმაყოფილმა გადავხედე დაჩის. - მინდა ჩემი გოგონები წავიყვანო...
-არ არსებობს - სიცილი აღმოხდა დაჩის და მაგიდასთან მოხრილი წელში გასწორდა. გაწბილებული თვალებით შემომხედა.
-არავითარ შემთხვევაში! - დიანას ამ ტონზე წარბები შეკრა ქართველმა და ალმაცერად შეხედა -ეს ძალიან დელიკატური თემაა, ჩემს რეპუტაციას ჩემივე ხელით ვერ გავანადგურებ.
-ნუ აჭიანურებ დიანა თანხა დაასახელე. - დაჩისთვის თვალი მომიშორებია. სახიდან ღიმილსაც ვერცერთი ვიცილებდით. ბოლოს თითი დამიქნია და თავი გააქნია.
-არც ისეთი უჭკუო ხარ როგორადაც თავს მაჩვენებ არა?
-ვერ ვხვდები რაზე საუბრობ. - გაოცებისგან თვალები გავიფართოვე და ხელები უსუსურად ავწიე.
-მოკლედ... დიანა დაასახელე თანხა. - სახე დაისერიოზულა და ხმაც გაამკაცრა.
-თითოზე ოთხი.
-მოიცა ანაში თუ სამი გადავიხადე ამათში მილიონით ზედმეტს რატომ მახდევინებ?
-შეგიძლია თანხა პროდუქტით შეცვალო, მაგრამ მათი შეცვლა ძალიან გაიმჭირდება დაჩი, ხომ გესმის?
-არა არ მესმის!
-თანახმა ვარ!
-ღმერთო - სიცილს ვეღარ იკავებდა დაჩი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი სიმწრის სიცილი იყო თუ ის უხაროდა, რომ მიხვდა არც ისეთი სულელი ვიყავი, როგორიც ვეგონე. -ცოტათი მიხარია კიდეც რომ შევცდი... ცოტათი...
ოთახიდან გამოსულებს ერთმანეთისადმი უკვე სხვა დამოკიდებულება გვქონდა. მან იცოდა რომ ის არ ვიყავი ვინც აქამდე ვეგონე. არ ვიცოდი ამის ეშინოდა თუ უხაროდა. მე კი ზუსტად ვიცოდი, რომ ის ის არ იყო ვინც მეგონა. ერთი სიბნელიდან მეორისკენ მივაბიჯებდი და ვერ ვხვდებოდი რომელი უფრო იყო წყვდიადში ღრმად ჩაფლული. ვიცოდი ბრძოლა მომიწევდა ძალიან ცუდ სამყაროში. რა უნდა მექნა? გავსულიყავი და მეთქვა თამაში დასრულდათქო? როგორც ფილმებშია? ახლა ასე არ გამოვიდოდა, ახლა მზად უნდა ვყოფილიყავი, თუნდაც იმედგაცრუებისთვის, თუნდაც ღალატისთვის. უნდა მეფიქრა იმ ვარიანტზეც, რომ დაჩი მიყენებდა. ვიცოდი, რომ ბოლო მომენტისთვის ისეთი ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, რომ ნივთები ამეკრიფა და ცრემლები არ დამრჩენოდა მისთვის.
დერეფანში მშვიდად მივაბიჯებდით.
-11... 11 მილიონი გაქვს ჩემი ვალი. საერთოდ თუ წარმოგიდგენია ეს რამდენია.
-წარმომიდგენია დაჩი, წარმომიდგენია... და პროდუქცია? - შუა დერეფანში შევჩერდი, ის არ შემობრუნდა, ჩემკენ ზურგით იდგა, მაგრამ ვგრძნობდი როგორ გაუქვავდა სახე.
პასუხს არც დავლოდებივარ, გვერდით დინჯად ჩავუარე მის უძრავ სხეულს. დარბაზში გაბადრული სახით შევედი. გოგონები რეპეტიციას გადიოდნენ. პირველი ბარიდან გაბრიელი მოქანდა, ხელში ამიყვანა და დამატრიალა. გოგუნები სცენიდან კივილით ჩამოცვივდნენ, მეხვეოდნენ მილოცავდნენ. არ მინდოდა მათთვის უბრალოდ მიმეხალა მათი თავისუფლება. ემოციებს ვაკონტროლებდი, ენის წვერზე მადგა სიახლე, მაგრამ ვითმენდი. მინდოდა ეს განსაკუთრებულ დროს მეთქვა. დაჩის ომახიანმა ტაშმა ჩვენი ყურადღება მიიპყრო, ეშმაკური მზერით შემომხედა. მივხვდი რასაც აპირებდა, მინდოდა მისთვის მენიშნებინა, მაგრამ უარის ნიშნად თითი გამიქნია.
-ბარგის ჩალაგება ჯერ არ დაგიწყიათ?
მომიახლოვდა ხელები მხრებზე მომხვია და მაგრად ჩამიკრა მკლავებში
-ეს ჩემი ამბავი იყო, მე უნდა მეთქვა - სევდანარევი ხმით მივმართე და ისეთი თვალებით შევხედე თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი და უკანასკნელი ლოლიპოპი წამართვა
-ვიცი - ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში და განზე გადგა.
-გოგონები ცოტა გაოცებულები მიყურებდნენ. ვერცერთს დაეშვა საკუთარ გონებაში რომ შეიძებოდა ეს სიმართლე ყოფილიყო.
-კარგი... რომელს დავეხმარო პირველად ჩემოდნების ჩალაგებაში?
ღრმა სუნთქვამ მოიცვა გარემო, ლორა თავს ნერვიულად აქნევდა. ნასტია ლორას უყურებდა და ვერ იჯერებდა იმას, რამაც რამდენიმე წამის წინ გაირბინა მის გონებაში.
-ღმერთო ჩემო - ლორამ ხელები სახეზზე აიფარა და ტირილი წასკდა, ნასტია იატაკზე უფეროდ დაჯდა და წყლიანი თვალებით, ბედნიერებისგან დამუნჯებულ გაბრიელს შეხედა.
ლორას მივუახლოვდი და მაგრად ჩავიხუტე. მთელი სხეულით თრთოდა. მერე სამივენი ასე, უბრალოდ, ცრემლებით ვისხედით იატაკზე და გული ერთ რიტმად ფეთქავდა.
-როცა მზად იქნებით შეგვიძლია აქედან წავიდეთ.
-აქედან წასასვლელად უკვე წლებია მზად ვართ.
სასტუმროში მისულებს პირველი გაცნობიერებული დიალოგი გვქონდა. აღუწერელი ემოციებით სავსე, მადლიერი თვალებით. ყველაფერი მოვყევი მათ შორის ჩემი ვარაუდები, შიშები, ეჭვები.
-მგონი ჯობდა ისევ სულელი ჰგონებოდი, უფრო მეტს გაიგებდი მისი გეგმების შესახებ.
-ისედაც გავიგებ. მე ხომ ქალი ვარ... გაოცებული არ ვარ, უბრალოდ... ნარკოტიკები? ერთი სიბინძურიდან მეორეში ვეშვები... თითქოს მაინც გული დამწყდა. მინდოდა ჩვენს შორის რაღაც სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო ვიდრე მილიონები, ნარკოტიკები და ბიზნესია.
-ასე უცებაც ნუ გადაწყვეტ ყველაფერს - ჩაგვერია ნასტია, რომელსაც ყველაფრის მიუხედავად სჯეროდა, რომ დაჩის რაღაც გრძნობები მაინც ჰქონდა ჩემდამი და ყველაფერი არასწორად გავიგე.
-ჩვენ შენს გვერდით ვართ, რაცარუნდა მოხდეს, რაშიც დაგჭირდეთ, ყოველთვის გქონდეს ჩვენი იმედი. - ლორამ ხხელი ხელზე დამადო და თბილად გამიღიმა.
-ძლიან მიყვარხართ გოგონებო... ძალიან
კიდევ დიდხანს ვიქნებოდით ერთმანეთს ჩახუტებულები, რომ არა კარზე კაკუნი.
-ალბათ დაჩიმ მომაკითხა
-ჩვენთან არ რჩები?
-არა... სამწუხაროდ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები. - სევდანარევი ღიმილით გავაღე კარი და როცა აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი გოგონებს ნიშნისმოგებით გავხედე.
-წავედით?
გოგონებს შევუთანხმდი, რომ ხვალ შევხვდებოდით და დაჩის ზანტად გავყევი. ხმას არცერთი ვიღებდით. მანქანაში დუმილი უხერხულად, თუმცა მაინც გამეფებულიყო. მთელი გზა ასე, მდუმარედ გავატარეთ, თითქოს ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ უფრო დიდხანს გაძლებდა ხმაამოიღებლად. ბოლოს მანქანის გუგუნი ავტოფარეხში შეწყდა. კარს მაინც არცერთი ვაღებდით, თითქოს აქაც რაღაც შეჯიბრი გვქონდა. ბოლოს ჩემკენ ხმაურით შემობრუნდა.
-მიდი მკითხე.
-არ ვიცი როგორ გკითხო.
-არ გინდა, ნუ აგრძელებ ამ თამაშს.
-კარგი რა დაჩი... ნარკოტიკები?
ღრმად ამოისუნთქა და სავარძელს მთელი ტანით მიაწვა.
-არა...
-ახლა რა ვქნა თავი გავისულელო და აღტაცებულმა გითხრა: უი რა მაგარია, გამიხარდათქო თუ, თვალებში ჩაგხედო და გითხრა, რომ ვიცი მატყუებ.
-იარაღი...
-რაა?
-იარაღი - თავი მოაბრუნა და გაყინულ თვალებში ჩამხედა. - ნარკოტიკები არა, იარაღი - ისევ გასწორდა და მზერა ჭერს მიაპყრო. მეც უსულოდ მივეყრდენი სავარძელს და ახლა უკვე ორივემ ვიცოდით, რატომ მეფობდა ჩვენს შორის სიჩუმე...

მე და ნინამ ერთმანეთს კარგად გავუგეთ. სულ ცდილობდა თავი კომფორტულად მეგრძნო. როცა დაჩი გასული იყო შოპინგზე ერთად დავდიოდით, აუზზე ვირუჯებოდით, გოგონებთან ერთად კაფეებში დავდიოდით. მოკლედ დროს კარგად ვატარებდით.

პარასკევი დილა იყო, როცა ჩემი ოთახის კარი ხმაურიანად გაიღო და დემონსტრაციულად შემოაბიჯა დაჩიმ. საკმაოდ ადრე იყო, ჯერ კიდევ მეძინა. საწოლთან დადგა და ისე მიყურებდა თითქოს ელოდებოდა, რომ მაშინვე გამოვფხიზლდებოდი.
-რა გინდა? -თვალ მოჭუტულმა ავხედე და ამოვიხავლე.
-დღეს წვეულებაზე მივდივართ.
-რასთან დაკავშირებით?
-კორპორატიულია - ჩაიმუხლა და სახეზე დაყრილი თმები გადამიწია. -არ გიფიქრია, რომ კარგი იქნება ჩემს ოთახში გადმოხვიდე? ასე შემოვარდნა არ დამჭირდებახოლმე.
თავი ოდნავ წამოვწიე და მოჭუტული თვალებით დავაკვირდი, თითქოს მინდოდა გამერკვია ამას ჩემს მოსათაფლად ამბობბდა თუ ნამდვილად უნდოდა. რომ ვერაფერი გავარკვიე ისევ ბალიშს დავახეთქე და უარის ნიშნად გავაქნიე. - კარგი, არ გაძალებ. მაგრამ თუ რამეს გადაწყვეტ იცი სადაც მიპოვი. - ისევ დინჯი და ხმაურიანი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ. კართან შეჩერდა და არც გამოუხედავს ისე მკითხა - ვერცხლისფერი თუ ოქროსფერი?
-ოქროსფერი. - არც დავფიქრებულვარ ისე ამოვილუღლუღე ნახევრად მძინარმა.
ეს დღე მეორე ავალიანის შემოვარდნით გაგრძელდა. ნინა საწოლზე ამოხტა და ხელები ერთმანეთს შემოჰკრა.
-მარია, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.
-ისეთი რა ხდება,რომ დღს ავალიანებს ვერ ვიგერიებ. - გაწეწილი თავი წამოვწიე, თვალები შევაჩვიე სინათლეს,ოდნავ გავუღიმე და საწოლზე წამოვჯექი.
-დღეს ჩვენი წვეულებაა. კომპანია 20წლის ხდება. ყველა იქ იქნება... ჟურნალისტები, ინვესტორები, ბიზნესმენები, მოდელები, მოკლედ... მაღალი საზოგადოების ნარჩევი წარმომადგენლები მოიყრიან თავს...
-მერე? - უღიმღამოდ ჩავხედე აბრჭყვიალებულ თვალებში
-მერე ის, რომ მომზადება გჭირდება. ლამაზი კაბები და ასე შემდეგ. - გაოცებული უმზერდა ჩემს ურეაქციობას.
- დარწმუნებული ვარ ჩემს გარდერობში აუცილებლად მოიპოვება ლამაზი კაბა.
-არა! შენი გარდერობიდან არცერთი არ გამოდგება! - ხელი ჩამავლო და სწრაფი ნაბიჯებით წამაჩანჩალა იმ უზარმაზარი ოთახისკენ, რომელსაც ჩემდა გასაოცრად გარდერობს უწოდებდა.
ოთახში სამი დიდი სავარძელი იდგა, მათ წინ დაბალი მაგიდა იყო. ზედ თეთრი ყუთი მაცდურად პრიალებდა, რომელზეც ოქროსფერი ლენტი გაუბანტავთ. ყუთთან მიახლოვებისას გარკვევით ამოიკითხავდით „ELIE SAAB”.
-ეს დაჩისგანაა... მარტო დაგტოვებ. -თითქმის ჩურჩულით მითხრა როცა დაინახა, ჯერ კიდევ გაუხსნელმა ყუთმა, როგორი ემოცია გამოიწვია ჩემში. რამდენიმე წუთის შემდეგ ფრთხილად გავხსენი და ღიმილმა სახე ამიჭრელა. სავარძელში ჩავესვენე და ოქროსფერ, თვლებით მოჭედილ საოცრად დახვეწილ კაბას დავაცქერდი. - ოქროსფერი -უკვე გააზრებულად აღმომხდა დილით ნათქვამი გაუაზრებელი, ძილნარევი სიტყვა. ღრმად ამოვისუნთქე, თმა თითებით უკან გადავიყარე და ფეხზე წამოვდექი. ხელი სათუთად შევახე ქსოვილს და ყუთიდან ამოვაძვრინე. კაბა წყლისფერი, ღია იისფერი და ქარვისფერი თვლებით იყო გადაჭედილი. მსგავსი სილამაზე ჯერ არასდროს მენახა. მაშინვე უკან, ყუთში დავაბრუნე და ოთახიდან გავვარდი.
სამზარეულოში ნინას ირგვლივ ვცქმუტავდი, უკვე ვეღარ ვითმენდი. ის კი ღიმილიან თვალებს არ მაშორებდა. ეზოში გრგვინვით შემოვიდა მანქანა. დაჩი იყო. გავჩერდი, აღარც ბოლთას ვცემდი. ბართან მივედი და მაღალ სკამზზე მშვიდად ავსკუპდი. ნინას თვალები დავუბრიალე ჩემი ცქმუტვა არ გაამხილოთქო. ხელები ჰაერში სიცილით ასწია და მხრები აიჩეჩა.
-მზადება არ დაგიწყიათ? - სამზარეულოში ხმაურით შემოვიდა. ჭიქა წყლით გაავსო, ნინას მიუახლოვდა და თავზე აკოცა. სანამ ჭიქას ჩაცლიდა თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. -რაღაც არაბუნებრივად წყნარები ხართ - დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-გეჩვენება - ახლა მე დავისხი წყალი და ჭიქის ჩაცლამდე თვალი არ მომიშორებია მისთვის.
-საჩუქარი მიიღე?
-აჰამ, ძალიან მომეწონა, მადლობა. - ისევ ჭიქა მოვიყუდე თვალთმაქცობის გადასაფარად.
ზურგს უკან ამომიდგა და თმაში შემოცურებული ტუჩები ყურთან მომიტანა.
-მე არ მაჩვენებ? - მთელ ტანში გამცრა. ჟრუამტელმა თითოეული უჯრედი მოიცვა და ეკლებად მოეფინა სხეულს. მტევანი მკლავზე დამისვა და ჩემი თმის სურნელი ორგანიზმში შეუშვა.
-მე ოთახში ვიქნები - უხერხულად აგვარიდა ნინამ თვალი და სამზარეულო დატოვა.
როცა ნინა თავის ოთახში დაიგულა ხელი წელზე შმიცურა და მისკენ მიმაბრუნა
-როდემდე უნდა იარო საღამურით?
-ძლიან ცხელა, ხომ იცი ვერ ვიტან სიცხეს - თმები თითებით უკან გადავიწიე და ხელი ყელზე, მკერდისკენ დავისვი.
-ჩემს მოთმინებას ნუ გამოსცდი - სახე ახლოს მომიტანა და მისი ნათქვამი სიტყვები სახეზე მომეფინა. სიამოვნებისგან თვალები დაიმძიმდა, თუმცა თავს ვაიძულებდი არ დამხუჭვოდა. - არ გინდა ჩაიცვა და მაჩვენო?
- არა... ლოდინი მოგიწევს
სამზარეულოში ნინა შემოვიდა, ვცდილობდი დაჩის ხელი მომეშორებინა, რომელიც საღამურის შიგნიდან მომხვეოდა წელზე, თუმცა ამაოდ. უფრო მჭირდოდ მიმიკირა და ვეღარც ვინძრეოდი.
- მარია ვიზაჟისტები მოვიდნენ, გელოდებიან.
-ორ წუთში მოვა - ჩემს მაგივრად ამცნო ნინას თავისი გადაწყვეტილება, თან ისე, რომ ჩემთვის მზერა არ მოუცილებია. - ის ღამე არ გახსენდება?
-ამაზე ასე ხშირად რატომ საუბრობ?
-ალბათ იმიტომ, რომ ხშირად მეფიქრები.
-ვფიქრობ სიახლოვის ბრალია...
სხეულიდან სწრაფად მოვიშორე მისი მოდუნებული ხელები და გარდერობის ოთახს მივაშურე.

საღამო არც ისეთი მხიარული აღმოჩნდა როგორიც წარმომედგინა. ყველა საქმეში იყო გართული. სასმელი და აქციები. ფული და ინოვაციები. გოგონები ჩვენთვის განკუთვნილ მაგიდასთან ვისხედით. ათას სისულელეზე საუბრობდნენ, მხოლოდ ზრდილობისთვის გავიღიმებდიხოლმე რამდენიმე წუთსში ერთხელ. მზერა დაჩისკენ მქონდა მიპყრობილი, რომელიც მასზე საკმაოდ უფროს მამაკაცებში გარეულიყო და სერიოზული სახით საუბრობდა, თუმცა ზოგჯერ მზერა ჩემკენ გამოეპარებოდა და ღიმილი გადაჰკრავდა სახეზე.
-ხომ არ იცეკვებდით? - ჩემს წინ მაღალი, საკმაოდ თავდაჯერებული ყმაწვილი იდგა ქერა თმითა და გამჭოლი მწვანე თვალებით.
-მარია, გაიცანი, ეს ილიაა. - ნინამ არც თუ ისე აღტაცებულმა წარმიდგინდა სტუმარი. მის ტემბრში იგრძნობოდა, რომ არ სიამოვნებდა მისი აქ დანახვა.
-სასიამოვნოა - მამაკიც გამოწვდილ ხელს ჩემი გავუწოდე და ფეხზე წამოვდექი.
-მშვენივარ გამოიყურებით. თქვენი არ შემჩნევა უბრალოდ შეუძლებელია. - ხელით მანიშნა საცეკვაო მოედნისკენ, და უკან გამომყვა. მოსაწყენი მუსიკა ჟღერდა, თუმცა ჩემს უხასიათობას არ ვიმჩნევდი. გულს თითქოს ლოდი მომშორდა როცა მნუსიკა დასრულდა. პარტნიორობისთვის მადლობა გადავუხადე და ჩემი ადგილისკენ გავეშურე, როცა მაჯაზე მისი ხელი მტკივნეულად ვიგრძენი.
-იქნებ ცოტა დაგველია?
-არა, მადლობა არ ვსვამ.
- ერთი ჭიქა შამპანური არაფერს დაგაკლებს, პირიქით, მოგიხდება კიდეც.
-არა, საერთოდ არ ვსვამ, ჩემზე ცუდად მოქმედებს.
-საინტერესოა, ვნახავდი როგორ მოქმედებს.
გაუგებრობისგან წარბები შემეკრა და თვალები დამიწვრილდა.
-დამიჯერე, სულაც არ არის საინტერესო - დაჩის გამკაცრებულმა ხმამ მთელი სხეული დაიარა და ყველა კუნთი დამეჭიმა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაცას ვაშავებდი. ხელი ნაზად ჩამკიდა და მისკენ მიმიზიდა.
-დაჩი ავალიანი... როგორც ყოველთვის ჩვეულ ფორმაში ხარ. წვეულებაზეც ყველაზე მაგარი გოგო შენია, არა? ტრადიციებს არ ღალატობ.
-ღამის კლუბში არ ვართ ილია, გირჩევნია შესაფერისად მოიქცე.
მისკენ კიდევ უფრო ძლიერად დამქაჩა და ის წინ, მძიმე ნაბიჯებით მე კი უკან, კაბის ფრიალით გასასვლელისკენ მივემართებოდით. კარის კაცმა ჩვენი დანახვისთანავე ითხოვა მანქანის მოყვანა და ჩვენც ასე, უხმოდ ვიდექით და ველოდებოდით.
-ასე ადრე რატომ მივდივართ? ეს ხომ შენი წვეულებაა.
-ასეა საჭირო - მკაცრი ტონით დამიტკეპნა სიტყვები ისე, რომ ზედაც არ შემომხედა. მანქანა ფეხებთან გაგვიჩერეს. დაჩიმ ნახევარი სახით გაიხედა უკან და კბილებში რაღაც ჩემდა გაუგებრად გამოსცრა. - მანქანიდან არ გადმოხვიდე, კარგად შემომხედე... რაცარუნდა მოხდეს არ გადმოხვიდე! - სიტყვები დამიმარცვლა და კარი მაგრად მოარტყა.
ის და ილია რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ. ამდენი ხნის მანძილე პირველად ვნახე დაჩი ცინიზის გარეშე და მის წინ მდგარი მოწინააღმდეგე ცინიზმით აღსავსე. მიუხედავად წარსულისა, პირველად განვიცადე თუ რას ნიშნავს ცხოველური მზერა. ილიამ რამდენჯერმე გამომხედა შუა კამათის დროს და ძვლები გამეყინა.ბოლო მზერას დაჩიმაც გამოაყოლა თვალი. ილიას სახეს ღიმილი გადაეფინა და დაჩის რაღაც დაუყვირა.
დაბნეულობისგან მანქანის კარის გაღებაც კი ვერ მოვახერხე. უკვე მესამე ცდაზე ძლივს გადავედი და რაც შემეძლო სწრაფად მივრბოდი მათკენ. დაჩის უკვე მიწაზე ჰყავდა დაგდებული ილია და დასისხლიანებულ ხელებს სახეში ისევ მთელი ძალით ურტყამდა.
-დაჩი! ... დაჩი გაჩერდი! ... შეხებას ვერ ვბედავდი, ისე იყო გაშმაგებული. ბოლოს ცრემლებიც კი მომერია, თავს უსუსურად ვგრძნობდი, ვერაფერს ვაკეთებდი. - დაჩი! ასე მოკლავ, გაჩერდი გთხოვ!!! - ამომჯდარი გულიდან ძლივს დავიყვირე რამდენიმე სიტყვა. ისე შემომხედა თითქოს მხოლოდ ახლა შემამჩნია, ახლა მიხვდა, რომ იქ ვიდექი და ცრემლებად ვიღვრებოდი.
-ხომ გითხარი, რომ არ გადმოსულიყავი - სწრაფად წამოვიდა ჩემკენ და სახიდან ცრემლების მოწმენდა სცადა. სახე სისხლით რომ დამესვარა მხოლოდ მაშინ დახედა ხელებს გაწბილეული სახით და მხოლოდ მაშინც გააცნობიერა, რომ გადაამეტა. - მაპატიე კარგი? მოდი აქ. - გულზე მიმიკრა და მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯებით წამიყვანა.
-აქ უნდა დატოვო?
-შენ მაგაზე არ უნდა იფიქრო.
მანქანა ნელა მოძრაობდა სველ ქუჩებში და უფრო ხშირად მე მიყურებდა ვიდრე გზას. მე კი საქარე მინის მიღმა სადღაც ვიყურებოდი. არა ამ სამყაროში, არამედ ჩემს გონებაში. ყველა დეტალი მეორდებოდა ჩემში. ილიას გამოხედვა, სისლიანი სახე, დაჩის ხელები...
-გთხოვ რამე თქვი.
-ნინა...
-არ იდარდო, ჩემმა მეგობრებმა გაიყვანეს ისე, რომ არც არაფერი უეჭვია.
მისთვის არც შემიხედავს, თითქოს არაფერი გამეგონოს, ისევ გავაგრძელე მინიდან სხვა სამყაროში ყურება.



№1  offline წევრი დარინა

დარწმუნებული ვარ რომ დაჩისაც მოწონს კი არა და უყვარს, უფრო თბილი მომენტები მინდა მე ამათიიი, მეტი გრძნობები და მეტი სითბოოო. საინტერესოდ კი განვითარდა მოვლენებიი სიტუაცია კი დაიძაბა ცოტა, ახალი თავი მინდააა ეს არ მეყოო.

 


№2  offline წევრი RedBaNshee

დარინა
დარწმუნებული ვარ რომ დაჩისაც მოწონს კი არა და უყვარს, უფრო თბილი მომენტები მინდა მე ამათიიი, მეტი გრძნობები და მეტი სითბოოო. საინტერესოდ კი განვითარდა მოვლენებიი სიტუაცია კი დაიძაბა ცოტა, ახალი თავი მინდააა ეს არ მეყოო.

რავი ცოტა სხვანაირი ტიპია :( ჯერ ესე სითბოს ვერ გამოამჟღავნებს :( მეც მინდა, რომ თბილი იყოს,მაგრამ მის ხასიათს ვერ გადავუხვევ :( მადლობა შეფასებისთვის და კომენტარისთვის ♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent