შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკუნო სიყვარული.თავი 2.


24-12-2018, 01:34
ავტორი zia-maria
ნანახია 3 797

-მამა როგორ ხარ,ექიმს მოვიყვან.
-არა,არ მინდა მოდი ჩემთან.ხელი გაუწოდა მოხუცმა ერთადერთ ქალიშვილს,მადლენმა თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და მამასთან მივიდა.
-მთელი ეს დრო ვფიქრობდი და ფიქრისგან ტვინიც კი გადაიღალა შვილო, რადგან მრავალი გალაქტიკა და მზის სისტემა შემოვიარე.
-დაწყნარდი,ხვალ ბედნიერი დღე გვაქვს.მამა მიხარია,რომ ჩემმა შვილმა საუკეთესო არჩევანი გააკეთა,ძალიან მომწონს სესილი.
-მადლენ მომისმინე შვილო,როცა დედაშენი წავიდა მე რაც შემეძლო შენთვის გავაკეთე,საუკეთესო მოგეცი,მაგრამ ახლა სათხოვარი მაქვს შენთან.
-მამა,მოდი დღეს მხოლოდ ბადრის ქორწილზე ვისაუბროთ.
-მაგრამ უნდა გითხრა,უნდა მომისმინო.ჩემი ადვოკატი შეგეხმიანება,რადგან მე შენზე ვიზრუნე.
-ადვოკატი? გაუკვირდა მადლენს.
-ხო,ადვოკატი და ის.......................ვეღარ შეძლო საუბრის გაგრძელება,რომ მოხუცის ოთახში მაღალი ჭაღარაშერეული მამაკაცი შემოვიდა და მოხუცს მიესალმა.
-როგორ ხართ ბატონო ვალერიან.
-შვილო გადი და შენს ქმართან მარტო დამტოვე.
-მამა შენი ნერვიულობა არ შეიძლება.
-გადი შვილო,კარგად ვარ მინდა გურამს დაველაპარაკო.მადლენი ვეღარ შეეპააუხა მოხუც მამას და ოთახიდან გავიდა.
-გისმენ ვალერიან რა უნდა მითხრა,დავიჯერო დაფიქრდი და მთელ შენს ქონებას ჩემს სახელზე აფორმებ? გურამმა წარბაწეულად შეხედა მოხუცს და საზარლად ჩაიცინა.
-მომისმინე,ვხედავ დაგავიწყდა ვინ იყავი და ვინ ხარ ახლა ან ვისით დადექი ფეხზე და ვინ მოგიყვანა აქამდე მაგ სახელით.
-არ მავიწყდება,შეუძლებელია დამავიწყდეს როგორ მომყიდე შენი ქალიშვილი რომ შენი ღირსება შეგენარჩუნებინა.ყველაფერი გუშინდელივით მახსოვს და რაც უფრო გადის დრო,მით უფრი ვნანობ ჩემს საქციელს.
-ნანობ?
-დიახ,ვნანობ რომ აქამდე ხარ ცოცხალი.
-მეცოდება ჩემი შვილი შენს ხელში რომ ვტოვებ.
-მე მახსოვს ვალერიან მაგრამ,ვხედავ შენ გაქვს დავიწყებული წარსული.
-მე თუ გავაკეთე ეს,ჩემი ოჯახის ტიტული შემოვინახე და დღემდე აქვს ეს სახელი ჩემს ოჯახს.შენ რას ფიქრობ,ვალერიანი თუ საწოლს არის მიჯაჭვული ვერ გებულობს შენს მიერ ჩადენილ დანაშაულებს? შენ კიდევ უფრო და უფრი დაიბინძურე სული რაც ასაკში შედი.მოხუცს ხველა აუვარდა და ხელით ანიშნა გურამს წყალი მიეწოდებინა მისთვის,მაგრამ ის ადგილიდანაც არ დაიძრა.ხედავდა როგორ წვალობდა მოხუცი,მაგრამ თითქოს გული ამოაგლიჯეს და მოხუცის წინ უგულო ადამიანის ფიტული იდგა,მადლენი შემოვიდა სახეგაფითრებული და მამასთან მივიდა,წყალი მიაწოდა და შეშინებულმა შეეკითხა.
-კარგად ხარ?
-უკეთ ვარ,მადლობა შვილო.
-მაპატიეთ,დავიბენი პირველად შევხედე როგორ კვდებოდა ადამიანი ჩემს წინ და ვერ შევძელი მასთან მისვლა,ფეხები შემიკრა რაღაცამ.
-გაეთრიე აქედან,ოცნებობ როდის მოკვდება მამაჩემი.
-დაწყნარდი შვილო,მე კარგად ვარ.სესილი ვერც მილენასთან საუბარმა დაამშვიდა და ბოლოს ღიმილით შეხედა ტელეფონს,საყვარელ ნომრებში შევიდა და გადარეკა,სულ მალე გაიგონა მონატრებული ხმა.
-თათა ჩემო საყვარელო,წარმოდგენა არ გაქვს როგორი დიდი სიხარულით ვეგებები დილას შენ რომ შეგხვდე,როგორც იქნა 10 წლის შემდეგ მეღირსება შენთან შეხვედრა და ამ ბედნიერ წუთებს შევიგრძნობ.
-სესილი ჩემო დახატულო,წამომიდგენია რა საოცრად ლამაზი პატარძალი იქნები,მაგრამ ვფიქრობ ვერ შევძლებ წამოსვლას საყვარელო.
-არ მჯერა,ქორწილი მეჯვარის გარეშე,ეს ხომ შეუძლებელია თათა.შენ რა გინდა მითხრა,მართლა არ მოხვალ?
-ვიხრჩობი სესილი საქმეში და უფროსმა უარი მითხრა განთავისუფლებაზე.
-არა,მივხვდი შენ ეკონომიური მდგომარეობა გაქვს და არ გინდა მითხრა,არ გინდა დახმარენა მთხოვო იმდებად ამაყი ხარ თათა ამიტომ,ხვალ დილით მე ავიღებ ბილეთს და შენ ჩემს გვერდით იქნები.
-კარგი,კარგი რამეს მოვიფიქრებ და შენც რა ეს სამშაბათი დღე რატომ აირჩიე.
-მე ხომ ყოველთვის განსხვავებული ვიყავი ყველაფერში.
-შენ განსხვავებულად გინდა გააკეთო ყველაფერი და ჩვენ ვმსახურობთ,გვიჭირს დაკავებული თანამდებობესიგან თავის დახსნა.კარგი რაც არის,არის მგონი მოვახერხებ ხვალ ვნახოთ ერთმანეთი.
-ასე,ეს მომწონს ხვალამდე საყვარელო.
-ხვალამდე ტკბილო.ტელეფონი გათიშა და სარკმელში გაიხედა ცას უკვე გაეყარა შავი ღრუბელი და ნელა ნელა ფერს იცვლიდა,მაინც შეწვა მაგრამ არ დაეძინა,უცნაურად უცემდა გული და თითქოს გრძნობდა წინ რაღაც ცუდი ელოდა.თეკლამ კი მოწყენილმა გათიშა ტელეფონი და მის გვერდით მწოლიარე 9 წლის გოგონას შეხედა,გაუღიმა და შუბლზე აკოცა,შემდეგ კი ცრემლი მოერია.
-ჩემო ტკბილო სესილი ჩვენ ხომ ჩვენი ოცნებებით ცაში ვარსკვლავებს ვეთამაშებოდით,მაგრამ მე ცხოვრების სულ სხვა ასპარეზზე გავედი.მე თავად ვარ ჩემი ცხოვრების რეჟისორი რომელმაც ბედნიერი სცენარი დავწერე,მაგრამ თითქოს ჩემი ფანტაზიები გაქრა და ჩემს წინაშე გადარეცხა წყალმა ყველა ჩემი ფიქრები და ოცნებები ისე როგორც ქვიშას ჩარეცხავს თქეში წვიმა.დრომ წარმოაჩინა ჩემში სხვანაირად ყველაფერი,მე კი ამ ყველაფერს მოგვიანებით დავაკვირდი და ჩემს თავს შევეკითხე,როგორ მივაღწიო სხვისთვის მიუწვდომელ სიმაღლეს ან მივაღწევ კი?არა,მე მე როლის მიღმა დავრჩი კადრის,რეჟისორის და კინო-ოპერატორის გარეშე.მე დავრჩი ასევე სიცოცხლის გარეშე და ხელთ რა შემრჩა? ჩემივე ხელით გამოგლეჯილი ჩემი გული,გული სიყვარულის გარეშე და სიზულვილით სავსე.თათას ჩაეძინა ამ სევდით სავსე ფიქრებში თვალზე კი ცრემლი შერჩენოდა,მისი სახე კი მხოლოდ ტკივილს გადმოსცემდა.
-ცხოვრება ერთი გაელვებაა და რა არის ადამიანის დანიშნულება ამ გაერლვებაში თუ არა ის,რომ ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული და რაც მთავარია ნდობა.დედამ მითხრა,როცა გავჩნდი მხოლოდ შენ გაგიხარდა ჩემი დაბადება ისე ძალიან,როგორც პირველი მერცხლის შემოფრენა გაზაფხულზე ბაბუ.
-ჩემო ბიჭო,ჩემო სიამაყევ გამახარე ძალიან და როცა წამოიზარდე დამინახავდი თუ არა შენი პირველი კითხვა იყო არა ის,თუ როგორ ვიყავი,არამედ ეს სიტყვა,,რა მომიტანე''.
-ეს მეც მახსოვს,რადგან დიდხანს გამყვა ეს ,,რა მომიტანე''? სიტყვა რომელიც შენ ძალიან,ძალიან გახარებდა და გაბედნიერებდა,ამიტომ ჩემს საწოლზე აცარიელებდი წინასწარ ნაყიდი შოკოლადებოთ დაბერილ ჯიბეებს,თან დააყოლებდი,ეს თუ არ გეყოფა მიიღე ჩემი სიყვარული,სიხარული და ბედნიერებაო.
-ღმერთო რა მალე გავიდა დრო,დღეს ქორწილი გაქვს და ვწუხვარ,რომ შეგხედავ საკურთხეველთან დამდგარს.
-ბახვა შვილო მოხვედი?
-დედა როგორ ხარ,რა ადრე ამდგარხართ დღეს ყველა.
-დღეს ხომ მნიშვნელოვანი დღე არის შვილო.ყავას დალევ? მამაშენიც ადგა და შენი ძმაც აქ არის.
-სასწაულია მამაჩემი ამდგარა და როგორც იქნა მთელი ოჯახი ერთად ვართ.
-ჩუუუუ,არ გააგონო ეს ირონია დღეს მაინც იყოს მშვიდი დღე ყოველგვარი კამათის გარეშე,გთხოვ.
-კარგი დედა შენი ხათრით.უთხრა ბახვამ და დედას მხრებზე მოხვია ხელი,საყვარელ ბაბუას შეხედა და თვალი ჩაუკრა,მან კი ხელი დაუქნია შვილიშვილს.
-მათეეე სად წადი,რას ლაპარაკობ ამდენს ტელეფონი გაქვს ყურზე მთელი ერთი საათია.თქვა გაბრაზებული ხმით გურამიმ.
-ბიჭები დაიზარდნენ,დღეს ბახვას ქორწილია და მათესაც საკმაო ასაკი აქვს შენს დაუკითხავად მიხედოს მის პირადულ ცხოვრებას,რა გაბრაზებს ვერ გამიგია.უთხრა მადლენიმ გურამის და გაბრაზებულმა შეხედა.ბადრიმ ხელი მხარზე დაადო დედას და თვალებით ანიშნა მოეთმინა და დაეფარა მისი სიბრაზე,არადა თავადაც ბრაზობდა მამაზე და არ უნდოდა მისთვის ბედნიერი დღე ჯოჯოხეთად გადაექცია.მხარზე ხელის დადება იგრძნო და უკან მიბრუნდა,გაეღიმა და მონატრებულ ძმას გადაეხვია.
-ჩემს დაქორწინებას ელოდებოდი,რომ დაბრუნებულიყავი თუ ასე ძალიან გაგიტაცა კანადამ.ძალიან მიხარია შენი ნახვა ჩემო ძმაო.
-სიმართლე გითხრა,რომ არა ეს ქორწილი,კიდევ დიდი ხნით არ ვაპირებდი აქ დაბრუნებას.
-არც კი გრცხვენია ისე ამბობ არ გეტყობა რამე ან ვინმე მოგნატრებოდა.მოწყენილი ხმით უთხრა მადლენიმ უმცროს შვილს.
-ალბად კარგი ცხოვრება გაქვს იქ,კარგადაც ერთობი და ამიტომ დაგავიწყდა შენი ბავშვობის ადგილები.
-ესღა გვაკლდა მხოლოდ,რომ მათე მთელი ჩვენი ქონება საყვარლებში გაანიავოს.თქვა გურამიმ და მადლენიმ ვეღარ მოითმინა,მიუბრუნდა და გაბრაზებულმა უთხრა.
-ეს რა სიტყვებია,შენ უნდა გააკონტროლო 30 წლის ბიჭი როგორ და ვისთან იცხოვრებს?ეს რა უვიცობაა.შვილებმაც არ დააკლო მამას ბრაზიანი გამოხედვა და გურამმაც აღარაფერი თქვა.
-როგორ ხარ,როგორც ვიცი რაღაც მაღაზია უნდა გაგეხსნა და როგორაა შენი მიზნების საქმე.
-კარგად,ორ კვირაში დიდ საუვილერიო მაღაზიას გავხსნი,ეს ჩემი დიდი ოცნება იყო და როგორც იქნა ახდა.მე შემეშვი როგორც მხედავ კარგად ვარ,შენ როგორ ხარ და სესილი როგორაა.
-კარგად არის სესილი,ამ ბოლო დროს ძალიან გადაიღალა ბევრს მუშაობს და ვფიქრობ ცოტა ხნით გავარიდო საქმეს,რომ ცოტა დაისვენოს.
-ეს კარგია,სად ფიქრობთ წასვლას.
-ალბად პარიზში წავალთ.
-კარგია,პარიზი სიყვარულის ქალაქი.
-ხო,სიყვარულის ქალაქი და მეც არ მაწყენდა დასვენრება,ეს ბოლო პერიოდი მეც ძალიან ბევრი საქმე დამაწვა მხრებზე,მეც მინდა რამოდენიმე კვირა თავისუფკებას მივუძღვნა სესილისთან ერთად.
-კარგია,პარიზი და საყვარელი ქალი გვერდით.
-კარგია,მაგრამ აქ საქმეც შეფერხდება.
-არაფერი არ შეფერხდება,სანამ დაბრუნდებით მე მივხედავ შენს საქმეს.უნდა ვაღიარო,რომ ჩვენი ქარხნის ღვინის სუნიც და გემოც მომენატრა.
-თუ ასეა,შენს განკარგულებაში იქნება ერთი თვე ყველაფერი.უთხრა ბახვამ ღიმილით და მის ტელეფონზე შემოსულ ზარს ღიმილითვე უპასუხა.
-ლუკა? უკვე ჩამოხვედი?
-ჩამოვედი,დავისვენებ ცოტას სასტუმროში და მოგვიანებით მოვალ.
-4 საათზე აქ უნდა იყო არ დაგავიწყდეს.
-ვიცი,ვიცი მარტო არ დაგტოვებ და დღეს შენს გვერდით ვარ.სესილი?
-სესილი უკვე მზადებაშია,დღეს უნდა ბრწყინავდეს როგორც ვარსკვლავი.არ იცნობ როგორია? ყველაფერი განსხვავებულად უნდა იყოს დღეს და თავადაც ყველასგან გამორჩეულად.
-ვიცი,ვიცი შენ? შენ როგორ ხარ.
-მე როგორ ვარ? ცოტა მეშინია კიდეც,სიმართლეს გეუბნები მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება.
-რატომ გეშინია,ფიქრობ რამე შეიცვლება ბოლო წუთებში?
-ცხოვრება სიურპრიზია მეგობარო,ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად.
-ფიქრობ საკურთხეველთან მიგატოვებს სესილი? გულიანად გაეცინა ლუკას და ბახვაც აყვა მას.
-არ ვიცი,მაგრამ მაინც მზად უნდა ვიყო.
-ბადრი შენ სესილი არასდროს მიგატოვებს,სულ მალე შენს გვერდით იქნება ლამაზი პატარძალი.
-ლუკა მადლობა რომ აქ ხარ.
-არ გაიმეორო,ბახვა სიტყვა მადლობა.
-დროებით მეგიბარო.
-პატარძალს ვინ მოიყვანს ტაძარში.იკითხა როცა ტელეფონი გათიშა და დედას შეხედა.
-მე,მე მოვიყვან სესილის.თქვა მათემ და უეცრად გურამის ყვირილის ხმამ სამივე დედა-შვილი დაამუნჯა და გააშეშა ამ მოულოდნელმა გურამის გამოხტომამ.
-არ შეგეძლო მოგეძებნა ისეთი ქალი ვისაც ოჯახი ჰყავს და გვერდით მშობლები ეყოლებოდა,გაიგე რომ ეს ქალი არ არის შენი შესაფერისი.
-გურამ.არც მადლენიმ დააკლო ყვირილი ქმარს.-არც შენ იყავი ერთ დროს ჩვენი ოჯახის შესაფერისი,ჩვენი წრის,მაგრამ ახლა მოერგე ყველაფერს და ყველაზე მაღლა აყენებ შენს თავს.
-მადლენ.
-გურამ.ორივე ერთმანეთის წინ იდგა და თვალებით ჭამდნენ ერთმანეთს,შვილებმა ახლა დაინახეს მშობლების თვალებში გაჩენილი ზიზღი,ერთმანეთს შეხედეს და გურამიმ კი სამივეს მოავლო თვალი,ხელი ჩაიქნია და სახლიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა.
-მობრძანდი?
-მოვედი, აქ ვარ.თქვენ ისვენებთ უფროსო?
-ყველაფერი კარგად არის?
-დრო გვიჩვენებს,შენ როგორ ხარ,ვერ გხედავ რომ კარგად იყო.
-შენს ხელში როდის ვარ კარგად.
-შემაწუხებელი გახდი უკვე თაზო.
-შენ მე შაგაწუხე? ვერ გამიგია სად დადიხარ ან რას დაეძებ,შენ ხარ სტუდიის უფროსი თუ მე ჯერ ესევ გასარკვევია.ნიცა წარსულით თუ იცხოვრებ,ვერასოდეს ვერ იფიქრებ მომავალზე.
-თუ ასეა ადვილია წარსულის დავიწყება,შენ რატომ არ შეეცდები დაივიწყო ის და იცხოვრო ახალი,მშვიდი ცხოვრებით.
-ჩემთვის არ არის იგივე ნიცა.
-გასაგებია,შენ შენი შვილის მკვლელს დაეძებ.
-დიახ დავეძებ ყველგან,მინდა ვიპოვო და მე თავად გამოვუტანო განაჩენი.
-მაშინ მეც უნდა გამიგო,თაზო შემთხვევით გავიგე ჩემი ბიოლოგიური მშობლების ვინაობა,რას მეტყვი არ მოვძებნო ისინი და არ გავიგო ვინ არიან? თაზომ ხელები გაშალა და ნიცას უთხრა.
-მე ვერ გადაგიდგები წინ,შენი გული რასაც გკარნახობს ისე მოიქეცი,მე წავედი.დარწმუნებული ხარ ეს საქმე,რომელიც მოგეცი გაუძღვები? ნიცამ შეხედა და უთხრა.
-ოდესმე ჩაგიშალე საქმე?
-არა,მაგრამ ახლა საქმე ძალიან რთულადაა და გთხოვ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიო.
-მოვაგვარებ ყველაფერს,შესანიშნავი ინტერვიუ გამოგვივა.
-წავედი და შეგეხმიანები,თუ რამე სასწრაფო იქნება ზარი გამოუშვი და აქ ვარ.
-არის უფროსო.
-ნიცა.
-ხო კარგი,ისეთი უჟმური ხარ ხანდახან ხუმრობაც კი სერიოზული გგონია.თაზომ თავი გაქნია და წავიდა,ნიცამ ყველა ქაღალდი მოკრიფა და თავის კაბინეტში მიდიოდა,რომ მისი სახელი მოესმა.შებრუნდა და მის წინ ძალიან ახალგაზრდა გოგონა იდგა,20-21 წლის თუ იქნებოდა.
-თქვენ მკითხულობდით?
-მე ნიცა ბაზაძეს ვეძებ,მითხრეს რომ მხოლოდ ის თუ დამეხმარება.
-მე ვარ ნიცა ბაზაძე,ჩემს კაბინეტში შევიდეთ და იქ ვისაუბროთ.ნიცამ წინ გაუძღვა გოგონას და სკამიც კი გამოუწია,თავადაც მის წინ დაჯდა და ახლა დააკვირდა გოგონას ნატანჯ სახეს,ვინ იცის რამდენი ღამის უძილო იჯდა ახლა მის წინ ეს პატარა გოგონა და თავის თავს პირობა მისცა,რომ რაც არ უნდა უჭირდეს მას დაეხმარებოდა.
-გთხოვთ დამეხმარეთ და ჩემი შვილი დამაბრუნებინეთ.
-პირველ რიგში დაწყნარდი ისე რომ შეძლო ამიხსნა რაში დაგეხმარო,რა მოხდა.
-ბავშვი ჩემია,მხოლოდ ჩემი.
-ბავშვი? ჩვილი ბავშვი წაგართვა ვინმემ?
-ჩემი შვილია,მე ვშობე ის ჯერ სულ პაწაწინაა.
-გთხოვ,ძალა მოიკრიბე და ყველაფერი თავიდან მითხარი.ანერვიულებულ გოგონას წყალი მიაწოდა,დამამშვიდებელიც მისცა და მოემზადა მოსასმენად.
-მე თეკლა კოვზირიძე ვარ.
-გააგრძელე რაც შეიძლება,მშვიდად და გასაგებად.თეკლამ დამშვიდდა და როგორც შეძლო ნიცას ყველაფერი უამბო.
-გასაგებია,გაიძულეს ბავშვი მიგეცა შენ კი არ დათანხმდი,მათმა კი შენი თანხმობის გარეშე ყველა საჭირო ქაღალდი მოამზადეს და ძალის გამოყეებით მოგაწერინეს ხელი,ისე რომ არც წაგაკითხეს.კარგად გავიგე თუ გამომრჩა რამე?
-არა,ყველაფერი კარგად გაიგეთ,მართლა ასე იყო.
-კარგი,მე შევეცდები ყველაფერი გავარკვო და დამიტოვე შენი კოორდინატები რომ შეგეხმიანო.თეკლამ ნომერი დაუტოვა ნიცას და დაიმედებული წავიდა,ნიცამ კი საათზე დაიხედა და ტელეფონზე გადარეკა.
-სესილი სად ხარ,სად მოგაკითხო.
-ჯერ კიდევ სალონში ვარ ნიცა.
-სალონიდან რომ გამოხვალ დამირეკე და სახლში მოვალ.
-კარგი საყვარელო.
-თათას შეეხმიანე?
-კი,კი და დამპირდა მოვალო,მაგრამ ვერ მითხრა დარწმუნებით.
-მერე,მეჯვარეეეე?
-მერე თუ თათამ ვერ მოგვისწრო,კითხვა რად უნდა მაგას თუ ვინ დადგება დღეს ჩემს გვერდით თუ არა შენ ტკბილო.
-სესილი გინდა ჩემი ხელით მოგგუდო?
-რატომ,ასე გეწყინა?
-ახლა უნდა მითხრა გოგო ეს ყველაფერი?
-კარგი რა ნიცა შემეშინდა.
-რისი შეგეშინდა.
-მეგონა უარს მეტყოდი.
-კარგი აზრი არააქვს შენთან საუბარს,წავედი.
-სად,სად მიდიხარ,არ მოხვალ?
-საჩუქრის საყიდლად მივდივარ იდიოტო,ჩემს პატარძალთან საჩუქრის გარეშე მოვიდე?
-ნიცა მიყვარხარ.
-ვერ გიტან.
-მეც,მეც ვერ გიტან მაგრამ დღეს ოთხივე ერთად ვიქნებით.
-დიახ, 10 წლის შემდეგ ისევ ერთად.ნიცამ გაუთიშა ტელეფონი სესილის ჩანთას დაავლო ხელი და სირბილით გავარდა სტუდიიდან,მთავარ გასასვლელთან კი თაზოს შეეჩეხა და რომ არა მისი სიმარდე ნიცა ძირს დაეცემოდა.
-სად გარბიხარ,მოგდევს ვინმე?
-დამავიწყდა,საჩუქრის ყიდვა დამავიწყდა.
-რა საჩუქრი,ვისთვის ყიდულობ საჩუქარს.
-როგორც მივხვდი მარტო მე არ მჭირს სკლეროზი,შენც დაგვიწყებია დღეს სესილის ქორწილი.
-სესილი? დღეს არის სესილის და ბახვას ქორწილი?
-დიახ უფროსო,დღეს არის და შეიძლება წავიდე?
-წამოდი და მეც შემარჩევინე საჩუქარი.
-გაფრთხილებ,ჩემნაირი საჩუქარი არ იყიდო,თორემ არ მოვერიდები ხალხს და გადაგიგდებ.
-ვიცი ჭკუა არ დაგიშლის.ნიცამ თვალი ჩაუკრა თაზოს და ერთად გავიდნენ შენობიდან.
-დედიკო,მე კარგად ვხვდები რომ არ გინდა სესილი დეიდას ქორწილში მიხვიდე,შეგიძლია მითხრა, რატომ?
-ჩემო პატარავ,შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ გაიგო ის თუ რა მტკივა და რა მაწუხებს.
-მითხარი დედა,შევეცდები გავიგო და პასუხიც გაგცე.
-უკვე დედას დიდი გოგო ხარ და მე ვერ გავიგე,როდის გაიზარდე?
-ალბად გავიზარდე მაშინ როცა შენ ტირი და ფიქრობ,რომ მე ისევ პატარა გოგო ვარ.
-შვილო..............
-დედა ყოველ დღე ვხედავ შენს თვალებს ცრემლიანს,მითხარი ამ დარდის მიზეზი რა არის ასეთი მტკივნეული,რომ ვერ ივიწყებ.
-გეტყვი,გეტყვი მაგრამ ჯერ არა საყვარელო,მაგრამ სესილის ქორწილი მართლაც რომ ბედნიერი დღე არის,მაგრამ ჩემთვის ის სევდიანია.
-რატომ სევდიანი,ვიცი რომ გიყვარს სესილი დეიდა.
-მიყვარს,ძალიან მიყვარს მაგრამ მე სესილისგან სრულიად განსხვავებით ვცხოვრობ.ალბად იმიტომ,რომ ჩემს სულ დაეპატრონა მუდმივი მოწყენილობა და მეც მოვირგე ძლიერი ქალის ნიღაბი.ვეცადე კიდევაც მომეშორებინა ეს ნიღაბი,მაგრამ ვეღარ შევძელი,მოკლედ მე ნიღბების სამყაროში ვცხოვრობ და ეს ჩემს გარდა არავინ იცის.ზოგჯერ გამომდის თამაში,ზოგჯერ ვერიდები თამაშს და აი აქამდე ასე თამაშით მოვედი.დღეს სესილის გარდა კიდევ გაიცნობ მილენას და ნიცას.
-ისინი შემიყვარებენ?
-რა თქმა უნდა,ისინი შეგიყვარებს და როცა მე შენს გვერდით არ ვიქნები დედობასაც გაგიწევენ.
-შენ სად მიდიხარ დე.
-მე?არსად არ მივდივარ შვილო,სად უნდა წავიდე უშენოდ.
-ჩემს შესახებ რატომ არავინ იცის.
-მე სულ მარტო ვიყავი,ყველას მისი პრობლემები ჰქონდა და ამიტომ არც მიფიქრია შენი არსებობის შესახებ მათთვის მეთქვა.თათამ ცრემლი მოიწმინდა და ნომერი აკრიბა.
-გისმენთ.
-მილენა მე ვარ.
-თათა საყვარელო,უკვე ჩამოხვედი?
-ჩამოვედი,უკვე აქ ვარ.
-კარგია,ძალიან გამახარე და ერთი სული მაქვს როდის გნახავ.გელოდები ქორწილში ეს ყველასთვოს დიდი სიურპრიზი იქნება.
-არა,მომისმინე ქორწილში არ მოვალ.
-ეს როგორ,ქორწილისთვის არ ჩამოდი?
-არა,მე შენთან სალაპარაკოდ დავბრუნდი რადგან მინდა სერიოზულ თემაზე დაგელაპარაკო,როგორც ადვოკატი.
-თათა ხომ კარგად ხარ.
-კარგად ვარ,ის რაც უნდა გითხრა არ არის ტელეფონში სალაპარაკო,შენთან შემიძლია დავრჩე დღეს?
-რა თქმა უნდა,ჩემთან მოდი ახლავეს დავბრუნდები უკან.
-სესილის არაფერი არ უთხრა,შენ კი არ დაბრუნდე.
-ძალიან უცნაურად მეჩვენება ეს ყველაფერი და თან მაშინებს.
-წადი ქორწილში,სახლის გასაღებს იმედია ისევ იმ ქოთანში ინახავ სადაც ადრე.მილენას გაეცინა და უთხრა.
-ისევ იქ ვინახავ,რადგან ყოველთვის მჯეროდა დაბრუნდებოდი და თავად გააღებდი კარს.
-მიყვარხარ მილენა.
-მეც ძალიან,ძალიან მიყვარხარ.დაფიქრდი იქნებ წამოხვიდე ქორწილში,სესილის ძალიან ეწყინება.
-უკვე კარგად დავფიქრდი,ყველაფერს რომ გნახავ აგიხსნი გარკვევით საღამოს უკვე წერტილი უნდა დავუსვა ასეთ ცხოვრებას და შენს წინაშე უნდა გადავიშალო,მილენა მინდა იცოდე ყველა ჩემი საიდუმლო.
-თათა.....................მილენამ ვეღარ გაიგონა თათას ხმა,რადგან უკვე ტელეფონი გათიშული იყო,ცრემლი მოერია და ჩაილაპარაკა.
-რა გჭირს,თათა უცნაურად მეჩვენება ეს ყველაფერი.
-დრო,დრო ძალიან სწრაფად გავიდა,ჩვენ გავიზარდეთ ჩემო მილენა და უკვე დროა ეს ყალბი ღიმილი მოვიშორო და სიმართლეს აღარ დავემალო,მე ძალიან დამღალა ასეთმა ცხოვრებამ.
დინჯი და მოზომილი ნაბიჯებით მიიწევს წინ და სული უკრთის,ის ხომ დღეს სამუდამოდ ემშვიდობება იმ ქალის მიმართ გრძნობებს,რომელიც წლებია უყვარს და გულში იკლავს მისდამი გრძნობას.შეჩერდა,გულზე დაიდო ხელი და შეეცადა აჩქარებული გულისცემა დაეწყნარებინა,კედელს ხელით მიეყრდნო და წარსულის მოგნებებში გადაეშვა.
-დღეს სამუდამოდ უნდა დაგემშვიდობო და ეს ცრემლიც შენს სიყვარულს გავატანო.ვერ წარმოიდგენ როგორ მტკივა არა გული,არამედ სული რომელიც მწიწკნის და ვერ ვაოკებ,რადგან ამ ტკივილს გარეთ უნდა გამოვიდეს.უეცრად გაეღიმა,რადგან მოგოებებმა წარსულის კადრები გაახსენა.ზაფხული იყო და ყველა ზღვაზე ისვენებდა,სწორედ იქ იმ დღეს იგრძნო სესილის მიმართ რას გგრძნობდა.მზე ჩადიოდა და ის გავარვარებული მრგვალი ბურთი რომელიც ნელა-ნელა ზღვაში ეშვებოდა სესილის სახეზე ფერებად თამაშობდა.იჯდა და მხოლოდ სესილის უცქერდა,მხოლოდ მისი ხმა ჩაესმოდა ყურში.ზღვაც კი ძალიან მშვიდი იყო,საერთოდ არ ღელავდა მხოლოდ შრიალებდა და საიდუმლოს გამხელას ცდილობდა.ცას ახედა,ლურჯ ცას და თითქოს შეამჩნია მასაც საიდუმლოს თქმა უნდოდა.ღიმილით მოავლო ყველას თვალი და ჩურჩულით თქვა.
-რა უცნაური ხარ ბუნებავ და რა იდუმალი, თავი ზღაპარში მგონია.ადგა სესილის მიუახლოვდა და მისთვის გაუცნობიერებლად სესილის ბაგეებს შეეხო,გათიშული იყო და თავადაც ვერ გრძნობდა რას აკეთებდა.უეცრად გამოფხუზლდა,როცა მარცხენა ლოყა აეწვა და სესილის სიბრაზით ანთებულ თვალებს შეხედა.როგორც იქნა გონს მოვიდა და გააცნობიერა რა გააკეთა,სილაც სესილისგან დამსახურებულად მიიღო.
-იდიოტო შენ,შენ მე,შენ კოცნა მომპარე.
-გინდა დაგიბრუნო?
-არა,არც კი შეეცადო მისი დაბრუნება შენთვის შეინახე.
-შევინახავ და მოვა დრო მას უკან დაგიბრუნებ.გაეცინა,მაგრამ ღრმად ამოიოხრა.
-ვეღარ შევძლებ ვალის დაბრუნებას სესილი და როგორც თქვი ის კოცნა ჩემთან დარჩა სამუდამოდ.სახეზე ხელები მოისვა,თითქოს გამოფხიზლდა და როგორც იქნა ბადრის მიუახლოვდა,მეგობრები ერთმანეთს გადაეხვია.
-ლუკა უკვე აქ ხარ,ჩემს გვერდით.
-აქ ვარ შენთან,მეგობარო.
-ძალიან მნიშვნელოვანია დღეს შენი აქ ყოფნა,მაგრამ უნდა მაპატიო მეჯვარე სხვა არის,შენთან კი ერთი თხოვნა მსქვს და დამპირდი რომ მას შემისრულებ.
-მოიცადე,ეს რა ხდება ხომ მითხარი შენ ჩემი მეჯვარე ხარო.
-ვიცოდი არ ჩამოხვიდოდი და ამიტომ გითხარი,მაგრამ ძალიან მინდოდა დღეს შენი აქ ყოფნა.
-ბახვა კარგად ხარ?
-კარგად ვიქნები,როცა შენს პასუხს მივიღებ.
-გისმენ,რა უნდა მთხოვო.
-ლუკა ვიცი ხალხი გყავს აქაც და იქაც და შენ სესილი უნდა დაიცვა.
-ვისგან ან რისგან.გაოცებული უცქერდა ლუკა ბახვას.
-დრო თავად გეტყვის ყველაფერს.
-ბახვა რაღაც უცნაურად მეჩვენები და არეულად ამბობ სათქმელს.
-ლუკა რა კარგია რომ მოხვედი შვილო.
-დეიდა მადლენ როგორც ყოველთვის თქვენ უბერებელი ხართ,ასაკი არ გეტყობათ.
-არ ვიმჩნევ შვილო,თორემ როგორ არ მეტყობა.ბახვა შვილო, რა კარგია ლუკაც აქ არის.
-დარწმუნებული ვიყავი ლუკა რომ მოვიდოდა დედა,გაირბინა დრომ და წლებმა ამ ეზოში რომ დავრბოდით.
-ასეა,დრო არ ჩერდება და ჩვენც მას მივყვებით,დღეს ყველაფერი დაივიწყე და წინ გაიხედე,ხვალ არა მაგრამ წასვლამდე მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ.
-პატარძალი მოდის,ლუკა ჩემი სესილი მოდის მათეს მოჰყავს პატარძალი.ღმერთო ასე ძალიან რატომ ვნერვიულობ.თქვა ბახვამ და ლუკას შეხედა.
-გამაგრდი,შეხედე კაშკაშა ვარსკვლავი შენსკენ მოდის.სესილი გაჩერდა,უამრავ ხალხს თვალი მოავლო და მხოლოდ ნაცნობ,მონატრებულ თვალებს დაეძებდა იმ უამრავში.
-მათე არ მითხრა,რომ თათა არ მოვიდა.
-შესაძლებელია დააგვიანდეს,გთხოვ არ ინერვიულო.
-ნიცა? არც ნიცა არ მოსულა?
-ნიცა აქ არის და თაზოც მოვიდა მეუღლესთან ერთად.მათემ გაუღიმა სესილის და ამ ღიმილმა მას ძალა და იმედი მისცა,დიდი იმედი.ნელა-ნელა მიუახლოვდა მათე ბადრის და სესილის ხელი გადასცა ძმას.
-გაუფრთხილდი და იცხოვრეთ ბედნიერად,გქონდეთ ერთმანეთის მიმართ ,,საუკუნო სიყვარული''.
-საუკუნო სიყვარული შენთან ერთად პატარავ.
-საუკუნო სიყვარული შენთან ერთად საყვარელო.ხელი მოკიდა სესილის და ტაძარში შევიდნენ,ჯვრის წერის შემდეგ ყველამ ერთად რესტორანში გადაინაცვლა სადაც წყვილმა ულამაზესი ვალსი იცეკვა და ბახვამ ყურში უჩურჩულა.
-სესილი შენსავით ლამაზი გოგონა მინდა,რომელიც შენი ასლი იქნება.
-მაგრამ თვალები შენი ექნება.
-საყვარელო ბედნიერი ვარ ჩემს ოჯახში რომ შემოდი და ამიერიდან გყავს დედა და მე შენი სახით მყავს ქალიშვილი.
-მადლობა,ძალიან დიდი მადლობა.
-ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები,მთავარია მითხრა რომ გჭირდები.მე მხოლოდ თქვენი ბედნიერება მინდა და თქვენით მივიღო სიხარული.მადლენიმ დალოცა შვილები და თავის ადგილს დაუბრუნდა.ძალიან ლამაზი საღამო იყო და ყველა კარგად ერთობოდა,მაგრამ მილენა ხშირად უცქერდა საათს,ორიოდე საათის შემდგ სესილისთან მივიდა და თხოვნით უთხრა.
-სესილი უნდა წავიდე.უთხრა მილენამ და აკოცა მეგობარს.
-უკვე?
-საკმარისია,ბესო პირდაპირ განყოფილებაში მიდის,მეც იქ უნდა მივიდე.
-მეც მივდივარ სესილი და წასვლამდე აი ეს ჩემი საჩუქარი უნდა გადმოგცე.უთხრა ნიცამ და ლამაზი ყელსაბამი შეაბა.
-გოგო შენ გინდა გამაგიჟო? შეხედა თაზომ ნიცას გაბრაზებულმა.
-რა გაყვირებს,დაუწიე ხმას.უსაყვედურა ნიცამ.
-ხომ შევთანხმდით რა უნდა გვეყიდა.
-ვიყიდე ის,მაგრამ ეს მომეწონა და ეს ვიყიდე,რა დანაშაულია? თაზომ ნიცას შეუღრინა და თავისი საჩუქარი გადასცა სესილის.
-რისთვის ჩხუბობთ,ორივეს საჩუქარს მივიღებ.უთხრა თაზოს სიცილით სესილიმ.
-ეს ხომ დაუდგენელი არსებაა,ვერასდროს ვერ გაუგებ რა უნდა და რას აკეთებს არ იცით როგორ გველივით დასროალობს ეს ბავშვობიდან იცოდა და დღემდე ვერ მოიშორა მავნე ჩვევები.
-ნუ ბურდღულობ, უფროსო ხვალ შევხვდებით.
-თქვენ თუ გინდათ გააგრძელეთ ჩხუბი,მე უნდა წავიდე.მიყვარხართ ყველა,აბა შენ პატარძალო თაფლობის თვე დასრულდება თუ არა ერთად ვიკრიბებით.
-აუცილებლად,მეც მიყვარხართ.სესილიმ მეგობრები გააცილა,გურამი ზიზღით უცქერდა მხოლოდ მისთვის არა სასურველ რძალს და მოულოდნელად იქვე ბახვას ტელეფონზე შემოსულმა შეტყობინებამ მიიქცია მისი ყურადღება გახსნა და წაიკითხა.
-,,ბახვა ვეღარ ვუძლებ ჩემს ტკივილს,რაც უფრო დრო გადის უფრო მიძნელდება და გაუსაძლისი ხდება ამ ტკივილით ცხოვრება.დავბრუნდი,რომ ყველა საიდუმლოს ფარდა ავხადოთ''.გაშეშდა,ფერი დაეკარგა შეტყობინება წაშალა და ცივად დადო ტელეფონი,ხალხს თვალი მოავლო და მათეს გაოცებულ თვალებს წააწყდა,თვალი აარიდა ვერ შეხედა შვილს თვალებში და ჩქარი ნაბიჯით დატოვა რესტორანი.მილენა სახლში მიიჩქაროდა,რადგან იქ მისი სულის ნაწილი ელოდა.
-როგორ მომენატრე,როგორ ძალიან მინდოდა შენი ნახვა.
-შენ ხარ დამნაშავე და კეთილი ინებე შენი შეცდომა გამოასწორე.უეცრად თათას უკან ნატას მოკრა თვალი და გაოცებულმა იკითხრა.
-ეს,ეს პატარა პრინცესა ვინ არისო?
-ეს ნატაა.
-ნატაა მაგრამ.....თათამ მხრებზე მოხვია ხელი ნატას და მილენას შეხედა.
-ნატა ჩემი შვილია მილენა.მილენა წელში გასწორდა,თათას შეხედა და დასარწმუნებლად კითხვა გაუმეორა.
-ვინ არის ეს პრინცესა?
-ჩემი შვილი,კარგად გაიგონე არაფერი არ მოგესმა.
-შენი შვილი,იშვილე ალბად ან ჩვენ რატომ არაფერი არ ვიცით თათა.
-ნატა ჩემი შვილია მილენა და ეს გრძელი ისტორიაა.
-კარგია,გრძელი ღამეა და გვეყოფა გრძელი ისტორიის მოსასმენად.ჯერ რამეს მოვამზადებ,ბავშვს მოშივდებოფდა.
-ჩვენ უკვე ჩვენს თავს თავად გავუმასპინძლდით,ნატა ახლა თავს მოიწესრიგებს და დაიძინებს,მხოლოდ გვაჩვენე სად უნდა დავიძინოთ.
-მშვენიერია,საყვარელო იქნებ ნაყინი გინდა.
-არა,მადლობა მაგრამ ჩვენ ნაყინიც ვიპოვეთ.
-თქვენ დაგილაშქრავთ უკვე ჩემი სამზარეულო.
-კი,ძალიან საინტერესო ლაშქრობა გამოგვივიდა.უთხრა კისკისით თათამ.
-მაშინ თავს მიხედე პატარა პრინცესავ. თათამ მილენას მითითებულ საწოლში ჩააწვინა ნატა,ზღაპარი წაუკითხა და პატარასაც ჩაეძინა.
-მილენა დარწმუნებული ხარ ბესოს ჩემი აქ ყოფნით არ შევაწუხებ?
-არა საყვარელო,მან უკვე იცის აქ რომ ხარ.
-ქორწილი როგორი იყო.
-ძალიან კარგი,ლუკაც აქ არის და მხოლოდ შენ გვაკლდი დღეს.
-ფოტიები?
-აი ფოტოებიც აქ არის,მოდი ერთად ვნახოთ.მილენამ კომპიუტერში გადაიტანა ფოტოები და ერთად ათვალიერებდნენ.
-ეს ნიცა არის?
-ეს ნიცაა,ეს თაზო ეს კი თაზოს მეუღლეა.
-როგორ შეცვლილია ნიცა და თაზოც.
-ნიცა თაზოსთან მუშაობს რედაქციაში.
-თაზოსთან? როგორ,მათ ხომ გრძნობები ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ.
-მაგრამ თაზო დაქორწინდა,ალბად ეს მათი ბედისწერა იყო.დარბაზი დაცარიელდა,დგას და ის მხოლოდ იმ ერთადერთს ხედავს,მაგრამ ის ერთიც მიუწვდომელია მისთვის,ის უკვე სხვისი საკუთრებაა.რაღაც განსაკუთრებულს გრძნობს და უნდა გაექცეს ამ ხმაურს,წამოდგა და ბახვასთან მივიდა.
-უნდა წავიდე მეგობარო.
-უკვე მიდიხარ?
-რაღა უკვე,მხოლოდ მე შემოვრჩი მაგიდას.გაეცინა ლუკას.
-რამდენი დღე რჩები თბილიში.
-ათი დღე ვიქნები აქ,თქვენ როდის მიდიხართ.
-ხვალ დილით მივფრინავთ პარიზში,აი აიღე ჩემი სახლის გასაღები და წასვლამდე იქ იყავი,მერე მათეს გადაეცი ან რომელიმეს.
-მადლობა ბახვა ხვალ გნახავ წასვლამდე,იცოდე სიურპრიზი არ გაგვიკეთო დაგვაცადე გაგაცილოთ სამეგობრომ.
-კარგი,კარგი 1 საათზე იყავით აეროპორტში.ლუკა წავიდა,მაგრამ ბახვამ შეაჩერა და უთხრა.
-ლუკა რამე გაწუხებს?
-რატომ მეკითხები.
-რა მეგობარი მქვია,თუ მეგობარს ვერ გავუგე ტკივილი ლუკა,თქვი რა პრობლრმა გაქვს.
-არაფერი,უბრალოდ გადავიღალე.
-კარგი,გიჯერებ მაგრამ იცოდე თუ რამეა ალბად მეტყვი.ლუკამ შეხედა მეგობარს და ღიმილით დაუქნია თავი,ხელის აწევით დაემშვიდობა თავის თავზე გაბრაზებულმა ბურდღულით დატოვა ის ადგილი სადაც უკვე სული ეხუთებოდა.
-იდიოტო წადი სახლში,რა დაგრჩენია აქ ბოლომდე რომ შემორჩი მაგიდას.ესაა ნამდვილი მეგობრობა,მან იგრძნო მე რაღაც მტკივა და მაწუხებს,მე კი რას ვაკეთებ.
-როცა მეგობრული გრძნობა ჭეშმარიტია, სიყვარულიც ჭეშმარიტია,ჩვენი მეგობრობა წლებმა ვერ დაამსხვრია,მაგრამ შენ მოერიე მას და ჩვენ ყველა უკან ჩამოგვიტოვე.რატომ,რატომ დაგვიმალე ასეთი მნიშვნელოვანი რამ,ეს როგორ შეძელი და გააკეთე თათა.სესილის დღეს არ ეწყინა შენი იქ არ ყოფნა.
-არ ეწყინა? ცრემლი მოერია თათას.
-არ ეწყინა,მაგრამ ძალიან,ძალიან ეტკინა.
-დამიჯერე მეც ძალიან მინდოდა იქ ყოფნა სესილის გვერდით,მაგრამ არ შემეძლო,გამიგე არ შემეძლო,განა არ მინდოდა? არ შემეძლო მილენა არ შემეძლო.
-მართლა? ასე თუ გინდოდა ყველაფრისთვის უნდა გადაგესვა ხაზი,არ ვიცი რამ შეგაჩერა მაგრამ შენ იქ უნდა მოსულიყავი.წლებია ტყუილში გვაცხოვრებ თათა და ვფიქრობ ვიმსახურებთ სულ ცოტა ოდენ ყურადღებას შენგან რაღაც რომ ამიხსნა,რა საიდუმლოა რომ ვერ ამხელ და ასე გეშინია.
-არ იცი რამ შემაკავა მილენა.
-ჰოდა მითხარი მეც მინდა გავიგო,გისმენ.
-არ შემიძლია.
-როდის ინებებ თქმას,როდის აპირებდი გეთქვა ან საერთთოდ გინდოდა გაგვეგო ჩვენ ნატას არსებობა? როდისმე ამოიღებ გულიდან მაგ შენს დაგროვილ საიდუმლოს და გვეტყვი?
-ხვალ,ხვალ გეტყვი ყველაფერს.
-ხო მართლა,ვინ არის ნატას მამა.
-არც ეს შემიძლია გიხთხრა,შენ წარმოდგენა არ გაქვს მე როგორ მიჭირს სუნთქვა როცა ვაცნობიერებ ვინ არის ნატას მამა.
-მითხარი რა გაწუხებს და შევეცდები დაგეხმარო თათა. ლუკამ ბარბაცით დატოვა რესტორანი,არაყი იყიდა ბოთლით, მიდიოდა და ნელა-ნელა ცვამდა.
-მეგობრობა ეს ხომ სათუთი გრძნობაა,ბახვა რა მეთქვა შენთვის,არა უმჯობესია ჩემი გულის კედლებს მივასკდე ვიდრე გაიგო მე რა მაწუხებს.მე ხომ არ მინდოდა სხვისი წარსული ვყოფილიყავი და ახლა არც აწმყო ვიქნები და არც მომავალი.მე მხოლოდ ჩემი საკუთარი თავის,საკუთრი შეგრძნებების მეფე ვარ.მარტომ დაცალა ერთი ბოთლი არაყი და სახლში მისულს ვერანდაზე ჩაეძინა არაყით გაჟღენთილს.დილა გათენდა,თითქოს არავის არ ეძინა ის ღამე და თვალებ ამოშავებულმა თათამ მაგიდაზე დიდი სქელი შავი საქაღალდე დადო და მილენას უთხრა.
-ნუ მიყურებ გაოცებული და თან გაკვირვებული,აქ არის მთელი ჩემი ცხოვრება.წუხელ რაც კითხვები დამისვი,აქ ამ ქაღალდებში ნახავ იმ ყველა შენს მიერ დასმული კითხვის პასუხს და დაიმახსოვრე,რომ მე მხოლოდ შენი მჯერა.ეს შენთან უნდა იყოს,შენთან ვტოვებ.
-მოდი თავიდან დავიწყოთ,კითხვები და პასუხები აქ არის ყველაფერი და ისიც,თუ ვინ არის ნატას მამა რომელსაც ვერ მეუბნები?
-კი აქ არის,მელინა ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
-თათა მე ადვოკატი ვარ,სესილიც და ჩვენც რომ არა ბესოს,თაზოს და ნიცას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს საზოგადოებაში.
-არ მინდა სხვა გავრიო ამ საქმეში,უბრალოდ...............
-უბრალოდ რა, თათა რა თამაშს თამაშობ.
-არ ვთამშობ,მილენა აქ რაც დევს ეს მხოლოდ და მხოლოდ შენ უნდა ნახო და მითხრა,ღირს თუ არა შევებრძოლო ამ ადამიანს და ეს გაითვალისწინე მე თუ რამე დამემართა ნატას მისი წილი არ დაუკარგო,კიდევ ერთი სათხოვარი მაქვს,აქ და ახლავეს უნდა დამიწერო რომ ნატას მეურვე უნდა იყოს სესილი.
-ღმერთო ეს რა დღეში ხარ.
-დამიწერე,რომ მშვიდად ვიყო.
-დავწერ,ახლავეს დავწერ.
-და დღევნდელ თარიღი დააწერე.რამოდენიმე წუთი მოუნდა მელინა მნიშვნელოვანი საბუთის შედგენას და თათას შეხედა.
-ესეც მზად არის,ხელი მოაწერე და ბეჭდსაც დავარტყამ.
-ესეც შენ დაიტოვე და გამოიყენებ მე თუ რამე დამემართა.
-მაშინებ თათა.
-მომისმინე,გიმეორებ რომ მე თუ რამე დამემართა ნატა უნდა იყოს სესილისთან და ლუკასთან.
-ლუკასთან?
-ხო ლუკასთან.
-სწორედ ეს დავწერე,რომ ნატა 18 წლამდე უნდა იყოს სესილისთან და ლუკასთან. რატომ არ მეუბნები რა ხდება თათა.
-შენ დარწმუნებული ხარ,რომ ამ ქაღადის შეცვლა არავის შეუძლია?
-მხოლოდ სესილის შეუძლია შეცვალოს და ლუკას,სხვას არავის.შენი მოთხოვნაა ნატა იყოს 18 წლამდე სესილის და ლუკას მეურვეობის ქვეშ და ვერ შეძლოს მასთან მიახლოვება მისმა ბიოლოგიურმა მამამ.
-სწორად გამიგე,მინდა ვერასდროს ვერ შეეხოს ბიოლოგიურმა მამამ და მხოლოდ სესილიმ და ლუკამ დაიცვას ჩემი შვილი.დამპირდი,დამპირდი მილენა რომ ყველაფერს სწორად გააკეთებ.
-გპირდები თათა მაგრამ შენც უნდა ამიხსნა,რომ დავმშვიდდე.
-აგიხსნი,ყველაფერს გეტყვი,გეტყვი ვინც არის ნატას მამა მაგრამ რომ დავბრუნდები,სულ ერთი საათით გავალ და მალე დავბრუნდები,იმედია ბესოც მოსული დამხვდება და გავიცნობ.
-კარგი,მე ნატას საუზმეს მოვუმზადებ.
-მადლობა მილენა ყველაფრისთვის,მაპატიე თუ გასაგებად ვერ აგიხსენი მაგრამ სულ მალე ყველაფერს გაიგებ.მილენამ ვერ გაუძლო თათას ცრემლით,სევდით და იდუმალებით სავსე თვალებს და გულში ჩაიკრა წლების მონატრევბული მეგობარი,სახეზე წყალი შეისხა და შეტყობინება გააგზავნა.
-,,გელოდები 10 საათზე,იცი სადაც უნდა შევხვდეთ''. ბახვა საუზმეს ამზადებდა შეტყობინება რომ მიიღო და საათზე დაიხედა,გადათვალა 12-ზე აეროპორტში უნდა ყოფილიყო მაგრამ ჯერ კიდევ ჰქონდა დრო და საუზმე საყვარელ ქალს საძინებელში შეუტანა.
-საყვარელო,იმედია არ მიწყენ ცოტა ხნით ქარხანაში თუ გავიქცევი,მნიშვნელოვან საბუთზე მოვაწერ ხელს და დავბრუნდები შენ მოემზადე.
-რატომ უნდა მეწყინოს.ჩანთებს გავამზადებ,სულ მალე სესილიმ ულამაზესი თაიგული მიიღო და გაეღიმა ბარათი რომ გახსნა.
-,,სიყვარულის ქალაქში ულამაზეს დასვენებას გისურვებთ,თქვენი სიყვარულით ანთებული მათე''.ბახვა სახლიდან გავიდა და ქალაქიდან შორს ელოდებოდა და ვის? ალბად მიხვდით რატომ არ წავიდა თათა სესილის ქორწილში,დიახ თქვენ სწორად მიხვდით ბახვა თათას ელოდა და აი ისიც,ბახვამ დაინახა თათას მანქანა ჩაჯდა და თათას მოეხვია.უსიტყვოდ უცქერდნენ ერთმანეთს და ბოლოს ბახვამ უთხრა.
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება,მთავარია არ შეშინდე და მე ბოლომდე შენს გვერდით ვიქნები.სესილი ჩანთას აწყობს,სიხარულით ემზადება და მის საყვარელ მელოდიას ღიღინებს,თათამ ბახვას შეხედა გასაღები გადაატრიალა და მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია.
-თაზო როგორ ხარ მეგობარო,გუშინ ქორწილში ვერ დაგელაპარაკე.
-ლუკა ძალიან გამახარე შენი ჩამოსვლით.
-მეც ძალიან გამეხარდა თქვენი ნახვა,ახლა ვიგრძენი ნოსტალგია.როგორ ხარ მეგობარო.
-როგორ ვარ? არ ვიცი როგორ ვარ,მხოლოდ ის გავაკეთე რომ ძალიან შევეცადე არ გავრიდებოდი ხალხის ბრბოს.მხოლოდ გარკვეული დრო ვიყავი ჩაკეტილი და არავის ვიკარებდი,მაგრამ დრო და დრო გავაანალიზე,რომ მხოლოდ ჩემს გარშემო არ ბრუნავს დედამიწა,არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი მართალია სამართალი ვერ ვიპოვე,მაგრამ დიდი იმედი მაქვს ჩემი შვილის მკვლელს მაინც დავიჭერ.დამღლელი გავხდი ლუკა უგრძნობი და ვცდილობ ჩემი თვალებით დავინახო ჩემი სამყარო,შევეცადე ჩემი ცხოვრება ჩემს რელსებზე გადმომეყვანა,მაგრამ ვერ შევძელი ასე ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვავნებდი.
-შეცვლილი ხარ თაზო.
-კი,შევიცვალე ძალიან შევიცვალე და ცივი გავხდი,აი ეს შევძელი მხოლოდ.
-მაოცებს შენი სახე-ცვლილება,მაგრამ ისევ ის თაზო ხარ,ჩემი მეგობარი თაზო.როდის წავიდეთ სათევზაოდ.გაუღიმს ლუკამ თაზოს.
-საშიში გავხდი ლუკა და დაუნდობელი.
-არა იმდენად საშიში ჩემთვის,რომ შენთან ურთიერთობა გავწყვიტო.თაზომ ღიმილით შეხედა ლუკას და მის ტელეფონს უპასუხა.
-გისმენთ,რააააააა? ფეხზე წამოდგა,ფერი დაეკარგა თაზოს და თითქოს სახე გვერძე მოექცა,თან ლუკას უცქერდა და მის თვალებში ხსნას დაეძებდა.ტელეფონი გათიშა და თავად გადარეკა.
-ნიცა როგორ ხარ,კი გავიგე და სტუდიაში მოვდივარ.
-რა ხდება თაზო ფერი არ გადევს.
-ინფორმაციას მოუსმინე ლუკა.ტელევიზორისკენ მიაბრუნა ლუკა და თავად ბარიდან გაიქცა.მილენა საუზმეს ამზადებდა და ჩაფიქრებული იყო,რომ მოულოდნელად ახალი ამბები ჩაირთო და ადგილზე გაშეშდა.
-,,დღეს დილით 10 სთ-სა და 30 წუთზე ქალაქიდან 15 კმ-ის მოშორებით აფეთქდა მსუბუქი ავტომობილი,რომელშიც იჯდა ცნობილი ბიზნესმენი ბადრი (ბახვა) მენაბდე რომელმაც ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.ის გუშინ საღამოს დაქორწინდა საყვარელ ქალზე ადვოკატ სესილი იაკობაშვილზე,დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით.სერიოზული და კატასტროფული ინფორმაციაა,მხოლოდ ის ვიცით რომ ბადრი მენაბდე არ იყო მარტო..........სესილის მეტი აღარაფერი არ მოუსმენია,ყურები დაეხშო და უგუნოდ დაეცა ძირს.ლუკა სესილის ურეკავდა ტელეფონზე მაგრამ უშედეგოდ,ბოლოს სირბილით გაიქცა.
-ბატონო გურამ.
-რა მოხდა,რა გაყვირებს.შეუღრინა მის წინ მდგარ თავდახრილ მამაკაცს გურამიმ.
-ბატონო გურამ თქვენი დავალება შესრულებულია.
-კარგია,თქვენს ანგარიშზე მიიღებთ თანხას.
-მაგრამ,პრობლემა გვაქვს.
-რა პრობლემაა არ მოგვარდება?
-მანქანაში თქვენი შვილი იჯდა,ბადრი.
-ბადრი? ჩემი ბადრი? როგორ არის ან სად არის.
-ბატონო გურამ ვწუხვარ,ის დაიღუპა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

გაოგნებული დავრჩი.ნატა რატომ მგონია გურამის შვილი?
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი zia-maria

La-Na
გაოგნებული დავრჩი.ნატა რატომ მგონია გურამის შვილი?

heart_eyes heart_eyes ლანა მოვლენებს ნუ უსწრებ წინ. blush kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent