შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზედმეტ სახელი ,, ჯუჯა” ( ნაწილი მეორე)


17-12-2018, 23:51
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 1 998

ძალიან ეძინებოდა, ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო, საყვარელ ბალიშს ჩახუტებოდა და დაეიძინა. სიჩქარე არ უყვარდა ამიტომ სწრაფად ვერ დადიოდა, მისი სახლი კი არც ისე ახლოს იყო.
როგორც ყოველთვის ჭიშკარი ღია დაახვედრა, ყოველთვის ყურადღებიანმა დედამ. მანქანა ეზოში გააჩერა, ძრავა გამორთო და გადმოვიდა. კარები დახურა და ყვავილებით გარშემორტყმული ბაღი გაიარა. მისი სახლი არიყო დიდი, პატარა მაგრამ ბედნიერი მოგონებებით სავსე. გასაღები როგორც ყოველთვის სამსახურში დარჩა. საკუთარ თავზე გაბრაზებულმა, ჯუჯღუნით დარეკა ზარი. არ უნდოდა დედის შეწუხება. მართალია ჯერ მხოლოდ ცხრა სააათია მაგრამ დაღლილი ხშირად ადრე წვებოდა ხოლმე.
- მოხვედი შვილო? - თბილი ღიმილით შეეგება დაბრუნებულ შვილს, რაც ტაისიას მთელი დღის დაღლილობას უხსნიდა.
- მოვედი დეე.. გიორგი ჩამოვიდა და ცოტახანი იქ შევიარე. - ლოყაზე აკოცა და სახლში შევიდა. - ამმ, იმის საამო სურნელია რაც მგონია ? - ბავშური გამომეტყველებით კითხულობს.
- ნამცხვარს გიცხობ დე, თან შოკოლადიანს როგორიც გიყვარს. - ღიმილით უთხრა.
- როგორი კარგი მყავახარ ხომ არ იცი. - ლოყები დაუკოცნა.
- როგორი აფერისტი ხარ როცა გაწყობს.. - სიცილით უთხრა.
- შევალ ოთახში და დამიძახე როცა გამოცხვება რაა.. - თავისი ოთახისკენ წავიდა, შესვლისთანავე ლოგინზე გადაწვა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გაუშტერა მზერა. მათ რომ უყურებს ყოველთვის მამა ახსენდება. როდესაც გაიგო რომ გოგონა ეყოლებოდათ ოთახის მომზადება დაიწყო. იცოდა მისი დაავადების შესახებ, უნდოდა შვილისთვის რაღაც მაინც დაეტოვებინა. ამდენი წლის გასვლის შემდეგაც არ გადაუკეთებია ოთახი. არ უნდოდა ადგომა მაგრამ აბაზანაში შევიდა, შხაპი მიიღო გონზე მოსასვლელად.
- ტაისია გამოდი.. - დაუძახა დედამ სამზარეულოდან.
- დეე, ახლავე თმებს გავიშრობ და გამოვალ. - ხმამაღლა გასძახა.
თმები მალე გაიშრო. პიჟამოები ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა. რომელიც არც თუ ისე დიდი იყო. ყველაფერი ხისგან იყო დამზადებული, შავი და თეთრი ფერი იყო გამეფებული.
- ძალიან, ძალიან გემრიელია.. - სავსე პირით ამოილუღლუღა.
- რამდენჯერ უნდა გითხრა ტაისია, ჩაყლაპე და ისე ილაპარაკე, უკვე დიდი გოგო ხარ. - სიცილით მიმართა.
- ძალიან გემრიელია და რა ვქნა.. - ჩაიბურტყუნა.
- დღემ როგორ ჩაიარა დედა? - თვალებში სევდა ჩაუდგა ქალს.
- კარგად დეე, ყველაფერი ძველებურადაა.. - სცადა გაეღიმა. ყველა სირთულეს ღიმილით ხვდებოდა, არ უყვარდა სხვისთვის ტკივილის გაზიარება, საყვარელი დედასთვისაც კი.
- მე წავალ დავიძინებ, ტკბილი ძილი. - შუბლზე აკოცა შვილს და თავის ოთახში წავიდა. არ უნდოდა შვილისთვის ცრემლები დაენახებინა.
ჭურჭელი შერეცხა და ოთახში წავიდა დასაძინებლად. წვიმის წვეთების ხმა შემოესმა, ყოველთვის ამშვიდებდა ეს მელოდია და ეხმარებოდა ძილში. ბალიშს ჩაეხუტა და მალე გადაეშვა ძილის სამყაროში.
ნისლივით გადაჰკროდა ცას შავი ღრუბელი. ელვა დაიკლაკნა ცაზე, გამაყრუებელი , საზარელი ხმით. ღრუბლებიდან წვიმის წვეთებმა სწრაფად დაიწყეს ცვენა. თითქოს ამინდიც გრძნობდა გოგონას ტკივილს და ცდილობდნენ გრძნობების გამოხატვას.
პატარა ოთახშია სადაც უკუნითი სიბნელეა, მხოლოდ შუაში, მდგარი, პატარა მაგიდაა განათებული, სადაც პატარა გოგონას სხეულია. ყველაფერი წითელი სისხლით არის დასვრილი. ხელებზე იხედება, რომლებიდანაც სისხლი წვეთავს. სიჩუმეს მხოლოდ აპარატის გამაყრუებელი წრიპინი არღვევს. ყურებზე ხელებს ძლიერ იჭერს, მაგრამ ხმა მაინც ძლიერ ჩაესმის. სახეც სისხლით ესვრება. მისი მძაფრი სურნელი ნესტოებს უწვავს. პატარა სხეულიდან სისხლი გაუჩერებლად ასხავს, თითქოს იქაურობა სისხლით ივსება. იძირება, თითქოს მასსში ეფლობა. ყვირილს ვერ ახერხებს.. გაქცევა უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს..
- ტაისიაა.. ტაისიიაა.. - თითქოს შორიდან დედის ნაცნობი ხმა ჩაესმის. - ტაისია გაიღვიძე, ეს მხოლოდ ცუდი სიზმარიაა.. - შვილის ტკივილით დამანჭულ სახეზე, გული ეკუმშება..
- არაა.. არაა.. - ხმამაღლა ყვირილით ჯდება ლოგინზე. აქეთ-იქით აცეცებს თვალებს. ჯერ კიდევ ვერ გამოდის სიზმრის ზემოქმედებიდან.
- შენთან ვარ დეე.. - გულში იხუტებს ძლიერ და თმაზე ნაზად ეფერება.
თითქმის ყოველთვის, გათენებისას ყვირილით იღვიძებს. ამ ამბის მერე ორი წელი გავიდა, მაგრამ ტკივილი არ განელებულა. საკუთარი ფსიქოლოგიც აიყვანა, მაგრამ ისიც ვერაფერში დაეხმარა. წამლის ყიდვა დავიწყებია ამიტომ ვერ დალია, კოშმარებმაც არ დააყოვნეს.
მართალია მისი ბრალი არაფერი იყო, ცხოვრება იყო ზედმეტად მწარე. ვერ ივიწყებს მშობლების ტკივილით სავსე სახეებს, ხმეებს, როდესაც პატარა შვილის გარდაცვალების შესახებ გაიგეს. რამოდენიმე თვე სამსახურიდანაც წამოვიდა, სულიერად დასვენება სჭირდებოდა. საკუთარ თავს დღემდე ადანაშაულებს. ფიქრობს რომ მეტი შეეძლო გაეკეთებინა, ან ისეთი კარგიც არ იყო როგორც ეგონა. ეჭვები გულს უჭამდა, საკუთარი თავის რწმენა დაეკარგა. რამოდენიმე თვემაც არ უშველა, არ შეეძლო საოპერაციოში დაბრუნება. გადაწყვიტა ქირურგიის განყოფილებიდან მორგში გადანაცვლება, იქ არავის შეუქმნიდა საფრთხეს. მთავარი ქირურგიც კი ცდილობდა მისი გადაწყვეტილების შეცვლას მაგრამ ვერაფერს გახდა. ენანებოდა მისი მსგავსი ქირურგის დაკარგვა, ენანებოდა მისი ცოდნის არ გამოყენება.
ფაქტობრივად პროფესია შეიცვალა, მორგში გადაინაცვლა. დღე როგორ იწყებოდა და გადიოდა ვერ იგებდა. გულის სიღრმეში ენატრებოდა კიდეც საოპერაციო, წამლების მძაფრი სუნი, განცდილი ადრენალინი. დაბრუნების ძალა ჯერ არ ჰქონდა, მაგრამ აუცილებლად იპოვნიდა.
- კარგად ვარ დეე.. - სცადა გაეღიმა. - შხაპს მივიღებ და უკეთ ვიქნები.
- კარგი დედიკო. - შუბლზე აკოცა და წამოდგა. - ყავას მოგიმზადებ მე..
ჯერ ისევ უკანკალებდა სხეული. ფეხები ცივ იატაკზე დააწყო, ესიამოვნა. შხაპი მიიღო, მოწესრიგდა და სამზარეულოში გავიდა.
- მადლობა დეე.. - კოცნა გაუგზავნა.
- მე მივდივარ, დროებით.
- მეც მოვდივარ დე, ცოტახანი დამელოდე ყავას დავლევ და წავიდეთ.
დედა შენობასთან დატოვა და სამსახურისკენ აიღო გეზი.
გზად ნაცნობებს მიესალმა და პირდაპირ მორგში წავიდა.
- მეც მოვედი.. იმედია კარგად ხართ, ნუ ჰო ამას კარგად ყოფნა თუ ჰქვია.. - როგორც ყოველთვის დილა მისალმებით დაიწყო. ვიღაცას რომ მოესმინა მკვდრებს როგორ ესაუბრებოდა ნამდვილად გიჟად ჩათვლიდა.
ხელთათმანები მოირგო, საყვარელი ბეთჰოვენის სონატა ჩართო და სამუშაოს შეუდგა. ყოველთვის ამბობდა ამ სიცივეში, კარგ მუსიკებს მაინც მოვასმენინებ მათო.
დრო ისე გაეპარა ვერც შეამჩნია.
გასაღები და ჩანთა აიღო.
- ხვალამდე.. - დამშვიდობებით დაასრულა დღე და შენობა დატოვა.
მანქანაში ჩაჯდა, სვლა დაიწყო როდესაც მის წინ შავი სედანი გაჩნდა არსაიდან. შეშინებულმა სწრაფად დაამუხრუჭა. გულში ლოცულობდა რომ სწრაფად სიარული არ უყვარდა. კარები გაბრაზებულმა გახსნა და სწრაფი მოძრაობით გადავიდა.
- იდიოტო, რას აკეთებ ?! - ხმამაღლა დასჭექა. საკუთარმა გამბედაობამ გააოცა, იქნებ ვინმე გიჟი იყო და რამე დაეშავებინა მისთვის. თან გარშემოც არავინ ჩანდა. ფეხები აუკანკალდა, მაგრამ არ შეიმჩნია. კარები გაიხსნა და მამაკაცი გადმოვიდა რომელიც მისკენ დაიძრა. - რას აკეთებთ ?! - გაოცებულმა ჰკითხა მის წინ მდგარს.
- იმედია წიკვინს და ტვინის ტყვ..ს არ დაიწყებ, თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია. არ მინდა ტვინი გაგასხმევინო რადგან მჭირდები. ნუ გეშინია ფისო არაფერს დავიშავებ, უბრალოდ ჭკვიანად იყავი და ტვინი არ მოტ..ნა. - იორნიულად უყურებდა, თვალი ჩაუკრა. თან თვალით იარაღზე მიანიშნა. - ახლა მშვიდად ჩაჯდები მანქანაში. - მამაკაცმა წინა კარები გაუხსნა, ისიც ჩაჯდა.
ახალგაზრდა მამაკაცი გახლდათ, ოცდაათ წლამდე, მოტკეცილ მაისურში ნავარჯიშები სხეული გამოკვეთილად ეტყობოდა. ტაისიაზე ბევრად მაღალი იყო. ლურჯი ფერის მაისური მის ცისფერ თვალებს უფრო გამოჰკვეთდა.
- დღეს ყველა მე მიტ..ვს ტვინს .. - ტელეფონი რომ ამღერდა დაიღრიალა. - რა გინდა შე ჩემა, რა ?! როდემდე უნდა ვწმინდო შენი ჩასვრილი. სულ გამოყ..დი ამხელა კაცი ?! ტვინის ნატამალი არ გაქვს, მაგ გასიებულ თავში ?! გააკეთეთ რაც გითხარით თორემ მაგ თავებს რომ მოვალ უკან..ში შეგთხრით. - ბოლოს ისე უღრიალა, ტაისია შეცბა მაგრამ არ შეიმჩნია.
- არ მეტყვით სად მიგყავართ ? ან იქ რისი გაკეთება მომიწევს?
- არა, უბრალოდ ჩუმად იჯექი. ქალაქ გარეთ მივდივართ, უბრალოდ ჯელტმენობას გამოვიჩენ და დარეკვის უფლებას მოგცემ, იქ რამოდენიმე დღით დარჩენა მოგვიწიოს და დაურეკე ვისაც გინდა და გააფრთხილე. ოღონდ გაფრთხილებ სიტყვები აკონტროლე. - თვალი ჩაუკრა და მზერა აარიდა.
არ იმჩნევდა მაგრამ გული უკანკალებდა. თითქოს გრძნობდა რომ არაფერი ემუქრებოდა მაგრამ სხეულს ვერაფერს უხერხებდა. დედას დაურეკა და ტყუილი უთხრა რომ მეგობრებთან რჩებოდა. პირველად ამბობდა ტყუილს და გული სტკიოდა. მალე დაემშვიდობა.
- დავიჯერო ასე ჩუმად რომ ხარ სულ არ გეშინია? იქნებ და რა გეგმები მაქვს შენთან დაკავშირებით. - გამომცდელად და ირონიულად ჰკითხა, თან მზერა გაუსწორა.
- უნდა მეშინოდეს ?! არაკაცს არ ჰგავხარ ერთი შეხედვით, რომელიც ქალებზე ძალადობს.
- ნუ სიმართლის მარცვალი ურევია შენს ნათქვამში. ქალები იმდენად მიყვარს, ნამდვილად არაფერს დავუშავებ, მითუმეტეს შენნაირს!
- დავმშვიდდი.. - ირონიულად ამოილაპარაკა.
ქალაქს გაცდნენ და მისთვის უცნობი ადგილისკენ აიღეს გეზი. ძნელი მისახვედრი არ იყო რომ სოფელი იყო, გარშემო სააგარაკო, კეთილ მოწყობილი ვილები იყო. მანქანა დიდ შავად შეღებილ ჭიშკართან გაჩერდა. სახლი საშვალო ზომის, აგურით ნაშენები იყო. პირდაპირ შესასვლელისკენ აიღო გეზი მამაკაცმა სწრაფი ნაბიჯებით, გოგონაც უკან გაჰყვა.
ერთ-ერთი ოთახის კარები შეხსნა და შეჩერდა, ანიშნა შესულიყო.
თვალში დივანზე მწოლი ბიჭი მოხვდა, რომელმაც მათი დანახვის თანავე ღრიალი დაიწყო.
- შენ ბიჭი შ.გ ხომ არ გაქვს ?! სად ჯანდაბაში ხარ ამდენ ხანს ?! რომ მოვკვდებოდი მერე მოხვიდოდი ?! - კიდევ უამრავი უშვერი სიტყვებით შეამკო.
- ჩაიგდე ხმა ! თორემ ჩემი ხელით ჩაგაძაღლებ ღორივით! - მგელივით ამოიღრინა. - ყველაფერი რაც საჭიროა მაგიდაზე აწყვია და მიხედე.
- უკაცრავად ?! არ ვაპირებ ჩემი ლიცენზიის საფრთხეში ჩაგდებას. საავადმყოფოში წაიყვანეთ და მიხედავენ. - მკაცრად ამოილაპარაკა.
- აქამდეც უნდა მიმხვდარიყავი რომ სხვა გზა ნამდვილად არ გაქვს.. - ირონიული ღიმილით უყურებდა. - ისედაც არ ხარ ექიმი, მორგში მკვდრებთან ხარ გამწესებული. თუ არ გინდა იქ აღმოჩნდე მიხედე! ან საერთოდ დედაშენზე იფიქრე.
- საიდან.. - შეშფოთებულმა წინადადების დასრულება ვერ მოახერხა.
- ბევრი ლაქლაქის დრო არ არის ჩიტო.. მე გარეთ დაგელოდები, თავი იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. - უთხრა და ოთახიდან გაუჩინარდა.
აღარ აპირებდა ზედმეტად ნერვიულობას და ნერვების მოშლას. მკვდრებთან მუშაობდა ბოლოს და ბოლოს, ამას გაუძლებდა როგორმე. ხელთათმანები მოირგო და საჭირო წამალი მოძებნა, არ აპირებდა მისი წიოკის მოსმენას. სწრაფად დაარჭო, რამოდენიმე წუთი დაელოდა რომ ემოქმედა, ჩაეძინა თუ არა ჭრილობის გაწმენდა დაიწყო.
საშიში და საგანგაშო არაფერი იყო, ტყვიაც არ იყო ღრმად შესული ორგანიზმში. სწრაფად დაამუშავა, გადაუხვია, კიდევ ერთი ნემსი გაუკეთა.
- მოვრჩი.. კარგად იქნება, ჭრილობა არ იყო ღრმა, უუბრალოდ მოფრთხილება უნდა რომ ინფექცია არ შეიჭრას.- თვითონაც არ იცოდა რატომ ცდილობდა მის დამშვიდებას. - ჩემი აქ ყოფნა აღარ არის სავალდებულო, თავადაც შეძლებთ საფენების გამოცვლას და დამუშავებას. დაგიწერთ უბრალოდ წამალი როდის უნდა მიიღოს.
- კარგი.. - მისდა გასაკვირად მამაკაცი ადვილად დაეთანხმა. მანაც ჩამოწერა საჭირო ინსტუქცია. - წავედით? - თანხმობის მიშნად თავი დაუქნია.
გზაში ხმა არც ერთს ამოუღიათ, ტაისია არც იყო ლაპარაკის ხასიათზე. მხოლოდ სახლში მისვლა და კარგად გამოძინება სურდა. მამაკაცი მანქანას ისე სწრაფად ატარებდა, ერთ საათში თბილისში იყვნენ. საიდანაც წამოიყვანა ისევ იქ მიიყვანა.
- იმედია არ მჭირდება იმის შეხსენება რომ კრინტი არავისთან არ უნდა დაძრა ფისო. - გოგოს სახეზე გაეცინა. - ნუ ფიქრობ ჩემს მოკვლაზე, ექიმის ფიცი გაქვს დადებული. - ხმამაღლა გადაიხარხარა. - ხო მართლა მე გაბრიელ ჭინჭარალი ვარ. - თვალი ჩაუკრა.
- არ ვარ დაინტერესებული თქვენი ვინაობით, იმედი მაქვს არასდროს აღარ შევხვდებით! - შეუღრინა და კარები მიიჯახუნა.


წინა თავში ბევრი შეცდომები მქონდა და მაპატიეთ, უბრალოდ ტელეფონით დავდე და შეცდომები გამომეპარა.
იმედია მოგწონთ და მოგეწონებათ.
გამიზიარეთ თქვენი აზრი.



№1  offline წევრი gogincha

სადაა პერსონაჟების გრძნობები ზედმეტად მშრალია და ზედაპირული ნაწერი, მკითხველში ამ შემთხვევაში საკუთარ თავზე ვისაუბრებ არანაირ ემოციას არ იწვევს სამწუხაროდ. უფრო მეტად გაშალეთ სიუჟეთი მეტი დიალოგები და რაც მთავარია მეტი ემოცია გამოხატეთ პერსონაჟების მხრიდან, რათა ნაწარმოები უფრო საინტერესო და მკითხველისთვის მეტად მისაღები იყოს, ვეთანხმები თამოს და მსხგავსი სცენარით ზუსტად მაქვს მეც წაკითხული მემგონი, სჯობს რომ ცოტა სხვა კუთხით გნავითაროთ სიუჟეტი, თუმცა რა თქმა უნდა ეს თქვენი გადასაწყვეტი. წარმატებები

 


№2 სტუმარი ciko

მე ძაან მომწონს..აუციებლად გააგრძელე გემუდარები weary

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent