სიზმარი თუ რეალობა?(დასასრული)
გათხოვილი ქალის ამბპულაში საკუთარი თავი ვერ წარმომედგინა. საყვარელ, ოცნების მამაკაცზე გათხოვება... ცრემლები მომდიოდა როდესაც ნიკოლოზს საკურთხეველთან ხელი მოვკიდე, მის ძლიერ და აციმციმებულ თვალებში საკუთარი ანარეკლი დავინახე. ღმერთს მადლობას ვუხდიდი რომ ის მაჩუქა, რომ ესეთი საოცრება მარგუნა და მხოლოდ ჩემთვის გაიმეტა. ნიკოლოზი როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად ძლიერი, მოსიყვარულე და ერთგული ადამიანი იყო... ყოველ წამს ცდილობდა გავემხიარულებინე და ბედნიერი ვყოფილიყავი. ნიკოლოზ ღლონტის საკუთრება მაშინ გავხდი როდესაც მის წინ მდგომმა გავიმეორე სიტყვები. თანახმა ვარ, ჭირშიც და ლხინშიც. როდესაც მის თვალზე მომდგარი ცრემლები დავინახე, კოცნით ამოვუშრე და ამ ქვეყნად ყველაზე, ყველაზეე ბედნიერ ქალად ვიგრძენი თავი. ლოლა, საყვარელ და სასურველ სიძეს აღმერთებდა როგორც მე. ბოლო ხმაზე ტირილი მინდოდა, განა ცუდად ვიყავი? არა, ღმერთო ჩემო ბედნიერებისგან... მინდოდა ჩემი ბედნიერება სხვისთვის გამენაწილებინა. მინდოდა ენახათ სხვებსაც რას ვგრძნობდი, ნიკოლოზის თვალებში ის ამოვიკითხე რასაც იმ წამს ვგრძნობდი. მიყვარხარ, უ'საზღვროდ. ასევე შევიძინე ოთხი ძმა, ლევანი, გიორგი, ბექა და ლუკასი. ბექა მორცხვი თუმცა იდეალურად კეთილი ადამიანი იყო, ლუკასი მხიარული ისე მექცეოდა როგორც ნამდვილ დას, ტყუპები გიორგი და ბექა კი სანთლით საძებარი ადამიანები იყვნენ, კაბის არჩევაში თვითონ მეხმარებოდნენ და ბოლო წამამდე ჩემთან იყნენ. ჩემი მეორე ოჯახი, იდეალური იყო. მამამთილის ვილაზე მისვლისას, ნიკოლოზმა ხელი ჩამკიდა და ყველა მომლოდინე სახით დამაკვირდა, გამიკვირდა რა მოხდა თქო? თუმცა არ შევიმჩნიე რადგან დღეს ყურადღების ცენტრში მხოლოდ მე ვიყავი, ეს ჩემი დღე იყო. ორ სართულიანი თეთრი დიდი სახლი ნამდვილ სასახლეს გავდა როგორც შემდეგ გავიგე სასტუმრო-სახლი ყოფილა. თუმცა დღეს მხოლოდ საქორწინო ადგილი იყო. ეზო ისე წარმმომედგინა როგორც მე დავგეგმე. აუზში სანთლები ტივტივებდნენ, თეთრ მაგიდებზე ოქროსფერი გადასაფარებლები სადაც ექვსი კაცი სხდებოდა. მე და ნიკოლოზი კი წითელ მაგიდასთან მეჯვარეებთან ერთად. თუმცა, ნიკოლოზმა კიდევ გამაოცა. აუზის მარჯვნივ პატარა გამოფენა გაკეთებინა, მივხვდი რაც იყო და ცრემლები წამომივიდა. ათამდე ნახატი, ყველა ნახატში კი-მე. სვანეთის სურანით არაჩვეულებრივი ოსტატობით დაეხატა. ერთმა სურათმა კი გულ-მუცელი ამიწყვა. თოვლიან ბალახზე ფეხშიშველი ვიდექი, თვალებში კი მისი ანარეკლი დაეხატა, თეთრი კაბა მეცვა და ვიღიმებოდი. გამახსენდა ეს ნახატი და ტირილით შევხედე ნიკოლოზს რომელმაც ხელი მომხვია და ამით ყველაფერი, ყოველი მისი გრძნობა გადმომცა. თანაცხოვრების მეათე დღე. - გაიღვიძე, ძვირფასო. - თვალს ვახელ და იგივე სახის დანახვისას გამეღიმა. სიზმარშიც ის მესიზმრებოდა, ისევ დივანზე ვიწექით და ჩემს მუხლებზე თავი ჰქონდა დადებული, შემომხედა, გამიღიმა და ბაგეები დამიპყრო. - ისევ შენ, რა ბედნიერებაა. - მიღიმის და ჩემს გვერდით წვება. - ხომ გითხარი საცვლებს თუ არ ჩაიცმევ,ვერ გავუძლებ თქო. - მერე? ვინმე გეუბნება რომ უნდა გაუძლო? ყოველი დღე და ღამე სიყვარულით იწყებოდა და მთავრდებოდა. ქორწილის პირველი ღამე, ვნებიანი და ცეცხლის ახლში განვითარდა. არც ტკივილი მიგვრძნია როგორც არის ხოლმე და არც უხერხულონა. - საოცრება ხარ. - სუნთქვა გახშირებული მიყურებს და შიშველ სხეულს მითვალიერებს. - ამდენი ენერგია საიდან? - ვეკითხები რადგან, ყოველ ჯერზე უფრო მაოცებს. - მხოლოდ შენთვის, ძვირფასო. - წარმომიდგენია როგორ აგიჟებდი ქალებს... - ეჭვიანი ქალის როლით ვლაპარაკობ,თვალებს აწვრილებს. - ხო, მეორე დღეს თვითონ მირეკავდნენ. - ელდანაკრავი ვუყურებ - ვერ გიტააან! ღმერთო ჩემო... - ეხლა მხოლოდ შენი ვარ. - ნიკოლოზ, არააა მანდ ნუ მკიდებ - მეცინება - ჩემი ცოლი ხარ ლიზა! - გადასაფარებელში მახვევს და ისევ ის ეიფორია მეორდება. თანაცხოვრების ოცდამეშვიდე დღე. - რა ლამაზიაა - მხდება გაოცებულს. მთელი ოჯახი ერთად ვართ ნიკოლოზი კი ხატავს. ყველა ერთად დაგვხატა... - ჩემი შვილი ნიჭიერია? - ამბობს მამამთილი და შვილს ხელს ხვევს. - ნამდვილად! ჩემი სიძე. - მამა მათ უახოვდება და ერთად ეცინებათ. დღეს ლუკასის დაბადების დღეა და ყველა ერთად შევიკრიბეთ. არანაირი წვეულება მხოლოდ ოჯახური გარემო, ყველაფერი მე გავაკეთე თუმცა ესეც არ ითქმის რადგან ხუთივე ძმა მეხმარებოდა. სიცილ-კისკისში გავშალეთ სუფრა, დინამიკებში კი ხმამაღალი სიმღერა გვქონდა ჩართული. - ლიზა, მიეცი. - საჩუქარზე მანშნებს და მეც გადამალულ ყუთს ლუკას ვაწვდი. - რა არის? - ხსნის და გაოცებული მიყურებს - არ არსებობს. დიდი ხანი ვფრიქროვდით რა უნდა გვეჩუქებინა ლუკასზე, ბოლოს მე მოვიფიქრე. სოსკაზე მიმაგრებული გასაღები იმას ნიშნავდა რომ ლუკას უკვე მოტოციკლეტი ყავდა, ასევე ფოტოები გადავუღეთ და ყუთში მოვათავსეთ, ნომრით ლუკ-100. - სად არის? - მეკითხება და მეხვევა, შემდეგ ნიკოლოზს. - გარეთ. - ეუბნება ჩემი ქმარი და ისიც უკან მოუხედავად გარბის რაზეც ყველას გვეცნება. გულის რევის შეგრძნებას ვგრძნობ, თაბრუ მეხვევა. შემდეგ მახსენდება რომ არაფერი მიჭამია, თუმცა არც მშია. თანაცხოვრების ოცდამეთხუთმეხე დღე. - დარწმუნებული ხართ? - ვეკითხები ექიმს. - დიახ, თქვენ ფეხმძიმეთ ხართ. - ცრემლები მომდის და ქალს ვეხვევი, ისიც ლამაზად შეფუთულ ყუთს მაწვდის. პატარა ბაჩუჩებია, თეთრი. - მადლობა ექიმო,ღმერთო ჩემოო. სავაადმყოფოს ბედნიერი ვტოვებ, მუცელს ხელს ვუსმევ და ჩემს შვილს შევიგრძნობ, ჩემს სხეულში ცოცხალ არსებას. ექიმმა მითხრა რომ ხუთი კვირის ვარ, ესეიგი ქორწულზე უკვე ორსულად ვიყავი. ვხტუნავ, შემდეგ მახსენდება რომ მარტო აღარ ვარ და ვჩერდები. ცრემელბი მომდის და ემოციებს ვერ გამოვხატავ. მე დედა ვხვდები. ვუმეორებ თავს და ვერ ვიჯერებ. - ნიკოლოზ? სად ხაარ? - ვურეკავ, მინდა სიურპრიზი მოვუწყო ამიტომ ვცდილობ ხმაზე არაფერი დამეტყოს. - გალერიაში ძვირფასო. ერთ საათში სახლში ვიქნები. რა მოხდა? - მუშაობა ათი დღეა დაიწყო, სამხატრო გალერიაში ხატვას ასწავლია ბავშვებს თან გალერია მისი იყო, მამის საქორწინო საჩუქარი. ჩემი კი თეთრი ბეემვე. - არაფერი, გელოდები. - ვთიშავ და მანქანას ვამუშავებ. სახლთან როგორ მივედი არ მახსოვს რადგან ბედნიერებამ დამაბრმავა... ერთ საათში ნიკოლოზი მოდის და პირდაპირ მკოცნის. - ნიკოლოზ. - რამოხდა? ნუ მაშინებ! - სახე უსერიოზულდება. - მე დედა ვხვდები! - ვეუბნები გარკვევით. - რა? - ვერ ხვდება. - მე დედა ვხვდები! შენ კი მამა! - მის თვალებში ემოციებს ვხედავ. - ლიზა, რა? - უკვე ყვრისი და ხელს მკიდებს - ფეხმძიმედ ხარ? - ხო ძვირფასო! შვილი გვეყოლებაა... ვერ გადმოქცემთ მის სიხარულს, ბედნიერებას და ადრენლინის მოჭარბებას. ნიკოლოზი ამ დღეს უფრო შემიყვარდა თუ შესაძლებელია ამაზე მეტად ვინმეს-ვინმე უყვარდეს. თანაცხოვრების მესამოცე დღე. მე და ნიკოლოზი მარტო ვცხოვრობდით. სამ ოთახიან, კეთილმოწყობილ ბინაში. გამოცდა ჩავაბარე და საბოლოოდ გავხვდი სრულუფლებიანი მზარეული. ნიკოლოზს არ უნდოდა თავი დამეტვირთა, ამიტომ გადავწყვიტე ბავშვის გაჩის შემდეფ მემუშავა. მუცელი ოდნავ გამეზრდა და ჩემს პატარას უკეთ ვგრძნობდი. დრო იყო ყველას გაეგო მისი არსებობა... - ნუ დაკომლექსდი ჩემო ერთადერთო, გინდა მე ვთქვა? - მეკითხება სუფრასთან ჯდომისას, დღეს ნინომ (დედამთილმა) გადაწყვიტა, დედა და მამა დაეპატიჟებინა და უბრალოდ გვესადილა, დრო ვიხელთე და ჩემი ბომბომი ანუ ნინაც წამოვიყვანე. ცოტათი მრცხვენია ამდენ ხალხში ამის თქმა თუმცა ჩემი შვილით ყველა გაბედნიერდებოდა. - რაღაცის თმა მინდა - ფეხსე ვდგები და ისე ვდგამ უკან ნაბიჯს რომ ყველამ დამინახოს. - რა მოხდა ლიზა? - მეკითხება დედა შეშინებული. - ლიზა? - ნინოც ყვება. - ბებიებო, დამშვიდდით. - ყველა შეშდება, ნიკოლოზის გარდა რა თქმა უნდა - ორი თვის ფეხმძიმედ ვარ რაც იმას ნიშნავს რომ შვიდ თვეში ოჯახი უფრო ფადართოვდება. - რაა? ლიზააა - მამთილი მოდის და ხელში მატილებს, ყველა ემოციებით მეხვევიან. ლიზა და ნინო ტირიალ, ნინა კი მუცელზე მეფერება. - მამა რას აკეთებ? - ეკითხება შეშინებული ბექა, მამიის დანახვისას რომელსაც ხელში სანადირო იარაღი უჭირავს და გარეთ გადის. - უნდა ავღნიშნო! - მისმა ხმამ დაშჭექა შემდეგ კი გასროლის ხმებმა. - მამა ამას ხომ დაბადების შემდეგ აკეთებენ? - ლუკასი იცინის. - ის უკვე დაიბანა შვილო, უბრალოდ დედასთანაა ჯერ. რამოდენიმე დღე, ნინო და ლოლა ჭამას, დალევას და ყველაფერს ერთად მაძალებდნენ , ჩემს "არ მინდაზე" კი სწრაფად მპასუხობნენ, ბავშვისთვის! ბოლოს ისიც მოაახერხეს რომ მე და ნიკოლოზი, სათთან სახლში გადავედით. ნინომ ამ ეტლით სიარული მიჭირს და აქ მოგხედავო, ყოველ დღიურად დადიოდა ლოლაც და ნიკოლი მენატრებოდა რადგან ღამის თევითაც შემომისაფრდნენ. თანაცხოვრების სამოცდამეჩვიდმეტე დღე. ნიკოლოზი ბათუმში იყო,გამოფენაზე. მინდოდა წავყოლოდი თუმცა მგზავრობა ბავშვისთვის კარგი არ იქნევოდა. უკვე გზაში იყო ვიცოდი, გულმა ვერ მომითბინა და სქესის გადაგებად ექიმთან მარტი წავედი. ვიფიქრე ნიკოლოზს გავახარებ თქო. ნინოს მოვატყე, ნინასთან სალომში წავალ მეთქი. გულში ვნანობდი თუმცა შემდეგ კონსულტაციაზე წავიყვანდი მასაც და ლოლასაც. ჩემი რიგი დადგა და ექიმმა გაღიმებული შემიპატიჟა ოხროსკოპიის ოთახში - ლიზა, როგორ ლამაზი ორსული ხარ. - მადლობა. ჩემი ქმარიც სულ მიმეორებს. - იმედია გავიცნობ. - ვუღიმი და თეთრ გრძელ სკამზე ვწვები. - რა თქმა უნდა, კიდევ ბევრჯერ უნდა გესტომროდ ჯერ. - წაგიმევ და დავიწყოთ. - სითხეს ჩემს მომრგვალებულ მუცელზე მისმევს და ეკრანს აკირდება. სახეზე ემოციები ეკვეთება და შიში მიპყრობს. - რამე ცუდია ექიმო? არ დამიმალოთ! - ლიზაა... - გული მიჩქარდება და ეკრანს ვუყურებ თუმცა დიდად ვერაფერს ვხედავ. - თქვით! - თქვენ ერთ ბავშვს კი არა, ორს ელოდებით! ტყუპებს ლიზა! - გაშტერებული ვუყურებ ხან ექიმს და კი ეკრანს. - რაა? ღმერთო ჩემო... - გოგო და ბიჭი. - გოგო და ბიჭი... ვიმეორებ, ორი ადამიანის დეა ვხვდები? გული სწრაფად მიცემს და ბედნიერების კორიანტელი მატყდება თავს. - აი გულის ცემას მოუსმინე, ორივეს. - ერთმანეთში ირევა ფეთქვები, თუმცა ორივე სწრაფად ცემს. სახე ცრემლებით მისვლდება და ვნატრობ ნიკოლოზიც აქ იყოს, ნეტავ დავლოდებოდი! - გილოცავ! მეც ძალიან მიხარია... - მეუბნება ექიმი და სალფეთქით მიწმინდავს მუცელს. - თქვენ მე ორმაგად გამაბედნიერეთ! საავადმყოფოდან გამოსული, სიხარულით თაბრუ მეხვევა. ნიკოლოზს ვურეკავ და არ ველოდები ნახვას, ეხლავე უნდა ვუთხრა! თუმცა გამორთული აქვს, უკვე ჩამოვიდოდა მეთქი ვფუქრობ როდესაც მამამთილი მირეკავს. - ლიზა სად ხარ შვილო? - ისეთი ხმა აქვს გული მეწურება. - საავადმყოფოდან გამოვედი, ეხოსკოპიაზე ვიყავი. რა მოხდა? - წმ.იოანეს სახეობის საავადმყოფოში მოდი, ოღონდ გთხოვ თავს გაუფრთხილდე, შენი შვილისთვის! - რა მოხდა? მითხარით! - გული ცუდს მიგრძნობს და ვკანკალებ. - ნიკოლოზი. - ვთიშავ და სასწრაფოს ვქოქავ მანქანას, ღმერთს ვევედრები ჩემი ქმარი, ჩემი მომავალი შვილების მამა დამხვდეს და მითხრას რომ ყელაფერი კარგადაა... ნიკოლოზის მაგივრად კი გათეთრებული გიორგი მხვდება. - რა მოხდა? - დუმს. - გიორგი მიპასუხე!! - ნიკოლოზი... ის ავარიაში მოხვდა. - რაა? როგორ? - თუმცა პასუხს არ ველოდები და სწრაფად ავდივარ მეორე სართულზე გიორგი ჩემს გვერდითაა. ყველა იქაა, ერთ-ერთი ოთახის წინ და თვალებჩაწითლებული ნინო მიყურებს. - ლიზა - ტირის, მივდივარ და ვეხვევი - ლიზა... ნიკოლოზი კვდება. - რა სისულელეა. - ისტერიულად მეცინება. - სად არის ჩემი ქმარი?! - ლიზა. - მამამთილი მიახლოვდება და ხელებს მხვევს - ის დიდხანს ვერ იცოცხლებს. თავი არ დაუტყაბს და კომაში არაა თუმცა, გულის ცემა უფრო უსუსტდება - ცრემლები სახეს უსველებს და ჩამწყდარი ხმით მეუბნება, ეს რაა რამე ხუმრობაა?! - ლიზა. - მიმეორებს. - სად არის? - ვეუბნები როდესაც ექიმი პალატიდან გამოდის. - მხოლოდ ერთს შეგიშვებთ. ის ვეღარ უძლებს. - ნინოს ვუყურებ ის კი ცრლიანი თვალებით თავს მიქნევს. მეც ოთახში, ჩემს ქმართან შევდივარ. ყველგან სისხლიანი ბინტები ადევს, სახე ტკივილით აქვს სავსე. ვცდილობ გავმაგრდე და ჩემს ქმარს ვეძახი. - ძვირფასო. - თვალს ახელს და მიღიმის. - მოხვედი? - ცრემლები მიმდის. - მოვედი, მაპატიე დავიგვიანე... - არა ლიზა. შენს ჩემს ცხოვრებაში ზუსტად იმ დროს გამოჩნდი როდესაც მჭირდებოდი. - თავს ვუქნევს და სახეს ვუკოცნი. - როგორ ხარ? - არ ვიცი. ვერაფერს ვგრძნობ - თვალებს ხუჭავს თუმცა მალევე ახელს - მინდა გიყურო, სიცოცხლის ბოლო წამამდე... ხომ შემოგფიცე არა? - ჩვენ კიდევ დიდი ხანი ვუყურებთ ერთმანეთს, შენი თქმით ჭაღარებს, შვილიშვიების გარემოცვაში - ვსლუკუნებ და სიტყვებს ერთმანეთზე ვერ ვაბამ. - მომისმინე ლიზა. - ძლივს ლაპარაკობს. - მე... - ძვირფასო! ეხოსკოპიაზე ვიყავი... - ჩემი შვილი როგორაა? - სიყვარულით ამბობს და მუცელზე მავლებს მზერას. - შვილები, ტყუპები ნიკოლოზ. - სახე უნათდება და ტირილს იწყებს. - ბედნიერი მამა ვარ! ორი შვილი...- ხელს, ხელზე ვკიდებ. - ბიჭი და გოგო... - მართლა? ღმერთო დიდებულო... - რა დავარქვათ? - ვეუბნები და ცრემლებს ვიწმინდავ თუმცა აზრი არ აქვს. - ხომ ამბობდი? ნოე და ნუცა. - მახსენდება სვანეთის დიალოგი და ნოსტალგია მაწვება. - ნოე...ნუცა. ნიკოლოზ, მიყვარხარ. - ყველაზე მეტად მიყვარხარ ლიზა. შენ და ჩვენი შვილები... - ტუჩის კუთხიდან სისხლის სდის და ნელა სუნთქვს. - ექიმს დავუძახებ - ვბრუნდებუ თუმცა მაჩერებს. - ლიზა აზრი არ აქვს. მომისმინე ძვირფასო, ვიცი რომ ყველა შენს გვერდით იქნება. მე გტოვებ, ცუდი მამა და ქმარი ვარ. მაპატიე გთხოვ. შენ კარგი დედა იქნები, მჯერა ამის. მიყვარხარ ლიზა, მიყვარხარ. - ტირილი ისერიკაში გადამდის და ნიკოლოზს ვკოცნი - არ დამტოვო გთხოვ, გთხოვ! - ვევედრები, მიღიმის და ხელს, ხელზე მიჭერს. - სიზმრები ლიზა, იქ მუდამ შენს გვერდით ვიქნები. - თვალებს ხუჭავს და აპარატი წითლედ ციმციმებს. - არააააა! - ვყვირივარ - არაა ნიკოლოზ! გთხოოვ! - ოთახში ყვეკა ერთად ცვივდება. თუმცა მე მის გარდა ვერავის ვერ ვხედავ, როგორც მაშინ პირველად რომ დავინახე წვეულებაზე. ჩემი ქმარი, ნიკოლოზი.მან დამტოვა, ჩვენმა შვილებმა იგრძეს და ბიძგი ვიგრძენი. შემდეგ კი ყველაფერი ბნელდება და უგონოდ ვეცემი. ექვსი წლის შემდეგ. გაზაფხულია, საამური ხეების და ყვავილების სურნელი მაბეუებს. თმებზე ხელი შეხებას ვგრძნობ,ნიკოლოზია. - ძვირფასო. - ყელში მკოცნის. მეც სახე გაპრწყინებული ვუყურებ. - რა კარგია შენთან. შენს ძლიერ ხელებში ყოფნა. - ლიზა, შენც ძლიერი ხარ. ორი შვილის დედა, თან როგორი შვილების. - მამას გვანან.შენსავით შეუპოვრები არიან. - მახსენდება როგორ მომიტაცა, ფიქრს მიმიხვდა და ეცინება. - ძვირფასო, შენ ჩემი უნდა ყოფილიყავი. - ხელს რბილ თმაში ვუსრიალებ - ვარ კიდეც. - მკოცნის და ისევ იმ პეპლებს ვგრძნობ როგორც პირველად. - უნდა წახვიდე - მეუბნება, ხმაში სევრდა ეტყობა. - უკვე? - უკვე. - კიდევ გნახავ? - შუბლზე მკოცნის და თავს მიქნევს. - აქ - გულზე ხელს მადებინებს - და აქ - ხელებს შლის - ყოველთვის შენს გვერდით ვარ. დაგელოდები... მეღვიძება, სივიწროვეს ვგრძნობ. ტყუპებს ჩემთან სძინავს თუმცა არ ვიცი როდის გადმოწვნენ. მეღიმება და ორივეს ვკოცნი. სიზმარი მახსენდება, თვალიდან ცრემლი მივარდება. მახსნდება მისი გარდაცვალების შემდეგ პირველი სიზმარი. ყოველ წამს ტირილი და სულ ძილი მინდოდა რომ ის მენახა. თუმცა ჩვენმა შვილემა ორი თვით ადრე მოინდომეს სამყაროს ხილვა რის შემდეგ ცხოვრება შემეცვალა. თუმცა მე ის ლიზა არ ან აღარ ვიყავი. - დეე - ნოე თვალებს ახელს და მიყურებს - რატომ ტირიხარ? - არ ვიცი. - ვცრუობ, თუმცა ჩემი შვილი ჭკვიანია - გაგაღვიძე? - არა დე. - ხელზე მკოცნის. - მამა დაგესიზმრა? - დამესიზმრა - ვუღიმი - მე რატომ არ მესიზმრევა? მისი ნახვა მინდა... - ის მუდამ შენს გვერდითაა. იცი მითხრა რომ ამაყობს შენით და ნუცათი - ჩემს გოგონას ვუყურებ, მშვიდად ძინავს. - დედა ყოველ დღე გესიზმრება? - ყოველ დღე. - ვეთანხმები. - ესეიგი მუდამ შენს გვერდითაა... - მუდამ. - თავს ვდებს და თვალებში ვუყურებ - მოდი ესე ვიწვეთ კარგი? მინდა გიყურო - ჩემს ვაჟს ვეუბნები და ისიც თავს მიქნევს. მამის თვალები აქვს, შავი ლამაზადი თვალები. მის თვალებში კი ჩემს ანარეკლს ვხედავ. ქალს რომელიც განადგურებულია თუმცა შვილები ყავს. ორი ნიკოლოზი რომელიც მამას ასლია, ორი მომავალი მხატვარი. ნინოს ხმა მესმის, ჩუმად ბავშვები არ გააღვიძოო ლუკას უყვირის. მეღიმება. ნოეს ისევ დაეძინა, სივრცეში ვიყურები. - არც შენ მიჯერებდი როდესაც გეუბნებიდი არ დაიძინო თქო - ვეუბნები სივრცეს, ვიცი ნიკოლოზი სადღაც აქ არის და ისევ ისე იღიმის როგორც მაშინ როდესაც პირველად დავინახე. .... პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ თითვეულ თქვენგანს რომ ჩემს გვერდით იყავით. ამ ისტორიამ მთლიანად მომიცვა, იმდენად დიდი სიამოვნება მივიღე მისი წერისას რომ ვერც კი გადმოგცემთ, ამ თავზე კი მე თვითონ ვიტირე. ბოდიშით და მაპატიეთ რომ ესე გამოვიდა, თავიდანვე რაც მქონდა ჩაფირებული ყველაფერი ისე გავაკეთე.შეიძლება იმედები გაგიცუროთ ესეთი დასასრულისთვის, თუმცა ნილოკოზი და ლიზა მუდამ ერთად იქნებიან, სიზმარში მაინც. და ბოლოს, სიზმარი თუ რეალობა? ამას თქვენ თვინოდ უნდა გაცეთ პასუხი რადგან მე სიტყვები "აღარ" მყოფნის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.