შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტაჟიორი (მეექვსე თავი)


14-12-2018, 10:14
ავტორი melina
ნანახია 2 027

ნეტავ რატომ არ დაგველოდა, ალბათ რაღაც მოხდა. ჩაილაპარაკა დაბალი ხმით სალომემ და მათკენ მომავალ პატარა ბიჭზე გადაიტანა ყურადღება. რომელსაც ხელში წითელი ვარდი ეჭირა.

--------------------------------
-ეს ვარდი ნინის ლაშასაგან, ჩაილაპარაკა ბიჭმა და სიმორცხვით, ერთიანად აწითლებული გაშორდა გოგოებს.
-აი ეს მესმის…ყოჩაღ ლაშას, ლამის შეჰკივლა სალომემ და თან გაფართოებული თვალებით მიჩერებოდა ნინის, რომელიც, ვარდზე მიმაგრებულ ბარათს ხსნიდა. წაიკითხა ზედ დაწერილი რამდენიმე სიტყვა და ბედნიერი ღიმილით გააგრძელა გზა, კიდევ ბევრჯერ გააჩერეს გზაში ნინი და ყვავილები გადასცეს, ტიტები, გვირილები, კესანები, ვარდები, სხვადასხვა ფერისა და სახეობის უამრავი ყვავილი, ბარათებთან ერთად, რომელშიც სულ რამდენიმე სიტყვა ეწერა. ოფისის წინ ავტოსადგომზე ლაშა დახვდათ, მომღიმარი სახით უცქერდა გოგოებს. ნინიმ სასწრაფოდ გადააბარა ყვავილები სალომეს და მადლობის ნიშნად ლაშას მოეხვია.
-რა საჭირო იყო ამდენი ყვავილები?
-შენთვის არასოდეს მიკითხავს, რომელი ყვავილი გიყვარს გამორჩეულად, ამიტომაც სხვადასხვა გაჩუქე.
-მე ყველა ის ყვავილი მეყვარება რომელიც შენი მორთმეული იქნება. უთხრა და გულზე მიეკრა, ლაშამაც უმალ მოხვია მკლავები.
-კიდევ მრავლად იქნება ყვავილები, ლამაზი სიტყვები, ბედნიერი წუთები და წამები ნი, ჩვენს ცხოვრებაში. ჩასჩურჩულა ბიჭმა.
-არ მინდა, ამ რომანტიული მომენტის გაფუჭება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს,თუ არ ვიჩქარეთ, უკვე ათის ნახევარია და სამივე ერთად დავკარგავთ სამსახურს. თქვა სალომემ და სიცილით გახედა წყვილს.
-შენ ხომ არაფერს დააცდი ადამიანს. თუმცაღა მართალი ხარ. სიცილითვე უთხრა ლაშამ. ყვავილები მანქანაში მოათავსეს და ხალისით შეუტიეს დამღლელ ყოველდღიურობას. ღამით გვიან დაბრუნდნენ, ლაშამ მიაცილა ნინი, მერე კი სახლის კარი შეაღო, ნატასა და ვახოს არ ეძინათ, ტელევიზორს უყურებდნენ.
-სად იყავი ლაშა? მაშინვე მიაგება კითხვა ნატამ.
-რა ხდება რო? კითხვაზე კითხვითვე უპასუხა ლაშამ დედას და გაკვირვებული სახით გახედა.
-ჯერ მიპასუხე.
-დაკითხვაზე ვარ? როდის აქეთ არის, რომ ინტერესდები მსგავსი დეტალებით. საქმე მქონდა.
-ეგ საქმე შემთხვევით ჩევენს მეზობლებს ხომ არ უკავშირდება? გამომცდელად იკითხა ქალმა.
-დედა, მოდი ამ შორიდან შემოვლას მორჩი და პირდაპირა მითხარი რაც გაინტერესებს. კი ნინის დაბადების დღე აღვნიშნეთ.
-ცოტა ზედმეტად ხომ არ ეფოფინები ამ გოგოს? სულაც არ მომწონს თქვენი ასეთი მეგობრობა.
-ნატა, კმარა უკვე,ზედმეტი მოგდის. ლაპარაკში ჩაერთო ვახო.
-მაგას მე გადავწყვეტ, ვისთან ვიმეგობრებ და ვისთან არა, ან ვის რა დოზით უნდა “ვეფოფინო“. ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა ლაშამ. ასე რომ ამ თემის ოჯახში გაშლას და განხილვას არ ვაპირებ. სათქმელი დაასრულა და საძინებელში შევიდა.
დილით, ლამის სირბილით ჩაიარა კიბეები ნინიმ და სადარბაზოს წინ მომლოდინე ლაშას მიესალმა, მერე კი მთელი გრძნობით ჩაეხუტა, უნდოდათ ასე უსასრულოდ გაგრძელებულიყო, როდესაც ერთად იყვნენ, ირგვლივ ყველა და ყველაფერი ავიწყდებოდათ. თუმცაღა, მალევე დაბრუნდნენ რეალობაში, მანქანა დაძრა ლაშამ და სამსახურისკენ გზას გაუყვნენ.
- გეუბნები და ვერ დაგაჯერე, არ მომწონს მე ამ ბავშვების მეგობრობა, აქ რაღაც სხვა ამბავია. თქვა ნატამ, ისე, რომ თვალს არ აშორებდა ფანჯრიდან ლაშას მანქანას, მანამ სანამ თვალს არ მოეფარნენ.
-რა მოხდა, ამ დილა უთენია, რომ დაქოთქოთებ. უკმაყოფილოდ გამოეპასუხა ვახო.
-მე რას შემოგჩივი და შენ რას მპასუხობ ვახო, სულ არ გაღელვებს ბავშვის მომავალი? დანანებით აქნევდა თავს ნატა.
-ნატუკა, ჩემო მეუღლევ, მე თუ შენსავით არ ვქოთქოთებ, ეგ იმას როდი ნიშნავს, რომ არაფერი მადარდებს. გვერდით მიუჯდა და ალერსიანი მზერა შეავლო ცოლს. -უბრალოდ ვცდილობ ლაშას გავუგო, გირჩევ შენც იგივეს. ეს, ის გადაწყვეტილებაა სადაც ჩვენ ვერ ჩავერევით, თავის დროზე ჩვენც გავაკეთეთ არჩევანი, ახლა ლაშას ჯერია.
-რას ქვია არ ჩავერევი, აბა უფლება მივცეთ თავი დაიღუპოს?
-თავის დაღუპვას რას ეძახი ნატა? იმას, რომ უფლება მივცეთ იმას დაუკავშიროს მისი ცხოვრება ვინც უყვარს? არ აქვს მნიშვნელობა ნინი იქნება მის გვერდით თუ ვინმე სხვა, უბრალოდ უფლება მივცეთ ბედნიერი იყოს.
-ეს, ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ვერ დაგეთანხმები, არ შემიძლია ასე მშვიდად მივუდგე ამ საკითხს. მე დედა ვარ და უკეთ ვიცი, რა იქნება მისთვის უკეთესი. არ ცხრებოდა ქალი.
-მე გითხარი და კიდევ ერთხელ გიმეორებ, ნუ ჩაერევი, ჩვენი შვილი, ზრდასრული მამაკაცია, შეიგნე ბოლოსდაბოლოს. სიბრაზე შეერია ხმაში ვახოს. -ახლა კი წავედი, დღეს თათბირი მაქვს დანიშნული და არ მინდა დავაგვიანო.
ამის შემდეგ, აღარ უსაუბრია ამ თემაზე ნატას, დუმდა, თუმცა ეს სიჩუმეც ღლიდა უკვე, მისი თვალით ხედავდა, როგორ იზრდებოდა დღითიდღე, ლაშასა და ნინის სიყვარული. ზამთარმა კარი გაიხურა და გზა გაზაფხულს დაუთმო, გაიღვიძა და ნაირფერად მოირთო ბუნება. აპრილის თვესთან შეუსაბამოდ ცხელოდა ქალაქში. საღამოს, ღია ფანჯარასთან, ყავით ხელში, იდგა ნატა და ეზოში მოთამაშე ბავშვებს გულმოდგინედ აკვირდებოდა. ვახო ჯერ არ დაბრუნებულიყო შინ, ლაშამ კი მანქანა დააყენა, ნინის ხელი ჩაჰკიდა და სადარბაზოსკენ აიღეს გეზი, მათი შემყურე ნატა მაშინვე მოშორდა ფანჯარას და დივანზე გადაინაცვლა.
-რამე მოხდა? რა სახე გაქვს დედა. სახლში შესვლისთანავე იკითხა ლაშამ.
-არაფერი.
-არა, გატყობ რაღაც გაწუხებს…
-მაწუხებს, თან ძალიან ლაშა, როდემდე აპირებ ამ სიყვარულობანას თამაშს იმ გოგოსთან? მგონი დროა დაამთავრო. ისედაც დიდხანს გაგიგრძელდა, ერთი უსახური გოგოა, არაფრით გამორჩეული. მე მასეთ რძალზე არ მიოცნებია.
-დედა ზედმეტი მოგდის, შეურაცყოფას შეეშვი. და კიდევ, მე ის შენი ოცნების მიხედვით არ ამირჩევია, ის ჩემი ოცნებაა. ჩემთვის ყველაზე ლამაზი და სასურველი.
-როგორც ჩანს, მე და შენ სილამაზის განსხვავებული აღქმა გვაქვს.
-არ შემიძლია არ დაგეთანხმო. ირონია იგრძნობოდა ლაშას ხმაში.
-ვფიქრობ და ვერ გამიგია, მაინც რით მოგხიბლა, ყველაფერთან ერთად შენზე უფროსიცაა შვილო. როგორ დაუშვი, რომ მაგ ასაკის გოგოზე გეფიქრა. არ ეშვებოდა ნატა.
-გამაგებინე რას ითხოვ ჩემგან, მივსულიყავი და მეთქვა: გამარჯობა, მე ლაშა ვარ, მომეწონე და მაინტერესებს რამდენი წლის ხართქო?
-ნუ მეუხეშები ლაშა, ჩემთან ასეთი ტონით არასოდეს გისაუბრია შვილო, რა გემართება.
-აქამდე შენც არ შემოჭრილხარ ასე ღრმად ჩემს პირად სივრცეში დედა.
-ეს იმიტომ, რომ მსგავსი სისულელე არ ჩაგიდენია. ახლა გგონია გიყვარს, რაღაც ახალი ეტაპი გაქვს ცხოვრებაში, მაგრამ, მალე მიხვდები, რომ მართალი ვიყავი, ის გოგო როცა მოგბეზრდება და შენ ტოლებს დაუწყებ მზერას.
-არ გესმის დედა…ასაკი უბრალოდ ციფრებია, რომელიც არაფერს ცვლის, მე ის ჩემზე უმცროსიც და ჩემი ტოლიც მეყვარებოდა, მე ნინი მიყვარს და არა მისი ასაკი, მერე რა, რომ ოთხი წლით უფროსია, მე მასთან ბედნიერი ვარ და მორჩა, იმედია გასაგებად აგიხსენი, ამ საკითხზე კამათს აღარ ვაპირებ. ამოწურულია ეს თემა.
-რა დაგემართათ, თქვენი ხმა სადარბაზოში ჩამოდის, სირცხვილია, იქნებ ნინიმაც გაიგონოს. ლაპარაკით შემოვიდა სამსახურიდან დაბრუნებული ვახო.
-გაიგონოს და თავად შერცხვეს, მის გამო რა დღეში ვართ. თქვა და სამზარეულოში გავიდა ნატა.
უკვე მეორე დილა იყო, ლაშა, მარტო, ნინის გარეშე მიდიოდა სამსახურში. იქედან დაბრუნებული კი სახლში შესვლამდე ჯერ ნინის შეუვლიდა, რომელიც გრიპის ვირუსის გამო მაღალი სიცხით იწვოდა. საწოლში იყო ჯერ ისევ, კარზე რომ ზარის ხმა გაისმა. ადგომის თავიც არ ქონდა, მძიმედ აიტანა სხეული საწოლიდან და კარისკენ გაემართა. დარწმუნებული იყო, რომ კარს მიღმა მაგდა იქნებოდა, რომელმაც ბარბარე წაიყვანა ბაღში. ვირუსით დაღლილი და მოშვებული სხეული უმალ დაეჭიმა, როდესაც კართან მდგარ, ნატას გადააწყდა.



№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგი იყო.მომეწონა.ველოდები შემდეგ თავს.ყოჩაღ

 


№2  offline წევრი melina

mia miako 15
ძალიან კარგი იყო.მომეწონა.ველოდები შემდეგ თავს.ყოჩაღ

❤❤❤

 


№3  offline წევრი melina

DI ANA
მელანი (მე ასე გეძახი :დდ) ნატას რამე მოუხერხე ნუ დაჩხავის ამ წყვილს ასე ცუდად და ნუ მირევს ნერვულ სისტემას თორე მივახრჩობ :) :)

სულ მალე დავამშვიდებ ნატასაც და შენს ნერვებსაც ჩემო საყვარელო:d❤❤❤

 


№4  offline წევრი naniko mindia

Kargi iyo, ❤️ ❤️ ❤️ dges ardadeb axal tavs?
--------------------
lomidze

 


№5  offline წევრი melina

naniko mindia
Kargi iyo, ❤️ ❤️ ❤️ dges ardadeb axal tavs?

მადლობა❤ხვალ დილით დაიდება აუცილებლად,დღეს ვერ მოვახერხე,მაპატიეთ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent