რა მოხდებოდა, რომ...(1)
ძალიან მშვიდი და წყნარი დილა იყო. მარიამი ჩიტების ჭიკჭიკმა გააღვიძა.ერთი კარგად გაიზმორა და უცებ აზრზეც მოვიდა.გაახსენდა რომ დღეს 15 სექტემბერი იყო.ანუ? სწავლა იწყებოდა.გადაჩვეულ რეჟიმს მყოფი ქალბატონი სწრაფად წამოხტა, გაიფიქრა რომ თუ სასწავლო წელს სიზარმაცით დაიწყებდა მთელი წელი წარუმატებლობა ექნებოდა. სამზარწულოში ყავისთვის წყალი დადგა გაზქურაზე და სააბაზანოში შევიდა, ხელ-პირი დაიბანა და ყავის მზადებას შეუდგა. მარიამის სახლში როგორც ყოველთვის დილიდან იწყებოდა ფუსფუსი.დედა მასწავლებელი ჰყავდა და ყოველ დილით სკოლაში მიდიოდა.მარიმის და ელენე აბიტურიენტი იყო და დილით ისიც ძალიან ადრე დგებოდა.სულ წიგნებში თავჩარგული იყო და მეცადინეობდა.სამედიცინოზე აბარებდა ელენე და უნდოდა მაღალი ქულებიც მიეღო გამოცდაზე.გოგონების მამა ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერი გახლდათ, ყოველ დილით 10-ის ნახევარზე შარვალ-კოსტუმში გამოწკეპილი, აიღებდა ქეისს და მიემართებოდა კომპანიისკენ.ძალიან ჩვეულებრივი ოჯახი იყო.უბრალო.ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს სცემდნენ და ერთმანეთის აზრს ყოველთვის ითვალისწინებდნენ. მარიამის ტელეფონზე ზარი გაისმა -გისმენ თაკო, გილოცავ სასწავლო წლის დაწყებას. -მარიამო, მეც გილოცავ, წარმატებულ წელს გისურვებ. -მადლობა, ჩემო ცხოვრება. ხომ მოდიხარ,სად გნახო? -სკოლის შესასვლელთან ვიქნები იქ, ჩვენს ადგილზე. -კარგი,რომ მოვალ დაგირეკავ. -კარგი, დროებით. 9 საათზე უკვე მარიამი სკოლასთან იყო, თვალებით მის საუკეთესო დაქალს ეძებდა.მაგრ ვერ დაინახა.დაურეკა და უთხრა რომ ცოტა დააგვიანდებოდა და სკოლის შესასვლელთან დალოდებოდა მარიამი.გოგონა დაეთანხმა და თაკოს მოლოდინში იყო როცა მასთან დემეტრე მივიდა, დემეტრე მისი პარალელ კლასელი იყო, საშინლად არ მოსწონდა მარიამს ეს ბიჭი.აღიზიანებდა და ცოტა არ იყოს ეშინოდა კიდეც.იცოდა დემეტრე მძიმე როკს უსმენდა.ხანდახან ფიქრობდა რ ოც იყო.რადგან ერთხელ მარიამი და თაკო სკოლის დერეფანში იყვნენ,როცა დემეტრემ გოგონები გააჩერა.მარიამს მიუახლოვდა.მათ სახეებს მილიმეტრები აშორებდათ.დემეტრემ კი უთხრა: -ჭკუით გოგონი, თორემ თითებს დაგაჭრი. -რაა? მარიამი გაოგნებული უყურებდა.არ იცოდა რა ეთქვა.შეეშინდა.იმიტომ რომ იცოდა დემეტრეს რა რთული ხასიათი ექნებოდა.შეშინებულმა გვერდი აუარა და წავიდა. -მარიამ, როგორ ხარ? შეეკითხა დემეტრემ და თან გადაკოცნა. გაკვირვებული მარიამი სიტყვებს ვერ პოულობდა.შეეცადა დამშვიდებულიყო და დემეტრესთვის ეპასუხა.ვერ გაეგო რატომ მოვიდა მასთან. -კარგად.შენ ? მოკლედ უპასუხა -მეც კარგად.სწავლის დაწყება არ უნდა მომილოცო?! იერიშით შეეპასუხა დემეტრე. -გილოცავ.მოუჭრა მარიამმა.გულში კი ფიქრობდა დემეტრესთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა სწავლა დაიწყებოდა თუ არა. მაინც არასდროს არაფერს სწავლობდა და ყოველთვის მასწავლებლები მისი სახელის და გვარის ხსენებაში იყვნენ, სწვლის პროცესს ხშირად შლიდა.მოკლედ, ძალიან არ აინტერესებდა სწავლა. -მადლობა, მეც გილოცავ უთხრა დემეტრემ,თან ცხვირზე თითი ჩამოჰკრა. ხომ იცი წელს ძალიან კარგად უნდა ისწავლო, თან ყველაზე მთავარი ჭკუით უნდა იყო, დანაპირები არ დამვიწყებია.ეს თქვა და ეგრევე დატოვა გაოგნებული მარიამი.კიდევ უფრო შიშს მოეცვა პატარა გოგო, არ იცოდა რა უნდოდა ამ ბიჭს მისგან, ან რას ერჩოდა.თან მაინცადამაინც მარიამს.ამ ფიქრებში იყო გართული როცა მასთან თაკო მივიდა.ჩაეხუტა და ერთად შევიდნენ სკოლის ეზოში. თაკომ შეატყო მეგობარს რომ კარგი სახე არ ჰქონდა და ჰკითხა: -მარიამ,რა ხდება? ძალიან ცუდი სახე გაქვს.იცოდე არაფერი დამიმალო. - არაფერი, უბრალოდ დემეტრე მოვიდა წეღან ჩემთან.ამის თმა და თაკოს კივილი ერთი იყო -რააა? რა უნდოდა?რა თქვა? მიაყარა კითხვები გოგოს. -არაფერი, სწავლის დაწყება მომილოცა და მითხრა ჭკუით ვყოფილიყავი, ისიც დააყოლა რომ დაპირება არ დამვიწყებიაო. -რა დაპირება? მე რომ არ მახსოვს? -როგორ არ გახსოვს, წინა წელს დერეფანში რომ შემხვდა და თითებს დაგაჭრიო რომ მითხრა, როგორ არ გახსოოვს? -ვაიმეე, ეგ ბიჭი ვერ არის ხო? ძალიან გთხოვ უფრთხილდი.მე ძალიან შემეშინდებოდა. -მეც ძალიან მეშინია თაკო.იმდენ ცუდს იძახიან დემეტრეზე მართლა ძალიან მეშინია. -კარგი, არაუშავს, მაგისთვის ხასიათი არ გაიფუჭო, დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.სიახლეების დროა.მალე ზარი დაირეკება და სკოლაში შევალთ. როგორც ყოველთვის სასწვლო წლის დაწყების პირველი დღე დირექციისგან მილოცვით იწყება. ახალი პირველი კლასელების მიღება და ცოტა მუსიკალური გაფორმება სიახლე აღარ იყო ბავშვებისთვის. 9 საათზე ყველა სკოლაში შევიდა.მარიამი და თაკო ხელიხელ ჩაკიდებულები იყვნენ და ერთად აიარეს კიბეები.მეოთხე სართულზე სია დახვდათ გამოკრული ვინ რომელ აუდიტორიაში შევიდოდარადგან,წინა წლის ბოლოს ჩატარებულმა სადირექტორო წერამ ბევრ ბავშვს საატოვებინა სკოლა.აღმოჩნდა რომ მარიამის და თაკოს კლასი იმ ჯგუფს შეუერთდა სადაც დემეტრე სწვლობდა.ეს რომ წაიკითხეს გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და გაკვირვებულებლა ერთიანად იყვირეს -რაააა? ეს როგორ? ღმერთო ნუთუ ასე მიმეტებ? თქვა დადანებით მარიამმა -კარგი დამშვიდდი, მე შენს გვერდით ვარ ხომ იცი.ანუგეშებდა თაკო. -როგორც არასდროს ახლა ისე ძალიან მჭირდებიი თაკოო -ნუ გეშინია. გოგონებმა ხელი ერთმანეთს ჩასჭიდეს და ერთად შევიდნენ კლასში.აუდიტორია სავსე იყო ბიჭებით.მხოლოდ ორი გოგო ჰყავდათ ჯგუფში. ახალი შეერთებული ჯგუფიდან კი 12 გოგო და 8 ბიჭი მიემატათ.დემეტრეს კმაყოფილი სახე მაშინვე შეამჩნია მარიამმა.ბიჭი ბოლო მერხზე იჯდა და შეეცადა მისგან შორს დამჯდარიყო.ამიტომ მასწავლებლის მაგიდის პირდაპირ დაჯდა.პირველ მერხზე.თაკოც თან გვერდით დაისვა. მასწავლებელმა ბავშებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.ზოგადი შესავალი გაუკეთა სხვადასხვა თემებზე.რადგან დამატებული ბავშვებისთვის დამრიგებელი ახალი იყო. -არ ჩანს ცუდი ქალი, გადაუჩურჩულა თაკოს. -არამგონია, მეც მასე ვფიქრობ.თან ძალიან სოლიდურია.დასტოინი იქნება ცოტა. -ძალიან კარგი, მე მომწონს.მიუგო მარიამმა. დამრიგებელი როცა სიახლეების განხილვას მორჩა, თქვა რომ გოგონები ერთად არ შეიძლება იყოთ გაკვეთილების პერიოდში.დღეიდან გოგო-ბიჭი დაჯდებით და სიტუაციებიც განეიტრალდებაო. -ნინო, შენ გიორგის დაუჯდები გვერდით -თაკო, შენ ლაშას,თქვა თუ არა თავი ჩახარა მარიამმა.მას არ შეეძლო თაკოს გარეშე.1-ლი კლასიდან ერთად სხედან და ახლა მის გარეშე უწევს ყოფნა. -მარიამ, შენ ადგები და დემეტრესთან გადახვალ. -რაა? მას, გთხოვთ. ხვეწნის ხმა ჰქონდა მარიამს.ოღონდ დემეტრესთან არ დაესვა და სხვა ყველაფერზე დათანხმებოდა -მარიამ, მე რა ვთქვი?! ბრძანებლური კილოთი მიმართა მარიამს. მარიამი ადგა, აიღო მისი ნივთები და დემეტრესთან გადაჯდა.დემეტრემ იაზო სახით გახედა მარიამს და ჩაიცინა.ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა მარიამი -იმედია არ შემაწუხებ, თქვა დემეტრემ თან ხმამაღლა გაიცინა -არა მე არ შეგაწუხებ და ძალიან გთხოვ არც შენ შემაწუხო -აჰა, ანუ მე ?! გადაიხარხარა დემეტრემ - დიახ. -კარგი, ჩემგან შორს დაიჭირე თავი პარატავ, შენი მერხი ჩემსას არ შეეხოს! ხომ გასაგებია?! უთხრა და შუბლზე საჩვენებელი თითი მიუკაკუნა -ძალიან მაღიზიანენ დემეტრე დევდარიანო -დარწმუნებული ხარ მე რომ არ მაღიზიანებ?დამუშტა მუჭები დემეტრემ. გოგონას შეეშინდა და გაჩუმება არჩია.ცოტა ხანში მიუბრუნდა ბიჭი მარიამს და ეუბნება: -ნუ სუნთქავ, ესეც კი მაღიზიანებს შენში. გაოგნებული იყო მარიამი.ახლა კი ნამდვილად ძალიან ეშინოდა დემეტრესი და შვლის ნუკრის თვალებით შველას თხოვდა მასწავლებელს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.