შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტაჟიორი (მეხუთე თავი)


13-12-2018, 10:22
ავტორი melina
ნანახია 1 890

-ნეტავ ვინ არის აქ? თან ასეთ დროს?
-თუ არ გააღე ვერ გავიგებთ მაგდა, გამოეპასუხა სალომე. ისიც ადგა და კარისკენ გასწია.
-------------------------

-უჩა? შენ აქ საიდან? დაბნეულობა და შიში ერთად იკითხებოდა მაგდას სახეზე.
-არ შემომიშვებ? თუ აქ ვისაუბროთ ცოლუკა? ბოლო სიტყვა განსაკუთრებით ხაზგასმულად წარმოსთქვა უჩამ.
-რა თქმა უნდა არა, ჩვენ სასაუბრო აღარაფერი გვაქვს. გადაჭრით უთხრა მაგდამ და კარი ცხვირწინ მიუხურა, თუმცა უჩამ ხელი შეაშველა კარს და დაკეტვის საშუალება არ მისცა. დაუკითხავად შეიჭრა ოთახში.
-შენღა გვაკლდი სრული ბედნიერებისთვის და მოხვედი კიდეც. ირონია ვერ დაფარა ნინიმ ყოფილი სიძის დანახვისას.
-ცოლისდავ ჯერ მომესალმე მაინც.
-საკმარისია უჩა, ახლავე შეწყვიტე ეს უნიჭო სპექტაკლი და აქედან წადი, ხმა აიმაღლა მაგდამ.
-გატყობ გადიდგულებულხარ, სწრაფად აგითვისებია დაიკოს გაკვეთილები, მაგრამ არაუშავს, მალე მოგსვავ შენს ადგილზე. თქვა და მკლავში წვდა მაგდას, რომელსაც ტკივილით სახე დაემანჭა.
-ახლავე გაუშვი, თავს რის უფლებას აძლევ. გაწიწმატდა ნინი.
-ნუ მესწერვები და ნუ მასწავლი ჩემს ცოლს როგორ მოვექცე, არ ცხრებოდა უჩა.
აქამდე, თუ მშვიდად იჯდა ლაშა და სიტუაციის გამწვავებას ერიდებოდა,ამ სიტყვებმა, საბოლოოდ აავსო მისი მოთმინების ფიალა, წამის მეასედში წამოიჭრა სკამიდან და უჩას მივარდა. სწრაფად შეაშვებინა ხელი გოგოებზე, მეორე კი კარზე მიუთითა და შემდგი სიტყვები მიუყოლა:
-შენი ნებით გახვალ თუ “დაგეხმარო“.
-მე ჯერ არსად ვაპირებ წასვლას, ჩემს ცოლთან სალაპარაკოდ მოვედი. ასე რომ ნუ ერევი. უპასუხა და ერთიანად აათვალიერა ლაშა.
-მოდი მაგას მე გადავწყვეტ, სად ჩავერევი და სად არა, სანამ წყნარად გეუბნები წადი აქედან, ნუ ცდი ჩემს მოთმინებას, არ გირჩევ, იცოდე ძალიან ცუდად დაამთავრებ.
-შემეშვი თუ ძმა ხარ, უთხრა სასმელით გაგულადებულმა უჩამდა ხელი აუქნია.
-მდაა…შენთან ადამიანურ ენაზე ლაპარაკი არ გადის, მაშინ ასე მოვიქცეთ: თქვა ლაშამ და საყელოში ჩაავლო ორივე ხელი და მაღლა აზიდა.
-მაინც რა ინტერესი გაქვს ვერ ვხვდები, აშკარაა ნინის კერავ მაგრამ მაგდასთან რა გესაქმება, გაინტერესებს ორი დიდან რომელი უკეთესია საწოლში? თქვა უჩამ, ისე რომ ლაშას ხელებიდან თავის დაღწევა არც უცდია.
ლაშას თვალები ბრაზით აენთო, ყველა კუნთი და ძარღვი ერთიანად დაეჭიმა, ვერავის და ვეღარაფერს ამჩნევდა, მხოლოდ უჩას სიტყვები ჩაესმოდა ყურში.-მოკეტე ნაბი**არო. იღრიალა და მაგრად შეკრული მუშტი სახეში გაარტყა. უჩა მის უკან მდგარ სავარძელზე გადაეფინა, წამოდგომა სცადა და პირველივე მცდელობაზე არ გამოუვიდა. გიორგი დაეხმარა და გარეთ გაიყვანა, მეტი აღარაფერი უთქვამს უჩას, უსიტყვოდ გაშორდა იქაურობას და ღამის წყვდიადში გაუჩინარდა. მაგდამ მაშინვე აირბინა კიბეები და საძინებელში, ცრემლიანი თვალებით მიუწვა მის ერთადერთ ნუგეშს. გიორგი სალომეს მიუჯდა დივანზე, ეს უკანასკნელი მაშინვე მოეხვია მკლავზე და თავი ბეჭზე დაადო. ნინი სავარძელში იჯდა და ნერვიულად ათამაშებდა ხელში მობილურს. ლაშა ბუხრის პირას იყო და ანგარიშმიუცემლად იხედებოდა სივრცეში, ერიდებოდა მომხდარის გამო, არ უნდოდა ნინის თვალში, ჩხუბისთავი გამოჩენილიყო, მაგრამ იმასაც აანალიზებდა, რომ უჩამ იმ ზღვარს გადააბიჯა, რომლის შემდეგაც უმოქმედობა შეუძლებელია, ამ ფიქრებში იყო როცა ბეჭზე შეხება იგრძნო და ნინის სიტყვები ჩაესმა:
-ლაშ აქ ხარ? ისეთი სახე გაქვს გეტყობა ფიქრებით ძალიან შორს უნდა იყო.
-მომხდარზე ვფიქრობ, მიტყდება რომ ჩემს გამო ახალი წლის ღამე ჩაგვეშალა, თქვა და სევდიანი შავი თვალებით ჩააჩერდა ნინის მწვანეებს.
-შენ რა შუაში ხარ, ყველაფერი მისი ბრალი იყო და დამსახურებულადაც მიიღო.
-აბა რა, ტიპი დამნაშავე იყო და აქეთ გვაკაჩავებდა, შენ რომ არა მე გავაკეთებდი იგივეს, ლაპარაკში ჩაერთო გიორგი.
-კარგით რა ბავშვებო, ორი საათი დაიწყო, არ ჯობია დავიძინოთ? აჭუჭყუნდა სალომე და ყველამ საძინებლებს მიაშურეს.
დილით უჩას თემა აღარავის წამოუწევია, თუმცა აღარცერთს ქონდა ძველებური ხალისი, განსაკუთრებით მაგდას სახეზე იკითხებოდა მოწყენილობა. დარჩენას აზრი აღარ ქონდა, ორში დილით, ბედობას ისევ თბილისში დაბრუნდნენ. შვებულებაც დასრულდა და კვლავ სამსახური და რუტინული დღეები დაიწყო. თვეზე მეტი გავიდა იმ ამბიდან და უჩა აღარ გამოჩენილა, საეჭვო სიმშვიდემ დაისადგურა. ლაშასა და ნინის ურთიერთობაში მზემ გამოანათა, დათბა ურთიერთობა, მთელ დღეებს ხომ ისედაც ერთად ატარებდნენ სამსახურის გამო.
-ხვალ რა გეგმები გაქვს დედას გახარებავ?
-განსაკუთრებული არაფერი დე, სამსახური და კვლავ სამსახური. დაღლილ სახეზე ღიმილი გამოესახა ნინის.
-რას ამბობ დედი, ხვალ ცხრა თებერვალია, შენი დაბადების დღე, არ აღნიშნავ?
-ნუ ღელავ ლიზა დეიდა, მე ყველაფერს მივხედავ. ღიმილით უთხრა სალომემ.
იმ ღამეს ნინისთან დარჩა, ბარბარემაც გაიხარა, ძალიან უყვარდა სალომესთან ერთად თამაში, ისიც თავს არ ზოგავდა რომ გაემხიარულებინა პატარა ბაბიტო, როგორც თვითონ ეძახდა. დილით ჩვეულებისამებრ, რვა საათზე ადგნენ გოგოები, მოემზადნენ, ისაუზმეს კიდეც და ფეხაკრეფით გავიდნენ სახლიდან, მაგდას და ბარბარეს, რომ არ გაღვიძებოდათ. სადარბაზოდან გასულები სახტად დარჩნენ, ლაშა არ ელოდათ. წესისამებრ ყოველ დილით ხომ ერთად მიდიოდნენ სამსახურში.
-როგორც ჩანს ფეხით მოგვიწევს წასვლა სალი.
-ჰოდა წავიდეთ, სულ ათი წუთის გზაა და ავტობუსში ჩაპრესვას, მირჩევნია ფეხით წავიდეთ. ნეტავ რატომ არ დაგველოდა, ალბათ რაღაც მოხდა. ჩაილაპარაკა დაბალი ხმით სალომემ და მათკენ მომავალ პატარა ბიჭზე გადაიტანა ყურადღება. რომელსაც ხელში წითელი ვარდი ეჭირა.



№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგია .მომეწონა.ყოჩაღ.არ მეყო პატარა თავი იყო.ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი melina

mia miako 15
ძალიან კარგია .მომეწონა.ყოჩაღ.არ მეყო პატარა თავი იყო.ველოდები შემდეგ თავს

შემდეგი თავი შევეცდები უფრო დიდი გამოვიდეს❤❤❤

 


№3  offline წევრი mia miako 15

ველოდები წარმატებები❤♥

 


№4  offline წევრი melina

უცნაური მე
როგორი საყვარელია ლაშა. ცოტა დიდ თავს ველოდები <3

რამდენიმე საათის წინ ავტვირთე ახლი თავი მაგრამ ჯერაც არ არის დადებული:)ლაშა ახალ თავშიდაც საყვარელია:d

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent