შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი მიზეზი (სრულად)


14-12-2018, 16:40
ავტორი naattii
ნანახია 10 811

გამეტებით ეხეთქებოდნენ წვიმის წვეთები ფანჯრის მინებს და თორნიკეს ძილს უფრთხოდნენ, ერთი საათის წინ მორჩა თამართან საუბარს და ჯერ კიდევ ლოგინში ბრუნავდა. უკვე წამოდგომას აპირებდა ოთახის კარი დედამ რომ შეუღო:
-თოკა, დედი..
-დედა რამდენჯერ გთხოვო.
-კარგი, თორნიკე, გთხოვ დედა, რატი ისევ არ ჩანს, ამ ერთხელაც იპოვე რა, გთხოვ დე.
-დედა, მე ხომ პირობა დავდე? მაგ თავში ავარდნილ და გაუგონარ ბავშვს აღარ გავეკიდები, თუ ოჯახს გონკები ურჩევნია წავიდეს._ანერვიულებულმა ჩამოისვა სახეზე ხელები და მაშინვე წამოდგა.
-დედი..
-მივდივარ დედა, როდის იყო რამეს მთხოვდი და არ გისრულებდი? რატი ჩემი ძმაა, ვიპოვი აბა რას ვიზამ_ლოყაზე აკოცა დედას გასვლის წინ და მოსაცმელი ხელით გაიყოლა. კიდევ ერთხელ გადაიწერა ლიანამ პირჯვარი და კიდევ ერთი მადლობა გადაუხადა უფალს ასეთი სამგალითო შვილისთვის.
ახალთახალ რეინჯ როვერში ჩაჯდომამდე ლამის ყველა რატის მეგობარს ჩამოურეკა და მხოლოდ ერთს დააცდენინა სად ტარდებოდა დღეს ეს წყეული გონკები. დაკეცილი ქოლგა უკანა სავარძელზე დადო და მანქანა დაქოქა. მისი ბრალი იყო, ყოველ ასეთ წასვლაზე საკუთარ თავს ადანაშაულებდა, რა ეშმაკი შეუჩნდა 18 წლის გახდომისას ძმას საოცნებო მოტო რომ უყიდა, არც მანამდე იჯდა წყნარად, მაგრამ ახლა ყოველ კვირას ერთი და იგივე ხდებოდა, რატი იკარგებოდა, თორნიკე ეძებდა, შედეგად რამდენჯერმე საავადმყოფოსაც ესტუმრნენ. აზრი არაფერს ქონდა, რატი ვერავინ მოათვინიერა, გამოჯანმრელდებოდა და იგივეს უბრუნდებოდა. ამ ფიქრებით ბიჭი სასურველ ადგილს მიადგა და გაოცებისგან შუბლზე ასულ თვალებს ვერაფერი მოუხერხა, შეჯიბრი ხიდის ქვეშ მდებარე ტრასაზე იმართებოდა, აი ხიდი კი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გადაჭედილიყო. მანქანის დასაყენებელიც კი ვერ იპოვა, ათასობით ადამიანი იყოგადაკიდებული მოაჯირებზე და ბოლო ხმაზე წიოდნენ, არავის აწუხებდა კოკისპირული წვიმისგან რომ იყვნენ გალუმპულები, ადრენალინის მოლოდინი ყველაფერს ავიწყებდათ. შერცხვენილმა დააბრუნა უკან გაშლილი ქოლგა და არც თუ ისე თამამად გააბიჯა წვიმაში.

ხიდზე ძებნას აზრიც არ ქონდა, ამდენ ხალხში მხოლოდ მისი პიჯაკის დაჭმუჭვნისა და მოსპობის შანსი იყო.ფრთხილად დაეშვა მოტოების სადგომისკენ და ნაცნობ სახეს დაუწყო ძებნა. პირველი იმედგაცრუება -ვერავინაც ვერ იპოვა. სხვა გზა აღარ ქონდა, რიგრიგობით დაყვა ბაიკზე შემომჯდარ ახალგაზრდებს და რატის ადგილმდებარეობის კითხვა დაიწყო.
ყველასგან მხოლოდ ან არ ვიცი ძმაო ან შენ ვიღა ხარ ესმოდა, ერთგან ძაღლადაც შერაცხეს, ბოლოს ერთ-ერთმა იკადრა ადამიანურად გამოხედვა და პასუხის გაცემა
-ვიცი ძმაო რატი ვინც არის, მაგრამ დღეს არ მინახავს, თუ ვინმეზე აქ რამე გაინტერესებს, აი იმ გოგოს მიაკითხე_თითი მოპირდაპირედ მდგომი გოგოსკენ გაიხედა და კიდევ ერთხელ მოუხდა თორნიკეს გაოცებულიყო.
მოპირდაპირე მხარეს პატარა, გამხდარი გოგო იდგა, ბავშვი უფრო ერქმოდა, შეიძლება 18 ჯერ არც ყოფილიყო,თამამად აბღუილებდა დაქოქილ მოტოს და ირგვლივ მყოფებს უცინოდა, დაახლოებით 1.60 სიმაღლის, თაფლისფერი თვალებითა და გრძელი თმით, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ყველაზე მეტი ხალხი მას ეკრა ირგვლივ და საკმაოდ მოწიწებით შესცქეროდნენ.
-გამარჯობა, საღამო მშვიდობის_თავაზიანად დაუკრა თორნიკემ თავი შეკრებილებს და გოგოს გადახედა.
-ბარემ წარმატებული და სასიამოვნო ხვალინდელი დღეც გვისურვე_ირონიული სიცილით ამოხედა გოგომ და ბიჭის დანახვაზე ჩუმად გააგრძელა -ბიძია გვყოლია სტუმრად.
-უკაცრავად?_საერთოდ დაიბნა თორნიკე, მოკლავს რატის, ეს სად მოხვდა
-თავაზიანობის სუნი მცემს _ცხვირი სასაცილოდ აიბზუა გოგომ და მოტოდან პირდაპირ თორნიკეს წინ დაეშვა -ორი წუთი გაქვს სანამ რბოლა დაიწყება.
-შენ რა მონაწილეობ? აქ სულ გაგიჟდნენ? ნებას როგორ გრთავენ, ამხელა მოტოზე არც გამოჩნდები, 18ის მაინც თუ ხარ?
-გუშინწინ გავხდი_ მხრები აიჩეჩა გოგომ და დაინახა ყველა ნელნელა როგორ ემზადებოდა სტარტთან დასადგომად -ერთ წუთზე ნაკლები დაგრჩა.
-რატის ვეძებ, გოგორგოძეს, წესით აქ უნდა იყოს.
-რატისთან რა გინდა?_ეჭვით მოჭუტა თვალები ჭორიკანამ.
-ჩემი ძმაა და თუ დაკითხვას მორჩი, იქნებ მითხრა სადაა?
-სამი მიზეზი მითხარი, რატომ უნდა გავამხილო მეგობრის მისამართი_ბავშვივით აუთამაშა თორნიკეს თვალწინ სამი თითი და ეშმაკუნებ ათამაშებული თვალებით ახედა ქვემოდან მასზე საკმაოდ მაღალ ბიჭს.იმდენად ბავშვური იყო გოგო იმ დროს, იმდენად მხიარული და საყვარელი, წამით სუნთქვა შეეკრა თორნიკეს, იმ წუთას სულ სხვანაირად ციმციმებდა მისი თვალები და თორნიკეც გაიყინა.
-სამი მიზეზიი_თითების წინ ათამაშებით მოიყვანა გოგომ გონს და გამოსაფხიზლებლად ჩაახველა გონს რომ მოსულიყო.
-ჩემი ძმაა.
-ოჰოჰ, რატის შენნაირი ძმა? საინტერესოაა, მეორე?
-მეშინია რამე არ დაუშავდეს.
-და მესამეზე თქვენ მოიგეეთთ....
-არ მინდა დედა ნერვიულობდეს, სახლში უნდა წავიყვანო.
-რაა?_გაცისკროვნებული თვალები წამში ჩაუქრა და ზემოთ აწეული ხელებიც ჩამოწია -ღადაოობ? რა სახლში რა ნერვიულობა_დაბნეული აგრძელებდა თითქოს საკუთარ თავთან ლაპარაკს, თორნიკესაც მოშორდა და მოტო საწყის ხაზთან მიაყენა.
-პირობას არღვევ_გამწარებული გაყვა ბიჭი უკან.
-არასოდეს_წამით მკაცრად გაიელვა გოგოს თვალებმა, მაგრამ მალევე შეეცვალა -ჩემგან სამი ბაიკის დაშორებით დგას და სხვათაშორის, გადასარევად იცის აქ რომ ხარ_ხითხითით მოირგო თავზე ჩაფხუტი და ისევ გაისმა ხმამაღალი ბღუილი. (1)

ანერვიულებული უყურებდა თორნიკე რატის მოტოს და თვალს არ აცილებდა, მეხუთე კრუგზე მხოლოდ რატი და ის გამწლეული გოგო დარჩა, ყურებამ ისე ჩაითრია თორინკე ვეღარც წვიმას გრძნობდა და ვეღარც ერვიულობას, ადრენალინის შეგრძნება მძაფრად იგრძნო მთელ სხეულში და უფლება მისცა ბოლომდე დაუფლებოდა. ლამის მისიძმის სახელის ყვირილიც კი დაიწყო და დაძაბული აკვირდებოდა როგორ უახლოვდებოდნენ ფინიშის ხაზს. აკვირვებდა თორნიკეს ეს პატარა გოგო როგორ პროფესიონალურად ატარებდა მოტოს და ფინიშის ხაზიც სწორედ მან გადაკვეთა პირველი, რატიც იქვე მიყვა და მაშინვე გააჩერეს.
-ნაბი*ვარო, კინაღამ გამისწარი_გამწარებულმა მოიძრო გოგომ ჩაფხუტი.
-სწორედ რომ კინაღამ_ჯუჯღუნით გაიმეორე იგივე რატიმაც, -ერთხელ როგორ ვერ დაგამარცხებ.
-იოცნებე_გაეცინა გოგონას და თორნიკეს გასაკვირად რატის თბილად გადაეხვია, ამ გოგოსი ვერაფერი გაეგო, ეგონა ახლა მაგრად დაცხებენო და ეს ეხვევა, იქნებ შეყვარებულია? ეჭვით შეათვალიერა ღიმილით მოლაპარაკე წყვილი და არ დასცალდა, რადგან ხალხმა გოგო ხელში აიტაცა და ჟივილ-ხივილით დაიწყეს მისი ჰაერში სროლა.
-რატი_ძლივს მიაწვდინა თორნიკემ ძმას ხმა და რეაქციად თვალების ატრიალბაც მოყვა.
-რა გინდა თორნიკე?
-რას ნიშნავს რა მინდა, როგორც ყოველთვის, შენ გარბიხარ მე მოგზდევ დაგავიწყდა?
-ხოდა არ მჭირდება, წადი ჰალსტუხი გაიკეთე და დედიკოსთან ერთად ჩაი დალიე, მე თავი დამანებე სამაგალითო შვილი ყავთ უკვე.
-რატი, რას გავს შენი საქციელი?
-ჩვეულებრივს, თქვენნაირი არ ვარ გაიგე, არ შემიძლია შენსავეთ კაბინეტში ვიჯდე და ბრძანებები გავცე, თუ ხვდები მაინც რა მოსაწყენი ცხოვრება გაქვს? თამართანაც კი ისეთი ურთიერთობა გაქვს საცოლე კიარა მეზობელი გეგონება, საერთოდ ნაკოცნი გააქვთ?_ხელების შლით დაამთავრა ლაპარაკი ბიჭმა და მეგობრებში გაძვრა . სიბრაზისგან ისე მოაწვა სისხლი კაპილარებში ეგონა ბოლს გამოვუშვებო, გაბრაზებულმა აქცია ბრბოს ზურგი აღსანიშნად რომ ემზადებოდნენ და მანქანისკენ წავიდა. არც კი შეეცოდა მანქანა ისე მოიჯახუნა კარები და მაიმუნი ლაწირაკის ძახილით დაძრა მანქანა.
ასეთ მოქცევას მიჩვეული არ იყო, ის ყოველთვის ყველას ზრდილობიანად და პატივისცემით იქცეოდა და მასაც ასევე ექცეოდნენ, სამაგალითო ბიჭი იყო თორნიკე, 22 წლის ასაკიდან დაიწყო კომპანიაში მამის გვერდით მუშაობა და ახლა უკვე 26 წლის დამოუკიდებლად მართავდა უზარმაზარი სასტუმროების ქსელს. საცოლეც ასეთივე ჰყავდა, ზრდილობიანი, თავაზიანი, მიმზიდველი და ლამაზი, მათი ერთ-ერთი სასტუმროს მმართველი იყო და მერე კომპანიაში გადმოიყვანა ახლოს რომ ყოლოდა. ისე კარგად უგებდნენ ერთმანეთს, თითქმის ყოველ საღამოს დადიოდნენ სავახმშმოდ, ზოგჯერ მშობლებთან ერთად ჩიზე იღებდნენ მიპატიჟებას და თამარი უარს არასდროს ამბობდა, ზრდილობიანად გაუღიმებდა სადედამთილოს და მასთან ერთად საუბრობდა სხვადასხვა თემებზე. თორნიკე არ სვამდა, არ ეწეოდა, არ ბილწსიტყვაობდა, ხმას არასდროს იმაღლებდა და კლუბში ნამყოფიც კი არ იყო.

დიდად მეგობრები არ ყავდა, ორ ბიჭთან იყო კომპანიიდან ახლოს, მაგრამ მათთანაც თავდაჭერილად, არასდროს დაჭირვებია რაიმე მოეყოლა და რჩევა მიეღო, მას ხომ ყველაფერი საათივით ქონდა აწყობილი, რამდენიმე თვეში ქორწილიც იქნებოდა და ამ სახლში უკვე ცოლთან ერთად იცხოვრებდა.
ამ ფიქრებით შეაღო სახლის კარი და ნერვიულად მოსიარულე ლიანას დანახვაზე რატიზე ბრაზი მოემატა.
-კარგადაა, შეჯიბრი უკვე დასრულდა და კარგადაა, აღნიშნავენ და მოვა, დამშვიდდი_ხელი მოხვია მისკენ გამოქცეულ დედას და რომ დაამშვიდა ოთახისკენ გაუყვა გზას. დაღლილი დაწვა და ეცადა დაეძინა. დახუჭულ თვალებში სიბნელის ნაცვლად წამით ჭინკებ მოცეკვავე თვალები დაინახა, მგრამ მალევე გაქრა და უკითხავად წაიყვანა მორფეოსმა თავის სამაროში.

დილით ჩვეულებისამებრ დროულად ადგა, პირველ რიგში სააბაზანოს მიაშურა, მოწესრიგებულმა გამზადებულ შარვალ-კოსტუმს მოკიდა ხელი და მალევე გაემზადა, სამზარეულოში დედასთან ერთად ისაუზმა და სამსახურისკენ წავიდა, როგორც ყოველთვის შესასვლელთან თამარს დაელოდა, მანაც ღიმილით გაუკეთა ხელკავი და თავაწეულმა შეაბიჯა კომპანიაში, ლიფტიდან გამოსულები ისევ ღიმილით და ლოყაზე კოცნით დაემშვიდობნენ ერთმანეთს. კაბინეტისკენ მიმავალ ბიჭს წამით რატის სიტყვები ამოუტივტივდა, მაგრამ მალევე გადაივიწყდა და მთლიანად ჩაეფლო სამუშაოში.

საღამოს თამარმა შემოაკითხა და წინ დაუჯდა
-არ ვივახშმოდ?
-ახლავე, ცოტაც დამრჩა და წავიდეთ, რომელ რესტორანში გინდა?
-აი სამი დღის წინ რომ ვიყავით, ძალიან გემრიელი სტეიკი ქონდათ.
-როგორც შენ გინდა_ მაშინვე გაუღიმა თორნიკემ და იმ დღეს გადასახედ ბოლო ფურცლებს ჩახედა.
ისევ ერთად გავიდნენ კომპანიიდან, ისევ ხელკავით, ისევ თავაზიანი ღიმილი, არც მანქანის კარის გამოღება დავიწყებია თორნიკეს და მალევე მიუჯდა საჭეს.
რესტორანი ახლოს იყო, ამიტომ მალევე მივიდნენ, მაგიდას მიუსხდნენ და შეკვეთაც მალევე მისცეს.
-რას დალევთ?_თავაზიანად კითხა ოფიციანტმა.
-გმადლობთ, სამუშაო დღეებში არ ვსვამთ_თამარმა გასცა პასუხი და დახურული მენიუ მიაწოდა თავზე დამდგარ კაცს. მათი მაგიდიდან მხოლოდ დანა-ჩანგლის ხმა ისმოდა, ზოგჯერ იტყოდნენ რამდენიმე წინადადებას და ისევ თეფშს დაუბრუნდებოდნენ. დესერტსაც დააყოლებდნენ და ღიმილით კითხავდა თამარი: -წავედით?

მალევე მიიყვანა თამარი სახლში და მისი მშობლებიც მოინახულა, ისე მოწონდათ სასიძო რითი ესიამოვნებინათ იმაზე ფიქრობდნენ, ამაყობდნენ თამარით ასეთ ბიჭს რომ გამოკრა ხელი.
თავაზიანი ღიმილით უთხრა უარი ჩაიზე და სახლისკენ წავიდა, გზაში იყო მისი ტელეფონი რომ ამღერდა, გაუკვირდა ეკრანზე რატის ნომერი რომ დაეწერა, როდის იყო ბიჭი ურეკავდა?
-რა ხდება რატი? ხომ კარგად ხარ?
-დაწყნარდი კარგად ვარ.
-აბა საიდან გაგახსენდი.
-საიდან და... ფუ ამის....
-ნუ იგინები რატი._მანქანა გადააყენა ბიჭმა, საჭესთან ხო არ ილაპარაკებდა.
-მეორე განყოფილებაში ვარ_ლამის ჩურჩულით ამოილაპარაკა რატიმ.
-მოვდივარ_მაშინვე მოაბრუნა მანქანა და ქალაქისკენ წავიდა. საფიჩხიის ასახვევთან მდებარეობდა მეორე განყოფილება და საშინელი მანქანის დასაყენებელი ქონდათ. ათ წუთში ადგილზე იყო და შიგნით შერბოდა.
-რატი გორგოძეს მოვაკითხე_შესასვლელში მჯდარ ფორმიანს მიადგა თორნიკე.
-ამ დერეფნის ბოლოს დაჩი თაბაგარი იკითხეთ.
-მადლობა_მაინც არ დავიწყებია ზრდილობა ბიჭს და მითითებული ოთახისკენ წავიდა.
-საღამო მშვიდობის, დაჩი თაბაგარს ვეძებ_ოთახში შეკრებილ კაცებს გადახედა თორნიკემ.
-დიახ, გისმენთ_ხელი ჩამორთვა 35 წლამდე საკმაოდ წარმოსადეგმა კაცმა.
-რატო გორგოძეს მოვაკითხე, მითხრეს თქვენთან უნდა გამერკვია.
-გასაგებია, უკანონო რბოლებში მონაწილეობისთვისაა დაკავებული, ის და მისი 3 მეგობარი, სანამ ორგანიზატორს არ დამისახელებენ არ გამოვუშვებ, ამათი არ ვიცის არ მჯერა.
-უკაცრავად, მაგრამ არ გაქვთ უფლება ასე აყურყუტოთ აქ, თუ სწორად ვიცი რბოლებში მონაწილეობა მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლება თუ მაინდამაინც ჩვენს ადვოკატს დავურეკო?_ხმა გაუმკაცრდა თორნიკეს.
-ვიცი რომ უფლება არ მაქვს_მხრები აიჩეჩა კაცმა და დაღლილი სახით გადმოხედა ბიჭს.
-აბა...
-მინდოდა ცოტა შემეშინებინა, ვიცი, რომ ორგანიზატორს ყველა მათგანი იცნობს, ამაში დარწმუნებული ვარ, კარგა ხანია უკან დავდევთ, მაგრამ ვინც არუნდა დავიჭიროთ სახელს ან გვარს, ზედმეტსახელსაც კი არავინ ამბობს, ან ძალიან ეშინიათ მისი, ან ისეთ პატივს სცემენ, რომ მისთვის თავს წირავენ.
-სად შემიძლია ჯარიმის გადახდა ძმა რომ გავიყვანო?_ყურადღება არ მიაქცია გამომძიებელს თორნიკემ, მან კი ღიმილით დაუქნია თავი და ხელით ანიშნა გამომყევიო.

განყოფილებაში ორი წინასწარი დაკავების იზოლატორი იყო ერთმანეთის გვერდით, ერთ-ერთი სავსე იყო ახალგაზრდებით, რომლებიც ერთმანეთში არხეინად საუბრობდნენ და იცინოდნენ. გაკვირვებით გადახედა თორნიკემ და რატის ძებნა დაიწყო, აი ისიც, ბიჭებთან იჯდა და გაცხარებით ყვებოდა რაღაცას, რასაც ხარხარიც მოყვა.
-რატი გორგოძე_ხმამაღლა დაიძახა დაჩიმ და ბიჭმაც ამოიხედა, წარბები შეეჭმუხნა თორნიკეს გაცეცხლებული სახის დანახვაზე და მოსალოდნელი ლექციის გამო ერთი კარგადაც ამოიხვნეშა.
-განოც მიგვყავს_გამომძიებელს გადახედა საკნიდან გამოსულმა და მანაც თავი დაუქნია.
-ქალბატონო, ვიცი რომ გაიგონე და აღარ გინდა თავ-პატიჟის გამოდება _სიცილით ამოაძვრინა დაჩიმ საქაღალდიდან მეორე ფურცელიც და გისოსებთან მოახლოებულ გოგოს გადახედა -რამდენი მეგობარი გყავს კი მაგრამ?
-უთვლელი უფროსო_რატის გაუღიმა გოგომ და გაოცებულ თორნიკეს გადახედა -ოჰ, ბიძიამ მოგვაკითხა?
-შენ.. შენ...._ვეღარ დააბოლოვა ბიჭმა
-ხო ვიცი, ასეთი დამაბნეველი სილამაზე მაქვს_გრძელი თმა სიცილით გადაიყარა გოგომ უკან და დარჩენილ ბიჭებს ხელი დაუქნია.
-სამი მიზეზი მითხარი რატომ უნდა გაგიყვანო აქედან?_მისსავეთ აუფრიალა თორნიკემ გოგოს წინ ლამაზი გრძელი თითები და კმაყოფილს ჩაეღიმა გოგოს დაბნეულ სახეზე.
-რატის მეგობარი ვარ_წამით დაიბნა განო.
-რატის ხარ ჩემი კიარა_მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-საცოდაობაა ასეთი სილამაზე საკანში იმალებოდეს_ხელი ააყოლა საკუთარ სხეულს გოგომ და მოცინარ თორნიკეს გახედა
-ბევრად ლამაზებიც არსებობენ_წარბები აუთამაშა ბიჭმაც.
-ჯანდაბას შენი თავი, გნებდები, არ გაქვს მიზეზი_ამოოხვრით ჩაიქნია ხელი განომ.
-ჰე, გამოდით ახლა, თუ გინდათ დარჩით, თქვენნაირების გადამკიდე ორი დღეა ცოლ-შვილი არ მინახავს_ბუზღუნით მიუძღოდათ გამომძიებელი.
-შვებულება უნდა აიღოთ უფროსო_ხელი კარგი ნაცნობივით დაკრა კაცს ბეჭზე და თორნიკეს კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები.
-ყოველ ნახვაზე მაგას მეუბნები.
-აჰა, უკვე სამი გამოდის, ბიჭი გეყოლება_წინ გადაუსწრო განომ კაცს და უკან გამოხედა, უკუსვლით გააგრძელა მოძრაობა და კაცს თვალი ჩაუკრა.
-მადლობთ, მყავს უკვე_სიცილი აუტყდა დაჩის.
-მაშინ გოგო_არ ნებდებოდა განოც.
-გოგოც მყავს_უფრო ახარხარდა გამომძიებელი
-ტყუპები_გაბრაზებით შესძახა გოგომ.
-გინდა ცოლმა სახლიდან გამომაგდოს? თქვენი გადამკიდე იმ ორსაც მარტო ზრდის, მომწყდი თავიდან და დიდი იმედი მაქვს აღარასოდეს გნახავ_მკაცრად და გამაფრთხილებლად გაისმა დაჩის ხმა.
უკვე გასასვლელთან იყო თორნიკე მისული გოგოს რომ გამოხედა და გულში ეჭვმა გაკრა, განო გამომძიებელთან ახლოს იდგა, რომელიც გამწარებით უმტკიცებდა რაღაცას, ეს გალეული გოგო კი ჯიუტად აქნევდა თავს და თითების ბზიკვასაც არ ერიდებოდა. წამით დაინტერესდა ბიჭი რა ხდებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც მხრების ჩეჩვით გავიდა გარეთ, მისი საფიქრალი არ იყო რა საქმე ექნებოდა ერთხელ ნანახ გოგოს ვიღაც გამომძიებელთან. (2)

-ჩემთან შევიდეთ_მკაცრად გადაულაპარაკა თორნიკემ სახლში შესულ ძმას და თავისი ოთახისკენ უბიძგა, რატი ამოხვნეშით შეხვდა ძმის გაცეცხლებულ სახეს და მობეზრებული მზერა შეაგება ოთახში შესულმა.
-კიდევ ერთი ლექცია ძამიკო?_მთქნარება აუტყდა ბიჭს.
-რატი, როდის უნდა გაიზარდო?_ძლივს იმორჩილებდა ხმას თორნიკე.
-გაიგე რომ უკვე დიდი ვარ, ეს ჩემი ცხოვრებაა თოკა, გაიგე რა.
-ხოდა ვერ ვგებულობ, მინდა, რომ სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას შეეშვა და ადამიანურად ცხოვრება ისწავლო.
-და რას ეძახი ადამიანურობას? დილით დედიკოსთან ჭორაობას, მერე მთელი დღე სამსახურში ყალბ ღიმილს, საღამოს საცოლესთან ერთად 80 წლის დედაბრებივით ჭამას და მაშინვე სახლში წამოსული დაძინებას? ესაა ცხოვრება?
-და რა არის იმაში ცუდი, რომ დედას პატივს ვცემ? ან ხალხს თავაზიანად ვექცევი? თამარს საერთოდ ნუ ეხები.
-ღმერთო, თორნიკე, დედას მეც დიდ პატივს ვცემ, ვიცი ჩემზე რამხელა ამაგი აქვს და არცერთი წამით დამავიწყდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან შემიძლია დავჯდე და ჩაის სმით გავიყვანო დრო, შეგიძლია სამსახურში ერთი ნამდვილი მეგობარი დამისახელო, რომელსაც შენი ფულისა და სახელის გარეშეც ეყვარები? იმაშიც დარწმუნებული ვარ ახლა ვინმემ რომ გკითხოს თამარი რატომ მოგყავს ცოლადო, იმას კიარ უპასუხებ რომ გიყვარს, უპასუხებ, რომ ის შეგეფერება და კომფორტულად ხარ მასთან, აი ამას ეძახი შენ ცხოვრებას. დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს მოხვალ და მთხოვ, მე 18 წლის ბიჭმა დაგანახო 26 წლის კაცს რას ნიშნავს ცხოვრობდე._ამ სიტყვებით გაიკეტა ძმის ოთახის კარი და გაიგონა როგორ დაამსხვია ზურგს უკან თორნიკემ რაღაც.

იცოდა რატიმ ძმას გულს რომ ტკენდა, მაგრამ არ ნანობდა, იქნებ რაიმეთი გამოეფხიზლებინა? ერთადერთი ძმა ყავდა და ამქვეყნად ყველას და ყველაფერს ერჩია, მაგრამ გული უკვდებოდა ასეთ უბედურს რომ ხედავდა. უბედური, სწორედ ეს სიტყვა შეესაბამებოდა თორნიკეს ცხოვრებას, ეს თამარიც სად გამოჩიჩქნა, ზუსტად მისნაირი მოსაწყენი, ცოტა მხიარული გოგო რომ გაეცნო და მოწონებოდა, იქნებ მობრუნებულიყო ცხოვრებისკენ და მოწყენილობისგან არ მომკვდარიყო. მოიცა, მოიცა, მხიარული გოგო? წამით საკუთარი ოთახის კარის სახელურზე შეეყინა ხელი და იმდენად ნათლად დაეხაზა გონებაში მოფიქრებული გეგმა ბედნიერი სიცილით შეაღო კარი.

ვერაფრით დაიძინა მთელი ღამე თორნიკემ, რომელ მხარესაც არ უნდა გადაბრუნებული რატის სიტყვები მოსვენებას არ აძლევდა, მართლაც ვერ გაიხსენა მისი ცხოვრება ასე როგორ შეიცვალა, ან ნახევრად მისი გაზრდილი რატი როგორ აღმოჩნდა ასე სხვანაირი. ვერც წარმოიდგენდა მის თავს სხვანაირ ამპლუაში, ის ასეთი იყო და მორჩა, თანაც თამარის შეფასებაც არ მოეწონა, პირიქით, თვითონ მადლობას უხდიდა უფალს ასეთ ქალს რომ შეახვედრა და ახლა რატიმ ლამის გაულანძღა.
დაბნეული მოემზადა სამსახურისთვის, დედას საუზმეზეც კი უარიუთხრა და ქალის გაკვირვებული სახეც გაიყოლა, როგორ ყოველთვის, თამართან ერთად ხელკავით შევიდა შენობაში, მაგრამ ახლა უკვე თანამშრომლების ღიმილს ეჭვის თვალით უყურებდა, უღიმოდნენ კი ნამდვილად თუ მხოლოდ ეპირფერებოდნენ?

თვითონ რამდენიმე დღიან ტანჯვაში ჩავარდა, რატი კი თითქოს დაწყნარდა, ღმეს სახლში ათევდა, სასწავლებლიდანაც პირდაპირ სახლში მოდიოდა, ერთი-ორჯერ ტელევიზორის ყურებაში გართულს მოუსწრო თორნიკემ. ხვდებოდა რომ ჩამდგარი ქარიშხალი კარგს არაფერს უქადდათ და ასეც მოხდა. დაახლოებით ათი დღის შემდეგ, როდესაც მთელი ოჯახი ფინჯან ჩაის სიწყნარეში მიირთმევდა, რატი ბრახუნით შემოვიდა სახლში და სახეგაბრწყინებულმა გამოაცხადა:
-მუშაობა დავიწყე.
-სად დედიკო?_გაუხარდა ლიანასაც, თუმცა რამდენიმე წამით.
-ერთ-ერთ კლუბში ბარმენად.
გადაცდენილი ჩაით გაგუდულმა ლიანამ ძლივს ამოახველა და სუსტად ამოისუნთქა.
-რას ლაპარაკობ რატი_მამამისი წამოენთო პირველად.
-ხო რა? ხომ მიჩიჩინებდით გაიზარდეო? ხოდა პირველი ნაბიჯი სამსახურის მოძებნა იყო_მხრები აიჩეჩა ბიჭმაც.
-დედა, იმხელა კომპანიის ნახევარი შენ გეკუთვნის და სადღაც ჯურღმულში ვიღაცეებს სასმელები უნდა ურიგო?_ცრემლები წამოუვიდა ლიანას.
-აუ დედა, ოღონდ ამდენი დრამატიზმი არა რა_ხელი აიქნია მოუთმენლად რატიმ და ქურთუკი გაიხადა.
-კი, მაგრა.....
-საკმარისია_თორნიკეს ბოხმა ხმამ გაკვეთა ოთახი და ლიანაც გააჩუმა, ქალს გაუხარდა, ახლა ჩემი შვილი დამიჭერს მხარს და მიშველისო, თუმცა.... -ძალიანაც კარგი, რატი გილოცავ, წარმატებებს გისურვებ.
-რაა?
-როგორ?
-ვერ გავიგე?_გაფართოებული თვალებით უყურებდა თორნიკეს ოჯახის წევრები.
-გაუგებრად ვთქვი რამე?_წარბები აწია ბიჭმა და ვითომ აქაც არაფერი მორიგი ჩაის ყლუპი მოსვა.
-რას ლაპარაკობ თორნიკე_ცრემლები გააორმაგა ლიანამ.
-კარგიი, მაშინ გავიმეორედ, ძალიან მიხარია თუ რატიმ მუშაობა იქ დაიწყო სადაც თავად უხარია, მე კომპანიაში მიხარია და დავდივარ, ძალით რომ წავიყვანოთ არც არაფერს გააკეთებს და პირიქით აურევს იქაურობას, ამიტომ აცადეთ აკეთოს ის რაც უნდა_მშვიდად ჩამოაყალიბა სათქმელი, ჭიქაც წყნარად დადო თავის თეფშზე და პიჯაკის გასწორებით ოთახში ავიდა.
გაოცებული დატოვა მთელი ოჯახი და თვითონაც ასე გრძნობდა თავს, რა მოხდა ჯერ ვერ გაეგო, მაგრამ აღარ უნდოდა ამის გამო ძმისთვის ეწყენინებინა, ბარმენი იყო ნარკობარონი ხომ არა?
მართლაც ბედნიერი დადიოდა რატი რამდენიმე დღე, ღამეს აქამდეც ათევდა კომპიუტერთან მჯდომი, მაგრამ ახლა დრო საყვარელი საქმის კეთებაში გაყავდა, რამდენიმენაირი კოქტეილი თავადაც მოიფიქრა და ისე მოეწონათ მენიუშიც დაამატეს. მეგობრებიც ხშირად სტუმრობდნენ, მხოლოდ თორნიკე ვერ დაიყოლია ვერაფრით კლუბში მისულიყო და ენახა რას აკეთებდა. ამასაც გამოვასწორებო ფიქრობდა.
ერთ დღესაც რატის მუშაობა არ უწევდა ისევ რომ დაიკარგა, ამჯერად თორნიკემ თავად აღმოაჩინა და მშობლებისთვის არაფერი უთქვამს. ოთახი გადაატრიალა და რატის დატოვებულ მობილურსაც მიაგნო, შეტყობინებაც ნახა და შეკრების მისამართიც.
ძლივს გაიპარა სახლიდან უჩუმრად. მთელი გზა აქამდე რომ არ გახსენებია იმ გალეულ გოგოზე ამოუტივტივდა ფიქრები და მის ჭინკებ ათამაშებულ სახეს სამ თითს რომ უტრიალებდა თვალწინ, ვეღარაფერი მოუხერხა, ვერ გააქრო. რაც უფრო უახლოვდებოდა ადგილს, მითუფრო ემატებოდა გულისცემაც.

იგივე სიტუაცია, ისევ გადაჭედილი მიდამო, ისევ აბღუილებული მოტოები და ყურისწამღები ხმები. ამჯერად ისე აღარ დაბნეულა თორნიკე და პირდაპირ მონაწილეებისკენ წავიდა, სამწუხაროდ არც რატი ჩანდა სადმე და არც ნაცნობი ბაიკი, აი გალეული გოგო კი ისევ ყურადღების ცენტრში იყო.
-გაიანე_ხმამაღლა შეყვირა თორნიკემ და ეცადა მისკენ გაეკვლია გზა.
-ვაა, ბიძია მოსულა, გაიანეს ნუ მეძახი.
-გქვია და.
-განო მქვია.
-მაგისი სრული სახელი გაიანეა, ვერ ვიტან შემოკლებებს_წარბები შეეჭმუხნა ბიჭს.
-გკითხე რას ვერ იტანდი? თოკაჩო.
-გაიანე_უფრო მოექუფრა თორნიკეს სახე.
-ხო თოკაჩო_ხითხითი წასკდა გოგოს.
-კარგი, შენთან დროს ვერ დავკარგავ, ისევ რატის ვეძებ. ახლა ისევ სამი მიზეზი არ მიხსენო_თვალები დააბრიანა გოგოს აწეულ ხელს რომ შეხედა.
-აუჰ, რა მკაცრი ბიძია ყოფილხარ შენ, დუტ დუტ მამა მამააა_ძლივს შეკავებული სიცილით დაუქნია თითი და სტარტთან მომზადებულ ბაიკებს გადახედა, უკვე იწყებდნენ.
-გაიანე გთხოვ_ბაიკისკენ მიმავალს დაეწია მუდარით ნათქვამი სიტყვები.
მაშინვე გამოხედა, თვალი ააყოლა ბიჭის გამხდარ, თუმცა საკმაოდ სიმპატიურ და მიმზიდველ სხეულს, ჰალსტუხისა და პიჯაკის დანახვაზე დაიჭყანა და მზაკვრული ღიმილით მიუახლოვდა ისევ.
-ერთი პირობით.
-ეს სამი მიზეზი და ერთი პირობა ძაან მოგწონს შენ_ თვალები აატრიალა ბიჭმა. -ჰე აბა, გისმენ.
-გონკაობის დროს უკან მომიჯექი და აქედან პირდაპირ რატიმდე მიგიყვან.
-გაგიჟდი?_ნერვიულობისგან გაეცინა ბიჭს, -გამორიცხულია.
-შენი ნებაა _მხრების ჩეჩვით შებრუნდა მოტოსკენ, ხელი აწია და ხითხითით დაიწყო თითებით ხუთიდან უკან დათვლა და სიცილი ვერ შიკავა ერთთან მისულს უკნიდან ჯერ ბიჭის ღმუილი და მერე კარგი გაჩერდი რომ გაიგონა.
-ჯანდაბას, თანახმა ვარ, წამოვალ._პიჯაკის ღილებს დაწვდა ბიჭი.
-რას აკეთებ_გაოცებულს აეწია განოს წარბები.
-ამით ხოარ დავჯდები, გამიფუჭდება_პატარა ბავშვივით ამოილაპარაკა ბიჭმა და პიჯაკი გაიძრო, იქვე გადადო ვიღაცის მანქანაზე და გოგოს გამოხედა.
-ღმერთო, რამე მესროლე რაიქნება ახლა_ხელი შემოირტყა თავში განომ -თუმცა მე რატო, ამას ესროლე ღმერთი არ გწმას?_ცას ახედა და თავის ქნევით მოკალათდა საყვარელ ტრანსპორტზე.
-ჰე, მალე იწყება.
-არ ვიცი როგორ_დაბნეული მიუახლოვდა ბიჭი.
-უკან მომიჯექი, ფეხები აი აქ შემოაწყვე და რაც შეგიძლია მომეჭიდა, არა ვერ გენდობი დაიმტვრევი სადღაც მოიცა_მოტოს ქვემოდან სქელი ქამარი ამოაძვრინა და ბიჭი სხეულზე მიიმაგრა -ისე გაოცდები ხელი არ გაგეშვას_ღიმილით აუხსნა ბიჭს და ბაიკი ააბღუილა.
ვერ მოასწრო თორნიკემ ისევ თავის საქციელზე დაფიქრებულიყო, განო წინ რომ გაიჭრა. იმდენად შეეშინდა მთელი სხეული გაეყინა, თვალები აეცრემლა და თმა აეწეწა, კიდევ კარგი ქამრით მიიბა განომ, თორე ისე გაეყინა ხელები ვერაფერს გრძნობდა. მისდა გასაკვირად ეს ყველაფერი მხოლოდ 2 წუთით გაგრძელდა, შემდეგ კი მთელ სხეულში იგრძნო სრულიად უცხო შეგრძნება, რომელიც აქამდე არ გამოეცადა, ფეხის წვერებში შეუძვრა და მთლიანად მოიცვა სხეული, გული, გონება, თითოეული უჯრედი და ნერვი. ბოლოს მთლიანად მოიცვა ტვინი და იმდენად მძლავრად დაეჯახა ადრენალინი, აიძულა ხელები გაეშალა და ბოლო ხმაზე დაეყვირა. (3)
არც ამჯერად გაჭირვებია განოს მოგება, გახარებული იხსნიდა ქამარს და სხეულს თორნიკეს მარწუხებიდან ათავისუფლებდა, ბიჭიც თითქოს ამ მომენტს ელოდაო, ხეებისკენ გაიქცა და მთელი დღის მანძილზე თუ რამე ქონდა ნაჭამი ყველაფერი ამოიღო, იმდენად მოეწონა ეს მოგზაურობა და ადრენალინის შეგრძნება თავის თავს აღარ გავდა, ასეთ დასასრულს კი არ ელოდა, თუმცა არც იმას აპირებდა ოდესმე ეღიარებინა რამდენად ესიამოვნა ეს მოგზაურობა. სული რომ მოითქვა იქვე ჩამოჯდა ტროტუართან და აკანკალებული სხეულის დამშვიდება დაიწყო, ვერ ხვდებოდა სხეული ასე რატომ უცახცახებდა.
-პირველი ყოველთვის ყველაზე რთულია_სიცილით მიუჯდა განო და მოგებული, უკვე დათვლილი ფული გულის შიგნითა ჯიბეში შეინახა.
-მაგრამ არც ასე პატარა გოგოსავეთ უნდა გამოვიყურებოდე. _ამოიოხრა თორნიკემ
-პირდაპირ შეჯიბრზე დაგიჯინე, რას ელოდი? იცი მაინც რა სიჩქარით მივქროდით? პირიქით მადლობა, რომ ბოლომდე თავი შიკავე და გზაში არ ამოიღე ნასუფრალი_სიცილს ვერ იკავებდა გოგონა.
-ნუ დამცინი_მაშინვე დაუღრინა ბიჭმა.
-ოჰ, შენი თავაზიანობა სად გაქრა?
-არ იმსახურებ ამ წუთას. აბა წავედით?
-რა თქმა უნდა, მაგრამ მზად ხარ მოტოთი მოგზაურობაზე ისევ?
-გამორიცხულია, მანქანით გამოგყვები_შარვალი დაიფერთხა თორნიკემ და მანქანაში ჩაჯდა.
დადგენილი სიჩქარით მიუყვებოდა თორნიკე გზას და განოს ბღუილს წინიდან რომ ესმოდა ყურადღებას არ აქცევდა, გოგო კი ცოფებს ყრიდა ასე ნელა სიარულის გამო. რამდენჯერმე სიგნალიც მისცა, რომ გამოეფხიზლებინა, მაგრამ თორნიკე მაინც დინჯად და იგივე სიჩქარით მიუყვებოდა გზას. როგორც იქნა დანიშნულების ადგილსაც მიაღწიე, ერთ-ერთ ღამის კლუბთან დაამუხრუჭა გოგომ და მაშინვე გადმოხტა მოტოციკლიდან.
-შენ ნორმალური ხარ?_გამწარებული მიეჭრა ბიჭს.
-შენ გაცნობამდე ვიყავი_პიჯაკის სწორებით გადმოვიდა ბიჭი.
-ოდესმე 80ზე მაღლა გივლია?
-არ დამჭირვებია_მხრები აიჩეჩა ისევ თორნიკემ.
-ღმერთო ჩემო, ერთი ჯარიმა მაინც თუ აქვთ შენზე დაწერილი?
-რა თქმა უნდა არა, რას მეკითხები? რატომ უნდა დაეწერათ? იმდენად ადრე გამოვდივარ სახლიდან სამსახურისთვის აჩქარება არ მჭირდება, როცა თამარს ვასეირნებ კიდევ სიჩქარე არაფერში მჭირდება.
-ადამიანი ხაარ?_ერთი ნაბიჯით უკან დაიხია განომ.
-შენს გაცნობამდე ნამდვილად ვიყავი_ვითომ დანაღვლიანებულმა დაუქნია თორნიკემ თავი.
-და თამარი შენი ძაღლია?
-საცოლე_შეუღრინა ბიჭმა.
-მოიცა აბა რას ნიშნავს ასეირნებ_მართლა დაიბნა გოგო.
-რას უნდა ნიშნავდეს საცოლეს რომ გაასეირნებ?
-ნორმალური ადამიანი იტყოდა საცოლესთან ერთად ვსეირნობო, შენ კიდე საცოლეს ვასეირნებო, რა, მანქანაში ზიხართ და ჩუმად ურტყამთ ქალაქს კრუგებს ხედების ყურებაში?_სიცილით წავიდა კლუბისკენ განო, მაგრამ საეჭვოდ გაჩუმებულ თორნიკეს რომ მოხედა თვალები მართლა შუბლზე აუვიდა:
-სერიოზულად? ღადაოობ? მართლა ასე დადიხართ?
-მერე რა? მოგვწონს სიჩუმეში სეირნობა.
-თუ სალაპარაკო არ გაქვთ არაფერი?_გამომცდელად მიაშტერდა ბიჭს.
იმდენად აირია თორნიკე ვეღარაფერი უპასუხა და ბუზღუნი დაიწყო -შენ ჩემი ძმის მოძებნა გევალებოდა და არა ფსიქოლოგობა.
-ღმერთო ნურასდროს გამამდიდრებ და გამომაშტერებ_ხელები თეატრალურად აღმართა გოგომ და კლუბის კარი შეაღო.
თითქმის მთელი ბარი განოს ნაცნობებით იყო სავსე, ყველა ესალმებოდა და ხელს უწევდა, ისიც ღიმილით უქნევდა ხელს და რატიკენ მიიწევდა.
-ჰეი თქვენ უცნობო_სიცილით შესძახა ზურგით მდგომ ბიჭს -ჩემი კოქტეილი გამოუშვი.
-ვახ ჩემი გოგო მოსულა, აბა შედეგი?
-მეკითხები? _წარბები აუთამაშა გოგომ.
-აი ეს ჩემი გოგო_გამოწვდილ ხელზე ხელი დაარტყა რატიმ.
-ხოო, ცოტა თნამგზავრი მყავდა სუსტი_სიცილი აუტყდა განოს რომ მოიხედა და ხალხში უხერხულად გაჭედილი თორნიკე დაინახა.
-თანამგზავრიი? შენ თანამგზავრი გყავდა???
-ხო რა იყო მერე_საყვარელი კოქტეილი მოსვა განომ
-განო, ორი წელია გიცნობ და...
-მერე რა, ახალია რა.
-ვინაა ის ბედნიერი? ცოცხალია?_სიცილი აუტყდა ბიჭს.
-თუ მოაღწია აქამდე ნახავ, დარწმუნებული ვარ კლუბშიც პირველადაა.
-რატომ მიმატოვე შუა გზაზე?_საყვედურით მიახლოვდა ბიჭი განოს -შენ კიდე არ უნდა გამაფრთხილო თუ მუშაობდი? გული გამისკდა ნერვიულობით_რატის ახედა ახლა.
-მოიცა, მოიცა_წყვილს გამოხედა რატიმ და თვალები ააფახურა
-რა იყო დედიკომ ხელი არ ჩაგკიდა?_ოდნავ ალკოჰოლ მოკიდებული იცინოდა განო და ირონიას არ იშორებდა თორნიკეს შემხედვარე.
-შენ ჩემი ძმა გყავდა მოჯენილიი?_რატის გაოცებული ჩურჩული არავის ესმოდა.
-რა შუაშია, უბრალოდ უცხო გარემოა_განაწყენებულმა ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-გოგოებოოო_წამიერად შეხტა თორნიკე განოს შეკივლებაზე -აბა? ერთი ჩვენებური არ გავუშვათ?_უკვე მოკიდებული სასმელით საუბრობდა გოგო.
ყველა სიხარულით დაეთანხმა, რატიმ სიცილით მოიძია მუსიკალური ცენტრის პულტი და სასურველი სიმღერის ციფრები აკრიბა, მთელ დარბაზში გაისმა Beyoncé - Run the World (Girls) და წარმოუდგენელი სისწრაფით და მოხერხებულობით აძვრა დახლზე განო. მთელი ძალით ცეკვავდა ეს გალეული გოგო და იმდენად უხდებოდა თორნიკე პირის დაღებას ვერ აცდა. მალე კიდევ სამი გოგო შეუერთდა და ერთად ისე შეთანხმებულად და სინქრონულად მოძრაობდნენ ეტყობოდათ როგორც სიამოვნებდათ რასაც აკეთებდნენ.
ისეთი ბავშვური იყო იმ დროს გაიანე, აღარ ეტყობოდა თვალებში ტკივილი, აღარ ეტყობოდა ის ჭინკები თორნიკეს რომ ტვინში შეუძვრინა, აღარც ჟინი იგრძნობოდა მისგან, ახლა მის წინ ნამდვილად იდგა 18 წლის თინეიჯერი, რომელიც ლაღად და გულწრფელად იცინოდა, თორნიკეს ტვინს რევდა და ყველას უკითხავად იკავებდა მის გულს.
-აი აქ ნერწყვი ჩამოგივიდა_რატის მუჯლუგუნი იგრძნო თორნიკემ და მართლა მოისვა პირზე ხელი რასაც რატის გადახარხარება მოყვა.
-დაგენ*რა ძმაა?_სიცილს ვერ წყვეტდა რატი
-სისულელეს ნუ ამბობ_ცხვირი აიბზუა უფროსმა ძმამ და მისი ჭკუით ჩუმად გააყოლა დახლიდან ჩამომხტარ განოს თვალი მეგობრებთან რომ მივიდა და მთელი დარბაზის ოვაციებს თეატრალურად დაუკრა თავი.
კიდევ ნახევარი საათი გაჩერდა თორნიკე, შორიდან უთვალთვალებდა განოს, მაგრამ გოგო მასთან აღარ მოსულა, მისთვის არ ეცალა, მეგობრებში იჯდა და იმდენად ბედნიერად და კომფორტულად გრძნობდა თავს სულ აღარ ახსოვდა თორნიკე. ვეღარ მოითმინა თორნიკემ და რატის დაემშვიდობა, გასვლის წინ კარებიდან მოიხედა და გული მოეწურა, მისი წასვლა გაიანეს არც კი გაუგია.


-აი გაფიცებ, მითხარი როგორ დაითანხმე რა_რატის ყვირილმა გააღვიძა დილით და დაბნეული წამოჯდა რომ მიმხვდარიყო სად იყო და არ ხდებოდა.
-რატი 7 საათია, რა გაღრიალებს_თვალები მოიფშნიტა ბიჭმა.
-2 წელია ვიცნობ, 2 წელია ვმეგობრობთ და ვერცერთხელ დავითანხმე უკან მოვესვი, როგორ შეძელი?
-გაიანე?
-ხო აი ეგ კიდე მეორე საკითხი, არავის აძლევს უფლებას სრული სახელი დაუძახონ.
-ხო მეც მითხრა, მაგრამ მაინც ვეძახი_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ისევ ბალიშს დაუბრუნდა.
-ხოდა მაგას ვამბობ იდიოტო, ერთს მაგის გამო ყვე**ში ამოარტყა მეორედ სულ აღარ დამიძახებო_სიცილი აუტყდა რატის.
-თვითონ შემომთავაზა.
-ვინ? რა?
-ღმერთო რატი, მე მძინავს თუ შენ? გაიანემ თვითონ შემომთავაზა თუ გინდა რატის მისამართი გითხრა შეჯიბრზე მომიჯექიო, მეც ვნერვიულობდი და დავთანხმდი, აწი მაინც რაღარ დამაძინებს ავდგები ბარემ_ბოლო სიტყვები ჩუმად ჩაილაპარაკა და საწოლიდან წამომდგარი აბაზანისკენ წავიდა. არც შეუმჩნევია როგორი პირდაღებული დატოვა ძმა.

-დილა მშვიდობის დედა_ღიმილით მიესალმა თორნიკე მაგიდასთან მჯდომ დედას და ლოყაზე აკოცა.
-დილა მშვიდობის საყვარელო, ჩაი?
-სოამოვნებით.
-გამარჯობა ოჯახოოო_შეყვირებით და ხელებგაშლილი შემოვარდა რატი ოთახში და ყველას გასაკვირად და შესამჩნევად გამხირულებული მიუჯდა სასაუზმოდ მაგიდას. მაშინვე ხელი მიადო დედამ შუბლზე და ჩაფირებულმა ჩაილაპარაკა: -არა სიცხე ნამდვილად არ გაქვს.
ძმებს სიცილი აუტყდათ და ვერავინ შეამჩნია როგორ უცნაურად უყურებდა და აკვირდებოდა გახარებული რატი ჩაფიქრებულ ძმას.

ასეთი დაბნეული პირველად მივიდა კომპანიაში, რაღაც ხდებოდა, მაგრმ არ იცოდა რა, რატომღაც მთელი ღამე გაიანეს ცეკვას და მის ჭინკებ ათამაშებული თვალების მომენტს იხსენებდა. მაშინ გამოერკვა ფიქრებიდან კაბინეტის კარი გაბრაზებულმა რომ მიუჯახუნა თამარმა.
-დაგავიწყდი_გაბრაზებულმა დაიძახა გოგომ და ტყავის სავარძელში ნარნარად დაჯდა. რატომღაც თორნიკე საოცრად გაღიზიანდა.
-მაპატიე ადრე მოვედი და ვერ გამოგიარე.
-ნუ მატყუებ თორნიკე, დაგინახე როგორ შემოხვედი, უკან მოგყვებოდი და არ გამაგონე, მთელმა კომპანიამ დაინახა როგორ მოგზდევდი უკან, გეძახდი და არ გამაგონე, ახლა რას იფიქრებენ?_გაბრაზებულმა მოკუმა ტუჩები.
-რაც უნდათ იფიქრონ, მე ხომ აგიხსენი? არ გამიგონია, რატომ არ გამოგხედავდი?
-ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის აზრია და ის რასაც იფიქრებენ._ლამის აცრემლებული წამოდგა ფეხზე თამარი.
-კარგი, მაპატიე, გეფიცები არ გამიგონია, მაპატიე_მიუახლოვდა თორნიკე და მოხვევა დააპირა წამში რომ დაუსხლტა საცოლე ხელებიდან.
-სამუშაო მაქვს_არეული თვალებით წამოიძახა და კაბინეტის კარი გაიხურა.

ღრმად ამოიხვნეშა თორნიკემ და ნაცნობი ყვავილების სალონის ნომერი აკრიბა შეკვეთის მისაცემად. მასზე დიდი თაიგული შეუკვეთა და მშვიდად ჩაჯდა სავარძელში, ახლა მთელი კომპანიის დასანახად მიუტანდნენ თამარს თაიგულს და ისიც გაბედნიერდებოდა. მთელი ძალით ეცადა თორნიკე ფუტკრებივით მოზუზუნე ფიქრებისთვის ყურადღება არ მიექცია და საბუთები გადმოიღო სამუშაოდ. (4)
-ძალიან დიდი მადლობაა_გახარებული შემოვიდა თორნიკეს კაბინეტში თამარი, -ძალიან ლამაზია, ყველა ამაზე საუბრობს.
-არაფრის საყვარელო, შენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ_თორნიკემაც გაუღიმა და არ შეიმჩნია თამარმა ტუჩების ნაცვლად ლოყაზე რომ აკოცა.

დაღლილი გამოვიდა საღამოს კაბინეტიდან, როგორც ყოველთვის თამართან ერთად უნდა ევახშმა, ქალი უკვე ელოდა ლიფტთან და ერთად ჩავიდნენ, ნაცნობ რესტორანში წავიდნენ და ნაცნობ მაგიდას მიუსხდნენ.
-დღეს რას ინებებთ?_ოფიციანტიც მალე ეახლათ.
-თქვენი სტეიკი ძალიან მომწონს, სტეიკს ავიღებ_ოფიციანტს გაუღიმა თამარმა, თორნიკემაც იგივე შეუკვეთა.
-სასმელი...
-კვირის დღეებში არ ვსვამთ_აღარ დააბოლოვებინა თამარმა.
-ერთი ჭიქა წითელი ღვინო მომიტანეთ, თამარს წყალი_ბრძანებასავეთ გაისმა თორნიკეს ხმა და საცოლემაც და ოფიციანტმაც გაკვირვებით შეხედეს.
-დღეს ხომ ოთხშაბათია?_წარბები აწია თამარმა.
-მერე რა მოხდა თუ ოთხშაბათია? ცოტა მოდუნება არ მაწყენდა, გადავიღალე.
-ღვინით?_ცხვირი აიბზუა ქალმა
-ხო თამარ, ღვინით_ცოტა ხმამაღლა გამოუვიდა თორნიკეს და პირდაპირ მიიყუდა იმ წუთს მოტანილი სასმელი და ერთიანად დალია.

ვახშამმა როგორც ყოველთვის სიჩუმეში ჩაიარა, უკვე გულს უჭამდა თორნიკეს ეს სიჩუმე და წამით გონებაში რამდენიმე დღის წინანდელმა კლუბის ხმაურმა გაუელვა. ისე მოუნდა კიდევ ეგრძნო და დაენახა ხალხის ბედნიერი სახეები და თავისუფალი ყოფილიყო. თამარი დააჩქარა და მაშინვე სახლში წაიყვანა, ზემოთაც არ აყვა, რაღაც დამრჩა სასწრაფო გასაკეთებელი არ უნდა დამვიწყებოდაო და მაშინვე წამოვიდა. გზიდან ძმას დაურეკა და რატიმაც მალევე უპასუხა.
-ხო თოკა?
-ნუ მიმახინჯებ ამ სახელს.
-იცოდე გაგითიშავ.
-ხო კარგი, მუშაობ?
-აბაა, იცი რამდენი ხალხია?
-კარგი, გასაგებია._გახარებულმა მიაჭირა თორნიკემ პედალს ფეხი და ცხოვრებაში პირველად ასცდა მისი მანქანის სპიდომეტრი 120ს.

ღრმად ჩაისუნთქა ალკოჰოლითა და სიგარეტის სუნით გაჯერებული ჰაერი და რატომღაც წამში დაწყნარდა, გაჭირვებით მიაღწია დახლამდე და გაოცებულ რატის თვალი ჩაუკრა.
-არ არ სე ბობს_დამარცვლით ჩაილაპარაკა რატიმ და ტაში შემოკრა -ქალბატონო და ბატონებო ძმა მიცოცხლდება_ხმამაღლა გამოაცხადა, ვითომ ვინმე გაიგონებდა და ორივეს სიცილი აუტყდა.
-აუ ერთი შესწორებაც რა_მუდარით ახედა უფროს ძმას სულ არ გავაქციოო -ეგ ჰალსტუხი და პიჯაკი მოიცილე და ჩემ მაიკას გათხოვებ.
-კაარგი_დაეჭვებული დაეჯაჯგურა განასკვულ ჰალსტუხს და ძმას თანამშრომლების ოთახში შეყვა. მალევე გამოვიდა შვი უბრალო მაიკით, რომელსაც მეტალიკის დიდი პოსტერი ამშვენებდა და რატის აწეულ ცერაზე ჩაეცინა.
-დალევ რამეს?_ბარმენის როლი მოირგო რატიმ.
-არ ვიცი_დაეჭვებით გადმოხედა თორნიკემ.
-კარგი, ახლა შენი ძმა მასტერკლას ჩაგიტარებს_სიცილი აუტყდა რატის და ინგრედიენტები მოიმარჯვა. თორნიკემ დარბაზს მოატარა თვალი, ხალხს ათვალიერებდა და დაკვირვებით ეძებდა მისდა უნებურად მისი თვალები ერთ გალეულ, თავხედ გოგოს.
-ჯერ არ მოსულა_სერიოზული სახით გამოსძახა რატიმ.
-ვინ?_ გაიკვირვა ბიჭმა
-არ გინდა რა_ხელი აიქნია უმცროსმა -ძმა ვარ ბოლო ბოლო.
-რატი ძაან ავირიე_ხელები ჩამოისვა თორნიკემ სახეზე და ძმის გაკეთებული კოქტეილი ერთ ყლუპად გადაუშვა კისერში. -მართლა კარგია_მოწონების ნიშნად გაუღიმა ძმას.
-რა ხდება თორნიკე?
-არ ვიცი, აქამდე ჩვეულებრივად ვიყავი, შენმა სიტყვებმა, მერე იმ თავხედი გოგოს თავისუფლებამ, არ ვიცი ამრია, თამარს დღეს რომ ვუყურებდი უცებ ისე გამაღიზიანა შუა ვახშმიდან გამოვაქცუნე და მე აქეთ წამოვედი.
-მაპატიე თოკა, მაგრამ ის სიტყვები უნდა მეთქვა, თავს იკლავ, 80 წლის ბებერივით ცხოვრობ და თამარი უფრო უარესისკენ გიბიძგებს, როგორ შეიძლება ასეთი საცოლე გყავდეს, არ გიკარებს, მხოლოდ ხალხის დასანახად გკიდებს ხელს და ერთადერთი სადაც დადიხართ ერთად რესტორანი და ვახშმობაა, ეს არაა ნორმალური ურთიერთობა. უბრალოდ მიმოიხედე, ნახე რამდენი წყვილია, ოდესმე ასე ყოფილხართ_უკან მიახედა ძმას და მოცეკვავეებზე დააკვირვა. განსხვავებული წყვილები ირეოდნენ ერთმანეთში, ზოგი მართლა სიყვარულით უყურებდა ერთმანეთს და ღიმილით ცეკვავდნენ, ზოგი ნასვამი იქვე გაცნობილ გოგოს ეფლირტავებოდა, ზოგი საერთოდ მეგობართან იყო, მაგრამ თორნიკე მიხვდა რომ ისეთი არასდროს ყოფილა და გული დაწყდა. რამდენიმე თვეში 27ის გახდებოდა და მიხვდა არ იცოდა ცხოვრება რას ნიშნავდა.
თანაგრძნობით გაუღიმა რატიმ და უფრო მაგარი სასმელი დაუდო დახლზე. დალევა ძლივს მოასწრო თორნიკემ გვერდიდან ნაცნობი ხმა რომ მოესმა:
-აბა რატიკო, დღეს ტეკილის დღე მაქვს_მხიარულად შესძახა განომ და ხალხს თვალი მოავლო.
სამი ჭიქა ერთად დაუდო რატიმ, პატარა თეფშით ლიმონი და მარილიც მიაყოლა და თორნიკემ გაოცებით გადახედა გოგოს დალევის სტილს. გაიანემ ჯერ ლიმონი მოწუწნა, დაჭყანულმა მარილი გალოკა და შემდეგ გადაუშვა ტეკილა კისერში.
-უჰ წამალია პირდაპირ_ახურებული კისერიდან დრაკონივით გამოუშვა ცეცხლივით ჰაერი და გაეცინა. თორნიკე არც შეუმჩნევია ისე გავიდა საცეკვაოდ და მალევე იპოვა მეგობრები. კიდევ ერთხელ დაწყდა გული თორნიკეს, მაგრამ ეცადა არაფერი შეემჩნია. დედის ზარებს უპასუხოდ თიშავდა და ბოლოს რომ არ ინერვიულოსო შეტყობინება გაუგზავნა სამსახურში ვარო.
რამდენიმე სიმღერის შემდეგ ინება გაიანემ ძმებთან დაბრუნება და ამჯერად ყინულებიანი წვენი მოითხოვა. ახლა ნამდვილად შეამჩნია მოწყენილი თორნიკე და რატის ანიშნა რახდებაო, მანაც ტუჩებით უთხრა დაეხმარე რაო და კისერიდან ხელით გამოიწია კანი ვედრების ნიშნად. ხომ არ გაგიჟდის ნიშნად ამჯერად განომ აუქნია ხელი და ფეხზე წამოხტა უკან დასაბრუნებლად რატის ხმამ რომ შეაჩერა:-მთელი ცხოვრება შენთან ვალში ვიქნები და რაც არ უნდა მთხოვო შეგისრულებ_ვედრებით უმზერდა ბიჭი. გაიანეს ამოღმუვლება მის თანხმობას ნიშნავდა და რატიც სანახაობისთვის მოემზადა.

-ბედი შენი დღეს ფსიქოლოგობის ხასიათზე ვარ, აბა? სამსახური, ოჯახი თუ საცოლე?_წვენის წრუპვით მიტრიალდა თორნიკესკენ.
-ვერ გავიგე?
-შენნაირ ბიჭს, ნუ უფრო კაცს მხოლოდ სამსახურმა, ოჯახმა ან საცოლემ შეიძლება დალევა აიძულოს და რომელითქო.
-საცოლე.
-ა ის, ძაღლივით რომ ასირნებ? მოიცა რაქვია? თამრიკო_სიცილი წასკდა განოს.
-გაიანე ზედმეტი მოგდის_წარბები შეკრა თორნიკემ.
-კარგი, რა პრობლემა გაქვთ ქალბატონ, უკაცრავად საქალბატონე თამრიკოსთან?
-სერიოზული არასდროს იქნები, არ ვაპირებ შენთან გულახდილ საუბრებს და მერე დაცინვის მოსმენას, შენს მეგობრებს მიხედე.
-ოჰოოჰ, რა გაბრაზება ცოდნია ჩვენს მეძაღლეეეს. კაი, ჰე, გისმენ, მართლა ოღონდ_ხელები აწია გოგომ დანებების ნიშნად.
-როგორც რატიმ მითხრა 80 წლის ცოლ-ქმარი ვართ.
-შენსავით მოსაწყენია?_ლამის დაამთქნარა გოგომ.
-მოსაწყენი არ ვარ_წარბები შეეკრა ბიჭს.
-ანუ კი, გასაგებია, მის გარდა შეყვარებული გყოლია?
-თითქმის 7 წელია ერთად ვართ, სხვას როდის მოვასწრებდი?
-რამდენიიი?_ლამის თვალები გადმოუცვივდა განოს. -ღმერთო შენ უშველე, ამდენი ხანი რამ აგატანინა ბიჭო. თუმცა ერთმანეთს იტანდით ალბათ.
-წესიერადთქო.
-აუ რატიკოო, კიდე მომე ერთიც, თორე გასკდა ტვინი ამის შემხედვარა, ლამის საკაცეთი შემძულდეს თავის საქალეთიანად.

სიცილით გადმოუღო სასმელი რატიმ და მარტო შენ თუ უშველიო ჩუმად უთხრა ტუჩებით.
-ვალი არ დამვიწყებია იცოდე_თითი დაუქნია გოგომ და თორნიკეს მიუბრუნდა.
-გაგიმართლა, გეგმა მაქვს_წარბების თამაშით წამოაძახა ბიჭს.
-ნეტავ რატო მეშინია უკვე_ჭიქას დაწვდა თორნიკე ისევ.
-გაქვს პატივი დღეს, მხოლოდ ერთი დღით ჩემი შეყვარებული იყო_საზეიმო ხმით გამოაცხადა განომ და ძმებს გადახედა.
ყელისკენ წასული სასმელი თორნიკემ პირდაპირ წინ მდგომ ძმას მიაფრქვია შადრევანივით და ხველება აუტყდა მოსმენილისგან, რატი კი იარაღ მიბჯენილივით თვალებ დახუჭული და ხელებ აწეული იდგა და სიმწრით გამოსცრა კბილებში.
-მეტი მაიკა აღარ მაქვს.
-რა ვიქნებიი?_ხველება ავარდნილი მოუბრუნდა თორნიკე გაიანეს.
-დღეს საღამოს ჩემი შეყვარებული და განახებ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა, ოღონდ ერთი პირობით.
-რატომ არ მიკვირს_გაეცინა ბიჭს.
-რასაც გეტყვი უპირობოდ ამყვები და გააკეთებ. სხვა შემთხვევაში ყველაფერს ვი*იდებ და მივდივარ. მოსულა?_ხელი გაუშვირა ჩამოსართმევად. დათანხმებამდე თორნიკემ ძმას გახედა ეჭვით და ლამის გაეცინა მის მუდარა შერეულ სახეზე.
-ჯანდაბას, ერთხელ მეც ავცერცეტდები_გაეცინა თორნიკეს და სასმელი ბოლომდე გადაკრა. ხელი გაუწვდინა განოს და გაეცინა.
-აბა ბოს, რითი ვიწყებთ?
-ჯერ მითხარი, შენ რას გააკეთებდი ახლა. არ დაგავიწყდეს შეყვარებული ვარ.
-ამ, არ ვიცი, ცოტა ხანი ალბათ ვისაუბრებდით, ცოტას კიდევ დავლევდით და სახლში მიგაცილებდი.
-რატიკო, ხშირად გიფიქრია, რომ ნაშვილები ხარ?_სერიოზული სახით მიუბრუნდა ბიჭს.
-ყოველ დღე_მანაც მაშინვე დაუქნია თავი.
-იდიოტი ხარ, უცხოპლანეტელი, უჟმური, უკვე ცალი ფეხი კუბოში გაქვს და იქედან მუშაობ ცალი ხელით. აეთრიე ფეხზე ვიცეკვოთ.
-შეყვარებულს როგორ ელაპარაკები?_ვითომ სახე დაასერიოზულა თორნიკემ, მაგრამ მალევე გაეცინა და მორცხვად ჩაჩურჩულა გაიანეს -ცეკვა არ ვიცი.
-ვეღარაფრით ვფიქრობ რომელი სიტყვა გეკუთვნის რომ შეგამკო. აეთრიე._ძალით წამოაგდო ბიჭი და მოედნისკენ წაიყვანა, გახარებულმა რატიმ ტაში შემოკრა და შორიახლო მჯდომ ნაცნობ გოგოს შორიდან დაუწყო ბედნიერმა ყურება.
რამდენიმე სიმღერაზე გადაბმულად იცეკვა ახალგამომცხვარმა წყვილმა, შემდეგ ნელი აკორდები გაჟღერდა და თორნიკემაც დაუფიქრებლად მიიკრა გოგო გულზე, ყველაფრის სუნი ერთად ასდიოდა გოგოს, ალკოჰოლის, ბენზინის, საკუთარი კანის, თავს კარგავდა ბიჭი ისე უღიტინებდა ცხივრში სასიამოვნო შეგრძნებებს უღვიძებდა და სურვილს უღძრავდა სამუდამოდ ასე დაეტოვებინა. განომაც ახლოს მიუწია სახე და თვალებში ახედა, შეცბა ბიჭის თვალებში ჩახედვაზე, არ ელოდა იქ საკუთარი თავის ანარეკლს, მაგრამ ალკოჰოლს დააბრალა მოჩვენება და ლოყა ლოყაზე მიადო. საერთოდ მოწყვიტა თორნიკე რეალობას, მაგრამ მალევე მოწყინდა და გამხიარულება გადაწყვიტა, ცალი ხელი ჩასჭიდა ბიჭის ხელს, დატრიალდა, მეორე ხელი მკერდზე დაადო და ისევ საწყის ფორმას დაუბრუნდა, მიხვდა თორნიკე გაიანე რასაც ცდილობდა და თვითონაც აყვა, ახლა თავისი ნებით დაატრიალა და მკლავზე გადააწვინა, ცალი ფეხი ხითხითით აწია და ბიჭს მოადო ფეხზე. გაიანეს ხითხითში და თორნიკეს ყველა ნაცნობი ილეთის გახსენებაში ვერც კი მიხვდნენ როგორ შემოეცალათ ყველა და მოედანზე მარტო დარჩნენ. ორივეს ეცინებოდათ თავიანთ საქციელზე და ბოლომდე ცდილობდნენ გართობას. ბოლოს ორივე დაღლილები მიესვენენ რატისთან და ვერც შეამჩნიეს მისი ბედნიერი ღიმილი, რატის უკვე ათასი გეგმა ქონდა ტვინში და რომც მომკვდარიყო მაინც აასრულებდა.
-შემდეგი ნაბიჯი გასეირნებაა, შეყვარებულებს ხშირად უყვართ ქუჩებში უმისამართოდ ბოდიალი. წავიდეთ_წვენის ბოლო ყლუპიც დალია გაიანემ და ფეხზე წამოხტა -ხო, ნუ გადახდაც ბიჭს უწევს ხოლმე_ხითხითით წავიდა კარებისკენ და მოსაცმელი აიღო. თავის ქნევით გაყვა ბიჭიც და სასიამოვნოდ მოედო გარეთ გრილი ნიავი. ხელი ჩაკიდა განომ და ქუჩას დაუყვნენ.
რამდენიმე ქუჩა გალიეს ლაპარაკში, თორნიკესდა გასაკვირად გაიანე არც ისე ცუდი მოსაუბრე გამოდგა, ბიჭიც ყვებოდა და მათი სიცილის ხმა ორი ქუჩის დაშორებითაც ისმოდა.
-ყვავილი უნდა მომიკრიფო_უცებ შედგა ერთ-ერთ ქუჩაზე გოგო და მათ მოპირდაპირე ეზოში გაშენებულ ბაღზე მიუთითა.
-ნუ სულელობ, ათასი მაღაზიაა და წამო გიყიდი.
-იდიოტო, რად მინდა შენი ნაყიდი ყვავილი? უბრალოდ გოგოები რომანტიკოსები არიან და ოცნებობენ მათ შეყვარებულში ცოტათი მაინც იყოს გმირის ელემენტები, ამიტომ უდიდეს შთაბეჭდილებას მოახდენ თუ ახლა ამ ღობეზე გადაძვრები და ვარდს მოიპარავ ჩემთვის.
-ღმერთო, ჩვეულებრივი გოგონები დიდ ლამაზ თაიგულზე, ძვირფასეულობაზე, შოპინგზე ან რავიცი ძვირფას რესტორანზე ოცნებობენ, შენ კი გინდა ქურდივით ვარდი მოგიპუტო და მოვიპარო?
-პირობა გაქვს მოცემული, ჰა გიცდი_ფეხები ჯიუტი ბავშვივით დააბაკუნა ქუჩაში და კინაღამ სიცილით გაიგუდა, რომ დაინახა როგორ ბუზღუნით და გაჭირვებით გადაძვრა თორნიკე ღობეზე.
-გაიანე ძაღლიიი_განწირული ყვირილი მოესმა რამდენიმე წუთში და ლამის სიცილისგან შეწუხებული დავარდა ასვალტზე შეშინებული სახით მორბენალ თორნიკეს რომ შეხედა. გადაძრომისგან განსხვავებით წამში გადმოძვრა უკანა გზაზე ბიჭი და კიც ჩაეხუტა ასვალტს.
-როგორ ვერ გიტან_ბეტონზე ლოყით დაგდებულმა ამოილაპარაკა ძლივს და იქვე სიცილისგან ლამის შეწუხებულ გოგოს, რომლის სიცილი ალბათ ბარშიც კი ესმოდა რატის, სისხლიანი ხელით გაუწოდა ძლივს მოპუტული ერთი ცალი ვარდი. (5)

-ამინდიც კი ჩემს წინააღმდეგაა_ამოიხვნეშა თორნიკემ რამდენიმე წუთში წვიმის წვეთები რომ დაეცა სახეზე -აუ, ვერ მივასწრებთ მანქანამდე, წამო ტაქსით მალე გავალთ.
-რატო?
-დავსველდებით და იქ ქოლგა მაქვს.
-ღმერთო უშველეეთ_ყვირილი დაიწყო გაიანემ -დიდ თორნიკეს წვიმის წვეთები დაეცა და დნებაა, არა ცეცხლი ეკიდებაა.
-სირცხვილია ადამიანო გაჩუმდი.
-აბა, რა ქოლგა რას ბოდიალობ, აქამდე არ დასველებულხარ? რა მოხდა მერე?
-კი, მაგრამ რატო? არ დავსველებულვარ _გაკვირვებულმა აიჩეჩა ბიჭმა მხრები
-ზოგჯერ გეფიცები მართლა უცხოპლანეტელი მგონიხარ, რა ჯობია ბიჭო ამის შეგრძნებას_გაღიმებულმა შეუშვირა წვიმას სახე და თვალები დახუჭა. წამით მზერა მიეყინა მასზე ბიჭს და ვერც იგრძნო წვიმის გაძლიერება.
-იცი წვიმას რა უხდება?_ნაცნობი ჭინკები შეამჩნია თორნიკემ გოგოს თვალებში და უკვე ყველაფერზე თანახმა იყო.

შუა ქუჩაში, თავსხმა წვიმაში ცეკვავდა წყვილი და სულაც არ აწუხებდათ დისკომფორტი, ბედნიერად იცინოდნენ და არავის და არაფერს იმჩნევდნენ, არც ერთს ეგრძნო თავი აქამდე ასე ბედნიერად, ეს რაღაც ახალი იყო, სიახლე, რომელიც ნამდვილად შეცვლიდა მათ ცხოვრებას, იმის მიუხედავად უნდოდათ მათ ეს თუ არა. აქოშინებულმა დაადო თორნიკემ შუბლი შუბლზე გაიანეს და თითქმით ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები ძლივს გაისმა წვიმის ხმაურში.
-იცი ამ დროს კიდევ რას აკეთებს შეყვარებული წყვილი?
-რაა? რას? არა, არ გაბედო.....
დასრულება ვერ მოახერხა განომ, რადგან ტუჩები მაშინვე დაუკავეს, ვერაფრით შეიკავებდა თორნიკე იმ წუთას თავს, ეს იყო მისთვის ამ დღის ყველაზე ბედნიერი დასასრული, სხვანაირად არ შეიძლებოდა. იმ წუთს მართლა ბევრ რამეს მიხვდა, ბევრი რამ უარესად აირია გონებაში, კიდევაც დალაგდა რაღაც ნაწილი, მაგრამ მეორე მხრივ უფრო მეტს ბევრად გარკვევით ხედავდა და ესმოდა. უკვე ნათლად ხედავდა რა როგორ უნდოდა ცხოვრებაში და დარწმუნებული იყო ამისთვის ყველაფერს გააკეთებდა. გოგოსგან წამოსულმა სითბომ მთლიანად გადაფარა წვიმისგან წამოსული სიცივე, არც ჭექა-ქუხილი გაუგონიათ რომელიმეს და არც მშიშარა განო შემხტარა ელვის ნათებაზე.


-დაფქვი_დილის 6 საათზე შეუვარდა რატი ძმას და კარებშივე შედგა ძმის იდიოტივით გაბადრულ სახეს რომ მოკრა თვალი. თორნიკე ჭერს მიშტერებოდა, იღიმოდა და მკლავი თავქვეშ ამოედო.
-ამას მართლა დაენ*რა_ჩაიხითხითა რატიმ და მოუთმენლად შესძახა -ე ბიჭო, მაღირსე და ამოღერღე.
-ა რატი შენ ხარ? რა ხდება?
-შენ ბიჭო მართლა ხო არ უბერავ? ერთი საათია გეძახი სად დაფრინავ.
-არსად რა ხდება?_მაშინვე გამოერკვა თორნიკე, მაგრამ მაინც ღიმილით წამოჯდა.
-რა მოხდა გუშინ ასეთი, ძმურად გულახდილად რა.
-ვაკოცე.
-რა რა ქეენიიი?_ძლივს ამოთქვა რატიმ
-ვაკოცე_გაეცინა ბიჭს.
-და შენ ცოცხალი ხარ? სიარული შეგიძლია? საავადმყოფოში უკვე იყავი? მოტეხილობა?_ნერვოზიანივით ეცა რატი და ახლოდან დაუწყო ხელის ფათურით თვალიერება ძმას, თუმცა ძლივს იკავებდა სიცილს.
-გეყოს რატი, მეღიტინება_ხარხარი აუვარდა თორნიკეს. -რა მინდოდა საავადმყოფოში.
-გაგიჟდი? შენ განოს აკოცე და ასე მშვიდად გამოგიშვა? ჩემ განოს? იცი ახალი გაცნობილი მყავდა, ტელეფონზე ლაპარაკობდა ერთხელ ვიღაც იდიოტი რომ მიუახლოვდა, ჯერ გაცნობა მოინდომა, მანაც მისებურად რომ მოუნდომა დახვევა, ამ გამოსი*ებულმა ხელი მოკიდა, მანაც არც აცია არც აცხელა და ჯერ მუშტი გაუქანა ცხვირში და მერე პირდაპირ *ვერებში ამოარტყა. იმის მერე ის ბიჭი არცერთს არ გვინახავს და წარმოიდგინე მაშინ 16 წლის იყო_ბოლო ხმაზე იცინოდა ორივე ძმა და ჩადუმებულ სახლს აფხიზლებდნენ.

ყურებამდე გაწელილი ტუჩებით შევიდა კომპანიაში და თანამშრომლებსაც ღიმილით ესალმებოდა, რამდენიმე წუთის ჩამჯდარი იყო სავარძელში კარები უკითხავად რომ შემოგლიჯეს და მაშინვე მიხვდა სტუმარი ვინც იქნებოდა, წინასწარ მოემზადა უკვე მომაბეზრებელი საუბრისთვის და საცოლეს ახედა.
-რატომ არ გამომიარე დღეს? ისევ მარტოს მომიწია მოსვლა_პრეტენზიული ტონი ჩანდა თამარის ხმაში.
-გვიან მომიწია თამარ სახლიდან წამოსვლა და ვეღარ მოვასწარი, ხომ არ დავიგვიანებდი?
-და რა მოხდებოდა მერე? უფროსი ხარ, შენ თუ არა ვის აქვს დაგვიანების უფლება? მითუმეტეს ჩემს გამო.
-დღეს ასე მოხდა.
-იმედია გამოასწორებ_წარბ აწეული მიაჩერდა ქალი და ხელები გულთან გადაიჯვარედინა.
-რა გინდა თამარ?
-მინდა დანაშაული რამე საჩუქრით გამოისყიდო, ხომ გინდა რომ მასიამოვნო?_ახლა უკვე გაღიმებული მიუჯდა საქმროს წინა სავარძელზე.
-მაპატიე, დღეს ვერ მოვახერხებ, სახლში საქმე მაქვს, ჩემებს უნდა დაველაპარაკო, შენთანაც მომიწევს საუბარი_ბოლო უკვე ჩუმად ჩაილაპარაკა.
-გასაგებია, იმედია ქორწილს მაინც არ დამაგეგმიებ მარტო, ერთი თვე დარჩა.
-მოიცა, ახლა ხომ მაისია?_უკვე მოქუფრული სახით წამოიწია თორნიკე.
-დიახ.
-მერე ივნისში რომ არ დაგვიგეგმავს?
-მე და ქალბატონმა ლიანამ ასე გადავწყვიტეთ_მხრები აიჩეჩა ქალმა.
-და მე რა თქმა უნდა არავინ მეკითხება, გასაგებია, ახლა დამტოვე თუ შეიძლება საქმე მაქვს._მაინც ვერ დამალა გაბრაზებული ტონი და როგორც კი თამარი გავიდა ყველა საბუთი მაგიდაზე რაც ედო ღრიალით გადმოყარა ძირს.
არავის გაეგონა უფროსისგან ხმამაღალი სიტყვაც კი და ახლა, როცა მთელი სართულის გასაგონად ასე იღრიალა, ფეხის წვერებზე დაიწყეს სიარული და ყველამ საქმეში ჩარგო ცხვირი.
საღამომდე მაინც ვერაფრით მოისვენა, უნდოდა მისი გადაწყვეტილება ოჯახისთვის მალევე ეთქვა, ეჭვი უკვე აღარ ეპარებოდა სწორს რომ აკეთებდა, ახლა უკვე იმაზე ფიქრობდა რომელი წევრი დაუჭერდა მხარს და რომელი წავიდოდა მის წინააღმდეგ.
რატი რა თქმა უნდა გვერდით დაუდგებოდა, ლიანა 100% დარწმუნებული იყო სახლს გადადგამდა, აი მამამისი კი დაუდგენელი იყო რას იზამდა. მისი რეაქცია თორნიკესთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, არ უნდოდა მისთვის ოდესმე იმედი გაეცრუებინა.

ძლივს გაიგო ამღერებული ტელეფონის ხმა და წამში შეცვლილი ხმით უპასუხა ძმას.
-გისმენ რატი.
-რაშვები, გამოხვალ დღეეს?
-რატი, თუ შეგიძლია დღეს გვიან წადი რა, საქმე მაქვს და მინდა ყველამ დავილაპარაკოთ.
-ხო მშვიდობაა?
-კი, რაღაც გადავწყვიტე და მინდა ყველას ერთად გითხრათ.
-გასაგებია, გელოდები.

არავის დაუთვლია მერამდენე კრუგს ურტყამდა თორნიკე ოთახს, მამას ელოდებოდნენ და დამჯდარი ვერ ჩერდებოდა, რატი და ლიანა გაკვირვებული აყოლებდნენ თვალს ეს საქციელი არ შეესაბამებოდა საამაყო ყმაწვილისას.
-თავბრუ დამეხვა, დაჯექი თუ ღმერთი გწამს_ვეღარ მოითმინა რატიმ
პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრო ბიჭმა გია რომ შემოვიდა ოთახში. ახლა დაიწყებოდა....
ღრმად ამოისუნთქა და მაგიდასთან მჯდარ ოჯახს გადახედა.
-მე და თამარი აღარ ვქორწინდებით, მასთან დაშორებას ვაპირებ და მინდოდა პირველებს თქვენ გაგეგოთ._ერთმანეთს მიაყარა სიტყვები და რეაქციების სანახავად თვალები აწია.
-არიიიიის, გვეშველააა, როგორც იქნაა_ბედნიერი სიცილით წამოხტა რატი და ძმას მოეხვია. -ამაზე მეტად ვერაფერი გამაბედნიერებდა ახლა_და პატარა ბავშვივით უჩქმიტა უფროს ძმას ლოყაზე.

თორნიკემ დაძაბული სახით გახედა მამას, აინტერესებდა ის რას ეტყოდა, კაცი მშვიდად სუნთქავდა და სახეზე არანაირი რეაქცია არ ეტყობოდა, სამაგიეროდ წამები დასჭირდა ლიანას კივილს.
-არ გაბედო, ამის უფლებას არ მოგცემ, უკვე ყველაფერი დავგეგმეთ, მასზე უკეთეს და შენს შესაფერის ვერსად ნახავ. არც კი გაიფიქრო, თამარი ერთ თვეში შენი ცოლი გახდება.
-საქმეც მაგაშია დედა, თქვენ დაგეგმეთ, მე რამე შემეკითხეთ? ისიც დღეს გავიგე თურმე თარიღი რომ გადმოგიწევიათ. მე არ მინდა, ხვალ მასაც დაველაპარაკები და მოვრჩები ამ ყველაფერს.
-არა მეთქი.
-გეყოს უკვე_თორნიკეს შეკრული მუჭი გამეტებით მოხვდა მაგიდას და ლიანასაც გაკვირვებისგან გაუფართოვდა თვალები, პირველად შეეწინააღმდეგა შვილი. -მე ვთქვი არა და აქ მორჩა ამაზე ლაპარაკი. მე არ მინდა, გასაგებია?
-როგორც იქნა დავრწმუნდი, რომ შვილად კაცი მყოლია_ჩუმად გაისმა ოთახში გიას ხმა და ღიმილით დაადო მხარზე შვილს ხელი.
-ეს როგორ მოხდა? რატომ გადაიფიქრე? ამდენი წელია ერთად ხართ. რატი, შენ მოშხამე არა?_მაშინვე უმცროს ეცა ლიანა.
-დედა რატი საერთოდ რა შუაშია?
-თქვენ გგონია ვერ ვამჩნევდი ბოლო ორი კვირა ერთად რომ დადიხართ და იკარგებით? რა გაუკეთე? ასე როგორ შეცვალე? ასეთი ჩემი შვილი არ მახსოვს მე, ეს რო მცოდნოდა ასე დააქცევდი ამ ოჯახს იქ დაგტოვებდი სადაც გიპოვე_გაბრაზებისგან ზედმეტი წამოცდა ქალს და მაშინვე ხელები აიფარა პირზე რატის სახეს რომ შეხედა.
-ლიანა_პირველად გაისმა სახლში გიას ბოლო ხმაზე დაყვირება, თუმცა უკვე გვიანი იყო, ყველამ გაიგონა დედის ნათქვამი სიტყვები.
-რას... ეს რას ნიშნავს?_ძლივს ამოილაპარაკა რატიმ. -მე... მე თქვენი შვილი არ ვარ?
-რათქმა უნდა ხარ შვილო, აბა ვისი შვილი ხარ, შენ ჩემი მეორე ნანატრი შვილი ხარ, არ მომაქციო ყურადღება თითქოს არაფერი მითქვამს_ტირილისგან ძლივს აბამდა ქალი ერთმანეთს სიტყვებს და უკვე დაკარგულ შვილზე მოხვევას ცდილობდა.
-დედა_ახლა თორნიკეს მკაცრმა ხმამ გადაკვეთა ოთახი. -რადგან დაიწყე დაამთავრე.
ლიანა კი ტირილისგან დაოსებული იატაკზე ჩაცურდა და სახეზე აიფარა ხელები.
-მამა?_ახლა გიას მიუტრიალდნენ ბიჭები, რომელმაც ერთი ამოიხვნეშა და დივნისკენ მიუთითა ბიჭებს. ლიანაც წამოაყენეს და გვერდით დაისვეს.
-არ გვინდოდა ოდესმე გაგეგო რატი, შენ ჩვენი შვილი ხარ, საკუთარივით გაგზარდეთ და გეფიცები თორნიკესგან წამითაც არ გამირჩევიხარ, მაშინვე შეგვიყვარდი გაღებულ კარებში შენი ტირილი რომ მოგვესმა და აგიყვანეთ._მუდამ გაწონასწორებულ კაცს ხმა აკანკალებოდა.
-2 თვის იყავი_თხრობა ლიანამ განაგრძო ცრემლიანი ხმით -კარზე ზარი დარეკეს და როცა გავიხედეთ კალათში მძინარე იწექი, ისეთი საყვარელი იყავი წითელი ლოყებით და პაწაწუნა ცხვირით, დაბადების მოწმობასთან ერთად პატარა, მოკლე წერილიც იყო, მაპატიე დავხიე, არ მინდოდა შემთხვევით მაინც გენახა, მხოლოდ ის მახსოვს ეწერა, რომ შენი ტყუპის ცალი კვდებოდა და ეს მისი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. გეფიცები შვილო წამითაც არ მიფიქრია შენი გაშვება, მაშინვე შემოგიყვანე და შვილი გიწოდე.
-მე რატომ არ მახსოვს? მაგ დროს უკვე 8 წლის ვიქნებოდი.
-შენ ბებია-ბაბუას ყავდი წაყვანილი, სკოლაში საფრანგეთში შეგიყვანეს, ჩვენც მალევე ვაპირებდით ჩამოსვლას, მაგრამ რადგან რატი გამიჩნდა უარი ვთქვი, შენ ჩამოგიყვანეთ აქეთ და როგორც ძმა ისე გაიცანი.
-მე... მე უნდა წავიდე_დაბნეული წამოდგა რატი ფეხზე.
-ასე არ მიმატოვო შვილო, მაპატიე გევედრები, გაბრაზებულზე წამომცდა, გთხოვ მე დედაშენი ვარ, საკუთარი შვილივით მიყვარხარ, ასე არ მიმატოვო_ტირილისგან აკანკალებდა უკვე ლიანას.
-ვიცი დედა, ვიცი რომ გიყვარვარ, მეც მიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებ იმ ამაგს რაც ჩემზე გაქვს, მაგრამ ახლა უნდა წავიდე, მე... მე ოჯახი უნდა ვიპოვო, ტყუპისცალი მყავს, ძმა ან და მყავს. უნდა ვიპოვო გესმის?_მაგრად მოეხვია დედას და კარისკენ წავიდა, ესმოდა როგორ ევედრებოდა ლიანა გიას არ გაუშვაო, მაგრამ მის შესაკავებლად არავინ გამოსულა, ყველა ხვდებოდა, რომ ახლა ამ სახლიდან ცოტა ხნით მაინც უნდა გაქცეულიყო. გაიგონა ზურგს უკან ნაბიჯების ხმა, მიხვდა ვინც იყო, მაგრამ არ შეჩერებულა. მანქანაში ჩამჯდარს გვერდითა სკამზე თორნიკე მიუჯდა და ერთი გადმოხედა.
-მეც მოვდივარ, დაგეხმარები_ბეჭზე ხელი დაკრა და რომ არ შეპასუხებოდა ბიჭი ღვედი უცებ გადაიკრა. (6)

გვერდიგვერდ ეჯდნენ ბარის დახლს ძმები, ამჯერად რატი სხვა ბარმენს აძლევდა შეკვეთას და დანა პირს არ უხსნიდა. თორნიკე ხელში ატრიალებდა ვისკით სავსე ჭიქას და დალევას არ ჩქარობდა. ორივე სხვადასხვა მხარეს იხედებოდა და და ფიქრებს თავს ვერ უყრიდნენ.
-წარმოგიდგენია? ახლა, აი ზუსტად ამ წუთას სადღაც ჩემი მეორე მე დააბიჯებს, და ან ძმა მყავს წარმოგიდგენია?
-მეგონა ერთი ძმა გყავდა ისედაც_ხმა გაებზარა თორნიკეს.
-არ გინდა თოკა რა, იცი შენ რამდენს ნიშნავ ჩემთვის და ვინც ხარ, არაა მაგისი დრო არ გინდა რა.
-მე აქ შენს დასახმარებლად ვარ, მე შენი ძმა ვარ_ხმა გაუმკაცრდა ბიჭს
-ვიცი თორნიკე, ვიცი, უნდა ვიპოვო გესმის? მე აქ არხეინად ვიჯექი, იქნებ რა ჭირდება? იქნებ როგორ უჭირს? იქნებ მაინც ვერ გადაარჩინეს? იქნებ ჩემს მშობლებს უჭირთ? წარმოგიდგენია რა სიტუაცია იყო, რომ ერთ შვილზე უარი თქვეს? რომ არ ვყვარებოდით არც ჩემს დას ან ძმას გადაარჩენდნენ. ღმერთო უნდა ვიპოვო, მაგრამ როგორ როცა არაფერი ვიცი?
-მოვიფიქრებთ, ამდენი კერძო დეტექტივია, სამედიცინო კვლევებიც ხომ უნდა არსებობდეს თუ ავადმყოფობდა? რადგან ტყუპია საქმე გვიიოლდება, დაბადების წელი და თარიღი ვიცით. იქნებ სადმე არქივში შენი ძველი გვარიც ვიპოვოთ და მერე აღარ გაგვიჭირდება.
-თორნიკე.... _მადლობა ჩანდა რატის გამოხედვაში, უსიტყვოდ გაუგო ბიჭმაც და ღიმილით დაკრა ბეჭზე ხელი.
-ერთი თხოვნა მექნება, სახლი არ მიატოვო რა, მოკვდება ლიანა ჯავრით, ხომ იცი მართლა უყვარხარ.
-ეგ არ უნდა გეთქვა, არც ვაპირებდი, თქვენ ჩემი ოჯახი ხართ, თქვენი მიტოვება არც მიფიქრია, უბრალოდ ვერ მოვისვენებ სანამ ყველაფერს არ გავარკვევ.
-რატი რა ხდება?_ნაცნობი ხმა მოესმათ უკნიდან და წამში შეტრიალდნენ, თორნიკეს თავისდა უნებურად გაეღიმა.
-ისე აგიხდა განო ყველაფერი კარგი მე რომ ჩვენი ხუმრობა ამიხდა.
-რომელი დააკონკრეტე აბა.
-ნაშვილები ვარ.
-უჰ, მეთქი მართლა მოხდა რამეთქო, ტეკილის დღე მაქვს გიგლა დღეს_ბარმენს გასძახა
-მართალს ამბობს_ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა თორნიკემ და გაიანეს თვალებში ახედა. წამში გაეყინა გოგო ტეკილიანი ხელი.
-ღადაობთ ეხა ხო?_თვლები გაუფართოვდა.
-ნეტავი_სიმწრით ჩაეცინა რატის -დედმამიშვილი მყავს განო წარმოგდგენია? აუ ნეტა დაა თუ ძმა? ნუ ძმა გამოცდილი მყავს, ჩემი ნება რომ იყოს და მეყოლებოდა, აუ როგორ დავიცავდი, ნეტავი კარგად იყოს _თავი გადააქნია დაღვრემილმა.
-აუ რატი, პირველად გავიჭედე და წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გითხრა.
-ვერაფერი განო, უბრალოდ უნდა ვიპოვო, შენც იცოდე ვეძებ ადამიანს, რომელიც ჩემსავეთ დარეკილი იქნება, სავარაუდოდ მასაც ბაიკები ეყვარება და რომელიც 2000 წლის 23 აპრილსაა დაბადებული.
-როდიის?_სასმელი გადაცდა განოს და ხველებისგან ლამის გალურჯდა.
-ჩემ დაბადების დღეზე, რა იყო, ხომ არ იცნობ ასეთს ვინმეს?
-რაა? არა... ხო არა არა, უცებ კისერი ჩამწვა სასმელმა და_ არ შეუმჩნევიათ ძმებს როგორ დაკვირვებით აათვალიერა განომ რატი.
-რატი_საყვარელი ხმა მოესმა ბიჭს და მაშინვე შეტრიალდა, მის ბეჭზე დაედო გოგოს ხელი და ღიმილით უცქერდა.
-ნინი, როგორ ხარ?_ცოტა დაიბნა ბიჭი.
-მე კარგად რატი, შენ რატო ხარ ასე მოწყენილი?
-არაფერია, ოჯახური ამბებია_ვითომ უდარდელად აიქნია ხელი ბიჭმა.
-კაარგი, თუ დახმარება შემიძლია_კვლავ გაუღიმა გოგომ და მეგობრების მიერ დაკავებულ მაგიდას მიუჯდა.
-აი ეს წლის მოვლენაა, დიდი რატი გოგოსთან დაიბნა_სიცილი ვერ შეიკავა უფროსმა ძმამ.
-გაა*ვი რა_მალევე აყვა რატიც.
-რატიკუნა_ირონიულად გაისმა განოს ხმა.
-აი ახლა დამერხევა_თვალები დახუჭა ბიჭმა
-ვალი გახსოოვს?
-მერე?_საწყლად ამოხედა ბიჭმა.
-აი ახლა, ერთ რაღაცას დაგავალებ, რასაც თუ უპირობოდ შეასრულებ საერთოდ არ ამოვიღებ ვალზე ხმას, გაწყობს?
-მაინც ...
-აპ აპ აპ, რას გეტყვი ეგ მე ვიცი, ან კი ან არა.
-კარგიი, ერთი მოქმედება მირჩევნია მთელი ცხვრება ძახებას. აბა, გისმენთ უფროსო.
-ახლა მიბრძანდები, ნინიჩკას ერთს გემრიელად, ვიმეორებ გემრიელად და არა ლოყაზე და ასეთი ამბები, აკოცებ და ქაჯივით უკან გამოუქცევად დაელოდები მის რეაქციას.
-გაგიჟდი? ძლივს გოგო მომეწონა, გინდა წამში დავკარგო?
-შენ სიტყვა თქვი, ჰე დამიჯერე და გააკეთე.
ლამის აცრემლებულის სახით წამოდგა რატი სკამიდან, ერთი ღრმად ამოისუნთქა და გოგოს მაგიდისკენ წავიდა. გაკვირვებულმა ამოხედეს მაგიდის ირგვლივ შეკრებილებმა და ნინიმაც რომ ამოიხედა, ბიჭმაც იმოქმედა. იდაყვში მოკიდა ხელი, წამოაყენა და მის ტუჩებს უსიტყვოდ დასწვდა, ერთი ხელი ხელში ჩაკიდა, მეორე წელზე მოხვია და კოცნა გაარღმავა. რამდენიმე წამში ჰაერი რომ აღარ ეყო, ძლივს მოწყდა სასურველ ბაგეს და ოდნავ უკან დაიწია. თითქმის წარმოიდგინა როგორ აეწვებოდა ლოყის რომელიმე მხარე და წარმოსახვაში უკჯვე ხელითაც იზელდა, მაგრამ მისდა გასაკვირად ნინიმ მთელი გულით გაუღიმა და ახლა უკვე საკუთარი ნებით დაუბრუნა კოცნა ბიჭს.
-არიიიის, ვიცოდიიი_პატარა ბავშვივით შემოკრა ტაში გაიანემ და ბარმენს მიუბრუნდა -ჩემსას რატიკო იხდის.
კიდევ რამდენიმე წამს უყურა ბედნიერ წყვილს და თვითონაც ჩამოხტა სკამიდან. გარეთ გასულს თორნიკეს მოიცადე დაეწია და ავტომატურად შედგა.
-რა ხდება?
-მე გაგიყვან, სად მიდიხარ, არც დამლაპარაკებიხარ.
-და რატომ უნდა დაგლაპარაკებოდი რომელი ძმაკაცები ჩვენ ვართ?გაკვირვებული უმზერდა გოგო.
-რას ნიშნავს რატომ? ძმაკაცები ნამდვილად არა, მაგრამ....
-მომისმინე თორნიკე, მე გუშინვე გითხარი, ერთი დღით წავითამაშეთ, გავერთეთ და იმედი მაქვს, იმ კითხვაზე პასუხიც იპოვე რასაც ეძებდი, მაგრამ აქ ყველაფერი მორჩა, ის დღე დამთავრდა, ახლა კი იმ რეალობას დავუბრუნდეთ სადაც ვცხოვრობთ, ჩვენ არც კი ვიცნობთ ერთმანეთს, მე რატის ვეცი პატივი და დახმარება ვცადე, ის რომ ბოლომდე გაერთე და ბოლოს კოცნაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მომპარე, არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ზედმეტი იფიქრო.
-მე თამარს დავშორდი გაიანე.
-და მერე მე რა?_გულწრფელი გაკვირვებით უმზერდნენ გოგოს თვალები
-მე მეგონა....
-რა თორნიკე? რამეს დაგპირდი და არ მახსოვს? ხომ შევთანხმდით, რომ ერთი დღით წავითამაშებდით? მორჩა ის დღე, დამთავრდა.
-მაგრამ მე მინდა რომ მართლა ვცადოთ.
-თორნიკე მე ახლა არც სატრფოსთვის მცალია და არც სიყვარულისთვის, საქმე მაქვს, რომელსაც თავიც რომ შევაკლა, მაინც მივიყვან ბოლომდე, ასე რომ მაპატიე, მაგრამ არაფერი გამოვა.
ზურგი შეაქცია გახევებულ ბიჭს და სახლი გზას ფეხით გაუყვა, ეგონა ფეხით გასეირნება ბურდული ფიქრების დალაგებაში დაეხმარებოდა, მაგრამ შეცდა, ვერაფერიც ვერ დაალაგა. რამდენიც არ უნდა ემტკიცებია, საკუთარ თავთან მაინც უნდა ყოფილიყო გულახდილი და ეღიარებინა, რომ ბიჭზე ფიქრობდა, საკმაოდ ხშირადაც, მაგრამ ახლა სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ახლა ამის დრო არ იყო, ახლა როცა მიზნამდე არც ისე ბევრი იყო დარჩენილი. სახლის კარის შეღებისთანავე დაეტაკა სიმარტოვე. იქნებ რატი... არაა, ასეთი რამ ბრაზილიურ სერიალებშიც კი არ ხდება და რეალურ სამყაროში ხომ მითუმეტეს, პირველ რიგში საყვარელი კაცის ოთახს მიაშურა და ფრთხილად შეაღო.
-ბიძია_გაკვირვებულს ამოხდა ცარიელი საწოლის დანახვაზე.
-აქ ვარ ბიძი, ნუ გეშინია_აბაზანიდან მოდიოდა ჯოხს დაყრდნობილი კაცი.
-რატომ ადექი? ხომ გითხარი მალე დავბრუნდებითქო? სულ არ უვლი თავს_ბუზღუნით ამოუდგა კაცს მხარში და საწოლისკენ წაიყვანა.
-რა მეშველებოდა ბიძი უშენოდ_სინანულით გადაქნია თავი კაცმა.
-კარგი რა ანდრუშ, მე რაღა ვთქვა? მოდი შევთანხმდეთ, არაფერი გვეშველებოდა ერთმანეთი რომ არ გვყოლოდა_სიცილით დააწვინა კაცი ლოგინში და შუბლზე კოცნით დაემშვიდობა.
მაშინვე გვერდითა ოთახის კარი შეაღო და ტანსაცმლის გახდაც დაიწყო, წამში გამოეწყო პიჟმოებში და ნაცნობ კედელს მიუახლოვდა.
ობობას ქსელი - სწორედ ეს გაგახსენდებოდათ გაიანეს ოთახი რომ გენახათ. საკმაოდ დიდი ოთახის მთელი ერთი კედელი გაზეთიდან ამოჭრილი სხვადასხვა ცნობებით იყო დაფარული, რომლებიც ერთმანეთთან სხვადასხვა ფერის ძაფებით იყო დაკავშირებული. ერთი ამოიხვნეშა და კედლის მარჯვენა მხარეს განლაგებულ ფურცლებს კიდევ ერთი მიუმატა, რომელზეც აღწერილი იყო, თუ როგორ იპოვა პოლიციამ ქალაქის გარეუბანში ქალის გაფატრული სხეული. (7)

გამწარებული სახით ურტყამდა კრუგებს თორნიკე ბარის შესასვლელს, ხალხს სერიოზულად აშინებდა და არც ადარდებდა, მხოლოდ გაიანეზე ფიქრობდა, მერე მის კოცნაზე, მერე მისი ტუჩების გემოზე, მერე მის შემოპასუხებაზე და ლამის იყო დოღის ცხენივით დაეწყო ფრუტუნი. უცებ ამოუტივტივდა ის გრძნობა რბოლის დროს ადრენალინმა რომ მოუტანა და მაშინვე მიხვდა რაც ჭირდებოდა. იქნებოდა მანქანაში იგივე რაც მოტოზე? ახლავე გაიგებდა.
ცხოვრებაში პირველად მიაჭირა გაზს ფეხი ბოლომდე და აღარც უყურებდა რა სიჩქარეს ანვითარებდა მანქანა, გარეუბნის გზაზე გადავიდა და უკვე ცარიელ ტრასაზე მიაქროლებდა თავის რაშს. ფანჯრები ბოლომდე ჩამოეწია და სიმღერაც ბოლო ხმაზე ჰქონდა აწეული. მართალია ბოლომდე ისეთი გრძნობა არ იყო როგორც მოტოზე, მაგრამ არაობასაც ჯობდა. ღიმილი ცდებოდა ტუჩის კუთხეებში და ერთი შეყვირა კიდევაც ფრენის დროს. აი რას ქვიოდა ცხოვრება. ამ შეგრძნებისთვის ღირდა მარტო გამოღვიძება.
წამში ჩამოერეცხა ბედნიერი ღიმილი განოს ნათქვამი რომ გაახსენდა, ნეტავ რაზე საუბრობდა რა აქვს გასაკეთებელი? მარტო, ამ პატარა, დალეულმა გოგომ რა უნდა შეძლოს? კი თამაშობს მაგარი გოგოს როლს, მაგრამ წაკითხული აქვს სწორედ ასეთი ადამიანები რომ არიან ყველაზე სათუთები. რა შეიძლება გააკეთოს? ასე ჯიუტად რომ ეუბნება დაახლოებაზე უარს რაიმე გზა ხომ უნდა მოიძებნებოდეს?
ჯანდაბა, აქამდე როგორ ვერ მოიფიქრა? ზოგჯერ რა იდიოტურად ნელა უმოქმედებს ტვინიი? და რატომღაც ყოველთვის ყველაზე გადამწყვეტ დროს. გაჩერებული მანქანიდან გადმოხტა და ტელეფონი მოიმარჯვა, ახლა რატის მეტი ვერავინ დაეხმარებოდა.
-ცუდ დროს მირეკავ ძმა რა_მალევე გაისმა ტელეფონში რატის ბუზღუნი.
-ოჰ, რაო რომეო ახალი სტატუსით ტკბობა კიდევ ვერ დაამთავრე?
-ვაახ, შენ დაჟე აღადავდი? საღოლ განოს.
-რატი_ხმა დაუსერიოზულდა თორნიკეს და რატიმაც მიბაძა.
-მშვიდობაა?
-უნდა დამეხმარო_წამით თორნიკემაც ვერ იცნო საკუთარი ხმა.
რამდენიმე წუთში გაცხარებით უხსნიდა თორნიკე ძმას სიტუაციას და ისიც გაღიმებული უქნევდა თავს. უკვე ქონდა ბიჭს გეგმა სახელწოდებით ‘’როგორ მოვინადიროთ აიზბერგის გული.’’

სახლში უჩუმრად შეიპარნენ, ორივემ თავიანთ ოთახებს მიაშურა და დაღლილებს მალევე ჩაეძინათ, დილით ბევრი საქმე ქონდათ.

მათდა გასაკვირად, მალე გათენდა, თორნიკე ჩვეულებრივ სამსახურში წავიდა, არც იმ დღით გაუვლია თამარისთვის და კარის ჯახუნზე უკვე იცოდა ვინც შემოუვარდა. სანამ ქალი წიკვინს დაიწყებდა, ბიჭმა დაასწრო.
-თამარ სალაპარაკო გვაქვს.
-დიახაც გვაქვს, შენი საქციელი უკვე ყოველგვარ საზღვარს ცდება.
-აქ გირჩევნია თუ სადმე წავიდეთ?
-გავიდეთ.
მთელი გზა არცერთს ამოუღია ხმა, თორნიკე აღარც იხედებოდა მის მხარეს, აი თამარი კი ცუდის მოლოდინში ადგილზე ვერ ჩერდებოდა, სკამზე წრიალებდა და ნერვიულობისგან ლამის ხელებს იმტვრევდა. ერთ-ერთ მყუდრო კაფესთან შეაჩერა თორნიკემ და ოფიციანტს კუპე თხოვა, რომ არავინ შევაწუხოთო.
-თორნიკე, ასეთი არ მახსოვხარ, რამე მოხდა?_იკადრა ბიჭის შეხება და ხელზე ხელი დაადო, ამჯერად თორნიკემ გამოსწია უკან ცივად მკლავი და სკამს მიეყრდნო.
-თამარ ქორწილი არ იქნება_სიმტკიცე ჩანდა ბიჭის ხმაში.
-რატომ? გადადება გინდა?
-არა თამარ, საერთოდ არ იქნება, მინდა რომ დავშორდეთ.
-გაგიჟდი? ამის უფლებას არც მე მოგცემ და არც ლიანა_ხელის აქნევით ჩაიცინა ქალმა.
-თამარ, ეს ჩემი ცხოვრებაა, აქამდე ჩვენი იყო, ან უნდა ყოფილიყო და შენ არ გესმოდა, დედაჩემი ვერ გადამიწყვიტავს ვისთან მინდა მთელი ცხოვრების გატარება.
-რას ამბობ თორნიკე?_ახლა კი წამოიწია წინ ქალი და თვალები გაუფართოვდა, მიხვდა ეს საპირველ აპრილო ხუმრობა არ იქნებოდა.
-იმას, რომ აქამდე მეძინა, ახლა კი ბევრ რაღაცას შევხედე მეორე მხრიდან, ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს, არც არასდროს გვყვარებია, უბრალოდ თავს წყნარად, მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობდით, სულ ეს იყო, ახლა უკვე ვიცი სიყვარული რასაც ქვია და ვერც კი შეედრება ჩვენს ვითომ გრძნობას.
-წარმოგიდგენია მაინც რას ბოდავ? ერთ თვეში ვქორწინდებით, ხალხს რას ეტყვი?
-აი შენი მთავარი პრობლემაც, პირველ რიგში ის გაინტერესებს ხალხი რას იტყვის, ის კი არ მითხარი ასე გულს როგორ მტკენ და როგორ მტოვებო, იმას დარდობ დაქალებს და სანათესაოს როგორ აუხსნი ამას, თამარ ცოტა დაფიქრდი, ჩემი მოკარებაც არ გსიამოვნებს, 7 წელია ერთად ვართ და ორჯერ გვექნება ნაკოცნი, ხელსაც კი არ ვკიდებდით ერთმანეთს, 80 წლის ბებრებივით ვივახშმებდით რესტორანში და სახლში მივდიოდით, იმის წარმოდგენაც არ მინდა როგორც ცოლ-ქმარი როგორ ვიქნებოდით, საერთოდ მომიწვებოდი გვერდით?
-ეს ყველაფერი რატის ბრალია არა? მისი ხრიკებია, მან აგირია გონება.
-რატის არც კი შეეხო, არ გაბედო და არ ახსენო, რატის ბრალი არაა თუ იდიოტი ბრმა ვიყავი. მე აქ დავასრულე საუბარი.
-ამას ასე არ დავტოვებ თორნიკე, არავის აქვს უფლება ასე მიმატოვოს.
-სამაგიეროდ შენ თავიდანვე მიტოვებული გყავდი.
-ვერ დამშორდები_ხელი მაგიდას დაარტყა ქალმა და ტკივილი არ შეიმჩნია.
-უკვე დაგშორდი, ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ, ოფიციანტს ვეტყვი ტაქსი გამოგიძახოს_მოჩვენებითი სიმშვიდით დატოვა კუპე თორნიკემ და მანქანისკენ წავიდა. სავარძელს მიწოლილმა ერთი ღრმად ამოისუნთქა და გაეღიმა,ახლა უკვე ოფიციალურად თავისუფალია. მაშინვე აკრიბა ნაცნობი ყვავილების მაღაზიის ნომერი და ახლა უკვე განსხვავებულ მისამართზე შეუკვეთა დიდი თაიგული. მალევე დაქოქა მანქანა,ჯერ დღის პირველი საათი იყო, მას კი უამრავი საქმე ჰქონდა წინ.

-ბიძია, მოდი ერთად ვისაუზმოთ_წყლის დუღილში ხმამაღლა დაიძახა განომ კაცისთვის რომ მიეწვდინა ხმა.
-მადლობა ჩემო გოგო, როგორ წუხდები.
-კარგი რა ბიძი, შენს ამაგს ვერასდროს გადავიხდი, ეს კი უბრალოდ საუზმეა.
-ღმერთო როგორ გავხარ მარიამს_თვალები აუწყლიანდა კაცს.
-გარეგნობით ბიძია?_წამში მიუცუცქდა დედის სახელი რომ გაიგონა.
-არა, გარეგნობით სულ მამაშენი ხარ, მაგრამ ხასიათებით მთლიანად ჩემი და, ხანდახან მარიამი მგონიხარ, ჩემ თავს ვერასდროს ვაპატიებ მის მიტოვებას_თავი გადააქნია კაცმა და ამოიოხრა.
-შენ არ იცოდი ბიძია_მალევე მოიღუშა გოგოც და მხოლოდ მაშინ წამოდგა ჩაინიკმა რომ დაყვირა.
-არ უნდა დამეჯერებინა მამაჩემისთვის, და ქონების გამო არ უნდა გამეწირა, იქნებ გადამერჩინა კიდეც.
-მამამ თუ ვერ მოახერხა ვერც შენ შეძლებდი, აღარ გვინდა ამაზე, მოდი ვისაუზმოთ_ხმა გაბზარულმა დაამთავრა განომ და ცხელი წყალი ჭიქებში გადაანაწილა. შემდეგ რაღაც გაახსენდა და სხვათაშორის გამოხედა ბიძას.
-ისე ოდესმე დედას თუ უთქვამს ტყუპისცალი ხომ არ მყოლია? იქნებ ძმა მყავდა.
-არ ვიცი საყვარელო, ხომ იცი სანამ შენზე არ შემატყობინეს მასთან კავშირი არ მქონდა, ისიც არ ვიცოდი შვილი თუ ყავდა, მამაშენის გაქრობის შემდეგ კი მხოლოდ შენ დამხვდი და უკრაინაში წაგიყვანე და გვარი შევიცვალეთ. რატომ მეკითხები? რამე ხომ არ გაიგე?
-არა არა, ეს ისე, უცებ მომაფიქრდა_ხელი აიქნია გოგომ და ჩუმად განაგრძო საუზმობა.

ახალი დასრულებული ქონდა თორნიკეს კერძო დეტექტივთან საუბარი დერეფნიდან ხმამაღალი ხმები რომ შემოესმა, მისი მდივანი ვიღაცას გაცხარებით უხსნიდა რაღაცას და მაღალ ხმას არც ის აკლებდა. ბოლოს მისი კაბინეტის კარები ფართოდ გაიღო და ყვავილების დიდ თაიგულს მოკრა თვალი თორნიკემ, რომელიც გაწითლებულ განოს ეკავა ხელში, უკან კი რატი მოყვებოდა, რომელსაც ისეთი სახე ქონდა გეგონებოდათ ვერ გადაეწყვიტა გულის წასვლამდე ეცინა თუ თორნიკეს გამო დამწუხრებულიყო.
-შენ ცოტას ხო არ უბერავ? ცოტას კი არა საერთოდ სრულ ჭკუაზე თუ ხარ? რა ყვავილები ბიჭო, რა ყვავილები._ წითელ ნაჭერ აფრიალებული ხარივით ბდღვინავდა გოგო და თვალები ისე გაფართოებოდა გეგონებოდა სადაცაა გადმოუცვივდებაო. ხმის ამოღებაც არ დააცადა ბიჭს ისე მიუახლოვდა და ყუთში ლამაზად ჩაწყობილი ყვავილები ასევე ლამაზად ჩამოამფხო თავზე გაოგნებულს. ხელები დიდი საქმე მოლეულივით დაიფერთხა და კაბინეტი დემონსტრაციულად დატოვა.
აი აქ კი გადაწყვიტა რატიმ რა რეაქციაც უნდა ქონოდა და მართლა ლამის შეწუხებამდე იცინა. ბოლოს ისევ იმ მდგომარეობაში მყოფ ძმას მიუახლოვდა, რომელიც არც კი განძრეულა და ყუთის მოშორებას შეეცადა, ფხუკუნით ააძრო გაყინულ ძმას ტანზე დაკრული ყვავილები და ისევ ყუთში მიუჩინა ადგილი.
-ამ, აი აქ ერთი ლილია ამოგზრდია, უი კესანეებიც ყოფილა წელიწადის ამ დროს_კომენტარებს არ აკლებდა ყვავილების მოცილებისას და ვერც ფხუკუნის იკავებდა.
-ძმობას გაფიცებ რაზე ფიქრობდი გაიანეს რომ ყვავილებს უგზავნიდი_ხუთ წუთინი სიმშვიდის შემდეგ თავიდან გასკდა რატი და კვლავ გაყინულ ძმას გახედა.
-რატომ უშვებიან ყუთში ჩაწყობილ ყვვილებს ამდენ წყალს? ტრუსიც კი სველი მაქვს_სრულიად შეუფერებელი კომენტარი წამოისროლა თორნიკემ და რატიმ სიცილის მესამე რაუნდი დაეწყო.

-გისმენთ?_შეკითხვის ფორმით უპასუხა განომ უცხო ნომერს.
-გაიანე გამარჯობა, დაჩი თაბაგარი ვარ მეორე განყოფილებიდან.
-რამე ახალია?
-ახალია განო ახალი, გამოიარე რომ მოიცლი.
-ახლავე მოვდივარ.
აჩქარებული გულით შეაღო განყოფილების კარი გოგომ და მაშინვე დაჩის კაბინეტისკენ წავიდა.
-გამარჯობა დაჩი, შეიძლება?
-მოდი მოდი, ასე უცებაც არ გელოდი_გაღიმება სცადა კაცმა.
-რადგან რამე ახალია რას დავეძებდი რამეს?
-კარგი, დაჯექი, მოკლედ, გახსოვს რამდენიმე თვის წინ მამაშენის გარდაცვალების ცნობა რომ მომიტანე? ნუ ჩვენი აპარატურის გადამკიდე ცოტა დიდი დრო დაჭირდა, თანაც პირველადი პასუხი რომ მოვიდა გადასამოწმებლად გავუშვი, ერთი სიტყვის ის მოწმობა ყალბია.
-მოიცა, მოიცა,ანუ რა გამოდის?
-მამაშენი ცოცხალია გაიანე და ვიღაცა საკმაოდ გაისარჯა ეს რომ დაემალა.

დაბნეული მიმოდიოდა გაიანე სახლში და კაცმა არ იცის მერამდენე კრუგს ურტყამდა ოთახს, ამას არ ელოდა, ეს ვერ წარმოედგინა, ნუთუ უნდა ქონოდა იმის იმედი, რომ მამას იპოვიდა? დაჩიმ დანარჩენი მე მომანდეო და გამოუშვა, მაგრამ ასე უსაქმოდ ვერ დაჯდებოდა, ამჯერად დახმარება ჭირდებოდა, ამდენს უკვე მარტო ვეღარ გააკეთებდა. იქნებ არც იყო მარტო? იქნებ... არაა, ამის იმედიც კი ვერ ექნება, ასე ხომ არხდება? მაგრამ, იქნებ..... ჯანდაბას, რაც იქნებოდა იქნებოდა, უნდა ეცადა, იქნებ სიმართლე აღმოჩენილიყო. თხელი მოსაცმლით ხელში დატოვა სახლი და ნაცნობ გზას დაადგა.

როგორც ყოველთვის ბარი სავსე დახვდა და მაშინვე ცხვირი აიბზუა, სინამდვილეში სულაც არ მოწონდა ყოველ დღე ერთი და იმავე ხმაურის მოსმენა, მაგრამ საჭირო იყო. ძლივს მიაღწია დახლამდე და ავტომატურად გაეღიმა რატის დანახვაზე.
-აუუუ, აი იმენა შოკი ხარ გეფიცებიიი_ტაშით შეხვდა ბიჭი -იცი რამდენი მაცინე დღეეს? აი 20 წლის სიცოცხლე მაქ მომატებული.
-რაზე ფიქრობდა მაინც არ მესმის, რომელი მეყვავილე მე მნახა, ან იმხელა თაიგული სად ტრ**ში წამეღო_ისევ ცხვირი აიბზუა გოგომ -ერთი შენ ვისკი მომე ერთი ყლუპი, სერიოზული საქმე მაქვს.
-რა ხდება?_სასმელი გამოასრიალა რატიმ.
-გახსოვს რომ მკითხე 23 აპრილს ხომ არ იცნობ ვინმეს დაბადებულსო.
-კი როგორ არა, რა დამავიწყებს. დღეს ორ საათში თორნიკემ 30 მასეთი კანდიდატის დოსიე მაჩვენა, კერძო დეტექტივი ყავს აყვანილი_თბილად გაეცინა ბიჭს.
-მეც ვიცი ერთი მასეთი და დიდი ეჭვი მაქვს ისაა ვისაც ეძებ._ერთ ყლუპად გადაკრა სასმელი გოგომ და ლამის დაიშალა დაჭყანულს ისე აეწვა მთელი ორგანიზმი.
-სერიოზულად? ვინაა განო?_ხელები გაუშეშდა წამში დასერიოზულებულ რატის.
-მე.... (8)


ორი გამხდარი ახალგაზრდის სხეული ბარის მოპირდაპირე ქუჩის ტროტუარზე ჩამომჯდარიყო და დუმილის დარღვევას ვერცერთი ბედავდა.
-ანუ მოიცა, ანუ, აუ განო ჩემი და ხარ?_თვალები გაუბრწყინდა ბიჭს და დობის კანდიდატს მოუბრუნდა.
-არ ვიცი რატი, ისტორიები ემთხვევა, ორივე ოჯახს ვეძებთ, ერთ დღეს დავიბადეთ, გადავამოწმოთ?
-რასაკვირველია. რას მეკითხები. თმა მომე_წამში წამოხტა ბიჭი და ხელი გაუწოდა. -ორ დღეში პასუხი გვეცოდინება_ღიმილით ჩამორთვა გოგოს მოპუტული თმა და მალევე აორთქლდა.

ამ ორი დღის მანძილზე ერთმანეთი არ უნახავთ, რატი თორნიკეს ეხმარებოდა მათი გეგმის განხორციელებისთვის, უფროს ძმას შეკვეთილი ნივთი ჩამოსვლოდა და გამწარებული ვარჯიშობდა. რატიმ სამსახურიდანაც გაითავისუფლა თავი და განოზე რომ არ ეფიქრა მთელ დროს ნინის და თორნიკეს უთმობდა, ისე აღაფრთოვანა იმ შანსმა, რომ შეიძლება სწორედ ეს გალეული, თხაპუწა გოგო იქნებოდა მისი და ვეღარაფერზე ფიქრობდა და საოცრად ეშინოდა იმედგაცრუების. როგორც იქნა ლაბორატორიიდან დარეკეს და ბიჭიც პასუხებით ხელში მიუახლოვდა ბარს. გოგო უკვე გარეთ უცდიდა და გაფართოებული თვალებით უყურებდა თეთრ კონვერტს, აი ახლა, ზუსტად ამ წუთას მისი ბედი გადაწყდებოდა.
-უკვე ნახე? დადებითია?
-ვერ გავბედე_ხმა გაუტყდა რატის.
-რას ელოდები გამძვრა სულიი_დაიწკმუტუნა გოგომ და ლამის ძალით გაახევინა კონვერტი ბიჭს.
-აბა? არ ვართ ხო? ტყუილა ვოცნებობდი არა?_ცრემლი მოადგა თვალზე განოს.
-და ვინ თქვა რომ ოცნებები არასდროს სრულდება? გეფიცები ასეთი რამ სერიალშიც არ მინახავს_თვალებაცეკვებულმა ახედა ახლა უკვე დას და წამში მოხვია სიცილით ხელები. -რა მალე გიპოვე, წარმოგიდგენია? მესამე წელია გიცნობ და და ყოფილხარ, აზრზე ხარ ბედი რა არი?
-ვაიმე რატი, გეფიცები თუ მჯეროდეს_სიცილით შემოხვია განომაც ხელები და ერთად განაგრძეს ტრიალი და მხირულება სანამ თორნიკე და ნინი არ შეუერთდათ.
-რა ხდება? ჯეკპოტი მოიგეთ?_სიცილი აუტყდა თორნიკეს.
-უფრო მაგარი რამ თოკა, განო ჩემი დაა, წარმოგიდგენია?
-ვერ... ვერ გავიგე?
-აი ის და რომელსაც ვეძებდი განოა, რა მაგარია ბიჭო ნახე სულ აქვე მყოლია ახლოს.
-ხოო, მართლა მაგარია, გილოცავთ_არადამაჯერებლად ჟღერდა თორნიკეს სიტყვები, მაგრამ მისი რეაქცია ნინის აღფრთოვანებამ და სიხარულმა გადაფარა.
-მოიცა, ანუ რა გამადოს, რძალი მეთვითონვე ჩავიგდე ხელში?_სიცილს ვერაფრით წყვეტდა განო.
-ეეე, ეგ კაი გამახსენე, შენ ჩემ დას აკოცე?_წარბის აწევით გადახედა თორნიკეს რატიმ და მთელი ძალისხმევის მოკრება დასჭირდა ბიჭის სახეზე რომ არ გაცინებოდა.
-ეს ის მომენტია რომ ყვირიან ხოლმე ეს ის არ არის რაც შენ გგონიაო_იდაყვი გაკრა ბიჭს განომ და კვლავ სიცილი განაგრძო.

უკვე ერთი კვირა იყო გასული რატისთვის სიმართლის გამხელიდან და მას შემდეგ ლიანას ვეღარავინ ცნობდა, მთელი დღე შეეძლო ამ დახვეწილ ქალს უბრალოდ ხალათით ევლო, საჭმელზე უარი ეთქვა, კარებისთვის ეყურებინა და შვილებს დალოდებოდა. ვერაფერი მოუხერხა იმ ტკივილს სიმართლის გამხელის შემდეგ რომ დაესადგურებინა მის გულში და აჩრდილივით გადაადგილდებოდა სახლში.
-დე მოვედიით_რატის ხმაზე წამში წამოფრინდა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში.
-დედას უყვარხარ ჩემო საყვარელო, ძალიან უყვარხარ_ცრემლების მორიგი ნაკადი გადმოუშვა ქალმა და ხელებს არაფრის დიდებით უშვებდა სუნთქვა შეკრულ ბიჭს.
-დე დამახრჩობ, მეც მიყვარხარ დედიკო, ოღონდ დღეს ნუ მომკლავ რა საქმე მაქვს_სიცილს თავს ვერ ანებებდა რატი.
-ხო მშვიდობაა დედა.
-კი დე, მოდი მამასთან შევიდეთ.

რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა ბიბლიოთეკაში შეკრებილებთან, რომელიც მოუთმენელმა რატიმ მალევე დაარღვია.
-მოკლედ, გახსოვთ ალბათ, რომ ტყუპისცალი მყავს, ისე გამოვიდა, რომ მე მას ვიცნობდი და ვმეგობრობდი, დღეს კი დავამტკიცე, რომ ჩემი დაა_საზეიმოდ გამოაცხადა და ოჯახის წევრებს გადახედა.
-რა კარგია დედი, როგორ გამახარე, არ გაგვაცნობ?_ბედნიერად გაეღიმა ლიანას თუმცა მალევე ჩაუქვრა თვალები -ანუ... ანუ მშობლებიც იპოვე დედა?
-არა დე, მშობლები დაღუპული გვყავს, სიმართლე რომ გითხრა, დეტალურად ვეღარ მოვახერხე დღეს ყველაფრის გაგება, ეს როგორც კი გავიგე რაღაცაზე მოვილაპარაკეთ და მინდოდა თქვენთვისაც მეთქვა.
-რა ხდება რატი?_გიამაც გაბედა ხმის ამოღება.
-ჩემ დასთან გადავდივარ საცხოვრებლად._განაჩენივით გაისმა რატის სიტყვები და ვეღარც თორნიკემ შეიკავა თავი.
-ასე ხუმრობა არ ვარგა რატი, შენ რა მიგვატოვებ?
-ვიცოდი, რომ დაგკარგავდი, ვიცოდი_ტირილი აუტყდა ლიანას.
-არ გინდათ რა ასე მოქცევა, არ გინდათ რა, არასდროს მიგატოვებთ, რატომ არ გესმით? ჩემიც გაიგეთ, ჩემი და სულ მარტოა, ამდენი ხანი მარტო იყო, მასაც ვჭირდები, მისი უკეთ გაცნობა მინდა, მინდა იგრძნოს რომ გვერდით ძმა უდგას, დედა, გეფიცები არასდროს დაგივიწყებ, ხომ იცი დედას ტყუილად არ დაგიძახებდი, მაგრამ გამიგე, გაიანეს ვჭირდები, ერთმანეთი გვჭირდება. ის დრო უნდა ავინაზღაუროთ რაც გამოგვრჩა.
-მესმის დედა_თავი უმწეოდ დაუქნია ლიანამ -მთავარია შენ მყავდე ბედნიერი.
თორნიკემ ხმის ამოუღებლად დატოვა ოთახი.
დილით უკვე გამზადებული ქონდა რატის ბარგი, ბოლოჯერ მოავლო თვალი უკვე მის ყოფილ ოთახს და ჩანთას დაწვდა. შემოსასვლელში კარებთან იდგნენ გია და ლიანა, ქალი აღარ ტიროდა, მაგრამ არც ბევრი უკლდა დაწყებას.
-არ გინდა დედა რა, მე ბედნიერი ვარ.
-მეც მხოლოდ ეგ მინდა შვილო, სიხარული არ მოგკლებოდეს_მხურვალედ გადაეხვია ბიჭს და ცრემლებს არ მისცა უფლებას წამოსულიყო -მაპატიე შვილო, ეს კი ჩვენი სამახსოვრო ალბომია, იქნებ რომ მოგენატროთ მოსვლა ვერ მოახერხო და ასე გაიხსენე ბავშვობა.
-მე უკვე დიდი ხანია გაპატიე დედა, ხომ იცი გულში წყენის ჩადება ჩემი საქმე არაა, მადლობა, განოსაც დააინტერესებს _ბედნიერად შესცინა ქალს და ახლა კაცისკენ წავიდა.
-დედას მიხედე რა მა_კაცსაც მოეხვია.
-იცოდე შენი და უნდა გაგვაცნო_დახშული ხმით ამოილაპარაკა კაცმა და ბეჭებზე ხელი დაკრა შვილს.
-რასაკვირველია_ყალბი ღიმილით გაიღიმა რატიმ და ოთახი მოწყენილმა მოათვალიერა, სულ ტყუილად, თორნიკე გასაცილებლად არ მოსულა.


-მოდი ძამიკონეე_სიცილით გაიწია კარში მდგომი განო და რატის გზა დაუთმო. -ბიძიააა, ნახე ვინ მოვიდაა_უცებ შეხტა რატი გოგოს დაკივლებაზე.
-უნდა შეგეჩვიო_სიცილი აუტყდა და მაშინვე გახედა კარში ჯოხით გამოსულ კაცს, რომელიც რატის დანახვისას ადგილზე გაიყინა და კანკალი აუტყდა.
-გაიანე.... ეს ..... ეს....
-ეს რატია ანდრუშ, ჩემი ძმა_სიცილით მოხვია ბიჭს ხელი და წინ უბიძგა.
-მარიამს, როგორ გავს მარიამს_ხმა წაერთვა კაცს.
-მარიამი დედა ალბათ არა? ღმერთო მშობლების სახელებიც კი არ ვიცი წესიერად.
-ყველაფერს მოგიყვებ..._სიტყვები ვეღარ ამოთქვა განომ, რადგან ბიძამისი ორივეს მოეხვია და ატირებულმა ჩაიხუტა გულში.

-რატი, არ ვიცი რას იფიქრებ, მაგრამ, იმდენად მინდა დანაკარგი ავინაზღაუროთ, ჩემს ოთახში გაგითავისუფლე კარადის ნახევარი, საწოლი ისედაც დიდია.
-ტყუპი ტყუილად კი არ ხარ? ჩემს გულში ზიხარ_სიცილით აუჩეჩა დას თმები და ჩაიხუტა.
-მოიცა მოიცა დაჩი რეკავს_წამში წამოხტა გოგო და ტელეფონს უპასუხა.
-გისმენთ გამომძიებელო.
-გაიანე, მამუკა ვიპოვეთ_გახარებული ხმით ჩასძახა კაცმა
-მოვდივარ, ახლავე გამოვდივარ_და რატის გაკვირვებულ სახეს მაშინვე უპასუხა.-ჩქარა წამოხტი მამა იპოვეს. აჩქარებული ნაბიჯებით დატოვეს და-ძმამ სახლი და განყოფილებას მიაშურეს.

დაჩის დრო დასჭირდა გამოსასვლელად, ორ საქმეს ერთად იძიებდა და ტვინი სად ქონდა ისიც აღარ ახსოვდა.
-არა რა, ცოლი ნამდვილად გამშორდება_და-ძმის დანახვაზე სახეზე მოისვა ხელები.
-არ იცოდე მაინც ლილიას სიკვდილი რომ ურჩევნია შენს მიტოვებას.
-ეს ახალგაზრდა?_თითი რატისკენ გაიშვირა კაცმა.
-ჩემი ძმაა, ვიპოვე_ძმის ხსენებაზე ორივეს სახე გაებადრათ და ისე გადახედეს ერთმანეთს.
-გილოცავ გაიანე, მიხარია. კარგი, მოკლედ, ხუმრობა დავივიწყოთ და სერიოზულად. არ ვიცი გაიანე როგორ გითხრა, მაგრამ მამაშენის ეგ გარდაცვალების მოწმობა სამართალდამცავების გაკეთებული არ არის, ბაზაში მამაშენი სახელით და გვარით საერთოდ ვერ ვიპოვე და უფრო მაღალი საფეხურების ჩარევა დამჭირდა, საბოლოოდ კი გავიგე, რომ მამაშენი მოწმეთა დაცვის სიტემაშია მონახვედრი, სახელი და გვარი შეცვლილი აქვს და მისი სურვილით ქალაქის ნაცვლად რომელიღაც სოფელშია დასახლებული.
-კი, მაგრამ ასე რატომ?_გაოგნებისგან ენა ძლივს ამოიდგა რატიმ -ანუ, თავისი ნებით მიგვატოვა?
-არა, საქმე უფრო რთულადაა ვიდრე თქვენ გგონიათ, მოკლედ მე სრული ინფორმაცია მაქვს და სიმართლე რომ გითხრათ, რამდენიმე საათი გონზე ვერ მოვედი, რა არ გამომივლია, მაგრამ ასეთი რამ..... ეს თქვენი ოჯახის საქმეა და მთელი გულით გირჩევთ, აი ამ მისამართზე წახვიდეთ და ჩემგან რამის გაგებას მამათქვენს დაელაპარაკეთ, იმასაც გირჩევდი გაიანე, რომ მისი გარდაცვალების მოწმობა თან წაიღო, დაგჭირდება.

ორივე დაბნეული ჩაჯდა მანქანაში და გოგომ მაშინვე ძმას გადახედა.
-მიხარია, რომ მარტო აღარ ვარ, ახლა მარტო აღარ მომიწევს გადაწყვეტილების მიღება, როგორც იტყვი ისე მოვიქცეთ.
-იცოდე დავიმახსოვრებ პირველობას რომ მითმობ_გამამხნევებელი ღიმილით დაუქნია თითი დას და მკერდზე მიიხუტა -იცოდე აღარასდროს აღარ დაგტოვებ მარტო, ყოველთვის შენთან ვიქნები. ახლა კი წავიდეთ და მამას ახსნა-განმარტებითი ბარათი ჩამოვართვათ_ცხვირზე წაკრა დას თითი და მანქანა დაქოქა.
ერთი საათიც არ დაჭირვებიათ ზედა სიმონეთში ასასვლელად, ძლივს სწავლება-სწავლებით მიგნებულ ღობესთან დააყენეს მანქანა და გადმოვიდნენ. გარედანვე მოჩანდა სახლის გვერდით, ბოსტანში დახრილი კაცი, როგორ უთოხნიდა მწვანილებს ძირებს. როგორც ბოლო 16 წლის მანძილზე, არც ახლა ელოდა ვინმეს, ამიტომ მანქანის ხმაზე მაშინვე ამოსწია თავი და მოზრდილი თმა და წვერი დაანახა შვილებს.
-მართლა როგორ გავხარ_ძლივს ამოილაპარაკა რატიმ და მოხვეული ხელით უბიძგა დას ეზოში შესულიყო. (9)

-გამარჯობა_ნერვიულობისა და აღელვებისგან ხმა დაბოხებოდა რატის.
ბავშვების მიახლოებაზე კაცი წამით თითქოს გაიყინა, ორივეს სახეს თვალი მოავლო და გვერდით მოდებულ თოხს მთელი ტანით დაეყრდნო.
-ვინ ხართ?
-მე გაიანე ვარ, ეს კი ჩემი ძმაა რატი.
-ასე ხუმრობა არ შეიძლება ბავშვებო, ჯობია წახვიდეთ, ეს ... ეს შეუძლებელია უბრალოდ, ასე არ ხდება.... მე ვერ გავუძლებ, ძლივს მოვედი ამდენი წლის შემდეგ გონს და არ გინდათ, ვისაც არუნდა მოეგზავნეთ არ გინდათ_ ამხელა კაცი თითქოს რამდენიმე წუთში დაპატარავდა და უაზრო ლუღლუღს მოყვა.
-მამა_ერთი ნაბიჯი წინ გადადგა განომ და ცრემლი ვეღარ შეიკავა -მართლა ჩვენ ვართ. როგორც იქნა გიპოვეთ_ბედნიერს გაეღიმა, მაგრამ კაცის შეშლილ სახეზე ისევ უკან დაიხია და რატის ამოუდგა.
-დამშვიდდი, აქ საჩხუბრად არ მოვსულვართ, ერთმანეთიც ახლახანს ვიპოვეთ და მალევე გავიგეთ რომ შენც ცოცხალი ხარ, განოს მაინც შეხედე, შენი ასლია, მე კი დედას ვგავარ არა?_ნერწყვი ძლივს გადაყლაპა რატიმ.
-ნეტავ იცოდე როგორ გავხარ, ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდებოდა, რომ მის თვალებში ვეღარ ჩავიხედავდი, შენ კი ზუსტად მისნაირი თვალები გაქვს_ცრემლი უკითხავად გადმოუგორდა კაცს თვალებიდან და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა შვილს,ხელი ლოყაზე ჩამოუსვა და უკვე ვეღარც რატიმ მოითმინა, მაგრად მოხვია მამას ხელი და ლამის აღრიალებული ჩაეკრა. მამამაც მოეხვია შვილს ძლიერად და უკვე ყოველგვარი სირცხვილის გარეშე ვეღარც თვითონ დამალა ცრემლები.
-ეე, ერთი გოგო გყავართ და დაგავიწყდით?_ ხელებში გაუძვრა განო მამა-შვილს და მათ შუაში ამოძვრა.
სიცილად გადაქცეული ტირილით ახლა მას მოხვია ორივემ ხელი და მთელი ძალით იხუტებდა მამუკა შვილებს გულში. ამ წუთიდან უკვე დარწმუნებული იყო, სისხლის ბოლო წვეთსაც კი დათმობდა შვილების გამო, ისედაც რამდენი წელი უცხოვრია ამხელა სიცრუეში.
სახლში შესულებს სანამ მამუკა რომელიღაც უჯრაში ფურცლებში იჩიჩქნებოდა, ოთახს გაშეშებულებმა მოავლეს თვალი. მთელი ოთახი თავიდან ბოლომდე ფოტოებით იყო დაფარული, ძირითადად მშობლები იყვნენ, რამდენიმეში ხელში პატარებიც ეკავათ, რამდენიმე ყველაზე დიდი პორტრეტები კი მარიამს ეკუთვნოდა. ერთ-ერთი მაშინვე დაიჩემა რატიმ და ფრთხილად ჩამოხსნა საკიდიდან.
-რა ლამაზია_ხელი გადაუსვა დედის სახეს და უნებურად გაეღიმა, იმ წუთს დარწმუნდა, რომ დედა ყველაზე ლამაზი ქალი იყო მსოფლიოში ვინც კი ენახა.
-იყო,მართლაც ყველაზე ლამაზი იყო_ მამუკას გაბზარული ხმა გაისმა უკან და ორი იდენტური ფურცლით ხელში დაჯდა მაგიდასთან.
-უნდა ვილაპარაკოთ არა?_ღრმად ამოიოხრა განომ.
-რა თქმა უნდა, დაჯექით, იმედია აზრზე მალე მოვალ_სახეზე ხელები ჩამოისვა კაცმა -ყოველდღე ხომ არ ხვდები მკვდრად შერაცხულ შვილებს.
-მამა წყალი ხომ არ გინდა? სახეზე ფერი არ გადევს._მის წინ ჩაიმუხლა რატიმ ფოტოთი ხელში.
-მეტი რაღა უნდა დამჭირდეს ჩემი ორი სანატრელი შვილი მამას მეძახის_თავი უღონოდ გადააქნია კაცმა -არ ვიცი ეს სასჯელი რისთვის დავიმსახურეთ.
-მა, მოგვიყვები?_ფრთხილად ამოხედა განომ.
-მოდი ჩემთან ჩემო გოგო_კალთაში ჩიჯინა საყვარელი ქალიშვილი და ისევ ჩაიხუტა, ვერ ძღებოდა.
-ეეე, ეხა მეც მინდა_პატარა ბავშვივით აბუზღუნდა რატი და სიცილით დაიჯინა მამუკამ მეორე ფეხზე.
-ნუ ეგოისტობ რა, შენ ნინის ეხუტე შენ.
-მოიცა, ნინის რაღატო გადაწვდი ეხა?
-ნინი შენი შეყვარებულია მამა?_ზემოდან დახედა კაცმა.
-ხო მა, აუ იცი რა საყვარელია, გაგაცნობ_ლამის გულები ამოუცვივდა რატის თვალებიდან -ამ ქალბატონსაც ყავს სხვათაშორის_განოსკენ გაიშვირა ხელი.
-აუ რატი ტყუილის გამო მოგხვდება_თითი დაუქნია გოგომ.
-ვინ არი?_წარბები შეეკრა კაცს, წამიერად გაიღვიძა მასში მამობრივმა ინსტიქტმა, შუაზე გადახსნიდა ვინმეს რომ მისი გოგოსთვის გული ეტკინა.
-ჩემი ძმა_სიცილი აუტყდა რატის -ანუ, რომელმა ოჯახმაც გამზარდა მათი შვილი.
-მამა გატყუებს, იმ იდიოტის შეყვარებულობაღა მაკლია რა, 80 წლის ბებრები არ მიზიდავს_გაბუტულმა გადააჯვარედინა მკერდზე ხელები და ტუჩების გამობუშტვაც არ დავიწყნია.
-ახლა რომ გიყურებთ ვერაფრით ვხვდები უთქვენოდ როგორ ვცხოვრობდი_ერთად მიიხუტა ორივე და მათ შორის ჩარგო თავი.
-დროა დავიწყოთ არა?_რამდენიმე წუთში უფრო დამშვიდებულმა გადახედეს ერთმანეთს და მამუკამაც დაიწყო:
-არ ვიცი იცით თუ არა, დედათქვენი რბოლებზე გავიცანი, იმ პერიოდში მოტოს ყოლა და შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება, ძალიან მაგარ ბიჭობად ითვლებოდა_გაეღიმა წარსულის ხსენებაზე მამუკას -ერთ-ერთი რბოლის დროს დავინახე, ცენტრალურ გზაზე იდგა განაპირა მხარეს და ისეთი სახით იყურებოდა ზედ ეწერა ნეტა აქ რა ჯანდაბა მინდაო, ისე გავერთე მის ყურებაში, უკნიდან დაწეული მოწინააღმდეგე დამეჯახა და მოვსრიალდი. ფეხი ვიტკინე, მარიამი სამედიცინოზე სწავლობდა და დამეხმარა, ღმერთო ის ისეთი კარგი იყო, ანგელოზს გავდა, როცა მითხრა მეც მიყვარხარო ვფიქრობდი მეტი რაღა უნდა დამჭირდეს ცხოვრებაშითქო. სამწუხაროდ, ყველაფერი ასე ბედნიერად არ დასრულებულა, მამამისი საკმაოდ მდიდარი ბიზნესმენი იყო და მრბოლელი სიძე არაფერში ჭირდებოდა, ყავდა კიდეც საქმრო შვილისთვის არჩეული, მისი პარტნიორის შვილი. მარიამმა არ დამთმო, მიატოვა ოჯახი და ჩემთან წამოვიდა, გეფიცებით ერთი წამიც არ ყოფილა ისეთი, რომ გადაწყვეტილებას ვნანობო ეთქვა, იმაზე მეტად ვიყავით ბედნიერები ვიდრე საერთოდ ადამიანს შესწევს, მერე თქვენზე გავიგეთ,სიხარულისგან რა გაეკეთებინა აღარ იცოდა, საკუთარი ხელით დაიწყო თქვნთვის ტასაცმელის შეკერვა, ასე უფრო მსიამოვნებსო ამბობდა, მალე მშობიარობა უწევდა კიდევ ერთ რბოლაში რომ მივიღე მონაწილეობა, ორგანიზატორს საზღვრებს გარეთ უნდოდა გასვლა და მონაწილეებს ეძებდა, მინდოდა ავერჩიე, კარგ ფულს იხდიდა. დასალაპარაკებლად მივდიოდი როცა ყური ნარკოტიკს მოვკარი, სწორედ ჩვენ გამოყენებას აპირებდა ნარკოტიკის გადასაზიდად და უარი ვუთხარი. მთავარი მაშინ მოხდა, როცა გავიგე, რომ ორგანიზატორი დედათქვენის ყოფილი საქმრო აღმოჩნდა, დავემუქრე თუ ჩემს ოჯახს თავს არ დაანებებ პოლიციასთან დაგასმენთქო. ცოტა ხნით გაჩერდა. დაიკარგა, ამასობაში თქვენ გაჩნდით, მარიამს არც მამასთან და არც ძმასთან არ ქონდა კავშირი, დედა პატარაობისას დაკარგა. ვფიქრობდი ყველაფერი დასრულდა და შვილებს წყნარად აღვზრდითთქო. თურმე ყველაფერი წინ იყო_ ძლივს წამოდგა ფეხზე მამუკა და წყლის ჭიქით ხელში დაბრუნდა, ფანჯარასთან მისულმა კი ჩახლეჩილი ხმით განაგრძო -ორი თვის იყავით რაღაც ავადმყოფობა რომ შეეყარა გაიანეს, მარიამმა აფთიაქში ჩავალ წამლებისთვისო და რატიც წაიყვანა, შენ მე არ მშორდებოდი, მამიკოს გოგო იყავი და კიდევ რატის ვეღარ დავიტოვებდი. რამდენიმე საათში რომ აღარ დაბრუნდა მარიამი, სახლიდან მეც გამოვედი, მაშინ ასე მობილურები არავის ქონდა. ბევრი გეძებეთ, კიდევ კარგი უკვე ზაფხული მოდიოდა და ამინდი ხელს მიწყობდა, ერთ-ერთ ქუჩაში ვიპოვე, გაფატრული ცივ ასვალტზე ეგდო, ისიც ვერ გავბედე ხელი მომეკიდებინა, ყველგან სისხლი დიოდა, საზარელი სანახაობა იყო, შენ კი რატი არსად ჩანდი. პოლიციამ შენი სისხლიც იპოვა, რომელიც მდინარემდე მიდიოდა და მკვდრად გამოგაცხადეს, ამდენი სისხლის დაკარგვის შემდეგ ვერ გადარჩებოდაო, მდინარეში კი ძებნა არც დაუწყიათ ორი თვის ბავშვის ცხედარს რას ვიპოვითო. მაპატიე შვილო, მაინც უნდა მომეძებნე_ცრემლი გადმოუგორდა კაცს.
-ყველა შენსავეთ მოიქცეოდა მამა, შენი ბრალი არ არის.
-მე რაღატო აღმოვჩნდი მარტო მამა?_ტირილში ძლივს ამოილაპარაკა განომ.
-მივხვდი ეს დათოს დამოქმედარი იყო და დავასმინე, მის წინააღმდეგ ჩვენება მივეცი, გამწარებული ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი, მართლაც აღმოუჩინეს ჩხრეკისას რამდენიმე გრამი ნარკოტიკი და ამდენი მოწმე ვეღარ ჩაფარცხა, თანაც მე ფულზე იცოდა არ დავთანხმდებოდი, ცხოვრებას კი მხოლოდ ჩემი გოგოს ხათრით ვაგრძელებდი, შენ არ იცი გაიანე რამხელა როლი ითამაშე ჩემთვის. მარიამი ჩემი მთელი ცხოვრება იყო, მის შემდეგ კი შენ დამრჩი და მთელ დარდს შენს გაზრდაში ვაქსოვდი. სასამართლო დიდხანს გაიწელა, ორი წლის იყავი 20 წლით თავისუფლების აღკვეთა რომ მიუსაჯეს, მთელ სიბრაზეს ჩემზე აფრქვევდა, იმუქრებოდა ციხიდანაც მოგწვდებიო, მე კი თავი სამშვიდობოს დავიგულე. რამდენიმე თვეში აასრულა დანაპირები, სახლში ხალხი მომიგზავნა და სადღაც წამიყვანეს, მთელი ორი თვე წარმოდგენაც არ მაქვს სად ვიყავი, პოლიციამ მიპოვა და გამათავისუფლა, სახლში მოვიჩქაროდი და შენ გკითხულობდი, ერთ-ერთმა გამომძიებელმა შენი სიკვდილის ცნობა რომ დამიდო წინ, ჩემი წაყვანის შემდეგ სახლში ხანძარი გაუჩენიათ და ჩაქრობის შედეგად ბავშვის გვამი იპოვესო, ეჭვი არც შემპარვია იმდენად სასტიკი იყო, ახლა ბედნიერი ვარ რომ მოვუტყუებივარ, მე სახელი შემიცვალეს და აქ წამოვედი.
-კი, მაგრამ მამა, ცოტა არარეალურად ჟღერს, ამდენი რამ როგორ მოახერხა?
-შენ არ იცნობდი მას რატი, უამრავი ფული ქონდა, სულ რამდენიმე ადამიანის მოსყიდვა დასჭირდებოდა, დაამზადებინებდა ყალბ გარდაცვალების მოწმობებს, ორ გამომძიებელს დაავალებდა ჩემთვის ყველაფერი აეხსნათ, და როცა სახელს შევიცვლიდი თუნდაც იგივე გამომძიებლები ძველ სახელზე იგივე მოწმობას გასცემდნენ. თანაც ისეთი პერიოდი იყო სახელმწიფოში სრული ქაოსი და არეულობა სუფევდა, ხელისუფლება იცვლებოდა, ხალხი კი თავის გადარჩენაზე, ფულის შოვნაზე და ციხის აცდენაზე იყო გადასული. არ გაუჭირდებოდა ქრთამით ვინმეს მოსყიდვა.
-და ამდენი რამ მხოლოდ იმიტომ, რომ დედამ უარი უთხრა?_ცრემლების წმენდას ვეღარ აუდიოდა განო.
-როგორ გითხრათ, დედათქვენი ულამაზესი ქალი იყო, დათოს უყვარდა, საცოლედ ასახელებდა, საქმე ბევრად დიდ და ბობოლა ხალხთან ეჭირა, ნარკოტიკებსა და პროსტიტუციაში ერეოდა, მარიამმა კი მისი საქციელით შეარცხვინა, ქალს რომელსაც საცოლეს ეძახდა უბრალო, უფულო მრბოლელში გაცვალა, ეს კი მის შეურაცყოფად ჩათვალა და შური იძია. თქვენ სად იყავით? თქვენ როგორ იპოვეთ ერთმანეთი?
-მე ვიღაცამ მდიდარი ოჯახის კართან დამსვა_რატიმ დაიწყო -ზედ კი წერილი მედო თურმე სადაც ეწერა, რომ ტყუპისცალი მიკვდებოდა და ერთადერთი მისი გადარჩენის გზა ჩემი გაშვილება იყო, ამიტომ აღარ დაუწყიათ პატრონის ძებნა ისე მიშვილეს. რამდენიმე კვირის წინ წამოცდა დედაჩემს, რომ აყვანილი ვყავდი, მანამდე წამითაც არ უგრძნობინებია, ჩემს ძმაში არ მანსხვავებდნენ, უბრალოდ მათგან იმდენად განვსხვავდებოდი, მე და განო სულ ვიცინოდით ნაშვილები იქნებიო. აი განო კი ორი წლის წინ გავიცანი რბოლაზე, იცი საუკეთესოა, ყოველთვის ის იგებს, მხოლოდ ერთხელ შევძელი მომეგონა_სიყვარულით აუჩეჩა დას თმა.
-რბოლებში? ორივე?
-როგორც ჩანს სისხლმა გვიყივლა მა_გაეცინა განოს -მე კიდევ როცა გაქრი ბიძია მოძებნეს და შენი გარდაცვალების ცნობა მოგვცეს, ახლა ვხვდები რომელმა გამომძიებლებმაც, ანდრომ კიდევ თავისთან წამიყვანა და დარჩენაზე რომ არ შემქმნოდა პრობლემა მისი გვარი მომცა.
-ესეიგი ანდრომ გაგზარდა, ანუ ნანობს მის დას რომ უღალატა.
-ყოველ დღე მა, იცი სულ როგორ ამბობს რომ შეცდა?
-ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ_ბედნიერად გაეცინა კაცს და ისევ ხელები მოხვია შვილებს. -რბოლებს რაც შეეხება კარგია, ის რომ ციხეშია, იმედია მისი დამქაში არაა ორგნიზატორი.
-ამ, არა მა, ორგანიზატორი მე ვარ_თავი ჩაღუნა განომ.
-ვერ გავიგე? რატომ არ ვიცოდი? შენს გამო გვიჭერდნენ ამდენჯერ და მე ისიც კი არ ვიცოდი, რომ თურმე ჩემი დის წინააღმდეგ იყო ბრალდებები?
-დამავიწყდა მეთქვა რატი, კარგი რა, მინდოდა მათ შორის გავრეულიყავი და მთავარამდე მიმეღწია. თანაც დაჩიმ თავიდანვე იცოდა მე რომ ვიყავი და ხელს მაფარებდა. ავუხსენი რატომაც ვაკეთებდი და გამიგო.
-რას ამბობ გაანე?_წამოიყვირა მამუკამ.
-მა გაანე რატო?
-შენს სახელს ვერ ამბობდი და თავს გაანეს ეძახდი, მეც ყოველთვის ამ სახელით გიხსენიებდი_მხრები აიჩეჩა კაცმა და მალევე შეკრა წარბები -თემას ნუ ცვლი, რაში გჭირდება ის ხალხი?
-იმაში რომ დათო თავისუფალია მა, ხუთი წლის წინ გამოუშვეს.
-ჯანდაბა, მაინც გამოძვრა ეგ ნაბი*ვარი_ნერვიულად დაიწყო კაცმა წინ და უკან სიარული. -ანუ ახლა ისევ საფრთხე გემუქრებათ._ნერვიულად გადახედა შვილებს და სიმწრისგან ლამის ლომივით დაიწყო ღრიალი. (10)

-ნუ ნერვიულობ მამა, პატარები ხომ არ ვართ? მივხედავთ თავს_ბეჭზე ხელი დაკრა რატიმ მამას.
-არამარტო საკუთარ თავს _მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა განომ და ბიჭებს თვალი აარიდა.
-გაანე......
-იმედია იმას არ აპირებ რაც მგონია_მამას სიტყვა გააწყვეტინა ბიჭმა.
-დიახაც ვაპირებ, დედას ისე მოკვლას არ შევარჩენ, ახლოს ვარ, იციან ორგანიზატორი რომ ვარ, დღეს ან ხვალ დამირეკავენ და შეხვედრას მთხოვენ, უნდა ვნახო გესმის?
-გაიანე, ერთმანეთი ახლახანს ვიპოვეთ, არ მოისმინე რა გააკეთა საფრთხე რომ შეექმნა? გინდა ისევ ერთმანეთი დავკარგოთ?
-რატი ახლა არც შენ ხარ ორი თვის და არც მე ორი წლის, მშვენივრად შეგვიძლია თავის დაცვა, მამაც ჩვენთანაა, თუ დაგვჭირდა დაჩიც დაგვეხმარება.
-თქვენი ისევ დაკარგვა აღარ მინდა რატომ არ გესმის? უბრალოდ უთქვენოდ აღარ მინდა_ხმა გაუტყდა რატის -მამა უთხარი რამე_კაცს მიუტრიალდა, რომელიც ფანჯრიდან გარეთ იყურებოდა და რაღაცაზე ფიქრებში ჩაძირულიყო.
-როგორც მამა, ვალდებული ვარ ამ იდეაზე უარი გათქმევინოთ, როგორც ქმარი კი ცოლის მკვლელობისთვის შურისძიებაზე უნდა ვფიქრობდე, ახლა თქვენ მყaვხართ, ორივე მართალი ხართ, არ ვიცი.
-მამა მე უკან არ დავიხევ, ორი წელია უკვე გავერიე და ახლა აღარ დავიხევ უკან, მე ამ საქმეში გარევას ყველაფერი შევწირე გესმის? მეგობარიც კი არ მყავს, არავისკენ გამიხედავს, მიზნად დავისახე და სანამ ბოლომდე არ მივიყვან არ გავჩერდები, ან თქვენთან ერთად, ან უთქვენოდ._თავი ამაყად ასწია მაღლა და თვალებ აცრემლებულ მამას გადახედა.
-ხასიათებით სულ დედაშენი ხარ, სწორედ ასე ელაპარაკებოდა მამამისს მე რომ მიცავდა. მე შენთან ვარ შვილო, მარტო არც ერთი აღარ იქნებით არასდროს_მამის პასუხზე რატი ფრუტუნით დაუბრუნდა დივანს და გაგულისებული უყურებდა მოხვეულ მამა-შვილს.
-მგონი დროა წავიდეთ_უხერხული ღიმილით გადახედა ძმას განომ.
-არ დარჩებით? დღეს მაინც.
-ვერა მა, ანდრუშას მარტო ვერ ვტოვებ ხოლმე, წამლების სმა ეზარება.
-წამლების?
-წელიწად ნახევრის წინ ავარიაში მოყვა მა, ხოდა ფეხი ტკივა, გამაყუჩებლებს სვამს და სულ ეზარება ხოლმე ამხელა ტაბლეტებს ვერ ვყლაპავ მომაცილეო მეძახის, ამიტო ვერ ვტოვებ, მერე ტკივილებისგან იტანჯება და ცოდვაა._ისე ტიტინებდა მამის კალთაში კომფორტულად მოწყობილი გოგო, კაცმა ვერ მოითმინა და ლამის კოცნით დაახრჩო, აღარ უნდოდა წამით მაინც უკვე ბავშვების გარეშე.
-სად ცხოვრობთ მა ახლა?
-შენს ბინაში, ანდრომ გაარემონტა და იქ ჩამოვედით, 13 წლის ვიყავი, ბაბუა გაკოტრდა და ყველაფერი დაკარგა, ჩვენც აქ გადმოვედით. არ ჩამოხვალ? ჩვენთან არ გინდა?
-როგორ არ მინდა ჩემო პატარა, უთქვენოდ ვეღარც გავჩერდები, მალე ჩამოვალ_ორივე შვილები ხელებგადახვეული გაიყვანა გარეთ.
-ახლა ის მითხარი, ის ბიჭი ვინაა ძლივს ნაპოვნ შვილს რომ მართმევს?_წარბები აუთამაშა ქალიშვილს და სიცილი აუტყდა მის დამანჭულ სახეზე.
-გართმევს არა ის, ერთი ჯარიმის ფურცელიც არ აქვს, გესმის? მაქსიმუმი სიჩქარე 60 მისი მანქანისთვის.
-მოიცა და შენ რამდენი ჯარიმა გაქვს?_ახლა მართლა გაიმკაცრა ხმა მამუკამ.
-მეე? ნუ რამდენიმე_მორცხვად დახარა თავი განომ.
-გაანე!!!
-ხო კარგი, რა მოხდა, ცოტა თავნება ვარ, აი სუუულ სუუუულ ცოტა_ცერა და საჩვენებელი ოდნავ დააშორა ერთმანეთს.
-ცოტა?_ახლა ძმამ აუწია წარბი.
-ეეე, ახლა ასე უნდა დაიწყოთ ორივეემ?
-ჩვენ არა და თორნიკე მოგხედავს_სამაგიერო გადაუხადა რატიმ და მიიღო კიდევაც მუჭი ბეჭში.
-აუ მა, მართლა, ჩემები მკლავენ ერთხელ ერთად ვივახშმოთ გაგვაცანი შენი ოჯახიო და ხომ წამოხვალ?
-აბა რას ვიზამ მამა, მთელი ცხოვრება ვერ ამოვალ მათი ვალიდან.
-აუუ, ანუ მთქნარებისთვის უნდა მოვემზადოო? იცი მა რა მოსაწყენი ხალხია? პრინციპში მშობლები არ ვიცი, მე თორნიკეთი ვმსჯელობ_მხრების ჩეჩვით მივიდა მანქანის კართან და გამოაღო.
-გაანე, ხალხზე მასე საუბარი არ შეიძლება._თითი დაუქნია მამამ. -ფრთხილად იარეთ, მეც მალე ჩამოვალ_მხრებზე მოეხვია ბიჭს.
-დროებით მა_გადახვევისას ყურში ჩუმად ჩაჩურჩულა რაღაც და კაცმაც სიცილით დაუქნია თავი.
-ეეე, ეგ რა საქციელია_ახლა მობუზღუნე გოგო ჩაიკრა გულში.
-ტელეფონი არ მაქვს, რომ ჩამოვალ პირდაპირ სახლში მოვალ_კარგად ჩაკოცნა ქალიშვილი და დაძრულ მანქანას ხელი დაუქნია. ბედნიერი იყო, პირველად 16 წლის შემდეგ.
-ახ მარიამ, იმედია ხედავ რა კარგები არიან_თავის ქნევით ჩავიდა ეზოში და ნელნელა ნივთების მოგროვება დაიწყო.


შეუსვენებლად დაქროდა ახალთახალი მოტო სავარჯიშო გზაზე და ტრენერს თვალის შევლებაზევე უკან იტოვებდა. არც დაუთვლია მერამდენე კრუგზე გააჩერა მის ფეხებთან და ჩაფხუტის მოუხსნელად ახედა.
-შენი რეკორდია_გახარებულმა დაანახა კაცმა წამზომი.
-რბოლა სამ დღეშია, შევძლებ არა?
-რა თქმა უნდა, აი რას ნიშნავს მონდომება და სურვილი, ასე მოკლე ხანში ასეთი შედეგი მართლაც კარგია.
-ხვალ იმავე დროს?
-კი ბატონო_თავი დაუქნია კაცმა და უკვე გაქროლებულ მოტოს ღიმილით გააყოლა თვალი.

როგორც ყოველთვის გადავსებული იყო კლუბი ახალგაზრდებით, გაიანე ძმას უჯდა წინ და ახლა კოქტეილს უგემოვნებდა, მეგობრები აღარც გახსენებია, რატის გარდა არავინ აინტერესებდა.
-გამარჯობა რატი_ნაცნობი ხმა მოესმა გვერდიდან და ცალი თვალით ახედა ბიჭს. თითქოს სხვანაირი ჩანდა, ოდნავ კიდევ გამხდარიყო, თვალები ჩაცვენოდა და ჩაშავებოდა. თავი გამოიჭირა ბიჭის თვალიერებაში და მაშინვე აარიდა მზერა.
-როგორც იქნა თოკა, სად დაიკარგე რა_მაშინვე გარეთ გამოვიდა რატი და ძმას მოეხვია.
-მაპატიე, მე არ ვიცი რა დამემართა, უშენოდ იმ სახლში ვერ ვჩერდები_მანაც ხელი მოხვია ბიჭს.
-ხომ იცი, რომ არასდროს დამკარგავ, უბრალოდ ახლა ჩემ დას ვჭირდები.
-მესმის რატი, ახლა მესმის. აბა, როგორ ხარ?
-კარგად, თქვენ? ხვალ გამოგივლით, დედას ვნახავ.
-კარგს იზამ, ძალიან ენატრები, უხარია, რომ ბედნიერი ხარ, მაგრამ მაინც სულ ტირის.
განო გაოცებული უყურებდა ბიჭებს და სკამს დახედა ხო ნამდვილად აქ ვზივარო, ბოლომდე აიგნორებდა თორნიკე, თვალსაც კი არ აპარებდა, შეამცივნა და მოიბუზა, არ ელოდა მისგან ასეთ საქციელს. უთქმელად წამოდგა სკამიდან და გარეთ გავარდა, უცებ ვეღარ აიტანა იქაური გარემო. რამდენიმე წუთში რატიც დაეწია.
-რა ხდება გაიანე?
-არაფერი, ჩავიხუთე.
-მისი უყურადღებობა ვერ აიტანე, არა? შენ თავთან მაინც აღიარე რომ მოგწონს.
-არაფერიც, მათზე ვფიქრობდი და ახალ გეგმას ვიმუშავებდი უფრო მალე როგორ შევიპარო.
-განო დაივიწყე, რამე რომ მოგივიდეს რა უნდა ვქნა?
-რა ხდება?_თორნიკეს ხმა მისწვდა ორივეს
-რატი, ხომ მშვიდობაა?_ნინიც უკან მოზდევდა ბიჭს.
-განოს დედას გამო შურისძიება უნდა_ხმამაღლა შეყვირა რატიმ და გაცეცხლებული მზერა დისკენ მიმართა.
-აუჰ, როგორ შეაშინებთ ამხელა ბუმბერაზი ქალის მუქარაა_ირონიულად ჩაეცინა თორნიკეს.
-მაინც გავაკეთებ და შენ საერთოდ მოკეტე, არავინ გეკითხება_ისედაც თორნიკემ მოუშალა ნერვები და შანსი ქონდა შური ეძია.
-მეც დაგეხმარებით_მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-არც მე დაგტოვებ მარტო, თუ რამეში გამოგადგებით_ნინიც მიეხუტა რატის.
-მაგარია, ფანტასტიკური ოთხეული._ირონიულად გამოსცრა განომ.
-რას გვიწუნებ?_ღიმილით ჩაუდგა ჯიბრში თორნიკე.
-აბა გადახედე, ერთს მე ვუყვარვარ, მეორეს ჩემი ძმა, ეს კიდე ამის სიყვარულითაა დაბრმავებული და საქმეზე მხოლოდ მე ვფიქრობ.
-მამა დაგავიწყდა გაანე, ანუ ფანტასტიკური ხუთეული გამოვდივართ_მამის სიცილნარევი ხმა გაიგონა ზურგს უკან და მაშინვე ხელებგაშლილი გაექანა.
-მამიკოოოო_მთელი ტანით შეაფრინდა კაცს და კინაღამ წააქცია.
-მა, აქ საიდან?_რატიც გახარებული მოეხვია.
-სახლში ვიყავი და ანდრომ მითხრა სადაც იქნებოდით, ეს ალბათ ნინი, არა?_ღიმილით გაეცნო სარძლოს.
-ხო მა, ეს ჩემი ნინია_გაკრეჭილმა მოხვია შეყვარებულს ხელი და მამას გაეჯგიმა.
-აი ეს კი, ალბათ განთქმული თორნიკე_ხელი გაუწოდა ბიჭს.
-დარწმუნებული ვარ ჩემზე გაიანე მოგიყვებოდათ ყველაფერს დეტალებში_სიცილით ჩამოართვა ხელი და კაციც აიყოლია.
ცოტა ისაუბრეს და მალევე დაიშალნენ. ერთმანეთის გაცნობას მოუნდნენ. წასვლისას თორნიკე განოს ყურთან მივიდა და უჩუმრად ჩაჩურჩულა:
-ეგ ზედმეტი თავდაჯერებულობა იქნება ერთ დღეს კისერს რომ მოგატეხინებს.

როგორც ყოველთვის უამრავი ხალხი ირეოდა რბოლაზე, ახლა ორმაგად ნერვიულობდა გაიანე, მამის თვალწინ პირველად გამოვიდოდა, თანაც მისი მოტოთი.
-ეს ცოცხალია?_აღელვებულმა დახედა საყვარელ ნივთს მამუკამ.
-კი მა, მე გამოვდივარ ამით.
-რაც მამა ის შვილები_სიცილით გადახედა რბოლისთვის მზადყოფნაში მყოფ შვილებს.
ერთი ახალწვეული ყავდათ, ჩაფხუტს არ იძრობდა, მონაწილეობის ფულიც ისე ჩაუთვალა გოგოს ხმაც არ ამოუღია, თითქოს ეს მოძრაობა ეცნობოდა განოს და არც ეცნობოდა.
მზადმყოფი მიაწვა მთელი ძალით გაზს და პირველობას რატისთან იყოფდა, მაინც ჩამოიტოვა ძმა და მეორე წრეზე წავიდა, სადაც იყო ფინიშის ხაზიც უნდა გადაეკვეთა ახალმა ბოლო წამს რომ გადაუსწრო და გამარჯვებულის ტიტული ჩამოართვა. გამწარებულმა მოიხსნა ჩაფხუტი და ახალს გადახედა, როგორ უნდოდა ერთი კარგად გამოელანძღა ეს იდიოტი ვინც იყო და გული მოეოხებინა, მაგრამ ყველა სიტყვა უკან გაუბრუნდა და გაოცებისგან პირი დააღო ჩაფხუტ მოხსნილში კარგად ნაცნობი პიროვნება რომ დაინახა. (11)
-შენ... შენ.. შენ...
-მე, მე რა გაიანე? ენა გადაყლაპე, ჩაყლაპე თუ ჩაგივარდა?_ირონიულად გაუცინა თორნიკემ. -ხედავ? ფორმაში აღარ ხარ, 80 წლის ბებერმა მოგიგო_თვალი ჩაუკრა ჯერ კიდევ ყბა დაღებულ გოგო და იმ ბრბოსკენ გაემართა მოლოცვას რომ აპირებდნენ.
-კოღოების სეზონი იწყება მამა_სიცილით დაუხურა პირი მამუკამ შვილს.
-ახლა ამას გავბდღვნი_ძლივს დაიჭირა კაცმა წინ გაჭრილი ქალიშვილი და ძლივს შეკავებული ხარხარით დაუძახა რატის, რომელიც გახარებული ეხვეოდა თორნიკეს და ულოცავდა.
-შენ იცოდი არა? შენ მიიყვანე კლუბში ხო?_ცოფებს ყრიდა განო და ძმაზე გადაწყვიტა ჯავრის ამოყრა.
-რა თქმა უნდა, მთხოვა და უარს რატომ ვეტყოდი.
-დამპალო მოღალატე_ახლა მისკენ გაიწია გოგო.
-საკმარისია განო, გეყოფა, ვდები მაინც როგორ იქცევი? ეს რბოლაა ხან მოიგებ ხან წააგებ. გეყოს და დაწყნარდი_ხმა გაიმკაცრა ბიჭმა.
-იმასაც ხომ გააჩნია ვინ მოგიგებს_ლამის ცრემლები წამოუვიდა გოგოს.
-შენ რამ უფრო გაგამწარა, რბოლა რომ მოგიგო თორნიკემ თუ არც ისეთი მოსაწყენი და ბებერი რომ აღმოჩნდა როგორიც გეგონა?
-თავი დამანებე რატი_ბოლოჯერ შეუბღვირა რატის და გამარჯვებულისკენ წავიდა მოგებული ფულის გადასაცემად.
-მოწონს_ამოიხვნეშა მამუკამ.
-თუ უფრო მეტიც არა_გაეცინა რატის და მამასთან ერთად ბარისკენ წავიდნენ.

როგორც ყოველთვის ხმაური, ხალხი და ალკოჰოლი არ აკლდა კლუბს. რატიმ თავისი ადგილი დაიკავა და მამა წინ დაიჯინა ნახე რა გაგასინჯოო, განოც იქვე მიუჯდა და დაბღვერილი სახით გაჰყურებდა კუთხეში მჯდომ თორნიკეს ერთ-ერთ ახალ შეძენილ თაყვანისმცემელს რომ ესაუბრებოდა.
-რატი, ეს ჩვენი მაგიდის ანგარიშია_უჩუმრად მოეპარა გვერდიდან და დახლზე ფული დაუდო ძმას.
-მიდიხარ უკვე?
-ხო, მე და ნუცას გასეირნება გვინდა, კარგი ამინდია და როგორც მასწავლეს გოგოები გიჟდებიან ქუჩებში ფეხით მოსეირნე წყვილებზე_ვითომ ჩუმად გადაუჩურჩულა, ოღონდ ისე რომ განოსაც გაეგონა და თავის ნუცას ხელი მოხვია -შეხვედრამდე ბატონო მამუკა_ხელი დაუქნია კაცს და ორივე კარში გაუჩინარდნენ.
-დამპალი არაკაცი_მისი ჭკუით ხმადაბლა ჩაიბლუკუნა გაიანემ.
-აჰა, გიშველის რომ არ გასკდე_არაყის პატარა ჭიქა დაუდო ძმამ და სიცილით გაუვსო მეორედაც.

პირველად რჩებოდა მთელი ოჯახი ერთად და არც მამას და არც შვილებს დაძინება არ უნდოდათ, ტელევიზორთან იჯდნენ და ყველაფერს განიხილავდნენ რაც გაახსენდებოდათ, განოს უხასიათობაც არ გამოპარვიათ და მამუკა ადგილზე ვერ ისვენებდა.
-გაანე, საყვარელო რა მოხდა?
-არაფერი მა_ძლივს გაუღიმა კაცს და ტელევიზორი სხვა არხზე გადართო.
-ჩემო პატარა, იქნებ შანსი მიგეცა?
-რაა? რა შანსი მამა? მაჭანკლობ?
-აი ხედავ? არც კი გიკითხავს ვის უნდა მივცე შანსიო, ანუ იმ ბიჭზე ფიქრობ, დიდი ხანი არაა რაც მამობის შეგრძნება დავიწყე, მაგრამ ყველაფერი მირჩევნია შენს ასეთ ყურებას.
-თორნიკე არაფერ შუაშია მა, წავალ დავიძინებ_მოწყენით გაუღიმა ოჯახის წევრებს და რამდენიმე წუთში პიჟამოებით ლოგინში შეგორდა. ვერაფრით მოისვენა სანამ ბლოკნოტში შენახულ, ბიჭის ნაჩუქარ, უკვე გამმარ ვარდს არ დახედა და ისევ ლოგინს დაუბრუნდა.

-დილა მშიდობის ოჯაახს_მხიარული ხითხითით შევარდა სამზარეულოში და მამას მოეხვია, რომელიც საუზმეს აწყობდა.
-მამა რატი?
-ვერაფრით გავაღვიძე, წიხლიც კი ვკარი, მაგრამ არაფერი, ძლივს დამაძინე წუხელი შუაღამემდე ნინის ემესიჯებოდა_ტუჩები დაპრუწა სასაცილოდ გოგომ და ოთახში შემოსულ ძმას გახედა -აჰა, ბალიშ აფეთქებულიც ადგილზეა.
-რა გაღრიალებს გოგო დილიდან.
-დილა ასე ჩემსავეთ ენერგიით უნდა დაიწყო, თორემ მძინარა შენც გვეყოფი_ენა გამოუყო ძმას და მისი რეაქცია ვეღარ დაინახა, ისე გადაფარა მამის მკლავებმა. კაცი ორივეს იხუტებდა და სითბოს ერთმანეთში ანაწილებდა.
-რა ბედნიერი ვარ თქვენ რომ მყავხართ.

შუადღეს თორნიკე ესტუმრათ, უფრო კარგად გაიცნო მამუკამ და კმაყოფილი დარჩა, სასიძოდ ნამდვილად მოსწონდა, მართალია გაიანე მუდამ ეუხეშებოდა და არც თორნიკე აღარ აკლებდა ირონიულ პასუხებს, მაგრამ ეტყობოდათ ერთმანეთი რომ მოწონდათ და რატისთან ერთად სიცილით ისმენდა მათ კამათს, აუცილებელი პირობა იყო აბსოლიტურად ყველა საკითხზე განსხვავებული წარმოდგენა რომ ქონოდათ და არც ბეზრდებოდათ მუდმივი ომობანა.
-ხო ნუცი_გაღიმებულმა და დამთბარი ხმით უპასუხა ბიჭმა ამღერებულ მობილურს და სხვა ოთახში გადაინაცვლა.
-ხო ნუცი_სახის მანჭვით გამოაჯავრა გაიანემ და სამზარეულოში ბლინების დასაცხობად წავიდა. შორიდან მოესმა თორნიკეს ხმა წასვლას რომ აპირებდა.
-გაგაცილებ_მაშინვე წამოდგა რატი და ძმას გარეთ გაყვა.
-თოკა რა ხდება?
-რაზე მეკითხები?_ხელოვნურად გაიკვირვა ბიჭმა.
-არ გინდა რა, არ გიცნობდე მაინც, ეს რამე ახალი სტრატეგიაა? ან ნუცას რაღატო იყენებ.
-ყველაფერი იმაზე რთულადაა ვიდრე გგონია რატი_უკვე გულახდილად ამოიხვნეშა ბიჭმა და ბორდიულზე ჩამოჯდა. -მე.... ჯანდაბა, მე უფლება არ მაქვს.
-რაზე ამბობ?
-გაიანეზე, ის შენი დაა, შენ ჩემი ძმა ხარ, ასე არ შემიძლია გესმის? უფლება არ მაქვს მას როგორ ქალს ისე ვუყურებდე, ისიც ჩემი და გამოდის. ნუცას ა ვიყენებ, სასიამოვნო გოგოა და მართლა მინდა მასთან ვცადო, მადლობა ღმერთს გაიანესთან ძალიან არ შემიტოპავს და ვფიქრობ ნუცა შეძლებს საბოლოოდ დამავიწყოს, ის მართლა კარგი გოგოა რატი.
-შენ ბიჭო ცოტა ვერ ხარ ხო? რა შენი და, რა ნუცა, რა დაგავიწყოს? თორნიკე აზრზე მოხვალ თუ შემოგარტყა?
-კარგი რა დაუკვირდი რატი, მე ასე არ შემიძლია, ამას გაიანესთვისაც ვამბობ, მე კაცი ვარ და კარგი, მაგრამ მასზე ყოველთვის იჩურჩულებენ.
-მაგრამ თქვენ ბიოლოგიურად არაფერი გაკავშირებთ.
-ვიცი, მარამ ამას ყოველ გამვლელს ვერ აუხსნის თითს რომ მიუშვერენ_მოწყენილი ღიმილით დაკრა ძმას ბეჭზე ხელი და მანქანისკენ წავიდა.

კლუბში წასასვლელად ემზადებოდა განო მობილური რომ აუწკრიალდა, წარბ აწევით დახედა დაფარულ ნომერს და მალევე მიხვდა.
-მამააა, მირეკავენ მამა.
-კარგი ნუ ნერვიულობ, მშვიდად უპასუხე, აქ ვარ_მაშინვე გამოვარდა კაციც და გვერდით მიუჯდა.
-გისმენთ.
-გამარჯობაქალბატონო გაიანე, ხმები მოგვივიდა დასავლეთის რბოლებს ახალი პატარა დედოფალი რომ ყოლია.
-გამოდის ახლოს კრისა მყოლია_აკანკალებული გული ძლივს დაიმშვიდა გოგომ და გატრუნულ მამას გადახედა.
-ოჰ, არ ღირს საყვარელო, ჩემი მოვალეობაა ეგენი ყველგან მყავდნენ. აღმოსავლეთში გადმოსვლაზე რას იტყოდი?
-მადლობა, მაგრამ დასავლეთიც სრულიად მაკმაყოფილებს.
-მაინც დაფიქრდი, შეტყობინებად კოორდინატები მოგივა და ორი დღე გაქვს გადასაწყვეტად._სიტყვის დამთავრების თანავე გაისმა წყვეტილი ზუმერი და გოგომაც აკანკალებული ხელით დააბრუნა ტელეფონი მაგიდაზე.
-დათო არ იყო, ეს ვიღაც სხვაა_დარწმუნებით ჩაილაპარაკა მამუკამ და შვილს დასამშვიდებლად მოეხვია.
მალევე კლუბისკენ გაიქცა განო, უნდოდა ძმისთვის ახალი ამბავი ეცნობინებინა და შიგნით შესულს ისეთი სანახაობა გადაეშალა წარბი ავტომატურად აეწია. რატის წინ სკამებზე უდარდელად შემომჯდარიყო თორნიკე და გვერდს ნუცა უმშვენებდა, მხიარულად საუბრობდნენ სამივე და რატი ბარმენის კლასს ამჟღავნებდა.
-უი, გუშინ როგორ გაერთეთ?_რატის ხმა მისწვდა გაიანეს ყურს.
-არაჩვეულებრივად,_თვალებიდან ლამის გულები ამოუცვივდა ნუცას -ბევრი ვისეირნეთ, ამდენი ცხოვრებაში არ მილაპარაკია, ერთ-ერთი ეზოდან მოპარული მარწყვებიც კი ვჭამეთ_სიცილით აიფარა პირზე ხელი და მხიარულად მოხითხითე თორნიკეს დანახვაზე გული უცნაურად შეუტოკდა. არ შეიმჩნია, დახლს მიუახლოვდა და ძმას მიესალმა, ნუცა წარუდგინეს, გააცვნეს და საუბარში აიყოლიეს, თორნიკე როგორც ბოლო დღეები აიგნორებდა და ნუცას უყურებდა.
-ბოლოს წვიმამ მოგვისწრო, ისეთი რომანტიული იყოო_ენას ვერ აჩერებდა ნუცა, წამით გაიყინა განო, ნუთუ მასთანაც... ნუთუ...
-მერე?_უფრო დის სიმშვიდის გამო იკითხა რატიმ.
-არაფერი, ჩემი თორნიკე ისეთი საყვარელი და მზრუნველია არ გამიცივდეო და მაშინვე ტაქსით გამგზავნა სახლში.
„-ძალიანაც კარგი_გულში გახარებული ფიქრობდა გაიანე, -წვიმაში ცეკვა, ვარდი და კოცნა მხოლოდ მე მეკუთვნის“_და კმაყოფილმა მოსვა ძმის დამზადებული კოქტეილი. (12)

-ვინ იცის რამდენი ხანია პიჯაკი არ მცმია_სიცილი აუტყდა მანქანიდან გადმოსულ მამუკას და სამ სართულია, სინათლისგან გაბჟღვიალებულ სახლს ახედა.
-მამა, აქ ცხოვრობდი?_ლამის პირი დააღო კაცმა.
-რა მოსაწყენია არა? არ მიკვირს ის ვაჟბატონი ისე რომ ცხოვრობს, სული შეგეხუთება ადამიანს_ბუზღუნს მოყვა განო
-მამი დღეიდან თქვენობით დაგელაპარაკები_სიცილით აუჩეჩა შილს თმა -შენ კი ქალბატონო, წესიერად ლაპარაკი ისწავლე, არ შეიძლება გაანე ხალხზე ასე ლაპარაკი.
-აუ მამა კაი რაა.
-არ უნდა მაგას მამა კაი რა_ძმა ჩაერთო ახლა -და ამ თორნიკეს ყველაფერში ნუ აკვეხებ.
-სუ თავისით ეკვეხება, ჩემგან დამოუკიდებლად_უდანაშაულოს სახით აწია გოგომ ხელები და წარბები და კარსაც მიადგნენ.
ამჯერად თავად ლიანამ გამოაღო ღიმილით და მთელი ძალით მოეხვია მონატრებულ შვილს.
-როგორ მომენატრე ჩემო ბიჭ.
-მეც მომენატრე დე_სიცილით მოეხვია ბიჭიც. მამუკა წამით გაიყინა, რატომ ერგოთ ასეთი ბედი, რომ მარიამის შვილი, რომელიც ბავშვებზე ჭკუას კარგავდა, სხვა ქალს ეძახდა დედას. თავი გადააქნია და მოწოლილი ნაღველი უკან გააბრუნა, 2 თვის ბიჭი ამ ქალმა საკუთარივით აღზარდა ამ სასახლეში და იმსახურებდადედა დაეძახებიათ, უმადური ვერ იქნებოდა, მისი წყალობით მის ბიჭს არაფერი აკლდა.
-დე, აი მამა_ამაყად დაკრა ბიჭმა მამას ბეჭზე ხელი და ქალს წარუდგინა.
-ძალიან სასიამოვნოა ქალბატონო_ხელზე ემთხვია მამუკაც.
-ეს ჩვენი ერთადერთი ქალბატონი გაიანეა.
-სასიამოვნოა_ღიმილით დაუკრა გოგომ თავი, რატომღაც სულ სხვანაირი წარმოედგინა თორნიკეს დედა.
სახლში შესულებს გიაც გამოეგებათ, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და დივანს მიაშურეს.
-მე, პირველ რიგში მადლობა უნდა გითხრათ, არ ვიცი რატიმ მოგიყვათ თუ არა ჩვენს ოჯახს რაც დაემართა, მაგრამ ვერასდროს გადაგიხდით იმდენ მადლობას რაც ბოლომდე გამოხატავს რასაც ვგრძნობ. თქვენ შეგეძლოთ ჩემი ბიჭი ქუჩაში გაგეგდოთ, ბავშვთა სახლში ჩაგებარებინათ და ვეღარასდროს გვეპოვა ერთმანეთი, მაგრამ გაუმართლა და ასეთი კარგი ოჯახი გიპოვათ. მადლობა თქვენ ამისთვის.
-სამადლობელი არაფერია, რატი შვილად მივიღეთ და დღესაც ასეა, ეს სახლი და ყველაფერი რაც გვაქვს ორივე ძმებს ეკუთვნით, არ ვაპირებთ ერთმანეთიდან გამოვყოთ, ისიც ჩვენი შვილია._თავი დაუკრა გიამ და პიჯაკი შეისწორა.
გაიანე მთელ ოთახს ათვალიერებდა და თვალებით სასურველს ეძებდა.
-თორნიკე არ მოვა?_ენამ წინ გაუსწრო და მიღებულ სახეებზე მიწის გასკდომა, ენის ამოგლეჯვა ან მგლებისგან დაგლეჯვა ინატრა.
-აი, ნათქვამია კარგ ადამიანს რომ ახსენებენ მაშინ გამოჩნდებაო და ჩვენც მოვედი_სიცილი გაისმა შემოსასვლელიდან და თორნიკეს უკან ნუცას გამოჩენაზე განოს ისე გადასცდა წვენი მამამ ზურგი დაულურჯა ხელით ნარტყამი.
-მამა, ასეც არ უნდა შეიმჩნიო, ყველა მიხვდა ყველაფერს_ჩუმად უჩურჩულა მამუკამ და ფეხზე წამოდგა ბიჭს რომ მისალმებოდა. ერთმანეთს ხელი ჩამორთვეს, რატის მოეხვია, განოს შორიდან მიესალმა და მშობლების წინ გაიჯგიმა.
-გაიცანით, ეს ნუცაა.
-გამარჯობათ, სასიამოვნოა.
-ჩვენთვისაც შვილო, მაგრამ მეგონა დღეს ოჯახური ვახშამი გვექნებოდა_ზრდილობიანად გაუღიმა ლიანამ სტუმარს.
-უკვე ვგიჟდები ამ ქალზე_ჩუმად გადაუჩურჩულა განომ რატის და სიცილი აუტყდა, თუმცა ყველამ რომ გამოხედა წამში გადააკეთა ხველებად.
-დედა, ნუცა ჩემი შყვარებულია და უფლება აქვს აქ იყოს_გვერდით მიიჯინა გოგო და წელზე მოხვია ხელი.
-მამააა_სამზარეულოდან გაისმა რატის ხმა.
-გისმენ, მა.
-რა იყო რატი?_ორივე კაცმა ერთად უპასუხა და დაბნეულმა გადახედეს უცებ ერთმანეთს. გიამ ხელის აწევით ანიშნა მაპატიეო და ლამის ცრემლებამდე მისული თვალები მეორე გვერდზე გააცოცა.
-ვახშამი მზადაა_უხერხულობის გაფანტვას ეცადა ლიანა და იმილით მიუთითა სტუმრებს მაგიდისკენ. ყველამ თავისი ადგილი დაკავა და განომ მშვიდად ამოისუნთქა, ისე იჯდა თორნიკეს მხოლოდ ხელებს ხედავდა, სამაგიეროდ კარგად უყურებდა ნუცას და მთელი სხეული ეჭიმებოდა მის გულებ ამოვარდნილ სახეზე.
-ნუცას ვეტყვი ღმერთს მადლობა უთხრას სუპერმენის ძალები რომ არ გვაქ_ხითხითით ჩაჩურჩულა რატიმ.
-რატო?
-ფერფლის ნაწილაკიც კი არ დარჩებოდა იმ საცოდავიდან.
-ენას ნუ მიტლიკინებ_ლამის წამოიყვირა გაბრაზებულმა დ აძას დაუბღვირა.
-აქ მაინც მოიქეცით წესიერად_უხერხულად გაუღიმა წინიდან მამუკამ.
ვერ მოახერხა გოგომ პასუხის გაცემა მისი მობილური დაფარულმა ნომერმა რომ აამღერა. მაშინვე მიხვდა ვინც იქნებოდა და მის სახეზე ბიჭებსაც არ ჭირდებოდათ რამის ახსნა.
-მაპატიეთ, მნიშვნელოვანია_უხერხულად გაუღიმა მასპინძლებს და გარეთ გავიდა.
-გისმენთ?
-აბა, საყვარელო, ვახშამზე დარეკვა არ მინოდოდა, მაგრამ საქმე ასე მოითხოვს.
-მითვალთვალებთ?_სხეული აუკანკალდა გაიანეს და ამჯერად მართლა შეეშინდა.
-მიკვირს, რომ გიკვირს, აბა შენი აზრით არ მოვიძიებდით ინფორმაციას? პირობები შეიცვალა ჩვენთან მუშაობის_ღიმილიანი ხმით აცნობა კაცმა.
-ანუ?
-ვიცით, რომ ერთ კვირაში რბოლას აწყობ, თუ მოიგებ ავტომატურად თანხმობად ჩავთვლი, თუ არადა ამჟამინდელი გამარჯვებული ძალიან მომწონს და მას დავუკავშირდებით.
-არა, არა, ეს მე უნდა ვიყო, მოვიგებ.
-დროებით, გაიანე.

-ჯანდაბა, ამის დედაც... ჯანდაბა._გაგიჟებული დააბოტებდა აივანზე და ტელეფონს ნერვიულად იქნევდა, აქამდე გამარჯვებაში არასდროს დაეჭვებულა, მაგრამ ახლა თორნიკე უშლის ხელს, ეს რომ გაიგოს არ დაუთმობს და თვითონ მოინდომებს ჯაშუშობას, ამის უფლება კი მხოლოდ განოს აქვს. რაღაც სხვა უნდა მოიფიქროს, იქნებ მონაწილეობის უფლება არ მისცეს? როგორ, ფეხს ხოარ მოტეხს, არა რაღაც სხვა.
-ქალისთვის გინება ცოტა უადგილო და შეუფერებელია_ლიანას ხმა მოესმა და გაკვირვებულმა გახედა კარებთან მდგომს.
-მაპატიეთ, მეგონა..
-მარტო იყავი? ქალი მარტო არასდროსაა_ხელი ჰაეროვნად აიქნია ქალმა. -ძალიან მაინტერესებდა რატის და, როცა გვითხრა დას ვჭირდებიო, რატომღაც პატარა დაუცველ გოგონას წარმოვიდგენდი ყველას მისი დაჩაგვრა რომ შეუძლია.
-იმედები გაგიცრუეთ?_ირონიულად გაუღიმა ქალს და აბუყბუყებულ წყენას გასაქანი არ მისცა.
-როგორ გეკადრება, მე პირიქით ვიტყოდი.
-ვერ მივხვდი.
-იმიტომ, რომ გაუგებრად გელაპარაკები, გეტყობა რომ თავნება ხარ, თუმცა გულუბრყვილო და გულახდილი ხარ, ეს კი დღეს დასაფასებელია.
-გაიანე გაოცებისგან ხმას ვერ იღებდა, არ ელოდა ლიანასგან ასეთ სიტყვებს.-მაგრამ თქვენ ხომ...
-რა? მოსაწყენად ვცხოვრობ? იცი რაღაცით მართალი ხარ, მახსოვს მე და გია შეყვარებულობის პერიოდში რეებს ვაკეთებდით, ღმერთო ასე მგონია მას მერე საუკუნე გავიდა_პირველად დაინახა გაიანემ ქალის სახეზე გულიანი სიცილი.
-მაშინ..
-რამ შეგვცვალა? მდგომარეობამ, საზოგადოებამ, ალბათ ფულმაც. როცა ამდენი ხალხი გაკვირდება და შენზე ათას ინფორმაციას წერენ, თუნდაც ტყუილს, გინდება უჩუმრად იდგე და არავის მოხვდე თვალშ, ზოგი შეიძლება ნატრობდეს ნეტა მეც ცნობილი და წარმატებული ვიყოო, წარმატება კარგია, მაგრამ თავისი მინუსები აქვს, ყველა ცდილობს შენს ცხოვრებაში ჩახედვას და ჩარევას, ლამის იმას კითხულობენ სააბაზანოში რამდენჯერ შედიხარ. ზუსტად რატისნაირი ხარ, სანამ გაიზრდები შეირგე და იმდენი გააკეთე, რომ რაც შეგეძლება მეტი მოსაყოლი გქონდეს შვილებისთვის_ბეჭზე მოეფერა გაოგნებულ გოგოს და ისევ ოთახისკენ წავიდა.
-ხო მართლა, იმ ყალბ ღიმილიან ნუცას თუ ჩემ ჩაურევლად მოიშორებ მადლობას გეტყვი თუ არადა მე მივხედავ_კარიდან წუთით მობრუნებულმა პირი უფრო დააღებინა გოგოს და გაუჩინარდა.
-რა ჯანდაბაა, მართლა შუბლზე ხოარ მაწერია ეს ბიჭი რომ მომწონს ნეტა_გაბრაზებით ჩაიბურდღუნა და უცებ შიშით მიმოიხედა ლიანას ქალი მარტო არასდროსაა რომ გაახსენდა.

-თორნიკე, შვილო, მამა გეძახის_უკვე კარგად იყო დაღამებული კაბინეტიდან რომ გამოვიდა დედა.
-გისმენ მამა.
-დაჯექი_მაგიდის წინა სავარძელზე მიუთითა შვილს და თვითონაც წინ ჩამოუჯდა.
-ხო მშვიდობაა მამა?
-მშვიდობაა, უბრალოდ რატის წასვლამ რაღაცეებზე აზრი შემაცვლევინა, მათი მამაშვილობის შემშურდა თოკა, ჩვენ ისე ახლოს არასდროს ვყოფილვართ და მინდა სანამ სულ გვიანი არ იქნება გამოვასწორო. დამელაპარაკე, ვხედავ რაღაც რომ ხდება. თამარს დაშორდი, მერე უცებ მოტო იყიდე, ვიფიქრე ვიღაც სხვა შეუყვარდათქო და უცებ ამ ნუცათი გამოცხადდი. რა ხდება?
-არ ვიცი მამა, რაღაცაში სწორი ხარ, შემიყვარდა და თამარს მიტო დავშორდი, ჯანდაბა ახლა ვაღიარე პირველად რომ შემიყვარდა_მწარედ ჩაეცინა ბიჭს და ხელები ჩამოისვა სახეზე.
-თორნიკე, ქალის ასე გამოყენება არ შეიძლება, სხვა გიყვარს და სხვას ხვდები.
-არ ვიყენებ მამა, ყვლაფერი იცის, და შანსი მაინც მომცა, მომწონხარ და ვცადოთო, იცის რომ ჩემი სიყვარული უიმედო და ცალმხრივია და ისე მოვეწონე თვითონ მთხოვა შანსი მივცეთ ერთმანეთსო.
-ახლა ორი საკითხია რომელიც მაინტერესებს, ერთს ვხვდები და ამითი დავიწყოთ. რატომაა შენი სიყვარული უიმედო, ასეთი ვინ არის?
-რატის და_ძლივს ამოიბლუკუნა თავ დახრილმა და მამას თვალები აარიდა.
-იგივე რჩება შეკითხვა, რატომაა შენი სიყვარული უიმედო?
-მამა, არ გესმის? რატის დაა.
-და არა შენი.
-მაგრამ მეკუთვნის.
-გეკუთვნის, მაგრამ არ არის.
-ანუ რისი თქმა გინდა?
-არ მინდა გეუბნები, იდიოტი ხარ, გოგო გიყვარს და იმის გამო არ მიდიხარ მასთან რის გამოც თამარს დაშორდი, ხალხი რას იტყვის მისგან გადმოგედო? არ გკი*ია? რაც უნდათ თქვან, თქვენ ხომ იცით სიმართლე? გაიანე შენთვის ბიოლოგიურად არანაირ კავშირშია, დაიკი*ე რა ხალხის აზრი და ის გააკეთე რაც გაგაბედნიერებს.
გაკვირვებული უყურებდა თორნიკე მამას და წარბებ აწეული აკვირდებოდა.
-მამა, კარგად ხარ?
-ახალგაზრდობას ვიხსენებ_სიცილით აიჩეჩა კაცმა მხრები. -ახლა მეორე საკითხი, ნუცა გიცნობს როგორი ხარ სინამდვილეში? რამდენიმე დღეში სამსახურში გადიხარ, მოსაწყენ ცხოვრებას დაუბრუნდები, ის მხოლოდ მრბოლელ ბიჭს იცნობს, მოეწონება ნამდვილი თორნიკე?
-მაგაზე არ მიფიქრია.
-დაელაპარაკე_ბეჭზე ხელი დაკრა შვილს და ჩაიქრებული დატოვა ბიბლიოთეკაში.

როგორც ყოველთვის ბარში უამრავი ხალხი ირეოდა, თორნიკე დახლთან მიმჯდარიყო და რატის გაკეთებულ მაგარ კოქტეილს სვამდა, მალევე იგრძნო ბიჭმა ნაცნობი სურნელი და თვალები დაეხუჭა. ერთი დღე იქნებოდა ეს გოგო ბოლოს მოუღებდა.
-რა ჭირს ამას?_ძმას გადახედა განომ.
-სატრფომ მიატოვა_თვალი ჩაუკრა ძმამაც.
-ოჰოოჰ, რატო?
-მოსაწყენი თორნიკე აღარ მოეწონა_ცალყბად ჩაეცინა ბიჭს -დღეს დაველაპარაკე და ავუხსენი როგორც ვცხოვრობ, ვუთხარი, რომ ზოგჯერ შეიძლება რამდენიმე დღე ისე გავიდეს ვერც ვნახო და იშვიათად დავურეკო, შეიძლება ქვეყნიდან გასვლა მომიწიოს და დედაჩემთან ერთადაც ჩაისაც სიამოვნებით ვსვამ. ამ დროს ადგა და უკანმოუხედავად გაიქცა.
-ვერ გეტყვი არ გამიხარდათქო.
-უჰ, რატო გეწყინებოდა, არ გკიდივარ?
-ჩემი ყველას რატო ესმის და ხვდება ყველა ყველაფერს მარტო შენ გარდა?
-რისი თქმა გინდა?
-იმისი რომ იდიოტი ხარ.
-გაიანე ვერ გავიგე რისი თქმა გინდა.
-არ მეწყინა იმიტომ რომ გამიხარდა, იმიტომ, რომ მოსაწყენი თორნიკე ჩემთვის მინდა.
-რაა?_კოქტეილზე ხელი გაეშვა ბიჭს. რატი გაღიმებული ადევნებდა გვერდიდან თვალს ახალგამომცხვარ წყვილს. ლამის ბატიბუტი მიედგა სრულყოფილებისთვის.
-დღეს რაღაცა ჩემი ლაპარაკი არ გესმის_ღრმად ამოიხვნეშა გოგომ. -კარგიიი, ჯობია გაჩვენო_ღრმად ამოიხვნეშა გოგომ და სანამ დაფიქრდებოდა და გადაიფიქრებდა მანამდე დაწვდა თვალებგაფართოებული თორნიკეს ტუჩებს და მონატრებაც ჩაიხშო. (13)


თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ღამის 4 საათზეც კი ისევ შუქები იყო ანთებული, ორი მამაკაცი სიგარეტებით ხელში მიჯდომოდა მაგიდას და მიძინებული ქალაქის ხედს გადაყურებდა. არც ერთი აპირებდი ხმის ამოღებას და ორივე მდუმარედ აბინძურებდნენ თამბაქოს კვამლით ჰაერს. ფიქრებს მისცემოდნენ და არც ერთმა არ იცოდა რა მოხდებოდა.
-რას აპირებ? ხომ ვიცით ვინც არის? ვიცით რა უნდა, მოვიშორებთ თუ ველოდებით რამეს?
-არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია.
-კარგი რა დავით, ისევ ციხეში შებრუნება გინდა?
-რასაკვირველია არა.
-მაშინ რა პრობლემაა ერთი პატარა გოგოს მოშორება?
-იცი რა არის შენი დიდი მინუსი? სწრაფად და დაუფიქრებლად იღებ გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე, მე კი ყველა მხრიდან ვუყურებ, ახლა ეგ გოგო რომ მოვიშოროთ, მამამისი უმართავი გახდება, ცოლის სიყვარული არ მაპატია და შვილის სიკვდილს მაპატიებს? არც მისი ძმაა ხელის წამოსაკრავი, საკმაოდ ჭკვიანი ბიჭი ჩანს, აი ის მდიდარი ბიჭი კიდევ ცალკე საკითხია, ისეა ყურებამდე შეყვარებული, გამწარებულ გულზე ციხე კი არა საფლავი შეიძლება მივიღო.
-აბა რა უნდა ვქნათ?
-ჯერ არ ვიცი, სანამ შტაბს მიაგნებს პრობლემა არ გვექნება, იგონკაოს და იყოს. სანამ საფრთხეს არ შემიქმნის არავის ვიშორებ._კაცის მკაცრი ხმით დასრულდა დიალოგი და სიგარეტიც ჩაიწვა.

-ერთი თავნება გოგოსგან ვისწავლე წყვილებს გასეირნება უყვართო_დამთბარი ხმით ამოიჩურჩლა საყვარელ ტუჩებს მოწყვეტილმა ბიჭმა და გაიღიმა.
-სწორად უთქვამს_თავის დაქნევით მიიღო დასტური და არც კი გაუხედავთ რატისკენ ისე დატოვეს ბარის ტერიტორია.
-არც კი შემომხედეს_ვითომ მოწყენილმა გადახედა ნინის და ხელი მოხვია.
-აცადე ძლივს აღიარა_ტუჩებში მოწყვეტით აკოცა გოგომ და შეყვარებულთან ერთად განაგრძო ტანის რხევა.
-იცოდე ჩემს მოთმინებას ცდი_თვალი ააყოლა გოგოს სხეულს.
-სწორედ ეგ მაინტერესებს როდემდე შეძლებ თავი შეიკავო_თვალი ჩაუკრა გოგომ და გაოცებისგან გახსნილ ტუჩებს მიეკრო.


-როგორ მოხდა რომ აღიარე?_ღიმილით დაყურებდა ერთი თავით დაბალ გოგოს თორნიკე და შემცივნულს მოხვეული ხელით ათბობდა.
-ეს რა იყო იღლიაში ამომიდე?_მაღალს ახედა ქვემოდან და სიცილი აუტყდა.
-რაც არ უნდა სტატუსი შევიძინოთ მომავალში ეგ ირონიული კომენტარები არ მომანატრო რა.
-ვერ ეღირსები_წელზე ბწკენით უპასუხა გოგომ და მიიღო კიდევაც სამაგიერო თორნიკეს ტუჩების სახით.
-დღესაც მაიძულებ იმ ძაღლიან ეზოში ყვავილი მოგიწყვიტო?
-იმ ყვავილს მოპუტული უფრო ერქვა. სხვათაშორის შენახული მაქვს_მორცხვად დახარა თავი გაიანემ.
-დამელოდე_იგივე ეზოსკენ წავიდა თორნიკე და გაიანეს ძახილზე ძაღლი ყავთ დაგავიწყდაო არც მობრუნებულა.
-დღეიდან კოლექციას გიგროვებ_მორიგი მოპუტული ვარდი მიაწოდა გოგოს და მანაც ჩამოართვა.
-ახლა ბანალურ ფილმში რომ ვიყოთ წვიმაც წამოვიდოდა_ცას ახედა განომ.
-ახლა აღარ მჭირდება წვიმა იმისთვის, რომ გაკოცო_ორივე ხელი სახეზე ჩამოუსვა საყვარელ გოგოს და კიდევ ერთი კოცნა მიითვისა.

პირველად შევიდა სახლში ასე ბედნიერი, ტუჩებს თავს ვერ უყრიდა და უმიზეზოდ იღიმოდა. არც შეუმჩნევია დივანთან მომლოდინე მამა ისე გაუყვა ოთახისკენ გზას.
-რაო, მიყვარხარო?_ სიცილით კითხა კაცმა და მასაც მაშინვე აუწითლდა ღაწვები.
-კაი რა მა_თავი დახარა და თითებს დაუწყო წვალება.
-ვაიმე არ არსებობს_ახლა რატის ხარხარი მოესმა სამზარეულოს კარებიდან, მოიცა ეს აქ იყო და ვერც შეამჩნია?
-განოო, შენ აწითლებული და მორცხვად თავდახრილი დგახარ? მამა გოგო შეგვიცვალეს_ხარხარს ვერ წყვეტდა რატი.
-შენ ყმაწვილო არ დაგავიწყდეს შეყვარებული ვისი წყალობით გყავს, როგორც ხელში ჩაგიგდე ისე აგახევ თუ ჭკვიანად არ იქნები_დაუბღვირა ძმას.
-ფაქტია ენა ჯერ ვერ დაგიტკბო_ბუზღუნით წავიდა რატიც ოთახისკენ.
-ძილი ნებისა მა_ხასიათ დაბრუნებულმა ჩაკოცნა მამუკა და ოთახისკენ წავიდა. ახლა უკვე ლოგინის მხარეზე დაიწყეს ტყუპებმა ჩხუბი და როგორც ყოველთვის დამ გაიმარჯვა.

საკმაოდ ადრე იქნებოდა მობილური რომ აუწკრიალდა და ლამის მიგუდა რატიმ ისე კრა ხელი მალე უპასუხეო.
-დილა მშვიდობისა პატარავ_მაშინვე დაჭყიტა თვალები შეყვარებულის ხმაზე. -გაგაღვიძე ხო?
-დილა მშვიდობის, არაუშავს, ნუ თუ რატიმ არ მოგკლა_სიცილი აუტყდა გოგოს.
-აუ სულ დამავიწყდა ერთად რომ გძინავთ, ერთ კვირიანი შვებულების მერე სამსახურს ვუბრუნდები და საგიჟემდე მინდოდა შენი ხმის გაგონება, თანაც არ ვიცი რომელზე მოვრჩები, ნეტა ახლოს მყავდე ჩავიტკბარუნებდი პირს და იდელურად დავიწყებდი დღეს._ბიჭის ამოხვნეშაზე გულიანად გაეცინა განოს.
-მართალი ხარ, კარგი იქნებოდა ახლოს იყო, არ დაგზარდებოდი.
-ღმერთო ჩემო, ხმას მაინც დაუწიე, ძმა ვარ ბოლო ბოლო და არაა საჭირო ყველაფერი გავიგონო, ფუ ახლა გული ამერევა_ბუზღუნს აგრძელებდა რატი და თორნიკესაც აგონებდა.
-მაგას კითხე ერთი ნინი არ კოცნის საკმარისად თუ რატოა ასე გამწარებული?_ტელეფონში ისმოდა თორნიკეს სიცილი.
-გადასარევად მკოცნის, თქვენ თავს მიხედეთ თქვენ რაა.
-კარგი პატარავ, თითქმის მივედი და უნდა დაგემშვიდობო.
-მოიცა მოიცა, შენ რა საჭესთან ზიხარ და ისე მირეკავ?
-ხო რა მოხდა?
-ვაახ, თოკაჩო პირველი ჯარიმაც მე დამეწერაა.
-ნუ ნერვიულობ, შენთვის მე სულ ყველაფერში პირველი ვიქნები_ვნებიანად უპასუხა ბიჭმა და რატიც ჩავარდა ლოგინიდან.
-ჯანდაბა თქვენ, მართლა სანამ გული ამრევია მამასთან დავიძინებ_ბურდღუნით დაიზილა წელი და ოთახიდან გაიქცა.
-მიყვარხარ_ჩუმად წარმოთქვა გოგომ და თვალები დახუჭა.
-შენ არ იცი მე როგორ მიყვარხარ ჩემო პატარავ_თბილად ჩაილაპარაკა ბიჭმა და მალევე გაუთიშა. ყველა გაკვირვებული აყოლებდა თვალს უჩვეულოდ ბედნიერ უფროს.

ტელეფონზე საუბარში წრეებს ურტყამდა განო ოთახს და უკვე მოახლოებულ რბოლას გეგმავდა მეორე ნომერზე თორნიკეს ზარი რომ შემოვიდა. ბიჭი მთელი დღე იყო დაკარგული და არც გაიანეს დაურეკავს, მიხვდა არ ეცალა და ახლა ეტყობა მუშაობას მორჩა. მოშინვე დაემშვიდობა მოსაუბრეს და შეყვარებულს გაენაზა.
-დაკარგულო.
-მაპატიე რა, ვერაფრით შეგეხმიანე, მივხვდი, რომ ჩემი წასვლა არსად არ შეიძლება, გამოგივლი რა გნახავ.
-გააქვს კი თავი?_გაეცინა ბიჭის თხოვნა ნარევ ხმაზე.
-არა, მაგრამ ისე მომენატრე უნდა გნახო.
-კარგი იქნება, მეც სალაპარაკო მაქვს.
-10 წუთში ქვემოთ ვარ.
ღიღინით დაემშვიდობა მამას და ჩაირბინა კიბეები, ხუმრობა საქმეა? პირველი პაემანი აქვს.
-შეიძლება ადამიანი ყოველ წამს გენატრებოდეს?_მოხვეულ ხელებს ვერ უშვებდა თორნიკე.
-შეიძლება შეიძლება.
-აბა რა საქმე გაქვს?
-მოდი ჯერ ბაგრატზე ავიდეთ, მიყვარს ზემოდან ქუთაისის ყურება.
-ღმერთო ჩემო, იქედანაც ყველაფერი უნდა გააკონტროლო ხო?_სიცილი აუტყდა ბიჭს.

ადგილზე მისულები ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ ჯვართან დასხმულ ბეტონზე ჩამოჯდნენ, საიდანაც მართლაც ხელისგულივით იშლებოდა მთლიანი ქალაქის ხედი.
-მინდა რომ ამ რბოლაზე არ გამოხვიდე_პირდაპირ თქვა განომ და ბიჭს გვერდიდან გახედა.
-რატომ?_მაშინვე მიხვდა თორნიკე რაც ხდებოდა.
-გთხოვ, მენდე და უბრალოდ არ გამოხვიდე.
-მაშინ რომ დაგირეკეს რამე გითხრეს არა? გაიანე, ჩემ თავსაც კი განდობ, მაგრამ მარტო არ დაგტოვებ, შეიძლება ყველაფერი გაპატიო, მაგრამ იცოდე ტყუილი ყველანაირ მომავალს გაგვინადგურებს, უბრალოდ მითხარი რა მოხდა.
-თუ შენ გაიმარჯვებ ამჯერადაც, შენ მოგცემენ მათთან გადასვლის შანს_თვალებ დახუჭულმა ამოილაპარაკა და მაინც ვერაფრით შეაკავე ერთი მოღალატე მარილიანი ბურთულა.
-რატომ მიმალავდი?
-იმიტომ, რომ ვიცი ახლა ორმაგად მოინდომებ გამარჯვებას...
-შენ კი გინდა იქ თავად იყო და არა სხვის გაკეთებულს უყურებდე შორიდან_ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა და ქალაქს გახედა.
-კარგი_ჩუმად ამოილაპარაკა რამდენიმე წუთში.
-ანუ, მოიცა, არ გამოხვალ?
-არა, შენს ადგილას რომ ვიყო მეც თავად მოვინდომებდი ჩემი ოჯახის განადგურებისთვის შური მეძია, თანაც, რამდენადაც გიცნობ, რომც მოვიგო მაინც იპოვი ჩუმად რამე გზას და მათთან მიხვალ, ამას ერთი პირობით გავაკეთებ.
-რაც გინდა მთხოვე_თვალები აუბრჭყვიალდა გოგოს.
-ყველაფერს, აბსოლიტურად ყველა ნაბიჯს მეტყვი და შემითანხმებ, ჩემთვის თქმის გარეშე არსად წახვალ და ყველაფერს გამაგებინებ, გასაგებია? გეფიცები რამე რომ მომატყუო, რამდენადაც არ უნდა მიყვარდე არ გაპატიებ.
-ღმერთო რა კარგია, ვერაფრით ვიფიქრებდი თუ დამთანხმდებოდი, მადლობაა_გახარებული მოეხვია ბიჭს და ცხვირი კისერში ჩაურგო.

გამწარებით რეკდა ზარი გორგოძეების სასახლეში და მოსამსახურე სირბილით გარბოდა გასაღებად, იმდენჯერ აზარუნდა კარი ლიანაც კი გაოცებული ჩამოვიდა, გამოღებულ კარებში დანახულ ადამიანზე კი ღრმად ამოიხრა და საკმაოდ მძიმე საუბრისთვის მოემზადა:
-შემოდი თამარ. (14)
-გამარჯობათ ქალბატონო ლიანა, შეიძლება ვისაუბროთ?_ანერვიულებული იტეხდა თითებს თამარი და ქალს საოცრად ყალბი მოეჩვენა უცებ გოგო.
-გისმენ_დივნისკენ მიუთითა და წინ დაუჯდა.
-მე.. არც კი ვიცი საიდან დავიწყო, უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა, ვიცდიდი იქნებ უკან დაბრუნდეს, პატიება მთხოვოს და ყველაფერს დავივიწყებთთქო, მაგრამ არა, პირიქით სულ გაქრა.
-ჩემთან რატომ მოხვედი თამარ?
-აბა ვისთან მივიდე ქალბატონო ლიანა? უკვე სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, მშობლები ზარებს ვერ აუდიან, ქვეყნის დასაცინი გავხდი, ყველა იმას მაძახებს სხვაში გაგცვლიდაო, კომპნიაში ხელის თითებით შევდივარ.
-მე მაინც ვერ ვხვდები თამარ მე რას მთხოვ.
-დაელაპარაკეთ, თქვენ ხომ ასე ელოდით ჩვენს ქორწილს, ხვდებით როგორ შევეფერებით ერთმანეთს, იქნებ რამე შეასმინოთ? ხალხშიც ვეღარ გამოვდივარ უკვე.
-თამარ, რაც მოსული ხარ მხოლოდ იმაზე წუწუნებ, რომ ხალხის თვალში ხარ ცუდი, მაგრამ არც ერთხელ არ გითქვამს, რომ ჩემი შვილი გენატრება ან მის გარეშე ხარ სასოწარკვეთილი. რატის წასვლამ ბევრ რამეზე ამიხილა თვალი და მათ შორის შენზეც, ჩემგან არანაირ დახმარებას არ ელოდო, სწორია, ჩემს შვილს სხვა უყვარს და თანაც ნამდვილი სიყვარულით, ქორწილი არ შედგება, შეეგუე, რომ გორგოძეების რძლის სტატუსს ვერ ატარებ, ჯობია წახვიდე.
-ამას ასე არ დავტოვებ_წამში მოიწმინდა ნიანგის ცრემლები -განანებთ, გეფიცებით განანებთ ჩემს ასე გამასხარავებას_თითი დაიქნია ქალის მიმართულებით და კარისკენ წავიდა.
-ფრთხილად იყავი თამარ, შვილის გამო დედა ყველაფერზეა წამსვლელი, კარგად დაუკვირდი თავად არ გაგიხდეს ეგ სიტყვები სანანებელი, არ გირჩევ ჩემს გადაკიდებას._ამ სიტყვებზე შემოსასვლელის კარიც მიიკეტა და ლიანამაც ხელი შემოირტყა თავში.
-ასეთი ბრმა როგორ ვიყავი?


-ქვემოთ გელოდები_ხმა დაუთბა ტელეფონში თორნიკეს.
-ახლავე ჩამოვდივარ.
-აბა ჩემს თავს არავინ გართმევსო?_მამუკას ბუზღუნი მოესმა გაიანეს ფეხზე ჩაცმის დროს.
-რაზე ამბობ მა?
-საერთოდ ვეღარ გხედავ გაანე, დღე მეგობრები და რბოლის საქმეები, საღამოს თორნიკე.
-ჩემი ეგოისტი მამიკოოო_მოთაფვლა გადაწყვიტა განომ.
-აფირისტო_წამში შეწყვიტა მამუკამაც ბუზღუნი და მთელი ძალით მოეხვია შვილს -მაგრამ იცოდე ჯერ არ გათხოვებ.
-აუ მა, გეყოფა რა_აწითლებული ჩამოუხტა კალთიდან და სიცილითა და თავის ქნევით გავიდა გარეთ.

-სად მივდივართ?_მისალმება-ჩახუტების შემდეგ მანქანაში მოკალათებულები გაუყვნენ გზას.
-ნუ, რომ დავფიქრდი სად შეიძლება წავსულიყავით, რატომღაც ვიფიქრე, რომ რესტორნის დახურვითა და მისი მოწყობით დიდად ვერ მოგხიბლავდი, ამიტომ სხვა რაღაცა მოვიფიქრე, რამდენიმე წუთში ნახავ_ღიმილით გადმოხედა თორნიკემ აცერცეტებულ გოგოს.
-პირველი სიურპრიზია_ტაში შემოკრა გაიანემ -მაგრამ, არ შეიძლება ადამიანი ყველაფერში პირველი იყოს.
-გინდა სხვა იყოს?_წარბები შეკრა ბიჭმა.
-არასოდეს_ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა და გზას გახედა.
-ქალაქიდან გავდივართ?_თვალი მოავლო წყალტუბოს გადასახვევს.
-ხუთი წუთიც და მივალთ_სათაფლიის გზაზე გადაუხვია თორნიკემ. რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ ცენტრალური გზიდან გადაიყვანა მანქანა და გააჩერა.
-მოვედით.
-აბა ვნახოთ_ინტერესით სავსე ჩამოხტა განო და თვალი მოავლო გარემოს, ცენტრალური გზიდან ცოტა დაბლა ჩასასვლელივით იყო ირგვლივ გაშენებული ტყის პატარა ნაწილი, აქ, უკვე ივნისის დასასრულს, სიცხე საერთოდ არ აღწევდა და სასიამოვნოდ გრილოდა, ერთ ადგილას ხეები ლამაზ წრეს ქმნიდნენ. საბარგულიდან მაშინვე ამოიღო თორნიკემ პლედი და გააფინა, შემდეგ მოზრდილი კალათი და ბოლოს გაიანეს და გასაკვირად მარტივად დასამაგრებელი ჰამაკი. ხეებს შორის ჰამაკი გააბა, გვერდით პლედი და კალათიდან ამოლაგებული საჭმელები. ხელი მოხვია გოგოს და მასთან ერთად დაეშვა გადასაფარებელზე.
-და სად არის ამ დროს ძველი თორნიკე?_უზომოდ გახარებული და სირპრიზით ნასიამოვნები ზურგით მიეყუდა ნახევრად გაწოლილ, ხელებზე დაყრდნობილ თორნიკეს და თავი გადაადო ბეჭზე.
-ეს ყველაფერი ძველმა თორნიკემ მოიფიქრა, ძველმა, რომელიც გადამკვდარია სამსახურზე, არ უყვარს ხშირად კლუბის ხმაური და საშინლად უხარია მის გოგოს ოდნავ მაინც თუ გაახარებს, ის თორნიკე არსად წასულა, უბრალოდ გაბრაზებულ გულზე ცოტა ხნით ხელი ვკარი, შენ ძველი მე დამიბრუნე უკეთესი ვარიანტით, შენით მივხვდი, რომ თურმე იმ თორნიკეს შეძლებია ასეთი სიურპრიზების მოფიქრება, უბრალოდ ადრე ამის აუცილებლობას ვერ ხედავდა, ახლა კი მხოლოდ იმას ვფიქრობ რითი შეიძლება გაგახარო ხოლმე.
-მიყვარხარ_შემობრუნებულმა სახეზე მოეფერა შეყვარებულს და მის თვალებშიც აცეკვებული ჭინკები რომ დაინახა გაიცინა.
-მეც მიყვარხარ_ცხვირზე წაკბინა ბიჭმა.
-როდის შეგიყვარდი?_მოსასმენად მოემზადა განო.
-გახსოვს პირველად რომ გნახე? რატის რომ ვეძებდი, დახმარება როცა გთხოვე, შენ კიდევ მომიბრუნდი და თითები ამიფრიალე სამი მიზეზი მითხარიო, გეფიცები იმ წუთიდან შენი თვალები არც ერთი ღამით დამვიწყებია, დღე არ ვაძლევდი თავს უფლებას გამეხსენებინე, მარტო დარჩენილს კი სხვა გზა აღარ მქონდა, არ ვიცი, ვერ გეტყვი როგორი თვალები გქონდა, თითქოს ჩვეულებრივი, თაფლისფერი, მაგრამ იმდენად იყავი იმ წამს აღფრთოვანებული, თვალებიც კი გინათებდა, სწორედ იმ წუთიდან მაიძულე მთელი ცხოვრება მხოლოდ შენზე მეფიქრა.
ხმა ვეღარ ამოიღო განომ, მთელი ძალით დაეტაკა ბიჭს და სიცილით გადაყირავდნენ.

გვიანი ღამე იყო რატი რომ დაბრუნდა სახლში, დაც და მამაც ტელევიზორთან ელოდნენ ჩახუტებულები, ანდროს ეძინა მხოლოდ. შემოსვლის თანავე მიხვდნენ ბიჭი საზიზღარ ხასიათზე რომ იყო.
-ძილი ნების_არც გაუხედავს ისე უნდოდა ოთახისკენ წასვლა მამის ხმამ რომ შეაჩერა.
-მოდი რატი ჩვენთან.
-ახლა არა რა მამა.
-დაგველაპარაკე შვილო, იქნებ დაგეხმაროთ, სამი თავი ერთად უკეთესია.
ბურდღუნით ჩაჯდა ბიჭი დივანში მოცელილივით და დაღლილ სახეზე ხელები ჩამოისვა.
-ნინის ოჯახი ჩემთან ურთიერთობას უშლის.
-რატომ?_წარბებ შეკრული წამოჯდა სკამზე მამუკა და გაიანეც გვერდით გადასვა.
-ასეთი არასერიოზული ბიჭი არაა ჩვენი შესაფერისიო, პროფესიაც კი არ აქვსო, ბარმენობა რა სამსახურიაო.
-ესეიგი ჩემი ბიჭი არასერიოზულია არა?_ნერვიულად გაიმართა წელში კაცი -აბა ერთი მამამისის ნომერი მითხარი, მემგონი დალაპარაკების დროა.
-კაი რა მა, მერე უარესი იქნება._სახე ხელებში ჩარგო ბიჭმა. -4 დღეა არ მინახავს და გაგიჟებას ვარ, სამჯერ გამოიპარა უკვე და მაინც დააბრუნეს.
-რატი, მოდი სერიოზულად ვისაუბროთ, შვილო მაგ გოგოზე ნამდვილად სერიოზულად ფიქრობ? დარწმუნებული ხარ რომ ისაა ვისთანაც მთელი ცხოვრება გინდა გაატარო?
-კი მამა, კი, მართლა მიყვარს, რამდენიმე დღეა არ მინახავს და ყველგან მელანდება.
-მაშინ მისთვის არც ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლას უნდა მოერიდო.
-არც მოვერიდები, მაგრამ როგორ?
-თორნიკე_წამიერად წამოიძახა განომ და სახე გაუნათდა.
-აუ, თქვენ ცოტა დისტანცია დაიცავით თორე მისი სახელი გაბოდებს უკვე_ხელი აიქნია რატიმ.
-იდიოტო, შენთვის ვამბობ, აი შენზეა ნათქვამი ვირო მადლიო, მათი კომპანიის ნაწილი ხომ შენიცაა? წადი და თორნიკეს მიაკითხე._თვალები გადაატრიალა განომ.
-ნახე ერთი ამაზე ის ბიჭი როგორ მოქმედებს_გახარებული წამოხტა რატი ფეხზე, მაგრამ წამებში ისევ სახე მოეღრუბლა -რომ არ ესიამოვნოს? მე ხომ მათი ნამდვილი შვილი არ ვარ?
-რატი, ეგ თორნიკესთან არ წამოგცდეს თორე მართლა ძაან აწყენინებ, დაგავიწყდა ვისზე ვლაპარაკობთ? ის ხომ თორნიკეა.
-ოჰ როგორ წამში დაიცვა სატრფო_უკვე დამშვიდებულს სიცილი აუტყდა რატის.
-ხვალ სამსახურში მივაკითხოთ და დაველაპარაკოთ_ლოყაზე აკოცა ძმას და დასაძინებლად წაათრია. ცრემლიანი თვალები გააყოლა მამუკამ და-ძმას, მშობლების გარეშეც კი ასე მოსიყვარულეები გაიზარდნენ, ვინ იცის მერამდენედ ინატრა გვერდით მარიამი ყოლოდა.

დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია დილით კომპანიაში შესულმა გაიანემ და რატიმ. გოგო ვერ იცვნეს და ლამის რენტგენში გაატარეს დერეფანში გავლის დროს. რატი ძმის თანაშემწეს მოელაპარაკა და არც უცნობებიათ მათი მოსვლა ისე შეაღო გაიანემ შეყვარებულის კარები. ნახევარმა დერეფანმა გაიგო თორნიკეს ბედნიერი შეძახილი ჩემი გოგო მოსულაო და ერთმანეთს ასწრებდნენ თამარის კაბინეტამდე მისვლას.
-ჩემი პატარაა_მაშინვე ხელები მოხვია გაცინებულ გოგოს და ტუჩები დაუკოცნა.
-შეგრცხვეთ, მეც აქ ვარ_მობეზრებულმა ამოილაპარაკა რატიმ.
-თუ გავითვალისწინებთ, რომ თხოვნით შენ მოხვედი ხმას არ უნდა იღებდე_ენა გამოუყო დამ.
-თხოვნით? რამე გჭირდება რატი? თუ ფული.....
-არა არა, სულ სხვა და სიმართლე რომ გითხრა თავხედური თხოვნაცაა ჩემი მხრიდან.
-რა ხდება ადამიანო? დავიჯერო ისეთი რა უნდა მთხოვო? თავს გადავდებ და მაინც შეგისრულებ. აბა გისმენ.
-მე.... მე თოკა აქ მუშაობა მინდა, თუ მიმიღებ რა თქმა უნდა_შერცხვენილმა ლამის მიწაში ჩახარა თავი და თორნიკეს სიჩუმეზე თვალებიც დახუჭა. ანერვიულებული ელოდა პასუხს და ერთი მომენტი ისიც იფიქრა ღრიალით გამაგდებს ახლა აქედანო უცებ ძმის ხმაც რომ მოწვდა მაინც მის ყურებს.
-მაინც რა თანამდებობაზე გინდა?_სერიოზულად ჟღერდა თორნიკეს ხმა, მაგრამ განო ხედავდა ტუჩის კუთხეებში გაპარულ ღიმილს და მიხვდა რა თამაშსაც თამაშობდა ბიჭი.
-არ ვიცი,_ უფრო დაპატარავდა რატი, -თუ გინდა მუშად ან ვაფშე წერილების დამტარებლად დამნიშნე.
-აუ რა იდიოტი ხაარ_ვეღარ მოახერხა სიცილის შეკავება თორნიკემ და ბოლო ხმაზე ახარხარდა -რამდენი ხანია ამ დღეს ველოდიიი, ხვალიდან ცოტას ამოვისუნთქავ და ჩემ გოგოს უკეთ ვნახავ, მეღირსაა_ძმას ეცა და მთელი ძალით მოეხვია. -მოიცა დავრეკო და სასწრაფოდ ოთახი გამოგიყო, ავეჯს შენ აარჩევ თუ როგორ ვქნათ?
-მოიცა, რა კაბინეტი რა ავეჯი?_გაკვირვებულმა ამოხედა რატიმ.
-მოიცა, აქ შენი წილის მისაღებად არ ხარ? ტყუილა გამიხარდა?_წამში მოიღრუბლა ბიჭი.
-მე მეგონა...
-რა გეგონა რატი? რადგან აყვანილი იყავი შენი წილის გარეშე დაგტოვებდი თუ სასამართლოებში ვირბენდი და ქონებას წაგართმევდი? ნდობისთვის გმადლობ, მაგრამ ამ ფირმის ნახევარი შენია და მიხარია თუ მუშაობას დაიწყებ, ცოტას ამოვისუნთქავ.
-ნდობა არაფერ შუაშია თორნიკე, მე უფლება არ მქონდა.
-სანამ კიდევ რამეს იტყვი დაფიქრდი რატი.
-მიზეზსაც არ მეკითხები?
-თუ გინდა მომიყევი, მაგრამ მე ისიც მეყოფა მუშაობა რომ გინდა, ერთი კვირა ჩემთან ერთად იყავი რომ გასწავლო და მორჩა.
-მადლობა თორნიკე_გახარებულმა დაკრა ძმას ხელი ბეჭზე.

-ესეიგი ის გომბიო აქ მოათრია არა?_კაბინეტს წრეებს ურტყამდა თამარი. -ესეიგი ბოლომდე გადაწყვიტა ჩემი და ჩემი სახელის განადგურება არა? ანუ აქამდეც მივედით. მე თქვენ გაჩვენებთ როგორ უნდა ადამიანის დამცირება, ამ საქციელს განანებთ, მოვა დრო და მე შემოგხედავთ შორიდან როგორი დამცირებული და განადგურებულები ივლით. ცოტაც მაცადეთ_კიდევ დიდხანს ისმოდა ქალის ოთახიდან გესლიანი მუქარის ხმები.

-აბა, დავით ბატონო, გადაწყვიტეთ რას გააკეთებთ?
-თითქმის, ახლა ჯერჯერობით ერთი ბრძანება მაქვს.
-გისმენთ_ლამის ფურცელი და პასტა მოიმარჯვა დაქირავებულმა ყმაწვილმა ისე ყურადღებით დაიწყო მოსმენა.
-მათი დეტალური დოსიე მჭირდება, ამჯერად მხოლოდ გოგოსი არა, ყველასი, მამამისის ჩემსაზე უკეთ ვიცი, რატი გორგოძე, თორნიკე გორგოძე, რატის შეყვარებულიც კი გამოიკვლიე თავისი ოჯახით, არცერთი მათთან დაახლოებული პირი გამოგრჩეს, ფაქტია არ ისვენებენ და ჩემს წინააღმდეგ წამოვლენ, ამიტომ მათი თითოეული ნაბიჯი წინასწარ უნდა ვიცოდე გაჩენის დღე რომ ვაწყევლინო. არ მომეშვებიან? ხოდა რასაც დასთესენ, იმასვემოიმკიან._სასტიკად ისმოდა მამაკაცის ნათქვამი სიტყვები ყინულივით ცივი ხმით. (15)
-დღეს რბოლაა_ფრთხილად გადახედა გაიანემ შეყვარებულს.
-დღეს რბოლაა_გაყიუნლი ხმით დაეთანხმა ბიჭიც, მეტად ხმა აღარც ერთს ამოუღია, მალევე გამოვიდა მამუკაც სამზარეულოდან და ამას რატის ნაბიჯებიც მოყვა ოთახიდან.
-აუ ეს რა ჩამაცვი თორნიკე რა_“საროჩკას“ დახედა რატიმ და წუწუნი დაიწყო.
-მოიცა და აბა რითი მიადგებოდი იმ ხალხს, შენი მეტალიკის მაიკით თუ სპორტულებით? ცოლი მოგყავს შე ...... დეგენერატო_ახლოს მდგომ მამუკას და განოს გადახედა უხერხულად ბიჭმა.
-ლიანა და გია?
-უკვე იქ იცდიან_მერამდენედ გაიმეორა მობეზრებულმა. -გამოაღწევ?
-რომ არ დაგვთანხმდნენ?
-მაშინ სხვანაირად ვისაუბრებთ_წარბი აწია მამუკამ მაშინვე.
ანერვიულებულებმა გადახედეს გადამწყვეტ მომენტში ერთმანეთს და კარზე დაკაკუნება თორნიკემ აიღო მის თავზე. გაღებულ კარში ტიპიური, ცოტა ღიპიანი ქუთაისელი კაცი გამოჩნდა.
-აუჰ, პირდაპირ მძიმე არტილერიით ვიწყებთ, არადა მსუბუქის იმედი მქონდა_ხველებაში წაილაპარაკა რატიმ და თორნიკეს ანიშნა ხმის ამომღები არ ვარო.
-გამარჯობათ, მე თორნიკე გორგოძე ვარ, ჩვენთან თქმა იციან სტუმარი ღვთისააო და იმედია არ გაგვაგდებთ_ცბიერი ღიმილით უთხრა კაცს და არც დალოდებია პასუხს ისე შეაჭრა პირდაპირ და გაიანე და რატიც შეიყოლა.
-გამარჯობათ_ტელევიზორთან მჯდომ ქალს მიესალმა ბიჭი და გაიგონეს კიდევაც კიბეებზე ნინის ხმა, რომელმაც დაინახა თუ არა შეყვარებული წამში რატის ღრიალით მოეხვია.
-ნინი, წესიერად და ჯობია ახლა მაინც არ გამაბრაზო_მაშინვე გაისმა მამის მკაცრი ხმა და ნინიც მოწყენილი მოცილდა ბიჭს.
-მე მამუკა ვარ, რატის მამა_ხელი გაუწოდა მომავალ მძახალს ჩამოსართმევად. -აქ სასაუბროდ მოვედით და ყველაფრის გასარკვევად, ესენი რატის გამზრდელი მშობლები არიან, ნუ სანამ მე შვილი მკვდრად მიმაჩნდა_ღიმილით აუხსნა თვალებ გაფართოებულ კაცს და გია და ლიანა წარუდგინა, -ეს გაიანეა ჩემი ქალიშვილი და რატის და, ეს კი მისი საქმრო თორნიკე. კაცის ნათქვამ საქმროს სხვადასხვა რეაქციები მოყვა, გაიანემ ჩაიფრუტუნა, მშობლებს გაეღიმათ და თორნიკე თავში ავარდნილი ბიჭივით გაიჯგიმა.
-და ეს ცირკი რისთვის მოაწყვეთ?_მკაცრ ტონს არ იშორებდა ვალერი.
-ბატონო ვალერ, დანათესავებას ვაპირებთ, არამგონია ასეთი დიალოგით ღირდეს გაცნობის დაწყება._ცოტა უკლდა აფეთქებამდე მამუკას.
-აქ იმის გასარკვევად მოვედით ჩვენს შვილებს ურთიერთობას რატომ უშლით?_შეკავებული ნერვებით ჯერ კიდევ მშვიდი ხმით ჩაერია გია.
-იმიტომ, რომ ჩემი ქალიშვილისთვის უკვე შერჩეული გვყავს საქმრო, რომელიც საქმიანი ჩამოყალიბებული ნუ კაცია, მაგრამ დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ნინი მასთან ბედნიერი იქნება. თქვენს უსაქმურ შვილს არ გავს_გაურკვეველი მიმართულებით აიქნია ხელი კაცმა.
-როგორ ბედავთ?_ახლა გაიანე წამოენთო.
-მამა, აზრი როდის მკითხე? მოვკვდები და იმ ბებერს არ გავყვები იცოდე_ცრემლები ვეღარ შეიკავა ნინიმ და წამში იპოვა რატის გულზე მისი ადგილი.
-იცით რაში ცდებით?_ირონიული გამომეტყველება არ მოუშორებია თორნიკეს ისე დაუჯდა კაცს მოპირდაპირე სკამზე, ფეხი არხეინად გადაიდო ფეხზე, გაბოლება აკლია და ტონი მონტანააო თავისთვის ფხუკუნებდა გაიანე.
-უკვე რამდენიმე დღეა რატიმ თავის კომპანიაში დირექტორის ადგილი დაიკავა, სადაც აქციების 40 %-ის მფლობელია და როგორც თქვენ უწოდებთ ამ უსაქმურის დაქვემდებარებაში 50მდე ადამიანია. ეს ყველაფერი კი თქვენი ქალიშვილის გამო, რომ თქვენ სათქმელი არაფერი გქონოდათ, ალბათ გაგიგიათ ჩვენს სამშენებლო კომპანიაზე, თუ არადა გუგლმა უკეთ იცის და მიმართეთ დასახმარებლად. ეს პუნქტი ამოღებულია დასაწუნი კატეგორიებიდან, მომდევნო რომელია?_მხრებში გაიშალა და ლამის დივნის ნახევარი დაფარა. მშობლები თორნიკეს უყურებდნენ მდუმარებით და ცდილობდნენ არ ჩარეულიყვნენ, არ უნდოდათ სიტუაციის გამძაფრება.
-ასეთი არეული ოჯახი არ მოგვწონს._აჭარხლებულმა გადახედა ირგვლივ მომსხდარ ხალხს და მამუკას აჭარხლებულ სახეს კმაყოფილმა შეხედა.
-ესეიგი არეული_წამოჯდა თორნიკე და ხელით ანიშნა მამუკას დამშვიდდიო -არეულს თქვენ დიდ ოჯახს ეძახით? მაშინ რას იტყოდით მარტო რატი რომ მოსულიყო? კაცი არ გყავს ფეხებზე კიდი*არ ყველასო ალბათ, იცით რა, ყოველ სიტყვაში თქვენი შეურაცყოფა გადავყლაპეთ ისევ ნინის ხათრით, ახლა კი პირდაპირ გეტყვით, მიკვირს ასეთ ადამიანს ასეთი შვილი როგორ გაგიჩნდათ, თანაც თქვენი ქალიშვილი პატარა აღარაა, უკვე 19 წლისაა, ანუ სრუწლოვანებას კარგა ხანია გადაცდა და თქვენ ახლა თქვენივე ქალიშვილს მისი ნების წინააღმდეგ აკავებთ სახლში, ასეა არა ნინი?_ფეხზე წამომდგარ კაცს მიახლოებოდა თორნიკე და მკაცრი ხმით უკან უკან ახევინებდა, თითონაც მიყვებოდა და ამოსუნთქვას და დაფიქრებას არ აცდიდა.
-იმ ბებერს არ გავყვები მამა_ძლივს ამოილაპარაკა ნინიმ ტირილისგან დაოსებულმა.
-ხოდა მაშინ რადგან ასეა არც იმის წინააღმდეგი იქნებით ჩემი რძალი თავის სახლში წავიყვანო და დღეიდან ქმართან ბედნიერმა იცხოვროს_წარბები აწია თორნიკემ და ზემოდან გადმოხედა ვალერის.
-მიდი, ჩაალაგე_გაოცებული თვალები დაუკოცნა რატიმ უკვე ცოლს და სიცილით დახედა -ნუ რა თქმა უნდა, თუ გინდა.
-რა სულელი ხარ, ახლავე_გაცისკროვნებული სახით გაიქცა ოთახისკენ და ბარგი გადმოიღო.
-ამას ვერ იზამთ, უფლება არ გაქვთ_ ახლაღა დაიწყო ღრიალი კაცმა და თორნიკესკენ გაიწია.
-თქვენ გაქვთ უფლება ფულის გამო რომ აყოლებთ ვიღაც ბებერს და ორივეს აუბედურებთ?_მამუკა გადაუდგა თორნიკეს წინ, ლიანა ნინის დედასთან მისულიყო და წყნარად ესაუბრებოდა.
-წავიდეთ რა, მალე წავიდეთ_ანერვიულებული სახით გამოჩნდა ნინი და სიტუაციის დამძიმებამდე იფიქრა იქედან წასვლა.
-ბედნიერი იყავი დედა_ღიმილით მოეხვია გოგოს დედა და სახე დაუკოცნა -არ დაივიწყო შვილო დედაშენი.
-შენ თავს რა დამავიწყებს დედა_მაგრად ჩაეხუტა ნინიც და ცრემლებიც გადმოყარა.
-ამას მაშინ ინანებთ შვილიშვილის დაკავების უფლებას სინდისი რომ არ დაგანებებთ, ნინის კი როგორც ჩვენ შვილს ისე მივხედავთ._ბოლო სიტყვა დატოვა გიამ და წინ წასულ ოჯახს უკან მიყვა.

-აქ რა გვინდა_გაკვირვებულმა მიმოიხედა რატიმ ბაგრატის ტაძარს რომ მოკრა თვალი.
-ჰმ, გეგონა ერთად ცხოვრებას ჯვრისწერის გარეშე დაგაწყებინებდით?_წარბი შეკრა თორნიკემ, -საბარგულში ტანსაცმელია, ჩვენ იქ დაგიცდით, ქორწილი თუ გენდომებათ მერეც გავაკეთებთ, ერთად ცხოვრებისთვის კი უფლის დალოცვა აუცილებელია_ხელი დაკრა გახარებულ ძმას ბეჭზე, რომელმაც ეს არ იკმარა და მაგრად ჩაეხვია უფროსს.

საოცრად ლამაზი გამოვიდა ჯვრისწერის ცერემონია, ყველაზე მეტად ამ სცენას წყვილის გაბედნიერებული თვალები აგვირგვინებდა, რომლებიც ღვთის წინაშე უკვე ცოლ-ქმარი გამხდარიყვნენ. ემოციებისგან ატირებულ გაიანეს თორნიკე ეხვეოდა და ძლივს აწყნარებდა, რატი კი აღარც ფიქრობდა ბედნიერებისგან რომელ პლანეტაზე დადიოდა.
-მაპატიე ძმაო, მაგრამ თაფლობის თვის გადადება მოგიწევს ცოტა ხნით.
-კაი რა თოკა, რას დავეძებ სად ვიქნები, მთავარია ცოლი მყავდეს გვერდით_ცოლის ხსენებაზე ნინი გაწითლდა და მოელვარე ბეჭედს მიეფერა თითებით.
-მამი ისიც გადაწყვიტეთ სად გინდათ ცხოვრება, თუ შენებთან გადაწყვეტთ და იქ უფრო გესიამოვნებათ, იქ გადადით_თითქოს წყნარად თქვა მამუკამ, მაგრამ ყველამ შეამჩნია მის ხმაში აკანკალებული ტონალობა.
რამდენიმე წამით დააკვირდა რატი ცოლის სახეს და მამას მოუბრუნდა.
-თქვენთან დავრჩები მა, თქვენთან ერთად მინდა _გაუღიმა კაცს და ყველამ გაიგონა როგორი ღრმა ამოსუნთქვა მოყვა ბიჭის სიტყვებს.


რბოლამდე განომ დაიჩემა საშინლად მშიაო და თორნიკემაც მანქანა „სანაპიროსთან“ დააყენა. რესტორანში შესულებმა წინასწარ დაჯავშნილ კუპეს მიაშურეს და უკვე მომლოდინე კაცს წინ დაუჯდნენ.
-მოგყვებოდნენ?
-კი, შავი ტოიოტა, იგივე რაც გუშინ, მანქანის გამოცვლასაც ვერ იფიქრებენ?_მობეზრებულმა ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-ნომერიც გვაქ_მაშინვე აყვა გოგოც.
-მეც ვიცი გაიანე, პირველად კიარ შეამჩნიეს._ხარხარი აუტყდა კაცს.
-მაშინ დაჩი, რას ვშვებით, რბოლაში გაიანე იმარჯვებს, ურეკავენ, შეხვედრას უწყობენ და უკან მივყვებით?_გამომძიებელს შეანათა აღელვებული თვალები თორნიკემ.
-არამგონია მასე მარტივი იყოს, რადგან იდიოტი მოთვალთვალე დაიქირავეს ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ისიც იდიოტია. რომც შეხვდნენ და ეს ჩავიწეროთ ჩვენ რა?ასე არაფერი გამოვა, მისი კავშირი გვჭირდება ნარკოტიკთან.
-ანუ მის მოედანზე უნდა ვიყოთ_მიხვდა გაიანე.
-ზუსტად.
-ეს ხომ საშიშია?_თვალები აუელვარდა თორნიკეს.
-არა, თუ გეგმას მივყვებით და ყველა ჩვენს გეგმას სწორად შევასრულებთ, არავინ მოინდომებს შეყვარებულისთვის გმირობას და მაცლის ჩემი საქმის გაკეთებას.
-და რას მეუბნები? თუ გაიანეს საფრთხე შეექმნა დავჯდე და ვუყურო?_გაცხარდა ბიჭი.
-ვერ ვიტან შეყვარებულებთან მუშაობას_ამოიხვნეშა დაჩიმ. -თორნიკე, პირველი წელი არაა რაც საქმეებს ვიძიებ, დამიჯერე, ცოტათი მაინც ეჭვი რომ მეპარებოდეს იმაში, რომ გაიანეს ვერ დავიცავ, ეს გეგმა არ იარსებებდა.
-კარგი._ბედს შეგუებული კაცივით ამოილაპარაკა თორნიკემ და მოტანილ შეკვეთას მიუბრუნდნენ.

პირველად ესწრებოდა თორნიკე რბოლას ასე დაზაფრული, ფიქრობდა რამდენად ცუდად მოიქცა გაიანეს ამის უფლება რომ მისცა, მაგრამ მის ცალკე და მარტო მოქმედებას ერჩია გვერდით ყოფილიყო. რასაკვირველია გოგომ გაიმარჯვა, ჩვეულებრივ დაესია ნახევარი მაყურებელი, მაგრამ ჩემპიონის თვალები მხოლოდ ერთს ეძებდნენ, მალევე იპოვა კიდეც და მის ტუჩებსაც იოლად მიაგნო, ირგვლივ ატეხილ ჟრიამულს სიცილით შეხვდნენ და მოტოსკენ წავიდნენ.
-ახლა რა ვქნათ? ტელეფონს დავუწყო ყურება და მიშტერება?_დაძაბულმა ხმამ გაყიდა გაიანე.
-არა, ხომ გახსოვს გვითვალთვალებენ, ახლა როგორც ყოველთვის ბარში წავალთ, ავღნიშნავთ და სახლამდე მიგიყვან, როგორც კი დაგირეკავ თუ სახლში იქნები მაგებინებ, იცოდე სხვანაირად არ გამოვა_თვალები დაუბრიალა ბიჭმა და ბარისკენ გადაუხვიეს.
ამაოდ ელოდნენ, ტელეფონი ჯიუტად დუმდა, წყვილის და გამომძიებლის ნერვებს ცდიდა და გაიანეს ჭკუიდან ჭრიდა. ისე წავიდნენ სახლისკენ ტელეფონი დუმილის უფლებას იყენებდა. მთელი ღამე ისე ეძინათ ორივეს ყველა გაფაჩუნებაზე ახელდნენ თვალს. შედეგად, დილით ორივეთვალებ დასიებული და გამოფიტულები ისხდნენ. ახალი გათენებული იქნებოდა თორნიკე რომ მიადგა და დასამშვიდებლად მიიხუტა.
-სპეციალურად აკეთებს, ცდილობს წყობიდან გამოგიყვანოს, მოთმინება იქონიე, ყველაფერს თავისი დრო აქვს_თავზე უსმევდა გოგოს ხელს და ჩუმი ხმით აწყნარებდა. არ უნდოდა შემოსასვლელში, ტახტზე მძინარე სასიმამრო გაეღვიძებინა. რამდენიმე წუთში განოსი არა, მაგრამ მისი მობილური ნამდვილად ამღერდა.
-გისმენ დედა.
-თორნიკე_აკანკალებული ხმა ქონდა ქალს
-დედა ხო მშვიდობაა_ფეხზე წამოდგა ბიჭი და გაიანეც მიყვა.
-მაქ გაზეთები არ გექნება, ამიტომ ინტერნეტში შედი_ცრემლები უხშობდა ლიანას ხმას.
გაკვირვებულებმა გახსნეს ლეპტოპი და გახევებულები შეაჩერდნენ ყველგან გამოქვეყნებულ ერთსა და იმავე სტატიასა თუ სათაურს.
„ქალაქის პრინცს საკუთარი და უყვარდება“
„საოცნებო სასიძო და დამსხვრეული იმედები“
„აქვს თუ არა ახსნა როგორ შეუყვარდა გორგოძეების შთამომავალს საკუთარი და“
-ფუ თამარ, მე შენი დედაც მოვ****_ლამის იატაკზე მოადენინა ზღართანი მამუკას თორნიკეს ღრიალმა და ლეპტოპის კედელზე შეხეთქების ხმამ. (16)

-ბავშვებო რა მოხდა?_გაბურძგნული თავი წამოყო მამუკამ და მხოლოდ გაიანეს კაბის ბოლოს მოკრა თვალი კარებში გარბენისას. -აჰაჰ, ჩემ თავთან ლაპარაკი მაკლდა, ისე ხომ ვიყავი დალაგებული_ბუზღუნით დააგდო ატკივებული თავი ბალიშზე და სახე მოისრისა.

-მოვკლავ_ კორიდაზე გამოსული ხარივით ბდღვინავდა თორნიკე და მანქანას კრუგებს ურტყამდა რომ დამშვიდებულიყო და საჭეს მიჯდომოდა.
-ებიჭო ნუ მაზდევინებ თავს გამიცვდა ეს ახალი ფეხსაცმელი_აქოშინებულმა მიიჭირა გვერდებზე ხელი გაიანემ და წინ გადაუდგა ბიჭს.
-ახლა არაფერი მითხრა თორემ..... ააააააააჰ_ ალბათ მთელ ბინას გააგონა ღრიალი.
-ეს საქმე მე მომანდე კარგი?
-რას ამბობ გაიანე საერთოდ? მე ეს არ მაინტერესებს, მაგრამ შენს გამო ვბრაზობ, ახლა წარმოგიდგენია რაებს იფიქრებენ? მე შენს გამო ვნერვიულობ.
-და როდის მანერვიულებდა სხვისი აზრი?
-მაგრამ....
-არავითარი მაგრამ, ახლა ჩვეულებრივად სამსახურში წადი და ეს საქმე მე მომანდე, გთხოვ.
გაცდენილი არ იქნებოდა თორნიკე მოსახვევს განომ ტელეფონი რომ ამოიღო ჯიბიდან:
-დაჩი, დახმრება მჭირდება.
-ვიცოდი, რომ დამირეკავდი, ყველაფერი მზადაა, ჩემთან მოდი.
კმაყოფილი ათამაშებდა ფრჩხილებს გაიანე მოპოვებულ საქაღალდეზე და ბედნიერი ღიმილი დათამაშებდა, გახარებული მოეხვია დაჩის მადლობების ძახილით და იქვე შემოსწრებულ ბავშვიან, გაკვირვებული სახით მდგომ ლილიასაც დაუკოცნა ლოყები.
-სუპერ ქმარი გყაავს_გასვლისას მოაძახა და სიცილი აუტყდა ქალის ნაპასუხებ მეც ვიციზე.

საკუთარ კაბინეტთან მიახლოებულ თამარს მდივანი შეეფეთა და გაფითრებული სახით დაიწყო ცმუკვა.
-რა ხდება იტყვი?
-თქვენ... ისა... ოთახში.... იქ
-საუბარი დაგავიწყდა? ოთახში რა? ბომბია?
-თითქმის, მემგონი ბევრი არც უკლია, მოკლედ სტუმარი გყავთ_გულში მოხარხარემ შეუშვა თამარი თავის კაბინეტში და არის ძახილით მოშორდა იქაურობას, გულში საოცრად სურდა თამარის აქედან წასვლა და ადამიანური უფროსი. აი. კაბინეტში შესულ თამარს კი ჯერ წამოაწითლა, მერე დაცხა, შეამცივნა, გათეთრდა. არხეინად წამომჯდარიყო სავარძელში გაიანე და ირონიული ღიმილით აკვირდებოდა ქალს.
-საყვარელმა მოგაგზავნა?_ჯობია უშიშარის როლი მოვირგოო გულში თავს იმშვიდებდა თამარი.
-დაბრძანდი დაბრძანდი_მოპირდაპირე სკამისკენ მიუთითა განომ და ისევ თითები ააკაკუნა საქაღალდეზე. -რა მიკვირს იცი, როცა ადამიანს უპირისპირდები და შენ ამ დროს სუფთა კი არა მოწინააღმდეგეზე ბევრად ბინძური ხარ, რა ძალა არ გაყენებინებს მაგ ტრა*ს ადგილზე და რატო ათამაშებ.
-სიტყვები შეარჩიე ლაწირაკო.
-არადა ეს ლაწირაკიც კი შენზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ან შენ ზედმეტად იდიოტი, ამაზე ჯერ კიდევ დავა მაქვს ჩემს მეორე მესთან_სერიოზული სახით ჩაფიქრდა განო. საქაღალდე ქალისკენ გაასრიალა და სიამოვნებით უყურა მის სახეზე გარდამავალ ფერებს.
-შენი აზრით შენზე რას იტყვის ხალხი ამას რომ ნახავს? შე ჩათლა*** სამ კაცს ერთად ხვდებოდი, სამივე ფულიანს და პირველი ცოლობა ვინამაც გთხოვა იმას დათანხმდი, შენნაირს რა ქვია ისიც აღარ ვიცი_ზიზღით აიბზუა ცხვირი გოგომ.
-ეს, ეს ტყუილია, მონტაჟია.
-ახლა ვინაა ბავშვი_ხელები აიქნია გაიანემ -კარგად მომისმინე ფულზე დახარბებულო ბო*ინკალა, საღამომდე ან აბსოლიტურად ყველა გაზეთი და ინტერნეტში გასული ინფორმაცია გაქრება, ან ყველა ახალ ამბავს აი ეს ფოტოები დაიკავებს და სათაურსაც მე თვითონ მოვიფიქრებ, გასაგებია?
-მაშანტაჟებ?
-არა, შენგან განსხვავებით მოვედი, გაგაფრთხილე და თავის გადარჩენის შანსი მოგეცი, რაც მე და თორნიკეს არ გვქონია. ფუ, შენი ყურებაც კი გულს მირევს, ასეთი როგორ შეგიძლია რომ იყო, კაცებზე მხოლოდ იმიტომ ნადირობ, რომ კარგად იცხოვრო? სიყვარულზე გსმენია რამე საერთოდ?
-მსმენია_მწარედ გაეღიმა თამარს_ მაგრამ, როცა ჩემი მშობლების შვილი ხარ, უფლება არ გაქვს გესმოდეს.
-შენ არჩევანი გქონდა, მაგრამ ვხედავთ რომელი მხარეც აირჩიე. იმედია შეხვედრა აღარ მოგვიწევს.
დერეფანში გამოსული მხოლოდ საყვარელი ბიჭის ჩახუტებას და სითბოს ნატრობდა და უცებვე გაახსენდა წამში რომ შეეძლო სასურვლის მიღება და მაშინვე თორნიკეს კაბინეტისკენ გაუხვია.

ორმა დღემ სრულ სიმშვიდეში გაიარა, თამარმა თავისი სიტყვა შეასრულა, მამუკა მთელი თავისი ოჯახით უფრო ფართედ რომ ყოფილიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილით არ იწვოდა, მშობლების დატოვებულ უფრო დიდ სახლში გადავიდა.
ერთ შუადღეს, როდესაც ყველანი ოთახში ისხდნენ და უყურებდნენ რატი როგორ ეხვეწებოდა მამას კომპანიაში გაყოლოდა და დახმარებოდა, გაიანეს ტელეფონი ნანატრი დაფარლი ზარით ამღერდა. მაშინვე დასტაცა ხელი და აივანზე გავარდა.
-სულმოუთქმელად მელოდი არა?_პირადად დავითის ხმა ესმოდა ამჯერად და ღებინებისგან თავი ძლივს შეიკავა.
-პირობა პირობაა_მოკუმული პირით ამოცრა განოს.
-მაშინ ხვალ თბილისში გელოდები, ალბათ არ დაგჭირდება იმის შეხსენება, რომ ზედმეტი ბარგი არ უნდა გახლდეს. შეხვედრამდე_მაშინვე გათიშა კაცმა და გაიანესაც მთელ ტანზე მოედო ცახცახი.
-ახლა რას ვაკეთებთ? დაჩის შეჩერებოდა თორნიკე
-რამდენიმე გადამცემს დავუმაგრებთ, რასაკვირველია უკანაც გავყვებით, რატი და მამუკა აქ უნდა დარჩნენ.
-დავიყოლიებ_თავი დაუქნია გოგომ.
-ხვალ დილიდან შევხვდებით_დაჩის მოწოდებული ტელეფონი გათიშა თორნიკემ და გათეთრებულ გოგოს გადახედა.
-იქნებ მართლა ჯობდა მე ავერჩიე.
-არა, არა, ამ მომენტს რამდენი წელია ველოდები, ასე იმიტომ ვარ, რომ მგონია როცა დავინახავ გული ამერევა, იმდენად დიდ ზიზღს იწვევს ჩემში არ ვიცი რას გავაკეთებ.
-წამო, ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო_მანქანა დაძრა ბიჭმა.
-კიდევ სიურპრიზი?
-ნელნელა მიეჩვიე_გაეცინა რატის და დისკი ჩართო.
ქალაქიდან რომ გავიდნენ და მანქანამ ჭიშურას ერთერთი ნაპირისკენ გადაუხვია ნამდვილად გაუკვირდა, შეკითხვას არ სვამდა, ადგილზე მისვლას ელოდა. ათი წუთი მდუმარედ იმგზავრეს, მაგრამ ადგილზე მისულ გოგოს ხმის ამოღების თავი ნამდვილად აღარ ქონდა.
როგორც ჩანდა მიტოვებული სანაპირო იყო, პაწაწუნა ჩასასვლელიდან ქვებით მოფენილ მდინარესთან მიდიოდით, ზოგან ღრმაც იყო, ზოგან კოჭამდეც, ირგვლივ ხეებზე კი თორნიკეს პატარ პატარა განათებები დაემონატეჟებინა, რამდენიმეს ტოტებზეც კი მოეხვია საახალწლო განათების მსგავსი ნათურები, რამდენიმე ადგილას ქაღალდის მრგვალი დიდი ბუშტები მოჩანდა, ყველაფერი გაეფერადებინა ბიჭს და ახლა განოს უკან მდგომი, შორიდან აკვირდებოდა ნელნელა უფრო და უფრო როგორ იწყებდნენ თამაშს გოგოს თვალში ჭინკები.
-ღმერთო უსაზღვროდ მიყვარხარ_ბედნიერი სიცილით მოუბრუნდა ბიჭს და მთელი ძალით შეაფრინდა ტანზე -არ ვიცი უშენოდ რა მეშველებოდა. მოდი ღამითაც დავრჩეთ რა, არამგონია ვინმემ მოგვისწროს_ტუჩი მოეკვნიტა ავტომატურად და მალევე მიწვდა ბიჭის ტუჩებსაც.
-რატომ მგონია რომ მემშვიდობები?_წარბები დაფიქრებულმა შეკრა თორნიკემ.
-უბრალოდ მაკოცე_პასუხს თავი აარიდა გაიანემ და შეყვარებულის მოფერება განაგრძო. (17)

ნამდვილად სასიამოვნო საღამო გამოვიდა, სიცხის მიუხედავად თორნიკემ კოცონი დაანთო, წამოღებული პროდუქტები ამოალაგა, ბევრი ისაუბრეს, დავითის ხსენებაც არ უნდოდათ, არც მომავალი უხსენებიათ, იმ დღით ტკბებოდნენ და ბედნიერებას მთელი ძალით ისრუტავდნენ. შუაღამე იქნებოდა მეორე დღისთვის გამოძინება რომ გადაწყვიტეს. ლოყით მიიხუტა ბიჭმა გაიანე და შუბლზე კოცნით უსურვა ტკბილი ძილი.
დილით გაღვიძებულს ცარიელი სივრცე რომ მოხვდა გვერდიდან სიმწრისგან გაეღიმა. გაეპარა, ხომ თხოვა? რამდენჯერ გააფრთხილა, მაინც გაიპარა. თვალების გახელა არ უნდოდა, ჯერ კიდევ იმედიანად ფიქრობდა სადმე გასული იქნება და სადაცაა დამიძახებსო, მაგრამ არა, ირგვლივ სრული სიჩუმე იყო. წამომჯდარმა მიმოიხედა და თეთრი ქაღალდი მოხვდა თვალში, გადაწევისას მიწაზე წოლისგან გაშეშებულმა წელმა შეახსენა თავი.
„ვიცი რასაც ფიქრობ და გეფიცები არ გავპარულვარ, დილით დაჩიმ დარეკა და მასთან დამიბარა, მაპატიე, მაგრამ უშენოდ მისვლა მთხოვა, დილიდანვე უნდა გავემგზავრო და ჩვენი ერთად დანახვა არ შეიძლება. როცა გაიღვიძებ სავარაუდოდ უკვე წასული ვიქნები და შენც შეგეძლება ჩამოსვლა, მაგრამ ჯერ რამე მოიფიქრე, რომ მოთვალთვალეს დაეხსნა. მიყვარხარ და შეიგნე ბოლო ბოლო, რომ საშუალებას არ მოგცემ გამექცე, თბილისში გელოდები. იმედია მალე ჩამოხვალ, თორემ უკვე აღარ ვიცი შენი სუნის გარეშე როგორ დავიძინო.“
ღრმად ამოიხვნეშა და მაშინვე ალაგებას შეუდგა, ერთი დღე იქნება ეს გოგო ბოლოს მოუღებს. თავის ქნევით დაქოქა მანქანა და იმედიანად გაემართა რატის სახლისკენ, ჯერ არამგონია სამსახურში გაესწრო. გაუმართლა, კარებში გამომავალი შეხვდა ბიჭი. მთელი ოჯახი დაიჯინა წინ და ყველაფერი აუხსნა, მამუკა ძალიან გაბრაზდა:
-ამ ყველაფერს ახლა ყვები თორნიკე? ჩემ გოგოს რომ რამე დაემართოს? როგორ დაგვიმალეთ?
-როგორ გგონიათ დავუშვებდი გაიანეს რამე მოსვლოდა? მემონი ჯერ კიდევ ვერ ხვდებით ჩემთვის რამდენს ნიშნავს, ახლაც კანი მეწვის რომ ვიცი იქ მარტო დაჩისთან ერთადაა, ამიტომ თუ დამეხმარებით მითხარით და გეტყვით რა გეგმაც მაქვს, რატი დამჭირდება ამისთვის.
-რა თქმა უნდა თორნიკე, ამას რა კითხვა უნდა, ჩემი დისთვის ყველაფერი შეგიძლია მთხოვო.
-მოკლედ, ასე მოვიქცევით.......
რამდენიმე წუთში დილის სიგრილისგან თავდასაცავად კაპიშონში ჩამალული გამოჩნდა ბიჭი და სწრაფი ნაბიჯებით დაიკავა თავისი ადგილი მანქანაში, ადგილიდან დაძვრის შემდეგ ღიმილით გადახედა უკან გამოყოლილ შავ ტოიოტას.

-5ზე დამირეკავს, თავის შემოთავაზებულ ადგილს უნდა დავთანხმდე და იქეთ ვეახლო არა?
-ხო გაიანე, სხვანაირად საერთოდ უარი არ გითხრას, ამჯერად დათანხმდი, გვაწყობს კიდეც, იქნებ უკან ავედევნოთ და სადმე მივიდეს სახლის გარდა.
კარზე კაკუნი გაგებისას დაჩი წამოდგა გასაღებად და გაოცებისგან ლამის ყბა ჩამოუვარდა თორნიკე რომ დაინახა.
-ასე მალე როგორ ჩამოხვედი?
-ვიფრინე_ცივად მიუგო ბიჭმა და სახლში შეაჭრა.
-ჩვენ ასე რ შევთანხმებულვართ_მკაცრი სახით წამოადგა დაბნეულ გოგოს.
-წერილში ხომ აგიხსენი?
-შენ რა წერილი დაუტოვე?_დაჩი წამში გაბრაზდა
-მე ხომ გაგაფრთხილე გაიანე._სიმკაცრეს არ იშორებდა თორნიკე.
-კარგი რა, აბა რა მექნა?
-გაგეღვიძებინე ადამიანო.
-ამიხსნით რა ხდება?_ჩარევა სცადა დაჩიმ.
-და რომ გამეღვიძებინე ასე მარტო გამომიშვებდი?
-რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ არც უნდა გამომეშვი.
-ხალხნო..._ისევ სცადა დაჩიმ.
-გვაცადე_ერთად შეუყვირა წყვილმა კაცს და ისიც ხელებ აწეული წავიდა სამზარეულოსკენ -თქვენი გადამკიდე ყავა დიდი კასრით უნდა მეყიდა.
-არ გამოგიშვებდი დიახ, არა.
-ხოდა ზუსტადაც, საქმეს ასე ჭირდებოდა_წარბები აუწია გაიანემ.
-კარგი რა...
-რა კარგი რა თორნიკე, ჩვენ ხომ შევთანხმდით? ტყუილად მეჩხუბები, შენც იცი დამნაშავე რომ არ ვარ. როგორ გამოეპარე?_სიცილით აათვალიერა რამშტაინის მაიკაში გამოწყობილი ბიჭი.
-მართლა იდიოტი ყავთ დაქირავებული_ბუზღუნით განაგრძო თორნიკემ მაინც -შენ ძმას ტანსაცმელი გავუცვალე და ჩემი მანქანით გავუშვი, შენ ძმას კი ნორმალური ტანსაცმელიც კი არ აქვს_მაიკაზე დაახედა გოგოს.
-მე ყველა ფორმაში მომწონხარ_ეშმაკური ღიმილით მიუახლოვდა შეყვარებულს.
-შიშველიც?_წარბები აუთამაშა ბიჭმა
-აუ თორნიკეეეე_აწითლებულმა ჩამალა გაიანემ თავი ბიჭის გულში.
-ვგიჟდები შენს აწითლებაზე_სიცილით ააწევინა გოგოს თავი და იოლად მიაგნო სასურველ ტუჩებს.


-შესრულდა, რატო არ რეკავს?_ტელეფონით ხელში ტკეპნიდა ოთახს გაიანე და ბიჭების მობეზრებულ სახეს არ იმჩნევდა. ვიბრაციის შეგრძნებისას კი ვაიმეო წამოიკივლა და ლამის ტელეფონი გაუვარდა ხელიდან.

აკანკალებული მიდიოდა შეხვედრის ადგილზე და ეგონა გული სხეულში აღარ გაუჩერდებოდა, ახლა ნახავდა, დედის მკვლელს ნახავდა და სახეშიც ვერ შეაფურთხებდა, ვერ ეტყოდა როგორ ძულს, პირიქით, გვერდით მიუჯდებოდა და ეცდებოდა ღიმილით ესაუბრა. წუთით ცხოვრების უსამართლობაზე ჩაფიქრდა და პარკსაც მიუახლოვდა. გაოცებისგან მართლა დააღო პირი მტრედების ჭმევაში გართული დავითი რომ დაინახა, კაცი მთელი გულით იღიმოდა და ჩიტებს საკენკით ანებივრებდა.
-უფრო თამამად გაიანე, უფრო თამამად_უკან არც მოუხედავს ისე დაუძახა და ლამის ირგვლივ მიმოიხედა გოგომ.
-სამწუხაროა მარიამს არ გავხარ_ნაღვლიანად გაეღიმა კაცს.
-უკაცრავად?
-არ გინდა რა, მე ვიცი ვინ ხარ, ასევე შენც, ვიცი ჩემთან შეხვედრის გამო რამდენი წელი დაკარგე, ამიტომ გადავწყვიტე გენახე სანამ მთელ ცხოვრებას ჩემს ზდევაში გალევდი. აბა, გისმენ.
-დედას რატი გავს. თავიდან ბოლომდე, მაგრამ ხასიათებით მე ვგავარ.
-გეტყობა, აი რატი კი მართლა გავს._მიხვდა განო კაცი რაზეც ჩაფიქრდა და ლამის იქვე მიაფურთხა.
-არ გაბედო დედას გახსენება, არ გაბედო თავის მასთან წარმოდგენა, ჩვენ შენი შვილები არასდროს ვიქნებოდით, როგორ მოკალი? ეს როგორ გააკეთე? ქალი, რომელიც გიყვარდა, საერთოდ იცი რას ნიშნავს სიყვარული?
-ვიცი, რომ შენ იცი და თუ არ გინდა მას რამე დაუშავდეს შენთვის იყავი, თავი დამანებე და ცხოვრება გააგრძელე, შენ მე ვერაფერს დამაკლებ, არ გირჩევ ჩემს გადაკიდებას, ჩემთან ომს ჯობია წყნარად იჯდე და ახალ შეძენილ ოჯახს მიხედო.
-არასოდეს_თვალები აენთო განოს და ზიზღით გააგრძელა -დედას სიკვდილს არ გაპატიებ.
-ნება შენია_მხრები აიჩეჩა კაცმა და იქვე მიატოვა გაშეშებული გოგო.
-მივყვები განო, არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება_თითქოს შორიდან ჩაესმოდა დაჩის ხმა.

დაჩის წასვლიდან ორი საათი გასულიყო, გამომძიებელი არ ჩანდა და არც ზარებს პასუხობდა, წყვილი კი ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდა. კიდევ ორი საათის შემდეგ გამწარებულმა შემოაღო კარი გინებ გინებით და მოცელილივით დაეშვა დივანზე.
-ხომ ვამბობ რადგან იქ ყავს იდიოტი დაქირავებული თითნ არ იქნებათქო. შემამჩნია და შეცდომით მცხეთაში წამიყვანა.
-ნაბი**ვარი_სახეზე ხელები ჩამოისვა თორნიკემ და გაიანეს მობილური აწკრიალდა.
-როგორ ხართ რატი.
-................
-ხმაზე რა გჭირს?
-......................
-რატი ნუ მატყუებ, ხომ იცი გიცნობ, ტყუპი ხარ ბოლო ბოლო, ამოღერღე ხომ ყველა კარგად ხართ?_ხმა ჩაეხლიჩა გოგოს.
-ღმერთო ჩემო ახლავე მოვდივართ_უკვე აცრემლებულმა გათიშა ტელეფონი და ბიჭებს გადახედა. -ორი საათის წინ მამას მანქანა დაეჯახა.... (18)

უამრავი ადამიანი ირეოდა ერთმანეთში საავადმყოფოს მოსაცდელში, სულ მარტო იდგა რატი და ვერაფერზე ვერ ფიქრობდა ამ ქვეყნად, მხოლოდ მაშინ გამოერკვა თბილი ხელი რომ იგრძნო მხარზე და ცოლს შეხედა.
-ხომ იცი, რომ კარგად იქნება?_ნაღვლიანად უღიმოდა ნინი
-შენ რომ მეხვევი მაშინ ყველაფერის მჯერა_ხელები მოხვია საყვარელ სხეულს და სახე შიგ ჩამალა. ეს გოგო სულ სხვა მუხტს აძლევდა, სულ სხვაგვარად ანახებდა სამყაროს, ოღონდ ნინი მასთან ყოფილიყო და ყველაფერს შეძლებდა. არ უნდოდა გაიანესთვის ეთქვა, მაგრამ ასეთ ამბავს ვერ დამალავდა, უნდა ცოდნოდა მამა თუ სიკვდილის პირას ყავდა. ლამის შუბლზე აუვიდა თვალები დაახლოებით ერთი საათის შემდეგ შემოსასვლელში ნინის დედა რომ დალანდა.
-მე ვუთხარი, უნდოდა ჩვენთან ყოფილიყო_დამნაშავის სახით ამოხედა ცოლმა.
-კარგი გიქნია პატარა, მიხარია თუ ჩვენს გვერდით ყოფნა უნდა.
-იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის რატი_თბილად გაუღიმა ქალმა და მალევე მოყვნენ ანერვიულებული გია და ლიანა. ყველა თორნიკეს და გაიანეს კითხულობდა, მათ ხომ არ იცოდნენ რაც სინამდვილეში ხდებოდა და ათას ამბავს იგონებდა ბიჭიც რომ გაემართლებინა.
-შეგიძლიათ გამოგვყვეთ_ექთანი მოუახლოვდა რატის -თავის შვილს ეძახის.
-მოიცა, ანუ კარგად არის?
-დიახ, სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება, შინაგანი სისხლდენა შეჩერებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
-ღმერთო მადლობა_ლიანას ბედნიერმა შეძახილმა გაკვეთა დერეფანი და რატის ღიმილი მოგვარა სახეზე. მაშინვე უკან გაყვა ექთანს და მამას წამოადგა პალატაში.
-შეგვაშინე_პატარა ბავშვივით მიეხუტა კაცს და მის გადასმულ ხელზე თვალები მიეხუჭა.
-ნუ ნერვიულობ, ძლივს გიპოვეთ და თქვენს მიტოვებას არ ვაპირებ, გაანემ გაიგო?
-კი მამა, ვერ დავმალე, მართლა ტყუპია მაშინვე ყველაფერს მიხვდა და მოვუყევი, უკვე მოდის.
-რაა? არა, ახლავე დაურეკე და დამალაპარაკე, ის ნაბი**ვარი არ გაჩერდება.
-კარგი, არ გაინძრე, შენთვის ჯერ მოძრაობა არ შეილება_სწრაფად აკრიბა დის ნომერი და ტელეფონი მამუკას გადააწოდა.

-გისმენ რატი, ხომ მშვიდობაა? 3 საათში მანდ ვარ, გამოვდივართ.
-გაანე
-მამიკოო_მაშინვე გაისმა ატირებული ხმა.
-ნუ ტირი ჩემო გოგო, გეგონა ასე იოლად მომიშორებდი?
-მა, ძალიან მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ ჩემო გოგო, მაგრამ არ მინდა, რომ ჩამოხვიდე.
-რას ამბობ მა, უბრალოდ უკან გაყოლის გამო კინაღამ მოგკლეს და კიდევ რომ რამე მოხდეს?
-რატის და ნინის მე დავიცავ, შენ დავითს მიხედე, მთელი ცხოვრება შიშში ცხოვრებას ასე ჯობია დამიჯერე შვილო.
-მამა დარწმუნებული ხარ?
-გეშინია ჩემო გოგო?
-არა მამა, არც ვაპირებდი დედას სიკვდილი შემერჩინა, მაგრამ შენი დაკარგვა არ მინდა.
-არ დამკარგავ საყვარელო, მაქ დარჩი და იმ ნაბი**ვარს მიხედე.
-კარგი მამიკო და მეორედ ასე აღარ შეგვაშინო რა.
-ნახვამდის ჩემო გოგო.
უკან დაუბრუნა რატის ტელეფონი და თვალები დახუჭა დასასვენებლად, გაეღიმა ხელზე შვილის ხელი რომ იგრძნო და თვითონაც მთელი ძალით მოუჭირა პასუხად.

-დარჩითო_თორნიკეს გადახედა გაიანემ და შუბლი მოისრისა.
-კარგი, წამო ავბრუნდეთ.
ბინაში დაბრუნებულებს დაჩი დახვდათ ოთახებში ტელეფონით მოსიარულე, ხელებს იქნევდა და ანერვიულებული საუბრობდა. წყვილის დანახვაზე უცებ გათიშა და მოუბრუნდა.
-მითხარით, რომ გადაიფიქრეთ.
-სწორად მიხვდი, აბა, რას ვაპირებთ?
-გადასარევია, ახალი გეგმა მაქვს და სანდო ხალხი მჭირდებოდა. უკეთესი სათვალთვალო სქემა მოვიფიქრე, დაახლოებით ათამდე მანქანა უკვე მოვიძიე, დაჯექით და ყველაფერს აგიხსნით.
გვიანობამდე მუშაობდნენ, სხვადასხვა გეგმა განიხილეს და საბოლოოდ საუკეთესოზე შეჯერდნენ. დათოს თვალთვალს ხვალ დილიდან დაიწყებდნენ, სახლიდან გაყვებოდნენ და არ მოისვენებდნენ, სანამ ერთ შტაბს მაინც არ მიაგნებდნენ.
-რადგან მანქანის ტარება არ იცი ქალბატონო, აჰა შენ, ორი მოტო ვიქირავე_გასაღებები ესროლა დარცხვენილ გოგოს და თორნიკესაც ჩააბარა მისი მანქანის გასაღები.
-ორ თვეში მართვის მოწმობაც ექნება_დარწმუნებით დაუქნია სიცილით თავი თორნიკემ და გაბუტული გოგო მიიხუტა ლოყაზე რომ ეკოცნა.
-დილით დემნა და გიორგი ჩამოვიდნენ, ასე რომ ხუთი ვართ და არ გაგვიჭირდება.
-მაშინ წავედით.
-მე წავედი, სახლიდან მე მეკუთვნის_ამაყად მოიღერა კისერი განომ და მოტოს მოაჯდა. თორნიკეს თბილი, სიყვარულით სავსე მზერა ქუჩის ბოლომდე გაყვა და ბედნიერს გაეღიმა, მადლობელი იყო ცხოვრების ამ ბიჭს რომ შეხვდა.

ათი სრულდებოდა დავითმა სახლი რომ დატოვა, რამდენიმე წამში უკან მიყვა განოც და მოტოს ხმამ მაშინვე უკან გამოახედა კაცი. ისევ მომყვებიანო იფიქრა, თუმცა მომდევნო შუქნიშანთან მოტომ სულ სხვა გზაზე გადაუხვია და მანაც კმაყოფილმა აწია წარბები, შემდეგ ერთი ტოიოტა მოხვდა თვალში, მაგრამ საჭესთან სრულიად უცხო ბიჭი დახვდა და მომდევნო გზაჯვარედინზე მანაც სხვაგან გადაუხვია, უკვე დარწმუნდა ისწავლა ქალბატონმა ჭკუაო.
-დემნა შენსკენ მოდის, მე შემხვედრ შუქნიშანთან ჩამოვეცლები.
-კარგი, აქედან მე გავყვები და გიკარნახებთ საით წავა.
ჭკუით აჯობა შეკრებილებმა, ათამდე მანქანა ქონდათ ნაქირავები, ერთი მხოლოდ მომდევნო შუქნიშნამდე ან გზაჯვარედინამდე მიყვებოდა და გადამცემებით ერთმანეთს მიმართულებას ასწავლიდნენ, შედეგად მომდევნო დამხვედრი ცვლიდა წინა მანქანას და დავითიც ვერაფერს ეჭვობდა, სწორედ ამ იმედით მიადგა მთელი ქალაქის შემოვლის შემდეგ მართლაც თავის შტაბს და ჩავარდა კიდეც.

რატი უკვე დამოუკიდებლად ახერხებდა სამსახურში ყველაფრის კეთებას, აღარ უჭირდა და მიეჩვია კიდევაც, მასზე მხიარული უფროსი ალბათ არავის ეყოლებოდა, მალე მოიპოვა თანამშრომლებთან პატივისცემაც და ყველას თავი შეაყვარა. ახლაც დაღლილი აპირებდა გამოსვლას და მამის მონახულებას კარი რომ გაიღო.
-გამარჯობა_მალევე გაიგონა მელოდიური ხმა და ახედვისას კარებთან მორცხვად მდგომი საკმაოდ ლამაზი, დეკოლტიანი გოგო დახვდა.
-გისმენთ_ლამის ნერწყვი გადაეყლაპა სტუმრის ტანზე თვალის აყოლებისას და ფეხზე წამოდგა.
-ბოდიშით, რომ ასე გვიან მოვედი, მხოლოდ ახლა შემომიშვეს, კადრების განყოფილებამ გამომაგზავნა, მუშაობის დაწყება მინდა და ჯერ უფროს უნდა გაესაუბროო, ბატონ თორნიკესთან წინა კვირაში ვიყავი.
-ა, დიახ, გასაგებია_ხელით შეისწორსა ჰალსტუხი მოახლოებულ გოგოზე. -თქვენი სივი თუ შეიძლება და აქ დაბრძანდით, უფრო ახლოს რომ არ მოსულიყო მაშინვე მიუთითა სავარძელზე და გოგოც წამოიჭიმა ეშმაკური ღიმილით.

მეცადინეობის შემდეგ სამზარეულოს მიაშურა ნინიმ, ჯერ ანდრო დააპურა და წამლები დაალევინა, შემდეგ კი დაღლილი რატის წარმოდგენისას სულ ღიმილით გაუმზადა საჭმელი, ეს ბიჭი თავს აკარგვინებდა, ყოველ წამს აბედნიერებდა და უნდოდა გაღიმებულს ევლო. ბედნიერი მიეფერა თითზე წამოცმულ ოქროს რგოლს, რომელსაც არ იშორებდა და გაზი გამორთო. ახლა მხოლოდ რატის ლოდინი დარჩენოდა, რომელიც რატომღაც ძალიან იგვიანებდა. (19)

-არც ერთი მის სახელს არ ამბობს_მაგიდას დაკრა მუშტი დაჩიმ.
-ეს რას ნიშნავს?
-რას ჩემო განო და შეუძლია თქვას უბრალოდ წამლის საყიდლად მივედიო და ამითი გამოძვრეს.
-რა უნდა ვქნათ?_თორნიკესაც დაეტყო ანერვიულება.
-არ ვიცი, აქ ჩემი განყოფილება არ არის, ასე კარგადაც იმიტომ გვექცევიან, რომ ამხელა საქმე გავუკეთეთ და თვითონ მუქთად მიიწერეს, მაგრამ ცოტა ხანში თავაზიანად გაგვყრიან.
-რომ ვაღიარებინოთ?
-როგორ გაიანე, შეხვალ და ეტყვი, ბიძია შენი თვალების ჭირიმე აღიარე დედა რომ დასახიჩრებული დამიგდე ქუჩაში, ნარკოტიკების მთელი ქსელი რომ გაქვს და ჩვენი გარდაცვალების დოკუმენტები რომ გააყალბეთქო?
-დაჩი_გაბუტვით ამოხედა გოგომ.
-მე ვიცი რაც უნდა ვქნათ, ერთადერთი ვარიანტია ეს აღიარებისთვის_ჩაფიქრებული დადიოდა ოთახში თორნიკე და როგორც იქნა შეჩერდა -რატი დაგვჭირდება.

საკმაოდ გვიან დაბრუნდა რატი სახლში, გული მოეკუმშა დივანზე ჩაძინებული რომ დახვდა coli, ქმრის მოსაცმელში გახვეულიყო შემცივნული და დაპატარავებულს ჩაძინებოდა. გულზე მიიხუტა ბიჭმა საყვარელი სხეული და კოცნით წაიყვანა ოთახისკენ.
-მომენატრე_ძლივს გაიგონა ჩურჩულით ამოძახილი ძილში და სახე გაებადრა.
-მეც მომენატრე პატარა, მაპატიე, თანამშრომლებმა დამპატიჟეს, ერთ-ერთს დაბადების დღე ქონდა.
-არაუშავს, სამაგიეროდ ახლა ავინაზღაურებ_ვნებიანი თვალებით ახედა ქმარს და არც მას უთქვამს უარი.

დილით გაღვიძებულს ქმარი გვერდით აღარ დახვდა, სამაგიეროდ სამზარეულოდან გამოდიოდა სიცილის ხმა და საჭმელების სუნი.
-დილა მშვიდობის ყველაზე ლამაზო ცოლო_ცხვირზე მიიღო კოცნა ოთახში შესულმა და გაკვირვებულმა გააყოლა თვალი შეცვლილ რატის, ყოველთვის ასე ექცეოდა, მაგრამ დღეს რაღაც ძალიან იყო აღფრთოვანებული.
-რატი რა ხდება?
-თბილისში მიწევს წასვლა, დავითი დაუჭერიათ და....
-ვაიმე რა ბედნიერებაა_კისერზე ჩამოეკიდა და ლოყები დაუკოცნა.
-მე ოთახში შევჭამ_ღიმილით დატოვა ანდრომ სამზარეულო
-წასვლამდე შენთან ლაპარაკი მინდა და მართლა დიდი იმედი მაქვს რომ სწორად გამიგებ._თავი მოიქექა რატიმ.
-გისმენ_გაკვირვებული დაჯდა მაგიდასთან ნინი ქმრის სერიოზულ ხმაზე.
-სანამ შენთან მოვიდოდით, მამამ შეკითხვა დამისვა, იყო ჩვენი სიყვარული ოჯახის შესაქმნელი, თუ უბრალოდ მოგვწონდა ერთად და ვერთობოდით, მაშინვე ვუთხარი, რომ დარწმუნებული ვიყავი შენთან მინდოდა მთელი ცხოვრების გატარება და ისიც უსიტყვოდ დამთანხმდა. ჩვენი ქორწილიდან ერთ თვეზე ცოტა მეტია გასული და უნდა ვაღირო გუშინ დღემდე ეშმაკივით რამდენჯერმე შემიჩნდა აზრი, ხომ არ ვიჩქარეთქო, ჯერ ხომ მხოლოდ 20 წლის ვართ, ნეტავ სწავლაში ხომ არ შევუშლი ხელსთქო, ან იქნებ რამე ვერ მოვზომო და ვაწყენინოთქო.
-და გუშინ რა მოხდა?_ხმა ჩაქრობოდა ნინის.
-გუშინ ახალი თანამშრომელი შემოვიდა გასაუბრებაზე, თორნიკეს აყვანილი ყოლია, მაგრამ ჩემგანაც აუცილებელი იყო თანხმობა, საკმაოდ ლამაზი იყო, გამომწვევადაც ეცვა, შეიძლება ნერწყვიც კი გადავყლაპე დანახვისას, მაგრამ როგორც კი მომიახლოვდა ლამის გულისრევა ვიგრძენი, ვხედავდი როგორ მეპრანჭებოდა, მე კი მხოლოდ შენზე ვფიქობდი და იმაზე როდის შევძლებდი მოვსულიყავი და ჩაგხუტებოდი, მის ზედმეტ საქციელზე კი იოლად მივუთითე კარისკენ და სამსახურიც დაკარგა. არ იფიქრო, რომ ამ შემთხვევამდე ეჭვი მეპარებოდა, დარწმუნებული ვარ იცი როგორც მიყვარხარ, უბრალოდ მინდოდა ეს გცოდნოდა, იმიტომ რომ მე შენ ღვთის წინაშე მოგეცი სიტყვა, ეს კი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, გესმის? მინდა ბოლომდე მენდობოდე, არასდროს შეგეპაროს ეჭვი ჩემში, მე შენ მიყვარხარ და ......
-ორსულად ვარ.
-არ მინდა გეწყ..... ჰა?_მომესმაო თვალებ გაფართოებულმა ამოხედა ცოლს.
-4 დღეა გადამიცდა, მე კი არასდროს გადამცდენია, ტესტმაც დადებითი მიჩვენა.
-არ მიბრაზდები?
-რაზე სულელო? როგორც ყველა ბიჭს შენც რომ წამოგივლიდა პასუხისმგებლობის შიში? ვიცი, რომ გიყვარვარ, ბოლომდე გენდობი, ისიც ვიცი მოღალატე რომ არ ხარ და თლად ტრაკ წამოხდილი რომ დაგიჯდეს ვინმე მაინც არ გახედავ, ასე რომ ჯობია ახლა იმაზე ვიფიქროთ აწი როგორ იქნება_სიცილი აუტყდა გოგოს რატის განცვიფრებულ სახეზე.
-როგორ იქნებაა? საუკეთესოდ, საოცრად, გადასარევად_გულში ჩაიხუტა ცოლი და მთელ ხმაზე მოკისკისე დააბზრიალა.


-რა ხდება ხალხო ასეთ დროს რომ გამომაქცუნეთ_გაბადრული სახით შევიდა რამდენიმე საათში თბილისის ერთ-ერთ განყოფილებაში რატი.
-ამდენ ხანს სად ხარ? 5 საათი რად უნდა ქუთაისიდან აქამდე?
-მაინც ვერ მომიშლი ახლა ნერვებს ისეთ ხასიათზე ვარ_ტუჩებს თავს ვერ უყრიდა ბიჭი.
-დაბოლილი ხარ?_გაკვირვებული შეჩერებოდა და.
-არა, უბრალოდ მამა ვხდები და ნინი ექიმთან მყავდა._გაიჯგიმა ბიჭი.
-ოჰ მამა ხდება თურმე ბიჭი, მერე ეგ..... მოიცა რა ხდებიიიი?_კივილი დაიწყო გაიანემ -მამიდა ვიქნებიიი, ვაიმე არ არსებობს ღმერთო პატარა გვეყოლებააა_ლამის კისერზე შემოახტა ძმას.
-ჩამომხსენი თუ ძმა ხარ რა_მოცინარ თორნიკეს გადახედა რატიმ და ძლივს დასვეს აკივლებული გაიანე.
-ჩამოხვედი? კარგია, აქეთ წამო_იდიალია დაერღვათ დაჩის ხმაზე და კვლავ ამოუტივტივდათ სად იყვნენ და რა სიტუაციაში.

-მიხვდი რაც გევალება?
-უკვე 15 წუთია ერთსა და იმავეს მიმეორებთ, შემიშვებთ?
-გვერდითა ოთახიდან გიყურებთ._კარები გაუღო დაჩიმ და ბიჭი დავითთან შეუშვა.
თვალი ვერ მოაცილა დავითმა რატის, გაჭრილი ვაშლივით გავდა მარიამს ბიჭი და თვალების დანახვაზე ცრემლი მოადგა კაცს. მაშინვე იცნო ვინც იქნებოდა და მოსალოდნელი საუბრისთვის ღრმად ამოიხვნეშა.
-გამარჯობა_ჩვეულებრივი ხმით მიესალმა რატი და წინ ჩამოუჯდა. ხმაც როგორ მიუგავდა მარიამისას. პასუხი რომ ვერ მიიღო თავადვე განაგრძო:
-გაცნობას აზრი არ აქვს მიხვდებოდი ვინც ვარ.
-ძალიან გავხარ.
-ვიცი, ყველა მაგას მეუბნება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მე არ ვიცი, დედას არ ვიცნობ ისე მოკლეს._შეხედა კაცმა როგორ დაღუნა თავი, ახლა მთავარი იყო აელაპარაკებინა.
-ყველა ამბობს მისი ასლი ხარო, მაგრამ მე მხოლოდ მისი სურათების თვალიერება მერგო, არ მომეცი საშუალება გამეცნო, ფოტოებით მივხვდი რატომაც შეგიყვარდა, ულამაზესი იყო, ვერ წარმომიდგენია მისი მსგავსი ქალი თუ არსებობს ამ ქვეყნად.
-არ არსებობს, მაგრამ მხოლოდ სილამაზისთვის არ შემყვარებია,_მოგონებებში გადაეშვა -როგორ მიყვარდა მისი სიჯიუტე, რომ იტყოდა შავზე თეთრიაო ვერ გადააფიქრებინებდი, ერთი კეთილი სიტყვა არ მღირსებია, არ ვიცი მამუკამ როგორ შეაყვარა თავი, მაგრამ შურმა დამაბრმავა, მასთან სულ სხვანაირი იყო, ის სიჯიუტეც სადღაც იკარგებოდა, მე თუ ყველაფერზე ჯიბრში მიდგებოდა, მას ყველაფერზე თავს უქნევდა, ბევრჯერ დამინახავს როგორი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს და ვერ მოვითმინე, ვიცი აქ რატომაც ხარ, ჭკვიანური გათვლა იყო, მაგრამ დავიღალე, მის გარეშე ნახევრად მკვდარი ვარ, გინდ აქ ვყოფილვარ გინდა ციხეში, იქ თავისუფლად ფიქრს მაინც შევძლებ, პროკურორს დაუძახე, თანამხ ავარ აღიარებითი ჩვენება მივცე.
-მადლობა_უკვე კარებთან იყო მისული რატი რომ მობრუნდა და კაცის გაოცებული თვალები შეეფეთა.
-რისთვის?
-არ გეგონოს ოდესმე შენი საქციელი დავივიწყოთ, ამას ვერც ის შეცვლის ახლა რომ დაგვითმე, ალბათ ციხემ შეგცვალა, მაგრამ მადლობა ჩემი დის გამო, ისე იყო შენზე ჩაციკლული ცხოვრების 6 წელი გაუქრა, ახლა სურვილიც ექნება და შესაძლებლობაც ცხოვრება გააგრძელოს. მხოლოდ ამისთვის მადლობა, წამითაც არ იფიქრო რამე დაგვავიწყდა._ჯახუნით მოიხურა კარი და იქვე ჩაჯდა, რაც არ უნდა მაგარი ბიჭის როლი ეთამაშა ახლა დედის ხელები ყველაფერს ერჩივნა, რა მოხდებოდა გვერდით ყოფილიყო, ისიც მოეტყუებინა და ცოცხალი ყოფილიყო. სითბო იგრძნო დედის ნაცვლად დის ხელები რომ მოეხვია და აცრემლებულები და გულიდან ლოდ მოშორებულები გადაეხვივნენ ერთმანეთს.

-არ მჯერა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის ვემზადები_ნერვიულად გაეცინა გაიანეს.
-რძალ-მული ერთად ივლით, ბავშვს ჩვენ მივხედავთ_ლოყაზე მიეფერა თორნიკე.
-მადლობა, რომ გვერდით მიდგახარ.
-რას მეუბნები გაიანე, გეგონა დაგიშლიდი? ნუ კი მეშინია ვინმე შენმა ტოლმა სიმპატიურმა ბიჭმა არ წამართვას შენი თავი, მაგრამ გავრისკავ.
-შენზე სიმპატიური ვერ იქნება_მაშინვე დაწვდა შეყვარებულის ტუჩებს და სურვილიც დაიკმაყოფილა.
-უზომოდ მიყვარხარ_ტუჩებთან ამოილაპარაკა ბიჭმა.
-მე უფრო.
-სადაო საკითხია._გაეცინა თორნიკეს. -გადმოდი მოვედით_ნაცნობ მდინარესთან გადმოიყვანა გოგო.
-რა კარგია დაჩიმ ეს რომ მოიფიქრა, არა?
-ნამდვილად, უფრო ახლოს გავიცნობთ მის ოჯახს, ოჰ რა სუნია, სწორი უთქვამს ბუნება და მწვადები გვიყვარსო.
დიდი გადასაფარებელი გაეფინათ ჭიშურას ნაპირას ქალებს და სიცილით აწყობდნენ ზედ საჭმელებს. ბავშვები მამებთან ერთად ბანაობდნენ მდინარეში დათავზე ახტებოდნენ ჟივილ-ხივილით უფროსებს.
-მოაღწიეთ_გამოტენილი პირით დაუქნია ნინიმ ხელი და მამუკას სიცილზე გაიბუსხა -მშია და რა ვქნა.
-ოღონდ თქვენ ჭამეთ გემრიელად და ჩემ შვილიშვილს გაუჩენელს გავუჩენ_შუბლზე აკოცა რძალს და ქალიშვილისკენ წავიდა.
-კარგია მოხვედით_დაჩიმ ამოირბინა დემეტრეთი მდინარიდან, დემნას და გიორგის იცნობთ, ეს ნატალი დემნას მეუღლე, ეს ნინა გიორგისი. აი, გოგი და ნათიაც მოდიან თავისი პატარათი, ბავშვებს ნუ ჩამომათვლევინებ რაიქნება მთელი ბაღი გვყავს ყველას ერთად აღებულებს_დაღლილივით წაილაპარაკა სიცილით და მთელი სიყვარულით ჩაიხუტა უკნიდან მიპარული ქალიშვილი.
-გამიხარდება, თუ ჩვენს დიდ ოჯახს შემოუერთდებით, ყველას გამოვლილი გვაქვს მძიმე პერიოდები და ვიცით რასაც გრძნობთ, ვწუხვარ თქვენი გამოვლილის გამო და იმედი მაქვს მომავალში ყველაფერი საუკეთესოდ გექნებათ_თბილად გაუღიმათ ლილიამ.
-ღმერთო როგორი სიცხეა_ჩვეული ქაქანით მოუახლოვდათ ნათია -ლამის შიშველი წამოვიყვანე ბავშვი, რა კარგად მოიფიქრეთ მდინარე, უთქვენოდ რა მეშველებოდა_სათითაოდ ჩამოუარა გოგონებს და ყველა გადაკოცნა, გაიანესთან მისული კი თბილად მოეხვია გოგოს და თვალი ჩაუკრა -ოფიციალურად კეთილი იყოს შენი მობრძანება ცოლების კლუბში.



№1  offline წევრი DI ANA

ვგიჟდები ამ ნაწარმოებზე , ყველაფერს ტავი რომ დავანებოთ დაჩი თაგაბარი რომაა ერთ-ერთი მოქმედი პერსონაჟი მარტო მაგიტომაა გასაგიჟებელი
ძალიან მომწონს მოთხრობებში ძველ პერსონაჟებს რომ რთავ ხოლმე

 


№2  offline მოდერი naattii

DI ANA
ვგიჟდები ამ ნაწარმოებზე , ყველაფერს ტავი რომ დავანებოთ დაჩი თაგაბარი რომაა ერთ-ერთი მოქმედი პერსონაჟი მარტო მაგიტომაა გასაგიჟებელი
ძალიან მომწონს მოთხრობებში ძველ პერსონაჟებს რომ რთავ ხოლმე

მადლობა <3

 


№3  offline წევრი Maryam_

აუძალიან კარგი იყო <3 ^^
ძალიან მომეწონაა

 


№4  offline მოდერი naattii

Maryam_
აუძალიან კარგი იყო <3 ^^
ძალიან მომეწონაა

მადლობა ❤️

 


№5  offline წევრი naniko mindia

Miliojer rom wavikiyxo armomwyindeba sauketesoa miyvars es istoria
❤️ ❤️ ❤️ ❤️ Da amis damwericcc
❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️
--------------------
lomidze

 


№6  offline მოდერი naattii

naniko mindia
Miliojer rom wavikiyxo armomwyindeba sauketesoa miyvars es istoria
❤️ ❤️ ❤️ ❤️ Da amis damwericcc
❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️

ძააალიან დიდი მადლობა ჩემო ნანიკო ❤️

 


№7  offline წევრი Ma No

წინა ისტორიები არ ვიცი მაგრამ ძალიან მომეწონა ეს❤ წარმატებები, აუცილებლად ვნახავ სხვა ისტორიებსაც❤

 


№8  offline მოდერი naattii

Ma No
წინა ისტორიები არ ვიცი მაგრამ ძალიან მომეწონა ეს❤ წარმატებები, აუცილებლად ვნახავ სხვა ისტორიებსაც❤

დიდი მადლობა, ძალიან გამახარეთ ❤️

 


№9 სტუმარი ლოლეინ ხარაბაძე

წარმატებები ქ-ნო ნანი ძალიან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent