ღმერთი სიყვარული არს ( I ნაწილი)
I ნაწილი. დაიბადა.გაგიკვირდებათ და ერთ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაში ასლუკუნდა.სახლში,სადაც დიდი ბედნიერების ტკბილი სუნია და ალაგ-ალაგ სიყვარულნარევი კამათიც იჩენს თავს დაიბადა ცისთვალება გოგონა.2,800კგ ლიტა მოევლინა ქვეყანას,საქართველოს,საიდანაც ყველა გარბის.ტირილი გავიგე თუ არა ბანი მივეცი,მოიყვანეს,გულზე დამაწვინეს ზუსტად ისე,როგორც ვოცნებობდი.ყოველი ტკივილისას წარმოვიდგენდი,რომ ჩემს შვილს გულზე დამაწვენდნენ,მის გულისცემას ვიგრძნობდი და თავს ვიმაგრებდი-ჯერ ეს განცდა იგემე და მერე თუ საჭიროა მოკვდი-მეთქი. ჰოდა მისი სუნთქვა ვიგრძენი გესმით?ხელი დავადე ახლახანს აძგერებულ გულზე და ვუჩურჩულე-ბედნიერი იყავი დეე!..დიახ,მე ამ ანგელოზის დე ვარ! ცრემლები ისევ ღაპა-ღუპით მომდიოდა და უფალს მადლობას ვუხდიდი ამ სასწაულისთვის და საერთოდ,საერთოდ ყველაფრისთვის. ლიტა წაიყვანეს უნდა მოვაწესრიგოთო,თქვენც პალატაში გადაგიყვანთო.ახლა არც პალატაში მინდოდა და არც მოწესრიგება მადარდებდ.ჩემი შვილის სუნთქვა მინდოდა მეგრძნო და მის სუნს ბედნიერებისგან თავბრუ დაეხვია,მინდოდა ჩემი ცხოვრების უკანასკნელი და ლიტას ცხოვრების პირველი მამაკაცისთვის გამეყვანა ჩვენი სიყვარულის მტკიცებულება და მეთქვა:-ნახე,ჩემო სიცოცხლე,ჩვენი მზის სხივი მობრძანდა.ხედავ?როგორც ამბობდი სულ შენ გგავს...(მართლა ასე მაჯავრებდა,გოგოები მამას ემსგავსებიან და მამა უფრო უყვართო.) მინდოდა პირველს მე მეხარებინა ეს ამბავი,მენახა მისი გაბრწყინებულ-ცრემლიანი თვალები და ჩაგვხუტებოდა.მე სანამ ამ ფიქრებში ვიყავი გართული,ექთნები მაწესრიგებდნენ,თურმე რაღაც გადასხმაც დამიყენეს,წარმოგიდგენიათ?მე ნემსი მიჩხვლიტეს და ვერ ვიგრძენი...ახლა დანის გაყრაზეც ურეაქციო ვიქნებოდი ალბათ,მხოლოდ ლიტასადა მამამისისკენ მიმიწევდა გულიცა და გონებაც.ამ ფიქრებში გართული ეს ესაა სავარძელში ჩამსვეს პალატაში გადასაყვანად. კარი მკაცრად შემოაღო ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ,მთელი მედპერსონა მას აჩერებდა,მაგრამ ამაოდ.მოვიდა და მთელი ძალით ჩამეხუტა,შემდეგ თმა ნაზად გადამიწია და ჩამჩურჩულა: -შენ მე სიცოცხლე მაჩუქე. ვიგრძენი,როგორ შეეცვალა ხმა,მივხვდი ცრემლს იწმენდდა. გავუღიმე.. -მაგრამ,მე მას ლიტა დავუძახე... შეყვარებულობის პერიოდიდან ამაზე ვჭამდით ერთმანეთს.მე ლიტა მინდოდა რქმოდა ჩვენს შვილს მას ეზიზღებოდა ეს სახელი და მუდმივად ცდილობდა თემა შეეცვალა. -ჰო,ამაზე ცალკე მოგთხოვ პასუხს-მისი თვალები ასე აციმციმებული არასოდეს მინახავს.თავიდან შემიყვარდა... და ამდროს გაისმა ექთნის “თავიმომაბეზრეთ” ტონით წარმოთქმული სიტყვები:-პალატაში გადაგიყვანთ და იქ შეძლებთ იჯახისწევრების ნახვას,ოღონდ ცოტა ხნით!! ჩემმა სიყვარულმა შუბლზე მომადო ალმოდებული ტუჩები,ჟრუანტელისმომგვრელად მაკოცა და მითხრა: -150-მდე დაითვალე,ოღონდ გიჟივით არა! მე ,რა თქმა უნდა ,ჯადოქრად ვიქეცი და წამში ერთის ნაცვლად ათი სიტყვა ჩავტენე... შევედი პალატაში და... -ას ორმოცდაა ა თი -ხომ გითხარი ნელა-მეთქი-კარი შემოაღო სიცილით. -მაგრამ შენ აქ ხარ... -მე შენ ყველაზე კარგად გიცნობ.რა მოგათმენინებდა,რა დაგა... წინადადება არ დაუსრულებია,კარი შემოაღეს,პირველი ლიტა დავინახე... ტიროდა,გული ამოვარდნას ჰქონდა. -მოშივდა ქალბატონს-გამიღიმა მედდამ. ბავშვი გამოვართვი.უფრო სწორი იქნებოდა-გამოვგლიჯე.ლიტასთვის მხოლოდ მე და მამამისს უნდა გვეყურებინა.სხვა არავინ უნდა შეხებოდა,მეგონა სხვასთან ცუდად გრძნობდა თავს და ძალით ატირებდნენ. ლიტა ხელში მყავს,ქმარი ჩამომჯდარა ჩემს გვერდით და ცრემლიან-ბედნიერი თვალებით გვიყურებს,თვალებით გვეუბნება თქვენთვის ვარსებობო.დაბნეული ვარ,ბავშვს შია,რა ვქნა... დავხედე შოშიასავით პირდაღებულს,პირველად ჩავაცივდი ასე გააზრებულად და აღმოვაჩინე ,რომ მამას მართლა ძალიან ჰგავს. მოკლედ,როგორც იქნა,მივხვდი რაც უნდა მექნა.მიმახვედრეს*. იმ წუთას,როცა მეგონა,რომ ტკივილისაგან გული წამივიდოდა მაგრამ არ მაინტერესებდა,ჩემს შვილს შიოდა და ახლა ეს იყო მთავარი,იმ წუთას მივხვდი,რომ ვერცერთი წამი ვერ გავძლებდი ლიტას გარეშე,ის ყველა სულიერზე მეტად მიყვარდა. წარმოგიდგენიათ?საავადმყოფოში,რკინის ალაგ-ალაგ საღებავაცლილ საწოლზე ვწევარ,ჩემი ქმარი გვერდით მიზის და ის ჩემს გაბერილ მუცელს კი არა ბავშვს ეფერება,ბავშვს ,რომელიც მხოლოდ მამას ცნობდა.ზოგადად,როგორც ექიმი იტყოდა,ასეთი მოძრავი მუცლადმყოფი ბავშვი მგონი მეორე არ არსებობდა ,მაგრამ ზოგჯერ ესეც ისვენებდა და გამორიცხული იყო თუ არ უნდოდა ვერ დაძრავდი. ჩვეულებრივ შემოწმებაზე მივედით ბატონ გიასთან,კაცი გაგიჟდა,ვერაფრით ვერ შემოაბრუნა ბავშვი.შემობრუნებას ვინ ჩივის,არაფრით არ ინძრეოდა. ვათომ დამადო ხელი მუცელზე,მოეფერა და 5წუთში,არცკი, ისეთი მოძრაობა დაიწყო ლიტამ,ვეხვეწებოდით გაჩერდიო. სულ ასე იყო,მამამისის ხელს ყოველთვის ცნობდა და ეხმიანებიდა.ჩემი ქმარი ჩემს გვერდით ზის და ეფერება ბავშვს,რომელიც 8თვის მანძილზე ჩემი ჰაერით სუნთქავდა ,ჩემს კუჭში იქექებოდა და თუ რამე არ მოეწონებოდა მამამისი ტაშტებით დარბოდა...დიახ 8თვე ვთქვი,ყველანაირად მოუსვენარი აღმოჩნდა.ჩემი ქმარი ეფერება ბავშვს,რომელიც 2 თვის მანძილზე ძილის საშუალებას არ გვაძლევდა.2თვის მანძილზე ყოველდღე მეგონა,რომ აღარ გათენდებოდა და ვათოს ვეუბნებოდი თუ საჭირო გახდებოდა ბავშვი გადაერჩინა და ჩემზე არ ეფიქრა.მე თუ ჩამეძინებოდა ვათოს მაინც ეღვიძა,ეშინოდა ძილში არ გახდეს ცუდადო,ასეც დამმართნია.ღამეებს მითენებდა და დილას სამსახურში მიდიოდა .სახლში მოსულს უჟმური,სახეალეწილი,გაბერილი ცოლი ხვდებოდა,რომელიც ბოდიშს უხდიდა მოუმზადებელი საჭმლისა და დაულაგებელი სახლისთვის,ის კი თავის თბილ ხელებს ცოლის გაქვავებულ,თოვლივით თეთრ ხელებს მაგრად მოუჭერდა და პასუხობდა:-საჭმელს და სახლს ეშველება,არ ღირს ამაზე... პატარას რა მმოვუხერხოთ,რომ გაბრაზებს?მაგრამ რომ დაიბადება ჩვენს ხელში არ იქნება?!ვაყენოთ და ვაყენოთ კუთხეებში...-იცინოდა და მეხვეოდა. დაიბადება პატარა?მას რომ რამე მოუვიდეს?რამე რომ მოხდეს მოვკვდები! ისეთი დღეებიც ყოფილა ღამის 5საათზე წავუყვანივარ საავადმყოფოში დილამდე რას ველოდოთო.წავუყვანივარ კი არა ტკივილისგან გონდაკარგული წავუღივარ.მოკლედ,დაფიცება შემიძლია,მასზე კარგი მამა და ქმარი არ არსებობს ! ვუყურებთ ჩვენს პატარას და თავი სიზმარში გვგონია. ლიტა ჭამას მორჩა,ჩაეძინა. კარის ბრახუნით შემოდიან ოჯახისწევრები,რომლებიც არცერთი წამით არ გვტივებენ.ხმაურმა ჩვენი წერტილი წამოახტუნა და აასლუკუნა.რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე,ვერაფეით ვერ გავაჩერე.მამამისმა აიყვანა, ერთი”ჩუუ მაა” უთხრა და ბავშვი გაჩერდა.უუუხ,როგორ ვიეჭვიანე და თან როგორი კარგი სანახავი იყო მამამისის მკლავებში ჩაჭ....ტილი წერტილი.ზუსტად ისე იყო ყველაფერი,როგორც გაბერილმუცლიანს ტკივილნარევი ძილისას მესიზმრებოდა. ნათესავებმა და მეგობრებმა გამოიტანეს დასკვნები:”კოპიო მამაა”,”თვალებით სულ დედას ჰგავს”,”ერთი შეხედეთ,სულ მამიკოს იერი აქვს,მაგრამ დედიკოს ნაკვთებიც აქვს კარგად თუ დააკვირდები”,”ალი-კვალი მამაა,რომ განახათ მისი მავშვობის სურათი...”,”ცხვირს ზემოთ დედაა,ქვემოთ მამა”....მოკლედ ასე იყო-სულ მამაა,მამაა,მამაა...ხან ვბრაზდებოდი,ხან მიხაროდა,ხან საერთოდ არ ვფიქრობდი მათ ნათქვამზე.მერე მეც მომეალერსნენ და ექიმმა ნახვის საათი დამთავრდაო მოგვახალა. არც ვათო არ დატოვეს.ტირილი მინდოდა.მის გარეშე თვალს ვერ ვხუჭავ,გამორიცხულია,ვერ ვიძინებ.1წლის მანძილზე ერთადერთხელ მოხდა ისე,რომ ცალ-ცალკე უნდა გვენახა სიზმარი,სოფელში მოუწია წასვლა.იმ დღესვე უნდა დაბრუნებულიყო,მაგრამ უამინდობის გამო დავრჩით სხვადასხვა სარეცელზე.ვერაფრით მოვხუჭეთ თვალი და მთელი ღამე ტელეფონზე საუბრით გადავაგორეთ.ახლა უამინდობა არაფერ შუაშია,საავადმყოფოს უაზრო წესებმა გამოგვიტანა იგივე განაჩენი. მიხვდა ,რომ სულ ცოტა მაკლდა ატირებამდე.გამიღიმა,მთელი სამყარო მაჩუქა ამ ღიმილით და მითხრა:-ამაღამ ერთად ვიქნებით.არცერთს არ მოგვიწევს გათენება,გპირდები. -კი მაგრამ...-სიტყვა შემაწყვეტინა -ჩუუ.მოვალ-მეთქი-დაუძახეს,გთხოვთ უხერხულ სიტუაციაში ნუ გვაგდებთ,პაციენტს დასვენება სჭირდებაო. მაკოცა და გავიდა. საწოლზე ვიჯექი,ველოდებოდი,ვიცოდი მოვიდოდა,დამპირდა და აუცილებლად მოვიდოდა. თერთმეტის ნახევარი იქნებოდა ოთახში რომ შემოვიდა,წამოვხტი:-მართლა მოხვედი... -არ მითხრა რომ ეჭვი გეპარებოდა -ხო მაგრამ როგორ?არავის არ უშვებენ. -მე არავინ ვარ?-გამიღიმა და სარეცელი გავიყავით. თავი დავადე გულზე და ლიტაზე ვფიქრობდი,ერთი სული მქონდა როდის შემოიყვანდნენ. -ჩემო სიცოცხლე,რა ვიფიქრე იცი?შენ ხომ არ ეჭვიანობ ჩვენი პატარა მე რომ მგავს?-მივხვდი რომ იღიმის. -ცხვირს ქვემოთ გგავს შენ,ცხვირს ქვემოთ!-გულიანად გაიცინა. -მთავარია ხასიათებით დამემსგავსოს და შენნაირი გაუგინარი თხა არ იყოს. -აჰ,მე ვარ გაუგონარი თხა?და მაშინ თქვენ ვინ ხართ ბატონო ვათო? -ჰოო,სწორად აღნიშნე,მე ბატონი ვათო გახლავარ. -შენ ვირი ხარ,ვირი.-ჩავიცინე. -ყველა პატარა ერთმანეთს გავსო რომ ამბობენ მართალი ყოფილა.ჩვენი წერტილი ლინას არ გაგონებს?-რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ განაგრძო ვათომ. -საოპერაციოში რომ შემიყვანეს ეკას ხმა ჩამესმოდა ყურებში და ერთხანს მეც შემეშინდა შენს უნახავად არ მომკვდარიყავი. -შენ ჩემს გარეშე სიკვდილის უფლება ვინ მოგცა?ერთმანეთის ცოდვებზე პასუხისმგებლები ვართ ხომ იცი?-გამიღიმა ვაკოცე და ტკიპასაცით მივეწებე. დავიძინეთ. ლინა და ეკა ვახსენეთ... გაზაფხულის სურნელს მოეცვა ქალაქი,ადამიანების თვალები აყვავებულ ხეებს ირეკლავდნენ.მე და ვათო ,ეტროში ჩასვლისას,ვატყობთ,რომ ჩვენს წინ მიმავალ ქალს ფეხები უკანკალებს და ნელ-ნელა იკეცება.ართმანეთს გადავხედეთ და უსიტყვოდ გავეშურეთ ახალგაზრდისკენ,რომელსაც მშობიარობა დასწყებოდა.წარმოდგენა არ გვქონდა რით უნდა დავხმარებოდით,ინსტინქტებით ვმოქმედებდით.ქალს აქეთ-იქიდან ხელმკლავი გავუყარეთ და წაქცევამდე დავიჭირეთ,წამის შუალედში კიბეზე ჩამოვჯექი და მისი თავი მუხლებზე დავიდე.მუხლებზე მედო ქალის თავი,რომელიც მუდმივად გაიძახდა"-ჩემი შვილი გადაარჩინეთ",მისი ხელი ჩემს აკანკალებულ ხელებში მოვაქციე და ვესაუბრებოდი: -ღრმად ისუნთქეთ,ყველაფერი კარგადდ იქნება-ამასობაში ვათო სასწრაფოსთან საუბარს მორჩა და ჩემი სათქმელი განაგრძო-სასწრაფო გზაშია,ქალბატონი,რამოდენიმე წუთიც გაუძელით. მუქთმიანი ქალი კი იმავეს გაიძახის:-ჩემი შვილი გადაარჩინეთ გემუდარებით! ვგრძნობ,რომ ნელ-ნელა გონებას კარგავს,ვიცოდი,ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამეშვა. -თქვენს შვილს რას დაარქმევთ?-თმაზე ვეფერები უცნობს და სრულიად უადგილო კითხვას ვუსვამ,ახლა მთავარია გონება არ დაკარგოს სასწრაფოს მოსვლამდე. ამასობაში ხალხი შემოგვესია ვათო კი ცდილობდა ჩვენთვის სუნთქვის საშუალება მოეცა და ხელ-ფეხის ქნევუთ მოუწოდებდა მათ დაშლილიყვნენ. -დავიჯერო ჯერ არ მოგიფიქრებიათ სახელი?-ვაგრძელებ უაზრობას -ჩემს ქმარს დაურეკეთ,არ მინდა მის უნახავად მოვკვდე-უეცრად აღმოხდა ქალს. -თქვენი ქმრის სახელი მითხარით,მოვძებნი ტელეფონში-ეუბნება ვათო -ლევანი ჰქვია,ლევანი!-თქვა განწირული ხმით. -თქვენი შვილის სახელს არ მეუბნებით,მაგრამ სქესი მაინც თუ იცით?-საბოლოოდ შევაწუხე ქალი. -გოგოა,სახელზე ვერ შევთ...-წინადადება ვერ დაასრულა,საშინელი ხმა აღმოხდა,გულისშემძვრელი ყვირილი.ხელზე მიჭერდა და მეხვეწებოდა მისი შვილი გადამერჩინა. -თქვენი ქმარი გზაშია,ყველაფერი კარგად იქნებს-ამასობაში ვათოც მორჩა ლევანთან საუბარს. სასწრაფოც მოვიდა...მე და ვათოც გავყევით საავადმყოფოში.პალატასთან ვდგავართ და ვცქმუტავთ,ადგილს ვერ ვპოულობთ ამასობაში ლევანიც მოვიდა და ერთი სული გვქონდა,როდის გამოვიდოდა ექიმი და გვახარებდა პატარა გოგონას დაბადებას.ასე არასოდეს მინერვიულია.მე და ვათო ერთმანეთს ვუყურებდით და ვფიქრობდით,როგორც შემდეგ გაირკვა ერთსა და იმავე თემაზე ვფიქრობდით...ლევანი ადგილს ვერ პოულობდა,ყველა გამვლელ ექთანს ეხვეწებოდა რამე ეთქვათ მისთვის,პარალელურად,ყოველ შემოხედვაზე მადლობას გვიხდიდა.გამოვიდა ექიმი,გოგო დაიბადა.მამა შეიყვანეს,გულზე უნდა დაეწვინათ პატარა,ბაქტერიები უნდა გადავიდესო ასე თქვეს. გამოვიდა თვალებგაბრწყინებული ლევანი და ორივე გულში ჩაგვიკრა. -თქვენ ჩემი ცოლ-შვილი გადაარჩინეთ,ჩემი ცხოვრებაც შესაბამისად.თქვენს ამაგს ვერასოდეს გადავიხდი,ვერასოდეს-ცრემლებმომდგარ თვალებს ისრესს-ეკას უნდა თქვენი ნახვა,მადლობის გადახდა.პალატაში გადაიყვანენ მალე,თუ არ გეჩქარებათ ცოტა ხნით დარჩით.-დაასრულა და ღრმად ამოისუნთქა კაცმა,რომელსაც ბედნიერება სისხლში ჰქონდა გამჯდარი. გადაიყვანეს ეკა პალატაში,მე და ვათო მოსანახულებლად შევედით.ლევანი სარეცელთან ედგა მისავათებულ მეუღლეს. -რაღაც გვინდა გითხრათ-ორივე იღიმის პასუხად ჩვენც გავუღიმეთ. -ცხოვრებაში უმიზეზოდ არაფერი არ ხდება,ასე მგონია რომ ერთმანეთის ცხოვრებიდან ასე უკვალოდ არ უნდა გავქრეთ.-განაგრძო ლევანმა რომ შვილი,თქვენი გადარჩენილი შვილი მოგვინათლოთ.მაგრამ რომ დავფიქრდით ,რადგან შეყვარებულები ხართ,ორივე ვერ მონათლავთ.ამიტომ გვინდა რომ ვათომ მონათლოს ბავშვი რომელსაც სახელს ბარბარე დაარქმევს.-გაგვიღიმეს,ალმაცერად შემოგვხედეს და ელოდნენ რას ვიტყოდით. -პირველ რიგში ჩვენ შეყვერებულ....-მინდოდა მეთქვა რომ შეყვარებულები არ ვიყავით,მაგრამ ვინ გაცალა? -ჰოოო,მე დიდი სიამოვნებით მოვნათლავდი -ჩამეჩრა ვათო.ვის ბარბარე?რა ქვია ბავშვს?-მომიბრუნდა და ირონიულად მიღიმის. -დიდი პატივია ჩემთვის,მაგრამ ბავშვს სახელი დედ-მამამ უნდა დაარქვას-ირონიას ირონიით ვუპასუხე -ბარბარე,გთხოვთ-შემომხედა ეკამ. აზრები ერთმანეთში ამეხლართა.ვფიქრობდი,რატომ ვგონივართ მე და ვათო შეყვარებულები-თქო.ან ვათომ რატომ არ დამასრულებინა წინადადება.მოკლედ ავირია და პლიუს ამას სახელი...პირველი სახელი,რომელიც გავიფიქრე რა თქმა უნდა ლიტა იყო,მაგრამ ეს სახელი მომავალში ჩემს შვილს უნდა ერქვეს-თქო და გადავიფიქრე.ლიტასთან ყველაზე ახლოს ლინა იყო,ეს სახელიც ძალიან მომწონდა და შევთავაზე ახალბედა მშობლებს.არ ვიცი მათ მართლა ისე ძალიან მოეწონათ ეს სახელი,როგორც გამოხატეს თუ უბრალოდ მე არ მაწყენინეს,მაგრამ ფაქტია ახლა ვათოს ნათლულს ლინა ჰქვია და ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ,თითქოს ერთ ოჯახად ვიქეცით. სწორედ ამაშია ცხოვრების გენიალურობა,საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა მიგიყვანოს შენმა ბედმა და ინტუიციამ.სრულიად შემთხვევით რომ არ აღმოჩენილიყო ჩემს მუხლებზე მშობიარე ქალის გაფითრებული სახე ჩვენს ოჯახს მათი სახით ძალიან ბევრი რამ დააკლდებოდა... შუაღამეს,ასე 3 საათისთვის, გამეღვიძა. გავიხედე,ლიტა გვერდით მყავს. სასწრაფოდ,ჯიქურ,გავაღვიძე ვათო. -ბავშვი,ვათო,ბავშვი! მან თველები დაჭყიტა,მივხვდი,რომ შევაშინე. -ბავშვი მოუყვანიათ,ნახე,ჩვენთანაა. -კაი რაა,გული გამისკდა,ასე ვის გაუგია.-გამიბრაზდა.მერე დააყოლა:-აბა სადაა? დავიხარე და ლიტა გამოჩნდა. წრიალი დაიწყო,მგონი თვალი ეცა. -აუფ,ბარბარე,დაიწყო ...-თანაგრძნობით შემომხედა და გამიღიმა. -შია უბრალოდ,მოიცა ამოვიყვან. -არა,შენ რატო,მე ამოვიყვან,თან ხო იცი ჩემთან უცებ ჩერდება-წამოხტა. -აჰაა,ამოიყვანე,მიდი ამოიყვანე და ბარემ აჭამე. -დედიკო გაგვიბრაზდა მა, და მგონი ამაღამ მშიერმა უნდა დაიძინო.არაუშავს თავიდან გაგიჭირდება მერე მიეჩვევი დედას დასჯის მეთოდებს.ასეთი ჯიუტია და მერე არ ვარ თხაო,ის კი არა შენ ხარო ვირი.მალე გაიზარდე და მე დამემსგავსე მა,ორი ერთზე ვიქნებით,მაგრამ ხო ვიცი დედაშენი ისეთი ჯადოქარია მაინც მოგვერევა-იცინის. -კიდევ ბევრს თუ ილაპარაკებ მთელი საავადმყოფო აქ იქნება სულ რაღაც ორ წუთში.ვერ ხედავ?ბავშვი ტირის,შია-მკაცრი ტონით დავასრულე ირონიული წინადადება. ლიტას ჩასჩურჩულა:-შეგვიწყალა დედიკომ,გილიოტინა აგვცდა.გილოცავ მაა.-შუბლზე მაკოცა და ბავშვი დამაკავა. ლიტა ჭამს,მე ცრემლები მომდის. ჩემს ცრემლებზე ვათოს სახე ემანჭება და ცდილობს მაგრძნობინოს,რომ სოლიდარობას მიცხადებს.ჩემი ხელი მაგრად უჭირავს და წუთში უთვალავჯერ მკოცნის. ლიტა ისევ ჭამს. -მაა,რა ამბავია,შენ მთელი 8 თვე გაშიმშილებდა დედა ხო? და შუაღამეს მაღაზიაში რო დამარბენინებდა ბავშვს უნდა რა ჩემი ბრალიაო და გიჟი რო ვეგონე ყველას ეს ყველაფერი სულ თავისთვის უნდოდა ხოო? გათენდა.ისევ ლიტას ტირილი გვაღვიძებს.9საათია. -დილა მშვიდობის მამიკო-ლიტას ხელი ცხვირწირ ავუფრიალე ახალბედა მამიკოს -დილა მშვიდობის-ისევ ისე იღიმის,ყველაფერს რომ მავიწყებს-სულ ასეთი დილა მინდა,სულ თქვენთან ერთად ,ოღონდ ჩვენს სახლში,აქ აარააა!ისე მართლა,როდის გაგვწერენ?დაველაპარაკები ექიმს-გვაკოცა ორივეს და ისე მოგვაშტერდა,თავი მუზეუმში გამოფენილი ერთადერთი უნიკალური შედევრი მეგონა. -დროა ადგე,თორემ კი დავრჩებით სახლის გარეშე-გავუცინე -რატო,რა მოხდა?-წარბებშეკრულმა ამომხედა. -სამსახურში არ მიდიხარ?9საათიაუკვე, დაგაგვიანდება. -რა სამსახური,ღადაობ?მარტო დაგტოვოთ?მოვაგვარე მე ეგ თემა,ერთი კვირა არ გავალ სამსახურში. ამაზე მეტად ახლა არაფერი გამახარებდა.ბავშვი ხელში რომ მყავდა სულ დამავიწყდა,ვეცი ჩასახუტებლად ჩემს ზღაპრის გმირივით უნაკლო მეუღლეს ტელეფონები არ ჩერდებოდა.ვათოს მეგობრები ურეკავდნენ,რამე თუ დაგჭირდეთ აქ ვართო.ჩემთან ნანატრი პირველი შვილიშვილის ბებიები და ბაბუები რეკავდნენ გაუჩერებლივ.ხან ვათო ელაპარაკებოდა,ხან მე.ერთხელ ვათომ დადამისს ექთანი დაალაპარაკა. -გისმენთ,ქალბატონო,მე ექთანი ვარ ბავშვი ტირის და მშობლები მასთან არიან,ახლა ვერ გესაუბრებიან,ცოტახანში გადმორეკეთ,ნახვამდის!-მიახალა წითურმა ქალმა. -ალო,ალო,რას ქვია ტირის,რატო ტირის,რა ხდება,ცუდადაა?ალო,ალო... ერთ საათში მთელი სანათესაო საავადმყოფოს კარებთან იდგა,ფანჯრიდან სანამ არ დავენახეთ ადგილიდან ვერ დაძრა ვათომ. კიდევ სამი დღე დაგვტოვეს საავატმყოფოში,ერთი წუთითაც არ გვშორდებოდა ჩემი მზრუნველი მეუღლე. გამოწერის დღეც დადგა. ამჯერად ლიტას ტირილს მამამისის კოცნამ დაასწრო.ბედნიერმა გავიღვიძე.თვალის გახელისთანავე მოწყურებუა გვირილებმა მიითვისეს ჩემი მზერა და ბარათმა,რომელზეც ჩემი და ვათოს ინიციალები იყო დატანილი დიდი ასოებით,შუაში კი ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი ასო დაემატებინათ “ლ ი ტ ა “. მომეჩვენა,რომ გვირილები მიცინოდნენ,ბარათი მეუბნებოდა-ჩემი წაკითხვისის შემდეგ ცრემლებს ვერ შეიკავებო,ჩემს წინ მჯდარი კაცის თვალებში იმხელა სიყვარულს მხედავდი,ჯერ რომ არსად მინდახავს,ხოლო ჩემს გვერდით მწოლიარე ბავშვში,რომელიც მამამისს,ჩემს ერთადერთ სიყვარულს ,ძალიან ჰგავდა, სასოს,ხვალინდელი დღის უკეთესობის იმედს. მადლიერი თვალები მივაბყარი ვათოს. -მიყვარხარ! -მეც მიყვარხარ! ავიღე ბარათი,ჯერ ინიციალებს მივაშტერდი.ისე ვწელავდი დროს,თითქოს კითხვა არ ვიცოდი,ვათოს ვუმალავსი და ბარათის გახსნა ამ მინდოდა,რომ არ შევრცხვენილიყავი. მოკლედ გავხსენი ბარათი. ახალბედა დედიკოს ახალბედა მამიკოსგან. შენ სანამ ამ წერილა კითხულობ სახლში ქაოსია.დედა და მამა ახლაც იმაზე კამათიბენ ბავშვისთვის როგორი ტემპერატურა ჯობია,ჩართონ თუ არა გათბობა.ჩვენები სახლს რთავენ.გამოგიტყდები და მე მართლა არაფერში ვიღებ მონაწილეობას.თქვენი დატოვება არ შემიძლია.ვეღარ ვსუნთქავ ჩვენი პატარას გარეშე.შენ ახლა სულ სხვანაირად ლმაზი კანი გაქვს ,იცი? შენი თვალები ბედნიერებას ასხივებენ,შენს ტუჩებს აღარ აქვს ბზარი,არც ლოყები გაქვს ჩავარდნილი.პრინცესას დაბადებამ მთელი ოჯახი ფეხზე დააყენა,ყველა იღიმის,დედამ ჩამოუარა სამეზობლოს ,ბავშვი ქუჩაში რომ შეხვდეთ იცნობენ ისე დეტალურად აღუწერა.ამ ყველაფეის მიზეზი შენ ხარ.კიდევ ბევრი შვილი გვეყოლება.შენი სიკეთის მჯერა,ისინიც შენნაირები უნდა იყვნენ.ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ.კეთილი იყოს თქვენი მობრძალება ჩევნს გაბრწყინებულ სახლში. იცოდე,მეორე შვილს სახელს მე ვარქმევ! შენი ვირი)))).” ჩემმა ცრემლებმა ნაწერი გატყაპნა.როგორც იქნა ჩავამთავრე.ვათო ჩამეხუტა. -ჰაა ისევ გიყვარვარ თუ ზედმეტად გატირე? -ვიროო!-ცრემლები მომწმინდა,ჩვენი ნივთები აიღო.მე ბავშვი ავიყვანე და გავედით.ქვემოთ სამი მანქანა ხალხი გველოდებოდა.ვათოს გვირილები და ბავშვი ერთად მეჭირა,ბარიკადები მქონდა აღმართული. მოვედით.კარებზე გარედანჩამოეკიდათ წარწერა:”happy house”.შიგნით ისეთი ამბავი იყო.... კედლებზე სიმეტრიულად დაეკიდათ ბავშვის ფოტოები სხვადასხვა გაფორმებებით.ჰელიუმის ბუშტები მიმოეფანტათ ჩვენს ოთახში,დედასა და მამს კამათში დედას გაემარჯვა,გათბობა ჩაურთავთ.თავი სიზმარში მეგონა.ყველაფერი ხომ იდეალური იყო,მაგრამ ადამიანები ,რომლებიც ერთი წლის მანძილზე ისე შევიყვარე რომ დედ-მამას ვეძახი,ვათოს ძმა ,რომელიც ჩემთვის უახლოეს მეგობრად იქცა,ვათოს მთელი ოჯახი ,რომლის ნაწილიც გავხდი ჩვენს ბედნიერებას იზიარებდა.ჩემმა მშობლებმა ვათოს მშობლებს ისე გაუგეს,ცოდვის კითხვა იქნებოდა მე და ავთო ერთმანეთს რომ არ შევხვედროდით.ჩემი ძმა ლიტას ეფერებოდა,მეგობრები თავზე გვევლებოდნენ.მოკლედ,ჩვენი ერთი დიდი ოჯახი ლიტამ კიდევ უფრო გაამყარა და ძლიერ მუშტად შეკრა. დაიწყო ქართული მამა-პაპური ღრეობა. ლიტას ჭამისას მიეძინა. დედაჩემი შემოვიდა. -დედა,ჩააწვინე ბავშვი თავის საწოლაუ და გამოდი ჩვენთან. მეორე დედაც(ვათოს დედა)შემოდის ოთახში. -ლიტას მარტო ვერ დავტოვებ,თან გემრიელად ძინავს,რომ გადავაწვინო გაიღვიძებს. -ხელს არ მიაჩვიოთორე ცოდო ხარ. -ჰო,მერე სულ ხელში მოგთხოვს შვილო.-ვათოს დედაც აჰყვა დედაჩემს. მოკლედ ცდილობდნენ ჩემს გადარწმუნებას,მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი ,რომ სულ ტყუილად საუბრობდნენ. ზუსტად ასე,ჩემსა და მამამისის ხელში გაატარა ლიტამ ერთი თვე. მეორმოცე დღეს გააქრისტიანეს ჩვენმა მეჯვარეებმა-ნინამ და ლაშამ.ნინა ჩემი ბავშვობის მეგობარია,მიუხედავად იმისა რომ რადიკალურად განსხვავებულად ვაზროვნებთ სერიოზული ჩხუბი ჩვენს ურთიერთობას არ ახსოვს.ლაშას და ვათოს ცხოვრება უნივერსიტეტმა გადაკვეთა და მას შემდეგ ,ჩემი და ნინასი არ იყოს, დღე არ გავა ერთმანეთი რომ არ მოიკითხონ,დარდი და სიხარული რომ არ გაუზიარონ ერთმანეთს და აზრები რომ არ გაცვალონ.გასაკვირი არ უნდა იყოს თუ ვიტყვი,რომ ჩვენი ურთიერთობის გადამრჩენელის ამპლუაშიც ბევრჯერ ყოფილან... პირველად მამა თქვა,8თვის იყო,შემდეგ დედა,ბობო(ბებო),ბაბუ. სამშაბათი იყო.ლიტა შუაში გვეწვინა მე და ვათოს.პირველს მე გამეღვიძა.ფეხაკრეფით გამოვედი ოთახიდან ჩემი პრინცისთვის და ჩვენი პრინცესასთვის საემლის მოსამზადებლად. გავშალე მაგიდა,მოკრძალებულად,და ოთახში შევედი. ვათოს ვუჩურჩულებ -ვათო ადექი,ჩემო სიცოცხლე,სამსახურში დაგაგვიანდება. -2წუთი-ბუზღუნენს და თავისკენ მითრევს-2წუთი ჩამეხუტე და ავდგეთ. -ჩუუ,ბავშვს სძინავს,ხმადაბლა! -ბარბარე ჩვენ ლიტაზე ადრე გავიღვიძეთ,გჯერა?-იცინის. ხალათი მივაწოდე.სააბაზანოში შესასვლელად მისაღები უნდა გაევლო. -ოოჰ,ჩემს ქალბატონს მაგიდაც გაუწყვია.რომელზე გაიღვიძე კი მაგრამ?! -შენნაირი ზარმაცი კი არ ვარ. -მოდი,მოდი აქ-გულზე მივადე თავი და წერტილიც აჭუჭყუნდა. ყველამ ერთად ვისაუზმეთ.ცალი ხელით ლიტას ვაჭმევდი,ცალით ჩემთვის ვხლაფორთობდი.ვათოს ცალი ხელიც შიგადაშინ მე მკვებავდა. დავასრულეთ. ვათოს ქურთუკი მივაწოდეთ მე და ლიტამ,ვაკოცეთ და გავაცილეთ. მე და წერტილი მარტო დავრჩით და ლაპარაკის მეტი არაფერი გვიკეთებია.რაც დაიბადა,9თვის მანძილზე,ყოველ დღე ვუყვები როგორ გვიყვარს ერთმანეთი მე და მამამისს.ამ ბოლო დროს ჩემს სიტყვებს სიცილით ამკობს. ვათო მოვიდა.პროდუქტიანი პარკები ბარზე დააწყო და ერთ პარკს ხელში ათამაშებდა.ლიტას თვალები შუბლზე აუვიდა,ხელ-ფეხის ქნევით ეძგერა სათამაშოს. ვათომ საჭმელი მიირთვა. -მადლობა ჩემო სიცოცხლე ყველაფერს რომ ასწრებ. -ყველაფერს ვერ ვასწრებ,ხაზვა სულ მავიწყდება... -ხომ იცი რომ ყველაფერი ისე იქნება,როგორც ვოცნებობდიყ.ლიტა რომ დაიძინებს ჩავუჯდეთ,ერთად ვიმეცადინოთ.არაფერიც არ დაგავიწყდა.ლიტას ბაღში წასვლამდე ერთი წელი წინ გვაქვს.ეს ერთი წელი მაგრად ჩავუჯდებით და ყველაზე მაგარ არქიტექტურულ ფირმაში გაიჩითები.-ჩამეხუტა და იმედგადაწურულს სასოს ნაპერწკალი გამიღვივა. ლიტა თავის ხალიჩაზე თამაშობს,ვათო სამსახურის საქმეს აკეთებს კომპიუტერში,მე თან დედას ვესაუბრები თან საჭმელს ვაცხელებ. სულ შემთხვევით გავიხედე ლიტასკენ ,რომელიც ცხოვრებაში პირველად დამოუკიდებლად ცდილობდა ნაბიჯის გადადგმას.ვათოსთან მივვარდი,მხარზე ხელი ვკარი და უხმოდ ლიტასკენ ვანიშნე.წერტილის მამიკოს თვალები გაუბრწყინდა,გვერდით მომისვა,ხელი ჩამკიდა და ვუყურებდით,როგორ გადადგამდა ჩვენი შვილი პირველ ნაბიჯს,როგორ გადალახავდა პირველ დაბრკოლებას.გულში ვიძახდით: -მიდი დეე,მიდი,ნუ გეშინია. -მიდი მაა,საშიში არაფერია,ჩვენ აქ ვართ. ლიტამ ორი ნაბიჯი გადადგა და გემრიელად მოჯდა.მე და ვათო მივვარდით ბედნიერები.ლიტას ცრემლებს ვწმენდთ,მელე ჩვენც დაგვჭირდება იგივე. -მაა,შენ რა მაგარი გოგო ხარ,ყოჩაღ!რა გატირებს,მაგარია მაა,სიარულს სწავლობ,იქნებ შენს დაბადების დღეზე ბებოს და ბაბუს თვითონ გაუღო კარები-აღელვებული ვათო სიტყვებს თავს ძვლივს უყრიდა.ორივეს გიჟივით გვეხუტებოდა.ერთი-ორი ცრემლი მეც მომწმინდა.გადავრეკეთ სანათესაოში,ლიტამ ორი ნაბიჯი გადადგაო ისევყვებით,თითქოს სამყარო გადაარჩინა. ლიტას პირველი დაბადების დღეც მოგვადგა კარს.მე და ვათო ვმსჯელობთ რა გავაკეთოცვისეთი რაც ძალიან გაახარებს. -ბარბარეეე,მოვიფიქრეე!-ყვირილნარევი ხმით შემოვარდა ვათო ოთახში-იცი რა?დიდი ტორტი ვუყიდოთ და მასში ხელებით ტიტყნის საშუალება მივცეთ,ითამაშოს,გააფუჭოს,ხან მე მომისვას,ხან შენ,მერე ჩვენ ფოტოებს გადავუღებთ და რომ გაიზრდება ვანახებთ.ჰაა,რას იტყვი? -ჰოო,ვათო,თავიც ჩავაყოფინოთ მაგ ტორტში,ჩემო სიცოცხლე,უკეთესი ფოტო გამოვა,არა?-სიცილით დავასრულე ამავე ემოციით დაწყებული წინადადება. -უკეთეს იდეას რომ მოიფიქრებ გამაგებინე!-გაბრაზებული ტონით მომაძახქ და ჩაი დაადგა. -მეც მინდოდა ჩაი. -ვიცი,გიკეთებ. ხუთშაბათია,26დეკემბერი.სუსხია,ლამის მოთოვოს.ოთახია ფანჯრებს მზის ნაცვლად ღრუბელი ეალერსება. გარეთ კი ცივა,მაგრამცალი თვალით შემოგახედათ ახლა ჩვენსას.ოოხ ისეთი სითბოა,სიყვარულის სუნი თავბრუს დაგახვევთ.ვათო გარბის. -ბარბარე,სალფეთქები დამავიწყდა,ჩავალ ამოვიტან. მე ლიტას ვაცმევ,მალე ბებია და ბაბუა ჩამოვა,თურსეულად უნდა დახვდეს. დილიდან “რა ლამაზი დღეა რა ნათელი მზეა იმიტომ რომ დღეს ჩვენი ლიტუნას დაბადების დღეას”გავჭყავით მე და ავთო,ლიტა გვიყურებს “ჟეა,ჟეას”გაიძახის,ტაშს უკრავს და თან ორ კბილსაც ამარიაჟებს. მოკლედ ლიტას ჩავაცვი,სახლი მოვაწესრიგეთ სამივემ ერთად(ლიტა ყრიდა). აჰაა,მეც მოვიცალე ჩემი თავისთვის და ამ დროს კარზე ზარია..დედა და მამა ჩამოვიდნენ.... ცალ ხელში ბავშვი მიჭირავს,ცალი ხელით ჩამოვარდნილი თმის შეკოწიწებას ვცდილობ,ვათომ კარი გააღო და მინდოდა სადმე ჩავმალულიყავი...ეეჰ,ოღონდ ასეთ ფორმააი არ ვენახე დედამთილს და მამამთილს და რას არ გავიღებდი,”მაგრამ ისინი ხომ ჩვეულებრივი დედამთილ-მამამთილი არ არიან”-ვუმეორებ ჩემს თავს-“ისინი უკვე ჩემი მშობლებიც არიან” მთელი ჟივილ-ხივილი ატყდა.ლიტამ ბებო ცოტა კი იუცხოვა,მაგრამ ბაბუასთან უცებ მივიდა.მამა უფრო ხშირად გვაკითხავდა სამსახურის წყალობით,დედა კი ათასში ერთხელ თუ მოახერხებდა გამოყოლას. -ბარბარე,დედა,როგორ ხართ?ხო არ გაბრაზებს ვათო? -არა,არაა...იცით მე..მე ვერ მოვასწარი მოწესრიგება ,თუ არ გეწყინებათ ცოტა ხანი დაგტოვებთ. -შენ ყოველთვის ლამაზი ხარ და ახლა ხომ საერთოდ.ახლა დედა ხარ.დედა ყოველთვის ლამაზია.შენ ამას თანდათან უფრო გაიაზრებ.მე დღემდე მადლობას ვუხდი უფალს ამ სასწაულის ღირსი რომ გამხადა და ვეკითხები,რა ცოდვა მქონდა ასეთი ნათია რომ წამართვა-სევდიანად ამომხედა-კარგი დედა,მიდი მაშინ საქმეს მიხედე.მე რა ვქნა შენს გამოსვლამდე,რამე არ არის გასაკეთებელი? -არაფერი,გუშინ ყველაფერი გავაკეთეთ მე და ვათომ.10წუთში მოვალ-გავუცინებდა გავვარდი საძინებელში. ვათო,მამა და წერტილი თამაშობდნენ ,დედაც მათ შეუერთდა. სიმართლე გითხრათ,სულ მეშინოდა როფორ გამიგებდა/გავუგებდი დედამთილს.მეშინოდა სტერეოტიპის გამო,რომ რძალ-დედამთილი კატა-თაგვივით არიან,მაგრამ პარალელურად სულ მინდოდა ვათოს დედ-მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრება.ყოველთვის მინდოდა დიდი ოჯახი.ვოცნებობდი თბილ ოჯახზე სადაც ჩემი შვილები სიყვარულს და სიკეთეს ისწავლიდნენ,წარმოვიდგენდი როგორ თამაშობდა ჩემი შვილი ბაბუასთან ,მამასთან და ბიძასთან ერთად,მე და ჩემი დედამთილი კი მივირთმევდით ყავას და ვტკბებოდუთ მათი ყურებით,წარმოვიდგენდი საახალწლო მზადებას,მანდილოსნები სამზარეულოში ვფუსფუსებდით დანარჩენები ნაძვისხეს აწყობდნენ. ვათოს ძმა სტუდენტი და ერთად ვცხოვრობთ,მაგრამ დედა და მამა,ქალაქგარეთ,ძალიან ლამაზ სახლში ცხოვრობენ,სადაც ვათო და მიშო გაიზარდნენ,სადაც ნათიამ ბოლოჯერ ამოისუნთქა... ნათია ვათოს ტყუპისცალია.ბავშვობაში ვირუსი შეეყარა.8წლის ასაკში გარდაიცვალა. დედამ და მამამ ქორწილის დღეს მითხრეს:-ჩვენ ვიცით რაც არის გოგო შვილი.ჩვენ ის დავკარგეთ და ახლა უფალმა შენი თავი გვაჩუქა,კეთილი იყოს შენი მობრძანება.ვათოს ბედნიერება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.ჩვენ დღეიდან ითხი შვილი და დიდი ოჯახი გვყავს. როგორ შეიძლებოდა ამ სიტყვების მერე ისევ მოვექციე ბორკილების ქვეშ რძალ-დედამთილის სტერეოტიპს?იმ დღიდან,როცა ვათოს ოჯახში ფეხი შევდგი,მივხვდი რატომ არის ის ასეთი კეთილი და როგორ შეუძლია ამხელა სიყვარული მაჩუქოს.მოკლედ,გულწრფელად ვამბობ,არცერთი წუთით არ მიგრძვნია თავი უცხოდ. ორ თვიან ზე-ტოქსიკოსზე უკვე მოგახსენეთ.იმ პერიოდში დედამ სახლი მამას გადაულოცა და ჩვენთან ჩამოვიდა.ორთვენახევარი გვერდიდან არ მომშორებია,ადგომას რომ დავაპირებდი მეუბნებოდა:-ვიცი,რთულია სულ წოლა,მაგრამ უნდა გაუძლო ცოტაც.შვილო,პატარა რომ დაიბადება მიხვდები რომ მის ერთ ამოსუნთქვად ღირდა ეს ყველაფერი. ძალიან რომ გავჯიუტდებოდუ მკლავს გამომიდებდა,ალბათ ეშინოდა ცუდად არ გახდეს და არ წაიქცესო ,ერთად დავდიოდით ოთახებში წინ და უკან.ყოველ ირ საათში საჭმელი შემოჰქონდა,შემოსიოდა და მახსენებდა წამალი თუ დალიეო. ვათო თუ ცუდ ხასიათზე მოვიდოდა შინ,ეუბნებოდა:-დედა,ხომ იცი გოგო ისედაც სუსტადაა ასე ნუ დაენახები დაუცინე და მოეფერეო. შუა ღამეს გაეღვიძებოდა,შემოვიდიდა,დაგვხედავდა,ხო კარგად არიანო. ბევრი რომ არ გავაგრძელო საკუთარი შვილივით მექცეოდა,თმაც კი დაუბარცხნია ჩემთვის... ვიცი,მე და ვათოს ბიჭი აუცილებლად გვეყოლება.ვოცნებობ ისეთი დედამთილი ვიყო ჩემი რძლისთვის ,როგორიც დედაა ჩემთვის.ვიცი,ვათოც ისეთი კარგი მამამთილი იქნება,როგორიც მამაა. მამას ზედმეტად სითბოს გამოხატვა არ ჩვევია ,ჩემი არ იყოს,’აგრამ მისი გამოხედვითაც კი ვხვდებოდი ხოლმე ყველაფერს. ერთხელ ყავა მომიდუღა. -ყავას დალევ ბარბარე?-მეძახის მისაღებიდან...მეთქი შემომესმა?მამამ მე ყავა როგორ უნდა გამიკეთოს...სირცხვილია.. -არა მამა,მადლობა -კაი კაცო კი არ მოგწამლავს -არა რას ამბობთ. 5წუთში შემოაქ ყავა ღიმილით. -აბა სულ შენ ხო არ მომიდუღებ ხოლმე. -მადლობა დიდი -დალიე,დალიე თუ არ მოგეწონება ჩათვალე დედამთილმა გააკეთა თუ არა და მე .-გაიცინა და გავიდა ოთახიდან. დევა რომ დავამთავრე შემოვიდა. -დაამათავრე? -არა,ცოტა დამრჩა-მოვატყუე,ვიციქრე,სირცხვილი და თავის მოჭრა ახლა ჩემი ჭიქის გატანა რომ მოინდომოს მეთქი. ჩახედა ჩემს ჭიქას და.. -ბარბარე,ნალექის ჭამა არ ვარგა,შვილო.-მიხვდა რაშიც იყო საქმე-ნუ გერიდება,მომეცუ ჭიქაგარეცხვას კი არ ვაპირებ,წავიღებ უბრალოდ.მოვა შენი დედამთილი და გარეცხავს მერე რა იქნება აბა.-გულიანად გაიცინა და ჭიქა გამომართვა.მე თავი ჩავღუნე,ხელი გადამისვა თმაზე და გავიდა ოთახიდან. იდეალური ადამიანები არ არსებობდნდა ჩვენც გვწყენია ერთმანეთისგან,მაგრამ მივსულვართ და ბოდიში თუ არ მოგვიხდია გვივრძნობინებია მაინც ერთმანეთისთვის რომ ერთი ოჯახი ვართ და უმნიშვნელო წვრილმანებს არ აქვთ უფლება ურთიერთობა გაგვიფუჭონ. ერთხელ დედა შემოვიდა: -ბარბარე შეიძლება ვისაუბროთ? -დიახ -ბარბარე,ვიცი არ გამომივიდა ლამაზად.ზოგჯერ ასეა ადამიანი ,ზოგჯერ ისე.მესმის,ერთმანეთზე არ უნდა ვანთხიოთ ბრაზი,მაგრამ ემოციებზე რთული სამართავი არაფერია.დედას შვილისგან და შვილს დედისგან არაფერი არ უნდა ეწყინოს.ყველას შეიძლება ხაზი გადაუსვა,ყველა შეიძლება უგულებელყო ,მაგრამ დედა-დვილობის ქიმიას ვერსად გაექცევი.შენ ჩემი შვილი ხარ და ვიცი,გამიგებ.სულ სხვანაირად მინდოდა და სხვანაირად გამოვიდა.ბოდ...-სიტყვა გავაწყვეტინე -გთხოვთ!თქვენგან ამას ვერ მოვისმენ,ძალიან მრცხვენია.-გადავეხვიე და მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის. ერთხელაც მე აღმოვჩნდი მსგავს სიტუაციაში და ცხოვრებაში პირველად მოვიხადე ასეთი გულწრფელი ბოდიში. მოკლედ ოჯახში მაგრად გამიმართლა და ადამიანს თუ ოჯახში გაუმართლა მათელი ცხოვრება ია-ვარდითაა მოფენილი მისთვის.თუ მეორე ნახევარში გაგიმართლათ ჩათვალეთ რომ ყველაფერში გაგიმართლებთ. ჰოდა სად გავჩერდი... მოკლედ მე და დედას საკმაოდ ლამაზი მაგიდა გამოგვივიდა.მოვიდნენ ლიტას ნათლიები,რამოდენიმე ახლო მეგობარიც შემოემატა ზეიმს.მიშო უნივერსიტეტიდან მისავათებული დაბრუნდა და დედ-მამას ისე გადაეხვია,როგორც ბავშვი,რომელიც მთელი დღე ბაღში ტირის და მშობლების დანახვისას მათკენ სიხარულით გამოქანდება.სწორედ ამიტომ მანიჭებს ბედნიერებას ამ ოჯახის წევრობა,ასეთი ურთიერთობებისა და დამოკიდებულებების გამო.ნეტავ ერთ დღეს ჩემსკენაც ასე გამოქანდებიან ჩემი პირმშოები? მე სანამ ტორტში სანთლების განაწილებაზე ვფიქრობ,ვათო მეძახს: -ბარბარე,დედაშენი რეკავს,მოდიიი. ჩემს მისვლამდე ვათომ აიღო ყურმილი და დაანახა ჩვენი წერტილი დედას.მან მოგვილოცა და ბოდიში მოგვიხადა ჩამოსვლა რომ ვერ მოახერხეს. -დედი,ჩვენ სამსახურიდან არ გამოგვიშვეს,ნიკა სკოლას ვერ გააცდენდა დიდი ხნით და ვერ მოვახერხეთ ჩამოსვლა,ამანათი გამოვგზავნე,ცოტას დაიგვიანებს ხვალ ან ზეგ ჩამოვა,მითხარი თუ მოეწონება-მიაყარა სამსახურიდან სახლში მიმავალმა დედაჩემმა. -კარგი,დე,არაუშავს.ხაზზე იყავით და ჩავთვალოთ რომ აქ ხართ.საჩუქრისთვის მადლობა,ძალიან გაუხარდება ვიცი. იქიდან ვათომ დასძინა. -მადლობა სიდედრო.კარგი იქნებოდა აქ ყოფილიყავით,მაგრამ ასე იოლი ხომ არ არის. -ვერ მოვითმინე სახლში მისვლამდე,რომ არ დამერეკა.მამაშენი და ნიკა კი გაბრაზდებიან რატო არ დაგველოდეო,მაგრამ არაუშავს-იღიმის-ახლა ავტობუსში ავდივარ და სახლში რომ მივალ დაგელაპარაკებით ნორმალურად. -დროებით-ვუთხარით მე და ვათომ და ხელის ქნევით დავენშვიდობეთ. 6წელია ჩემი მშობლები გერმანიაში არიან.თავიდან მამა წავიდა უსახსრობის გამო იმ იმედით რომ კარგი სიტუაცია დახვდებოდა და მთელს ოჯახს წაიყვანდა.მე თავისანვე უარი განვაცხადე.არსად წამოსვლას არ ვაპირებ-მეთქი.საქართველოში ობიანი მჭადის ჭამა მირჩევნია მის ფარგლებს გარეთ ხიზილალის თავადურად მირთმევას. რა თქმა უნდა მათიც მესმოდა,ნიკას მომავალზე ფიქრობდნენ.მამაჩემის წასვლიდან ერთ წელიწადში დედაჩემი და ჩემი ძმაც გადაიხვეწნენ და ლტოლვილად ჩაბარდნენ.ჩემს ქორწილშიც ვერ ჩამოვიდნენ,ვათო და მისი ოჯახიც ლიტას დაბადების შემდეგ გაიცნეს,მაგრამ ინტერნეტის დახმარებით ჩემმა და ვათოს მშობლებმა ძალიან კარგად გაუგეს ერთმანეთს.ლიტას დაბადებამდე ორი დღით ადრე ჩამოვიდნენ და ერთ კვირაში დაბრუნდნენ.ისე მომნატრებია სამივე,მაგრამ ნიკა განსაკუთრებით.ის ჩემი გაზრდილია.დედა და მამა რომ მუშაობდნენ მე მყავდა ხოლმე,8თვიდან მიტოვებდნენ,იქიდან გამომდინარე,რომ ჩვენს შორის 12წელია სხვაობა,მენდობოდნენ. დარეკეს ჩვენებმა. -გილოცავ ბაბუ,დიდი გოგო გაიზარდე,ღვთისმოშიში.გილოცავთ ყველას.-ხელისქნებით მოგვმართავს ჭაღარამორეული მამა და თან იღიმის-რა კარგია,ყველა ერთად შეკრებილხართ. -გილოცავ ლიტაა-ნიკა მოვარდასაიდანღაც-მეც მანახე მამაა!-ეუბნება მამას წუწუნა ტონით. დედა პროდუქტებს ალაგებს პარკიდან.იქ სულ სხვა ცხოვრებაა,აქ სხვა.იქ სამნი არიან,არცთუ ისე გახარებულ-ბედნიერნი,რადგან თავიანთი პირველი შვილიშვილის პირველ დაბადების დღეზე სამშობლოში,თავიანთ მიწა-წყალზე ჩამოსვლა ვერ შეძლეს.და მაინც,მაინც მადლობას უხდიან უფალს ყოველი ახალი დღისა თუ განვლილი წამისთვის. ამასობაში ლიტამ სანთელი ჩააქრო,ლამაზ-ლამაზი საჩუქრები და რაც მთავარია მოზღვავებული რაოდენობით სიყვარული და ყურადღება მიიღო და ღიმილი არ მოშორებია მის უმანკო სახეს,და არცერთი წამით არ ჩამქრალან მისი აციმციმებული თვალები,თვალებიბ,რომლებსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა ბოროტებაზე. ჩვენც ყველანი ერთად ვიზიარებდით მის სიხარულს. სტუმრები წავიდნენ.დავრჩით დედა,მამა,მიშო,ვათო,ლიტა და მე .დედა ლიტას დაბანაში მომეხმარა.ვათო,მიშო და მამა ფეხბურთს გაფაციცებით უყურებდნენ. მე და ლიტა ლამაზი სიზმრებისთვის ვემზადებოდით ვათო რომ შემოვიდა. -უკვე აძინებ? -10 საათია ვათო. -რა დრო ყოფილა,ძილინებისა მაშინ ჩემო პატარა-ლიტას აკოცა,მერე ჩემზე გადმოვუდა,ჩემი ხელები თავის ბაგეებთან მიიტანა,ნაზად აკოცა და მითხრა-არ ჩაგეძინოს რა,რო დაიძინებს გამოდი ჩვენთან. მეც ნაზად გავუღიმე. მოკლედ ყველაფერი ძალიან კარგად იყო,იმდენად კარგადაც კი რომ მეშინოდა,ვგრძნობდი რამე უნდა მომხდარიყო.არ შეიძლებოდა ასეთი ბედნიერი ვყოფილიყავი...ვფიქრობდი ეს ყველაფერი თუ სიზმარია,ასე დარჩეს არ მინდა გამოფხიზლება-თქო.ცხოვრებაში პირველად ვინატრე მსგავსი რამ,რეალობას სიზმარი ვამჯობინე... ერთმანეთის პატოვისცემაში გავიდა კიდევ ერთი წელიწადი,ლიტა უკვე დიდი გოგოა,ჩვენი შეუღლებაც ემსგავსება ნაზ არსებას,რომელსაც წლები ემატება,მაგრამ გული არაფრით უბერდება. ლიტა ორი წლის გახდა და მე დავიწყე ფიქრი სამსახურზე. ზაფხულში გადავქექე ყველა საიტი,ყველა ვაკანსია,მაგრამ “საოცნებო” ვერაფერი ვნახე.ვათო ისევ ისე მამხნევებდა ,არ მაძლევდა იმედის დაკარგვის საშუალებას,მეტიც,მირჩევდა უარი არ მეთქვა ასისტენტობაზე: -ასე უცებ არავინ მოგიჩენს ოთახს ოფისში,ჩემო სიცოცხლე,ჯერ მთავარი არქიტექტორის ასისტენტი იქნები,მერე მისი კოკეგა და კონკურენტი,აბა როგორ გინდა შენ. მოკლედ საკუთარ თავთან დიდი ვაი-უშველებლის შემდეგ დავიწყე მუშაობა არქიტექტურულ ფირმაში ხელმძღვანელის ასისტენტად. ლიტა ბაღში წავიდა.წავიდა არა,წავიყვანეთ.ბაღის დასაწყისი,დაახლოებით 2კვირა, სამივესთვის კატასტროფა იყო. მე და ლიტა ერთად ვტიროდით,ვათო გვიყურებდა და იძახდა:-რათ გვინდა ეს ბაღი,ამის დედა ვატირე,ასე თუ მოგიშალათ ნერვები და ყოველ მოსვლაზე თვალებდასიებულები თუ წავედით.წამოდი ერთი,სახლში წავიდეთ. წავიდოდით სახლში და ვხვდებოდით,რომ ბაღის გარეშე გამორიცხული იყო,მეორე დღეს ისევ იგივე იწყებოდა. მე და ლიტა ერთად შევდიოდით ჯგუფში,სადაც ერთი მასწავლებელი 35ბავშვს აწყნარებდა.მე კიდევ ერთი ვერ დამიწყნარებია,პირიქით,მასთან ერთად ვტიროდი. რომ გამოვიდოდი:-დედაა ალ დატოვოო,ალაა-ყვიროდა და ისევ გვერდით ვუჯდებოდი.ბოლოს მასწავლებელმა კატრგორიულად გამომაგდო ოთახიდან და ფანჯარასთან ვიდექი საათობით.ნელ-ნელა შეეჩვია ჩვენი წერტილი და შაბათ-კვირასაც თავის მარინე მასწავლებელს ახსენებდა ხოლმე.მე ამაზე კატასტროფულად ვეჭვიანობდი. მოკლედ ყველაფერი დალაგდა.მე სამსახურიდან გამოვუვლიდი ლიტას და მივდიოდით სახლში,დაახლოებით ერთ საათში ვათოც შინ იყო.ზოგჯერ მე და ვათო ერთად მივდიოდით ჩვენს წერტილთან,ხან ისეც ხდებოდა,რომ მიშოს გამოჰყავდა და ასე აუღელვებლად,სიყვარულის გაღვივდბით გადიოდა დღეები,კვირები,თვეები.მაგრამ მიუხედავად ამისა არცერთი დღე არ გავდა წინას,არასოდეს ვყოფილვართ ერთფეროვნებისა და რუტინის ჩრდილქვეშ მოქცეული წერტილები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.