შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წინასაახალწლო საჩუქარი (სრულად)


23-12-2018, 00:04
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 297

ქალაქი, ერთი შეხედვით, ანათებს.. თბილისი ბედნიერია, საახალწლო განათება დღითიდღე მატულობს, მივუყვები ქუჩას რუსთაველიდან თავისუფლებისაკენ და ვამჩნევ, რომ ანგელოზები ჯერ კიდევ ჩამქრალია; ვცდილობ, ამით ავხსნა ხალხის დაღვრემილი სახეები, მაგრამ ისიც მესმის, რომ ეს უბრალო მიზეზია...
მეც არ მეღიმება. მივდივარ ისე, რომ არ ვიცი რატომ, სად, რისთვის... ფიზიკური მდგომარეობა სულიერს თითქოს თანხვდება და ნელ-ნელა გზაც ილევა..
რამდენჯერ ჩამოგვივლია ერთად ხელიხელჩაკიდებულებს ღიმილიანი სახეებით, რამდენი ნაყინი გვიჭამია ამ გზაზე, რამდენ რამეზე გვისაუბრია და გვიცინია...
ბევრ რამეზე არც მეფიქრება, მხოლოდ ის აზრი მიტრიალებს თავში, რომ ხვალ ადრე უნდა ავდგე, რადგან ერთი ქალაქიდან მეორეში პაემანი მაქვს... ზოგჯერ მგონია, სულიერ „მეს“ მივაგენი, მაგრამ ამაშიც მეპარება ხოლმე ეჭვი. რამდენი ვიფიქრე, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, რამდენი ღამე ვათიე... ახლა კი მის სისრულეში მოსაყვანად ვემზადები.

***
თითქმის მჯერა, რომ შეუცვლელი მხოლოდ ამინომჟავებია. ვჯდები „მარშრუტკაში“ და ველოდები, როდის გავა.
ჯერ მხოლოდ დილის 8 საათია. ვნერვიულობ, იმდენადაც კი, რომ წყურვილიც მავიწყდება. მალე ტრანსპორტი იძვრის და გულის ფეთქვა მატულობს. ვცდილობ, წარმოვიდგინო რა მოხდება სამიოდე საათში, ვის შევხვდები, რამდენად თანხვდება ილუზია რეალობას.
ცოტა არ იყოს მეშინია, რომ ფანტაზიის ნაყოფი მძლევს.. ვიცი, რომ განადგურებაც შესაძლებელია, თუმცა საკუთარ თავს ბოლომდე მაინც არ ვუტყდები.
გზა იცვლება, ერთი ბილიკი, ერთი სურათი მეორეს ცვლის...
ფიქრები და მოლოდინებიც ენაცვლებიან ერთმანეთს.
მალე ახალი წელი დადგება, მე კი მეტი ფანტაზიის უნარი არ მაქვს, ვდგავარ და პრინცზე ვოცნებობ... რით ვერ გავცდი ბავშვობის ასაკს, როცა „ფოფიალა“ კაბის ჩაცმა და თავს გვირგვინის დადგმა მიხაროდა ? როცა გულის სიღრმეში იდეალურ უფლისწულს ველოდი, ისეთს, როგორიც ფიფქრიამ იპოვა, ან თუნდაც კონკიამ...
გზაში რამდენჯერმე ვსაუბრობთ კიდეც.. იმასაც კი მეკითხება, რისი მოლოდინი გაქვსო, თუმცა პასუხისგან თავს ვიკავებ...
მარშრუტკა კი მიდის, მიდის, მხოლოდ შუა გზაში ჩერდება, მძღოლი კარებს ტოვებს და სიცივე მთელ ტანში მივლის. ადამიანები არ ფიქრობენ ერთმანეთზე, ან იქნებ ვერ ?! იქნებ იმდენად უყვართ საკუთარი თავი სხვისი არსებობა ავიწყდებათ ?
ვზივარ, კარებს არ ვკეტავ, ვიცი, ისევ გააღებენ, ამასთანავე, ადგომა ძალიან მეზარება.
ფიქრს ფიქრზე ვაწყობ, თან გზას ვუყურებ, მუსიკას ვუსმენ... დრო იწელება, სასურველ ადგილს ძლივს ვაღწევ ! როგორც იქნა, მეღირსა !
მაგრამ, ჰოი, საოცრებავ ! სად ვარ ? სად მოვხვდი ? სადაა ის იდეალური ?
სრულიად უცხო ადამიანს ვუყურებ და ილუზიასთან ვერ ვაკავშირებ..
ყველაფერთან ერთად ინდიფერენტულიც ჩანს... როცა ვამბობ, რომ დროის დაკარგვას აღარ ვაპირებ, მალევე მანებებს თავს, ხელში ერთ „ალპენ გოლდს“ ძალით მაჩეჩებს და მიდის...
იქითა გზის ბილეთის ყიდვაც თავად მიწევს, სადაა ჩემი ეკონომია ?! ძალაუნებურად ვანგარიშობ ამ ფასად ავტობუსის რამდენ ბილეთს ვიყიდდი, მერე კი მეცინება საკუთარ თავზე, რამდენი საათი დაკარგე სულ ტყუილად - მეთქი.. თუმცა მხოლოდ ეს როდია ?! ფსიქოლოგიურ განადგურებას ვგრძნობ, ილუზიათა მძაფრ დაცემასა და დამსხვრევას.
ასე ხდება... ასე ხდება, როცა რეალობას წესიერად არ უსწორებ თვალს..
გაბრაზებული ნელ-ნელა ვიწყებ შოკოლადის ფილის ჭამას, გაყინული არაა, დადნობის პირასაა, თუმცა ამასაც არ ვაქცევ ყურადღებას და ბოლოს მხოლოდ ქაღალდიღა მრჩება ხელში.
„მარშრუტკა“ კი მიდის, შუა გზაში საგულდაგულოდ ვამოწმებ წინასწარ ნაყინი ბილეთი ხომ არ დავკარგე, შემდეგ კი ცოტა ხნით თვალებს ვხუჭავ.
როგორ მინდა, მალე გავიდეს დრო... აღარ ვხედავდე ქარის წისქვილებს, რომელის ძველს ახალთან შერწყმას განასახიერებს..
როგორ მინდა, სიმშვიდე ვიგრძნო, სილაღე, თავისუფლად ვიღიმოდე და უბრალოდ ცხოვრება მიხაროდეს...
ისევ ის მახსენდება, ადამიანი, რომელმაც ამოუცნობი მანქანებით დამკარგა...
თითქოს მის შეფასებას ვიწყებ, ვიხსენებ სასიამოვნო მომენტებს და ვხვდები, რომ სხვებს მაინც სჯობდა, ყველა სხვას, ნაცნობსა და უცნობს, ვისთვისაც დედამიწის ზურგზე თვალი მომიკრავს... თავისი მრავალი ნაკლითაც კი შეეძლო, გავეღიმებინე, ჩემთვის გაეგო და ეცადა მაინც, ბედნიერი ვყოფილიყავი..
ტრანსპორტიც ისევ მიდის, ხედი ხედს ცვლის... მოგონებები კი კინომატოგრაფიულად ენაცვლებიან ერთმანეთს...
ვგდები და მომენტალურად ვწერ ნომერზე, რომელიც კვლავ ზეპირად მახსოვს :
„როგორ ხარ ? შენი პასპორტი ჩემთანაა ისევ, თუ დაგჭირდეს, იცოდე“ და ვაგზავნი, თუმცა შეტყობინება არ მოდის, რომ მივიდე..
ნერვიულობას არ ვიჩნევ და ახლა სოციალურ ქსელში ვუგზავნი იმავეს, „როგორ ხარ“ ს გამოკლებით...


***
ჩვეულ ადგილად მინიშნავს შეხვედრას, თან მწერს, რომ საბუთის დაბრუნების მერე სხვა რამეებზეც უნდა ვისაუბროთ. როგორც ჩანს, ერთად ყოფნის იმედი ისევ აქვს.
საღამოს ისევ იმავე ხიდთან უნდა შევხვდეთ, მაგრამ როცა მივდივარ, იქ არაა. ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა და მისი სამსახურისკენ ნელა მივდივარ, გზაში „სუპერმარკეტს“ ვსტუმრობ, აქციებს ვათვალიერებს და დრო გამყავს.
გამოვდივარ თუ არა, მას ვხედავ. მთელი ემოციებით ელაპარაკება ორ ბიჭს, მაგრამ თითქოს ვერ ვამჩნევ, ვაგრძელებ გზას.. უკნიდან ვგრძნობ მის ნაბიჯებს, მიახლოვდება, მეწევა რა, მთელი გრძნობით წარმოთქვამს ჩემს სახელს, მის სახეზე ბედნიერების ფერები ერთმანეთს ადგილს უცვლიან...
-აქ არ გელოდი... - ხელებს შლის, ალბათ უნდათ, მომეხვიოს, მაგრამ მხოლოდ გადაკოცნით შემოვიფარგლებით, შემდეგ კი გზას უხმოდ ვაგრძელებთ.
ისე ვსაუბრობთ, თითქოს ჩვენს შორის დრო არ ყოფილიყოს მოგონებათა ჩამტეხი, შემდეგ პარკში ვსხდებით, ჩვენს საყვარელ ადგილას.
უბრალოდ ვსხედვართ, ყოველგვარი სასამართლოების გარეშე, ის თავის ქურთუკს მახვევს თავის ხელთან ერთად, მე კი თავს ვაყრდნობ... საოცარი სითბო მეღვრება, ვცდილობ, ბევრი არ ვიფიქრო...
თავი რომანტიკულ ფილმში მგონია..
აი, კოცნაც..
ამ მომენტზე ბავშვობაში თვალებს ვხუჭავდი ხოლმე..
-ჩემი ბრალი იყო ყველაფერი, ჩემი... იცი, როგორ ვიტანჯებოდი ? - დანანებით ამბობს, მე კი არაფერს ვეუბნები.

***
-გინდა, secret santa ვითამაშოთ ? - მეკითხება, როცა პარკიდან გამოვდივართ.
-რავი - მეღიმება.
-ისე ჩვენ უკვე ვაჩუქეთ ერთმანეთს ყველაზე ძვირფასი რამ - ჩვენი გულები... - ჩერდება და ყურში ჩუმად მეუბნება..

___
ბოლო ისტორიის ბოლო თავს აუცილებლად დავდებ, უბრალოდ გარკვეული და საპატიო მიზეზების გამო ვერ ვწწერდი, ჯერ გამოცდები მქონდა, მერე რეფერატები და პრეზენტაციები მომაყარეს, ახლა კი ლეპტოპი გაფუჭებული მაქვს, ხან ირთვება ხან არა, ესეც იმ უიშვიათეს მომენტში დავწერე, როცა ჩაირო.



№1  offline წევრი izabella

პატარა და ტკბილი. რა კარგი იყო. heart_eyes heart_eyes

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

izabella
პატარა და ტკბილი. რა კარგი იყო. heart_eyes heart_eyes

მადლობა heart_eyes

 


№3  offline მოდერი zia-maria

პატარა და თბილი ისტორიაა. kissing_heart

 


№4  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ისეთი სასიამოვნო წასაკითხია და ისეთი უთბილესი ისტორიაა თავისი სუსხით და ემოციურობით რომ არ შემიძლია არ შეგიქო ♥️♥️♥️ მიხარია და მიხარიხარ შენ რომ ისევ გამოვნდი და არიკარგები მაგ ყვწლაფრისდა მიუხედავად ♥️ და მაინც გელოდები მთელი გულით ♥️♥️♥️

 


№5  offline მოდერი მარტო სახლში

dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

zia-maria
პატარა და თბილი ისტორიაა. kissing_heart

მადლობა
ტკბილიწიწაკა
ისეთი სასიამოვნო წასაკითხია და ისეთი უთბილესი ისტორიაა თავისი სუსხით და ემოციურობით რომ არ შემიძლია არ შეგიქო ♥️♥️♥️ მიხარია და მიხარიხარ შენ რომ ისევ გამოვნდი და არიკარგები მაგ ყვწლაფრისდა მიუხედავად ♥️ და მაინც გელოდები მთელი გულით ♥️♥️♥️

მადლობა დიდი..
შენ მუდამ ჩვენი ერთგული ხარ heart_eyes heart_eyes
მარტო სახლში
dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

მადლობა

 


№7  offline წევრი nino ninidze n

მაგარიააააააააააა

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

nino ninidze n
მაგარიააააააააააა

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent