შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარი


2-02-2017, 18:59
ავტორი iraklimzhavia2000
ნანახია 2 451

ზოგჯერ სიყვარულს სიტყვებით ხსნიან
ზოგჯერ თვალებიც ბევრის მქმელია
მე შევიყვარე შენი ღიმილი
და ეგ თვალებიც უკვე ჩემია
წუხელ სიზმარში ჩემთან იყავი
და ჩემი ნატვრაც თითქოს ხდებოდა
ცას მოფენილი ანგელოზები
ჩვენს სიყვარულზე ლექსებს ყვებოდა
თითქოს ჩვენს თვალწინ გადაშლილ ცაზე
შენს სახელს ისევ ლამაზად ვწერდი
და იმ მთვარიან უღრუბლო ცაზე
შენთვის საჩუქრად ვარსკვლავებს ვწყვეტდი
ცაზე ღიმილის ვარსკვლავი ვნახე
სამებას ურცხვრად გადაჰყურებდა
ღვთისმშობლის წმინდა ხელები ვნახე
იესო ქრისტეს აკვანს ურწევდა
ვხედავდი მხოლოდ უსაზღვრო სითბოს
აღარსად იყო ცრემლი და სევდა
დიახ სიზმარში მამაო ვნახე
საკურთხევლის წინ ჯვარს როგორ გვწერდა
ჩემს ოცნებებში გავერთე ისევ
მეუფლებოდა უთქმელი განცდა
მაგრამ უეცრად გამეღვიძა და
სიზმარიც თითქოს წამებში გაქრა

მოკლედ ეს არის ჩემი კიდევ ერთი ლექსი რომელიც დავუწერე ჩემს ანგელოზს და მინდა რომ მთელი გულით ვაჩუქო მართალია ის ამჟამად ჩემს გვერდით არ იმყოფება მაგრამ იმედი მაქვს რომ ჩემზე ფიქრობს და იცის რომ ყველას მირჩევნია



№1 სტუმარი სტუმარი გიო

მაგარი????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent