შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

39 ნაბიჯი(თავი I)


19-12-2018, 22:04
ავტორი programmer
ნანახია 1 063

არის ხოლმე წამები, რომლებსაც უამრავჯერ ვიმეორებ გონებაში, წარმოვიდგენ, ხორცს ვასხამ, რომ არ დამავიწყდეს, რომ იმ აღტაცებამ არასდროს გამიაროს, რაც დროის იმ მონაკვეთში მქონდა. თუმცა ისინი ნელ-ნელა ფერმკრთალდებიან და რამდენიმე თვეში მათგან აღარაფერი რჩება ხოლმე. მტკივა მე კიდე ეს, ძალიან განვიცდი, რომ ასეთი შესანიშნავი, ამაღელვებელი წამები ისე ქრებიან,თითქოს არც ყოფილან და თითქოს არც აუჩქარებიათ ჩემი პულსი.
ერთი ჩვეულებრივი დღე, ერთი ჩვეულებრივი წამი, არაფერი დიდი, არაფერი შესამჩნევი, მაგრამ დღესაც რომ მაცოცხლებს ისეთი:
არაფერი მქონდა დაგეგმილი, არც საღამო, არც გასეირნება, არც წყალში თავით გადახტომა და არც მითუმეტეს სიყვარული. უნდა დამთავრებულიყო, როგორც ყველა ჩემი ნაცრისფერი დღე.
თუმცა, როგორც მიხვდით, ყოველი წამი მოულოდნელია, ჩვენ გვგონია, რომ ვაკონტროლებთ, მაგრამ საერთოდ უძლურები ვართ, როგორც ბედნიერების, ისე უბედურების წინაშე.
უბრალო გასეირნება იყო, თავიდან უბრალო ხალხთან ერთად, რომელთაგანაც ზოგი ცოტა მომწონდა, ზოგი მაღიზიანებდა და ზოგს ვერც კი ვამჩნევდი ხოლმე. არ თქვათ არასდროს, რომ რამეს არ იზამთ, ზოგჯერ გული იღებს სადავეებს ხელში და სხეულსაც ვეღარ ვინარჩუნებთ.
ერთი პატარა ტბაა, ჩემი ბავშვობის ტბა, ჩემი ბავშვობის მოგონება, აქ ვგრილდებით, აქ ვსწავლობთ ცურვას, აქ ვისვენებთ, ვწყდებით დამქანცველ გარემოს და როგორც აღმოჩნდა აქ გვიყვარდება.
არავინ აპირებდა იმ საღამოს იქ ბანაობას, მაგრამ რამოდენიმე წუთში წყალში ვიყავით, რაღაც ბედნიერების გრძნობით აღსავსენი. ყველა თავისთვის იყო და ალბათ ეს მომენტი ვერავინ შენიშნა, მიხარია კიდეც, რომ მარტო ჩვენი იყო ის წამი.
როგორც ყოველთვის ბავშვები ერთმანეთის მიყოლებით ყველას აყვინთებდნენ და ჩემი დროც დადგა, მან ზუსტად ჩემს წინ ამოყვინთა,ხალხნო ზუსტად ჩემს წინ და სუნთქვა შემეკრა ისე ახლოს იყო. ხელები უნებურად შემოვხვიე. ზუსტად ის მომენტი იყო გონება რომ გაითიშა და მხოლოდ გული მამოძრავებდა. ვიცოდი, რომ არ უნდა მექნა ეს, მაგრამ მაინც ვაკეთებდი. სველი თმა შუბლს უფარავდა, ხელები მომხვია, ისე ახლოს ვიყავი მასთან მარტო მის თვალებსღა ვხედავდი. ხელი გავუშვი და სახიდან თმა გადავუწიე, სველი გრძელი წამწამებიდან მიმზერდნენ მისი თვალები, ეს იყო ჩემი პირადი სასწაული, ხატვა რომ შემეძლოს მას დავხატავდი, სველს და გარუჯულს, კანზე წყლის წვეთებით და დიდი თაფლისფერი თვალებით, რომლებიც მარტო ჩემი იყვნენ. მთლიანად მიზიდავდა, უკვე სუნთქვის შეკვრის პიკზე ვიყავი, ეხლაც მახსოვს როგორ მინდოდა მოვხვეოდი და მისი სუნი მეგრძნო,მაგრამ სამწუხაროდ 21 წლის გოგოს არ მქონდა იმხელა გამბედაობა, რაც 12 წლის ლოლიტას აღმოაჩნდა, 21 წლის გოგომ ვერ შევძელი ის გამეკეთებინა, რაც გამაბედნიერებდა. თვალები მოვაშორე მის სახეს და უკან დავიხიე, რადგან ეს იყო ის შავი ხვრელი, რომლიდანაც ვერ გამოვიდოდი, შეიძლება იქ სამოთხე დამხვედროდა, თუმცა ჯოჯოხეთის ხილვამ შემაშინა. ახლა კი მინდა არ დამავიწყდეს ეს მაგიური წამი, როდესაც ნახევრად დავძლიე ჩემი ჩარჩები.



№1  offline მოდერი მარტო სახლში

dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent