შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგდალენა (თავი 1)


21-12-2018, 21:57
ავტორი _alaskaay_
ნანახია 1 396

,, ქარის წისქვილი"



მივდივარ გაჭირვებით, მთელი აღმოსავლეთიდან მოტანილი მიწა ოფიციალურად, ცხვირ-პირსა და თვალებში მაქვს. ცემინება და ,,რასტორის" მოსაზელი სილა მხოლოდ ჩემი ორგანიზმიდან გამოიყოფა. ვერ ვიტან ამ ქუთაისს და რა ვქნა? ,,ვოფშე" არ ვარ მე ქალაქის პრინცესა. გავჩენილიყავი სადმე მთაში, მიყრუებულში, უკანასკნელი გლეხის ქალად. თუ რამეზე დამეწუწუნა ურო ჩამცხეთ და მომკალით.
ხოდა რას ვამბობდი, მძულს ეს ქუთაისი- მეთქი. ჯერ ფუ! იმიტომ, რომ საზიზღარი ამინდები იცის. თუა, ქარია, ისეთი წყალტუბოს გადასახვევთან რომ დადგე, უპრობლემოდ, ყოველგვარი ტრანსპორტული საშუალებების გარეშე, კაკ მინიმუმ 10 წუთში კოპიტნარის აეროპირტთან ხარ. (დადებითი აქვს ტრანსპირტის ფულს არ ხარჯავ) მერე ფუ! იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ისე არ ხდება, თუ მთელი ქვეყნიერების სილა-ნაგავი შენს ორგანიზმში სხვადასხვა (არაინტიმურ ) ხვრელებიდან არ აღმოჩნდა ორგანიზმში. მესამედ ფუ! იმიტომ, რომ მძულს ვაკე-დაბლობები. მეოთხედ ფუ! იმიტომ, რომ ქუთაისი არც ქალაქია, არც სოფელი და ვერ ჩამოყალობდა საზოგადოება, ,,იძერსკოს" თუ, წაი-მოი-ს ბღაოდეს ;) მეხუთედ ფუ! იმიტომ რომ ყველა ჯიშის, რჯულის, გუნების, მოქცევისა და მიქცევის ადამიანს შეხვდებით კეთილის გარდა. მეექვსედ ფუ! იმიტომ, რომ მძულს ქალები, რომლებიც მანჭვა-გრეხის ხასიათზე არიან მუუუდამ (განურჩევლად დროისა, სიტუაციისა, საჭიროებისა და ასაკისა ) და მძულს კაცები, რომლებიც დედის, დის, ცოლის, შვილის ხარჯზე თვეში 672 საათს 100 წუთსა და 37 მეათედ წამს ატარებენ, ქუჩის ,,ბირჟაზე" (ჯერ რა უბედურობა სიტყვაა და მერე აქ, რომ სიტუაცია სუფევს! :) ) განუწყვეტლივ, ,,კაი" ბიჭობასა და ქურდულ მენტალიტეტზე საუბრობენ. დედაჩემს დაბადების წუთიდან ზარავს, ზემოთ ხსენებული საქციელები (ვერც გავამტყუნებ(თ) ) ჩემმა ი-რნმ-მ კი დიდის ამბით ,,გადმოწერა" ეს ფუნქცია რითაც უკლებლივ მადლობას ვუხდი ყველა იმ გენურ კოდსა და სხვა გარემო თუ არა გარემო ფაქტორებს, რამაც ამაში წვლილი შეიტანა.....(აქვე შენიშვნა, ფილოლოგიური, ისტორიული, და იურიდიული ფაკულტეტები მაქვს დამთავრებული (ერთდროულად) და მინუსებში ვიცი, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) ზემოთხსენებული ფაქტორებიდან, საკმარისად ბევრი მიზეზი მაქვს, ,,დავკრა" ფეხი და სადმე შორს წავიდე. ნუ არა რა შორს, ,,პრინ-ციპში" სადაც ტიბეტი არ არის შორს, არც თუშ-ფშავ-ხევსურეთია... (ოო, როგორ მიყვარს ეს თემური წყობილების კუთხეები აზრზე არ ხართ!.... მარა მოხვალთ ;)

დავით (დ)აღმაშენებელს მადლობა, რომ გიჟდებოდა ქუთაისზე... (დ)აღმაშენებელი იმიტომ, რომ იმ ოჯახ-(ქვეყანა) აშენებულმა (სად ქონდა ქვეყანა მ ა რ ა მაინც), ისე მომიწყო 920 წლის უკან ყველაფერი, ახლა ჩემი გვარისა, ჯიშ-ჯილაგისა და მისი აღმატებულებას მეშვეობით მარტოდ-მარტო დიდი, დიდი საფიჩხიაზე ვარ ნამყოფი. ისიც წუთში შვიდას ორმოცი ზარითა და შვიდას ორმოცი კუბში აყვანილი ტექსტური შეტყობინებებით.


ვინ ვარ მე !
მე ვარ, საქართველოს უმაღლესი საგვარეულოს, საქართველოში მყოფი ერთად-ერთი, ბაგრატიონთა შტოის შემორჩენილი, ერთად-ერთი ქალი ბაგრატიონი (რომელმაც გვარი უნდა გააგრძელოს, ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ ...ამიტომ პირობითად ერთად-ერთი) და მართლაც ერთად- ერთი (სახელისა და გვარის მქონე) მაგდალენა ბაგრატიონი. ( არავითარი, მარი, მაგდა, მაგდიკო, მაგდანა ან მაგდალ"ი"ნა... ჩვენი ილიკოს დედის საპატივცემულოდ მქვია, ბოლოს და ბოლოს და სახელს ნუ მიმახინჯებთ. ( ილია ჭავჭავაძე იგულისხმება ;)
არც მამაჩემია, მხარზე წამოწოლილი დადგვაროვანი კაცი, არც დედაჩემი. არც სამას სამოძდაათი ძიძითა და ხუთას სამოცი მოსამსახურით გამოვირჩევით ოჯახი. არც მამა მყავს პოლიტიკოსი და არც დედა დიასახლისი. არც მე ვარ დედისერთა, მაგრამ და-ძმამ მიგვატოვა და აღარც გამოჩენილან 9 წელია. ნუ არც ერთი დაგვიბრუნდება, რომ მოგიყვეთ მათი ამბავი. გვარი გადაიკეთეს და ძულთ საქართველო! კონკრეტული მიზეზების გამო.

დავუბრუნდეთ ბ.გაგა-ს. მამა -ფიზიკა-მათემატიკოსია, რომელიც სახლიდან გაუსვლელად, სულ რაღაც 2000 ამერიკულ დოლარში ამზადებს თითო ბავშვს. (მაგარი მეძვირე მამა მყავს, ვიცი. მაგრამ მისი მომზადებული ბავშვები, მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ყველა უძლიერეს ინსტიტუტში 100% გრანტით აბარებს)

დედა ნინო ზაქარეიშვილი-ქიმია-ბიოლოგიის მცოდნეა. ნუ საკმაოდ მეძვირეა დედაც და ორჯერ მეტს იღებს ვიდრე მამა გადამზადებაში. მაგრამ, უძლიერესია. ორჯერ აქვს ნობელის პრემია მიღებული. (ოღონდ რის გამო არ ვიცი, არაფერი გამეგება ამ საგნებში და მიტომ)

პატარაობაში მყავდა ძიძა, რომელიც ახლა დამლაგებელია. ვინაიდან და რადგანაც დედაც იცლის ოჯახისათვის, მეც მცალია მაგიტომ ყოფნის ერთი დამლაგებელი. (ჯამში) 91 ოთახს, (კონკრეტულად 6 სააბაზანოს, 7 სასადილოს, 20 სასტუმროს, 5 საგვარეულო ატრიბუტების მოსათავსებელს, 40 საძინებელს, 5 სპორტულ, 2 სანიტრისთვის განკუთვნილ, 3 საკუჭნაოს, 1 საცურაო აუზის ოთახს 1 კინოთეატრსა და 1 ლაბორატორიას) გვაქვს ასევე დიდი ეზო, სადაც მოწყობილი გვაქვს, დიდი ლამაზი ბაღი, საცურაო აუზი, ჩოგბურთის მინი სტადიონ. ეს ყველაფერი, მამაჩემისა და დედაჩემოს ხარჯზე. პ.ს იმ ხარა-ხურეების გარდა, რაც 5 ოთახში გვაქვს განლაგებული და რაც ნამდვილად არაა ღირებული, არაფერი უბოძებია ჩვენ ბაგრატიონთა წინაპრებს. (პ.ს ესეც მამაჩემის დაუღალავი შრომისა და ფულის ყრის მეშვეობითაა შეძენილი, არც ეგენი დაუტოვებიათ) ან გვიბოძეს და ინგლისსა, ესპანეთსა თუ საფრანგეთში გახიზნულ ბაგრატიონებს აქვს წაღებული.


მოკლედ ის ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, მხოლოდ და მხოლოდ მამაჩემის და დედაჩემის შრომის, ოფლის ხარჯზეა შეძენილი. ფულში მოცურავე, განდიდების მანიის მქონე მშობლების (სინამდვილეში ასეთები არ არიან და გაიცნობთ კიდეც) ხარჯზე არაფერი მაკლდა. იმისდა მიუხედავად, რომ სულ ვვუარყოფ, მაინც ვატყობ ჩემს თავს, რომ ფუფუნებაზე ვგიჟდები. (მის გარეშეც შემიძლია ცხოვრება რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერი კარგი, კარგია! ;) მე რუსულ შოკოლადებზე გაზრდილი ბავშვი, იმათ ცხოვრებას ვნატრულობდი ვინც ჟღვლინტს ჭამდა და ჩემ ცხოვრებაზე ოცნებობდა. ო, რა თავისუფლად გავცვლიდი ყოველივეს, მხოლოდ ერთ იმ პატარა დეტალში, რასაც მთაში გასეირება ჰქვია.
მშობლები მყავს, პანიკის ქალღმერთი და კაც-ღმერთი. მე 23 წლის გოგო, ბოლო დამამთავრებელ კურსზეც კი, ერთად-ერთხელაც არ ვმჯდარვარ სამოქალაქო ტრასპორტში.... (არიქა მიტაცებენ) რაც თავი მახსოვს, ხან კადილაკიო, ხან იაგუარიო. ნეტა იმ კაცების ტვინი მომცა ვისაც მამაჩემის ფუფუნების შურდათ და ერთხელ მაინც ჩავჯდებოდი იმ გაბღენძილ მილიარდ დოლარიან მანქანებში სიხარულით.
არანაირი მეგობარი არ მყოლია. ძაღლი მიყიდეს და ისიც დედაჩემის ალერგიის გამო გააშვილეს..
დედაჩემი იყო ჩემი დაქალიც, დაც, და ყველაფერი ღირებული!

ნუ, მუდამ რითიც ბედნიერი ვიყავი ჩემი ტანსაცმელები იყო. არასდროს არავის უთქვამს ეს არ ჩაიცვი ის ჩაიცვიო. სხვათა-შორის ბევრგან მაქვს წაკითხული, რომ ჩემნაირი მაღალი წრეში მოტრიალე გოგო-ბიჭებს, არ უყვართ კლასიკური სტილი.
მე ვ გ ი ჟ დ ე ბ ი ! ! ! . მიყვარს ატლასის, ჯინსის, ჩითის, გრძელი, მოკლე ყველა ნაირი კაბები და სარაფანები, მაღალი წინდები, მაღალ ქუსლიანები ფეხსაცმელები (საუკეთესოდ დავდივარ) კედებიც. ძალიან ბევრი ტანსაცმელი მაქვს, ამიტომაც მიყვარს ჩემი ,,დიდგვაროვნული" ცხოვრება.
მიყვარს შეკრებები, პოლიტიკოსებთან, მწერლებთან, მხატვრებთან, სხვადასხვა საღამოებზე არ აქვს მნიშვნელობა, ქველმოქმედების მიზნით იქნება ეს საღამო თუ ვინმეს ქორწილი, მე ყოველთვის თან ვახლავარ ჩემებს (ყოველგვარი პროტესტსის გარეშე...მართლაც ბევრგან წამიკითხია, რომ ბიჭებსა თუ გოგონებს, არ უყვართ მსგავსი წვეულებები და მუდამ დედ-მამის ხათრით დადიან, მერე გაუთავებლად წუწუნებენ იმაზე თუ როგორ ვერ იტანენ, მსგავს ადგილებს და როგორ უნდათ წასვლა ან გაქცევა)))) მარაზმი! ნუ აკეთებთ იმას, რაც არ გსურთ თუ მერე უნდა იწუწუნოთ, დაამადლოთ ადამიანს, თქვენი ,,მოწყალება" და საბოლოოდ ანანოთ, რომ რაღაც გთხოვათ..!!!)))მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა! ამას ვერავინ ვერ გადამაჩვევს. ბავშვობიდან პრანჭია, ენაკვიმატი, მწარე ენის პატრონი, ლამაზი ბავშვი ვიყავი.
და ვარ კიდეც 24 წლის ქალი ამიტომ არასდროს მაკლდა ყურადღება და არც მინდ მომაკლდეს.


მყავდა შეყვარებული, ბაჩო შანიძე, მაგრამ მამაჩემმა დაიწუნა არადიდგვარივნული გვარის გამო. ძალიან არ მანაღვლებდა მაგრამ იმას სხვა შეუყვარდა და მთხოვა არ გეწყინოსო. რა უნდა მწყენოდა? დავმეგობრდით და მისი ყოფილი შეყვარებული, ხვალ მისი მეჯვარე ვხდები. გოგომ თავიდან კი გადაფსიხდა, და ლამის დაშორებაზე მიდგა საქმე მაგრამ ავუხსენით, რომ ხელიც კი არ აქვს გადახვეული ჩემზე, მტლაშა-მტლუშს და სექსაობას რო თავი დავანებოთ. მერე დაგვთანხმდა.

ახლა ამ ქარსა და უაზროდ ჩახუთულ ჰაერში მივაბიჯებ, ერთ -ერთ მთავარ ქუჩაზე და სულაც არ მენატრება მამაჩემის ახლად შეძენილი პორშე, გამაგრილებელი ფუნქციითა და უაზროდ მაგარი სურნელით. ისევ ადამიანური ცხოვრება მირჩევნია. ცხვირსა და პირის ღრუში ასი კილო სილითა და, თხრილის სუნებით. ასევე სულის შემხუთავი სიცხით.(არა და მეც ხომ ვიცი, მასგავს ფუფუნებაზე ვგიჟდები! არ ვაღიარებ თორემ.)
მააგრამ ზედმეტი ფუფუნებაც ყელში ამოგივა ადამიანს!
სად მივდივარ? წინა საქორწინო რეპეტიციაზე, რომელიც ასჯერ მაინც მაქვს განვლილი და ჩემი ყოფილი შეყვარებულის, საცოლე ას მეერთეჯერ მაიძულებს გავაკეთო. ნუ რა ვერ დაიმახსოვრა, შემოყავხარ მამაშენს, მიდიხარ საქმროსთან იღიმი ქორწინდები ჩაზასავ და მოდიხარ. პირდაპირი იდიოტკა, ამაში როგორ გამცვალა, შანიძე დეგრადიულმა! ავწითლდი, სიცხის გამოც და ეჭვიანობის სცენის გამო. ისე ბაჩო არ მიყვარს, არც მანამდე მიყვარდა ალბათ თორე კაი მეთქი როგორ ვუთხარი? ნუ რა მნიშვნელობა აქვს?! ხვალ მაინც ქორწილი აქვს და მე მისი ყოფილი შეყბარებული, მისი მეჯვარე ვარ!


მივსვენდი და არაფერი განსაკუთრებული... ეს ანასტასია ისე წიკვინებს ტვინი ამხადა. თურმე, მისი მეჯვარე (ვიღაც ბიჭი, რომელიც ბაჩოს თქმით მაგარი ტიპია, და დიდი იმედებით ველოდები) ჯვრის წერაზე ვერ ასწრებს ჩამოსვლას და უწევს, სხვა , მონახოს მეჯვარედ. ჯერ ჯღავის პანიკურად, მერე წუწუნებს, მერე ისევ ჯღავის და მე ვითმენ! ოი საოცრება, მეეე ვითმენ. შანიძეს აშკარად უყვარს ეს კერესელიძე იდიოტკა ისეთი თვალებით უყურებს. თან ხუმრობ? ადამიანი რომელიც არ გიყვარს ასე წიკვინებდეს და წიკვინებდეს და წიკვინებდეს და წიკვინებდეს შენ კიდევ ეფერებოდე? ამშვიდებდე? ავიღებ ჩავათხლიშავ რამეს თავში. აღარ შემეძლო! ავდექი, გავედი გარეთ და სიგარეტი მოვწიე. (საგულდაგულოდ ვმალავ ამ ფაქტს. ოჯახში რომ გამიგონ მომკლავენ...ამიტომაა ყველა ქურთუკზე ,,სეკრეტ" ჯიბე მაქ რო დედაჩემმა არ მიპოვოს. ) ბაჩო ჩემკენ მოდის და მიღიმის, მგონი დაამშვიდა მისი აღმატებულება. ბაჩო მიღიმის და ტუჩების მოძრაობით რაღაცას მეუბნება ვერ ვხვდები. მერე ორ თითს ტუჩზე იდებს და ვხვდები სიგარეტზე მეკითხება გააქვსო. კი მეთქი თავი დავუქნიე და გამოვიდა.

-დაამშვიდე? -ვეკითხები ორაზროვმად და სიგარეტს ვაწვდი.
-სულ ასეთი კი არაა, უბრალოდ ნერვიულობს- რაღაცნაირად თავს იმართლებს ის და თვალს მარიდებს თან სიგარეტს უკიდებს და მას აშტერდება. ბებიაშენისა მეთქი მინდოდა მეთქვა, მაგრამ მივხვდი გულს ვატკენდი და გავჩუმდი.
-ის ბიჭი მოვა? - ვეკითხები და ნაფაზს ვურტყამ ღრმას, თან ვახველებ. დილანდელი სილები ახლაც მახრჩობს.
-კი, ფრენა გადაიდოო. ქორწილს მოუსწრებს. -ისიც ღრმა ნაფაზს ურტყამს და სივრცეს თვალს უშტერებს.
-მოვა, აბა რას იზამს... -ვამბობ ორაზროვნად, მხოლოდ ჩემს გასგონად, თამბაქოს ვაქრობ და სახლში წასასვლელად ვემზადები.






......მზადება......
დილით ადრე ვდგები და მაინც ვივლებ წყალს. იმიტომ, რომ წყალი არის ჩემი არსობისა! თქვენი პური იყოს წყალი მე მინდა.... თითქოს ერთი თვის წინ ვიბანავე და არა გუშინ, 2 საათი ვარ სააბაზანოში. (კიდევ ერთხელ დამადასტურებელი საბუთი, რომ წყალი ჩემი არსობისა) გამოვდივარ, და პრუჟუნებად დაყრილ ,,ჯენჯს" ე.გ თმას, ერთ პირსახოცში ვუკრავ თავს. ტანზე ვიხვევ მეორეს, და ისე როგორც ფილმებშია ფეხის წვერებით გამოვდივარ გარეთ.
(მიყვარს ასეთი სიტუაციები და მომკალით. მე კიდევ უკანასკნელი მატრაკვეცა, ვიქცევი მატრაკვეცულად!)
იქვე ჭიქასა და გრაფინს***ვწვდები და თითქმის ლიტრა ნახევარ წყალს ვსვამ... (ესეც კიდევ! წყალი ჩემი არსობისა) მერე ათასნაირ, სხვადასხვა სახის მაზებს ვიღებ, და ვისვამ სხვადასხვა სხეულის ნაწილებზე. (ესეც მატრაკვეცულად, იმიტო რო მატრაკვეცა ვარ და მიყვარს ასე მოქცევა) თმებს ვიშრობ, არაფერი მესმის (ამოუცნობია, როცა მეძახიან მაშინ რატომ არაფერი მესმის, და როცა პირიქით არ მეძახიან რატომ მელანდება ხმები, თითქოს ყველა, მაგდალენას გაჰყვიროდეს.) დედაჩემმა ლამის შემოგლიჯა კარები, ჩვენი ერთად-ერთი დაცვის თანხლებით (მეასედ მაინც ხდება ასე, და მეასედ მაინც მხედავს ეს კაცი ნახევრად შიშველს)
-დედა! -ვყვირი გახარებული მოურიდებლად -ბატონო ნოდარ! როგორ ხართ? წინა კვირასთან შედარებით ხომ დავიკელი? - ზურა ხითხითებს და გარეთ გახალისებული გადის.( არც დასავით მიყურებს ეს კაცი, არც ძმის შვილივით, არც შვილივით. არ ვიცი რანაირად მიყურებს მარა ცოლ-შვილი არ ყავს) დედაჩემი კი ისევ ისე, აწითლებული (ისედაც ჟღალია და ახლა ორჯერ უარესად) მიყურებს. მიყურებს და არაფერს ამბობს, იმიტომ, რომ არ უნდა მაწყენინოს და ფიქრობს რა მითხრას. (სხვათა შორის, მე როცა ვფიქროვ უფრო მწარე აზრები მაწვება და ყველას ვურჩევ არ მითხრას დაფიქრდი და ისე მელაპარაკეო, მათთვის უკეთესია ისე ზერელედ ვისროდე სიტყვებს. )
-მაგდალენა! მერამდენედ? -დამშვიდდა. ჯერ, ჩამოჯდა საწოლზე, მერე გადაწვა. მე ვიღიმი, ვიღიმი, იმიტომ, რომ ბედნიერია. ბედნიერია იმით, რომ მე ვყავარ. ეს არის ქალი რომელმაც ნულიდან დაიწყო ყველაფერი. დაიბადა უღარიბეს ოჯახში, და მიიღო ამხელა განათლება, დამსახურებული ქიმია-ბიოლოგია. უაზროდ ლამაზია (განა იმიტომ რომ დედაა?) ჟღალ თმიანია, კულულა, მაღალი, ჭორფლები მთელ სხეულზე აქვს და საერთოდაც დედაჩემია !
-დე მაპატიე - ველაქუცები და ამ დროს კარგად ვიცი, რომ უკვე მაპატია.
-თხა! -წამოიყვირა, გადაიხარხარა ისეთი გულით, როგორც მან იცის მარტო. წამწამები ავაფახურე. წამოდგა ხელი თავზე გადამისვა და შუბლზე მაკოცა. თან მკერდზე მიმიხუტა. ორი ძმა დაღუპული, პირველი ქმარი სცემდა, მამა უკანასკნელი მაწანწალა დედა ლოთი. უკიდურესი სიღარიბე მერე ეღირსა ნორმალური ოჯახი და შვილებმა მიატოვეს. შენსავით ძლიერი მინდა ვიყო მეთქი უნდა მეთქვა მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე და ცრემლების ყლაპვა დავიწყე. მიმიხვდა.
-არ იტირო ჩემ თავს და მამას გაფიცებ - პირობა წამომიყენა და კიდევ მაკოცა. თავი დავუქნიე.
-რას იცვამ? -ინტერესით დამაკვირდა და ხელი შემიშვა. ისევ მოვსვი მაღალი ჭიქით წყალი.
-ჩაიფსამ! გეფიცები იქ ჩაიფსამ -დარწმუნებით მეუბნება. ხარხარს ვტეხთ ორივე.
-არაფერიც- ვეწინააღმდეგები და კიდევ ვსვამ წყალს (აი უკვე მერმდენედ, წყალი ჩემი არსობისა) გამოვიღე ხორცისფერი, კოჭებამდე გრძელი კაბა, ცალ მხარეს ბარძაყებამდე ჩახსნილი, ზურგზე სულ ამოღებული. მაღალი ხორცისფერი ქუსლიანები. მოკლედ შვიდიათასჯერ დავიშალე და ავიწყე თმა! ვერ გადავწყვიტე მაკიაჟი გამეკეთებინა თუ არა. მინდოდა თუ არა სამკაულები. (და დიახ მე ვარ იმ ქალების კატეგორია, რომელსაც ყველაფერი არ უხდება, და თითქმის ხუთი საათი ემზადება, მაშინაც, როცა ძალიან ეჩქარება და ამდენი დრო არ აქვს. მიუხდდავად იმისა, რომ ბევრგან წამიკითხია, ,,პრინცესებზე საპირისპირო")
ლამის დამაგვიანდა.

***
მამა დედაზე 1 წლით დიდია...
მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარულია (ზუსტად ვიცი, ერთხელ ვილაპარაკეთ და ისეთი გრძნობით საუბრობდა.. )
დედა მეორედ გათხოვდა. პირველად 14 წლისა გაათხოვეს, აქვე მეზობლად, მამა ბავშვი იყო და თურმე, უყურებდა და ნატრობდა, რა იქნებოდა მეც მყოლოდა ასეთი ცოლი-ო. ნინოს პირველი ქმარი თურმე საშინლად ცემდა. ერთხელ მამას გზაზე შემთხვევით შეხვედრია, და მაშინვე გამოტყდომია გაგაც სიყვარულში პეპის. (ჩემი პეპი ხარო ასე ეძახის ხოლმე ნინოს)
16 წლის ბიჭს უთქვამს, ცოლად გამომყევი და ხელს ვერავინ გახლებსო. ამ დროს 15 წლის ნინოს უკვე ყვარებია მამა. მაგრამ მაინც, არ უტყდებოდა სიყვარულში და დისტანციასაც მაღალ დონეზე იცავდა. მამას კი იმდენი უქნია, ნინოს 16 წლის იუბილზე მაინც დაუყოლიებია. სახლში დიდი აყალ- მაყალით დახვედრია ფრიდონ ბაგრატიონი. მაგრამ მამას უთქვამს, თუ ნინოს არ მიიღებ დარჩები ერთად-ერთი მემკვიდრის გარეშე-ო და ბაბუც დათანხმებულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემი ბებია ფაცია, გაუხარებია ამ ფაქტს და ნინო იმ წამს შვილად აღუქვია. ნინო ამბობს მეტი ამაგი აქვს ჩემზე, ვიდრე დედაჩემს და მამაჩემს ორივეს ერთადო. მოგვიანებით არა მარტო ფაციას, ბაბუასაც ძალიან შეყვარებია ნინო და სიცოცხლის ბოლომდე მის ქება-დიდებაში იყო. დედა მართლაც, რომ ულამაზესი ჟღალი ქალია . მამა კი შავგვრემანი, ბალოტისფერი თვალებით. ეს ორი განსხვავებული ადამიანი, ადრეც და ახლაც ნებისმიერ ახალგაზრდა წყვილს სჯობს...ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყვნენ ჩემი მშობლები ამ მხრივ...17 ის იყო ნინო და 18 გაგა ჩემი უფროსი და-ძმა რომ გაჩნდა. ლიდია და ელიზბარი, 2 წლის შემდეგ მე! აღსანიშნავია ისიც, რომ მე ოჯახში ყველაზე, ,,ნაკლები" ვარ სილამაზით.



****
უმაკიაჟო, უბრალოდ გაშლილი გვერდით ,,გადაყრილი" თმებით , აპრეხილი წამწამებითა და ხორცისფერ გამომწვევ კაბაში გამოვედი ოთახიდან (გამომწვევი იმიტომ, რომ ატლასია და ტანზე ,,მაკვდება" კიდევ იმიტომ, რომ ღრმა დეკოლტითაა, კიდევ იმიტომ, რომ ბარძაყამდე მაქვს ჩახსნილი, იმიტომაც რომ ე.გ ლიფი არ მაცვია და ჩემ დიდ მკერდს ხაზს უსვამს). მამა თვალს მავლებს და იჯღანება. დედას ცრემლები მოსდის. მე ჩემი თავი არ მომწონს! მამაჩემი ზე სიმპატიურია, დედაჩემი კი უფრო მეტად !
-როდის უნდა ჩაიცვა? დაგაგვიანდება -სერიოზული სახით მეკითხება მამა და თვალებს ატრიალებს. არა და ხუმრობს, და მახვედრებს, რომ ცოტა უფრო დახურული უნდა ამერჩია რამე. მე მეტირება ისევ! რადგან ჩემი თავი საერთოდ არ მომწონს.
-გაგა ! -მუჯლუგუნი წაკრა დედამ და ჩემკენ დაიძრა.
-არ გამაგონო იცოდე კარგად არ ვარო! -როგირც ყიველთვის ჩემს აზრებს კითხულობს, ხმამაღლა მეუბნება. მე ცრემლებს ვყლაპავ. დედა მიღიმის
-ჩემი შვილი, რომ ხარ იმიტო კი არ გეუბნები, აი.... აი გაგას თავს გეფიცები ლამაზად ხარ! ძან მაგრად ხარ დეე. - ტუჩებზე ხელს იფარებს და კრუგზე მივლის, რომ კარგად დამაკვირდეს.
შემდეგი ათი წუთი დედაჩემი იმის მტკიცებაში იყო, რომ ლამაზი ვიყავი. ( არ განეკუთნება დედაჩემი ,,უწუ, პუწუ" დედების კატეგორიას, მაგრამ უწევს ჩემი შექება (საზღვარი იცის) რომ ოდნავი თვითშეფასება მაინც მქონდეს) დამერწმუნეთ, განურჩევლად სიმაღლისა, თვალის ფერისა, ცხვირის , ტუჩის, ყურის ზომისა, ქერა, წაბლისფერი თუ შავი თმა გაქვს, კულულა, ტალღოვანი თუ სწორი ყველანაირად ლამაზი ხარ!
მერე იყო მამას ,,ვერ გაყოფა" ...
გაგას ნაირი დაკუნთული, მაღალი სიმპათიური კაცის გვერდით დგომისათვის დედას მე კი არა ვიქტორია სეკრეტის ნებისმიერი ანგელოზი შეეცილება. დედამ გმირულად არ დათმო და ბოლო ხავსს ჩავეჭიდე.
-მამა, შენ მაინც უთხარი, ერთი დღით დაგთმოს - საწყლად მოვღუშე თვალები, მაგრამ ტყუილად მამაჩემს არ შემოუხედავს მანქანას ატარებდა.
-მააა - გავწელე სიტყვა, გაგამ ახლა გამომხედა სარკიდან.
-მაპატიე, პატარავ მაგრამ სხვა კავალერის მოძებნა მოგიწევს - მამაჩემმა დედაჩემს ღიმილით გახედა, ხელი ხელზე ჩაჭიდა და აკოცა.
-შენც ბრუტუს?!!! -წამოვიყვირე და სამივეს სიცილი აგვივარდა.
-მაგდალენა რა გიჟი ხარ ! -სიცილით ძლივს წარმოსთქვა გაგამ.
ათ წუთში, გელათის ეკლესიასთან ვიდექი. მართალია თვით შეფასება მინუსებში მაქვს მაგრამ ამ ფაქტის დამალვა არ მიჭირს. ძალიან მატრაკვეცულად, (აი ფილმებში, რომ არის ხოლმე ) მარჯვენა ფეხი გადმოვყავი, მამაჩემის ,,პორშედან", (ქუთაისი ხელს მიწყობს ქარიანი ამინდით) თმები ქარმა ძალიან , ძერსკულად გადამიწია, კაბაც აფრიალდა და მამაჩემმა უკვე მეორედ დაჭყიტა თვალები ჩემი ჩახსნილი და აფრიალებული კაბის ფონზე, ზურგით სტუმრებისკენ დავდექი და მამაჩემს გავუცინე, ცოტა რომ დამეხშო მისი მამაპაპური გამოძახილები.
-ოხ მაგდალენა რა მატრაკვეცა ხარ-თავი გააქნია და მანქანის კარები დაკეტა. მე და დედას გაგვეცინა.
-თან რა მსახიობია, ღმერთო. -დედაჩემმა შეაშველა სიტყვა. მამამ, პიჯაკი გაიძრო.
-ეს მოიცვი თორემ ეკლესიიდან გამოგაგდებენ. ნიშნის მოგებით გამოვუცხადე ჩემიც მაქვს მეთქი და საჯდომის ქანავისა და კაკუნით დავიძარი. თან გაბრაზებული, ჩემი ხელის მომკიდეობაზე რომ არ დათანხმდა.
ვიცოდი ყველა ჩვენ გვაკვირდებოდა. განა რამე განსხვავების გამო? იმიტომ, რომ ქუთაისი ასეთი ქალაქია. პატიოსანი ხარ თუ ბო*ი, მაღალი თუ დაბალი, ლამაზი თუ მახინჯი, ფულიანი თუ უფულო, წიგნიერი თუ უწიგნური, მაინც გაკვირდებიან მაინც გჭორავენ. წესი აქვთ ასეთი. ეკლესიაში შევედი დაა, საბედნიეროდ არ დამგვიანებია. უფრო სწორად კი, მაგრამ პატარძლის დედა არ იყო მოსული და ბაჩოს გარდა არავის ვახსოვდი. ჩემ დანახვაზე, პირი ღიმილით ყურებამდე გაეხა და ხელი დამიქნია. მეც დავუქნიე ხელი, თან ისე, რომ ყველას ყურადღება მიმექცია. ზუსტად ვიცოდი ჩემი ,,ტრიპაჩული" საქმის ზედმიწევნით გაკეთება. რა ვქნა მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და მომკალით. ზე სიმპატიურუ იყო ბაჩო, ერთი წამით ისიც ვიფიქრე ხომ არ ვაცდუნო მეთქი, მერე გამახსენდა ეკლესიაში რომ ვიყავი ღმერთს პატიება ვსთხოვე, აღარ გავიფიქრებ მეთქი. ჩვენი ყოფილი კურსელის, და ბაჩოს საუკეთესო ძმაკაცის ირაკლი ინასარიძისაკენ წავედი, გადავკოცნე. გამიცინა და მეუბნება:
-ისე მაგრად ხარ, ბაჩო მემგონი ანასტასიას აქვე მიატოვებს. -ორივემ ისეთი სიცილი ავტეხეთ ეკლესიის ეზოში (ინასარიძე სულ გამოირჩეოდა სიცილის მაღალი ტემბრით ) დედაომ ლამის რაღაც ჩაგვარტყა თავში და გარეთ გამოგვაგდო. ორივემ ძალიან დავიმორცხვეთ და ბოდიშები ვიხადეთ მერე შემოგვირიგდა.
-მარტო ხარ? -თვალი მოავლო სივრცეს ირაკლიმ
-მე დედა და მამა.
-ზნაჩიტ ხელის მომკიდე არ გყოლიაა -გამიცინა იკამ და წელზე ხელი შემიცურა. მაგრამ მამაჩემმა ისეთი კაცის მკვლელი თვალები მიანათა, იმ წამსვე ხელი უკან გამოწია და უბრალოდ ჩამჭიდა. სიძე პატარძლისკენ დავიძარით ორივემ. არ ვიცი გამოგიცდიათ თუ არა, მაგრამ მე ყოველთვის რაღაცნაირი გრძნობა მაქვს როცა მაკვირდებიან. ბევრი ადამიანი მაკვირდებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, ვიღაც სხვა იყო, ისეთი ვისაც მე ვერ ვხედავდი. უხერხულად შევიშმუშნე და აქეთ იქეთ რამოდენიმეჯერ გავიხედე. იკამ რა გჭირსო მკითხა პასუხი არ გამიცია, კიდევ ყურება გავაგრძელე მერეც როცა, სიძე-პატარძალსა და მის მეჯვარეს ველაპარაკებოდი. (მეჯვარეს საბედნიეროდ მოუსწრია ჩამოსვლა და არც ანასტასიას ჰქონდა ცხვირი ინდაურივით დაბლა დაშვებული... და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბაჩოს გემოვნება საერთოდ წალეკვია. მეჯვარეზე იმედები საზიზღრად გამიცრუვდა) მერე იყო ჯვრისწერა (კი...იკადრა დედოფლის, დედამ მოსვლა)
იმდენი ფოტოები გადაგვიღეს გეფიცები ყელში ამომიყვანეს. ბოლოს არ ვიცი მამაჩემი და დედაჩემი სად გაქრა მაგრამ ფაქტია მამაჩემმა მისი ,,პორშე" მე დამიტოვა და ჭკვიანადო დამიბარა. მე , მანქამა , თან პორშე და ჭკვიანად? ... გზაზე, ინასარიძე შიშისგან კიოდა (ვინაიდან და რადგანაც, მე ძალიან დიდი ხანია მანქანას ვატარებ და თან პროფესიონალურად, არაა გასაკვირი.) ბაჩო ხელებს მიქნევდა მანქანიდან, რადგან ტელეფონზე ვერ მესაუბრებოდა მე დაკავებული ვიყავი მართვით იკა ტირილით. უკან 2019 წლის ახალი ,,ბიემდაბლიუ" მომყვებოდა, დაფარული მინებით და მძღოლს ვერ ვუყურებდი, აშკარად ეტყობოდა ჩემზე კარგად იცოდა ტარება, მაგრამ არც თვითონ უცდია გადასწრება და არც სხვას აძლევდა საშუალებას. ალბათ, იმიტომ, რომ მიხვდა ერთი მკვეთრი მოძრაობა და ქორწილს პანაშვიდად ვაქცევდი.
და ეს ყველაფერი საერთოდაც, ჩემი კი არა, იკა ინასარიძის ბრალია. ვიღაც ბიჭთან დამამცირა ქალმა ტარება რა იცის და მითუმეტეს ამანო. . . ხოდა ახლა ქალურ შურისძიებად ჩათვალეთ 190 კმ/სთ და იკას აბღავლებული, ჩაწითლებული თვალები. დანიშნულების ადგილზე, რომ მივედით მეგონა ბაჩო იქვე ჩამაქვესკნელებდა.
-რა ამბავში ხარ გოგო? -მანქანის კარებს ჩამოადო ცალი ხელი, ცალიც სახურავზე დადო. ბაჩო უკვე მეორედ იმდენად სიმპატიური მომეჩვენა, კიდევ ცდუნება გადავწყვიტე. ახლა მივხვდი ბაჩო საშინლად მომნატრებია. ხმა ვერ ამოვიღე და საწყალი, აწყლიანებული თვალებით ავხედე.
-მორჩი ახლა ასე ყურებას! რომ გადავარდნილიყავით რა მეშველებოდა? -გაბრაზებულზე მეტად, მზრუნველი და დამწუხრებული ხმა ჰქონდა.
-ჭკვიანად -გამაფრთხილა და ყელში ძალიან ნაზად მაკოცა. ფეხებში სისუსტე ვიგრძენი, და ვინ იცის რომ არ ვმჯდარიყავი რა დამემართებოდა.
გაბრუნდა. რაღაც ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძენი. შემრცხვა ჩემი თავის.
-ბაჩო...-შემობრუნდა, მე ხმა ვერ ამოვიღე. მიმიხვდა რისი თქმაც მინდოდა.
-გაპატიე, გაპატიე დიდი ხანია -შებრუნდა და თავი დახარა. იკა გვაკვირდებოდა, არც ერთს არ გვქონია ინასარიძესათვის დასამალი არაფერი.
-მე შენ როდის გითხარი. ეგონა მაგას არ გიყვარდა და იმიტომ წავიდა იმ ანასტასია კერესელიძესთან მეთქი -დამტუქსა ინასარიძემ და რა იცოდა ახლა მე რას ვგრძნობდი.
-გამოგცადა მაგან, შენ ისე ადვილად რომ დათმე ვერ აიტანა და მაგიტომ წავიდა ამ ანასტასიასთან -იკა არ ჩერდრბოდა და დღეს უკვე მეორედ თუ მესამედ მინდოდა მისი ენის ამოდღლეზვა.
-ინასარიძე იცოდე მიფრთხილდი- იკა მანქანიდან გადავიდა მე თავი საჭეს ჩამოვადე. რატომ მივხვდი ასე გვიან, რომ ბაჩო მიყვარს და საერთოდ ადამიანი რატომ არ აფასებს იმას რაც აქვს და რატომ ხვდება მის ფასს მაშინ როცა, უკვე ყველაფერი დამთავრდა? რატომ არ შეგვიძლია, დროის უკან დაბრუნება? ან სულ უკეთესი, ისე მოქცევა, რომ დროის უკან დაბრუნება არ გვიწევდეს? ალბათ იმიტომ, რომ რაღაც განსხვავებული უნდა მოხდეს, უფრო უკეთესი ვიდრე ადრე.
მივხვდი ბაჩომ, მეჯვარედ იმიტომ კი არ ამირჩია, რომ ვმეგობრობდით, იმიტიმ რომ თავი დაეზღვია. მასაც ვუყვარვარ, ყველა გზა ჩაკეტა ჩემამდე მოსასვლელად. თავი ამტკივდა. კიდევ ვგრძნობდი, უცნობ ყურადღებას და ავღელდი. არ მინდოდა ჩემი, ბაჩოს და იკას გარდა აქ მომხდარზე ვინმეს სცოდნოდა. მანქანიდან გადავედი და ვხვდებოდი უკვე არაფლის თავი არ მქონდა. იკას დავეყრდენი ცუდად ხარო მკითხა არა მეთქი ვუპასუხე და დარბაზში შევედით. ბაჩოს გვერდით ჯდომა მესიკვდილებოდა, მრცხვენოდა ჩემი თავის. გადავწყვიტე, შემეწყვიტა ფიქრი. ისევ ვგრძნობდი უცხო მზერას და ცოტაც ჭკუიდან გადავიდოდი. ერთი წვეთი არ დამილევია, არასდროს მომხდარა და არ გადავრეულვარ, მაგრამ ვიფიქრე არ შევურეკო და ბაჩოს სიყვარულის ახსნა არ დავუწყო მეთქი. 6 საათის შემდეგ ყველა მთვრალი იყო, ერთმანეთს თავზე ახტებოდნენ ცეკვის დროს. მე და ინასარიძე ცალკე განზომილება ვიყავით. ხან ვცეკვავდით ხან, გასკდომამდე მთვრალ ხალხზე ვიგლიჯებოდით სიცილით.
თვალი მოვავლე კიდევ ერთხელ დარბაზს და მივხვდი დავიჭირე ის ყურადღება რომელიც, ასე მაწვალებდა მთელი საღამო. თვალი თვალში გავუყარე, გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა. მაღალი ტანის ბიჭი იყო, შავგვრემანი. საშუალო, მოხდენი ზომის კუნთებით. ღიმილი ძალიან უხდებოდა. ისე გველურად, რომ იცის ხოლმე კაცებმა ღიმილი კი არა, წრფელი, ბავშვური ღიმილით. მაგრამ ოი საოცრება, პატარძალთან მივიდა და გადაკოცნა. ბაჩოს კი პატარძლის ყოფილის სახით გაეცნო. შანიძეს სახე გადაუფითრდა. მერე მე გადამკოცნა ანასტასიას ,,ექსმა" და ბაჩო უარესად გადაფითრდა. დუდამ (პატარძლის მეჯვარემ) ანასტასია საცეკვაოდ წაიყვანა, იმ ქენქერა გოგომ კი ვერ მიხვდა, ბაჩოს ბზარები რომ გაუჩნდა ქორწილის პირველ დღესვე. ხელი მაგრად ჩამჭიდა შანიძემ. ის დრო გამახსენდა, ბეჭზე, რომ ტატუს ვიკეთებდი და მიძახდა, რამდენადაც უფრო გეტკინება, უფრო მეტად მომიჭირეო.
-დამშვიდდი მეთქი, ვუთხარი და ხელი გამიშვა. გამიშვა, იმიტომ , რომ არ უნდოდა ზედმეტი ეჭვები გამოეწვია ხალხში, ისედაც ჭორების კორიანტელი წამოვიდა როცა მეჯვარეობა მთხოვა. წითელი ღვინო დაისხა და მთლიანად ჩაცალა. ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მესამე, მეოთხე რომ ჩაცალა, წამოდი მეცეკვეო მითხრა, მაგრამ ინასარიძემ მიხვდა, როგორი მთვრალიც იყო, და თხოვა ნუ გადაირევიო. შანიძემ ყურები ჩამოყარა. ჩემკენ გადმოიწია და ჩამჩურჩულა.
-იმ დღეს რომ პანიკა არ ატეხე, მეგონა არ გიყვარდი, მაგრამ დღეს მივხვდი თურმე შენც არ იცოდიო. -მე გავიცინე, ვითომ რაღაც ძალიან სასაცილოს მეუბნებოდა, და გაურკვეველი ჟესტი გავაკეთე. თავი ყველაზე იდიოტი არსება მგონია. იკამ სიგარეტი მოვწიოთო გარეთ გავედით. ისევ ჭკუის დარიგებას აპირებდა მაგრამ არ ვაცადე.
-გემუდარები რა იკა. ჩემითაც ვხდები არ მინდა ამდენი რჩევა დარიგებები -სიგარეტს ღრმა ნაფაზი დავარტყი და განათებულ ქუთაისს ვუყურებდი. იკას წყალი ვთხოვე და მომიტანა, თითქმის ერთი ლიტრი ბოთლი სულ დავცალე ისე მწყუროდა. ათ წუთში დედაჩემი მიგზავნის ფოტოს ანკარის ხედით და ერთი თვით აქ ვრჩებითო მწერს. გავშტერდი და ისტერიული სიცილი ამივარდა. რა მაცინებდა ვერ მივხვდი, მერე ტირილი მომინდა. საერთოდ ვერ ვხვდებოდი ასეთი ცვლილებები რამ გამოიწვია. თვალზე ბინდი გადამეკრა და იკას, რომ ვუთხარი ცუდად ვარ მეთქი არც მომისმინა შიგნით შებრუნდა. შიგნით შევედი მეც, ცეკვავდნენ და ძალიან გამომწვევად დავიწყე მთელი ტანის რხევა. ნელ-ნელა ბაჩოს ვუახლოვდებოდი და მთვარი ბაჩო გაკვირვებული მიყურებდა. გზაზე ლადო გადამიდგა,(ანასტასიას ლეგენდარული, სიმპატიური ყიფილი) და მეცეკვეო მითხრა. წამებში დამავიწყდა ბაჩო შანიძე, და chris isaak ,,wicked game" -ზე ლადოს იმდენად, გამომწვევად და ახლოს დავუწყე ცეკვა, ცოლ-ქმარი, რომ არ იკადრებს. ტანით ზედ ავეკარი. რატომ ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი, რატომ არ ვჩერდებოდი ვერ ვხვდებოდი. ან ბოლოს რატომ ვწვდი, ასეთ უსექსუალურესი, მამრის ტუჩებს არ ვიცი. ჯერ ხო ძლივს მოვშორდი, მერე ძლივს დავწყნარდი. თავი მხარზე ჩამოვადე და წავედით მეთქი განკარგულება გავეცი. საბედნიეროდ კარგად მთვრალმა, მოცეკვავე ხალხის დიდმა ნაწილმა ვერ დაგვინახა ხოლო ვინც დაგვინახა არავის მოსვლია ფიქრად ფოტოს ან სურათის გადაღება და გამოვძვერით. მახსოვს, რომ დავიჩემე გინდა თუ არა ჩემი მანქანით წავიდეთ მეთქი. მერე დავიჩემე მე ვჯდები საჭესთან-თქო მაგრამ საბედნიეროდ, გადამაფიქრებინა. საჭესთან ნორმალურად ჯდომას, რომ არ ვაცდიდი ეგეც ცნობილი ფაქტია. კალთაში ჩავუხტი უკანასკნელი ბო*ივით და სახეზე ფერება დავუწყე. სუნთქვა გაუხშირდა, ცუდად ხდიდა.
-მაგდალენა გემუდარები ხელები გააჩერე. -მკაცრი დაბოხებული ხმის ტემბრი ჟღერდა. თვალები დაუწვრილდა, ცალი ხელი საჭეს გაუშვა და ხელი სახიდან ჩამომაღებინა. თავი მხარზე დავადე და მერე აღარაფერი მახსოვს.


მეორე დღით გამომეღვიძა უსასტიკესი თავის ტკივილით და თვალები მაგრად დავხუჭე, იმიტომ რომ მანქანაში ჩაძინებამდე აბსოლიტურად ყველაფერი მახსოვდა. მახსოვდა ისიც, რა სახით მიყურებდა ბაჩო და ზუსტად მაგ დეტალის ამოგდებას ვცდილობ თავიდან. ჯანდაბას ის, რომ უკანასკნელი ბო*ივით ვიქცეოდი, უბრალოდ ბაჩოს ასე როგორ ვატკინე გული არ ვიცოდი. ტანზე არაფერი მეცვა, მაშინვე გავიფიქრე ყველაზე საშინელება რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო. თვალები მაგრად დავხუჭე. კარებზე დააკაკუნა, ლადო შემოვიდა. წყალი მომიტანა, ზედა არაფერი ეცვა და უარესად შემეშინდა იმის გაგების თუ რა მოხდა წინა ღამით. არაფერი არ უთქვამს. წყალი, ანალგინი დამიტოვა და ოთახიდან გავიდა. იმ წამს მოვსვი, ფეხზე წამოვდექი. გვერდით ჩემი სარაფანა იდო. რომელიც წესით აქ არ უნდა ყოფილიყო და ვერ მივხვდი რა ხდებოდა. სარაფანა გადავიცვი, ოთახიდან გავედი.
-გამარჯობა -შემომხედა და გამიღიმა. დიდი ჭიქით წყალი დამიდო მაგიდაზე, შებრუნდა.
-თუ გცხელა, შეგიძლია გამაგრილებელი ჩართო.
-არა მადლობა . რამოდენიმე კითხვა მაქვს. გუშინ რა მოხდა?- თვალი ავარიდე ლადოს, სირცხვილის გამო.
-გუშინ არაფერი- თავი გააქნია და სუფრის გაშლა დაიწყო-ორი დღეა უკვე გძინავს. შენმა მეგობარმა ირაკლიმ, ნიძლავი დადო რომ კაცისათვის, მეჯვარე-დედოფალი იჩხუბებდნენ, შენ სიგარეტის მაგივრად ძალიან ძლიერი, პლანი მოგაწევინა. წყალი, რომელიც დაგალევინა ნარკოტიკიანი იყო. შენი შეუგუებელი ორგანიზმი მთლიანად გაითიშა დაკარგა გრძნობებმა ფუნქცია. -ისე სხვათაშორის ყვებოდა, თითქოს მე არ ვიყავი, ჩაცმულმა სექსი, რომ მოვუწყვე იმხელა დარბაზში და გზაში ლამის დავამტვრიე. თეფშზე კატლეტი დამიდო.
-ნახე ძან გემრიელია, აგე ტყემალი დედაჩემის გაკეთებულია. -ისე მშიოდა, გემრიელი, რომც არ ყიფილიყო არ ვიდარდებდი.
- და ჩვენ შორის რა მოხდა? - სირცხვილით ვიკითხე.
-წესით უნდა გახსოვდეს -გადაიხარხარა ლადომ. მე კიდევ ერთხელ მომინდა მიწა გამსკდომოდა. მიხვდა, სირცხვილისგან, რომ წამოვწითლდი, დამშვიდება დაიწყო.
-არაფერი ისეთი დარბაზში, უბრალოდ გზაზე, სახეზე მეფერებოდი და აქ კი მომინდომე ჟ*მაობა, მაგრამ ვაჟიშვლი ვარ, მაგას როგორ გაკადრებინებდი? -ისევ გადაიხარხარა.
-ღმერთო ჩემო რა სირცხვილია-სახეზე ხელები ავიფარე გაწითლება, რომ დამეფარა და სიმწრისგან ჩამეცინა.
-არაფერი არაა სირცხვილი მაგდალენა - ჩემი სახელი მკვეთრად წარმოსთქვა. ყურებს უკან გადაწეულ თმას ხელი მოკიდა, ერთი ცალი კულული წინ ჩამომიგდო. - შენ შენ თავს არ ეკუთნოდი, იმ ნაბ*ზარ ინასარიძეს მე და ბაჩომ დავებაზრეთ. კიდევ კარგი, მივხვდი რასაც აკეთებდი, თორემ შენ კაიფში ის მთვრალი, მართლა სანახაობას მოაწყობდით. -ხელი მაგიდაზე დავდე და თავი ზედ დავადე სირცხვილისაგან.
-ძალიან მაგარი კოცნა იცი -ძალიან ხმადაბლა ჩაილაპარაკა ლადომ. თითქოს, ჩემი სცხვენოდა.
-ღმერთო ჩემო, ნუ მახსენებ! -შევიცხადე და უფრო ავწითლდი, მაგრამ თავი მაგიდიდან არ ამიღია.
უხმოდ ვჭამდით. ბაჩოზე ვფიქრობდი, სირცხვილისაგან თვალებში, როგორ უნდა ჩამეხედა. საზიზღრად მრცხვენოდა მისი.
-უნდა წავიდე.
-უკვე?-გაიკვირვა ლადომ, მაგრამ არც ის უთქვამს დარჩიო.
-დიდი მადლობა, და ძალიან დიდი ბოდიში. -ხელი მოვკიდე იქვე დაკეცილ ჩემს, ატლასის კაბას, ავიღე გასაღები და სახლიდან გავედი.
-----------
ესეც პირველი თავი, თუ ვინმეს დაგაიბტერესებთ გავაგრძელებ.



№1  offline წევრი Mariami^^)

ძალიაან კარგია ❤️ მალე დადე შემდეგი დაა ძალიან მომწონს ეს დიდი თავი ასე განაგრძე ❤️

 


№2  offline წევრი PARVENU

Saqutaisets gadaikideb mgonia))
Pirvel tavtan shedarebit, sakmaod didi da msuye tavia. Gamartuli da azriani. Me momewona da warmatebebi.
P.s. MagdalenZe tavisi matrakvecobit dzaan gamecina, zogadad magizianebs eseti xalxi, albat imito ro eg matrakvecobebi chemshicaa. Toje mne ekaterine medichi:D
P.s.s. Kargad wer.
--------------------
Parvenu

 


№3  offline წევრი ჭირვეული

ძალიან მომეწონა წერის სტილი, თავის მოცულობა, შინაარსი. შესანიშნავი სტარტია და ასეც განაგრძე. მოუთმენლად ველი მომდევნო თავს!!!

 


№4  offline მოდერი მარტო სახლში

dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent