შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფერი მზე (სრულად)


15-12-2018, 19:14
ავტორი Alice76
ნანახია 11 399

გზა
შემაღლებულ ადგილას,მიყრუებული ქუჩის გადასწვრივ მდგარ მორყეულ სკამზე მოკალათებულიყო,მშვიდად გადაჰყურებდა ჰორიზონტს,რომელიც უკიდეგანო,ჩამუქებულ ზღვას დაეკავებინა.

შავი ზღვა ამართლებდა სახელს,არ ღელავდა,მაგრამ მნახველს მაინც უჩენდა გრძნობას,რომ არაფერი იყო რიგზე.

სწორედ ამის გააზრება მოსწონდა. სიმშვიდე,რომელიც ავდარს წინასწარმეტყველებს.

“ადამიანებს სიმშვიდე აგიჟებს,ჩვენ არეულობისთვის შეგვქმნეს”- გაიფიქრა და საიდანღაც წამყვანის ხმა მოესმა.

-მოსახლეობა გაოგნებულია,სინოპტიკოსები ვერ ხსნიან,თუ საიდან გაჩნდა ეს უჩვეულო ღრუბელი. იმასაც ვერ გვეუბნებიან,თუ რისი მომასწავებელია მოულოდნელად,ქარის გარეშე მოფენილი ეს შავი ურჩხული.

გაკვირვებით აჰხედა ცას და აქამდე მოწმენდილზე, იდეალური წრის დარად შემოფარგლული მთლიანი,ღამესავით შავი ღრუბელი დაინახა.

ქალის წივილი ჩაესმა,თუმცა არ გაუხედავს,თვალს ვერ სწყვეტდა ავდრის მანიშნებელს და რატომღაც გრძნობდა,რომ ის ცოცხალი იყო.

თითქოს უხილავი მხატვრის ხელს ლურჯ ცაზე დიდი ფუნჯით დაეხატა შავი რკალი,რომლისთვისაც სულიერება შთაებერა და ნელ-ნელა ავიწროვებდა,რადგანაც ერთფეროვანი ცისფერი მოჰბეზრებოდა.

იატაკის ჭრიალზე თვალები სწრაფად გაახილა,ჩაბღუჯული დანა შემართა და წამოხტა. მისგან რამდენიმე მეტრში მდგარი სხეული სიბნელეში შეირხა.

-მშვიდად ,მე ვარ,ღმერთო-შესძახა ბიჭის ხმამ-შენი გაღვიძება არ მინდოდა.

-მეგონა,მოკვდი-დანა დასწია და სახიდან თმები გადაიყარა.-იშოვე რამე?

სილუეტი მაგიდას მიუახლოვდა,სანთებელის ჩხაკუნი გაისმა და ოთახი სანთლის სუსტი შუქით განათდა.

საშუალოზე მაღალი,შავგრემანი ბიჭი დაღლილი უყურებდა. მტვრიან დივანზე დაებერტყა და შავი,გრძელი და ჭუჭყიანი კულულები ხელით გადაივარცხნა.

უზარმაზარ ,სამხედრო სტილის ჩექმებზე ტალახი შეხმობოდა,ერთ დროს შავი შარვალი და ქურთუკი ,ახლა განაცრისფერებულიყო და ალაგ-ალაგ ამოჰხეოდა.

-ვერა-უპასუხა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ-ერთ მარკეტში ძლივს შევაღწიე,ისეთი ჩაბნელებული იყო,შიშისგან კინაღამ ჩავიფსი,არცერთი შვილი არ შემხვედრია,მაგრამ...-ამოიოხრა.

-მაგრამ?-ჰკითხა მოუთმენლად.

-რაღაცებს ვკრეფდი,მურაბაც კი ვნახე აზზე ხარ?-ფეხი გვერდით მდგარ გასაცოდავებულ სკამს მიარტყა-სანიტრები გამოჩდნენ...

-მერე,იმათ შეატოვე ყველაფერი და გამოიქეცი?-გაწბილებული დაჯდა მატრასზე და ფეხები გადააჯვარედინა.

-კარგი რა,მირა! იცი,რამდენნი იყვნენ? გადარჩენილი ვარ,რომ გამოვექეცი.ჩანთა რომ წამომეღო,ეგონებოდათ,რამე მნიშვნელოვანი მქონდა და არ მომეშვებოდნენ.

-მნიშვნელოვანი შენი ღვიძლი,თირკმელა და ყველანაირი შიგნეულობაა,რომელსაც ჩანთით ვერ წამოიღებ.-ჩაიფრუტუნა-სანიტრები მაგაზე ნადირობენ და არა შემორჩენილ კიტ-კეტზე.

-მით უმეტეს,ჩემი შიგნეულობა უნდა გადამერჩინა და არა დაობებული ბატონის პური.

-გადმოალაგე მაშინ შენი ორგანოები და ვჭამოთ-უკმაყოფილოდ შეუძახა-ყოველთვის ასეა შენს მორიგეობაზე.

-ვნახოთ ერთი,ხვალ რას იზამ.მთელს ქალაქში დაძრწიან,შვილებსაც აღარ ერიდებიან,ოღონდაც სადმე საჭმელი და ჯანმრთელი ადამიანი ნახონ.

-იმიტომაც იხოცებიან ტარაკნებივით.ორი გრამი ტვინი რომ ჰქონდეთ,ნაცისტების სამსახურს არ დასთანხმდებოდნენ.მე მაგათი არ მეშინია.

-იცი,რას უშვრებიან იმათ,ვისაც გამოიჭერენ?

-ექიმებთან მიჰყავთ,ექსპერიმენტებს უტარებენ,მათგან დარჩენილ ნაწილებს კი მწვადად აქცევენ და სჭამენ. ვიცი,ბლა ბლა ბლა-თავი გაიქნია-ალბათ,ადამიანის ხორცი მართლაც გემრიელია იმასთან შედარებით,რასაც ვჭამთ.

-ახლა გული ამერევა-შეწუხებული სახით ამოთქვა ბიჭმა და დივანზე მიწვა.

-რა უნდა აგერიოს,ბოლოს მაშინ ვჭამეთ,როდესაც თბილისის დინამომ ჩემპიონატი მოიგო.

-ეგ როდის იყო?

-რა ვიცი-მხრები აიჩეჩა-როგორ გამოიქეცი?

-დავიცადე,სანამ გასასვლელს მოშორდებოდნენ,მერე მივრბოდი ქუჩებში,კარგა ხანს მომდევდნენ,მაგრამ შვილების ჯგუფს გადავეყარეთ. სანიტრები უფრო ხმაურობდნენ,ვიდრე მე,ამიტომაც იმათ მიახტნენ და წავიდა ნადიმი.

-ფუ. ღირსები არიან-წამოდგა და სანთელს სული შეუბერა-ეს დაგვჭირდება,ასე არ უნდა ვფლანგოთ.

-ეგ ხო ქონია,ნეტა იჭმევა?-წამოიწია ბიჭი.

-ტვინი მაინც არ გიმუშავებს და ჯობია,ეგ ვჭამოთ-დაუცაცხანა და გვერდით მიუჯდა.-დარწმუნებული ხარ,რომ არავინ გამოგყვა?

-კი. შევამოწმე-უპასუხა დარწმუნებით-მაგრამ აქედან უნდა წავიდეთ,რაც შეიძლება მალე.

-ვიცი-ამოიოხრა-გარეუბნებსაც ერჩიან უკვე. ცოცხლები უფრო საშიშნი არიან,ვიდრე მკვდრები.

-მეც მაგას ვამბობ-ჯიბეში ხელი ჩაიცურა და მომცრო კოლოფი ამოაძვრინა-ნახე,რა ვითრიე.

ხელით მოსინჯა.

-სიგარეტია?

-აჰამ.

-ამისთვის უფრო მოგკლავდნენ,ვიდრე თირკმლისთვის-გაიცინა-უცნაურია,არსად შემხვედრია აქამდე.ესე იგი,ისეთ ადგილს მიაგენი,სადაც ბევრი რამ იყო. სამწუხაროა,რომ მე არ ვიყავი.

-შენნაირი ტერმინატორი ვერ ვარ,ბოდიში.

ბიჭმა კოლოფი გახსნა და ორი ღერი ამოიღო.

-მოწევ?

-საჭმელი მაინც არაფერია-მხრები აიჩეჩა და ჩამოართვა.

ხველება აუტყდა,თუმცა მალევე დამშვიდდა და სიზმრისგან შემორჩენილ გრძნობას დააკვირდა.

უკვე ვეღარ ითვლიდა,მერამდენედ ჰხედავდა ამ სიზმარს.

მეხსიერებაში პირველი შემთხვევა ამოუტივტივდა და მოგონებებში გადაეშვა.

ჯერ კიდევ დილა იყო,თუმცა მირა უკვე მიკროავტობუსში შეტენილიყო და მინაზე თავმიყრდნობილი აკვირდებოდა სწრაფად ჩაქროლებულ შენობებს.

მის გვერდით მსხდომი ორი ქალბატონი მონდომებით განიხილავდა მოვლენას,რომლითაც რამდენიმე თვის უკან მთელი მსოფლიოს პრესა იყო აჭრელებული.

რუსეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ბიჭი,სახელად მიშკა ექიმების შეცდომის გამო,ფილტვების ანთებით დაღუპულიყო.

მამამისს,არტურ სჩასლიკოვს ცხედარი უსიტყვოდ წაეღო სახლში. მიუხედავად დიდი მწუხარებისა,არც პოლიციისთვის მიუმართავს და არც ექიმების დასჯა მოუთხოვია.

ცოლი,რომელმაც ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანა,უბოდიშოდ გააგდო სახლიდან,კარი მიხურა და მთელი კვირა ცხვირი არ გამოუყვია.

საბოლოოდ კი ჩარაზული საკეტები პატარა მიშკამ გახსნა ,როდესაც სათამაშოდ ეზოში ჩავიდა.

მეზობელმა ქალმა ერთ-ერთ პოპულარულ გადაცემას მიმართა,რომელიც პარანორმალურ მოვლენებს აშუქებდა .

მთელმა ქვეყანამ იხილა ტელევიზორებიდან ბავშვის სიკვდილის დამადასტურებელი საბუთი,რომელსაც საავადმყოფოს მთავარი ექიმის გაოგნებული უფრიალებდა კამერებს,დაბნეული და ბედნიერი დედის ინტერვიუ,რომელიც იხსენებდა,როგორ იხუტებდა გაციებული და გალურჯებული შვილის გვამს და სრულიად დარწმუნებული იყო იმაში,რომ მისი ბიჭი მკვდრეთით აღდგა,არტურის მეზობლების ჩვენებებს,რომლებიც ირწმუნებოდნენ,რომ კაცი მკურნალი იყო და აქამდე არაერთხელ ეხსნა ავადმყოფი ადამიანები.

მიუხედავად ამ ფაქტებისა,უმრავლესობა მაინც სკეპტიკურად უყურებდა მიშკას შემთხვევას მანამ,სანამ ამ ამბით ამერიკული პრესა არ დაინტერესდა და რუს მკურნალს ექსპერიმენტი არ შესთავაზა.

ადამიანის გაცოცხლების სანაცვლოდ მილიონი ამერიკული დოლარი.

ამდენად შეფასდა მაშინ ერთი სიცოცლხე.

არტურმა რეპორტიორები ჯანდაბაში მოისროლა და მიშკასთან ერთად ისევ შეიკეტა მყუდრო სახლში.

არავინ იცის,როგორ განვითარდა შემდგომ მოვლენები,მაგრამ მკვდრეთით აღმდგარი ბიჭი,რომელსაც ხალხმა ლაზარეს შვილი შეარქვა,მალევე აღმოჩნდა ქვეყნის წამყვან მეცნიერებთან,რომლებმაც მის სხეულში მიმდინარე უცნაურ პროცესებზე დაკვირვება დაიწყეს.დადიოდა ხმები,რომ მათ მიაგნეს სიკვდილის დაძლევის ხერხს და მიშკას შემდეგ არაერთი ადამიანი დაუბრუნდა სიცოცხლეს.

რაღა თქმა უნდა ეს ამბავი მკაცრად გასაიდუმლოებული იყო,მაგრამ როგორც ყველა საიდუმლო,მალევე მოედო მსოფლიოს.

-სისულელეა ეგ ყველაფერი,რუსები ცდილობენ,ყურადღება მიიქციონ,ვითომ ყველაზე განვითარებულები არიან,სიკვდილს სძლიეს-ქაქანებდა ერთ-ერთი ქალი.

-მე კი მგონია,დიდი ხანია,ადამიანთა გაცოცხლება შეუძლიათ,მაგრამ არ ამხელენ. მხოლოდ სამხედროებს დააბრუნებენ,რომ უფრო მეტი მოკლან. ვის რაში სჭირდება ზედმეტი მჭამელი პირი-არწმუნებდა მეორე-ლაზარეს შვილები მართლა არსებობენ.შეიძლება მიშკა იყო პირველი,შეიძლება არა.მაგრამ მე მჯერა,რომ სიმართლეა.

-მკრეხელობაა. ღვთის გმობა-გამოხტა მესამე-ამით ცდილობენ,უფალი უარყონ და ყველაფერი მეცნიერებას გადააბრალონ. ლაზარეს შვილები! ჰმ! არავინაც არ გაცოცხლებულა,მაგ ბავშვის სიკვდილი გაითამაშეს,ცდილობენ,დაგვარწმუნონ,რო ყველაფერი წინ მიდის. არაფერიც,ბატონო!

აგერ,უამრავი ახალი დაავადებაა და ღმერთმა უწყის,საერთოდ რას ვჭამთ. ცოცხალი ხილი მენატრება,ბოსტანში აღარაფერი მოდის,ჩვენი მეზობლის გოგო გარდაიცვალა ორი კვირის უკან,ღმერთმა ნათელში ამყოფოს. ვერაფერი ვერ გაიგეს,კარგად იყო,იცინოდა,უცებ ჰოპ! და სადღაა ბავშვი? უბედური დედამისი.

მთელი მიკროავტობუსი ჩაერთო ბაასში.

გაფითრებული,მძინარე კაცის გვერდით მჯდომი ახალგაზრდა ბიჭი ყველასათვის ნაცნობ ვერსიას აჟღერებდა,რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სატელევიზიო გადაცემას გაევრცელებინა-ლაზარეს შვილები არსებობდნენ და ისინი სიკვდილის შემდეგ ადამიანისათვის საშიშ არსებებად იქცეოდნენ,რომელთაც ძალიან სწყუროდათ სისხლი. ამასთან,მათი გამრავლება ადამიანის იმუნიტეტს აქვეითებდა და დედამიწაზე ახალი,უცნობი შავი ჭირის ეპოქა დგებოდა.

მირამ თვალები აატრიალა.

უკვე ახალი ამბავი არ იყო,რომ უმიზეზო სიკვდილები გახშირდა,ამას კი ხელისუფლებაც და მოსახლეობაც უვარგის საკვებს და მოწამლულ ბუნებას აბრალებდა.

ხალხის აზრით ეს ხელისუფლებამ გამოიწვია,ამ უკანასკნელის აზრით კი-ხალხმა.

გოგონას უკვე ყელში ჰქონდა ამოსული მსგავსი საუბრები. ბევრი ამოუხსნელ სიკვდილიანობას მეორედ მოსვლას უკავშირდებდა,ამიტომაც ეკლესიები ისე იყო გადატენილი,როგორც არასდროს.

ბოლოს სასაფლაოზე მიწა ისე გაძვირდა,ხალხი პირდაპირ ეზოებში კრძალავდა გარდაცვლილ ოჯახის წევრებს.

სიზმრის მიერ დატოვებულმა უჩვეულო განცდამ მოსწყვიტა საუბარს და კვლავ ფანჯარას მიუბრუნდა.

-ოღონდაც სახლში ჩავაღწიო და ეშმაკსაც წაუღია მთელი მსოფლიო.-გაიფიქრა.

მიუხედავად გარშემო გამეფებული სიკვდილისა,არასდროს გაუაზრებია,რომ იგი ახლოს იყო.

ვერაფრით წარმოედგინა რომ აი ასე,უცებ,ფეხებს გაფშეკდა და მეზობელი ცირა ან რიტა მიკროავტობუსში ამ ქალის მსგავსად მოჰყვებოდა მის ამბავს.

დიდი ხანი გასულიყო,რაც სახლი არ ენახა. ენატრებოდა ნამდვილი,ყვითელი მზე,არაფრის ხმა,ფუმფულა ძაღლი,სახელად პოლო,უჟმური დაც კი მოჰნატრებოდა,მაგრამ ყველაზე მეტად მშობლები.

სახლი კი შორს იყო,ბათუმში.

გაუგებარი შემთხვევის გამო რკინიგზა არ მუშაობდა,ამიტომაც მოუწია მიკროავტობუსში შეტენვა.

მანქანამ სვლა საწვავის შესავსებად შეანელა. მშობლიურ ადგილზე ფიქრს მოეშვა და საწვავის ავზს შეაჩერდა.

ყელში საშინელი მოჭერა იგრძნო.

აწრიალდა. უჩვეულო გრძნობა შემოწვა,თითქოს სხეულს მოსწყდა და ყველაფრისგან დაცლილმა შიშველ რეალობას შეხედა.

სადღაც ვიღაც ალაპარაკდა.

-დგება განცალკევების მომენტი,ხვდები,რომ დედამიწაზე სტუმრად მოვლენილი სული ხარ,რომელიც დროებით სახლობს რომელიღაც ცხოველის სხეულში. ყველაფერი დაგავიწყა ამ ცხოველმა-ვინ ხარ,საიდან მოხვედი ან სად წახვალ,თუმცა ერთი იცი-სტუმრობის დასასრული ახლოსა და ეს პანიკურ,შეუცნობელ შიშს ბადებს. იაზრებ,რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში აზროვნებს სხეულში ჩამალული სული-როცა სიკვდილი ახლოსაა.

იმ აზრს ვერაფერს უხერხებდა,რომ უბედურება ახლოს იყო. სიზმარი კიდევ უფრო ცხადად დაუდგა თვალწინ.

მოუნდა,მანქანიდან გადმოსულიყო და უკანმოუხედავად გაჰქცეოდა მომავალ საშინელებას.

-სისულელეა-თავი გაიქნია და ეცადა,დაერწმუნებინა გონება,რომ უსაფუძვლოდ შფოთავდა.

წინ უზარმაზარი სატვირთო იდგა,რომელიც სავარაუდოდ ავზს მთლიანად ავსებდა.

ასე ჯდომა კი აღარ შეეძლო. რაც უფრო მეტი წამი გადიოდა,მით ხმამაღლა კიოდა სხეული და გაქცევას ითხოვდა.

-ამას რაღა სჭირს,სიცხე აქვს? ბოდავს-თავი გაიქნია მის გვერდით მჯდომარემ მძინარე კაცზე,რომელსაც უცნაური,რუხი ფერი მიეღო და სახე ოფლით დანამოვოდა.

ხალხი უკმაყოფილოდ აბუტბუტდა ლოთებზე.

-თუ შეიძლება,გადამატარეთ-მიმართა ქალს და აღარ დალოდებია,ისე გადააბოტა.

-სად მიდიხარ,მალე წავალთ-გამოსძახა მძღოლმა.

-ცოტა ხნით ჩავალ,ჯერ მაინც რიგია-ჩაიბურტყუნა და გარეთ გავარდა.

ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და აკანკალებული გაემართა მოსაცდელისკენ.

-ჯანდაბა,რა მჭირს?-დაიჩურჩულა. კიდევ უფრო წინ წავიდა,მაღაზიის წინ დადგა და ცას აჰხედა.

მქრქალი მტვრის ფენა ფარავდა მზესა და ცისფერს. შორიდან შეათვალიერა გასამართი სადგური.

სატვირთო ადგილიდან კვლავ არ იძვროდა.

მიკროავტობუსის კარი გაიღო,შუახნის მამაკაცი მკვირცხლად ჩამოხტა,კარი მაგრად მიაჯახუნა და სიგარეტს მოუკიდა.

-მანდ არ შეიძლება,იდიოტო-ჩუმად მიმართა.

მოულოდნელად ქალის წივილი ჩაესმა.ისე,როგორც სიზმარში.

თვალის გუგები გაუფართოვდა.

ხმა იქიდან მოდიოდა,სადაც ცოტა ხნის წინ იჯდა.

მამაკაცი ჯერ კარს დაეჯაჯგურა,თუმცა ვერ გააღო,სავარაუდოდ,ჩაჭედილიყო,შემდეგ კი გაკვირვებით შეიჭყიტა ფანჯარაში,შეკრთა,ხელი უხერხულად აიქნია,სიფარეტი ხელიდან გააგდო და ნელი ნაბიჯებით დაიხია უკან.

მძღოლის მხრიდან კარი გაიღო ,ტანმორჩილი,მელოტი კაცი დაფეთებული გადმოხტა და გზის მიმართულებით.

წივილი გაძლიერდა,ახლა ქალის ხმას ბევრი სხვაც შეუერთდა,თითქოს მიკროავტობუსში მყოფნი ცოცხლად იწვოდნენ.

მიმოიხედა,მისკენ ის მამაკაცი მორბოდა,რომელიც ცოტა ხნის წინ სიგარეტს ეწეოდა და რაღაცას სასოწარკვეთილი უყვიროდა.

შეანჩნია,რომ არც სატვირთოში და არც მის გვერდით მძღოლი არ იმყოფებოდა,ავზი კი უკვე გავსებულიყო და ბენზინი შადრევანივით მოსჩქეფდა.

-კაცი... სიგარეტი...

გონებამ უკვე თავშეუკავებლად დაიწივლა და აფეთქების ხმაც გაისმა.

ეგონა,მთელი სხეული ატომებად დაეშალა და ახლა გაფანტული დაფარფატებდა კვამლიან ჰაერში.

უსასრულობაში შეგრძნებები სათითაოდ ,ნელ-ნელა უბრუნდებოდნენ.

ტალღამ მაღაზიის კედელს მიანარცხა,პირველი,რაც ეწვია,საშინელი ტკივილი იყო.შემდეგ წუილი,რომელიც ყურების გავლით თავში გაბატონებულიყო და სამყაროს აღქმის საშუალებას არ აძლევდა. სუნი. დამწვარი ხორცის,ბენზინის,სისხლის...

თვალები გაახილა და შავი ღრუბელი დაინახა,რომელიც ნელ-ნელა ფარავდა ზეცას.

კეფაზე ხელი მოისვა და ბლანტი სითხე შეიგრძნო თითებით.

დაბორიებული წამოდგა და ეცადა,რაიმე გაერჩია.

სასოწარკვეთილმა ჯიბე მოჩხრიკა და ტელეფონი ამოიღო.

ას თორმეტი ხელის კანკალით აკრიფა,თუმცა გაბმულმა ხმამ აცნობა,რომ გადაუდებელი დახმარება გადადებულიყო.

ტკივილისგან შეჭმუხნული სახით მიბრუნდა და მაღაზიაში შევიდა.

ფანჯრები და ვიტრინები ჩამსხვრეულიყო,იქვე ახლოს,იატაკზე, ახალგაზრდა,ოციოდე წლის გოგონა ეგდო.

სახე უამრავი წვრილი ნამსხვრევით დასერვოდა და სისხლი სდიოდა. წითელ გუბე მის გარშემო ჯოჯოხეთურად ნელა იზრდებოდა. გაყინული გონებით შეეცადა,რამე მოეფიქრებინა.

პულსის გასასინჯად დაიხარა,აკანკალებული ხელით თმა გადაუწია და უკან გადავარდა.

უზარმაზარი მინის ნამსხვრევს გოგონას ყელი გაეგლიჯა და მეორე მხარეს ავად მოჩანდა.

წივილი უნდოდა,თუმცა ხმა არ ამოსდიოდა.

იატაკზე გახოხდა,მიმოიხედა,შველას ეძებდა,მაგრამ იცოდა,არსად იყო.

-მალე დახმარება მოვა-მიმართა საკუთარ თავს-ღმერთო,ეს მართლა ხდება?

გაიღვიძე,მირა,გაიღვიძე!..

-ხვალ,შუადღეს,რამდენიმე ქუჩის გავლა თუ შევძელით,კარგი იქნება-ბიჭის ხმამ რეალობაში დააბრუნა.

-ქუჩის? ასე თუ გავაგრძელეთ,ბათუმში ჩასვლამდე სიბერით მოვკვდებით და არა შვილების გამო.

-სიფრთხილე ყველაზე მთავარია-სიბნელეში თითი ასწია-თუ გინდა,მეძახე მშიშარა,მაინც არ მოგცემ უფლებას,თავი რამეს შეაჭმევინო.

-კარგი,რა,ბაბა.-დივანზე გადაწვა და ბიჭს ფეხები კალთაზე დაულაგა-რაში გარგია ცხოვრება,თუ მთელი დღე ორიოდე წუთი ივლი,დანარჩენი დრო კი,შიშისგან აკანკალებული, ბინძურ ოთახში დაიმალები?პირიქით,ბევრი უნდა ვიაროთ,იქნებ სხვა ჩვენნაირებიც ვიპოვოთ...

-არავის ნდობა არ შეიძლება! გაგძარცვავენ,რაც კი წამალი გაქვს,აგწაპნიან და შენს თავს სანიტრებს მიუგდებენ.

-გეგონოს-ჩაიცინა-და აქეთ რომ დავმართო ეგ ყველაფერი,არა? მარტო მთხოვონ...

-ეგ თავდაჯერებულობა დაგღუპავს.

-შენ კი მისი არ ქონა დაგასამარებს-გაიზმორა და ჩაზნექილ მუცელზე,რომლის ზემოთაც ნეკნები გამოკვეთილად ეტყობოდა,დანანებით დაისვა ხელები.

-ახლა ერთი დიდი ბურგერი მომცა,ფრი და კოლა. მეტი არაფერი მინდა,ეგეც მეყოფა.

-პიცა-ამოიხავლა ბაბამ-კიარადა თონის პური და ყველიც მეყოფა.

-ცხელ-ცხელი-ტუჩები მოილოკა-კარაქს რომ წაუსვამ და ზედ რომ ადნება.

-ახლა წესებს ვარღვევთ-მოიღუშა ბიჭი.

საჭმელზე ოცნება დიდი ხანია,აეკრძალათ საკუთარი თავებისთვის,რადგანაც ასე უფრო მწვავედ იგრძნობოდა შიმშილი-დავიძინოთ,იქნებ სიზმარში მაინც ვნახოთ რამე საჭმლისმაგვარი.

ამოიოხრა,ნელა წამოდგა და ბინძურ მატრასთან მილასლასდა. დანა მოიმარჯვა და მოიკუნტა.

ზუსტად იცოდა,სიზმრებში საჭმელი არ დახვდებოდა.

თვალები დახუჭა,თუმცა რული არ ეკარებოდა,გონება ისევ შეწყვეტილ მოგონებებს უბრუნდებოდა.

სასწრაფო დახმარება არ მოსულა,მთელი ქვეყნის დამხმარე ძალები ან საკუთარ ოჯახებში გაქცეულიყვნენ,ან კიდევ რკინიგზის კატასტროფის შემთხვევის ადგილას მოგროვებულიყვნენ.

საოცარია,მაგრამ პრესა,არა მარტო ქართული,არამედ მთელი დედამიწის,დუმდა.

ის რამდენიმე არხი,რომელიც მანამდე ადამიანის რასისთვის უდიდეს საფრთხეზე საუბრობდა,კარგა ხნის წინ ჩაჩუმებულიყო.

ინტერნეტშიც კი,თითქოს უხილავი მმართველი არჩევდა იმას,თუ რა დაწერილიყო და რა არა.

ვიდეოები,რომლებიც უცნაურ მოვლენებს აშუქებდა,სწრაფად იშლებოდა.

ხალხმა იცოდა,რომ რაღაც ძალიან ცუდი ახლოვდებოდა,თუმცა ინფორმაციის ყველანაირი შეზღუდვის გამო პროტესტს ხმამაღლა ვერც გამოთქვამდნენ.

აფეთქებულ ბენზინგასანართ სადგურზე,მირას იქ ყოფნის დროს ,არავინ მისულა.

სწრაფად მიმავალი მანქანები სვლას არც კი ანელებდნენ,რომ შეეხედათ,რა ხდებოდა.

გაოგნებული გოგონა ამაოდ იქნევდა ხელებს გზაზე მდგარი,რომ ვინმე მაინც გაეჩერებინა.

ჩანთა,რომელიც საბედნიეროდ მიკროავტობუსიდან ჩამოეტანა,უღონოდ გადაეკიდა მხარზე და მტვრიან გზაზე მილასლასებდა.

თავი ისე სტკიოდა,ეგონა,სადაცაა გასკდებაო. სისხლი ყელზე ჩამოსვლოდა,წითლად შეღებვოდა ხელებიც,ყურებში ისევ აუტანლად ესმოდა გაბმული,წვრილი ხმა.

წარმოდგენა არ ჰქონდა,სად იყო.

გაჩერებასთან მილასლასდა,ავტობუსების განრიგის დაფას შეჰხედა,რომელიც არ მუშაობდა.

-რა ხდება,ამის დედაც-დაიღრიალა.

მის წინ პატარა მანქანა მოწყვეტით შეჩერდა,რომელშიც ორი ზერდასრული ადამიანი გაჭირვებით დაეტეოდა.

მინა დაბლა დაიწია და ფანჯრიდან ბიჭის სახე გამოჩნდა,რომელსაც შავი,ხვეული თმა და წვერი ერთნაირად გასჩევოდა.

-აქ რას უდგახარ? ნორმალური ხარ?-შეჰყვირა და ხელი დაუქნია-შენ რა,არ იცი,რა ხდება?

-არა-ამოილუღლუღა და მანქანისკენ გადადგა ფეხი.

რამდენიმე ნაბიჯიც და მოწყვეტით ჩაიკეცა ასფალტზე.

რადიოს შხრიალზე თვალები აახამხამა და გაახილა.

პირველი,რაც დაინახა,მისკენ შემართული სანადირო იარაღი იყო.

წამოიწია,თუმცა თავის ტკივილმა ისევ უკან დაჰხია.

გაბურძგნული ბიჭი აკანკალებული ხელით უმიზნებდა.

-იქ ვერ დაგტოვე. ვიცი,სულელი ვარ მაგრამ ვერ დაგტოვე,ამის დედაც!

-რა ხდება?-თავზე ხელი მოისვა,ბინტის ნაჭერი მოხვდა თითებში.

-რატომ წაგივიდა გული? ავად იყავი?

-რა? არა... სატვირთო აფეთქდა-გაიხსენა მომხდარი და კვლავ წამოფრინდა-არავინ იყო,დახმარებაში ვრეკავდი,იქ გოგო იყო მკვდარი, მაღაზიაში... ყველგან სისხლი...რა ჯანდაბა ხდება?

-არაფერი იცი? თუმცა ბევრმა კიდევ არ იცის-თოფი დასწია და სკამი მიაჩოჩა.-ესეგი,დაავადებული არ ხარ. კარგია,მე კიდევ მეშინოდა,სახლში ვამპირი მოვიყვანე მეთქი.

მირამ მიმოიხედა,უფანჯრებო,სარდაფის მაგვარ მიწურში ,რკინის საწოლზე იწვა. ოთახის დანარჩენ სამკაულს მორყეული ხის მაგიდა და ერთადერთი სკამი შეადგენდა.

იქვე,ბეტონის იატაკზე ძველებური რადიო იდგა,რომელიც წყვეტილად გადმოსცემდა ბიჭის წვრილ ხმას.

-ისინი შავ მაგიას გაეხუმრნენ... კაცობრიობა პასუხს აგებს ამისთვის... ლაზარეს შვილები? ეშმაკის შვილები დაძრწიან ქუჩებში...

-რა ვამპირი? შენც მიარტყი თავი რამეს?

-აქამდე არაფერი წაგიკითხავს?

-რა უნდა წამეკითხა,”ბინდი?”-ჩაიცინა.

-ლაზარეს შვილები,რომლებიც მთელ მსოფლიოს მოედნენ-თვალებგაფართოებული მიაჩერდა-ზომბები,ვამპირები თუ რა ჯანდაბაცაა,არ მითხრა,რომ ეგ მაინც არ გაგიგია!

-რაღაც ვირუსი რომაა? -ისევ მიწვა ლოგინზე და თვალები აატრიალა-ხომ ამბობდნენ,კონტროლდება და საფრთხეს არ გვემუქრებაო. რა ვიცი,აქამდე მაგაზე სერიოზულად არავის უსაუბრია.

-ვინც საუბრობდა მაშინვე აჩუმებდნენ და იმიტომ-ცხარედ უპასუხა-თუმცა ინტერნეტში იყო საიტები,სადაც ინფორმაციას დაშიფრულად დებდნენ.მე ჰაკერი ვარ-თავი ამაყად ასწია- და ისეთი გენიოსებიც კი,როგორიც “ლიმფო” ან “როკერი” არიან,ამაზე ხმამაღლა ვერ წერდნენ,მხოლოდ კოდირებულად,იმის იმედზე,რომ ვინმე ამოიცნობდა.

ყველა ქვეყნის სპეცსამსახური გაფრთხილებული იყო ვიღაცისგან,არ ვიცი ვისგან,მაგრამ სანამ პანიკა დაიწყებოდა,დრო მოიგეს. თვითონ მოთავსებიან მყუდრო ბუნკერებში ან აიშენებდნენ სადმე მარსზე თავშესაფარს...

-ვინ?

-ძლიერნი ამა ქვეყნისანი-გამოთქვა ტრაგიკულად-დანარჩენები კი გაგვწირეს. აქ მიგვაგდეს როგორც ძვლები ,რომ შვილებმა გვხრან.

-აქამდე არაფერი ისმოდა და დღეს რა მოხდა?

-ვირუსი იმაზე სწრაფად გავრცელდა,ვიდრე ეგონათ. ამ დილით რადიოს ვუსმენდი,მხოლოდ მანდ გაიგებ სიახლეს,იმიტომ,რომ ყველას ვერ ახშობენ და ვერც აგნებენ... რას ვამბობდი?

-დილით ინფორმაცია გავრცელდაო.

-ხო,თითქმის ყველა ქალაქში გამოჩდნენ ისინი... ისე გამოიყურებიან,როგორც სურდოსგან გაციებული ხალხი,მერე ნელ-ნელა ლურჯდებიან . სინამდვილეში უკვე მკვდრები არიან,თუმცა რაღაც ძალა ასულდგმულებთ. ადამიანის სისხლი სწყურიათ და ნებისმიერ შემხვედრს წამში კუწავენ...

-მეღადავები?-გაიცინა-კარგი რა,შეუძლებელია ასე სწრაფად...

-კარგი,მოიცა!-იქვე მიგდებულ ზურგჩანთას მივარდა და მობილური ტელეფონი ამოიღო-ბატარეა უნდა დავზოგო,მაგრამ რახან არ გჯერა-გამარჯვებული სახით მიაწოდა მოწყობილობა.

ღიმილით ჩამოართვა და უხარისხო ვიდეოს დააკვირდა.

გადამღები იმხელა ხმაზე ყვიროდა,ძნელად თუ გაარჩევდი სხვა ხმებს. ინგლისური სალანძღავი სიტყვებს შორის წივილი და ხრიალი ისმოდა.

-არ მჯერა-ყვიროდა კაცის ხმა-ეს რა *ირობაა?

ლამპიონებით განათებულ ქუჩაში არეულობა მოჩანდა. აქეთ-იქით მორბენალ ხალხს შორის დაბლა დაგდებული ორი სხეული ჩნდებოდა და ქრებოდა.ერთი მეორეს ზემოდან ეჯდა,აკავებდა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა,თითქოს ყელზე კოცნიდა.დაბლა მყოფი ცახცახებდა და ხელებს იქნევდა.


გადამღები ნელ-ნელა უკან მირბოდა,ამიტომაც გამოსახულება დაპატარავდა და ბოლოს სულ გაქრა,ვინაიდან ვიდეოს ავტორმა სირბილს უმატა.


-ეს იყო „შვილი“-წარბებაწეულმა ჩამოართვა ტელეფონი და იქედნურად მიაჩერდა-ვიდეო ამერიკაში,ბოსტონშია გადაღებული,თუმცა დანარჩენებიც მრავლადაა,უბრალოდ აქ ელექტროენერგია არაა და არ ვიცი,საერთოდ სადმე თუა,ამიტომ მობილურს უნდა გავუფრთხილდე.


მირა ჩაფიქრდა. აქამდე ამ საკითხზე არასდროს უფიქრია სერიოზულად. მისი ოცი წლის ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა-ფრინველის გრიპი,ღორის,ტახის და ფარშევანგის,მაგრამ ზომბები?უამრავი ფილმი არსებობდა ამ თემაზე და ეს ყველაფერი იმდენად დაუჯერებლად ჟღერდა,გააზრებაც კი უჭირდა.


-მეგონა,აპოკალიფსი უფრო სხვანაირად,რავიცი...შემზარავად დადგებოდა-დაილაპარაკა ბოლოს.


-ამაზე მეტი შემზარავობა რაღა გინდა-აღშფოთდა ბიჭი-თბილისი-ბათუმის მატარებელში წუხელ რამდენიმე „შვილმა“ გაიღვიძა და მგზავრების უმეტესობას დედა უტირა,ერთი ლაინერიც ჩამოვარდა,პირდაპირ ლიხტენშტეინს დაეცა თავზე!


-წუხელ? და ამის შესახებ არაფერი თქვეს? არაფერი დაწერეს? ხალხი როგორ არ გააფრთხილეს?


-არ შეგიმჩნევია,რომ ამ ბოლო დროს აღარც პოლიტიკოსები გამოჩენილან გადაცემებში და არც ბიზნესმენებს გაუმართიათ დიდებული პრესკონფერენციები?დღე და ღამ ფილმები და სერიალები გადიოდა-ჩაიცინა ბიჭმა-უკვე დიდი ხანია,რაც აითესნენ. ჟურნალისტები კი... ისინი იმ შემთხვევაში აშუქებენ მომხდარს,თუკი რეიტინგი და გამორჩენა უნდათ. საერთოდ რა რეიტინგზეა საუბარი,როდესაც ცოტა ხანში კაცობრიობა აღარ იარსებებს? სულ ცალ ფეხზე არ ჰკიდიათ? წავიდნენ ალბათ,ყველა ვინც ეს ამბავი იცოდა,გარეთ არ დარბოდა „თავს უშველეთ ხალხოს“ ძახილით,რადგან მშვენივრად იცოდნენ,რაც ნაკლები გადარჩება,მით უფრო მეტი შანსი ექნებათ თავად.


-აბა,ეს დაზომბება თუ რაღაც სიკვდილის შემდეგ არ გადადის? თუ ამდენი მოკვდება,ეგ იმას არ ნიშნავს,რომ იმდენივე ზომბი გაჩნდება?


-არა-თავი სწრაფად გაიქნია-ხომ გახსოვს მიშკას შემთხვევა? იქიდან დაიწყო ყველაფერი.


თანხმობის ნიშნად თავი დახარა.


-ხოდა ეს მიშკა ის მიშკა აღარ იყო, მამამისმა ბნელ მაგიას მიმართა. ყოველ შემთხვევაში,მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. მოკლედ,ბნელია თუ ნათელი,ყველაფერი მაქედან იწყება. იმ ექიმბაშმა რაღაც ისეთი ძალა ჩაუსახლა საკუთარი შვილის სხეულს,რომელიც უბრალოდ ანადგურებს ხალხს.


-მე გავიგე,სრულიად ნორმალური ბავშვი იყოო-მხრები აიჩეჩა გოგონამ.


-ეგ თავიდან. იმიტომ,რომ მისი სულიც დაუბრუნდა სხეულს და ის სხვა არსებაც გამოიყოლა. ამ ყველაფერს მისტერ ფრიმენის საიტზე წაიკითხავდი,ჩემნაირად რომ გეძებნა.


-ფრიმენი?


-იუ თუბზე ვიდეოებს დებდა.ბევრი ვერ ხვდებოდა,რომ მათში დაშიფრული მესიჯები იყო. მე კი მივხვდი და მალე საიტსაც მივაგენი. ფრიმენი წერდა,რომ ბევრ რამეს გვიმალავდნენ და მდიდრებს უკვე ადგილებიც კი ჰქონდათ დაჯავშნილი უსაფრთხო სამყოფელში. რამდენიმე ადამიანს,რომელიც იმ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდნენ,სადაც მიშკა მოათავსეს,ამბავი გამოეტანათ,რომ ბავშვი ერთ-ერთმა ექიმმა უბრალოდ გაუშვა,თავად კი უცნაურად იქცეოდა-ბუტბუტებდა,ბოდავდა და კანკალებდა.


ფრიმენი გვაფრთხილებდა,რომ ეს ვირუსი არც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და არც კბენით ან რამე მსგავსით,დაავადებულები რაღაცას ბუტბუტებენ,თუ სრულად მოუსმინე მათ ნაამბობს,შელოცვასავით მოქმედებს და შენც იგივე გემართება-კვდები და სხეულს რაღაც საშინელება იკავებს.

ბიჭი იდუმალებისგან გაფართოვებული თვალებით მისჩერებოდა,მირამ იფიქრა,ეს ყველაფერი მოსწონსო.

-დავუშვათ,მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზე განვიხილოთ ის ფაქტი,რომ შეშლილი არ ხარ-ფრთხილად დაიწყო გოგონამ-მაგია? შავი მაგია და სულების ჩასახლება? ეგ მართლა ზღაპარია და ვიღაცამ მაგრად დაგაბოლა!

ბიჭმა თავი გაიქნია და გულდაწყვეტილმა უპასუხა

-ყველაფერს თავად ნახავ.

მაჯის საათის წიკწიკმა გამოაღვიძა,ერთი წამით ძველი ჩვეულება დაუბრუნდა და გაიფიქრა,ახლა ლექციაზე რა წავაო,მაგრამ მალევე გამოფხიზლდა.

-ბაბა-შესძახა,რადგანაც ბიჭი ვერ დაინახა.

-აქ ვარ-კარიდან თავი გამოჰყო,პირში კბილის ჯაგრისი გაერჭო,სველი კულულებიდან წყალი წვეთებად ჩამოსდიოდა-ინგლისური ბრექფესთი გირჩევნია თუ ფრანგული?-გაიღრიჭა.

-ქართული! ყიყლიყოები და ჩაი-ამოიბურტყუნა და იქვე მდგარ რადიოს მიუახლოვდა-სიახლე არაფერია?

ბაბა ისევ გაუჩინარებულიყო,ამიტომაც თავად გადაატრიალა ღილაკი და უსასრულო შრიალში ჩაეფლო.

-უკვე შევამოწმე-ოდესღაც თეთრი ჩვრით იმშრალებდა სახეს ბიჭი-ჯერ-ჯერობით არ იჭერს,მაგრამ გამოჩნდებიან.

-ბათუმზე ერთი თვის წინ გავიგე ამბავი,ისიც მხოლოდ ის,რომ შვილებთან ერთად გზაზე მშიერი მგლები დაძრწოდნენ-ამოიოხრა-იქნებ ჩემები აქეთ მოდიან და ტყუილად ვცდილობ გამგზავრებას?

-გეუბნები,რომ რამენაირად შეტყობინება უნდა გავუგზავნოთ-მეთქი და მეტი რა ვქნა?

-როგორ, მტრედი გავუგზავნო?-ხელი აიქნია მირამ-თუ მინიშნებას დავტოვებთ სადმე,ან სანიტრები მიაგნებენ,ან კომუნისტები,გამა ან მე რა ვიცი,ვინ!

-მაგ საკითხზე ვმუშაობ,ბათუმში თუ ჩავალთ,არავინ იცის,შენები იქ იქნებიან თუ არა. უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა,ერთ ადგილზე არ გაჩერდებოდნენ,თუ...-სიტყვა გაწყვიტა და დამნაშავეს სახით შეჰხედა.

-თუ ცოცხლები არიან-ხმაჩამწყდარმა დააბოლოვა-ვიცი,ოცნება დიდი ხანია,რაც შევწყვიტე. მაგრამ მაინც უნდა ვცადო.

-მირანდა,შენ ისეთი ხარ,არა მგონია,ეს ენერგია არსაიდან გაჩენილიყო. ეგ შენი მშობლების დამსახურებაა და ვიცი,ისინიც გადარჩებოდნენ-გამამხნევებლად შეჰხედა ბაბამ.

-ახლა გადარჩენა გამართლებაზეა დამოკიდებული და არა ენერგიაზე-თვალი აარიდა გოგონამ-თუმცა მამა ჩემზე მაგარია,რამეს მოიფიქრებდა.

-მთავარია,ახლად დაბადებული შვილისთვის არ მოესმინათ.

-ყურები უნდა დაიხშო და ბევრი სუნამო მიიპკურო,რომ შენი სუნი არ იგრძნონ-ბიჭის მიერ ათასჯერ გაჟღერებული ფრაზა გაიმეორა.

-მათი დემონურობა სწორედ აქედან ჩანს,ჩაგჩურჩულებენ რაღაც საშინელებას და სიკვდილიც მოდის შენთან...

-რაღაც შელოცვასავით ხომ არაა-თავი მოიქექა მირამ-თუ კი პირველი შვილი მაგიის წყალობით გააცოცხლეს,გამოდის,რომ ეს სიტყვებია თუ ხრიალი, წყევლაა,რომელიც სიკვდილს იხმობს.ინტერნეტში მაგაზე არაფერს წერდნენ?

-წერდნენ,კი-თავი დაიქნია ბიჭმა-სწორედ ასე მოედო მსოფლიოს „ვირუსი“.რამდენიმე იდიოტს,სანამ თავად მოკვდებოდნენ,ეს ხმა ტელეფონით ჩაეწერა და ინტერნეტში განეთავსებინა.ხალხმაც მოისმინა და დაიწყო მასშტაბური სიკვდილიანობა. ეს იყო პირველი ტალღა,მანამდე არავინ დადიოდა ქუჩაში და ადამიანებს არ ჭამდა.

-ესე იგი,ის მიზანმიმართულად გავრცელდა. თუ იმ ინფორმაციას გვიმალავდნენ,რომ გადაშენება გვემუქრება,თან ასე წარმატებით,მაგ რამდენიმე ჩანაწერის მოშორებას ვეღარ მოახერხებდნენ?

-მაგიტომ მგონია,რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო. რაღაც ძალის ან ძალების მიერ-გამოცოცხლდა ბიჭი-ესაა მასშტაბური ტერორისტული აქტი,რომელშიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ხელისუფლებები არიან ჩართულნი.

-ანუ მათი იმედი თავიდანვე არ უნდა გვქონოდა-ჩაიფრუტუნა გოგონამ-ან მანამდე ჰქონდა ვინმეს? ესეც შენი „უმრავლესობის მმართველობა“ .მიეცი ხალხს მმართველობის სადავეები და ის მათ ეშმაკს გადასცემს.

-თუ გადავრჩებით,ტირანია ან მონარქია დავაბრუნოთ-ჩაიცინა ბიჭმა.

-ტირანი ზუსტად ისაა,რასაც ვიმსახურებთ-ფიქრიანად ჩაილაპარაკა-ანდა იქნებ ზუსტად ამას ვიმსახურებდით,რაც ხდება? იქნებ ვისჯებით...

-რა იყო,რომელიმე მლოცველი ჩაგისახლდა?-გადაიხარხარა ბაბამ-წამოდი ეკლესიაში,ცოდვები მოვინანიოთ და შვილები თავისით აითესებიან.

-ნუ მახსენებ-ჩაიღიმა-მონასტრებისკენ აღარც უნდა გავიხედოთ.


ეს შეხედულება მას შემდეგ ჩამოუყალიბდათ,როდესაც მშიერ-მწყურვალებმა თბილისის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიას მიაკითხეს.


კარზე დიდხანს აბრახუნებდნენ,უკვე წასვლასაც აპირებდნენ,როდესაც ჩხაკუნის ხმა მოესმათ და რკინის კარის მიღმა შუახნის ქალის სახე გამოჩნდა,რომელსაც გარშემო შავი მანდილი შემოეხვია.

-ღვთისა ხარ თუ ეშმაკისა?-იკითხა დრამატულად.

-მმ,ე-ე-დაიბნა ბაბა.

-ღვთისა,ღვთისა-თანამგზავრი გვერდით გასწია მირამ-იქნებ შემოგვიშვათ,ორი დღეა,არაფერი გვიჭამია,იმ სახლს კი,სადაც ვიყავით,ფაშისტებმა მიაგნეს.

-მზად ხართ,ემსახუროთ უფალს სისხლის ბოლო წვეთამდე?-ეჭვით აათვალიერა ქალმა.

-რა თქმა უნდა,ჩვენ მორწმუნეები ვართ,ამიტომ მოვაკითხეთ ხსნისთვის ეკლესიას-გაილექსა ბაბა და მლიქვნელურად გაუღიმა.

მონასტერში შეუშვეს,თუმცა ჭამა მაინც ვერ მოახერხეს,რადგანაც,როგორც აღმოჩნდა,როდესაც ქალმა „სისხლის ბოლო წვეთი“ ახსენა,სულაც არ საუბრობდა გადატანითი მნიშვნელობით-მორწმუნეთა სექტა ისეთივე ხერხებით ცდილობდა დედამიწაზე ანგელოზების შემოშვებას,რითიც,მათივე თქმით,ეშმაკები შემოვიდნენ,ანუ სიკვდილით.

რამდენიმე ყელგამოჭრილი გვამი უკვე ესვენა ცივ იატაკზე და მირასა და ბაბასაც იგივე ელოდათ,რადგან თავადვე აღნიშნეს,დიდად მორწმუნენი ვართო.

ძლივს დაარწმუნეს,რომ უღირსი სხეულები ჰქონდათ და ანგელოზი არაფრით იკადრებდა მათში ჩასახლებას.

-ისე,რა საინტერესოა,შემოიყვანეს ბოლოს ანგელოზები? იმდღეს ერთი გადამეყარა,შვილის წინ იდგა,სახარება გადაეშალა და უკითხავდა-ხარხარებდა ბაბა.

-მე რომ ანგელოზი ვიყო,აქ ფეხს არ ჩამოვადგამდი.-საათს დაჰხედა-მზე ზენიტშია,უნდა წავიდეთ.

ბიჭმა ამოიოხრა,ჩანთიდან პატარა ბოთლი ამოაძვრინა,ჯერ თავად მოიქივლა შიგთავსი ხელზე,შემდეგ კი მირას გაუწოდა. ტანზე გულმოდგინედ შეიზილეს აყროლებული სითხე,რომელიც ბრონისგან დამზადებული წამალი იყო,შემდეგ კი აფთიაქიდან წამოღებული საცობები შეიტენეს ყურებში.

მცირე ბარგი წამოკრიფეს,ბაბამ თავისი განუყრელი რადიო ზურგჩანთაში ჩაჩურთა და დანანებით მოათვალიერა პატარა,უფანჯრებო ოთახი.

-მშვიდობით,კარგად გვემსახურე!

რკინის კარი ფრთხილად გააღეს და კიბეებს აუყვნენ. შვილები დღის სინათლეზე ვერაფერს ხედავდნენ,იშვიათად გადაეყრებოდი მათ,თუკი საჭირო საათში გამოხვიდოდი გარეთ და ხმაურს არ გამოიწვევდი,თუმცა სიფრთხილე მაინც აუცილებელი იყო,ვინაიდან ადამიანები ნაკლებად საშიშები არ იყვნენ.

იმ დროს,როდესაც მირა ბაბას შეხვდა და სამი დღე მწოლიარემ გაატარა,ქვეყანაში ვითარება სწრაფად გაუარესდა. პანიკაში მყოფი მოსახლეობა განწირული მიაწყდა ქალაქის გასასვლელებს,თუმცა უზარმაზარი საცობების გამო,რომლებიც არც კი იძვროდნენ,ბევრმა ვერც მოახერხა გასვლა. მით უმეტეს,მაშინ წესები არავინ იცოდა,ხმაურობდნენ,ასიგნალებდნენ,ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას ცდილობდნენ.

სოციალურმა ქსელებმა,რომლებზეც ასე იყო შეყვარებული კაცობრიობა,საბოლოოდ სიკვდილი მოუტანა მას. ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა ჩანაწერები,რომლებზეც „ლაზარეს შვილები” იყვნენ აღბეჭდილნი. რაც უფრო მასობრივი ხდებოდა მათი გამოჩენა,მით მეტი სისწრაფით და სიძლიერით ედებოდა წყევლა ადამიანებს. თუ კი მანამდე რამდენიმე დღე იყო საჭირო სიკვდილის დასადგომად,შემდეგ დრო საათებსა და წუთებამდე შემცირდა. მანქანაში გამოკეტილ ბავშვებს საკუთარი მშობლები ჭამდნენ,საბოლოოდ კი ირონიული შედეგი დადგა-ადამიანებმა ერთმანეთი პირდაპირი მნიშვნელობით გადაჭამეს.

ცოცხლად დარჩენილები კი მაშინვე შეტევაზე გადავიდნენ.გადარჩენისთვის ბრძოლაში არც ცოცხლებს ინდობდნენ. მალევე აღმოცენდა პატარ-პატარა დაჯგუფებები,რომლებიც შეიარაღდნენ და ქალაქში უპატრონოდ მიტოვებულ ქონებას დაეუფლნენ.

მანქანები,საწვავი,იარაღი,საჭმელი და მედიკამენტები-ბანდებმა ყველაფერი ერთმანეთში დაინაწილეს,რადგან ყველა კარგად ხვდებოდა,აღარავის ეცალა წარმოებისთვის.

რამდენიმე დიდ ქალაქში მასშტაბური აფეთქებები მოხდა,როგორც ჩანდა,ის სამხედრო ძალები,რომლებსაც კაცობრიობა ფეხზე არ დაეკიდებინა,ცდილობდნენ „შვილების“ დაჯგუფებები ერთიანად ამოეხოცათ,ამიტომაც ვისაც კი ხელი მიუწვდებოდა,ყველა იყენებდა იარაღს,მათ შორის ატომურსაც.

მზეს თუ მანამდე მტვრის ფენა ფარავდა,ახლა მუქი შავი ღრუბელი მოსდებოდა და პატარა,მრგვალი ბურთი ნაცრისფრად კიაფობდა ცაზე.

შენობებთან შორი-ახლოს მოძრაობდნენ,ბაბას იარაღი შეემართა,ხოლო მირას ტრადიციულად ჩაებღუჯა გრძელი ,სანადირო დანა.

თავდაპირველად მოგზაურობა ქალაქის ერთი ბოლოდან დაიწყეს-ვარკეთილის ერთ-ერთი მიკრორაიონიდან,სადაც ბაბას თავისი საამაყო თავშესაფარი მოეწყო კორპუსის სარდაფში.სწორედ იქ მიიყვანა ბიჭმა ტვინშერყეული მირა და მხოლოდ მაშინ დასთანხმდა გარეთ გასვლაზე,როდესაც მომარაგებული საკვები გამოელიათ.

წინ რთულად მიიწევდნენ,მათი მიზანი დასავლეთისკენ წასვლა იყო,რადგანაც მირა მშობლებს ეძებდა,ხოლო ბაბა მას მიჰყვებოდა,რადგანაც სხვა იდეა მაინც არ ჰქონდა.თავად არავის ეძებდა და ამ საკითხზე არასდროს საუბრობდა გოგონასთან.

ახლა უკვე ქალაქის გასასვლელს მისდგომოდნენ,დიდუბის მეტროსთან ახლოს განთავსებულ ძველ სარდაფში ოთხი დღე დაჰყვეს,რადგანაც გზას ვერ აგრძელებდნენ.დღისით ქუჩებში სროლები ისმოდა,ღამით კი ადამიანის მჭამელი არსებები დაძრწოდნენ. მხოლოდ მცირე ხნით,საკვბის მოპოვების სურვილი აიძულებდათ,მორიგეობით წასულიყვნენ ახლო-მახლო მდებარე გაძარცვულ მაღაზიებში.

გარემო დაზვრეს და ყურის საცობები შეინახეს.

-არავინ ჩანს-დაიჩურჩულა მირამ-ხიდს გავუყვეთ და თუ რამეა,წყალში გადავხტეთ.

-ცურვა რომ არ ვიცი,მაგას თავი დავანებოთ-გაცხარებულმა უჩურჩულა ბაბამ-მტკვარი ერთი დიდი ნეხვის საბადოა. მანდ არ ჩავხტები და მით უმეტეს,არ მოვკვდები.

-ვიწრო ქუჩებში უფრო ვერ გავიქცევით-არ მოეშვა გოგონა-ეგ უკიდურეს შემთხვევაში ვთქვი,თორემ მართლა კი არ მოგვიწევს ჩახტომა.

-ეს გოგო შემიწირავს-მოწუფრულ ზეცას აჰხედა ბიჭმა და უხალისოდ დაედევნა მირას.

მთავარ გზაზე,უწესრიგოდ მიყრილი მანქანების წყებაში მიდიოდნენ . დრო და დრო ჩერდებოდნენ,რათა შეემოწმებინათ,რომელიმე მანქანა თუ მუშაობდა,ან საწვავი თუ შემორჩენოდა.საათი დღის ორ საათს უჩვენებდა,თუმცა ისე ჩამობნელებულიყო,თითქოს მზეს საბოლოოდ დაეკარგა ძალა.

-ასეთი შავი ღრუბელი ჯერ არ მინახავს-გაკვირვებულმა აღნიშნა ბაბამ.

მირას თავიც არ აუწევია,ისე ჩაიბურტყუნა.

-მე-მინახავს და არაფერ კარგს არ ნიშნავს... რა იქნება,მანქანა ვიშოვოთ,ან თუნდაც ცხენი,ასე კუებივით როდემდე უნდა ვიაროთ...ან რაღას კეტავდნენ ის დალოცვილები. მირბიხარ,სამყაროს აღსასრულია,ზომბები მოგდევენ და მანქანას კეტავ.ამის მერე იმედი აქვთ,რომ სამოთხეში მოხვდებიან...

მონოლოგი ბაბას უჩვეულო სიჩუმემ გააწყვეტინა,ბენზინის ავზს შეეშვა და ბიჭს გაჰხედა.

-რა ხდება?-ჰორიზონტს გაშტერებული უყურებდა.

-ციდან რაღაცები ცვივა-ხმა ამოიღო და მირას გაოგნებული მიუბრუნდა-დააკვიდრი.

თვალები მოჭუტა და მაღლა აიხედა. აქა-იქ დამწვარი ფურცლის ფერფლივით ცვიოდა შავი ფერის მოფარფატე საგნები.

-რა ჯანდაბაა-ხელი გაიწვდინა-იწვის რამე?

-ეს...მგონი თოვლია-გაოგნებულმა მოიმწყვდია ხელში ფიფქი და თვალებდაჭყეტილი დააჩერდა.

ცოტა ხანში გახევებული წყვილის თავზე თოვამ იმატა. საზარელი და ამავდროულად მომნუსხველ სანახაობას თითქოს ბუნებაც კი გაერინდა. ირგვლივ ჩქამიც კი არ ისმოდა,არც აქამდე საკმაოდ ხშირი სროლები და ყვირილი ქალაქის სიღრმიდან.ყველა გასუსულიყო და სულშეგუბული აკვირდებოდა შავ თოვლს.

-არ მომწონს ეს ამბავი-დაილაპარაკა ბაბამ და ცას თვალი მოსწყვიტა-ჯობია დროზე ავახვიოთ.

-და სადაც ავახვევთ,იქ არ იქნება თოვლი?-ჩაიცინა მირამ-ატმოსფეროს დაბინძურების ბრალია ეს შავი ღრუბელიც და თოვლიც. უარესი რომ არ ხდება,არ გიკვირს?

-შეიძლება რადიაციული იყოს-კაპიუშონი წამოიხურა ბიჭმა-ირანში ხომ ჩამოაგდეს ერთი რაკეტა, გახსოვს?

-სათამაშო მოედანი გაუთავისუფლდათ,არაკაცები-თავი გაიქნია გოგონამ-ჩვენ თუ ვერ გადავრჩებით,დედამიწას მაინც მივცეთ შანსი.ღორები!

-არჩევნებზე ხმა აღარ მივცეთ-სიტუაციის განმუხტვა სცადა ბაბამ,თუმცა ბოლომდე არ დასცალდა,რადგან გოგონა სწრაფად გასხლტა მანქანების რიგებში-სად მიდიხარ?-წამოეწია და უჩურჩულა.

-ხედავ?-ხელი გაიშვირა-სუპერმარკეტია. შეიძლება,რამე იყოს დარჩენილი.

-არა,არა და არა!-თავი ცხარედ გაიქნია-მაგის უფლებას არ მოგცემ,გზის პირასაა,მაინც არავინ დატოვებდა რამეს.

-ბაბა,შიმშილით კუჭი გვიხმება,ნაძვის წიწვებსაც ვეღარ შევჭამთ,რადგან რადიაციულად გვათოვს-დაუცაცხანა-შიმშილით სიკვდილი ამ პირობებში უბრალოდ ტეხავს!

-ვიღაც იქნება შიგნით,აუცილებლად.

-ხოდა იქვე დარჩება.შენ აქ დამელოდე,მანქანებს ამოეფარე,მოვალ მალე.

ბიჭის წუწუნისთვის დიდი ყურადღება აღარ მიუქცევია. ისედაც დიდ ძალისხმევად უჯდებოდა სიმშვიდის შენარჩუნება და საღად აზროვნება,ბაბა კი ყოველ წამს და წუთას პანიკას თესავდა. ყველაფერზე ნერვიულობდა და გოგონას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ერთი პირობა იმასაც ფიქრობდა,ხომ არ დავტოვო და გზა მარტომ გავაგრძელოო,თუმცა ბაბამ მისი სიცოცხლე გადაარჩინა,ასე ვერ მოექცეოდა.

კორპუსების წყებას მიუახლოვდა და დაბურული ვიტრინების მიღმა შეიჭყიტა. მოძრაობა არ შეიმჩნეოდა,თუმცა დარწუნებით ვერაფერს იტყოდი. დიდი ხანია,შიშისთვის აეკრძალა მიახლოვება,თუმცა შიგნით შესვლამდე კარგა ხანს ყოყმანობდა.

პატარა სანთებელა ამოიღო,რომელსაც ბოლოში მიკროსკოპული ფანარი ჰქონდა დამონტაჟებული და მინის კარი ფრთხილად შეაღო. ცალ ხელში განუყრელი დანა ჩაებღუჯა,მეორეთი კი ცდილობდა,ყველა კუთხე გაენათებინა.

ნაბიჯებს თაგვზე უფრო ჩუმად ადგამდა,ერთადერთი,რაც გასცემდა,ხმამაღალი გულისცემა იყო.

დაცარიელებულ თაროებს ჩამოუარა,აქა-იქ ჩაის შეკვრები და რამდენიმე სახეობის ჭურჭლის სარეცხი საშუალება შემოხვდა. ჩაი ჩანთაში ჩაიცურა და შემდეგ წყებას დაუყვა. პროდუქტის მაგვარი არაფერი შეიმჩნეოდა,ამიტომაც ის იყო,გაწბილებული აპირებდა გამობრუნებას,როდესაც გადაყირავებული თარო შეამჩნია,რომელიც მეორეს ფარავდა. მათ შორის მცირე მანძილი იყო დატოვებული,თუმცა მოხერხებული და გამხდარი ადამიანი მარტივად შეძვრებოდა.

მიუახლოვდა და პატარა „გამოქვაბულში“ შეანათა. კინაღამ აღტაცების ყიჟინა აღმოხდა,როდესაც იქიდან ნაირნაირი შოკოლადების შეკვრებმა შემოსცინეს.

მიიხედ-მოიხედა,ზურჩანთა მოიხსნა და ისე დადო,რომ ადვილად მიწვდომოდა,წვალებით შებობღდა თაროსთან და სწრაფად დაიწყო ტკბილეულის ჩალაგება.

ყურადღებას აღარ აქცევდა,ხმაურობდა თუ არა,რადგანაც უკვე საკმარისი ხმა გამოსცა. ზურგჩანთა რომ გაავსო,თარო ფეხით გადასწია,გადააგდო და გარეული მხეცივით მიმოიხედა. კვლავ არაფერი ისმოდა,ეს კი უფრო საშიში იყო,ვიდრე შვილების არმია.

ბევრი აღარ დაუცდია,გასასვლელისკენ ეცა,თუმცა შუა გზაში გახევდა-იმ ადგილას,სადაც ცოტა ხნის წინ ის და ბაბა იდგნენ,რამდენიმე ათეული ადამიანი შეკრებილიყო ,ერთ-ერთს,მაღალსა და სამხედრო შარვლიანს ბაბასთვის ჩაეკიდა მხარში ხელი,დანარჩენები მონდომებით არჩევდნენ რაღაცას.

-ჯანდაბა-დაიჩურჩულა და უკან დაიხია,თუმცა მაღაზიის შიგნიდან საეჭვო ხმაური შემოესმა.

ცოცხლებსა და მკვდრებს შორის არჩევანი წამებში უნდა გაეკეთებინა. დაიხარა,კარი ოდნავ გამოაღო და ჩაცუცქული გამოძვრა შენობიდან. ვიტრინაში შეიყიტა და ტანზე დაბურძგლა,როდესაც შორი-ახლოს რუხი,თითქმის შიშველი სხეული დალანდა,რომელიც თავდახრილი,ნელა მიმოდიოდა და რაღაცას ბუტბუტებდა. უკან მიჩოჩდა,საცობები ამოიღო და ყურებში შეიტენა. „შვილი“ დღის სინათლეზე ვერ დაინახავდა,ამიტომაც არ შეშინებია. მიწაზე გაწოლილი გახოხდა და ხეს ამოეფარა. ფრთხილად გაიხედა იმ მიმართულებით, სადაც ბაბა ეგულებოდა.

მისკენ არც კი იხედებოდნენ,ამიტომაც გათამამდა და უფრო ახლოს მიიწია,მანქანებს ამოეფარა და შორი-ახლოდან მიუგდო ყური.

-რას დავაჯიბროთ,ძმაო,ვერ ხედავ,ძვალი და ტყავია. ამაზე ვინ დადებს?ტყუილი თავის ტკივილია-ამბობდა ის,რომელიც ბაბას იჭერდა.

-იქნებ იმ ნაცისტი ბო*ების ქათამია,ასე პროსტა გავატაროთ?-მოესმა უსიამოვნო,ჭყიპინა ხმა.

-არ ვარ,არა-ამოიხავლა ბაბამ-ოჯახის წევრებს ვეძებ,მარტო ვარ.

-იცი,რა,ბიჭო?-იგივე ხმა იყო-მე რომ ნაცისტი ვიყო,ზუსტად მაგას ვიტყოდი.

-და ვინც არაა,იმან რაღა თქვას?-შეეპასუხა ბაბა.

კაცი ცოტა ხანს დადუმდა,შემდეგ კი დარტყმის ხმა გაისმა. გულში უსიამოვნოდ უჩხვლიტა მეგობრის კვნესამ.

-ეზი,შენ რას იტყვი?-მოისმა პირველის ხმა.

თავი ოდნავ ამოსწია,რათა კარგად შეეთვალიერებინა მოსაუბრენი. ირგვლივ დიდი ზომის მანქანები იდგა,რომლებშიც მამაკაცების ნაწილი ჩამსხდარიყო,ქუჩაში ათიოდე ადამიანი დარჩენილიყო,მათი ნახევარი გარემოს ზვერავდა იარაღშემართული,თითქმის ყველას პირზე შავი მატერია აეფარებინა.ერთ-ერთი,მაღალი,ძლიერი აღნაგობის კაცი დაჭეჭყილ ავტომობილს მიყრდნობოდა და შავი ციდან მოფრენილ იგივე ფერის თოვლს ინტერესით აკვირდებოდა.

-ეზი!-გაიმეორა ბაბას გამკავებელმა,მანაც სწრაფად მიიხედა მათი მიმართულებით და წელში გასწორდა. მასაც ეკეთა შავი ნიღაბი,ტანსაცმელიც და თმაც შავი უჩანდა,მხოლოდ ხელები და სახის ნაწილი უელავდა თეთრად. მოსაუბრეებისკენ დაიძრა და მირას რატომღაც ძალიან მოეწონა მისი სვლის მანერა.

მოეჩვენა,თითქოს წამით მისკენ გამოიხედა კაცმა,ამიტომ სწრაფად ჩამალა თავი და სმენად იქცა.

-რას ამბობდი,ვინ ვარო?-მოესმა ბოხი,ცივი ხმა და ტანში გასცრა.

-გიორგი ბაბაური-ამოღერღა ბიჭმა-გეფიცებით,არც არაფერი მაქვს და არავის ვემსახურები,მარტო ვარ,მხოლოდ ჩემი თავის ამარად.

-კარგი,გიორგი და ის იცი,ჩვენ ვინ ვართ?-ჰკითხა თავაზიანად.

-ა-არა-გაუბედავად ამოთქვა ბაბამ.

-არც ისე კარგი ბიჭები-მხიარულად აუწყა-კერძოდ კი, გამა.

მირას გული ამოუტრიალდა. გამა დაჯგუფება ერთ-ერთი პირველი იყო,რომელიც არეულობის დროს აღმოცენდა. მის წევრებს ის საშინელება,რომელიც ხდებოდა არა თუ აშინებდა,არამედ ართობდა კიდეც.ჯერ კიდევ სალხში მყოფ ხალხს უვარდებოდნენ,ადამიანებს მანქანების,იარაღისა და წამლის გამო კლავდნენ,ხოლო როდესაც მიხვდნენ,რომ ქვეყნის სამხედრო ძალები მეთაურებთან ერთად გაქცეულიყვნენ,სახელმწიფოში დარჩენილი იარაღის მარაგის თითქმის ნახევარი ჩაიგდეს ხელში. იმასაც ამბობდნენ,რომ გამას მეთაურებიდან უმრავლესობა სწორედ ყოფილი სამხედრო იყო,რომლებიც წარსულში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად მოესროლათ ჯანდაბაში და ახლა უკვე გამოცდილები მშვენივრად იფერებდნენ მმართველების მოვალეობებს.

გამას სიძლიერე მათ სისასტიკეში იყო-ცოცხალ ადამიანს სანიტრებივით ასაჩეხად არ მიათრევდნენ,თუმცა უარესის მოფიქრება არ გასჭირვებიათ-კარგად დაცულ მიწისქვეშა სამფლობელოებში შეჯიბრებებს აწყობდნენ-შვილი და ადამიანი. ეს დაახლოებით იმგვარი იყო,რაც გლადიატორთა ბრძოლა,თუმცა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარე ძლიერი ვამპირი იყო,მეორე კი შემთხვევით,ბაბასნაირად გამოჭერილი ტყვე. ერთის მხრივ,გამასთან მოხვედრას ისევ შეშლილ ნახევრად-ექიმებთან საკუთარი ფეხით მისვლა გერჩივნა,რადგანაც იქ მოგკლავდნენ მაინც და ისე აგჩეხავდნენ,გამას საღამოების დროს კი შვილები ხალხს ცოცხლად ჭამდნენ.

ერთი შეხედვით უაზრო გართობაში გამა ბევრ მოგებას ნახულობდა ,რადგანაც ჩამოყალიბებული იყო კაზინოს მსგავსი ფსონების დადების წესი,ეს თამაში კი გადარჩენილ შეშლითა დაჯგუფებებს ძალიან იზიდავდა.

თუ კი დღისით ერთმანეთს ებრძოდნენ და სასიკვდილოდ იმეტებდნენ,ზავის პირობების წყალობით ღამით მოთამაშეებად იქცეოდნენ,რომლებიც ერთმანეთში სანაძლეოებს ცვლიდნენ და ღამის ბაზარს ქმნიდნენ.დიდი ხანი იყო,რაც ერვნულმა ვალუტამ ფასი და აზრი დაკარგა,ამიტომაც საქონელი შეიცვალა,ერთი ღმერთი მრავლად დაიყო და თუ კი აქამდე ადამიანები მწვანე ქაღალდებს ეთაყვანებოდნენ,კერპი დაანგრიეს და მის მაგივრად ნარკოტიკის,იარაღის,მედიკამენტებისა და საჭმლის ღმერთები აღმართეს.

აქტუალობა არ დაუკარგავს პროსტიტუციასაც და ის მცირერიცხოვანი ქალები,რომლებიც გადარჩნენ,ახლა არა თუ ფულის,არამედ სიცოცხლის წუთების სანაცვლოდ ჰყიდიდნენ სხეულებს.

მირამ წამებში წარმოიდგინა,რა ელოდა ბაბას და რა-მას თავად. როლები ისედაც აშკარა იყო. მეგობრის დახმარება ძალიან უნდოდა,თუმცა რას გააწყობდა ოცდაათამდე შეიარაღებული მამაკაცის წინააღმდეგ?ერთადერთი,რაც მათზე უკეთესი შეიძლება ჰქონოდა,ეს იყო...

-ჭკუა!ჭკუა უნდა იხმარო,გიორგი-აგრძელებდა ბოხი ხმა-და სიმართლე თქვა,სანამ თავად მითქვამს შენთვის.

-რ-რა სიმართლე?მე მართლა...

-ვიღაცას ელოდებოდი-დარტყმის ხმა გაისმა და მირას კიდევ ერთხელ გააკანკალა-იარაღი გეკავა და იცდიდი. ვინ იყო შენთან ერთად?

საშინლად ინანა,რომ აქამდე არ გაიქცა. მეგობრულმა გრძნობამ გადარჩენის ინსტიქტი წამით დაჯაბნა და კიდევ ერთი გაკვეთილი ჩაუნერგა საკუთარ გონებას: თუ კი ახლა გადარჩებოდა,არასდროს დააყენებდა წინ ვინმეს ან რამეს საკუთარი თავის გარდა.

-„მაგრამ ბაბამ გადაგარჩინა“-შეეპასუხა გული.

-„ახლა კი მის გამო მოვკვდები“-ვალში არ დარჩა ტვინი. ბაბას ხმა გაისმა.

-ერთ გოგოს ველოდებოდი,-თქვა გაუბედავად-გუშინ დავშორდით აქ და დამპირდა,მოვალო. ტყვიები ჰქონდა,მე კიდევ სიგარეტს დავპირდი ,მაგრამ არ მოვიდა.

-სიგარეტი?-მჭახე,უსიამოვნო ხმის პატრონს აღფრთოვანებული შეძახილი აღმოხდა-მოიტა!

-მართლა ჰქონია ამ მამაძაღლს-ჩაიცინა.-ეზი,გინდა?

-არა-მკაცრად მოუჭრა მეთაურმა-შეიძლება ის გოგო მოვიდა კიდეც,შეიძლება,დაგვინახა და თავის წამლიანად სადღაც აქ იმალება-მირამ იგრძნო,რომ ეზიდწოდებულმა მოძრაობა დაიწყო-იქნებ,მანქანებს შორისაა და გვითვალთვალებს?

გული გადაუბრუნდა ,წამებში მოჩხრიკა ჯიბეებში საგულდაგულოდ შენახული საახალწლო ასაფეთქებლები,რომლებიც ადრე ერთ-ერთ სახლში იპოვა,სანთებელა ხელის კანკალით აანთო და „ყუმბარები“ შორს მოისროლა.

აფეთქების ხმას ხმამაღალი გინება და იარაღის ჯერი მოჰყვა იმ მიმართულებით,საითაც გადაისროლა.მოხრილი წამოდგა და შეეცადა შეუმჩნევლად გაძრომილიყო მანქანებით სავსე ქუჩაში.

-მალე აქ შვილების მთელი არმია იქნება-დაიჩურჩულა-ძველ სახლში ვერ დავბრუნდები,შეიძლება ბაბა გამოტეხონ-აკანკალებული ხმით ამშვიდებდა თავს,როდესაც სირბილის ხმა მოესმა და დანაშემართული შებრუნდა უკან.

გაბურძგნული,შავგვრემანი ბიჭი თავქუდმოგლეჯილი მორბოდა მისკენ. ბაბას დანახვა იმაზე მეტად გაუხარდა,ვიდრე ეგონა,თუმცა მალევე დალანდა მდევრები და სენტიმენტალური მომენტი აღარ დასცალდა. ბიჭმა ჩაუქროლა,ხელი ჩასჭიდა და თან გაიყოლა.

-გვესვრიან-დაიწივლა და უკან მიიხედა-ბაბა,შვილები!

რუხი სხეულები ყველა მიმართულებიდან მოდიოდნენ. ავტომატის ჯერმა ყურები აუწივლა,ამ ალიაქოთში საცობების გამოყენებაც კი არ დასჭირვებიათ.

ხიდზე იდგნენ,ერთი მხრიდან მოშავო,თითქმის შიშველი,თვალდახუჭული სხეულების ურდო მოსდებოდათ,რომლებიც ბრმა სახეებს იქნევდნენ და ცდილობდნენ,ყნოსვით მიენოთ მსხვერპლისთვის,ხოლო მეორე მხრიდან გამას წევრები მოსდგომოდნენ,რომლებიც,მართალია,ჯერ ვამპირების მოგერიებით იყვნენ დაკავებულნი,თუმცა მათთვისაც მალე მოიცლიდნენ.

ერთი წამით გაიხედა მდევრისკენ. ჯგუფს მაღალი,შავი სილუეტი გამოჰყოფოდა. იმდენად ახლოს მოსულიყო,ნიღაბჩამოხსნილი სახის ნაკვთებიც გაირჩეოდა. სწორი,თლილი სახე ინტერსით მოჭმუხვნოდა,თვალები მოეჭუტა,ნაცრისფერებმა გაიელვეს,რომლებითაც გოგონას მიზანში იღებდა. გასროლას აყოვნებდა,თითქოს უკანასკნელ წამებს შესწავლისთვის იყენებდა.

თვალებგაფართოვებული ხიდისკენ მიბრუნდა,ბაბა გაიყოლა და გასროლის ხმას რამდენიმე წამით დაასწრო კივილი.

-ცურვა უნდა ისწავლო,ახლავე!



2.მიწისქვეშა მეგობრები

ჰაერში მიფრინავდა,სულშეგუბული ერთადერთ მყარ საგანს-მეგობრის ხელს ჩაფრენოდა და ხმის ამოღებასაც კი ვერ ახერხებდაბაბას ხელი წყლის წინააღმდეგობამ მოაშორა. ყინულივით ცივ წყალში აღმოჩენილი,ერთ ხანს ცდილობდა,ჰაერი ჩაესუნთქა,შემდეგ კი მოფართხალე სხეულს მოჰკრა თვალი და მძიმედ გაცურდა. ზურგზე მოკიდებული ჩანთა კარტოფილის ტომარასავით დამძიმებოდა,თუმცა ნადავლს ვერ დატოვებდა.სხეულის თითოეული ნაწილაკის დაძაბვით მიიწევდა მეგობრისკენ,როგორღაც მოახერხა,ხელი მოეკიდა და მანაც მაშინვე შემოაჭდო მკლავები.

ახლა წყალთან ერთად ბაბას ხელები ახრჩობდა. ღრმად ჩაყვინთა,შეშინებულმა ბიჭმა ხელი ინსტიქტურად უშვა და წყლის ზედაპირზე დარჩა. მდორე დინებას ძლივს ეძინააღმდეგებოდა,ისევ ააღწია წყლიდან და შეუძახა
-ხელებს ნუ მხვევ,დაწყნარდი!მეორე ჯერზე აღარ მისცა საშუალება,რომ შეებოჭა,ქურთუკში ჩაავლო ხელი და ნაპირისკენ გაათრია.

მცირედ შემაღლებულ ადგილას ავიდნენ,საიდანაც ხელისგულივით მოჩანდნენ. შედეგმაც არ დააყოვნა და ძლივს მოსულეირებულებს ტყვიამ მილიმეტრებში ჩაუფრინათ.

-აქ შევიდეთ!-საკანალიზაციო მილისკენ გაბობღდა.
-რას გადაგვეკიდნენ ამათი...-ქაქანებდა ბაბა.

-ჯანდაბა...-კანკალს ვეღარ იკავებდა მირა,ღრმად ჩასუნთქვას ცდილობდა-ეგონათ,ნარკოტიკები მქონდა.

-მეტი ვერაფერი მოვიფიქრე-ამოიქაქანა ბიჭმა და საკანალიზაციო მილს გაჰხედა-უნდა წავიდეთ,შეიძლება აქაც დაგვედევნონ.

სწრაფად გაუყვნენ აყროლებულ გვირაბს,რომელშიც ისე ბნელოდა,თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ერთადერთი სანათი ჯიბიდან დაჰკარგვოდა,ბაბას კი მთელი თავისი ავლა-დიდება გამას წევრებისთვის დაეტოვებინა.

ხელის ცეცებით მიიკვლევდნენ გზას და ერთადერთი,რაც წინ წასვლის ძალას აძლევდათ ,იყო ცონდა,რომ უკან დასახევი არ ჰქონდათ.

-აქედან მალე უნდა გავიდეთ-კბილს კბილზე აცემინებდა მირა, შიშს სხეულში ბარიერები გაენგრია და ადიდებული მდინარესავით მოსდებოდა მთელ მის არსებას.

-მგონი,იქ შუქია-მილის ერთ-ერთ განშტოებასთან შეჩერდა ბაბა და სიხარულით შესძახა.

-მერე,იცი,ვინ იქნება,?

-უნდა ვცადოთ,სხვანაირად ვერ გავაღწევთ.

საწინააღმდეგო არგუმენტი ვეღარ მოიძებნა,ამიტომაც სწრაფად გადააბიჯეს რამდენიმე ვირთხას და სინათლისაკენ წავიდნენ.

ცდილობდნენ,ჩქამიც კი არ გაეღოთ,თითოული ნაბიჯის გაზომვით მიიწევდნენ წინ. სინათლე ნელ-ნელა ახლოვდებოდა და წყვდიადის გარდა სხვა რეალობასაც სთავაზობდა მისულებს.

მათი იმედი ერთი პატარა,ეკონომ-ნათურა აღმოჩნა,რომელიც ზანტად,ზუზუნით ანათებდა უსასრულო ლაბირინთის მცირე ნაწილს. ნათურის ქვემოთ დაკეტილი კარი მოჩანდა.

აკანკალებული ბაბა ფრთხილად დაეჯაჯგურა სახელურს,თუმცა კარს ძვრა ვერ უყო.

-იქნებ,ეს განათება უბრალოდ შემორჩა და აქ არავინაც არაა-ვარაუდი გამოთქვა მირამ და და გათოშილი სხეულის გასახურებლად ხტუნვას მოჰყვა.

-ვინმე უნდა იყოს-არ ნებდებოდა ბიჭი,სახელურს მოეშვა და კარზე კაკუნი ატეხა.

-ბაბა-დაუცაცხანა და ხელი დაუკავა-შესაძლოა,მომდევნო მოსახვევში შვილების არმია იმალებოდეს,შენ კიდევ ორკესტრის შეკრება გამართე-თვალები დაუბრიალა და ხელი არ გაუშვა.

ბიჭი პასუხის გაცემას აპირებდა,თუმცა მოულოდნელად მკვეთრი,მეტალის წკარუნის ხმა გაისმა და ორივე შეხტა.

კარი მძიმედ დაიძრა. მირამ დანა დააძრო,ხოლო ბაბა მას გადაეფარა და მუშტები ისე მოიღერა,თითქოს ისინი რამით დაიცავდნენ.
ჭრიალი ავისმომასწავლებლად გაგრძელდა და ისეთი ხმაური გამოსცა,რომ საფრთხე ახლა არა მხოლოდ კარიდან ,არამედ ყველა მხრიდან მოდიოდა.
ღია კარის შიგნიდან სრული წყვდიადი მოჩანდა.
გაშეშებულები შესცქეროდნენ სიბნელეს,ნაბიჯს ვერ დგამდნენ,როდესაც უეცრად კაცის ჭყიპინა ხმა გაისმა.
-ვინ ხართ? აქ რა გინდათ? თუ გასაქურდად მოხვედით იცოდეთ,რომ იარაღს გიმიზნებთ!
-არა!-წამოიწყო ბაბამ და მუშტები დაუშვა-ჩვენ ...მოგვდევდნენ,მოსაკლავად,აქ შევაფარეთ თავი,გეხვეწებით,არ მოგვკლათ!
-მაგან დანა ჩაწიოს და მერე ვილაპარაკოთ-გაისმა მეორე,ბოხი ხმა.
მირამ ყოყმანით შეინახა დანა და წელში გასწორდა.
სინათლის მოულოდნელმა გამოჩენამ შეაკრთოთ.
კარის შიგნიდან მართლაც იდგა ორი,იარაღიანი ადამიანი.
სანადირო,გლუვლულიანი თოფები შეემართათ და წყვილს თვალს არ აშორებდნენ.
დაბალსა და ჩადგმულს თავზე სასაცილო ქუდი ჩამოეფხატა და მისი ზეწოლით ყურები გამოსწეოდა. იარაღი ისე შეემართა,აშკარად არ იყო ჩვეული მის გამოყენებას. გრძელი წვერი უსწორმასწოროდ ჩამოზრდოდა,როგორც ჩანდა,მაკრატელი კარგა ხანი იყო,თვალოთ არ ენახა.
მეორე გაცილებით მაღალი და ახოვანი იყო. სინათლეზე მკვეთრად მოუჩანდა მკაცრი ნაკვთები. ოცდაათ წლამდე იქნებოდა,ხშირი წარბები კუშტად შეეკრა,ქერა თმა და წვერი მასაც აბურდვოდა,სინათლის სხივები თაფლისფერ თვალებზე ეცემოდა.იარაღს თავდაჯერებით უმიზნებდა მირას,რადგან ალბათ მიხვდა,გოგონა ბიჭზე საშიში იყო.
-ვინ მოგდევდათ? აქ ხომ არ მოიყვანეთ ვინმე?-დაიღრინა.
-არა,შორს იყვნენ და აქ არ შემოგვყვებოდნენ- სწრაფად უპასუხა ბაბამ-მაგრამ მაინც აჯობებს,თუ მალე შემოგვიშვებთ და სინათლესაც ჩააქრობთ,ყურადღებას იქცევს.
-გაჩხრიკე-გადაულაპარაკა დაბალს ისე,რომ დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის მზერა არ მოუშორებია .
კაცმა იარაღი ფრთხილად მიაყუდა კედელზე და ბაბასკენ დაიძრა. რა თქმა უნდა,ბიჭს ვერაფერი აღმოუჩინა და მალევე მოშორდა.
-რა საზიზღარი სუნია-ხელი ცხვირის წინ ამრეზილმა გაიქნია და ახლა მირას მიადგა-ჩანთა მომეცი.
-ახლავე შევთანხმდეთ,რომ იქ რაც დევს ჩემი საკუთრებაა -წარბი ასწია გოგონამ და ჩანთა გაუწოდა.
-რა გაქვს?-გაუკვირდა ბაბას.
მირამ პასუხი არ გასცა,დაძაბული აკვირდებოდა კაცს.
-სველია,ფუ-ამოიჭყიპინა და გაოცების შეძახილი აღმოხდა-შოკოლადი? მგონი,შოკოლადია!
სინათლის წყაროსთან ახლოს მივიდა და დაიკრუსუნა.
-სნიკერსი! სად იშოვე?
-შვილებმა მომცეს,ჩვენ მაინც მარტო ადამიანებს ვჭამთო-თვალები აატრიალა მირამ.
-ამის მოძებნა მარტივი არაა. ამიტომ დაგდევდნენ?-ინტერესით შეანათა თვალები კაცმა.
-გამა შოკოლადების გამო თუ ხოცავს ხალხს,მაშინ -კი-ჩაიცინა ბაბამ.
-გამა?-მძიმედ დაიგრგვინა მაღალმა და ნაბიჯი სწრაფად გადადგა წინ. ცოტა ხანს თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა-შემოდით,სწრაფად-მიმართულების საჩვენებლად იარაღი გაიქნია-აკა,გარე განათება გამორთე და კარი გადაკეტე.
სტუმრებს დიდ ხანს აღარ დაუწყიათ ფიქრი,მირამ კაცს ჩანთა და მეორე ხელში ჩაბღუჯული შოკოლადი გამოსტაცა და კარში შესხლტა.
აკამ მითითება შეასრულა და ბაბას უკან მიჰყვა.
მცირე ზომის,მწვანე ,რკინისკედლებიან ოთახში აღმოჩნდნენ,რომლესაც ორი კარი ჰქონდა. ირგვლივ უამრავი მილი გადიოდა,საიდანაც წყალი რიტმულად წვეთავდა.
მირა გაოგნებული უყურებდა სავარძელს,ორ მატრასს,რომლებიც გაჭირვებით ეტეოდნენ პატარა ოთახში,ტუმბოსაც კი.ვერაფრით იფიქრებდა,რომ ამ აშმორებულ მილებში ასეთ მყუდრო ოთახს ნახავდა.
ოთახში ათასი უსარგებლო ნივთი მიმოფანტულიყო,მწერების საკლავი,თუნუქის ქილები,პლასტმასის გადაჭრილი ბოთლები,უამრავი ტანსაცმელი,რინამ ქალის ბიუსჰალტერსაც მოჰკრა თვალი და საგონებელში ჩავარდა,ამ ორიდან რომელი იყენებსო.
ამ მიწურის ნამდვილ ღირსებას კი მუყაოს ყუთზე შემოდებული წიგნები წარმოადგენდა,რომელთაგან საპატიოს თვალსაჩინო ადგილას ბიბლია მოეთავსებინათ.

მაღალს,რომელსაც აკა დენისს ეძახდა,ბოლოს და ბოლოს,იარაღი დაეშვა და გადაბრუნებულ სათლზე მჯდომი,დაბღვერილი ათვალიერებდა კართან ატუზულებს.
-გამასთან რა საქმე გქონდათ?-იკითხა აკამ,თან ოთახში სტუმართმოყვარე დიასახლისივით ბრუნავდა და მიყრილ ნივთებს “ალაგებდა”
-ქუჩაში გამოგვიჭირეს-წამოიწყო ბაბამ და მირას დამნაშავედ გაჰხედა-ნუ,თავიდან მარტო მე. საჭმელს ვეძებდით და მე დამიჭირეს,ეგონათ,რამე მნიშვნელოვანი მქონდა ან ვინმეს ველოდებოდი,მოკლედ,იმაზე ფიქრობდნენ,რა ექნათ,როცა გამოვექეცით.
გვესროდნენ,იმ ხმაზე შვილებიც გამოჩდნენ და მტკვარში გადავხტით,ისე ვერ დავუძვრებოდით.-მოკლედ გადმოსცა სათქმელი.
-მე მირანდა ვარ,ეს კი ბაბაა. ჩვენთვის ვართ,ვცდილობთ,გადავრჩეთ,არანაირ *ირულ ორგანიზაციას არ ვეკუთვნით და დიდი იმედი მაქვს,რომ არც თქვენ-საპასუხოდ შეუბევირა გოგონამ დენისს.
მამაკაცს ხმა არ ამოუღია,სამაგიეროდ აკამ მხიარულად მიუგო,
-არა,რას ამბობ. ჩვენც მასე ვართ. ნუ,დაახლოებით. აბა,ამას გადარჩენაც აღარ ჰქვია. მთელი დღეები ამყაყებულ ოთახში ვსხედვართ,გარეთაც ვერ გავდივართ,შვილებზე უარესები თვითონ ეს ხალხია. მართლა რო შესაჭმელები და დასაწვავები...-სიტყვამ გაიტაცა და ამოიოხრა-მტკვარში? იმიტომ გაქვთ ასეთი სუნი? უი დედა-ბაბას მხარზე ხელი დაადო-სულ სველი ხარ. მოიცა...
კუთხეში აკოკოლავებულ ტანსაცმელს მივარდა ხელად გამოაძვრინა მამაკაცის სვიტერი და სპორტული შარვალი-აჰა,ჩაიცვი.
ბაბამ სწრაფად ჩამოართვა ტანსაცმელი და მიმოიხედა.
-აქ? სხვა ოთახი არ გაქვთ?-იმედით შეჰხედა მეორე კარს.
-თუ დერეფანში გირჩევნია,კი ბატონო-მხრები აიჩეჩა აკამ.
-ვერ გავა. შეიძლება,ეძებდნენ და ჯობია,ჩუმად იყოთ აქ ან საერთოდ წახვიდეთ-დაიბურტყუნა დენიმ .
-ქალწულებრივი სიმორცხვე!ჩაიცვი,სირცხვილი წინა ცხოცრებაში დარჩა-ხელი აიქნია მირამ-ჩემთვის არაფერი გაქვს?-მიუბრუნდა აკას.
მანაც ,პროფესიონალი სტილისტის დარად,რამდენიმე ნაჭერი გადმოალაგა და კრიტიკული მზერით შეათვალიერა გოგონა.
-ძალიან გამხდარი ხარ,მაგრამ ვინღა დარჩა მსუქანი ,რო? კაბა არ გინდა,ალბათ...
-დღეს წვეულებაზე არ ვაპირებ წასვლას-ჩაიცინა მირამ-კაბა საიდანღა გაქვს?-მიუახლოვდა და ტანსაცმელი შეათვალიერა.
-როცა მე და დენი მაღაზიებს ვსტუმრობთ,საჭმელი არაა და რამე მაინც ხომ უნდა წამოვიღოთ? ხედავ?-მიუბრუნდა მაღალს და ნიშნისმოგებით მიუგო-გამოგვადგა,შენ კიდევ მეუბნებოდი,რად გინდაო.აი,ეს გამოდგება-მირაზე რამდენიმე ზომით დიდი სვიტერი და ელასტიური შარვალი გაუწოდა-შიგნიდან დათბილულია-ამაყად ასწია თავი.
მირამ წყლისგან დამძიმებული ქურთუკი გაიხადა და თხელი მაისური გადაიძრო.
აკა გაშტერებული მიაჩერდა,თუმცა მალევე მოეგო გონს და მაშინვე საოცრად დაინტერესდა მწვანე,საღებავაცლილი კედლით.
გოგონამ შარვალიც გაიძრო და სველი სხეული იქვე მიგდებული ჩვრით გაიწმინდა.
ბაბასთან ერთად ხშირად გაშიშვლებულა,რადგანაც ქვეყნიერების აღასრულისას არავის აინტერესებდა,ვინმემ დედიშობილა არ დამინახოსო. ახლა მთავარი გადარჩენა იყო,ყველა გადარჩენილს ერთი რამ აერთიანებდა-იყო გემრიელი ხორცი ვამპირებისთვის.მირას უკვე დაევიწყებინა კიდეც,რომ სამყაროში კიდევ არსებობდა დაყოფა-ქალი და მამაკაცი.
დაჟინებულმა მზერამ კი აიძულა,რომ სქესთა არსებობა კვლავ გაეხსენებინა.
-ძუძუები რომ მაქვს,აღარც კი მახსოვდა-გაიფიქრა.
დენისს მზერა უტეხად გაუსწორა და ჭუჭყიანი წყლით გაჟღენთილი ბიუსჰალტერი მოიშორა.
მამაკაცმა ნერწყვი ძნელად გადააგორა და თვალი აარიდა.
შარვალი ამოიცვა და დენისს მიუახლოვდა.გვერდით მიგდებული უპატრონო ბიუსჰალტერი აიღო და მოიზომა.
-იმედია,სათამაშო არ წაგართვით-ჩაიცინა და თბილი,ირმების ნახატებით გაწყობილი სვიტერი გადაიცვა.
ბაბა,რომელიც აკას ამოფარებული იცვლიდა,როგორც იქნა,მორჩენილიყო წვალებას და მირას ჩანთაში მოკრძალებულად იქექებოდა.
-ამოალაგე,ვჭამოთ-ნება დართო გოგონამ და აკას მიუბრუნდა-წყალი გაქვთ?
-კ-კი-შოკოლადს ძლივს მოარიდა თვალი კაცმა.
-ადუღება შეიძლება?
-რად გინდა?
-სიცივე სხეულში გამიჯდა,მალე კანკალი დამეწყება. რამით უნდა გავთბეთ,ჩაი მაქვს-ბაბას ზურგჩანთა ჩამოართვა და გახარებულმა დალოცა მწარმოებელი,რომელიც ჩაის ყუთის ცელოფნით დაფარვაზე ზრუნავდა ოდესღაც და პაკეტები წყალს გადარჩენოდნენ.
-პირდაპირ სამოთხიდან მოდიხართ!-დაფაცურდა აკა და საიდანღაც პატარა მადუღარა გამოაძვრინა.
-კარგად მოწყობილხართ აქ-ბაბამ ისე მიმოეხედა,თითქოს ბიცოლის ახალ სახლში იყო და შენაძენს უწონებდა.
მუყაოს ყუთის ნაწილის ირგვლივ ფეხმორთმით დასხდნენ,მხოლოდ აკა აწვალებდა დენცქვივტას,რომელიც რატომღაც ელექტროენერგიას არ გადასცემდა მადუღარას.
-საკანალიზაციო ქსელის ერთ აშმორებულ სათავსოში.აჰა,თუ ტუბერკულოზი უკვე არ აქვთ აკიდებული,ამათ ბედს ძაღლი არ დაჰყეფს-ჩაიფრუტუნა მირამ.
-აბა,გვირჩიე,სად წავიდეთ თქვენსავით უაზროდ ვიხეტიალოთ?-გამომწვევად შეხედა დენიმ.-თუ გგონია,აქ უსაქმურად ვართ?
-მაინც რას აკეთებთ?-დაინტერესდა ბაბა.
-ვიძიებთ-მოუჭრა კაცმა და მზერა შოკოლადებზე გადაიტანა-სად ნახეთ? -თავით ჩანთაზე ანიშნა.
-ასე გიყვართ ტკბილეული?-ზეფირის შეკვრა ამოაძვრინა მირამ და დენის გაუწოდა.
-თუ სადმე ასეთი რამეები დარჩა,მაშინ სხვაც ბევრი იქნება.-ზეფირი ჩამოართვა და ფრთხილად დააგემოვნა.
-გვეყვარება ტკბილეული,აბა რა!-აკას როგორც იქნა,მადუღარა გარმართა და ახლა თუნუქის ქილებს აგროვებდა-კაცმა რომ თქვას,ყველანაირი საჭმელი გვიყვარს,რაც ძაღლისა და კატის არაა.-სახე ზიზღის ნიშნად დამანჭა.
როგორც აღმოჩნდა,რამდენიმე კვირის წინ დენისს ზოომაღაზიისთვის მიეგნო და იქიდან უამრავი ძაღლის საჭმელი წამოეღო.
-მე პირადად,შიმშილისგან გულის წასვლას,მირჩევნია ეგენი ვჭამო-მხრები აიჩეჩა ბაბამ და ტბილეულით პირი გამოიტენა.
-ეჰ!-ამოთქვა აკამ და სამივეს ჩამოუარა,ცხელი სითხით სავსე ქილები გადასცა,თავადაც აკურატულად დაიფინა იატაკზე ნაჭერი და ზედ მოკალათდა-რა დრო იყო,აიღებდი ტელეფონს,შეუკვეთავდი ხინკალს და ერთ საათში კარზე გიკაკუნებდნენ,აჰა ბატონოო-ჩაი მოსვა და აშკარად ხინკლის გემო ჩააქსოვა უშაქრო სითხეში,რადგანაც თვალები ნეტარებით მილულა-ასე ადამიანურად რამდენი ხანია არ დავმსხდარვართ,დენი.
-ჰო,ნამდვილად ადამიანურად ვართ. ადამიანები კანალიზაციაში-ჩაიფრუტუნა მირამ და კაცს შოკოლადი გაუწოდა-აი,მადლობა სტუმართმოყვარეობისათვის.
-რას ამბობ-შეიფერა აკამ,შეკვრა ჩამოართვა და ფილე ოთხ ტოლ ნაწილად გატეხა-პირიქით,მიხარია,რომ გაგიცანით. ხანდახან ვფიქრობდი,ნეტავ კიდევ თუ ვნახავ ნორმალურ ხალხს-მეთქი.
-აქ რატომ ხართ?ან ასე კომფორტულად როგორ მოეწყეთ?-რადგანაც მეორისაგან პასუხი ვერ მიიღო,ისევ მას ჰკითხა ბაბამ.
დენისისგან განსხვავებით,მისი “ოთახის მეზობელი “ გაცილებით ენაწყლიანი იყო.
-მე ეს ადგილი დიდი ხნის აღმოჩენილი მაქვს,საკანალიზაციო სისტემის უფროსი ინჟინერი ვიყავი-გაიბღინძა აკა-კაპასი ცოლი მყავდა,უჰ-ხელი აიქნია და ჩაიხითხითა-ამ ეშმაკების გამოჩენამდე ის ასრულებდა შვილების მოვალეობას,ფაქტობრივად. როცა მიხვდი,აქაურობას არავინ იყენებდა,შემოვზიდე ყველაფერი,რაც შემეძლო,საჭმელ-სასმელი,წიგნები,ყველაფერი,რასაც ხედავთ და ხანდახან მოვდიოდი ხოლმე.განმარტოვებისთვის...ხანდახან რა,ხშირად.
როცა ეს ყველაფერი დაიწყო,ავდექი,რაც კი ხელში მომხვდა,ყველაფერი მოვკრიფე და მაშინვე აქ ვდრუზე თავი. ვიცოდი,გარეთ ვერ გადავრჩებოდი.
სადამდეც მეყო საკვები,აქ დავრჩი,რამდენიმე კვირა ცხვირი არ გამომიყვია და იცით,არც ისეთი საშინელება იყო... როცა იცი,გარეთ ქაოსია,შენ კიდევ მიუწვდომელ ადგილას მშვიდად ზიხარ და კითხულობ... მერე უკვე მუცელმა შემაწუხა და მომიწია უკანალის აწევა.
ვფიქრობდი,არც ისეთი საშინელება დამხვდებოდა გარეთ,მაგრამ... თქვენც იცით-მრავალმნიშვნელოვნად ამოიოხრა-ვერ წარმოვიდგენდი,რომ რამდენიმე კვირაში შეიძლება ასე შეიცვალოს ყველაფერი. გა-ცა-მტვე-რდა! ქუჩები ცარიელი,სროლის ხმა და ყველგან ხანძარი. მერე ისინი დავინახე. ათეულობით,უთვალავი ერთად!დღე იყო,კორპუსის მიყუჟულები ერთ ადგილას,გაუნძრევლად იდგნენ და თითქოს ჰაერს ყნოსავდნენ. შეგხვედრიათ?
მირამ მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა,აკა კი თხრობას აგრძელებდა.
-რუხი ,აქერცლილი კანი,სახეები სისხლით ჰქონდათ მოსვრილი,ტანსაცმელი შემოხეული. ქალები და ბავშვებიც კი... ისე გამოვიქეცი,ეშმაკიც კი ვერ დამეწეოდა. ორი დღე ვერ გავბედე ამოსვლა,მაგრამ შემდეგ მივხვდი,რომ უმოქმედობით სიკვდილს ისევ გარეთ გასვლა სჯობდა. დაახლოებით უკვე ვიცოდი,რომ დღის სინათლეზე ვერ ხედავდნენ,ყნოსვა რომ ჰქონდათ ბასრი. ზემოთ ასულმა ჯერ რადიო ჩავრთე,პატარა ინფორმაცია მივიღე,ძირითადად,საშინელი. მერე დავბოდიალობდი ყოველ დღე,საჭმელს ვეძებდი და ერთხელ ქუჩაში დენისს წავაწყდი. მიწაზე იჯდა,სისხლი მოსდიოდა მხრიდან. ვიფიქრე,რა უნდა დამიშავოს-მეთქი და მივუახლოვდი.
ჩუმად კი დავდივარ,მაგრამ მაინც გაიგო და კინაღამ მიმაცხრილა იქვე-გადაიხარხარა აკამ-შესაშური რეფლექსები აქვს.
მერე დავარწმუნე,რომ აქ წამომყოლოდა. მოვუარე,გამოვაჯანმრთელე...
-აჰამ.ტყვიის ამოღებისას გული წაუვიდა-შეაწყვეტინა დენისმა-და ბინტის ყოველი გამოცვლისას აქეთ ხდებოდა სამკურნალო.
-მაგრამ, მე რომ არ ვყოფილიყავი,განუტევებდი მაგ შენ ბოროტ სულს-მოიღუშა კაცი.
-ტყვია ვინ გესროლა?-იკითხა მირამ.
-თავისმა უფროსმა,ემზარი,ხო?-დაასწრო აკამ-ყველა ისე იცნობს,როგორც ეზის.
ბაბამ თვალები ჭყიტა.
-ის ეზი?..
-გამას მეთაური. ვინც ახლა მოგვდევდა-დაასრულა მირამ-შენი უფროსია?-მოღუშული მიაჩერდა და ჯიბეში დანა მოსინჯა.
-იყო-მოკლედ თქვა დენისმა-ახლა ჩემი სიკვდილი ყველაზე მეტად უნდა.
-რატომ?
-დაკითხვას მიწყობ?-უარესად მოიღუშა კაცი.
-უნდა ვიცოდე,ვისთან ერთად ვარ გამოკეტილი.-შეუბღვირა გოგონამ.
-მე გეტყვი,მე-ხელი ასწია აკამ-დენი რაღაც გაგებით,დეზერტირია. ყველაფერი იცის გამაზე,მათ გეგმებზე.მაშინ,როცა მე ვიპოვე,ვიღაც გოგო დაეჭირათ ამ გამას წევრებს და ნუ მოკლედ ხო ხვდები... აუპატიურებდნენ...შუა ქუჩაში დაიწყეს ის და მოკლედ ამას არ მოუთმენია და უთქვამს გაჩერდითო. იმათმა შენ ვინ ხარ,ბრძანებებს რო იძლევიო და დენიმაც ხუთივე დახოცა და გამოიქცა.
-მართლა?-ბაბა აღფრთოვანებული შეაჩერდა კაცს.
-რა იცი გამაზე? თუ ეს მართალია,მაშინ მოგვიყევი.-მირა ცდილობდა,მეტი გაეგო.
-არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ-ჩაი მშვიდად მოსვა დენისმა.
-დამტკიცება უკან გაიკეთე. უნდა ვიცოდეთ,რას საქმიანობენ და ჩვენგან რა ჯანდაბა უნდათ. მართალია,რომ იმ რაღაც დაწყევლილ შეჯიბრებებს აწყობენ?
კაცმა დაკვირვებით შეხედა მირას და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-გამა რამდენიმე ათეული წელია არსებობს. ეს იყო სპეც-დანაყოფი ქვეყანაში საგანგებო ვითარების გამოცხადების შემთხვევისათვის. ანუ გამას წევრები იმისთვის ვიწვრთნებოდით,რომ თუ ისეთი რამ მოხდებოდა,რაც მოხდა,ქვეყნისთვის მიგვეხედა.
თავდაპირველად მეგონა,რომ მართლა ასე იქნებოდა,მაგრამ როდესაც ნათელი გახდა,რომ შემდგომში ანგარიშის ჩაბარება აღარავისთან არ იქნებოდა საჭირო,ყველაფერი აირია.
ხალხის დახმარებას თავი ანებეს და ძალაუფლებას დაეპატრონნენ. ეგ კი ყველაზე საშიშია,რაც კი ადამიანს შეიძლება ჰქონდეს.
-და დაჯგუფება ვიღაც გოგოს გამო დატოვე? ძალადობა ვინმეს უკვირს კიდევ?-თვალები დააწვრილა მირამ.
-ეგ მხოლოდ ჩემი საქმეა-მოუჭრა კაცმა -თქვენ კი აქ შემოსვლით სერიოზული პრობლემები შეგვიქმენით. შეიძლება მიხვდნენ,რომ მიწის ქვეშ ბევრი იმალება.
-სხვებიც არიან?-გამოცოცხლდა ბაბა.
-რამდენიმე ოჯახი,კი.უფრო ბევრნი იყვენენ,მეტროშიც,აქაც,მაგრამ იხოცებიან. სინათლეს დღეში ერთხელ ვანთებთ,ვინმემ თუ გზა დაკარგა,რომ გააგნონ. აქაურობის ასავალ-დასავალი მხოლოდ მე ვიცი-აკამ გემრიელად გადაყლაპა დარჩენილი შოკოლადი.
-შეძლებ,აქედან გაგვიყვანო?-მიუბრუნდა მირა.
-არ ვიცი,ახლა ცოტა საშიშია. რამდენიმე დღე უნდა მოვიცადოთ,თუ გამას ხალხი აქ დადის...
-ამდენ ხანს ვერ მოვიცდით.-თავი გააქნია გოგონამ.
-სად მიიჩქარი? გგონია,სადმე არის წასასვლელი?-ირონიულად უყურებდა დენისი.
-დედამიწაზე ერთი პატარა ადგილი მაინც იქნება.-გაცხარებით შეპასუხა-თუ არა,მაშინ მარსზე წავალ ან უფრო შორს. კანალიზაციის ოთხს კედელში ვერ გამოვიკეტები იმ არგუმენტით,რომ წასასვლელი არ არსებობს.
-თუ წამებით სიკვდილი გინდა,გზა თავისუფალია. გამას წევრებს ჩემზე რამეს ეტყვით და გპირდები,მათზე ადრე მე გამოგფატრავ.
მაგ *ირების ურდოს გავექეცი და როგორმე ერთსაც მოვერევი.
-რა მიწოდე?-წამოიწია კაცმა,აკა კი აქოთქოთდა და მის დამშვიდებას შეეცადა.
-არ უნდოდა მასე გამოსვლოდა,დენი,ნუ აფეთქდები ხოლმე,კაცო...
-შ-შ-მირან კაცს პირზე ააფარა ხელი.
-როგორ ბედავ?-დენისმა ხელი ჩამოაწევინა და გოგონას ზემოდან დაჰხედა.
-გაჩუმდი!-დაიჩურჩულა გოგონამ-გარეთ რაღაც ხმაა!
ოთხივე გაისუსა და კარს მიაჩერდა.
მის მიღმა მართლაც ისმოდა მოძრაობის ხმა.
კარს მიუახლოვდნენ,რათა უკეთ გაეგოთ,ბაბამ მონდომებისგან რკინის ზედაპირს ყურიც კი მიადო და შეშინებული გადახტა უკან,როდესაც მასზე ბრახუნი გაისმა და მთელს ოთახში ავისმომასწავებლად გავრცელდა.
-აქ რაღაც კარია,ზურა! მოდი აქ-მამაკაცის ხმამ მოგუდულად გაიჟღერა.
დენისმა იარაღს დაავლო ხელი და კარს დაუმიზნა.
-ჯანდაბა,ჯანდაბა!-ჩურჩულებდა აკა.
-მერე?-მეორე ხმაც გაისმა-ამ დედამო***ნულ მილებში ყველგან კარი,გასასვლელი და შესასვლელია.მიდი და ეძებე ეხლა.
-ეზიმ გვითხრა,იმათ გარეშე არ დაბრუნდეთო-შეეპასუხა პირველი.
-ვერც დავბრუნდებით,თუ აქ დავიკარგეთ.ორი დღე არ მივიდეთ და მერე ვუთხრათ,რო შვილებმა შეჭამეს და ეგაა.
-ი-ი. მოვატყუოთ?-გაოგნებულმა შეძახილმა მირა გააცინა.
-აბა რა დედის**ვნა ვქნათ? მთელი თბილისის კანალიზაცია შემოვიაროთ?
-არა,ჰო.
-აბა გააღე მაინც-ხმას დაუწია პირველმა-იქნებ რამეს ინახავდნენ აქ.
კარმა მძიმე სხეულის დაჯახების ხმა გამოსცა,თუმცა შიგნიდან რკინის დიდი ურდული იცავდა ოთხეულს.
-დაკეტილია,ხო არ ავაფეთქოთ?-გაისმა პირველი კაცის ხმა.
-დანარჩენები სად არიან?-მოთმინება გამოელია მეორეს-წამო,აქედან ავიდეთ და იმათ ეძებონ. ააფეთქებ და დაიმარხები შე უტვინო!
-მასე ნუ მეძახი-მეთქი,იმ დღეს კიდე მარისთან ერთად მითხარი,არადა გაგაფრთხილე... ისე,რას გადაეკიდა ამ გოგოს ეზი?
-აზრზე არ ვარ,ერთით მეტს მოკლავს თუ ნაკლებს,ძაან არ გაიგონ...
მოსაუბრეები ნელ-ნელა შორდებოდნენ კარს. მირამ შვებით ამოისუნთქა და დანარჩენებს მიუბრუნდა.
-აკა,აქედან სხვა გასასვლელი არ არსებობს?
-როგორ არა!-გამოცოცხლდა კაცი-მაგრამ ზოგან გადაკეტილია,მარტოები ვერ გააღწევთ.
-და რას იტყვი,ყველა ეს შოკოლადი რომ მოგცე?-გაიღიმა გოგონამ.
-ვიტყვი,რომ სიამოვნებით დაგეხმარები!
-მაშ,მადლობა ყველაფრისთვის,ახლა კი ჩვენი წასვლის დროა.-მირამ ჯერ კიდევ სველი ქურთუკი მოისხა,ჩანთიდან შოკოლადები ამოყარა და თავისი ძველი ტანსაცმელი ჩააწყო.
-უკვე?-ბაბამ დანანებით მოავლო თვალი მყუდრო ოთახს და მირას წამებულივით შეხედა.
-ახლა წასვლას არ გირჩევთ,უკვე ღამდება-სასხვათაშორისოდ მიუგო დენისმა-წასასვლელი გაქვთ სადმე?
-ვიპოვით-გაჯიუტდა მირა.
-ვერ ვიპოვით-გაუბედავად წამოიძახა ბაბამ.
-თუ გინდა,მაშინ დარჩი-თვალები დაუბრიალა გოგონამ და ჩანთა ზურგზე მოიკიდა.
-უფ!სულ ასე იცის-ბაბამ კრძალვით აიღო დარჩენილი შოკოლადის ნატეხი და დაამატა-ის ძაღლის საჭმელი შემოგრჩათ კიდევ?შოკოლადები აღარ გვაქვს და რა ვიცი...
-როგორ არა,გენაცვალე.მოიცა-დაფაცურდა აკა და პოლიეთილენის პარკი მოჩხრიკა-ახლავე გაგივსებთ.
მირამ თვალები აატრიალა და მოუთმენლად დაელოდა კაცს,რომელიც კუთხეში მიგდებული ტომრიდან იღებდა საჭმელს.
დენისი მირას მიუახლოვდა,ხელში წიგნი ჩაებღუჯა.
-გამომართვი და ეცადე,რაც შეიძლება მეტი ილოცო. შეიძლება ეს ახლა უაზროდ მოგეჩვენოს,მაგრამ შემდეგ მიხვდები-გულგრილად გაუწოდა წიგნი,რომელზეც ჯვარი იყო გამოსახული.
-კარგი-წიგნი სწრაფად ჩამოართვა და ბაბას მიუბრუნდა-წავედით.
აკამ პოლიეთილენის პარკი ბიჭს გადასცა,ჭრელი,გაქუცული მოსასხამი მოირგო და მეორე კარი ფრთხილად გააღო.
-მომყევით,და ხმა არ ამოიღოთ.
გოგონამ ერთხელ კიდევ შეავლო თვალი ყოფილ სამხერდოს და წყვდიადით მოცულ ლაბირინთს შეუერთდა ბაბასთან ერთად.


მდუმარედ,ხელის ცეცებით მიუყვებოდნენ მილს,რომელიც ნელ ნელა ვიწროვდებოდა. ირგვლივ აუტანელი სუნი იდგა,მირას ვერც სახეზე შემოხვეული ნაჭერი შველოდა,დიდი ხნის ნაშიმშილები მუცელი,რომელიც ახლა ტკბილეულით შევსებულიყო,საავდროდ შფოთავდა. ბაბა კი უარეს დღეში იყო. საწყალს დიდი ხნის ნანატრი საჭმელი უკვე სამჯერ ამოსვლოდა უკან და ყველა უბედურებაათან ერთად,ამ საქმის გაკეთება ჩუმად ევალებოდა.
უსასრულოდ დიდ ხანს მიდიოდნენ,შემდეგ მიხოხავდნენ,საკანალიზაციო მილებში დასახლებულ საზიზღრობაში მთელს ტანს ჰყოფდნენ. მირა რომ ჯიუტი არ ყოფილიყო,იმასაც კი ინანებდა,რომ აკასთან და დენისთან ერთად არ დარჩა და წამოსვლა არჩია,თუმცა გუმანი კარნახობდა,რომ იქიდან სასწრაფოდ უნდა წასულიყო. ეს გრძნობა ნორმალურად საკუთარი თავისთვისაც კი ვერ აეხსნა,მაგრამ თავის ინტუიციაში აწ უკვე კარგად დარწმუნებულმა იცოდა,რომ გულისთქმისთვის უნდა დაეჯერებინა.
შორეულ წარსულში ნანახი ფილმი -“გაქცევა შოუშენკიდან” გაახსენდა და მწარედ გაიფიქრა,რომ ამ სიმყრალის გავლით თავისუფლებისკენ არ მიდიოდა. თავისუფლება მის სამყაროში აღარ არსებობდა.
-ცოტაც-დაიხრიალა აკამ და შემდეგ მილში გადაუხვია.
ნელ-ნელა წელში გაიმართნენ. მირა ცდილობდა არ ეფიქრა იმაზე,რაშიც თავიდან ფეხებამდე იყო ამოსვრილი.
აკა,ბოლოს და ბოლოს შედგა,ჯიბის ფანარი გაანათა და ამოიოხრა.
-ესაა გასასვლელი,აქედან მარჯვნივ წახვალთ და სადღაც მარჯანიშვილთან ამოხვალთ...
-რა?-წამოიყვირა მირამ-მთელი განვლილი გზა,მთელი ეს დრო უკან მობრუნდა? ამის დედაც...ფუ,შენი!
-ჩუმად!-დაუცაცხანა ბაბამ-შეიძლება...
ბიჭს სათქმელის დამთავრება არ დასცალდა,რადგანაც მილებში ექოდ გაისმა შემზარავი ხმა,რომელიც სავარაუდოდ,იარაღის გასროლით იყო გამოწვეული.
სამივე გახევდა.ხმა შორიდან მოდიოდა,ექოს მიხედვით შეუძლებელი იყო დადგენა,თუ სად მდინარეობდა სროლა.
-დენი!-წამოიყვირა აკამ და სულ გადაავიწყდა,რომ თავად ქადაგებდა სიჩუმეს-დენი!-კაცი ადგილზე შეხტა და აკანკალდა-მიაგნეს... თქვენ გამო...
-აკა,დამშვიდდი-მირა შეეცადა,დაემშვიდებინა-ხომ თქვი,სხვებიც არიანო,დენისს ვერ მიაგნებდნენ...
-უნდა წავიდე-ყური არ ათხოვა კაცმა-უნდა დავრწმუნდე.
-იქნებ,არ ღირდეს?-ბაბამ ხელი ჩასჭიდა-ჩვენთან ერთად წამოდი,მერე დაბრუნდი,ახლა ძალიან სარისკოა...
-არა,არა! წყეული სიკეთე! ჯანდაბა!-კაცს ხმა უკანკალებდა. ბაბას ხელი გამოჰგლიჯა და აღარაფერი უთქვამს,ისე გაუყვა მილს.
-უნდა წავიდეთ-მირას ძველი შეგრძნება დაუბრუნდა. თითქოს რაღაც ალღო კარნახობდა,როდის იყო საჭირო მომენტი გასაქცევად-კარს ეცა და ურდული გადასწია.
ბიჭს ხელი ჩასჭიდა და ჩაბნელებულ დერეფანს გაუყვა.
-აკამ თქვა მარჯვნივო-ბუტბუტებდა თავისთვის-აი,კიდევ კარი.ბაბა,მძიმეა,დამეხმარე.ბაბა!
ბიჭი გაშტერებული იყურებოდა უკან,ამიტომაც მოუწია,წინ დასდგომოდა და ძლიერად გაეწნა სილა.
-ახლა ჩემთან ხარ?-ჰკითხა ვედრებით.
-ჰო... უბრალოდ-ბაბამ თავი გააქნია და ურდულს დაეჯაჯგურა.
ერთიბლივი ძალებით გადასწიეს ბარიერი და დღის მქრქალმა შუქმა თვალები აუწვათ.
-როცა კიდევ დავაპირებ ან მტკვარში გადახტომას,ან კანალიზაციაში შეძრომას,ეს გამახსენე-ცარიელ ქუჩას მიუყვებოდნენ. ირგვლივ არავინ ჩანდა.
-გაგახსენო?-ჩაიცინა ბაბამ-თუ კიდევ დააპირებ ასეთ რამეს,თავში დიდ ლოდს ჩაგარტყამ და უკანმოუხედავად გავიქცევი.
-მაგას ვერ გააკეთებ-წარბი ასწია მირამ.
-ვითომ,რატომ?
-ლოდს ვერ დაძრავ,კენჭი კიდევ არ გამთიშავს-ჩაიხითხითა.
-რატომ არ გინდოდა იქ დარჩენა?-მეათასედ ჰკითხა ბაბამ.
-არ მომწონდა იქაურობა. ბაბა,სიმყუდროვე ახლა სატყუარაა. ერთი წამითაც არ უნდა ვიფიქროთ,რომ უსაფრთხოდ ვართ. მით უმეტეს,უცნობ ადამიანებთან ერთად.
-მაგრამ...
-ვერ გაიგე? იქ სხვებიც არიან,იმ სხვებმა იციან,სად ცხოვრობენ დენისი და აკა. სინათლეს უნთებენ ერთმანეთს!
-მერე? ისინიც კარგი ხალხია...
-კარგი ხალხი მკვდარი ხალხი-წაიმღერა-და რა იქნებოდა,გამას წევრებს რომელიმე მათგანი რომ ენახათ? გგონია,არ გასცემდნენ ?
-ჰო,მართალია-თავი მოიფხანა ბიჭმა-მაგაზე არ მიფიქრია.
-ფიქრისთვის ფრიად მნიშვნელოვანი კომპონენტი გაკლია-თავზე ხელი გადაუსვა მირამ.
ბაბამ ხელი წარბაწეულმა მოიშორა და უცბად წამოიძახა.
-იქ მანქანაა!
ყვითელი “ხოჭო” ერთ-ერთ შენობასთან ახლოს ისე დასკუპებულიყო,თითქოს კეთილმა ფერიამ ახლახანს დაიქნია ჯოხი და გოგრა მანქანად აქციაო.
ავტომობილი თითქმის სუფთა იყო,დაუზიანებელი,შორიდანაც კი მოჩანდა,რომ გამართული იყო.
-მანქანა ,მირა!-ბიჭი ლამის ჰაერში შეხტა.
-მოიცა,ჩუმად-დაუცაცხანა და გარემო ფრთხილად მოათვალიერა.
ბინდი უკვე ეპარებოდა ისედაც მოქუფრულ ცას.
შავი ფიფქები მხოლოდ აქა-იქღა ფარფატებდნენ.
გულის გამაწვრილებელი სიჩუმე,როგორც ყოველთვის,ყველას გასაგონად ყვიროდა,რომ საფრთხე ახლოს იყო.
-ცოტა ხანს დავიცადოთ და მერე მივიდეთ-ნაგვის ურნასთან წაათრია ბიჭი,რათა რამეს მოფარებოდნენ.-შეიძლება სატყუარაა ან ვინმეა ახლოს.
-ღამდება-დაიჩურჩულა ბაბამ-ბევრი დრო არ გვაქვს.მე წავალ მარტო,შენ თუ გეშინია!
ეგონა,გოგონას პროვოკაციაზე წამოაგებდა,მაგრამ მირამ ჯიუტად შეხედა.
-კი ბატონო,წადი.არ დაგავიწყდეს,რომ შვილებთან ერთად ახლა ადამიანებიც გვეძებენ.
-ჯანდაბა! მოდი,”ჯეირანი”.
-კარგი-მხრები აიჩეჩა.
ორ ცდაში მოუგო ბიჭს და კმაყოფილმა უბიძგა წასასვლელად.
ბაბა მხრებში მოხრილი გაემართა მანქანისკენ,თუმცა ეს არაფერში სჭირდებოდა,რადგანაც მოსაფარებელი არაფერი იყო და მიწაში თუ არ ჩაძვრებოდა,ვერაფრით დაიმალებოდა.
ფრთხილად მიუახლოვდა მანქანას,მიმოიხედა და კარი გამოაღო.
ბედნიერმა გაიხედა ნაგვის ურნისკენ და ხელი დაიქნია,შემდეგ საწვავის ავზი გამოაღო და ღიმილი კიდევ უფრო გაუფართოვდა სახეზე.
მირა შეშფოთებული იყურებოდა სამალავიდან.
ზედმეტად არაბუნებრივი იყო,ნორმალური,გამართული მანქანა,საწვავით,თანაც ღია.
დაკეტილ მანქანებს ვერ იყენებდნენ,რადგანაც ძალაყინით გაღებისას ზედმეტ ხმაურს იწვევდა,თანაც ძირითადად საწვავი ყველა ავტომობილიდან მოპარული იყო.
განუყრელი დანა ხელში ჩაბღუჯა და ის იყო,ბაბას უნდა მიახლოვებოდა,ერთ-ერთი შენობის ფანჯარა გაიღო და კაცის გაბურძგნული თავი გამოჩდნა.ჭაღარა თმისა და წვერის გარდა არაფერი ჩანდა.
-იარაღს გიმიზნებ-შეუძახა ბაბას-არ გაბედო,მიკარება,გამოდი!
ბაბამ ხელები ასწია და ნელა დაიხია უკან.
-ბოდიში,არ ვიცოდი,პატრონი თუ ჰყავდა-დაუძახა კაცს და უკან სვლა გააგრძელა.
ბიჭი იმდენად გადაერთო მისკენ მიმართულ იარაღზე,რომ ვეღარ შენიშნა რუხი სხეულების წყება,რომლებიც მეორე ქუჩიდან გამოჩდნენ.
დღის სინათლე ჯერ კიდევ არ გამქრალიყო,თუმცა სუსტი მზე ნელ-ნელა ჩადიოდა,სავარაუდოდ,შვილები მალე მათ დანახვასაც შეძლებდნენ.
ყურის საცობები მოიჩხრიკა ჯიბეში,რომლებიც რაღაც სასწაულით,არ დაჰკარგვოდა.
ბაბას ვერ დაუძახებდა,რადგანაც ასე საკუთარ თავსაც გასცემდა.
ფანჯარაში გადმოყუდებული კაცი კი ბაბას თვალს არ აშორებდა და კვლავ იარაღს უმიზნებდა.
-აქედან გაეთრიე,სანამ ცოცხალი ხარ-დაუღრიალა. შვილები წამით შედგნენ და შემდეგ სვლას აუჩქარეს.-ნიკა,ხო გითხარი,ეს დედა***ნული მანქანა შეიყვანე-მეთქი,ადე,დროზე!
მირას არც აცია,არც აცხელა,სწრაფად გასხლტა სამალავიდან და მანქანისკენ მოკურცხლა.
-ჩაჯექი,ბაბა!-დაიკივლა და სროლის ხმაც მოესმა. იმ ადგილას,სადაც რამდენიმე წამის წინ გაირბინა,ასფალტი აიყარა.
კოდევ ერთი სროლა და მარჯვენა მკლავზე საშინელი წვა იგრძნო,თუმცა არ შეჩერებულა.
ბაბას,სანამ კაცი მირაზე გადაერთო,მანქანაში ჩაჯდომა მოესწრო და სადენებს ეჯაჯგურებოდა,რათა როგორმე დაექოქა.
გოგონამ სწრაფად გამოაღო მანქანის უკანა კარი და თავით შევარდა სალონში.
თითქმის იმავე წამს უკანა საქარე მინა ჩაიმსხვრა და ტყვიამ მძღოლის გვერდითა სავარძელი გახვრიტა.
-ჩქარა,ჩქარა!-წიოდა მირა. მანქანის ირგვლივ,ყველა მხრიდან რუხი სხეულები მოჩანდა.
თვალებგაფართოვებულები ურტყამდნენ ხელებს მინებს. პირველად შეჰხედა ასე ახლოს.
თვალები გაფართოვებოდათ,თითქოს კაკლები საერთოდ ამოსცვენოდათ და მათ ადგილას შემზარავი,შავი სიცარიელე გამეფებულიყო.
მინის იქიდან უყურებდა ოდესღაც ქალად წოდებული არსება. ნელ-ნელა ურტყავდა მანქანას ხელს და ჩურჩულებდა.
მირას ისეთი გრძნობა დაეუფლა,რომ მისთვის აუცილებლად უნდა მოესმინა. ცხვირის ქავილივით აუტანელი სურვილი გაუჩნდა,ფანჯარა ჩაეწია და გაეგო,რას ეუბნებოდნენ.
ძრავის დაქოქვის ხმა სამოთხის ჩიტის გალობასავით გასიმა.
ბაბამ სიხარულის ყიჟინა დასცა და მანქანა სწრაფად დაძრა.
-გამოვიდა!-ყვიროდა ბიჭი.შვილების სხეულები გაჭირვებით გაარღვია მეტალმა და დიდი სიჩქარით გაუყვნენ ქუჩას.
-კინაღამ ჩავი*ვარე-ნერვიულად იცინოდა ბაბა. მირა წინა სავარძელზე გადაბობღდა და ღრმად ჩაისუნთქა.
გულამოვარდნილი ფიქრობდა იმაზე,თუ რამდენად ცოტა დააკლდა სიკვდილამდე ან უარესამდე.
აქამდე არ იცოდა,ვერ იაზრებდა,ახლა კი მიხვდა,რამხელა სიბოროტე მოსდებოდა დედამიწას.წყვდიადი,რომელიც იზიდავდა და ადამიანებს სურვილს უჩენდა,მასში თავით გადაშვებულიყვნენ.

3. გრძნეული

მკლავზე სისველე იგრძნო და მხოლოდ მაშინ გაახსენდა,რომ ტყვია მოხვდა.
ქურთუკი გაჭირვებით გაიხადა და სვიტერიც მიაყოლა.
-რას აკეთებ...სისხლი! სისხლია? დაჭრილი ხარ?-აღმოხდა ბაბას.
-არაფერია. მგონი ნაკაწრია-ტკივილისგან დამანჭული სახით დააჩერდა ჭრილობას. სადმე აფთიაქი უნდა ვნახოთ,იმდენი ჭუჭყი მისვია,შეიძლება ინფექცია შემეჭრას.
-ვიპოვი,აუცილებლად-მტკიცედ თქვა ბიჭმა.
შებინდებულ ქუჩებში ნელა მიდიოდნენ.
აფთიაქის მოძებნა აღარ დასჭირვებიათ,რადგანაც მანაქანაში შეუფასებელი განძი-პირველადი დახმარების შეკვრა იპოვეს.
გადაწყვიტეს,ღამითაც ევლოთ და ქალაქს რაც შეიძლება სწრაფად გაშორებოდნენ,თუმცა ,საწვავის ძიებაში ,მაინც მოუხდათ მანქანის დატოვება.
ღამით ქუჩები შვილების საკუთრება იყო. თავად გამას წევრებიც კი ერიდებოდნენ ამ დროს გარეთ გასვლას.
პირველი შემთხვევა იყო,როდესაც მირასა და ბაბას სიბნელეში მოუწიათ ქუჩებში სიარული.
ეგონათ,ამ დროს თბილისი,რომელიმე საშინელებათა ფილმის მსგავსად,მონსტრებით იქნებოდა სავსე,თუმცა ასე არ აღმოჩნდა.
ირგვლივ იმაზე მეტი სიწყნარე იყო,ვიდრე დღისით.
მანქანებით სავსე ქუჩას დაუყვნენ,ავზებს ფრთხილად ამოწმებდნენ.
საწვავი თითქმის არც ერთ მათგანში არ იყო,თუმცა მაინც გაუმართლათ.
ბაბამ რამდენიმე ყლუპი ბენზინის გადაყლაპვის შემდეგ ,მოახერხა და ოც ლიტრიანი პლასტმასის ბოცი ნახევრად გაავსო.
-მთავარია,აქედან გავაღწიოთ-ჩურჩულებდა ბიჭი,როდესაც მანქანასთან ბრუნდებოდნენ-როგორმე გავცდეთ თბილისს და...
-შშ-ხელი ასწია მირამ და ანიშნა,წინ იყურეო.
-მაინც სად არიან შვილები?-იკითხა გოგონამ-დღისით ქუჩებში დაძრწიან,ახლა რაღა ეტაკათ?
ამ კითხვაზე პასუხი არც ერთს არ ჰქონდა.
ბაბამ მანქანა დაძრა და სწრაფად გაუყვა სანაპიროს.
-აქეთ ჩაუხვიე,ისევ იმ გზით ხომ არ წავალთ-ანიშნა მირამ-ასე ხიდში გავძვრებით და ეკლესიასთან გავალთ.
-პირდაპირ რომ წავიდეთ? უცბად ჩავიქროლებთ და ეგაა...
- მთავარ გასასვლელთან არავის დააყენებდნენ ვითომ?-წარბი ასწია გოგონამ-აბა,ვიფიქროთ ბაბა.
-ამხელა ხალხი ჩვენ რას დაგვსდევს,მეტი საქმე არ აქვთ?-უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა ბიჭმა და მარჯვენა ციმციმა ჩართო.
-პავაროტნიკი ჩართე?-გადაიხარხარა მირამ-შვილებიც ხალხნი არიან?
-წესების დაცვა მნიშვნელოვანია-გაწითლდა ბაბა-იქნებ და ვინმე მოგვყვება.
-ხო და წინასწარ ვუთხრათ ,აქ უნდა დავიმალოთ და იცოდეთო-სიცილს ვერ იკავებდა მირა.
-იცი,რა? შენ დაჯექი თუ ასეთი მაგარი ხარ.
-დავჯდებოდი,მაგრამ მართვის მოწმობა არ მაქვს-სერიოზულად მიუგო გოგონამ-იქნებ შვილ-პატრულმა გაგვაჩეროს და მერე დამაჯარიმონ?
-მოგცლია რა-ხელი აიქნია ბაბამ-გირჩევნია,გარეთ იყურო,მართლა ვინმე არ აგვეკიდოს.
მირამ ღიმილით გაიქნია თავი და ჩაბნელებულ ქუჩას მიუბრუნდა.
იმ ადგილს უახლოვდებოდნენ,სადაც გამას წევრებს შეხვდნენ.
საჭირო იყო სწრაფად გასცლოდნენ გზა-ჯვარედინს და შემდეგ უკვე მალე გავიდოდნენ თბილისიდან.
არ უნდოდა იმაზე ფიქრი,თუ რა დახვდებოდა ქალაქგარეთ.
იქნებ,იყო ადგილები,სადაც ხალხი დაცული იყო?
ხომ არსებოდნენ მოწოდებით ლიდერები. იქნებ გქმოჩნდა ისეთი ვინმე,ვისაც შეეძლო უმისამართოდ მორბენალი,სასოწარკვეთილი ხალხი ერთად შეეკრიფა და მიმართულება მიეცა?
ფიქრი ისეთმა სანახაობამ შეაწყვეტინა,რაც ყოვლად წარმოუდგენლად მიაჩნდა.
ეკლესია გამოჩნდა,მანამდე ამაყად მდგარს,ახლა გუმბათის ერთი ნაწილი ჩამოშლოდა და კედლები შემჭვარტლოდა.
მის ეზოში უთვალავი შვილი ერთად შეკრებილიყო. ისევე გაუნძრევლად იდგნენ,როგორც დღის შუქზე,თუმცა ახლა სახე ისე დაეჭირათ,თითქოს რაღაცას ყურადღებით უსმენდნენ.
-გააჩერე-ბაბას ხელი ჭასჭიდა და ფრჩხილები ჩაარჭო-აქ გასვლა არ შეიძლება.
საბედნიეროდ,მათი მანქანა დიდ ხმაურს არ იწვევდა,თანაც ნაძვების წყება ჰფარავდათ,ამიტომაც დროულად შეაჩერეს,სანამ ყურადღებას მიიქცევდნენ.
-რა ხდება?-გულგახეთქილი ბაბა აქეთ-იქით იყურებოდა.
-ეკლესიის ეზოში-უპასუხა ჩურჩულით-აი,სად არიან შვილები,როცა ჩვენ გვგონია,ქუჩებში დარბიან.
-რას აკეთებენ?-მირას მხარეს მდებარე ფანრჯრისკენ გადაიწია და მზერა დაძაბა-ვერ ვხედავ.
-აქედან არ ჩანს. მაგრამ თითქოს რაღაცას უსმენენ... უნდა ვნახო!
-რა?-ყბა ჩამოუვარდა ბიჭს.
-ახლოს უნდა მივიდე! შენ აქ დარჩი და მზად იყავი გასაქცევად.
-გაგიჟდი? რა შვილების მოკითხვა მოგინდა ამ შუაღამისას?
-ყოველკვირეული ჟურნალი გამოდის ზომბების ქცევის შესახებ?-თვალები დაქაჩა მირამ.
-ა-რა-ეჭვით წაიმღერა ბაბამ.
-ხო და,აბა საიდან უნდა გავიგოთ,საერთოდ რა ხდება ჩვენს თავს და როგორ ვებრძოლოთ?
-ჯანდაბა,მაინც და მაინც ჩვენ უნდა გამოვცეთ მერე ეგ ჟურნალი?
-ასეთი შანსი მეორედ აღარ გვექნება. უნდა გავარკვიო-აღარ დაუცდია გოგონას და მანქანიდან გადახტა.
-ღმერთო,სულ ასე რატომ ხდება?რატომ გააჩინე ეს გოგო ასეთი შეუგნებელი-ზეცას აჰხედა-აქ ხარ? თუმცა არა მგონია... -ამოიოხრა და ძრავი ჩააქრო.
მირას გული კვლავ ამოვარნას ლამობდა. აქამდე კარგად უმკლავდებოდა მის დაწყნარებას,თუმცა ეს მაშინ იყო,სანამ იმალებოდა. ახლა კი თითქოს ვიღაცას გადაეწყვიტა,რომ მირანდა კედლებს ვეღარ მოეფარებოდა.
ნაძვებს შორის მიიპარებოდა და ფიქრობდა,რომ მისი,ცოცხალი ადამიანის სუნი უკვე კარგა ხანია,კანალიზაციის სიმდიდრით იყო დაფარული და ამ მხრივ შიში აღარ უნდა ჰქონოდა.
ეკლესიის გარშემო ხეები არ იყო ,თუმცა თავს ვალდებულად მიიჩნევდა,რომ გაერისკა.იცოდა,ახლა უნდა გაერკვია რაღაც და საკუთარი ინტუიცია აშინებდა კიდეც.
მიწაზე ოთხით დადგა,რაც შეეძლო,დაბლა დაიწია და უხმოდ მიუახლოვდა გისოსებიან ღობეს. წამით გაიფიქრა,რომ ასეთი სიფრთხილე საჭირო არც იყო-ლაზარეს შვილები წრიულად,იდეალური წესრიგის დაცვით შემოხვეოდნენ რაღაცას ან ვიღაცას.
სმენა დაძაბა,უჩვეულო,სისინის მაგვარი ხმა ჩაესმა. სხეულს აიძულა,რომ აწეულიყო და უკეთესად დაენახა,თუ რა ხდებოდა.
მისგან რამდენიმე მეტრში იწყებოდა რუხი სხეულების წყება.თავი დაიმშვიდა,რომ ეკლესიის მესერი ფარავდა და თუ საჭირო იქნებოდა,მანქანამდე მისვლას მოახერხებდა.
რუხი სხეულებით დაფარულ ეზოში,რომელიც მთვარის მქრქალი სხივებით ნათდებოდა,ვერაფერ მნიშვნელოვანს ვერ ხედავდა,იფიქრა,სულაც სისულელე იყო აქ მოსვლაო,როდესაც რაღაც განათდა.
ეკლესიის გუმბათიდან მოდიოდა ოქროსფერი სხივების წყება.თვალი სინათლეს გააყოლა და ზუსტად შესასვლელ კართან,შემაღლებულ ადგილას დაინახა შავებში ჩაცმული არსება,რომელსაც სახე არ მოუჩანდა,რადგანაც შავი მანდილი ჰქონდა აკრული. იფირქრა,რომ არსება ქალი იქნებოდა,რადგანაც ტანისამოსი ნამდვილად ქალის ეცვა-გრძელი,შავი კაბა და იმავე ფერის თხელი მოსასხამი.თავი დაბლა დაეხარა და სავარაუდოდ სწორედ ის გამოსცემდა ინ სისინა ხმას,რომელიც თითქოს საკუთარი სხეულიდან ესმოდა მირას.
მის წინ წრიულად მდგარ შვილებს ვიწრო კოლიდორი დაეტოვებინათ,თითოეული მათგანი გაშტერებული,უძირო წყვდიადით სავსე თვალებით უყურებდა ქალს და ადგილიდან არ იძვროდა.
მოულოდნელად,ქალმა მანდილი გადაიძრო,სისინი შეწყვიტა და ერთ გიჟურ წამს მირამ ისიც კი იფიქრა,ოპერას მღერისო,რადგანაც პირი დააღო და არაამქვეყნიურად წვრილი ხმა ამოუშვა პირიდან.
ამ ნოტებზე შვილები სწრაფად გამოფხიზლდნენ. რამდენიმე მათგანმა მირასკენ სწრაფად მიაბრუნა თავი და მაშინვე მოჰყვა ჩვეულ ბუტბუტს,თუმცა ქალის არია უფრო გაძლიერდა,იმდენად მაღალმა ნოტებმა მოიცვა გარინდული გარემო,რომ გოგონამ ყურზე ხელები აიფარა,შვილებმა კი აქამდე არნახული წივილი ამოუშვეს.
მირას თავი ანებეს,იკლაკნებოდნენ,ღრიალდებდნენ,კიოდნენ...
გაიფიქრა,უკვე დიდი ხანია მოვკვდი და ახლა ჯოჯოხეთში ვარ,იმდენად ჯოჯოხეთურ ჯოჯოხეთში,რომ აქამდე ვერც კი მივხვდიო.
-ალბათ,მაშინ მოვკვდი,როდესაც სატვირთო აფეთქდა-წაიბუტბუტა და გაოგნებულმა შეჰხედა რუხ სხეულებს.
ისინი ერთმანეთის მიყოლებით ეცემოდნენ მიწაზე.
ქალი საშინელ სიმღერას აგრძელებდა,ჩასუნთქვის გარეშე,თითქოს მთელ თავის სასიცოცხლო ენერგიას ახმარდა ამ წარმოდგენას.
გახევებული მირა კი უმზერდა ბოლო სხეულს,რომელიც ძაფგადაჭრილი მარიონეტივით დაეცა დაბლა.
მაშინ კი შეწყდა გამაწამებელი კივილი და ირგვლივ აუტანელი სიჩუმე გამეფდა.
-გაჩუმდა? ცხოვრება გაჩუმდა? უსინდისოა! ყოველთვის ასე აკეთებს!-ჩურჩულებდა გოგონა და თავადაც მიწაზე გართხმული ხელით ტალახს ეჭიდებოდა-ეს წყვიდიადი,არ შემიძლია...
თვალები აახამხამა,გადარეული გონება ნელ-ნელა ეწმინდებოდა.
წამიერად წარმოიდგინა საკუთარი თავი-მიწაზე გაშოტილი,ტალახში ამოსვრილი და მოჩურჩულე. უხარისხო ფილმის უნიჭო მსახიობი თუ იზამდა ასე.
გიჟურად გაეცინა და წამოდგა. თავბრუ ეხვეოდა და ვერ გაეგო,როდის ჩავარდა ამ მდგომარეობაში, ან რატომ. გულისამრევი ფერის სხეულებით მოფენილი ეზო მოათვალიერა და უკან დაიხია.
-ვინ ხარ?-მოესმა ყველა მხრიდან და გაიფიქრა,ახლა კი ნამდვილად დადგა ჩემი აღსასრულიო.
შავებში ჩაცმული ქალი მისგან რამდენიმე მეტრში იდგა,სახე კვლავ მუქი ნაჭრით დაეფარა,თუმცა მირა მის მიღმაც გრძნობდა გამჭოლ მზერას.
-მირა-თქვა ჩუმად,რადგან მიხვდა,სიმართლის გარდა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა-უბრალოდ ცოცხალი ადამიანი.
-სიკვდილი გინდა?-გამყინავი ხმა თითქოს სხეულში ატანდა.
-არა,არ უნდა-მოისმა ბიჭის ხმა.
ახლაღა დაუბრუნდა მირა სრულ რეალობას. ბაბა,მისი ბაბა! მეგობარი!
-ბოდიში,რომ შემოგეჭერით-გაიკრიჭა ბიჭი და აკანკალებული ხელი ჩასჭიდა-უკვე მივდივართ.
-თუ სიკვდილი არ გინდათ,რატომ დადიხართ ღამე?-ნელ-ნელა სუსხიანი ხმა დნებოდა და ადამიანურს ემსგავსებოდა-ვის ემსახურებით?
-ე-ე..არავის-უპასუხა ბაბამ-შემოგვაღამდა და.,.
-და შვილების მონახულება გადაწყვიტეთ?-ახლა უკვე ნამდვილად ახალგაზრდა ქალის ხმა მოისმა.
ფიგურამ ჩამოფარებული ნაჭერი გადაიწია,თუმცა სიბნელის გამო მაინც ვერაფერი გაარჩიეს.
-მინდოდა,გამერკვია,რა ხდებოდა-ხმა დაუბრუნდა მირას.
-მაინც რისი გარკვევა გინდოდა? ბედი შენი,რომ ჩემს შელოცვას ბოლომდე არ მოუსმინე,ჭკუიდან შეგშლიდა-ფიგურა მათკენ დაიძრა.
ნელ-ნელა გამოიკვეთა თეთრი სახე.
გოგონას იმდენად ნატიფი ნაკვთები ჰქონდა,მირამ თვალები აახამხამა,ხომ არ მეჩვენებაო.
თხელი სახე არაამქვეყნიურად ლამაზი ჰქონდა,შავი ,სწორი თმები თეთრ კანს კიდევ უფრო უკვეთდა,თითქმის გამჭირვალე,ღია ცისფერი თვალები და წითელი,მსხვილი ტუჩები ანგელოზს ამსგავსებდა.
ცხვირსა და წარბზე ვერცხლისფერი პირსინგები ეკეთა,ხოლო მარჯვენა თვალის დაბლა პატარა,უცნაური ფიგურის სვირინგი ჰქონდა.
ბაბამ რაღაც ღმუილის მსგავსი ხმა ამოუშვა პირიდან,რამაც მირა გამოფხიზლა და მიხვდა,რომ პირი ღია ჰქონდა.
სასწრაფოდ მომუწა და შემდეგღა გაიაზრა,რა თქვა გოგონამ.
-შელოცვა? ეს... რასაც აკეთებდი,შელოცვა იყო?
-აჰა-თავი დაიქნია-ვერ მოკლავს,თუმცა დროებით გაითიშნენ.
-როგორ?-ბორძიკით წარმოთქვა ბაბამ-შენ რა,შვილები გათიშე?-აღტაცებულმა შესძახა და მიწაზე დაემხო-ანგელოზი!
-ბოდიში,ემართება ხოლმე ხანდახან-ამრეზილმა დაჰხედა მირამ და საყელოში ჩაავლო ხელი,რომ წამოეყენებინა.
-არაუშავს,კაცები სულ ასე არიან-ჩაიცინა,თუმცა სახე მალევე დაუსერიოზულდა-ღამე სიარული არც ისე კარგი აზრია. გაგიმართლათ,რომ ქალაქში ჩამოვედით,თორემ,ახლა უკვე ან მკვდრები იქნებოდით,ან კიდევ ჯოჯოხეთის თოჯინები.
-ესე იგი,ეს მართალია? რომ ისინი ეშმაკის შვილები არიან.
-თეორიულად ასეა.თუმცა ბევრი დრო არ მაქვს სასაუბროდ,კიდევ ბევრი საქმე მაქვს,ჩემს დებს უნდა შევხვდე.
-შვილებს ებრძვით?-სწრაფად ჰკითხა მირამ.
-ჯერ-ჯერობით ვერა,ახალ შელოცვებს ვცდით,თან ვცდილობთ,წინასწარმეტყველი ვიპოვოთ. მის გარეშე არაფერი გამოვა.
-წინასწარმეტყველი? ეგ რას ნიშნავს?
-უფლება არ მაქვს,ყველა შემხვედრს ვუამბო-ცხვირი აიბზუა გოგონამ-თქვენ რა მიზანი გაქვთ? ასე რატომ დაბოდიალობთ?
-აქამდე მხოლოდ გაქცევა იყო მიზანი-მიუგო მირამ-თუმცა ახლა მივხვდი,რომ რეალურად არავინ იცის,რა ხდება ჩვენს გარშემო,როგორ ვებრძოლოთ. ბოლოს და ბოლოს,ტვინი ხომ გვაქვს? რაღაც უნდა მოვიფიქროთ.
გოგონას დაეტყო,რაღაცამ ჩააფიქრა.
-ასე რატომ გადაწყვიტე?
-რა?-დაიბნა მირა.
-რატომ მოგინდა,გაგეგო. ახლა ყველა გადარჩენაზე ფიქრობს.
-ეს ხომ მარტივია,მთელი ცხოვრება ხომ არ დავიმალებით? ან ადამიანის რასა უბრალოდ უნდა გადაშენდეს?
გოგონამ ცას აჰხედა. სავსე მთვარე გაჭირვებით ანათებდა სქელი ნისლით დაფარული ციდან.
-იქნებ...-წამოიწყო-თუ გინდათ,შემიძლია რაღაცები მოგიყვეთ. ოღონდ აქ არა.
-სადაც იტყვი-წამოიყვირა ბაბამ -ჩვენ მანქანა გვყავს!
-ცოტა საწვავით-დაამატა მირამ-საით მიდიხარ?
-ქალაქიდან გასვლას ვგეგმავთ,რადგან აქაც ვერ ვიპოვეთ ის,ვისაც ვეძებთ.-ხმადაბლა წარმოთქვა გოგონამ-მანქანა მართლაც გამოგვადგებოდა,ფეხით რთულია გადაადგილება.
-შენი დები სად არიან?
-შევთანხმდით,რომ გამთენიისას მთავარ გასასვლელთან შევხვდებოდით.
-იქ მისვლა ცოტა არ იყოს,საშიშია-ფრთხილად წარმოთქვა მირამ-ქალაქი სასტიკი ხალხის ხელშია.
-მაგ კაცუნებს გულისხმობ?-ჩაიცინა გოგონამ-ნუ გეშინია,მე მოვუვლი.
დიდ ხანს,აღარ უყოყმანიათ,გოგონა მანქანასთან მიიყვანეს და თბილ სალონში შეიყუჟნენ.
ბაბამ მანქანა გაბედულად დაძრა,სწრაფად მიდიოდა,თითქოს ვინმეს თავს აწონებდა.
მირამ წარბაწეულმა ანიშნა აციმცინებულ ნათურაზე,რომელიც საწვავის გამოლევას ამცნობდათ და დაწყნარებისკენ მოუწოდა.
უცნობ გოგონას ნიქსი ერქვა,რომელმაც პირველი შეხვედრისას დატოვებული მკაცრი შთაბეჭდილება მალევე გააქარწყლა,როდესაც ლაპარაკი დაიწყო.
-მე და ჩემი დები,დემეტრა და ერისი სასწავლებლად ვიყავით მოლდოვაში,როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო.
ჩვენს კოლეჯს არაფერი მოსვლია,იქ ყველაფერი სხვანაირადაა. თავიდანვე ცდილობდნენ,ებრძოლათ შვილების წინააღმდეგ,სანამ ეს ყველაფერი მასშტაბურ სახეს მიიღებდა,თუმცა ბევრი გავლრნიანი ადამიანი ემსახურება ეშმაკს და ვერაფერი მოახერხეს.
-ეშმაკს ემსახურება? ვინ?პრეზიდენტები?
-არა-გადაიკისკისა ნიქსიმ-ის,ვინც აკონტროლებს პრეზიდენტებს,მთავრობებს. მართლა გგონიათ,რომ ყველა ქვეყნის მმარველობა თავისთვის იყო და არავინ ჰყავდა ზემდგომი? როგორც ჩემთვის ცნობილია,ზემდგომი საბჭო თორმეტი კაცისაგან შედგება. ნახევარი ზრუნავდა,რომ მშვიდობა ყოფილიყო დედამიწაზე,მეორე ნახევარი კი-ომზე.
თუმცა საბოლოოდ რაღაც მოხდა,სავარაუდოდ გადაწყვიტეს,რომ აპოკალიფსის დრო იყო,გამოცდა ადამიანთა რასისთვის. ამიტომაც ყველა ხელს უწყობდა ლუციფერის გეგმას,რომელიც ასეულობით წლით ადრე უნდა დაწყებულიყო,მაგრამ კაცობრიობის არასაკმარისი ცოდვების გამო გადადეს.
-და მაინც და მაინც 2021 წელს მოუნდათ? დაეცადათ ერთი ოთხმოცი წელიც,რა იქნებოდა-ჩაიფრუტუნა ბაბამ.
-ანუ,ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო?ეს საშინელება... ადამიანები ცოცხლად შეჭმისთვის გაიმეტეს-დაიღრინა მირამ.
-იგივე ადამიანები მანამდეც ჭამდნენ ცოცხლად ერთმანეთს და მთელ პლანეტასაც . ასე,რომ იმსახურებენ.
-მართალია-მაშინვე დაეთანხმა ბაბა-ბევრი იმსახურებდა ასეთ სიკვდილს. ბოლო დროს ხალხი სულ გამოლენჩდა.
-ბოლო დროს,როდის?-იკითხა მირამ.
-ჩვენ დროს რა...
-იქნებ სულ ასეთები იყვნენ,შენ რა იცი,ხომ არ გიცხოვრია. და ბოროტებთან ერთად კარგი ადამიანებიც დაიხოცნენ-გაჯიუტდა მირა.
-მხოლოდ კარგადამიანობა არ კმარა-ჩაერთო ნიქსი-ჭკუა თუ არ გიჭრის,თუ სიდებილე აირჩიე,ბოროტზე უარესი ხარ.
-არარაობას ბოროტებამ შეჰხედა ზიზღით-მაღალფარდოვნად წამოთქვა ბაბამ.
-შენ რაღაც ძალიან იბღინძები-დაუბღვირა მირამ-მაგრამ მაგაში გეთანხმები. თავად უნდა დაიმსახურო სიცოცხლე.
-აჰამ,ამიტომაც დაეთანხმნენ ლუციფერს და როცა შესაფერისი დრო დადგა,ახალი,მოდერირებული არსებები გამოუშვეს დედამიწაზე. საზიზღარი ნახევარსულები. მკვდარ სხდულებში ბუდდებიან და არ გეგონოთ,მხოლოდ სისხლის დასალევად ვარგოდნენ. ისინი ადამიანებში ყველაზე უარესს აღვიძებენ. ამის შემდეგ კი ერთი ნაბიჯია ჯოჯოხეთამდე. ვინც ამას გაუძლებს-მათ ცდუნებას,ის გადარჩება.
-რაღაცას რომ ჩურჩულებენ-წამოიძახა ბაბამ-ახლა გასაგებია,რატომაც არ შეიძლება მოსმენა.
-კი-თავი დაიქნია ნიქსიმ-თუ ადამიანში ბოროტებას ისედაც აქვს ფესვები გადგმული,შვილის ჩასახლებას მასში რამდენიმე წამი ან წუთი სჭირდება,ხოლო თუ შედარებით ნათელი სულია,უფრო დიდი დრო სჭირდებათ. ამასთან ერთად,არ გეგონოთ,რომ ჯოჯოხეთში ფაბრიკაა,სადაც შვილებს ბეჭდავენ და აქ უშვებენ. ეს ერთი ბოროტებაა,რომელიც მრავლდება და რომელიც ადამიანებმა გაამრავლეს.ჩვენი მახინჯი აზრები,ბოროტება,რომელიც თავადვე შევქმენით,მათი საკვებია.
-და ვისაც არ აქვს სულში ბოროტება?ხომ არსებობენ წმინდა მამები,თუ რა ვიცი,რაც ჰქვიათ-იკითხა მირამ.
-მათზე არც უმოქმედია,თუმცა ასეთი წმინდა სულის მქონე სულ რამდენიმე იყო,ერთ-ერთი მათგანი ჩვენი უნივერსიტეტის მეთაურია-ამაყად გაიჯგიმა ნიქსი-სწორედ მან გამოგვგზავნა ჩვენ სამნი საქართველოში.წინასწარმეტყველს მთელ მსოფლიოში ეძებენ.
-და რად გინდათ ეგ წინასწარმეტყველი? უკვე ხომ ისედაც ყველაფერი ნათელია?-ბაბა უკვე გზას აღარ უყურებდა.
-წინასწარმეტყველებისთვის არაა საჭირო. იგი სინამდვილეში დიდი დანიელის შთამომავალია. დანიელმა ათას ხუთასი წლის წინ დაწერა,რომ კაცობრიობის აღსასრულისას სწორედ მისი სისხლის მქონე ქალი გადაარჩენდა მსოფლიოს. როგორ და რა ფორმით,ეს უკვე სხვა საქმეა,დანიელი ქარაგმებით საუბრობს,უამრავი მინიშნება აქვს,რომელსაც ახლაც შიფრავენ,მთავარი ერთია-მისი შთამომავალი არსებობს,გოგოა,დაახლოებით ოცი წლის და სწორედ ამის გამო შეირთო ,თავის დროზე ,დანიელმა ცოლი-იცოდა,შვილები უნდა ჰყოლოდა.
-დააახლოებით იცით,სად შეიძლება იყოს ეგ გოგო?ან თავად იცის?-ჩაფიქრდა მირა. მას შემდეგ,რაც ნიქსის შელოცვა საკუთარი ყურით მოისმინა,მის არც ერთ სიტყვაში არ ეპარებოდა ეჭვი.
-არა. მთელს მსოფლიოში ეძებენ. საქართველო ჩვენ გვერგო,დავდივართ ყველა დასახლებულ პუნქტში,გადარჩენილ ხალხს ვეხმარებით,დავალება ასეთია-მეტი ხალხი ვიხსნათ და გოგონა ვიპოვოძტ,რადაც არ უნდა დაგვიჯდეს,რადგან დანიელის მიხედვით,მას სიკვდილი არ შეეხება მანამ,სანამ მზე არ ჩაქრება. მზე კი,ჯერ-ჯერობით,ნორმალურად ანათებს.
-ბათუმში ხომ არ ყოფილხართ? ევროპიდან მოდიხართ,წესით...
-არა,აღმოსავლეთ საქართველოდან დავიწყეთ. ჩვენი ტრანსპორტირების მეთოდები ცოტა განსხვავდება.
-რას სწავლობთ იქ, ნიქს?-ბაბა ცდილობდა,უშუალო ტონი დაეჭირა.
-სად?
-მოლდოვაში,უნივერსიტეტიო,ასე არ თქვი?
-აჰ-თითქოს შორეული წარსული გაიხსენაო,ხელი ჩაიქნია გოგონამ-ჯადოქრობას,ალქაჯობის ისტორიასა და საფუძვლებს,ზნეობრივ მაგიას,მოკლედ,ყველანაირად ცდილობენ,ჯადოქრობის ნიჭით დაჯილდოვებული ხალხი შეჰყარონ და რამე ასწავლონ.
-ჯადოქარი ხარ?-ჩაიცინა ბაბამ-არა,არ მეგონა,კიდევ რამე თუ გამაოცებდა.
-აქამდე არ გვქონდა უფლება,გაგვემხილა,მაგრამ ახლა ამის გარეშე წინასწარმეტყველს ვერ ვიპოვით. თანაც,მას სხვებიც ეძებენ...
-ვინ?
-ის ხალხი,ვინც ამ ყველაფრით ხელი მოითბო. შვილებზე მეტად რომ ხრავენ დარჩენილ მოსახლეობას. ხომ გაგიგიათ,გამდიდრება ან ცივილიზაციების აშენებისას შეიძლება,ან დანგრევისასო. ამათმა განადგურებით იშოვნეს ფული,თუმცა რაღა ფული-ტყვიები და წამალი,ძირითადად.
-გამა?-წამოიძახა ბაბამ.
-რა მნიშვნელობა აქვს,ვის როგორ ჰქვია. მთავარი ერთია-მშვენივრად იციან,რამ გამოიწვია ეს ქაოსი და ყველანაირად ეცდებიან,შეინარჩუნონ ის ძალაუფლება,რაც ახლა აქვთ. იციან,რომ გოგონა არსებობს და თუ ჩვენამდე არ მოძებნიან,დედას უტირებთ!
-აქამდე არაფერიც არ გვცონდია-ჩაიბუტბუტა მირამ-ესე იგი,დასავლეთისკენ მიდიხართ?
-კი,შემდეგ კი რუსეთში გადავალთ,თუ აქ ვერ ვიპოვეთ ის,ვისაც ვეძებთ.
-როგორ მიხვდებით,რომ ნამდვილად ისაა,ვინც გჭირდებათ?
-ინტუიციას უნდა მივყვეთ. ყველაზე მაგიური გრძნობაა,რომელსაც თუ საჭიროდ განავითარევ,გამოუვალ სიტუაციებშიც კი დაგეხმარება.
-ასე,ჰარი-ჰარალოზე...-წამოიწყო ბაბამ,თუმცა აზრი ვეღარ დაასრულა-ამის დედაც.
საუბარში გართულებმა ვეღარ შენიშნეს,რომ ქუჩაში სიტუაცია შეცვლილიყო. უამრავი რუხი სხეული დარბოდა მათთან ძალიან ახლოს,რამდენიმეს კი ბაბა დაეჯახა კიდეც.-ესეც ურჩი შვილები...
-შელოცვის ფარგლებს გავცდით-ამოიოხრა ნიქსიმ-მიდი,სწრაფად წადი,თორემ უკანა მინა არ გაქვთ და საშიშია.
ბაბამ სიჩქარეს უმატა,თუმცა მანქანის ხმაურმა კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიქცია,ახლა შვილების მთელი ურდო აედევნათ,რომლებიც გასაოცარი სისწრაფით მოჰყვებოდნენ.
-საწვავი როდესაც გათავდება,მერე რას ვიზამთ?
-მთავარია,ქალაქს გავცდეთ,იქ ჩემი დები გველოდებიან,ერის დამცავი ზომები უნდა მიეღო. ასე,რომ ეგ არაა მთავარი სადარდებელი.
-და რამე რომ მოიფიქრო? ხომ თქვი,ჯადოქარი ვარო-მირამ მინასთან გამკრთალ ბავშვის სახეს შეჰხედა და უსიამოვნოდ მომანჭა ნაკვთები-რა გულისამრევია!
-ასე უბრალოდ ვერ გავფლანგავ ჩემს ძალას-ტუჩი აიბზუა ნიქსიმ-თუმცა,ილოცეთ,ნამდვილად დაგეხმარებათ.
-რა?-ბაბა ცდილობდა,ქუჩაში გაჩხერილი მანქანებისთვის გვერდი აევლო,ბოლოს ტროტუარზე გადავიდა და ისე გააგრძელა გზა. დაძაბულს გაპრანჭვაც გადავიწყებოდა და თავშეუკავებლად აგინებდა “ცინგლიან მძორებს”,თუმცა მათაც თავი ანება,როდესაც თვალებში ძლიერმა სინათლემ შეანათა.
მირამ თვალები მოხუჭა და დაიყვირა.
-მანქანებია,ხომ ვთქვი,ვინმე დაგვხვდება-მეთქი! ბაბა,გვერდი უნდა აუარო.
-გვიანია,ჩემი... უკანაც არიან!
-ნიქსი,რას აკეთებ?-დაიწივლა გოგონამ,როდესაც ეს უკანასკნელი შენელებული მანქანიდან გადახტა .
-სად წავიდა-დაბნეული ბაბა აქეთ-იქით იყურებოდა და ცდილობდა,რაიმე გაერჩია.
მოულოდნელად შავი სილუეტი პირდაპირ მათ წინ აისვეტა და ბიჭი იძულებული გახდა,დაემუხრუჭებინა.
ნიქსს შავი თავსაფარი კვლავ აეფარებინა და თავჩაღუნული თითქოს მართლაც ლოცულობდა.
შვილები მისგან რამდენიმე მეტრში დადგნენ,თითქოს უხილავი ჯაჭვი აკავებდათ და წინ ვერ მიიწევდნენ.სინათლის ზემოქმედების გამო თვალები დაბრმავებოდათ და გურკვევლად იქნევდნენ ლპობაშეპარულ თავებს.
სინათლის წყაროს რამდენიმე ფიგურა გამოეყო და ნელა წამოვიდა მანქანისაკენ.
ეტყობოდათ,ცდილობდნენ,ხმაური არ გამოეწვიათ.
მირა მაშინვე მიხვდა. სიარულის მანერა,რომელიც ასე თვალშისაცემი იყო მისთვის.
ეზის სახეც მალევე გამოჩნდა. იღიმებოდა და ნიქსის ცნობისმოყვარე მზერით უყურებდა,ხელში წითელი,მაშხალის მსგავსი საგანი ეჭირა,რომელსაც სანთებელით მოუკიდა და ხელით მაღლა ასწია.
-ხომ არ გავიქცეთ?-დაიჩურჩულა ბაბამ.
-სად? -მირა უჩვეულო სიმშვიდეს მოეცვა. იცოდა,ახლა უმოქმედობა ევალებოდა და ეს აწყნარებდა. -უკან მანქანებია,ვერ გავალთ,ირგვლივ -შვილები.
-აბა?
-გაჩუმდი და ხმა არ ამოიღო,გაიგე? რაც არ უნდა გკითხონ,უბრალოდ ჩუმად იყავი.
ეზი,რამდენიმე მაღალ ფიგურასთან ერთად ყვითელ “ხოჭოს” მიუახლოვდა.
მის გარშემო სქელი ბოლი ზანტად ფართოვდებოდა,ხოლო შვილები ამ აირს ისევე გაურბოდნენ,როგორც ზოგიერთი ადამიანი დეოდორანტს.
ნიქსი იმავე პოზაში გახევებულიყო,მირა მოელოდა,ან ახლა გამოუშვებს რაიმე ცეცხლის მაგვარს,ანდა ცოცხს მაინც დააძრობს და ეზის მიტყეპავსო,თუმცა გოგონა უბრალოდ არ ინძრეოდა.
ერთ-ერთი მამაკაცი მიუახლოვდა შაოსანს და იარაღის ლულით მიუკაკუნა მხარზე.
ამან მხოლოდ ის გამოიწვია,რომ ნიქსიმ ჩაიმუხლა და უფრო მეტად დაემსგავსა მლოცველს.
-ვიღაც შერეკილი ჩანს,დაანებეთ თავი-მოესმა ხმა. ნაცნობი ხმა,ისევე,როგორც მის სიარულის მანერას,ტემბრსაც ადვილად არჩევდა მირა. ვერ ხვდებოდა,რატომ გამოარჩია მისმა ტვინმა ეს კაცი,თუმცა მისი დანახვა რატომღაც გაუხარდა და ამ აზრმა მწველად გაუარა გულში.-გადმოდით,მეორედ აღარ გავიმეორებ-მათი მიმართულებით დაიძახა ეზიმ და იარაღი შემართა.
-წამო-დარწმუნებით მიუბრუნდა მირა ბაბას. იცოდა,როგორ უნდა მოქცეულიყო. კიდევ ერთხელ მიენდო ინტუიციას. გრძნობდა,რომ რაღაც მოვლენებისთვის ხელი არ უნდა შეეშალა.
მანქანიდან ხელებაწეული გადავიდა,მისკენ მიმართული სინათლე საშუალებას არ აძლევდა,კარგად დაენახა მის წინ მდგარნი,კაცის ხელში მაშხალა ისევ ბოლავდა.
ეცადა,მშვიდად დაეჭირა თავი.
-ნახე,ნახე,ვინ ყოფილან!-ჩაიცინა ეზიმ და გოგონას მიუახლოვდა-კანალიზაციის ვირთხები! კინაღამ გაძრვნენ-მირას იმდენად მიუახლოვდა,რომ უკვე კარგად შეეძლო გაერჩია მამაკაცის თითოეული ნაკვთი.
ნაცრისფერი თვალები თითქოს ბასრ სხივებს ისროდნენ. სიმშვიდესთან ერთად, ბოროტება უყურებდა. ტუჩები მსხვილი და ფერმკრთალი ჰქონდა,თავზე კაპიუშონი წამოესხა,შავი წარბები გაკვირვების ნიშნად აეწია,ჩავარდნილ ლოყებს წვერი ოდნავ უვსებდა და მიმზიდველ იერს აძლევდა. იარაღი მშვიდად განისვენებდა მის ქამარში,თავისუფალი ხელი მირასკენ გაიწოდა და თმაზე ფრთხილად შეეხო.
-რა საზიზღრობაა. სანამ მოგკლავ,ერთი კარგად გაბანავებ,სიკეთისთვის სამოთხეში მიმიღებენ-გაიცინა და ლოყაზე ხელი ნაზად მოუთათუნა.
მირას გულ-მუცელი ამოუტრიალდა. კაცის არ ეშინოდა,თუმცა ის გრძნობა,რომელსაც მთელი მისი სხეული მოეცვა,შიშზე უფრო უარესი იყო. გული დასწყდა,რომ დასცინოდა.
სხვისი აგდებული დამოკიდებულება არასდროს ადარდებდა,ახლა კი ვიღაც ეზის უცხვირპირო ხუმრობამ დააღონა.
გაბრაზებულმა გაიწია უკან და მამაკაცის ხელს მოშორდა.
-ყველა ერთნაირ ნეხვში ვართ-უპასუხა ავად-და თუ ვერ ამჩნევ,მაშინ შენ უფრო ღრნად გქონია ცხვირი ჩაყოფილი.
ეზიმ გადაიხარხარა და ხელი მოიქნია.
ბაბას ყვირილი შორიდან მოისმა.
-პატარა ვირთხუნას ენაც ბინძური ჰქონია-ხელი სახეში გაარტყა,მირას კიდევ უფრო მეტად გაუჯდა სხეულში მწველი შეგრძნება. ნატკენ ტუჩზე ხელი მოისვა და გაოგნებულმა შენიშნა,რომ ეს გრძნობა,რომელიც ასე აწამებდა,შეკავებული ცრემლები იყო. მას შემდეგ,რაც კაცმა პირველად გასცა ხმა,ტირილი უნდოდა,თუმცა უმალ რომელიმე შვილს ჩაეხუტებოდა,ვიდრე თავს ასე დაიმცირებდა.
თავი ამაყად ასწია და ეზის გამომწვევად შეჰხედა.
-რამე გნებავთ?-სუპერმარკეტის კონსულტანტის თავაზიანი ღიმილი შეანათა-იცით,სამყაროს აღსასრულია,ცოტა არ იყოს,გვეჩქარება და მოძალადე მამაკაცებისთვის დრო არ გვაქვს.
ეზიმ თვალები მოჭუტა.
-ბიჭი მოკალით-დაიძახა და მირას ღიმილით შეჰხედა-ეს კიდევ ჯერ კარგად ი*მარეთ და მერე ძმაკაცის გზას გაუყენეთ.
მირას საღი გონება ეძახდა,რომ ჯიბეში დამალული დანა ამოეღო და ამ არამზადისთვის ყელი გამოეჭრა. იცოდა,მოასწრებდა,რადგან საკმაოდ სხარტი იყო ამ გორილასთან შედარებით,თუმცა ადგილიდან არ იძროდა. იცოდა,უნდა დალოდებოდა.
ის იყო,ბაბას ყვირილი გაისმა,არ მომკლათო,რომ ბიჭის ხმა ნაზმა გალობამ გადაფარა.
ყველასაგან მივიწყებული ნიქსი წამომდგარიყო,ხელები მაღლა აემართა და უწყვეტ,ულამაზეს მელოდიას გამოსცემდა.
თვით ეზიც კი გამოშტერდა და პირდაღებული მიაჩერდა გოგონას,რომელიც ნელ-ნელა ხმას უნატებდა.
მირასფრთების შრიალი მოესმა,შავ ცას აჰხედა,თუმცა ვერაფერი დაინახა.
როგორც ჩანს,სხვებმაც იგივე ხმა გაიგონეს,რადგან ეზის თანმხლებებმა იარაღი ზევით შემართეს და გახევებულები მიაჩერდნენ ცას.
ნიქსის სიმღერა ნელ-ნელაწ წივილში გადაიზარდა.მირამ იფიქრა,ახლა მანქანის მინები ჩაიმსხვრევაო,როდესაც ხმა მოულოდნელად შეწყდა და გოგონას კივილი გაისმა.
-შეჭამეთ!
ციდან ისრებივით დაეშვნენ შავი ფრინველები.თითქოს უცნაური წვიმა წამოვიდა-საითაც არ უნდა გაგეხედა,ყველა მხრიდან ყორნის ჩხავილი და მათთან შეთანხმებული ადამიანის ყვირილი და იარაღის სროლის ხმა ისმოდა.ტყვიები უმისამართოდ დაფრინავდა,
ეზის ათეულობით ფრინველი ერთად დაეტაკა,ნისკარტებს ბასრად არჭობდნენ,სადაც სწვდებოდნენ,მირა გახევებული უყურებდა ახოვან კაცს,რომელიც გამწარებული კიოდა,ხელებს იქნევდა და შველას ითხოვდა.
მისი სახის წინ შავი ფრთები აფრიალდა და ყორნის ჭკვიან თვალებს ჩაჰხედა.
-გაიქეცი-ამოიჩხავლა და ისიც ეზის ეცა.
ახლაღა გამოერკვა,რომ ეს წარმოდგენა ნიქსის მის გასართობად არ მოეწყო,
-ბაბა!-დაიღრიალა და წელში მოხრილმა შემოუარა მანქანას.
ცდილობდა,მეგობარი ეპოვნა,თუმცა ამ არეულობაში არაფერი მოსჩანდა,ფიქრობდა,რომ მანქანით გაეკვლია გზა,როდესაც მისკენ გამორბენილი ბაბა დალანდა.
ბიჭს ნიქსისთვის მოეკიდა ხელი და ანიშნებდა,რომ მანქანაში ჩამკდარიყო.
ის იყო,კარი გამოაღო,რომ უცბად ბაბამ მხარი არაბუნებრივად აიქნია და მის გარშემო წითელი შხეფები შემაძრწუნებლად გადაისხა.
ბიჭი მოცელვით დაეცა აფალტზე,ნიქსიმ შესწივლა და მისკენ დაიხარა,მირამ მი მხარზე ძლიერი ხელის მოჭეა იგრძნო.
მიიხედა და იგრძნო,გული მისდიოდა-ეზის სახე მთლიანად სისხლით მოსთხვროდა,სხეული სადაც კი დაუცველი ჰქონდა,ყველგან ჭრილობას დაეღო პირი.
კაცი ისე იღიმოდა,როგორც ეშმაკი მორიგი გემრიელი სულის მოპოვებისას.



4.სტუმრად “გამასთან”

ბაბა...
ვერაფერზე ფიქრობდა,გარდა იმისა,რომ მის მეგობარს ესროლეს. გაბურძგნული ბიჭი,რომელიც ქვეყნიერების აღსასრულის დასაწყისიდან არ მოშორებია,ახლა სადღაც იქ,ღამის,შვილებისა და ყველანაირი უბედურების გარემოცვაში ეგდო. მირა კი ვერ შველიდა.
მის მკლავზე ძლიერად ჩაფრენილიყო მამაკაცის ხელი და მჩატე სადღაც მიათრევდა.
აწმყოს ფეხს ვეღარ უწყობდა. საშინელი დაღლა იგრძნო,არ იცოდა,ახლა რა უნდა ექნა. მისი არსება ორად იყო გახლეჩილი-ერთი ბაბასთან დარჩენილიყო,მეორე კი,სუსტი და უსახური ნაწილი,მორჩილად მიჰყვებოდა ეზის.
ბუნდოვნად ხედავდა,როგორ შეემართა იარაღი კაცს და ირგვლივ შემოკრეფილ რუხ სხეულებს დაუზოგავად ესროდა,მის გარშემო რამდენიმე სხვა ადამიანიც შეამჩნია,
სისხლით მოთხვრილი სახეებით დაქროდნენ მირად თვალსაწიერში და შეუჩერებლაფ ჰყვიროდნენ.
-მანქანებში! სწრაფად-დაიღრიალა ეზიმ და მირამ იგრძნო,როგორ დაეცა რაღაც რბილზე.
კაცს მანქანის უკანა სავარძელზე მიეგდო,თავად მძღოლის ადგილს მიჯდომოდა და უკვე ძრავს რთავდა.
პირი მაგრად მოეკუმა და როგორც ჩანდა,ძლიერ ტკივილს ითმენდა.
მირამ ძალ-ღონე მოიკრიფა,ჯიბე მოჩხრიკა,თუმცა სასოწარკვეთილმა შენიშნა,რომ მისი ერთადერთი იმედი-განუყრელი დანა იქ აღარ იყო.
-რაო,ამას ხო არ ეძებ?-ჩაიცინა ეზიმ და დანა ხელში დაატრიალა-ჩემთან იქნება. ინანებ,რომ ამდენი მაწვალე-დაიღრინა.
-მერე,რას დამდევდი,იდიოტო?-გაავდა გოგონა-გეხვეწებოდი,დაჭერობანა ვითამაშოთ-მეთქი?
-ჩუმად!-ავი მზერით მიუბრუნდა ,გზას არ უყურებდა და ვიღაც თავისიანს გადაუარა.
მანქანა შეხტა და თავისუფლად გააგრძელა სვლა.
-ჩუმად-გამოაჯავტა მირამ-იცი,რას გეტყვი? შენი არ მეშინია,ამიტომაც ეგ მკაცრი სიფათი შენი კურდღლებისთვის შეინახე.
კაცს ხმა აღარ ამოუღია,წამით თვალში გაოცების ნაპერწკალი გაუკრთა,თუმცა იგი მალევე შეცვალა ჩვეულმა მრისხანებამ.
მირამ სალონი მოათვალიერა,იქნებ ვინმემ შემთხვევით რამე იარაღი დატოვაო,თუმცა,რა თქმა უნდა,ვერაფერი იპოვა.
ფანჯრისკენ მიჩოჩდა და საკეტი მოსინჯა.
ღია იყო,თუმცა მხოლოდ იმიტომ,რომ გოგონას გასაქცევი არსად ჰქონდა.
ერჩივნა,გაცეცხლებულ მკვლელს გაჰყოდა ჯანდაბაში,ვიდრე შვილებით სავსე,ჩაბნელებულ ქუჩაში გავარდნილიყო.
მისდა გასაკვირად,ეზი ქალაქის ცენტრისაკენ მიიწევდა.
-ისა,ხომ ვერ მეტყვით,რატომ არ მიმასიკვდილეთ აქამდე?-სიჩუმე დაარღვია გოგონამ,რადგან ,მიუხედავად იმისა,რომ დარწმუნებული იყო,ეზი არ მოკლავდა,მაინც აინტერესებდა,ასე რატომ არ იქცეოდა.
კაცმა სარკიდან შეუბღვირა და გზა მდუმარედ განაგრძო.
მანქანამ მალევე შეაჩერა სვლა. მირამ ინტერესით გაიჭყიტა ფანჯარაში და აღმოჩინა,რომ ქვეყნის ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროსთან იმყოფებოდნენ,რომელიც აშკარად სამხედრო შტაბად გადაეკეთებინათ,ან რაღაც ამდაგვარად,რადგანაც ცათამბჯენის გარშემო სანგრები იყო გათხრილი,მავთულხლართები სასტუმროს ეზოს ფარავდნენ და არასასურველი სტუმრებისგან იცავდნენ,მავთულისაგან გაკეთებულ ჭიშკართან ორი შეიარაღებული მამაკაცი იდგა.
მანქანის მიახლოვებისას მაშინვე ასწია ერთ-ერთმა ხელი,თითქოს ვიღაცას ანიშნებდა,ეზიმ კი საპასუხოდ ფარების ჩამრთველი განსაზღვრული ტემპით აათამაშა.
მირა მიხვდა,რომ ეს პაროლი იყო,რადგანაც ჭიშკარი გაიღო და მანქანა თავისუფლად შევიდა ეზოში.
-გადმოდი. თუ გაქცევას ეცდები,მაშინვე მიგაცხრილავენ და იცოდე-ჩაილაპარაკა კაცმა და უკან არც მოუხედავს,ისე გადავიდა მანქანიდან.
მირა მაშინვე უკან მიჰყვა,თითქმის სირბილით,რადგან ეზი უზარმაზარი მაბიჯებით მიიჩქაროდა შენობისაკენ.
შესასვლელი კარი უმალ გაიღო და იქიდან დაბალმა,მელოტმა კაცმა გამოჰყო თავი.
-ეზი?-პირი დააღო და თვალები აახამხამა-სახეზე რა გჭირს?
ეზიმ ავად შეჰხედა,ხელი მომუშტა და სახეში გაარტყა.
-სახეზე რა გჭირს?-დაიღრიალა და სწრაფად გაუყვა დერეფანს-მზია მოძებნე და მომიყვანე.
კაცმა წკმუტუნით მოისვა ხელი ცხვირზე და სისხლი მოიწმინდა-მგონი,გამიტეხა,ჯანდაბა,რა ჭირს?-შეჰხედა მირას-ან შენ ვიღა ხარ?
-ჩიტებთან უთანხმოება მოუვიდა-ჩაიცინა მირამ-მე მისი საცოლე ვარ!
-რა?-ცხვირი სულ გადაავიწყდა,წვრილი,შავი თვალები გაოგნებულმა შეანათა-მ-მართლა?
-დიდი ხანია,მეძებდა,კი-დრამატულად დაუქნია თავი-ვერ გაიგე,რა გითხრა? მზია მომიყვანე და ჩემს საცოლეს მიხედეო. ცხელი შხაპი გაქვთ აქ?
-კი,მაშ! აქ ყველაფერი გვაქვს.წამოდი-მონდომებით დაუქნია ხელი და ცხვირის ზელვით დაიძრა.
სასტუმრო მართლაც საკმაოდ კომფორტულად მოეწყოთ. სისუფთავით დიდად ვერ დაიკვეხნიდნენ,ფოიეში ფილებს ძველი ბზინვარება დაჰკარგვოდათ,თუმცა სიმდიდრე,რომელიც კაცობრიობას ასე უყვარდა შვილების გამოჩენამდე,შეენარჩუნებინა.
დიდებული ჭაღი სევდიანად ბრწყინავდა,თითქოს იმ დროს მისტიროდა,როდესაც სასტუმროში მისული სტუმრების მდიდრულ სამკაულებს ანათებდა.
უამრავი ნახატით მორთულ კედლებზე აქა-იქ წითელი ლაქები შეიმჩნეოდა,თუმცა მირას ასეთი ინტერიერი უფრო მოსწონდა.
ბუნებრივი ყვავილებიც კი იწონებდნენ თავს ქოთნებიდან.
მელოტმა გოგონა მისაღები დარბაზიდან გაიყვანა და კიბეებს ჩაუყვა.
-ჯერ მზია მოვძებნოთ და მერე მიგიყვან ოთახში,კარგი?-მონდომებით მიუბრუნდა მირას.
მზია შუა ხნის,ძალზედ უცნაური ქალი გამოდგა.
იგი სამზარეულოში იპოვეს,უზარმაზარი ქვაბი შემოედგა ცეცხლზე და რაღაც აყროლებულს ხარშავდა.
მწვანე,გრძელი კაბა ეცვა,რომელიც აქა-იქ ამოჰხეოდა,დიდი,ფუმფულა,შავი შალი შემოეგდო მხრებზე ,რომლის ფოჩებიც მუხლებამდე სწვდებოდა.
ჭაღარა, გრძელი თმები ოდესღაც გრძელ ნაწნავად გაეკეთებინა,თუმცა მისი ხვეული ნაწილები მთელს სახეზე ჩამოშლოდა.
როდესაც ამცნეს,რომ ეზი ეძახდა,ქალმა აუჩქარებლად გადმოდგა ქვაბი,დაიბარა,ხუთ წუთში თავსახური დააფარეთო,მირას გამომცდელი მზერა შეავლო და მშვიდი ნაბიჯებით დატოვა სამზარეულო.
ქალის დანაბარები შეასრულეს და მელოტმა მონდომებით მიაცილა მესამე სართულის ერთ-ერთ კარამდე.
-აქ ყველაფერია,რაც დაგჭირდება. ცხელი წყალიცაა და საჭმელსაც მოგიტან მერე.-გაუღიმა. წინა კბილები აკლდა. მირამ გაიფიქრა,ალბათ ეზის სულ ეს ეგებებაო.
თავი დაუქნია და ოთახში შევიდა.
პატარა,მყუდრო საძინებელში ორადგილიანი საწოლი და კარადა იდგა.
კარი მიხურა თუ არა,მაშინვე ფანჯარას ეცა და გადაიხედა.
ზედმეტად მაღალი იყო,ვერ გადაძვრებოდა.
-ბაბა...-ბუტბუტებდა,უმისამართოდ მიმოდიოდა ოთახში და ცდილობდა,რაიმე მოეფიქრებინა.
ბიჭის გარეშე ისე იყო,თითქოს ცალი ხელი მოეჭრათ.
ცდილობდა,სასოწარკვეთა არ მიეკარებინა.
-ის ნიქსი თუ სფინქსი ხომ იქ იყო,მგონი,ისე არ დატოვებდა-საწოლზე ჩამოჯდა და თავის დამშვიდებას შეუდგა-ტყვია მარჯვენა მხარში მოხვდა,თუ დროულად დაეხმარებიან,საშიში არაფერია,მასე მეც ხომ მომხვდა...-ახლაღა გაახსენდა,რომ მკლავი საშინლად ეწვოდა.-აქედან უნდა გავაღწიო,როგორმე...
მეორე კარს ეცა,სააბაზანო აღმოჩნდა.
მივიწყებული ადგილი,სადაც ადრე საკმაოდ სასიამოვნოდ ატარებდა დროს.
სარკეს მიუახლოვდა და შეკრთა.
რომ არ სცოდნოდა,საკუთარი ანარეკლი შეჰყურებდა,იფიქრებდა,რომ რომელიმე შვილი იდგა მის წინ.
ჭუჭყს იმდენად დაეფარა მისი სახე,რომ ოდესღაც თეთრ კანს მომწვანო-რუხი ფერი მიეღო.
ყოველთვის სავსე ლოყები ახლა ჩავარდნოდა,გამხდარი ლავიწები ხის ტოტებივით ამოჩროდა.
შავი თმები ერთმანეთში ახლართვოდა და ზარმაცი ჩიტის ბუდეს დამსგავსებოდა.
სასწრაფოდ გაიძრო გახევებული ტანსაცმელი,გაოგნებულმა შეათვალიერა გამხდარი სხეული, კაბინაში წყალი მოუშვა და მოთმინებით დაელოდა გაცხელებას.
საოცარი სიამოვნება მოედო სხეულზე.
ამოიგმინა და სახე ცხელ ჭავლს მიუშვირა.
-ღმერთო-კრუსუნებდა და თავს იზელდა-ბედნიერი მაინც მოვკვდები!
სიამოვნების ტალღამ რომ გადაუარა,მაშინღა შეამჩნია,რომ იქვე შამპუნი და ტანის ღრუბელიც კი იდო.
მონდომებით შეუდგა ხეხვას,საკუთარი სხეულიდან ჩამომდინარე წყალს უყურებდა და ფიქრობდა,იატაკის ჩვარიც კი მასზე სუფთა იქნებოდა.
ფუმფულა პირდაწმენდში გაეხვია და კმაყოფილი დადგა სარკის წინ.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს რამდენიმე ათეული კილო ჩამოშორდა.
საკუთარი თავი ნორმალურად აღარც კი ახსოვდა.
გრძელი,მუქი თმა ახლა უკვე თეთრ კანზე სასჯამოვნოდ ეხებოდა. ლურჯი თვალები და წითელი ტუჩები ჰქონია,არც ეს აღარ ახსოვდა.
ლოყები ცხელი წყლისგან ავარდისფრებოდა და ახლა ნამდვილად დარწმუნდა,რომ კვლავ გოგონა იყო.
გონებაც გაცილებით დაწმენდოდა.
ახლა უკვე მტკიცედ სწამდა,რომ ბაბა გადარჩებოდა.
მათ ხომ ასეთი შემთხვევებისთვისაც ჰქონდათ გეგმა-დაშორების შემთხვევაში,როცა მოახერხებდნენ,მათ ერთ-ერთ საიმედო სამალავში-თავისუფლების მოედანთან ახლოს მდებარე პატარა ბარში უნდა მისულიყვნენ.
როცა ეზის დაუძვრებოდა და ამას აუცილებლად მოახერხებდა,მაშინვე იქ წავიდოდა. თუ ბაბა ცოცხალი იყო,გაიხსენებდა გეგმას.
ახლა მისი მთავარი საზრუნავი იყო,გაერკვია,რა უნდოდა ეზის მისგან.
ოთახში დაბრუნდა,საწოლზე გადაწვა და ფიქრებში გადაეშვა,თუმცა დასვენება დიდ ხანს არ დასცალდა.
მელოტი კვლავ დაბრუნდა,ხელში ტანსაცმელი ეჭირა და მირას გაოგნებული უყურებდა.
-არასდროს მინახავს,წყალს ადამიანი ასე გაელამაზებინოს-გულწრფელი აღფრთოვანებით წარმოთქვა,მიუახლოვდა და ტანსაცმელი გადასცა.-ჩაიცვი,ეზი გელოდება.
ეს უკანასკნელი კი მოლოდინის რეჟიმში მეორე სართულზე მდებარე დარბაზში იმყოფებოდა.
როდესაც მირა ეახლა,კაცს თავზე მზია ედგა და სახის ჭრილობებზე მალამოს უსვამდა,თან რაღაც სიტყვებს ბუტბუტებდა ჩუმად.
კარის ხმაზე ეზი შემობრუნდა და ერთ ხანს კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო მირას,მხოლოდ შემდეგ მიხვდა,რომ ეს გოგონა დაბანილი “ვირთხა” იყო.ქალს ხმადაბლა გადაულაპარაკა რაღაც და მირას ანიშნა,მომიახლოვდიო.
გაბედულად წავიდა და წინ აესვეტა.
კაცს სახიდან სისხლი ჩამოებანა,ჭრილობები თეთრი პლასტირით დაემაგრებინა,ზედ კი მუქი წითელი ფერის მალამო თხლად ესვა,ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა,თითქოს წითელპომადიან ქალს კარგად ჩაეკოცნა.
-აბა-მზიას მიმართა ეზიმ-როგორ შევამოწმოთ?
ქალმა თავი გვერდით გადახარა და გოგონას დააკვირდა.
-მაშინვე რატომ არ მოკალი?-იკითხა წვრილი ხმით.
-ე-ე-აღშფოთდა მირა-შენ რაღა გინდა?
-არ ვიცი,მგონი ვყოყმანობდი-ყურადღება არ მიაქცია ეზიმ-თუ ნამდვილად ისაა,იქნებ არ ღირს,რომ ასე მარტივად მოვკლათ. ამის ასაკის გოგოების გასაღებაში გვაძლევენ ყველაფერს,რაც გვჭირდება,თუ ყველას ამოვწვეტთ,რაღას გადაგვიხდიან?
-მართალია-ფიქრიანად დაეთანხმა ქალი-შეიძლება მფარველობა შეწყვიტონ,როდესაც დარწმუნდებიან,რომ წინასწარმეტყველი აღარ არსებობს,მაგრამ ეგ აქამდე რატომ არ იფიქრე?
-ამის მოკვლაში სულ რაღაცა მიშლის ხელს,იღბლიანია რა. მაგან დამაეჭვა.
-მაგრამ იმათ ვერ დავაშანტაჟებთ,ხომ იცი-მკაცრად განაგრძო ქალმა-მთელ საქართველოს ააფეთქებენ,თუ გაიგეს,რომ აქაა.
-ვინმეს რომ მივყიდოთ?-ეზი კვლავ არ უყურებდა გოგონას.
-ისე,მეც აქ ვარ-უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა მირამ და სკამზე ჩამოჯდა.
-მისი ენა ნამდვილად არაფერში გვჭირდება-ავად წარმოთქვა მზიამ-შემიძლია,დავუმოკლო.
-დაანებე თავი,ჯერ ხელი არ დააკარო,სანამ არ მოვიფიქრებ,რა ვუყო-დაღლილი ხმით უპასუხა ეზიმ-წადით-ხელი აიქნია-შენ დარჩი-მიმართა მირას,რომელიც წამოდგომას აპირებდა.
მზიამ და მელოტმა კაცმა სწრაფად დატოვეს დარბაზი.
მირამ უდარდელად გადაიდო ფეხი ფეხზე და სველი თმა მხარს უკან გადაიყარა.
-ესე იგი,ჩემი საცოლე ხარ?-მკაცრად იკითხა ეზიმ და ნაცრისფერი თვალები შეანათა.
-რამე პრობლემა გაქვს?-მხრები აიჩეჩა მირამ.
-შენი უდარდელობა არაბუნებრივია,მორჩი მაგარი გოგოს როლის თამაშს-მისკენ მიიწია ეზი-იცი მაინც,რა გელის?
-მგონი,ეგ შენც არ იცი.
-მართალია,ჯერ უნდა დავრწმუნდე,ნამდვილად ის ხარ თუ არა,ვისაც ეძებენ.-წამოდგა და მაგიდიდან მუყაოს პატარა ყუთები წამოკრიფა.
-ვინ ვის ეძებს?
-არ იცი?-გაკვირვება გაუკრთა თვალებში-ისინი,ვინც ეს ყველაფერი წამოიწყო.
-ვიღაც ექვსი ბოროტი რომ არის?-ჩაიცინა მირამ.
-თორმეტი. მათი წამოწყებაა შვილების გამოჩენა-ეზი გაცილებით ადამიანური ჩანდა,როდესაც გვერდით ქვეშევრდომები არ ჰყავდა.
-მიშკა? ყველაფერი ხომ მაქედან დაიწყო?-ჩაფიქრდა მირა.
-ჰო,ოღონდ მიშკა მამამისს არ გაუცოცხლებია. საავადმყოფოშივე დაიწყო ყველაფერი,ეგ ბავშვი რაღაც ინკუბატორივით გამოიყენეს,არსება ჩაუსახლეს,რომელიც მასში შვილივით გამოიზარდა,შემდეგ კი გამრავლდა. ეგეც შენი შვილი.
-გავიგე,რომ ეს დიდ ხანს იგეგმებოდა-ჩაფიქრდა მირა.
-დაგეგმილია,ძალიან კარგადაც,ოღონდ არც ეშმაკია აქ გარეული და არც ღმერთი. მხოლოდ ჭკვიანი ადამიანები.
-მაგას ვერ დავიჯრებ. შენ თვითონ გამოსცადე,რა გააკეთა ნიქსიმ-ნიშნის მოგებით მიუგო მირამ-ყორნები მოგიქსიათ. მაგას ჭკუით ვერ შეძლებდა. ეს მაგიაა!
ეზიმ გადაიხარხარა.
-უბრალოდ ბავშვი ხარ,რომელსაც ზღაპრების სჯერა. მაგია? -ღიმილს ვერ იკავებდა-ალისტერ ქროული გაგიგია?ლანს ბარტონი?ბოლოს და ბოლოს,ჰარი ჰუდინი!
მირამ თვალები აახამხამა და თავი გააქნია.
-ცნობილი მაგები,ან აფერისტები,გააჩნია,როგორ შეხედავ. ისინიც ატრიალებდნენ იმაზე გაცილებით მაგარ რამეებს,ვიდრე ის შენი ბიქსი...
-ნიქსი-შეუსწორა და სასწრაფოდ მოკუმა პირი მის მზერაზე.
-მზია თავის თავს ჯადოქარს ეძახის,ისევე,როგორც ალბათ ბიქსი,მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს,რომ მართლა ჯადორები არიან. უბრალოდ ადამიანებს სხვადასხვა მხრივ შეუძლიათ განვითარება და ეგ “ალქაჯები” თავიანთ წრეში და სასწავლებლებში ბევრ ხრიკს სწავლობენ,მათ შორის,გრძნობების ენას.-ეზის ეტყობოდა,დიდი ხანია,ვინმესთან საუბარი სურდა-
იცი,რამდენი ხერხი გამოიგონა კაცობრიობამ მზარდი მოსახლეობის დასამორჩილებლად?რწმენა,სიყვარული,ფული,მაგრამ ეგ ყველაფერი არასაკმარისია,თუ ხალხს არ დააჩლუნგებ! უფრო ჭკვიანებმა შედარებით დებილები შეისწავლეს და გაიგეს,რომ ადამიანის,ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ცხოველის ფსიქიკაზე გარკვეული ბგერების კომბინაცია ძალიან მძაფრად მოქმედებს.
ის გოგო,იქ რომ იდგა და ბღაოდა,შეიძლება ითქვას,რომ ფრინველებს ეძახდა რა,ამაში არაფერია ზებუნებრივი. უფრო,სწორად კი,ზებუნებრივობა არ არსებობს,იმიტომ,რომ ყველაფერი ბუნებრივია.
შენ სკოლაში მათემატიკას გასწავლიან,სხვებს კიდევ მაგას. გააჩნია,ვისი შვილი ხარ და სად დაიბადე...
-და ყორნები იმას როგორღა მიხვდნენ,ვის უნდა დატაკებოდნენ?-იკითხა მირამ.
-ხომ უხმობდა,ესე იგი,საშველად. ვინ უნდა გადაარჩინო? ყველაზე სუსტი. ადგნენ და ძლიერებს დაგვეტაკნენ,ეგაა და ეგ. ყველაფერს აქვს ახსნა,მთავარია,დაფიქრდე.
მირა ცოტა ხანს დადუმდა და მოსმენილის გაანალიზებას შეეცადა.
-და გოგონებს რატომ ხოცავ?-გამწყრალმა შეჰხედა.-ხალხს შენნაირი ძლიერების დახმარება სჭირდება,შენ კიდევ...
-საჭიროა და იმიტომ. ვიღაც უნდა მოკვდეს,რომ ვიღაც გადარჩეს. იცი,რომ ატომური ბომბი არ აგვცდება,თუ იმას არ გავაკეთებთ,რასაც ითხოვენ? ყოველ კვირას დახმარებას გვიგზავნიან,იმიტომ ,რომ ვუჯერებთ. იმას არ უნდა შეებრძოლო,ვისზეც გაცილებით პატარა ტრა*კი გაქვს,ეგ სიდებილეა.
-და ასეთი სისასტიკეც მათ დაგავალეს?
-არა,ეს უბრალოდ საჭიროა.-ეზიმ თითიდან ბეჭედი წაიძრო და ერთ-ერთ ყუთში ჩააგდო-შენი აზრით,ვინმე რამეს დამიჯერებს,გზაზე შემხვედრ ვირთხებს რომ ვეფერო,უიმე რა საყვარელიას ძახილით?
მირამ მხრები აიჩეჩა და ყუთებს ინტერესით შეავლო თვალი-რას აკეთებ?
-შებრუნდი და გაიგებ. არ გამოიხედო.
მირამ მორჩილად შეასრულა ბრძანება და როდესაც კაცმა ნება დართო,უკან მიბრუნდა.
მის წინ ათი პატარა ზომის ყუთი ელაგა.
-ჩემი ბეჭედი ერთ-ერთშია,თუ გამოიცნობ,რომელში,ესე იგი,ის ხარ,ვისაც ეძებენ.
-და რომ გავარტყა?
-ზუსტადაც უნდა გაარტყა-მოუთმენლად უპასუხა კაცმა.
-რა საჭიროა ეს ყველაფერი? -ვერ მოითმინა მირამ და გაბრაზებულ მზერაზე დაამატა-ვიცი,რომ ბევრ კითხვას ვსვამ,მაგრამ ეს ერთიც,რა.
-არსებობს წინასწარმეტყველება...
-დანიელის,ეგ ვიცი,მაგრამ ის ვიღაც გოგო,ვისაც ეძებენ,რა როლს თამაშობს ამ ყველაფერში.
-როგორც ამბობენ,ესაა ძლიერი ალღოთი დაჯილდოვებული ადამიანი,ინტუიცია ყველას გვაქვს მეტ-ნაკლებად,მაგრამ იმ გოგოს ის მაქსიმალურ დონეზე აქვს განვითარებული. ამბობენ,რომ არსებობს,ასე ვთქვათ,წამალი,რომელიც შვილებთან ბრძოლაში გამოდგება,ვაქცინასავით და ეს წამალი ორი ათასი წლის წინ შეინახეს სადღაც ჯანდაბაში. ხო და,ვირთხა,თუ შენ ის ხარ,ვისაც ეძებენ,მხოლოდ შენ შეგიძლია ამ წამლის პოვნა.
-და რატომ არ უნდათ,რომ წამალი იპოვონ?
-იმიტომ,რომ შვილების გაქრობა არ აწყობთ. ცოტა ხანში დედამიწა გასკდებოდა,იმდენი ადამიანი იბადებოდა და დროზე აღარც კვდებოდნენ უკვე.აბა,წარმოიდგინე,ძალიან ბევრი ტკბილეული გაქვს,რომელიც უზომოდ გიყვარს,მაგრამ ორმოცდაშვიდი და-ძმა გყავს,რომლებსაც ეგ შენი ტკბილეული უნდა გაუნაწილო,რადგან სხვანაირად დაიხოცებიან.უნაწილებ,შრომობ,შოულობ,კიდევ უნაწილებ და არაფერი აღარ გრჩება.ისიც იცი,ტკბილეული მალე შემოგელევა და ისევ შენ მოგიბრუნდებიან და შეგახრამუნებენ. რას იზამ?
-სახლიდან წამოვიდოდი და ტკბილეულსაც წავიღებდი,ალბათ. ნუ,ცოტა სინდისი შემაწუხებდა...
-ხოდა ესენიც ზუსტად მაგას აკეთებენ,ოღონდ იციან,რომ დედამიწიდან წასვლა არ გამოვა და ახალი შემცირებაა საჭირო. შავი ჭირი და გრიპები აღარ მოქმედებს უკვე.
-აჰა,ანუ რაც მეტი მოკვდება,მით უფრო მეტი დრო დარჩებათ თავად.
-დაახლოებით. მიდი,ახლა აირჩიე.
მირას დიდად არ სჯეროდა იმ თეორიის,რომ წინასწარმეტყველი იყო,ამიტომ ამას ისე უდგებოდა,როგორც თამაშს,რომელიც მის სიცოცხლეს ახანგრძლივებდა.
თუ გამოიცნობდა,ეზი იფიქრებდა,რომ იგი საჭირო იყო და თავიდან არ მოიშორებდა.
-ხომ თქვა,რომ ინტუიცია ყველას აქვს. მიდი,აბა მირა-გაიფიქრა და ყუთებს მიუახლოვდა.
ჯერ პირველისკენ წაიღო ხელი,მაგრამ სხეულმა მაშინვე უარყოფითი იმპულსები გამოსცა,მეორეზეც იგივე განმეორდა,ხოლო მესამე ყუთზე თავდაჯერება იგრძნო.
წამით ჩაფიქრდა,ყუთს ხელი დაავლო და გახსნა.
შავი,გრეხილი მეტალის ბეჭედი დალანდა თუ არა,მაშინღა მიხვდა,რომ სუნთქვას იკავდებდა და თავისუფლად ჩაუშვა ჰაერი ფილტვებში.
ეზის გამარჯვებულმა შეჰხედა და ბეჭედი არათითზე წამოიცვა.
-როგორც ჩანს,ინტიუიცია შენც შესანიშნავი გაქვს,რადგანაც არ მომკალი-გაუღიმა.
კაცი გაფართოვებული თვალებით შეაჩერდა,შემდეგ მიუახლოვდა და ბეჭედი ჩამოართვა.
-კიდევ უნდა ვცადოთ!
ოთხი ცდის შემდეგ ეზიმ დატოვა და უკან მალევე დაბრუნდა თავის “ალქაჯთან”ერთად.
-მზიასთან ერთად იქნები,სანამ არ მოვიფიქრებ,რა მოგიხერხო.-მკაცრად მიმართა მირას-იცოდე,თვალს არ მოგაშორებს და ფრთხილად იყავი,ფეხი არ წაგიცდეს. იმედია იცი,რად დაგიჯდება შეცდომა.
ეზიმ მზიას რაღაც გადაულაპარაკა და სწრაფად დატოვა დარბაზი.
-ანუ შენ ჩემი დედამთილი გამოდიხარ-გაიღრიჭა მირა და მზია უკეთესად შეათვალიერა-საჭმელი არაფერი გვაქვს,დედა?
-ზედმეტად ბევრს ლაპარაკობ-ტუჩები მომუწა ქალმა-სამზარეულოში წამოდი და შენი ხმა არ გავიგო.
-ესე იგი,ჯადოქარი ხარ?-უკან აედევნა და კითხვები დააყარა-მითხარი რა,ბევრი რამ შეგიძლია? ცოცხით მგზავრობ და შავი კატა გყავს?
მზიამ ავად დაუბრიალა თვალები და გრძელი,ყვითელი ფრჩხილები ცხვირ წინ გაუქნია.
-ყოველ დილით ფრჩხილებს კონიოს ნახარშით ვიმუშავებ,ასე რომ,ფრთხილად იყავი.
-კონიო? შხამიანი მცენარე! ადრე წავიკითხე ,მგონი ვიღაც ცნობილი მოწამლეს...
მზიამ თვალები აატრიალა და გოგონას გაასწრო,მირა კი აგრძელებდა.
-სოკრატე,კი,ეგ იყო! ისე,შენ თვითონ რომ მოგიხვდეს ფრჩხილი,მერე რას იზამ?..
სამზარეულოში ჩასულებს,მელოტთან ერთად,უამრავი კაცი დაჰხვდათ.
მირას აზლაღა გაახსენდა,რომ წესით ,გარეთ უკვე მზე უნდა ამოსულიყო.
სასტუმროს ფანჯრებზე სხივგაუმტარი,შავი პარკები იყო აკრული,ალბათ იმ მიზნით,რომ გარეშე პირებს ვერ ეთვალთვალათ,ამიტომაც რთული იყო იმის გაგება,რა დრო იქნებოდა.
მათი შესვლისას მანაკაცებმა ყაყანი შეწყვიტეს და ინტერესით მიაჩერდნენ მირას.
-ეს ვინღაა?-წამოიყვირა ერთმა,რომლის ხმაც გოგონას ძალიან ეცნო. იმ კაცს ჰგავდა,ვინც პირველად ბაბა შეიპყრო.
-ეს ემზარის საცოლეა-მიუგო მელოტმა და მირას ხელი დაუქნია-მოდი,დღეს მაკარონი გვაქვს.
-ისევე,როგორც გუშინ!-ამოიბურტყუნა ვიღაცამ.
-და გუშინწინ-დაუმატა კიდევ ერთმა.
-ბოდიში ახლა,ბორში თუ გნებავთ,მომიტანეთ ჭარხალი-მეთქი და დამცინით-წამოიწყო გაავებულმა,თუმცა მირას შეჰხედა,რომელიც უკვე ქვაბთან მისულიყო და ინტერესით იჭყიტებოდა შიგინით და დამშვიდდა-გინდა,ხო?
-რას ჰქვია,მინდა!?-ტუჩები მოილოკა გოგონამ-ახლა მოზრდილ ძროხასაც კი შევჭამდი.
-ყოჩაღ ეზის-გაიცინა ერთ-ერთმა და მირას მიუახლოვდა. ხარბად შეათვალიერა მისი შიშველი გულისპირი,რომლიდანაც დიდად არაფერი მოუჩანდა გოგონას-უკვე დაგაორსულა?
-არა,ქორწილამდე არ ვაძლევ-მაკარონი დაიხვავა მირამ და გამომწვევად შეჰხედა-თუმცა თუ დეტალები გაინტერესებს,შეგიძლიათ,თავად ჰკითხოთ-თეფშში ცხვირი ჩაჰყო და ნეტარებით შეისრუტა სპაგეტი.
მამაკაცები მაგიდის გარშემო მოთავსდნენ და მოთმინებით დაელოდნენ მათ რიგს. მირას გვერდით საშუალო სიმაღლის,ქერა ბიჭი დაჯდა,რომელიც ინტერესით უყურებდა.
-ღა?-პირგამოტენილი მიუბრუნდა გოგონა და წარბები ასწია.
-მე რობი ვარ-ხელი გაუწოდა და ღიმილი შეაგება.
-მირანდა-ხელი ჩამოართვა.
-მართლა ეზის საცოლე ხარ?-ჰკითხა ხმამაღლა.
მზიას გაჰხედა. არ იცოდა,მისი ტყუილი ეზიმ უარჰყო თუ არა. ქალმა შეუმჩნევლად დაუქნია თავი.
-კი-მოუჭრა რობის და მაკარონს მიუბრუნდა-რა არის რომ?
-არაფერი. მიხარია-თავი უხერხულად მოიქექა ბიჭმა,თუმცა მირასთვის თვალი მაინც არ მოუშორებია.
გოგონამ,ბოლოს და ბოლოს,ხელი ჩაიქნია რობიზე და მაკარონს მიუბრუნდა.
საუზმის დამთავრების შემდეგ მზიამ გამოუცხადა,დღისით ვიძინებ,ამიტომაც საძინებელში უნდა ჩაგკეტო,რომ მშვიდად მოვისვენოო.
მირას მისი ამჟავებული სახის დანახვას ისევ მარტოობა ერჩია,ამიტომაც სიხარულით დასთანხმდა და ოთახში შეიკეტა.
თავს დამნაშავედ გრძნობდა. არც კი უცდია გაქცევა,როდესაც მისი მეგობრი გასაჭირში იყო.
ახლა იცოდა,მის ქმედებებს ინტუიცია მართვდა,თუმცა სინდისის ქენჯნას მაინც ვერაფერს უხერხებდა. ვერ მოისვენებდა,სანამ ბაბას არ იპოვიდა,თანაც,ამ ადგილას ნაღმზე იჯდა-ეზი მატერიალურად ვიღა სხვებზე-გაცილებით ძლევამოსილებზე იყო დამოკიდებული და ამ უკანასკნელებს მირას სიკვდილი სურდათ.
არ ჰქონდა მნიშვნელობა,რეალურად შეეძლო თუ არა რაიმე-მთავარი ის იყო,რომ ეზი ასე ფიქრობდა და თუ კი საჭირო იქნებოდა,მირას დაუფიქრებლად გამოასალმებდა სიცოცხლეს.
საწოლე მიწვა და უამრავი გეგმა განიხილა,თუ როგორ გაიქცეოდა სასტუმროდან.
კარის გაღება მარტივად შეეძლო,თუმცა არ იცოდა,მის იქით ვინ დახვდებოდა. ღამით მზია გვერდიდან არ მოშორდებოდა,ანდა,გაქცევა რომც მოეხერხებინა,მავთულხლართებით დაცული ეზოდან როგორ გააღწევდა?
გარეთ მობარბაცე შვილებზე აღარც კი ფირობდა,ახლა ისინი ყველაზე ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენდნენ.
დაღლილსა და გაწამებულს,გაუაზრებლად ჩაეძინა.
გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა,როდესაც კარის ხმა მოესმა.
დამძიმებული ქუთუთოები ძლივს გაახილა.
ოთახს,კვლავინდებურად,ერთი ნათურა ანათებდა,კარი დაკეტილი იყო,მის წინ კი უზარმაზარი სხეული აწოწილიყო.
-ეზი?-წამოიწია და მამაკაცს მიაჩერდა.
ჭრილობები სასწაულებრივად მოშუშებოდა, მხოლოდ მკრთალადღა ეტყობოდა ვარდიფერი კვალი. როგორც ჩანდა,მზიას მალამოს მართლაც ემოქმედა.
თვალები დაბინდვოდა,მირას ისე უყურებდა,თითქოს შეშლილი არქეოლოგი ყოფილიყო,რომელმაც რამზეს მერამდენიღაცეს საფლავი აღმოეჩინა და ვერ გადაეწყვიტა,შეჰხებოდა თუ არა.
მირამ ინტერესით გაიქნია ხელი.
-აქ ხარ?-გაიცინა და საწოლზე მუხლებით წამოჯდა.
კაცმა თვალები აახამხამა და შუბლზე ხელი გადაისვა.ქურთუკი გაიხადა და იატაკზე მიაგდო.
-ჩემს ოთახში წყალი არ მოდის-წარმოთქვა და მირა მიხვდა,რომ მთვრალი იყო.
-მერე?-თვალები გაუფართოვდა.
-უნდა დავიბანო. შენნაირი ბინძური კი არ ვარ-ჩაიცინა კაცმა-ცხელი წყალი ყველა ოთახში არ მოდის. შენ ჭკვიანად იყავი და დამელოდე-თვალი ჩაუკრა და საწოლისკენ დაიძრა.
მირამ უკან დაიხია და საბანი აიფარა.
-რა იყო,გეშინია?მე უფრო გაბედული მეგონე-ჩაიცინა ეზიმ და შარვალი შეიხსნა. სწრაფად გაიძრო და ლოგინზე მიაგდო.
გოგონა თვალებგაფართოვებული უყურებდა.
-მთვრალ ხალხს ვერ ვიტან-ამცნო მირამ და საბანში უფრო მჭირდოდ გაეხვია.-თავი დამანებე.
ეზიმ ჩაიღიმა და მაისური გადაიძრო.უზარმაზარი მკლავები ჰქონდა,ზუსტად იმ ზომის,რაც საკმარისად ძლიერი იქნებოდა მირაში ქალის დასაბრუნებლად.
ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა კარადას,ხალათი და პირსაწმემდი გამოიღო და სააბაზანოსკენ დაიძრა.
უყურებდა მირა და ფიქრობდა,რომ პირველივე დანახვისას,მისი სიარულის მანერის აღქმისას ეს უნდოდა-დაენახა შიშველი.
ავიხდინე ნატვრაო,უთხრა თავს და კმაყოფილმა შეჰხედა მამაკაცის ფართო ზურგს,რომელიც კარს უკან გაუჩინარდა.
ცოტა ხანს შეიცადა,შემდეგ კი,როდესაც წყლის ხმა მოესმა,სასწრაფოდ წამოხტა საწოლიდან და მამაკაცის შარვალს დასწვდა.
ჯიბეები მოჩხრიკა და საფულე ამოაზვრინა.
შიგნით ძველი სამხედრო ჟეტონი და ერთდოლარიანი იდო.ჟეტონზე პატრონის სახელი და გვარი იყო ამოტვიფრული- ”ემზარ ბუაძე”
-მართლა ბუაა-ჩაიბუტბუტა მირამ,ჟეტონი და საფულე თავის ადგილას დააბრუნა და იატაკზე მიგდებულ ქურთუკს დასწვდა.
გარე ჯიბეები საგულდაგულოდ გასინჯა. ვერაფერი იპოვა და მოსაცმელი ხელით აწონა.
აშკარად ზედმეტად მძიმე იყო.
ახლა სარჩული შემობრუნა და ცოტა ხნის ძებნის შემდეგ მაგარ საგანს შეავლო ხელი.
მძიმე , შავი ფერის იარაღი ამოაძვრინა შიდა ჯიბიდან და თვალებგაფართოებულმა შეჰხედა.
წარმოდგენა არ ჰქონდა,როგორ უნდა გამოეყენებინა,თუმცა ძველად ნანახი მძაფრსიუჟეტიანი ფილმები გაიხსენა და იარაღის უკანა მხარეს მდებარე დამცავი გადასწია.
-ერთობი?-მოესმა ხმა და სასრაფოდ წამოხტა.
ეზის კარი გამოეღო,კანზე თმიდან ჩამოდენილუ წვეთები უციმციმებდა,ხალათი ხელზე გადაეკიდა და ტანზე პირსაწმენდი შემოეხვია.
მშვიდი სახით აკვირდებოდა იარაღიან გოგონას. როგორც ჩანდა,წყალს გამოეფხიზლებინა,რადგანაც მზერა გაცილებით დაწმენდოდა.
მირამ სასწრაფოდ შემართა იარაღი და მშვიდად მიმართა.
-ადრე თუ გვიან,მომკლავ,ასე არაა?
-ალბათ,ასეა-თავი გვერდით გადასწია კაცმა.
-მაშინ,რატომ არ უნდა დაგასწრო?
-ალბათ იმიტომ,რომ ამით შანსებს კიდევ უფრო შეიმცირებ-ქვედა ტუჩი გამოსწია ეზიმ და გვერდით გაიხედა.
-ბაბასთან გამიშვებ? უნდა დავრწმუნდე,რომ ცოცხალია და დავბრუნდები,მართლა!
ეზი თითქოს ღრმად ჩაფიქრდა,თუმცა მალევე უპასუხა.
-არა!-მისკენ დაიძრა,შეუდრეკლად უყურებდა იარაღის ლულას და ცალი ყბით იღიმებოდა.
-არ მოხვიდე!-ხმას აუწია მირამ,თუმცა ,როდესაც დაინახა,რომ ეზი შეჩერებას არ აპირებდა,თვალები დახუჭა და სასხლეტს ხელი გამოჰკრა.
ხმადაბალი ჩხაკუნი გაისმა. კიდევ ერთხელ გამოჰკრა,კიდევ და კიდევ,თუმცა გასროლის ხმა არ ისმოდა.
თვალი გაახილა და ავად მომზირალი ნაცრისფერი დაინახა.
ეზი მის წინ იდგა,იარაღიდან რამდენიმე სანტიმეტრში და მოთმინებით ელოდა მირას.
გოგონამ აკანკალებული ხელები დაუშვა და გაწბილებულმა ჩაილაპარაკა.
-არ ვიცი,ტყვიები როგორ შევამოწმო.
-დღეს ყველა დავხარჯე-მიუგო ეზიმ და იარაღი ჩამოართვა.
-უნდა მეცადა.
-ჰო.
თავი ასწია,ენერგიის მოზღვავება იგრძნო, გული ამოვარდნას ჰქონდა,თუმცა ვეღარ გაეგო,ეს შიშის ბრალი იყო თუ უბრალოდ მამაკაცის სიახლოვის.
ეზიმ იარაღი საწოლზე მიაგდო და მირასთან უფრო ახლოს მიიწია.
ხელები თმაში შეუცურა და მაგრად მოჰქაჩა.
-ცუდი გოგო ხარ-ჩაილაპარაკა მის ტუჩებთან და მსუბუქად შეეხო ყელზე.
მირამ გაუბედავად ასწია მკლავები,ვერ გადაეწყვიტა,აჰყოლოდა თუ არა სურვილს,ბოლოს თვალები დახუჭა,მამაკაცს ზურგზე მჭიდროდ შემოჰხვია ხელები,ფეხის წვერებზე აიწია და ტუჩებზე დაეწაფა.



5.თვითგადარჩენის ინსტიქტი

უცნაურ გრძობას მოეცვა მთელი მისი არსება. თითქოს ძალიან გემრიელ,ტკბილ საწამლავს სვამდა. იცოდა,ეს გაანადგურებდა,მაგრამ მაინც ვერ ჩერდებოდა.
ძლიერ სხეულზე პარაზიტივით მიკრობილი ისრუტავდა ენერგიას,რომელიც მამაკაცში ვეღარ ეტეოდა და გარეთ მზის ცხელი სხივებივით გადმოდიოდა,მირა კი იქვე იყო,რათა ერთი სხივიც არ გაჰპარვოდა,მთელ სხეულზე ეფერებოდა,ხელებს ზურგზე ასრიალებდა,რომ მთლიანად შეეგრძნო დაუშრეტელი ძალა.
ეზიმ ხელში მსუბუქად აიტაცა,საწოლზე ფრთხილად დააწვინა,თუმცა მისი კოცნა ერთი წამითაც არ შეუწყვეტია. იგრნო,სითბო კაცსაც ისევე მონატრებოდა,როგორც მას თავად.
გარეთ ნაცრისფერი მზე ანათებდა,თუმცა ორი სრულიად განსხვავებული ადამიანები ერთმანეთისთვის ნამდვილი,ყვითელი და ცოცხალი მნათობები გამხდარიყვნენ.
მირამ გაიფიქრა,ადრე თუ გვიან მაინც ყველა მოკვდებოდა,ამიტომ აზრი აღარ ჰქონდა რაიმე შიშის გამო იმ სიამოვნებაზე ეთქვა უარი,რომელსაც მისი სხეული და გონება შეთანხმებულად ითხოვდნენ.
კაცმა სვიტერი გადააძრო და მისი პატარა მკერდი ხელებში მოიქცია. ზემოდან დააწვა,მჭიდროდ შემოხვეული პირსაწმენდი მოიშორა და მირამ მუცელზე უფრო მკვეთრად იგრძნო მისი სურვილი. შარვალიც სვიტრის გზას გაუდგა,შიშველმა სხეულებმა კიდევ უფრო მეტი სხივები გამოსცეს,ერთმანეთს მიუახლოვდნენ და ერთი მთლიანი,სუპერვარსკვლავი შექმნეს.
ასეთი სიმშვიდე მირას დიდი ხანი იყო,არ გამოეცადა. გავარვარებულ ტანზე მიკრობილი მამაკაცის გულისცემას უსმენდა,მუცელი ყრუდ სტკიოდა,თუმცა ესეც სიამოვნებდა.
ნელ-ნელა ძილში იძირებოდა,როდესაც ეზის სხეული მოიჭიმა და თითქმის მაშინვე კარიც გაიღო.
ზღურბლზე მზია იდგა,ხელში გასაღები ეჭირა და დაწვრილებული თვალებით შეჰყურებდა შიშველ წყვილს,რომელთა სხეულებს საბანი მხოლოდ ნაწილიბრივ ფარავდა.
-ყველგან გეძებენ-მიმართა ეზის -გოგა და მირზა მოიყვანეს.
-ცოცხლები არიან?-გაუკვირდა კაცს და წამოდგა. სიშიშვლის არ მორიდებია,ტანსაცმელს დაწვდა და სწრაფად შეიმოსა.
-გოგას თვალები აღარ აქვს,მირზა შედარებით უკეთეს დღეშია,ამბობენ,ჯადოქარი და ბიჭი გაგვექცნენო. .
მირამ შვებით ამოისუნთქა. სავარაუდოდ,საუბარი ეზის ჯგუფის წევრებზე იყო,რომლებიც ნიქსის მიქსეული ყორნების მსხვერპლნი გახდნენ. რადგანაც “ბიჭი გაიქცა”,ესეიგი,ცოცხალი იყო.
ეზის ხმა აღარ ამოუღია,საწოლზე იარაღი მოძებნა და კარში სწრაფად გაუჩინარდა.
სამაგიეროდ,მზია არსად ჩქარობდა. ზიზღით დააჩერდა გოგონას,იატაკზე მიგდებული ტანსაცმელი წამოკრიფა და საწოლზე დაყარა.
-გმადლობთ-გამომწვევად გაუღიმა მირამ და წამოდგა.
-ასეთი სულელიც არ მეგონე-გულზე ხელები დაიკრიფა ქალმა და ქანდაკებასავით გაიჭიმა.
-სექსი სისულელეა?-ჩაიცინა გოგონამ და შარვალი ამოიცვა.
-გგონია,მოხიბლე? ან მისი საყვარელი გახდები და აღარ მოგკლავს? ახლა უფრო უინტერესო გახდი მისთვის.
-სამწუხაროა ! -ტრაგიკულად აჰხედა-არა და,ისე მჭირდება მისი ყურადღება!
მზია საწოლს დემონსტრაციულად მიუახლოვდა და საბანი გადასწია. სახეზე ოდნავი გაკვირვება გამოესახა.
-ქალწული იყავი?
-ისე მაინც აღარ მოვკვდები-უდარდელად აიქნია ხელი.
-სამწუხაროა,ნეტავ მცოდნოდა-გაბრაზება გადაავიწყდა მზიას-ქალწულის სისხლი იშვიათი და საჭირო ინგრედიენტია.
-გეკითხა მერე-მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-ეს არ უნდა გექნა-თავი გაიქნია ქალმა.
-მაინც,რატომ?
-მამაკაცებს არ უყვართ,როდესაც ქალები ადვილად ნებდებიან. ეზის დააინტერესე,შენს ადგილას მის ვნებას საჭიროდ გამოვიყენებდი.
-შენ მის მხარეს ხარ თუ ჩემსაზე?-გაუკვირდა მირას.
-ეზის ცოტაოდენი მოთოკვა არ აწყენდა.-ფრთხილად მიუგო.
-მართლა მის ცოლობას კი არ ვაპირებ-გადაიხარხარა მირამ-არც მისი კეთილგანწყობა მჭირდება,არც მფარველობა. საკუთარ თავს თვითონ მოვუვლი. საზოგადოებაც ვერ გამკიცხავს,იმიტომ,რომ საბედნიეროდ მიიცვალა თავის მახინჯ მორალთან ერთად. იმას ვაკეთებ,რაც ჩემთვისაა სწორი და ისაა სწორი,რაც მინდა.
-მორალი საზოგადოების გარეშეც არსებობს, შენი,საკუთარი. მისი მოსმენა არ გაწყენდა.
-სწორედ ჩემმა მორალმა მითხრა,მიდი,ქალო,ცოტა შენც გაიხარეო-თვალი ჩაუკრა და სააბაზანოსკენ გაემართა.-თქვენის ნებართვით,ცოდვებს ჩამოვირეცხავ.
ოთახში დაბრუნებულს მზია წასული დახვდა.
კარის სახელური დაქაჩა,ღია აღმოჩნდა.
-როგორც ჩანს,მაინც ვსარგებლობ საყვალის პრივილეგიებით-ჩაილაპარაკა და დერეფანს გაუყვა.
მაშინვე სამზარეულოს მიაშურა,რადგანაც ჯერ ერთი,არ იცოდა,სხვაგან სად წასულიყო,მეორეც-სანამ შეეძლო,ბევრი უნდა ეჭამა.
ეგონა,ისევ მელოტი ნაცნობი დახვდებოდა ქვაბთან,ანდა მზია,თუმცა სამზარეულოში მხოლოდ და მხოლოდ ქერა ბიჭი-რობი დახვდა,რომელიც მონდომებით ჭრიდა ხორცს.
მირას დანახვაზე გაწითლდა და მორცხვად გაიღიმა.
-მოგშივდა? მოდი,მოდი. ძალიან სასიამოვნოა აქ გოგოს დანახვა. იცი,სხვარანირად არ გაიგო,უბრალოდ ... მენატრება რა,ძველი დრო. ნორმალური ხალხი.
მირამ გაიფიქრა,ნორმალურებში რატომ გამიყვანაო,მაგრამ პასუხად გაუღიმა.
-რას ამზადებ?-მიუახლოვდა და ჩამოჯდა.
-დღეს ჩვენიანებს ვეძებდით,აი,ღამით რომ დაიკარგნენ ხო იცი,ცხენი დავინახე,თბილისში,ცხენი!-გაიცინა-ვიფიქრე,ახლა ეს რომ გავუშვა,მთელი ცხოვრება ვინანებ-მეთქი. ამოვიდა ყელში ეს მაკარონი.
-მერე,იპოვეთ ვინმე?-შეეცადა,უინტერესოდ ეკითხა.
-კი,ორი.ცოცხალ-მკვდრები იყვნენ,საწვავი გასთავებიათ და მანქანაში იცდიდნენ.
-აჰა.-მირას დიდად არ გაუხარდა მათი გადარჩენა.
-შენ...-ბიჭმა მორცხვად შეჰხედა-ეზის საცოლე არ ხარ,ხომ? იმიტომ მოიგონე,რომ ამათი გეშინია.ბიჭების.
მირამ არჩია,თავისთვის შეენახა ის ფაქტი,რომ ამ თავკომბალების არ ეშინოდა და თავი დაუქნია.
-მაგაზე არ იფიქრო,არ მივცემ მაგის უფლებას. თან უფრო ფრთხილად არიან,მას შემდეგ,რაც დენისთან მოხდა.
მირა დენდარტყმულივით შეხტა.
-დენისი?
-ხო,ჩვენიანი იყო. ეზის ემეგობრებოდა,ადრე ერთად მსახურობდნენ. ხო და,ერთხელ ერთი გოგო შეხვდათ,ბევრნი იყვნენ და ქალი კარგა ხანია,ნანახი არ ჰყავდათ. დენისს უბრძანებია,არ გაეკაროთო,მაგრამ იმათ უკვე კარგა ხანია,ყელში ჰქონდათ ამოსული მისი ბრძანებები. ხო ხვდები,ისედაც ათვალწუნებული ჰყავდათ.
-ორი მეთაურს ზოგადად არ აღიარებენ ხოლმე.-თავი დაუქნია მირამ.
-ზუსტად,ეზი მაინც ეზია,მას კიდევ არ მოუსმინეს და მერე... ნახევარი ჯგუფი ამოხოცა და გაიქცა. ცოტა ხნის წინ დაიჭირეს,ეგონათ,მკვდარი იყო,მაგრამ თურმე კანალიზაციაში იმალებოდა და წინასწარმეტყველს ეძებდა.
-იპოვეს?-მირას ტანში გასცრა-როგორ?
-როცა შენ და შენს მეგობარს გეძებდნენ. ჰო,უკვე ყველამ იცის,ვინც ხარ.
-ვინ ვარ?-ფრთხილად იკითხა გოგონამ.
-წინასწარმეტყველი. -აღფრთოვანებული მიაჩერდა-ძალიან მიხარია,რომ გიპოვეთ. საშინელება იყო,სადაც კი გოგოს დავინახავდი,მაშინვე უნდა მომეკლა. ცოტაც და ჭკუიდან შევიშლებოდი-თვალებში სევდა ჩაუდგა რობის.
-არ გიფიქრია,რომ ბრძანებას არ დამორჩილებოდი?-მირა ვერაფრით ვერ გაამართლებდა იმას,რასაც ეზი და მისიანები აკეთებდნენ-შიმშილით სიკვდილი სჯობია ამას.
-ალბათ,კი. მაგრამ სხვაა ამაზე აქ,სამზარეულოში საუბარი. როდესაც ნამდვილად სიკვდილის პირას ხარ,თვითგადარჩენის ინსტიქტი ყველაფერს ფარავს. ყველა გრძნობას.
ამაში კი მართალიაო,გაიფიქრა გოგონამ.
-თანაც,დაუმორჩილებლობით ვინ რა მოიგო? დენისი დაიჭირეს,ჯერ-ჯერობით ,ბრძოლებში კი იგებს,მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე?
-ბრძოლებში? ესე იგი,ეგ მართალია?-თვალები გაუფართოვდა მირას-გლადიატორებივით?!
-ჰო,კარგი გასართობია სანიტრებისნაირი ნაბი*ვრებისთვის.
-და სად ხდება ეგ ბრძოლები? ან გლადიატორებჯ სად გყავთ?
-მაგას ვერ გეტყვი,არ შეიძლება...-ყოყმანი დაეტყო ბიჭს.
-კარგი რა,ვის უნდა ვუთხრა?-მომხიბვლელად გაუღიმა მირამ-შენ გინახავს ეგ ბრძოლა?
-ერთხელ... -მწვანე ფერი დაედო რობის-საშინელება იყო,შვილმა პირდაპირ ნაწლავები გამოუღო...
-დენისი არ იმსახურებს მაგას-თქვა გოგონამ და სწრაფად დაამატა-როგორც მივხვდი,კარგი ადამიანია,რადგანაც გოგონა დაიცვა.
-ჰო,ვიცნობდი მეც და მართლა კარგი ტიპი იყო-რობიმ დაჭრილი ხორცი ქვაბში ჩაჰყარა და ამოიოხრა-ახლა ისეთი შეცვლილია,როცა დაბლა ვნახე,ძლივს ვიცანი...
-დაბლა?
-ჰო,ნულ სართულზე ციხესავით გვაქვს მოწყობილი.ერთი-ორი შვილიც ბინადრობს და ფრთხილად იყავი,ახლოს არ გაეკარო იმ სართულს.
-მადლობა,რომ მითხარი-დიდსულოვნად შეჰხედა მირამ,მიუახლოვდა და ხელი დაუჭირა.
ბიჭი აწითლდა და დაბნეულმა შეჰხედა.-იცი,ძალიან ძნელია ახლა შენნაირი ადამიანის პოვნა. ყველა მერჩის,ვერავის ვენდობი-თვალები აუცრემლიანდა და ამოისლუკუნა-მაგრამ გიყურებ და ვიცი,შენ ასეთი არ ხარ.
სანამ რობი რაიმეს თქმას მოიფიქრებდა,ხელები ზურგზე შემოჰხვია და მიეხუტა.
ბიჭი წამით გახევებული იდგა,შემდეგ კი საპასუხოდ მოჰხვია ხელი და ზურგზე გაუბედავად მოუთათუნა.
-ნუ გეშინია,აქ არაფერი გემუქრება-უთხრა მტკიცედ.
-ეზი მოკვლას მიპირებს,ზუსტად ვიცი-ამოიბღავლა მირამ და გონებაში საკუთარ თავს ტაში დაუკრა სამსახიობო ოსტატობისთვის-ცოტა დრო მაქვს და მინდა,ნორმალური ცხოვრებისთვის გამოვიყენო. დამეხმარები?
ლურჯი თვალები შესაბრალისად შეანათა და კიდევ უფრო მჭიდროდ მიეკრო.
-მოკვლას გიპირებს? რატომ? -აღშფოთება დაეტყო ბიჭს და გოგონას ოდნავ მოშორდა-პირიქით,ცოცხალი წინასწარმეტყველი სჭირდება,თორემ ყველა დაგვიკიდებს და იმასაც აღარ მოგვცემენ,რასაც ახლა გვიგზავნიან! ამას რა მიხვედრა უნდა?
-მართალი ხარ,მაგრამ დაბრმავებულია! ეშინია... არ იმჩნევს,მაგრამ ხომ ნახე,როგორი სასოწარკვეთილია?
-რა უნდა ვქნათ? აქედან ვერ გაიქცევი,მე დაგეხმარებოდი,მაგრამ ვიცი,უფრო სასტიკად მოგკლავს,როდესაც დაგიჭერს-როგორც ჩანდა,როლში მხოლოდ მირა არ შეჭრილიყო.
-დენისი... შენ თქვი,რომ ეზი მასთან მეგობრობდა. რამდენად ახლოს იყვნენ?
-იმდენად ახლოს,რომ ეზიმ იგი დაჭერისთანავე არ მოკლა. ხომ ხვდები...-აღარ დაასრულა რობიმ და წარბები მრავალმნიშვნელოვნად ასწია.
-მას უნდა დაველაპარაკო. იქნებ იცოდეს,როგორ შეიძლება ეზის გადავაფიქრებინოთ-მტკიცედ თქვა მირამ და ჯერ კიდევ მოდინარი ცრემლი მაჯით შეიმშრალა.
-არ ვიცი ,ეგ რამდენად გამოვა...-ბორძიკით უპასუხა ბიჭმა-იქაურობას იცავენ...
-ვინ?
-რა ვიცი,ერთი ჩვენიანი ყოველთვის დგას მაცივრებთან...
-მაცივარში გყავთ?-აღშფოთდა გოგონა.
-გამორთულია,კაცო...
-არასდროს ტოვებენ იქაურობას ?
-ცვლისას,ნახევარი საათი ალბათ...
-რობი, ხომ იცი,წინასწარმეტყველი რისთვისაა საჭირო?
-ვაქცინის საპოვნელად-ამოიბუტბუტა ბიჭმა.
-ზუსტად,მე თუ დამეხმარები,კაცობრიობას დაეხმარები!

სავახშმოდ შეკრებილი “გამას” წევრები ბედნიერი სიცილით აგემოვნებდნენ რობის მომზადებულ წვნიანს . მზია ჩუმად,განცალკევებით იჯდა,ცხვირი წვნიანში ჩაერგო და აკისკისებულ მირას მუქარანარევ მზერას არ აშორებდა.
ქალს დღისით დიდი ხანი ეძინა,რადგანაც მიაჩნდა,რომ სიზმრები მისი ენერგიის წყარო იყო და ეზის უარი სტკიცა,როდესაც ამ უკანასკნელმა დააბარა,გოგონას არ მოშორდეო. ძიძობაზე მეტად მნიშვნელოვანი საქმეებიც ჰქონდა...
თუმცა,ახლა უკვე სხვანაირად ფიქრობდა. როდესაც სამზარეულოში ჩამოვიდა,განმარტოვებული მირა და რობი დახვდნენ,ყველაზე მთავარი კი ის იყო,რომ მზიას საკუთარი ინგრედიენტების სათავსო ჰქონდა სამზარეულოში,რომელიც ისე არ დახვდა,როგორც დატოვა. თითქოს იქ ვიღაცას ხელები ეფათურებინა.
წვნიანი გემრიელი იყო,შესაძლოა,რობი ეძებდა ხახვს,ანდა მირა გეგმავდა რაიმეს. ამ გოგოს არ ენდობოდა.
გადაწყვიტა,ამიერიდან თვალს აღარ მოვაშორებო.
“გამას” წევრების მცირე ნაწილი იყო სავახშმოდ შეკრებილი,დანარჩენები,როგორც ყოველთვის,იმ ათასგვარ დავალებებს ასრულებდნენ,რომლებსაც ეზი,ღმერთმა იცოდა რისთვის იგონებდა.
თუ მოინდომებდა,მირა მარტივად გასხლტებოდა შენობიდან და პასუხი ვის მოეთხოვებოდა? რა თქმა უნდა,მზიას!
დაამთქნარა და თვალები მიელულა.
გაიფიქრა,არა და,კარგად მეძინაო. თვალები სასწრაფოდ დაჭყიტა,ახლა მოდუნებუს დრო არ იყო.
წვვნიანი ბოლომდე შეჭამა,წამოდგა,რათა ჯამი ნიჭარასთან მიეტანა,თუმცა თავბრუ დაეხვა და ისევ დაჯდა.
დანარჩენებს შეჰხედა.
გამოსახულებები გადღაბნილიყო. -გოგო! გოგო სადაა?
აი,მგონი იქ ზის,ენას არ აჩერებს... ღმერთო,როგორ მეძინება...
მირა და რობი სწრაფად მირბოდნენ მიწისქვეშა სართულზე.
-რაები ჩაყარე? რა დაემართათ,რომ მოკვდნენ?-ჩურჩულებდა რობი.
-არა,ხომ იცი,წინასწარმეტყველი ვარ. გუმანით მივხვდი,რომელი იყო მომწამვლელი და რომელი-ჰალუცინოგენი. ვერც მიხვდებიან,ისე დავბრუნდებით უკან,დამიჯერე-დარწმუნებუთ მიუგო გოგონამ-აბა,რომელია?
ირგვლივ მართლაც საკნებივით იყო ჩამწკრივებული პროდუქტის შესანახი მაცივრები.
რობი ერთ-ერთს მიუახლოვდა და მიაკაკუნა.
პასუხი დიდ ხანს არ ყოფილა,ის იყო,მეორე კარს მიადგა,რომ ყრუ ბრახუნი გაისმა.
ბიჭმა კიდევ სცადა-სამი დარტყმა,პასუხიც სამი.
იარაღი მოიმარჯვა და საკეტი გაჭირვებით გადასწია.
მირა გულამოვარდნილი შეჰყურებდა კარის მიღმა გაჩენილ წყვდიადს.
-დენის!-დაიძახა ხმადაბლა.
რობიმ სანთებელა ამოიღო და მაცივარი გაანათა.
კუთხეში სხეული მოკუნტულიყო,თავზე ხელები წაეფარებინა და წინ და უკან ირწეოდა.
-დენის!-გაიმეორა და წინ წავიდა.
კაცმა მის ხმაზე დენდარტყმულივით წამოიწია და დაბინდული თვალებით შეაჩერდა.
სახეში შიში ჩაჯდომოდა,გაუბედავად უყურებდა გოგონას და ტუჩებს უხმოდ ამოძრავებდა.
მირა მასთან დაიხარა და სწრაფად უჩურჩულა.
-გამოფხიზლდი!
კაცმა წამით გაოგნებულმა შეხედა,შემდეგ მზერა რობიზე გადაიტანა და სახე კვლავ ხელებში ჩარგო.
-ჭკუიდან შეცდა! ამასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს-წამოიყვირა ბიჭმა-დროზე უნდა წავიდეთ,სულელური იდეა იყო!
-მართალი ხარ-გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა მირამ და რობის მიუბრუნდა-წავიდეთ,სანამ დროა.
დაიცადა,სანამ შებრუნდებოდა,შემდეგ კი კატის სისწრაფით ისკუპა,ზურგზე შეახტა და პირზე ნაჭერი ააფარა.
რობიმ გაიბრძოლა,აღმუვლებული ცდილობდა,მისი ხელები მოეშორებინა,ჯერ მკვეთრად დაიხარა წინ,შემდეგ კი ზურგით დაეცა ბეტონის იატაკზე.
მირას სუნთქვა შეეკრა,თუმცა იცოდა,ახლა თუ ხელს გაუშვებდა,დაღუპული იყო. ცოტა ხანიც და ბიჭმა ფართხალი შეწყვიტა.
როდესაც მზიას კუთვნილ ათასგვარ კოლბებში იქექებოდა,პატარა ბოთლი მოხვდა თვალში,რომელზეც გაკრული ხელით ეწერა-სწრაფმძინარა.
იცოდა,სათადარიგო გეგმა სჭირდებოდა აქედან გასაღწევად,რობისნაირ სულელს კი მეორედ ვეღარ იპოვიდა.
ბიჭის სხეულის ქვემოდან გაჭირვებით გამოძვრა,დაჰხედა და წაიბუტბუტა.
-ბოდიში,რობი. შენ თვითონ თქვი,თვითგადარჩენის ინსტიქტი ყველაფერს ფარავს.
იარაღი აიღო,მხარზე გადაიკიდა,კვლავ დენისს მივარდა და სახე ააწევინა.
-ეი,დენი! აწიე ,ბევრი დრო არ გვაქვს!
რადგანაც არანაირი პასუხი არ მიუღია,ამოიოხრა და კაცს გაშლილი ხელი სტკიცა სახეში,
-ჰეი!-შეანჯღრია-იცოდე,წავალ და დაგტოვებ აქ!
თავი გაიქნია,კაცს ხელი უშვა და წელში გასწორდა.
-ვიცი,რომ აქედან უნდა გაგიყვანო,დამჭირდები. წინასწარმეტყველი ვარ და ვიცი,რა...
სიტყვა “წინასწარმეტყველზე” კაცმა თავი ასწია,გოგონას გაგიჟებულმა შეჰხედა და ფეხზე წამოხტა.
-ვინ?-ამოიღმუვლა და გოგონას მიეჭრა-ვინ?
-ხო,ეგ ვარ მე! წამოდი ახლა-რადგანაც დენისი ფეხზე წამოაყენა,უფრო გათამამდა,ხელი მაგრად ჩასჭიდა და მაცივრიდან გაათრია.
კარი გაჭირვებით დაკეტა და დენის მიუბრუნდა.
-სხვა გასასვლელი არის აქ? იცი?
კაცმა ამღვრეული თვალები შეანათა და თავი დაუქნია.
-რა გაგიკეთეს? წამიყვანე,დენი. აქედან უნდა გავიდეთ.
კაცი ზანტად დაიძრა,თუმცა ფეხს ნელ-ნელა აუჩქარა,მირა დერეფნის ბოლომდე მიიყვანა,შემდეგ კი შედგა,ერთ-ერთ კარს ისე შეავლო მზერა,თითქოს რაღაცას იხსენებსო,შემდეგ კი სწრაფად ჩამოსწია სახელური.
მირამ შვებით ამოისუნთქა,როდესაც კარს მიღმა კიბეს მოჰკრა თვალი. საჩქაროდ დაეშვა კიბეზე და დენიც თან გაიყოლა.ცდილობდა,ხმაური არ გამოეწვია და კაციც თითქოს ხვდებოდა,რომ ჩუმად უნდა ყოფილიყო,დენის ეტყობოდა,მის გონებაში ბრძოლა მიმდინარეობდა,რადგანაც წამით თუ საღი მზერა ჰქონდა,მეორე წამს ებინდებოდა და ბუტბუტს იწყებდა.
კიბით კიდევ ერთი სართულით დაბლა ჩავიდნენ. ბეტონის დიუდ სვეტებს შორის დიდი ,ცარიელი სივრცე გადაშლილიყო,ხოლო მის მიღმა -ჩამავალი მზე,რომელსაც ნაცრისფერ ღრუბლებში ცოტაოდენი ვარდისფერი გაეპარებინა.მირა მიხვდა,ადრე ეს სასტუმროს მაცხოვრებლებისათვის განკუთვნილი ავტოფარეხი იყო,ახლა კი ირგვლივ უამრავი ყუთი და ნაგვის შავი პარკები მოჩანდა.
საშინელ არეულობაში დამალვა არც კი სჭირდებოდათ. ფრთხილად მიიწევდნენ ნაგვის გროვაში,როდესაც მირამ მანქანა დალანდა. შავი,პრიალა ჯიპი უხერხულადაც კი გამოიყურებოდა იქაური არეულობის ფონზე.
-წამოდი,მაქნანა!-ხელი დაუქნია დენისს,რომელიც ჩამორჩენოდა,კართან გაუბედავად იდგა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-აქ მცველები არიან-ამოიბურტყუნა ბოლოს-სად არიან?
-სძინავთ-ჩაიქირქილა მირამ-წამოდი-მეთქი!
-ეგ მანქანა არ მუშაობს-ბოლოს და ბოლოს,მიუახლოვდა კაცი და თითი შავი ავტომობილისაკენ გაიშვირა-თუ ვინმე შემოიპარება,მანქანის გაყვანას ეცდება და მერე ბუმ!-იმხელა ხმაზე დაიყვირა,გოგონა შეხტა და დაუცაცხანა.
-ჩუმად,იდიოტო!კარგი,მაშინ ფეხით წავიდეთ,არ გვინდა ეს მანქანა. როგორ გავიდეთ?
კაცმა თავი ჩახარა და მხრები აიჩეჩა.
-სხვა მანქანები არაა?
დენიმ ახლა თავი დაიქნია.
-მერე,არ უნდა მითხრა? ღმერთო,წამოდი.
მანქანის ძებნას შეუდგნენ,უფრო სწორად კი,მირა ეძებდა,დენი კი მიჰყვებოდა. რამდენიმე ფერით სხვადასხვა სექტორები იყო მონიშნული. ერთ-ერთ,მწვანე სექტორში მირამ არაბუნებრივად ბევრი შეკოკოლავებული მუყაოს ყუთები დალანდა და მიხვდა,იქ რაღაც იმალებოდა.ასე მიაკვლია სწორედ იმ მანქანას,რომლითაც ეზიმ მირა სასტუმროში მიიყვანა. როგორც ჩანდა,მის შეკეთებას აპირებდნენ,რადგანაც ვიღაცას ხელსაწყოები მიეზიდა მანქანასთან.
მირამ კაცი ძალით შეტენა მანქანაში,თავად მძღოლის მხარეს მოთავსდა და ძრავი ჩართო.
ლოცულობდა,რომ საწვავი ყოფილიყო,როდესაც გასროლის ხმა მოესმა და მანქანის სარკის ნაწილები ჰაერში გაიფანტა.
თავი დახარა,გაზს ძლიერად მიაჭირა ფეხი,ბორბლების ჭრიალის ხმასთან ერთად,ღრიალი გაიგონა და მიხვდა,ვისაც ეკუთვნოდა ეს ხმა.
მისკენ იარაღშემართული ეზი მოიწევდა,მისი სახელი კიდევ ერთხელ დაიღრიალა. ჯერ შორს იყო,თუმცა ამ მანძილიდანაც მშვენივრად გრძნობდა,როგორი გაცოფებულიც იყო კაცი,ამიტომაც რომანტიკული შეხვედრისთვის დიდ ხანს აღარ მოუცდია,წინ დაწყობილი მუყაოს ყუთები გაფანტა და გასასვლელისაკენ გაემართა. რამდენიმე გასროლის ხმა კიდევ მოესმა,მაგრამ ეზის აშკარად არ ან ვერ სურდა მიზანში მოხვედრა.
-აბა,გამაგრდი,დენი!-დაიწივლა,რადგანაც მავთულის ღობე დაინახა-იმედია,ჩვენი რაში გაუძლებს!
ხსენებულმა რაშმა უპრობლემოდ გაარღვია ღობე,ორი ტყვე თავისუფლებაზე გაიყვანა და სიხარულით აწივლებულ მძღოლთან ერთად გაუყვა საღამოს ბინდით შევსებულ ქუჩებს.
გარესამყაროსგან მოწყვეტილ მირას ცოტათი ეუცხოვა სიტუაცია,რომელიც გარეთ დახვდა. ეგონა,მიჩვეული იყო შვილების რუხი ფერის სხეულებს,სისხლით მოსვრილ ასფალტს და უძირო,ჩოგბურთის ბურთისოდენა შავ თვალებს,მაგრამ შეცდა.
გაიაზრა,რამდენად ცუდ ენერგიას გამოსცემდნენ ეს არსებები.მათგან შორს მყოფმა მხოლოდ ახლა გაიაზრა,რამდენად ჰქონდა გამოცლილი სასიცოცხლო ენერგია მანამ,სანამ ქუჩებში ბაბასთან ერთად დაძრწოდა. შვილები სიცოცხლეს სწოვდნენ ხალხს.როგორც სხეულიდან,ასევე სულიდან.
შესაძლოა,ფიზიკურად არ შემეხონ,მაგრამ თუ დიდ ხანს შევაჩერდი,აუცილებლად გარდავიცვლებიო,გაიფიქრა მირამ და კიდევ ერთი სხეული სიამოვნებით გაჭყლიტა მძიმე მანქანის ბორბლებით.
-ასე მოუხდებათ!არა,დენი?-კაცს გაჰხედა,რომელიც ფანჯარაში ინტერესით იცქირებოდა და მხოლოდ მაშინ ინძრეოდა,თუ რომელიმე რუხი ხელი ფანჯარას მიეხლებოდა.-ვიცოდი,რომ დამეხმარებოდი!აი,ყველაფერი ვიცი,რა!-ჩაიცინა გოგონამ-ისიც ვიცი,რა დაგემართა. ეს არსებები აგიჟებს ხალხს. იმათ აგიჟებს,ვინც ძლიერია და ვერ კლავენ. შენც გაგაგიჟეს,მაგრამ უკან დაგაბრუნებ,მაცადე მხოლოდ.
-გამაგიჟეს-გაიმეორა კაცმა,მირას სევდიანი თვალებით შეჰხედა და კვლავ ფანჯარას მიუბრუნდა.
-დაახლოებით ხუთწუთიანი ფორა გვაქვს,მეტი არა-ფიქრიანად ჩაილაპარაკა გოგონამ-სად დავიმალოთ?ახლა ბაბას ვერ მოვძებნით,დრო არ გვაქვს,თანაც ყველგან ეს დამპლები არიან...
-წინასწარმეტყველი-მხრები აიჩეჩა კაცმა.
მირა წარბაწეული მიაჩერდა.
-მართლა ვანგა კი არ ვარ-ჩაიბურტყუნა-კარგი,უბრალოდ ვიაროთ და რამეს მოვიფიქრებ.
ფიქრი მართლაც დაიწყო,თუმცა სხვა რამეზე.
ღიმილით ფიქრობდა იმაზე,თუ რა სახე ექნებოდა ეზის,როცა გაიგებდა,რომ მირამ მისი მთელი ჯგუფი გათიშა,გაიქცა და ბონუსად ტყვეც „აახია“.
მშვენივრად იცოდა,თუ ეზი დაეწეოდა,კარგს არაფერს უზამდა,მაგრამ მაინც,კმაყოფილების შეგრძნებას ვერ ერეოდა.ახლა ანგარიში გაათანაბრა და როგორც მზია იტყოდა,კაცში ინტერსი ისევ გააღვივა.
-თუ რამე,მზიას დავაბრალებ და ეზის ვეტყვი,მაგან მითხრა,რომ აღარ დაგაინტერესებდი და მაგიტომ გავიქეცი-მეთქი-გადაიხარხარა და დენის გაჰხედა-მერე ის მეტყვის,მე სულ მაინტერესებ,ძვირფასო,ორ ტონა მაკარონს და ტუალეტის ქაღალდს შენი წყალობით მივიღებ მომავალ თვეში-ბოხი ხმით გამოაჯავრა ეზის და ფიქრიანად დაამატა-მგონი,მეც გავგიჟდი!
-აქ!-შეჰყვირა დენისმა და მირა ეზიზე ფიქრებს მოსწყვიტა.კაცი თითს მაღალი შენობისაკენ იშვერდა.
-სად აქ? გავაჩერო?-იკითხა და მიმოიხედა.ირგვლივ რამდენიმე რუხი სხეული მოჩანდა,შვილები ნელ-ნელა მისდევდნენ მანქანას,თითქოს ვალდებულებას იხდიდნენ და დიდად არ ეხალისებოდათ იდიოტი ადამიანების დევნა.
-კიბე,კიბე-დაიყვირა დენისმა.თითქოს სისხლი გამჯდარი სიგიჟისგან ეწმინდებოდა და უფრო ემატებოდა აზროვნების შესაძლებლობა.
მირამ შენობას შეჰხედა,მანქანა შეანელა და წამოიყვირა.
-სახანძრო კიბე აქვს,მაღლა ავიდეთ?
დენისმა თავი დაუქნია. გოგონამ მხარზე გადაკიდებული იარღი მოიხსნა და კაცს მიაწოდა.
-ეს შენ უფრო გამოგადგება.მანქანიდან უნდა გადავხტეთ,კორპუსის ძირში ვერ დავტოვებთ,ეზი გვიპოვის.შვილები შენზეა,როგორმე უნდა დავუძვრეთ,კარგი?-სწრაფად მიაყარა მირამ.
დენიმ იარაღი ჩამოართვა, კვლავ ჩვეული,თანხმობის მანიშნებელი მოძრაობა შეასრულა და კარის სახელურს დასწვდა.
-სამი,ორი,ერთი-დაიყვირა მირამ და მიმავალი მანქანიდან ისკუპა.
დაცემისას ხელები და მუხლები გადაუტყავდა,თუმცა ვერანაირ ტკივილს ვერ გრძნობდა,ასფალტზე რამდენჯერმე გადაგორდა და სწრაფად წამოიწია.
დენისი უკვე ფეხზე იდგა,ხელში იარაღი ჩაებღუჯა და ნელ ნელა უკან უხევდა. არ ისროდა,გარს რამდენიმე შვილი შემოჰხვეოდა,თუმცა ერთ-ერთს იარაღის კონდახი ჩაარტყა,მეორეს ფეხი და ოსტატურად გაძვრა მაღალი შენობის მიმართულებით.
მირამ უკან მიიხედა და მაშინვე ფეხზე წამოხტა. მანქანა წინ მიიწევდა და ქუჩაზე მოფენილ შვილებს ბალახივით თელავდა,თუმცა საზიზღარი არსებები მაინც მრავლად იყვნენ და ყველა მათგანი მირასკენ მოიწევდა.
-გაიქეცი!-მოესმა დენისის ღრიალი,გახევებული სხეული აიძულა,ფეხები აემუშავებინა.
ისეთი გრძნობა დაეუფლა,როგორც სიზმრებში. უფრო სწრაფად უნდოდა წასვლა,მაგრამ ვერ ახერხებდა. რაღაცა ხელზე შეეხო,მიბრუნების დრო არ ჰქონდა,მაგრამ არც წინსვლა შეეძლო. იმ გრძნობას ვერ იშორებდა,თითქოს ყველაფერი ამაო იყო. რეალობა,სადაც იბრვოდა,სადაც წინასწარმეტყველობას აბრალებდნენ,შორს იყო,თანდათან იწრიტებოდა და ირგვლივ ისეთივე საშინელი სიცარიელე რჩებოდა,როგორც შვილებს ედგათ თვალებში.
ერთ-ერთმა შეჰხედა თვალებში,მისკენ გაიწია და მირას თითქოს თავში წამოარტყესო.
მორუხო,შედედებული სისხლით მოთხვრილ სახეს შეჰხედა,დააკვირდა,გაიაზრა და მის გარემო შემოფარგლული სასოწარკვეთის ბურუსი წამში გაიფანტა.
ფეხებში ძალა დაუბრუნდა,შეჰკივლა და დენისისნენ გაიქცა,რომელსაც სახანძრო კიბე დაეჭირა,ცალი ხელით ვამპირებს იგერიებდა და მირას შეღონებული ელოდა.
გოგონა შველივით გარბოდა,ბედნიერი ღიმილით განათებოდა სახე,წამში გაჩნდა კიბესთან,შეხტა და აცოცება დაიწყო,თან ბოლო ხმაზე ხარხარებდა.
დიდ ხანს მიცოცავდა,დენი ქვემოდან მოჰყვებოდა,შენობას თექვსმეტი სართული მაინც ექნებოდა,თუმცა სახურავზე ასული მირა კვლავ შესანიშნავ გუნებაზე იყო. დენი კი ბრძოლას კიდევ უფრო გამოეფხიზლებინა.
ქოშინით ჩამოჯდნენ ფართო მოაჯირზე,მირამ ღრმად ჩაისუნთქა,ქალაქს გადაჰხედა და ამოილაპარაკა.
-გახსოვს,ადრე? ათასი ფერადი ციცმიმა. ახლა კიდევ უბრალოდ არაფერი.თბილისი მხოლოდ ღამით იყო ლამაზი,ისიც იმიტომ,რომ სინათლის მეტი არაფერი ჩანდა,ახლა ეგეც ჩაქრა.
-მე მომწონდა-ამოთქვა დენიმ და დაბლა ჩაიხედა.
-რა? თბილისი?
კაცმა ჩვეულად თავი დაიქნია.
-ეტყობა,ყოველთვის შორიდან უყურებდი-ჩაიცინა მირამ.-ყველაფერი ასეა,შორიდან ლამაზია,შეგიტყუებს და შვილად გაქცევს. არა,დღეს მაინც ისტორიული დღეა-ამოთქვა და წელში გაიმართა-ასეთი კმაყოფილი ჯერ არ ვყოფილვარ!
დენიმ კითხვისნიშნიანი მზერით შეჰხედა.
-იცი,ვინ დავინახე ამ ჩამავალი მზის ფონზე?-საზეიმოდ გამოცხადა მირამ-ჩემი ყოფილი!
ხმამაღლა გამოცხადებულმა ფაქტმა კიდევ უფრო გაამხიარულა.
-წარმოგიგდენია,დენის? თანაც,ამდენ შვილში რომ ვიცანი ეგ ნაბი*ვარი!? ეგრე მოუხდება.-გახურებული სახე ხელით გაინიავა-კარმა ნამდვილად ძუ*ნაა ,თითქმის ჩემნაირი.იცი,მგონი მართალი იყო ნიქსი,კარგ სულებს შვილები ვერ მოერევიან,უმრავლესობა კი სწორედ თაზოსნაირი ნაგავი იყო და გეფიცები,იმსახურებენ ასეთ რამეს!
-მაგრამ ჩვენ არ ვიმსახურებთ მათ-უპასუხა დენიმ და წინ გადაშლილ წყვდიადს ჩაჰხედა.
სიბნელეში აკანკალებული მიმოდიოდა. რამდენიმე საათი გასულიყო მას შემდეგ,რაც



6.გამოცდა

სახურავზე ამოძვრა. სიცივეს უკვე მთელი სხეული მოეცვა და კანკალს ვეღარ იკავებდა.
მის გვერდით დენისის სხეული მოკუნტულიყო და არათანაბრად სუნთქავდა. ცივ ბეტონზე ვერაფრით ისვენებდა. წამოდგა და ხტუნვას მოჰყვა.
-ამდენი რამ იმისთვის არ გადამიტანია,რომ სახურავზე სული ამომძვრეს-ამოიქოშინა და ხტუნვა გააგრძელა. ერთი საათი შეუჩერებლად ვარჯიშობდა. სიცივემ ნელ-ნელა დაიხია სხეულში და ოფლის პატარა წვეთებმა სახე დაუნამა.
შესასვენებლად გაიარ-გამოიარა,კვლავ გადახედა ღამეს და შეწყვეტილი ფიქრი გააგრძელა.
-ახლა რა უნდა ვქნა? ბაბას მოვძებნი და შემდეგ... ბათუმში წავალთ. ყველას ჯანდაბამდე გზა ჰქონია,არ მაინტერესებს წინასწარმეტყველებები და ჯადოქრები. დედა და მამა უნდა მოვძებნო. მანამდე ვერ მოვკვდები,უბრალოდ უფლება არ მაქვს!
-ახლახანს შენი ყოფილი სიყვარული დაინახე,რომელიც შენს შეჭმას ლამობდა-ჩაიქირქილა ქვეცნობიერმა-ძალიან გაგიხარდა,მაგრამ მერე რას იზამ,დედაშენიც იგივე მდგომარეობაში რომ დაინახო? პირზე სისხლშემხმარი,დიდი,შავი თვალებით,მობუტბუტე...
-დედა ძლიერია,ისევე,როგორც დანარჩენები. ასე ადვილად ვერ დაიმორჩილებდნენ.
-დაიმშვიდე თავი,სხვა რა დაგრჩენია?
დენისს მიუახლოვდა და პულსი გაუსინჯა. სწრაფი და ურითმო ცემა იყო. შეანჯღრია და გამოაღვიძა.
-სიცივეში არ უნდა დაიძინო,გესმის?
კაცმა თვალები ზანტად შეარხია და ხელი აიქნია.
-ცოტა ხანს დავიძინებ...
-არა,დენი,გამოფხიზლდი!-არ მოეშვა და მანაც ,ბოლოს და ბოლოს,მზერადაწმენდილმა შეჰხედა.
-შენ!-შეხტა და სწრაფად წამოხტა-აქ რა გინდა?-სახურავს თვალი მოავლო და დაამატა-სად ვართ?
მირამ გაოგნებულმა შეჰხედა და თვალები აატრიალა.
-ახლა არ მითხრა,რომ არაფერი გახსოვს!
-გამას შტაბში ვიყავი... მე-თავზე ხელი გადაისვა და ამოიოხრა-ნარკოტიკებით მაბრუებდნენ,რა მოხდა?
-მოდი,ვიხტუნაოთ და თან მოგიყვები-წაილაპარაკა გოგონამ და სიცივესთან ბრძოლა განაახლა.
გათენებამდე გაიგო,რომ აკა მაშინ დაბრუნებულიყო თავშესაფარში,როდესაც გამას წევრებს დენისი დაეკავებინათ. როგორც აღმოჩნდა,კანალიზაციის სხვა მდგმურებისთვის მიეგნოთ და მათაც გაემხილათ სხვა დანარჩენების ადგილსამყოფელები. დენისს, რა თქმა უნდა,წინააღმდეგობა გაეწია,თუმცა სროლის ხმაზე დაჯგუფების სხვა წევრებიც მისულიყვნენ და ასე დამთავრებულიყო მისი თავისუფლება.
აკა ზუსტად იმ დროს დაბრუნებულიყო,როდესაც დენისი გაკოჭილი მიჰყავდათ უფროსთან,რა თქმა უნდა,არც მისთვის დაუწყიათ ბევრი ხვეწნა,ერთ-ერთ „გლადიატორად“ გამოიყენეს და პირველივე ბრძოლაში დამარცხებულიყო.
დენისი კი ბრძოლას აგრძელებდა.იცოდა,განწირული იყო,მაგრამ რაღაც არ აძლევდა სიკვდილის საშუალებას. ეს რაღაც წინასწარმეტყველის პოვნის დაუშრეტელი წყურვილი იყო.
-რატომ ფიქრობენ,რომ შენ ხარ ის?-იკითხა კაცმა,როდესაც მზის პირველი სხივები შეერია წყვდიადს.
-არ ვიცი,ასაკი შეეფერება-მხრები აიჩეჩა მირამ-თან რაღაც იდიოტური გამოცდები ჩამიტარა ეზიმ. ბეჭედი დამალა ყუთებში.
-და შენ იპოვე?
-კი.
-რამდენჯერ?
-ოთხჯერ.
დენისი ჩაფიქრებული შეაჩერდა.
-და იქნებ,მართალია?
-წინასწარმეტყველი ვარ? კარგი,რა!-ჩაიცინა-უბრალოდ მიმართლებს. ვიღაც ძალიან მწყალობს იქიდან-საჩვენებელი თითი ზევით აღმართა.
-არის სხვა გზაც,რომ შევამოწმოთ-არ მოეშვა.-უბრალოდ,უფრო სახიფათოა.
-მაინც?
-სიკვდილის სიახლოვე. წინასწარმეტყველის მისია ესაა,გვერდი აუაროს სასიკვდილო მახეებს და მიაღწიოს ღვთის მიერ გამოგზავნილ წამლამდე.
-სასიკვდილო საფრთხე-დააგემოვნა მირამ-ბოლო რამდენიმე თვეა,სიკვდილი დამდევს ფეხდაფეხ,არა მხოლოდ მე,არამედ ყველა დანარჩენ ცოცხალ არსებას. გადარჩენილი რადგანაც ვარ,ეგ იმას არ ნიშნავს,რომ ავტომატურად მსოფლიოს მხსნელად ვიქეცი.
-სხვა რამეს ვამბობ. მაგალითად,ორი აბი. ერთი მომწამვლელი,მეორე უბრალოდ ვიტამინი. არჩევანი შემთხვევითობაზეა. და ეს არჩევანი რამდენჯერმე უნდა გააკეთო. თუ გადარჩები,ესე იგი...
-მადლობა,მაგრამ ისედაც საკმარის შიშს ვჭამ ყოველდღიურად. თანაც,თუ ეგ წინასწარმეტყველი საერთოდ არსებობს,მე ნამდვილად არ ვარ. უბრალოდ ყველა შეპყრობილია მისი ძებნით და იმიტომაც ელანდებათ ყოველ კუთხეში. მე ჩემი ოჯახი უნდა ვიპოვო.
-მე რატომ წამომიყვანე? ხომ შეგეძლო,მარტო გაქცეულიყავი-ჰკითხა დენისმა.
-არ ვიცი-გულწრფელად მიუგო მირამ-უბრალოდ ვიფიქრე,რომ ასე უფრო კარგი იქნებოდა. რობიმ მითხრა,რომ იქ იყავი.ამას კი ასე ვერ დავტოვებდი. ბოლოს და ბოლოს,ჩემ გამო დაგიჭირეს.
-მე ხილვა მქონდა-მოულოდნელად წამოიძახა კაცმა და მირამ თვალებგაფართოვებულმა შეჰხედა.
-რა გქონდა?
-ხილვა!უფრო სიზმარი,ან არ ვიცი,რა.მაგრამ რეალური იყო,დარწმუნებული ვარ. ხომ გქონია ისეთი შემთხვევა,როდესაც არანაირი საფუძველი არ გაქვს,რომ რაღაცის გწამდეს,მაგრამ მაინც გწამს?ჯერ კიდევ მაშინ,სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა,კაცი მესიზმრა. შუა ხნის,გრძელი თმა და წვერი ჰქონდა,როგორც საეკლესიო პირებს,მაგრამ ტანსაცმელი სხვანაირი ეცვა.მგონი,მუშას ჰგავდა. ისე მახსოვს,თითქოს რამდენიმე წამის წინ გამომეღვიძა,მითხრა,რომ მოვიდოდა დრო,როდესაც დედამიწაზე მზე ძალას დაკარგავდა,ეშმაკი ადამიანებზე გაიმარჯვებდა და ღმერთი ჩვენს დახმარებას შეწყვეტდა. მითხრა,როცა ეს დრო დადგება,გოგონა გადაარჩინეო.როდესაც ვკითხე,უფრო სწორად,გავიფიქრე,ვინ გოგონა-მეთქი,მიპასუხა,რომ ის თავად მომძებნიდა. შენ უკვე ორჯერ მოხვედი ჩემთან შენივე ფეხით.ისე,რომ თითიც არ გამიტოკებია.-დაასრულა თხრობა და ამომავალი მზის სხივებს სახე შეუშვირა.
ჩაფიქრებული მირა უყურებდა,როგორ იწმინდებოდა ქუჩები ბილწი არსებებისგან,რომლებიც ჩრდილს დაეძებდნენ და კორპუსებში იმალებოდნენ.ახლა ადამიანის დრო დგებოდა.იქნებ,ასე დავინაწილოთ ცხოვრება-ღამით ისინი,დღისით კი-ჩვენო,გაიფიქრა და დენის მიუბრუნდა.
-ანუ,იმის თქმა გინდა,რომ ეს ყველაფერი უკვე დაწერილიადა ჩვენ უბრალოდ სცენარს უნდა მივყვეთ? კი ბატონო,ვიყო წინასწარმეტყველი. ეს არაფერს ცვლის. მე არაფრად მიღირს იმ სამყაროს გადარჩენა,სადაც მარტო ვიქნები.შესაძლოა,მათი პოვნის შემდეგაც მარტო დავრჩე,ან საერთოდ ვერ ვიპოვო,მაგრამ ახლა თუ არ ვცდი,უბრალოდ თავს ვერ ვაპატიებ... დამეხმარე,მოვძებნო ჩემი ოჯახი და შემდეგ მეც დავიჯერებ,რომ წინასწარმეტყველი ვარ.
დენიმ თავი მძიმედ გაიქნია და დაღონებულმა შეჰხედა.
-კაცობრიობა უკანსკნელ წამებს ითვლის,მირა...
-მაშინ,მით უმეტეს,უნდა ვიჩქაროთ!

სახურავზე ასვლისას მირა,ადრენალინის დიდი დოზის წყალობით,დიდად შიშს ვერ გრძნობდა,თუმცა როდესაც მზემ საკმარისად ამოანათა და დაბლა დაშვება მოუწიათ,მიხვდა,რომ მთლად კარგად ვერ ჰქონდა საქმე.
სიმაღლის შიშს ისიც ერთვოდა თან,რომ საშინელი გრძნობა არ ეშვებოდა-ეგონა,ვიღაც უთვალთვალებდა.ამ მცირე დროის განმავლობაში უკვე მოესწრო და საშიში მტრები გაეჩინა. აქამდე მისი საზრუნავი შვილები და უტვინო სანიტრები იყვნენ,თუმცა ახლა ქალაქის ყველაზე ძლევამოსილი დაჯგუფების ლიდერი მასზე კბილებს ილესდა და დარწმუნებული იყო,ეზის კიდევ სადმე თუ გადაეყრებოდა,მათი შეხვედრა ისეთი სასიამოვნო ნამდვილად ვეღარ იქნებოდა,როგორც უწინ.
არეული ფიქრებით დაეშვა მიწაზე და დენისთან ერთად ფრთხილად გაუყვა ქუჩებს.
ღამით მანქანების ხმა ესმოდა,იმაზე შფოთავდა,რომ შესაძლოა ეზის მათი სამალავი ამოეცნო,მაგრამ შვილებით გადატენილ ქუჩებში თავად გამას ლიდერიც კი ვერ იქმებოდა დიდ გულზე. ეშინოდა,რომ ეზი მას ვეღარ იპოვიდა. უნდოდა,მისგან გაქცეულიყო,მაგრამ ამასთან ერთად მთელი მისი გონება იმაზე ფიქრით იყო დაკავებული,რა მოხდებოდა,როდესაც მად კიდევ ნახავდა.
დენისმა აუხსნა,რომ ქალაქის სხვადასხვა ნაწილი განსხვავებულ დაჯგუფებებს ეკუთვნოდა.ძველი თბილისი და დანარჩენი აღმოსავლეთი ნაწილი „წმინდა ქართველებს“,სხვაგვარად კი,ფაშისტებს ეკავათ. ეს უკანასკნელი სახელი მათ იმიტომ ეწოდათ,რომ მიიჩვნევდნენ,საქართველოში ეს უბედურება უცხოელებმა შეიტანეს და ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილი რომ ყოფილიყო,უწმინდურები აქ ვერ შემოაღწევდნენ.ამდენად,ვერავის ვერ იტანდნენ,ვინც ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე ქართველი არ იყო,მათთვის “სისხლის სიწმინდის“ დადასტურება კი განსაკუთრებით რთული საქმე იყო,რადგანაც თუ ქერა,ცისფერთვალება,გაღუნულცხვირიანი ან უბრალოდ,არასანდომიანი შესახედაობის ადამიანი იყავი,ავტომატურად გერია უცხოელის სისხლი და შესაბამისად,ფაშისტების ექიმების ბასრ დანებსაც ვეღარ აიცილებდი.
დაჯგუფება საკამოდ ძლიერი იყო,თუმცა მცირერიცხოვნების გამო,თავიანთ ტერიტორიას არ სცილდებოდნენ და იქაურობის წალკოტად გადაქცევაზე მუშაობდნენ,სადაც ერთი-ორი ცოცხლად შემორჩენილი „ნამდვილი ქართველი“ დასახლდებოდა.
ძველი თბილისის შემდეგ,მთელი სანაპირო თავისუფალი ზონა იყო,სადაც ყველაფერი დაიშვებოდა-ძარცვა,მკვლელობა,თამაშები... თუმცა მხოლოდ სანაპიროზე.გამას ტერიტორიის დაწყება ნიშნავდა აკრძალვას.თუ კი აქ ფაშისტები ან სანიტრები ვინმეს რამეს დაუშავებდნენ(თუნცაც შვილებს) ეს ავტომატურად აძლევდა გამას უფლებას,შეჭრილიყო „ფაშისტებში“ და საპასუხო ძალა ეჩვენებინა.
დენიმ ბევრი რამ უამბო თბილისის დაუწერელ კანონებზე,თუმცა მირამ ბევრი ვერაფერი გაიგო,რადგანაც დიდად არ აინტერესებდა. მისი მიზანი აქედან გაღწევა იყო,ამიტომაც ეზისა და ვიღაც ჰიტლერიკოს შედგენილ კონსტიტუციაზე ტვინს ვერ მოიღლიდა. ერთადერთი,რაც დაიმახსოვრა,ის იყო,რომ მიუხედავად ტერიტორიის დანაწილებისა,სანიტრები მთელს თბილისში დაძრწოდნენ და გამას წევრებს ეხმარებოდნენ კიდეც საჭმლის სანაცვლოდ.
ეს ვირთხები ერთი ხომალდიდან მეორეში დახტოდნენ და მათთვის მთავარი იყო,რაიმე სახრავი ეპოვათ.
დენიმ ისიც განმარტა,ეზი თუ ფიქრობს,წინასწარმეტყველი იპოვა,მთელი ქვეყნის ავაზაკებს ფეხზე წამოაყენებს და მაინც გიპოვნისო,ამიტომაც მოუწიათ ორი დღე-ღამე სვლა ვიწრო ქუჩებსა და ორღობეებში,რომელთა ასავალ-დასავალი მხოლოდ დენისთვის იყო ცნობილი.
გზადაგზა,სიცივისა და შიმშილის გამო,გაძარცვულ სახლებსა და მაღაზიებს სტუმრობდნენ.
მირა საოცრად მშვიდად გრძნობდა თავს. დენისი მისი პირადი მცველივით იყო. ახლაღა მიხვდა,რას ნიშნავდა ძლიერი ადამიანის გვერდით ყოფნა. ბაბა ზედმეტად ემოციური იყო,მირას საკუთარი თავის მოვლასთან ერთად,მასზე ზრუნვაც უწევდა,რაც კიდევ უფრო ძაბავდა. დენისს კი მიჰყვებოდა გვერდით და იცოდა,უსაფრთხოდ იყო.
ეს სიმშვიდე ნაწილობრივ ნერვებს უშლიდა,ერჩივნა არავისზე დამოკიდებული არ ყოფილიყო,მაგრამ თავს იმით ანუგეშებდა,რომ დენისის გარეშეც მშვენივრად ახერხებდა გადარჩენას და ახლა უბრალოდ უნდა დამტკბარიყო იმით,რაც შემთხვევითობამ არგუნა.
სწორედ ამ კაცის დახმარებით აღარ დადიოდა ზამთრის სიცივითბ გაჯერებულ ქუჩებში თხელი ქურთუკის ამარა,მართალია,შიმშილის პრობლემას დენი კი არა,თვით მამა ღმერთიც ვერ მოაგვარებდა გაძარცვულ დედამიწაზე,მაგრამ ამას უკვე შეჩვეული იყო.
რამდენიმე სახლის მონახულების და ათობით შვილის განადგურების შემდეგ,მირა თბილ შარვალსა და ათეულობით შარფში გაეხვია და ფიქრობდა,მზიას დავემსგავსეო.
მიდიოდნენ ნელა,ფრილად და ძირითად შემთხვევებში,მშვიდად,სანამ თავისუფლების მოედანზე მდებარე კაფე „აისსა და დაისს“ არ მიადგნენ.
ეს დაწესებულება, რამდენიმე კვირის უკან, ბაბამ აღმოაჩინა და თავისი დაიმართა,სანამ მირა შიგნით შესვლაზე არ დაითანხმა.ამბობდა,ზუსტად დღევანდელი თემატიკის შესაფერისია და გამოგვადგებაო.როგორც აღმოჩნდა,ბიჭი გიჟდებოდა ფილმზე“დაისიდან აისამდე“ და აინტერესებდა,ეს დაწესებულება მართლა მის მიხედვით შეექმნათ,თუ არა,თუმცა ერთი ჩვეულებრივი კაფე აღმოჩნდა,რომელიც,რაღაც სასწაულით,მთელი და გაუძარცვავი გადარჩენილიყო,ბაბამ უჯრებში ჩხრეკვისას გასაღებსაც მიაგნო და ასე დაიბადა მათი გეგმაც.
“აისსა და დაისს” რომ მიადგნენ,მირამ შენობას მარტომ შემოუარა,დენისი კი სადარაჯოდ დარჩა.
არ იცოდა,ბაბა აქ დახვდებოდა თუ არა. როდესაც მხარში ტყვია გაქვს გარჭობილი,შესაძლოა მეგობართან ერთად შედგენილი გეგმები სულ ცალ ფეხზე დაიკიდო.ძალიან უნდოდა,ბაბას იმდენი ნებისყოფა აღმოჩენოდა,რომ მისთვის აქ დაეცადა.
ოდესღაც მომსახურე პერსონალისათვის განკუთვნილ რკინის კართან მივიდა დააკაკუნა და ყური მიუგდო. ჩქამიც კი არ ისმოდა. იქვე მდგარი ნაგვის ყუთის ქვეშ შეიხედა,გასაღები,რომელიც მან და ბაბამ დამალეს,არ დახვდა.უფრო ძლიერად დააბრახუნა და ზურგს უკან მოძრაობის შეგრძნებისად გულგახეთქილი მიბრუნდა.
-ჯობია,ერთად ვიყოთ.-თავზე დენისი წამოსდგომოდა.
-მგონი,აქ არაა-გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა-მაგრამ გასაღები არაა...
-არ გაიმძრე-მოესმათ გოგონას ხმა და დენისი იარაღშემართული შებრუნდა ქუჩის მხარეს,მირას ისედაც ფარავდა,თუმცა ახლა მთელი ტანით აეფარა ისე,რომ გოგონამ ვერაფრის დანახვა ვერ მოასწრო.
-ტყუილად მიმიზნებ მაგ სათამაშოს,უკან გაგიკეთებ თუ არ მეტყვი,აქ რა ჯანდაბას აკეთებ!-მოესმა წკრიალა ხმა.
-ნიქს!-დაიწივლა და დენის მხარს უკან თავი გამოყო.
მათგან ათიოდე მეტრის მოშორებით შავებში ჩაცმული ფიგურა იდგა და ხელში მშვილდი შეემართა.
მირას ხმის გაგონებაზე შეკრთა,თუმცა იარაღი არ დაუშვია.
-მირანდა? შენ ხარ?-იკითხა ყოყმანით.
-მე ვარ მე,დენი,ჩვენიანია-მხარზე ხელი დაარტყა და გოგონასკენ გაემართა,რომელსაც მშვილდი მხარზე მოეკიდებინა და გახარებული მიიწევდა მირასკენ.
-ბაბა,აქაა?-მივარდა და გადაეხვია.
გოგონამ უხერხულად მოჰხვია ხელები და მალევე მოშორდა.
-არა,მითხრა,რომ თქვენი გეგმის მიხედვით აქ უნდა დაგლოდებოდა,მაგრამ ეს ზედმეტად სარისკო იყო... ხომ ხვდები,იქნებ რაიმე წამოეცდევინებინათ შენთვის.
-ჩემთვის?-ეწყინა მირას-რა სისულელეა,ბაბას არ გავცემდი,
-ასეა თუ ისე,სიფრთხილეს თავი არ სტკივა.-მხრები აიჩეჩა გოგონამ-როგორ გამოიქეცი? ეს ვინაა?
-ჩემი ძველი მეგობარი,მისი დახმარებით გამოვაღწიე. მისმინე ნიქს,ბაბა სადაა? კარგადაა?
როგორც აღმოჩნდა,ნიქსის დების დახმარებით დაუღწევიათ თავი იმ ღამით, შემდეგ კი ქალაქის გარეთ,სამალავში გადაუყვანიათ.
ბიჭი მძიმედ ყოფილა დაჭრილი,თუმცა ჯადოქრები რისი ჯადოქრებუ იყვნენ,თუ ჭრილობას ვერ უმკურნალებდნენ.
ნიქსის ამ ნათქვამიდან მირამ დაასკვნა,რომ ბაბა ცოცხალი და ჯანმრთელი იყო.
-ვერ ისვენებდა,წამოსვლა უნდოდა,ამბობდა მირა აუცილებლად მოვაო,ხოდა ბოლოს მის წუწუნს ვეღარ გავუძელი და მე წამოვედი,რომ მენახა,აქ იყავი თუ არა.ყოველდღე მოვდიოდი.-დაასრულა გოგონამ.
-ყოველდღე?-ჩაერია დენისი -ეგ შეუძლებელია,ქალაქგარეთ თუ იყავი...
-მე ჩემი საშუალებები მაქვს.-მოუჭრა ნიქსიმ.
-მფრინავი ცოცხი?-კრიტიკულად შეათვალიერა კაცმა.
-დავით აღმაშენებლის დროს დაიწყო და დემეტრე პირველის სიბერეში დასრულდა-საზეიმოდ გამოაცხადა ნიქსიმ-თბილისის დაბლა კიდევ ერთი ქალაქია, გვირაბების ქალაქი.

თავისუფლების მოედანს დაბლა თუ ჩავუყებოდით,ავლაბრის მხარეს,მანამ,სანამ ადამიანთა ცივილიზაცია უკან სვლას დაიწყებდა,მრავლად დაინახავდით საამაყოდ გამოკვეთილ ისტორიულ ძეგლებს.
უძველესი ნაგებობანი ძველი თბილისის დასაწყისშივე იქცევდნენ ყრადღებას,ეს იყო თბილისის,საქართველოს ისტორია.
ამჟამად კი,უზარმაზარი,ოდესღაც მაღალი შენობების ნანგრევების ქვეშ დამარხულიყო ქართველთა წარსული.
მირა დადუმებულიმიჰყვებოდა ნიქსსა და დენისს,ათვალიერებდა იმ ადგილებს,სადაც წინათ მეგობრებთან,მშობლებთან,შეყვარებულთან ერთად სეირნობდა ოდესღაც.
აფეთქებებს ისტორია და მომავალი ერთმანეთში აერია,ვერ გაიგებდი,რომელი იყო დიად ქართველთა გადმონაშთი და რომელი-დაცემული,მკვდარი და დამონებული ხალხისა.
...და მათი დაცემა მანამდე დაიწყო,სანამ ეშმაკი ესტუმრებოდათ.
რომელი იყო უარესი? ტექნიკისგან სულგამოცლილი ცოცხალი მკვდრები თუ უცნობი წყევლისგან აღმდგარი მიცვალებულნი?
შვილები დარბიან მაინცო-გაიფიქრა და ნიქსს შენობის ნანგრევებში შეჰყვა.
ძველებურ სტილში აშენებულ,ქარხნის მაგვარ ნაგებობას შიგნიდან მტვრის სქელი ფენა ფარავდა. შენობა შედგებოდა ერთ ,უზარმაზარი დარბაზისგან,რომელშიც უცნაური დანადგარები იყო მიმოფენილი.
ქვაბები,დაზგები,ცისტერნები და ჯერ აქამდე არ ნახული ნივთები ყოველ ფეხის გადადმაზე ედებოდა მირას.
-ეს ააშენა დავითმა?-ეჭვით მიმოიხედა და ნიქსს მიმართა.
-არა,ეს რუსებმა.-გოგონამ უზარმაზარ ცისტერნას გვერდი აუარა და ცარიელ ადგილას დადგა-როდესაც ქართველი ინტელიგენცია დრო და დრო შეთქმულებებს აწყობდა,რუსები მიხვდნენ,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და გამოკვლევა დაიწყეს. აღმოჩნდა,რომ ძველი გვირაბები აღედგინათ და ასე ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს შეუმჩნევლად. რა თქმა უნდა,ისევ ვინმე მოღალატე გაამხელდა. მერე ნელ-ნელა ყველა ცნობილ გასასვლელს მიადგნენ,ზოგი ამოქოლეს,ზოგზე კი მსგავსი შენობები წამომართეს,შემთხვევით ვინმეს მაგათ უჩუმრად არ გადაედგა ნაბიჯი...-ნიქსი დაიხარა,დაბლა დაგებული რეზინის ხალიჩა გადასწია და იატაკში ჩატანებული რკინის კარი გამოაჩინა-მაგრამ არ გაანადგურეს,იმიტომ,რომ თავადაც მშვენივრად იყენებდნენ.
კარი მარტივად ასწია,ხელი დაიქნია,მომყევითო და კიბეს დაუყვა.
მირამ და დენისმა ერთმანეთს გადაჰხედეს,კაცი წინ წავიდა ,მირა კი უკან აედევნა და თვალებგაფართოვებულმა ჩააბიჯა “მეორე თბილისში”.
რამდენიმე წამს სრული წყვდიადი შემოეკრა,ხოლო შემდეგ ნიქსის ხმა გაისმა და სინათლემ თვალი მოსჭრა.
გოგონას ხელში პატარა სფერო ეკავა,რომელიც მძლავრ ნათებას გამოსცემდა.
-კარი დაკეტეთ და ზონარი ჩამოსწიეთ,გასასვლელი უნდა დაიფაროს!
მირა უკან მიბრუნდა,კარის დახურვასთან ერთად მის ცხვირ წინ პატარა შავი თოკი ჩამოკინწიალდა.
მოქაჩა,ზონარი აშკარად იმ რეზინის ხალიჩაზე იყო გამობმული,რომელიც ზემოდან კარს ფარავდა.
როდესაც ზონარი გამაგრდა და ადგილიდან აღარ იძვროდა,თავი ანება და თანამგზავრებს მიუბრუნდა.
გვირაბში იდგნენ,რომლის კედლებიც აგურით იყო ნაგები,ხოლო აქა-იქ ბუნევრივი სამაგრი,კლდე მოჩანდა.
წინ მიმავალი ნიქსი,პატარა მზით ხელში,ანათებდა ისტორიის საოცარ ქმნილებას.
ზოგ ადგილას მირამ ფრესკებიც კი დალანდა,ერთი-ორგან კი თეთრი საგნები,რომლებიც საეჭვოდ ჰგავდნენ ადამიანის თავის ქალას.
სტალაქტიტები და სტალაგმიტები ყველა მხარეს მოჩანდა და ზოგან ისე მომრავლებულიყო,რომ გასვლა ჭირდა.
გვირაბს განშტოებებიც ჰქონდა,თითქოს მიწისქვეშა საძინებლები გამოეჭრათო,პატარ-პატარა ოთახები მოჩანდა,აქა-იქ კი ბუნებრივი დერეფნები გაეკეთებინა დროს.
კედლები სველი იყო,წყალი რიტმულად წვეთავდა და მდორედ მიედინებოდა გვირაბში.
-საოცრებაა-ამოიჩურჩულა მირამ-ნეტავ აქამდე მცოდნოდა!
-მე სულ სხვა ისტორიას მასწავლიდნენ-ამაყად გადაჰხედა ნიქსიმ-ნამდვილს.
-ნიქს-მირას ეზი გაახსენდა,მისი მონაყოლი ჯადოქრობაზე-მაშინ ის როგორ ქენი? ფრინველები როგორ მიუქსიე ?
-რთული ასახსნელია-მხრები აიჩეჩა გოგონამ-მართვის ბგერებს მთელი რვა წელი ვსწავლობდი,აბა ახლა როგორ აგიხსნა?
-არსებობს ბგერათა განსაზღვრული რიგითობა,რომლებიც ცხოველების,მათ შორის ადამიანების ფსიქიკაზე ზეგავლენას ახდენს-ჩაიბუტბუტა დენისმა-სასწავლად რთულია,ასახსნელად მარტივი.
-ეზიმაც ეგ თქვა-ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა მირამ-ნიქს,შენ ხომ თქვი,მისია მაქვსო-მირას ეს კითხვა გოგონას დანახვიდან აწუხებდა-რატომ არ წახვედით? შენ და შენი დები. აქ რატომ დარჩით?
გოგონა ცოტა ხანს ჩუმად მიდიოდა,შემდეგ კი სასხვათაშორისოდ წაილაპარაკა.
-გავიგეთ,რომ გამას წევრებმა წინასწარმეტყველი აიყვანეს...
-თქვენ როგორღა გაიგეთ?-გაოგნდა მირა-ეზი მხოლოდ ვარაუდობდა...
-ხო და,ერთი წრუბელა აქვს მიკრობილი მაგ შენ ეზის,სახელად მზია. გეცოდინება,რომ წინასწარმეტყველის სიკვდილი სურთ იმათ,ვინც ეს ყველაფერი წამოიწყო. როგორც კი მზია მიხვდა,რომ ჯერ-ჯერობით არ გკლავდა ის კაცი,მაშინვე ააფრინა ყვავი და შეტყობინება გააგზავნა. შავი ორდენის წევრი საქართველოშიც ბევრი დადის და წინასწარმეტყველს ეძებენ,ისევე,როგორც მე,სწორედ მათ ეკუთვნოდათ ეს მესიჯი. მზია თვითონ ვერ მოგკლავდა,ეზი დაეჭვდებოდა,ამიტომაც სხვებს უთხრა შენი ადგილსამყოფელი. სავარაუდოდ,წერილი ერთი არ იყო,მაგრამ ერთ-ერთი ნამდვლად ჩავიგდეთ ხელში და გეგმასაც განვიხილავდით,თუ როგორ გამოგვეყვანე იქიდან,დღეს ბოლო შემოწმება იყო,ვაპირებდით გამას შტაბზე თავდასხმა მოგვეწყო. საბედნიეროდ,არ მოგვიწია.
-მზია-გამოსცრა მირამ-საზიზღარი ქალია.
-ბოროტი და მავნეა. აკადემიიდან ჯერ კიდევ მაშინ გარიცხეს,როცა ჩემი ასაკის იყო. -ზიზღით წარმოთქვა ნიქსიმ.-მშვიდობა არ უნდა,ადამიანები სძულს,ამიტომაც მოიქცა ასე.
გვირაბი რამდენიმე ტოტად დაიყო,ნიქსი შედგა და მირას შეჰხედა.
-აბა,საით წავიდეთ,თბილისის დასავლეთ გასასვლელში რომ ამოვიდეთ?
-მე უნდა ვიცოდე ეგ? შენ არ ჩამოგვიყვანე?-გაკვირვებით ასწია წარბი მირამ.
-ვამოწმებ. წინასწარმეტყველი აუცილებლად სწორ გზას აირჩევს.
მირამ თვალები აატრიალა,ოთხივე გასასვლელი ჩამოიარა და იმავეს დაუბრუნდა,სადაც იდგა.
-ესაა,პირდაპირ უნდა წავიდეთ-მიუბრუნდა გოგონას.
ნიქსიმ არაფერი თქვა,თავი დაიქნია და მირას მითითებულ მხარეს წავიდა.
ერთააათიანი ბოდიალის შემდეგ,როგორც იქნა,ქვით ნაშენებ კიბეს მიადგნენ. ნიქსი პირველი ავიდა და სახურავზე გაბმულად დააკაკუნა.
-თუ მართლაც წინასწარმეტყველი ხარ,ბევრი საქმე გველოდება-ღიმილით შეჰხედა მირას და კარიც გაიღო.
რიგ-რიგობით აძვრნენ მცირე ზომის ოთახში,რომელშიც საკმაოდ თბილოდა,პატარა მაგიდა და ჩალის სკამები კი სიმყუდროვის ელფერს სძენდა.
გვირაბიდან ოთახში ასულებს საბრძოლოდ შემზადებული, ნიქსის მსგავდად ჩაცმული გოგონა დახვდათ. ქერა,გრძელი თმების გარდა,ყველაფრით დას ჰგავდა.
შავი ტნსაცმელი სახის თეთრ კანს და თითქმის იმავე ფერის თმებს კიდევ უფრო ჰკვეთავდა,ხელში დიდი,წაწვეტებული ხის ჯოხი შეემართა.
-არ არსებობს. ეს ისაა?-ამოთქვა და მირას შეაჩერდა-წინასწარმეტყველი ?-შემდეგ კი მზერა დენისზე გადაიტანა-ეს ვიღაა?
-ჯერ არ ვიცით,არის თუ არა-ნიქსიმ შავი მოსასხამი მოიძრო და სკამზე გადჰკიდა-ეს კაცი -დენისი აათვალიერა-მირას მეგობარია.დაუშვი ეგ ჩხირი,არავინ გამოგვყოლია.
-ბაბა სადაა?-მოთმინება ამოეწურა მირას და კარისაკენ მოუთმენლად გაიხედა-ან სად ვართ საერთოდ?
ოთახში ერთი პატარა სარკმელიც კი არ იყო,რაც მირას აფორიაქებდა.
-მართლაც,სად არიან?-იკითხა ნიქსიმ და დას შეაჩერდა.
-სასეირნოდ-ამრიზა გოგონა და თავისი ხის იარაღი მაგიდაზე მიაგდო.
-რა?-ყურებს არ დაუჯერა მირამ.
-ჰო,მაგათ ჟღურტულს ვეღარ გავუძელი და გავყარე-თვალები აატრიალა.
-ჟღურ... რა? ბაბა ?-დენისს მიუბრუნდა-მომესმა თუ შენც იგივე გაიგე?
-ჟღურტულებდა-თავი დაიქნია კაცმა და სკამზე ჩამოჯდა.
-ეგ შენი ბაბა ერისს ეპრანჭებოდა ,ის კიდევ... ის უარესია. ბიჭი რომ დაინახა,სახეზე არც შეუხედავს,ისე გადაირია-დაღლილი სახით ჩამოჯდა დემი-თან დაჭრილი იყო,ბლა და ბლა.
-მე ქვეყნის ყველაზე საშიშმა დაჯგუფებამ გამიტაცა და ბაბა ვიღაც გოგოს ეჟღურტულება?-აღშფოთება თვალებიდან მაპერწკლებად გადმოსცვივდა მირას.
-ეგ ვიღაც გოგო ჩემი დაა და დამიჯერე,არც მე მომწონს ეგ ამბავი-თვალები დაუბრიალა დემეტრამ.-ერთ წამს ერთმანეთს თაფლსა და მარწყვს ეძახიან,მეორე წამს ბაბა შენ გახსენებს და ერი გიჟს ემსგავსება. ისე,იცოდე,რომ ვერ გიტანს.
-რატომ?-მირას გაკვირვების თავიც აღარ ჰქონდა.
-ჰგონია,მაგ ბიჭს უყვარხარ.
-მეტი საქმე არ აქვთ?-ხელი აიქნია მირამ -როდის დაბრუნდებიან?
-უკვე ბინდდება,ალბათ მალე-დემის შეეტყო,რომ კითხვები ყელში ამოსვლოდა-საჭმელი გინდათ?
ოთახიდან გავიდა და მალე კალათით ხელში დაბრუნდა.
-ორცხობილა,კურდღლის ხორცი და ტკბილი ჭარხალი გვაქვს. თუ გინდათ,ჩაისაც გავაკეთებ...
სიცილის ხმამ,რომელიც გარედან შემოდიოდა,საუბარი შეაწყვეტინა და წარბები შეუკრა.
-დაბრუნდნენ.-ისე თქვა,თითქოს ცუნამის მოახლოება აუწყათ.
მალევე კარი გაიღო და მასში წითური,მწვანე მოსასხამში გამოწყობილი გოგონა გამოჩნდა. ურჩი,ხვეული თმები მხრებამდე სწვდებოდა,სახეზე ჭორფლები იმენად მკვეთრად აჩნდა,რომ შორიდანაც დაინახავდი.
უცხო ადამიანთა დანახვისთავე სიცილი შეწყვიტა და მირას მტრულად მიაჩერდა.
-ეს ისაა?-იკითხა მკვახედ და უხალისოდ გადგა გვერდით,რომ ბაბა გამოეტარებინა.
თავსაპირველად მირამ იფიქრა,აერიათ რაღაც და ბაბას მაგივრად სხვა ბიჭი გადაარჩინესო,თუმცა როდესაც მისი დაძახებული საკუთარი სახელი გაიგონა,მიხვდა,რომ ცდებოდა.
ყოველთვის გაბურძგნული,გრძელი თმები და წვერები საერთოდ გამქარალიყო,მოკლე ვარცხნილობასა და გაპარსულ ლოყებს ბიჭი რამდენიმე წლით გაეახალგაზრდავებინა,ხოლო შავი ფერის,სუფთა და გაურღვეველი ქურთუკი სოლიდურ იერს სძენდა.
ბაბას ბევრი აღარ ულაპარაკია,მირას მივარდა და გადაეხვია.
-სად წაგიყვანა იმ დამპალმა? მეგონა,ვეღარასდროს გნახავდი!
-მარლა? იმიტომ დაარღვიე პირობა?-ამრეზით მოშორდა-რა დაგემართა?-თავზე ხელი გადაუსვა და ტუჩები უკმაყოფილოდ მოკუმა.
-ადამიანს დაემსგავსა-მის მაგივრად გასცა პასუხი ერიმ-მე დავამსგავსე.
-მისი ინდივიდუალურობა დაიკარგა,სტილი-ხელი აიქნია მირამ.
-საერთოდ რა იცი სტილის?-აღშფოთდა გოგონა და მირა კრიტიკულად შეათვალიერა.
-აშკარად უფრო მეტი,ვიდრე კაშკაშა მწვანე მოსასხამიანმა შეიძლება იცოდეს!
ორ ცეცხლს შუა მდგარი ბაბა ხან ერთს შეჰყურებდა,ხან მეორეს და ხმას ვერ იღებდა.
-გეყოფათ. უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც გვაქვს,ვიდრე ბატონი ბაბას სტილის გარჩევაა-დაუცაცხანა ნიქსიმ გოგონებს-მირანდა! უნდა დავრწმუნდეთ,რომ ნამდვილად ის ხარ,ვისაც ვეძებთ.
-და რა მოხდება,თუ დარწმუნდებით?-მირა ამაზე უკვე დიდი ხანია,ფიქრობდა.
ყვეკა წინასწარმეტყველს ეძებდა,თუმცა არავის უთქვამს,თუ რა უნდა გაეკეთებინათ მაშინ,თუ იპოვიდნენ მას.
-ეგ ჯერ არ ვიცით. უმაღლესმა მასწავლებლებმა მისია მოგვცეს-მივიყვანოთ გოგონა. დანარჩენი უკვე მათი საქმეა,ალბათ რაიმე გამოცდაა ან არ ვიცი...
-რაც არ უნდა იყოს,მე ჯერ ჩემი ოჯახი უნდა ვიპოვო-მოუჭრა მირამ-დიდად გმადლობთ დახმარებისთვის,მაგრამ არსად წავალ მანამ,სანამ ჩემებს არ ვნახავ.
-კაცობრიობის გადარჩენაზე პრიორიტეტული არაფერია-მოიღუშა ნიქსი.
-მართლა? და რას იზამ,ამ ორიდან რომელიმე რომ დაკარგო?-მის დებზე მიანიშნა-მაშინაც გეხსომება დიადი მისია?
-ის მაინც გავიგოთ,ნამდვილად ესაა თუ არა?-დემედრა ფეხზე წამოდგა-ოთხი თვეა ქალაქიდან ქალაქში დავეხეტებით,ნორმალურად არ მიძინია,არც მიჭამია. ვეძებთ ამ წყეულ წინასწარმეტყველს... გავარკვიოთ,ნამდვილია თუ არა,ასე გაურკვევლობაში ვერ ვიქნებით.
-მართალია,უნდა გამოვცადოთ-დაეთანხმა ნიქსი.
-როგორ ვქნათ?-ჩაერთო ერისი-მტკივნეული მეთოდი სჯობია...
-ისე ნუ საუბრობთ,თითქოს ქათმის კვერცხი ვიყო და არ მესმოდეს,რასაც ამბობთ-თვალები აატრიალა მირამ-ამოღერღეთ,რას აპირებთ?
ნიქსი მას მიუბრუნდა და გამომცდელად დააკვირდა.


-რატომ მაქვს ისეთი გრძნობა,რომ უკვე უარის თქმას აპირებ?
-იმიტომ,რომ ისეთი გრძნობა მაქვს,რაღაც აბსურდულს შემომთავაზებთ-უპასუხა მირამ.
-სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილება უნდა მიიღო.-თავი დაუქნია გოგონამ-ანუ არჩევანი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის უნდა იყოს.
-მაგალითად,ორი აბი?-ივარაუდა დენისმა-ერთი მომწამვლელი,მეორე-ჩვეულებრივი.
-მოიცა,ხალხო,რას ამბობთ?-აღსფოთებული ბაბა ფეხზე წამოდგა-არ მოგცემთ იმის უფლებას,რომ მირა მოწამლოთ!
-როგორმე შენი ნებართვის გარეშეც გავალთ იოლას-შეუბღვირა დემეტრამ.
-ორი აბი არ იმოქმედებს. დაახლოებით ათი ვარიანტი უნდა იყოს,თუ მეტი არა,რომ გამართლების რისკი შემცირდეს და შემთხვევითობა თავიდან ავიცილოთ.
-მირა-გოგონას მივარდა ბაბა-შენ რა,ამ სიგიჟეზე თანახმა ხარ?
-თუ კი ასე წამალს ვიპოვით,რატომაც არა-მხრები აიჩეჩა გოგონამ-თანახმა ვარ,კი. ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ,რაც ჩემს ოჯახს ვიპოვი. დამეხმარეთ მათ მოძებნაში და მერე ყველაფერს გავაკეთებ,რაც ჩემზეა.
-ახლა უგზო-უკვლოდ სახეტიალოდ არ გვცალია-მოიღუშა ნიქსი.
-მაშინ სხვა წინასწარმეტყველი მოძებნეთ-მოუჭრა მირამ-არ ვიცი,ამას მომავლის განჭვრეტა ჰქვია თუ უბრალოდ ინტუიცია,მაგრამ შინაგანი ხმა მკარნახობს,რომ სწორი გზა ერთია ჩემთვის და ის ჩემს მშობლებთან მიდის! მე მას გავყვები,მიუხედავად იმისა,მარტო ვიქნები თუ არა.-დენისს გაჰხედა-გამთენიისას ბათუმის გზას დავადგები.
კაცმა თავი მძიმედ დაუქნია და გაბარდულ წვერზე ხელი ფიქრიანად ჩამოისვა.
-თუ შენი მშობლები ამ დროისთვის ცოცხლები არიან,კიდევ ცოტა ხანს გაძლებენ უშენოდ-შეუძახა დემეტრამ-და რომც მიაგნო,ცოცხლებსა და ჯანმრთელებს,სანამ ,მათ ძებნაში დაკარგავ დროს,შესაძლოა კაცობრიობას იმხელა ზიანი მიადგეს,რომ გადარჩენის ყველა გზა მოგვეჭრას. ვერ ხვდები? ახლა საერთოდ ადამიანთა ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას და ეგოიზმია ამ დროს მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი!
-ღრმა პატივისცემის მიუხედავად,სულაც არ ვაპირებ,სასიკვდილო საფრთხეში თავს იმის გამო არ ჩავიდგებ,რომ დარწმუნდეთ,ის სულელური წინასწარმეტყველება ჩემზეა თუ არა. ამდენი ხანი მარტო ვწვალობდი,გადავრჩი და ნამდვილად არ მინდა,ამდენი გარჯის შემდეგ ასე იდიუტურად მოვკვდე. ტიპს ეგონა,რომ წინასწარმეტყველი იყო,მარა არ აღმოჩნდა და ფეხები გაფშიკა-ასე წააწერთ ჩემს საფლავს?
-ნაბრძანები გვაქვს,თუ კი დავეჭვდებით წინასწარმეტყველის ვინაობაში,საკუთარი სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს,გავარკვიოთ სიმართლე და წინასწარმეტყველი მასწავლებლებს მივგვაროთ.-მუქარით წარმოთქვა დემეტრამ.
-მაგ სახის არ მეშინია,ასე რომ,შეგიძლია ,მოეშვა-ჩაიფრუტუნა მირამ-თუ ასე ძალიან გაინტერესებთ,გამომყევით და გაიგებთ,ნამდვილად წინასწარმეტყველი ვარ თუ არა. დამიჯერეთ,სასიკვდილო საფრთხე კიდევ არაფერთხელ შეიქმნება ჩემს სიახლოვეს.
მირას ბაბასკენ არ გაუხედავს. არ უნდოდა მის თვალებში ყოყმანი დაენახა. მისი ახალი გარეგნობის მიღმა სხვანაირი პიროვნულობის დანახვა არ სურდა. თვეების განმავლობაში ერთმანეთის მეტი არავინ ჰყავდათ. მხოლოდ ბაბა და ის,სხვანაირს არც იცნობდა. არ იცოდა,როგორი იყო ბიჭი ხალხში,საერთოდაც,უნდოდა თუ არა მასთან ერთად დარჩენა მაშინ,როდესაც სხვები იპოვა.
-თათბირი!-წაიბურტყუნა დემეტრამ და დებს ხელი დაუქნია-თქვენის ნებართვით,სტრატეგიას განვიხილავთ და დავბრუნდებით.
ნიქსი და ერისი სწრაფად აედევნნენ დას და კარში გაუჩინარდნენ.
მირამ თვალი შეავლო გასასვლელს და ვიწრო დერეფნის მიღმა რკინის კარი დაინახა.როგორც ჩანდა,პატარა,ქვის ქოხის მაგვარ შენობაში იმყოფებოდნენ.
-კლდეშია გამოკვეთილი.თბილისის გასასვლელში,პატარა კლდეში ვართ ახლა-თითქოს აზრებს მიუხვდაო,ისე მიუგო ბაბამ.
მირამ პასუხი არ დაბრუნა. ცდილობდა,იმ ვარიანტს შეჰგუებოდა,თუ ბაბა მასთან ერთად არ წავიდოდა.
-მირა-არ მოეშვა ბიჭი-ბოდიში,რომ ჩვენს ბარში არ დაგხვდი. ბოდიში,რომ წვერი გავიპარსე-ხმაზე ეტყობოდა,მართლა სწუხდა-უბრალოდ... ნიქსი დამპირდა,აუცილებლად შევამოწმებო.მე კიდევ დაჭრილი ვიყავი და ამათ რომ არ წაესვათ რაღაც წამლები,ვერც გადავრჩებოდი,ალბათ. თმა და წვერიც უგონოდ რომ ვიყავი,მაშინ შემჭრეს-ნამუსახდილი ქალივით ამოთქვა.
-არაუშავს,გაგეზრდება-ჩაიბუტბუტა და ბიჭს ღიმილით გაჰხედა.
-არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი,მაგრამ მომენატრა ის დრო,მარტოები რომ დავბოდიალობდით და არაფრის აზრზე არ ვიყავით-გამოცოცხლდა ბაბა წინასწარმეტყველიო? შენ! აზრზე ხარ?როგორ გამოიქეცი?
-ვერასდროს მიხვდები!-დაიწყო მირამ და იმ დღეების შესახებ მოჰყვა,რომლებიც ბიჭის გარეშე გაეტარებინა.
უამბობდა ეზიზე,სასტუმროზე,მელოტ კაცსა და ალქაჯ მზიაზე,გამას გეგმებზე,იმაზე,თუ როგორ ჩააბარა ეზის გამოცდა,როგორ გააცურა რობი... და მხოლოდ ახლაღა იაზრებდა იმას,თუ რა გადახდა. მანამდე ყველაფერი იმდენად სწრაფად ვითარდებოდა,მირას გონება ვერ ეწეოდა,დაფიქრებისა და ყველაფრის აღქმის საშუალება არ ჰქონია. არც ერთი წამით არ მოუშვია დაჭიმული ნერვები,ახლა კი მეგობართან ერთად,მყუდრო ოთახში ,ყველაფერი ახლიდან ,გაორმაგებულად განიცადა.
-...ხო და,დენისი საერთოდ ხომ აზრზე არ იყო,ძლივს ლაპარაკობდა,მაგრამ მაინც მაჩვენა გზა,გამოვვარდით გარეთ და აი,წამებით გამოვასწარით ეზის. ალბათ ტყავს გამაძრობდა,რომ დავეჭირე...
-მე მაინც ვერ ვხვდები,მაშინვე რატომ არ მოგკლა-საუბარში დენისიც ჩაერთო.
-ფიქრობდა,თუ მომკლავდა,აღარავის ექნებოდა მისი დახმარების ინტერესი...
მირას საუბარი ოთახში დაბრუნებულმა დებმა შეაწყვეტინეს.თუმცა უკან მხოლოდ ორი მათგანი დაბრუნდა,ერისი არსად ჩანდა.
-ერი სადაა?-მოუსვენრად წაიგრძელა კისერი ბაბამ.
-მორიგეობა დავაწესეთ გარეთ.-თქვა დემეტრამ ,რომელსაც ხელში ჩაიდანი ეჭირა. დას ფინჯნები ჩამოართვა და ცხელი სითხე გაანაწილა-ზედემეტად დიდ ხანს დავრჩით აქ და შესაძლოა,ყურადღება მივიქციოთ.ჩაი? -მირას შეჰხედა და ჭიქა გაუწოდა.
-მერე,გარეთ სახიფათო არაა?-მირამ ფინჯანი ჩამოართვა და ცხელ ნივთს სიამოვნებით შემოაჭდო თითები.
-ჩვენთვის-არა. -უპასუხა ნიქსიმ და ჩაი ბაბასა და დენისს გადასცა.
-თათბირი შედგა?-იკითხა ბაბამ და უზარმაზარი ყლუპი ხვრეპით მოსვა.
-შედგა-ფრთხილად წარმოთქვა ნიქსიმ-ორი ხმა ერთის წინააღმდეგ. ჩემი და დემის გეგმას ერიმ მხარი არ დაუჭირა,თუმცა უბრავლესობის გადაწყვეტილება ასეთი იყო.
-და რა მოიფიქრეთ?-რატომღაც უსიამოვნოდ გაჰკრა გულში მირას.
-გამოცდას მაინც მოგიწყობთ.-გაუღიმა დემეტრამ.
-ვერ გაიგეთ? არ ავირჩევ. როგორ მაიძულებთ არჩევანის გაკეთებას,როდესაც არ მინ-და,უბრალოდ არ მივიღებ მონაწილეობას.-გაცხარდა მირა.
-მოგიწევს,თუ კი შენი მეგობრის სიცოცხლე იქნება საფრთხეში-უპასუხა ნიქსიმ და მაგიდაზე პატარა ფლაკონები ჩამოარიგა.-ცხრამეტი საწამლავი და მხოლოდ ერთი ანტიდოტი. ახლახანს ბაბამ ძლიერი საწამლავი შეხვრიპა-გამარჯვებულმა გაჰხედა ბიჭს,რომელსაც პირისკენ წაღებული ჭიქა ხელში გაუშეშდა და უაზრო ღიმილით შეაჩერდა ნიქსის.
-ხუმრობთ,ხო?-ჩაიფრუტუნა და ახლა დემეტრას მიუბრუნდა-ერიმ მოიფიქრა?
-ხუთი წუთი გაქვს-ყურადღება არ მიაქცია ნიქსიმ და გახევებულ მირას მიუბრუნდა-სამ წუთში ხველება დაეწყევა,ოთხში სისხლს ამოახველებს,ხუთში კი სასუნთქი გზები სისხლით ამოევსება და გაიგუდება. თვალებიდან და ყურებიდან სისხლი წამოუვა...
-რა?-წამოიკივლა ბაბამ,მირა ფეხზე წამოდგა და თვალები დააწვრილა,დენისმა კი იარაღი შემართა და ნიქსის დაუმიზნა.
-ჩვენს მოკლვას აზრი არ აქვს-მშვიდად მიუბრუნდა კაცს გოგონა-ამით ვერც ბაბას გადაარჩენთ და მირას ოჯახის პოვნის შანსებსაც შეამცირებთ. ჩვენ დახმარება შეგვიძლია.
-დამპლური საქციელია-გამოსცრა მირამ და ბაბას შეჰხედა,რომელიც საეჭვოდ დადუმებულიყო და სახე პომინდვრისფერი გახდომოდა.
-და რა მოხდება,თუ არასწორს ავირჩევ?-იკითხა მირამ.
-მოკვდება. ეს ექსპერიმენტი ნამდვილი უნდა იყოს,სხვა საშუალება არ უნდა დაგვეტოვებინა. ერთნაირი ფლაკონებია,თავადაც არ ვიცით,რომელია წამალი-ოდნავი მწუხარება შეერია ნიქსის ხმაში.
-ამის დედაც!-იღრიალა მირამ და ფლაკონებს ხელი კანკალით გადაავლო-ეს არა,არც ეს...ჯანდაბა!
-სწრაფად,ახველებს უკვე-დენისს იარაღი კვლავ შეემართა და აფართხალებულ ბაბას შეშფოთებული უყურებდა.
მირამ ერთხელაც შეავლო თვალი ფლაკონებს,ერთ-ერთი ამოარჩია და ბაბას მიეჭრა.
-პირი გააღე-შეუძახა აკანკალებულ ბიჭს,თუმცა ბაბას უკვე აღარაფერი ესმოდა,პანიკაში ჩავარდნილი თვალებს ხმელეთზე ამოვარდნილი თევზივით ატრიალებდა და პირი მაგრად მოეკუმა.
-დენი,დამეხმარე!
პირი ძალით გაუღეს და მირამ სითზე ნაჩქარევად ჩაასხა პირში.
ბაბას კანკალი გაუძლიერდა,თუმცა აღარ ახველებდა.
-ახლა რა ვქნათ?-მიუბრუნდა ნიქსის.
-დაველოდოთ-დაძაბულობისგან ხმა ჩახლეჩვოდა გოგონას.
რამდენიმე წუთი სრულ მდუმარებაში გავიდა,რომელსაც ბიჭის ჩუმი გმინვა არღვევდა. მირა ბაბას გვერდით მიმჯდარიყო,ბიჭს მიხუტებოდა და ხელს თავზე დამამშვიდებლად უსვამდა.
-დენის-მიმართა კაცს,რომელიც იარაღს კვლავ გოგონებს უმიზნებდა-თუ ბაბა... -ხმა ჩაუწყდა და შეეცადა,მოწოლილი ცრემლი შეეკავებინა-თუ ვერ გადარჩება,დამპირდი,რომ ორივეს მოკლავ. -ავად შეანათა თვალები გოგონებს,რომლებსაც მის სიტყვებზე რეაქცია არ ჰქონიათ.-მიზანი არ ამართლებს საშუალებას და თქვენ იმაზე მეტი ტვინი არ გაქვთ,ვიდრე ბატებს. -წაილაპარაკა და ბიჭს შეჰხედა,რომელიც თვალებს ახამხამებდა და ღრმად სუნთქავდა.
-აქამდე უნდა მომკვდარიყო-წარმოქვა დემეტრამ ,რომელსაც ხმაში სიმხნევე დაბრუნებოდა-აცადე ცოტა ხანს,უბრალოდ შოკშია . უკვე დიდი ხნის მიცვალებული უნდა იყოს,ანტიდოტს თუ არ დალევდა.
მირამ გაოგნებულმა შეჰხედა ბაბას და ლოყაზე ხელი მოუთათუნა,დემეტრას ნათქვამის გაგონებაზე, ბაბას თითქოს ჯადოსნური მტვერი შეაყარესო,თვალები ჭყიტა და ხელებზე დაიხედა.
-ცოცხალი ვარ? არ მოვკვდი?-დაიყვირა და გოგონებს ნაწყენი შაჩერდა-მომწამლეთ?!მე კდიევ მეგობრებად მიგიჩნიეთ...
-როგორც ჩანს,მეგობრები ყოველი ფეხის ნაბიჯზე არ ყრილა-კმაყოფილი შეაჩერდა მირა .
-ვერ ხვდებით,ხო?-წამოიყვირა ნიქსიმ-რატომ მოვიქეცით ასე,ვერ გაიგეთ?
-იმისთვის,რომ რაღაცაში დარწმინებულიყავით,ადამიანის სიცოცხლე გასწირეთ.აი,რას ვხვდები-მოუჭრა მირამ-და ჩემი ნდობა დაკარგეთ.
-შენ წინასწარმეტყველი ხარ!-ამოთქვა დემეტრამ-შენს გვერდით უნდა ვიყოთ და დაგეხმაროთ.
-უკვე დამიმტკიცეთ,როგორი დახმარებაც შეგიძლიათ-თავი გაიქნია მირამ-წინასწარმეტყველი ვარ,ხო.მერე რა? ამის მერე იმედი უნდა მქონდეს,რომ რაიმეს დამიჯერებთ? როგორ გენდოთ? აქამდე ხომ გქონდათ დასაბუთებული ვარაუდი,რომ ის ვიყავი,ვისაც ეძებდით,მაგრამ ჩემი სურვილი არ გაითვალისწინეთ-ისე გაცხარდა,თავადაც ვერ გაიაზრა-გითხარით,ჯერ ოჯახს მოვძებნი,რომ მშვიდად გავაკეთო სხვა საქმე-მეთქი. გითხარით,არ მინდა სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დავაყენო-მეთქი და მეგობარი მომიწამლეთ.
ახლა კი დარწმუნდით,რომ ნამდვილად მე ვარ ის,ვისაც ეძებდით,მაგრამ ახლა რა იქნება? დამაცდით ოჯახის მოძებნას თუ ძილში გამთიშავთ და ძალით წამათრევთ იმ თქვენს პროფესორებთან? ასე არ ხდება-თავი გაიქნია და იმედგაცრუებული მიაჩერდა ნიქსის-ამბობ,დიდი ხანია ვსწავლობო.რას სწავლობ? გეტყობა, ყველაფერს,ადამიანების გარდა.
-გათენებისთანავე წავიდეთ აქედან-ამოიქშინა ბაბამ-ერი! ერი წინააღმდეგი იყო,რა უყავით? საკუთარი და მოკალით?-წამოიყვირა და დემეტრასაკენ გაიწია.
გოგონამ თვალები აატრიალა .
-გარეთაა,უბრალოდ დავაძინეთ,მალე გაიღვიძებს.
გადაწყვიტეს,გათენებამდე მოეცადათ და შემდეგ გასდგომოდნენ გზას.
ერისის გაღვიძებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, გოგონა ჯერ დებს დაერია და კივილით აიკლო,ბაბა მოკალითო,შემდეგ,როდესაც საღსალამათი ბიჭი დაინახა,მიეჭრა და ტუჩებზე ეტაკა.
ნიქსი და დემეტრა საყოველთაო გაკიცხვის ობიექტებად გადაიქცნენ. როდესაც ერიც მოეგო გონს,დრამატულად დაგმო დების საქციელი,თუმცა მირას არ დაეთანხმა იმაში,რომ მათი ნდობა აღარ შეიძლებოდა.
-წამოვალთ და ერთად მოვძებნით შენს მშობლებს, ის,რაც გააკეთეს,უპატიებელია,მაგრამ ახლა განცალკევება გამოსავალი არაა. ძალით ვერსად წაგიყვანთ,ეს გამორიცხულია,მაგრამ ვერც ჩამოგშორდებით. მიიღე ჩვენი დახმარება.-ლეკვის თვალები შეანათა გოგონამ. მირამ გაიფიქრა,ბაბას გამო უფრო მელოლიავება,ვიდრე იმიტომ,რომ წინასწარმეტყველი ვარო.
-თავად გადაწყვიყეთ-მხრები აიჩეჩა-თუ კიდევ რაიმეს მაიძულებთ,დარწმუნებულები იყავით,რომ დაუფიქრებლად მოგკლავთ და ამდენს აღარ ვილაპარაკებ.
ერიმ მონდომებით,ნიქსიმ და დემეტრამ კი უხალისოდ დაუკრეს თავი.
გათენებამდე თვალი არ მოუხუჭავს. იჯდა სკამზე ,მაგიდაზე თავი დაედო და ფიქრობდა. ახლა უკვე მოახერხა ქალაქიდან გაღწევა,თუმცა ყველაფერი ჯერ მხოლოდ იწყებოდა.



7.მშობლიური კედლები

-იცი,მაშინ ვინ ვნახე?-ეშმაკურად შეჰხედა მის გვერდით მიმავალ ბაბას.
ბიჭს წვერი წამოზრდოდა,ისეთი გაჩეჩილი არ იყო,როგორც ადრე,თუმცა ასე უფრო ჰგავდა ძველ ბაბას.
მთელი თვე იყო,რაც ფეხით მიდიოდნენ,თუმცა გაცილებით სწრაფად მიიწევდნენ. ცენტრალურ გზას არ მიჰყვებოდნენ,უმოკლესი გზა სოფლებზე და მინდვრებზე გადიოდა.
ბაბას უკვე მერამდენედ უყვებოდა გამას შტაბში გატარებულ დროზე,ბიჭმა ყელაფერი იცოდა,გარდა იმისა,რომ მირასა და ეზის ერთმანეთის სიძულვილის გარდა კიდევ ერთი რამ აკავშირებდათ.
-ვინ?-უხალისოდ იკითხა ბიჭმა და ერის გაჰხედა,რომელიც დებთან ერთად გაბუტული მოჰყვებოდათ უკან.
გოგონა საშინლად ღიზიანდებოდა,როდესაც ბაბა მირას ესაუბრებოდა,თუმცა ბიჭი მეგობართან დაულაპარაკებლად დიდ ხანს ვერ ძლებდა,ამიტომაც ამ ორი საათის უკან კიდევ ერთი ბობოქარი ომი გადაეტანა.
-არეშიძე.
ბაბამ დაბნეულმა შეჰხედა,ამიტომაც დაამატა.
-აი,რომ გიყვებოდი,ტოტალიზატორისთვის ფულის ჩარიცხვა მთხოვა-მეთქი.
-ა-ა-სახე გაუნათდა ბაბას-და შენ ცხვირი რო გაუტეხე. მახსოვს,ჩემი საყვარელი ლავ სთორია.-ჩაიქირქილა.
-ხო და,შემხვდა,იქვე ახლოს,სადაც ცხოვრობდა.
-რაო მერე,როგორ გადარჩა?
-რა ვიცი,მგონი ჩემი შეჭმა უნდოდა და დიდ ხანს აღარ შევჩერებულვარ-გადაიკისკისა.
-აჰ,გადაიქცა? რა გინდა,კარგი ამბებიც ხდება... აგერ,დენისი მოდის-წამოიძახა და ხელი გაიშვირა.
ტრიალ მინდორში იდგნენ,ყინვას ბალახი მთლიანად მოეშთო,ნაცრისფერი ციდან ზანტად მოფარფატებდა თეთრი ფიფქები.
დენისი მძიმედ მოძუნძულებდა მინდვრის ბოლოდან,მის უკან დათოვლილი მთები აღმართულიყო,ხელში რაღაც ბეწვიანი ეჭირა,პირიდან თეთრი ორთქლი გამოსდიოდა.
-საჭმელი!-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ბაბამ.
კურდღლით ხელდამშვენებული დენისი მალევე მოუახლოვდათ. დებმაც ინებეს და დისტანცია ,რომელსაც მირასთან იცავდნენ,შეამოკლეს.
-აბა,ახლოს ვართ?-ჰკითხა მირამ კაცს.
-ამ მთას გადავივლით და უკვე ერთ დღეში ქალაქში შევალთ.-მძიმედ სუნთქავდა.
-არავინ შეგხვედრია?
-არა,ჯერ ძალიან შორს ვართ. ღამეც უნდა ვიაროთ,ტყეში მგლები იქნებიან და გაჩერება არ ღირს.
-მგლების როგორ გეშინია-ჩაიფრუტუნა დემეტრამ .
-ძილის დროს ყველა დაუცველია,მათ შორის,შენნაირი ალქაჯებიც-ნიშნის მოგებით უპასუხა დენისმა.
დემეტრას აღარაფერი უთქვამს,რადგანაც მის თავზე შავი ფრთები აშრიალდა და მალე მხარზე სვავი დაასკუპდა.
-დაბრუნდა-სიხარულით წამოიყვირა ერიმ და ფრინველს ფეხზე გამობმული ზონარი შეხსნა.
მირამ უკმაყოფილოდ ასწია წარბები. რამდენიმე კვირის წინ ბევრი კამათის შემდეგ, ნება დართო ნიქსის,რომ თავისი მასწავლებლისათვის წერილი გაეგზავნა,რომელშიც ატყობინებდა,რომ წინასწარმეტყველი იპოვა და აუცილებელი საქმის მოგვარების შემდეგ, მათთან მიიყვანდა.
ეს ამბავი საერთოდ არ მოსწონდა,რომ ვინმესთან უნდა მისულიყო. ფიქრობდა,რომ არავის ნდობა არ შეიძლებოდა,მით უმეტეს,გავლენიანი ხალხის.
სწორედ ადამიანთათვის ძალაუფლების მინიჭებამ გააჩინა შვილები.
სამივე და ფრინველის მიერ მოტანილ წერის დაჰყურებდა და ჩუმად განიხილავდა.
-რას წერენ?-მოუთმენლად მიუახლოვდა და ზონარი ჩამოართვა,თუმცა ზედ გაურკვეველი სიმბოლოების დანახვის შემდეგ,უკან გაუწოდა და მომდლოდინე სახით მიაჩერდა.
-არაფერს ისეთს,დარწმუნდით და მალე დაბრუნდითო-მხრები აიჩეჩა ნიქსიმ.
-მატყუებ-თვალები მოჭუტა-დაგავიწყდა,რომ მსოფლიოში საუკეთესო ინტუიცია მაქვს?
გოგონამ ამოიოხრა.
-უგუნურები გვიწოდეს და გვიბრძანეს,იქ დავრჩეთ,სადაც ვართ. თუ საჭირი გახდება,გაგკოჭოთ და დაველოდოთ-დაამთავრა და ტუჩები მაგრად მოკუმა.
-აჰა!-წაიმღერა მირამ-ასეთ პასუხს არ ელოდით,არა?
-არა-ამოთქვა ერიმ-ქალბატონ სოფიას ასეთი საუბარი არ სჩვევია. როგორც ჩანს,რაღაც ხდება.
-რამდენად დამოუკიდებლები ხართ?-იკითხა დენისმა და მათ გაურკვეველ მზერაზე დაამატა-რამდენად უშვებთ,რომ თქვენს მასწავლებლებზე შესაძლოა სხვამ მოახდინოს გავლენა. მაგალითად იმან,ვისაც მირას სიკვდილი სურს?
დაბნეული გოგონები სასოწარკვეთით შეაჩერდნენ ერთმანეთს.
-ეს შეუძლებელია...
-არ არიან დარწმუნებულები-მათ მაგივრად უპასუხა მირამ-და ახლა ჩვენი ადგილსამყოფელიც იციან. ჯობია ,აქედან სასწრაფოდ წავიდეთ. ჩიტმა თუ მოგვაგნო,ადამიანი მით უმეტეს,მოგვაგნებს.
არავინ შეწინააღმდეგებია,ბაბა ერის მიუახლოვდა და ხელი ჩასჭიდა. გოგონამ დამწუხრებული თვალები შეანათა და ამოიბუტბუტა.
-არ მეგონა...
-ერ,არაფერი ვიცით ჯერ,უბრალოდ,ჯობია ვიფრთხილოთ-ცხვირზე მიეფერა ბიჭი და მოწყვეტით აკოცა.
მირა დაიჯღანა და დენისს მიუბრუნდა.
-წავედით.
უკვე შუა ღამე იყო,როდესაც მთის წვერზე მოექცნენ. ყინავდა და უხვად ბარდნიდა,შიმშილი და სიცივე ერთიანად მოსდებოდათ სცეულში,თუმცა მირასა და დენისის მოთხოვნით,ცეცხლი არ დაუნთიათ.
-ასე დავიხოცებით-პროტესტის ნიშნად ბაბა ვირივით შედგა ადგილზე და ნაბიჯი აღარ გადაუდგამს.-რა მნიშვნელობა აქვს,როგორ მოვკვდებით?
-არ მჯერა,რომ ამას ვამბობ,მაგრამ მართალია.-კანკალით ამოთქვა დემეტრამ.
-ქენით რაიმე ჯადოქრული,მერე-მხრები აიჩეჩა მირამ-თქვენ არ იძახდით,ყოვლისშემძლენი ვართო?
-ჯერ ერთი-ამოიღრინა გოგონამ-ეგ არ გვითქვამს და მეორეც,არ შეიძლება ასე არსაიდან გააჩინო საჭმელი ან სითბო,თუ ცეცხლი არაა. ცეცხლის გაჩენა კიდევ არ შეიძლებაო!
-არ შეიძლება,იმიტომ,რომ თითქოს სხვები არ მყოფნიდა,ახლა თქვენი მასწავლებლებიც დამდევენ მოსაკლავად.
-მორჩით,კამათი არ შეიძლება-დაიგრგვინა დენისმა-ამის იქით ვერ წავალთ,დღის შუქზე უნდა დავზვერო. შეიძლება ქალაქის შესასვლელში ვინმე გველოდებოდეს.
-აქაც?-ამოიოხრა მირამ.
-ეზი მარტიცად გაარკვევდა,ვინ ხარ და სად ცხოვრობდი. მის ადგილას მე აუცილებლად მოგძებნიდი მშობლიურ ქალაქში.
-მართალია,მაშინ რამე უნდა მოვიფიქროთ,ასე გავიყინებით.-ჩაილაპარაკა გოგონამ.
-ცეცხლი უნდა დავანთოთ,სხვა გზა არაა.
ამის გაგონებისთანავე ბაბამ სიხარულით შეიკუნტრუშა და ტოტების მოგროვებას შეუდგა.
ერიმ ცეცხლი დაანთი,დენისმა კი კურდღელი გაატყავა და ხორცი ხის შამფურებზე წამოაგო.
ცოტა ხანში მადისაღმძვრელი სუნი დატრიალდა და მირამ იგრძნო,როგორ მოაწვა მუცელში მოუთმენლობა.
სამი და ასეთი სიხარულით არ შეხვედრუა ხორცს. თავი ჩაღუნეს და სანამ ჭამას შეუდგებოდნენ,კურდღელს პატიება სთხოვეს.
მათთან ერთად მოგზაურობის პირველივე დღეებში გაიგო მირამ,რომ ისინი აქამდე ხორცს არ ჭამდნენ,ბუნებასთან განსაკუთრებული კავშირის გამო,თუმცა,რადგანაც ახლა მძიმე დროება დამდგარიყო,ცხოველებისათცის მობოდიშების შემდეგ მაინც უწევდათ მათი შეხრამუნება.
გამთბარმა და დანაყრებულმა სხეულმა მირა მიახვედრა,რა საზიზღარი ხდებოდა,როდესაც მშიერი იყო.
უკვე მერამდენედ,ფიქრებით ეზის დაუბრუნდა. ეგონა,დროის გასვლასთან ერთად კაცი გადაავიწყდებოდა,მაგრამ პირიქით მოხდა.
დენისი ყოველ დღეს ეზიზე საუბრით იწყებდა და ამთავრებდა,თანაც მირა ატყობდა,რკმ მას შიშით კი არა,აღფრთოვანებით მოიხსენიებდა,ამიტომაც თავისდაუნებურად ვერ შორდებოდა მასზე მოგონებას.
განსაკუთრებით მაშინ,როდესაც დღეების განმავლობაში უხმოდ მოძრაობდნენ,მოსაწყენ პეიზაჟებს ნელ-ნელა იტოვებდნენ უკან და ფიქრის მეტი სხვა საქმე არ ჰქონდა.
ფიქრების თანმიმდევრობა ასეთი იყო-პირველი-რა მოხდებოდა,როდესაც ,ბოლოს და ბოლოს,სახლში მიაღწევდა; ვინ ეძებდა მას და რატომ;რას იზამდა,თუ მშობლებს ვერ იპოვიდა,რას იზამდა,თუ იპოვიდა ; ეზი ისევ ეძებდა?
მიუხედავად იმისა,რომ იცოდა,კაცი მასზე განრისხებული იყო,მაინც უნდოდა მისი დანახვა. ახსენდებოდა შეხება,კოცნა,ცხელი კანი და ენერგია,რომელიც მისი სხეულიდან მოდიოდა. მადლობას უხდიდა თავს,რომ არ შეშინდა და ამის გამოცდა მოასწრო.
უკვე დარწმუნდა,რომ შეცდომებს არ უშვებდა,მაშ რა ადგილი ეკავა ეზის მის ცხოვრებაში? ან თუნდაც მისიაში? საერთოდ,რა მისია ჰქონდა?
ბათუმთან მიახლოვებასთან ერათად მისი სხეული უფრო და უფრო იჭიმებოდა,გული სწრაფდებოდა და სისხლს საოცარი სიჩქარით ამუშავებდა,ფილტვები უფრო მეტ ჟანგბადს,ხოლო მუცელი უფრო მეტ საჭმელს სთხოვდა,თითქოს მთელი მისი არსება ბრძოლისთვის ემზადებოდა.
ფიქრებში გართული ცალი თვალით დენისს აკვირდებოდა,რომელიც ხი ტოტებისგან გაკეთებულ ღობეზე პლედებსა და ტანსაცმელს კიდებდა.
-სინათლე უნდა დავფაროთ-ჩაიბურტყუნა კაცმა,როდესაც საქმიანობას მორჩა და მირას გვერდით მიუჯდა. ბაბას ერის კალთაში ჩაედო თავი და ტკბილად ეძინა,ერი დემეტრაზე მიყრდნობილიყო,დემეტრა კი ხეზე, ფხიზლად მყოფი ნიქსი ცეცხლთან ახლოს მისულიყო და ისე აკვირდებოდა,თითქოს რაღაცას კითხულობსო.
-როგორი ადამიანია ეზი?-ჰკითხა მირამ დენისს-შენი მეგობარი იყო,მასზე ბევრი რამ გეცოდინება.
დიდი ხანია,სურდა ამ კითხვის დასმა,თუმცა იცოდა,იგი სხვა კითხვებს გამოიწვევდა,ამიტომ დუმდა.
დენისი მირას ჩაფიქრებული მიაჩერდა და ჩაიცინა.
-ქალებს ყოველთვის იზიდავდა.ამის გადამკიდე,მისმა ცოლმა დაზვერვა და საბრძოლო ილეთები ჩვენზე უკეთ ისწავლა.
-ცოლი ჰყავს?-გაოგნდა მირა და გულში უცნაური მოჭერა იგრძნო.
-ჰყავდა. ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო ნახა და სანამ ეგ საშინელება მოკლავდა,თავად დაახალა ტყვია.აი,როგორი ადამიანია.
-შვილები?
-ცოლისგან არ ჰყოლია,ისე-არ ვიცი.ალბათ თვითონაც არ იცის.
-რომ გვიპოვოს,რას იზამს?
-მასთან დიდი ხანია,არ მისაუბრია. სადაც წახვალ,იქაური ქუდი უნდა დაიხუროო-ასე ფიქრობს ეზი. რადგანაც არ მოგკლა,ესე იგი,გამორჩენის იმედი ჰქონდა. დამიჯერე,საკუთარი თვალით მინახავს,როგორ ჩაცხრილა გოგონებით სავსე ოთახი. სათითაოდ დაახალა ტყვია. იცის,რომ მის შტაბში ჯაშუშია,ამიტომ უმიზეზოდ არ გარისკავდა. შესაძლოა,ახლა სხვანაირად ფიქრობს და ურჩევნია,შენც იმ გოგოების გზას გაგიყენოს,არ ვიცი. ეს იმაზეა დამოკიდებული,რომელი ვარიანტი იქნება მისთვის მეტად მომგებიანი.
მზის პირველი სხივების გამოჩენისთანავე აიბარგნენ,დენისი მათზე ერთი საათით ადრე წავიდა წინ,გამაფრთხილებელი ნიჭანი რომელიღაც ფრინველის ხმა იყო,რომელიც ნიქსის შეუთანხმა.
კაცი ქალაქის შესასვლელიდან ასიოდე მეტრში ელოდებოდათ. ზღვიდან მონაბერი სურნელი აქ უკვე მკაფიოდ იგრძნობოდა. მშობლიური სურნელი მირას სახლის მაგივრად იმ სიზმარს ახსენებდა,რომელსაც ყოველ ღამით ნახულობდა.
ცას აჰხედა,ჩვეულებრივად ნაცრისფერი იყო.
-რა ხდება?-ჰკითხა დენისს მიახლოვებისთანავე.
-ორი გუშაგია,უნდა შემოვუაროთ.
შემოვლას კი დრო დასჭირდა,შებინდებული იყო,როდესაც ქალაქში შეაბიჯეს. ირგვლივ ყველაფერი ჩამკვდარიყო. მხოლოდ ფრინველთა ხმა ისმოდა,შვილებიც კი არ ჩანდნენ არსად.
მირას იმავე საღამოს სურდა საკუთარი სახლის მონახულება,მაგრამ დამარჩენები სასტიკ უარზე იყვნენ.
ერთ-ერთ სახლს შეაფარეს თავი და დაღლილები მიესვენნენ მტვრიან საწოლებზე.
-ძალიან იღლება,ღამით არ სძინავს,საკმარის საკვებსაც ვერ იღებს-დენისი ბაბას ეჩურჩულებოდა და საწოლზე მოკუნტულ მირას შეჰყურებდა-ასე თუ გააგრძელა,სხეული ვეღარ გაუძლებს.
-კი მაგრამ,ყველა ასე არ ვართ?-უპასუხა ბაბამ.
-არა,ახლა რომ დაიძინა,გამიკვირდა კიდეც. ბოლო ერთი კვირა,არც კი წვება. შენ სულ ხვრინავ,რას მიხვდებოდი. საჭმელზე მეტად ადამიანს ძილი სჭირდება,მირა კი... ერის სთხოვე,იქნებ რამე საძილე საშუალება ჰქონდეს.
-ვეტყვი ხვალ.ახლა დაიძინე,ჩემი ჯერია.
-ფხიზლად იყავი,აქ უსაფრთხოდ არ ვართ. თუ რამეს გაიგებ,მაშინვე გამაღვიძე.-სანადირო იარაღი გაუწოდა.
-კარგი.-უჩურჩულა ბიჭმა და იარაღი მიიხუტა.
დენისი იატაკზე დაგდბულ ნოხზე მოკალათდა და მალე მშვიდი ფშვინვა ამოუშვა.
ნახევარი საათის შემდეგ ბაბას ხვრინვაც გაისმა.მირამ თვალები გაახილა და ფრთხილად მიმოიხედა.
ოთახში მხოლოდ ნიქსი და დემეტრა არ იმყოფებოდნენ,რომლებიც სხვა საძინებელში ისვენებდნენ.
ფრთხილად წამოდგა,იატაკის ჭრიალზე წამით შედგა და თაგვის ნაბიჯებით გაემართა კარისკენ.
კარი დენისს ჩაეხერგა,ფანჯრის უხმუროდ გამოსაღებად ათი წუთი დასჭირდა.
უხმაუროდ დახტა გაყინულ მიწაზე,მხარზე მოგდებული შარფი გაისწორა და სიბნელეს შეერწყა.
იცოდა,რომ ახლა უნდა მისულიყო. სახლის მონახულების სურვილი ისე აწუხებდა,რომ სხეულის თითოეული უჯრედი ეწვოდა. დენისი მართალი იყო,ვეღარ იძინებდა. რაღაც ექაჩებოდა და ვერ მოისვენებდა მანამ,სანამ ამ რაღაცაში თავით არ გადაეშვებოდა.
ნიქსის ჩანთიდან ჯერ კიდევ დღისით მოიპარა ფლაკონი,რომელიც ადამიანის სუნის გამქრობი სითხით იყო სავსე.
მას გოგონა დრო და დრო აპკურებდა თანამგზავრებს,რათა სიცოცხლის სუნი არ დაეტოვებინათ გზაზე.
უცნაური,მცენარეების არომატი უღიტინებდა სახლის გზაზე მიმავალს.
სიბნელეში ჩქამს არ გამოსცემდაგანათება არ დასჭირვებია,თვალდახუჭულმა იცოდა სახლის გზა.
და ის მარტოს უნდა გაევლო.
საკუთარ ალღოს მიენდო,იმ მოსახვევში შედიოდა,რომლიკენაც გული მიუწებდა. მოკლე გზა არ აურჩევია. მიდიოდა მიხვეულ-მოხვეულ ორღობეებსა და ტროტუარებზე,რკინიგზის სადგურს მიაღწია და აღმართს აუყვა.
სულიერი არ შეჰხვედრია,თითქოს ყველა მოაზროვნე არსება რაღაცას უფრთხოდა ამ ქალაქში.
დაინახა.
მოციმციმე შუქი ფანჯრიდან.
მისი ძაღლის,პოლოს პატარა სახლი ისევ ისე იდგა ფანჯრის დაბლა,როგორც უწინ,თუმცა თავად პოლო არსად მოჩანდა.
იქნებ მისთვის დაენთოთ ეს სანთელი? მამა,დედა და პატარა და,პოლოზე მიხუტებული,ელოდნენ ოჯახის მეხუთე წევრს,რათა მშვიდად წასულიყვნენ უსაფრთხო ადგილას.
ფრინველის ხმა შემოესმა,რომელიც აქამდე უკვე მოესმინა.
დენისი! ის იყენებდა ამ ნიშანს,გასაფრთხილებლად... დენისი კი... სამხედრო იყო,ისევე,როგორც ეზი!
-აქ არიან!-გაიფიქრა და იმის მაგივრად,რომ გაქცეულიყო,ადგილზე გაშეშდა.
სრულ სიბნელეში,ღობეზე აკრული აყურადებდა ღამის სიჩუმეს.
ამ ცოცხალ ღობეს მამამისი დიდი მონდომებით უვლიდა ოდესღაც,ახლა კი მწვანე მცენარეები ყველა მხარეს გაბარდულიყო და თავშესაფრისთვის ზედგამოჭრილად ქცეულიყო.
აკანკალებული ელოდა თავდასხმას,თუმცა ამის მაგივრად საკუთარი სახლის ეზოდან საუბარი მოესმა.
-დავინახე,ვიღაც იყო!-კაცის ხმა შეშფოთებით საუბრობდა.
-ყოველ ათ წუთში ერთხელ გელანდება ეგ ვიღაც-დაუღრინა მეორე ხმამ-გგონია,ამ შუაღამისას შვილების გარდა ვინმე დაბოდიალობს აქ? ყველაფერზე ეზის შეწუხება არ შეიძლება!
-ხომ თქვა,თუ ვინმეს დაინახავთ,გამაგებინეთო?
-ჰო ! და არა თუ ვინმე მოგელანდებათო.
ხმები ნელ-ნელა დაშორდა.
სახლის ერთ მხარეს ხის მესერი იყო,დანარჩენი ნაწილი კი ცოცხალი ღობე. წინა ცხოვრებაში მირას ძაღლს,პოლოს ერთი უზარმაზარი ძაღლი ემეგობრებოდა,რომელიც მართალია მაღალ ღობეს ვერ ახტებოდა,მაგრამ უზარმაზარი გასარომი გამოეთხარა იმ მხარეს,სასაც პოლოს აბამდნენ,თუ კი ცუდად იქცეოდა.
მიუხედავად მამას მცდელობებისა,ამოევსო მეამბოხეთა გვირაბი,ის ყოველ დღე უფრო დიდდებოდა.
სიბნელეში ხელები მოატარა,გამხმარი ფოთლები და მიწა ფრთხილად ამოყარა გასაძრომიდან,რომ უფრო გაეფართოვებინა, მიმოიხედა,ღრმად ჩაისუნთქა და თავი შეჰყო.
იმის წყალობით,რომ გოგონას სხეულისგან ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი,თავისუფლად გაძვრა და ხეების წყებით დაფარულმა,ქურდულად შეათვალიერა სახლი.
მისი მშობლები აქ არ იყვნენ,ამაში უკვე დარწმუნებული იყო,სახლს გამას წევრები სდარაჯობდნენ,მაგრამ მაინც უნდა შესულიყო,თანაც მაშინვე,რადგან ამ დროს არავინ ელოდა.

ერთ საათზე მეტი დასჭირდა,რომ დაჰკვირვებოდა და შეესწავლა სახლთან მოდარაჯე პირების ლოკაციები.
როგორც ჩანდა,ეზის ბევრი ხალხი არ გამოეშვა,ან ღამის მორიგეობისთვის იმეტებდა მხოლოდ ოთხს.
ორი მათგანისახლის გარე პერიმეტრს აკონტროლებდა,წრეზე დადიოდნენ,თუმცა ბუჩქებსა და ხეებს უკუნ სიბნელეში არც კი ამოწმებდნენ.
დანარჩენი ორი კი დრო გამოშვებით სახლიდან გამოდიოდა და ეზოს გარეთ,ქუჩას ზვერავდა.
ასე რომ,სანამ ეზოში მყოფები ზოზინით უვლიდნდნ სახლს,ხოლო დანარჩენი ორი ქუჩაში მიმოდიოდა,მირას თავისუფლად შეეძლო სახლში შესხლტომა.
კარგად იცოდა საკუთარი სახლის აგებულება,თუ საიდან შეიძლებოდა თვალთვალი,ამიტომაც ერთადერთი უსაფრთხო შესასვლელი ავტოფარეხიდან იყო.
დაელოდა საჭირო წამს და კურდღელივით ოთხზე ხტუნვით გაიქცა სახლისკენ.
გამას წევრებს ვერ ეცოდინებოდათ,სად ინახავდა მამა გასაღებს,ასე აღმოჩნდა მირა სახლში.
ფარეხი ხელუხლებელი დარჩენილიყო,ხოლო სახლი იმდენად არეული იყო,ინტერიერი ძლივს იცნო.
კარადები გადაყირავებული,ნივთები იატაკზე ერთმანეთში არეული და დამტვრეული,თუმცა ბევრი არაფერი ეყარა-ან მძარცველებმა გაზიდეს,ან ოჯახის წევრებმა,როდესაც აქედან მიდიოდენენ.
პირველი სართულის დერეფანში მიიპარებოდა,როდესაც ხმა შემოესმა.
ოთხზე მეტი დარაჯი ყოფილა,მაინც.
მისაღებში ორი ადამიანი ხმადაბლა საუბრობდა.
სიტყვები ვერ გაარჩია,თუმცა დიდ ხანს არც გაჩერებულა.
მეორე საეთულის კიბეს აუყვა და ლოცულობდა,ძველ ხეს ხმაური არ გამოეცა.
გული ამოვარდნას ჰქონდა,გონება უყვიროდა,რომ სულელურად იქცეოდა და წასულიყო,სანამ ჯერ კიდებ შეეძლო,მაგრამ აქამდე მოსულს სხეული არ ემორჩილებოდა,რომ უკან დაბრუნებულიყო.
მეორე სართულის დერეფნამდე უსაფრთხოდ მიაღწია.
საკუთარი ოთახისაკენ გაიხედა. კარი ღია იყო და მქრქალი სინათლე გამოდიოდა.
კანკალით ჩაისუნთქა,მშობლების საძინებელს მიადგა,ღია კარში შეიხედა,არავინ იყო.
მისი და მშობლების საძინებელს ერთი კედელი ჰყოფდა. ამ მცირე ბარიერს ზურგით აეკრა და თავისი ოთახის კარა მიუახლოვდა.
საუკუნე დასჭირდა იმისთვის,რომ გაებედა და შეეხედა.
მხოლოდ ცალი თვალით შეიხედა და სხეული უარესად მოეჭიმა.
ეზი იჯდა. მის საწერ მაგიდასთან,ზურგით და რაღაცას ათვალიერებდა.
ცოტა ხანში სკამის საზურგეს მიეყრდნო და ხელში ვარდისფერი,ფუმფულაყდიანი წიგნაკი გამოუჩნდა.
მირამ თვალებს არ დაუჯერა. ეს მისი დღიური იყო,რომელსაც დაახლოებით ცამეტი წლის ასაკში წერდა.
-დამპალი!-გაიფიქრა და წამოსცხა-უსინდისო!
თითქოს მისი ფიქრები მოესმაო,ეზიმ ჩაიფხუკუნა და ფურცელი გადაშალა.
თვალები დახუჭა და შეეცადა,მოეფიქრებინა,ახლა რა უნდა ექნა.
თუ კი მისი მშობლები რაიმე მინიშნებას დაუტოვებდნენ,ამას ეზი უკვე ნახავდა.
ჩაისუნთქა და კედელს მოშორდა.
ოთახში შევიდა,მტკიცე,ხმაურიანი ნაბიჯებით და ეზის უკან დადგა.
კაცი ისე იყო გართული მისი დღიურის კითხვით,არც კი გამოუხედავს,მხოლოდ იკითხა.
-რა ხდება?
-სხვისი დღიურის კითხვა არ შეიძლება-უთხრა ნაწყენი ხმით და კაცი დენდარტყმულივით შეტრიალდა მისკენ.
სკამიდან არ წამომდგარა,იჯდა და უყურებდა.
მირა შეეცადა,მის მზერაში წაეკითხა,თუ რა ელოდა,მაგრამ ვერ მოახერხა.ალბათ,თავად ეზიმაც არ იცოდა ეს.
საუკუნე გავიდა მანამ,სანამ უბრალოდ გასუსულები ერთმანეთს უყურებდნენ. გოგონამ გაიფიქრა,მხოლოდ ასე,უსიტყვოდ თუ გავარკვევთ ყველაფერსო. ბოლოს კაცი წამოდგა,კარი მიხურა და გადაკეტა.
-აქ როგორ შემოხვედი?-იკითხა და მიუახლოვდა.
-დებილი დაცვა გყავს-მხრები აიჩეჩა.
-ჰო,იმდღეს ირემში აერიე და შუაღამისას სროლა ატეხეს.
-ჩემი მოკლვის ბრძანება გაეცი?-ეწყინა.
-მომიწია,იცი,რომ დაბომბვას გვიპირებდნენ?-კიდევ უფრო მიუახლოვდა და თვალებში ჩააშტერდა.
-ეგ შენი მზიას ბრალია-უკმაყოფილოდ მოკუმა ტუჩები-მართლა,სადაა?
-მოვკალი-დანანებით ჩაილაპარაკა ეზიმ-გაბრაზებულზე თავს ვერ ვაკონტროლებ.
-მეც მომკლავ?
-შენ როგორ ფიქრობ?
-გჭირდები.
-რისთვის?
-მარაგი ილევა. იცი,რომ მალე გასაძარცვი და მოსაკლავი აღარავინ დარჩება,თუ წინასწარმეტყველი თავის საქმეს არ გააკეთებს. მომკლავ და საკუთარ თავსაც გამოუტან განაჩენს.
-ალბათ,მართლა მაგიტომ არ მოგკალი-უფრო საკუთარი თავის დასარწმუნებლად ჩაილაპარაკა კაცმა.
-ჩემი მშობლები-ყოყმანით წამოიწყო-აქ რომ მოხვედი,ვინმე დაგხვდა?
-კიდევ უფრო გამხდარი ხარ,თვალები ჩაშავებული და უსიცოცხლო გაქვს-კითხვას ყურადღება არ მიქცია კაცმა-ასე თუ გააგრძელე,არავის დასჭირდება შენი მოკლვა...
-ჩემი მშობლები!?
-არ ვიცი,არაფერი მინახავს.
დადუმდა და კაცს ნაცრისფერ თვალებში ვედრებით შეაჩერდა.
-მითხარი!
-ყველაფერი ჩარაზული იყო,როგორც ჩანს,მამაშენმა თვითონ ჩაიკეტა თავი,როდესაც მიხვდა,რომ კვდებოდა. სხვა არავინ იყო,მხოლოდ ერთი შვილი.
ფეხები მოეკვეთა,გულისრევის შეგრძნება მოაწვა,თავბრუ დაეხვა და საწოლისკენ წავიდა.
შებარბაცდა,რაღაც ძლიერმა დაიჭირა და მიიხუტა.
-დამშვიდდი.
-ის?..
-სარდაფში ჩავკეტეთ.
დიდი ხნის შეკავებული ცრემლები თვალებში მოაწვა და საშინლად ატკინა. უნდოდა,ეტირა,მაგრამ ორგანიზმი თითქოს ერთ წვეთ მლაშე წყალსაც კი არ იმეტებდა.
მთელი სხეული უკანკალებდა,ხელები სუსტად მოჰხვია ფართო მზრებს და ეცადა,ჰაერი ჩაესუნთქა.
იარაღის გასროლამ გამოაფხიზლა,ეზი მის სხეულს მოშორდა და ფანჯარას ეცა.
-ვისთან ერთად მოხვედი?-ჰკითხა გოგონას.
-არავისთან...-დაიბნა მირა-გამოვიპარე.
კარის სახელური ჩამოიწია და ვიღაცამ ბრახუნი ატეხა.
-ეზი,ერთი გოგო და ორი მამაკაცია გარეთ, შემოსვლას ცდილობდნენ,გარე მცველები მოკლეს!
ეზიმ მირას შეჰხედა,თითი ტუჩთან მიიტანა და იქვე მდგარ კარადაში შეტენა.
სიბნელეში გაიგონა,როგორ გააღო კარი.
-ორი კაცი,ერთი გოგო?-გაიმეორა-ახლა სად არიან?
-კოსტამ დაინახა,ღობეს ამოეფარნენ.
-სახლი გაამაგრეთ,ვერ შემოვნენ,გარეთ მალე მიაგნებენ.
ხმა მიწყდა და მირა წყვდიადში მარტო დატოვა.
მამა!
შვილად ქცეული მშობელი ჰყავდა. ამიტომ მოიწევდა ასე სახლისკენ. ესეც სტიმული წინასწარმეტყველისთვის. აქამდე ვერ ხვდებოდა...
დროა,გამოერკვე მირა!-შეუძახა თავს. სასოწარკვეთა გონების კუნჭულებში მიმალა და დაელოდა.
ეზი დაბრუნდებოდა. აქ მის მოსაკლავად არ ჩამოსულა,მასაც ისევე ეძახდა მისია,როგორც მირას.
ეზი უნდა დახმარებოდა,სწორედ ამიტომ შეყოყმანდა მაშინ,ხიდთან მდგარი და იარაღშემართული,ამიტომ დააგვიანა გასროლა მხოლოდ ერთი წამით .
ის მირას ვერ მოკლავდა,რადგან ამის უფლებას საუკუნეების წინ დაწერილი წინასწარმეტყველება არ აძლევდა.
ხმაური მოესმა და ვიღაცამ კარადა გამოაღო.
ეზი დაბრუნებულიყო.
სწრაფად მოჰკიდა გოგონას ხელი და წამოაყენა.
-რა ხდება?
-შენი იდიოტი მეგობრები მოგვადგნენ. გარეთ კალიების ურდო დაფრინავს,ორი მცველი იარაღით მოკლეს,ერთიც-გარეთ დარჩა.
-არ მოკლა-მირა შედგა და ჯიქურ შეაჩერდა-მხოლოდ ჩემი დაცვა უნდათ,მეტი არაფერი.
-როდის მიხვდები,რომ უკვე შენს მხარეს ვარ?-თავი გაიქნია კაცმა და მოქაჩა-წამოდი.
-რატომ? რატომ ხარ ჩემს მხარეს?-არ მოეშვა მირა.
ეზი წამით შეყოვნდა,შემდეგ კი შეჰყვირა
-იმიტომ,რომ მივხვდი,დედა მომე**ნება,თუ იმ რაღაც წამლის პოვნაში არ დაგეხმარები.არ გეგონოს,რომ მეცოდები ,გაიგე?უბრალოდ ჩემს ალღოს ვენდობი.
გოგონა ძალით გაათრია დერეფანში და კიბეზე ჩაიყვანა.
მისაღებში სამი მამაკაცი შეკრებილიყო და ფანჯრებთან მდგომნი გარემოს ზვერავდნენ.
ნაბიჯების ხმაზე ერთ-ერთი მათგანი შემობრუნდა და თვალებგაფართოვებულმა შეჰხედა მირას.
-ისაა?დაიჭირე?-წამოიყვირა და იარაღი დაუმიზნა-ეზი,რას ელოდები? მოკალი!
-დაწიე იარაღი,მე არ გამარტყა-მობეზრებით შეუძახა კაცმა-გოგოს არ ვკლავთ.
-რა? გაგიჟდი?-იარაღი არ დაუწევია,ისე იკითხა.-ხო იცი,რო ცოცხლებს არ დაგვტოვებენ?
-ეს ბრძანებაა.ვისაც არ მოსწონს,შეუძლია,მიბრძანდეს-მოუჭრა ეზიმ.
-ამ კახ*ამ სულ აგირია ტვინი-წამოიწყვირა კაცმა და თითი სასხლეტისაკენ წაიღო,თუმცა ეზიმ დაასწრო.
მირა მოულოდნელ ხმაზე შეხტა და ყურებზე ხელები აიფარა.ეზის აბეზარი თანაგუნდელისთვის ტყვია მარცხენა თვალის ზემოთ გაერტყა.
დანარჩენებს მიუბრუნდა იკითხა.
-კიდევ რამის თქმა ხომ არ გსურთ?
ორმა მამაკაცმა ერთდროულად გაიქნია თავი.
-გარეთ გადი,ჩვენ ვერ გავალთ-უთხრა მირას სწრაფად-და შემოიყვანე. ეს კალიები კიდევ მოაშოროს...და იმედია,გაქცევას არ დააპირებ-დაამატა ბოლოს.
-ახლა ვიცი,რომ მეგობარი ხარ-თავი გაიქნია გოგონამ-აღარ გავიქცევი.
შუბლშეკრულ მამაკაცს მოშორდა და კარისაკენ წავიდა,რომლის მიღმაც უცნაური კაკუნის ხმები ისმოდა.
-დაგაფრენდზონეს,ეზი?-ჩაიცინა ერთ-ერთმა ,ტანმორჩილმა მამაკაცმა,რომელსაც ღიმილი არც ეზის მკაცრ მზერაზე შეუწყვეტია-ამას რა ვუყოთ?-შუბლგახვრეტილ მეამბოხეს დაჰხედა.
-სარდაფში წაიღეთ,შვილთან...
გარეთ გასულ მირას რამდენიმე კალია დაეტაკა,თუმცა მათი რიცხვი არაფერი იყო იმასთან შედარებით,რამდენიც გარეთ დაფრინავდა. გოგონას თითქოს უხილავი გარსი იცავდა მწერებისგან და გზას უთავისუფლებდა.
სახლის ჭიშკართან მივიდა და გარეთ გაიჭყიტა. შემკრთალმა მაშინვე დაიხია უკან და ყურებზე ხელები აიფარა. რამდენიმე რუხი სხეული,ფართოდ გახელილი შავი თვალებით,ჭიშკართან ახლოს მიმოდიოდნენ,უფრო ბევრი კი შუა ქუჩაში,ორ ადგილას შესეოდა რაღაცას.
მირას გაახსენდა ეზის ნათქვამი-ორი მისი მცველი იყო მკვდარი. სავარაუდოდ,შვილები მათ ნარჩენებს დასეოდნენ.
ეს დამაფიქრებელი ამბავი იყო-აქამდე ეს არსებები მხოლოდ ცოცხალ ადამიანებს ეტანებოდნენ. თუმცა მირას ახლა ამაზე ფიქრისთვის არ ეცალა.
-ბაბა!-დაიძახა ხმამაღლა.
შავმა თვალებმა მისკენ გამოიხედეს,თუმცა უმეტესობა საკბილოს ვერ მოწყდა,მხოლოდ რამდენიმე მათგანი მიაწყდა ჭიშკარს.
უკან დაიხია და ცოცხალ ღობეს გაუყვა.ეზოში იმდენი კალია ირეოდა,ისედაც უკუნ სიბნელეში,ვერაფერს ხედავდა.
-ნიქს!-დაიძახა და თითქმის იმავე წამს ვიღაცამ პირზე ხელი ააფარა და ხელები გაუკავა.
-მე ვარ!-მოესმა დენისის ხმა და შვებით ამოისუნთქა.-წავედით,დროზე!
-არა,დენი-როგორც იქნა,თავი გაითავისუფლა და შებრუნდა,დენისის უკან ვერავინ დაინახა-ბაბა სადაა? ნიქსი იყო თქვენთან ერთად?
-აქ ვართ!-მოესმა ხეების უკნიდან. მალე ბიჭის გაბადრული სახე და მოღუშული ნიქსი დაინახა.
-ეზი ჩვენს მხარესაა. მითხრა,რომ დამეხმარება-მაშინვე წამოიძახა მირამ.
-დარწმუნებული ხარ?
-ცოცხალს არ გამოუშვებდა იქიდან-მირას მაგივრად უპასუხა დენისმა-ვიცოდი,რომ ოდესმე მიხვდებოდა.
-ესე იგი,ვენდოთ?
-მისი დახმარება ნამდვილად გვჭირდება-თავი დაიქნია კაცმა.
-და რაში უნდა დაგვეხმაროს?არ გვჭირდება,ზედმეტი რისკია!-წამოიძახა ნიქსიმ.
-ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი დაჯგუფების ლიდერია.მანქანები,იარაღი,საწვავი,საჭმელი...უამრავი რესურსი აქვს. წამალი რომც ვიპოვოთ,სანდო პირი გვჭირდება,ვინც შემდგომში მის გავრცელებაში დაგვეხმარება. მოკლედ,ეზი გვჭირდება,თან ძალიან-დაასრულა დენისმა.
სახლში შესულებს ზღურბლთან მაღალი,გამხდარი მამაკაცი დახვდათ,რომელმაც დენისს შეუბღვირა და იარაღის ჩაბარება მოსთხოვა,კაცმა კი ყურიც არ შეიბერტყა და წაილაპარაკა,მირჩევნია კვერცხები დაგიტოვო,ვიდრე იარაღიო.
ბოლოს და ბოლოს,ყველა შეიკრიბა ოდესღაც მირას ოჯახისთვის კუთვნილ მისაღებში.
ეზი ჩაფიქრებული შეჰყურებდა ძველ მეგობარს,ხმას არც ერთი არ იღებდა. ისეთი სიჩუმე ჩამოწვა,მირას თავი დაკრძალვაზე ეგონა,ამიტომაც წამოიყვირა.
-დიდ ხანს უნდა ვიყუროთ,ხალხო? აბა,დასხედით და ჩამოყარეთ ვარიანტები,შემდეგ რას ვაკეთებთ!
ვარიანტი კი ყველას სხვადასხვა ჰქონდა. თავდაპირველი უხერხულობა კამათში მალე გაიფანტა,ნიქსისა და მისი დების აზრით,წამალი წინასწარმეტყველის დაბადების ადგილას იქნებოდა,დენისის აზრით,რომელიმე წმინდა მიწაზე,ეზი ფიქრობდა,ეს ყველაფერი რუსეთიდან დაიწყო და იქვე დამთავრდებაო. ბოლოს ბაბამ დასვა კითხვა-რა არის წამალი,როგორ გამოიყურება?-და ყველა დადუმდა.
არავინ იცოდა,სად რა უნდა ეძებნათ. წამალი შეიძლება ყოფილიყო სითხე,აირი,მეტალი,ხე...
ნებისმიერი მატერიალური ან არამატერიალური ...
სულიერი ან უსულო...
-შენ რას გრძნობ?-ჰკითხა მირას დენისმა-აქამდე შენმა ინტუიციამ მოგვიყვანა. რაღაც გექაჩებოდა,ახლა რაღა ხდება?სად გინდა წასვლა?
გოგონამ თვალები აახამხამა და მხრები აიჩეჩა.
-აქ ჩემი ოჯახისთვის წამოვედი,ახლა წარმოდგენა არ მაქვს,სად უნდა ვეძებო ან ისინი,ან წამალი და სიმართლე გითხრათ,ძალიან ...მეძინება-გემრიელად დაამთქნარა.
-უნდა დაისვენოს.ხვალიდან კი გეგმაზე მუშაობას დავიწყებთ-გამოაცხადა ნიქსიმ.
-წამოდი,წაგიყვან-წამოდგა ეზი და ხელი გაუწოდა ფეხმომტვრეულ სკამზე ჩამომჯდარ მირას.
გოგონამ ორი წამით ფიქრიანი მზერა შეავლო კაცს,შემდეგ კი მის ნებას დაჰყვა და ხელი ჩაჰკიდა.
-ესენი,რა...-წამოიწყო ბაბამ,თუმცა ნიქსიმ თვალები დაუბრიალა და სიტყვა გაწყვიტა. მხოლოდ გაოცებული მზერით შემოიფარგლა და დააყოლა-ახლა გასაგებია,რატომ არ მოკლა.
-ყველაფერი ნაცნობობით ხდება-თავი დაიქნია ნიქსიმ.
მირას თავი საოცრად დამძიმებოდა.საკუთარი საწოლის დანახვისას ბედნიერმა ჩაიღიმა .
-არ მეგონა,აქ ძილი კიდევ თუ მეღირსებოდა!
საწოლთან ჩაიმუხლა,მის ქვეშ შეიხედა და მოზრდილი ყუთი გამოსწია.
უამრავ ხარახურაში ფოტო მოჭხრიკა და თვალებგაფართოვებული დააჩერდა.
ფოტოზე ოთხი ადამიანი იყო გამოსახული. დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის,შავგვრემან ქალს ხელში ოთხიოდე წლის გოგონა გაჭირვებით ეკავა, გრძელ თმიანი და წვერებიანი კაცი ,რომელიც მშენებლის ფორმაში იყო გამოწყობილი,ქალს ხელს ჰხვევდა,მეორე ხელი კი მის გვერდით მდგარი ცამეტი წლის მირასთვის გადაეხვია,რომელსაც ხელში ფუმფულა ლეკვი ეჭირა და ბედნიერი იღიმებოდა.
საწოლზე დაწვა,მოიკუნტა და ფოტო გულზე მიიხუტა ცრემლები,რომლებიც ამდენი ხანი სტკენდნენ თვალებს,ბოლოს და ბოლოს,გამოსულიყვნენ გარეთ.
მის გვერდით საწოლი ჩაიზნიქა. მალე წელზე ხელი მოჰხვიეს და გულში ჩაიკრეს.
სახე ეზისკენ მიაბრუნა,თვალები დახუჭა და თბილ ყელში ჩაჰყო ცხვირი.
ხანდახან მოსაბეზრებელია,იყო ძლიერი.
ზოგჯერ სხვა ძლიერი ადამიანი გჭირდება,რომ მშვიდად მოიხსნა უძლეველობის მანტია და სისუსტით დატკბე.
საბედნიეროდ,მირას უკვე ეპოვა ასეთი ადამიანი.



8. განშორება

ყველაფერი ცეცხლის ალში გახვეულიყო. კედლები,რომლებშიც ბავშობა გაატარა,შემჭვარტლულიყო და ნელ-ნელა ნებდებოდა ცეცხლის მწველ ენებს.
-ბაბა!-დაიკივლა და ეცადა,ოთახიდან გასულიყო,თუმცა ცეცხლის ბარიერთან ერთად რაღაც ხმამ შეაჩერა.
ტირილი...
ბავშვი ტიროდა. მირას საწოლზე პატარა,თეთრი არსება ხელებსა და ფეხებს გამწარებული იქნევდა და ბოლო ხმაზე ჭყიოდა.
პირველი,რაც იგრძნო,იყო მხეცური,შეუჩერებელი,პირველყოფილი ინსტინქტი-უნდა გადაერჩინა.
საწოლთან მივარდა,ბავშვი გულზე მიიხუტა და მიმოიხედა. წასასვლელი არსად იყო.
-ეზი!-იკივლა და თვალები გაახილა.
-რა ხდება?-სიბნელეში შეშფოთებული,ძილისგან დაბოხებული ხმა მოესმა.
კაცს ხელი ისევ მის წელზე შემოეხვია,როგორც ჩანდა,დიდი დრო არ გასულიყო მას შემდეგ,რაც მირას ჩაეძინა-სიზმარი ნახე?-დაძაბულ ხმას ღიმილი გაერია-მშიშარა.
სიზმრისგან გამოყოლილი გრძნობა მთელს სხეულში მოსდებოდა. ასეთი რამ უკვე გამოეცადა.
ახლა სიზმარი შეიცვალა და შავი ღრუბლის მაგივრად ცეცხლით აივსო. ეზიმ ხელი მკერდზე წაატანა და უჩურჩულა.
-დამშვიდება გჭირდება.
ყელიდან ტუჩები ყურზე აატარა და ლოყაზე მიეფერა,თუმცა მირას ახლა ესეც ვერ უშველიდა. ეზის ხელი მოიშორა და სწრაფად წამოხტა საწოლიდან.
-ახლავე უნდა წავიდეთ აქედან...-კარადა გამოაღო,არეულობაში ზურგჩანთა მოჩხრიკა და ძველი ყუთიდან რამდენიმე ძვირფასი ნივთი ჩაყარა.
-რა?-თავის ქექვით წამოდგა კაცი და გოგონას ისე შეაჩერდა,აშკარად ფიქრობდა,მთვარეულია ან შეიშალაო.
-ასეთი რამე უკვე გამომიცდია და ძალიან,ძალიან ცუდ რამეს ნიშნავს...-ვერ მშვიდდებოდა მირა-მაქანა გყავს? ხომ ყავს?
-ხო, ორი ქუჩის იქითაა. მაინც და მაინც ახლავე? სადაცაა გათენდება.
-არა,ეზი,ახლავე! ყველანი უნდა გავიდეთ,სული მეხუთება... აქ თუ დავრჩით,მოვკვდები.-ხელით გახურებული სახე გაინიავა,ქურთუკი მოიცვა და ეზის შეაჩერდა-სწრაფად!დრო არ გვაქვს!-დაუყვირა.
-ნუ ყვირი,სიზმარი ნახე მხოლოდ და ნუ გადაირიე-შეუტია კაცმა.
-ეზი-სახეზე ხელები დასამშვიდებლად გადაისვა და მიუახლოვდა. ჩაიმუხლა და კაცს აჰხედა-გთხოვ,დამიჯერე. გემუდარები.
ეზი წამით დადუმდა,შემდეგ კი მოღუშულმა ჩაილაპარაკა.
-თხოვნა უკვე სხვა რამეა-თავზე ხელი გადაუსვა და ლოყაზე უჩქმიტა-კიდევ ერთხელ დამიყვირებ და ფანჯრიდან გისვრი.
-კარგი,ჰო,მოსულა-გაეღიმა-ახლა ყველა გავაღვიძოთ.
მირამ სახლი დაიარა,ბაბა და დენისი თავისი მშობლების ოთახში იპოვა.
დენისი მისი შესვლისთანავე გამოფხიზლდა და მირას თხოვნის შესასრუბლად წავიდა-სარდაფიდან გოგონას მამა უნდა გამოეთრია და საბარგულში ჩაეტენა.
ბაბას გაღვიძება კი უფრო რთული საქმე აღმოჩნდა.
-ბაბა!-უკვე ყვირილზე გადასული ანჯღრევდა ბიჭს-ადექი-მეთქი,უნდა წავიდეთ.
-ო-ო-ამოიბურდღუნა ბიჭმა და გადაბრუნდა-მაცადე ძილი,რა!
-მიმიშვი-ოთახში ეზი შემოსულიყო,მირა უბოდიშოდ მისწიაე გვერდით,ბაბას საყელოში ხელი ჩაავლო და წამოაფრინა,რამაც ჯადოსნურად იმოქმედა მძინარა ბაბაზე-თვალები ჭყიტა და წამოიყვირა,რადგანაც ეზიმ ფეხზე დააყენა მოულოდნელობისგან შებარბაცდა.
ბიჭს შარვალი და ფეხსაცმელები გაეძრო და დიდი საცვლიდან ორი გამხდარი ფეხი მოუჩანდა.
-ჩაიცვი,მივდივართ-შეუღრინა ეზიმ და მირას ანიშნა,წამოდიო.
ყველა მისაღებში შეკრებილიყო,ეზის ორი თანაგუნდელის გარდა.
-მანქანებთან წავიდნენ,ამდენი ქუჩაში ვერ ვივლით-უპასუხა ეზიმ მირას კითხვას. ქვემოთ ჩავალი კიბიდან ხმაური მოესმა და დაამატა-ჯობია,არ ნახო.
დენის მამამისი მოჰყავდა. თავზე ტომარაჩამოცმულ,გაძვალტყავებ სხეულს გაჭირვებით მოათრევდა. მირამ წამით შეავლო თვალი და ფანჯრისკენ მიბრუნდა. მოგუდული ხრიალი ესმოდა. როგორც ჩანდა,დენისს შვილისთცის პირი აეკრა,რომ ხმა ვეღარ ამოეღო.
-ვიპოვი წამალს. სადაც არ უნდა იყოს.-ჩაიბუტბუტა და მხარზე ფრთხილი შეხება იგრძნო.
-მირა,უნდა დაგელაპარაკო-ნიქსი იყო.
-ახლა?-გაკვირვებულმა შეჰხედა -სხვა დროს ვერა,ნიქს?
-სასწრაფოა.-ხელი მოჰკიდა და სამზარეულოში გაიყვანა-ეზისთან იწექი?-შესავლების გარეშე ჰკითხა.
-რ-რა?-გაოგნდა მირა-რა მნიშვნელობა აქვს?
-ახლა არა,აქამდე. ან ვინმესთან...
-ნიქს,რაში გაინტერესებს?-გაბრაზებულმა გაიქნია თავი.
-აქამდე ვერ გითხარი,მეგონა ეს... ბაბასგან იყო-სიტყვებს თავს ვერ აბამდა გოგონა-და ერი სულ გადაირეოდა,მაგრამ წუხელ მივხვდი...
-რა ვერ მითხარი?
-ორსულად ხარ.-შეწუხებული სახით ამოთქვა-შენგან გაორმაგებული სასიცოცხლო იმპულსები მოდის. ადრევე დავეჭვდი,მაგრამ რაც აქ მოვედით,უფრო გააქტიურდა. ეტყობა,მამის სიახლოვის გამო...
მირა აღარ უსმენდა. ცუდი კვებისა და მუდმივი დაძაბულობის გამო,მენსტრუალური ციკლი სულ არეული ჰქონდა და ყურადღებას აღარ აქცევდა. ეგონა,შეუძლებელი იყო ასეთ სხეულს ახალი სიცოცხლის წარმოქმნისთვის ჰქონოდა ძალა. სიზმარში ნანახი გაახსენდა,ბავშვი მის საწოლზე.
-შეუძლებელია-თავი გააქნია,ნიქსს სასოწარკვეთილმა შეჰხედა-არ შეიძლება... ახლა არა!
სახლის კედლები და იატაკი შეზანზარდა. თავიდან ეგონა,აღელვებს გამო თავბრუ დაეხვა,თუმცა ნიქსის რეაქციაზე მიხვდა,რომ არ ეჩვენებოდა.-რა ხდება?
მისაღებში გავარდა და დანარჩენებს შეჰხედა.
ისეთი ხმა ისმოდა გარედან,თითქოს საახალწლო ფეიერვერკებს ისვრიანო.
ჭერიდან რამდენიმე პატარა ნატეხი და მტვერი ჩამოიყარა.
-ეს...-წამოიწყო ბაბამ.
-ქალაქს აფეთქებენ-წამოიძახა ეზიმ-გარეთ,ჩქარა!
ქუჩაში ასაფეთქებელი ნივთიერებების სუნი უკვე კარგად იგრძნობოდა.
მირას ზეციდან საშინელი წუილი მოესმა,უზარმაზარმა თვითმფრინავმა გადაკვეთა მზის პირველი სხივებით შეფერილი ცა და რამდენიმე მძიმე საგანი ჩამოაგდო.
რამდენიმე სახლის დაშორებით მდგარი შენობა აფეთქდა,მირას ვიღაც გადაეფარა და მიწაზე გააკრა.
-დაწექით-ღრიალებდა ეზი.
მალევე მანქანის ხმაური მისწვდა ყურამდე და იგრძნო,როგორ აიტაცეს ჰაერში.
ეზიმ მანქანაში ჩატენა და თავად წინა სავარძელზე მოთავსდა.
მირას გვერდით ბაბა და ნიქსი მოთავსდნენ და მანქანა სწრაფად მოსწყდა ადგილს.
ცოტა ხანში გამაყრუებელმა ხმამ უკან მიახედა მირა-მისი სახლის ადგილას ჯოჯოხეთური ცეცხლი გაჩენილიყო,ყველაფერი იწვოდა გარშემო,ვეღარც მამას ნაფერებ ცოცხალ ღობეს გაარჩევდი,ვერც პოლოს სახლს,კედელს,რომელიც მირას ნახატებით იყო აჭრელებული...
-ასე სწრფად როგორ გაიგეს? -იკითხა მძღოლის ადგილას მჯდომმა კაცმა.
-არ გაუჭირდებოდათ-ამოთქვა ნიქსიმ-ჩემს მასწავლებელს წერილი გავუგზავნე...
-რა?-ყურებს არ დაუჯერა მირამ-კიდევ?
-მხოლოდ ის ვუთხარი,რომ დრო მოეცათ,მაგრამ ალბათ მიხვდებოდნენ,საიდანაც მივიდა ფრინველი.
-ხომ გაგაფრთხილე?-გაცეცხლებულმა შეუყვირა.
-ჩვენს ადგილსამყოფელს ისედაც მიაგნებდნენ-არ დანებდა ნიქსი-ადრე თუ გვიან.
-ამაზე ჩხუბს აზრი აღარ აქვს-ჩაერთო ბაბა-ერი და დემეტრა უნდა წამოვიყვანოთ.
-სად არიან?
-სანაპიროსთან უნდა დაეცადათ.
ოდესღაც ულამაზესი ბულვარი აფეთქებებისგან გაცამტვერებულიყო. მანქანა გაჭირვებით მიიწევდა წინ,თვითმფრინავის დანახვისას კი მკვეთრად უწევდათ შებრუნება და ხეებში მიმალვა.
გზაზე უამრავი შვილი გამოსულიყო,მზის სხივებსაც აღარ ერიდებოდნენ,მანქანას ეჯახებოდნენ,საშინელი ხმით წიოდნენ და ცდილობდნენ,მინები ჩაემსხვრიათ.
მაღალ შენობებს გასცდნენ და ბაბას მითითებული მიმართულებით წავიდნენ,როდესაც თავზე უზარმაზარმა ჩრდილმა გადაუარათ.
ეზის გინების ხმას ნიქსის წივილი შეუერთდა და მანქანა აფეთქების ტალღამ ჰაერში აისროლა.
დროის შეგრძნება დაკარგა. ისე უყურებდა ყველაფერს,როგორც ფილმს-გვერდიდან,თითქოს ეს მის თავს არ ხდებოდა.
მანქანის სახელურს ჩაეჭიდა,თავი ძლიერად მიარტყა სახურავს,მინის ნამსხვრევები იგრძნო სახეზე და წამით გაითიშა.
ყურებში მოგუდულ ყვირილთან ერთად გაბმული,წვრილი ხმა ესმოდა.
თვალები გაახილა და გაორებული გამოსახულების დაფიქსირებას შეეცადა.
სახელური გამოსწია,კარი გაიღო,ამოტრიალებული მანქანიდან გადმობობღდა.
ფეხზე გაჭირვებით წამოდგა,მის წინ რამდენიმე სამხედრო მანქანა გაჩერებულიყო,ათიოდე ადამიანს იარაღი მისკენ შეემართა.
სახიდან სისხლი მოიწმინდა და გაკვირვებულმა შეხედა.
-ვინ ხარ?-რუსულად ჰკითხეს.
იმაზე ჩაფიქრდა,წინასწარმეტყველი რუსულად როგორააო,როცა ახალი კითხვა დაუსვეს.
-ის ხარ,ვინც წამალი უნდა იპოვოს?
ახლა დაფიქრდა,მოვიტყუო თუ არაო.
უცბად სროლის ხმამ გააყრუა იქაურობა.
-შვილები!-ყვიროდნენ და მირამ მაშინღა შეამჩნია,რომ ვამპირთა ურდო მოახლოვებოდა. დაბლა დაიხარა და მანქანისკენ გაბობღდა.დანარჩენები უნდა ენახა,თუმცა მასთან მიახლოვებულს ვიღაცამ ხელი ჩაჰკიდა და რუსულად დაუყვირა.
-წინასწარმეტყველი ხარ?
-ზუსტად,ენისწვერზე მედგა ეგ სიტყვა-მიუგო ქართულად-მე ვარ,ხო.-თავი დაუქნია.
მაშინვე წამოაყენეს და წაათრიეს.
-ესაა,მივდივართ!-დაიყვირა იმან,რომელსაც მირა მიჰყავდა.
უკან შებრუნდა,კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მანქანას და სულ ერთი სანტიმეტრით ამოწეული შავი ქოჩორი დაინახა. ეზი იყო,იმალებოდა და მირას გადარჩენას გეგმავდა! ამის გაფიქრებაღა მოასწრო,შემდეგ კი მანქანაში შეტენეს და თავზე ჩვარი ჩამოაცვეს.
მალევე მოესმა ძრავის ხმა და მისი ახალი მოგზაურობაც დაიწყო.
მისი თანამგზავრები ძირითადად რუსულად საუბრობდნენ,თუმცა ხანდახან ქართული და ინგლისური სიტყვებიც ესმოდა.
რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ გაიგო,რომ აფხაზეთისკენ ჰქონდათ გზა,ახსენებდნენ ოჩამჩირეს,სამთავრობო სახლსა და სადგურს.
საგონებელში ჩავარდნილს იმაზე ფიქრი არ ასვენებდა,რატომ იყო ჯერ კიდევ ცოცხალი.
ფიქრობდა იმათზე,ვინც ბათუმში დატოვა. თავად წარბის გახეთქვითა და რამდენიმე ნაკაწრით გადარჩა,თუმცა იქნებ დანარჩენებს ასე არ გამართლებოდათ?
ეზის თავი დაინახა,მაგრამ მხოლოდ წამით,ბაბა,ნიქსი,დენისი... არაფერი იცოდა. გონება ავარიისას იმდენად გათიშული ჰქონდა,ვერც მოიფიქრა,რომ გვერდით გაეხედა.
რობის სიტყვები გაახსენდა-თვითგადარჩენის ინსტიქტი სხვა ყველა გრძნობას თრგუნავს.
გონება დაძაბა,ეცადა,როგორმე მათთან კავშირი დაემყარებინა,თუმცა ამის მოჩვენებით გაკეთებაც ვერ მოახერხა-ნიქსის ხმა იმეორებდა -”ორსულად ხარ”.
ცხოვრებაში პირველად იყო ასეთი დაბნეული.
აპოკალიფსი ნახა,კაცობრიობისთვის ყველაზე საშინელ და საოცარ დროებაში მოუწია ცხოვრება და გადარჩენა. ნახა,როგორ ჭამდნენ ადამიანებს,აღარ ახსოვდა,რამდენჯერ ესროლეს,უმტკიცებდნენ,რომ წინასწარმეტყველი იყო,პირველად იწვა მამაკაცთან,ერთი დიდი ჯოჯოხეთი გამოიარა,მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარევით,რასაც ახლა გრძნობდა.
ყველაზე მეტად ის აზრი აშფოთებდა,არ უნდოდა,ნიქსი შემცდარიყო. აბნევდა ის გრძნობა,რომ სურდა,ახალი სიცოცხლის მშობელი გამხდარიყო და ამ სიცოცხლის ავტორი მასთან ერთად ეზი იქნებოდა.
მამაკაცის გახსენებაზე მუცელში მწველ სურვილს გრძნობდა. საშინლად უნდოდა,საიდანღაც უცბად ეზი გამომხტარიყო,როგორც ფილმებში,ყველა დაეხოცა და შემდეგ მასთან ერთად სიყვარულით დამტკბარიყო.
“ჰორმონები”-გაიფიქრა და ჩაიცინა . ეზი ვერ უშველიდა და თუ სურდა,მასთან ოდესმე სექსით კიდევ დაკავებულიყო,ჯერ ამ ამოუცნობი ობიექტებისგან უნდა დაეღწია თავი.

-ეი,ბიჭებო!-დაიძახა,როდესაც ყელში ამოუვიდა ტომარაჩამოცმულს ყოფნა და ბუნებრივმა მოთხოვნილებებმაც თავი შეახსენეს-რა აზრი აქვს ახლა ამაში რომ გამახვიეთ?-გაკოჭილი ხელები გაატოკა-რადგან ჯერ არ მომკალით,ესე იგი ცოცხალი გჭირდებით და თუ არ გინდათ,სავარძლები დავასველო,იქნებ ცოტა ხანს შეაჩეროთ?
რამდენიმეწუთიანი თათბირის შემდეგ ვიღაცამ ტომარა გადააძრო და სინათლემ თვალები აუწვა.
გარკვეული დრო დასჭირდა,რომ გამოსახულებები კარგად გაერჩია. მის გვერდით ქერა,სლავური გარეგნობის,გამხდარი ბიჭი იჯდა და ისე უყურებდა,როგორც შუასაუკუნეებში ჩამოსახრჩობად გამზადებულ ჯადოქარს,მცირე ადგილის მიუხედავად ფანჯრისკენ მიწეულიყო,მეორე მხარეს კი ნიღბიანი მამაცაცი ეჯდა,რომელსაც მხოლოდ შავი თვალები და ხშირი წარბები მოუჩანდა. პირველზე გაცილებით მაღალი და ძლიერი სჩანდა. მირას თვალს არ აშორდებდა და “აბა ერთი რამე გაბედე” მზერა ჰქონდა.
მძღოლის ადგილას აშკარად კავკასიელი კაცი იჯდა,შავი,გაბურდული თმა-წვერი და არწივისებრი ცხვირი ჰოქნდა,მძღოლის გვერდით მჯდომი,ჟღალთმიანი მამაკაცი უკან მობრუნებულიყო და მირას გამომცდელად აკვირდებოდა.
მისი ეშმაკური მზერა გოგონას არ ესიამოვნა,თვალები დააწვრილა და კიდევ ერთხელ იკითხა.
-აბა,ჩავიფსა?
კაცმა ჩაიცინა და რუსულად უპასუხა.
-გავაჩერებთ,მაგრამ იცოდე,გაქცევა არც კი სცადო.
-სად?-ირონიული მზერა მოავლო გარემოს. ირგვლივ ხეების და ზღვის ზოლის მეტი არაფერი მოჩანდა-ავტოსტოპით შორს ვერ წავალ.
-გააჩერე-გადაულაპარაკა ჟღალთმიანმა მძღოლს და ავტომობილმაც სვლა შეანელა.
მირამ ღიმილით შეჰხედა და მოუთმენლად იცვალა გვერდი,
-ხელები გავუხსნა?-იკითხა მის გვერდით მჯდარმა ნიღბიანმა.
-არა,გადაიყვანე და დაეხმარე.-უპასუხა წინ მჯდომმა-მალე დაბრუნდით.
-ხელებგაუხსნელმა როგორ ვქნა,მირჩიე-თვალები აატრიალა მირამ-რისი გეშინიათ? გგონიათ,შელოცვას გესვრით? ჯადოსნური ჯოხი სადღაც დამივარდა...
-ხელები არ გაუხსნა-გაიმეორა კაცმა.
ნიღბიანმა მხარში ხელი ჩაჰკიდა და მანქანიდან გადაიყვანა.
-ჯანდაბა,სერიოზულად?-წაიბორძიკა და უფოთლო ბუჩქისაკენ წავიდა-რანაირად უნდა ვქნა ასე?
-სწრაფად-უთხრა კაცმა ინგლისურად.
-სწრაფად-თვალები აატრიალა-მოდი,აბა შეგიკრავ ხელებს და...-ხელები შარვლის სალტეს მოჰკიდა და დაბლა ჩასწია,თუმცა მხოლოდ ის გამოუვიდა,რომ უკანა ნაწილი დაიწია,ხოლო წინა ისევ თავის ადგილას დარჩა.
მობეზრებულმა შეჰხედა კაცს და თვალებით ანიშნა,რომ დახმარებოდა.
-გამიხსენი,ორი წამით-შეევედრა.
კაცი მისკენ ყოყმანით დაიძრა. მირა შებრუნდა და ხელები გაიშვირა,თუმცა ნიღბიანი შარვალზე დასწვდა და სწრაფი მოძრაობით ჩაუწია.
გაკნაჭულ ფეხებზე გაოგნებულმა დაიხედა და სიცილი წასკდა.
-მაგრად გაკლიათ თქვენ,უცხოელებს-ამოთქვა კისკისით და ბუჩქს მოეფარა-დანარჩენს თვითონ ვიზამ. მიბრუნდი! თურნ ერაუნდ!-თვალები დაქაჩა.
ნიღბიანი არ შებრუნებია,თუმცა თვალები აარიდა.
ცოტა ხანში ისევ მირას ხმა გაისმა.
-ე-ე... კიდევ უნდა დამეხმარო,ბეტმენ!

-ბუნებაშიც გავისეირნეთ!-სალონში დაბრუნებული ლაპარაკის ხასიათზე მოვიდა. აღარ სურდა გაურკვევლობაში ყოფნა და ცდილობდა,რაც შეიძლება მეტი გაეგო იმაზე,რაც ელოდა-ბეტმენ,ხომ ვერ მეტყვი,სად მივდივართ?-იკითხა ინგლისურად,ნიღბიანს შეჰხედა და გაუღიმა-რომ მივალთ მაინც ხომ ვნახავ?
-ზედმეტად ბევრს თუ ილაყბებ,პირსაც აგიკრავთ,ასე რომ,დამშვიდდი,ფისო-წინა სავარძელზე მჯდომი მიუბრუნდა და კიდევ ერთხელ აათვალიერა.
-სერიოზულად,რა საჭიროა ეს ვითომ იდუმალება? სერიოზული სახეები და მკაცრი მზერა-ენა გადმოაგდო და სახე მომანჭა-ადამიანები ვართ,ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით. კაი ჰო,გამიტაცეთ და შეიძლება მომკლათ კიდეც,მაგრამ წესიერად რომ დამელაპარაკოთ,რა მოხდება? თუ ასეთი კოდექსი გაქვთ-ნიღბიანს მიუბრუნდა-ცუდი ბიჭების კოდექსი.
-საჭმელი მიეცი,გაჩუმდება-კაცი ქერაბიჭს მიუბრუნდა,მანაც კონსერვის ქილა გახსნა და მირას კოვზით მონარინჯისფრო მასა გაუწოდა.
გოგონამ ფრთილად გასინჯა საჭმელი,ბოსტნეულის გემო შეიგრძნო და მთლიანად გადაყლაპა ულუფა.
-ძალები უნდა აღვიდგინო-ფიქრობდა გამალებით-იმედია ეზი მიხვდა,სადაც წამომიყვანეს...
ეზიზე მეტად კი ბაბას იმედი ჰქონდა. ბიჭი არადროს დატოვებდა,ამაში დარწმუნებული იყო. ბაბა ჩვეულებრივ რამეებში ყოველთვის სისუსტეს იჩენდა,წუწუნი და თავის შეცოდება უყვარდა,თუმცა ზუსტად მაშინ ჯიუტობდა,როდესაც საჭირო იყო,თითქოს ყოველდღიურობაში საჭირო ნებისყოფას საგანგებო შემთხვევებისთვის ინახავდა.
ეზი თუ რაციონალურად გათვლიდა მათ რესურსებსა და შესაძლებლობებს,ბაბა მხოლოდ იმაზე იფიქრებდა,რომ მირა საფრთხეში იყო. ეზის თუ დიდად არ ადარდებდა კაცობრიობის მომავალი,მირას მეგობარი გულკეთილი იყო,სურდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ყოფილიყო ბედნიერი.
მონატრებოდა ბაბა...
მთელი თვე მასთან ერთად იყო,თუმცა ისე ვეღარ,როგორც უწინ. ერისთან მისი განაწილება არ უნდოდა,რადგანაც აღმოაჩინა,რომ უვე ერი უნაწილებდა საუკეთესო მეგობარს.
“მეგობრის გამიჯნურებაზე საშინელი არაფერია”-ყოველ დღე ამას ფიქრობდა მირა.
საწინააღმდეგო გრძნობას განიცდიდა ეზის მიმართ-ჯერ ვერ ენატრებოდა,რადგან მხოლოდ ორჯერ ჰყავდა ნანახი,თუმცა მისი ნახვა კიდევ ბევრჯერ სურდა ზუსტად ამ მიზნით-შემდეგ რომ მონატრებოდა.
ფიქრობდა იმ ვარიანტებზე,რას მოიმოქმედებნენ ბაბა რა ეზი მის გადასარჩენად,ბოლოს კი იმ დასკვნამდე მივიდა,რომ არც ერთის იმედი არ უნდა ჰქონოდა და თავად უნდა ეზრუნა საკუთარ ტყავზე.
ასეთი იყო მირა დასაწყისში და იგივეს უნდა დაბრუნებოდა.
საკუთარი თავის გახსენებამ შვება მოჰგვარა. ვინ ,თუ არა ის?
ვინ ამხნევებდა ყველაზე რთულ მომენტებში?-მირა!
ვინ აძლევდა ძალასა და გამბედაობას?-იგივე ადამიანი.
სხვის იმედზე ყოფნა,ერთი შეხედვით,დამამშვიდებელია,თუმცა კარგად რომ დავუკვირდეთ,ყველაზე მეტ მოუსვენრობას სწორედ ეს გვანიჭებს.
აქვე ჰყავდა ის,ვინც გადაარჩენდა-საკუთარი თავი.
რუხ ღრუბლებში გახვეული პატარა რგოლი ნელ-ნელა ზღვაში ეშვებოდა. აღარ იყო ის,რაც უწინ.
მირას ახსოვდა,როგორი იყო ადრე ზღვაში ჩამავალი მზე-ავარვარებული წითელი დისკო,რომელიც მუქ წყალში დინჯად დნებოდა და საოცარ სანახაობას ქმნიდა. ამ დროს ზღვა თითქოს მისი სხივებით ჯერდებოდა და დღის განმავლობაში ყველაზე თბილი სწორედ მაშინ იყო. მასში ფენიქსი იფერფლებოდა და ყველაზე მეტად სწორედ ამის გააზრება ხდიდა ჩამავალ მზეს ულამაზესს-ცოდნა,რომ მეორე დღეს ის კვლავ აღდგებოდა და ასე გაგრძელდებოდა დაუსრულებლად.
ახლა მზე განაცრისფერებულიყო,მის სხივებს ზამთრისა და სქელი ღრუბლის გამო ეფექტი დაეკარგათ,მაგრამ არ ნებდებოდა,მაინც ანათებდა და ჩაქრობას კვლავ დიდი ხნის განმავლობაში არ აპირებდა.
კვლავ გამოანათებდა ისევე,როგორც მირა.
ერთგვაროვანი,დიდი ხნის წინ მიტოვებული სოფლების გავლის შემდეგ ქალაქის ხედი გამოჩნდა და მირა ფიქრებიდან გამოარკვია.
ოდესღაც აქაურობა ძალიან ლამაზი იქნებოდაო,გაიფიქრა.
შენობებს მარტოობა განსხვავებულად უხდებოდა.
თუ დანარჩენ ქალაქებში მირას ყველაფერი აყრილი და გაძარცვული ხვდებოდა,აქ ზოგიერთი ადგილი ისე გამოიყურებოდა,თითქოს აპოკალიფსი არ შეხებოდა,რადგანაც ისინი გაცილებით ადრე მიეტოვებინათ,ვიდრე აღსასრული დაიწყებოდა.არც შვილები მოჩანდნენ,არც დაცხრილული კედლები,ანდა დაბომბული გზები და სახლები.
ამიტომაც იყო მშვენიერი. განცალკევებული,იდუმალი და მიმზიდველი.
უხვად გადაფენილი მარადმწვანე მცენარეები კოდევ უფრო ალამაზებდა ამ ადგილს,რამდენიმეგან კი შეუსაბამოდ იყო გაკრული რუსულენივანი წარწერით გაფორმებული პლაკატები,რომლებზეც ყოფილი პოლიტიკოსები იყვნენ გამოსახულნი.
-ყველგან ესენი ეჩრებიან-წაიბუტბუტა უკმაყოფილოდ-თუ წამალს ვიპოვი,ამათთვის საწამლავსაც გამოვძებნი სადმე.
-აფხაზეთი საქართველოა!-წარმოთქვა უფრო ხმამაღლა და სიცილი მოესმა.
-არც ერთი აღარ არსებობს,პატარა ბო*ზო-წინა სავარძელზე მჯდომი ლაპარაკობდა-თუმცა ილაპარაკე,მხოლოდ ეს არ შეგიძლიათ ქართველებს? იქნებ საუბრით აპირებ შვილების განკურნვასაც.
-ეჭვი არ შეგეპაროს-შეუღრინა.
მანქანამ სვლა შეანელა და დიდი,ძველი შენობის შესასვლელთან გაჩერდა.
რუსული ასოებუ გადაქერცლილიყო,თუმცა მირამ გაჭირვებით მაინც ამოიკითხა “სოხუმი”.
გული უცნაურად შეუტოკდა. არასდროს ყოფილა საქართველოს ამ უძველესნ ნაწილში. მიუხედავად იმისა,რომ ქვეყნების საზღვრები დარღვეული იყო და აღარავის ადარდებდა ძველი კონფლიქტები,მაინც,ახლა ყველა ქართველისთვის სანატრელ მიწაზე იდგა.
იქნებ,ოდესმე...
-გადმოდით!-დაიძახა ჟღალმა,რომელიც უკვე შენობაში შედიოდა და გარემოს იარაღშემართული ზვერავდა.
ნიღბიანმა მირა ცალი ხელით ააფრიალა და მანქანიდან გადაიყვანა.
მძღოლი და ქერა თანამგზავრი ადგილზე დარჩნენ,რგოგორც ჩანდა,მათ უკან მომავალ მანქანებს ელოდებოდნენ. ერთ-ერთი შავი მანქანა მაშინ გამოჩნდა,როდესაც გოგონა ნაგებობაში შეჰყავდათ.
საღებავაქერცლილი შენობის ინტერიერი მომნუსხვეული იყო.
ოდესღაც ხელოვნური მწვანე,ჟანგისფერი და ნაცრისფერი ერთმანეთს საოცრად შერწმოდა და მნახველს არწმუნებდა,რომ დრო ყველაზე ნიჭიერი ხელოვანია.
შენობის შიგნით თაღები აღმართულიყო,რომელიღაც მეფის ყოფილი რეზიდენციის დარად,მათ კედლებსა და ჭერზე გაცრეცილი ფრესკები გაირჩეოდა,რომლებზეც ჩამავალი მზის უფერული სხივები,ჩამტვრეული ფერადი ფანჯრების მინების წყალობით ათასფერად გარდატყდებოდა.
ირგვლივ მიმოყრილი უამრავი ნივთი ერთ მთლიანად გადაქცეიყო და ნაგებობას ისე შერწყმოდა,თითქოს არქიტექტორს თავიდანვე ასე ჰქონდა ჩაფიქრებული.
მირა მიხვდა,რომ ყოფილი სადგურის შენობაში იმყოფებოდნენ.
შესასვლელის გავლით დიდ დარბაზში აღმოჩდნენ,რომელიც რამდენიმე სართულდ იყოფოდა და სავაჭრო ცენტრის მსგავსად,შემდეგ სართულზე ასასვლელად,კიბით შიდა აივანზე უნდა გაგევლო.
სიცივითა და ნესტით იყო გაჯერებული იქაურობა.
ნიღბიანმა მირა კიბეზე აიყვანა და ერთ-ერთ ოთახში შევიდა,საიდანაც იმ ადგილას მოხვდნენ,სადაც ალბათ ადრე მატარებლები ჩერდებოდნენ.
მათ წინ მიმავალი ჟღალთმიანი რკინის კარის წინ შედგა და ზედ რამდენჯერმე დააბრახუნა.
კარი მალევე გაიღო და მაღალი,შავგვრემანი,სამხედრო ფორმაში ჩაცმული ქალი გამოჩნდა.
-ისაა?-იკითხა რუსულად და მირა შეათვალიერა.
-ზუსტად არ ვიცით-უპასუხა ჟღალმა და ნიღბიანს ანიშნა,შემოიყვანეო.
ჩაბნელებულ კიბეს ჩაუყვნენ,წინ შავგვრემანი მიუძღვებოდათ. ბეტონით ნაშენები,მწვანედ შეღებილ დერეფანში მრავალი პატარა ოთახი იყო ჩამწკრივებული,რომლებსაც რკინის,უფანჯრო კარები ჰქონდათ,გარედან გადაკეტილები.
აქა-იქ ეკონომ ნათურები სუსტად ანათებდა,ქალი ერთ-ერთ კართად შედგა და სახელური ჩამოსწია.
-შეიყვანეთ. ახლავე დავუძახებ.
მირას შეკრული ხელები უკვე ძალიან სტკიოდა,კანი ეწვოდა და უხეში ბაწრის გამო სისხლი სდიოდა.
-ხელები გამიხსენით,აქედან სად უნდა გავიქცე?-შებრუნდა და ნიღბიანს ხელები დაანახა-სერიოზულად,მართლა ფილმში ხომ არ ვართ?
ნიღბიანმა ჟღალს გადაჰხედა,რომელმაც თავი ნელა დაიქნია.
დანა გაშალა და გოგონას მიუახლოვდა.
მირამ გათავისუფლებულ მაჯებს ნაწყენმა დაჰხედა და ჩაიბურტყუნა.
-უზრდელი,უხეში...
რკინის სკამზე ჩამოჯდა და მიმოიხედა.
ფართო ოთახში აშკარად ლაბორატორია მოეწყოთ.
წამწკრივებულ მერხებზე ათასგვარი ზომისა და ფორმის კოლბები და სინჯარები მოეთავსებინათ,ირგვლივ სრული წესრიგი და სისუფთავრ სუფევდა,მხოლოდ ერთ კედელზე განთავსებულ უზარმაზარ დაფაზე იყო ქაოსი.იგი მირასათვის გაუგებარი სიმბოლოებით და ფორმულებით იყო აჭრელებული.
დაკვირვება ოთახში შემოსულმა ადამიანმა შეაწყვეტინა.
დაბალი,ჩაფსკვნილი,თეთრთმიანი კაცი გაბრწყინებული თვალებით უყურებდა მირას. თეთრი ხალათი ღილზე შემოეტმასნა,უშველებელი სათვალე თვალებს ერთი-ორად უდიდებდა.
-მაშ ასე-ჩაილაპარაკა ქართულად,თუმცა აქცენტი მკვეთრად ეტყობოდა-წინასწარმეტყველი მომიყვანეთ! -ჟღალთმიანს შეჰხედა-ყოჩაღ,მიშა! თქვენი სახელი ჩემთან ერთად დარჩება ისტორიას.
მირას მიუახლოვდა და თვალებში ჩაჰხედა.
-მე დოქტორი ვასილი ბედნიკოვი ვარ. შენ რა გქვია,გოგონი?
-მირანდა-მზერა უტეხად გაუსწორა-რატომ მომიტაცეთ?
-მოგიტაცეთ? რასამბობ. შენ ჩვენი სტუმარი ხარ,უბრალოდ ჩვენს ბიჭებს ასეთი მეთოდები აქვთ...თხოვნა არ სჩვევიათ. მოგიყვანეს,რათა დამეხმარო ვაქცინის პოვნაში.
-საიდან მოიტანეთ,რომ წინასწარმეტყველი ვარ?-მხრები აიჩეჩა მირამ-რატომ მაინც და მაინც მე?
-ვიცოდით,რომ ემზარ ბუაძის მფარველობის ქვეშ იყო წინასწარმეტყველი. ეს უკვე ყველამ იცოდა.-ფრთხილად დაიწყო კაცმა-და როდესაც გავიგეთ,რომ ჩვენი კონტინენტელი მეგობრები ბათუმის დაბომბვას აპირებდნენ,სასწრაფოდ გამოვეშურეთ. სასურველი მომენტი ვიპოვეთ და ჰოპ! არა,მიშა?
-დიდი ხანია გითვალთვალებთ-ოთახში შავგვრემანი ქალი შემოსულიყო-ეზისთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით,შენს სანაცვლოდ იარაღი და საკვები უნდა მიგვეწოდებინა,ბევრი.მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა.ამიტომაც მოგვიწია შენი წამოყვანა...
კარზე კაკუნი გაისმა და ქალი სწრაფად გავიდა.
-ესე იგი,ვაქცინის პოვნა და მსოფლიოს გადარჩენა გინდათ?-ეჭვით იკითხა მირამ.
-ვაქცინის პოვნა ნამდვილად გვინდა,თუმცა მსოფლიოს გადარჩენის-რა მოგახსენო-ენთუზიაზმით დაიწყო კაცმა-ვის რაში არგია მილიარდობით უსაქმური ადამიანი? აბა,დაფიქრდი! მსოფლიოში გადარჩევა მოხდა,მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან და ეს ადამიანთა ახალი,ზე რასის წარმოქმნას განაპირობებს. ისეთები,როგორიც მე და შენ ვართ.
წარმოიდგინე,ქუჩაში გახვალ,თუმცა მათხოვარი ფეხებში არ მოგედება,ტელევიზორს ჩართავ,მაგრამ იქ კარგი ამბების მეტი არაფერი დაგხვდება,ავტობუსში უღირსი კაცი ხელების ფათურს აღარ დაგიწყებს,იმიტომ,რომ მსოფლიოს ყველა უსახური და მახინჯი სულის მქონე გაქრება...
-მოიცა,აბა ვაქცინა რაღად გინდათ?-მირა დაიბნა,
-იმისთვის,რომ ვაკონტროლოთ. ეს ვირუსი ჩვენზე გაცილებით დიდი ძალაუფლების მქონე ხალხმა შექმნა,თუმცა რასაც შექმნი,იმის გასაკონტროლებელი მექანიზმი,როგორ გგონია,არ გექნება?
-ალბათ,კი.
-დიახ,ესე იგი,ვაქცინა უკვე არსებობს და მისი გამოყენება არ სურთ. თუ ჩვენც ვიპოვით იგივე ფორმულას,მაშინ შევძლებთ და ძალაუფლებას ხელში ჩავიგდებთ! ახლა მათ ცალკე,პატარა და ნათელი სახელმწიფო აქვთ შექმნილი და ელოდებიან,როდის ამოწყდება დანარჩენი მსოფლიო. მშვიდად,წყნარად. ეს სიმშვიდე უნდა დავურღვიოთ. თუ წამალი გვექნება,სამყარო კვლავ ბიპოლარული გახდება და ყველაფერი ერთი აზრის დაკრულზე აღარ წარიმართება.
-ბატონო... ვასილ-წამოიწყო მირამ-ერთი რამ ვერ გავიგე. როგორ უნდა განიკურნოს ის,რაც ბიოლოგიურად კი არა,ზებუნებრივად გავრცელდა. ეს ხომ არაა ჩვეულებრივი ვირუსი. შვილები ბოროტების წარმონაქმნია. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი მათი ბუტბუტი,ის,თუ როგორ ვრცელდება ვირუსი... ეს არაადამიანურია...
-წყევლა? ხელი აიქნია კაცმა-ყველაფერს აქვს მეცნიერული ახსნა,ყვე-ლა-ფერს! ვირუსი ყველა ჩვენგანის ორგანიზმშია,შენშიც და ჩემშიც. ის გაცილებით ადრე გავრცელდა,ალბათ უკვე წლებია,უბრალო სურდოს ფორმა აქვს და ორგანიზმზე დამანგრეველ ზემოქმედებას არ ახდენს. უბრალოდ,სისუსტე... მაგრამ თუ კი საჭირო კომბინაციის ბგერებით ადამიანის ნერვულ დაბოლოებებს გააღიზიანებ,მანდ იწყება ყველაფერი! ვირუსი ნერვულ დაბოლოებებშია ჩასახლებული,დაახლოებით ისე,როგორც ერთი უწყინარი ვირუსი-ჰერპესი.
ის თავს მაშინ იჩენს,როდესაც ორგანიზმი რაღაცითაა დასუსტებული,იმუნიტი სისტემა წინააღმდეგობას ვეღარ უწევს და ბუჰ!
იწყება აღგზნება.
პატარა ბავშვი-მიშკა პირველი შემთხვევა იყო. მას უამრავი დაავადება ერთად დაატყდა თავს და ვირუსმაც თავი იჩინა. უბრალოდ დაემთხვა ასე-მამამისი ექიმბაში იყო და ყველაფერი ზებუნებრივ შემთხვევას მიაწერეს. რეალურად კი ბავშვი არ მომკვდარა, გული გაუჩერდა,შემდეგ კი ნელ-ნელა ისევ ამუშავდა. თავდაპირველად ის გამაღიზიანებელი,რომელსაც ყველა წყევლის სახელით იცნობს,ისე არ იყო მსოფლიოში გავრცელებული,როგორც ახლა,ამიტომაც ვირუსს უფრო მეტი დრო დასჭირდა,რომ ტვინამდე მიეღწია. მანამდე ბავშვის ორგანიზმი სწორედ ამ პარაზიტის ხარჯზე მუშაობდა-ის სასიცოცხლო ენერგია,რაც გამოსწოვა,გადასხვაფერებული უკან დაუბრუნა,გამოიწვია შინაგანი ორგანოების გადაგვარება და...
-სისხლის წყურვილი. -დაამთავრა მირამ-ანუ,არანაირი დემონი არაა ჩასახლებული ადამიანებში?
-ეგ ყველაფერი იმათი მოგონილია,ვისაც სურს ხალხი დაარწმუნოს,რომ ვირუსი უძლეველია. რა უფრო რთულია,შეუცნობელი თუ შეცნობილი? რისი უფრო ეშინიათ,სიბნელის თუ სინათლის? ხოლო აღმგზნებუ,ვირუსის კატალიზატორი სწორედ ის “წყევლაა”
ახლა შენც დაინფიცირებული ხარ,საკმარისია აღმგზნებმა ნერვულ სისტემამდე მიაღწიოს,იგივე მოგივა შენც!
-მე... ერთხელ მოვისმინე... თვალებში ვუყურებდი და მესმოდა-მირას გააჟრჟოლა-თითქოს ჯოჯოხეთში ვიძირებოდი.
-ნერვული სისტემის დათგუნვა,ჰალუცინაციები-თავი დაიქნია კაცმა-მაშ,შევუდგეთ საქმეს?
-ვასილ!-კარი გაიღო და შავგვრემანი ქალი შეშფოთებული სახით შემოვიდა-დე ჯგუფმა კიდევ ერთი გოგონა მოიყვანა. ისიც ემზართან ერთად იყო,და ამტკიცებს,რომ წინასწარმეტყველია.
კარში მალევე გამოჩნდა ორი მამაკაცი,რომელთა შორის პატარა,შავებში ჩაცმული სხეული ჩანდა.
გოგონას სახე სისხლით ჰქონდა მოთხვრილი,ერათი ხელი ისე ეკავა მეორეთი,მოტეხილს ჰგავდა,სახეზე ტკივილი ეტყობოდა,თუმცა ნიქსი მაინც თავდაჯერებული ღიმილით უყურებდა მირას.



9. უჩინარი ფორმულა

ოთახში გავრცელებული კეთილგანწყობა მაშინვე შეიცვალა,დაძაბულობის სუნმა მირას ცხვირში შეუღიტინა.

ნიქსის ეშმაკური მზერა დაიჭირა და მიხვდა,რაც უნდა ექნა.

-რა სისულელეა,მე ვარ წინასწარმეტყველი.

-მაგას უნდა,რომ გადარჩეს,ამიტომაც იბრალებს-წამოიყვირა ნიქსიმ.

-ჩვენთან თამაშს არ გირჩევ,გოგო-შავთმიანი ქალი ნიქსის მიეჭრა და თმებზე მოჰქაჩა ისე,რომ სახე აეწია-სიმართლე თქვი,დროზე!

-მე ვარ-მეთქი,მეტი რა გავაკეთო? თუ არ გინდათ,გამიშვით,რა პრობლემაა-თვალები აატრიალა ნიქსიმ-ვინმე გეხვეწებოდათ,მომიტაცეთო?

-ეგ მართალია-დაეთანხმა მირა-თუ თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს,ვინ დარჩება,მოდი მე წავალ და ეს იყოს წინასწარმეტყველი.

-ვერ ხვებით,არა?აქ სათამაშოდ არ ვართ-წამოიყვირა თეთრხალათიანმა-მოიტანეთ ტესტერები. ორივე აირჩევს და მარტივად გავარკვევთ!

შავგვრემანმა ნიქსის ხელი უშვა და ერთ-ერთ მაგიდაზე ჩამწკრივებულ სინჯარებს დასწვდა.

კარგად დააკვირდა და თვალსაჩინოდ დააწყო,ორ რიგად.

-მოიყვანეთ. ჯერ ერთი,შემდეგ მეორე.

ნიქსი პირველი აღმოჩნდა. მირა შეეცადა,მასთან მზერითი კავშირი დაეჭირა,თუმცა ჟღალთმიანი წინ გადაუდგა და ჩაილაპარაკა.

-არც კი სცადო მინიშნება.

მხოლოდ ნაწილობრივ ხედავდა გოგონას ფიგურას,რომელიც ხელს სინჯარებზე შემლოცველივით ატარებდა. ცოტა ხანს სრული სიჩუმე გავიდა,რომელიც ვასილის ხმამ დაარღვია.

-დალიე.

მირას სხეული დაეძაბა. თუ აღიარებდა,რომ ნიქსის თამაშში აჰყვა,შესაძლოა გოგონა ცოცხალი დარჩენილიყო,თუ არა,მაშინ ათიდან ცრა შემთხვევაში გარდაუვალი სიკვდილი ელოდა.

-მოიცადეთ!-წამოიყვირა და წითური გვერდით გასწია,თუმცა დაეგვიანა,რადგან ნიქსი ცარიელი ფლაკონით ხელში დაინახა.

-გაგიჟდი?-შეუძახა.

-აბა,დავამტკიცე?-ყურადღება არ მიაქცია გოგონამ და თეთრხალათიანს შეჰხედა.

კაცმა ფლაკონი გამოართვა და დახედა.

-სწორია!-ფიქრიანად ჩაილაპარაკა კაცმა-ახლა მეორე.

გაოგნებულმა მირამ თავისი ფლაკონი ამოარჩია და გადაყლურწა.

-შესაძლოა,ორი წინასწარმეტყველი იყოს?-შავგვრემანი ქალი აშკარად დაბნეული ჩანდა.

-არა! რომელიღაცა იტყუება!-დაიყვირა ვასილიმ და ფლაკონები მაგიდიდან გულმოსულმა გადაყარა-მოდი აქ-მირას ხელი დაუქნია და კომპიუტერს მიუახლოვდა-დაჯექი,აქ ყველა შესაძლო ფორმულაა ჩამოთვლილი-რაღაც პროგრამა გახსნა,სადაც მირასთვის გაუგებარი სიმბოლოები უსასრულო მწკრივებად იყო ჩამოშლილი-დააკვირდი და ერთი ამოირჩიე!

-მოიცა-თვალები გაუფართოვდა გოგონას-რამდენია?

-ათი მილიარდი. ცდების წყალობით უკვე საკმაოდ შემცირებული რიცხვია.

-რა?-ახლა ყბა ჩამოუვარდა-როგორ უნდა ამოვარჩიო ის,რაც აზრზე არ ვარ,რა არის? თანაც ათ მილიარდში?

-სწორედ ესაა შენი დავალება,მეტი არაფერი-მკვახედ მიუგო კაცმა-დანარჩენს ჭკვიანი ხალხი ვიზამთ. მიდი.

გოგონამ ამრეზით დააჭირა ისარს ხელი და ზანტად დაუყვა ათ მილიარდ ფორმულას.

ნიქსი კი პარალელურად სხვა კომპიუტერთან მოათავსეს და იგივე დავალება მისცეს.

ერთი საათის შემდეგ მირას ზმუილი მოისმა.

-შეუძლებელია,წარმოდგენა არ მაქვს,რომელია,ანუ არცერთი არაა. ახლა ხვრინვას დავიწყებ.

ნიქსის გადახედა,რომელსაც მაგიდაზე დაედო თავი და მშვიდად ფშვინავდა.

-ვერ გამოგდის თუ არ გამოგდის?-ჩაეკითხა პროფესორი.

-ვერ. მშიერი და დაღლილი ვარ,იქნებ ცოტა დავისვენო და ახალი ძალებით შევუდგე მუშაობას?-თავზე ხელი ტრაგიკულად გადაისვა.

-მე კიდევ მგონი ხელი მაქვს მოტეხილი,თუ შეიძლება,ელასტიური ბინტი და ის ტომარა მომიტანეთ,თან რომ მქონდა.

-გაიყვანეთ!-დაიკივლა კაცმა-წინასწარმეტყველს ველოდი და ორი უნიათო,წუწუნა არსება მომიყვანეთ!-გაცხარებულმა შეჰხედა დანარჩენებს.

-ტიპიური რა შევუკვეთე-რა ჩამოვიდა-დაეთანხმა მირა.

-წაიყვანეთ!-აკანკალებული ხელით შუბლი დაიზიკა კაცმა-აჭამეთ და ყველაფერი მიეცით,რასაც ითხოვენ. დღის ბოლომდე რომელიმე თქვენგანი ვაქცინის ფორმულას თუ არ მაპოვნინებს,ორივეს საიქიოში გაგისტუმრებთ,გასაგებია?

-დიახ,სერ!-კმაყოფილი წამოდგა მირა და ნიღბიანს მიუახლოვდა-აბა,ბეტმენ,წავედით?

რამდენიმე ოთახის დაშორებით მოწყობილ სამზარეულოს მსგავს ადგილას მიიყვანეს,ნიქსიც გვერდით მიუსვეს და კონსერვის ქილები დაულაგეს.

მცველთა რაოდენობა საკმაოდ შემცირდა და სამზარეულოში ორივე გოგონასთან მხოლოდ ნიღბიანი დარჩა.

-ჭამე-“ბეტმენი”,როგორც ყოველთვის,სიტყვაძუნწი იყო.

ქილა გახსნა და კონსერვს ხარბად დააჩერდა.

ნიქსი მის გვერდით გასუსულიყო და ხელზე რაღაც ფხვნილს იყრიდა.

-ჩანთა მართლა მოგცეს?-გაოცდა მირა და პირი გამოიტენა.

-ბალახების და ფხვნილის მეტი არაფერი მიდევს-მხრები აიჩეჩა გოგონამ და ინგლისურად განაგრძო-მხოლოდ ერთი აკრძალული ხილია-ქილა ეშმაკურად დაანახა-ჰეროინი.

ზედმეტად გიჟურად მოეჩვენა ის აზრი,რომ ნიქსის ჩანთით ნარკოტიკი დაჰქონდა,თუმცა,როგორც ჩანს,ამ სიტყვებმა “ ბეტმენზე “ იმოქმედა,რადგანაც კაცი სწრაფად მიუახლოვდა გოგონას და შეუძახა.

-მომეცი!

ნიქსიმ ხელი ასწია დანებების ნიშნად და ქილა გაუწოდა. იმ მომენტში კი,როდესაც კაცის თითები წაეპოტინა,მკვეთრად აიქნია მაღლა და თეთრი ფხვნილი სახეში შეაყარა.

მიუხედავად იმისა,რომ ნიღაბი იცავდა,კაცმა ძლიერად დააცემინა და კვლავ ნიქსისკენ გაიწია,თუმცა ჰაერში შეტორტმანდა და მალევე დაენარცხა იატაკზე.

-არ ისუნთქო-ამოთქვა ნიქსიმ და მირას ხელი ჩასჭიდა.

ოთახის ღია კარიდან გასხლტნენ და ცარიელ დერეფანს გაუყვნენ.

-აქეთ-დაიჩურჩულა მირამ და ნიქსი ერთ-ერთი განშტოებისკენ გაათრია.

-სხვა მხრიდან მომიყვანეს-უპასუხა გოგონამ.

-ვიცი,მაგრამ იქ დაცვაა. ხომ გახსოვს,ინტუიცია. აქეთ წამოდი.

მიწისქვეშ გაყვანილ უზარმაზარ ლაბირინთს გაუყვნენ.

მირა ,უკვე დარწმინებული საკუთარი გუმანის უტყუარობაში,თავდაჯერებით მიიწევდა წინ.

ნელ-ნელა უფრო მკვეთრად გრძნობდა,რომ რაღაც ეძახდა.

კიბეებს ჩაუყვა,ბედის გასაკვირი წყალობით,არც ერთი მცველი არ შეჰხვედრიათ.

-მირა,არამგონია ასეთ სიღრმეზე გასასვლელი ვიპოვოთ-მოესმა ნიქსის დაეჭვებული ხმა და გაუაზრებლად ამოთქვა.

-გასასვლელი? ეგ რადგვინდა?

-რა გჭირს?-ხელი დაიჭიმა,ნიქსი უკან იხევდა.

-წამოდი,ნიქს,უნდა ვნახო...

-რა უნდა ნახო?

სურვილმა შინაგანი ორგანოები თითქოს რეალურად აუწვა.

რაც უფრო მეტ მანძილს გადიოდა,უფრო ცხადად გრძნობდა,რომ სასწრაფოდ სჭირდებოდა “ ის “ რაღაც. თავადაც არ იცოდა,რა,მაგრამ თუ ამ ძახილს არ გაჰყვებოდა,უბრალოდ სული ამოხდებოდა.

ბოლოს ნიქსის ხელი უშვა,რადგანაც გოგონა აკავებდა და ჯერ ნაბიჯს აუჩქარა,შემდეგ გაიქცა.

ძახილი თითქოს შორიდან მოისმა.

კიდევ ერთი ჩაბნელებული დერეფანი...

ახლოსაა...

კარი,გარედან გადარაზული.

ურდული დაუფიქრებლად გადასწია და შავ სამყაროში შეიხედა.

თუ დიდ ხანს მიაჩერდები წყვდიადს,მის ხმასაც გაიგონებ,ხოლო თუ ხმას დაუგდებ ყურს,წყვდიადი შენში შემოვა.

შენ გახდები თავად სიბნელე.

ჩუმი,მელოდიური ბუტბუტი ისმოდა,ჯაჭვების ჟღარუნის ფონზე.

შავ თვალებს ვერ ხედავდა,მაგრამ დარწმუნებული იყო,ისინი იქ იყვნენ,უყურებდნენ და მასში გადადიოდნენ.

იქცა სამყაროდ,სადაც არაფერი იყო. სადაც დიდი აფეთქების დროს ბნელმა მატერიამ გაიმარჯვა.

სულში გამეფებულ არაფერს წყვდიადი მარტივად ერევა,შემდეგ კი სხეულში გადადის და იწვევს წყურვილს-რაიმეთი შეავსოს სიცარიელე.

ვინ ვარ მე?-არავინ.

პანიკა დაეუფლა. სრულ არაფერში არავინ იყო,ეს კი სასოწარკვეთის შავ ცეცხლზე ბენზინს ასხამდა და უფრო აალებდა.

დაავიწყდა,ვინ იყო,გააჩნდა თუ არა რაიმე ოდესმე. მხოლოდ ტკივილს გრძნობდა,ყელში დაწყებული მთელს ორგანიზმს რომ მოსდებოდა.

იქნებ ეს იყო ეშმაკის სამყოფელი? ჯოჯოხეთი კი ადამიანისთვის არაფერია- სრული სიცარიელე,იმის ცოდნა,რომ არაფერი გაგაჩნია,მაგრამ იცი,რომ ვიღაცას რაღაც აქვს. ვიღაცას სიცოცხლე აქვს და უნდა წაართვა,რადგან მხოლოდ შენ არ უნდა იყო ასე... მარტო.

სიმარტოვეზე ერთი წამით შეჩერდა აფეთქებული გონება და გაიხსენა,რომ მარტო არ იყო.

ვიღაც კიდევ იდგა იქვე,წყვდიადში,უფორმო,არამატერიალური,არა თუ იდგა,არამედ მთელ წყვდიადს მოსდებოდა.

ვინ იყო? ჯერ ეს უნდა გაერკვია.

-ღმერთო ჩემო!-აღმოხდა ვასილის.

ჟღალთმიანს ხელში გოგონა ეჭირა. წინასწარმეტყველი,რომელიც მისი ერთადერთი იმედი იყო.

თვალები ფართოდ გაეხილა,თუმცა თეთრი კაკლები მთლიანად გაშავებოდა.

მათ უკან მეორე წინასწარმეტყველი ატუზულიყო. ახლა დარწმუნდა კაცი,რომ ის თვითმარქვია იყო. განსხვავდებოდა მისი მზერა. არ იყო ისეთი თავდაჯერებული,როგორც ამ გოგონასი,რომელსაც შვილის თვალები ჰქონდა.

-რა დაემართა?-იკითხა და ხელით ანიშნა,მაგიდაზე დაეწვინა.

-ერთ ერთი საცდელი ობიექტის საკანი გააღო-ჩაილაპარაკა კაცმა-სამზარეულოდან გაიქცნენ. ამის დახმარებით-ნიქსის გაჰხედა,რომელსაც სახე ცრემლებით დანამვოდა.

-გასასვლელს ვეძებდით... თავიდან-ამოთქვა გოგონამ-მერე უკვე აღარ მისმენდა. უნდა ვიპოვოო,იმეორებდა. ვერ შევაკავე,ვერაფრით.

-შვილი დაბმული რომ არ ყოფილიყო ,იქვე გაფატრავდა.-თავი გაიქნია წითურმა.-ახლა რა ვქნათ? მგონი მალე გადაიქცევა.

-რომელ ობიექტთან შევიდა?-სწრაფად იკითხა კაცმა,მირას მიუახლოვდა და ვენაში ნემსი ჩაარჭო.

მუქი წითელი სითხით გავსებული უკან ამოაძრო და მიკროსკოპთან მივიდა.

-ორას მერვე.

ვასილიმ თავი გაკვირვებით ასწია და სივრცეს თვალი გაუშტერდა.

-ერთადერთი ობიექტი,რომელიც სინათლეზე რეაგირებას ახდენს...

რა უნდოდა იქ? შენ-ნიქსის მიუბრუნდა-იქამდე ალღოთი მივიდა? ანუ ინტუიციით?

-კი,უფრო შეპყრობილს ჰგავდა-ყოყმანით უპასუხა გოგონამ.

-შესაძლოა...-დაიწყო პროფესორმა,თუმცა აღარ გაუგრძელებია,მიკროსკოპს ჩააჩერდა,ცოტა ხნის შემდეგ აკანკალებული ხელით სათვალე მოიხსნა და ამოთქვა-ანტი სხეულები... სისხლში აქვს...ებრძვის. ესაა ვაქცინა…თავადაა ფორულა…-კაცსს პირი ნახევრად დაეღო და გაჭირვებით სუნთქავდა.

როგორ უნდა,სულ ცოტა მისცენ,ერთი წვეთი სიცოცხლე. მგონი წითელია,სუნიც ახსოვს და საშინლად სწყურია!

მაგრამ მასთან ვიღაცაა,ვინც აკავებს. იმ მეორეს არ უნდა, მასზე ძლიერია,თავს იკავებს და მასაც აკავებს. ოღონდაც გაიგოს,ვინაა!

წყვდიადში წამით ნაცრისფერი გაკრთა და კვლავ გაქრა.

ასეთი რამ უკვე ენახა,მაგრამ სად?

სადღაც,სხვა სამყაროში ცა იყო,შავი ღრუბლებით დაფარული,მასზე კი უსიცოცხლო ნაცრისფერი ბურთი ეკიდა. არა,ეს არ იყო! ის ნაცრისფერი სხვაგვარი იყო,უფრო ენერგიული,სიცოცლით სავსე. ერთი კი არა,ორი იყო.

ორი ნაცრისფერი მზე. ორი თვალი,დაჟინებით უყურებდნენ,მასში ცხოვრობდნენ,მაგრამ როგორ?

ვიღაცამ უთხრა,შენში სხვა სიცოცხლეაო. როგორ იქნებოდა ,როდესაც თავად არ გააჩნდა სიცოცხლე?

არა,ნამდვილად იყო მასში ვიღაც,ცოცხალი და მებრძოლი. თავად დანებდა,მაგრამ ის არაფრით მოეშვებოდა.

ახლა უკვე იცოდა,თავად არაფერი იყო,მაგრამ მასში ყველაფერი იბადებოდა.

ისევე,როგორც სამყაროში თავდაპირველად.



-გადაიქცევა,აი,ნახავთ-“ბეტმენს” ,ბოლოს და ბოლოს,მოეხნა ნიღაბი.თეთრი სახის კანი და ხშირი წარბები ჰქონდა,მაღალსა და დაკუნთულს,სწორკუთხოვანი სახის ნაკვთები კიდევ უფრო მკაცრ იერს აძლევდა. მარჯვენა ლოყაზე დამწვრობის ნაიარევი მკრთალად ეტყობოდა,რაც მეტად მიმზიდველსაც კი აჩენდა.

შავებში ჩაცმულ გოგონასთან და ჟღალთმიანთან ერთად საუზმობდა.

ნიქსიმ მისგან გაიგო,რომ აქ დოქტორი ვასილის იდეებს თითქმის არავინ იზიარებდა და როგორც კი კაცი საჭირო ვაქცინას შექმნიდა,აპირებდა,მოეპარა და ისეთი ადამიანებისთვის წაეღო,ვიდაც ჯერ კიდევ ანაღვლებდა კაცობრიობა.ჟღალთმიანი და მისი გუნდის წევრებიც იგივე აზრზე იყვნენ.

-მოერევა. ვგრძნობ-მშვიდად ჩაილაპარაკა ნიქსიმ-თუმცა ვასილისთან ფრთხილად უნდა იყოთ-ხმას დაუწია-მგონი,უკვე იპოვა ვაქცინა და არ ამბობს.

-დარწმუნებული ვარ,რომ მასეა-დაიღრინა წითურმა-მაგას მხოლოდ დიდება უნდა,რომ დანარჩენი მსოფლიო დადგეს და ტ*აკი ულოკოს. ვერ ხვდებიან,რომ მალე სამართავი და დასაჩლუნგებელი აღარავინ დარჩებათ. როგორ გგონიათ,რატომ არ ამოგვწყვიტა ღმერთმა აქამდე?-იკითხა ბრძნულად.

-რა ვიცი,ვუყვარვართ ალბათ-მხრები აიჩეჩა ნიქსიმ.

-თუ ადამიანი არ იარსებებს,ღმერთიც გაქრება. ხვდები? თუ არავინაა,ვიღას ღმერთი უნდა იყო?

-ზედმეტად ფილოსოფიური საკითხია ახლა განსახილველად-თავი გაიანია გოგონამ.

საუბარი ძლიერმა ხმამ გააწყვეტინათ,რომელიც შემომსასვლელიდან მოდიოდა და ავტომატის ჯერს ჰგავდა.

თითქმის მაშინვე სამზარეულოში ქერა ბიჭი შემოვარდა და დაიყვირა.

-გარეთ რამდენიმე მანქანაა,ჩვენები გააქრეს,მგონი.

-ვინ ჯანდაბაა?-წამოიყვირა წითურმა და ქამარში გარჭობილი იარაღი შემართა-მატე,წამოდი.

“ბეტმენმა” ნიღაბი მოირგო,წამოდგა და კარისკენ გაემართა. სანამ გავიდოდა,წამით ნიქსისკენ მიტრიალდა,არ შეგეშინდესო,წაიბურტყუნა და ჟღალთმიანს მიჰყვა.

ნიქსი სასწრაფოდ გავარდა სამზარეულოდან და ლაბორატორიას მიაშურა,სადაც მირა იწვა.

ახლა წამალი ნაპოვნი იყო,წინასწარმეტყველის დაცვა აღარ ევალებოდა ,მაგრამ...

მეგობრობის გრძნობას უკვე მოეკიდებინა ფეხი მის სულში და მირას დაცვისაკენ უბიძგებდა.

პროფესორიც იქ დახვდა,სინჯარებში იქექებოდა და თავისთვის ბუტბუტებდა.

-მომაგნეს,მაგრამ ეს მე აღმოვაჩინე. არავის მივცემ უფლებას,მიითვისოს... ყველას დავხოცავ,თუ საჭირო იქნება...

ნიქსი რკინის საწოლს მიუახლოვდა. მირას შავი თვალები დაეხუჭა,უძრავად იწვა და ძლივსშესამჩნევად სუნთქავდა.

ხელები მუცელზე დაალაგა და ჩაიღიმა.

-ცოცხალი და ძლიერია. მირა,უნდა გადარჩე რა. შენი ბიჭუნას ხათრით.

გარედან ხმები უფრო და უფრო გაძლიერდა,ბოლოს ყვირილი უკვე შენობის შიგნიდან მოისმა და ლაბორატორიის კარი მალევე შემოგლიჯა ვიღაცამ.

-სადაა?-დაიღრიალა კაცმა და ნიქსის დანახვაზე თვაკები გაუფართოვდა.

-ეზი?-მხიარულად შესძახა გოგონამ.



ცოტა ხნის წინ მთვარეს იხსენებდა...

-თუ მზეს. აჰ,ორი მზე იყო,არა? შენ,მანდ რომ ხარ,მიპასუხე!

ის ვიღაც აწრიალდა,მისგან ისეთი ენერგია წამოვიდა,მისი წყვდიადით მოცული არსება შეიშმუშნა,

ბედნიერება იყო,ვიღაც მასში კმაყოფილი და გახარებული ტრიალებდა.

-მაინც,რა იყო?ორი ნაცრისფერი რგოლი.ისე მინდა,კიდევ დავინახო,სიცოცხლეზე მეტადაც კი მინდა. ვიცი,რომ უნდა გავიხსენო!



თვალები გაახილა და დაინახა ის,რასაც ამდენი ხანი ეძებდა.

ორი ნაცრისფერი მზე უყურებდა,შეშფოთებული,გაბრაზებული,შეყვარებული.



დაჰყურებდა გოგონას ეზი და ხვდებოდა,რომ აქმდე გზა ისე გამოიარა,როგორც სიზმარში,

როგორც კი მიხვდა,რომ მირა წაიყვანეს,ისიც გაიაზრა,რომ ჯერ სიკვდილის უფლება არ ჰქონდა.

აალებული ქალაქიდან მისი დაგჯუფების წევრებმა გაიყვანეს.

ხალხისა და იარაღის შეკრებას დრო დასჭირდა,თუმცა იცოდა,სადაც იქნებიდა მირა,კარგად იცნობდა იმ ხალხს,ვისთანაც ადრე გარიგებებს დებდა.იმასაც ხვდებოდა,რომ გოგონა საკუთარი ჭკუის წყალობით დროს გაწელავდა,მაგრამ მაინც. ვერაფრით ერეოდა სასოწარკვეთას.

ახლა კი შიშით აკანკალებული გულით დაჰყურებდა საყვარელ სახეს და იცოდაც,ძალა აღარასდროს დაუბრუნდებოდა,თუ მირა თვალებს არ გაახელდა.

ნიქსის შეკივლებამ მიახვედრა,რომ არ ეჩვენებოდა.

მირას ოდესღაც ლურჯი თვალები ახლა სრულიად გასთეთრებოდა.მხოლოდ და მხოლოდ გაფართოვებული გუგები მოუჩანდა შავად.

ღრმად სუნთქავდა და ეზის თვალებში ისე უყურებდა,თითქოს ცხოვრებაში მეტი არაფერი სურდა,თითქოს მათით იკვებებოდა.

-მირანდა!-დაიჩურჩულა კაცმა.

-ეზი?-უპასუხა გოგონამ და თვალები აახამხამა-სად ვარ?-წამოიწია და მიმოიხედა.

-ისევ იქ,სადაც იყავი. -საიდანღაც ვასილი გამომძვრალიყო.-რამე გახსოვს?

-არაფერი-დაიჩურჩულა გოგონამ-მხოლოდ არაფერი.

სიცოცხლით სავსე სხეულს მიეხუტა და წყურვული დაიკმაყოფილა. მის სხეულში სხვა არსებაც კმაყოფილი კრუტუნებდა. ახლა სახლში იყვნენ.





-უნდა წავიდეთ- ეზიმ,რომელსაც აზროვნება ნელ-ნელა უბრუნდებოდა,რამდენიმე საათში ხელში აყვანილი მირა გარეთ გაიყვანა-ვაქცინა ყველა ჩვენგანმა უნდა აიღოს . მხოლოდ ერთ ადგილას ვერ იქნება,უნდა გავავრცელოთ!

-დოქტორი შეიშალა და ახლა წითური აწამებს,იქნებ რაიმე თქვას-სიტყვა დააწია შავგვრემანმა ქალმა.

-მე მივალ-წამოიძახა ნიქსიმ-ჰიპნოზის ექვსთვიანი კურსი მაქვს გავლილი.

-დამსვი,წამოვალ ჩემით-მირას ჰაერში ფარფატი უკვე მობეზრებოდა,რადგანაც ეზი ერთი წამითაც არ ტოვებდა მარტოს და ხელში აყვანილს დაათრევდა აქეთ-იქით.

-ჯერ ძალიან სუსტად ხარ-თავი გაიქნია კაცმა-ახლავე ჩავსხდებით მანქანაში და წავალთ.

ირგვლივ გამას წევრები დაძრწოდნენ და იარაღსა და საკვებს ეზიდებოდნენ.

-ჩვენ რუსეთში წავალთ-საქმიანად წამოიწყო შავგვრემანმა-რთული იქმება ვაქცინის გავრცელება,ყველგან აკონტროლებენ ...

-ვიცი,საოცარი სისწრაფით იგებენ ახალ ამბებს-ფიქრიანად წარმოთქვა ეზიმ-მაგრამ მოვუვლით. მე საქართველოზე ვიზრუნებ.

-მთელი ზღვის ზოლი დაბომბეს.

-ვიცი.



როგორც იქნა,ეზიმ მირა მანქანის წინა სავარძელზე მოათავსა და თავად საჭეს მიუჯდა.

-ნიქსის არ დაველოდოთ? ან ვაქცინას?

-ერთი დიდი ვაქცინა ზიხარ აქ.თუ საჭირო იქნება,სხვა პროფერსორსაც ვიპოვით, ნიქსის კიდევ ჩვენები წამოიყვანენ.

-ეზი.

-რა?

-მიპასუხებ თუ არა?

კაცმა ამოიოხრა და ფანჯარაში უსიამოვნო მზერით გაიხედა.

-არა-თქვა ბოლოს.

-უნდა ვიცოდე.

-არ ვიცი,მაშინ ისეთი არეულობა იყო.

-დარწმუნებული ვარ,შეამჩნევდი-ხმა აუკანკალდა გოგონას.

-მანქანაში იყო გაჭედილი. ვერ მივწვდი,ყველგან შვილები იყვენენ-ეზის ეტყობოდა ,ამ სიტყვების წარმოთქმა დიდ ძალისხმევად უჯდებოდა.

-მოკვდა?

-არ ვიცი,მირა. მანქანაში გაჭედილი იყო,ვერ გადმოდიოდა,შვილები ვერ მიწვდნენ,მაგრამ..,

-მაგრამ ვირუსი მისწვდებოდა.-ამოიწკმუტუნა გოგონამ.

-ალბათ.



მიუხედავად იმისა,რომ მირა ხან სთხოვდა,ხან ეჩხუბებოდა და გამეტებით სცემდა,ეზიმ მაინც არ დასთანხმდა,დაბომბილ ბათუმში ბაბას საძებნელად დარჩენილიყვნენ.

-ჩვენებს გამოვგზავნი,ჯერ უნდა მოძლიერდე-თბილისის გზაზე მიმავალი მერამდენედ უხსნიდა გოგონას და უკვე იმდენჯერვე გრძნობდა მოთმინების ამოწურვას.

-იცოდე,გამოვიქცევი,როცა დაიძინებ!

-გაჩუმდი,რა!-დაუღრიალა კაცმა-ვერ ხვდები,რომ შენი დახმარება მინდა? ასე თუ გააგრძელებ ტვინის მო... ჭამას-შეასწორა მირას მზერაზე-მე თვითონ ჩამოგსვამ მანქანიდან.

-არ ჩამომსვამ-ჩაიბურტყუნა მირამ და ნაწყენი თვალები შეანათა.

-მასე ნუ მიყურებ,მეშინია-ხელი აიქნია კაცმა.

-მაგარია,არა?-მანქანის სარკე ჩამოსწია და კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავი მირამ-ნეტა,ყველა გამოჯანმრთელებულს ასეთი თვალები ექნებათ? ბაბას და მე ერთნაირი რომ გვქონდეს,ეგრე არ მინდა.

-ეცადე,ერთი პროცენტი მაინც დაუშვა ის შანსი,რომ ვერ იპოვი-ფრთხილად დაიწყო ეზიმ.

-ვიპოვი. წყალი არ გაუვა-უფრო საკუთარ თავს უთხრა მირამ-ყველას ვიპოვი. რადგანაც ვაქცინა ვიპოვე,ეგ იმას არ ნიშნავს,რომ ალღო დავკარგე.

ვგრძნობ,ბაბას ვიპოვი,ჩემებსაც.

-მგონი,საწყალი მამაშენი ისევ იმ საბარგულშია-გაახსენდა ეზის.

-რამდენი ხანი გაძლებს?

-არ ვიცი,რაღაც საოცარი ენერგია აქვთ,ჩვენთან შვილები პირველივე თვიდან გვყავდა და არაფერს ვაჭმევდით,მაგრამ მაინც ძლებდნენ.

-ეგ არ გამაგონო-ხელი ასწია მირამ-მაგას როგორ აკეთებდი,ეზი?

-გგონია,ჩემი მოფიქრებულია?-შეიცხადა კაცმა-ხალხი თავად იგონებს პურსაც და სანახაობასაც.

-მაგაზე გამახსენდა...-წამოიწყო მირამ.

-რა? გშია? ოცი წუთის წინ არ ჭამე?-თვალები აატრიალა კაცმა.

-არა,უფრო სწორად,კი,მშია მაგრამ ეგ არ მიგულისხმია.

-აბა? რა გჭირს,რატომ იღიმი. -ეჭვით შეჰხედა ეზიმ-საერთოდ არანაირი გამომეტყველება არ მიიღო რა,საშიში ხარ.

-უფ!-თავი გაიქნია მირამ-არაფერსაც არ გეტყვი.

-კარგი,მიდი,მითხარი და შოკოლადს მოგცემ.

-გახსოვს,მაშინ სექსი რომ გვქონდა?-სასხვათაშორისოდ ჰკითხა გოგონამ.

-რა დამავიწყებს-თვალი ჩაუკრა ეზიმ.-ნუ ღელავ,ჩავალთ თუ არა,მაშინვე გავიხსენებთ .

-დამაცადე!

-ჰო,ბოდიში.

-მოკლედ,მაშინ შენი ს*ერმატოზოიდი ჩემს კვერცხუჯრედს შეხვდა,თუ როგორცაა და მოკლედ. ბავშვი გააკეთე,გილოცავ.-დაამთავრა უხერხულად.

-ახლა იმის თქმა გინდა,რომ მამა გავხდები?-გაურკვეველი მზერით შეჰხედა კაცმა.

-ჰო და გზას უყურე,თორემ ზეცაში ჯერ ნამდვილად არ მიგვიღებენ.

დიდ ხანს იყო ეზი ჩუმად. ფიქრობდა,ვერ იჯერებდა,მერე ისევ ფიქრობდა. ბოლოს ჩაიღიმა და ამოიოხრა.

-რა საოცარი გოგო ხარ! როგორ მითხარი? ს*ერმა შეხვდა კვერცხუჯრედსო? ბავშვსაც მასე აუხსნი,რომ გკითხავს,საიდან გავჩნდიო?

-აბა,ხომ არ მოვატყუებ?-მხრები აიჩეჩა მირამ.

-ასეთი დებილი მიყვარხარ-ეზიმ თავისი ტორი გადაჰყო და თმები აუჩეჩა.

კმაყოფილი მირა კი ფანჯრიდან პეიზაჟს შეაჩერდა და ღიმილით დაიჩურჩულა.

“მიყვარხარ”.



თბილისში დაბრუნებისას,ეგონა ისევ იმ სასტუმროში მიიყვანდა ეზი,თუმცა ამის მაგივრად სულ სხვა უბანში აღმოჩდნენ.

უზარმაზარი კერძო სახლის დანახვისას მირამ შეუსტვინა და ეზოში გადასვლა დააპირა.

-მოიცა,მე გადაგიყვან!-არ მოეშვა კაცი.

-კარგად ვარ უკვე! როცა ხელში აყვანა მომინდება,გეტყვი-სასწრაფოდ გადახტა მირა მანქანიდან.

უშველებელი გალავნით დაცულ ეზოში,რა თქმა უნდა,არცერთი შვილი არ ჭაჭანებდა.

სამსართულიანი შენობის ყოველი ფანჯარა რკინის გისოსებით იყო დაცული.

ამხელა სახლი მირას მხოლოდ ფილმებში ენახა.

-ეს რა,შენია?-გაოგნებულმა შეჰხედა ეზის.

-ცისნამი მარტვილევისაა-ჩაიცინა ეზიმ.

-ეგ ვინღაა?-ყურებს არ დაუჯერა.

-ყოფილი პარლამენტარი. მშვენიერი სახლი მოიწყო,მაგრამ რაც არ გერგება,არ შეგერგება.წამო,შევიდეთ-მირა ხელში აიტაცა სახლისკენ დაიძრა.

-რა მოხდება მერე?

-ბიჭი გვეყოლება,გამოცდილებით ვიცი,რომ ცუდი სახელი ნერვებს აფუჭებს,ამიტომაც რამე მაგრობა უნდა მოვუფუქროთ.

-გიორგი. თუ ბიჭი იყო,გიორგის დავარქმევთ,მაგრამ მე სხვა რამე გკითხე-გაიღიმა მირამ-საერთოდ რა მოხდება. მსოფლიოში?

-გიორგი რატომ?

-ბაბას გიორგი ჰქვია-თქვა მტკიცედ.

-ნელ-ნელა გავავრცელებთ ვაქცინას-სახლში შევიდნენ,ეზიმ მირა დასვა და სინათლისა და გათბობის ჩართვის ჩემდეგ საძინებელში აიყვანა,თან ესაუბრებოდა. მომავალს უყვებოდა.-თავდაპირველად შეგვებრძოლებიან,შეიძლება თბილისი და კიდევ სხვა ბევრი ქალაქი ისევ დაიბომბოს,ამიტომაც ჯერ გადარჩენილ ხალხზე უნდა ვიზრუნოთ,უსაფრთხო ადგილას უნდა წავიყვანოთ.

ჩვენებუ ჩამოვლენ თუ არა,ყველა დაჯგუფებასთან გავგზავნი ხალხს. ფაშისტებს ექიმებიც ჰყავთ,რომლებიც ცდებზე გიჟდებიან,ამიტომაც ვაქცინას მივუტანთ,ისინი გაავრცელებენ.

აზრზე არ ვარ,დანარჩენ მსოფლიოში რა ხდება,მაგრამ კავშირი უნდა დავამყაროთ,მთაწმინდაზე მდებარე მიმღებზე უნდა ვიმუშავოთ,ახლა გაფუჭებულია, ძალიან ეცადნენ,რომ სიგნალი ჩაეხშოთ.-მირა სააბაზანოში ჩააწვინა ,ცხელი წყალი საამოდ მოედო გოგონას სხეულს,ეზი კი ღრუბელით წმენდდა მის კანს,ისე,როგორც ბავშვისას-შემდეგ დაიწყება კომუნიკაცია,როდესაც მიხვდებიან,რომ ვაქცინა გავრცელდა,ხელს ჩაიქნევენ და ახალ ვირუსზე დაიწყებენ მუშაობას,რომელსაც ერთ-ორ საუკუნეზე მეტი ნამდვილად დასჭირდება,ამიტომაც მშვიდად მოვკვდებით.

თავადაც გაიზრო დაფლერთილი ტანისამოსი და მირას შეუერთდა,გოგონას ზურგით მიეხუტა.-გადარჩენილების კოლონიები შეიქმნება.მას შემდეგ რაც ყველას აცრიან,რომ ვირუსი აღარ გავრცელდეს, ნელ-ნელა შვილების მოგროვებას და ლაბორატორიებში მიყვანას დაიწყებენ,ამას დიდი დრო დასჭირდება,ძალიან დიდი,ცივილიზაცია დიდი ხნით შეჩერდება და შიმშილისა და ავადმყოფობის პრობლემა მთელს მსოფლიოს მოედება,მაგრამ შენ გამას მეთაურის ცოლი იქნები და დიდად არ იდარდო მაგაზე.

-ცოლად მომიყვან?-ჩაიცინა მირამ,ახლა მას ეკავა ღრუბელი და ნაზად უსვამდა კაცის მხრებზე. დაიხარა დანნატვრა აიხდინა,ძლიერ კისერზე მიაწება ტუჩები-ასე მარტივად იღუპავ თავს?

-უკვე დავიღუპე-წამოდგა,შხაპი ჩართო და მირაც წამოაყენა.

ხარბად შეაჩერდა ტანზე,ხელი სურვულით ანთებული თვალებით აატარა თეძოებზე,შემდეგ კი მუცელზე ფრთხილად მიეფერა.

მირამ იგრძნო,როგორ მიებჯინა გამაგრებული *სო,ამოიოხრა და მამაკაცის ტუჩებს დაეწაფა.

ახლა სხვანაირი იყო, უფრო სრულყოფილი,დარწმუნებული იმაში,რასაც აკეთებდა.

ეზიმ ხელში აიტაცა,ფთხილად გადმოიყვანა აბაზანიდან და საძინებელში,საწოლზე დააწვინა.

თავად ზემოდან მოექცა და მოუთმენლად შეუერთდა გოგონას სხეულს.

კმაყოფილი იყო. შეიძლება ითქვას,ბედნიერი.არეულობა მისნაირ კაცს ყოველთვის სწყალობდა,თუმცა ასეთი რამ ჯერ არ მიეღო მისგან.

ძველი ცხოვრება აღარც ახსოვდა,დედამიწისთვის და მისი მცხოვრებლებისთვის დრო განულდა და ყველაფერი ახლიდან იწყებოდა.





***

ეპილოგი



მანქანა ძნელად მიუყვებოდა ასფალტაყრილ გზას. მძღოლის მხარეს მაღალი,სპორტული აღნაგობის,დაახლოებით ოცდაათწლამდე კაცი იჯდა,მის გვერდით შავ თმიანი,უცნაური გარეგნობის,თეთრთვალებიანი გოგონა ეჯდა,რომელსაც ღვედის ქვემოდან პატარა მუცელი გამობზეკვოდა,უკანა სავარძელზე ორი გოგონა იჯდა-ერთს გრძელი,შავი თმები ჰქონდა და სრულებით შავ ტანსაცმელში გამოწყობილიყო,მეორეს კი წითელი,ხვეული თმები და მწვანე მანტია ამშვენებდა.

გოგონებს შორის კი მაღალი,შავთმიანი მამაკაცი ჩაკვეხებულიყო.

სალონში გაცხარებული კამათი მიმდინარეობდა.

-გარეთ ვერ გადახვალ,ამ ნაწილში გაწმენდა ჯერ არ დაწყებულა-შეღონებული ხმით წარმოთქვა ეზიმ.

-ასე ვერ ვგრძნობ,საჭიროა ნელა,ქვეითად ვიაროთ-თავისას იმეორებდა მირა.

-ქვეითად ივლი და რომელიმე შვილი დაგეტაკება!

-ზუსტად მაგ შიშის გამო გავუშვით წინაზე ხელიდან ბაბა. ბევრნი არიან,ვერ გავრისკავთ-გამოაჯავრა ეზის.

-დარწმუნებული არც კი იყავი,რომ ის იყო!

-ის იყო-ჩაილაპარაკა ერიმ.

-ეზი,იქნებ მართალია?-თავი გამოჰყო ნიქსიმ-უკვე მერამდენე წრეზე დავდივართ,ბევრ ქუჩაზე მანქანით ვერც შევედით.

-ასე ვერ გავრისკავთ-თავი გაიქნია კაცმა.

-მაშინ ტყუილად ვწვავთ ბენზინს-ხელები აიქნია მირამ-ეზუნა,ასე ვერასდროს მივაგნებთ.

-ერთ შვილს ეძებ უზარმაზარ ქალაქში,საერთოდ ამაზე რომ დაგთანხმდი,არ გიკვირს?

-ბაბა და ჩემი მშობლები უნდა მოვძებნოთ,სანამ არ ვიპოვით,მე პირადად გაჩერებას არ ვაპირებ,შენ კი შეგიძლია შენს მმართველობით საქმიანობას დაუბრუნდე-ცხვირი აიბზუა მირამ.

-უნდა გადავიდეთ-ერი უჩვეულოდ ჩუმად იყო. მირა დარჩეს თუ ამის გეშინია,ჩვენ წავიდეთ.

-მირა დარჩეს?-აღშფოთდა გოგონა-უჩემოდ როგორ უნდა იპოვოთ,ნეტა?ბეტმენ,შენ რაღას გაჩუმებულხარ? აქ მხოლოდ ნიქსისთვის თვალების საჟუჟუნებლად ჩამოხვედი?

-თავი დაანებე და მასე ნუ ეძახი-გაწიწმატდა ნიქსი.

-დენისი უნდა წამომეყვანა,მარტო ის მიჯერებს-ჩაიბუტბუტა მირამ და ეზის გაავებული მზერა დააიგნორა.

ბოლოს და ბოლოს,დაითანხმეს ეზი და როდესაც კაცი კბილებამდე შეიარაღდა,ბათუმის არეულ ქუჩებს გაუყვნენ.

მზის დისკო უკვე დასავლეთით იძირებოდა,ბინდის ჩამოწოლისთანავე განახლდა კამათი.

მირა ითხოვდა,ცოტა დროც მიეცათ,თუმცა ეზი წინააღმდეგი იყო.

იმ ქუჩას უახლოვდებოდნენ,სადაც ოდესღაც მირას სახლი იდგა.

-აქეთ-დაიჩურჩულა გოგონამ და ქუჩა გადაკვეთა-რაღაც არის,ვგრძნობ.-ნაბიჯს აუჩქარა და ეზის ძახილი მოესმა.

-მირა,დაბრუნდი!

ყური არ ათხოვა და გაიქცა.

ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებს მიუახლოვდა.

-მირა!-მოესმა თავისი სახელი,თუმცა აღარც კი მიუხედავს,რადგან მის სმენას კიდევ სხვა ხმა მისწვდა.

მივიწყებული,ოდესღაც ძალიან საყვარელი.

-პოლო?-დაიყვირა და გული შეუფრთხიალდა.-პოლო!-ხმას აუმაღლა.

პატარა,ყავისფერი,ფუმფულაბეწვიანი ძაღლი კორპუსის კუთხიდან გამოვარდა და მირასკენ შურდულივით გავარდა.

-შეუძლებელია-დაიჩურჩულა და ჩაიმუხლა.

ძაღლი მოვლილი და გამოკვებილი ჩანდა. გახარებული ყეფითა და წკმუტუნით შეახტა გოგონას და ყველაფერი აულოკა,სადაც კი მისწვდა.

-კარგი ბიჭი,კარგი-ცრემლებს სახე ისე დაესველებინა,ვერც კი მიხვდა.-დედამ წაგიყვანა,ხომ? დედასთან ერთად იყავი,პოლო? ხომ მიმიყვან?

ძაღლმა მხიარულად შეჰყეფა და კიდევ ერთხელ მიეფერა სახეზე.



№1  offline წევრი DI ANA

პირველი ვარრ :დდ

წავიკითხავ და დავბრუნდები
ღმერთო ინტერესი მკლავს რა მოხდება,
ასე მალე დასასრულს არ ველოდი

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

DI ANA
პირველი ვარრ :დდ

წავიკითხავ და დავბრუნდები
ღმერთო ინტერესი მკლავს რა მოხდება,
ასე მალე დასასრულს არ ველოდი

გელოდები♥️♥️ ჰო,ასე გამოვიდა♥️

 


№3  offline წევრი DI ANA

Alice76
DI ANA
პირველი ვარრ :დდ

წავიკითხავ და დავბრუნდები
ღმერთო ინტერესი მკლავს რა მოხდება,
ასე მალე დასასრულს არ ველოდი

გელოდები♥️♥️ ჰო,ასე გამოვიდა♥️


როგორ გაბედე და ნაწარმოები ისე დაასრულე რომ ბაბა სადღაც ჯანდაბში მოისროლე :) :დდ არაა ახლა ხომ ხარ ღირსი მიგასიკვდილო, მაგრამ რა ვქნა რომ ვერ გიმეტებ ♥️ ძალიან ძალიან მაგარი ხარრ . ბევრ რამეს ვიტყოდი მაგრამ მოდი ამჯერად ლაკონურად შემოვიფარგლები , ველოდები ახალ ნაწარმოებს ძალიან ძალიან მალეე ♥️ (იმედია ხახვი და ლუდის მესამე ნაწილი მალე გამოვა, ხომ მითხარი ჯერ არ ვაპირებო მაგრამ იმედი ბოლოს კვდება :დდ )

 


№4  offline ახალბედა მწერალი Alice76

DI ANA
Alice76
DI ANA
პირველი ვარრ :დდ

წავიკითხავ და დავბრუნდები
ღმერთო ინტერესი მკლავს რა მოხდება,
ასე მალე დასასრულს არ ველოდი

გელოდები♥️♥️ ჰო,ასე გამოვიდა♥️


როგორ გაბედე და ნაწარმოები ისე დაასრულე რომ ბაბა სადღაც ჯანდაბში მოისროლე :) :დდ არაა ახლა ხომ ხარ ღირსი მიგასიკვდილო, მაგრამ რა ვქნა რომ ვერ გიმეტებ ♥️ ძალიან ძალიან მაგარი ხარრ . ბევრ რამეს ვიტყოდი მაგრამ მოდი ამჯერად ლაკონურად შემოვიფარგლები , ველოდები ახალ ნაწარმოებს ძალიან ძალიან მალეე ♥️ (იმედია ხახვი და ლუდის მესამე ნაწილი მალე გამოვა, ხომ მითხარი ჯერ არ ვაპირებო მაგრამ იმედი ბოლოს კვდება :დდ )

ხომ თქვა,ვიპოვი ბაბასო,ხოდა იპოვის ჩვენი გოგო,ხომ იცი,არ დანებდება ^^
მართალია,იმედი ნამდვილად უნდა ვიქონიოთ,რადგანაც ზოგადად უეცრად წამომივლის ხოლმე ხახვი და ლუდისებური რაღაცები :3 ♥️♥️

M∆IIå Beŧa^°
უჰჰ არ მჯერა
თან რა პუტკუნა მოთხრობაა:დ
რამდენი გვერდი გამოვიდა??
ეჰჰ არ ვიცი რა ვთქვა, საერთოდ არაფრის თქმა არ მინდა ახლა:დ
მეგონა სულ სხვანაირად დასრულდებოდა, თუმცა მაინც კარგი გამოვიდა საერთო ჯამში.
ეზისთან განშორება მიჭირს:დდ
ვიტირებ ახლა
იცოდე მალე დაბრუნდი, თორემ გაგპუტავ ქათამივით. მერე რა რომ თხელი თმები გაქვს❤❤❤

მგონი,200 ზე მეტი გვერდია,ზუსტად ვერ გავიგე,კომპი მიჭედავდა და ტელეთი მომიწია ატვირთვა :დდ
შენ ჩემო ზუზუნა გოგო,ხომ იცი,ვერ გამიმეტებ:3
დავბრუნდები,როგორც კი უნივერსიტეტის საქმეებს მოვაგვარებ♥️

 


№5  offline წევრი მარია ანსაკა

ვაიმეეე გაგრძელებ??? გთხოვ გაგრძელეეეე.ბაბა სად არი????? უმაგრესი ხარ ძალიან ძალიან მომეწონააა.ასე მეგონა კინოს ვუყურებდიი

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

მარია ანსაკა
ვაიმეეე გაგრძელებ??? გთხოვ გაგრძელეეეე.ბაბა სად არი????? უმაგრესი ხარ ძალიან ძალიან მომეწონააა.ასე მეგონა კინოს ვუყურებდიი

დიდი მადლობა საყვარელო,მიხარია,რომ მოგეწონა♥️
გაგრძელებას არ ვგეგმავ,ყოველ შემთხვევაში ჯერ ჯერობით,თუმცა ისედაც ძალიან დიდია ♥️

 


ბაბა როგორ გაიმეტე ასეთი დასასრულისთვის? ახლა ბაბაზე ნერვიულობა გადამიყოლებს მე,საერთოდ არ გეცოდები ხო smiley ერთადერთი მირა მაძლევს იმედს,არ ნებდება, ბაბას ეძებს და უეჭველი იპოვის, სადაც აქამდე უტყუარი ინტუიცია ქონდა რაღა ახლა უმტყუნებს smiley
რაც შეეხება დასასრულს, დაძაბული ვკითხულობდი და ველოდი რა მოხდებოდა. იმ სიშავის მირას კი არა მე შემეშინდა, რა იყო ეს ჰა. ვეჭვობდი ვაქცინა მირას სისხლში რომ იქნებოდა :) მახარებს მოლოდინი, რომ მირა ოჯახს იპოვის smiley აუ, კიდევ იმდენი რამის თქმა მინდა და ვერ ვამბობ, ჯერ ისევ ემოციებში ვარ. ეს დასასრული ალბათ ის იყო რაც უნდა ყოფილიყო blush
სასწრაფო წესით ველოდები ამ ისტორიის გაგრძელებას სადაც გადარჩენილი სამყაროს შესახებ გვიამბობ smiley ძალიან კი გავიჭერი მაგრამ მაინც laughing
გელოდები ახალ ან ძველ ადამიანებზე, ახალი ისტორიით kissing_heart kissing_heart

 


№8  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
ბაბა როგორ გაიმეტე ასეთი დასასრულისთვის? ახლა ბაბაზე ნერვიულობა გადამიყოლებს მე,საერთოდ არ გეცოდები ხო smiley ერთადერთი მირა მაძლევს იმედს,არ ნებდება, ბაბას ეძებს და უეჭველი იპოვის, სადაც აქამდე უტყუარი ინტუიცია ქონდა რაღა ახლა უმტყუნებს smiley
რაც შეეხება დასასრულს, დაძაბული ვკითხულობდი და ველოდი რა მოხდებოდა. იმ სიშავის მირას კი არა მე შემეშინდა, რა იყო ეს ჰა. ვეჭვობდი ვაქცინა მირას სისხლში რომ იქნებოდა :) მახარებს მოლოდინი, რომ მირა ოჯახს იპოვის smiley აუ, კიდევ იმდენი რამის თქმა მინდა და ვერ ვამბობ, ჯერ ისევ ემოციებში ვარ. ეს დასასრული ალბათ ის იყო რაც უნდა ყოფილიყო blush
სასწრაფო წესით ველოდები ამ ისტორიის გაგრძელებას სადაც გადარჩენილი სამყაროს შესახებ გვიამბობ smiley ძალიან კი გავიჭერი მაგრამ მაინც laughing
გელოდები ახალ ან ძველ ადამიანებზე, ახალი ისტორიით kissing_heart kissing_heart

ისეთი კომენტარია,თავიდან შევიგრძენი ის ემოცია,რაც წერის დროს გამიჩნდა :D♥️
ბევრი რამ მკითხველის ფანტაზიას მივანდე,შემდეგი მოვლენები უკვე თქვენზეა♥️
დიდი მადლობა შენ პირადად,ამ ისტორიას და მე რომ მოგვყვებოდი♥️ ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის.
მალე დაგიბრუნდებით♥️♥️

 


Alice76
რუსკიმარუსია
ბაბა როგორ გაიმეტე ასეთი დასასრულისთვის? ახლა ბაბაზე ნერვიულობა გადამიყოლებს მე,საერთოდ არ გეცოდები ხო smiley ერთადერთი მირა მაძლევს იმედს,არ ნებდება, ბაბას ეძებს და უეჭველი იპოვის, სადაც აქამდე უტყუარი ინტუიცია ქონდა რაღა ახლა უმტყუნებს smiley
რაც შეეხება დასასრულს, დაძაბული ვკითხულობდი და ველოდი რა მოხდებოდა. იმ სიშავის მირას კი არა მე შემეშინდა, რა იყო ეს ჰა. ვეჭვობდი ვაქცინა მირას სისხლში რომ იქნებოდა :) მახარებს მოლოდინი, რომ მირა ოჯახს იპოვის smiley აუ, კიდევ იმდენი რამის თქმა მინდა და ვერ ვამბობ, ჯერ ისევ ემოციებში ვარ. ეს დასასრული ალბათ ის იყო რაც უნდა ყოფილიყო blush
სასწრაფო წესით ველოდები ამ ისტორიის გაგრძელებას სადაც გადარჩენილი სამყაროს შესახებ გვიამბობ smiley ძალიან კი გავიჭერი მაგრამ მაინც laughing
გელოდები ახალ ან ძველ ადამიანებზე, ახალი ისტორიით kissing_heart kissing_heart

ისეთი კომენტარია,თავიდან შევიგრძენი ის ემოცია,რაც წერის დროს გამიჩნდა :D♥️
ბევრი რამ მკითხველის ფანტაზიას მივანდე,შემდეგი მოვლენები უკვე თქვენზეა♥️
დიდი მადლობა შენ პირადად,ამ ისტორიას და მე რომ მოგვყვებოდი♥️ ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის.
მალე დაგიბრუნდებით♥️♥️

ყოველ ჯერზე ეგრე შვები და მერე მე ვფანტაზიორობ სავარაუდო დასასრული როგორი იქნება smile ახლა მაგალითად იმას ვფიქრობ როგორ იპოვის მირა ბაბას და როგორ გაგრძელდება მათი ცხოვრება და ჩემს ფიქრებში ყველაფერი ათიანზეა smile kissing_heart გელოდებიkissing_heart

 


№10  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
Alice76
რუსკიმარუსია
ბაბა როგორ გაიმეტე ასეთი დასასრულისთვის? ახლა ბაბაზე ნერვიულობა გადამიყოლებს მე,საერთოდ არ გეცოდები ხო smiley ერთადერთი მირა მაძლევს იმედს,არ ნებდება, ბაბას ეძებს და უეჭველი იპოვის, სადაც აქამდე უტყუარი ინტუიცია ქონდა რაღა ახლა უმტყუნებს smiley
რაც შეეხება დასასრულს, დაძაბული ვკითხულობდი და ველოდი რა მოხდებოდა. იმ სიშავის მირას კი არა მე შემეშინდა, რა იყო ეს ჰა. ვეჭვობდი ვაქცინა მირას სისხლში რომ იქნებოდა :) მახარებს მოლოდინი, რომ მირა ოჯახს იპოვის smiley აუ, კიდევ იმდენი რამის თქმა მინდა და ვერ ვამბობ, ჯერ ისევ ემოციებში ვარ. ეს დასასრული ალბათ ის იყო რაც უნდა ყოფილიყო blush
სასწრაფო წესით ველოდები ამ ისტორიის გაგრძელებას სადაც გადარჩენილი სამყაროს შესახებ გვიამბობ smiley ძალიან კი გავიჭერი მაგრამ მაინც laughing
გელოდები ახალ ან ძველ ადამიანებზე, ახალი ისტორიით kissing_heart kissing_heart

ისეთი კომენტარია,თავიდან შევიგრძენი ის ემოცია,რაც წერის დროს გამიჩნდა :D♥️
ბევრი რამ მკითხველის ფანტაზიას მივანდე,შემდეგი მოვლენები უკვე თქვენზეა♥️
დიდი მადლობა შენ პირადად,ამ ისტორიას და მე რომ მოგვყვებოდი♥️ ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის.
მალე დაგიბრუნდებით♥️♥️

ყოველ ჯერზე ეგრე შვები და მერე მე ვფანტაზიორობ სავარაუდო დასასრული როგორი იქნება smile ახლა მაგალითად იმას ვფიქრობ როგორ იპოვის მირა ბაბას და როგორ გაგრძელდება მათი ცხოვრება და ჩემს ფიქრებში ყველაფერი ათიანზეა smile kissing_heart გელოდებიkissing_heart

♥️♥️♥️

 


№11  offline წევრი artificial

არმინდა ორ მეტრიანი კომენტარები რომლის დედა აზრიც შემიძლია უბრალოდ სამ სიტყვაში ჩავატიო მიყვარხარ, გაფასებ და მაბედნიერებ ❤️
პ.ს. "საშინელი წყვილი" ჩემს გულში ზის და ველოდები❤️

 


№12  offline ახალბედა მწერალი Alice76

artificial
არმინდა ორ მეტრიანი კომენტარები რომლის დედა აზრიც შემიძლია უბრალოდ სამ სიტყვაში ჩავატიო მიყვარხარ, გაფასებ და მაბედნიერებ ❤️
პ.ს. "საშინელი წყვილი" ჩემს გულში ზის და ველოდები❤️

ამ სამ სიტყვაზე ძვირფასს ვერაფერს მეტყოდი .
და იგივენაირად
მიყვარხარ,გაფასებ და მაბედნიერებ შენც♥️
საშინელი წყვილის მოტივებზე სხვა მოთხრობა იქნება მგონი♥️

 


№13  offline აქტიური მკითხველი grafo

მდააა...
იცი, რა მაინტერესებს?! ოღონდ შენ პირველი ავტორი არ ხარ ჩემთვის ვინც ასე წერს, მაგრამ შენგან მაინტერესებს ქალი რა პონტში ღრიალებს და კაცი რანაირად კივის(ეს ნამდვილად პირველად შემხვდა)?

 


№14  offline ახალბედა მწერალი Alice76

grafo
მდააა...
იცი, რა მაინტერესებს?! ოღონდ შენ პირველი ავტორი არ ხარ ჩემთვის ვინც ასე წერს, მაგრამ შენგან მაინტერესებს ქალი რა პონტში ღრიალებს და კაცი რანაირად კივის(ეს ნამდვილად პირველად შემხვდა)?

ეგ ნამდვილად არ ამრევია,განზრახ დავწერე,პრესონაჟების ხასიათის საჩვენებლად.
კაცებიც კივიან,ნერვიულები და გაუწონასწორებელნი და ქალების ღრიალი რავიცი,ვიდეოებში მაინც გექნება მოსმენილი ;დდ

 


№15  offline ახალბედა მწერალი Alice76

ენ ბლექი
Alice76
grafo
მდააა...
იცი, რა მაინტერესებს?! ოღონდ შენ პირველი ავტორი არ ხარ ჩემთვის ვინც ასე წერს, მაგრამ შენგან მაინტერესებს ქალი რა პონტში ღრიალებს და კაცი რანაირად კივის(ეს ნამდვილად პირველად შემხვდა)?

ეგ ნამდვილად არ ამრევია,განზრახ დავწერე,პრესონაჟების ხასიათის საჩვენებლად.
კაცებიც კივიან,ნერვიულები და გაუწონასწორებელნი და ქალების ღრიალი რავიცი,ვიდეოებში მაინც გექნება მოსმენილი ;დდ



მე ვღრიალებ მაგალითად როდესაც წყობიდან გამოვდივარ, იმიტომ რომ ბოხი ხმა მაქვს :-)

ალისა შენ კი შეუდარებელი გოგო ხარ რა❤

შენგან ამის მოსმენა კიდევ უფრო მახარებს♥️
თავად ხარ შესანიშნავი ავტორი.დიდი მადლობა,ახლა შენს ისტორიას ვკითხულობ და იქ დავბრუნდები ♥️♥️

 


№16  offline აქტიური მკითხველი grafo

ქალის ღრიალი მე არასდროს არ გამიგია და ძალიან მიჭირს ერთმანეთთან დაკავშირება. მე პირადად სიუჟეტიდან "მაგდებს" იმდენად უცხოა ჩემთვის ქალი და ღრიალი. ნუ, "კესარია" თუ არის მაშინ კი :D :D.
ეეე, ანუ ეზუნა ნერვული და გაუწონასწორებელია დ?! არ ვიცი, არც ასეთ კაცებთან მქონია შეხება, არც არასდროს არსად წამიკითხავს კაცის კივილზე :)))).

 


№17  offline ახალბედა მწერალი Alice76

grafo
ქალის ღრიალი მე არასდროს არ გამიგია და ძალიან მიჭირს ერთმანეთთან დაკავშირება. მე პირადად სიუჟეტიდან "მაგდებს" იმდენად უცხოა ჩემთვის ქალი და ღრიალი. ნუ, "კესარია" თუ არის მაშინ კი :D :D.
ეეე, ანუ ეზუნა ნერვული და გაუწონასწორებელია დ?! არ ვიცი, არც ასეთ კაცებთან მქონია შეხება, არც არასდროს არსად წამიკითხავს კაცის კივილზე :)))).

ძალიან ხისტადაც არ უნდა გაიგო...
არ ვიცი,ეგ შენი გადასაწყვეტია,ჩემთვის,გააჩნია რა კონტექსტშია სიტყვა ნახმარი.
შესაძლოა კომიკური იყოს,გამაღიზიანებელი ან დამამწუხრებელი...
მე ნამდვილად გამიგია ორივე:)))♥️

 


№18  offline წევრი Maybilline

ალააააახხხ, კრიშნა, იესო! ეს რა იყოოო ააა?! flushed არაფრის წერის თავი არ მაქვს ახლა მე და საერთოდაც უნდა დავზღნარდე რაააა. ჩემს თავს ვეუბნებოდი ,,დამშვიდდი თეკლა, არ გინდა აჟიტირებები და საერთოდაც ისტორიაა რომელიც უნდა წაიკითხო და დატკბე, და აქეთ იქით სირბილი და ღრიალი, აღტაცების წამოძახილები და ა.შ. არ გინდა" საბოლოოდ რათქმაუნდა მობილიზება ვერ გავუკეთე საკუთარ თავს. ჰოდა ალისა შენზე რავთქვა არ ვიცი, ოღონდ მართლა არ ვიცი, ენა მივარდება ხალლხხხნოოოოოო!!! მამუნჯებ ალისა არადა ჩემი დამუნჯება ძალიან ძნელია, ძალიან ძალიან... ყველა თავი წავიკითხე აბსოლუტურად მარა კომენტარს ვერ გიტოვებდი, პაროლი დამავიწყდა აქაურობის და laughing მაინც არ მჯერა რომ ნამდვილი არსება ხარ, სულიერი და მართლა გიყვარს ზეთისხილი ;დ უბრალოდ ალისა ხარ რა, მაგრამ განუმეორებელი. heart_eyes
მარად შენი თაყვანისმცემელი მეიბილინი ;დ
პ.ს. ისეთი აბდა-უბდა მიწერია იმედია მიხვდები ჩემს ემოციებს stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes
პ.ს.ს. ნაძვის ხის ქურდიც წავიკითხე რომ დადე მაშინვე, თან იმ დღეს ნაძვის ხე ავაწყე, ავაბრდღვიალე და მეთქი რამე საახალწლო საღუარლობას წავიკითხავ და მხვდება ეს საოცრება... წარმოიდგენ ხო რა განწყობაზე დამაყენე?! heart_eyes

 


№19  offline ახალბედა მწერალი Alice76

Maybilline
ალააააახხხ, კრიშნა, იესო! ეს რა იყოოო ააა?! flushed არაფრის წერის თავი არ მაქვს ახლა მე და საერთოდაც უნდა დავზღნარდე რაააა. ჩემს თავს ვეუბნებოდი ,,დამშვიდდი თეკლა, არ გინდა აჟიტირებები და საერთოდაც ისტორიაა რომელიც უნდა წაიკითხო და დატკბე, და აქეთ იქით სირბილი და ღრიალი, აღტაცების წამოძახილები და ა.შ. არ გინდა" საბოლოოდ რათქმაუნდა მობილიზება ვერ გავუკეთე საკუთარ თავს. ჰოდა ალისა შენზე რავთქვა არ ვიცი, ოღონდ მართლა არ ვიცი, ენა მივარდება ხალლხხხნოოოოოო!!! მამუნჯებ ალისა არადა ჩემი დამუნჯება ძალიან ძნელია, ძალიან ძალიან... ყველა თავი წავიკითხე აბსოლუტურად მარა კომენტარს ვერ გიტოვებდი, პაროლი დამავიწყდა აქაურობის და laughing მაინც არ მჯერა რომ ნამდვილი არსება ხარ, სულიერი და მართლა გიყვარს ზეთისხილი ;დ უბრალოდ ალისა ხარ რა, მაგრამ განუმეორებელი. heart_eyes
მარად შენი თაყვანისმცემელი მეიბილინი ;დ
პ.ს. ისეთი აბდა-უბდა მიწერია იმედია მიხვდები ჩემს ემოციებს stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes
პ.ს.ს. ნაძვის ხის ქურდიც წავიკითხე რომ დადე მაშინვე, თან იმ დღეს ნაძვის ხე ავაწყე, ავაბრდღვიალე და მეთქი რამე საახალწლო საღუარლობას წავიკითხავ და მხვდება ეს საოცრება... წარმოიდგენ ხო რა განწყობაზე დამაყენე?! heart_eyes

მებილიიინ!
იცი,როგორ მომენატრე???
სად დაკარგა ეს გოგო-მეთქი ვფიქრობდი,მერე მივხვდი,რომ სტუმრებს დაკომენტარება არ შეეძლოთ.
მიხარია შენი დანახვა!
არა,”მიხარია” რაღაც ვერ გადმოსცემს ამ გრძნობას,ბედნიერი ვარ.
მგონი,საახალწლო ისტორიას კიდევ გამოვაცხობ ერთს♥️♥️♥️
Really missed you girl!

 


№20  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყო აი საოცრად კარგი და ზე საოცრება ხარ შენ.კიდევ კარგი სრულ ისტორიას დაველოდე ამის თუნდაც ერთი დღე ლოდინი შემიწირავდა ალბათ და თან სტულად რომ დადე და თავებზე არ ვიწვალე ეგ კიდე ცალკე პლუსი შენ...ძალიან კარგად გქონდა ყველაფერი არწერილი და ძალიან ვისიიამოვნე კითხვით. და იმ ფრაზაზე ,,ტიპიური რა შევუკვეთე რა ჩამოვიდა,,ზე იმდენი ვიცინე ლამის ბავშვები გავაღვიძეე♥♥♥♥კიდე ერთი საოცარი ისტორია შეემატა ჩემს რჩეულებს♥♥♥

 


№21  offline წევრი Lea

თუ გიჟი არ იყო :))) ბეტმენი რომ წამოიყვანე, მადლობა :))

 


№22  offline ახალბედა მწერალი Alice76

Tamuna Gogaladze
ძალიან კარგი იყო აი საოცრად კარგი და ზე საოცრება ხარ შენ.კიდევ კარგი სრულ ისტორიას დაველოდე ამის თუნდაც ერთი დღე ლოდინი შემიწირავდა ალბათ და თან სტულად რომ დადე და თავებზე არ ვიწვალე ეგ კიდე ცალკე პლუსი შენ...ძალიან კარგად გქონდა ყველაფერი არწერილი და ძალიან ვისიიამოვნე კითხვით. და იმ ფრაზაზე ,,ტიპიური რა შევუკვეთე რა ჩამოვიდა,,ზე იმდენი ვიცინე ლამის ბავშვები გავაღვიძეე♥♥♥♥კიდე ერთი საოცარი ისტორია შეემატა ჩემს რჩეულებს♥♥♥

უდიდესი მადლობა♥️ იცი შენ,როგორც გამახარე ♥️ შენს რჩეულებში შესვლით ძალიან ამაყობს “მზეი”^^ .

Lea
თუ გიჟი არ იყო :))) ბეტმენი რომ წამოიყვანე, მადლობა :))


ვაღიარებ,ვარ ^^
ეგ ისეთი წყვილია,ცალკე ისტორიას იმსახურებს ♥️♥️

 


№23  offline აქტიური მკითხველი grafo

Alice76
grafo
ქალის ღრიალი მე არასდროს არ გამიგია და ძალიან მიჭირს ერთმანეთთან დაკავშირება. მე პირადად სიუჟეტიდან "მაგდებს" იმდენად უცხოა ჩემთვის ქალი და ღრიალი. ნუ, "კესარია" თუ არის მაშინ კი :D :D.
ეეე, ანუ ეზუნა ნერვული და გაუწონასწორებელია დ?! არ ვიცი, არც ასეთ კაცებთან მქონია შეხება, არც არასდროს არსად წამიკითხავს კაცის კივილზე :)))).

ძალიან ხისტადაც არ უნდა გაიგო...
არ ვიცი,ეგ შენი გადასაწყვეტია,ჩემთვის,გააჩნია რა კონტექსტშია სიტყვა ნახმარი.
შესაძლოა კომიკური იყოს,გამაღიზიანებელი ან დამამწუხრებელი...
მე ნამდვილად გამიგია ორივე:)))♥️


ხოდა, კონტექსტიდან რომ მაგდებს ქალის ღრიალი ეგ დავწერე მხოლოდ და კიდევ კაცის კივილი, მეტი არაფერი :). თუმცა რა თქმა უნდა შენი ნებაა რას როგორ დაწერ :*.
როგორც იტყვიან, თითს ვკაკავ შენი გამოცდილების წინაშე+ნაყოფის კრუტუნიც გაგიგია როგორც სჩანს :D :D.

 


№24  offline ახალბედა მწერალი Alice76

grafo
Alice76
grafo
ქალის ღრიალი მე არასდროს არ გამიგია და ძალიან მიჭირს ერთმანეთთან დაკავშირება. მე პირადად სიუჟეტიდან "მაგდებს" იმდენად უცხოა ჩემთვის ქალი და ღრიალი. ნუ, "კესარია" თუ არის მაშინ კი :D :D.
ეეე, ანუ ეზუნა ნერვული და გაუწონასწორებელია დ?! არ ვიცი, არც ასეთ კაცებთან მქონია შეხება, არც არასდროს არსად წამიკითხავს კაცის კივილზე :)))).

ძალიან ხისტადაც არ უნდა გაიგო...
არ ვიცი,ეგ შენი გადასაწყვეტია,ჩემთვის,გააჩნია რა კონტექსტშია სიტყვა ნახმარი.
შესაძლოა კომიკური იყოს,გამაღიზიანებელი ან დამამწუხრებელი...
მე ნამდვილად გამიგია ორივე:)))♥️


ხოდა, კონტექსტიდან რომ მაგდებს ქალის ღრიალი ეგ დავწერე მხოლოდ და კიდევ კაცის კივილი, მეტი არაფერი :). თუმცა რა თქმა უნდა შენი ნებაა რას როგორ დაწერ :*.
როგორც იტყვიან, თითს ვკაკავ შენი გამოცდილების წინაშე+ნაყოფის კრუტუნიც გაგიგია როგორც სჩანს :D :D.

გრაფ,ხომ იცი,რომ არასტანდარტული მოთხრობაა?სადაც ამდენ რამეს ვწერ,ნაყოფის კრუტუნი არავის გააკვირვებდა ,ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა.
ჩვეულებრივ ,მიწიერ მოთხრობაში ნამდვილად არ დავწერდი მსგავს რამეს,მაგალითად ბოლო,”ნაძვის ხის ქურდში” ზედმეტად უადგილო იქნებოდა,აქ კი შეეფერება,არასტანდარტული რამეების დაწერა სწორედ ამგვარ ნაწარმოებში შემიძლია.
ვფიქრობ,უბრალოდ არ გიყვარს ისეთი რამეები,რაც როგორც წესი,არ ხდება. ეს შენი ნებაა და გემოვნების ამბავი,ამიტომაც ვწუხვარ,თუ კონტექსტიდან ამოვარდი,მაგრამ მთლიანი კონტექსტი იყო ასეთი,ამიტომაც მე არ მგონია,რომ ამ მოთხრობისთვის ქალის ღრიალი ან კაცის კივილი შეუფერებელია,მით უმეტეს,ხშირად არაა გამოყენებული.
მოკლედ,გემოვნების ამბავია,ვიღაცას უშლის,ვიღაცას არ მიაჩნია ცუდად,მე ასეთი კონტექსტი მივიჩნიე საჭიროდ და მივიღებ როგორც დადებით,ისე უარყოფით შეფასებას.
P.S. ნაყოფის კრუტუნი პირდაპირი მნიშვნელობით რომ არ უნდა იქნეს გაგებული,იმედია მიხვდება ყველა:D

 


№25  offline წევრი LI_BE

საოცარი ალისას, კიდევ ერთი, საოცარი ისტორია blush blush

კიდევ ბევრი მინდა ასეთიც, ისეთიც, შენ როგორიც გაგიხარდება, ისეთი. ოღონდ ბევრი იყოს... იმიტომ რომ, შენ უნდა წერო, სულ უნდა წერო... relaxed

გყვარობ მე შენ და გელოდები heart_eyes

 


№26  offline ახალბედა მწერალი Alice76

LI_BE
საოცარი ალისას, კიდევ ერთი, საოცარი ისტორია blush blush

კიდევ ბევრი მინდა ასეთიც, ისეთიც, შენ როგორიც გაგიხარდება, ისეთი. ოღონდ ბევრი იყოს... იმიტომ რომ, შენ უნდა წერო, სულ უნდა წერო... relaxed

გყვარობ მე შენ და გელოდები heart_eyes

უთბილესი ადამიანი მოვიდა ♥️
შენი კომენტარის წაკითხვისთანავე მინდება რაიმე ახალის შექმნა.უბრალოდ წერა და არაფერზე დარდი.
დიდი მადლობა,ასეთი რომ ხარ♥️

 


№27  offline ახალბედა მწერალი Alice76

სოფიო-სოფიო
ოო, ალისაა რა იყო ახლა ეს?????
ისევ და ისევ,მხოლოდ და მხოლოდ თქვენს გამო...
დავიწყე და სანამ არ დავამთავრე ვერ მოვისვენე ????
აუ ისე 2021 მალე მოვა არა?????
❤❤❤❤❤❤

სულ რაღაც ორიოდ წელიწადში^^
დიდი მადლობა ,რომ ასე მადიდგულებ.
ჩემს გამო წაიკითხე ამხელა ფილარმონია ისტორია.
რა მეთქმის,მადლობელი ვარ უზომოდ და გყვარობ შორიდან♥️♥️

 


№28  offline მოდერი naattii

ღმერთოო ვგიჟდები შენზე და შენს ფანტაზიაზეე ???????? რამხელა სიამოვნება მიმაღებინე ნეტავ იცოდე ❤️ იმედი მაქვს შენი მუზა ყოველ დღე შეგაწუხებს ❤️❤️❤️

 


№29  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ვერ ვიტან ისტორიებს ზომებბსა და ვამპირებზე, მაგრამ შენმა ისტორიამ ისე ჩამითრია ორი დღე ვკითხულობდი. აშკარად მეც დამაზომბე smile გილოცავ, არაჩვეულებრივი ისტორიაა

 


№30  offline ახალბედა მწერალი Alice76

naattii
ღმერთოო ვგიჟდები შენზე და შენს ფანტაზიაზეე ???????? რამხელა სიამოვნება მიმაღებინე ნეტავ იცოდე ❤️ იმედი მაქვს შენი მუზა ყოველ დღე შეგაწუხებს ❤️❤️❤️

უდიდესი მადლობა♥️♥️ ძალიან გამახარე ნათი♥️♥️ მუზები მაწუხებენ და საახალწლო დასვენებას ელოდებიან♥️

murachashvili
ვერ ვიტან ისტორიებს ზომებბსა და ვამპირებზე, მაგრამ შენმა ისტორიამ ისე ჩამითრია ორი დღე ვკითხულობდი. აშკარად მეც დამაზომბე smile გილოცავ, არაჩვეულებრივი ისტორიაა

ორმაგად გასახარია,როდესაც მიუხედავად ამისა,მაინც მოგეწონა. უდიდესი მადლობა,გამაბედნიერე ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent