შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ან ყველაფერი ან არაფერი (სრულად)


21-12-2018, 17:23
ავტორი artificial
ნანახია 10 521

-გაიღვიძე შვილო- საბანი გადამხადა სიდონიამ (დედამ)- დაგაგვიანდება სკოლაში- თავთან დამყვიროდა და ჩემს გამოფხიზლებას ცდილობდა.
-აუ სიდო! გთხოვ ხუთი წუთიც და ფეხზე ვარ შენთავს ვფიიიიც- ვეუბნები და თვალების გახელის გარეშე ვეკრიჭები
-შენ მომიღებ მე ბოლოს- თვალებს ატრიალებს და გასასვლელთან მიდის. კარებში ნახევრად გასული ტრიალდება და მეძახის - ვაი შენს ბედს ხუთ წუთში ფეხზე რო არ დამხვდე.
-მეც მიყვარხარ დეკლო-ვეძახი და ნახევრად მძინარე ვფხუკუნებ.
მოკლედ ჩემს შესახებ : მქვია მაკინე, გვარად ბარათაშვილი, ვარ 17 წლის და შესაბამისად ვსწავლობ სკოლაში. მყავს უმაგრესი დედა და მამა. მამას შოთა ქვია დედას როგორც მოგეხსენებათ სიდონია.
დედაჩემის ყვირილმა საბოლოოდ გამომაფხიზლა და დაფეთებული რაც შემეძლო სწრაფად წამოვხტი ჩემი უსაყვარლესი ადგილიდან (საწოლიდან) და ელვის სისწრაფით გამოვაღე კარადა ტანსაცმლის ასარჩევად. ზოგადად ძალიან განსხვავებული სტილი მაქვს რაზე რას ვიცვამ ღმერთმა იცის მაგრამ ამ აჯაჯულ რაღაცეებს ერანეთს სასწაულად ვუხამებ და ბოლოს როგორც ჩემიანები იტყვიან "ძაან the ზმანზე ვიჩითები". აბაზანაში შევედი და მომზადება დავიწყე, ხელპირი დავიბანე, კბილები გამოვიხეხე, და სახის ნიღაბი გავიკეთე. სხვა გოგოებისგან ყოველთვის განვსხვავდებოდი, არასოდეს არ მიყვარდა გაშპაკვლა და ტონა ტონალურს კი არა საერთოდ არ ვისვამდი, რადგან არ ვუჩივი ჩემ თოვლივით თეთრ კანს, შესაბამისად ჩემს 17 წლიან ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მაქვს მაკიაჟი გაკეთებული. აბაზანიდან გამოვედი და ტანსაცმილის მორგება დავიწყე. როგორც იქნა ჩავიცვი და სარკესთან თავის დათვარიელებას შევუდექი, ფეხზე ნაიკის ბოტასები მეცვა, left right-ის მაღალი წინდები ,რათქმაუნდა სხვა და სხვა ფერის: წითელი და თეთრი (ყოველთვის სხვადასხვა ფერის წინდებს ვიცვამ) მუხლებამდე წითელი შორტი რომელიც გაშვებული სტილის არის და მამაჩემის თეთრი ჰუდი (ვგიჟდები მამაჩემის ტანსაცმელებზე და შესაბამისად სულ ვართმევ იმას რაც მოწონს, ჩემ კარადას რომ გადავხედოთ ალაბათ ნახევარი მაინც მამაჩემის ტანსაცმელია) რიჟიკა (მამასგან მერგო რიჟიკა თმა და ცხვირთან არცისე შესამჩნევი ჭორფლები) თმა მაღლა მქონდა აწეული და ნახევრად ჩამოშლილად მქონდა კოსა შეკრული რაც კარგად აჩენდა ჩემს ყბის ძვლებს, დიდ მარწყვისფერ ტუჩებს, სწორ ოდნავ აპრეხილ ცხვირს და თვალებს რომელიც ჩემსავით უცნაური იყო მარჯვენა თვალი ღია ყავისფერი, მარცხენა კი - მუქი ნაცრისფერი მაქვს. გარეგნობას არასდროს ვუჩიოდი და არც ტანს, პირიქით მუდამ კმაყოფილი ვიყავი და ვარ ჩემი ფორმებით, 17 წლის გოგოს კვალობაზე საკმაოდ სავსე მკერდი მაქვს, მკვრივი საჯდომი, წვრილი წელი და ჩემი სიამაყე გრძელი და სწორი ფეხები. მოვრჩი სარკეში საკუთარი თავის შეთვარიელებას და კმაყოფილი ჩავცუნცულდი პირველ სართულზე სადაც დედა და მამა დამხვდნენ უკვე ჩაცმულები და წასასვლელად მომაზადებულები. -ვაა, ჩემი რიჟიკა პრინცესა მოვიდა - შემამჩნია მამამ და გაიბადრა. დღეს აშკარად კარგ ხასიათზე იყო. - ჟოწიკო (მოფერებით ვეძახი)რაიყო რაკარგ ხასიათზე ხარ, მოხდა რამე? - გადავკოცნე, ჩაი ავიღე და პასუხს დაველოდე. -შენმა დანახვამ ამიმაღლა განწყობა- მითხრა და გაიცინა.
კომპლიმენტი შევიფერე და ვითომ გაპრანჭვა დავიწყე. -მართლა კი არა რაგაგიხარდა - წამედამპლა ჟოწიკო და ჩემს ღიმილ შემხმარ სახეზე სიცილი დაიწყო- გახსოვს ზურაზე რომ გიყვებოდი, ჩემს ძმაკაცზე? - გაჩერდა და პასუხად თავის დაქნევა რომ მიიღო გააგრძელა - ხოდა ჩვენი ზურია ჩამოდის დღეს შუადღეს თავის ცოლ-შვილთან ერთად. -მერე? - უემოციოდ შევხედე მშობლებს. -გამაგიჟებ რა გოგო შენ, რაღა მერე რამდენი ხანია არ მინახავს ხოდა გამიხარდა,- მობეზრებული ლაპარაკობდა- მეც რა მიკვირს ის უფრო უცნაური იქნებოდა რო გაგხარებოდა - მითხრა, სკამიდან ადგა და დედას მიუახლოვდა რომელიც ჩვენი საუბრის დროს ჩუმად იჯდა და არც კი გვისმენდა. ზურგიდან აეკრო და ლოყაზე აკოცა - ჩემი ყინულის გოგოს დედა ვინ არისო ვინაო- იცინოდა და თან ცოლს ეხვეოდა. -ვაიმე დამინდგრიეს 17 წლის ბავშვს ცხოვრება - თვალებზე ხელები ავიფარე და ვითომ სერიოზულად ვთქვი - გეთქვათ მაინც და გავიდოდი რამოუთმენელი გეტაკათ უიმეე.- ვთქვი და მშობლების სახეებზე ფხუკუნი ამიტყდა. -შენ ბევრს ნუ ტლიკინებ, აიღე ჩანთა და წავედით- დამიბრიალა თვალები დედამ, ქმარს აკოცა, მანქანის გასაღები აიღო და კარებიდან გამომძახა - მანქანაში დაგელოდები და სწრაფად მოდი. -მოვფრინავ სიყვა (მოფერებით ზედმეტ სახელებს ხუმრობით ვეძახი ხალხს) - სიცილით გავძახე, მამას დავემშვიდობე და დედას მანქანისკენ წავედი.



^^^^^^^^
როგითხრათ დიდად სკოლა მომწონს მეთქი მოგატყუებთ, მითუმეტეს ჩემი სკოლა რომელიც სავსეა დაბალ კლასელების ვითომ სწერვა "როჟებით" და ჭყიპინა ბავშვებით. სკოლაში ბევრი მიცნობს მაგრამ მე ურთიერთობა მარტო ჩემს კლასთან მაქვს და რამოდენიმე სკოლელთან. -წარმატებული დღე შვილი - მაკოცა დედამ და სამსახურში წავიდა.
როგორც ყოველთვის სკოლაში შესვლისას დღესაც დავალაგე სიფათი და "დასტოინი" ტიპის იერი ავიკარი, ზოგადად არმიყვარს სკოლაში მომღიმარი სიარული რათქმაუნდა თუ ჩემს ხალხობასთან ერთად არ ვარ, ასერომ სკოლაში ბევრს ჩემზე წარმოდგენა აქვთ ვითომ სწერვა "როჟებით" და ჭყიპინა ბავშვებით. სკოლაში ბევრი მიცნობს მაგრამ მე ურთიერთობა მარტო ჩემს კლასთან მაქვს და რამოდენიმე სკოლელთან. -წარმატებული დღე შვილი - მაკოცა დედამ და სამსახურში წავიდა.
როგორც ყოველთვის სკოლაში შესვლისას დღესაც დავალაგე სიფათი და "დასტოინი" ტიპის იერი ავიკარი, ზოგადად არმიყვარს სკოლაში მომღიმარი სიარული რათქმაუნდა თუ ჩემს ხალხობასთან ერთად არ ვარ, ასერომ სკოლაში ბევრს ჩემზე წარმოდგენა აქვთ ვითომ რომ მომესალმონ იმის ღირსადაც არ ჩავაგდებ რომ შევხედო, დიდად არც ვღელავ იმაზე თუ რას ფიქრობენ სხვები ჩემზე. როგორც იქნა მესამე სართულზე ავედი და ჩემს კლასს მივუახლოვდი, ზარი ჯერ არ იყო დარეკილი მაგრამ კლასი მაინც სავსე დამხვდა, როგორც მჩვევია ჩემებური თავდაჯერებულობით შევაბოტე კლასში და გავუღიმე ჩემებს. -პრიიიიივვვვვვეეეეეტტტტ- გადავხედე კლასს და ყველას გასაგონად ვთქვი. - ჩემი მაკინკულა მოსულა - შემომეგება ჩემი "ძმაკაცი" ლუკა და გადამკოცნა. -სულშენი აიი- გავუცინე და თავი მაღლა ავწიე. მე და ლუკინო სულ ასე ვამწარებთ ერთმანეთს ყველა პსუხში და ისედაც არ ვარ თბილი გოგო პირიქით, სადმე რომ ვხედავ ჩახუტებულ ხალხს ან კუსუნიათი და შმუსუნიათი მოსაუბრეებს მაშინვე იჟოგას ვგრძნობ ხოლმე. - აუ ტყემალზე გამიშვი რასაც ქვია - სიცილი დაიწყო და ერთად დავიძარით ჩვენს ყველაზე "მოხოდილ სასტავთან" .



^^^^^^^^
გათანგული მივედი სახლში და ჩემდა გასაკვირად მამა შინ დამხვდა. - მამილო ვკვდები თუ რახდება, რატო ხარ ასე ადრე სახლში - შევიცხადე, თვალები დავაცეცე და ჩემი მსახიობური ნიჭით სიტუაციის დრამატიზებას ვცდილობდი. - ნეტავ შენ არ გეკლდეს- მითხრა და ცაში ხელები ააპყრო- ღმერთო! ჩემი სილამაზე რომ დაამადლე ამ ბავშვს ჭკუაც მიგეცა ცოტა ჩემი რაიქნებოდა. - კაი რა შოთი, მითხარი რახდება? - რადა ზურიკოს უნდა დავხვდე, არგინდა წამოდი შენც თან დამიანეს გაიცნობ ზურას შვილს, შენხელაა ზუსტად - ისე მელაპარაკებოდა, ტელეფონისთვის თვალი არ მოუშორებია. -კაი რა მამა რა მეზურიკოება და მედამიანება, ისედაც დასტრესილი ვარ, უნარების სადისტ მასწავლებელთან რომ ვარ წასასვლელი და მაგათი თავი სერიოზულად არ მაქვს - ვაკოცე ლოყაზე და პასუხს არ დაველოდე ისე ავვარდი ჩემს ოთახში. ცოტახანი დავისვენე და უნარებზე წავედი.
როგორც იქნა უნარების მასწავლებელმა ინება და გამომიშვა.მეც პირდაპირ სახლისკენ დავაწექი ძალიან დაღლილი, ერთისული მქონდა სახლში როდის მივიდოდი რომ ჩემს სიყვარულს ჩავხუტებოდი (საწოლს).
როგორც იქნა სახლმადე მივაღწიე, შორიდანვე შევამჩნიე კარებთან დატოვებული ყვავილების ბუკეტი რომელიც ყუთის მაგვარ რაღაცაში იყო ჩალაგებული, 29 ცალი შავი ვარდი და შუაში ერთი ცალი თეთრი ვარდი რომელსაც ბარათი ედო, მეც ინტერესით გადავშალე ბარათი და აღმოჩნდა რომ გიოსგან იყო. მობეზრებულმა თვალები ავატრიალე, ესიყო ბიჭი რომელიც არ მეშვებოდა და ათასნაირი ბანალური საჩუქრით მიკლებდა დიდი დათვებით და შიკოლატკებით რომლებზეც ალბათ ძალიან ბევრი "ყალბი" გოგო გიჟდებოდა მაგრამ ჩემზე ვერანაირ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებდა, მაგრამ ეს ყვავილები მომეწონა, ზოგადად ვარდები ჩემი სისუსტეა. კარები მძლივს გავაღე ხელს ყვავილები მიშლიდნენ. -თქვენი ერთადერთი და the best შვილი მოგივიდათ- დავიყვირე და მისაღებისკენ დავიძარი, თან ყვავილებს ვყნოსავდი და გარშემო არ ვიყურებოდი. - მოდი ჩემო ღვთაებავ , მოდი - სიცილით დამიძახა უცხო ხალხს შორის მჯდომმა დედამ. - აი შვილო ეს არის ზურა და მაგის ოჯახი, მაკა და დამიანე - მიმანიშნა ცოლზე და შვილზე რომელიც ძალიან სიმპატიჩნი ბიჭი იყო, დიდი სისხლისფერი ტუჩებით, შავი თვალებით და მამაკაცური არაფრის მთქმელი გამომეტყველებით. ღმერთო რაიქნებოდა ერთი ასეთი თაყვანის მცემელი მყავდეს აღარ მაქვს ამ ყალბი ვითომ "ძაან მაგარი" ბიჭების ატანა და რავქნა. - გამარჯობა - ამოვილუღლუღე და გავუღიმე სტუმრებს. ისინიც მომესალმნენ, რათქმაუნდა. - ამჯერად ვინგაჩუქა ყვავილები მა? - ინტერესიანი თვალებით შემომხედა მამამ და გაჩუმდა პასუხის მოლოდინში.
- ჩემმა ბიჭმა მა. - ვუთხარი და სიცილი დავიწყე როგორც კი მშობლების დაბენულ და დამიანეს გაბრაზებულ სახეს წავაწყდი. - ვიხუმრე- ამოვიკისკისე და გავაგრძელე, თან შევამჩნიე დამიანეს რომ მოეშვასავით და თავის კისერზე რომელზეც კბენა სასწაულად მინდოდა ძარღვები მოუდუნდა - ამჯერად გიოლამ მაჩუქა, მგონი ჭკუა მოემატა და იმ უზარმაზარი დათვებით და ათასი ცხოველით არ აბანალურებს თავის ვითომდა სიყვარულს.
ყველამ გადაიხარხარა ჩემს პასუხზე. სიცილს რომ მორჩნენ სტუმრებს ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი რომ მოვწესრიგდებოდი და ისევ დავუბრუნდებოდი მათ. მეც ავვარდი ოთახში ყვავილებს ადგილი მივუჩინე გამოვიცვალე და ჩავედი. ამჯერად ჯინსის შორტი და ისევ უზარმაზარი შავი მაისური ჩავიცვი რომელიც იმსიგრძე იყო რომ შორტსაც კი ფარავდა (სახლში მუდამ სეზონის გიჟივით ვიცვამ, ამიტომაც არც ახლა გავითვალისწინე რომ აპრილი იყო), თმა ისევ დაუდევრად შევიკარი და სტუმრებთან დავბრუნდი.
ცუდი ხალხი არ აღმოჩნდნენ, პირიქით ძალიან გახსნილები იყვნენ ცოლ- ქმარი. დამიანე ჩუმად იჯდა და მამას გვერდით მჯდომს მაკვირდებოდა, ერთი-ორჯერ ჩვენი მზერაშეეჩეხა ერთმანეთს მეც თბილად ვუღიმოდი და ყურადღება ისევ სხვაზე გადამაქონდა. უცებ დალევა მომინდა და სამზარეულოში გავედი, მაცივარში ვიყურებოდი და ერთ ფეხს მეორეს ვუხახუნებდი როდესაც ზურგს უკან საოცრად სექსუალური და ბოხი ხმა მომესმა, რომელმაც პირველივე ნოტზე გამაჟრჟოლა. -რას ეძებ? - შევბრუნდი და დამიანეს წავაწყდი რომელიც მაგიდას ეყრდნობოდა და მე შემომცქეროდა, საოცრად უხდებოდა შავი დახეული მაისური რომელიც თითქმის ყველაგან გახეული იყო და ჩემს მახვილ თვალს არ გამოპარვი მუცელთან ნახვრეტში გამოჩენილი მისი პრესის ნაწილი რომლის დანახვაზეც ჩემმა ჰორმონებმა აგიზგიზება იწყეს. - მეც არ ვიცი უბრალოდ დალევა მომინდა- გავუღიმე და ჩემზე ერთი თავით მაღალს ავხედე - დალევ შენ რამეს? -თუ არ შეწუხდები წყალი დამისხი- უემოციოდ მითხრა და თავისი უშავესი თვალები შემომანათა და ლამის იქვე ჩამოვიღვენთე.
- არა რა შეწუხებაა- ჭიქა ავიღე, მაცივრიდან წყალი ჩამოვუსხი, მივაწოდე და სულმოუთქმელად დალია. ვაიმე ღმერთო ახლა მოვკვდები დალევითაც რა ძაან სექსუალურად სვავს ეს ბიჭი წყალს.
დაცლილი ჭიქა მაგიდაზე დადო და სველი ტუჩები გაილოკა, მეც ამ სანახაობას ვეღარ გავუძელი და კბილებით ტუჩს მოვუჭირე, აშკარად შეამჩნია ჩემი საქციელი ამ მერვე საოცრებამ და ტუჩის კუთხეში ირონიულად ჩაიცინა, შეტრიალდა და უსიტყვოდ წავიდა მე კიდევ დამტოვა გამოშტერებული. უცებ გამოვფხიზლდი და აცხელებულ ორგანიზმში ცივი ფორთოხლის წვენი გადავუშვი. - დაგიბრუნდით - ამაყად შევაბიჯე მისაღებში და ხალხობას გავუღიმე.
-დე ხვალიდან დამიანე შენს სკოლაში გადმოდის და იმედია ერთმანეთს უფრო დაუახლოვდებით - მახარა დედამ და მეც მაშინვე გამიბრწყინდა სახე მაგრამ როგორც კი დამიანეს მწველი მზერა ვიგრძენი მაშინვე შევიკავე ემოციები და არაფრის მთქმელი სახით დავაქნიე თავი.
- მეც დიდი იმედი მაქვს რომ დავახლოვდებით - გაიჟღერა დამიანეს ბარიტონმა და მრავალ მნიშვნელოვანი გამომეტყველებით გადმომხედა.
აი აქ დამერხა, ყოველდღე ამ საოცრებას უნდა ვუყურო და ამის ტუჩემზე ოცნებაში უნდა ამომხდეს სული. დამიანეს კმაყოფილ სახეს შევხედე აშკარად მიხვდა ჩემზე რომ მოქმედებს, მაგრამ მე რისი მაკინევარ ამას ეს კმაყოფილი სახე რომ შევარგო და ცოტახნის წინ როგოც მე ამაფორიაქა ისე არ ავაფორიაქო, ამიტომაც ფეხი ფეხზე გადავიდე, მაისური ბარძაყებზე ავიწიე და ტუჩების წვალებას და კვნეტას მოვყევი. ჩემმა გეგმამ შედეგი გამოიღო, სახეზე კმაყოფილი ღიმილი შეახმა, თვალებში ჭინკები აუთამაშდა და ნერწყვი იმხელა ხმაზე გადაყლაპაა მეეჭვება მარტო მე კი არა სხვებმაც გაიგეს. ესეც ასე ახლა მე მოვირგე ცინიკური ღიმილი და დამიანეს გაშეშებულ სახეს შევხედე რომელიც ისევ მე მიყურებდა. ჩემი თავით კმაყოფილს უცებ ტელეფონის ხმა მომესმა, ლუკინო რეკავდა. - გისმენ ლუკაჩოოო - ვუპასუხე და და გავმხიარულდი როცა დამიანეს დაძაბულ სახეს შევხედე და გადავწყვიტე ცოტა გამეგიჟებინა. ღმერთო რა დამპალი ვარ. - წითელო დედოფალო ამოცუნცულდი რა ჩემთან მოვიწყინე უშენობით. - კაი ამოვალ მარა წითელი დედოფალი არ ვარ ეგ ბოროტი იყო და არც ლამაზი არყოფილა ასერომ ჩემს გარეგნობას ნუ აკნინებ - კომპლიმენტი სპეციალურად ვახსენე დამიანეს უფრო გაბრაზება რომ გამომეწვია. - კაი ხო რას დამიძაბე რაიყო - ხმაზე ვატყობდი რომ იღიმოდა - კაი მიდი ამოცუნცულდი რა.
- კაი ხო მოვცუნცულებ კნუტო - გავიცინე და გავთიშე - აუ მამილო ლუკინო იყო გავალ რა - კნუტის თვალებით შევაჩერდი და მკლავზე ხელები მოვხვიე. - კაი წადი და მომიკითხე ლუკაჩო - მაკოცა და გამიღიმა.
დამიანეს აშკარად არესიამოვნა ეს ამბავი არც იმჩნევდა უბრალოდ თვალებმა გაყიდეს და რომ არა ჩემი საოცარი დაკვირვების ნიჭი ალბათ ვერც შევამჩნევდი და ვიფიქრებდი ამ ბიჭს აშკარად მაგრად ვკიდივართქო და გამიკვირდებოდა კიდევაც რადგან ყოველთვის ყველა ბიჭისგან განვიცდიდი და განვიცდი ყურადღებას. - მეც ვაპირებ წასვლას და თუ გინდა გაგიყვან - მითხრა დამიანემ თავისი უძალიანმაგრესი ხმის ტემბრით.
- იყოს არ შეწუხდე - გავუღიმე და გულში ვნატრულობდი ნეტავ კიდევ ერთხელ მთხოვოსთქო.
- კაი რა შეწუხებაა, მოემზადე მე მანამდე აქ დაგელოდები.
თავი დავუქნიე და რასაც ქვია ავფრინდი ჩემს ოთახში, გამოვიცვალე და სარკესთან დავტრიალდი. თუ გაგიჟებაა გაგიჟება იყოს. საკუთარ თავს თვალი შევავლე, ამჯერად მაღალწელიანი შავი, ტანზე მომდგარი ტყავის ელასტიკი მეცვა და თეთრი ტანზე მომდგარი მაისური, ფეხებზე კი ბალენსიაგა. ელასტიკი კარგად გამოკვეთავდა ჩემს საჯდომს, მოკლედ ისეთ "ზმანზე" ვიყავი ან გეი ან ქალთა მოძულე უნდა იყო რომ გულგრილად შემომხედო. კმაყოფილმა ჩავირბინე კიბეები დედას და მამას ვაკოცე ხოლო სტუმრებს დავემშვიდობე და დამიანესთან გავედი. მგონი ის კი არა მე ამიფორიაქდა ჰორმონები შავ მატოვ კანდელაკზე იყო მიყუდებული სიგარეტს ეწეოდა და ტელეფონში რაღაცას უყურებდა. რომ დამინახა სიგარეტის ბოლი ცუადად ჩაუშვა ფილტვებში და ხველა აუტყდა, აშკარად არც ის არ იყო კარგ დღეში. გავიღიმე და უკანალის ბუნებრივი რხევით გავემართე მანქანისკენ. მანაც ჯელტმენურად კარი გამიხსნა და დაჯდომაში მომეხმარა. ეჰ დამიანე დათუნაშვილო ან შენ შემიწირავ მე ან მე შეგიწირავ შენ.
ლუკასგან პირდაპირ სახლში დავბრუნება გადავწყვიტე, ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუთხარი, თან გზაში დამიანეზე და მის ქცევებზე ვფიქრობდი. აშკარაგ არ იყო ეს ბიჭი ჩემს მიმართ გულგრილი.


^^^^^^
დღე როგორც ყოველთვის დედას ყვირილით დაიწყო რომელიც მატყობინებდა რომ უნდა გამეღვიძა. მეც ავდექი ჩავიტარე დილის პროცედურები, ჩავიცვი და სარკესთან დავდექი, ამჯერად შავი ჰუდი მეცვა, შავ ტყავის ელასტიკზე და ფეხზე all star- ის შავი კედებ.



^^^^^
სკოლაში დედას აღარ წავუყვანივარ ამიტომაც მომიწია ფეხით წასვლა და დამაგვიანდა. გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო მეც ბოდიში მოვუხადე მასწავლებელს, ჩემი ადგილისკენ წავედი და ჰოი საოცრებავ რას ვხედავ, ზუსტად ჩემს მერხთან ზის დამიანე რომელიც ჩემსავით სულ შავებშია გამოწყობილი და საოცრად მაგრად გამოიყურება. მეც რაღა მექნა ქაჯივით აგდებას ხო არ დავუწყებდი ეს ჩემი ადგილია დამსვი მეთქი. კლასს თავლი მოვავლე და თავისუფალი ადგილი დავიკავე.
გაკვეთილი მალევე დამთავრდა და დასვენება დაიწყო. მე და ლუკინო როგორც ყოველთვის ერთად ვიყავით და ვიფხრიწებოდით იმდენს ვიცინოდით, თან ვამჩნევდი დამიანეს რამდენი გოგო ეხვეოდა და სურვილი მიტევდა ყველა გამეყარა და მარტო მე მიმესაკუთრა ეს ბიჭი ,მაგრამ თავმოყვარეობა უპირველესყოვლისა, ყველა აზრი თავიდან მოვიშორე და ისევ ლუკას მოსმენა დავიწყე რომელიც უკვე ცუდად მხდიდა იმდენს მაცინებდა.
შემდეგი რამოდენიმე გაკვეთილიც ჩვეულებრივად ჩატარდა და როგორც იქნა ჩემი სანატრელი დიდი დასვენება დაიწყო, მეც საპირფარეშოში გავედი და ზარის დარეკვამ მომისწრო, შემდეგი გაკვეთილი ბიოლოგია გვქონდა რომელიც ბიოლოგიის კაბინეტში გვიტარდება ხოლმე, მეც ჩემი კლასისკენ ავიღე გეზი ჩანთის ასაღებად და როდესაც წესით კლასი ცარიელი უნდა დამხვედროდა შესვლისას შევაწყდი დამიანეს და ნანჩოს (გოგოს რომელსაც ვერ ვიტან) ზასაობის სცენას, დამიანე მერხთან იჯდა ნანჩო კალთაში ეჯდა და თავლგახელილი კოცნიდა. როგორც კი შემამჩნია დამიანემ მაშინვე უემოციო სახით შემომხედა ნანჩო კი ღიმილშეპარული და უსირცხვილო სახით მიმზერდა. მეც თ იერი მოვირგე და ჩემი ჩანთის ასაღებად წავედი. - ძაან დიდი ბოდიში ხელის შეშლისთვის ჩანთას ავიღებ და წავალ- ვუთხარი, ირონიული ღიმილით გადავხედე და რაც შეიძლებოდა სწრაფად გავედი კლასიდან.
უხ როგორ მძაგავს ეგ გოგო. გულის რევა მინდება რომ ვიხსენებ რა სანახაობას შევესწარი, სკოლაში გაჩერება აღარ მინდოდა, გაკვეთილის დამთავრებას დაველოდე და დამრიგებლის მოძებნას შევუდექი. როგორც იქნა ვიპოვე. - მასწავლებელო სასწავლებელო- ღიმილით მივმართე დამრიგებელს.
-მაკო რა ხდება? - გაიღიმა მანაც და ინტერესით შემომხედა. - მასს, გულის რევის შეგრძნება მაქვს და თავსაც ვერვგრძნობ კარგად და გამიშვით რა - კნუტის თვალებით და საწყალი სახით შევხედე.
-კაი გაგიშვებ - გასაშვები ფურცელი შეავსო და მომაწოდა- სასწავლო ნაწილს მოაწერინე ხელი და მერე დირექტორთან რომ ქალი ზის ბეჭედს დაგირტყავს და წახვალ- მითხრა და ფურცელი მომაწოდა.
-გაფასებთ მას- ვაკოცე და ჩავეხუტე.
კლასში ჩანთის ასაღებად დავბრუნდი.
-ჩანთა რათ გინდაა- მეკითხება ლუკა
-აუ რავი მეზარება გაჩერება და დავაწექი მე- გადავკოცნე ლუკა და ჩემი "სასტავი" დავახამე ბარათის ქნევით - აბა ჰეთ წავედი მეე - თან ვიცინოდი და თან მივცუნცულებდი გასასვლელისკენ.^^^^
ერთი თვე ისე გავიდა რომ არც მე და არც დამიანეს ერთმანეთისთვის ზედმეტი ყურადღება არ მიგვიქცევია მარტო გამარჯობა გაგიმარჯოთი და რამოდენიმე უაზრო დიალოგით შემოვიფარგლებოდით, თან სად მეცალა მაგ ბაბნიკი ბიჭისთვის მალე გამოცდები მეწყებოდა და გადარბენაზე ვიყავი ხან რომელ რეპეტიტორთან ხან რომელთან.



^^^^^^^
დღეს ჩემი დღეა, როგორც იქნა სრულწლოვანი ვარ, ზუსტად 12:00 ზე შემოდიან ოჯახი, ლუკა, ნუცა და კატო ჩემს ოთახში და ყვირილით მილოცავენ დაბადების დღეს.
-კნუტო რო დავთვრები მომაკითხე და წამომიყვანე ხოლმე სახლში, იცოდე შენი იმედი მაქვს - მამა მიწვდის მანქანის გასაღებს და მეხუტება.
-ვაიმე მამილო განამჯერავს- გამოვართვი გასაღები, ჩავეხუტე და სირბილით ჩავედი მანქანის სანახავად, და თვალებს არ ვუჯერებ x7 შავი ფერის, ჩემი ოცნების მანქანა.
-მიჩმიკეთ ვინმემ, არმჯერა - ვყვირი ეზოდან და სიმეღერას და ცეკვას ვიწყებ - რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ჩემიიიი საუკეთესო დღაბადღების დღეა (ბავშვობაში დაბადების დღეს ვერვიძახდი და შემომრჩა ეს დღაბადღების დღე) - ემოციებისგან გათანგული ისევ სახლში შევრბივარ და გასაღებს ხელში ვათამაშებ.
მეგობრებმაც გადმომცეს საჩუქრები და ჩემთან დარჩნენ, თითქმის მთელი ღამე გავათენეთ ისევ მომავალი დღის გეგმებმა შეგვიშალეს ხელი ბოლომდე ფხიზლად ყოფნაში, უძინარი სახით ხომ არ ვიქნებოდით ჩემს დაბადების დღეზე.
როგორც კი გავიღვიძეთ ყველამ დაფეთებულებმა დავიწყეთ სირბილი, გოგოები ქალურ საქმეებზე ვიყავით გასასვლელები, ლუკას კი კლუბის და სტუმრების საკითხი უნდა მოეგვარებინა.
ნუცა, მე და კატო ჩემი მანქანით დავდიოდით აქეთ - იქით, ჯერ სალონში ვიყავით, მე თმა დავიხვიე, და მანიკური გავიკეთე მატოვი სტაფილოსფერი და შემდეგ კაბის ასარჩევად წავედით. ცხრა საათისთვის უკვე მზად ვიყავით და ლუკას ველოდებოდით რომელსაც "ბიბლიოთეკის" კოორდინატები უნდა მოეწერა. ესემესიც მოვიდა და გასვლამდე როგორც ყოველთვის ახლაც სარკეში ჩავიხედე, სტაფილოსფერი, მატოვი, მუხლს აცდენილი, ბარხატის კაბა მეცვა რომელიც მუხლთან და მკერდთან ჩახსნილი იყო, ფეხზე კი მაღალქუსლიანები.
კლუბში დაგვიანებით მივედით და შესვლისას ყველას ყურადღება ჩვენ მივიბყარით. ბავშვები მომესალმნენ და საჩუქრები გადმომცეს, ჩემდა გასაკვირად დამიანეც აქ იყო.
ძალიან ბევრი ვიცეკვეთ დავლიეთ და გავერთეთ.
-გოგონა ცეკვა შეიძლება- სიმპატიური ოცდახუთ წლამდე ბიჭი მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა
-რატომაც არა- მომნუსხველად გავუღიმე და ხელი გავუწოდე.
ცეკვისას არა სასიამოვნოდ მეხებოდა რამაც ჩემში გაბრაზება გამოიწვია.
-ხელი გაწიეთ თუ შეიძლება - გაბრაზებულმა ვუთხარიდა წელიდან მისი ხელის მოშორება დავიწყე, მაგრამ მან უფრო მიმიკრო და ცალი ხელი საჯდომთან ჩაასრიალა.
-კაი რა პატარა, გავერთოთ ცოტა - ამაზრზენად გამოღიმა და თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ.
-ხელი გამიშვი შენთან ერთად ცეკვა არმინდა მითუმეტეს გართობა- ამრეზით შევხედე და ისევ უშედეგოდ ვცადე მისი ძლიერი ხელის მოშორება.
-მგონი გითხრა რომ შენთან ცეკვა არ უნდა- დამიანეს ხმამ გაიჟღერა ჩემს ზურგს უკან და თავი დაცულად ვიგრძენი.
-ბიჭი შენ აქ არავინ არაფერს არ გეკითხება და შენთავს მიხედე რა- გაბრაზებულმა უთხრა დამიანეს და ხელები უფრო მომიჭირა.
დამიანე მოგვიახლოვდა და საშიში მზერა მიანათა კაცს
-ახლავე შეეშვი ამ გოგოს სიკვდილი თუ არ გინდა- უმკაცრესი ბარიტონით უთხრა და დაუღრინა.
ბიჭს შეეშინდა წავიდა და ახლა მისი ადგილი დამიანემ დაიკავა.
-შენ არიცი რომ ათას ყ*ეს არ უნდა ეცეკვო?!- წელზე ხელები შემომხვია და ტანზე ამიკრო, მეც გავიტრუნე მის მკლავებში და ვიგრძენი როგორ დამიარა სიამოვნების ჟრუანტელმა.
-და შენ არიცი რომ სკოლაში ათას ძ*კნას არ უნდა ეზასაო- ირონილი ღიმილით შევხედე და ხელები კისერზე შემოვხვიე.
-რაიყო არგსიამოვნებს სხვებთან ერთად რომ მხედავ? -დამატრიალა და ახლა უკვე ზურგინდან ამეკრო.
-შენ არ იცი როგორ ეგ ყველაფერი- გავიცინე და მის მკლავებში გავიტრუნე.
-ამ პასუხს არ ველოდი- კისერთან გახურებული და ფაფუკი ტუჩები დამადო და ნაზად მაკოცა, მეც ჩუმი ოხვრა აღმომხდა და ბუსუსებმა დამაყარეს.
ასე რამდენი ხანი ვცეკვავდით ღმერთმა იცის, ხალხმა დაშლც დაიწყო დილის ოთხი რომ ხდებოდა, ფხიზლებს მთვრალები მიყავათ და მემშვიდობებოდნენ.
-მაკ, ნუცა და კატო მე მიმყავს და წამოდი შენც - ღიმილით მითხრა ლუკამ და უკვე დათანხმებას ვაპირებდი რომ დამიანემ დაიწყო.
-მაკინეს მე წავიყვან სახლში, ფხიზელი ვარ- თქვა ისე რომ ლუკასთვის აღარც შეუხედავს მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე მეგობრებს დავემშვიდობე და დამიანეს ბარბაცით გავყევი უკან. მანქანის კარები გამიღო და ჩაჯდომაში დამეხმარა.
-დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურები- ისე მითხრა არც კი შემოუხედავს.
-მარტო დღეს? - ჩავიფხუკუნე
-არა მარტო დღეს, მაგრამ დღეს განსაკუთრებით მომინდი- ვნებიანი თვალებით გადმომხედა და ამოიხვნეშა
-რაიყო ჩვენი ნანჩო ვეღარ გაკმაყოფილებს- მთვრალი ვიყავი მაგრამ მაინც მოვახერხე წასისინება. ხმა აღარ ამოუღია.
შევამჩნიე რომ ჩემი სახლის გზაზე არ მივდიოდით და გაოცებული სახე მივაპყრე დამიანეს.
-სად მივდივართ დამიანე- პასუხის მოლოდინში ცმუკვა დავიწყე.
-ნუ ცმუკავ - დამიბღვირა- შენებმა იციან შაბათ-კვირას ერთად რომ გავატარებთ- კმაყოფილი მზერით მიპასუხა
-როგორ?- თვალები დავაბრიალე - მე არსადაც არ ვაპირებ წამოსვლას და დამაბრუნე რა სახლში ახლა ჩხუბის და დაძაბვის თავი არმაქვს რა- მობეზრებული მივეყრდენი საზურგეს.
-შენ არავინ არაფერს არ გეკითხება, ასერომ ჩუმად იჯექი მანდ სადაც ზიხარ- ისევ თვალების ბრიალით მითხრა.
-ღმეთო ჩემო ამას ვის გადავეყარე- ვთქვი და ცაში ხელები ავწიე.
ჩემს ქცევაზე ჩაეცინა და დარჩენილი გზა უსიტყვოდ გავიარეთ.



^^^^^
ნჯღრევამ გამაღვიძა, შემდეგ ხელში ატაცება ვიგრძენი მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი რომ თვალის გახელაც კი დამეზარა.
ვიღვიძებ და რას ვხედავ დამიანეს სხეულზე ვყავარ აკრული, ცალი ხელი ჩემს წელზე უდევს მეორე კი ჩემს თმაში აქვს შეცურებული, მეკიდე ფეხი მაქვს გადადებული მასზე და კარგი შეყვარებული წყვილივით გვძინავს. ფართხალი დავიწყე რომ მისი ხელები მომეშორებინა მაგრამ ეს გალეული გოგო ამ მთასავით კაცთან რას გავხდებოდი?!
-ნუ ფართხალებ რა იყო კიარ შეგჭამ- ზანტად ახელს თვალებს და სხეულზე უფრო მჭიდროდ მიკრავს.
-შენი უზარმაზარი ტორები მომაშორე და ადგომა მაცადე- რაც შეიმიძლია მკაცრი ხმით ვეუბნები.
-ძილში უფრო საყვარელი ხარ- ხელს მიშვებს და ადგომის საშვალებას მაძლევს , მეც წამოდგომას ვცდილობ მაგრამ თავბრუ მეხვევა და ისევ თბილ საწოლში ვბრუნდები და საყვარლად ვეკუტნები დამიანეს თან ცხვირს მკერდზე ვუხახუნებ.
-ახლა თავბრუ მეხვევა და იყოს მერე ავდგები- ვუღიმი და საყვარლად ვუყურებ.
-რაგეგონა აბა მაგდენს რომ სვავდი- ნიშნის მოგებით მეუბნებ და ისევ თბილად მიკრავს სხეულზე




^^^^^^
საღამოს გამეღვიძა ისევ დამაინეს მკალვებში. ვაიმე ამ ბიჭს ძილითაც კი რა ლამაზად ეძინა. შუბლზე თითის კაკუნი დავუწყე (არ შემიძლია მე თუ მღვიძავს სხვასაც უნდა ეღვიძოს)
-გააჩერე გოგო ეგ თითები რაუბედურებაა - ბუზღუნით მეუბნება და ხელს მიჭერს
-გამიშვი რა ახლა მართლა უნდა ავდგე- ვეუბნები და ადგომას ვცდილობ
-ცოტა ხნის წინაც ეგრე იძახდი მაგრამ სად ამოყავი თავი ხო ხედავ- ირონიულად მეუბნება.
-გააფსი რა- ვებუზღუნები და ცხვირაწეული ვდგები - ჭკვიანო რო მომკიდე ხელი და რო წამომიღე, რა ვქნა ახლა მე ,გამოსაცვლელი მე არმაქვს და არაფერი.
-სამაგიეროდ მე მაქვს და ჩემებს ჩაგაცმევ ისედაც სულ ბიჭის ტანსაცმლით დადიხარ.
-ღმერთო შენ გადამატანინე ეს ორი დღე ამასთან და სხვა არაფერი არმინდა-ვწუწუნებ და ოთახიდან გავდივარ.

^^^^^^^^
დივანზე ვზივარ და ვუყურებ დამიანეს რომელიც ახლახანს გამოვიდა ოთახიდან
-სადვართ არ მეტყვი?
-კი. სვანეთში ვართ- გაბადრული სახით მეუბნება და დივანზე მიხტება პატარა ბავშვივით.
-მომეცი შენი ტანსაცმელი გამოცვლა მინდა -ბრძანებასავით ჟღერს ჩემი ხმა- და სანამ გამოვიცვლი საჭმელი დამახვედრე.
-ტანსაცმელი ჩვენს ოთხაში დევს ჩემოდანში - თავით მანიშნებს ოთახისკენ.
-სულ ჩვენს აი - ვამახვილებ ყურადღებას "ჩვენს ოთახზე" და ვბუტბუტებ, ოთახში შესულმა გადმოვაფხუე ჩემოდანი და შორტი და დახეული მაისური ამოვიღე რომელიც ლავიწებს ისე ლამაზად მიჩენდა რომ შემძლებოდა ჩემს თავს ვუკბენდი. -ოჰ ვაჟბატონი მომზადებულა- ჩავილაპარაკე და ჩემთვის გამზადებულიკბილის ჯაგრისი ავიღე და აბაზანაში შევედი. გამოსვლისას ისეთი სურათი დამხვდა ლამის იქვე დავდნი, დამიანე სამზარეულოში ტრიალებდა ტუჩებ დაბუსხული, ისეთი სერიოზული სახით გეგონებოდათ სამყაროში არსებულ პრობლემების მოგვარება ევალება და აზრზე არ არის რა ქნასო.
-რას აკეთებ დამუშკები- ცუნცულით მივუახლოვდი და არეულ სამზარეულოს თვალი გადავავლე.
-იდეაში ომლეტს მაგრამ როგორც ხედავ არ გამომდის- პატარა ბავშვივით მიღიმის.
-მე დავიწვი შენი ცოდვით - ვეუბენბი სერიოზული სახით მაგრამ სიცილი მაინც მეპარება- კაი ხო გამოდი მე ვიზამ ყველაფერს.
ვივახშმეთ, წითელი ღვინო დავლიეთ და სავარძელზე მოვკალათდით.
-მოდი სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ - წამოენთო უცებ დამიანე და ყურებამდე გამიღიმა.
-მოიცა რა, ორ კაცში რა სიმართლე თუ მოქმედება უნდა გამოვიდეს- თავლებს ვატრიალებ.
-კაი რა მაკი- ისეთი საწყალი სახით მიყურებდა არშემეძლო უარი მეთქვა
-კაი ხო ჯანდაბას შენი თავი- ამოვიხვნეაშე - დაიწყე.
-კაი- გაიღიმა და პატარა ბავშვივით ტაში შემოკრა- ს თუ მ?
-მოქმედება
-ხოდა მოდი კალთაში ჩამიჯექი- მუხლებზე ხელი დაირტყა და დამელოდა, მეც თვალები გადავატრიალე და ჩავუჯექი - ასე არა- დამიბღვირა და ფეხები გადამშლევინა და ისე დამისვა რომ მუცელზე ვეკროდი, პირდაპირ მას ვუყურებდი და ჩვენი სუნთქვა ერთმანეთს ეფრქვეოდა, ვაიმე რა საოცარი დამიანესეული სუნი ასდიოდა.
-ახლა შენ, ს თუ მ?
-სიმართლე
-რატო წამომაკონწიალე აქ?
-შენთან ერთად მინდოდა ყოფნა- მითხრა და ხელები შემომხვი წელზე და უფრო კარგად მიმიკრა - მოეშვი რა, ს თუ მ?
-სიმართლე
-მოგწონვარ? - თვალები ამიჟუჟუნა (კიდევ კარგი სანამ დავიწყებდით რამოდენიმე ჭიქა ღვინო დავლიეთ და ახლა ცოტა შეზარხოშებული და უფრო გაბედული ვიყავი)
-კი - ვუთხარი და დავინახე როგორ გაუბრწყინდა თვალები- ს თუ მ?
-მოქმედება
-კისერი გადაწიე და მაკბენინე - სულ მინდოდა მისი კისრის დაკბენა და მიხაროდა სურვილს რომ ავისრულებდი.
კისერო გადაწია და დამელოდა, მეც ნელა მუვუტანე ტუჩები კისერთან და კბილები ჩავასე, ვუკბინე, ამოიხვნეშა და ხელები ბარძაყებზე მომიჭირა, ეტყობოდა რომ ესაიმოვნა, ამაზე გათამამეულმა კბილებით კანი გამოვუწელე და შემდგომ ვნებიანად ვაკოცე ნაკბენ ადგილზე. საიდან ამდენი გამბედაობა.
-ს თუ მ? - კისერი გადმოწია და ვნებიანი თვალები შემომანათა.
-მოქმედება
-ხოდა თუ მოქმედება მაშინ მაკოცე.
მეც კარგად მოვკალათდი მის მუხლებზე, ტუჩებთან ახლოს დავიხარე და უცებ ლოყაზე ვაკოცე, თან ავკისკისდი.
-ეე ეგ რა პონტია - ბუზღუნი დაიწყო პატარა ბავშვივით.
-არ დაგიზუსტებია სიყვა- ავკისკისდი და ტუჩზე ვიკბინე.
-ნუმიწვევ- ხელები დაეძაბა და უფრო მომიჭირა ბარძაყებზე.
-მე? - კრავის ნიღაბი ავიფარე სახეზე- მე რა შუაში ვარ- ხელები კისეზე შემოვხვიე და ყურთან დავიხარე - რა ჩემი ბრალია შენ თუ ჰორმონებს ვერ იმორჩილებ - ხვნეშით ვუთხარი და ვერც გავიაზრე ისე წამოფრინდა ჩემთან ერთად და კედელზე ამაყუდა,ხშირ სუნთქვას მაფრქვევდა ყელთან და მკაცრი სახით მიყურებდა, ბარძაყებზე ხელები მომიჭირა და ფეხები უფრო შემომახვევინა მის წელზე, მეც ვეღარ შევიკავე და ოხვრა აღმომხდა, ამაზე უფრო გადაირია და გიჟივით მეტაკა ტუჩებზე, თან ხელებს ხან საჯდომზე და ხან ბარძაყებზე მიჭერდა და უფრო მაწვებოდა.
-მაგიჟებ- ხვნეშით ამოთქვა და ჩემს კისერზე თავი ჩამოდი თან სველ კოცნას მიტოვებდა და უფრო მაფორიაქებდა მეც უკვე მიჭირდა ხმის შეკავება და ჩემს ბაგეებს კვნესის ნოტები წყდებოდა.
-გეყოს რაც მკოცნე და ჩამომსვი - არც კი იცით ეს სიტყვები ჩემს სურვილებს როგორ ეწინააღმდეგებოდნენ.
-ვერ გელევი - ამოიხვნეშა და დანანებით ჩამომსვა
-ვააა შენი ბიჭი ამდგარა - ირონილად გავხედე და თვალებით შარვალზე ვანიშნე - ნანჩოს დავურეკო? დაგაწყნარებთ - ვუკბინე და ირონიულად შევხედე.
-ნანჩო მაგრად , მე მხოლოდ შენ მინდიხარ - თითქმის ყვირილით მითხრა.
-საქმეც მაგაშია დამიანე, შენ მხოლოდ ხორციელი ჟინის დაკმაყოფილება გინდა, ბოდიში მაგრამ არ მაქვს სურვილი შენი ერთჯერადი გოგოშკა გავხდე რომელსაც იხმარ და მერე დაიკიდებ - ჩვეული სიწყნარით და აღელვების გარეშე ვუთხარი.
-როგორ ახერხებ რომ წარბის შეუხრელად მიფორიაქებ ყველა ნერვს რაც ტვინში მაქვს - თავზე ხელს ისვამდა და აფორიაქებული მიყურებდა.
-ჩემი არ არის ჩამიდეს - სიცილით ვუთხარი.- აუ მეძინება.
-წამოდი მერე დავიძინოთ
-თ?
-ხო რაიყო - გაოცებულმა შემომხედა.
-შენ ჩემთან არ იძინებ.
-ბებია წკაპ - გადაჭრით მითხრა და საჯდომზე ხელი მომარტყა - შეცუნცულდი.
-ვირო, შე ჰორმონებ დამონებულო კაცო- ვუთხარი ვითომ და გამწარებულმა.
ამ სიტყვების გაჟღერება და ხელში ატაცება ერთი იყო, როგორც ცოტა ხნის წინ ისევ შემისვა მუცელზე და კედელზე მტკივნეულად მიმაჯახა, მთელი ძალით მაწვებოდა, ვნებიანად მიყურებდა და თან ხვნეშოდა.
-გინდა ამწამსვე მართლა დავემონო ჰორმონებს ?!- ნიშნის მოგებით მითხრა და სახე ახლოს მომიტანა.
-ნუ მაშინებ - ტუჩებთან ისე ვუთხარი რომ რამოდენიმეჯერ გაეხახუნნენ ჩვენი ტუჩები.
-სასწაულად ცდი ჩემს მოთმინებას - მითხრა და ტუჩებზე მეძგერა ისევ, ჯერ ქვედა ტუჩს მიკოცნიდა,მერე ზედას და ბოლოს მთლიანად დაეპატრონა ჩემს ბაგეებს. მეც მასთან ერთად ვხვნეშოდი და თან მის თმაში მქონდა ხელი შეყოფილი და ვუჭერდი, ერთი ორჯერ ვუკბინე კიდევაც.
-დაწექი სანამ ჯერ კოდევ გონზე ვარ - ჩამომსვა და დანანებით შემომაჩერდა თვითონ კი სააბაზანოში გავიდა ალბათ ხვდებით რის გამოც. სააბაზანოდან უფრო დამშვიდებული სახით გამოვიდა, გვერდზე მომიწვა, ზურგიდან ამეკრო, ჩემი საჯდომი მიიბჯინა და ორივე ხელი ძლიერად შემომხვია წელზე.
-რანაირად მიჭერ კიარ გავრბივარ- გაოცებულმა ვუთხარი
-მაცადე, შენს შესისხლხორცებას ვცდილობ - მითხრა ბოხი და ვნებიანი ხმით, მეც ვერ მოვითმინე შევტრიალდი და კისერზე ვეცი. ისე ვკბენდი თითქოს ვამპირი ვარ და სისხლის ამოწოვას ვცდილობდი, მასაც აევსო მოთმინების ფიალა და ტუჩებზე დამაცხრა, გახელებული მკოცნიდა, ზევიდან მომიქცია და ხელებს სასტიკად მიჭერდა ხან ბარძაყებზე და ხან საჯდომზე, მეც ვეღარ შევიკავე და კვნესის ნოტებმა გააპო ჩემი ტუჩები. მძლივს გავიაზრე რომ ეს ყველაფერი სასიამოვნოდ მაგრამ არც ისე სახარბიელოდ დამთავრდებოდა ჩემთვის ამოტომაც მისი the სექსუალური და დაკუნთული სხეულიდან გადმოვძვერი და ცხვირი კისერზე გავუხახუნე.
-იცი რა?
-რა? - მიპასუხა და თან სუნთქვის დარეგულირებას და დაწყნარებას ცდილობდა-უკვე შენს სურნელთან ერთად ჩემია სურნელიც აგდის- ვუთხარი და ფხუკუნი ავტეხე. მანაც თავში შემიცურა ხელი და თმაზე მოფერება დამიწყო. უცებ ყბაზე ხელი მომიჭირა და თავი ამაწევინა.
-მე შენ მომწონხარ, მართლა მომწონხარ და არ გაპატიებ სხვას მისცე უფლება ისე შეგეხოს როგორც მე გეხები, რადგან დღეიდან შენ მხოლოდ მე მეკუთვნი და დალშე ყველა მაგრად - თვალები დამიბრიალა და ტუჩზე მოწყვეტით მაკოცა - ახლა კი დაიძინე თორემ შენ იმდენს იზამ მთელი ღამე სასიამოვნოდ დაგვათენდება - ირონიულად და გამაფრთხილებელი ტონით მითხრა.
დღეს მარტოს გამეღვიძა, მეც უცებ ავდექი დილის პროცედურები ჩავიტარე, დამიანეს ტანსაცმელი ჩავიცვი და ოთახიდან გავედი. დამიანე დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა, მეც ჩუმად მივეპარე და კალთაში ჩავუხტი.
-დივანზე რბილად შენ ფეხებზე ვზივარ- ვუთხარი და კისერში ვაკოცე.
-შენ თუ არ მოისვეyნებ, მალე რბილ ფეხებზე კი არა გრძელ და მაგარ რაღაცაზე აღმოჩნდები- ნიშნის მოგებით მითხრა და თვალი ღიმილით ჩამიკრა.
-ფუ რა გარყვნილი ხარ- ვუთხარი და მისი ფეხებიდან გადაცოცება ვცადე.
-დაეტიე იქ სადაც ზიხარ- თვალების ბრიალით და მკაცრი ბარიტონით მითხრა- ახლა რისი ღირსი ხარ შენ?- ბარძაყებზე ხელები მომიჭირა და უფრო მიმიკრო სხეულზე.
-რა დავაშავე? - გაკვირვებულმა ვკითხე.
-ამას ხედავ? - კისერზე თითით მიმანიშნა და ჩემი ნაკბენის კვალი და სისხლ ჩაქცევები რომ შევამჩნიე სიცილი ამიტყდა - რა გაცინებს გოგო?
-რაო დამუშკები გეშინია დედიკო არ გეჩხუბოს? - ლოყები გავუწელე და მის გაოცებულ სახეზე ისე ავტეხე სიცილი უკვე მუცელი მტკიოდა.
-არ ხარ შენ ნორმალური - დანანებით ამოთქვა.
-ისეთი რამ მითხარი რაც არ ვიცი.
-მომწონხარ
-ეგ უკვე დიდი ხანია ვიცი კნუტო - ნიშნის მოგებით ვუთხარი
-ვაჟიშვლივარ
-ვიც.. რა? - გაკვირვებულმა შევხედე და უცებ სიცილი აუტყდა
-შენი სახე რომ დაგანახა ცუდად გახდებოდი - იცინოდა - რა? - გამაჯავრა და სიცილი განაგრძო.
-სად წავიდა ის დასტოინი ბიჭი პირველად რომ ვნახე?
-იმ დასტოინ და აგღზნებულ ბიჭს ნელნელა მოთმინების ფიალა ევსება და თუ მალე არ შეწყვეტ ჩემს ჰორმონებზე თამაშს მართლა მომიწევს ნანჩოსთან მისვლა და დაკმაყოფილება - ხრიწიანი ხმით ჩაილაპარაკა და ტუჩზე იკბინა.


^^^^^^^^
წამოსვლისას მანქანაში თითქმის ხმააამოუღებლად ვიჯექით. ისევ დამიანემ დაარღვია სიჩუმე.
-მოვიწყინე და რამე ვქნათ- გამეკრიჭა როგორც ყოველთვის.
-შენ მოიფიქრე.
-მე უკვე მოფიქრებული მაქვს - გადმომხედა და თვალი ჩამიკრა
-მერე მე რაღას მეკითხები - თვალები გადავატრიალე.
მანქანა გაჩერდა ღვედი მოიხსნა და ჩემსკენ გადმოიწია.
-რას აკეთებ? - გაოცებულმა შევხედე
-შენ ხო მითხარი მე რაღას მეკოთხებიო ხოდა ისე ვიზამ როგორც მე მინდა - სიტყვა დაამთავრა და მაშინვე ტუჩემბზე მეტაკა, თავიდან არ ავყევი კოცნაში მაგრამ შემდგომ ისე დამიწყო კოცნა თავის შეკავება ვეღარ შევძელი და მეც ავყევი. თავის კალთაში მოუხერხებლად გადამისვა და სავარძელი უკან დაწია რომ ორივე დავტეულიყავით . ხელებს საჯდომზე მიჭერდა და მეც ალაგ-ალაგ კვნესა აღმომხდებოდა ხოლმე.
-გეყოს დამიანე - დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ მის ტუჩებს მოვწყვეტილიყავი. - არმინდა მე შენთან ასეთი ურთიერთობა.
-როგორი ურთიერთობა მაკინე იქნებ ამიხსნა?
-როგორი და ასეთი, როცა მოგინდება მაშინ ვერ მომკიდებ ხელს და ვერ წამაკონწიალებ იქ სადაც გინდა და ვერ მაკოცებ მაშინ როცა გინდა - დავუბღვირე და ისე ველაპარაკებოდი რომ მისი კალთიდან არც კი გადავსულვარ. - უკვე გითხარი რომ არ მინდა შენიერთ-ერთი გოგო ვიყო რომელსაც თითს გაუტკაცუნებ და შენთან გაჩნდება. ვერ მაკოცებ იმ ტუჩებით რომლითაც ცოტა ხნის წინ ღმერთმა იცის სხვას რას უშვრებოდი.
-აშკარად ვერ ხვდები რა ადგილი გიკავია ჩემს ცხოვრებაში. - ამოიხვნეშა მობეზრებულად და თავზე ხელი დაისვა - შენთან მინდა მაკ, რატომ ვერ ხვდები.
-შენ ნანჩოსთანაც გინდოდა- გავიბუსხე და ხელები გადავიჯვარედინე.
-რატო შე*ცი მაგ ნანჩოს თუ ნანას?- დაიყვირა უცებ. - რით ვერ მოწვი რო ეგ გოგო? - ვერ ცხრებოდა და ყვირის აგრძელებდა.
-ასეთი გაბრაზებული რომ ხარ თავს ვეღარ ვიკავებ- ტუჩებზე ვიკბინე და მის ბაგეებს დავაცხრი და მთელი ვნებით ვკოცნიდი.
-არ მესმის შენი მაკ, ვერ გავიგე რა გინდა - კოცნა შეწყვიტა და გულში ჩამიკრა.
-რა არის გაუგებარი? მე ან ყველაფერი მინდა ან არაფერი.
-მიყვარხარ მაკი - ამოიხვნეშა.
-მეც.
-ხოდა ვსიო ამიერიდან მთლიანად შენი ვარ ცუნცულ - გაიცინა და ცხვირზე თითი დამკრა
-აზრზე არ ხარ თავი რაში გაყავი - მეცოდები სახით შევხედე ბოლოჯერ ვაკოცეთ ერთმანეთს, დამიანემ ჩემს ადგილას დამსვა, ღვედი შემიკრა და დარჩენილი გზა სიცილში გავლიეთ.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ჰმმმ.... თითქოს დაუსრულებელია... გაგრძელებას არ დაწერ??? დაუკმაყოფილეებლობის შეგრძნება დატოვა... ისე მშვენიერი იყო

 


№2  offline წევრი artificial

ანი ანი
ჰმმმ.... თითქოს დაუსრულებელია... გაგრძელებას არ დაწერ??? დაუკმაყოფილეებლობის შეგრძნება დატოვა... ისე მშვენიერი იყო

madloba didi❤️ mec vergadmoveci ise rogorc dageili mkonda. gagrdzelebaze davfikrdebi

 


№3  offline წევრი hanabi

კარგი ისტორიაა ბევრი ვიხალისე. ხოლო თუ გაგრძელებე ექნებოდა იმასაც სიამოვნებით წავიკითხავდი.

 


№4  offline წევრი artificial

hanabi
კარგი ისტორიაა ბევრი ვიხალისე. ხოლო თუ გაგრძელებე ექნებოდა იმასაც სიამოვნებით წავიკითხავდი.

madloba didi❤️ gagrdzeleba armgonia rom davcero

eremar
არ წამიკითხავს, თუმცა სათაურმა შეიძინა ახლა ჩემთვის საბედისწერო მნიშვნელობა.დიახ, ან ყველაფერი, ან არაფერი_ სწორედ ეს არის ჩემი დილემის გადაჭრის უკანასკნელი გზა. რომელსაც სულ მალე განვახორციელებ!

imedia isiamovneb❤️ emociebs velii

 


№5  offline წევრი Worlds gone crazy

რაღაც ძაან დაცხა ხო?! scream ეს რა იყო?! (რიტორიკული შეკითხვა იყო შეგიძლია არ გამცე პასუხი laughing ) ისტორია იყო ძააან სიფორთხლე და საყვარლობა kissing_heart მემგონი ყველაზე ჰოთ წყვილია დამჩიკო და მაკი heart_eyes ამათ ისტორიას რომ გაგრძელება რომ არ ჰქონდეს ჩათვალე ჩემს ცოდვაში ყოფ ფეხს smile (კარგი ეს ხუმრობით მაგრამ მართლა ძაან გამახარებ თუ მეორე ნაწილსაც დადებ)მიყვარხარ მე შენ heart_eyes

 


№6  offline წევრი artificial

Worlds gone crazy
რაღაც ძაან დაცხა ხო?! scream ეს რა იყო?! (რიტორიკული შეკითხვა იყო შეგიძლია არ გამცე პასუხი laughing ) ისტორია იყო ძააან სიფორთხლე და საყვარლობა kissing_heart მემგონი ყველაზე ჰოთ წყვილია დამჩიკო და მაკი heart_eyes ამათ ისტორიას რომ გაგრძელება რომ არ ჰქონდეს ჩათვალე ჩემს ცოდვაში ყოფ ფეხს smile (კარგი ეს ხუმრობით მაგრამ მართლა ძაან გამახარებ თუ მეორე ნაწილსაც დადებ)მიყვარხარ მე შენ heart_eyes

ვაიმე შენ არ იცი შენი სიტყვებით როგორ დაუფიქრებლად მომისროლე მეცხრე ცაზე. ძალიან მიყვარხარ მე შენ და აზრზე არხარ როგორი სტიმული მომეცი. ყველანაირად ვეცდები რომ მეორე ნაწილიც დავწერო❤️

 


№7  offline მოდერი მარტო სახლში

dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

 


№8  offline წევრი artificial

მარტო სახლში
dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

მადლობა და მიხარია რომ მოგეწონა❤️

 


№9  offline წევრი Annie Annie_2

ძალიან მომწონს შენ მიერ დაწერილი ისტორიები,დიდ სიამოვნებას ვიღებ.ისეე მართლა ძალიან მინდა შენს მიერ დაწერილს ისტორიებზე დაყრდნობით ფილმი შექმნან,სიამოვნებით ვუყურებდი...ძალიან მიყვარხარრ <3

 


№10  offline წევრი artificial

Annie Annie_2
ძალიან მომწონს შენ მიერ დაწერილი ისტორიები,დიდ სიამოვნებას ვიღებ.ისეე მართლა ძალიან მინდა შენს მიერ დაწერილს ისტორიებზე დაყრდნობით ფილმი შექმნან,სიამოვნებით ვუყურებდი...ძალიან მიყვარხარრ <3

ისე მაგაზე მეც მიფიქრია???? ძალიან მიხარია რომ მოგეწონა❤️ და ძალიან მადლიერივარ ასეთი კომენტარისთვის❤️ სასწაულიგოგოხარ და სასწაულად გამახარე❤️

 


№11  offline წევრი anukaaa

Gaagrdzeleb?

 


№12  offline წევრი artificial

anukaaa
Gaagrdzeleb?

ჩემი აზრით გაგრძელება ბანალური იქნება ამიტომაც არმგონია მეორე ნაწილიც დავწერო❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent