შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერებას სვანეთში შეიგრძნობ (საცდელი თავი)


22-12-2018, 21:48
ავტორი ნინაკა.
ნანახია 1 569

მოკლედ. ჩემს წინა ექაუნთზე შესვლა ვერ მოვახერხე ამის გამო ვეღარ ვაგრძლებ ამ მოთხრობის იმ ექაუნთზე დადებას ამის გამო კი აქ დავდებ. კომენტარების მიხედვით გადავწყვეტ გავაგრძელო თუ არა წერა.

___________________________________________________________________________________

ცხოვრებაში ბედნიერება იმაზე იშვიათია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. იმაზე სათუთი და და მნიშვნელოვანი,ვიდრე რომელიმე ჩვენგანს ჰგონია.
-ჩემთან ყოფნა თუ არ გინდა ადექი და გაა*ვი ვაფშე აქედან-ხმამაღლა დაუყვირა ტელეფონში და ყურმილი დაკიდა. უკვე,მერამდენად ჩხუბობდა ერთი და იგივე მიზეზის გამო,ვეღარც კი ითვლიდა,მაგრამ ბოლოს მაინც ისევ ურიგდებოდა,ალბათ ყველაფერი იმის ბრალი იყო,რომ მარტო დარჩენის ეშინოდა,ან კიდევ იმის,რაც საბოლოოდ დაშორებას მოჰყვებოდა. ამჯერად კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი,რომ რაც არ უნდა გული სტეკონდა ან მარტო დარჩენილიყო არასდროს დაუბრუნდებოდა იმ კაცს ვინც გული ამდენად და ამდენჯერ ატკინა.
იქვე კიბეზე ჩამოჯდა და გულიანად ატირდა, იმისდა მიუხედავად,რომ ნიკოლოზს ეს ბევრჯერ გაუკეთებია მისთვის ეს ბოლო იმაზე მტკინვეული აღმოჩნდა ვიდრე ელოდა, ანდა უბრალოდ ყველა ტკივილმა თავი ერთად მოიყარა და გარეთ გამოსვლა გადაწყვიტა.
-იქნებ დასასვენებლად წასულიყავი ნი-ყავა დაუდო დაქალმა და გვერდით მიუჯდა ცრემლიან ნინის-გულს გადააყოლებ და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება.
-არ ვიცი მარიამ, შეიძლება მართლაც მომიხდეს,მაგრამ იმდენად უაზროდ მეჩვენება ეს ყველაფერი,რომ დასვენებაც ამ ყველაფრის გადასატანად დიდ რამედ მიმაჩნია-ამოიოხრა და ყავის პირველი ყლუპი მოსვა,რომელმაც ოდნავ ენა დაუწვა,მაგრამ მისი მოთენთილობა იმწუთასვე გააქრო. მარიამმა მხრები აიჩეჩა და მანაც მოსვა თავისთვის განკუთვლილი ყავა.
საწოლში მწოლიარეს ძილი არ ეკარებდა და სულ დაქალის რჩევაზე ფიქრობდა. იქნებ მართალიც იყო მარიამი. იქნებ სჯობდა სადმე დაესვენა და ყველაფერი იმ ადგილზე დაეტოვებინა და თბილისში სულ ახალი ნინი ჩამოსულიყო.
-გადავწყვიტე მარიამ დასასვენებლად მივდივარ 2 თვე-დილითვე აცნობა მობილურზე დაქალს.
-ძალიან კარგი. სად აპირებ წასვლას-გახარებულმა მარიამმა ყურმილში ჩაჰყვირა დაქალს,მაგრამ პასუხი არ მიუღია,რადგან თვითონ ნინიმაც არ იცოდა სად წავიდოდა.
-არ ვიცი
ორიოდე წამი ორივე ჩუმად იყვნენ. ორივე იმაზე ფიქრობდა სად უნდა წასულიყო ნინი.
-სვანეთში წადი-ბოლოს მარიამმა მიახალა და ბოლო ხმაზე გაიცინა.
-სად წავიდე?-ბოლო ხმაზე დაუყვირა ნინიმაც და კარებს შეხედა,რადგანაც დარწმუნებულიყო,რომ ამ დილის 9 საათზე მისი მეზობლები არ გააღვიძა და მის სახლში შემოხტომას არავინ ცდილობდა-კარგად იცი,რომ მანდ ბავშობის მერე არ ვყოფილვარ თან ისიც იქ იქნება.
-ნიი,კარგი რა მაშინ სადღაც 14 წლის იქნებოდა,ბოლო-ბოლო ბავშვი იყავი და არც კი იცი რას შვრებოდი, დამიჯერე 4 წელი გავიდა. ბავშვი აღარ ხარ. იცი,რომ ისევ ისე აღარ იქნება აი დამიჯერე-დააწყნარა დაქალმა.
-იქნებ მაინც სხვა ადგილი ვნახოთ-უშედეგოდ სცადა ნინიმ
-4 წელია იქ მის გამო არ ყოფილხარ. იმ იდიოტი ბიჭის გამო არ ყოფილხარ იქ,რადგან გეგონა,რომ ისევ ის ბავშობის შეცდომა განმეორდებოდა. ყველაფერი კარგად იქნება, ახლა კი თქვენის ნებართვით წადი ჩაალაგე ბარგი მე კი დავიძინებ-პასუხის დაბრუნების გარეშე დაუკიდა ყურმილი მარიამმა.
-სვანეთში უნდა წავიდე და ისევ ის უნდა ვნახო 4 წლის შემდეგ-თავისთვის ჩაილაპარაკა ნინიმ და იმ შემართებით გაემართა ბარგის ჩასალაგებლად,რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ ის გრძნობა არ დაეუფლებოდა მის დანახვაზე,როგორც აქამდე.

4 წლის წინ:
ნაზად შეეხო გიორგი მის ტუჩს და ნინიც აჰყვა კოცნაში. გიორგიმ ხელები წელზე შემოჰხვია და რაც ძალა და ღონე ჰქონდა მის სხეულზე აიკრა.
-გეყოფათ, ეს მხოლოდ თამაშია სხვა დროს როცა გინდათ-გაიცინა ვაჟამ,რომელიც ზედმეტად გართული იყო იმ ფაქტით,რომ ძმაკაცს ასე დაეხმარა. ნინიმ თავი გვერდზე გასწია. მიხვდა,რომ ზედმეტი მოუვიდა და ამის გამო გიორგის წინაში ზედმეტად დარცხვენილი იყო. გიორგიმ ყელზე სველი კოცნა დაუტოვა და მოშორდა.
იმ პერიოდში გიორგი ზედმეტად მაღალი ბიჭი იყო, გრძელი თმით და მუქი ყავისფერი თვალებით. ზედმეტ სახელად კუძუს ეძახდნენ,ოღონდ არც არავინ იცოდა რატომ. წვრილზე წვრილი იყო,რასაც ნინიზე ვერ ვიტყოდით. ნინი ზედმეტად პუტკუნა ბავშვი იყო. თავის თავს უმეტეს წილად მსუქანს ეძახდა და ეს დიდად არ ადარდებდა. მწვანე თვალები ჰქონდა და დიდი წითელი ტუჩები. ჩოლკები და მხრებზე ჩამოყრილი სწორი თმა. ზედმეტად განსხვავებულები იყვნენ ერთმანეთისგან ვერც კი წარმოიდგენდნენ,სოფელში რომ შეიძლებოდა,რომელიმეს მოსწონებოდა მეორე.
ღამის 11 საათი იქნებოდა ნინი სახლის გზას რო დააწვა. უცებ გაჩერდა რადგან იგრძნო,რომ უკან ის მოჰყვებოდა. ეცნო სუნი,რომელიც გიორგის სულ თან დაჰყვებოდა.
-დარჩი ჩემთან დღეს-უკნიდან მოხვია ხელი წელზე და ზურგით აიკრა, თავი კი ყელში ჩაუდო.
-ხომ იცი,რომ არ შეიძლება ასე, ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ გიორგი-თითქმის ჩურჩულით უთხრა გიორგის.
-მინდა,რომ შენთან გატარებული დრო არასდროს დამთავრდეს-ყელში ხმაურით აკოცა და სახლში შეიყვანა.
იმ ღამეს ერთად ეძინათ. 14 წლის ბავშვებს, მხოლოდ ეძინათ. გიორგის ხელი ნინის წელზე ჰქონდა მოხვეული, ნინის კი თავი გიორგის ყელში ჩაედო. ფეხები კი ერთმანეთში აეხლართათ.
-რებიკო ბებია-მეორე დილას დაიყვირა ვაჟამ გიორგის ეზოში-გიორგი სახლშია?
-კი ვაჟა, მის ოთახშია-დაუძახა გიორგის ბებიამ და ისევ ცხობას მიუბრუნდა.
ვაჟამ გიორგის ოთახისკენ მიმავალი გზა წამებში გადაკვეთა და მალევე გიორგის ოთახში აღმოჩნდა. სიცილით გამოსული ვაჟა გიორგის ოთახიდან გზას დააწვა. სოფელში ყველაფერი მალე ვრცელდება და არც ეს დამალულა. „ნანულის შვილიშვილი და რებიკოს შვილიშვილი თურმე ერთად იწვნენ“-გადაჰქონდათ მეზობლებს ერთმანეთთან.
-ვაჟას ბრალია ყველაფერი, გეფიცები მოვკლავ, შენი ცრემლების გამო მოვკლავ- ნინის სახე თავის ხელებში მოიქცია გიორგიმ.
-გეყოფა. არ გვინდა. დავამთავროთ ყველაფერი- ტუჩის კუთხეში ნინიმ გიორგის კოცნა დაუტოვა და წავიდა. იმ დღის შემდეგ არცერთს აღარ უნახავს ერთმანეთი. ორივე თბილისში დაბრუნდა,მაგრამ არცერთს არ უცდია ერთმანეთთან კონტაქტის დამყარება. ნინიც აღარ ჩადიოდა სოფელში ეს 8 წლიანი მეგობრობა და არც კი იციან არცერთმა მოწონება თუ რა დაინგრა.

ახლა:
ნინის ბარგი უკვე შეეკრა და დღესვე აპირებდა წასვლას. დიდი იმედი ჰქონდა,რომ ის იქ არ იქნებოდა.
6 საათი მოუნდა ჯაყჯაყს სანამ სვანეთში ჩავიდა. მონატრებული სოფელის სუნი შეიგრძნო და ხელი ბარგს მოჰკიდა, რათა სახლისკენ წაეღო.
-რამდენი ხანია არ მინახიხარ. როგორ მოხდა,რომ ჩამოხვედი?! დაგეხმარები-ნინი ზურგს უკან მიბრუნდა. ნაცნობი ხმა. ძველი მოგონება.
-გამარჯობა ვაჟა-რამდენიმე წუთიანი დუმლის შემდეგ ხმა ამოიღო და ნაცნობ სილუეტს მიესალმა- მე თვითონ მირჩევნია-უემოციო სახით ზურგი აქცია და გზა გააგრძელა.ნინის რაღაც ნაწილი ვერ პატიობდა ვაჟას მის საქციელს.
ძველი სახლის კარები შეაღო,რომელსაც უკვე რამდენი ხანია არავინ სტუმრებია. იქვე სკამზე ჩამოჯდა და ღიმილიანი სახით მოავლო იქაურობას თვალი. ტუჩის კუთხესთან ცრემლი დაეცა. ძველი მოგონებები ამოტივტივდა. ნანობდა,რომ ეს 4 წელი უაზროდ გაატარა ბათუმში და საზღვარგარეთ სეირნობაში.
-ჩავედი მარ არ ინერვიულო-მისწერა დაქალს და სახლი დაალაგა. მისი ბარგიც თავის ადგილას დადო და სიცარიელე იგრძნო. რაღაცამ უკბინა გულში. აბაზანაში შევიდა და დაიბანა. ჩაიცვა და სასეირნოდ წავიდა. ისევ იმდენი ხალხი იყო ქუჩაში,რამდენიც 4 წლის წინ. ისევ ნაცნობი და უცნობი სახეები. ყველას სათითაოდ გადაეხვია, მაგრამ ის არ იყო იქ.
-კუძუ,შეჩ,როგორ ხარ?-მოესმა უკნიდან ხმა,რასაც ის ნაცნობი და სასიამოვნო ხმა მოჰყვა,რომელიც 4 წლის წინ ასე ძალიან უყვარდა.
-კარგად დავით,თავად?
ნინიმ უცებ მოახდინა რეაგირება და შებრუნდა. ისევ ისეთი იყო,ოღონდ უფრო მაღალი და თან უფრო სიმპატიური. ვიღაც გოგოსთვის ხელი გადაეხვია და დავითს უღიმოდა. მწველმა მზერამ ლოყა აუწვა და მალევე მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. მთელი სხეული დაეძაბა გიორგის. 4 წლის მერე ხედავდა გოგოს,რომელიც პატარაობაში ასე უყვარდა. გალამაზებულს გოგოს,რომელსაც კარგად დაეკლო და ჩოლკებიც გაეზარდა, სიმაღლეშიც გაზრდილიყო. გოგოს,რომელმაც სიყვარული ასწავლა. გოგო,რომლისთვისაც ძმაკაცები მოიშორა. გოგო,რომელიც მისი ბავშობის ოცნება იყო.
-გამარჯობა ნინ-მთელი სევდა ამოჰყვა მის სიტყვებს.
-გამარჯობა კუძუ-გაეღიმა ნინის და ატირდა.



№1  offline წევრი artificial

wow. ak ambebi moxdeba albat deda shvils ar aikvans xelshi. velodebi shemdegs gaagrdzele raa

 


№2  offline წევრი fluctus Oceani

აუუუ მომეწონა ძალიან მომეწონა გავგიჟდიი გააგრძელე არ შეწყვიტო

 


№3  offline მოდერი მარტო სახლში

dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

 


№4  offline წევრი imposible

არ შეწყვიტო რა ძალიან მაინტერესებსსს

 


№5  offline წევრი fluctus Oceani

ძალიან მაგარია და გააგრძელეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent