სიძულვილიდან სიყვარულამდე ბევრია (თავი 12)
ღამის 3 საათი ხდებოდა და მე ჯერ კიდევ გაუთავებლად ვცეკვავდი და ვსვამდი. საკმაოდ მთვრალი ვიყავი, ისეთი მთვრალი, რომ ვერ ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი. არვიცი რა მოხდა, მაგრამ ბოლო რაც მახსოვს ვიღაც უცნობის ჯერ წელზე, შემდეგ კი ტუჩებზე შეხება იყო, მერე აღარაფერი მახსოვს. როგორც ნატამ მითხრა ჩვენს სართულზევე ვიღაც ახალგაზრდა ბიჭის მკლავებში დამინახა, რომელსაც ოთახში შევყავდი, მაგრამ მან უფლება არ მისცა და ჩემი თავი უცნობს საწოლიდან გამოაცალა. არაფერი მახსოვს, საერთოდ არაფერი ამ მომენტებში. წარმოდგენაც კი მიჭირს და მრცხვენია როგორი დასანახი ვიქნებოდი იმ წუთებში. ნატას მადლობელი ვიყავი, მანამდე სანამ ამას ყველას მოუყვებოდა. მოგესალმებით, ეს ის გამორჩენილი აბზაცია, რომელიც წინა თავს აკლდა. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს ყველას. ახლა კი შეგიძლიათ შეუდგეთ მეთორმეტე თავის კითხვას... "სიძულვილიდან სიყვარულამდე ბევრია" (თავი 12)... ცხოვრება მომენტია, ცხოვრება წამია, შემთხვევითობაა. ცხოვრება ცრემლია, ღიმილია, სევდაა ჩვენს თვალებში. ცხოვრება ყველანაირი გრძნობაა ჩვენს გულებში. ცხოვრება ყოველი წვრილმანია, ყოველი სიტყვაა, ყოველი ნაბიჯია. _ყოველივე ამით იზომება იგი. რამდენი ნაბიჯია, რამდენი სიტყვაა, რამდენი გრძნობაა, ცრემლია, ღიმილია, სევდაა, წამია, შემთხვევითობაა, რამდენი მომენტია?! განა შეიძლება მთელი ცხოვრება იღიმოდე, ან ტიროდე? ამ სამყაროში, ხომ ყველაფერი დაბალანსებულია?! დედამიწაზე ხომ იმდენი აღმართია, რამდენიც დაღმართი?! ასეა ადამიანის ცხოვრებაშიც, რამდენჯერაც დაეცემი, იმდენჯერ ადგები. თუ ვერ დგები, ესეიგი სუსტი ხარ და ვერ აკმაყოფილებ ბუნების კანონებს, არც ისაა კარგი, არ ეცემოდე, ამ შემთხვევაშიც არღვევ კანონზომიერებას. ადამიანს ყველაფრის უფლება აქვს, მას შეუძლია დაუშვას შეცდომა, რომელსაც გამოასწორებს, შეუძლია იტიროს, რომ მერე გაიღიმოს, შეუძლია სძულდეს, რომ შემდეგ შეუყვარდეს!!! თავს არ ვიმართლებ, მაგრამ მეც მქონდა შეცდომის დაშვების უფლება. რა მნიშვნელობა ჰქონდა, რა იქნებოდა ეს, უცნობის სასტუმროს ნომერში აღმოჩენა, თუ ნაცნობის, ან ნებისმიერი სხვა რამ, თუ სხვისთვის ზიანი არ მიმიყენებია? ამით მხოლოდ ჩემი თავი ვაზარალე, დიდ ლაფში ამოვყავი, შევრცხვი, ისე შევრცხვი, რომ სარკეშიც კი ვერ ვიხედებოდი. მე ხომ არავინ მომიკლავს, არავიზე მიძალადია?! მაშინ რა უნდათ ამ საკითხში სხვა ხელებს, გარდა საკუთარისა? ვის აქვს უფლება ბრალი რაიმეში დამდოს, გარდა საკუთარი თავისა? გაფიქრდებათ ვინმე? _არამგონია. მე „თავის უფალი“ ვარ, მე ვწყვეტ რას ვუზამ საკუთარ მეს, არ აქვს ეს გადაწყვეტილება საღ გონებაზე იქნება მიღებული თუ არა. მე ვბრაზობდი საკუთარ თავზე, მაგრამ ვბრაზობდი, მათზეც ვინც რაიმეში ბრალი დამდეს. ვტყუი? _მკითხველო, შეიძლება ვტყუოდე, მაგრამ ვინ ვართ ჩვენ სხვა გავკიცხოთ, როდესაც თავადაც არ ვართ უნაკლონი, ან ციდან ჩამოფრენილი ანგელოზები?! ჩვენ არავინ ვართ სხვისთვის. ჩვენ ყველა, საკუთარი თავებისთვის წარმოვადგენთ რაიმეს. ამას მარტო მე ვაანალიზებ? რატომ არ შეეძლო ამის გაგება დათოს, ან რატის? როდესაც გიყვარს, აზროვნების უნარი გეკარგებაო, ამბობენ. რატომ არ ვიხსენებ თაკოს? რამდენი ხანი იყო მასთან რატი? არ ვიხსენებ, რადგან ეს იყო ჩემამდე, ეს იყო მანამდე სანამ შევუყვარდებოდი, რაიმე გრძნობაც, რომ ჰქონოდა ჩემდამი მაშინ, ეს ჩემს პრობლემას არ წარმოადგენდა, არც ეხლა ნიშნავს რამეს. ნატას ხაფანგს, რატომ წამოედნენ ისინი, ვინც წესით ყველაზე კარგად უნდა მიგებდნენ?! მტკივა, თითოეული ორგანო მტკივა, როდესაც ამაზე ვფიქრობ, როდესაც მათ სიტყვებს ვიხსენებ. მგონია, რიგრიგობით მწყდებიან და ერთ ადგილას გროვდებიან, მამძიმებენ, საკუთარ თავს ვეღარ ვერევი და ვტირი. ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობის შემდეგ, უკვე სახლში ვარ, ტკბილ სახლში. ლაშა დამეხმარა ამოსვლაში, ჯერ კიდევ არ იყო წასული, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა. მარიამი მოვიდა, ჩემი დეიდაშვილი. ჩემზე 2წლით პატარაა, მაგრამ საუკეთესოდ სასწაულებრივი ურთიერთობა გვაქვს, ჩემზე ყველაფერი იცის, ერთი სიტყვით ჩემი დიდი მესაიდუმლეა. „უფეხობისგან“ გაბედნიერებული სახლში მარტო ვერანაირად მივხედავდი ჩემს თავს, ამიტომ ჩემს დასახმარებლად ცოტახნით ჩემთან გადმოსახლდა. ისე ყველაფერ ცუდს აქვს, რაღაც დადებითი, ეს ფაქტი კი ამის ნათელი მაგალითია. კარები ლაშამ გააღო: სასტუმრო ოთახში რაღაც ბურდღუნი მესმოდა, ალბათ, ერთმანეთი გაიცნეს. ცოტახანში მარიამი შემოვიდა, უკან ლაშა მოჰყვებოდა. ერთმანეთი მოვიკითხეთ მე და ჩემმა დეიდაშვილუკამ, ხანგრძლივი ხვევნა_კოცნის შემდეგ, გადავწყვიტე მაინც გამეცნო მათთვის ერთმანეთი და ყურადღება ლაშაზე გადავიტანე. _მარ, ეს ლაშაა, ჩემი მეგობარი, უნივერსიტეტში და ცეკვაზე ერთად დავდივართ. ეს კი მარიამია, ლაშა, ჩემი საყვარელი დეიდაშვილი. _ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და საყვარელი ღიმილები გაცვალეს. _მე წავალ, ლილე. _რამდენიმე წუთის დუმილის შემდეგ, მითხრა ლაშამ. _ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის! _კარგი, არ გრცხვენია? თუ რამე დაგჭირდა, დამირეკე, წამში აქ ვარ. _გამეღიმა. _არის, სერ!!! _თვითონაც გაიღიმა. მარიამს მისი გაცილება ვთხოვე. შემოსასვლელიდან კიდევ მომესმა მათი ბურდღუნი. რამდენიმე წამში კი ეშმაკურად მომღიმარი სასტუმრო ოთახში შემოდის და მეუბნება: _აუ, რა ბიჭია...?! _მეღიმება. _მოგეწონა? _ამჯერად სხვანაირად გაეღიმა და არაფერი მიპასუხა. არც იყო საჭირო, ყველაფერი ნათელი იყო. რამდენიმე საათში თავი მოვიწესრიგე. 3 სრულდებოდა, რომ ვისადილეთ. დიდი ხანია ასე გემრიელად არ მიჭამია, მარიამის ხელი მაინც სხვა იყო, რაღაც ჯადოსნური. მერე ცოტა ვისაუბრეთ, ვიჭორავეთ, ამბები გავცვალეთ. მე ყველაფერი მოვუყევი, რაც ბაკურიანში მოხდა. მარიამი მე და რატის დიდი გულშემატკივარი იყო, ამიტომ მანაც იგივე მითხრა რაც ლაშამ: „ეცადე გაუგო“ საღამომდე უკვე კარგად დაღლილი ვიყავი, ამდენი ყბედობისგან. დაძინებას ვაპირებდი, როცა ტელეფონზე რატისგან შეტყობინება მივიღე: „მარტო ხარ?“ პასუხი მალევე დავუბრუნე. _მარიამია ჩემთან, ჩემი დეიდაშვილი. _15 წუთში მოვალ. _რატომ? _პასუხი მშვენივრად ვიცოდი, მაგრამ რამე ხომ უნდა მიმეწერა, პასუხი, როგორც ველოდი, არ დამიბრუნა. სხვა გზა არ მქონდა 15 წუთში თვალწინ ამეტუზებოდა და ასეც მოხდა. ოთახში ვიწექი, როდესაც კარები შემოაღო. _როგორ ხარ? _კარგად შენ? _კარგად. _რამ შეგაწუხა? _იმაზე ფიქრმა, თუ რა უნდა მოგიხერხო?! _მანამდე სხვა საქმეები გაქვს, მგონი უკვე გითხარი. _ლილე, მაპატიე, არვიცი იმ დროს რა დამემართა? _ხვდები, რომ ჩვენი ურთიერთობის განუყრელი ნაწილი შენი პატიების თხოვნაა? სულ პატიებას მთხოვ, რა უნდა ვქნა რატი, რამდენჯერ უნდა გაპატიო, რამდენი რამ უნდა გადავყლაპო. მესმის მიზეზი გქონდა, თანაც არაერთი, რომ არ გეკოცნა, მაგრამ ჩემ გრძნობებზე თამაშს ეგ ამართლებს? კარგი მესმის, არ მოგეწონა, როცა გაიგე, რომ ვიღაც უცხოსთან ვიყავი და თან ზუსტად არც ვიცი სიმართლეა თუ არა, მესმის გაბრაზდი, არვიცი კიდე რამდენი რამ იგრძენი, მაგრამ ამის გამო უნდა დამახრჩო? შეხედე ჩემს ყელს! _თითს ჯერ კიდევ ჩაწითლებული ადგილებისკენ ვიშვერ. _შეხედე ჩემს ხელს! _ამჯერად მაჯას წინ ვწევ. _ახლა, ამ მკლავს! _მაისურს ვიწევ და დალურჯებულ ადგილს ვაჩენ. _აი, ეს არის შენი ნერვები, რატომ გაგირბივარ სულ, იცი? მეშინია, უკვე მეშინია შენი. _ლილეე... _გაპატიო..? კარგი, გაპატიე მერე? იცი ლაშამ მომიყვანა, ხელშიც ამიყვანა, ჩემს სახლში იყო, ვუღიმოდი და მიღიმოდა. ახლა რას იზამ? კიდევ რამეს გამიკეთებ და კიდე პატიებას მთხოვ? მერე კიდევ გამოჩნდება რაიმე მიზეზი და ასე ვიცხოვროთ, შენს პატიების თხოვნასა და ჩემს პატიებაში. _ლოგინზე ზის, ჩემს ფეხებთან და ძირს იყურება, ხელები შუბლზე აქვს შემოდებული და თავის დიდ გრძელ თითებს ეყრდნობა. _შემომხედე! _წინ ვიწევი და ხელს მის მკლავამდე ვაწვდენ. ჩემსკენ ვწევ, ისე რომ სახეზე შევეხო. _რატომ არ გინდა შენი კარგი მხარეც დამანახო, მეყოფა უკვე ცუდები, ბევრი დავინახე, მართალია კარგიც, მაგრამ გთხოვ გამიგე, არ მინდა მეშინოდეს. ვიცი არც მე ვარ ყველაფერში მართალი, ყველაფერში კი არა უამრავი შეცდომა დავუშვი, არაერთხელ ჩაგაგდე გაურკვევლობაში, იმედები გაგიცრუე, გაეჭვიანე, გაგაბრაზე და კიდევ ბევრი, მაგრამ ღირდა ეს რამედ? _გიყვარვარ? _და ისევ ეს კითხვა, მიყურებს და პასუხს ელოდება. მისი თვალები ჩემსას ეჩეხება, ვშეშდები, თვალებს დაბლა ვწევ, ხელს ვუშვებ და თითებს ვიწვალებ. ნიკაპზე მკიდებს ხელს და თავს ზემოთ მაწევინებს, თვალებში მიყურებს დაისევ ვიძირები სადღაც უფსკრულში, იქ სადაც ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი ბედნიერი ვიქნებოდი. _მიპასუხე. _არაფერს ვეუბნები, ხელს სწრაფად ვკიდებ, ჩემსკენ ვწევ და მთელი ძალით ვეხუტები, მალე მის ხელებს მჭიდროდ ვგრძნობ ჩემს ზურგზე. _მთლიანად არ დაიხარჯო, მერეც ხო მინდა?! _რამდენიმე წუთის შემდეგ მეუბნება, ღიმილნარევი ხმით. მეც მეღიმება. _იმდენია, დიდხანს გეყოფა! _როგორ მომენატრე...მივეჩვიე მთელი თვე ჩემსწინ, რომ იყავი, მაშინ ხომ მენატრებოდი, ახლა ორმაგად მენატრები. _ვიღიმი. _შემომიარე ხოლმე?! ხვალ ექიმთან მივდივარ, შეიძლება გიფსი მომხსნან. მერე სულ სახლში ვიქნები ხოლმე, უსაქმურად. _საქმე არ გამოგელევა დაწყნარდი. _რატომ? _პოპურის ნახაზები უნდა შეადგინო, ცეკვა უნდა დავდგათ და შენი დახმარება გვჭირდება, ლალი ნახავს, თუ რამე შესაცვლელი იქნება შეცვლის, თუ არადა შენსას დადგამს. _ვაა, რა მაგარია! საიდან გაიგე? _დღეს დამირეკა ლალიმ და მითხრა. თვითონ აპირებდა დარეკვას, მაგრამ მე ვეტყვი_თქო ვუთხარი. _კარგი, არაა პრობლემა, მივხედავ მაგ საქმეს. _ჯერ კიდევ ვიღიმოდი. _ნატასთან რას შვები? _არაფერს. _არ აწყენინო, გთხოვ! _ისევ, მაგაზე ფიქრობ? _არა, მაგრამ ისე ნუ დაშორდები, რომ გაგიჟდეს, ნორმალურად აუხსენი. _უკვე გადაწყვიტე, რომ ვშორდები? _არ შორდები? _წამიერად მაშინებს და თითქოს ფიქრდება, უსაზღვროდ სერიოზული სახით. მისი ამ ჟესტის შემყურე თვალებს დარუბანდამდე ვქაჩავ, რაც შეუმჩნეველი არ რჩება და ხმამაღლა ხარხარს იწყებს. _შემაშინე, იციი? _ვნახოთ, კიდევ ერთხელ დავფიქრდები! _ისევ იგივე სახეს ვიღებ, მაგრამ ახლა უკვე ღიმილი მერევა, ისიც მალევე შლის სერიოზულობას მის სახეზე და ერთად ვაგრძელებთ სიცილს. _მაგაზე ფიქრს გირჩევნია დათოსთან მოაგვარო! _სახე ამჯერად მე მეცვლება, ოღონდ გულწრფელად, თანაც ოდნავი ირონია მძლევს. _ვნახოთ, თუ ჩემ თავს არ მოვატყუებ, ვიზამ რამეს! _ირონიულად ვიღრიჯები, რაზეც ორივეს სიცილი გვიტყდება. _ძალიან უყვარხარ ხო იცი? _ვიცი, ვიცი. _დიდხანს აღარ დარჩენილა, ცოტაც ვილაპარაკეთ და წავიდა. _ძალიან კარგი ბიჭია! _ჰო, ვიცი, მაგრამ არის რაღაც რაც ჩემში მისდამი უნდობლობას იწვევს... _რას გულისხმობ? _არვიცი, რაღაცნაირი იდუმალია, თითქოს უამრავი საიდუმლო აქვს, არვიცი, მარ, არ მინდა არასწორი ადამიანი მიყვარდეს. _მგონი ჯერ შეგიყვარდა და მაგაზე ფიქრი მერე დაიწყე. _მგონი კი არა ეგრეა. რაც უფრო მისაწვდომი ხდება ჩემთვის, მით უფრო ვინტერესდები. _ეგ ეგრეც უნდა იყოს! _ჰო, მაგრამ მაეჭვებს?! _პარანოიკი ხარ რაა, ყველაფერში ცუდს რატომ ხედავ? _ჩემი საუკეთესო, ბავშვობის მეგობარიც კი მტრად მექცა და რა გიკვირს? კიდე კარგად ვარ! _ეს ბიჭი მომწონს. _ვერ ვენდობი მთლიანად. _99%? _იღიმის. _არა, ნახევარზე ცოტა ნაკლები. _ვაუ, ლილე მაშინებ. _მეც მეშინია ჩემი თავის და ახლა უკვე რატისი. _კიდევ გაგიმეორებ პარანოიკი ხარ! _შენ ყველაფერი არ იცი... _მერე რას ელოდები, მომიყევი!!! _ბაკურიანში ლამის დამახრჩო, მანამდეც არაერთხელ მატკინა, როდესაც ბრაზდება მზერით ყველაფერს ანადგურებს გარშემო, ისე მიყურებს კანკალი მეწყება, იმხელა ძალას აჩენს მაშინებს, ამასთანავე მტკენს, ხელზე კვალი ახლაც მეტყობა, ყელზე აღარაფერს ვამბობ. _უყვარხარ, ლილე, უყვარხარ! _მეც მიყვარს, მაგრამ... _არანაირი მაგრამ! გიყვარს და ცდად ღირს! _კარგი, მოვრჩეთ. _კარგი. _რამდენიმე წამით ჩუმად ვარ, მაგრამ საუბრის გაგრძელების სურვილს ვერ ვაკავებ. _არა, იცი რა არის მარიამ? მასზე არაფერი ვიცი გარდა იმისა, რომ და საზღვარგარეთ ყავს, მარტო ცხოვრობს და... და მეტი არაფერი... _მაშინ კითხე. _მეშინია. _თვალები მიწყლიანდება. _მეშინია, მეშინია... _ვტირი, ხმამაღლა ვტირი. _ჩემო საყვარელო! _ჩემსკენ მოდის და ნელა მიკრავს გულში. _მეშინია და არ მინდა მეშინოდეს. ეს გრძნობა ისეთი არ ყოფილა, როგორც ფილმებშია, სხვანაირი მეგონა მარიამ, უფრო ტკბილი, მაგრამ ამდენი ტკივილი? _დაწყნარდი გთხოვ?! ***** დიდხანს ცდილობდა მარიამი დაემშვიდებინა ლილე, მაგრამ ეს გრძნობებს აყოლილი, გამოუცდელი და სიყვარულში ახალბედა გოგონა ვერ წყნარდებოდა, თავისმხრივ ისიც მართალი იყო, რატი შიშს მართლა იწვევდა. მოდით ცოტას გიამბობთ ამ იდუმალი ბიჭის შესახებ. რატი მდიდარ ოჯახში დაიბადა, ტიპური მდიდარი კაცის შვილი, რომელსაც ყველაფრით ანებივრებდნენ, გარდა მშობლების სითბოთი და სიყვარულით. მისი უმფროსი და იყო ერთადერთი ვინც მას ანახებდა თუ რა იყო სიყვარული. მამამისი ხშირად სცემდა დედამისს, რადგან ქალი საყვარლისგან მოსულს ყოველთვის საყვედურობდა, დედა ცდილობდა რატი არ შესწრებოდა ამ შემზარავ მომენტებს, მაგრამ ბიჭი ხშირად ხდებოდა ამ ყველაფრის შემსწრე. რატის და გადაურჩა ამხელა ფლიქოლოგიურ დარტყმას, რადგან მალევე საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნეს, რითაც ძმას მოსიყვარულე და წაართვეს. ამ დროს რატი 10 წლის იყო, იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც თავის დას დაემშვიდობა ბიჭს სიყვარული არ უგრძვნია და მალე დაავიწყდა კიდეც. წლების შემდეგ ეს გრძნობა მას თავიდან ასწავლა თაკომ, დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ ეს გრძნობა კვლავ ნაცნობი გახადა მისთვის. ძნელია, როდესაც დედის ღიმილის და სითბოს ნაცვლად მხოლოდ მის ცრემლს, სილურჯეებს და დასიებებს უყურებ. რატის დედა ყოველთვის ცდილობდა შვილს მოფერებოდა, მაგრამ ამას უმეტესად მაშინ ახერხებდა, როდესაც მას ეძინა, რადგან არ უნდოდა ბავშვს მისი იარები და ტკივილი ენახა, რა იცოდა, რომ მას ისიც კი ჰქონდა ნანახი, როგორ აყენებდა ვიღაც მხეცი დედამისს ამ ტკივილს, როგორ უტენიდა პირში ნაჭერს, რომ მისი ყვირილის ხმას ოთახის გარეთ არ გაეღწია. ეს იყო ის რასაც ბავშვი წლების განმავლობაში მალავდა და ითმენდა, ეს იყო ის მოუშუშებელი ტკივილი, რაც მის გულზე ამოეტვიფრათ დედის ცრემლებს. რატი 16 წლის იყო, როდესაც მამამისს წაუსწრო, როდესაც დედამისს გამალებით ურტყავდა, მშობელბმა დაინახეს კარების უკან მდგომი ბიჭი, მამას შეეშინდა, მაგრამ ბიჭმა კარები დაკეტა და თვალები დახუჭა, რომ შეძლებოდა ყურებსაც დახუჭავდა, მაგრამ კარებიდან მაინც ახწედნენ დედის ყელიდან წამოსული, ტკივილნარევი და ტანჯული ბგერები, რომლებიც შვილის ასეთ საქციელს ისე გაემწარებინათ, ნაჭერიც გაერღვიათ და სქელი ხის მასიდანაც გამომძვრალიყვნენ. შვილის გული ნაკუწებად იშლებოდა, სახე კი არაფერს მეტყველებდა. იმის მერე ბიჭს დედა არ უნახავს, არც მამასთან ჰქონია კავშირი, გარდა ყოველთვიური ფულისგან, რომელსაც მისგან იღებდა და იღებს. ეს იყო ჩვენი რატის ცხოვრება, ბიჭის რომელმაც არაერთხელ ნახა დედის ცრემლი და მოისმინა მისი ძალით ჩაკმენდილი გულის წივილი. ახლა კი მკითხველო, თავად განსაჯე სწორი იყო თუ არა ლილე და მისი პარანოია. უნდა ეშინოდეს მას რატისი? გაზაფხული დგებოდა, ნელ_ნელა მიწის სიღრმიდან ახწევდა თავს თეთრი ენძელა. მზეც ეხმარებოდა და ერთობლივი ძალებით ებრძოდნენ თოვლს და ყინვას. სითბო იმატებდა, სიცივე იკლებდა, ჰაერში ათასნაირი სურნელი ირეოდა და ჩემს ფანჯარაში იპარებოდა, პირისახეზე მელამუნებოდა და ჯერკიდევ თვალებდახუჭულს ღიმილს მგვრიდა. საოცარი ღამე გათენდა, საოცრად სასიამოვნო დილით. ვიგრძენი, რომ გაზაფხული დგებოდა. საწოლიდან ავდექი, აბაზანაში თავი მოვიწესრიგე და გამზადება დავიწყე. დღეს ცეკვაზე მივდივარ, ბოლო ერთი კვირა ექიმს ვეხვეწებოდი, მაგრამ ათასი პარასკევის მქონეს დღესა_ხვალა არ ელეოდა. ფეხი სასწაულად გრძნობდა თავს და სრულებით მზად იყო ბევრი ეცეკვა, ამიტომ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ასეთი სასიამოვნო ღამე არ განეთენდებოდა უმიზეზოდ. ჰოდა, მეც ცეკვაზე მივდივარ და ამ დღეს დღესასწაულად ვაქცევ. 1 თვე გავიდა, ბაკურიანიდან ჩამოსვლიდან, შეიძლება ცოტა მეტი. მე და რატის ურთიერთობა კი ისევ ჩემს ოთახში დარჩენილიყო, ჩემი ფიქრები, ჩემი ეჭვები, ჩემი შიში ყველაფერი უცვლელად რჩებოდა. ცუდად არ ვიყავით, მაგრამ არ კარგად ვიყავით. საოცარია, მაგრამ ისე მეშინოდა, რომ მასთან ასე უაზრო ურთიერთობასაც კი ვთანხმდებოდი ოღონდ არაფერი მეკითხა. მთელი თვის განმავლობაში არაფერი ყოფილა გამარჯობა, გაგიმარჯოს და პოპურის მეტი. ნახაზებს ერთად ვაკეთებდით. ხანდახან დარბაზშიც მივყავდი ხოლმე, რომ ლალისთვის რჩევები მეკითხა. ნატა ისევ არ წყვეტდა ბრძოლას, ეს იყო მისი დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი. მასზე ბევრს არ ვფიქრიბდი და უფრო მშვიდადაც ვგრძნობდი თავს. იმდენი რამე გითხარით, ყველაზე კარგი დამავიწყდა, ფეხით თუ უფეხოდ იმდენი მივახერხე, რომ ნინო და დათო ერთმანეთთან დავაახლოვე, დათოს ვეჩიჩინე ვეჩიჩინე და ბოლოს მაინც ავახსნევინე სიყვარული ნინოსთვის. ჩემი ტკბილი გოგო ცოტახანი უარზე იყო, მაგრამ მალევე ჩემი უსაყვარლესი ადამიანებით დაკომპლექტებული, ულამაზესი წყვილი შედგა. ჩემო საყვარლებო დაგვიანებაში რეკორდი მოვხსენი. არ გამიბრაზდეთ, რადგან სემენსტრის ბოლოა და ყველაფერი ისე აეწყო დაწერა ვერ მოვახერხე, რასაც ჩემი დაბნეულობაც მოჰყვა. იმედია მოგეწონებათ მეთორმეტე თავი, დიდი არ არის, მაგრამ შემდეგ თავს ძალიან დიდს დავდებ, ვინაიდან 13 ჩემი საყვარელი რიცხვია. ველოდები თქვენს შეფასებებს და კრიტიკასაც, რა თქმა უნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.