ნახშირორჟანგი (სრულად)
ლამპიონის სუსტ განათებაზეც კი სჩანს,როგორ წვიმს.. მსხვილი წვეთები გაავებით ეხეთქება მონაცრიფერებულ ალფალტს და, მთელი ძალით ცდილობს,ნაბიჯები ჩამორეცხოს. თბილპლედშემოფარებულიც კი ვგრძნობ, როგორ ცივა გარეთ და, მაკანკალებს.. ჩამობნელებულ ოთახში წითლად მხოლოდ თამბაქოს ღერი ანათებს და, ღრუბლებივით ჩამოწოლილ კვამლში ძლივს მიმაქვს თითები ტუჩებამდე რომ მოვწიო.. გაუმქრალი ნიკოტინის გემო კიდევ დიდხანს მრჩება და, გაფერმკრთალებისთანავე, ხელთავიდან ვუკიდებ... ნება–ნება, რბილად, აუჩქარებლად ვეწევი, ისე, თითქოს, ცხოვრება არ ჩამომქცეოდა თავზე. წვეთების ხმა გულზე წვრილი ნემსებივით მესობა და, ვგრძნობ, მთელი სიცხადით ვგრძნობ, როგორ იწრიტება ხაზებად მომდინარი სისხლი დანაწევრებული გულიდან. ვგიჟდები, ალბათ, მაგრამ, უჰაერობისგან,გემოც კი დაეკარგა თამბაქოს და, მოწყურებულივით გამოვაღე დარაბა. მთელი სახე შევანათე ჭავლებად შემოჭრილ წვიმასა და ქარს,ასე,უკითხავად რომ შემომალპო ხელში ბოლო ორი ნაპასი. განაწყენებული ვსრეს დაუმთავრებელ ღერს საფერფლეში და, ჯარებად ჩამწკრივებულ ნახშირორჟანგს უგულოდ ვაცილებ ოთახიდან. შემცივდა. გრძნობებთან ერთად, სითბოც შემომეძარცვა და, კიდევ უფრო გავიყინე. აღარ დავხურე და, ბოლო საათი გაღებული ფანჯრიდან ვუსმენ სტიქიის მძვინვარებას. ქარი ისეთი სიძლიერით ეხეთქება ოთახს, შიშიც კი მიბყრობს, მაგრამ, მაინც, ჯიუტად არ ვნებდები და, მოთოშილი კიდურებით კიდევ უფრო მძლავრად ვიჭერ პლედს მხრებზე. ისევ ისე ვდგავარ, ღია ფანჯარაში და, თვალს ვერ ვაცილებ უკანასკნელ მოციმციმე ლამპიონს. ისე უსუსურად, უბატონოდ, მკრთალად ციმციმებს, გული მეწურება და, თვალებს მაგრად ვხუჭავ. ქუთუთოებზე წვრილი,ხშირი წვიმის წვეთები მეცემა და, აქაც არ ვნებდები, ბოლომდე, ბოლო, უკანასკნელ დაცემამდე თვალდახუჭული, გაყინული ვდგავარ დარაბასთან და, თითქოს მლოცველივით, ხელები გულთან დამეკრიფა და, რაღაცას, გონებისთვის გაუფილტრალს ვჩურჩულებდი გათენებამდე.. მერე კი, მზე ამოვიდა.. ** ძალაგამოცლილი ჩავეშვი რბილ პუფში და, სველი პლედი მხრებიდან მოვიშორე. თხელი,უმკლაო მაიკა ტანზე მომწებებოდა და, ისიც პლედის გზას გავუყენე. ხელით ნაქარგი მაქმანიანი აზღუდით, განთავიუფლებული სისველისგან, მივეფიცხე შემთბარ გამათბობელს და, უკანასკნელ ღერს მოვუკიდე. სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა და, მკლავებზე დაყრილ ეკლებზე მტევნები ავიტარე.. გაცრეცილი,გაფერმკრთალებული კანი თითქოს მსაყვედურობდა.. კაპილარები შესამჩნევად ამობურცულიყო და, წინანდელი სიცივისთვის პასუხს მთხოვდა,თითქოს. 4 ან, მეხუთე ნაპასი იქნებოდა, პირში მლაშე გემო რომ ვიგრძენი და, კეთროვანივით მოვიშორე ღერი ტუჩებიდან. ზიზღით ამოვუშვი ბოლი ფილტვებიდან და, ნახევრამდე ჩამწვარი ღერი უკმაყოფილომ ჩავსრისე. იქვე, მაგიდაზე დადებულ წყალს დავწვდი და, იმის იმედით,რომ გემოს ჩავატანდი, ლამის მთელი ბოთლი ჩავცალე. თითქო გაქრაო,მაგრამ, შეგრძენაბს მაინც არ დავუტოვებივარ. მხოლოდ მაშინ,როცა კიდურები გამითბა, ყველა უარყოფითმა ერთიანად დამტოვა და, ღრმად ამოვისუნთქე. წამოვდექი, დარაბაზე მუქი ფარდა ჩამოვაფარე მზისგან თავდასაცავად და, რბილ ლოგინში მოსვენების იმედით შევწექი. ** თამბაქოს მძაფრ სუნს გამოვყავარ აგონიიდან. ისეთი გულისრევა დამეუფლა, სასწრაფოდ, დენდარტყმულივით წამოვვარდი და, სააბაზანოში დაგროვილი ზიზღი ერთიანად ამოვუშვი. როცა გონება სრულად დამეწმინდა, მხოლოდ მაშინ მახსენდება, გულისრევა რამ გამოიწვია და, ოთახისკენ გულაჩქარებით, სუსტი ნაბიჯებით, წელში მოხრილი, სიცივისგან აცახცახებული მივდივარ. არც კი მსურს,გონებში აღრიალებულ ფიქრებს ყური ვუგდო და, გავიაზრო, რომ ის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია ასეთი ძლიერი თამბაქო მოწიოს, იქ, ოთახი შუაგულში თავჩახრილი დგას და, ხელში მოსრესილ ღერს ისე დაჰყურებს, თითქოს, ეზიზღება... დაპატარავებული მეჩვენა.. დასუსტებული და, დაბეჩავებული. თავჩახრილს სუნთქვა უჭირდა და, გაჭირვებით, ოხვრას აყოლებდა ნახრირორჟანგს.. აცახცახებული სხეულიდან სინანული ისე მკაფიოდ კიოდა, რომ, ყურებზე ხელი ავიფარე და, თვალები ძლიერად დავხუჭე, მიისი სინდისი საკუთარზე მეტად მტკიოდა.. როცა ჰაერშიც გაერია მწარე ტკივილი სუნთქვაც შევწყვიტე და, უჰაერობისგან, ჩავიკეცე. მძულდა მისი ტკივილი და ის,რომ ერთმანეთს ასე უმოწყალოდ ვატკინეთ... მჭიდრომ შემოვაჭდვე საკუთარ ფეხებს მკლავები და თავი მუხლებში ჩავრგე. ისევ ისე ციოდა და, ძვალ–რბილში ატანდა სუსხი. საკუთარი სხეულის კანკალი მესმის, მის სუნთქვას ამოყოლილი ნახშირორჟანგი მთელ ოთახს შხამივით ედება და, უფრო მიჭირს სუნთქვა.. იმუხლება.. დაჩოქილი, დაცემული ანგელოზივით, ფრთებჩამოყრილი მისწორდება და, ხშირი სუნთქვისგან აჩქარებულ გულისცემას ნოტებივით მიშლის. სტკივა.. და ვგრძნობ,იმაზე მეტად,ვიდრე წარმოვიდგენდი. ისე აქვს მოდებული ტანზე სინდისი, გული მეწურება და, მის თვალებს ვუსწორებ მზერას. შემეშინდა.... ამაკანკალა.. მთელი მისი სული ირისებიდან იღვრებოდა, პატარა, მჩქეფარე ჩანჩქერივით. ჩავიძირე.. აწყლიანებულ თვალებში ჩავიკარგე და, ყოველი უერთმანეთოდ, მარტოდ გატარებული დღე სიტყვა სიტყვით,გრძნობა–გრძნობით ამოვიკითხე. გამაჟრჟოლა.. ნელნელა, მოთოშილი სხეულიგამილღვა და, დავთბი.. ღრმად ამოვისუნთქე. კაეშანივით შემოხვეული დარდი ამოვაყოლე ნახშირორჟანგს და ოთახში მიმოვფანტე უმისობის ტკივილები. თითქოს, მომეშვა. თვალების ტყვეობიდან თავი დავიღწიე და, პატიებად დაღვრილი სინდისის მელოდიები თავის ქნევით გავფანტე. მივიწიე და, შევეხე... .... .... .... მუხლზე დაწყობილ თლილ მტევნებზე მოვეჭიდე და, წამში მისკენ მიმიზიდეს ძალამოცემულმა ხელებმა... ისე ჩამიკრა, კიდევ ერთხელ, უსასრულოდ, უსაძირკვლო გულში ჩამითრია მისმა ჩახუტებამ. სულში გამახვია.. გამათბო და, იმედი დამიბრუნა.. მის გულზე მიყრდნობილმა ვიგრძენი, როგორ დაიწმინდა ოთახი და, ღრმად შევუშვი ჟანგბადს მონატრებულ ფილტვებში სუფთა ჰაერი. როცა მისი გულით გული მოვიჯერე, თავი ფრთხილად ავწიე და, დაწმენდილ თვალებში ჩავხედე. სისუფთავე იმდენად მოხვეოდა ტანჯვაგამოვლილ სახეზე, რომ წუთებში მომხდარი ცვლილება აშკარა იყო. მადლიერებით ამოევსო ცისკარივით მოელვარე ირისები და, თითქოს ერიდებაო, მზერით მეფერებოდა, მზერით მათბობდა, მზერით მავსედა. ამოვისუნთქე. წამოვდექი.. გათავისუფლებული სხეული სხარტად მივმართე დარაბებამდე და, ბოლომდე გამოვაღე. ცისკაბადონზე სითბოს ქადაგებდა ცხრათვალა მზე.. გარედან ერთიანად შემოსულმა ჟანგბადმა მთელი ოთახი სიცოცხლით გაავსო და, სახლში, გზააბნეული მონათესავე სულები, ერთად,ახალი დღის ბედნიერი საწყსისთვის გადაგვაჯაჭვა. _____ მხოლოდ ის მინდა,რომ გულიდან წამოსული თქვენს გულამდე მოვიდეს. იყოს ეს აქ. მარტო იმისთვისაც,რომ მზეს ელოდოთ. თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.