შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთი სიყვარული არს ( II ნაწილი)


27-12-2018, 18:26
ავტორი ვინსენტ
ნანახია 1 325

თბილა,მზე ჩვენს გულებში შემოსვლას ლამობს,ბუღადენილ ასვალტზე მოვაბიჯებთ სასოწარკვეთილი ვათო და გონებადაბინდული მე,მე,რომელსაც თავში მუდმივად თეთრხალათიანი კაცის ხმა ჩაესმის:
-ბარბარე,ვწუხვარ,მაგრამ მეორე ბავშვის გაჩენის შანსი თუთქმის არ.....
მის ხმას ვათოს ნაწილ-ნაწილ გაწყვეტილი სიტყვები ჩაენაცვლა:
-ბარბარე,ადექი,გიჟია ეს კაცი.სხვასთან წავიდეთ.
ამ სიტყვების მერე არცერთი სიტყვა არ გამიგია.მუდმივად ერთი და იმავე ხმა
”ბარბარე,ვწუხვარ....”,”ბარბარე,ვწუხვარ...”
ვათომ გაყინული ხელები ჩემს აცახცახებულ ხელებს დაადო,ისე მომიჭირა ,რამოდენიმე წამით სისხლის მიმოქცევა შეჩერდა.მომქაჩა,ამაყენა მძლავრად და წამის შუალედში გავიარეთ საავადმყოფოს ერთი შეხედვით უშველებელი დერეფანი.კიბესთან ვიგრძენი,რომ ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდი და საფეხურზე ჩამოვჯექი.ვათომ ამაყენა,ისე ჩამეხუტა,ჰაერს არ მისცა გასვლის საშუალება.ყინულისფერი სახე გაყინულ ხელებში მოიქცია:
-შემომხედე!
თვალებს დაბლა ვხრი და ვცდილობ არ შევხედო.
-შემომხედე მეთქი!-ხელებს მძლავრად აქანავებს და სახეს მარცხნიდან მარჯვნივ მიმართულებით მიმოძრავებს.
შევხედე და ახლა მისი ხმა ჩამესმის:-“ბარბარე ადექი,ეს კაცი გიჟია”
-არაფერი არ მომხდარა,გესმის?საერთოდ არაფერი!აქ არ მოვსულვართ ამ დედანატირების ხმა არ გაგვიგია და საერთოდ არაფერი არ მომხდარა გესმის ჩემი?-ხელთან ერთად ხმაც აუკანკალდა და ნელ-ნელა ხმას უწევს.
-ეს კაცი მართალს ამბობს,ვგრძნობ ,არ ცდება.-ჩაწყვეტილი ხმით ჩავიჩურჩულე თავი ჩავღუნე და მისი ხელებისგან განთავისუფლება ვცადე.
-არ მაინტერესებს,დაივიწყე-მეთქი.ახლავე წავიდეთ სხვასთან.მალე.
ისევ ხელი ჩამავლო და თითქმის სირბილით გამაქანა სხვა საავადმყოფოში,სადაც არასდროს იყო ნამყოფი და არავის იცნობდა,არც ექიმის სახელი იცოდა,უბრალოდ გაგონილი ჰქონდა ამ საავადმყოფოს საქებარი საქმეების შესახებ,უცებ ამოუტივტივდა გონებაში და წამიღო.
ვათომ წინა საავადმყოფოს ანალიზის პასუხები დახია და ურნაში გაბრაზებულმა მოიქნია.
-არც ანალიზს ვენდობი,იმათსას და არც არაფერს.დაივიწყე საერთოდ რომ ვიყავით მისულები.
ავიღეთ ანალიზი და ველოდით ხვალინდელ დღეს,რომელსაც განაჩენი უნდა გამოეტანა ჩვენთვის.
მანქანას გიჟივით ატარებდა.მოულოდნელად გზიდან გადავიდა და დაამუხრუჭა.
ისევ ხელებში ამოიდო ჩემი უგონო,უგულო,უყველაფრო გამომეტყველება და შედარებით დაწყნარებული ტონით დაიწყო საუბარი.
-წერტილმა არ უნდა იგრძნოს ჩვენი უხასიათობა,ყველაფერს იმ წუთას გრძნობს ხომ იცი.ბაღში ერთად შევალთ და ორივესკენ გამოქანდება ჩვენ ისევ ისე ბედნიერად ვაკოცებთ აქეთ იქიდან ლოყებზე და მოვარბენინებთ დღუდღუსკენ(ლიტა მანქანას ასე ეძახდა).
-არ შემიძ...-არ დამასრულებინა.
-მე და შენ,ერთად ყველაფერი შეგვიძლია.წინასწარ ნუ გამოვიტანთ განაჩენს,გთხოვ.-ხმაში სევდა ისე შეერია,ტირილი მომინდა.
ლიტასთან მივედით.მე კედელზე ვიყავი მიყრდნობილი უგრძნობი საგანივით.ლიტა მამასთან გამოქანდა და ისე მძლავრად ჩაეხუტა ყველა სიცივე დაავიწყა.ვათომ,რომელსაც ჩვენი ერთადერთი იმედი კიდერზე ჰყავდა ჩამოკონწიალებული,ჩემსკენ გამოიწია,მეც გამათბეს,ზმისგან დამწვარ სხეულში ყინულად ქცეული გული გამიღვივეს.
-დე,ლა იკო შენ?-მეკითხება ჩემი წერტილი
-არაფერი დე,მომიყევი რა ხდებოდა დღეს ბაღში?-ვკითხე მაგრამ,პასუხი არ მომისმენია,ლაპარაკობდა ,მიყვებოდა,მაგრამ მე ისევ”ბარბარე,ვეწუხვარ” და “ეს კაცი გიჟია” მიღრღნიდა სულს.
ჩემს ნაცვლად ვათო პასუხობდა ლიტას.
სახლში მივედით,ერთადერთი რაც მინდოდა ბნელ ოთახში დაწოლა და ხმამაღლა ტურილი იყო.არასოდეს ვყოფილვარ დეპრესიული,ყოველთვის ყველაფრისგან გამოსავალს ვეძებდი,მით უნეტეს ჩემების წასვლის შემდეგ,როცა ყველაფერს,ყველა პრობლემას ჩემით ვაგვარებდი,მაგრან ახლა..ახლა გამოაავალი არ არსებობდა,რეალობა ერთი და გულისშემძვრელი იყო,ახლა არც ხვალინდელ დღეს ველოდებოდი და არც ვათოს სიტყვები მისახავდა იმედს.ხვალამდე ვიცი,რომ ის კაცი გიჟი არარის,ვიცი რომ ყველა ოცნება დავამსხვრიე,მე და ვათოს ოთხი შვილი გვინდოდა,მათი თამაშის ყურება და მათთან ერთად ხმამაღალი სიცილი გველანდებოდა,მაგრამ “ბარბარე,ვწუხვარ...”.
ლიტას საჭმელი უნდა ეჭამა,მაცივრიდან სუპი გამოვიტანე და უაზროდ დავდგი გაზქურაზე.
უკვე გამთბარი მგონია,მივედი და გაყინული დამხვდა ისევ,გაზის დანთება დამვიწყნია.ამ დროს ლიტა მექაჩება “დე მშია”.თავი ჩავღუნე,ბარს დავეყრდენი და ცრემლები წამსკდა.ნელ-ნელა ხმას უმატებდნენ ჩემი იოგები,მე არც მეკითხებოდნენ.
ვათო გამოვარდა ოთახიდან.
-მა დედას თავი ტკივა,მოიცა მე გაგიცხელებ საჭმელს.-ვათომ ჩაწყვეტილი ხმით უთხრა ლიტას.
მე ხელი მომკიდა ოთახში წამასვენა საწოლზე ჩამომსვა,მერე ფეხები მომიკეცა და საბანი გადამაფარა.ლიტას საბნისკენ გავწიე ხელი,გამოვაძვრინე წერტილის საწოლიდან და თავთან დავიდე.მისი ყნოსვითა და გულამოვარდნილი ტირილით დაღლილს ცხოვრებაში პირველად,არც ბავშვის დარდი მქონდა და არც ვათოსი,ისევ “ბარბარე,სამწუხაროდ” და “ეს კაცი გიჟია”!!!
ვათო შემოვიდა.
თმაზე მეფერება ლიტას საბანს,რომელიც მარილიანი წყლით გაჟღენთილა მაცლის ხელიდან,მაყენებს და მეხუტება,ისე მეხუტება,როგორც არასოდეს.
სანამ ლიტამ არ დაგვიძახა ასე ვიყავით,გაუნძრევლად ერთმანეთში ახლართულები.ლიტას “დედა მამა შად ჭახვედით?”-ს ყვირილმა გამოგვაფხიზლა სახეზე სილა გაგვაწნა,გვითხრა ვინც გყავთ მაგას მაინც მიხედეთ ,მერე იგლოვეთ დანარჩენების არ არსებობაო.
ვათო გავარდა.
-დედა შად ალიშ,ლატო არ გვეთამაშება?
-დედას ძინავს,ხო გითხარი მა,თავი ტკივა.
-თაი?ლატო ტივა დედაშ?
-გაცივდა მა
-ლატო გაჩივდა?
ვათო ტყუილს ტყუილზე ამატებს,მაგრამ დედასავით ჯიუტი წერტილი თავს არ ანებებს.
ავბობღდი საწოლიდან,თვალებდასიებული,მკვდრის სულივით ავდექი და მივფორთხიალდი მისაღებისკენ.
-დედაშ თაი აგალ ტივაა,მოიდა დედა-გამოქანდა ჩემი მზის სხივი.
ვათომაც სევდიანად ჩაიღიმა.
-რას თამაშობთ დე?-თავს ძალა დავატანე.
-დედა თალიც გტივა?
-ჰო დე,გავცივდი.მოდი ვითამაშოთ..
გადავაგორეთ ეს ღამე.ვათო ხვალინდელი დღის იმედით იდგა ფეხზე მე არც ხვალინდელი დღის მწამდა,ვიცოდი კარგს არფერს მეტყოდა.ლიტა ცრემლებით დავაძინე,ვათოც ჩვენთან იწვა.მეოთხე წლის მანძილზე არცერთი დღე უბედურად არ მიგრძვნია თავი,მეტიც,ბედნიერებაში ეჭვიც არ შემპარვია.ახლა უბედური,განადგურებული,მიწაგამოცლილი ვარ. ვათოს გულზე მიდევს თავი,როგორც ყოველთვის,მაგრამ როგორც ყოველთვის მშვიდად და სიყვარულის სავსე თვალებით ერთმანეთის ყურებაში არ გველულება თვალები.საერთოდ ვერ ვხუჭავთ თვალს ის ხვალინდელი დღის იმედით,მე დამსხვრეული ოცნებების გამო.
გათენდა.
ლიტა ბაღში დავტოვეთ და გავუდექით საავადმყოფოსკენ მიმავალ სულისჩამხუთველ გზას.
ვათო კარგის მოლოდინით სავსეა,მე ვიცი,ვიცი რომ არაფერი შეიცვლება გარდა იმისა,რომ ვათოსაც ჩემსავით სამუდამოდ გადაეწურება იმედი.
შევედით ექიმთან ვათო მის თვალებში ცდილობს ამოიკითხოს ორი სიტყვა-“ყველაფერი კარგადაა”,მაგრამ თეთრხალათიანი წვერიანი კაცის თითქმის გამქრალი თვალები სულაც არ იუწყებიან ვათოს ნანატრ სიტყვებს.
ჩემთვის ყველაფერი ნათელია,ვათო უსმენს.
-ვწუხვარ,დაორსულება თითქმის შეუძლებელია.მაგრამ თქვენ ერთი შვილი უკვე გყავთ ამიტომ ამაში საგანგადო არაფერია.აქ ამავე პრობლემით წლების შეუღლებული უშვილო მშობლები მოდი.....-ვათომ არ დაასრულებინა ზედმეტად,უგულო,ყალბი, თითქოს ნაძალადევად დაწყებული ნუგეში.
-მაგრამ თქვენ ამბობთ რომ თითქმის შეუძლებელია.ანუ შანსი არის
-როგორ გითხრათ,ღმერთს ძალიან უნდა უყვარდეთ,თქვენზე უკეთესი არავინ უნდა ყავდეს,ეს სასწაული რომ მოახდინოს.იმედს ვერ მოგცემთ.მკურნალობა 99%უშედეგოდ მთავრდება,რომ არ მოგატყუოთ მკურნალობა შეუძლებელიც კია.-ანალიზსბის ფურცელი გამოგვიწოდა.
-ვათო აღარ შემიძლია,გთხოვ წავიდეთ აქიდან.
ვათომ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, უიმედოდ ქცეულმა.გავედით.
-მამას დავურეკავ,ჩამოვა და წაიყვანს ლიტას ცოტა ხნით.-ვათო მიხვდა,რომ ახლ არც მე და არც მას ბავშვთან ყოფნა არ შეგვეძლო.
მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება დიდ ოჯახზე და ბევრ შვილზე ვოცნებობდი.ამავე ოცნების ადამიანმა მიპოვა და ხელი მაგრად ჩამკიდა.მითხრა არასოდეს არ გაგიშვებ რაც არ უნდა მოხდესო და ჩვენი შვილები ყოველთვის ჩვენთან იქნებიან,არცერთი წამით არ დავტოვებთ სხვასთანო.არცერთი წამით არ დამიშვია ჩემი შვილი რომ ჩემს გარეშე გაათევდა თუნდაც ერთ ღამეს.
ახლა,როცა ვათომ ეს მითხრა სეულიად ურეაქციო ვიყავი,თითქოს არც გამიგია.არაფერი მაინტერესებდა.
მამა და დედა ჩამოვიდნენ.
-რა ხდება დედა,რა ამბავია-დედა ჩემთან მოვიდა
-რა მოხდა ასეთი ლიტას რო ჩვენ გვატანთ,მავიდობა რო არაა მაგას კი ვხედავ-მამა ვათოს შეუჩდა.
მიშო ეს დღეები უჩინმაჩინივით დადიოდა.ვერავინ ვიგებდით როდის მოდიოდა და მიდიოდა.ხვდებოდა რომ რაღაც ხდებოდა,თავიც ძმას უთხრა
-არ მინდა ზედმეტი კითხვები დავსვა,თუ რამით შემიძლია დახმარება ხო იცი ყველაფერს გავაკეთებ.თუ მოყოლას მოისურვებ მე ყურადღებით მოგისმენ .
ამის შემდეგ მიშოს ხმა არ ამოუღია.
დედასთან და მამასთან საუბრის თავი არცერთს გვქონდა. ვათომ უთხრა ორივეს
-ცოტახნით ასე აჯობებს,რომ ჩამოვალთ ბავშვის წამოსაყვანად ყველაფერს მოგიყვებით.
მიხვდნენ რომ ზედმეტად არ უნდა ჩაგვძიებოდნენ,ლიტა წაიყვანეს ვითომ სასეირნოდ.
გზაში უტირია ჩემი დედა და მამა მინდაო. ძილისწინაც ბევრი იტირაო მაგრამ მერე ზღაპარზე მიეძინაო.
ჩვენი წერტილი ხელს თუ არ მომკიდებდა და ზღაპარს სიმღერით თუ არ დავასრულებდით გამორიცხული იყო დასძინებოდა,ჩვენ ჩვენი ძილისწინა რიტუალი გვქონდა.
წავიდნენ,კარი მოიხურეს თუ არა.მე ოთახში შევედი მეორე დღეა სახლისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისეთი ქაოსი იყო,რა სად ეყარა ვერ გაიგებდით მაგრამ ეს საერთოდ არ მადარდებდა.
ექიმების ნათქვამი და “ეს კაცი გიჟია”არ მასვენებდა.
მე ოთახში შევედი,ვათო მისაღებში დაჯდა მიშოს სიგარეტი გამოართვა და მოწევა დაიწყო.მიშოც გვერდით ეჯდა უხმოდ,უსიტყვოდ ეწეოდნენ.მე მთელი ხმით ვტიროდი.და სულ არ მანაღვლებდა მიშოს თვალში თუ უსუსური აღმოვჩნდებოდი დედამიწის ზურგზე საერთოდ არაფერი არ მადარდებდა.ვფიქრობდი სად წავსულიყავი,ვფიქრობდი რომ არ მქონდა უფლება ვათოსთვის ოცნებევი დამემსხვრია,უნდა წავსულიყავი მისგან და სააუალება მიმეცა ბევრი შვილი ყოლოდა.
მაგრამ ამის გაფიქრება და ჩემი ნიანგის ცრემლების გახაირება და ისტერიული ჩამუხლვა ერთი იყო.ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი ვათოს სხვა ქალთან.ახლა ეს მაკლდა დასაფლავებისთვის.მაგრამ ვერც მისი ოცნებების მსხვრევას დავუშვებდი.
გადავწყვიტე ,ბაბუასთან წავსულიყავი ტაძარში რამოდენიმე დღით.და სატრაპეზოსა და ტაძრის იქით ცხვირი არ გამეყო.ვათო არ მენახა-ამაზე დიდი სასჯელი რა უნდა ყოფილიყო,ლიტას გაშვების შემდეგ.
გადავწყვიტე დილას,ვათო რომ გაიღვიძებდა მე აღარ უნდა დავხვედროდი.
და მერე ლიტა?
ლიტას დედ-მამა ცალ-ცალკე უნდა ყოფილიყვნენ?ის დედ-მამა რომელსაც ერთმანეთი ზღაპრის გმირებივით უყვარდათ ახლა ხელიდან ეცლებოდნენ ერთმანეთსაც და ლიტასაც.
სიგარეტის ბოლში გახვეულ მსოფლიოში საუკეთესო მამას,შვილს და მეუღლეს ,რომელიც ფიქრობს რა დაატყდა თავს,რა მოხდა ასეთი,რამ აიძულა დაუსრულებელი ბედნიერებიდან სიბნელეში გადასვლა და დედას,რომელსაც ზღაპრული სიყვარულით უყვარდა ქმარი და შვილი და აღმერთებდა ოჯახის კულტს,ერთი კედელი ჰყოფდათ. ერთადერთი კედელი და უდიდესი პრობლემა-სიბერწე.
მაშინ რად მიღირდა ისევ შემოსულიყო ჩემი ერთადერთი შვილის მამა ჩამხუტებოდა და ეთქვა ერთად ყველაფერი გამოგვივაო,ეთქვა ერთი შვილი მაინც გვყავს ღვთის წყალობითო,ისევ შეეხსენებინა რომ მას და წერტილს ვჭირდები და არ მაქვს დაცემის უფლება.
ისიც მე მელოდა მსგავსი სიტყვებით ალბათ.
სულ ის მანუგეშებდა,სულ ვათო მაყენებდა ფეხზე წაქცეულს,რა იქნებოდა ახლა მე მივსულიყავი და მაგრად ჩავხუტებოდი,ჩავხუტებოდი ისე რომ სუნთქვის სააუალება არ მიმეცა.მაგარამ ვერ მოვერიე საკუთარ თავს ,ვერ ავდექი,ლიტას ზედამიჭირავს ხელში ჩამუხლული ვარ იატაკზე რომელზე ცივიც ახლა ჩემი გულია და უფალს ვეხვეწები,შემაძლებინოს ხვალ ვათოსგან აორთქლება,მომცეს ძალა იმისა რომ უარი ვთქვა ჩემს ფოლადუვით ძლიერ სიყვარულზე და ვიფიქრო ვათოს ოცნებაზე.
ვიცოდი, ვათო შეიძლება ჭკუიდან შეეშალა ჩემს წასვლას,მაგრამ ვფიქრობდი რომ გამოვიდოდა მდგომარეობიდან და კიდევ ბევრი შვილი ეყოლებოდა,ვფიქრობდი რომ ლიტას და-ძმას აჩუქებდა.ნახევარ და-ძმას.მე თუ არა ვათოს მაინც უნდა აეხდინა ოცნება.გადავწყვიტე წერილი დამეწერა.სიტყვით უთქმელი ფურცელზე მინდოდა გადმომეტანა,თავიდან ვოლომდე ჩემს გრძნობებს ახლა ვერაფერი გადმოსცემდა მითუმეტეს კალამი,მაგრამ ვიცოდი ეს ყველაფერი რომც არ დამეწერა ვათომ ისედაც იცოდა.
მე მაინც ეგოისტი გამოვდექი.ლიტას მომავალზე,ერთადერთი შვილის მომავალზე,არ მიფიქრია.არ მიფიქრია,როგორ გაიზრდებოდა ჩვენი წერილი,როცა ჩვენ ცალ-ცალკე ვიქნებოდით.ჩვენ ცალ-ცალკე.ბარბარე და ვათო ცალ-ცალკე. თხა და ვირი ცალ-ცალკე.ვფიქრობ ამაზე და ღმერთო ჩემო,სული მეხუთება,გაერი არ მყოფნის....ჩავთვალე რომ ადამიანისთვის,რომლისადმიც ისე ვერასდროს გამოვხატავდი სითბოს,როგორც თვითონ,ადამიანისთვის,რელსაც საკუთარ თავზე მეტად ვუყვარვარ ჩემი წასვლა უკეთესი იქნებოდა ვიდრე დარჩენა, ჩახუტება და თქმა:-ჩვენი სიყვარული საკმაოდ ძლიერია იმისთვის,რომ პრობლემებს გაუმკლავდეს.თუ ერთად ვიქნებით და ხელს არასოდეს გამიშვებ,როგორც ადრე.ამასაც გავუმკლავდებით...

ჩემთვის ყველაზე უაზრო,უმიზნო და უბედური დილა გათენდა,ისეთი დილა მთელი ღამე რომ ვოცნებობდი არ გათენებულიყო.არ გათენებულიყო რადგან იმ დილას მე ჩემი სიყვარულის ბუდიდან უნდა ავფრენილიყავი,უნდა დამეტოვებინა ქმარი,რომლის ხმაც აძგერებდა ჩემს გულს ,ოჯახი,რომელმაც შვილად მიმიღო,შვილისთვის თბილი ოჯახი დანგრეულ ოჯახად უნდა მექცია და რომ გაიზრდებოდა უნდა გამბრაზებოდა და ესაყვედურა შენ მამა მიატოვეო,შენი ბრალია მე თბილ ოჯახში რომ არ ვიზრდებიო.იმ დილას მე ბედნიერი ბარბარე სამუდამოდ უნდა დამესაფლავებინა და უფალს ვეხვეწებოდი არ გათენებულიყო.
გათენდა,უკვე ცრემლებიც არ შემრჩენია,ვეღარც ვტირი.ოთახიდან,სადაც უბედურებისსუნია მოფრქვეული გუნდრუკის სურნელის ნაცვლად,გადავინაცვლე მეორე ოთახში ,ოთახში სადაც ჩემს ქმარს,რომელიც ჩემს გარეშე ვერ იძინებდა, იატაკზე ჩამუხლულს ზურგი მდივნისთვის მიუდია და ჩასძინებია,იატაკზე,რომელზეც ჩვენმა პირველმა და უკანასკნელმა შვილმა ფეხი აიდგა,ხელზე ჩემი თხელი კაშნე შემოეხვია,მის გვერდით სასმლის დაცარიელებულ ბოთლსა და სიგარეტის,ცარიელ პაჭკებს,რომელშიც შვების ძებნა გუშინდლამდე არასდროს უცდია,დაედოთ ბინა.
მდივანზე კი მიშოს ეძინა.
მივუახლოვდი.ხელს,რომელსაც ჯერ კიდევ ჩემი თმის სუნი ასდიოდა,ნაზად ვაკოცე,წერილი გვერდით,მიგდებული შუშის ბოთლის ქვეშ მოვათავსე.
უკანასკნელი ფოტო გადავუღე.გადავუღე,რომ ხშირად დამეხედა ჩემი გაუბედურებული ქმრისთვის,რომლის ასეთი მდგომარეობაც ჩემი ბრალი იყო,დამეხედა და საკუთარი თავი კიდევ უფრო შემეძულებინა.
თითქმის მისული ვიყავი კართან მიშომ რომ თავი ასწია.
-რას აკეთებ ბარბარე!
-პურს ამოვიტან და მოვალ.
-დაჯექი,მე ამოვი...-არ დავლოდებივარ.კარი მოვიხურე და სრულიად გაყინული გავედი გარეთ,სადაც იმდენი ხასიათი დადიოდა რამდენიც ადამიანი,მაგრამ მე მაინც მეგონა რომ ჩემნაირი გაუბედურებული არავინ მოიძებნებოდა.პირველივე შემხვედრ ტაქსიში ჩავჯექი და ავედი ტაძარში.
-ეს რა დაგმართნია!-ბაბუამ გაფართოებული თვალებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა. ვფიქრობდი რომ არაფეის მოყოლა არ შემეძლო მაგრამ,ვიცოდი მასთან საუბარი შვებას მომგვრიდა და დავიწყე.ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
-ჩემო პატარა გოგოვ,როგორი დაბნეული და არეული ხარ.აქ რატომ მოხვედი?შენ თვლი რომ აქ შვებას იპოვი?-ბაბუა ძალიან გულჩვილი იყო,დიდი ხნის მერე რომ ვნახავდით ერთმანეთს მაშინაც კი წამოსკდებოდა ცრემლები,ახლა ხომ საკითხავიც არ არის.
-მე ჩემი შვება არ მაინტერესებს.შვების ღირსი არ ვარ.მთელი ცხოვრება უნდა ვიტანჯო მე თუ მკითხავ.ვათოსთვის ვაკეთებ ამას.
-ვათოს გაუბედურებისთვის ხომ? და რა დაგიშავა?
-ვათომ ოცნება უნდა აიხდინოს,მე არ შემიძლია მისი ოცნების ახდენა.მე ის მიყვარს და ბედნიერი უნდა იყოს.
-მას არ უყვარხარ?
-კი,იმაზე მეტადაც კი ვიდრე მე.
-მაშ,რას ამბობ,შვილო,შენს გარეშე ბედნიერებას შეძლებს?აუხდენელი ოცნება სჯობია,უოცნებობას.უოცნებობა,უმიზნობაა,ბარბარე.მას შენთან ყოფნისას აუხდენელი ოცნება ექნება,შენს გარეშე კი უოცნებო და უმიზნო იქნება,დაემსგავსება პირუტყვს რომელიც უბრალოდ არსებობს.ხვდები რუსთვის წირავ ადამიანს რომელსაც ღვთის წინაშე შეჰფიცე,რომ ჭირსა და ლხინში მასთან იქნებიდი?
ლხინში ბედნიერებისგან გიბრწყინავდათ თვალები,მაგრამ ჭირში შენ ის მარტო დატოვე და თან იძახი მისი კეთილდღეობისთვის და სიყვარულისთვისო,სისულელეა შვილო,ასე არ გამოვა.-ასგა ცრემლები მოიწმინდა და მომწმინდა.გააგრძელა-ღმერთი სიყვარული არს,ჩემო პატარა გოგონავ,შენ თუ იჩემებ ,რომ გიყვარს ამსაღამომდეც კი ვერ დაიცდი,მიხვალ და ეტყვი ,რომ დაივიწყოს ის წერილი და ხელი არასოდეს გაგიშვას.თუ შენ თვლი რომ ღვთიური სიყვარულით გიყვართ ერთმანეთი ექიმის ნათქვამი სიტყვები გაიხსენე,ღმერთს ძალიან უნდა უყვარდეთო და სასწაული უნდა მოხდესო-ასე თქვა ხომ?უფლის მეოხებით შენს თავს აუცილებლად მოხდება ეს სასწაული,მედიცინა ვერ განსაზღვრავს უფლის ჩანაფიქრს.ექიმმა შეიძლება უთხრას ადამიანს 99% განიკურნებიო,მაგრამ მეორე დღეს გარდაიცვალოს უსასოობისა და ცარიელი გულის წყალობით და ასევე 99% ვეღარ იცოცხლებო და ღვთის წყალობითა და რწმენით ექიმზე დიდხანს იცოცხლოს.რწმენა მთას გადადგამს ,შვილო.იწამე,გიყვარდეს და შენს თავს არა ერთი,არამედ უამრავი სასწაული მოხდება.ჩაჰკიდე შენს ქმარსა და შვილს ხელი,ილოცეთ,ირწმუნეთ,გწამდეთ და ყველა ოცნება აუცილებლად აგიხდებათ!
-ამის ძალა მხოლოდ ერთეულებს აქვთ,მე არ ვარ ძლიერი-უფრო მეტად ავსლუკუნდი.
ტელეფონი ბზრიალებს რაც მოვედი მას შემდეგ.ვათოს 25გამოტოვებული ზარ,მიშოს 14,ნინას 8.ვათოს წერილი მოუწერია. -სადაც არ უნდა იყო ადგები და მოხვალ,არ მაინტერესებს,არ გაქვს უფლება ასე მიმაგდო,თვალებში ჩამხედე და მითხარი რომ შენს გარეშე ვიქნები ბედნიერი,მერე სადაც გინდა იქ წადი.
ღმერთს ვეხვეწები სწორი გზა მიჩვენოს...
ნინა ამოვიდა ტაძარში,მიხვდა აქ ვიქნებოდი.
-რა გააკეთე,რა ხდება საერთოდ.ახლაც დიდი ხუმრობა მგონია ეს ყველაფერი,შენ ვათო მარტო დატოვე?ბარბარე და ვათო ცალ-ცალკე?რა გააკეთა ასეთი,გიღალატა?ვიცი გამორიცხულია ასეთი რამე მაგრამ სხვა არაფერი მაგიქრდება,რა მოხდა ბარბარე.
მოვუყევი.
-მესმის რთულია,მაგრამ ისე იქცევით თითქოს ავილი სულ არ გყავდეთ.გასაგებია,ძნელია,მაგრამ ბავშვს აიყვანთ,თქვენს ოცნებას ასე აიხდენთ.ამის გამო სახლიდან წამოსვლა და ასეთი გაუბედურება ვის გაუგია.
-ნინა,შენ არასდროს გიგრძვნია მუცელში მეორე სხეული.იცი რა არის,ეხოზე მისულს მისი გულისცემა რომ გესმის?წარმოგიდგენია როგორ გრძნობ თავს,როცა ფეხს გარტყამს და გამოსვლას ლამობს?იცი რა არის ტკივილში გათენებული 2თვე.წარმოგიდგენია როგორ უნდა გიყვარდეს ჯერ არ დაბადებული,არ ნანახი ბავშვი,რომ ყოველღამე ქმარს ეუბნებოდა თუ რამე მოხდა ბავშვი გადაარჩინე ჩემზე არ იფიქროო.იცი რა გრძნობაა,რომცა კაცი რომელიც მთელს სამყაროს გირჩევნია ცხოვრებაში პირველად იწმენდს სიხარულის ცრემლს მისი დნახვისას,იცი რას ნიშნავს,როცა შენი ქმარი მადლობას გიხდის და გეუბნება რომ შენ მას სიცოცხლე აჩუქე.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,მისი პირველი ტირილს იცი რისი ხმა აქვს?შენი სხეულის ნაწილით რომ კვებავ პატარა წერტილს,ტკივილი მთელს ტანში ატარებს,მაგრამ შენი შვილი წყნარადაა და სულ ბოლო რომ მოგიღოს ამ ტკივილმა მაინც არ განაღვლებს,რომ იზრდება და შენს თვისებებს მასში იჭერ.რომ გეძახის.-ნელ-ნელა ვხვდები რომ ჩემს ხმას ბრაზი ერევა და ტონი მატულობს-წარმოგიდგენია,ახლა მეუბნებიან რომ ამ ყველაფერს მეორედ ვეღარ განვიცდი.
შენთვის ვინმეს გადაჭრით უთქვამს რომ აღარ გაქვს უფლება იოცნებო?
ვათოს და მე აღარ გვაქვს უფლება ვიოცნებოთ.და მე მას ვანთავისუფლებ ამ ტანჯვისგან.მან უნდა აიხდინოს ოცნება.
-ნინამ არც კი იცის რა მითხრას.ჩასახუტებლად გამოიწია, წარმოვიდგინე როგორ შემოდის ვათო და მეხუტება და ცრემლები წამსკდა.ღმერთო როგორ მომენატრა!
ჩახუტებაზე ყოველთვის ვათოს ძველი ნაცნობი,ნიცა,მახსენდება.
ვათო უნივერსიტეტში ხშირად მაკითხავდა.არც ეს დღე იყო უმცირესობაში.გამოვედი შენობიდან,ერთი სული მაქვს ჩემს შეყვარებულს როდის ჩავხედავ თვალებში.უნივერსიტეტის ეზოში დიდი წიფელი იდგა,წიფლის ქვეშ ვათო,მე ჩამოვირბინე კიბეები,აჰაა სულ რამოდენიმე წამიც და მასთან ვიქნები.ამასობაში შორიდან ვიღაც გოგო ბღავის:-ვაააა,ვათოო?!
და ჩქარი ნაბიჯებით უახლოვდება ჩემს საკუთრებას.ოოოი როგორ არ მინდა ნერვებმა მიმტყუნოს,თავს ძლივს ვიკავებ,მაგრამ უკვე ნამეტანია!ისე გადაკოცნეს ერთმანეთი თითქოს ძველი მეგობრევი იყვნენ,რომლებსაც ბავშვობაში ერთმანეთი უყვარდათ.მივედი მათთან.ვათო გადავკოცნე,იმ გოგოს დასანახად ლოყაზე ვაკოცე და ხელი მაგრად ჩავკიდე,თვალებით ვუთხარი-მე ამ ბიჭის შვილების დედა უნდა ვიყო და თვალებს ნუ უჟუჟუნებ თორემ ისე ამოგთხრი ნერვი არ ამიტოკდება-მეთქი,ვათო შოკში იყო,ასეთი თბილი ბოლოს როდის მნახა არ ახსოვდა.
-ბარბარე მოხვედი?-მიღიმის ალმაცერად.
-შენ ვინ ხარ?-არც ვაციე,არც ვაცხელე,ასე თავხედურად,ქაჯივით,ვკითხე ამ გოგოს.
-მე ნიცა,ვათოს მეგობარი,შეენ?-ეს გოგო ისე წელავდა სიტყვებს,კაკ მინიმუმ ვაკელი იყო.
-მე ბარბარე,ვათოს შეყვარებული-სწერვულად გავუღიმე.
-დიდი ხანია მე და ნიცას ერთმანეთი არ გვინახავს-ვათომ სიტუაციის განმუხტვა სცადა.
-უი,რა სამწუხაროა.ნიცა აქ სწავლობ?-ირონიულად მივახალე.
-არა,მეგობართან მოვედი.-უუჰ მომეშვა,გადავრჩი საბუთების სხვა უნივერსიტეტში გადატანას,რომ ეთქვა კიო ,ამას აუცილებლად ვიზამდი.აბა ყოველი ჩემთან მოსვლისას მივცემდი ამათ შეხვედრის საშუალებას და ბარემ ჩემი ხელით ლანგარზე დამჯდარს მივართმევდი იმ ტუჩებდაბერილს ჩემს შეყვარებულს,არ უნდოდა?!
-ეს კიდევ უფრო სამწუხაროა,რახან ასეთი კარგი მეგობრები ხართ და ერთმანეთის ნახვას ვერ ახერხებდით,ვიფიქრე ჩემთან მოსვლისას ბარემ შენც გნახავდა ხოლმე.- ერთი უსიამოვნო პასუხი მინდოდა ამ გოგოსგან,მერე მანდ ჩხუბი აიწეოდა?უუჰ ნი იკითხავთ..
ვათო ამ ყველაფერს მიმიხვდა.
-კაი,აბა კარგად ნიცა.ჩვენ გასასვლელები ვართ.-ნიცას პასუხის გაცემა არ აცალა,ჩემი წინადადების დასრულება და ვათოს საუბრის დაწყება ერთი იყო.
-კარგად ვათო-გადასაკოცნელად გამოიწია ძალითხმადაწვრილებულმა,გრძელფეხება ნიცამ,რომელიც თავისი სახელის სისვეცკეს სულიერი ვაკელობით კიდევ უფრო ამყარებდა.
მეც არ დავაყოვნე და ვათოს ნაცვლად მე შევრჩი.”გადავკოცნე”,-კარგად,სასიამოვნო იყო შენი გაცნობა-თქო ოდნავ ხმამაღალი ტონით მივახალე და გავეცალეთ იქაურობას.
ვათოს ამ ყველაფერზე ეცინებოდა,ჩემი ასეთი ეჭვიანობა პირველად მაშინ ნახა.
-ეჭვიანობა გამიგია,მაგრამ ასეთი?-მიცინის და ალმაცერად მიყურებს.
-ეჭვიანობა კი არა ამას გაციფება ჰქვია.რა იყო ეს,ა?რას ჩაეფსკვენი?კაი გოგოა ხო?კაი ტანიც აქვს,წვეილი ხმაც და გადაკოცნაც მხურვალე სცოდნია ,არა?საერთოდ ხომ შეგეძლო გეთქვა მე შეყვარებული მყავს და გადაკოცნა ნამეტანია,ხელის ჩამორთმევით შემოვიფარგლოთო-აქ ცოტა ნამეტანი რომ მომივიდა მივხვდი,მაგრამ რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ განვაგრძე-არა,თან დამშვიდობებისასაც რომ მოინდომა?!ერთი არ ეყო.იდიოტი გრძელფეხება.სუფთა ჩერჩეტი.ამისთანებთან თუ მეგობრობდი არ მეგონა მე.ან რა ეცვა,ბარემ სულ არ ჩაეცვა,დასაფარი ადგილები მაინც გარეთ ჰქო...- ვათომ პირზე ხელი ამაფარა და შუბლზე მაკოცა.უცებ ყველაფერი დამავიწყდა,თითქოს სულ გაქრა ის კუდაბზიკა ნიცა.
-ჩემო სიცოცხლე,რას დაიქოქე.მეგობარიც არ არის,უბრალოდ ძველი ნაცნობია.კაიხანია არ მინახავს და გაგვიკვირდა აქ რომ შევხვდით სრულიად შემთხვევით,სულ ესაა.წამო რამე ვჭამოთ რაა.
-თემას ნუ ცვლი.საიდან იცნობ?
-აუუუ,მეგობრის მეგობარია.
-ვააუ,საერთო მეგობრებიც გყოლიათ,რა ჯობია ამას.მე შენს ყველა მეგობარს ვიცნობ,ვინ მეგობრის მეგობარია?
-ლევანის,ბარბარე,ლევანის და მირჩი ამ სისულელეებს რა.ამ გოგოზე უნდა ვისაუბროთ მთელი დღე?
-რატო?არ გსიამოვნებს ლამაზ გოგოებზე საუბარი?
ვათო სერიოზულად გაბრაზდა.
-ახლა მართლა ზედმეტი მოგდის,გასაგებია,იეჭვიანე,ეხა ვსიო,გეყოს.
მივხვდი რომ უნდა გავჩერებულიყავი მაგრამ გაბრაზება არ გამნელებია,მეტიც,ვნანობდი იმ გოგოსთვის ერთი-ორი უნდა მეხია-თქო.
მერე გავიბუტე,ხელიც გავუშვი და აღარ შემიხედავს.
-ჩემი ლამაზი,ეჭვიანი და თხასავით ჯიუტი გოგო მე უკვე მყავს.ასე რომ სისულელეებს მოეშვი და ვიღაც უაზრო გოგოს გამო ნუ ვიქნებით ასე.
ხმა არ გამიცია.
-მიყვარხარ-ჩამჩურჩულა.მომინდა მეყვირა-მეც მიყვარხარ და ნიცას ნაირ იდიოტ გოგოებს როგორც კი დავინახავ შენს გვერდით პირდაპირ ცემაზე გადავალ მეთქი,მაგრამ უბრალოდ შენთვის ჩავილაპარაკე-მეც.
ახლა როცა ნინას წინ ცრემლიანი ვზივარ წერტილ-წერტიმ მახსენდება ეს დღე და ტირილს ღიმილი ერთვის.ვეჭვიანობდი ვიღაც ნიცაზე,რომელსაც ვიცოდი ვათო არასოდეს შეხედავდა ისე,როგორც მე და ახლა ვამბობ რომ მას ბევრი შვილი უნდა ჰყავდეს სხვა ქალისგან.
ასეთები ვართ ადამიანები,ცხოვრებას ძალით ვირთულებთ,ვატრაგიკულებთ.ნაცვლად იმისა რომ ვეცადოთ იმედის ნაპერწკალი გავაღვივოთ ურთიერთში,სასოწარკვეთილებას მივეცემით და ერთმანეთს დამძიმებულ გულს ქვად ვიქცევთ ხოლმე.
ნინა წავიდა.მიხვდა ჩემთან საუბარს აზრი არ ჰქონდა.იცოდა,ახლა ვერანაირი სიტყვა ვერ მანუგეშებდა.
ვფიქრობდი,ნეტავ ახლა ვათო ჩემს წინ რომ გაჩნდეს ავყვებოდი ჩემს გულისცემას და ჩავეხუტებოდი თუ ისევ თავს დავხრიდი და ცრემლები წამსკდებოდა?
ერთ წუთს ვფიქრობდი ,ახლავე ადექი ბარბარე და შენი გაფუჭებულიბსაქმე გამოასწორე-თქო.
მეორე წუთას-არ გაქვს უფლება სხვას ოცნებები დაუნგრიო!!
ვათო ისევ რეკავს...ისე მინდა მისი ხმის გაგონება,როგორც არასდროს.მაგრამ რომ ამეღო ვიცოდი ვერ გავძლებდი და ვეტყოდი -მოდი და მაგრად ჩამეხუტე,მითხარი რომ ბერწიც გიყვარვარ და რომ ჩემს გარეშე არ შეგიძლია-თქო.
მოკლედ სულმა წამძლია და გადავწყვიტე-ავიღებ და ხმას არ ამოვიღებ,უბრალოდ მოვუსმენ-თქო.
-ალიო,ალიო-იძახის ჩახლეჩილი ხმით.
-ბარბარეე!
ხმას არ ვიღებ.
-სად ხარ მითხარი,მოვალ, ვილაპარაკოთ.გოგო გესმის?
ისევ ჩუმად ვარ.
-ვიცი რომ ჩემი გესმის.ჩემს თავს არ დაგაფიცებ,ვხედავ არაფერს წარმოვადგენ შენთვის,ლიტას გაფიცებ მითხარი სად ხარ-ამ სიტყვების გაგონებამ გულში თუ რამე ფერადი მქონდა დარჩენილი ყველაფერი გამიშავ-თეთრა,მინდიდოდა მეყვირა-შე იდიოტო,ამას როგორ მეუბნები,როგორ მეუბნები რომ არაფრად გაგდებ,როცა მე შენს გამო,შენი ოცნებების გამო თავს ვინადგურებ,როგორ შეგიძლია ასე იფიქრო,როგოორ...
მაგრამ ამის თქმის უფლებაც არ მაქვს...
ვათომ ყურმილი დაკიდა.
დებილო,ბარბარე,იდიოტო,მხდალო გოგოვ!აი შენი ბედნიერებაც,აი შენი სიზმარი.ასეთი ბოლო ჰქონია შენს “დაუსრულებელ ბედნიერებას”.შენ თვითონ გამოგაქვს შენი თავისთვის სასიკვდილო განაჩენი.
-თუ შეიძლება მარტო მინდა ყოფნა-ვთხოვე ბაბუას.
მივჩერებოდი ვათოს სურათს,რომელიც წამოსვლის წინ გადავუღე,ხელში ლიტას ზედა მეჭირა,რომელსაც ჩემი და ვათოს სიყვარულის სუნი ასდიოდა.
და ვფიქრობდი,რომ ექიმის ერთმა სიტყვამ-“ვწუხვარ”-ჩემი ცხოვრება ნაგავში მოისროლა.გოგომ,რომელსაც პროფესიული მიზნები მქონდა,რომელსაც გათენება მიხაროდა,რომელსაც ყველაფერი მქონდა ბედნიერებისთვის,გადავწყვიტე საკუთარი თავი გილიოტინაზე გამემწესებინა და ბრბოსთვის მეყვირა,მე არ ვარ ღირსი ვსუნთქავდე,რადგან ახლახანს ოცნებები დავუმსხვრიე ადამიანს,რომელიც ჩემთვის არსებობდა და რომლისთვისაც ვარსებობდი.
ჩაბნელებულ ოთახში ვბღავი,არავინ მეგულება ჩემი ხმის გამგონი.
უცებ კარი გაიღო,სიბნელეა,ვერაფერს ვხედავ და ვიფიქრე ბაბუამ შემომაკითხა-თქო.კარის მიჯახუნების ხმას რამოდენიმე კილომეტშიჩ გაიგებდით,მივხვდი,ვათო იყო,ვათოს სუნი ვიცანი. კიდევ უფრო მოვიკუნტე საწოლში .ვათომ შუქი აანთო.
-შემომხედე-ხმადაბლა ,მაგრამ მტკიცედ მომახალა.
-შემომხედე მეთქი გოგო!-მაინც არ ვწევ თავს.
მოვიდა და თავი მის ხელებში მოიქცი,როგორც ადრე,ძალით ამიწია და თვალი თვალში გამიყარა.
-მეტკინა-დაუფიქრებლად ჩავიჩურჩულე.
-მართლა?შენ სახე გეტკინა და მე მთელი სხეული და სული მტკივა.მე საკუთარი თავი მეზიზღება და შენ სახეც არ გინდა გეტკინოს?ცუდია არა ტკივილი?თან როცა ამას უახლოესი ადამიანი გაყრნებს.
-რას მეუბნები,მე მხოლოდ სახე მტკივა?შენ ასე ხედავ? ეშმაკს წაუღია ეს ჩემი სახეც და საერთოდ მეც!-იმხელეაზე ვიყვირე,თვითონ გამიკვირდა,არ მეგონა ამხელა ხმა თუ მქონდა საერთოდ-შე იდიოტო,როგორ მეუბნები რომ მე არ მტკივა,როგორ ბედავ ასეთ განადგურებულს რომ მიყურებ და მეუბნები შენ მარტო სახე გტკივაო.როგორ ბედ...-არ დამასრულებინა.
-ახლა ვისაუბროთ ვის უფრო მეტად გვტკივა და ამაზე ვიჩხუბოთ,ეს გვაკლია სრული გაგიჟებისთვის.ერთადერთ რაღაცას ვითხოვ შენთვის მას მერე რაც გიცნობ,ერთადერთ რაღაცას,რომ ჩემთან იყო!ასე რთულია?ასე რთულია ჩემთან ერთად გადალახო სირთულეები?
-როდის არ ვყოფილვარ ვათო შენთან?რა არ გადაგვილახავს ერთად?რომელი პრობლემის წინაშე დამიტოვებიხარ მარტო?
-ახლა!ამაზე დიდი პრობლემა მე არ მქონია!ახლა მტოვებ მარტო!მაშინ როცა ყველზე მეტად მჭირდები!
-მე არ მჭირდები?როგორ გგონია მე ბედნიერი ვარ შენ რომ დაგტოვე?იცი საერთოდ რა რთულია როცა შენს ქმარს ტოვებ და იმ სახლის ზღურბლს სამუდამოდ ავიჯებ ფეხს სადაც ყველა კუთხე-კუნჭული შვილსა და ქმარს გახსენებს,იცი რა არის როცა მთელს შენს მომავალზე და ცხოვრებაზე ამბობ უარს იმისთვის რომ შენი საყვარელი ადამიანის ოცნება აუხდენლად არ აქციო?
-და რატოო?მიპასუხე რატოო?ვინ გითხრა რომ შენს გარეშე ოცნებას შევძლებ.მე შენთან ერთად მინდოდა ბევრი შვილი,შენთან ერთად გესმის?არავის გაჩენილი შვილი არ მჭირდება მადლობა ღმერთს ერთი მაინც გვყავს და ჩვენ რას ვშვებით?იმ ერთსაც არ ვაქცევთ ყურადღებას,იმის გამო რომ მეტი არ გვეყოლება იმ ერთსაც ისე ვექცევით თუთქოს სულ არ არსებობდეს!შენ მართლა გგონია რომ მე სხვასთან ვიქნები?მართლა გგონია რომ სხვას ავახდენინებ იმ ოცნებას რომლის ცენტრიც შენ ხარ?შენ გეკუთვნის ჩემი ყველა ოცნება ,შენზეა დამყარებული,ამდენი არ გესმის?
ხმა ვერ ამოვიღე,ვიცოდი რასაც ამბობდა ყველაფერი სიმართლე იყო.
ცოტახანში დავარღვიე დუმილი.
-მითხარი რა გავაკეთო.ხომ ხედავ ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც გვინდოდა,ხომ ხედავ უბედური ვარ და შენც გაუბედურებ.ხომ ხედავ ბედი არ მაქვს,ჩამქრალ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული და სანამ შენს ვარსკვლავსაც გავაფერმკრთალებ უნდა მოვწყვიტო ისინი ერთმანეთს.ჩემთვის ეს 4წლიანი ბედნიერებაც ზედმეტი იყო.ხომ გეუბნებოდი თავი სიზმარში მგონია,მიკვირს ასე მარტივად როგორ ვარ ადეთი ბედნიერი მეთუ.ხომ გეუბნებოდი მეშინია მეთქი...-ბოლოს საერთოდ თითქმის ხმაამოუღებლად დავასრულე წინადადება-ვათო რა ვქნათ...
-მე ვიცი რაც უნდა ვქნათ.ფეხებზე ვარსკვლავები და მათი სიკაშკაშე.ისეთი ოცნების დედა ვატირე სადაც შენ არ იქნები.გესმის? ყველა მიზანი. საერთოდ ყველაფერი რაც შეიძლება რომ უშენოდ მოხდეს.და დაივიწყე ჩემი უშენოდ და შენი უჩემოდ არსებობა.ახლა ადექი.
ადგილიდან არ ვიძვრი.
-კარგი ამაღამ აქ დავრჩეთ-მიხვდა რომ უბრალოდ არ შემეძლო ახლა სადმე წასვლა.
დავჯექი,გვერდით მომიჯდა ხელზეხელი დამადო.
-ჩამეხუტე,გთხოვ!-ისე ჩუმად ვთქვი ეჭვი მეპარებოდა რომ გაიგებდა,მაგრამ
ზუსტად ისე ჩამიჯრა გულში,როგორც მენატრებოდა.
-გინდა რაღაც გითხრა,საერთოდ არ მჯერა მე მაგ კაცების.მაგათ რა იციან ჩვენ გვეყოლება თუ არა შვილები.
-ექიმები ისინი არიან ვათო,აბა ვინ იცის.
-უფალმა,უფალმა იცის ჩვენი მომავალი,სხვა არავინ.ჩვენ თუ ვიწამებთ ყველაფერი იქნება.სულ ასე არ ვამბობდით რწმენაა ყველაფრის დასაბამიო?!ახლა რა მოხდა როცა ყველაზე მეტად გვჭირდება რწმენა რწმენისა ,მაინცდა მაინც ახლა ვნებდებით?როცა კარგად ვიყავით მაშინ ხო ვჭერმეტყველებდით...
-ვათო,არ მინდა ტყუილი იმედებით ვიცხოვროთ.უნდა შევეგუოთ...შენ თუ მეტყვი რომ ვერ შეძლებ ამ რეალობასთან შეგუებას,მართლა გაგიგებ...
-კიდევ ერთხელ თუ მეტყვი მსგავს რამეს გარეთ მოგიწევს ამაღამ დაძინება. და მეორეც,მე მგონია რომ უნდა გვწამდეს და უფალი სასწაულს მოგვივლენს!
-ლიტასთან მინდა.
-როგორცკი გათენდება წავალთ.
-ხვალ წამოვიყვანთ?მართლა?-ამ დღეების მანძილზე პირველად ვიგრძენი რაღაც დადებითი.
-რას ველოდოთ?ჩემო სიცოცხლე,იცოდე მორჩა გლოვა,ყველაფერი ისე იქნება როგორც ადრე!მე მართლა მგონია და მწამს რომ ოთხი შვილი გვეყოლება,შეიძლება გიჟი გეგონო მაგრან აი ნახავ ლიტას ეყოლება და-ძმა და მერე იმ ექიმებთან მივალ და დედას ვუტირებ შენი ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის.
-დედას და მამას ხომ ვუთხარით ბავშვის წამოსაყვანად რომ მოვალთ ყველაფერს აგიხსნითო...
-მერე?
-მერე როგორ ვუთხრათ...
-როგორც არის..ვეტყვით ექიმებმა რაც გვითხრეს მაგრამ იმასაც მოვახსენებთ რომ არცერთი ექიმი სანდო არ არის და არ უნდა დავუჯეროთ.
-ძალიან მრცხვენია,არ მინდა ხვალინდელი დღე.
-ეეე შენ დროა უკვე გაიზარდო,ჩემო პატარაა..სამარცხვინო რა არის ამაში ვერ გავიგე.-წამოწვა და გააგრძელა-მოდი ჩემს გვერდით,ისიც გვეყოფა გუშინ ცალ-ცალკე ოთახებში რომ გავათენეთ...
-გუშინ რატომ არ შემოხვედი?
-არ ვიცი,შენ რატომ არ შემოხვედი?
-არ ვიცი,მეგონა შენ შემოხვიდოდი.
-მე იმავეს ვერ გეტყვი,მაგრამ გადასახარში მქონდა რაღაცეები,დრო მჭირდებოდა.არ ვიცოდი რომ შემოვსულიყავი რა უნდა მეთქვა.
-შეგეძლო უბრალოდ ჩემს გვერდით დამჯდარიყავი და გეგრძნობინებინა რომ მარტო არ ვიყავი...
-გუშინდელი დღე წარსულს ჩაბარდა...ხვალინდელზე ვიფიქროთ.-რამოდენიმე წამით გაჩერდა და განაგრძო-ან საერთოდ არაფერზე არ ვიფიქროთ,გადავიწვებით მალე ამდენი ფიქრისგან....
ხელი მაგრად ჩამკიდა და ერთსაწოლიანი სარეცელი გავიყავით ისე რომ ერთი კაციც დაეტეოდა.

ახალი დილა გათენდა.ჩიტების ჭიკჭიკი ყურებს მალამოდ ეფინება და გუნდრუკის სურნელით გაჟღენთილ ოთახს სიმშვიდის ელფერს უასმაგებს.
ვათოს ხელზე მიდევს თავი.წინ,ბაბუაჩემის ანაფორა ჩამოჰფაროდა ხის კედელზ,რომელზე მიმაგრებული ოჯახისწევრების სურათებიც,ასფალტზე დანარცხებას ,ჟანგმოკიდებულ ლირსმანს გადაერჩინა .
ვათოს ჩემს მხარეს ექცია პირი,ძინავს.ოოჰ რა თბილი მზერა აქვს ჩემი შვილის მამას მაშინაც კი,როცა საძინავს.
ჩემი თითები მის თმას ეხება და ნელ-ნელა თვალებს ახელს.
-დილამშვიდობის-მიღიმის
-დილამშვიდობისა.
ვათომ ხელის მოკეცვა მოინდომა,რომ უფრო ახლოს მივეწიე.
-ოჰ,გამბუჟებია-გაიცინა.
თავი განზე გავწიე.
-ყველა დაბრკოლებას უსიტყვოდ ნუ ნებდები.ყველა შემთხვევაში ყველაზე მარტივი გამოსავალი ჩემგან წასვლა გგონია შეენ?-გაბრაზდა.
-რა შუაშია ვათო,ხომ უნდა ასწიო ხელი.
-არ ავწევ ვაფშე,აი ასე ვიქნები მთელი დღე.თუ შენ ჩემს მკლავზე დადებ თავს მთელი ცხოვრება,მეც მთელი ცხოვრება არ გავანძრევ ჩემს გაბუჟებულ მკლავს.
-გეყოფა.ყოველთვის ნუ ცდილობ შემახსენო რომ შენგან წავედი.კარგად იცი რომ ეს სიხარულით არ გამიკეთებია.ავდგეთ,ლიტასთან წავიდეთ.
-ჰო,რა თქმა უნდა,ისევ ზედმეტი მომივიდა.-ირონიულად მიპასუხა
ავდექით და ბაბუამაც დააკაკუნა.
-ბავშვებო გაიღვიძეთ?
კარი გავაღეთ.
-დილამშვიდობისა-გაგვიღიმა-მე და ვათოს სასაუბრო გვაქვს ბარბარე,შენ მანამ ჩაი გაამზადე,მაცივარში კარაქიც უნდა იყოს.
ვათო და ბაბუა ჩამოსხდნენ,მე ოთახიდან გავედი,მაგრამ გუშინდელს შემდეგ მაინტერესებდა ვათომ როგორ გაიგო რომ აქ ვიყავი,ნინა არ ეტყოდა გამორიცხული იყო.უფრო სწორად ამ კითხვაზე პასუხი-ბაბუა იყო.მან ყოველთვის იცის რა ჯობია და ვიცოდი ახლაც მისი წყალობით გამოვედი მდგომარეობიდან,მაგრამ ჩემი ცნობისმოყვარეობა ზენიტში იყო მოქცეული ,ამიტომაც კარი ოდნავ გამოღებული დავტოვე.თუ ძალიან არ იჩურჩულებდნენ ყველაფერს გავიგებდი...ჰოდა გამიმართლა..
-ვათო,შვილო,ეს თქვენი პირველი დაბრკოლებაა.დაბდკოლებებს ცოლ-ქმარი ერთად ლახავენ,ერთმანეთისგან არ გარბიან.ბარბარეც ვერ გაიქცეოდა შენგან,შენ რომ არ მოსულიყავი თვითონ მოვიდოდა.ვერ მოითმენდა.ჩემი შვილიშვილია,ვიცნობ,იცოდე გულში ხინჯად არ ჩაიტოვი ბარბარემ მარტო დამტოვაო.
-მამაო,ბარბარე მე ვერასოდეს დამტოვებს ისევე,როგორც მე ვერ დავტოვებ მას.არ ვიცი როგორ აგიხსნათ,ჩვენ ჩვეულებრივად არ გვიყვარს ერთმანეთი.იმას არ ვამბობ არაჩვეულებრივები ვართ მეთქი,მაგრამ ჩვენი სიყვარული მართლა არა’ჩვეულებრივია,მერწმუნეთ.
-არაფრის ახსნა არ მინდა,ბრმა უნდა იყოს ადამიანი რომ არ იწამოს თქვენი სიყვარულის სიწმინდე.ბარბარე ჩემს ხელშია გაზრდილი და ვიცი გუშინ ასე რატომ მოიქცა,ისიც ვიცი დღეს სად წავა და ხვალ რას გააკეთებს.ერთი წუთით მაინც რომ შემპარვოდა ეჭვი რომელიმეს სიყვარულში არ დაგირეკავდი,ვერ გაიგებდი აქ რომ იყო.მაგრამ თქვენს შორის იმხელა ძალაა....სადაც სიყვარულია,იქ შეიძლება სარეცელამ გაუდგას ფესვი?სიყვარულია ახლა თქვენთვის იმედის ,რწმენის,საკვებისა და სასმლის მომცემი.თქვენი შვილი სიყვარულია,თქვენი ანგელოზია!სიყვარული კი არ არის ღმერთი,ღმერთია სიყვარული!ეს კარგად გაითავისეთ შვილო.ბარბარე შენში რწმენას რომ დაიჭერს,თვითონაც იწამებს.მას გულის სიღრმეში ახლაც სწამს,სწამს,რომ შეიძლება სასწაული მოხდეს,მაგრამ საკუთარ თავს ეწინააფმდეგება,რადგან ეშინია რომ სცდება,ეშინია,რომ კიდევ ერთხელ გაუცრუვდება იმედი.მე თქვენი სიყვარულის იმედი მაქვს!
-მამაო,ახლა არ აქვს მნიშვნელობა ერთი შვილი მეყოლება თუ ოთხი.მე ჩემი შვილი და ცოლო ყველაფერს მირჩევნია და თუ უფალმა ინება ,რომ ლიტას გარდა არავინ მყავდეს,იყოს ასე.მაგრამ მე მაინც მგონია,რომ ოთხი შვილი გვეყოლება მე და ბარბარეს და ლიტასავით დანარჩენ სამსაც,აქ,თქვენთან მოვნათლავთ.
ვიცი,შეიძლება გიჟი გეგონოთ,მაგრამ ხომ არსებობს წინათგრძნობა,არა?
-გიჟი არ მგონიხარ შვილო.ოცნებებისთვის და მიზნებისთვის მებრძოლი მგონიხარ,რწმენით და სიყვარულით სავსე მგონიხარ!შენნაირი ადამიანები ხშირად იმარჯვებენ წუთისოფლის დაუნდობელ კანონებთან ჭიდილში.
იდევ რომ გაეგრძელებინათ თავს ვეღარ შევიკავებდი,ცრემლები წამსკდებოდა და საკუთარ თავს თვითონ ჩავუშვებდი.ამიტომ დავაჯაკუნე და შევაღე აჭრიალებული კარი.
-ჩაი გაგიცივდებათ
-მოვდივართ შვილო,მოვდივართ-მითხრა ბაბუამ.
ვათომ თბილად გამიღიმა.

ჩვენი წასვლის დროც მოვიდა.ბაბუამ გულში ჩამიკრა,ვათო გადაკოცნა და გვითხრა:
-ჭირსა შიგან გამაგრება ჩემო შვილებო!ყველაფერს დამსახურება უნდა და იცოდეთ ,არც მუდმივი ბედნიერება არსებობს,შავი ფერები რომ არ გაერევა ისეთი და არც მუდმივი უბედურება,თეთრ ფერებს რომ ვერ ვიპოვით ისეთი.ან რა ფასი აქვს ერთს მეორეს გარეშე?შენს ბედს თვითონ წერ ადამიანი.ჰოდა,მაშ,თქვენ ხელთაა კალამი რწმენის სახით...დალოცვილნი იყავი-პირჯვარი გადაგვსახა -ლიტა მომიყვანეთვიცოდეთ-მოგვაძახა ბოლოს,გაგვიღიმა და მანქანისჯენ გაგვაცილა.
ჩავსხედით.ეზოს გასასვლელამდე მივედით,ის კი ისევ იქ იდგა და ხელს გვიქნევდა.
ჩავედით სოფელში.
უუჰ,როგორ მომნატრებია აქაური სული,აქაური გაზაფხული სულ სხვა პეწსა და შნოს დაატარებს უბით.ლიტა ეზოში დარბოდა.
-ჩემი დედიკო და მამიკო მოიდნეენ-ყვიროდა მანქანა, რომ დაინახა.
ჭიშკარში შესვლა ვინ ახალა ვათოს,ჩამოვხტი მანქანიდან და ჩემსკენ გამოქანებულ წერტილს ჩავეხუტე,მისი სუნით გამეჟღინთა ფილტვები.დაბლა,ბალახზე,დავეშვი,ის ისევ მეხუტება.ვათო რომ დაინახა,თანაც პარკებით ხელში,უცებ მისკენ გაქანდა:
-ლა მომიტანე მაა
-მარტო მე არა,ორივემ,მე და დედამ,მოგიტანეთ მაა.
ჩაეხუტა ვათო და ტკბილეულიანი პარკი გაუწოდა.
-უუჰ,ლა კალგია,იცი, მაა აქ შულ ალ იყო ჩვენი შოკოები(შოკოლადს ასე ეძახის მამა-შვილი)
-ჰოდა მე ბევრი მოგიტანე,საღამომდე გვეყოფა და მერე თბილისშიც ვიყიდოთ მა.
-თილიშსი უნდა ჭავიდეთ უკეე?-ახლა ჩემთან მოვიდა
-ცოტახანში დეე.
-უუფ,ლაატო?აქ კალგია.ბობო და ბაბუ ბევლშ მეთამაშება.
დედა და მამა მოშორებით დგანან და გვიყურებენ.მივიწიე მათკენ.
-როგორ არის საქმეები?-მკითხა მამამ
-ახლა უკეთ გამოიყურებით შვილო,ჩვენ გული ქე გაგვიხეთქეთ და რა ვიცი-დასძინა დედამ.
სახლში შევედით.
-აბა,არ მოყვებით რა მოხდა ბოლოს და ბოლოს?ან ერთ კვირაში ჩამოვალთო და ორ დღეში რომ ჩამოხვედით ეს კარგის ნიშანია თუ პირიქით?
როგირ არ მინდოდა ამ ყველაფრის თავიდან მოყოლაა....ოღონდ ეს არაა!!
ვათო გვერდით მეჯდა.
-მოვხიოთ?-ჩამჩურჩულა
-სირცხვილია!
-ოჰ,რას ამბობ,ქორწილიდან რო გავიქეცით ეგ ხო საამაყო იყო.
-ლიტა?
-ჩვენი შვილი არ არის?გამოიქცევა ისიც კაცო.
-რას ჩურჩულებთ კი მაგრამ,გაგვარკვიეთ ჩვენც ოჯახის წევრები არ ვართ?-გაბრაზდა დედა.
გავვარდით ეზოში,ლიტას აქეთ-იქიდან ხელი მაგრად ჩავჭიდეთ.
-მაა ახლა უნდა ვირბინოთ მანქანამდე,იცოდე ბებო და ბაბუ არ უნდა დაგვეწიონ
-დაწელობანაშ თამაშობთ?ლა მაგალია-ბედნიერი ლიტა მთელი ძალ-ღონით მირბის ჩვენთან ერთად.
უკან დედა და მამა დგანან,არც კი ცდილობენ დაგვეწიონ.დგანან და იცინიან.
-გიჟები არიან დოდო ესენი,ისევ გაიქცნენ,გაგიგია ამისთანა?
-ეს ჩვენი სულ გიჟი კი იყო მარა მთლად ასეთი მისნაირი სად იპოვა კი მარა.
-ბავშვსაც ქე გადარევენ,ეს მიჭირს მე.
-გადარეული კია უკვე ი ბოვშვიც.ბედნიერები იყვნენ და რაცხა უნდათ ის უქნიათ-დაასრულა დედამ.
ხელი დავუქნიეთ შორიდან და ჩავხტით მანქანაში.ისინი ისევ იცინოდნენ.
-დედა,ბობო და ბაბუ ლატო ალ გამოგვეკიდა?
ლიტას კითხვა უპასუხოდ დარჩა.
ჩართო ვათომ ბათურები(ბავშვურები,ასე ეძახის ლიტა თავის სიმღერებს)და ჩუქუ-ჩუქუ მატარებლითა და რატომ ბზუი ფუტკაროთი ჩავედით თბილისამდე.
მე და ვათოს სიცოცხლის ნაპერწკალი გაგვიღვივდა.ვიგრძენით,რომ ყველაფერი კი არ დამთავრდა,არამედ ახლა იწყება.ახლა იწყება ქარიშხლიანი,ქაოტური,დღეები.აქამდე უბრალოდ ბედნიერნი ვიყავით,ახლა უნდა გავაჩაღოთ ბრძოლა,ბრძოლა ბედნიერების მოსაპოვებლად,ბრძოლა მედიცინის წინააღმდეგ.მეგონა,რომ ჩემი ცხოვრება ექიმის ნათქვამმა "ბარბარე ვწუხვარმა" შეიწირა,გააცამტვერა,მაგრამ ახლა პირიქით ვფიქრობ,ჩემმა ცხოვრებამ,ჩემმა სიყვარულმა,ვათოსა და ლიტას არსებობამ უგულებელყო ექიმის ნათქვამი.ფეხზე დამაყენეს და მითხრეს-"ეს ბრძოლა შედგება და ჩვენ შენთან ვართ"...რაც არ გკლავს გაძლიერებსო,ალბათ,ხშირად გსმენიათ ეს ფრაზა,მეც,მეც ხშირად გამიგია და იდეაში ვეთანხმებოდი,ალბათ ასეა თქო.ახლა ამ ფრაზაში ჩემს(ჩვენს)თავს ვხედავ.ყოველი ტკივილის შემდეგ წამოდგომა უნდა ვისწავლოთ ადამიანებმა,ჩვენს პრობლემებს გამოწვევად უნდა აღვიქვამდეთ და გაღიმებულნი უნდა ვეუბნებოდეთ-გ ა დ ა გ ი ვ ლ ი !!!,უბრალოდ კი არ უნდა ვეუბნებოდეთ,ამას ისე თავდაჯერებულად უნდა ვაკეთებდეთ, რომ ჩვენივე სიტყვამ რწმენა გაგვიათასმაგოს...ამის კითხვისას შეიძლება შინაგანი პროტესტი გაგიჩნდეთ ჩემი სიტყვების მიმართ და გაიფიქროთ-რა მარტივია არა მჭერმეტყველობა?....მართალი ბრძანდებით,თეორიულად ყველაფერი მარტივი ჩანს და პრაკტიკა თავ-ბედს გვაწყევლინებს,და მაინც ყველას გისურვებთ,განსაცდელს რამეთუ განსაცდელზე მეტად ვერაფერი ვერ გაგაძლიერებთ,ვერ გარწმუნებთ საკუთარ ძალას,გისურვებთ თქვენც ჩაგეცვათ რკინის ქალამნები და ჩაბმულიყავით თქვენი ოცნებისთვის ბრძოლაში.აღმართული კედლის ჩამოშლის შემდეგ თავს ყველაზე ძლიერ არსებად რომ იგრძნობთ,იგრძნობთ ამ სიტყვების შინაარსს.
-დე,მოდი ახლა მიღერე-მითხრა ლიტამ,რომელსაც სახეზე ეწერა"დავიღალე ამდენი გადაკეთებული ზღაპრითო"
-რა ვიმღერო დე?
-ჩელაშ მიღერებ?-აშო ჩელა-იშო ბუსკას ვუმღერი დაბადებიდან.არა გამიზნულად,არა იმიტომ,რომ "ოოჰ,პატარაობიდან ბრძენი უნდა იყოს ჩემი შვილი"-ფიქრებით ვარ გამსჭვალული,არამედ სრულიად ბუნებრივად,დაუფიქრებლად აღმომხდა და მას შემდეგ ე.წ ტრადიციად გვექცა.
ლიტამ დაიძნა.
გავედი ვათოსთან,რომელსაც ფეხბურთის ყურებაში ჩასძინებია.
-ვათო,ვათო,გაიღვიძე რა,რაღაც უნდა გითხრა-მუდარაგარეული ტონით ვცდილობ გავაღვიძო,თან სახეზე ვეფერები.
ფერებამ არ გაჭრა ჰოდა რა მექნა,გავულაწუნე.
წამოხტა.
-გაგიჟდი გოგო?რას მირტყამ?
-გაგღვიძე,ჩემო სიცოცხლე.-გარტყმულზე ვაკოცე და ჩავეხუტე.
-თხა ხარ!ადამიანურად გაგეღვიძებინე,ადამიანურად!
-გაგიკვირდება და გეფერებოდი,მაგრამ დამიკიდე.
-მაშინ თავი უნდა შეგეწუხებინა და გეკოცნა კიდეც,პირდაპირ დარტყმაზე რომ გადახვედი.
-კაი დაგარტყი უკვე,არ ღირს ამის განხილვა.ისე ძაანაც კარგი ვქენი,უცებ წამოგახტუნე.-ვიცინი.
-ახლა მაინც მაკოცე,რავიცი,არ ჩამეძინება.
-შენ არ შეგიძლია ეგ?
მაგრად მიმიკრა და თვალებზე ისე მკოცნიდა აღარ ვახელდი,ვფიქრობდი,თუ ასე დავრჩებოდი უსასრულოდ გაათბობდა მისი ტუჩი ჩემი კანის თხელ ფენას,რომელიც სათუთ თვალს ფარად გადაჰფენოდა.
-ჰე,აბა მითხარი რატომ მცემე?-დაარღვია დუმილი.
-აუუუ ვათოო...
-კაი,მაშინ რატომ გამაღვიძეთ ქალბატონო ჩემო ცოლო?
-ოოო,ეს სხვა თემაა..ისე,არ შეიძლება?
-რავიცი,შენ რომ ჩაგეძინება მე ოთახშ ფაცი-ფუცით მიგაბრძანებ და შენ ლაწი-ლუწით რო გამაღვიძე შეიძლება?
-ანუ ფაცი-ფუცით,ხელში აყვანილი,უნდა გამებრძანებუნე ოთახში?-ვათო თმაზე მეფერება.
-ჰო კაი,თუ გინდა შემდგომში ხელშ ნუ ამიყვან,პროსტა ამაყენე და გამიყვანე.
პასუხი არ გამიცია.თვალებში ჩავხედე.რამოდენიმე წამით თვალდაუხამხამებლად ვუყურებდით ერთმანეთს.
-ვათო,რაღაც უნდა გითხრა.
-ვიცი და გელოდები როდის ამოღერღავ.
-რა იცი?
-სხვა შემთხვევაში არ გამაღვიძებდი,გვერდით მომიწვებოდი.მეტყვი ბოლო-ბოლოო?
-იცი,გულის სიღრმეშ მეც მწამს,რომ მედიცინას ვაჯობებთ და მე ხელს არ ჩავიქ...
-რაა?-ხმამაღლა დაიყვირა და თვალები გაუბრწყინდა.წამოჯდა და მომაშტერდა.
-ჩუუ,ლიტას სძინავს-ღიმილით ვუთხარი.
-ჩემო სიცოცხლე,მეც ამას არ გეუბნებოდი?როგორ შეიძლება არსებობდეს დაბრკოლება,რომელსაც ჩვენი სიყვარული ვერ მოერევა..ჩვენ ხომ ჩვეულებრივები არ ვართ..ხომ გახსოვს რეები გვიკეთებია..-ორიოდე წამით გაჩერდა და განაგრძო-მიყვარხარ!ჩვენ ოთხი შვილი გვეყოლება.მომდევნო ბავშვს მე ვარქმევ სახელს,დანარჩენზე მერე მოვილაპარაკოთ-იცინის
-მთლად ასეც ნუ დავიიმედებთ თავს,მეორედ რომ არ გაგვიცრუვდეს იმედი.ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა,მაგრამ მართლა მჯერა,შენს თავს ვფიცავარ ვგრძნობ რომ კიდევ გვეყოლება შვილები....-ვათომ ჩემი სევდიან-გაბრწყინებული თვალები ისევ მიისაკუთრა.
-იმედი შეიძლება კიდევ ბევრჯერ გაგვიცრუვდეს არ აქვს მნიშვნელობა ამ თემასთან დაკავშირებით თუ სხვა თემაში,მაგრამ იცოდე არსად გაქცევებს და ჭკუამოკლე მსხვერპლშეწირვებს არ ვართ!ერთად ვართ ნებისმიერი იმედგაცრუების პირისპირ!-ისევ გაჩერდა,ხელი მაგრად ჩამჭდა შემომხედა განაგრძო-მპირდები?!
-გპირდები!და შენც უნდა დამპირდე რომ აღარ შემახსენებ ჩემს წასვლას ყოველ წუთას.
გამიღიმა და თავი დამიქნია.
-ხვალ კვირაა ხოო?-უცებ,გაუაზრებლად ხმამაღალი ტონით აღმომხდა.
-ჰოო,კვირაა,კვირა-იცინის,მიხვდა ჩემი ინტონაცია რაზეც მეტყველებდა.
-ანუ ყველანი სახლში ვართ.-ისევ ხმამაღლა წამოვიყვირე.
-ყველანი ერთად ვართ,მაგრამ სახლშ რა გვინდა?ააა ისე ახლა არ ძინავს ხო ლიტას?მარტო ჩემი ხმამაღალი საუბარი აღვიძებს ხო?შენსაზე ყურებს ხუჭავს-ორივე ხმამაღლა ვიცინით,მიშ გამოვიდა ოთახიდან.
-ოოჰ,ასე რაა.მეც გამაცინეთ.-ცალყბად იღიმის.
-იმედია არ გაგაღვიძეთ-ანალოგიური ღიმილით ვუპასუხე.
-არაა რა დროს ძლია.
-აუ მშია-წამოიყვირა ვათომ
-მგონი მეც-დასძინა მიშომ
-აუ მეეეც-ომახიანად შევყვირე,ლიტა ისევ დამავიწყდა.თავს ისევ ისე ბედნიერად ვგრძნობდი,როგორც "ბარბარე ვწუხვარის" მოსმენამდე.
ვათო და მიშო მიყურებენ,როდის ავდგები და დავიწყებ სამზარეულოშ ფუსფუსს.
-გამოვიძახოთ რამე?-იმედი გავუცრუე ძმებს,
-კაი რაა-მიშს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა.
ვათო იცინის.
-რა გაცინებს?-მეც ღიმილი მეპარება
-ამ პასუხს ველოდი
-ჩემო სიცოცხლე,შენ ისიც გეცოდინება ახლა რას ვფიქრობ.-ნიშნისმოგებით მივახალე.
-ვიცი,ძვირფასო,ვიცი.
-დამდეთ პატივი და გამიმხილეთ თქვენი ფიქრები-მოგვმართა ჩვენი სმენით სასიამოვნოდ გაოცებულმა მიშომ.
-მოიცა მე ვიფიქრებ და ვათო გაახმოვანებს-სწერვული ღიმილით შევხედე ჩემს ქმარს.
-დავაი,ბაზარი არაა-არც მან დააყოვნა.
შევხედე და დაიწყო.
-ან ადექით და სამივემ ერთად გავაკეთოთ რამე,ან გამოვიძახოთო ასე გაიფიქრე.
-ვირო!-ვუთხარი ისეთი გამომეტყველებით,რომ სახეზე მეწერა-ღადაოობ?მართლა გამოიცანი?-კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ ვათოზე კარგად არავინ მიცნობს,შეიძლება ითქვას ვათო უკეთ მიცნობს,ვიდრე საკუთარ თავს ვიცნობ.
-კაი გამოვიძახოთ-მიშომ არ დააოვნა,ოღონდ ახლა სამზარეულოში არ შეგეშვათ და ყველაფერს იზამდა..
მოკლედ 11 საათზე გამოძახებული მექსიკური და პიცა 1ის ნახევარზე მოიტანეს.მანამ ერთი ხელი "ფურტიც" მოვასწარით და უკონკურენტოდაც მოვიგე.ბენდიერი ვიყავი,მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი და უფრო მეტად მადლიერი,მადლობას ვუხდიდი უფალს ყველაფრისთვის.ისიც გავიფიქრე ეს განსაცდელიც თავისმხრივ საჭირო იყო ალბათ-თქო.
ნანატრმა კვირამ მოგვიკაკუნა მზის სხივით.ლიტა თავისი საწოლიდან გადმოხოხებულა და დილას ჩვენს შუა აღმოჩნდა.
-დეე,აქ რა გინდა-ვკითხე გაკვირვებულმა
-თქენთან მოედი,მამაშ ჯინავშ?
-ჰო დე.აკოცე და გააღვიძე.
ლიტა ჩაეხუტა მამას,დაუკოცნა ლოყები.
-გაიღიჯე ლა მაა-ეხვეწება
მე ვიდეოს ვუღებდი.
მიშო აკაკუნებს.
-რა იყოთ ხალხნო,ასე აპირებთ დასვენების გატარებას?
-დილამშვიდობის,ჩვენ ვერ მოვახერხეთ და იქნებ შენ მაინც გააღვიძო-ვათოზე ვანიშნე.
მიშმ ლიტა აიყვანა,ჩასჩურჩულა-მამას ზურგზე დაადექი ა აქეთ-იქით ისეირნე,კარგი პრინცესა?
-კალგი-ლიტა იცინის და თავს უქნევს.
-რა ამბავია,კვირას მაინც დამაძინეთ ტოო-ვათო წუწუნებს.
-ადე,ადე-დაიღრიალა მიშომ
-ჰო მა,ადე,ადე-აჰყვა ლიტა.
მე ხმას არ ვიღებ.
-მესამე სადაა,მესამე-წაიბურტყუნა ვათომ.
-ვინ მესამე?-გაოგნებული ტონით იკითხა მიშომ.
-ჩემი ცოლი რატო არ იღებს ხმას-ვათოს თავი შებრუნებული აქვს,ვერ მხედავს
მე ისევ არ ვიღებ ხმას,მივხვდი მიშოს ჩანაფიქრს.
-მე რომ შემოვედი აქ არ იყო-ხმას უმატა მიშომ და ვათოც წამოხტა
-რასქვია არ...-ამასობაში დამინახა კიდეც.
-კაი რაა-გაგვიბრაზდა-კიდევ იხუმრებთ ასე და მოგხვდებათ ორივეს
ლიტა ისე გვიყურებს,გეგონებათ პოპკორნს ნატრობსო ფილმის ყურებისას.
-მომხვდება?-გავუღიმე ცინიკურად.
-ჰო-ხელი ლოყაზე დამადო,გარტყმა გაითამაშა.
-ლაშ აკეთებ მამა?-ლიტა გაოგნებული სახით უახლოვდებოდა ვათოს
-დედას ვეფერები მაა-გაუღიმა ძვირფასმა მამიკომ.
-მოფელება აშე ალაა-წარბები შეკრა ლიტამ
-აბა როგორაა მაა?
ლიტა კიდევ უფრო მიუახლოვდა ვათოს,თავისი პაწაწინა თითები დაადო ლოყაზე და მოეფერა.ვათომ ორივე ჩაგვიხუტა.
-კაი შენც მოდი ჯანდაბას-გაუღიმა მიშოს.
-წავედი მე,გელოდებით,ჩაის დავადგამ-ბანალურად მშვიდი ტონით უპასუხა უმცროსმა ძმამ უფროსს
-რა ვქნათ დღეს?-გვკითხა ვათომ
-სად გინდა წასვლა დეე?
-ჯოპალკში ჭავიდეთ?-თვალები გაუფართოვდა ჩვენს წერტილს.
-აუუ ვიცი,ბატუტზე წავიდეთ-ბავშვურად მომინდა ბატუტი.
-მე ჯოპალკი მიდა-გაჯიუტდა ლიტა.
-მამას და ლიტას ხმები როგორ გადანაწილდება ვნახოთ-დავემანჭე ლიტას
ვათო გვიყურებს და იცინის-თქვენ ნუ გადაემტერებით ერთმანეთს,ორივეს მოვასწრებთ.
-მართალია,ჯერ ბატუტზე წავიდეთ მაშინ
-ალააა,ჯელ ჯოპალკში მიდა ვაახ-პატარა წერტილი თვალებაწითლებულ საშიშ არსებად იქცა
მეორედ დავემანჭე იღონდ ამჯერად ბევრად უფრო მკაცრი სახით და უსიტყვოდ.
-ჰე,ადექით თორე ვერცერთს ვერ მოვასწრებთ-26 წლის ცოლს,რომელიც 2 წლის ბავშვად ქცეულიყო,მაგრად ჩამეხუტა და განაგრძო-კაი,ჰო,ერთი-ორი წუთიც ვიყოთ ასე და ავდგეთ.
მოკლედ გავემზადეთ და წავედით ჯერ ზოოპარკში.
ლიტა და ვათო წინ მიდიოდნენ,მე და მიშო უკან.მიშოსთან საუბარი მინდოდა და დავიღალე-მეთქი მოვიმიზეზე ჩამოსარჩენად.
-დილიდან უცნაურად იქცევი,რამე ხდება?-ვკითხე ხმადაბლა თავჩაქინდრულ მიშოს.
-არაფერი,როგორ ვიქცევი?
-სევდიანი ხარ,ადრეც ადექი.ასე ხომ არასოდეს იქცევი,კვირას ხომ სულ შუადღეს დგები ხოლმე,უფრო სჭორად -გაგდებთ.მითხარი რა ხდება,ყველანი ერთად მოვაგვარებთ ხო იცი?!-გადაჭრით მივუგე.
-მართლა არაფერი-რამოდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ ამოღერღა დაბნეულმა.
-იმ ბიჭებს ეხება საქმე?
-ვინ ბიჭებს?-თავი გაისულელა.
-კურსელს რომ ხელი გაარტყა და რო ცემე,მერე რო დაგირეკეს.
-დაივიწყე ის ბიჭები,არაფერი არ ხდება-ანერვიულდა,თითქოს გაიფიქრა-მიმიხვდა ყველაფერსო.
-მიშო,მატყუებ!-მკაცრად ვუთხარი.
გაჩერდა,მეც გავჩერდი.
-შენ რა ხარ ასეთი?ყოველთვის უნდა ხვდებოდე ჩემს თავს რამე უბედურება თუ ხდება?როგორ შეგიძლია ასე კარგად მიცნობდე?ასე დედაჩემიც არ მიცნობს ბარბარე!-მისი თვილი მზერა ვიგრძენი
-ანუ რაღაც ხდება?
-დილას დამირეკეს,დღეს უნდა ვნახო.
-რაა?გაგიჟდი?მარტო უნდა ნახო?-აღელვებულმა ხმას ავუწიე.
-არ მოდიხართ?რას ლაპარაკობთ ჩვენს გარეშე?-ღიმილით დაგვიყვირა მოშორებით მდგარმა ვათომ.
-მოვდივართ,მოვდივართ-იმავე ტონით მივუგე.
-მიშო,მიპასუხე!-ახლა მიშოს ჩავეძიე.
-ჰო,მარტო.მარტო მოვალო და მეც მარტო უნდა მივიდე.
-მიშო მართლა გჯერა,რომ მარტო მოვა?გთხოვ უთხარი ვათოს,მოუყევი ყველაფერი!ის შენი ძმაა,მასზე სანდო არავინ გყავს დედამიწაზე-მუდარანარევი ხმით ვუპასუხე.
-ბარბარე,ვათოს რომ რამე უთხრა,ცხოვრებაში აღარაფერს აღარ გენდობი,გაიგე?არ გაბედო!როდემდე უნდა აგვაროს ვათომ ჩემი მოსაგვარებელი საქმე?პატარა აღარ ვარ!ყველაფერი რომ დამთავრდება მერე მოვუყვები,ახლა რომ ვუთხრა ჩემთან ერთად წამოვა.მე მართო მივალ იქ,დავილაპარაკებთ და წამოვალ.არ მგონია იმასაც შარის თავი ჰქონდეს.
-ჰო,ხელის ჩამორთმევა უნდა შენთვის და ამიტომ გიბარებს-ირონიულად მივაძახე და ისევ განვაგრძე-ვინმე ძმაკაცი მაინც წაიყვანე,გთხოვ!
-არავინ არ წამოვა იქ!მე წავალ და მალევე მოვალ.მერე კი ყველაფერს დაწვრილებით მოვუყვები ვათოს და მორჩეს ამაზე ლაპარაკი,ამისთვის არ ვართ აქ!-გადაჭრით მომახალა.
ვათომ და ლიტამ გაჩერება და დალოდება გადაწყვიტეს,ამასობაში მივუახლოვდით კიდეც ერთმანეთს.
ვათოს ხელი ჩავჭიდე და განვაგრძეთ სეირნობა.
-რაზე ილაპარაკეთ?-ცნობისმოყვარე კილოთი მკითხა მეუღლემ.
-არაფერზე რავიცი,ისე,ზოგადად ვსაუბრობდით-თავდახრილმა ვუპასუხე.
-თავდახრილი მესაუბრები,თვალებში არ მიყურებ,გასაგებია,მატყუებ!
-ხო,გატყუებ და გთხოვ აღარაფერი მკითხო,ისევ მოტყუება მომიწევს.
-რა ხდება?-ოდნავ ხმამაღლა აღმოხდა ვათოს.
-თვითომ მოგიყვება საღამოს,გთხოვ!
-გოგოს ეხება რამე?კი შევატყვე,რაღაცნაირია დღეს.უყვას ვინმე?რას მალავს მერე ამას?!-მიაყვირა ვათომ
-საღამოს მოვუყვებიო თვითონ,შენ არაფერი უთხრაო,გესმის?!-მკაცრი ტონით მივახალე ვათოს და ხელი გავუშვი.ხომ გაგიგიათ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო?ჰოდა მეც დავესხი თავს,იქით გავუბრაზდი ჩაძიებისთვის,ნაცვლას იმისა,რომ თვითონ სწყენოდა-ჩემი ცოლი რაღაცას მიმალავსო.
ვათო თუ თავს დამნაშავედ არ თვლიდა,გამორიცხული იყო ჩემი შემორიგება ეცადა.ნუ ორსულობის პერიოდს თუ არ ჩავთვლით.
ლიტამ წყალი გვთხოვა,გვთხოვა კი არა ბიძამისს დაჟინებით მოსთხოვა
-მისო წყაი მომიტანე!
-სად წაიღე ბოთლი?
-მე და მამამ გადააგდეთ,იშ წყაი დამთავლდა ახაი მიდა.
-კაი,მოგიტან,მოიცა.
-საიდან მოუტან,დაიცა რაა,ერთად მივდივართ ყველანი,წყლის მეტი რა შეგვხვდება გზაში-ვათომ თავის ძმას ნახევრადგაბრაზებული თვალებით შეხედა.
-ბავშმა წყალი მთხოვა და უარი ვუთხრა?არ დავიკარგები რამენაირად-მოუჭრა მიშომ
-რაც გინდა ის ქენი-მიაძახა ვათომ მწყრალი ტონით.
-ასე ნუ ესაუბრები-გავუბრაზდი ვათოს.
-როგორ ვესაუბრები?
-ბავშვივით ექცევი.ორი წლის ბავშვად აღიქვამ,არ შეიძლება.
-ბავშვი არ არის?
-5 წლითაა შენზე უმცროსი,ვათო,5წლით,მეტი არა!! და რომ იყოს რა წესია?ამით მის მიმართ უნდობლობას ამჟღავნებ.
-რა ვუთხარი გოგო ასეთი,ნუ გამაგიჟე,არ შეწუხდეს,ცალკე რატომ უნდა იაროს-თქო ვიფიქრე.ისედაც წყლისკენ არ მივდიოდით?ისედაც არ ვსეირნობთ?
-აუუ,კაი,არაფერი რაა!-დავიღალე ქუჩაშ კამათით,თან ლიტაც ჩვენთან იყო.
ყოველთვის ვერიდებით მის თალწინ კამათსაც კი,მაგრამ ახლა ვათოს ნერვებმა უმტყუნა,ჰოდა მე მმართებდა სიმშვიდის შენარჩუნება!
-ააჰ,ალბათ ამიტომაც არ მიყვება არაფერს ხო?უნდობლობას,რომ გამოვხატავ მის მიმართ,ამიტომ?ამიტომ არის ორივე რომ მიმალავთ რაღაცას?
-ვათო აქ სასაუბრო თემა არ არის ეს!-დაჭერილად ვუპასუხე და თვალით ლიტაზე ვანიშნე.
დაახლოებით 10 წუთი მაინც გავიდა ჩვენს კამათშ და ვათო ისევ არ ჩანდა.
ლიტამ ცხენის ფორმიან კარუსელზე დაჯდომა მოინდომა.მე და ვათო ვუყურებდით ჩვენს პატარა მზის სხივს,კიდევ უფრო გვწამდა სასწაულის მოხდენის და თანდათან ერთმანეთისადმი ბრაზიც გვინელდებოდა.მერე მოიწია,ხელი გადამხვია და ლოყაზე მაკოცა.მე მობილური ამოვიღე ლიტას ბედნიერების ელექტრონულად აღსაბეჭდად.
ჩამოსვა თუ არა ვათომ ლიტა,პირველ რიგში წყალი მოიძია.
-მოიდა მისო?-იმედიანად გვკითხა.
მე და ვათომ ერთმანეთს გადავხედეთ და გავაანალიზეთ,რომ მართლა დიდი ხანია გავიდა მიშს წასვლის შემდეგ.ის უბრალოდ უნდა წასულიყო და ერთი ბოთლი წყალი მოეტანა-5წუთის საქმე იყო,ახლა კი დაახლოებით ნახევარი საათი გავიდა და არ ჩანს.
-სად წავიდა ამდენი ხანი,მომე ტელეფონი დავურეკო-ჩუმად მითხრა სახეჩამოშლილმა ვათომ.
მეც დაუფიქრებლად მივაწოდე.
-და ამის მერე მეუბნები უსამართლოდ ექცევიო?ყურმილსაც არ იღებს,იმას კი არ ფიქრობს ,რომ ვინერვიულებთ მისი გაუჩინარების გამო.უბრალოდ გაბრაზდა ბიჭი და მისი ჭკუით მსჯის-ხმას ნელ-ნელა უწევდა.
-რა სისულელეა,რა დასჯა,ორი წლის ბავში ხომ არ არის,არ ესმის ალბათ,კიდევ სცადე.-დაჟინებით მოვთხოვე.
-ისედაც ვრეკავ უკვე,მაგრამ არ იღებს.არა.ზუსტადაც რომ ორი წლის ბავშვია-ვგრძნობ,რომ საცაა უნდა აფეთქდეს ვათო.
-მესამედაც სცადე!-ვუთხარი ხმადაბლა.
გულშ ვფიქრობდი-სამი ხომ იღბლიანი რიცხვია,მესამე ნარეკზე აუცილებლად აიღებს და სავარაუდოდ იტყვის,ვერ გაგნებთო ან რღაც მსგავსს.შემდეგ თავს იმართლებს,რომ არ ესმოდა,ცოტას ი იჩხუბებენ ,მაგრამ ეგ არაფერი,ვის არ უჩხუბია ძმ.....-ამ ფიქრებიდან ვათოს ხმამ გამომარკვია
-ალო,ალო-აი ხომ ხედავ,ბარბარე,აიღო!-ვითხარი საკუთარ თავს და ამოვისუნთქე.
ვათომ განაგძო
-ალო,არ გესმის ბიჭ?სად გაქრი?ან ამ ტელე......-უცებ ხმა ჩაუწყდა და ბრაზისგან გაცოფებული,დინოზავრად ქცეული ჩემი ქმარი ჭიანჭველისხელა არსებად იქცა,რომელიც იკუნტება და ცდილობს გამოერკვეს რა ხდება მის თავს-რა საავადმყოფო,რას ამბობთ,ვინ ხართ?-განაგრძობს
ყველაფერი ამომიტივტივდა,საკუთარი თავის წყევლა დავიწყე.აქამდე როგორ ვერ მიხვდი იდიოტო!როგორ ვერ მიხვდი!-მუდმივად ამას ვიმეორებდი.
ლიტა ხელშ ავიტაცე,თითქოს შემეშინდა ვინმეს არ გამოეგლიჯა მისი პაწაწინა ხელი ჩემთვის. რაც ძალი და ღონე მქონდა ჩავიკარი გულშ და ვათოს შევხედე,იმედიან-შეშინებული თვალებით.შევხედე ჩემს ქმარს,რომელიც სახეგაფითრებული,აკანკალებული ხმით ყვიროდა
-რომელ საავადმყოფოშია,რომელში!-წამებში გათიშა ყურმილი,ხელი დამტაცა და მანქანისკენ გავიქეცით
-ვათო რა ხდება მეტყვი?-მინდოდა ჩემი ეჭვი გამექარწ....ბინა,სინამდვილეში კი ძალიან კარგად ვიცოდი რაც მოხდა,მიახლოებით მაინც ვიცოდი...
-ბარბარე,მიშ დაჭრეს-ცრემლები წასკდა და ბოლოს ჩაილაპარაკა-5 ადგილას ჩაარტყეს.
-რააა?-განწირული ხმა აღმომხდა.
გითხარით ვიცოდი რა მოხდა-მეთქი...არა,არ მცოდნია..მთლად ამას ვერ წარმოვიდგენდი.ვფიქრობდი ნაცემი იყო.ახლა კი საზარელი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი.მინდოდა მეკითხა-სხვა არაფერი უთქვამთ-?-თქო,მაგრამ ვერ გავბედე."ყველაფერი ჩემი ბრალია"-ვიმეორებდი ხმადაბლა და სწრაფად."რომ მეთქვა ასე არ მოხდებოდა,რომ მომეყოლა ყველაფერი ასე არ იქნებოდა.ეს რა გავაკეთე,ღმერთო დაგვეხმარე"-და ტირილში გაერია ჩემი სიტყვები.მაგრამ ვათოს მაინც არაფერი ესმოდა.ცხოვრებაში პირველად,ვათო ტიროდა!ვათოს ცრემლები 9 წლის მანძილზე პირველად ვნახე.ვათო,რომელსაც მეგონა მსოფლიოს აღსასრულიც ვერ გადაუწურავდა იმედს,ახლა უსასოოდქმნილი რობოტივით მექანიკურად მართავს მანქანას და ახამხამებს გაყინულ თვალებს.
-ნინა,შეგიძლია ლიტა დაიტოვო ცოტახნით?-დავურეკე ნინას და ცრემლმორეული ხმით ამოვღერღე
-დღეს არ ვმუშაობ,სახლში ვარ.მშვიდობაა?რა ხმა გაქვს?
-ნახევარ საათში ვიქნებით შენს კორპუსთან,ჩამოდი და აიყვანე გთხოვ.
-კაი,კაი-დაბნეული ხმით მიპასუხა.
-ვათო,ნინასთან დავტოვოთ ლიტა-ჩავჩურჩულე.
ვათომ თავი დამიქნია.
-ნინა ნათლიასან მიდივართ?-ამ ხნის მანძილზე გასუსულ-გაოგნებულმა წერტილმა თავი მოაბა წინადადებას.
-ცოტახნით დატოვებთ ნინა ნათლიასთან,დე,და მალე მოვალთ.
-ლატო?მისო სადაა?-მიაყარა,თითქოს ყველაფერს მიხვდა.
ცრემლები წამსკდა და ასლუკუნებულმა ვუთხარი
-მე და მამას საქმეები გვაქვს-მეორე კითხვა კი დავაიგნორე.ლიტაც თითქოს ხვდებოდა,ჩაძიება არ იქნებოდა მართებული,უხერხულ სიტუაციაშ არ ჩამაგდო და გაინაბა.
-ჩამოდი-ჩუმად ვუთხარი ნინას,ვუთხარი,მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი,რომ გაიგო.მაინც გავთიშე.
ჩავსვი ლიტა მანქანიდან.ნინამ ხელში აიტაცა,ერთადერთი სიტყვა -მადლობა
ვუთხარი.ჩავჯექი მანქანაში.გაყინული,ლოდად ქცეული ქმარი ხელს მკიდებს,ვეიმედები,ნუგეში უნდა იგრძნოს ჩემგან,მაგრამ მე მრცხვენია,მეთაკილება მისი ხელის ჭერა,მგონია,რომ ამის ღირსი არ ვარ!ვერ ვბედავ ვუთხრა,რომ მიყვარს,ვერ ვბედავ ალაგ-ალაგ ჩამოვარდნილი ცრემლები ჩემს თითებში ჩავკარგო,ვერ ვბედავდი ვერცერთი სიტყვის თქმას.თავს უხერხულად ვგრძნობდი,რომ ვსუნთქავდი...რადგან...რადგან ყველაფერი ჩემი ბრალი იყო.ვათოსთვის ყველაფერი რომ მომეყოლა,მიშოს არცერთი წამით არ მოშორდებოდა..ან იქნებ უთქმელობით ერთი სიცოცხლე მაინც გადავარჩინე,ვათოსთვისაც რამე რომ დაეშავებინათ?რას ნიშნავს ერთი სიცოცხლის გადარჩენა?მეორეზე უკვე ხელი ავიღე?!არავითარ შემთხვევაში!მიშო ცოცხლაია,მიშოს არაფერი დაემართება!
ვიცოდი,ვათო სიმართლეს რომ გაიგებდა,რომ გაიგებდა ასეთი მნიშვნელოვაბი რამ დავუმალე,რომ გაიგებდა მეც მიმიძღვის წვლილი მიშოს ამ მდგომარეობაში,მის თვალებში ჩემდამი უნდობლობას წავიკითხავდი.ის მოხდებოდა,რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა-გაუცხოება.შეიძლება არაფერი არ ეთქვა,არც ერთი სიტყვა,მაგრამ ისე შემომხედავდა სამყაროს დასასრულს ვიგრძნობდი.ვიცოდი სიმართლე უნდა მეთქვა,მაგრამ როგორ შემერჩია სწორი დრო....ან არსებობდა სწორი დრო?!არ არსებობდა!ერთადერთი რაც ზუსტად ვიცოდი იყო ის,რომ მანქანის მართვისას კრინტსაც არ დავძრავდი.
-ისე უიმედოდ ხარ,იმდენად დარწმუნებული ხარ რომ ჩვენს თავს უბედურება მოხდება,ერთი სანუგეშო სიტყვა არ დაგცდენია-ჩუმად მითხრა ცრემლმორეულმა.ხელი კიდევ უფრო მაგრად მომიჭირა და სიჩქარეს მოუმატა.
მან რა იცოდა,რა იცოდა რომ მისთვის ნუგეშისცემის კი არა მის გვერდზე ჯდომის,არსებობის,ამოსუნტქვის ღირსიც არ ვიყავი.რა იცოდა,რომ ამ უბედურების აცილება შემეძლო.
-ყველაფერი კარგად იქნება-სიტყვები ყელში მეჩხირებოდა,ვიხრჩობოდი.
-ამის შენ თვითონაც არ გჯერა-მითხრა და მანქანა ისე შეასრიალა საავადმყოფოს ეზოში,მეგონა ან ვინმეს გავიტანდით ან საავადმყოფოს წინხედი წარსულს ჩაბარდებოდა,მაგრამ მილიმეტრებით ავცდით ორივე საშიშროებას.
მიმღებში ვიკითხეთ სართული.ვიკითხეთ ნორმალური ნათქვამია,რეალურად კი ყველაფერი არანორმალურად იყო.
მანქანა გააჩერა,კარი გააღო,მთელი სისწრაფით ჩემკენ გამოექანა, ხელი მაგრად ჩამკიდა და შესასვლელისკენ გავრბოდით.არაფერი არ გვადარდებდა,არც ღია მანქანა და მასში ჩატოვებული გასაღბი,არც ხალხის გაოგნებული მზერა,არც ის გვადარდებდა გადარბენისას მანქანა გაგვიტანდა თუ არა.ერთადერთი რამ გვინდოდა-ექიმი გვენახა და ეთქვა-"გილოცავთ,გადარჩით!",მიმღებამდე მისულები არ ვიყავით,როგორცკი კარები გაიღო ერთხმად დავიწყეთ ყვირილი
-მიშო თხელიძე რომელ სართულზეა?საათნახევრის წინ მოიყვანეს დაჭრილი,5 ადგილას -აბდა-უბდად ვისროდით სიტყვებს.დავასრულეთ და გული შემეკუმშა,გავშეშდი და ვერ გავინძერი,ერთი ნაბიჯიც კი ვერ გადავდგი.
-ბარბარე,გთხოვ-მექაჩება ვათო.
რამოდენიმე წამში გონს მოვედი,ამასობაშ მიმღებიდან დაგვიყვირეს;-მეოთხე სართული,მეოთხე სართულიი!!
მივხვდით ადრესატები ჩვენ ვიყავით,გაუაზრებლად ავბობღდით ფართო კიბეზე,რომლის სქელ საფეხურებსაც სამ-სამად ვახტებოდით.ვათოს არც ერთი წამით ხელი არ გაუშვია,არც ერთი წამით!მის ადგილას რომ ვყოფილიყავი,ალბათ,არც დაველოდებოდი,ხელის ჩაკიდებაზე ლაპარაკი ზედმეტია.ყოველ წამს მიმტკიცებს რომ მისი სიყვარული ჩემდამი ღვთაებრივია და მე ყოველ წამს უფრო დიდ სატანად ვგრძნობ თავს.
ამ სართულზე სულ ხუთი ოთახი იყო:ოთხი საშუალო,ხოლო ერთი ძალიან დიდი ზომის.ამ ოთხიდან ერთ-ერთს"კარდიოქირურგი გოდერძი შეროზია"ეწერა.დანარჩენი სამი ოთახი დანომრილი იყო.დიდი ოთახი,უდავოდ,საოპერაციო იყო.ვათო გაუჩერებლივ აბრახუნებდა საოპერაციოს კარებზე,ხოლო მე-კარდიოქირურგის.ექთანი გამოვიდა მეექვსე ოთახიდან,რომლის არსებობა კარის მოჯახუნების შემეგ შევიტყვეთ.ჯერ მე მომვარდა,მერე ვათოს,მერე იქით მივვარდით.
-პაციენტი ვინ არის თქვენი?
-ძმაა,ჩემი ძმაა,რა ხდება ამდენი ხანი რას შვებიან?კიდევ არ გამოსულად?
-ერთი ოპერაცია დამთავრდა,მეორე დაიწყესხარჯებზე პასუხისმგებელი პირი თქვენ ბრძანდებით?
-რას ბოდან შე წითელთმიანო ეშმაკო-მივვარდი ამ ექთანს და მინდოდა შუაზე გადამეხსნა,რამის მოვკვდეთ მიშოზე ფიქრით,არ ვიცითმნგადარჩება თუ განთავისუფლდება წუთისოფლისგან,სადაც მთავარი ადამიანის სიცოცხლე კი არა ფულია.
ვაათომ ხელები დამიბა და უკან გამწია,ღრმად ამოისუნთქა,ექთანს მიუახლოვდა
-ყველანაირ ხარჯს დავფარავ,რაც საჭირო იქნება ყველაფერს გავაკეთებთ,აბსოლიტურად ყველაფერს.ჩემს ძმას რომ რამე დაემართოს ჩათვალეთ აღარ არსებობთ.=ასეთი წყნარი ტონით ბოლო ორი საათის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ უთქვამს,მეორეოპერაციას აკეთებენო რომ გაიგო თითქოს იმედი მიეცა,ერთს გაუძ₾ო და ამასაც გაუძლებს,ძლიერი ძმა მყავსო იფიქრა.ექთანი გაბრუნდა.ვათომ ხელი დაავლო და ისევ თავისკენ შემოაბრუნა
-ყველაფერს,საერთოდ ყველაფერს გააკეთებთ,საჭირო რომ გახდეს საკუთარ სისხლსაც გაიღებთ,მაგრამ ჩემს ძმას გადაარჩენთ,გასაგებია?-ტონს აუწია და ყვირილით დასძინა-გასაგებია-მეთქი?
ოღონდ მიშო გადარჩენილიყო და მთელს სამყაროს ფეხქვეშ გაუგებდა.დედ-მამისშვილის დაკარგვა ერთხელ გამოცდილი ჰქონდა მეორედ იმავეს ვერ დაუშვებდა.თავს შესწირავდა,სამყაროს დაუპირისპირდებოდა და ძმას გადაარჩენდა...
-გასსსაგებბია-ჩაილუღლუღა შეშინებულმა ეშმაკმა ,რომელსაც გულზე დიდი ასოებით ჰქონდა ამოტვიფრული-"ირმა".
გავბედე,მივედი ვათოსთან და ჩავეხუტე...
ჩავეხუტე თუ არა ფილმის კადრივით გადაახვია გონებამ ვათოს ერთ-ერთი წინადადება-"ჩემს ძმას რომ რამე დაემართოს,ჩათვალეთ,არარ არსებობთ."კანკალმა ამიტანა,ვათოს ხელი გავუშვი და კედელთან ჩამწკრივებულ სკამთაგან ერთ-ერთზე ჩამოვჯექი.ვათო აქეთ-იქით დადიოდა,ადგილს ვერ პოულობდა.თან ვგრძნობდი,უკვირდა ჩემი სიცივე.
ამოზნექილ ოთხკუთხედებად დაყოფილ იატაკს ვუყურებდი და თვალწინ დამიდგა ჩემი და ვათოს 7წლის წინანდელი ჩხუბი პეკინზე,შუა ქუჩაში,გათოშილი ადამიანების გაოგნებული მზერა და ვათოს სიტყვები:
-შენ თუ ფიქრობ,რომ ჩემთვის რამის მოყოლა ვინმეს ღალატია,შენ თუ ფიქრობ რომ ჩემგან რამე გაჟონავს და თუ გგონია,რომ ჩემთან გულწრფელად ვერ ისაუბრებ,მაშინ ახლავე,აქ დამთავრდეს ყველაფერი!
და ჩემი პასუხი:
-შე იდიოტო,შენი ძმაკაცები რასაც გიყვებიან ყველაფერს ჩემთან ამბობ?რაღაც არ მახსენდება.მე არ მაინტერესებს შენი ძმაკაცის სისულელეები,ჩემთვის მთავარი ჩემი დაქალის ბედნიერებაა და მისი მონაყოლი არცერთი სიტყვა არ გეცოდინება შენ თუ ამას თვითონ არ მოინდომებს.შენს ძმაკაცს თუ რამის გარკვევა სჭირდება წავიდეს და თვითონ მოაგვაროს ლიკასთანშენით ნუ ცდილობს თავისი გაფუჭებულის მოგვარებას!როგორ გგონია მართლა იმდენად ლაჩარი ვარ ,რომ ლიკას მონაყოლს შენთან მოვყვებოდი?იდიოტო!და ბოლოს დავამატებდი ,მიდი და შენს ძმაკაცს ჩაუკაკლე ახლა ყველაფერი რასაც ლიკა ფიქრობს მეთქი ხო?-დავუყვირე და მახსოვს,როგორ მიმოვიხედეთ ირგვლივ,ორივეს ძალიან შეგვრცხვა.მე სწრაფი ნაბიჯებით გავეცალე იქაურობას ის უკან მომყვებოდა,გამაჩერა და მითხრა:
-შენ არ გესმის,მე არ გთხოვ მომიყვე ყველაფერი რაც შენს მეგობრებს ეხებათ,ეს არ მაინტერესებს!მე გთხოვ,მოვითხოვ ვიცოდე ყველაფერი რაც შენ,თუნდაც იოტისოდენად,გეხება,გესმის?!და თუ ჩემს კითხვაზე პასუხს ვერ გამცემდი,რადგან ლიკას ჩაშვება გამოდიოდა,უბრალოდ არაფერი არ გეთქვა,არ მოგეტყუებინე,გესმის?უბრალოდ არასოდეს არ მომატყუო!თუ სიმართლეს ვერ მეტყვი არაფერი მითხრა!-წყნარად ამიხსნა.
-ანუ ყველაფერი მორჩა,ხო?-ამპარტავნული სიქაჯით ვაჯახე პასუხად.
-შენ მაგას მხოლოდ სიზმარში ნახავ-ჩამიცინა და ხელი ჩამკიდა.
ეს იყო ჩხუბი,რომლის მიზეზიც უწყინარი ტყუილი იყო,ტყუილი,რომელიც მხოლოდ იმიტომ ვთქვი,რომ კითხვაზე სიმართლის პასუხი ჩემი უახლოესი მეგობრის ჩაშვება გამოდიოდა,უთქმელობა კი იგივე სიმართლე იქნებოდა,ამიტომ პატარა ტყუილი დამჭირდა თემის შესაცვლელად.პატარა ტყუილმა იქამდე არ არსებულად გლობალური ჩხუბი გამოიწვია.ალბათ თვითონაც ხვდებით რა მოხდებოდა,ახლა,როცა ვათო სიმართლეს გაიგებდა,გაიგებდა,რომ შემეძლო დამერღვია დუმილი და მიშოც და თითოეული ჩვენგანიც მეხსნა ამ ტანჯვისგან.ახლა არ იყო ტყუილი,ახლა ვათომ იცოდა,რომ მართლა არსებობდა ისეთი რამ მიშოს შესახებ,რაც მხოლოდ მე ვიცოდი და ამაღამ მისთვისაც უნდა გაენდო ძმას.
მაგრამ ვათომ არ იცოდა,ვერ წარმოიდგენდა რომ ასეთ მნიშვნელოვან რაღაცას დავმალავდო,ვათო ვერ წარმოიდგენდა რომ ამ უთქმელობით შეიძლებოდა მისი ძმა გამეწირა.ისევ ახლადმოწმენდილ იატაკს ვუყურებ და ისევ უამრავი აზრი მიტრიალებს თავში.მართლაც რომ თოვლის გუნდასავითაა ჩვენი ფიქრები,რაც უფრო ღრმად მიეცემი,რაც უფრო დააგორებ,მით უფრო განიერდება და მთელს გონებაში იდგამს ფესვებს...ვცდილობ საღი გადაწყვეტილება მივიღო,ვცდილობ დავალაგო სათქმელი,მივიდე ვათოსთან და ყველაფერი მოვუყვე,მოხდეს მოსახდენი,განვთავისუფლდე ამ მტანჯველი ფიქრებისაგან,ამ შიშისაგან...ჩუმად ჩავილაპარაკე-მიშო რა იქნება შენს ნაცვლად მე ვიყო ახლა მაგ საოპერაციო მაგიდაზე,ღმერთმა დასწყევლოს,თუნდაც სულ ნუ ავდგები მაქედან ოღონდ ახლა აქ არ ვიყო!!!-თითქოს გაიგო ვათომ,მომიახლოვდა,ჩაიმუხლა და თვალებში ჩამხედა.
-რა უნდა ეთქვა ამაღამ მიშოს ჩემთვის?-ჩუმად მითხრა,თითქოს ყველაფერს ხვდებოდა.
თვალები დავხარე,თავი ჩავღუნე,სუნთქვა შემეკრა...
წამოდგა.
-მიშოს ამ მდგომარეობას ეხება?-ანერვიულებული ხმით აღმოხდა.შემდეგ დასძინა-რა სისულელეებს ვამბობ,ასეთ სერიოზულ რაღაცას როგორ დამიმალავდი,დაივიწყე-მითხრა და სიარული განაგრძო.
-ხო-ჩუმად ჩავილუღლუღე,მუხლებზე დავდე თავი და ცრემლები წამსკდა.ვგრძნობ,ვათო მიახლოვდება...
-შემომხედე!-ნორმალური ტონით თქვა.არ გავნძრეულვარ.
-შემომხედე-მეთქი!-იყვირა.შემეშინდა,შევკრთი დაუფიქრებლად,მექანიკურად ავწიე თავი.
-გაიმეორე რა თქვი!-ყვირის გააფთრებული.
-ხო,გესმის?ხოო!-მასზე ხმამაღლა დავიღრიალე,გაცხოველებული ხმა აღმომხდა.
-რა ხდება აქ?!საავადმყოფოში ხართ,დაწყნარდით თუ შეიძლება!-უჩინარი მეექვსე ოთახიდან გამოხტა,ამჯერად შავგრემანი,დაბალი,მაკარონისფეხება,ექთანი რომლისთვისაც არცერთს არ მიგვიაცევია ყურადღება.
-მიშოს ჯგუფელ გოგოს ვიღაც ტიპმა ხელი გაარტყა4-5დღის წინ,მიშო შეესწრო. -ჩავირთე-გოგოზე ხელის აწევაზე თვალი არ დახუჭა და ეს ბიჭი მაგრად ცემა.ამ ლაჩარმა შეურაწხყოფად მიიღო,როგორ გამიბედაო და გუშინწინ უნივერსიტეტში ძმაკაცებთან ერთად დაადგა.ჩემს ზარს დაელოდე და მართლა ასეთი მაჩო თუ ხარ იქ მოდი სადაც გეტყვიო,უთქვამს მიშოსთვის.დილას დაურეკავს და უთქვამს საღამოს შევხვდეთ,მარტო ვიქნები და მარტო მოდი თუ კაცი ხარო.დილას დაბნეული მეჩვენა და ზოოპარკში რომ ჩამოგრჩით ვკითხე რა გჭირთ მეთქი-ვხედავდი,ყოველ ჩემს სიტყვაზე ვათოს თვალებში ზიზღი მატულობდა,მაგრამ მაინც ,თავს ძალა დავატანე და განვაგრძე-დღეს საღამოს უნდა ვნახოო მარტოო,ძალიან შემეშინდა ვუთხარი მარტო ატ წახვიდე ვათოს მიუყევი ყველაფერი,ერთად მოაგვარებთ ძმები-მეთქი მაგრამ არ მომისმინა.ვათოსთან რამე თუ წამოგცდება არასოდეს გაპატიებ და არასოდეს გენდობიო მითხრა,პატარა ბავშვი აღარ ვარ,თვითონაც შემიძლია პრობლემების მოგვარებაო,ამაღამ მეთვითონ მოვუყვები ყველაფერს ჩემს ძმასო.მეც ვერ გითხარი,გესმის?!არცერთი წამით არ წარმომედგინა ასეთი რამ თუ მოხდებოდა,ყველაფერი ჩემი ბრ...-წინადადება ვერ დავასრულე,სიტყვებს ვეღარ ვაბამდი თავს,ისე გულამოსკვნით ვღვრიდი სინანულის ცრემლს ასოებს წუთის შუალედში ვისროდი.
ვუყურებდი ქმარს,რომელსაც ასათიანის გიჟის თვალები მოეპყრო ჩემთვის,ზიზღი გაერია ცრემლში და გაშეშებულიყო.
-ყველაფერი შენი ბრალია!არ წარმოგედგინა ხო?არ წარმოგედგინა ხო ჩემს ძმას 5ჭრილობას რო მიაყენებდა ვიღაც ?მაგრამ ხედავ?ხედავ?ჩემს ძმას ორსაათ-ნახევარია ოპერაციებს უკეთებენ.ხედავ?დედაჩემი ერთი საათია გაუჩერებლივ რეკავსდა ყურმილს არ ვიღებ.იცი რატომ?ვერ ვეუბნები მეორე შვილიც გიკვდება-თქო.ვერ ვეუბნები გესმიიიის??-განწირული ხმით ყვირის.ასე მგონია ერთ ნაბიჯსაც გადმოდგამს,ლოყაზე მაგრად გამილაწუნებს და მეტყვის-დღეიდან ჩემთვის მკვდარი ხარ!გაეთრიე აქედანაც და ჩემი ცხოვრებიდანაც!აქყოფნის უფლება არ გაქვსო.მაგრამ უკან გაიწია,მუშტი მთელი ძალით კედელს მიარტყა და სისხლი წასკდა.
-ვათო,გთხოვ!-მივვარდი სისხლის დანახვაზე.-ექთანო!-ვყვირი ბოლო ხმაზე-ექთანოო!
ექთანი გამოვარდა.
-მომწყდი თავიდან-უყვირა ვათომ შავთმიანს.
მე კი თავისი ხელი გამომგლიჯა.
-არ შემეხო!ილოცე,რომ ჩემი ძმაგადარჩეს.
-ის ჩემი ძმაცაა!-ჩამილიღლუღე და ისევ გაუნძრევლად დავეშვი ,ოღონდ ამჯერად პირდაპირ იატაკზე.
თვალები რომ გავახილეიმ სამი დანომრილი ოთახიდან ერთ-ერთში ვიწექი,რაღაც გადასხმა მეყენა.კარები ღია იყო და ვხედავდი,ვათო ისევ დერეფანში დადიოდა.ვათო,ჩემი ცხოვრების ერთადერთი დასაყრდენი...ჩემი ცხოვრების ერთადერთ მყარ ბოძს,რომელზეც მთელი ჩემი არსებობა მინდობილი,საძირკველი ეცლებოდა...ვხედავდი ყოველ წამს როგორ ცვიოდა აგურები,სასოს ნაპერწკლები და ვერაფერს ვაკეთებდი....მის ხელსაც კი ვერ ვიჭერდი...ვხედავ როგორ დაბორიალობს დერეფანში სასომიხდილი,ფერწასული,უჩინმაჩინად ქცეული...ჯერ კიდევ დილას,ბედნიერებისგან თვალებაციმციმებული,სიცოცხლითსავსე ადამიანი ახლა არარაობას დამსგავსებია და ნაზარეველს ევედრება მეორე დედ-მამის შვილის დაკარგვის სიმწარე არ აგემოს მას,მეორე შვილი ,მეორე იმედი არ ამოუძირკვოს მშობლებს და მონდა მჯეროდეს ამ ყველაფერთან ერთად ,შესთხოვს მას მისცეს ძალა აპატიოს ცოლს....ვათომაც დამეცზუსტად ვიცოდით,რომ მთელი ჩვენი ცხოვრება-პირდაპირი მნიშვნებობით-მიშოს სიცოცხლეზე იყო დამოკიდებული.
დამეფიცება,არასოდეს არავის მიმართ სიძულვილი არ მიგრძვნია.ახლა საკუთარი თავი მძულს,უკიდეგანოდ მძულს.მძულს ვითომ შენახული საიდუმლო.ვის რათ უნდა შენი ერთგულება,შენი შენახული საიდუმლო თუ კაცი კვდება,ან რა სიმართლე...სადაა ახლა აქ სიმართლე?სად ვარ მართალი?პირობა რომ შევასრულე და არაფერი ვთქვი კარგი გოგო ვარ?ადამიანი სიკვდილს რომ ებრძვის და 3 საათის განმავლობაში მეორე ოპერაციას უკეთებენ როგორი გოგო ვარ ახლა?როცა გგონია კარგად იქცევი და სწორი გადაწყვეტილება მიიღე სწორედ მაშინ უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას ადამიანო! ემსგავსები თვითკმაყოფილ ვიგინდარას,მოგწონს საკუთარი თავი სინამდვილეში ვერც კი ხვდები სამარეს რომ ითხრი.ძმების ურთიერთობაში არ ჩავერევი,მენდო და იმედს არ გავუცრუებ-თქო არა?სად არის ახლა აქ ურთიერთობა?სად არის ნდობა?ყველაზე კარგად მიცნობო არ მითხრა მიშომ?როგორ,როგორ ვიცნობ მას როცა ვერაფერს მივხვდი,როცა მისი დაგვიანების პირველივე წამს არ გამიელვა გონებაში ამ ყველაფერმა.როგორ ვიცნობ,როცა ვერ გავაანალიზე თქმა ჯობდა თუ უთქმელობა...
საკუთარი თავი მძულს.საკუთარი პრინციპებიცა და პრიორიტეტებიც ჯანდაბაში წასულან.მეთქვა და მხოლოდ ჩემთვის არ გაეცა ხმა არ ჯობდა ამ მდგომარეობას?მდგომარეობას,როცა შეიძლება სხვასაც ვეღარ გასცეს ხმა...ამაზე ფიქრი ერთი წამითაც არ მინდა!მიშოს რომ რამე დაემართოს,საკუთარ თავს არასოდეს ვაპატიებ,არასოდეს!
უგრძნობ კუნძს ვგავარ,რომელიც გაუგებრობის,სინანულისა და საკუთარი თავის სიძულვილითაა გაჟღენთილი და მაინც იმედის ზღვაზე ტივტივებს....ნაპირზე გასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდება,თუ მას არა ბოლო ამოსუნთქვა,არამედ სიცოცხლის გაგრძელება ელის.
თუ ახლა ექიმი გამოვა და იტყვის:”გილოცავთ”-მზად ვარ გავინაპირო და პატიება ვითხოვო მთელი სამყაროსგან.თუ ექიმი სხვა რამეს იტყვის,დაე სულ ნუ გამოვა!და სამარადჟამოდ ვიტივტივო იმედის ზღვაზე.
თეთრხალათიანმა,რომ მითხრას მიშოს სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ შენი სიცოცხლის მოსპობის ხარჯზე შეიძლებაო,მადლობას გადავუხდი,ხელებს დავუკოცნიდა დაუფიქრებლად შევყვები საოპერაციოში,სადაც ბოლოჯერ ამოვისუნთქავ.
ხედავთ?მე იმდენად სულმოკლე ამოარტავანი აღმოვჩნდი,რომ ამ სიტუაციაშიც კი საკუთარ თავზე ვფიქრობ.ვფიქრობ,რომ ჩემი სულის დასაწყნარებლად,ჩემი შეცდომის გამოსასწორებლადამ წამსვე შევწყვეტდი სუნთქვას.არც შვილზე ვფიქრობ,რომელიც უდედოდ უნდა გაიზარდოს,არც ქმარზე,რომელმაც ცხოვრების მეგზური უნდა დაკარგოს,არც დედ-მამაზე,რომლებმაც თავისი შვილის ძაძა უნდა ჩაიცვან.მხოლოდ საკუთარი თავი,სულ საკუთარ თავზე ფიქრი...ვათოს რომ მიშოს ნათქვამი არ მოვუყევი ამის ქვეტექსტიც ხომ საკუთარი თავის სანდო რძლად წარმოჩენა იყო,მიშოზე რომ მეფოქრა და ყველაფერი გაეგო ვათოს მაინც იმავეს გადატანა მოგვიწევდა?
რეალირად,სიმართლე რომ ვთქვა,ვერასოდეს ვწვდებოდი სამყაროს ავ-კარგიანობის გამომწვევ მიზეზებს,ხშირად,ძალიან ხშირად ვფიქრობდი ამაზე ,მაგრამ ჩემთვის იმდენად ღრმადფილოსოფიური აღმოჩნდა,რომ ვერაფრით მოვაბი თავი ამ თემას.აი მაგალითად ვერაფრით გამიგია,ჩემნაირმა ადამიანმა როგორ დაიმსახურა ამხელა სიყვარული...ადამიანებს სიყვარულის ძიებაში აღმოხდებათ ხოლმე სული და ისე ეფინება მათ ცხოვრებას შავი ფარდა,რომ ერთი წამითაც არ განიცდიათ სიყვარულის აღმაფრენა,არ იცოდნენ რისი სუნი ასდის საყვარელ ადამიანს,არასოდეს უნახავთ თვალები,რომლებიც სიყვარულს ეფიცებიან,ადამიანები ისე ტოვებენ წუთისოფელს,რომ ვერ გაურკვევიათ სიყვარული არსებობს თუ არა ,როგორც ღმერთია ამოუცნობი მათთვის ასევეა სიყვარულიც...მე კი...მე ადამიანს,რომელსაც წინგადადგმული ნაბიჯების ჩამოსათვლელად ერთი ხელის მტევანიც მეყოფა,სრულიად შემთხვევით შემომეფეთა სიკეთის მატარებელი სამართლიანობით სულსავსე ადამიანი...მართლაც რომ შემთხვევით მოხდა ყველაფერი...
10 წლის წინ,ერთ მშვენიერ დღეს სოც.ქსელში დამხვდა მონაწერი ვათო თხელიძესგან,რომელიც რა თქმა უნდა დავაიგნორე.მეორე დღეს ისევ მომწერა,მაგრამ ახლა უკვე ვუპასუხე...
-მარშუტკაში გნახე უფრო სწორად შენს გვერდით ვიჯექი,შენ შენს გვერდზე შეხვედი დეის ასატვირთად და ჩემი ყურადღებიანობის წყალობით ეს ყველაფერი დავაფიქსირე.
-მარშუტკაში მნახე,თვალი ვერ მომაცილე ჩემი შესანიშნავი გარეგნობის წყალობით,ჩემი სახელლი და გვარიც დაიმახსოვრე და ახლა გაინტერესებს როგორ ვარ და უბრალოდ მომიკითხე? მაპატიე,მაგრამ ეს თუ გოგოების დაკერვის ახალი მეთოდია,სულ ტყუილად ირჯები.
-შენს გარეგნობას არ მოვუხიბლივარ,ზოგადადაც დიდად არ მოვხიბლულვარ შენით უბრალოდ შემთხვევით თვალი გავაპარე შენი მობილურისკენ შენი სახელი და გვარი დამამახსოვრდა ახლა კიდევ საქმე რომ არფერი მქონდა გამახსენდი რატომღაც და ვიფიქრე დროს გავიყვან-თქო.გოგოების დაკერვას რაც შეეხება,ამისთვის ფეისბუქი არ მჭირდება ;)
ვიფიქრე,როგორი თავში ავარდნილი იდიოტია-მეთქი და გადავწყვიტე დავმშვიდობებოდი:-კარგი ჩათვალე დავიჯერე,კარგად.ისე დროის გასაყვანად უკეთეს საშუალებას გირჩევ-წიგნი!
-წითელი ზედა,მწვანე პალტო,ჯინსის შარვალი,თეთრი კეტები,პატარა ჩანთა და დიდი ტუბუსი და კიდევ შავ ქეისში ჩადებული აიფონი,რომელსაც მარჯვენა ზედა კუთხეში ბრონი აქვს ამოტეხილი ;)
გავოცდი!ასე დაწვრილებით როგორ მოახერხა ჩემი დამახსოვება,ან თუ მართლა ასეთი მახინჯი ვარ რატომ დამიმახსოვრა ან ახლა რაღატო მწერს,მგონი ავადმყოფია ეს ბიჭი,შეეშვი ბარბარე!-გავიფიქრე თვალებდაჭყეტილმა.
-შენ ავადმყოფი ხარ?-გულწრფელად ვკითხე
-ვხედავ შენც დამკვირვებიხარ.არა,გავცივდი გამივლის არ ინერვიულო.
-კარგად.
-მივესალმები ადამიანებს,რომლებსაც ვირტუალურ ურთიერთობებს პირისპირ საუბარი ურჩევნიათ.როდის?სად? ;) -თითქოს ერთადერთი სმაილის წერა იცოდა...ან ეს თვალისჩაკვრის სმაილი ან არაფერი....რა სითავხედეა ან რა თავდაჯერებულობა,ღმერთო ჩემო,მართლა ავადმყოფია,ორი სიტყვა მომწერა,მარშუტკაში ვუნახივარ და გონია შევხვდები-ვფიქრობ ჩემთვის.
-უკაცრავად?-მეგონა ახლა ვინმე გამოხტებოდა და მეტყოდა ფარული კამერააო,ასეთი სითავხედე არავისგან მსმენია.
-გპატიობ.-მომწერა და მივხვდი მართლა დარტყმული იყო,აღარ მიმიწერია.
-ადამიანს სახეზე აწერია ხასიათიო რომ ამბობენ ტყუილი ყოფილა,რეალურად გამბედავი,ქარიზმატული გოგოს მზერა გქონდა მარშუტკაში,მაგრამ მშიშარა ყოფილხარ.რა იყო ერთი შეხვედრის შეგეშინდა?წამოიღე ეგ შენი ტუბუსი და დაგიცავს ;)-ისევ იგივე სმაილი....
-ტუბუსის გარეშეც არ ვარ უსუსური არსება ))))
-ასე უცებ თუ დამთანხმდებოდი არ მეგონა...ხვალ 5 საათზე გეპეის შეშასვლელში ვიქნები.
-გეპეი?-ისევ გამაკვირვა
-5ზე არ ამთავრებ ლექციებს?
-კარგად!-ახლა უკვე მართლა შემეშინდა,მეგონა საქმე მანიაკთან მქონდა.გეპეიში,რომ ვსწავლობ,ვთქვათ მარშუტკიდან იცის,მაგრმ ხვალ რომელზე მიმთავრდება ლექცია საიდან იცის...მითვალთვალებს-თქო გავიფიქრე და დამაჟრიალა..
ვხვდებოდი რაღაც საინტერესოს გადავწყდი,მაგრამ მეშნოდა ამ ინტერესს არ შთავენთანთქე...
გოგომ,რომელისთისაც არ არსებობდა სამყარო სახლისა და უნივერსიტეტის მიღმა,დაიწყო ფიქრი თავდაჯერებულ,თავქარიან ადამიანზე...რეალურად მასზე კი არა მის საქციელზე ვფიქრობდი...ვფიქრობდი უნდა მენახა თუ არა...საკუთარ თავს არ ვაძლევდი უფლეას ვინმეზე მეფიქრა შეხვედრაზე ფიქრი ზედმეტი იყო...ყოველთვის გულგრილი ვიყავი მსგავსი წინასწარ დაგეგმილი შეხვედრებისა მითუმეტეს როცა ადამიანს არ იცნობ,მუდმივად ირონიულად ვუყურებდი ასეთ გოგონებს და მეგონა რომ ასეთები ბიჭს იქით ვერაფერს ხედავდნენ,მეგონა რომ ასეთ გოგონებს მისწრაფებები არ ჰქონდათ ოცნებები და მიზნები არ ჰქონდათ ,არ იცოდნენ ცხოვრებაში რისი კეთება უნდოდათ და ერთადერთი რაც უნდოდათ ეს ფლირტი იყო...ახლა მე დავუშვი მსგავს სიტუაციაში მოხვედრა..ის რომ თუნდაც გავიფიქრე ვნახავ ამ ბიჭს თქო,უკვე მაიგივებდა ადამიანების იმ კატეგორიასთან რომლის საქციელიც მაღიზიანებდა...ნურასოდეს ნურავის ნუ განვიკითხავთ,ნურასოდეს ნურავის საქციელი ნუ გაგვაკვირვებს და ნუ გვათქმევინებს ორ ყველაზე აფსურდულ სიტყვას-მე არასდროს...რადგან კაცმა არ იცის რას როდის გავაკეთებთ...მიუხედავად ამდენი ფიქრისა ასე გამიზნულად არ გადამიწყვიტავს დავმდგარიყავი და დავლოდებოდი ადამიანს,რომელსაც არ ვიცნობდი. ასე ვიფიქრე-ლექცია რომ დამთავრდება გამოვალ უნივერსიტეტიდან ჩვეულებრივ და დავადგები ჩემს გზას,მოსახდენი მაინც მოხდება და თუ უნდა მნახოს მაინც მნახავს.ხომ მითხრა 5ზე გეპეისთან ვიქნებიო?ჰოდა ვნახოთ.თუ იქნება ჩემს გამოსვლასაც შეამჩნევს და თუ შეამჩნევს კეთილი ინებოს დამიზახოს და გამაჩეროს...
გათენდა და მაინც განსაკუთრებულად აფორიაქებულმა გავიღვიძე..აბა რა ჩავიცვა(ნუ რეალურად ამ კითხვას ყოველ ილას ვეკითხები ფაერშ გაფანტულ ალტერ ეგოებს),მაკიაჟი გავიკეთო?,შემდეგ საკუთარ რიტოლიკურ შეკითხვებს თვითონვე მოვაბი თავი-რა უნდა ჩაიცვა ჩვეულებრივ რასაც ყოველ დღე იცვამ,კაბა და კლასიკურობა არ დამანახო პაემანზე კი არ მიდიხარ,მაკიაჟიც ჩვეულებრივ ყოველ დღე რასაც ისვამ,არანაირი თვალის ჩრდილი ბარბარე!არ დაგეტყოს რომ რამედ ჩათვალე ეს ვიგინდარა არსება თორემ ცხოვრებაში არ გაპატიებ!-ბრძოლები მაქვს ალტერ ეგოსთან-რა ადვილი ყოფილა შენი აფორიაქება პირველკურსელო პატარა ღლაპო!-ბოლოს ხმამაღლა მივაძახე საკუთარ თავს.
მოკლედ დამტავრდა ბოლო ლექცია და გამოვედი აუდიტორიიდან.ოოჰარაფრად არ ჩავთვლი ისე გავივლი დერეფანს ამას ვიზამ იმას ვიზამ-თქო,თქვენც არ მომიკვდეთ!აუდიტორიიდან გამოსვლის შემდებ პირველი რიტუალი არ შევასრულე-ნაუშნიკები არ გავიკეთე,რომ დამიძახებს ხომ უნდა გავიგო-მეთქი მე უკვე მართლა მჯეროდა რომ ამ ვიღაცას მოვწონდი,გეპეისთან დადგებოდა მე მომძებნიდა ამდენ გამოვარდნილ სტუდენტში და მეტყოდა ცოტა გავისეირნოთო...მოკლედ როგორც იქნა გადმოვაბიჯე გეპეის შესასვლელ-გამოსასვლელს დაჩამოვდივარ კიბეებზე,პარალელურად თვალებს ვაცეცებ აქეთ-იქით და სიარულის ტემპს ვაგდებ,რადგან არავის დაუყვირია ჩემი სახელი,არც არავინ მოსულა ახლოს და გამომლაპარაკებია და ვიფიქრე ნელა თუ ვივლი გამოჩნდება თქო არ ვიცი რა მეგონა დააგვიანდა საცობმა შეუშალა ხელი თუ რა ვიფიქრე იმ წამს ვერ გეტყვით.მოკლედ,პირშიჩალაგამოვლებული გამოვბორიალდი გეპეის ტერიტორიიდან.გულში მუდმივად ვიმეორებ-ბარბარე უარესი გხვდება ასეთი იდიოტი რომ ხარ!არ მოვიდა რა თქმა უნდა! რატომ უნდ მოსულიყო,შენნაირი დებილი არაა როგორც ჩანს!იდიოტი ბარბარე,იდიოტი!-ვუწყრები საკუთარ თავს და ვერ ვპატიობ ვიღაცის ორიოდე ესემესმა რომ ამაფორიაქა და სერიოზულად რომ წარმოვიდგინე ყველაფერი თან მეორე მხრივ ვფირობ-მაგრამ ეს ხომ ჩვეულებრივი ესემესი არ იყო,ყველაფერი ზუსტად ამიღწერა,რა მეცვა,სად ვსწავლობ,რომელზე ვამთავრებ ლექციას დღეს...საერთოდ ყველაფერი..ჩავირე ვენდისთან რომელიც უნივერსიტეტის ტერიტორიიდან ორ ნაბიჯშია და ვიღაც ყვირის
-ტუბუსიანო გოგოოო,ერტიწუთით თუ შეიძლებააა
ვათოს გარდა ყველას წარმოვიდგენდი და მინდოდა მივბრუნებულიავი და მაგრად გამელანძღა ვინც არ უნდა ყოფილიყო.შევბრუნდი ,რომ მეთქვა -ტუბუსიან გოგოს სახელი აქვს-თქო,მაგრამ ჩემი შებრუნება და ენის ჩავარდნა ერთი იყო...
-თავადაც ტუბუსიანი ყოფილხართ-ვუთხარი ნიშნისმოგებით ბიჭს,რომელსაც ორივე ხელი ცხელი ყავით ჰქონდა დაკავებული თბილი დუტის ქურთუკი,ჯინსის შარვალი და კეტები ეცვა,თავზე შავი ქუდი ეხურა,წელზე ზუსგჩანთასთან ერთად ტუბუსიც მოუხდენია და ერტი ხელი ჩემკენ გამოეშვირა...
-გამომართმევ თუ რა ვქნა ახლა?-თითქოს ცხუბი დაიწყო.
-ყავის ხამს ვგავარ?რათ მინდა შენი ყავა.თუ მინდა წავალ და ვიყიდი.
-ეჭვიც არ მეპარება,მაგრამ რახან ნაყიდი მაქვს იქნებ დამდო პატივი და გამომართვა-დათბა,მიხვდა რომ ირონიით და აგდებული საუბრით ჩემთან ვერაფერს გახდებოდა.
-ანუ რახან ნაყიდი გაქვს აუცილებლად უნდა გამოგართვა და დავლიო?
-აუუუუ,ყავა გინდა?-უკვე შეწუხდა
-არ მინდა არაააა-ოდნავ ხმამაღლა ვუპასუხე.
-ჰოდა ნუ გინდა,ძალიანაც კარგი,ორი დამრჩება..
-და გულსაც გაგიჩერებს-დავაყოლე ჩუმად
-მერე შენ რა?
-მე არაფერი,ერთით ნაკლები ირონიული ნარცისი ეყოლება დედამიწას,სულ ესაა..
-ირონიული კაი მაგრამ ნარცისიც გგონივარ?
-არ უნდა მეგონო?
-აქ უნდა განვაგრძოთ საუბარი?-მკითხა ისეთი სახით თითქოს დაიღალა ერთ ადგილას გაშეშებით.ყველაზე ცოტა სიარული და ყველაზე მაქსიმუმ სადმე დაჯდომა უნდოდა.
-ააა საუბარი უნდა განვაგრძოთ დაჟე?-ამჯერად მე მივუგე ირონიულად.
-წამო წამოოო-მითხრა და წინ გამიძღვა,ეს ველაფერი იმდენად ბუნებრივად მოხდა რომ არც მიფიქრია ,რომ არ გავყოლოდი.
გზაზე გადადის ყოველგვარი შუქნიშნისთვის დალოდების გარეშე,შუქნიშანზე საუბარი ზედმეტია,გვერდითაც არ გაუხედავს,ისე გადავიდა თითქოს თავის გზაზე დადისო,ჩვეულებრივ.
-ჰეეი რას შვები,დაელოდე-ვცდილობ გზისკენ გადადგმული ის ორი ნაბიჯი უკან გადმოვადგმევინო
-წამო არავინ გაგიტანს,მენდე..
-რა ნდობაზეა საუბარი,ავადმყოფი ხარ?-მივაძახე უკვე გადასულს.
ხელს მიქნევს გზის მოპირდაპირე მხრიდან,მანიშნებს გადმოდიო
მე ყურადღება არ მიმიქცევია.აინთო შუქნიშანი და გადავედი.
-ბოდიში ორივე ხელში ყავა მეჭირა თორე მოგკიდებდი ხელს და ისე გადმოგიყვანდი,ძალით,ფილმებში როა-ირონიულად შემომხედა.
-შენი გადმოყვანა ვის რაში სჭირდება!-მივახალე
მივედით ბუკიას ბაღამდე და დავსხედით სკამზე,რომელსაც ადამიანებივით შეეგრძნო სუსხი,გათოშილიყო და ეულად, გაშიშვლებული ხის ქვეშ დაედო ბინა.
სასაცილო სანახავები ვიყავით...ორი ტუბუსიანი შეშლილი...ხალხის სახეზე ვკითხულობდი წარწერას-ნეტა ამ ყინვაშ რა გაუჭრდათ ასეთი აქ რომ არ დასხდნენ...ვათო ორი ყავით ხელში,რომელთაგან ერთ-ერთს წრუპავდა ნელ-ნელა,გაჯიუტებული მე,რომელსაც ვერ გაურკვევია რა უდა...
-აიღე ყავა!მართალია ისეთი ცელი აღარაა,მაგრამ მაინც გაგათბობს.-ამჯერად გულწრფელი იყო.
-კარგი რახან ასე მთხოვ -გავუღიმე და გამოვართვი
-გეპეიშნიკი რომ ხარ გავიგე,მაგრამ ხუთზე რო მიმთავრდებოდა ლექცია რა იცოდი
-წინა კვირის ორშაბათს 5ზე ამოხვედი გეპეის გაჩერებიდან მარშუტკაში.ლოგიკურად ვიფიქრე 4ს რომ 15 აკლდა ისე დაგიმთავრდა ბოლო ლექცია და მიდიოდი სახლში.დღესაც ორშაბათია და დღესაც ამავე დროს დაამთავრებდი-სულ ესაა მთელი ფილოსოფია
ეეჰ ყველაფერი წყალში ჩამეყარა...ამ 5 საათის მიღმა უმარტივესი ლოგიკა იმალებოდა თურმე და მე კიდე რა არ ვიფიქრე...ისიც კი გავიფიქრე მითვალთვალებს-მეთქი...მარტო მე ვარ ასეთი დებილი,თუ ზოგადად გოგოები ვართ ასეთები?ყველაფერს ფილმის კადრებთან რომ ვაიგივებთ....
გაოცებისგან არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ერთადერთი ეს ამოვღერღე
-ჰო მაგრამ იქნებ ადრე მოვრჩი და სხვა საქმე მქონდა უნივერსიტეტში,ან თუ გეპეის გაჩერებასთან ამოვედი აუცილებლად გეპეიელი ვარ?
-ყველაფერი შეიძლებოდა გაეფიქრა ადამიანს.ეს მფიქრელის ლოგიკასა და მის სიმარტივეზეა დამოკიდებული.მე ამ ლოგიკით წავედი და გამიმართლა,მართალი აღმოვჩნდი...სულ ესაა.
-სულ ესაა-გავიმეორე და რაღაც უცნაურობა ვიგრძენი,ესეთი "სულ ესაა" თითქოს ადრეც მსმენია,თითქოს არა,ზუსტად ვიცი,რომ მსმენია მაგრამ ვერ ვიხსენებ სად...
-დროა ავდგეთ-იმედგაცრუებული ტონით მივუგე
-დროა ავდგეთ რას ნიშნავს?
-უნდა ავდგეთ!
-ეს სხვა თემაა-მითხრა და ისევ ცინიკურად გამიღიმა.
მოკლედ მეტრომდე მისასვლელად შლაგბაუნიანი კორპუსის გავლა მოგვიწია.
შლაგბაუნის ქვეშ გავიარე გაუაზრებლად.
-ფრთხილად!-ხმამაღალი ტონით მომაძახა.
-რაა?-ვითომ ვერ მივხვდი.
-შეიძლება ვინმემ თითი დააჭიროს თავის პულტს და შლაგბაუნის ჩამკეტი თავზე დაგეცეს,სულ ესაა-ცინიზმით გაჟღენთილი სიტყვები მომახალა.
-შეიძლება შლაგბაუნის ჩამკეტი თავზე მომხვდეს და თან სულ ესაა?-რიტორიკული კითხვა დავსვი ,რომელზეც პასუხს არ ველოდი,უფრო მეტიც საკუთარ თავში გასარკვევად ვიკითხე...ეს სიტყვები, ზუსტად სიტყვა-სიტყვით ადრეც უთქვამთ ჩემთვის..გაიხსენე ბარბარეე-ვუკიჟინებ საკუთარ თავს
-ნუ გეშნია მე ისევ გიშველი,მაგრამ იცოდე სულ შენთან არ ვიქნები და უფრო ყურადღებით უნდა იყო.-გამაღიზიანებლად გამიღიმა
-ისევ?-ახლა უკვე ნამდვილად ველი ამ კითხვაზე პასუხს,რას ნიშნავს ისევ?
-არაფერი,დაივიწყე.-ხმადაბლა მითხრა
ცოტახანი დუმილი ვარჩიე ვიფიქრე იქნებ ასე მაინც მოვაბა თავი აზრებს-თქო.
შევედით მეტროში,დავსხედით,მე ისევ ვფიქრობ,,,
და აი გამახსენდა...
-გამახსენდა,ვიცი ვინც ხარ,შლაგბაუნი რო მეცემოდა,გამახსენდა მატყუარა ხარ,არანაირი მარშუტკაში ნახვა!მატყუარააა!-ჩვენი საუბრის ისტორიაში უდიდესიიი წინადადება წარმოვთქვი,მაგრამ ამაოდ,მეტროს ხმაურის გამო ვერაფერი გავაგონე და ისეთი სახე მიიღო ღმერთმა ბაბილონის გოდოლის შენებისას ენები რომ არია და ადამიანებს ერთმანეთის რომ არ ესმოდათ,მაშინ რომ ექნებოდათ.
სხვა გზა არ იყო..ახლოს მივიწიე და ყურში ჩავყვირე
-იდიოტოოო,მომატყუე,არანაირი მარშუტკა არ ყოფილა,შლაგბაუნის დაცემას რომ გადამარჩინე მაშნ მნახე პირველად..
ახლა თვითონ მოიწია და ჩემს ხმაზე გაცილებით ნაზი ხმით ,რა თქმა უნდა,ცინიკურად მიპასუხა:
-არ მითხრა რომ მართლა დაიჯერე მარშუტკაშ გაცნობის ამბავი-უცებ ჩაამთავრა წინადადება და ხმამაღალი სიცილი დაიწყო...
ვერ წარმოიდგენთ როგორ შემრცხვა,უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ...
-5 საათი მაინც სად ჯანდაბიდან იცოდი?-ამის თქმა მაინც მოვახერხე
-გეპეი ადამიანურ ურთიერთობებზე დამყარებული სოციუმია...შენც თუ მოინდომებ ძალიან ჩვეულებრივად შეგიძლია გაიგო ჩემი ცხრილი..
-არასოდეს!-სწერვა სახით შვხედე და ჩემდა საბედნიეროდ ვაჟა-ფშაველამდეც მოვსულვარ.
ჩემთან ერთად გამოვიდა მეტროდან,მე კიბეებისკენ გავედი ის მეორე ხაზზე გადაჯდა...
-რას შვები?-გაკვირვებულად ვკითხე
-რავი სახლში მივდივარ შეენ?-ისევ ირონია.
-ვაჟაზე არ ცხოვრობ?ახლა უკან უნდა წახვიდე?
-არა რა ვაჟა-იცინის-ვიფიქრე ისევ რამე არ დაეცეს თქო და გამოგყევი-დაასრულა თუ არა წინადადება მეტროც მოვიდა-აბა კარგად ხიფათიანო გოგო-მომაძახა,თვალი ჩამიკრა და ელვის სისწრაფით შევარდა მეტროში.მე გაოგნებული ერთ ადგილას გავშეშდი,ვერ მივხვდი რა ხდებოდა ჩემს თავს,ეს ყველაფერი სიზმარი მეგონა,ყოველთვის ვფიქრობდი,რომ ასეთი დამთხვევები თუ სიგიჟეები მხოლოდ ფილმებში ხდებოდა...
ამ შემთხვევითობამ,ზღაპარივით დაწყებულმა ურთიერთობამ ერთმანეთი გვაპოვნინა,ხელები მჭიდროდ ჩაგვაკიდინა ერთურთისთვის...ახლა მე გადასხმიანი უსულგულოდ ვარ დანომრილ ოთახში ის კი არსებობაგამოცლილი კედელს მიყრდნობია და ერთადერთი რამ-ექიმის გამოსვლა და მისგან სასიხარულო ინფორმაციის გაგება უნდა...
საოპერაციოს კარის ხმა გავიგე თუ არა,ვათოს წამოხტომაც დავინახე...გადასხმა მოვიგლიჯე და საჩქაროდ გავვარდი დერეფანში სადაც სასიხარულო ინფორმაცია მინდოდა გამეგო..
-რა ხდება,რამე მითხარით-ეუბნება გაფითრებული ვათო ექიმს
-მდგომარეობა სტაბილურია,პაციენტი გონს არ მოსულა,3ოპერაცია გაუკეთდა...ახლა ხელახლი ტომოგრაფიაა საჭირო და შემდეგ ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ...თქვენ ვინ ბრძანდებით პაციენტის?-კითხულობს თეთრალათიანი,რომელსაც სახეზე აწერია დაღლილობაცა და უიმედობაც.
-ძმაა,მისი ძმა ვარ-აღელვებული ხმით მიუგო ვათომ და განაგრძო-მე რა გავაკეთო,რა შემიძლია გავაკეთო?!
ვათო და ექიმი ოდნავ მოშორებით დგანან ჩემგან მე კედელს ვარ მიყრდნობილი,ვგრძნობ,ერთი ნამიჟიც რომ გადავდგა პირქვე დავემხობი...
-თქვენ ვერაფერს გააკეთებთ,მოვლენების განვითარებას დაელოდეთ...კარგად არ გამოიყურებით,უმჯობესი იქნება სახლში თუ წაბრძანდებით ცოტა ხნით მაინც და დაისვენებთ-დაასრულა ექიმმა და გაეცალა ტერიტორიას.
ვათოს არც სიხარული ეწერა სახეზე და არც სასოწარკვეთა.არ იცოდა რა უნდა ექნა.უკან გამოიხედა და დამინახა თუ არა ჩემკენ გამოქანდა
-აქ რა გინდა?უნდა იწვე,ექიმმა ანალიზები აგიღო,სანამ პასუხებს არ ვნახავთ და არ დავრწმუნდებით,რომ გულისწასვლა მხოლოდ ნერვიულობის ბრალი იყო მანამ უნდა იწვესო,გადასხმაც დაგიყენა...
თავი ჩავღუნე,ხმას ვერ ვიღებდი.გულწრფელად მინდოდა ლაპარაკი,მაგრამ არ შემეძლო,ძალა არ მქონდა.ლაპარაკის გარდა ჩახუტებაც მინდოდა,მინდოდა ჩემი გაქვავებული ხელი მის ხელებში მოქცეულიყო და ისევ დაეწყო სისხლს მოძრაობა.
-გოგო შედი მეთქი პალატაში-წინ მედგა და მკაცრი ტონით მეუბნებოდა.
ამის შემდეგ არაფერი მახსოვს.
ისევ პალატაში გავიღვიძე,ვათოს ხელი ჩემს მუცელზე უდევს,თავი ჩემს საწოლზე.
მის ხელს ჩემი ხელი დავადე თუ არა თავი ინსტინქტურად ასწია.
-გტკივა რამე?-თბილად მითხრა,თითქოს არაფერი მომხდარა,თითქოს ყველაფერი მაპატია.
-რა დროს ჩემი ტკივილია,მიშოს გადაუღეს ტომოგრაფია?-ძლივს დავასრულე წინადადება.
-მიშო კარგად იქნება.-თქვა წინადადება.რომლისაც თავადაც არ ჯეროდა
-დედას და მამას რა უთხარი?
-იციან ყველაფერი,გზაში არიან-მითხრა და თავი მუცელზე დამადო.
რამოდენიმეწამიანი დუმილი ისევ მე დავარღვიე.
-რატომ იქცევი,ისე თითქოს არაფერი დამიშავებია,რატო მექცევი ასე თბილად,მერე ერთ მშვენიერ დღეს რომ აორთქლდე ჩემი ცხოვრებიდან და ასმაგად რომ მატკინო გული?-ხელი მოვკიდე თავზე და ვეცადე მიმეხვედრებინა,რომ აეწია.
-არის რაღაც რაც არ იცი..-მითხრა ხმადაბლა და ხელი მუცელზე დამადო
ეს ყველაფერი საეჭვო იყო,ერთი წამით გავივლე რაღაც,მაგრამ ისევე უარვყავი,გამორიცხულია,გეჩვენება-მეთქი ვუთხარი საკუთარ თავს და გაკვირვებული მზერა მივაბყარი ვათოს.
-ხომ გეუბნებოდი სასწაული მოხდება-მეთქი-მითხრა და მისი ცრემლიანი თვალების ზემოქმედების ქვეშ მოვექეცი,ყველა ნამიოკს ერთი პასუხისკენ მივყავდი,მაგრამ თითქოს ამ პასუხს გავურბოდი.
-ვათო,შეგიძლია ნორმალურად ამიხსნა რა ხდება?
-შენი ანალიზების პასუხი გვიმტკიცებს,რომ უფალს იმაზე მეტად ვუყვარვართ,ვიდრე მე და შენ გვგონია,გვამცნობს,რომ უფალმა ამ განსაცდელის ჟამს უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭა.შენი ანალიზების პასუხით უფალი გვეუბნება მე ყოველთვის თქვენთან ვარ,ჩემი იმედი არასოდეს დაკარგოთო...-ცრემლები ღაპა-ღუპით მომდის,ყველაფერი დღესავით ნათელია...ჩემს ცრემლებს ჩავისი აკანკალებული თთებით დაუხვდა და განაგრძო-ბარბარე,კიდევ ერთი შვილი გვეყოლება!-თვალებში მიყურებს-წარმოგიდგენია?!-ბოლოს დასძინა,ოდნავ წამომაყენა და გულში ჩამიკრა.
-ბავშვის გამო მპატიობ?-მის ჩახუტებას გულგრილად ვუპასუხე.
-ეს არის ახლა შენი ერთადერთი კითხვა?არ გიხარია?სხვა არაფერი გაქვს სათქმელი?მართლა ვერ გცობ,ბარბარე...წარმოიდგინე სასწაული ხდება ჩვენს თავს...გვითხრეს ბავშვი აღარ გეყოლებათო,რა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ ბარბარე...ახლა სასწაულის მომსწრენი ვართ და შენი ერთადერთი სადარდებელი ესაა?-გაბრაზებული ტონით მომახალა.
-ჯოჯოხეთს ახლა გავდივართ ვათო...მიშოს მდგომარეობა ისეთია,რომ მის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ ექიმები და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია.მიხარია,რომ სასწაული მოხდა,მიხარა რომ კიდევ ერთი შვილი გვეოლება.მაგრამ მიშოს თუ რამე დაემართა მე ვერ ვიცოცხლებ...ვისუნთქებ,მაგრამ ვერ ვიცოცხლებ,არ გესმის?!დედას და მამას რა ვუთხრა ახლა რომ მოვლენ...თვალებში ჩავხედო ორივეს და მათი დაწყნარება დავიწყო?ისე მოვიქცე თითქოს არანაირი წვლილი არ მიმიძღვის მათი შვილი სიკვდილს რომ ებრძვის?როგორ შეგიძლია ასე მომექცე მას შემდეგ რაც გავაკეთე?
-ისე ნუ გამოგყავს თითქოს შენ დაჭერი ჩემი ძმა,მთელს პასუხისმგებლობას შნს თავზე ნუ იღებ...ვიცი შეცდომა დაუშვი...ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ ყველაფერზე და სე მგონია შენს ადგილად რომ ვყოფილიყავი,შეიძლება მეც შენსავით მოვქცეულიყავი...ბავშვის გამო კი არა ჩემი შენდამი სიყვარულის გამო გაპატიე,იმის გამო რომ შენს გარეშე ეს რამოდენიმე საათი ორმაგი ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის,იმიტომ გაპატიე რომ ვიცი მიშოს შენს ძმად აღიქვამ,ვიცი როგორ გიყვარს,ვიცი რომ ჩემსავით ნერვიულობ მასზე....-ყვირილით მესაუბრებოდა
-ვათო,დედას და მამას რა ვუთხრათ?-ძალიან ხმადაბლა ვუპასუხე..
-დედაჩემი და მამაჩემი ყველაფერს გაიგებენ აწონ-დაწონიან და არაფერი მოხდება.ახლა ყველასთვის მიშოს კარგად ყოფნაა მთავარი...-მომიახლოვდა ისევ მუცელზე დამადო ხელი ,შემომხედა და მითხრა-ესაა ჩვენი მხსნელი...
-ლიტა წამოვიყვანოთ ნინასგან,დაღამდა უკვე.
-შენ აქედან ფეხს არ მოიცვლი,ნინასაც ველაპარაკე და ლიტასაც...იქ დარჩება ამაღამ ლიტა.
-როგორ შეგიძლია ყვლაფერზე ერთდროულად იფიქრო?როგორ შეგიძლია ყველას აქცევდე ყურადღებას?-ტირილისაგან ჩაწითლებული და სიყვარულით გაჟღენთილი თვალები მივაბყარი.
-მიშოს ექიმს ვნახავ და მოვალ,არ მოიწყინო,და შეეშვი ცუდზე ფიქრს.-შუბლზე მაკოცა და გავიდა.
-სად არის ჩემი შვილი?მანახეთ!-მესმის ქალის სასოწარკვეთილი ხმა-ხელს ჩავკიდებ,შუბლზე ვაკოცებ და გონს მოვა...პატარაობაში სულ ასე იყო,რამე რომ სტკიოდა ერთს ვაკოცებდი და გამიარაო მეუბნებოდა,ახლაც გაუვლის!მე მისი დედა ვარ!ჩემი ერთი ცრემლი რომ დაეწვეთოს მის ჭრილობას ვერ გამიმეტებს ტანჯვისთვის და თვალებს გაახელს,როგორ არ გესმით?!უნდა ვნახო ჩემი შვილი!
-დოდო,გაჩერდი,ღმერთი არა გწამს?!არ შეისვლება თვარა რას გვერჩიან ამხელა ტანჯვისთვის რომ გაგვიმეტონ?-აწყნარებს კაცი.
-არ შეისვლებაო?არ შემესვლება,მე?მის დედას?ასე უთხარი,თუ ჩემი შვილის მორჩენა მართლა უნდათ შემიშვან და მომცენ უფლება ხელი ჩავკიდო,მომცენ ნება შევახსენო აქ რომ ველოდებით და ვერსად ვერ წავა!-გაჰკივის ქალი.ორიოდ წამში განაგრძო-ან რას ვბჟუტურობთ,ვის ვკითხო ახლა მე ჩემს შვილს ვნახავ თუ არა.-გამოჰგლიჯა ხელი ქმარს,ორივე ხელით ექიმს მიეშურა,კედელზე მიენარცხა და შვილთან შევარდა.
ყველაფერი ნათელია...ქალი,რომელიც შვილის სანახავად ყველაფერზეა წამსვლელი დედაა,კაცი,რომელსაც გული დასიებია დარდისგან და მაინც მოთმინებით ელოდება განაჩენს-მამა.
გული ამოვარდნას მქონდა,ადგომა მინდოდა,დედასთან გასვლა,მისი ჩახუტება ,პატიების თხოვნა და ნუგეში მინდოდა.ვერაფრით მოვახერხე თავი ამეწია.
ექიმმა დედა გამოიყვანა რეამინაციიდან და დაემუქრა,თუ კიდევ ერთხელ გაბედავდა მსგავს რამეს საავადმყოფოში შემოსვლა აეკრძალებოდა.ამასობაში ვათოც მოვიდა.ამოირბინა კიბეებზე,დედასა და მამას გადაეხვია და თანაგრძნობთ სავსე თვალები მიაპყრო მათ.
-სად იყავი,შვილო?
-ლიტასთან ვიყავი დედა.
-ბარბარე სად არის?
ვათომ თვალით ჩემი პალატისკენ ანიშნა.დედა ინსტინქტურად გამოქანდა,მამაც უკან მოჰყვა.
-ვაი,შვილო,შენ რაღა მოგივიდა,ეს რა ხდება ჩვენს თავს-შეშფოთებული სახით შემომხედა დედამ.
-წნევა დამივარდა უცებ და გადასხმა დამიყენეს ,საშიში არაფერია,დედა-ვუთხარი და წამოვჯექი,მინდოდა გადავხვეოდი და ოდნავ მაინც გამელღო მისი ხავსმოკიდებული გული.
-ბარბარე ორსულადაა-ახალა ვათომ დედასა და მამას.
-ახლა ამის დროა?-უკმაყოფილო თვალები მივაბყარი.
-თქვენ შემოგევლეთ,თქვენი ღიმილი მაინც დაინახოს ჩემმა თვალებმა-ცრემლები წასკდა დედას -ზუსტადაც რომ ახლაა შვილო ამის დრო,ზუსტად ახლა-მუცელზე ხელი დამადო,თვალებში შემომხედა და მოსიყვარულე დედის ხმით მომიგო.
მამამ თვალები მოისრისა და ფანჯარაში გაიხედა,ხმა არ ამოუღია.
მივხვდი,მათ არაფერი იცოდნენ,არ იცოდნენ ჩემი წვლილიც რომ იყო ჩვენს უბედურებაში.
-ვათო,ლიტა ვისთანაა?-ძლივს ამოვღერღე.
-ლაშასთან და ნათიასთანაა,ერთობა ბავშვებთან,ლიტაზე ნუ იდარდებ-მომიახლოვდა და მშვიდად მითხრა
-ლიტა უნდა ვნახო
-ახლა არა ბარბარე,რომ გაგწერენ ნახავ.
-არა,ახლა უნდა ვნახო.ან აქ მომიყვანე,ან თვითონ წავალ.
-იმდენად ეგოისტი ხარ,რომ მთავარია შენი სურვილი აისრულო თორე ლიტა რა ფსიქოლოგიურ სტრესს მიიღებს აქ რომ დაგინახავს მაგაზე არ ფიქრობ ხომ?-ზედმეტად აგდებული ტონით მმითხრა ვათომ.
დედა და მამა პალატიდან გავიდნენ,იფიქრეს ცოლ-ქმარს სალაპარაქო აქვსო და მარტო დაგვტოვეს.
-ბავშვს არ მომიყვან?-გადაჭრით ვკითხე,თითქოს გულთან ახლოსაც კი არ მიმიტანია საყვარელი კაცისგან ასეთი დამოკიდებულება.
-არა,არ მოგიყვან.გაგწერენ და ნახავ-მომახალა.
ამ სიტყვების გაგონება,გადასხმის ვენიდან გამოგლეჯა და წამოდომა ერთი იყო.
-რას შვები?გაგიჟდი?-დაიღრიალა ვათომ
-შენთვის საინტერესოს არაფერს.-ფეხზე ჩავიცვი და ადგომა დავაპირე,ვათომ ხელი მომკიდა და ისევ საწოლზე დამსვა.
-ბარბარე,მოისვენე!-დამიყვირა.
-ხელი გამიშვი და გამეცალე!-ისევ ვდგები.ვგრძნობ,რომ წაქცევამდე ცოტა მაკლია,ძალიან ცოტა.
-აქედან ვერსად ვერ გახვალ-ვათო კარებთან დადგა.
-ვათო მანქანის გასაღები მომეცი და გამეცალე!
-რა გასაღები გოგო,ბარბაცებ,ხედავ?ბარბაცებ!
-მაშინ შენ წამიყვანე-მივხვდი,წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი,მართალი იყო,მანქანის დაქოქვის ძალაც არ მქონდა.
-ბარბარე არ შემიძლია ,არ მოგვცემენ აქედან გასვლის ნებას,არ გესმის?ცუდად ხარ!-ხელი ბდაადო ჩემს ათრთოლებულ ხელს და ცდილობს ადამიანურად ამიხსნას სიტუაცია.
-როდიდან მოქმედებ სხვისი ნებართვით?
-ახლა საქმე შენ და ჩვენს შვილს გეხებათ
-ვათო,ან წამიყვან ლიტასთან და ან აქეთ მომიყვან.სხვა არაფერი არ მაინტერესებს!
-კარგი,მოგიყვან,ახლა დაწექი.-ზედელედ მითხრა
-არა,არ მომიყვან!
-რა გინდა ბარბარე?გადაწყვიტე ბოლო-ბოლო!გეუბნები მოგიყვან-მეთქი და ჩხუბობ,არ მოგიყვან-მეთქი და გარბიხარ.რა გინდა,რაა!
-დამპირდი რომ მომიყვან-ძლივს დავასრულე წინადადება,ცრემლები ბურთებივით მეჩხირებოდა ყელში.ვათოს მოვეხვიე და გავიმეორე-დამპირდი,რომ ლიტას უნახავად არ მოვკვდები...
-რას ბოდიალობ,გოგო,რას?!-ხმამაღლა დაწყებული წინადადება თბილი ტონით დაასრულა,საწოლამდე მიმიყვანა,გვერდით მომიჯდა და ჩამჩურჩულა.-შეუძლებელს შევძლებ და ხვალინდელი დღე,დღევანდელისგან განსხვავებით,მზიანი იქნება!
მიშოს ექიმი შემოვიდა პალოატაში,მომიკითხა და ვათოს მიუბრუნდა.
-ვათო თქვენს ძმას სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლის გადასხმა და გამომდინარე იქიდან რომ ძალიან იშვიათი სისხლის ჯგუფი აქვს,ჩვენ არ მოგვეპოვება სისხლის ბანკში.ახლავე უნდა დავიწყოთ მოძიება.
-მდგომარეობა გართულდა?რომელი ჯგუფის სისხლი აქვს?-მიაყარა ვათომ.
-თუ დღესვე ვერ ვიპოვით მეოთხე ჯგიფის სისხლს სიტუაცია საგრძნობლად გართულდება.
-მეოთხე ჯგუფი?მე მაქვს მეოთხე ჯგუფის სისხლი!მე გადავუსხამ-დავიყვირე და განვაგრძე-ვათო,ხელი მომკიდე ავდგები,ახლავე გადავუსხათ,ახლავე-ვერ წარმოიდგენთ როგორი გრძნობაა როცა შეცდომის გაოსწორების შანსი გეძლევა,როცა ადამიანს სასიცოცხლოდ სჭირდებ,თან იმ ადამიანს ვისი ამ მდგომარეობაში ყოფნაც,ნაწილობრივ შენს კისერზეცაა.
-გამორიცხულია!თქვენ ორსულად ხართ!თან ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და ძალიან საშიში-გულგრილად მიპასუხა თეთრხალათიანმა.
-რას ნიშნავს ბავშვის მდგომარეობა საშიშია?!-ერთხმად აღმოგვხდა ორივეს
-მოიცა,თქვენ რა,არაფერი იცით?ექიმი არ შემოსულა თქვენთან?
-არავინ შემოსულა,რა ხდება?-მკაცრი ტონით მოუჭრა ვათომ
-უცნაურია,ახლავე დავუძახებ თქვენს ექიმს,ის უკეთ აგიხსნით ყველაფერს-გვითხრა და გავიდა ოთახიდან.არც კი დალოდებია ჩვენს პასუხს.თითქოს ერთი სული ჰქონდა აქედან როდის გააღწევდა.
ორიოდე წუთში შემოვიდა მეორე თეთრხალათიანი,რომელსაც ორივე ხელში თეთრი ფურცლები ებყრა,თეთრი ფურცლები,რომლებსაც კარგად ალესილ ხმლად აღვიქვამდი,ერთადერთი ფარი კი ვათო იყო,მრავალბრძოლაგამოვლილი ფარი,რომელსაც ჩემს სიცოცხლეს ყოველ მზეზგარეშე ვანდობდი.
-გამარჯობა,თავს როგორ გრძნობთ?-თანაგრძნობით გამომხედა მსუბუქი მაკიაჟით გალამაზებულმა ექიმმა.
-ჩემს შვილს რა სჭირს?-მივახალე.
ქალმა დაიწყო მაღალფარდოვანი საუბარი,სადაც მხოლოდ ნაცვალსახელებს ვიგებდით.მიხვდა,ვერაფერი ვერ გავიგეთ მე და ვათომ და განაგრძო-თქვენს ენაზე რომ ვთქვა,ეს ბავშვი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას და სანამ გვიან არ არის აბორტი უნდა გაიკეთოთ.
-გამორიცხულია!-ხმამაღლა დავიყვირე სიტყვა აბორტის გაგონებაზე
-ბარბარე დააცადე,ნორმალურად აგვიხსნას -მომიჭრა ვათომ
-რომც არ მოიშოროთ ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შანსი ძალიან მცირეა.
მე და ვათომ ერთმანეთს გადავხედეთ. მის თვალებში მორიგი იმედგაცრუება ვიგრძენი.ამასობაში დედა და მამა შემოვიდნენ ოთახში
-რა ხდება შვილო?-მოგვიგო დედამ
-ყველა ვარიანტი დაწვრილებით ამიხსენით დაჟინებით მოსთხოვა ვათომ ექიმს,
-იმ შემთხვევაში თუ ბავშვს არ მოიშორებს თქვენი მეუღლე,ყველაზე კარგ შემთხვევაში ბავშვი ინვალიდი დაიბადება,ყველაზე ცუდში კი დედა-შვილს ერთად დავკარგავთ,თუმცა მეორე ვარიანტის ალბათობა პირველისაზე საგრძნობლად დიდია.ამიტომ,როგორც ექიმი,ვალდებილი ვარ გითხრათ რომ ამ შემთხვევაში ბავშვის მოშრება ყველაზე კარგი ვარიანტია-დაასრულმა თეთრხალათიანმა,რომელიც ბავშვის მოშორებაზე ისე საუბრობდა თითქოს შოკოლადს მთავაზობდა...
-საკუთარი შვილი მოვკლა?და ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი?უცნაურია,სულ ორიოდ თვის წინ ექიმები მეუბნებოდნენ რომ მეორედ ვეღარ დავორსულდებოდი,ახლა კი,როგორც ხედავთ ფეხმძიმედ ვარ.ახლა მეუბნებით რომ ბავში ან ივნალიი დაიბადება,ან საერთოდ არ დაიბადება,ან ორივე ერთად მოვკვდებით ან..ან...ან...-ნელ-ნელა ხმა მიკანკალებს,მახსენდება რა გადავიტანე ექიმების დაუდევრობის გამო და ამ საავადმყოფოდან გავარდნა მინდება,მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და განვაგრძე-ნათელმხილველივით ორჭოფობთ ექიმები....იცოდეთ,9თვეში,არცკი,მე ბავშვს გავაჩენ,სრულიად ჯანმრთელს,გაგიკვირდებათ და არც მე მოვკვდები...ახლა კი დაუძახეთ მიშოს ექიმს, სისხლი გადაუსხას თავის პაციენტს-ვიგრძენი, ოთახში მყოფი ოთხი ადამიანის გაოგნებული მზერიდან ოთხივე მე მეკუთვნოდა..
-რა სისხლის გადასხმაზე მესაუბრებით..მე სხვის ჩადენილ შეცდომაზე პასუხს არ ვაგებ და იმის გამო რომ ვიღაცამ გითხრათ რომ ვერ დაფეხმძიმდებოდით და შეცდა მე არ ვიმსახურებ თქვენს უნდობლობას.მე გაგაფრთხილეთ,დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია.რა შეეხება სისხლის გადასხმას,ამას საკუთარ თავზე არც მე და არც ბატონი კოტე არ ავიღებთ.-მკაცრად შემომხედა ქალმა
-მე ვიღებ ჩემს თავზე,მე ვაგებ საკუთარ სიცოცხლეზე პასუხს.გაამზადეთ საბუთი,სადაც პასუხისმგებლობას იხსნით და სრულ პასუხისმგებლობას ვკისრულობ საკუთარ თავზე,ხელს მოვაწერ და სისხლს გადაუსხამთ მიშოს,სულ ესაა.ოღონდ რაც შეიძლება მალე!
-ჯერ ნურაფერს ნუ მოიმოქმედებთ,დავილაპარაკებთ და გადაწყვეტილებას შეგატყობინებთ-უთხრა ვათომ ექიმს და გაისტუმრა.
-თუ ღმერთი გწამს არ მითხრა რომ ამაზე ფიქრს აპირებ-ნერვული სიცილი ამიტყდა.
-მიშოს შენ უნდა გადაუსხა სისხლი?ასეთ მდგომარეობაში?-შეშფოთებულმა მამამ ხმა ამოიღო.
-არავითარ შემთხვევაში,ცას და დედამიწას შევძრავ და ჩემი შვილისთვის დონორს ვიპოვი,ერთ შვილს მეორის გადასარჩენად ვერ გავწირავ-მკაცრი ტონით თქვა დედამ.



№1  offline წევრი ჭირვეული

ასეთ სიყვარულს ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია, მჯერა!!!

 


№2  offline წევრი ვინსენტ

GentleWoman
ასეთ სიყვარულს ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია, მჯერა!!!

ვნახოთ რა იქნება...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent