შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამორჩეული (ნაწილი პირველი)


19-12-2018, 22:41
ავტორი დამწყები
ნანახია 1 772

დილით, როგორც ყოველთვის კვლავ ჩაეძინა თაკოს , საათს რომ დახედა სამსახურში უკვე დაეგვიანა, სწრაფად ჩაიცვა, ჩანთაში საჭირო ნივთები სწრაფად ჩაიყარა და სახლიდან გავარდა, ლიფტს რომ ხელი მიაჭირა ჯერ მეათეზე იყო და ქვედა მიმართულებით მიდიოდა, აღარ დაელოდა და მეთერთმეტედან სირბილით დაეშვა კიბეებზე,სადარბაზოდან გიჟივით გავარდა ა მანქანაში ჩაჯდა, მანქანაც სწრაფად დაქოქა და მკვეთრი მოძრაობებით გიყვანა ეზოდან. სამსახურში სხვებსაც დაეგვიანათ და ოფისში შესული ცოტათი დამშვიდდა.
ლიფტთან სწრაფად ჩაიქროლა თუ არა , ერთ ერთი მეზობლის ძმაკაცს გოგონა მხედველობიდან არ გამორჩენია.
- ეს ვინ იყოო
- ალბათ ტიპური ძილისგუდა- ღიმილით უპასუხა ირაკლიმ ძმაკაცს ისე რომ ტელეფონიდან თავი არ ამოუყვია
- შენ რომ ვინმეს ძილზე რამეს იტყვი, გაიცინა დავითმა, ისე რა ბედი გაქვს , სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან საინტერესო გოგოები გახვევია, აბა ჩემთან ახალგაზრდა ხო არავინაა, და თუ ვინმე გამოჩნდა ისიც ვიღაც ემო ან უბედურება უნდა იყოს.
- გული არ გაიტეხო, შეგიძლია ჩემთან გადმოხვიდე, სანამ ვინმე გამიჩენია, - სიცილით უპასუხა ირაკლიმ
- კარგი შენ ამ გოგოს შეავლე თვალი, და მერე ვილაპარაკოთ
- ახლა ვიღაც ბავშვები მადევნინე კიდევ რა
- ხელში ნოუთბუქი და მანქანის გასაღები ეჭირა, ესეიგი სამსახურში აგვიანდებოდა, თან გემოვნებიანად ეცვა, ტელეფონს რომ მოშორებოდი ნახავდი რომ ზუსტად ისე როგორც შენ მოგწონს ხოლმე
- ერთი ნახვით შეყვარების გჯერა? სიცილით ეკითხება ირაკლი დავითს
- არაა, რა თქმა უნდა- მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა დავითმა
- აი მე კიდევ შენ გიყურებ და მაგ მითხს ერთი ნახვით შეყვარებაზე თუ რაღაც ვიჯერებ , - ირონიულად გამოაჯავრა ირაკლიმ დავითს
- სიყვარული და ეგეთი თემები შენ უფრო გეხერხება , ხოდა ფრთხილად იყავი თქო მაგის თქმა მინდოდა- სიცილით უპასუხა ირაკლიმ- შენი გემოვნების გოგო შევნიშნე და უბრალოდ ავღნიშნე- მხრებზე ხელი შემოარტყა დავითმა ირაკლის
- ნეტავ რა გესმის ჩემი გემოვნების
- გოგოში მგონი ინტელექტს შენ ეძებ ხოლმე, თორემ ჩემთვის გრძელი ფეხები, 60/90/60 და ლამაზი ბარბის სახეც საკმარისია ერთჯერადი ურთიერთობებისთვის.
- აი მე კიდევ ყელში მყვვანან ეგეთი კუკლები გესმის?- სერიოზულად გახედა ირაკლიმ ძმაკაცს
- ხო ესეთები ყელში გყავს, და შენ რომ გინდა ეგეთები მსოფლიო მდედრების ერთ პროცენტსაც არ შეადგენენ , საკუთარი თავის ფასი ყველაზე მეტად იციან, და ეგეთების ნერვი კიდევ რომც ნახო შენ არ გაქვს.
- ეგეთს რომ ვნახავ ნერვიც მეყოფა. - ბიჭები მანქანში ჩასხდნენ და სამსახურს მიაშურეს, საერთო ბიზნესი და კომპანია ჰქონდათ, ორივე საკმაოდ მკაცრი უფროსი იყო. ირაკლიმ სულ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა საცხოვრებლად მშობლებისგან ცალკე გადასვლა. მისი და ქმარს დაშორდა და დროებით ბავშვიანად მშობლებთან დაბრუნდა საცხოვრბელად. ორი პატარას ხმაური ირაკლის მუშაობაში ხელს უშლიდა, თან მსობლების ბინა პატარა იყო, სანამ ირაკლის და გათხოვდებოდა ირაკლი მასინაც ცალკე ცხოვრობდა, შემდეგ მშობლებთან გადავიდა რომ მარტო არ დაეტოვებინა, რაც მისი და სახლში დაბრუნდა, ირაკლიც ძველ ბინას დაუბრუნდა.

თაკომ საღამოს ცხრა იყო რომ მუშაოას მორჩა და სახლში წამოვიდა, ირაკლიც ამ დროს ბრუნდებოდა სახლში, საღამოს ფეხბურთი იყო და ბიჭებიც უნდა ასულიყვნენ საყურებლად. თაკო ლიფტის კართან იდგა და მის მოსვლას ელოდებოდა როცა სასიამოვნო ხმის ტემბრს მქონე მამაკაცი მიესალმა, თაკომაც ზრდილოის გამო შეხედა და უპასუხა
- საღამომშვიდობისა- თაკო კვლავ ტელეფონს მიაჩერდა, ირაკლიმ თვალი ტელეფონს მოჰკა, და დააკვირდა რას სქროლავდა გოგონა, მეილები იყო, ძირითადადდ უნივერსიტეტებში დაფინანსებებს ეხებოდა. ბიჭს ჩაეცინა, თაკომ არ შეიმჩნია ბიჭის ღიმილი
- გულწრფელად გეუბნებით, პირველი ადამიანი ხართ ვინც ვნახე რომ ტელეფონში ფეისბუქის , ინსტაგრამის და ესემესების გარდა სხვა საჭირო ინფორმაციას სქროლავს- ღიმილით უთხრა მამაკაცმა თაკოს, თაკოსაც გაეცინა და მხრები აიჩეჩა
- ხდება ხოლმე- ლიფტის კარიც გაიღო და გოგო გამოვიდა, მამაკაციც უკან გაყვა, ორივე ერთმანეთის მომიჯნავე კარებთან გაჩერდა,
- მეზობლებიც ვყოფილვართ- ხელი გაუწოდა ირაკლიმ გოგოს- ირაკლი
- თაკო
- სასიამოვნოა
- ჩემთვისაც, თაკომ კარი შეაღო მამაკაცს კიდევ ერთხელ გახედა , დროებითო უთხრა და ოთახში შევიდა.
დაღლილი მდივანზე მიესვენა, ლეპტოპი მაგიდაზე დადო, და ტელეფონის სქროლვა გააგრძელა , ცოტა ხანში გამოიცვალა, საყვარელი ნაცრისფერი სპორტულები ჩაიცვა, პლედი მოიხურა, ყავა დაისხა და აივანზე გავიდა, საყვარელი წიგის კითხვა უნდა გაეგრძელებინა. ირაკლის და თაკოს აივნებიც მომიჯნავე იყო,
მამაკაცთან უკვე შეკრებილიყვნენ ფილმის საყურებლად ბიჭები, რამდენიმე სიგარეტის მოსაწევად აივანზე გამოვიდნენ და ჩამოსხდნენ, მხოოდ ერთმა თუ შეამჩნია სარწეველა სკამში შასვენებული გოგონა , რომელიც მშვიდად კიტხულობდა წიგნს, მალე ტელეფონის წკრიალი გაისმა მეზობლის ოთახიდან, გოგონაც წამოდგა და ოთახში შევიდა, გარეთ გამოსულმმა ახლაღა შეამჩნია გვერდითა აივანზე სამი ახალგაზრდა მამაკაცი, მათგან ერთ ერთი კი დავითი იყო რომელიც კარგად აკვირდებოა ერთხელ უკვე ნანახ გოგოს, თაკომაც წამიერად შეამჩნია მამაკაცის მზერა, , წიგნი და ყავა აიღო და ოთახშიშებრუნდა..
ბიჭებიც რამდენიმე წუთში თახში შებრუნდნენ.
- შენმა მეზობელმა მგონი კარგად იცის როგორ უნდა მოგხიბლოს, სიცილით მიეგება დავითი ირაკლის
- ჩემმა მეზობელმა მხოლოდ დღეს გაიგო რომ მეზობლები ვართ, თუმცა თვენახევარია ყოველ დღე ვხედავ წიგნს როგორ კითხულობს)) სიცილით უპასუხა კვლავ ირაკლიმ
- ანუ მისმა ინტელექტმა უკვე მიიქცია შენი ყურადღება
- წიგნების კითხვა ინტელექტს თავისთავად არ განსაზღვრავს, მთავარი შინაასრსია, ირაკლიმ თითი შუბლთან მიიტანა და ანიშნა ძმაკაცს რომ გოგო მის ყურადღებას ასე მარტივად ვერ მიიქცევდა.
- აი მაგ შინაარსის ძებნამ გაგწირა ასე, 35 წლის რომ ბერდები
- შენ ხო გყავს ცხრა წყვილი ცოლშვილი რა
- მოიცა თქვენ მართლა დაბერდით ტო? საუბარსზი ჩაერთნენ ბიჭები
- მე არა, ეს ბერდება ტვინი შემიჭამა ცოლის ძახილით, ჩემები ხო არ მეყოფოდნენ რა- გაბრაზებულმა თქვა ირაკლიმ
- რა დროს ცოლია, მაგრამ ვინ არის ის გოგო,
- თვენახევარია რაც აქ გადმოვედი, და აქ დამხვდა, არ ვიცი რამდენი ხანია აქ რაც ცხოვრობს, ბავშვია რა
- ბავშვი არაა ირაკლი, აღუაა
- ბიჭო რა წაიღე ტვინი? ბავშვია, ხო ბავში, თუ ასე მოგწონს მიდი და ეჩალიჩე
- მე არ ვეძებ ჭკვიან და იდეალურ გოგოს, რომელიც მერე ტვინს წამიღებს
- არც მე ვეძებ იდეალურ გოგოს, და საერთოდ თუ ძმა ხარ ვუყუროთ ფეხბურთს რა , არავისაც არ ვეძებ.
ფეხბურთის ყურებას ჯერ კიდევ არ მორჩენილიყვნენ, ირაკლის ტელეფონის ხმა იყო, დედა რეკავდა, სალაპარაკოდ აივანზე გავიდა, როცა თაკო მეგობართან ერთად დაინახა, რაღაც ფილმს უყურებდნენ და იცინოდნე, ბიჭი რამდენიმე წუთს დააკვირდა გოგოს და კვლავ შებუნდა..
დილით კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად თაკო თავის მეგობართან ერთად იდგალიფტთან და მის მოსვლას ელოდა, ირაკლის ინიდან კი ირაკლი ლევანთან და დავთთან ერთათ გამოვიდა.
- დილამშვიდობისა- თავაზიანად მიესალმა ირაკლი,
თაკოც მიესალმა და თავი კვლავ წინ მიატრიალა, დღეს გამორჩეულად ლამაზი იყო, დატალღული გრძელი შავი თმები მხრებზე ჩამოყროდა, წითელი ტუჩის საცხი განსაკუთრებულად უხდებოდა, ნაცრისფერი გრზელი კოსტუმი, თეთრ პერანგთან და ნაცრისფერ შარვალთან ერტად მის ფიგურას კვეთდა, ფეხზე კი დაბალი კლასიკური ფეხსაცმელები მოერგო, ლიფტთან განსაკუთრებული სურნელი ტრიალებდა, სურნელი რომელიც ირაკლიმ გუშინაც შეიგრძნო. თაკო სერიოზული სახით იდგა ლიფტის კართან, ორივეს დაღლილ სახეს მსუბუქი მაკიაჟი ფარავდა.
- ხო ნინი, გამოვდივართ მე და ანკა უკვე ლიფტში ვართ- მშვიდად უპასუხა თაკომ ტელეფონს.-ლიფტიდანაც გამოვიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ, თაკოს მანქანა სწორედ ბიჭების მანქანებს შორის იდგა. მშვიდად დაჯდა საჭესთან, მანქანაში ჩასხდომისთანავე გოგონები ცდილობნენ სახეზე რეაქცია არ შეტყობოდათ, ორივე აფიქსირებდა მამაკაცების მზერას. სამი სიმპატიური მამაკაცი, კლასიკურ სტილში, სწორედ ისე როგორც თაკოს მოსწონდა, თუმცა არცერთმა არაფერი შეიმჩნია, ბოლოს დაქალს გახედა ღიმილით და მანქანა დაძრა
- ეს რა იყო? -გაოცებუმა გახედა ანკამ
- ჩემი მეზობელია ახალი, ვინც მოგვესალმა თავაზიანი ტიპია, და მეორე ლურჯკოსტუმიანი, მისი ძმაკაცია ხშირად მოდის ხოლმე, რამდენჯერაც მნახავს სულელივით მაკვირდება და ძალიან მაღიზიანებს
- ხო ზუსტად ეგ შევამჩნიე, ისე გიყურებდა, ევასე ალბათ
- კაი რა, სისულელეა
- მართლა გეუბნები, ტიპი თვალს არ გაშორებდა.
- ხო იცი როგორ ვერ ვიტან ასეთ რაღაცეებს ,არ შეიმჩნიოს მაინც
- აუ დღეს ისეთი ლამაზი ხარ ბიჭი კი არა მე ძლივს გაშორებ თვალს
- აუ ხო საღამოს მინდა ლამაზად ვიყოო
- პრინცესა ხარ ისედაც.
თაკო მამამისის ერთ ერთ ბიზნესსაც მართავდა , აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ეჭირა, საღამოს კი სწორეს მის დმაფუძვნებლებს უნდა შეხვედროდა და ორ პოტენციურ პარტნიორს. სამსახურის შემდეგ შეხვედრაზე გაიქცა, იგგვიანებდა, სემდეგ საოცბში მოხვდა, საბოლოოდ კი 40 წუთის დაგიანებით მივიდა დანიშნულების ადგილას. კარი დინჯად და თავდაჯერებულად შეაღო და გაიღიმა.
- მაპატიეთ ასე რომ დავიგვიანე, მშვიდად ჩამოართვა ხელი ყველას და ახლა უცხო წევრების გაცნობის დრო რომ მოვიდა, სწორედ ამ დროს შეამჩნია მეზობელი, და მისი ძმაკაცის დაჟინებული მზერა.
- ბატონ ირაკლის უკვე ვიცნობ, ღიმილით შეხედა გოგომ
- ახლახანს გავიცანით ერთმანეთი, აღმოჩნდა რომ მეზობლები ვართ- დაადასტურა ირაკლიმ
- აჰა კიდევ ერთი ნიშანი რომ პარტნიორები უნდა გახდეთ ჩაერთო საუბარში ბატონი ნუგზარი, თამოს მზერა არ შეუცვლია და მამამისს გახედა, შეგვიძლია დავიწყოთ?
- რა თქმა უნდა - ერთხმად შესძახეს მამაკაცებმა. ირაკლის ამჯერად მზერა არ მოუშორებია თაკოსთვის , გოგოს ქცევებს აკვირდებოდა, დაბნეულობა სურდა შეემჩნია გოგოს სახეზე, გოგოს კი საერთოდ ყურადღება არ მიუქცევია არავისთვის მკაცრი სახით მიუჯდა მაგიდას და კომფორტულად მოიკალათა სკამზე. ბიჭებიც დასხნენ, ირაკლი კვლავ მმზერას არ აშორებდა გოგოს, თითქოს ელოდა რომ თაკოც მიაქცევდა ყურადღებას, თუმცა ცდებოდა, დავითი კი შექმნილ სიტოაციას აკვირდებოდა და ეღიმებოდა.
- პირველ რიგში მიხარია რომ ყველანი შევიკრიბეთ. და წინასწარვე ბოდიშს გიხდით რომ დღევანდელ სხდომას ბოლომდე ვერ დავესწრები გარკვეული მიზეზების გამო, ამიტომ მინდა პირდაპირ იმ საკიტხებზე გადაიდეთ რაც ყველაზე მეტად იქცევს ამ მომენტსი ჩემს ყურადღებას, თუ რა თქმ ა უნდა ნებას მომცემთ- და მამაკაცებს გადახედა, ირგვლივ ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყო , თუმცა დისკომფორტს მაინც არ გრძნობდა, მთავარი მამამისი იყო, რომელიც სიამაყით გამსჭვალული თვალებით უყურებდა გოგოს და ეღიმებოდა. ირაკლის მზერაც არ გამოპარვია ბატონ ზურაბს მხედველობიდან, მიხვდა რომ ბიჭი დიდ ინტერესს გამოხატავდა თავისი ქალიშვილის მიმართ.
თაკომ ყველას კითხვის ნიშნით გადახედა და მზერა ახალ წევრებზე შეაჩერა
- ბატონო ირაკლი, და ბოდიში თქვენი სახელი? კითხვის ნშნით შეხედა დავითს
- დავითი , დაკვირვებული მზერით მიუგო მამაკაცმა
- თქვენ ხომ არ ხართ წინააღმდეგები?
- არა რა თქმა უნდა გისმენთ- ჩაერთო ირაკლი
- მაშ ასე დავიწყოთ, წინა კვირაში იყო იდეა რომ ორივე ფირმა ერთი ბრენდის ქვეშ გავერთიანოთ, ბატონო ნუგზარ, ჩემი თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად ამ საკითხზე ვერ დაგეთანხმებით.
- თაკო ვიცი რომ ჭკვიანი გოგო ხარ და საკმაოდ თავდაჯერებულიც, სწორედ ამიტომ გიჭირავს ამ ფირმაში ეს თანამდებობა, უბრალოდ ამ შემთხვევაში გვენდე ჩვენ უფროსებს, ჩვენგან ერთადერთი ხარ ვისაც შეუძლია ჩვენი რუსი ინვესტორები ამ გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნოს. უკვე ბევრჯერ დაანახე შენი შესაძლებლობები, და მათ უკვე ვესაუბრე, სენგან ელიან ინიციატივას
- ბატონო ნუგზაარ გეთანხმებით, მთელ რიგ შემთხვევებში მოვახერხე მათი გადარწმუნება ბევრ საკითხში თუმცა, ეგ ყველაფერი იმიტომ რომ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ვიყავი დარწმუნებული, და ვაღიაროთ არაერთ საკითხზე გაგიწევიათ წინააღმდეგობა, ახლა კი მეუბნებით ისეთ თემაში მათ დარწმუნებას , რაზეც მე თვითონ ვფიქრობ რომ აფსურდია, უბრალოდ თუ თქვენ ფიქრობთ რომ ტქვენი გადაწყვეტილება არის სწორი, ამის დასაბუთებას მე, რომელიც წინააღმდეგი ვარ, თქვენზე უკეთ ვერ შევძლებ, შესაბამისად ჩავატაროთ სხდომა, და თუ კი თქვენ ყველა ერთხმად გადაწყვეტთ რომ ჯობს ეს ორი კომფანია შეერთდეს, მეც მოვაწერ ამაზე ხელს, უბრალოდ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ ავიღებ, რადგან 99 პროცენტით ვარ დარწმუნებული რომ ეს პროექტი ვერ გაამართლებს.
- თაკო შენი გვჯერავს , გენდობით მაგრამ უნდა გაითვალისწინო რომ ზოგჯერ შენც შეიძლება ცდებოდე, აქამდე ყოველთვის იმას აკეთებდი როგორც შენ თვლიდი რომ საჭირო იყო, ახლა კი ეს პროექტი უნდა განვახორციელოთ გინდა ეს თუ არა- ჩაერთო კამათში დიმიტრი
- ბატონო დიმიტრ , თქვენი პოზიცია გასაგებია, და ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა თქვენგანის აზრს, თუმცა მე როგორც აღმასრულებელ დირექტორს მაქვს უფლება არ განვახორციელო ისეთი ქმედება რაც არასწორი მიმაჩნია. მოკლედ ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი არსებობს, რომელსაც სიამოვნებით შემოგთავაზებდით- ღიმილით მშვიდად გადახედა თაკომ ყველას და განაგრძო - თუკი ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შესაბამისად მე უნდა დავტოვო ეს პოზიცია, როცა გადაწყვეტილებას მიიღებთ უბრალოდ შემატყობინეთ და თავად დავწერ განცხადებას- მშვიდად გაიღიმა თაკომ- თან მემგონი პოტენციური კანდიდატებიც შემოგვემატნენ.- თაკომ საათს დახედა- კიდევ გავჩერდებოდი თქვენთან , თუმცა ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე მაგვიანდება და უნდა დაგტოვოთ , მამა სახლში გნახავ- გადახედა ზურაბს- შემდეგ კი ისევ სხდომის წევრებს მიმართა, საღამოს მეილით მაცნობეთ გადაწყვეტილება , კარგად ბრძანდებოდეთ.- ღიმილით დაემშვიდობა ყველა წევრს ხელი ჩამოართვა და მხრებში გაშლილი, დახვეწილი სიარულის მანერით დატოვა დარბაზი
- ზურაბ , ცოტა არ იყოს შენ გგავს, ღიმილით მიმართა ნუგზარმა
- თაკოს სამსახურიდან წასვლა არაა გამოსავალი, ჩვენ მისი დახმარება გვჭირდება, იქნებ დაელაპარაკო, ან ერთად კიდევ დაველაპარაკოთ
- შეხვედრის შემდეგ სახლში იქნება, თუმცა ვფიქრობ რომ აზრი არ აქვს დღეს საუბარს, საერთოდ რთულად იცვლის თავის აზრს, თქვენც ხომ იცით არასდროს ისე თავის აზრს არ გამოთქვამს სანამ კარგად არ აწონ დაწონის, მისი პოზიციებიც გასაგებია, ასე რომ მე ვერ დაგპირდებით რომ თაკო აზრს შეიცვლის, თუმცა ვფიქრობ ერთჯერადად შეუძლია ამ პროექტს კარგი მოგება მოგვიტანოს, მერე კი რა იქნება არ ვიცით, ამიტომ თაკოს ვერ გავამტყუნებ.
- ბატონო ზურაბ, შეიძლება თამარ, თაკოს- სახელი შეასწორა ირაკლიმ, რომ დაველაპარაკო
- რა თქმა უნდა, რატომ მეკითხები, შენ თუ მის გადარწმუნებას მოახერებ- ხელი აწია ზურაბმა
- მაგას არ ვგულისხმობ, უბრალოდ იქნე მართალს ამბობს, ანუ ბოლომდე ასე გადაჭრით ეუბნებით რომ ეს პროექტი უნდა განვახორციელოთ, თავისი მოსაზრება უფრო მეტად ლოგიკურია ვიდრე თქვენი ახირება რომ უბრალოდ გჭირდებათ ეს პროექტი. მინდა რომ კარგად გავიგო რაშია საქმე, თუმცა ვაღიარებ რომ საინტერესო იქნება მასთან თანამშრომლობა.
დიმიტრის გაეღიმა, ნახა რომ ირაკლიმ ნათლად გამოხატა ინტერესი თაკოს მიმართ, აქამდე ყოველთვის თვლიდა რომ ძირითად შემთხვევებში , წარმატებული მამის შვილები, გოგონები ნაკლებად ფიქრობდნენ კარიერულ ზრდაზე და მათი პიროვნება მთლიანად აგებული იყო მამის მდგომარეობაზე. აქამდე ყველა ირაკლის ყოფილი თავქარიანი ფულიანი მამის სვილი იყო და მათზე სერიოზულად არასდროს შეუხედავს. დიმიტრის ყავდა თავისი ფავორიტი ძმაკაცების შვილები, რომლების გაცნობაც ბევრჯერ უცდია, ირაკლი კი არასდროს ინტერესდებოდა მათით, ზოგი ზედმეტად ბავშვური იყო, ზოდი თავქარიანი, ზოგი ასკარად დიდ ინტერესს გამოხატავდა ირაკლის მიმართ და მზად იყვნენ დამონებოდნენ მათ, ეს კი არასდროს იპყრობდა ირაკლის ყურადღებას , პირიქით ღიზიანდებოდა კიდეც. საერთო ინტერესს ვერ პოულობდა ასეთ გოგონებთან და დაოჯახებასთან დაკავშირებით კი ფიქრობდა რომ როცა უკვე ღრმა სიბერეში შვილის ყოლას გადაწყვეტდა, ვინმე უბრალო მეოჯახე ქალს შეირთავდა ცოლადდ.
------------------------
მეგობრებო მე ისევ აგიბრუნდით ჩემი ახალი ისტორიით, თუ დაგაინტერესებთ აუცილებლად გავაგრზელებ წერას



№1  offline წევრი tamuna.s

დასაწყისი მომეწონა და იმედია არ დააგვიანებ ხოლმე თავების დადებას. წინა ისტორიას აღარ აგრძელებ?

 


№2  offline წევრი qetulaa

Gaagrzele aucilebladdd, da nu daagvianeb raa

 


№3  offline წევრი fluctus Oceani

გააგრძელე გელით მე მომეწონა

 


№4  offline მოდერი მარტო სახლში

dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent