შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი "გუშინად" დარჩა (ნაწილი I)


29-12-2018, 10:41
ავტორი Painter
ნანახია 7 657

შეუწყვეტლივ ისმოდა ტელეფონზე მესიჯის ხმები, თვალ მოჭუტული შესცქეროდა ახალ მოსულ წერილებს და მერე გაახასენდა თავისი დაბადების დღე. მომაბეზრებლად აიქნია ტელეფონი და ისევ ბალიშში ჩარგო სახეს. მთელმა წელმა გაუარა თვალწინ, ყველა ტკივილმა. განსაკუთრებით წინა დაბადების დღის შემდგომმა დღეებმა. ლოგინიდან ზლაზვნით ადგა, სააბაზანოში შევიდა, იქიდან კი უკვე მოწესრიგებული დაბრუნდა საძინებელში. არავინ ეხმიანებოდა და ძალიან უკვირდა. მთელი დღე ფილმების ყურებაში გაატარა, შვიდი საათისკენ ისევ დასაძინებლად წავიდა.
-გილოცაავ! -ოთახში ყვირილით შევიდა სალი და დაქალს თავზე დაახტა
-აუ მეღადავები? დამაძინე რა! -ნახევრად ძილბურანში მყოფმა ამოიბურტყუნა ელენემ.
-ღამის ცხრა საათია! ამ დროს ძილი ვის გაუგია?!
-ჩემ თავს გაფიცებ ნუ დამყვირი თავზე რაა.
-ადექი მალე, კლუბში წავიდეთ, ისედაც რამდენი ხანია არ ვყოფილვართ, ავღნიშნოთ 11 ივლისი.
-მეზარება ყველანაირი გართობა.
-გოგო ცხრამეტი წლის გახდი, თან ერთი წელი გავიდა შენი დამოუკიდებლობიდან. -დასჩხაოდა თავზე. იმდენი ელაპარაკა ბოლს მაინც დაითანხმა.
-კაბას არ ჩავიცმევ! -კატეგორიულად გამოუცხადა, მაღალწელიანი შორტი და თეთრი ტოპი ჩაიცვა, თეთრ კეტებთან ერთად. ტელეფონს დახედა, ისეთი ხალხი ულოცავდა ვისაც არც კი იცნობდა, მხოლოდ იმის მესიჯი არ ჩანდა ვისსასაც ელოდა. ერთი მადლობა დაწერა და ყველას გადაუ“ფორვარდ”-ა.
-არ მოულოცავს ხო? -ჩაეკითხა ბერიძე.
-ვის?
-კარგი რა ელ თავს ნუ იშტერებ. -გვერძე მიუჯდა და თავი მხარზე დაადო.
-არცერთს არ მოულოცია, დედაჩემი და მამაჩემი დავი*იდოთ მაგრამ გიო? დას არ უნდა მიულოცოს? -ცრემლები გადმოსცვივდა.
-ერთი წელი გავიდა, მგონი უტყდება მოლოცვა. მიხვდა ალბათ დანაშაულს და სცხვენია.
-ეჰჰ. -თავი ჩახარა. -კაი დაი*იდე, იკა და ბავშვები სად არიან.
-არ იცი შენ?
-რა?
-ბათუმში წავიდნენ ორი დღის წინ, იკას ახალ გოგოსთან ერთად. -გაიცინა სალიმ.
-სამ დღიან გოგოში გამცვალეს? ჩამოვიდეს ჯანჯღავა, ნახოს რას ვუზავ. -გაიცინა და გასასვლელისკენ წავიდა.
-რას უზავ ერთი? რომ დაინახავ ეგრევე მოგთაფლავს ისეთებს გეტყვის.
-კაი სად მივდივართ?
-რავი თუ გინდა “გალერი”-ში წავიდეთ. -მხრები აიჩეჩა ბერიძემ.
-არა რა. -ჩაიცინა მაჩაბელმა. -წინაზე რომ ვიყავით იმდენმა მომკიდა უკანალზე ხელი რო რავი.
-აუ ბაზარიარაა, მეეც. -სიცილი აუტყდა ორივეს. -მაშინ პროსტა გავიაროთ და მერე მოვიფიქროთ რამე. აუ რუსთაველზე უნდა გავსულიყავი მეგის უნდა მოეცა ჩემი საათი და წამო გავიდეთ რა.
-ღადაოობ? ვაკიდან იქ გავიდეთ?
-გთხოვ.
-კარგი ხო. -ტაქსით წავიდნენ, მეგიც ნახეს და ფეხით გასეირნება გადაწყვიტეს თავისუფლებისკენ. -აუ მეტროსთან რომ ნაყინია ის ვჭამოთ რა.
-კაი. -პადრუშკი გაუყარა ელეს და რაღაც სასაცილო ამბების მოყოლა დაუწყო თავის კურსელებზე. შორიდან სიმღერის ხმა გაიგეს, სალიმ მალევე მოჰკრა თვალი სამ ბიჭს. გარს ხალხი ეხვიათ და ვიდეოებს უღებდნენ. -ვაიმეე ეს ისინი არიან გოგოო! -უცებ შეჰყვირა ბერიძემ.
-ვინები ქალო, გამიხეთქე გული.
-საბა, დემეტრე და გიგი. ყველაზე სიმპატიურები და გაჩითულები უნივერსიტეტში.
-შენ დებილი ხოარხარ? საიდან იცი გაფიცებ? -თვალები გადაატრიალა მაჩაბელმა.
-დებილი მე ვარ თუ შენ? ესენი როგორ არ იცი? -მხარზე მიჰკრა ხელი სალიმ. -წელს დაამთავრეს, იმენა ყველა მაგათ მისტიროდა.
-არ ვიცი და რა ვქნა?!
-ეგ იმის ბრალია უნიში არავისკენ რომ არ იხედები.
-ვინც მელაპარაკება იმას ხომ ვესაუბრები. მითუმეტეს რა მინდოდა პირველკურსელს მეოთხეკურსელთან? -მობეზრებულად ჩაიქნია ხელი. ბიჭებს რომ მიუახლოვდნენ ერთერთმა ქუდი გაუწოდა ელენეს, მანაც ჯიბიდან დაკუჭული ქაღალდი ამოიღო და უდარდელად ჩაუგდო. ორი ნაბიჯი როგორც კი გადადგა მაშინვე გაახსენდა დაკუჭული ასლარიანი. გაკრეჭილი შეტრიალდა ბიჭისკენ, რომელსაც მისნაირად ღიმილი აკვროდა სახეზე.
-შეგეშალა ხო? -გაიცინა და ფულს დახედა.
-კიი! -მანაც გაუცინა. -შეგიძლია დამიბრუნო?
-ნწ...
-სერიოზულად? -თვალები აატრიალა.
-მოიცა რაოო? -საუბარში სალი ჩაერთო. ელენემ გვერძე გაიხედა და შავებში ჩაცმული, გიტარით მჯდომი ბიჭი დაინახა. მიაშტერდა და მისი სახის ნაკვთების შესწავლა დაიწყო. ოდნავ გრძელი შავი თმა, სწორი ცხვირი და გამოკვეთილი სახის ნაკვთები ჰქონდა. ბიჭმა თვალი ჩაუკრა და მაშინვე მოახდინა ელენეს სხეულზე რიაგირება, სუნთქვა შეეკვრა მაჩაბელს.
-სწორედ გაიგე საყვარელო. -ინსტიქტურად ქუდიანისკენ გაიხედა.
-მისმინე სიმპატიურო ბიჭო, -ახლოს მიიწია სალი. -დღეს ჩემს ერთადერთ დაქალს დაბადების დღე აქვს, ხოდა დამიბრუნე ფული რომ მეტი სასმელი შემხვდეს კარგიი? -თვალები აუფახურა და ხელი მხარზე დაადო.
-შენი დაქალი მგონი მკერავს?! -ელენეს შეხედა და თითით ანიშნა სალიზე.
-დაახლოვებით!
-მაპატიე პატარავ მაგრამ არ გამოგივიდა. -ტუჩი გადმოაბრუნა. -ვერ დაგიბრუნებთ მაგრამ თუ გინდათ სასმელზე მე დაგპატიჟებთ!
-კარგი აზრია! -წამოიყვირა სალიმ და ელენესგან ხელზე მწარე ბწკენაც მიიღო.
-მე არ ვფიქრობ რომ კარგი აზრია. ისედაც გვაქვს დასალევას ფული. -ხელი მოკიდა სალის და წასასვლელად უბიძგა, მან კი თვალები დაუბრიალა, “ამ ბიჭთან გართობის შანს ნუ წამართმევ”-ო. -წავიდეთ რა.
-სად გეჩქარება ელენე. -მთელი სხეული დაეჭიმა მაჩაბელს შავთმიანი ბიჭის ხმაზე.
-შენ... ჩემი სახელი საიდან იცი? -გაშტერებული შეჰყურებდა.
-მე დემეტრე, საბა და გიგი. -თავი წარუდგინდა გოგოებს. -რაც შეეხება სახელს, ინტუიცია არ მღალატობს.
-მე სალი.
-აბა წავედით სალიკო? -ხელკავი გამოსდო საბამ.
-სალიკო რა ჯანდაბაა? მეორედ აღარ დამიძახო. -იდაყვი ჰკრა გვერდში.
-სად მივდივართ? -დაინტერესდა ელენე.
-კლუბში. -დემეტრემ თვალმოჭუტულმა შეხედა. ელენეს ეცნობოდა სამივე, მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან. -თქვენ ერთად წადით მე ელენეს წამოვიყვან. -მაშინვე ხელი დაავლო გოგოს. ელენემ გაკვირვებულმა შეხედა მის მკლავზე ჩაბღაუჭებულ ხელს, მერე უკან პიდაღებულ სალის და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა.
-რას აკეთებ? -ხელი გამოსტაცა.
-კლუბში მიმყავხარ გასართობად, საბას მანქანაში ყველა ვერ დავეტევით მე კიდე მარტო წასვლა მეზარება. -თავსაფარი დააფარა მაჩაბელს.
-მოიცა ეს რისთვის... არ არსებობს! -თვალები გაუფართოვდა როცა მოტოზე შემომჯდარი გეგენავა დაინახა. -ამაზე არ დავჯდები როგორც შენი ერთ ერთი ნაშა, მირჩევნია ფეხით წამოვიდე.
-შენ რა იცი რომ გოგოებს ვისვავ? -ცინიკურად ჩაიცინა.
-მაგას რა ცოდნა უნდა, როგორ შეიძლება შენნაირ ბიჭს არავინ ჰყავდეს.
-ნუ ხო ცვეტში ეგრეა. -გაიღიმა. -კაი, შენ იქნები პირველი ვისაც ნაშის პონტში არ შემოვისვავ. მოდი. -თავით ანიშნა რომ დამჯდარიყო.
-არა მეთქი! საბასთან დავჯდები.
-არ მენდობი?
-გიკვირს? ხუთი წუთის გაცნობილ ბიჭს უნდა ვენდო? მითუმეტეს შენნაირს. -ხელებ გადაჯვარედინებული ჩამოუდგა მოტოზე შემომჯდარ ბიჭს.
-ჩემნაირს როგორს?
-ძალიან კარგად ხვდები რასაც ვგულისხმობ. -მზერა აარიდა გეგენავას. -ამაზე არ დავჯდებითქო გითხარი უკვე. -საბას მანქანისკენ წავიდა ცხვირაბზუებული და დაქალს გვერძე მიუჯდა. -თქვენთან ერთად მოვდივარ.
-როგორც გინდა ელენიკო. -ლოყაზე მოჩქმიტა გიგიმ, თან სიგარეტს გაუკიდა. -თქვენ აღარ ეწევით? -გვერძე მიუჯდა მაჩაბელს.
-რაა? -თვალები ჭყიტა სალიმ.
-რაიყო სალიტ? გეგონა ვერავინ გხედავდა? -სარკიდან გახედა საბამ, როგორც კი დემეტრე გვერძე მიუჯდა, მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.
-ჰო. -თავი ჩახარა აწითლებული ლოყების დასამალად.
-მოიცა მართლა ეწეოდი? -აფხუკუნდა ავალიანი. -მე გეღადავებოდით.
-აუ რა ტეხავს.
-სალი იკამ რომ გაიგოს დაგვერხევა. -ჩუმათ ჩასჩურჩულა დაქალს. -ვაბშე რა გვინდა აქ?
-მგონი სახლში მინდა. -საწყლად ახედა დაქალს.
-ჩურჩულიც ტეხავს. -წინიდან გამოსძახა დემეტრემ.
-რაგინდა შე*ემა დაქალები არიან და ჭორაობენ. -გოგოების მხარე დაიჭირა ავალიანმა.
-შენ რა კარგი ტიპიხარ. -გაღიმებულმა გახედა ბერიძემ გიგის.
-ისე ამის მერე რომ იცოდეთ, აღარავის ჩაუხტეთ მანქანაში თუ არ იცნობთ. -თვალი ჩაუკრა გიგიმ.
-ანუ?
-ანუ ის რო ყველა ჩვენნაირი კაი ტიპი არ არის.
-მართალიხარ. ბო*ური საქციელი იყო. -ისევ გადაწითლდა ბერიძე. ბიჭებს სიცილი აუტყდათ მის ნათქვამზე.
-სალიტ რა როჟახარ ტო?
-კაი ნუ გცხვენია გოგო. -ხელები მოაშორებინა სახიდან გიგიმ.
-რატომ არაფერს ამბობ ელენიკო? -სარკიდან გამოხედა ხელაშვილმა.
-მეცნობით, მაგრამ ვერ ვიხსენებ საიდან.
-უნივერსიტეტიდან.
-სხვათაშორის საერთოდ არ შემინიშნიხართ.
-მალე გაიგებ პატარავ. -უკან მიტრიალდა გეგენავა.
-ეგრე აღარ გამიღიმო თორე უკვე გნებდები. -დაეჯღანა მაჩაბელი.
-მაშინ უფრო ხშირად გაგიღიმებ. -ტუჩები გაწელა დემეტრემ. შეუმჩნევლად გადაყლაპა ნერწყვი მაჩაბელმა, მაგრამ მაინც შენიშნა გეგენავამ და ხარხარი მორთო.
-მოკეტე!
-მოვედით. -მაშინვე მანქანიდან გადახტა მაჩაბელი, ზუსტად მაგ დროს ტელეფონზე დაურეკეს. იკას ნომრის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა, რაც დემეტრეს არ გამოჰპარვია. -გისმენ.
-გილოცავ ბარტყო! -მეორე მხრიდან ჩაყვირა ჯანჯღავამ.
-მადლობა. -ხმა დაუთბა.
-რას შვრებით?
-გარეთ ვართ კლუბში უნდა წავიდეთ.
-ვა ვა კარგია, აუ ბოდიში რა რომ ვერ ჩამოვედით. მინდოდა მაგრამ ვერ მოვახერხე...
-ნუ მეაფერისტები, რომ გდომოდა ჩამოხვიდოდი, მაგაზე ხვალე ვილაპარაკოთ სახლში. -გვერძე გაიხედა და შეამჩნია ჩაფიქრებული დემე როგორ უყურებდა.
-კარგი ბარტყო ჭკვიანად იცოდი, არაფერი მიქაროთ. წავედი ეხლა გკოცნი!
-მეც. -მაშინვე გაუთიშა და დემეს თვალებს წააწყდა.
-ვინ იყო? -ჰკითხა სალიმ.
-ვინ იქნებოდა?
-მოიცა აქამდე არ მოულოცია? ხოა საცემი?
-ხვალ მივხედავ მაგას. არ შევიდეთ? -კლუბისკენ შეტრიალდა და სახელის დანახვისას ადგილს მიეყინა. -მეღადავებით? რაღა მაინცდამაინც აქ მომიყვანეთ?! -თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთა ჰაერი. -სხვაგან რომ წავიდეთ არა?
-არა რატო? -გაეღიმა დემეს. -წავედით.
-მე არ მინდა იქ...
-რატომ? -გიგიმ გააწყვეტინა ლაპარაკი, თან სიგარეტს ეწეოდა. -ძველი სანაცნობო და რამე?
-დაახლოვებით.
-ხოდა წავედით. -თქვა დემემ.
-შე*ემა თუ არ უნდა რას აძალებ ტო? -ხელი მიჰკრა გიგიმ.
-კარგი მოვდივარ. -სალიმ ხელი ჩაკიდა დაქალს და თვალებით ანიშნა “მე შენთან ვარ”-ო.
-ვაა ეელ როგორ ხარ? -როგორც კი დაცვამ მაჩაბელი დაინახა მისკენ წამოვიდა ჩასახუტებლად.
-კარგად ნიკუშ შენ?
-ვარ რა. მომენატრე გოგო სად დაგვეკარგე? -ხელები მოჰხვია, რასაც დემეს ჩახველება მოჰყვა.
-მეც მომენატრე. -ნიკა იმის მერე მუშაობდა აქ, რაც ელენეს მამამ ეს კლუბი გახსნა, ძალიან მაღალი და დაკუნთული აღნაგობის დაახლოვებით 40 წლის იქნება. ყოველთვის კარგად ექცეოდა პატარა მაჩაბელს.
-ვინ არის ეს სიმპატიური კაცი არ გამაცნოობ? -წარბები აუთამაშა ბერიძემ დაცვას.
-ეს ნახე რა, ერთი სიმპატიური კაცი არ გეყო და მეორე მოგინდა. -სიცილით უთხრა საბამ.
-შენ თავზე დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს? -დაეჯღანა ქალბატონი.
-როგორ ხარ სალი? -მსუბუქად მოეხვია გოგოს.
-რავი ნიკ, ვარ რა.
-მიდი თქვენ შედით. -ბიჭებს ანიშნა. -ამ ლამაზ გოგოებთან სალაპარაკო მაქვს.
-ამ ლამაზ გოგოებთან ერთად ვართ დღეს. -მათკენ გაიხედა დემემ.
-კარგი მაშინ. სხვა დროს გნახავთ. -ხელი დაუქნია და კლუბში შეუშვა. სხეული დაეძაბა ელენეს. იმ ადგილისკენ წავიდა სადაც მხოლოდ ის ჯდებოდა ხოლმე.
-ამ ადგილას არასდროს ვმჯდარვარ. -სიცილით თქვა გიგიმ და სავარძელში ჩაეშვა.
-რათქმაუნდა ვერ იჯდებოდი, მარტო მე ვიჯექი ხოლმე აქ. -სახე ხელებს შორის მოიქცია და დემეს ჩაფიქრებულ სახეს მიაჩერდა. უყურებდა და ცდილობდა გაეხსენებინა საიდან ეცნობოდა სამივე. -ჯანდაბა თქვენ ხომ გი...
-ელლ... -აზრის წარმოთქმა გააწყვეტინა მისმა საყვარელმა ხმამ. ინსტიქტურად გაიხედა მისკენ და მაშინვე აემღვრა თვალები.
-გამარჯობა! -ჩვეულებრივი ხმით უთხრა.
-როგორ ხარ? -ელენემ ცინიკურად ჩაიცინა და იატაკს მიაშტერდა. გვერძე მიუჯდა გიორგი. მაშინვე სუნთქვა შეეკრა და თავი ძლივს შეიკავა ძმის მკლავებში რომ არ აღმოჩენილიყო.
-კარგად.
-ეს გოგო შენი ვინაა? -ვიღაც გოგო წამოადგა თავზე გიორგის და საყვედურნარევი ხმით დაიწყო ჭყიპინი.
-ჩემი...
-არავინ. -ელენემ თქმა დაასწრო, დიდი მაჩაბელი გაშეშდა. -ჩემი არავინ, უბრალოდ ნაცნობი. შენ არ ინერვიულო. -თვალი ჩაუკრა გოგოს და ფეხზე წამოდგა. თვითონაც ვერ ხვდებოდა საიდან ჰქონდა ამდენი გამბედაობა რომ, მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანზე ეს სიტყვა ეთქვა. -ისე რომ იცოდე გიო, შენ მაგივრად ამას არც მივეკარებოდი. -გოგოზე ანიშნა.
-ელ მოიცადე. -მკლავზე მოჰკიდა ხელი. ყველა გასუსულიყო, ხმამაღალი მუსიკის ხმაშიც კი იგრძნობოდა სიჩუმე.
-რა გინდა გიორგი. -აცრემლიანებულმა შეანათა მწვანე თვალები ძმას, რომელსაც ზუსტად მისნაირი თვალები ჰქონდა.
-ლაპარაკი ელ.
-სალაპარაკო არაფერია.
-მაპატიე.
-ცოტა გვიანი ხომ არ არის იო? -გიორგიმ ინსტიკტურად გაუშვა ხელი როდესაც ეს სახელი გაიგო. “იო” იმ დღიდან ასე ეძახდა ელენე როცა პირველად ხმა ამოიღო. ‘გ’ -ს მაგივრად ‘დ’ -ს ამბობდა. მერე ორივე ასო ჩამოაშორა სახელს. ელენეს ცრემლი გადმოვავრდა თვალიდან. გიორგი ჩასახუტებლად გაიწია მისკენ, მაგრამ ხელი აუწია გაჩერების ნიშნად. -არ გინდა. -შეტრიალდა და წავიდა. გიორგი სავარძელზე დაეშვა, გოგოს შეუღრინა და თავით ანიშნა წასულიყო. მაშინვე მიიღო ძმაკაცისგან გალანძღვა.
-იმენა მაგარი *ლე ხარ. -თავი გააქნია გეგენავამ. -აქ მოგიყვანე და მაინც ხელიდან გაუშვი.
-როდის აქეთ გახდი ასეთი მორცხვი შე*ემა. -ხელი მიჰკრა საბამ.
-შემეშვით რა. -მობეზრებულმა გაიხედა გვერძე და სალის თვალებს წააწყდა. -შენ როგორ ხარ?
-კარგად ვიყავი სანამ ამ იდიოტს გავიცნობდი. -ხელით საბაზე ანიშნა.
-რა დაგიშავე ტო? -სიცილით ჰკითხა ხელაშვილმა.
-რა ტიპებიხართ. -გაეცინა მაჩაბელს. -მგონი მეღირსა და ჩემ პატარა სალოს ვიღაც მოეწონა. -წარბები აათამაშა და ფხუკუნი დაიწყო. სალის ანთებული თვალების დანახვაზე, მოკეტვა გადაწყვიტა
-ჯერ ერთი, ცამეტი წელია იმას გეუბნები სალოს ნუ მეძახითქო და მეორე ამ იდიოტის შეყვარებას მირჩევნია უსიყვარულოდ მოვკვდე. -აქაქანდა უცებ.
-სალოს გარდა სხვა სახელს არ დაგიძახებ რამდენიც არ უნდა მეწუწუნო. -ლოყაზე აკოცა და მონატებულს ძლიერად ჩაეხუტა.
-შენი ძმაკაცებიც შენ გგვანან. -გაიცინა ბერიძემ.
-წავედი მე და ჭკვიანად. -თმები აუჩეჩა. -მიმიხედეთ ამ ქალბატონებს. -ფეხზე წამოდგა მაჩაბელი, დაინახა ბართან მისული და. და რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა და ყველა ქალს ერჩივნა. ვერ მოახერხა მასთან მისვლა ერთი წლის წინ, ვერც ახლა ახერხებდა.
-ოთხი ჭიქა ტეკილა! -ისე უთხრა ბარმენს, ზედაც არ შეუხედავს.
-ელენეე?!
-გოგლიიიკ! -თვალები გაუბრწყინდა. გოგლიკამ ბარს მოუარა და მაშინვე მოიქცია პატარა გოგო თავის მკლავებში.
-დამენახე ერთი. -ხელი ხელზე მოჰკიდა, უკან გასწია და ისე შეათვალიერა. -რამხელა გაზრდილხარ გოგო, თან უფრო გალამაზებულხარ?!
-ოო გოგლიკ ყველა ნახვაზე მაგას მეუბნები. -ხელი ჩაიქნია. -შენ კიდე აქ მუშაოობ? ეკუნა როგორაა? ისევ ერთად ხაართ?
-კიი ელენიკო, ცოლად მოვიყვანე. -სახე გაუბრწყინდა, აბოდებდა ამ წყვილზე.
-სხვაგარად არც შეიძლებოდა! -ჩაეხუტა მაჩაბელი. -ახლა კი დამისხი ტეკილა.
-ტეკილაა?
-ხოო გოგლიკ რაიყო? ისევ ჩვიდმეტი წლის კი არ ვარ!
-უი გილოცავ გოგო დაბადებისდღეს! -კიდევ ერთხელ ჩაეხუტა.
-მადლობა, ოთხი ჭიქა დაასხი. -თავიდან ყოყმანობდა, მაგრამ მერე თვალები დაუბრიალა პატარა მაჩაბელმა და მანაც დაასხა. ერთმანეთის მიყოლებით გადაუშვა სასმელი ყელში. იგრძნო როგორ ჩაწვა შიგნიდან ყველაფერი. დემეტრესკენ გაიხედა, ვიღაც გოგო ეჯდა კალთაში, უცებ წამოდგნენ და სადღაც გავიდნენ. ელენეც ადგა, ხალხს შეერია, ტანი ააყოლა მუსიკას. ცოტახანში ვიღაც ბიჭი დაუდგა წინ.
-ძალიან ლამაზი ხარ იციი? -ხელები წელზე შემოჰხვია.
-კიი ეგ ბევრჯერ უთქვამთ! -გაიცინა. ხელებს მის ზურგზე დაასრიალებდა.
-არ გინდა გავიდეთ?
-არა იყოს.
-დაა*ვიე აქედან! -დაუყვირა დემეტრემ და თვითონ მოჰხვია ხელები წვრილ წელზე. -ვის ეცეკვებოდი იცოდი საერთოდ? -ჰკითხა დაბღვერილმა.
-არაა, არ დავინტერესებულვარ.
-მერე არ იცი რომ ყველას არ უნდა ეცეკვო პატარავ?
-შენ იცი ხოლმე ვის ჟი*ავ?
-რა ძაან დაინტერესებული ხარ ჩემი სექსუალური ცხოვრებით? -გაიცინა, ეს სიცილი უფრო დაცინვას ჰგავდა..
-რა სისულელეა! შენი სიმპატიურობით და სასწაული ღიმილით ვერ მომხიბლავ საყვარელო. -ლოყა გაუწელა.
-ანუ აღიარებ რომ ძალიან სიმპატიური ვარ და სასწაული ღიმილი მაქვს? -გაეღიმა გეგენავას.
-კიი ვაღიარებ მერე რა? რომ მეთქვა მახინჯი ხაარ_თქო დაიჯერებდი? -ვითომ ისეთი არაფერი უთქვია ისე მოაჩვენა თავი.
-წამო სახლში წაგიყვან!
-ისე დიდი სიამოვნებით გაკოცებდი! -ტუჩი მოიკვნიტა, თან თვალი არ მოუშორებია მისი ბაგეებიდან. მერე თვალებში შეხედა, დაბნეული ჩანდა გეგენავა.
-ბო*იშვილივიყო ყველაფერს წარმოვიდგენდი რომ გეთქვა ამის გარდა. -გაიცინა და უფრო მეტად მიიზიდა თავისკენ.
-მე უბრალოდ გითხარი, ეს იმას არ ნიშნავს რომ გაკოცებ.
-მთავარი სურვილია!
-ასე ადვილი არაა! -ყურში ჩასჩურჩულა. ხვდებოდა რომ საკუთარ ქცევებს ვეღარ აკონტროლებდა და დრო იყო დემეტრეს გასცლოდა. -ყველა მეორე ბიჭს არ ვკოცნი.
-ვერც აკოცებ. -ორაზროვნად უთხრა.
-ჩემი წასვლის დროა! -ხელი გააშვებინა და გარეთ გავარდა. უცებ ხელი ჩაავლო ვიღაცამ და თავისკენ შეატრიალა. -აკო?
-როგორ ხარ საყვარელო?
-ხელი გამიშვი! -ზიზღნარევი მზერა მიაპყრო. ეცადა ხელის მოცილება, მაგრამ ვერ შეძლო.-აკო შემეშვი რა გინდაა?
-მომენატრე!
-უკაცრავაად? -წარბები მაღლა ასწია. -შენ ცუდად ხომ არ ხარ? შენი დანახვაც არ მინდა ისე მეზიზღები, მონატრებაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი არაა!
-ელლ წავედით? -უკნიდან დემეს ხმა მოესმა. ყველაზე მეტად ახლა რაც უნდოდა ზუსტად მისი ხმის გაგონება იყო. -რა ხდება? -მათთან მივიდა და ხელი გადაჰხვია მაჩაბელს. აკომ წამსვე უშვა დიდი ტორი.
-დემე? -თვალები დააჭყიტა, ჯერ დემეს შეხედა, მერე მის ხელს რომელიც ელენეზე ჰქონდა გადახვეული.
-რა იყო? -ზიზღნარევი ხმით უთხრა. -გაა*ვავ აქედან თუ?
-მივდივარ! -ცინიკურად გაიცინა.
-კარგი ელ წავედით. -სხვა აღარაფერი უთქვია იმ ამაზრზენი ადამიანისთვი. ელენე უხმოდ ჩასვა მანქანაში, თვითონ კი მძღოლის ადგილი დაიკავა. -სად მივდივართ? -ელენემ მისამართი უკარნახა. მასთან თავს დაცულად გრძნობდა. ვერ ხვდებოდა ამის მიზეზს. “შეიძლება გიოს ძმაკაცი რომ არის ამიტომ”-ო. -აკო შენი ვინ იყო? -ფიქრებიდან დემეტრეს ხმამ გამოიყვანა.
-მისმინე გეგენავა! -ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. -დღეს შენი წყალობით ბევრი ადამიანი ვნახე, ვისი ნახვაც დიდიხანი არ მინდოდა. ჯერ მამაჩემის კლუბში მიმიყვანე და იქ იო... კიარადა გიო ვნახე. მერე აკო. შენ შეიძლება გიოს ძმაკაცი ხარ, მაგრამ არ გაქვს ამის კითხვის უფლება, რადგან გიორგისგან განსხვავებით ჩემთვის არავინ ხარ. -ხმა გაუწყდა.
-ანუ შენთვის არავინ ვარ?
-ჩემი ლაპარაკიდან მხოლოდ ეგ გაიგე?
-ყველაფერი გავიგე, მაგრამ ეგ გამოკვეთილად.
-გასაგებია.
-მიპასუხე.
-მოვედით უკვე. -ამ კითხვისგან თავის არიდებას ცდილობდა. არ იცოდა რა ეპასუხა. მანქანიდა გადახტა და კორპუსისკენ წავიდა. დემემ ხელი ჩაკიდა, თავისკენ შემოატრიალა და ტანზე აიკრა. -გამიშვი! -აფართხალდა, მაგრამ ამაოდ.
-პასუხს ველი. -მკაცრად თქვა.
-არა!
-კარგი. -მაშინვე უშვა ხელი უხეშად. -ადი სახლში. -ცივად უთხრა.
-კარგად დემეტრე.
ხმა არ გაუცია, უბრალოდ შესცქეროდა სახლისკენ მიმავალ პატარა გოგოს. რომელიც თავისი ლამაზი სახის უკან დიდ ტკივილს მალავდა. ვერ მოითმინა და ორ წამში ისევ სხეულზე აიკრა.
-ამას თუ არ გავაკეთებ ადვილად დამივიწყებ, თან ისევ არავინ ვიქნები შენთვის. ეს კი არ მაწყობს.
-რას ბოდ… -სიტყვა არ დაამთავრებინა ისე დაეძგერა მის ბაგეებს. ელენე გაუძალიანდა მაგრამ დემე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ისე ვნებიანად კოცნიდა წამით უცნაური ხმა აღმოხდა პირიდან მაჩაბელს.
-ახლა კი შეგიძლია ახვიდე სახლში. -ნასიამოვნები სახით შეხედა ვნებაარეულ გოგოს.
-ვერ გიტან. -მხოლოდ ეს თქვა და მაშინვე კორპუსისკენ გავარდა. როგორც კი თვალს მიეფარა, დემე მანქანაში ჩაჯდა და ისევ კლუბისკენ წავიდა. ელენეს სიტყვები მაინც გულში ჩარჩა.
მაჩაბელმა სახლში შესვლისთანავე იკას დაურეკა.
-ხო ბარტყო.
-ხვალ ხო ჩამოხვალ? -სევდიანი, გაბრაზებული და ამავდროულად ნასიამოვნები ხმით უთხრა.
-რა გჭირს? მთვრალი ხარ?
-ხვალ მოდი და მოგიყვები. უნდა დავიძინო.
-კარგი გკოცნი.
-მეც. -ტელეფონი ლოგინის მეორე მხარეს მიაგო და ბალიშს ჩაეხუტა. წამითაც ვერ მოიშორა დემეტრეზე ფიქრები. მის შეხებაზე და კოცნაზე. მერე მიხვდა რატომ აკოცა დემემ.
გეგენავამ კლუბამდე მიაღწია. გიოსთან ავიდა ბოლო სართულზე და სასმელი ჩამოისხა.
-სად ნახეთ ეგენი? -მაშინვე ჰკითხა მაჩაბელმა. დემეტრემ კი ყველაფერი დაწვრილებით უამბო. -რა სულელი გოგო მყავს.
-*ლე ხარ იცი? აქამდე როგორ არ მიხვედი? -სიგარეტს მოუკიდა.
-არ დაიწყო ისევ რა. დამნაშავე ვარ, მაგრამ ჩემთვის რომ დაეჯერებინა მაშინ, არაფერი მოხდებოდა. არ შემიძლია ეს საყვარელი და ბუნჩულა ძამიკოს ქცევები და რა გავკეთო ტო?
-შე*ემა იმას ხომ არ გეუბნები მიდი, ჩაკოცნე და ჩაჯმუჯნეთქო. -გაეცინა. -პროსტა ელემენტალურია, იმდღესვე უნდა მისულიყავი და გელაპარაკა.
-ნუ გამიტ*აკეთ რა! რაც იყო იყო. -სასმელი გადაუშვა ყელში და ფანჯარაში გაიხედა. -შენც იცი რომ ყველაზე მეტად მიყვარს.
-ვიცი კი. -ბოლო ნაპასი დაარტყა და საფერფლეში ჩაწვა. -კაროჩე, სიყვარულის რა გითხრა, მაგრამ მაგრად მევასება ელენე.
-შენ ში*ხოარგაქ? -მთელი სერიოზულობით ჰკითხა.
-აუ მაგრად გამიტყდება ეხლა სი*ული ბაზარი რომ დამიწყო. -თვალები გადაატრიალა.
-ჩემი დაა შე*ჩემა და იცი მგონი რა დამოკიდებულება მაქვს მაგის ნებისმიერ შეყვარებულთან. მითუმეტეს საკუთარ თავზე მეტად გიცნობ და ვიცი როგორი დამოკიდებულება გაქვს მსგავს თემებში.
-ატ*აკებ შენ ძმობასვფიცავარ. ელენე სულ სხვა ტიპია და ისე არ ვუყურებ როგორც სხვებს. არასერიოზულად ვერც შევხედავდი, რომც შემეხედა არ გეტყოდი.
-იცოდე გულს თუ ატკენ დავივიწყებ ჩვენს ურთიერთობას. პროსტა შენს გამო რომ იტიროს...
-ტვინი ნუ მომიტ*ანი, ვიცი როგორც უნდა მოვიქცე. იმიტო გითხარი რომ გაფასებ და რამეროიყოს იცოდე.
-ხარაშოო.
ხმა არცერთს აღარ ამოუღიათ. დემეტრე დაბლა ჩავიდა და გულის გადასაყოლებლად ეკოს მიმართა.
………....

უკვე შუადღე იქნებოდა მეგობრები რომ მიადგნენ ელენეს სახლში ბრახუნით. რამის კარები ჩამოუღეს. ლოგინიდან წამოხტა და მაშინვე გაუღო.
-ბარემ კარები ჩამოგეღოთ. -სიცილით თქვა და სამივეს სათითაოდ გადაეხვია. -იკა სადაა?
-მოვა მალე. -ეგრევე შეაჭრა რეზიმ. ბარს შემოუარა, ლუდი და სასუსნაოები პარკებიდან ამოალაგა, ყველაფერი ჯამებში მოათავსა და ბავშვებისკენ წავიდა. ყველა ისე იყო გაშინაურებული ელენეს ბინაში, თითქოს საკუთარ სახლში იქყვნენ. -რას შვრები შენ? -გვერძე მიუჯდა ელენეს და თავზე აკოცა.
-თქვენზე გაბრაზებული ვარ. რატომ არ მითხარით რომ მიდოდით? იქნებ მეც მინდოდა წამოსვლა?
-მე იქ ვიყავი, ნინი, იკა და თავის გოგო დამადგნენ თავზე. ასე რომ ეგ იკას უნდა ჰკითხო.
-შენ რა სახით მოძრაობ? -ინტერესით შეხედა სალის და ჩიფსი გაიქანა პირში.
-შენზე ვარ გაბრაზებული გუშინ რომ მიმაგდე იქ.
-სხვა გზა არ მქონდა გეფიცები. -თავის გამართლებას აპირებდა კარებზე რომ ზარმა დარეკა. გამოაღო თუ არა მაშინვე შეაფრინდა ბიჭს. -იკაა! მომენტრე დეგენერატო.
-მეც მახინჯო. -ხელები მაგრად მოჰხვია.
-ვიღაც გოგოში როგორ გამცვალე?
-რას მეუბნები ტო? შენ არავიში გაგცვლი ხოიცი, პროსტა სიტუაცია მოითხოვდა. -ისედაც აჩეჩილი თმები უარესად აუჩეჩა და ბავშვებისკენ წავიდა. -რა ფორმით მოძრაობ ტო?
-წავალ ჩავიცმევ და მოგიყვებით გუშინდელ ამბებს. -მალე გამოვიდა ოთახიდან და იკას გვერძე მოთავსდა. ყველაფერი დაწვრილებით მოუყნენ ორივემ. იკა დაბღვერილი უსმენდა გოგონების მონაყოლს. ბოლოს იმით დამთავრდა რომ ელენე სახლამდე დემეტრემ მოიყვანა, სალი კი საბამ. ბიჭებთან ერთად არ თქვა კოცნის შესახებ. მაგას ცალკე ეტყოდა გოგოებს.
-არ იცით რომ ბიჭებს მანქანაში ეგრევე არ უნდა ჩაუხტეთ? -თქვა ბოლოს იკამ. -ნუ კი ჩვენები არიან მაგრამ უცხოები რომ ყოფილიყვნენ მერე?
-ოო ჩვენი უნივერსიტეტიდან იყვნენ მერე რა? -აწუწუნდა სალი.
-აუ ისე ის გიგი გამაცანით რა. -სიცილით თქვა ნინიმ.
-არ გაყოლილიყავი შენს ძმას და გაიცნობდი. -ენა გამოყო სიცილით სალიმ.
-ეე ტყუპი დააყენე ეგ ლამაზი ტრა*ი თორე აირტყავ. -თვალი ჩაუკრა იკამ დას.
ბევრი იცინეს და იმხიარლეს საღამომდე. ხუთი საუკეთესო მეგობარი, რომლებიც მეოთხე კლასიდან ერთად იყვნენ და ასევე ოჯახებიც უწყობდნენ ხელს მათ ერთად ყოფნას, დღემდე მეგობრებად შემორჩნენ. ხუთივე განსხვავდებოდა მდიდარი ფენის წარმომადგენლებისგან. ყველგან ერთად მიდიოდნენ. თუ ერთ-ერთს მშობლები აძალებდნენ მომაბეზრებელ წვეულებაზე წასვლას, დანარჩენი ოთხიც მიდიოდა, რადგან იმ ერთს მარტო არ მოეწყინა. დასასვენებლადაც ერთად მიდიოდნენ, თუ რომელიმეს არ გაუშვებდნენ, წყნეთში ადიოდნენ და რამდენიმე კვირას იქ ატარებდნენ.
-ქობულეთში ხომ არ გავგაზოთ? -ჩაფიქრებულმა თქვა იკამ.
-ეხლა არ იყავი? -თვალები აატრიალა რეზიმ.
-ერთად შე*ემა. -თავში წამოუთაქა.
-აუ წავიდეთ რა გთხოვთ. შენთან ხო?
-ხო აბა. კარგი მაშინ ხვალ საღამოს წავიდეთ გაწყობთ?
-რათქმაუნდა. ხვალ დილით ჩვენ სამნი მაღაზიებს შემოვივლით. -ნინის და ელენეს შუაში მოექცა სალი და დაქალებს ლოყაზე აკოცა.
-დილით დავრეკავ და ყველაფერს გაამზადებს მაია.
-როგორ მიყვარს ეგ ფუმფულა ქალი თქვენ არ იცით. -გაიცინა რეზიმ და გონებაში უკვე წარმოიდგინა მაიას გემრიელი საჭმელები. მალე დაიშალნენ ყველა. ნინი და სალი ელესთან დარჩნენ.
დილით ერთმანეთზე მიხუტებულ დაქალებს, ყვავივით დააცხრა სალი.
-ადექით თორე ვეჭვიანობ. -დაჰყვიროდა თავზე. -მალეთ რაა ვერაფერს ვეღარ მოვასწრებთ.
-რაიყო გოგო ჩვენზე არაა დამოკიდებული როდის გავალთ სახლიდან? თვითმფრინავზე კი არ ვაგვიანებთ. -თავი წამოყო ნინიმ.
-აეთრიეთ მალე, არ მაინტერესებს. -გადასაფარებელი გადაძრო ორივეს და დაელოდა რეაქციას.
-აუ რა კარგია, მეთქი რატო მცხელოდაა. -ამოიკრუტუნა მაჩაბელმა, რაზეც უარესად მოეშალა ნერვები ბერიძეს.
-აღარ წამოვალ იცოდეთ.
-კარგი ხოო ვდგებით. ყავა გააკეთე რა გთხოვ. -რიგრიგობით შევინენ აბაზანაში. მოწესრიგდნენ, ყავა დალიეს და საშოპინგოდ გავიდნენ. მთელი მაღაზიები შემოიარეს, ყველაფერი იყიდეს რაც სჭირდებოდათ. ბოლოს ტაქსით წამოვიდნენ სახლში. უკვე ექვსი საათი ხდებოდა, გამზადებულები ბარგით ხელში ელენეს სახლთან იდგნენ. ორ წუთში იკას მანქანაც გამოჩნდა.
-აუ ნინჩ ჩემი ბარგიც ჩაალაგე? -მომღიმარი სახით შეხედა ტყუპს.
-აბა რას ვიზავდი. -ლოყაზე აკოცა ძმას და მანქანაში ჩახტა.
-საუკეთესო ხარ.
-ვიცი ძმაო. -გაიცინა და სათვალე მოირგო. გოგოებიც მას მიჰყვნენ. სიმღერების მოსმენით ცდილობდნენ ხუთი საათი როგორმე გაეძლოთ.
უკვე ღამე იყო სახლამდე რომ მიაღწიეს, ყველა დაღლილი იყო მგზავრობით. არაფრის თავი არ ჰქონდათ. თავის ოთახებში შევიდნენ და ნივთების ამოლაგებას შეუდგნენ. არც ერთი არ ჩასულა სავახშმოდ. დაღლილებს ადვილად ჩაეძინათ.
დილით ისევ სალი დაახტა თავზე დაქალებს და ისე გააღვიძა.
-ღმერთო რა დავაშავე ამ ადამიანს რომ გადავეყარე? -ამოიბუზღუნა ელემ.
-ან მე? -თავზე გადაიფარა ნინიმ ბალიში.
-ეგრე ხო? ხარაშოო. -თქვა და კარი გაიხურა.
-მგონი ეწყინა. -თავი წამოწია ჯანჯღავამ და დაქალს მიაჩერდა.
-შანაი არაა. რაღაცას გეგმავს უეჭველი. -ამის თქმა და სალის ოთახში შემოვარდნა ერთი იყო. ხელში წყლით სავსე ბოთლი ეჭირა, გაწუწვას აპირებდა, უცებ რეზიმ წელზე ხელები მოკიდა და ღუტუნი დაუწყო. ელენეს ლოგინზე დაახეთქა, გადაბჟირებულმა სალიმ გოგოებიც აიყოლია სიცილში. თქვენ რაღა გაცინებთ_ო რეზიმ და მათაც დაუწყო ღუტუნი. ბოლოს გოგოებმა მოახერხეს ტაბატაძის დაჭერა. იმდენი იცინეს ვეღარ სუნთქავდნენ.
-რა დღეში ხართ? -ყველა გამოაფხიზლა იკას ხმამ, რომელიც კარებთან ახალგაღვიძებული მხოლოდ ტრუსიკის ამარა იდგა. ისე საყვარლად გამოიყურებოდა ელენე მაშინვე წამოხტა და იკას შეახტა.
-მაგარ დღეშივართ! არ გინდა შემოგვიერთდე? -გაეკრიჭა სალი.
-არა იყოს. -წელზე მოხვია ხელები ელენეს და შუბლზე აკოცა. -მე სხვანაირი ჯგუფურები მიზიდავს.
-წადი შენი! -სიცილით უთხრა მაჩაბელმა და ხელები გააშვებინა.
-კიდევკაი მაგაშიც არ ვგავართ ერთმანეთს. -სიცილით თქვა ნინიმ.
-ტრა*ი დააყენე ტყუპ. -თვალი ჩაუკრა და სააბაზანოში შევიდა.
-მიდი ადექით და გავედით. -ბრძანება გასცა რეზიმ. მალე მოემზადნენ გოგოები, დაბლა ჩავიდნენ და ბიჭებთან ერთად სანაპიროძე გავიდნენ.
-ჭკვიანად იყავით იცოდეთ, მთელი სანაპიროს ცემის ხასიეთზე არ ვარ. -ცხვირზე ჩამოკრა სალის თითი ჯანჯღავამ და ზღვაში შეცურა.
-ელ, სალ შეხედეთ იმათ რა მაგარი ბიჭები არიან! -ოთხი ბიჭისკენ გაახედა დაქალები. რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, თან ბოლო ხმაზე იცინოდნენ. ზურგით იჯდნენ და სახეები არ უჩანდათ.
-ნეტა რა დაუნახე მაგარი? ზურგი? -სიცილი დაიწყო მაჩაბელმა და სალიც აჰყვა. -ოჰოჰოჰო უყურე შენ, რა ლამაზი გოგოები ჰყავთ. -მათთან მისულ გოგოებს შეავლო თვალი, რომლებიც ბიჭებს მაშინვე აეტმასნენ.
-რას გვანან გოგო, სუფთა ცხენები არიან. მეტრა ოთხმოცები იქნებიან. -წარბაწეულმა თქვა ნინიმ. -მე რომ მეტრა სამოცდათორმეტი ვარ არ წავა?
-ნეტა შენ რა. ჩვენნაირები იყვნენ რაღა უჭირთ. -ლოყაზე აკოცა დაქალს ელემ. -წავალ მე “შევცურავ”. -იკასთან მივიდა და მასთან ერთად ცურვა დაიწყო. ეცადა ჩაეყუდებინა მაგრამ ამხელა კაცს ვერაფრით აჯობა.
-ოო ელ! ეგ არ უნდა გექნაა! -წარბებაწეულმა სიცილით შეხედა და ჩქარა გაცურა უკვე გაქცეული ელენესკენ.
-არა გთხოვ! -დაიყვირა ელენემ და ბევრის ყურადღებაც მიიქცია. იკამ ხელი ჩაავლო და სიღრმისკენ წაიყვანა. -იკა გაჩერდი! -ბოლო ხმაზე ყვიროდა მაგრამ მაინც ჩააყვინთა მაჩაბელი. -იკაა მოგკლავ! -ხველებით მიდიოდა ნაპირისკენ. იგრძნო როგორ უყურება რამდენიმე თვალი ერთად. უკან იკაც ამოჰყვა და ხელი გადახვია.
-ასეთი სექსუალური რომ ხარ, მარტომ არ უნდა იტანტალო. ბევრი გიყურებს. -ლოყაზე აკოცა.
-ანუ სექსუალური ვარ? -სიცილით ჰკითხა მაჩაბელმა
-კიი მითუმეტეს შენი ტრა*ი. ბავშვობიდან ეგეთია.
-გარყვნილო! -თავში წამოუთაქა.
-რა გაყვირებდა ქალო? მთელი სანაპირო შენ გიყურებდა.
-შენი იდიოტი ძმის ბრალია. -შეზლონგზე გაწვა.
-შე*ემა წამო ბიჭები ვნახოთ. -მხარზე ხელი მისცხო რეზიმ.
-ვინ ბიჭები? -თვალები ჭყიტა ნინიმ.
-ტყუპ რამდენჯერ გითხრა დააყენე ეგ შენი ლამაზი უკანალითქო.
-რაშუაშია? უბრალოდ დამაინტერესა ვინები არიან. რაც წყალში ერთად იყავით თვალი არ მოუშორებიათ.
-არ მიკვირს. -გაიცინა და რეზისთან ერთად წავიდა.
-ვტფ? -თვალები დააჭყიდა ელენემ. -ვინ გვიყურებდა ცუდად ხო არ ხარ?
-აის მაგარზურგიანი ბიჭები. -სიცილით თქვა სალიმ და შეზლონგზე უკეთ მოთავსდა. აკვირდებოდნენ როგორ მივიდნენ ბიჭები და სათითაოდ გადაკოცნეს ყველა.
-ჯანდაბააა! -წამოიყვირა უცებ ელენემ და სალის ხელი ჩაავლო.
-რა გეტაკა გოგო ხო კარგად ხარ? ასე მალე მიიღე მზის დარტყმა?
-მოკეტე და შეხედე ვინები არიან. -ერთი ხელი ორივე ლოყაზე წაავლო და სახე მიატრიალებინა.
-ამის დედააც! -თვალები დააჭყიტა მოულოდნელობისგან. -აქ რა ჯანდაბა უნდათ?
-ვინ არიან? -დაინტერესდა სამი წუთით გვიან დაბადებილი ტყუპი.
-ისინი გოგო იმ დღეს რომ მოგიყევით. გიო და მაგის ძმაკაცები. ვერ ცნობ გიოს?
-ღადაოობ? ამის დედაც. -სამივე გაშტერებულები იყურებოდნე, თან აკვირდებოდნენ როგორ ხალისიანად ლაპარაკობდნენ ბიჭები. ელენეს და დემეტრეს თვალებიც გადაეყარა ერთმანეთს. ბიჭი თვალს არ აშორებდა. ელენე კი გაშტერებული უყურებდა მის დაკუნთულ სხეულს. დაინახა როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე და ვითომ შეუმჩნევლად თითი პირთან მოისვა ისე რომ მაჩაბელისთვის თვალი არ მოუშორებია. “დორბლი მოიწმინდე”-ო ანიშნა. ელენემ რო გაიაზრა მაშინვე დაკუმა ოდნავ გაღებული პირი და დაბღვერილი, გოგოებისკენ შეტრიალდა.
-იდიოტი. -ჩაილაპარაკა ჩუმად მაგრამ დაქალებმა მაინც გაიგეს. სიცილი აუტყდათ დემეტრეს საქციელზე.
-ისე რო იცოდე მართლა პირდაღებული უყურებდი.
-შენ საბას მიხედე.
-ფუ შენი ეგეც აქაა.
-აბა სად იქნება. ეგ კი არა მე ის უფრო მადარდებს, გიო რო აქაა. -თავი ჩახარა მაჩაბელმა. ხმის ამოუღებლად მიეხუტა სალი დაქალს და ლოყაზე აკოცა. -უი გოგო იმ დეგრადირებულმა რომ მაკოცა არ მითქვია ხო?
-რაა? დემეტრე გეგენავამ? -თვალები დააჭყიტა ნინიმ.
-ხო აბა სხვა ვინ. -თვალები აატრიალა ელენემ. -იმ დღეს არ გითხარით, ვიცოდი იკა გაფსიხდებოდა. მაგას მერე რეზი მიყვებიდა და კაროჩე რა.
-მოდიან! აქეთ მოდიან. -ადგილზე ცქმუტვა დაიწყო სალიმ.
-ჯანდაბა ვინები მოდიან. -არცერთი არ იყურებოდა მათკენ. უნრალოდ იჯდნენ და ლაპრაკობდნენ. ნუ ეს ისე ჩანდა თორე ამას ლაპარაკს ვერ დავარქმევდი.
-გამარჯობათ გოგოებოო. -მიესალმა საბა ყველას და ბოლოს სალიზე შეჩერდა. -ოჰ ქალბატონო სალიტა როგორ ბრძანდებით. -ირონია შეურია.
-სანამ დაგინახავდი უფრო კარგად ვიყავი.
-ხო გეტყობა. რაღაც ძალიან აფორიაქდი ჩემი დანახვისას. -გაიცინა. -ეს უეჭველი შენი დაა. -ნინიზე ანიშნა იკას.
-ხო ჩემზე პატარაა სამი წუთით. -ხელი მოჰხვია და თავზე აკოცა. -ელ დაიწვები. -ჩაფიქრებულ ელენეს მიაშტერდა ჯანჯღავა. დაბნეული და აფორიაქებული იყო. დაინახა როგორ ჩაეღიმა გიოს როდესაც იკამ ნინის აკოცა. ხედავდა რამხელა ტკივილს განიცდიდა ისიც. -ელ დაიწვებითქო.
-ეგ არაფერი გადამივლის ხოიცი. -ახლა გამოფხიზლდა როცა ყველა მას მიშტერებოდა. დემე და გიგი არ იყვნენ. მარტო გიო და საბა მისულან. ესეც მერე შეამჩნია. -პრივეტ გიო. წავალ ცოტას გავცურავ. -იკას მკვლელი მზერა სტყორცნა და გვერდი აუარა. თავისთვის წყნარად ცურავდა. მერე ზურგზე ტივტივი დაიწყო და ფიქრებში გადაეშვა. წყალი აწყნარებდა. ბოლოს ამოსვლაც გადაწყვიტა. მოდელები რომ ამოდიან წყლიდან, ზუსტად ეგრე ამოდიოდა. თავდაჯერებულობა კი იკას ხმამ წაართვა.
-ელ მარტო ნუ დატანტალებთქო. -თხელი მოსაფარებელი მოახვია. -რომ დაიწვები მერე არ დამიწყო წუწუნი, იკა მეწვის და მაწონი მომიტანეო. -გოგოს ხმას გააჯავრა. დემე და გიგიც მოსულიყვნენ. ინტერესით შესცქეროდა გეგენავა ამ დიალოგს.
-ნუ მელაპრაკები გაბრაზებულივარ შენზე. -დაებღვირა.
-რატო ტო?
-სახლში მოგხედავ.
-ხარაშო.
-გიგი როგორ ხარ? -ჰკითხა ქერათმიან ბიჭს რომელიც ნინის თვალს არ აშორებდა.
-კარგად ელენიკო შენ? -გაუღიმა და ქათქათა კბილები გამოაჩინა.
-მეც. აუ რეზი წავიდეთ რა. -ხელზე მოქაჩა ტაბატაძეს. -იმედია მაიას რამე ექნება გაკეთებული თორე გამიხმა კუჭი.
-კიი ბევრი რაღაც გააკეთა, ხვალიდან თქვენ მიხედეთ თქვენ თავებსო და სახლში დაბრუნდა. ასე რომ ვთქვათ მაგარი დაგვადო. -გაიკრიჭა.
-წამოდით თქვენც. -შესთავაზა ნინიმ. მას კი იკაც აჰყვა და ბიჭებიც წაიყვანეს. სახლი ზღვის პირას იყო და მალევე მივიდნენ. ყველამ ცალ ცალკე გადაივლეს წყალი. ბიჭებს იკამ და რეზიმ მისცეს თავისი ტანსაცმელი. ყველა ტელევიზორთან ისხდნენ და ლაპარაკობდნენ, სასაცილო ამბებს ყვებოდნენ და მოგონებებს იხსენებდნენ.
-ყველაფერი მზადაა მოდით! -სალი რეზისთან მივიდა ლოყაზე აკოცა და ფეხზე წამოაყენა.
-ჩემი პატარა, რამხელა გამეზარდე გოგო. -ხელი გადახვია და ისე მივიდნენ გაშლილ მაგიდასთან. ყველა შემოუჯდა სუფრას. დამშეულები არაფერზე ფიქრობდნენ საჭმლის გარდა. ყველას “ეკიდა” როგორ ჭამდა, მთავარი შიმშილის დაოკება იყო.
-იკაა! -საწყალი თვალებით შეხედა საუკეთესო მეგობარს მაჩაბელმა.
-ხომ გეუბნებიდი? -წარბები ასწია. -კარგი ცოტახანში წავალ და გიყიდი მაწონს. -გაიცინა და ცხვირზე ჩამოკრა თითი.
-ისე როგორ მოხდა თქვენც რომ აქ აღმოჩნდით? -დაეჭვებულმა შეხედა სალიმ ბიჭებს.
-რავი ტო, ჩვენც არ გვეგონა აქ თუ იქნებიდით. -მხრები აიჩეჩა საბამ.
-წავალ მაწონს ვიყიდი და სასმელსაც წამოვაყოლებ. ბარემ ერთად ვართ და ჩავსხდეთ.
-მეც წამოვალ. -ფეხზე წამოდგა გიო.
-ჭკვიანად. -როგორც ყოველთვის ახლაც თქვა სახლიდან გასვლამდე იკამ, გიო გაიყოლა და მაღაზიაში წავიდა.
-მიხარია რომ მას შენ ჰყავხარ. -როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ მაშინვე დაიწყო ლაპარაკი გიომ. -მადლობა რომ სულ მის გვერდით ხარ.
-რეებს მებაზრები ტო? -იწყინა ჯანჯღავამ. -ჩემი და არის. ისე მიყვარს როგორც ნინი. როგორ შეიძლება მასზე არ ვიზრუნო.
-ხოდა მაგას გეუბნები შე*ემა. მე ვერასდროს შევძლებდი მასთან ასეთი ურთიერთობის დამყარებას.
-ატრა*ებ. შენ აზრზე არ ხარ რა გადაიტანა ამ ერთი წლის მანძილზე. იცი როგორ ცუდად იყო? შენ კიდე მაგარი *ლე ხარ.
-ვიცი ხო.
-კარგი მოდი ვიყიდოთ რაც გვინდა და დავბრუნდეთ. -მხარზე ხელი დაარტყა ძმაკაცს და მარკეტში შევიდა.
…………..

-აუ მე ოთახში ავალ რა. წყალმა მომთენთა, თან მხრებიც მეწვის. -სახეაწითლებული ავიდა საძინებელში. ბიუსჰალტერი გაიძრო და უბრალო მოკლე მაიკა გადაიცვა, ტანზე მომდგარი რომელიც მხოლოდ მკერდს უფარავდა. მაიკის ბრეტელებიც ვერ აიტანა იმდენად ეწვოდა მხრები. აივნისკენ მიდოდა როდესაც ოთახში დემე შემოვიდა.
-აქ რა გინდა? ან დაკაკუნება არ იცი?
-თავს რატომ მარიდებ? -ელენესკენ მიიწევდა ნელნელა.
-არ გარიდებ. -ისიც უკან უკან მიდიოდა და ბოლოს კედელს აეკრა ზურგით.
-ამ მაიკაში ძალიან სექსუალურად გამოიყურები. -იმდენად ახლოს იყო, სახეზე გრძნობდა მის სუნთქვას. წელზე მოხვია ხელი და უფრო ახლოს მიიწია. გაწითლებულ მხარზე ფრთხილად შეახო ტუჩები. მაშინვე დაბურძგლა. დემემ ჩაიცინა და სახე უფრო ახლოს მიუტანა.
-დემე… -ამოიკრუტუნა და მაშინვე იგრძნო დემეტრეს ტუჩები მის ბაგეებზე. გაირინდა მაჩაბელი. ისე ნაზად კოცნიდა რამის ხელებში ჩაადნა. სულ გადაავიწყდა დამწვრობა და ტკივილი.
-გეყოფა თორემ თავს ვეღარ შევიკავებ. -სიცილით უთხრა დემეტრემ. მოშორდა და ოთახიდან გავარდა. გაშტერებული იდგა ერთ ადგილზე. ბოლოს როგორც იქნა გონს მოეგო. ზუსტად მაშინ შემოვიდა ოთახში ნინი, მას სალოც მოჰყვა.
-რა გჭირს გოგო? რამ დაგაშტერა?
-მაკოცა. -მხოლოდ ეს სიტყვა ამოღერღა.
-დემეტრემ? ეხლაა? კიდევკაი არ შემოგისწარით.
-ჯანდაბა როგორ მივეცი ამის უფლება. -ხელები სახეზე მოიკიდა. -მაკოცა და გავარდა. თან აქეთ შემომჩივლა გეყოფაო. ხოა ღირსი გავუერთიანო ის სიმპატიური სახე. -გაბრაზდა უცებ.
-მგონი გიყვარდება. -მხარი გაჰკრა სალიმ.
-ნუ ბოდავ რა. შენც ხედავ მგონი როგორი მექალთანეა.
-ცუდ ბიჭებს ყოველთვის ყავთ თავის პრინცესა. -მობოდა ნინიმ და ორივემ ისეთი სახით გადახედა, ხელები აწია დანებების ნიშნად.
-რეებს წამოაყრანტალებ ხოლმე? რა პრინცესა ცუდად ხო არ ხარ? -სიცილი დაიწყო სალიმ. -რაუნდაქნა შენ?
-აღარ ვაკოცნინებ.
-რაღაც მეეჭვება. -ჩაიცინა ნინიმ.
-მოკეტე თორე მიგახრჩობ. ისედაც რაც გიგი დაინახე იმის მერე ისეთებს ლაპარაკობ მინდება. -უცებ თვალები ჭყიტა პატარა ტყუპმა.
-ფუ შენი. ძალიან მომწონს. ერთი ნახვით მომეწონა. -მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და სახე ხელებში მოიქცია.
-ელლ! ჩამოდით რა! -დაბლიდან გაიგონა იკას ხმა.
-მოვდივაართ! -გასძახა და დაქალებთან ერთად დაბლა ჩავიდა.
-რა გაცვია გოგო. -მაშინვე შეუღრინა ჯანჯღავამ. -ატრიალდი მალე. -ხმის ამოუღებლად ავიდა მაღლა. “ლიფი” ჩაიცა და უკან დაბრუნდა.
-მაწონი მოიტანე?
-კი მოდი წაგისვა.
-აუ ძაან მეწვის, მეთვითონ ვიზავ რა. მეშინია რომ მეტკინოს. რამე გამაყუჩებელი არ უშველის ხო? -ინსტიქტურად დემეტრეს გახედა. მანაც ჩაიცინა და თვალი გაუსწორა.
-ერთხელ წამისვია თუ ორჯერ? -თვალი გააყოლა ელენეს მზერას და ხელში დემეტრე შემორჩა. მაშინვე გადახარშა ყველაფერი. ნერვებმა უმტყუვნა, ცოტა გაბრაზდა და ელენეს მხარზე ხელი დაადო, მანაც მაშინვე წამოიყვირა.
-მეტკინაა! -ცრემლები გადმოსცვივდა.
-აუ ბოდიში ძალით არ მინდოდა. -ჩაიმუხლა და მხარზე აკოცა. -ელ ნუ ტირიხარ რაა.
-გითხარი მტკივა მეთქი შენ კიდე უარესი გააკეთე. -ცრემლები მოიწმინდა. -წამისვი ეს დედააფეთქებული მაწონი უ‘ფ’.
-ელენე სიტყვები. -თვალები დაუბრიალა. ყველა ჩუმად იყო და მათ შეჰყურებდა.
ფრთხილად უსმევდა მაწონს და თან სულს უბერავდა. უყურებდა გიორგი ამ ორს, გული სტკიოდა რომ იკას ადგილზე არ შეეძლო ყოფნა. მერე დემეტრეს შეხედა რომელსაც მათი ეს ქცევა საერთოდ არ სიამოვნებდა და უმიზეზოდ ეჭვიანობდა. შემდეგ საბას გახედა რომელსაც საუბარი გაება სალისთან და რაღაცაზე კინკლაობდნენ. თან ჩიფსებს ჯამებში ყრიდნენ. უცებ საბამ ლოყაზე აკოცა და სალის სახე გადაუწითლდა. გიგისაც შეატყო როგორ უყურებდა ნინის. ბოლოს ისევ დას დაუბრუნდა რომელსაც სახე დაეჭყანა, თან ხელს მაიკაზე უჭერდა ჯანჯღავას. გული სტკიოდა იმის გამოც რომ თავის და, მას სულაც არ იმჩნევდა. თითქოს გვერდით ძმა კიარა უცნობი იყოსო. ძმად კი იკას თვლიდა. ამის გამო ცოტა არ იყოს ეჭვიანობდა.
-ლუდი შუშის ბოთლით არ გაქვთ? -იკითხა ელენემ როცა ყველა სასმელს მისცვივდა.
-კი საყინულეშია.
-როგორ მოიფიქრე რომ გეყიდა. -გაუცინა იკას.
-გიომ მითხრა წამოიღე ელე სახეზე მიიდებსო. -მხრები აიჩეჩა.
-ვაა საღოლ იო. -მაცივარი გამოაღო და აქ დაატორმუზა. მაშინ გაიაზრა რაც თქვა. ყველა გაჩუმდა. არ შეიმჩნია და ლუდი გამოიღო. -ჰა რას ვშვრებით?
-მოდი აქ. -თავისკენ ანიშნა იკამ. -ნახე რა მოგიტანე. -პატარა მარილიანი თევზები და კრეკერი გაუწოდა. მაშინვე გაუბრწყინდა თვალები.
-ყველაზე ძალიან მიყვარხარ. -ხელიდან გამოსტაცა და მაშინვე გახსნა საყვარელი თევზი. როგორც კი დააგემოვნა ზუსტად ისე ამოიკრუტუნდა როგორც მაშინ, დემემ რომ აკოცა. თვალები გაახილა და ჩაღიმებულს მიაშტერდა. ისევ შენიშნა იკამ მათი მზერა.
-აუ რა გამახსენდა. -სიცილი დაიწყო ნინიმ. -კაროჩე მეთერთმეტე კლასში ვართ და ელე მიზის გვერძე. ხოდა ესე ზის რა. -სკამზე დაჯდა და დაქალის განსახიერება დაიწყო. -პასტა დაუვარდა. გვერძე გადაიხარა, უნდა აიღოს და… -თვითონაც იხრება და აჯავრებს. თან უკვე ფხუკუნებს, სიცილში ელენე და სალიც ყვებიან. -ეს პასცა უფრო იქით იწევა, ესეც კიდე უფრო იხრება და სახითე ეცემა ეგრევე. -ზუსტად ისე გააჯავრა და ხარხარი დაიწყო. -აუ პროსტა რო დაგენახათ გაიგუდებოდით. -ბოლო ხმაზე იცინოდნენ გოგოები და ბიჭებიც აიყოლიეს.
-შენ ვიზე რას ამბობ ერთი. -ახლა ელენემ დაიწყო. -ფეხები ჰქონდა შემოდებული მაგიდაზე და სკამზე სულ ოდნავ იჯდა. აესე სერიოზული სახით ზის კევს აღლაჭუნებს და თან ნატას უყურებს. აის ნატა გახსოვს გიო? შენ რომ გეჩალიჩებოდა.
-შენი ბო*ი კლასელი? -ძმაც აჰყვა სიცილში.
-ხოო ეგ. მაგ დროს იკას ეხუტებოდა. დაჟე ისეთები გაუკეთა ტვალეტში გავარდა ეს. -მხარზე დაჰკრა ჯანჯღავას ხელი და ბოლოხმაზე გადაიხარხარა.
-ელენეე! -თვალები დაუბრიალა ჯანჯღავამ.
-მართლა ეგრე იყო. კაროჩე სად ვიყავი. ხოდა იმდენად გაღიზიანდა ეს ჩვენი ნინიკო, უნდა გასწორებუბლიყო, უცებ ლამინატზე სკამი გასრიალდა და ძერსკი ნინი ეგრევე ტ*აკით დაეცა იატაკზეე. -მუცელი სტკიოდა სიცილისგან, თან ძლივს ლაპარაკობდა. სიცილის დროს ისტორია კიდევ უფრო სასაცილო ჩანდა.
-ეკო რო დაგვადგა გახსოვს იკა? ორსულად ვარო რო გამოგიცხადა. -სალიმაც ამოიღო ხმა.
-აუ მაშინ რა ცუდად ვიყავი ჩემიკაი იციით?
-ვიცი. -გაიცინა ელემ. -სანამ დეენემის პასუხს გავიგებდით რამის ჩემს მკლავებში დალიე სული. -ისევ იცინოდნენ.
-აუ მაგრად ტეხავს ეგრე გაკეთებული ბავშვი. კიდევკარგი ჩემგან არ ყავდა. -გაიცინა ჯანჯღავამ.
-ჩვენც გვქომდა ეგეთი შემთხვევა დემეტრესთან. -უცებ ყურები ცქვიტა ელენემ.
-თქვენც დეენემის ანალიზი გააკეთეთ?
-არა. ბავშვის მამამ მოგვაკითხა და ჩემ შვილის არ დაგითმობთო.
-შენ მაშინ უნდა გენახა დემეს რა სჭირდა. იმ გოგოს არც იცნობდა. -ლაპარაკში გიგიც აჰყვა.
-რატო არსებობენ ეგეთი გოგოები? -იკითხა ნინიმ.
-ვერ გაიგებ. -თვალი ჩაუკრა ავალიანმა. მაშინვე სუნთქვა შეეკრა პატარა ჯანჯღავას.
გვიანობამდე იჯდნენ და ძველ ამბებს ყვებოდნენ. ყველამ ბევრი დალია. როგორც ყოველთვის ახლაც არ ჩამორჩენია სმაში ბიჭებს ელენე. ფეხებს ურევდა უკვე.
-ელ მეტი აღარ დალიო რა. -უთხრა იკამ და ჭიქა გამოართვა. -ჩემი მოსავლელი უნდა გახდე ვიცი.
-ოო კარგი რაა. -ბავშვივით გამობურცა ტუჩები. -შენზე კიდევ გაბრაზებულივარ. ამიტომ დღეს არ გიჯერებ. -დაინახა როგორ გახედა იკამ გიოს და თავით ელენესკენ ანიშნა. -მაგაზეც გაბრაზებულივარ.
-რა გჭირს გოგო? -გაკვირვებულმა შეხედა დაქალს ნინიმ.
-არაფერი. გარეთ გავალ მე.
-მარტო არ წახვიდე.
-მარტო მინდა, სანაპიროზე ვიქნები. -თქვა და სახლიდან გავიდა.
-მე წავალ. -ფეხზე წამოდგა დემეტრე. იკამ თვალებ მოჭუტულმა გააყოლა მზერა გეგენავას და ცოტა არ იყოს არ ესიამოვნა.
დაინახა ქვებზე მჯდარი ელენე. როგორც კი გვერძე მიუჯდა, მაშინვე მხარზე დაადო თავი მაჩაბელმა. გაუკვირდა მაგრამ არაფერი უთქვია.
-ჩემი სიმთვრალით არ ისარგებლო. ხასიათზე არ ვარ.
-არ ვაპირებდი.
-არ შემიძლია მისი ყურება. ვერ ვუძლებ რომ თბილად არ დაველაპარაკო. მინდა ისეთი რამე ვუთხრა რომ ეტკინოს, მაგრამ ვერ ვეუბნები. მთელი დღეა ვითმენ რომ არ ჩავეხუტო.
-ეგრე რომ აიგნორებ უფრო სტკენ.
-ვიცი და მეც მტკივა. ერთი წელი ცოტა არაა დემეტრე. -ცრემლები გადმოსცვივდა.
-ნუ ტირი რა. -შუბლზე აკოცა.
-უბრალოდ ჩამეხუტე. -მაგრად მოხვია ხელები და როცა დაწყნარდა მაშინვე მოშორდა. -ვსოო მორჩა. ამოვუშვი ემოციები. არ გეგონოს გეგენავა რომ ხვალეც ესეთი თბილი ვიქნები.
-იგივე შემიძლია გითხრა.
-დაივიწყე წეღან რაც გითხარი. წავედით ეხლა. თუ დარჩები შენ?
-მოვდივარ. მაგრამ რაღაც დაგავიწყდა ლამაზო… -ტანზე აიკრა და ხელები ძლიერად შემოჰხვია წელზე.
-ლამაზოს ნუ მეძახი. ბებიაჩემის ძროხას ერქვა. -გადაიხარხარა. -თავი ბებოს ლამაზო მგონია ხოლმე. -მაშინვე დაასერიოზულა სახე როცა დემეტრე მისკენ გადაიხარა საკოცნელად. -არ გაბედო.
-თორე რას იზავ? -თითქმის მის ტუჩებთან დაილაპარაკა.
-გაგებუტები. -მეტი ვერაფერი მოიფიქრა.
-კარგი. -მაშინვე მიაკრო ტუჩები. მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. მაინც შეეწინააღმდეგა და ხელი ჰკრა.
-იდიოტი! -გაბრაზებული სახლისკენ წავიდა. სახლის წინ კიბეზე იკა იჯდა, სიგარეტს ეწეოდა და ჩაფიქრებული უყურებდა მისკენ მიმავალ წყვილს.
-დღეს ჩემთან იძინებ. -მიახალა ისე რომ ზედაც არ შეუხედავს.
-როგორც გინდა. -თვალი გააყოლა სახლში შესულ ელეს. -რა ხდება შენთან და ელესთან. -მაშინვე დემეტრესკენ შებრუნდა როგორც კი ელენემ კარები დახურა.
-ერთმანეთს ვაჭედინებთ. ტვინს ვუტ*ნავთ. მაგიჟებს და ვაგიჟებ. -ჩაიცინა. -მგონი მიყვარს.
-შენ? -გაიცინა. -როგორ არის ეს შესაძლებელი?
-ბო*იშვილივიყო თუვიცოდე.
-გოგოების თავს ვფიცავარ, თუ ატირებულს დავინახავ…
-გიომაც ეგ მითხრა. -ორივემ ჩაიცინა.
-ნუ პრინციპში მაგას შენ თვითონ მიხვდებოდი. იცი რა სუსტია? ეხლა ვიცი რომ იტანჯება გიოს დანახვისას. საკუთარ თავზე ვბრაზობ ასე რომ ვექცევი, მაგრამ მინდა რომ შერიგდმენ. ერთად გავიზარდეთ და ორივეს ხუთი თითივით ვიცნობ ტო. ერთმანეთი სიცოცხლეზე მეტად უყვართ, ისე როგორც მე მიყვარს ჩემი და.
-წამოდი შევიდეთ იმ გიჟმა რამე არ მოიმოქმედოს. -სიცილით თქვა.
-მაგისგან ყველაფერია მოსალოდნელი. შენ ჯერ კიდევ არ იცი როგორია.
-გინდა მითხრა რომ დარხეულიმაქ?
-მაგრად თან. -ხელი გადახვია და სახლში შევიდნენ.
-შე*ემა არ წავიდეთ? -თავი წამოყო გიგიმ.
-როგორც გინდათ. -მხრები აიჩეჩა. აქეთ იქით მიმოიხედა მაგრამ ელენე ვერსად დაინახა.
-რაღაც ძაან სიწყნარეა. ელე სად არის. -დემეტრეს გადახედა სიცილით.
-მაღლა. დავიღალე უნდა დავიძინოო. -ძმას აკოცა ნინიმ და ისიც კიბისკენ წავიდა. -მეც წავედი რა. ყველაფერი ავალაგეთ უკვე.
-მიდი ხო.
-კარგად ბიჭებო. -გიგის გახედა. იმან თვალი ჩაუკრა, მას კი ისევ ჟრუანტელმა დაუარა. -სალო მოდი აქ. -დაუძახა დაქალს უკვე ზემოთ ასულმა.
-ხო რაიყო? -სასაცილო ხმით თქვა როგორც კი გოგოებთან შევიდა.
-გიგი მომწონს. ძალიან მომწონ. ღმერთო ვგიჟდები. -მაშინვე მიაყარა დაქალებს. -წეღან თვალი ჩამიკრა და რა დამემართა იციი?! ვეღარ ვსუნთქავდი.
-მე კიდე დემეტრესთან რამის მთელი დარდი ამოვუშვი და მერე ვიტირე. მერე მაკოცა, გავუბრაზდი და სახლში წამოვედი.
-აუ იმენა მაგარი ტიპებიხართ. მაგრად ვღადაობ თქვენზე. -ლოყაზე აკოცა სალიმ. -მე მგონი საბა მომწონს.
-მგონი? მგონი კიარა მოგწონს თან მაგრად. რო უყურებ იცი რა გემართება? -სიცილით ჰკითხა ნინიმ. -მაგის გარდა ვეღარაფერს აქცევ ყურადღებას.
-მართლა ეგრე მაშტერებს გოგო? -თვალები ჭყიტა. -აქამდე რატომ არ მითხარი?
-რანაირად მეთქვა სულ მაგასთან იყავი, ჩემსკენ არც იხედებოდი.
-ფუ რა დებილივარ. -თავში ხელი შემოირტყა, მაინც აჰყვა დაქალებს სიცილში.
-ისე რა პონტია ე, ხამებივით რო მივაფრინდით ამ ბიჭებს თითქოს სხვა არავინ არსებობდეს. თან ძმაკაცები რაღაც ნიტოა ხოაზეხარ. -ჩაფიქრდა სალი.
-წავედი რა მე დავიძინო. -ნინის ოთახიდან თავის საძინებელში შევიდა. პიჟამოები ჩაიცვა და ლოგინზე გაიშალა. ისევ დემეტრე იყო ფიქრებში. ერთი საათი წრიალებდა ლოგინში. ბოლოს წამოიწია უნდა ამდგარიყი და ზუსტად მაგ დროს შემოვიდა იკა.
-აქამდე სად იყავი?
-რა ეჭვიანი ცოლივით მეკითხები. -ტანსაცმელი გაიხადა და ლოგინზე დაწვა.
-ხვდები ხომ ალბათ რატომ გიბრაზდები.
-კი და ბიდიში.
-მგონი დემე მომწონს.
-ვიცი.
-საიდან? -გაკვირვეული სახით მიაშტერდა.
-მივხვდი ეგრევე. მე რას გამომაპარებ ელ?
-აუ გეფიცები შემიძლია შენთან ერთად ვიცხოვრი მთელი ცხოვრება, პროსტა კაცი რო არ გავიჩინო მაგარი მწარე ბებერი ვიქნები, რომელიც უკაცობისგან ყველაზე ცოფებს ყრის. ხო ხვდები. -სიცილი აუტყდა მაჩაბელს.
-რაო რა თქვიი? ცემა ხომ არ გინდა? -უკანალზე მიარტა ხელი.
-ხო რა იყო? შინაბერა ხომ არ დავრჩები? ადრე თუ გვიან მაინც მეყოლება ვინმე.
-თუ არ გინდა მართლა შინაბერა დარჩე და არავინ გაგაკარო გაჩუმდი. -ცხვირზე მოუჭირა თითები. -მიდი გადაბრუნდი დაიძინე. -შუბლზე აკოცა.
-ჩამეხუტე რა. -ხელები შემოხვია და მაშინვე გაირინდა მაჩაბელი.
ბედნიერებაა როდესაც გყავს ასეთი მეგობარი, შეიძლება ერთი სისხლი არ გაქვთ მაგრამ მაინც ასე გიყვართ ერთმანეთი. ზოგადად გოგოს და ბიჭის შორის დიდ ხნიანი მეგობრობის შემდეგ ჩნდება გრძნობა. ეს გრძნობა კი ხანდახან მეგობრობას ანგრევს, მაგრამ არა ამ შემთხვევაში.
დილით მთლიან ლოგინზე იკა იყო გაშოტილი, ელენე კი ნახევრად ზედ ეწვა.
-ელლ! -ჩუმად ჩასჩურჩულა ნინიმ დაქალს, თან ოდნავ შეანჯღრია.
-მმ… -ამოიზმუვლა.
-წამო სანაპიროზე გავიდეთ რა.
-მეძინება.
-გთხოვ.
-კარგი ხუთ წუთში ავდგები. -ჯანჯღავა ოთახიდან გავიდა, ელენემ ხელები შემოხვია იკას. ისიც შეიშმუშნა და მარჯვნივ გადატრიალდა. ლუყაზე აკოცა, ლოგინიდან წამოხტა, მოემზადნენ და სახლიდან გავიდნენ. -რეზი სად არის?
-სძინავს. გუშინ ოთხ საათზე მოვიდა.
-ოჰ სად ბრძანდებოდა ვაჟბატონი ნეტა.
-სად იქნებოდა? სადმე ბარში. -დაასკვნა სალიმ.
-მიდი შეზლონგები მოატანინე იმ სიმპატიურ ბიჭს გთხოვ. -გთხოვ მიამატა, იცოდა ისე არ წავიდოდა ბერიძე.
თვითონ ქვებზე დაყარა ყველაფერი და წყალში შეცურა. უბრალოდ ტივტივებდა როცა ვიღაცის შეხება იგრძნო, შიშისგან მაშინვე აფართხალდა.
-მე ვარ გოგო. -სიცილით უთხრა გეგენავამ.
-იდიოტო იცი როგორ შემეშინდა? -დაეჯღანა.
-არაუშავს გადაგივლის. -გაეცინა და ხელი წელზე მოჰხვია. მაშინვე დაბურძგლა. -რამაგრად გბურძგლავს რომ გეხები იცი?
-შემცივდა და მაგიტომ დამბურძგლა. წყალი ცივია დღეს ცოტა. -თავი გაიმართლა.
-ხო მჯერა.
-თუ არც. -მხრები აიჩეჩა და უფრო შორს გაცურა.
-როცა მარტო ხარ ესე შორს ნუ მიცურავ.
-ბავშვიბიდან ვცურავ. ასე რომ… -სათქმელი ვეღარ დაამთავრა, დემემ მოკიდა ხელი და ჩააყვინთა. -ღმერთოო მომაშორე ეს ადამიანი. -როგორც კი ამოყვინთა მაშინვე ეს თქვა. -შენღა მაკლდი ეხლა რა. ორი დღეა გადაბმულად წყალს ვყლაპავ. ისედაც არ გელაპრაკები დამანებე თავი. -აბურტყუნდა, რამის ცრემლები გადმოსცვივდა. შეტრიალდა და ნაპირისკენ გაცურა. უკვე ნაპირზე იყო როცა გვერდიდან ვიღაცის ხმა შემოესმა.
-არარსებოობს! -ნაცნობ ხმაზე როგორც კი შეტრიალდა მაშინვე გაშეშდა.
-მეჩვენებიი? -თვალებ დაჭყეტილი უყურებდა ბიჭს.
-მეც იგივეს კითხვა მინდოდა. -ნელნელა გაშეშებულ ელენესკენ მიიწევდა.
-არ მჯერა! ღმერთო არ მჯერა! -კივილი დაიწყო და ისე შეაფრინდა ბიჭს აღარაფერი და არავინ ახსოვდა. -ღმერთოჩემო გეხები. არ მჯერა! -ყველაგან აკოცა თითქმის. დემეტრე გაშტერებული უყურებდა, ცოტაც და მთლიანად გაუერთიანებდა იმ ბიჭს სახეს.
-ნელა ქაჯო რაიყო. -იცინოდა ისიც და ძლიერად უჭერდა ხელებს.
-თოკააა! -ახლა სალი შეახტა. მას კი ნინი მიჰყვა.
-აუ როგორ მომენატრეთ ტოო. თურმე თქვენ მაკლდით ამდენი ხანი.
-აბა რო წახვედი და დაგვტოვე აქ, რა გეგონა. აქამდე არ უნდა ჩამოთრეულიყავი? ერთი წელიც და დამავიწყდებოდი. -იცინოდა თან გაჭ....ტვამდე ეხუტებოდა ბიჭს.
-ანუ დროულად ჩამოვსულვარ. იკა და რეზი სად არიან? გიო?
-შენიაზრით?
-აუ ღადაობ? ეგენი ისევ არ შეცვლილაან?
-რა შეცვლით? -ხელი ჩაიქნია ნინიმ.
-წამო გავაღვიძოთ. -ადგილზე ცქმუტვა დაიწყო პატარა ბავშვივით.
-დაწყნარდი, ლოგინში რომ ვეღარ მნახავს ადგება. -დაამშვიდა მეგობარი ელენემ.
-რააა? -თვალები იმხელაზე დააჭყიტა რამის გადმოსცვივდა. -თქვენ…
-აეე შენ ხომ კარგად ხარ? -ხელი მიჰკრა მუცელში. -გუშინ მოწყენილი ვიყავი და ჩემთან დაიძინა.
-რამის გულმა დამარტა ტო. -გულზე ხელი მიიდო.
-როგორ გაიფიქრე საერთოდ.
-მერე რა აი მე სალი მიყვარდა, მაგრამ აღარ მიყვარს. -ხელი მოჰხვია ბერიძეს.
-არ გიყვარდი, პროსტა ყველა იხმარე და მერე მე მომადექი. -თავში წამოუთაქა.
-ნუ მართალია. -გაიცინა და ლოყაზე აკოცა. დაინახა გიორგი რომ მოდიოდა მათკენ, ყველა კბილი გამოაჩინა იმხელაზე გაიკრიჭა. მას კი დემე და საბა მოსდევდნენ.
-მომენატრე შე*ჩემა. -ისე ჩაეხუტნენ, რამის ერთმანეთი შემოატყდათ.
-რამხელა გაზრხილხარ ე? -უკან გაწია ბავშვობის მეგობარი და აათვალიერა. მერე ისევ მიიკრა გულზე.
-კარგი შე*ემა ნუ დამახრჩე. -ძლივს მოიშორა თოკამ. ახლა ელენეს გადახვია ხელი და დემეტრეს შეხედა.
-თოკ ეს საბაა, ეს დემეტრე. -გააცნო ბიჭები ელემ. -კიდე ერთია გიგი. რო გაიღვიძებს მერე გაგაცნობთ. -გაიცინა. -ესე კიდე ჩვენი ბავშვობის მეგობარია თოკა, ასევე ჩემი ბავშვიბის სიყვარულიც. ხო და ახლაც ერთად ვართ. -ისე სასხვათაშორისოდ თქვა. დემეტრემ ფერი დაკარგა სახეზე. გაშტერდა. ელემ მოასწრო და ძმას გაუსწორა თვალები. თოკასაც ხელი მოუჭირა წელზე რომ რამე არ წამოეყრანტალებინა. დემემ ძლივს შეაბრუნა თავი გიოსკენ. იმანაც თავი დაუკრა და ელენეს ნათქვამი დაუდასტურა, მაგრამ მაინც მოჭუტა ოდნავ ერთი თვალი, დემეტრეც მაშინვე ყველაფერს მიხვდა. ელეს ჩაეღიმა ვითომ გამარჯვებულის თიმილით და დემეტრეს ისე გადახედა.
-ვაა მართლა? არ ვიცოდი შეყვარებული თუ ყავდა. გამიხარდა შენი გაცნობა. -ხელი გაუწოდა თოკას. ყველამ გაშეტერებულმა შეხედა დემეს ქცევას. ელენემ პირი დააღო, ცოტა იმედიც გაუცრუვდა. ეგონა გეგენავა გადაფსიხდებოდა მაგრამ რეაქციაც ნული. საბამაც იგივე გაიმეორა.
-ჩემთვისაც.
-თოკა ექვსი წლის წინ წავიდა და თქვენ მაგიტომ არ იცნობთ. იშვიათად ჩამოდიოდა ხოლმე. -მიაყოლა თამაშში გართულმა სალიმ.
-ახლა გასაგებია. რამაგარი სიყვარული გქონიათ ტო? მე კიდე სიყვარულის არ მჯეროდა. -მხრები აიჩეჩა უდარდელად გეგენავამ და მაჩაბელი სულ გამოაშტერა.
-ოო კაი რეებს ატყუებთ ბიჭებს უ‘ფ’ -ლაპარაკში ნინი ჩაერთო. -ელენე კიარა სალისთან იყო რამდენიმე დღე. -გადაიხარხარა. -არა არაფერი ისეთი არ იფიქროთ. პროსტა ღადაობდნენ თორე ერთმანეთი არც მოსწონდათ. ერთად გაზრდილები ვართ. -აი ახლა მოეგო გონს საბა.
-სამწუხაროდ სალიტა ახლა ჩემია. -წელზე ხელი მოხვია ბერიძეს და გაშტერებულს შუბლზე აკოცა.
-აქ რა ამბები ყოფილა. მე კიდე სად ტ*აკში ვიყავი. -გაიცინა თოკამ. -არ მეგონა ამ ქაჯს ვინმე თუ შეუყვარდებოდა. -ამ დროს თვალები დააჭყიტა სალიმ და მდგომარეობა გაანალიზა.
-მოიცა ბიჭო რას ბოდავ. შენი ბებიაშენია. -ენა გამოუყო და მოშორდა.
-მორცხვობს ეხლა ბევრნი რო ვართ, თორე შენ ის უნდა ნახო მარტო რომ დავრჩებით რა დღეშია ხოლმე. -სერიოზული სახე მიიღო ხელაშვილმა და გადაწითლებულ ნინის გახედა.
-ცუდადვააარ! -ვეღარ გაუძლო და ამოხეთქა ჯანჯღავამ.
-არ დაუჯეროთ ხალხო იტყუება.
-აუ მაგრად მიტეხავ ტო. გუშინ სულ სხვანაირად ჭიკჭიკებდი ლოგინში. -ვითომ ნაწყენი ხმით თქვა.
-მომაშორეთ ეს ადამიანი!
-აუ ჩემიკარგიმოვ***ნ თუ რამე გამეგოს. ვისი ვისაშიაო იმენა ეგ პონტი იჩითება. -დაბნეულმა თქვა თოკამ და ყველამ გადაიხარხარა. -ბიჭო შენ რა ჩუმად ზიხარ? ცოლი ხომ არ მოიყვანე და მოგარჯულა? -გიოსკენ გაიხედა.
-ეს სად ბანაობს ვაბშე. -ხელი ჩაიქნია ელენემ. -მოიყვანა აბა რაქნა. ორი შვილი ყავს უკვე.
-ღადაობ ტო? -სერიოზული გაკვირვება გამოეხატა სახეზე. -რძალი როგორია? სად არის?
-უ‘ფ’ რძალი არ მიხსენო. მაგარი ავი გოგოა, იმიტო ზის ჩემი ძმა ესე საწყლად თორე რა გააჩერებდა ამას. ცოტაღა აკლია და მალე ცემაზეც გადავა. დამიჩაგრა ძმა. -ხელი გადაუსვა თავზე გიოს. -სამაგიეროდ დედამთილს მოსწონს თავისნაირი შეუვიდა სახლში, ჩემზე მეტად უყვარს. ნუ ისე თამარას კატაც ჩემზე მეტად უყვარს. -ჩაიცინა. ყველა გაიტრუნა. თითქოს იდუმალი სიჩუმე ჩამოწვა. ხალხის ხმაც კი აღარავის ესმოდათ.
-მართლა ტო?
-აუ ჩემი ეს რა *ირია. -უკნიდან იკას ხმა მოგვესმა. -რა ბავშვი და რა რძალი, რო გაბოლებენ ვერ ხვდები შე*ემა?
-აუ იმენა რაც ლაპრაკი დაიწყეს ერთი რაღაც არ უთქვიათ მგონი სიმართლე. -თავი გააქნია და მერე მიხვდა ვისაც ელაპარაკებოდა. -ჩემიკაი შენ აქ იყავი ბიჭო? -გადაეხვივნენ ერთმანეთს.
-ხო და ვერ მხედავდი. -გადაიხარხარა და რეზისთან მიუშვა ჩასახუტებლად.
-დღეს რა ყველა ღადაობის ხასიეთზე ხართ ტო? -მაგრად მოხვია ხელები ტაბატაძეს.
-ნუ გამჭყლიტავ მაგ გაბერილი კუნთებით ძმობას გაფიცებ. -გაიცინა რეზიმ.
-აუ მაგრად მომნატრებიხართ ტო. -ყველას სათითაოთ გადახედა.
-ჩამოსულიყავი ხოლმე უფრო ხშირად. ან ვაბშე რაპონტში წახვედი დღემდე ვერ ვხვდები. -მხიარულად თქვა გიომ.
-ჩემიკაი ამდენი სიტყვა როგორ გადააბი ეე? დემე ხოარ დაგეხმარა? -სიცილით უთხრა თოკამ.
-მოხვედი ღადაობის ხასიეთზე? -ჩაიცინა.
-აბა რა არი ტო? შენი ხმა მომენატრა შენ კიდე ბუსავით ზიხარ აქ. -ჩაიბურტყუნა ლობჯანიძემ. გიო და თოკა “ტრუსიკის მეგიბრები” იყვნენ. დედები დაქალები ჰყავდათ. ტოლები იყვნენ და სკოლაშიც ერთად დადიოდნენ.
-საერთოდ ხმა არ გაქვს ამოსაღები. წახვედი და დამტოვე ამ ცინგლიან ბავშვებთან.
-იი ეს ნახე რა. -წარბები ასწია იკამ.
-დღეს წვეულება მინდა. -ამაყად თქვა თოკამ.
-ოე ამერიკა! საქართველოში რომ ხარ ხომ არ დაგავიწყდა? -თავში წამოუთაქა რეზიმ. -წვეულების რა გითხრა მარა მაგარ ფართს მოგიწყობთ ჩვენთან სახლში. ბევრი სასმელი, მოსაწევი, ქალები და…
-ისა და ჩვენ სად მივდივართ დღეს? -მთელი სერიოზულობით იკითა ელენემ.
-აუ თქვენც აქ ხართ? -გაიღიმა, თან თვალები მოჭუტა.
-არა გეჩვენებით. -თვალები გადაატრიალა ნინიმ.
-მოიცა მოიცა. ჩვენ ქალები არ გვაწყობს. -მთელი სერიოზულობით თქვა ელენემ.
-არანაირად. -მიაყოლა სალიმ.
-გეთანხმებით. -დააბოლოვა ნინიმ. მათ რეაქციაზე ყველას სიცილი აუტყდა. -რაიყოთ? ჩვენ კაცები უფრო გვაწყობს.
-ზუსტად. -თავი დაიქნია ელენემ.
-ეს ნახე რა, მე აქ გყავარ და სხვა კაცი რათ გინდა? თუ მოგბეზრდი უკვე. -იწყინა ხელაშვილმა.
-გიო მოაწყვიტე შენი ძმაკცი აქედან. -თვალები დახუჭა ბრაზისგან.
-კარგი შე*ემა შეეშვი. ნუ მიბრაზებ ელოს. -მხარი მიკრა და თვალიც ჩაუკრა.
-აუ ბიჭო გიგი სადაა დაურეკე, ამდენი ხანი სძინავს? -ინტერესით ჰკითხა რეზიმ.
-არა ბიჭო რა სძინავს. დილით მეც მაგის ოთახიდან გამოსულმა… -დაიქოქა საბა და რომ არა გიორგის მირტყმული იდაყვი გვერდში, სათქმელს ბოლომდე დაამთავრებდა. -ანუ მაგის ოთახში მძინავს და რომ გამოვდიოდი დავინახე ეღვიძა. -ჩაიცინა. გიომ ნინის გახედა, დაბღვერილი იჯდა და ჰორიზონტს გაჰყურებდა. მერე დემეს და ელესაც შეხედა ერთმანეთს თვალებით ეჩხუბებოდნენ. სასაცილო სანახაობა იყო.
-აუ დამწვრობის დამატება აღარ მინდა და წავიდეთ რა სახლში. თან ძაან დაცხა უკვე. -აწუწუნდა მაჩაბელი.
-ეე მოიცა ჩემთან ერთად ვინ შემოვა წყალში? -მაშინვე თხელი მოსახვევი შემოახვია ტანზე იკამ, როგორც კი ფეხზე წამოდგა.
-შენი ტყუპი გაიყოლე. -დაეჯღანა. -წავედი და მოდით მალე. რამეს გავაკეთებ მანამდე.
-მიდი ხო. ტყუპ წამოხვალ? -წარბები აათამაშა.
-არა იყოს წყლის ყლაპვა არ მომნატრებია. -ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ძმას.
-არ გაყვინთავებ გპირდები, თან… ეე წამოდი ჩქარა. -ხელი მოკიდა და წყლისკენ წაიყვანა.
-რა გეტაკა. -ერთდროულად შეცურეს ორმა ერთნაირმა არსებამ.
-მომენატრე. შენთან ლაპარაკიც მომენატრა. რამდენიხანია მარტო არ დავრჩენილვართ. -ლოყაზე აკოცა და კიდევ გაცურა.
-მეც მიყვარხარ. -გაიცინა.
-მეც. -ცოტახნით ჩუმათ ცურავდნენ, მერე ვეღარ გაუძლო იკამ და პირდაპირ კითხვა აჯახა დას. -გიგი მოგწონს?
-რა სისულელეა, საიდან დაასკვენი. -გაიცინა.
-ხომ იცი ვერ ვიტან რომ მატყუებ.
-ჯანდაბა კარგი ხო. მომწონს კი თან ძაან. -ამოიხვნეშა.
-რა ერთდროულად მოგინდათ ამ დაქალებს და ძმაკაცებს ერთმანეთის მოწონებები და სიყვარულები.
-რა ძმაკაცეებს?
-არაფერი დაიკიდე. კაროჩე ნინაჩკა, თუ გინდა რომ გიგისთან კარგად იყო, არ დაიწყოთ ჩემ თვალწინ პროშვნები, ისე აკოცე თუ გინდა პროსტა მე არ დამანახოთ. რაც ყველაზე მთავარია ფეხები არ გადაუშალო ეგრევე. -სერიოზულად ელაპარაკებოდა.
-შენ სულ გააფრინე ხო? -სიცილი ვერ შეიკავა პატარა ჯანჯღავამ. -რეებზე მელაპრაკები. შენთან ჩემს სექსუალურ მხარეზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია ძმაო.
-სერიოზულად გელაპარაკები! ჯერ ისედაც მიჭირს დის გაყოფა და გაფრთხილებ.
-ისიც არ ვიცი მოვწონვარ თუ არა რომელ ფეხის გადაშლებზე მელაპრაკები ცუდად ხომ არ ხარ?
-ისევ პატარახარ ჯერ. -დანანებით გაიქნია თავი.
-ჰო რავი, ტყუპები ხომ არ ვართ შემთხვევით. -თვალები აატრიალა.
-კაროჩე გითხარი მე უკვე. შენ დაქალსაც გადაეცი, დავიღალე ერთი და იგივეს ლაპრაკით.
-ვინდაქალს.
-თავს იშტერებ თუ მე მაშტერებ? სალის ნინი, სალის. იმ ბიჭზე ყურებამდეა შეყვარებული.
-როგორ ხვდები ყველაფერს?
-ვერ მიხვდები თუ ძმა არ ხარ და და არ გყავს.
-კაი კაი. -გაიცინა და ლოყაზე აკოცა.

ელენემ წყალი გადაივლო, სააბაზანოდან გამოვიდა და ეგრევე თავის ოთახში შევიდა პირსაწმენდ შემოხვეული. უკვე მოცლას აპირებდა როცა კარებზე დაუკაკუნეს.
-მოდი. -თქვა თუარა თავი შემოყო დემეტრემ. -რა ხედება.
-დღეს ცოტა მოვიწყინე.
-მერე მე რა შენი გამრთობი ვარ?
-არა.
-აბა აქ რა გინდა.
-რატო მეუხეშები.
-ღირსი ხარ. ხომ გითხარი გაგებუტეთქო.
-რომ გამოვასწორო?
-ეხლა არ მითხრა შოკილადებს გიყიდიო. -თვალები გადაატრიალა. თან ერთი ხელით პირსახოცს იჭერდა. ისედაც ძლივს უფარავდა უკანალს.
-საერთოდ არ მიცნობ.
-ახალი ამბავი. ვერც გაგიცნობ ვერასდროს. მკოცნი და გარბიხარ. ხმას არ იღებ და რანაირად გავიგებ რამეს შენზე? ვანგა კიარვარ.
-მე შესარიგებლად სხვა ხერხებიმაქვს.
-მაინც რა. -დოინჯი შემოირტყა. ერთ წამში დაფარა მანძილი გეგენავამ და გოგო მთლიანად ტანზე მიიკრო. ელენემ თვალების ცეცება დაიწყო აქეთ-იქით, ბოლოს კი მის თვალებს წააწყდა. -შენი თვალები. -ამოიბუტბუტა. -ჩემსას გავს.
-ჩემი უფრო ლამაზია. -გაიცინა. ყელში აკოცა ნაზად. მერე მხარზე. ელენემ უნებურად თავი გვერძე გადაწია და ყელისკენ მიმავალი გზა გაუხსნა. კოცნით აუყვა კისერს და ტუჩებამდე მიაღწია. გული ამოვარდნას ჰქონდა, დემეტრე კი კოცნას არ ჩქარობდა. ნახევრად მოშიშვლებულ მკერდზე თლილი თითები გადაუსვა. მაშინვე ეკალმა დააყარა მთლიან ტანზე.
-მეე… ისა… -აზრებს ვერ ალაგებდა. -ღმერთო, დემეტრე გაჩერდი.
-რატომ? -მის ტუჩებთან ჩაიჩურჩულა.
-მხრები მეწვის. -ამოიხვნეშა.
-მხრებზე არ გეხები. -ისევ განაგრძობა ელენეთი ტკბობას.
-დემეტრე!
-კარგი ვჩერდები. -ხელი რაღაცნაირად გაუშვა. უცებ ჰოპ… პირსაწმენდი მოსძვრა. მაშინვე დაიხარა დემეტრე და თვალებ დახუჭულმა მიაწოდა. -მალე მოიხვიე სანამ გავგიჟდი. -თვალები გაახილა თუ არა ოთახიდან გავარდა. დარჩა ერთ ადგილას გაყინული. ვერ ინძრეოდა. მთელი სხეული აეწვა. ხუთი წუთის მერე ძლივს მოეგო გონს. უცებ ჩაიცვა და ისიც დაბლა ჩავიდა. დემე იქ არ დახვდა. ვერ გაეგო ამ ბიჭის რას აკეთებდა, ან რას უკეთებდა, მასზე ფიქრებს რომ ვერ იშირებდა. კარტოფილი შეწვა ბევრი. მაიას დარჩენილი საჭმელიც გამოლაგა, სალათაც დაჭრა და მაგიდაც გაშალა. იკასთვის უნდა დაერეკა, მან კი ზუსტად მაგ დროს შემოხსნა კარები. სიცილით შემოლაგდნენ ყველა.
-აუ მაგრად მშია. -მუცელზე ხელი მოისვა რეზიმ.
-წყალი გადაივლე ჯერ. -თხუთმეტ წუთში ყველა მზად იყო. -ისინი წავიდნენ? -პირგამოტენილმა ჰკითხა იკას.
-ხოო აბა. სულ ჩვენთან ხო არ იქნებიან, ისინი ცალკე არიან. -თქვა და კარტოფილი გაიქანა პირში. -აუ რა გემრიელია. შენნაირ კარტოფილს ვერავინ წვავს. ვსო გადაწყდა შენ არ გაგათხოვებ.
-რო გავთხოვდე ისე ვერ შეგიწვავ?
-ნუ შეიძლება. მე გამომყევი ცოლად და ცივ ნიავს არ მოგაკარებ. პროსტა საყვარლების ატანა მოგიწევს.
-ანუ ცოლობას მთხოვ? -სიცილით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.
-კი.
-ცოტა რომანტიკა მაინც გამოგეჩინა. -დაიწუწუნა.
-მოიცა. -გარეთ გავარდა, რომ დაბრუნდა დაგრეხილი მართული შემოიტანა. ბეჭდის ფორმა გაუკეთა და თითზე წამოაცვა ელენეს.
-ეხლა ჩემგან ითხოვე დის ხელი.
-თანახმახარ? -სიცილით ჰკითხა რეზის.
-არა რა თქმაუნდა. -თავი გააქნია. ყველა იცინოდა.
-არაუშავს ჩემო სიყვარულო, ჩვენს სიყვარულს ვერაფერი აღუდგება წინ. -ხელი ჩაკიდა ელენემ.
-აუ მოკეტეთ რა ვეღარ ვჭამ. -ძლივს ამოილაპარაკა ნინი.
-აი ტყუპ, დაქალი გეყოლება რძლად.
-კაი გვეყო მასხარაობა. წავიდეთ და ვიყიდოთ დღეისთვის რაც გვჭირდება. -ძლივს ამოისუნთქა ტაბატაძემ.
-აუ ისე დღეს მართა უნდა წავიდეთ ჩვენ სადმე? -ინტერესით ჰკითხა სალიმ.
-არა გოგო სად უნდა წახვიდეთ. -თმები აუჩეჩა ჯანჯღავამ.
-აბა გიყუროთ როგორ *იმავთ ვიღაცეებს?
-შენ რა გადარდებს? ჩვენ თუ საბა რომ გა*იმავს. -წაკბინა ჯანჯღავამ. კოკაკოლა გადმოასხა პიროდან და პირდაპირ მჯდომ ელენეს, სახეში შეაფურთხა. ნინიმ სიცილი ატეხა და ყველა გადაბჟირდა. მარტო სალის ჰქონდა დაბღვერილი სახე.
-რა მიქენი გოგო? -ძლივს ამოისუნთქა.
-იდიოტო. -დაბღვერილმა გახედა ჯანჯღავას.
-რატო ბრაზდები ტო? მერე რა რო მოგწონს.
-არ მომწონს.
-ჩვენ გვატყუებ გოგო?
-შენ ხო ვერავინ ვერაფერს გამოგაპარებს.
-სამივეს გაფრთხილებთ. არ დამანახოთ კოცნაპროშვნები და მსგავსი რაღაცეები. დღეს თქვენც იქნებით და ბევრს არ დალევთ. ეს შენ უფრო გეხება ცოლო.
-შენ მომხედავ.
-ვერ მოგხედავ, დღეს დაკავებული ვიქნები.
-უკვე მღალატობ? -გაიცინა.
-გაგაფრთხილე საყვარლები უნდა აიტანოთქო. და კიდევ, დღეს იმ სამისგან თქვენ სამმა თავი ცოტა შორს დაიჭირეთ. სიმთვრალეში ბიჭები თავს ვერ ვიკავებთ ხოლმე. -სერიოზული სახით თქვა. მერე გოგოების გაშტერებულ სახეზე სიცილი აუტყდა. -კარგი წავედით ჩვენ და საღამოსკენ მოვალთ. -სამივეს თავზე აკოცა, რეზი მაგიდიდან ააგდო და წაიყვანა.
-მადლობა ღმერთს ორნი გავჩნდით თორე მაგის გარეშე ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა.
-გეთანხმები დაო. -მაგიდის ალაგება დაიწყეს და რომ მორჩნენ ტელევიზორთან დაჯდნენ. -დღეს თამარის დაბადებისდღეა.
-ვიცი ხო. -თქვა ნინიმ და დაქალთან უფრო ახლოს მიიწია.
-მერე რა უნდა ქნა, არ უნდა დაურეკო?
-თვითონ დამირეკა? შვილს რომ დაბადებისდღეზე არ დაურეკავ იმას რა უნდა ელაპარაკო საერთოდ. -ჩაიცინა.
-მიდი დარეკე. -ტელეფონი მიაჩეჩა ხელში
სალიმ.
-მიდი ხო. -აჰყვა ნინიც და მოუთმენლად შესცქეროდნენ დაქალს.
-არა.
-მიდი მეთქი. -თვალები დაუბრიალა სალიმ.
-კარგი ხო ჯანდაბას. -ფეხზე წამოდგა და დარეკა, აქეთ იქით დადიოდა პასუხის მოლიდინში. უკვე გათიშვას აპირებდა როდესაც ქალის ხმა შემოესმა.
-გისმენთ.
-გილოცავ.
-ელენე შენ ხარ? -ისე თბილად უთხრა, მაჩაბელი ადგილს მიეყინა.
-კი.
-როგორ ხარ შვილო? -დედამისის ლაპარაკი უკვე აკვირვებდა.
-მე კი კარგად ვარ მაგრამ შენ რა გჭირს? რაღაც ზედმეტად თბილად მელაპარაკები. ხომ კარგად ხარ? -ირონია მაინც არ დააკლო.
-როგორ ვიქნები კარგად? მარტო ვარ ამხელა სახლში. წახვედი და შენი ძმაც გამოგყვა.
-აი თურმე რა ყოფილა. მეც არ ვიფიქრე რა დაემართა ამ ქალს_თქო. სხვათაშორის კიარ წავედი გამაგდე. ისევ ისეთი ხარ. კარგად იყავი დედა! -ბოლო სიტყვა გამოკვეთა და გაუთიშა. -ლაპარაკიც კი მაღიზიანებს მაგ ქალის. იმდენად ვძულვარ რომ მოჩვენებითაც არ შეუძლია წესივრად მელაპრაკოს.
-ბოდიში რომ დაგაძალე.
-დაი*იდე არაუშავს. სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
-რაზე?
-რა ვქნათ დღეს.
-თვალყური ვადევნოთ და თვალი არ მოვაშოროთ არც ერთს. -თვალებმოჭუტულმა თქვა სალიმ.
-ეგღა მაკლია დემეტრეს ვუყურო რას გააკეთებს. -ხელი ჩაიქნია. -თქვენ უყურეთ კი და სხვა გოგოებს არ გააკაროთ. მე არ მექნება ახლო მომავალში დემეტრესთან ისეთი ურთიერთობა როგორიც შეიძლება რომ თქვენ გქონდეთ.
-ამბობს გოგო, რომელიც რამის ბიჭს გადააჯდა. -თვალები გადაატრიალა ნინიმ. -ჩვენ არც კი გვიკოცნია იმათთვის.
-ხოდა ეგ არის ზუსტად. დემეტრეს მარტო გასართობად უნდა ჩემთან ყოფნა. მე კიდე ამის უფლებას ვაძლევ. -თავში შემოირტყა ხელი. -უნდა ნახო საბა როგორ გიყურებს ხოლმე.
-მართლა? ანუ შეიძლება…
-კი შეიძლება.
-ესე რომ ვლაპარაკობთ თავი მეცხრე კლასში მგონია. -ჩაიცინა ჯანჯღავამ. -გინდათ სანაპიროზე გავიდეთ?
-რავი ისინი ჯერ მაინც არდაიწყებენ მგონი გართობას.
-ხოდა წამო წავიდეთ.
ათ წუთში უკვე მზად იყვნენ. სანაპიროზე მივიდნენ თუ არა ეგრევე წყალში შეცურეს სამივემ ერთად.
-მიყვარს ზღვა. -ზურგზე დაწვა სალი.
-ვაიმეეე რაღაც შემეხოო! -წამოიყვირა ელენემ და აფართხალდა.
-მედუზა იქნებოდა გოგო. -სიცილი დაიწყო ნინიმ.
-მეზიზღებიან ფუუ! ვერ ვიტან მედუზებს და ზღვისცხენებს.
თხუთმეტ წუთში ნინი და ბერიძე წყლიდან ამოვიდნენ, მაჩაბელი კი ისე დატოვეს.
დაახლოვებით ერთი საათი იყო წყალში. ბოლოს ისიც ამოვიდა და გოგოებს მიუწვა გვერძე.
-აუ გოგოები მომენატრნენ.
-ვინ გოგოები?
-ზოგადად გოგოები. სულ ბიჭებში ვართ, ერთი გოგო არ გვყავს. -გაიცინა ჯანჯღავამ.
-აუ ხოო. ვინმე გავიცნოთ ნახე რამდენი გოგოები არიან.
-მოიცა კაცო არ მაქვს ახალი მეგობრების თავი. -ხელი ჩაიქნია სალიმ.
-ნახე ის ორი გოგო, იქ რო წვანან. მაგარ ტანზე არიან.
-მიდი და გაიცანი ეგრე ძაან თუ გინდა.
-მივალ! -ფეხზე წამოდგა ტყუპი და გოგოებისკენ წავიდა. -გამარჯობათ! -ხელი დაუქნია პატარა ბავშვივით. თავიდან ისე შეხედეს ნინის ეგონა ძალით ძერსკი გოგოები იქნებოდნენ.
-პრივეტ! -შავთმიანმაც ნინის მოძრაობა გაიმეორა.
-მე და ჩემს დაქალებს თქვენი გაცნობა გვინდა. ძირითადად სულ ძმებში ვართ. ხომ ხვდებით. -სიცილით ლაპარაკობდა.
-მე ბელა ეს ანი.
-სასიამოვნოა. ერთი სიტყვით დღეს ფართი გვაქვს სახლში, სასმელი, მუსიკა და სასუსნაოები იქნება. ხოდა თქვენც გეპატიჟებით.
-იმ წვეულებაზე ხომ არ ამბობ იკა, გიო და კიდე ვიღაც ვიჭები რომ აწყობენ.
-ოჰოჰოჰო მოუსწრია ჩემს ძმას. -ჩაიცინა.
-ხო ისე ის ბიჭი მაგრად გგავდა. -სიცილით უთხრა ანიმ. ორივეს შავი თმა ჰქონდა, მაგრამ რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ. ანი ცოტა დაბალი იყო ბელასთან შედარებით და ყავისფერი თვალები ჰქონდა შავი თმა მხრებამდე ჰქონდა შეჭრილი. ბელას ნაცრისფერი თვალები, წელამდე თმა და ჩოლკები.
-ტყუპები ვართ. აბა რას იზავთ წამოხვალთ?
-არ გეწყინოს მაგრამ მგონი ვერ მოვახერხებთ.
-რატომ? ა მივხვდი. -გაიცინა. -წამოდით რა, ჩვენთან იყავით და სულ არ მოგაკარებთ იმათ თუ გინდათ. პროსტა სამი გოგო ამდენ ბიჭებთან არ დაგვტოვოთ რა.
-არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს თავს ვიფასებ და გახვეწნინებ. -გაუღიმა ბელამ. -შენც ხვდები ალბათ შენი ძმა როგორია. ცუდად არ გაიგო ოღონდ.
-ვხვდები? ვხვდები კიარა ზუსტად ეგეთია როგორსაც შენ ფიქრობ. კაროჩე დაი*იდეთ ჩემი ძმა და სხვებიც. იმ ბო*ებში მარტო არ დაგვტოვოთ. -სამივემ გაიცინა.
-მიკვირს ისე შენნაირი გოგო ჩვენ რომ გვთხოვს წამოსვლას. -თვალებ მოჭუტულმა შეხედა ანიმ.
-ხო ეგ მეც მიკვირს. არასდროს მდომებია ჩემი დაქალების გარდა სხვა… მოიცა შენ ხომ არ იფიქრე რომ ჩემ ძმამ მომაგზავნა?
-არა… კარგი წამოვალთ.
-ძალიან კარგი. წავედი ეხლა მე და იქ ვარ თუ რამეა. სახლი იცით?
-კი იკამ მითხრა, თუ გადაიფიქრებთ მოდითო.
-მე გიხსნით მაგათი კლანჭებისგან. საღამომდე. -ხელი დაუქნია და დაქალებთან დაბრუნდა.
-რას ელაპრაკებოდი ამდენს. -ეჭვის თვალით შეხედა ელენემ.
-გიოს და იკას მოუსწრიათ უკვე დაპატიჟება. მგონი ჩვენი სახლი გაიტენება დღეს. ხოდა დავარწმუნე რომ უნდა წამოსულიყვნენ.
-მოიცა იმათ ნათქვამზე არ მოდიოდნენ? -წარბები აწკიპა სალიმ.
-არა. აზრზე ხარ?
-ვაა ეს უკვე მომწონს. რაღაც ახალია. -ჩაფიქრდა მაჩაბელი და “ახალ მეგობრებს” გახედა.
-კარგი ვიყოთ კიდე და ცოტახანში წავიდეთ. -სამივე მზეს ეფიცხებოდა, ვიღაც წინ გადაეფარათ და ნათება დაუჩრდილა.
-რომ გაიწიო არა? -თბალები მოჭუტა და ძლივს დაინახა ორი ბიჭი რომლებიც მათ დაჰყურებდნენ. -რას მიყურებ გოგოს ტანი არ გინახია? -სიცილით ჰკითხა ელენემ.
-გამარჯობათ გოგოებოო! -სიტყვა გაწელა მელოტმა.
-პრივეტებიი! -გააჯავრა ჯანჯღავამ.
-დღეს ჩემი მეგობრის სახლში ფართია და არ წამოხვალთ?
-ჩემს სახლზე ამბობ? -გაღიმებულმა უთხრა ნინიმ. ბიჭმა გაკვირვებულმა შეხედა. -ჩემი ძმის მეგობარიხარ ალბათ ხო?
-იკა შენი ძმაა?
-კი, არ მგავს? -სახეზე თითით ანიშნა.
-მაგრად. არ ვიცოდი და თუ ყავდა.
-ეხლა ხომ იცი.
-რატომ მესწერვები.
-მეე? -საჩვენებელი თითი გულთან მიიტანა. -რა სისულელეა. -ხელი ჩაიქნია.
-საღამოს გნახავთ ანუ, ეხლა გაიწიე მზეს მიჩრდილავ. -ხელი დაუქნია სალიმ და თვალები დახუჭა. მაშინვე იგრძნო თბილი სხივები სხეულზე და კმახოფილმა ჩაიღიმა.
უკვე მზე ჩადიოდა, მაგრამ მაინც იქ იჯდნენ და ლაპარაკობდნენ. ნინის იკამ დაურეკა და მანაც მაშინვე უპასუხა.
-სად ხართ გოგო.
-მომიტაცეს და აღარ მიშვებენ.
-ნუ ღადაობ ეგრე ტყუპ. სად ხართ_თქო.
-სანაპიროზე ვზივართ.
-მოდით რა სახლში მოგვეხმარეთ.
-რატო ძმაო. თქვენი ფართია და თქვენ თვითონ გააკეთეთ ყველაფერი.
-ხმამაღალზე ჩართე.
-ჩავრთე.
-ელ!
-რაიყო ქმარო მოგენატრე?
-მოდით რა მოგვეხმარეთ. მერავიცი სად რა დევს?!
-კარგი ხო წამოვალთ ეხლა.
-ისევ ცოლს თუ შევეცოდები. -გაიცინა და ტელეფონი გათიშა.
ყველაფერი აიღეს და სახლში გადავიდნენ. იმდენი რაღაც ჰქონდათ ნაყიდი, გოგოებმა რომ დაინახეს ეგრევე წუწუნი დაიწყეს. სულ წუწუნით გააკეთეს ყველაფერი და ბოლოს სავარძელზე “დაეხეთქნენ”.
-საუკეთესოები ხართ. -სამივეს ლოყები დაუკოცნა იკამ. -ერთიწუთი დავრეკავ. -ტელეფონი ამოიღო და გიოს გადაურეკა.
-სად ხართ შე*ემა.
-მოვედით კარები გააღე.
-ტყუპ მიდი კარები გააღე რა. -ზლაზვნით წამოდგა და ბიჭებს კარები გაუღო. -რატო კეტავთ საერთო?
-მე ჩავკეტე შემთხვევით. -ამოილუღლუღა მაჩაბელმა.
-რამდენი ვინმე დაპატიჟეთ რა უბედურებაა. -აწუწუნდა სალი. -მე მეგონა მარტო ჩვენ და კიდე რამდენიმე იქნებოდა. თქვენ კიდე მთელი ქობულეთი დაგიპატიჟიათ.
-დაჟე ერთმა ბიჭმა ჩემს სახლში დამპატიჟა წვეულებაზე. -სიცილით თქვა ნინიმ.
-ვინ ბიჭმა. -თვალებმოჭუტულმა შეხედა გიგიმ.
-მერავიცი ვიღაცამ. რო ვუთხარი იკას და ვართქო მოხია იქიდან. -მხრები აიჩეჩა.
-ძალიან კარგი.
-და ხო კიდე წინასწარ გაფრთხილებთ. -ლაპარაკში ელენეც ჩაერთო. -ჩვენს ოთახს არცერთი არ გაეკაროთ. ვეღარ დავიძინებ მერე იქ.
-ხო თქვენ საძინებლებში რაც გინდა ის გააკეთეთ.
-თქმა საჭირო არ იყო. -თვალები აატრიალა და გარეთ გავიდა. მას კი საბაც გაჰყვა.
-იკა! -კიბეზე ჩამოჯდა, თან სიგარეტს მოუკიდა.
-რა ხეება? -ძმაკაცს გვერძე მიუჯდა და სიგარეტს გადაუკიდა.
-სალი მიყვარს და დღეს უნდა ვუთხრა. მაგის არაბიოლოგიური ძმა შენ ხარ და მაგპონტში გეუბნები. თავიდან მართლა ვღადაობდი, მაგრამ ისე შემაყვარა მაგ გიჟმა თავი აზრზე ვერ მოვედი. ხოდა იცოდე რა კაროჩე.
-კარგი ბრატ რა პრობლემაა. სპასიბა რომ მითხარი.
-რა მადლობებს იხდი ბიჭო, სხვანაირად ვერც ვიზავდი. ცოტა ტეხავს ჩემიაზრით ძმაკაცის და რომ გიყვარდება მაგრამ გულს ვერ უბრძანებო ხოიცი.
-კარგი ეხლა თავს ნუ მომაბეზრებ. მაგასაც უყვარხარ პროსტა შეიძლება არ გითხრას ჯერ, მაინც რომ იციდე ჯობია გული არ ატკინო.
-ვერც ვატკენ.
-კაროჩე გიგის აღსარება დამრჩა ჩასაბარები და ვსო.
-აუ ეგ ვაბშე გამო*ლევდა რაც შენი და გაიცნო. სახლში დებილივით ზის და რომ ველაპარაკებით არ გვისმენს. მერე ამოღერღა დამერხა იკას და მიყვარსო.
-ატ*აკებ. -ჩაიცინა.
-თუ რამეს ვამატებდა ჩემიკარგიმოვ***ნ.
-რა სამივეს ერთად მოგინდათ ეს სიყვარულები, თან მაინდამაინც სამივე ჩემს დებს რომ დაეტაკეთ.
-ეგ მეც მაინტერესებს. კაი წავედი შევალ და მოვუხერხებ რამეს იმ გოგოს.
-მიდი აბა შენ იცი. -მხარზე ხილი მისცხო და შიგნით შევიდა.
მალე მთლიანი სახლი ახალგაზრდებით გაიტენა. ყველა სვავდა, ცეკვავდა და ერთობოდა. კიდევ გაისმა კარზე ზარი და ისევ იკა გავიდა შესაგეგებლად.
-ვაა გოგოები მოხვედით ანუ? -გაკრეჭილი უყურებდა.
-ესენი ჩემთან არიან. -თავი გამოყო კარებში ნინიმ. ხელები ჩაკიდა და შიგნით შეიყვანა.
-ჩემ დამ გოგოები ამახია. -ხმამაღლა და სიცილით თქვა იკამ. ვინც გაიგონა იმათმაც გაიცინეს.
-მადლობა რომ მოხვედით. აი იქ არის ყველაფერი მიდით და მოვალთ ჩვენც.
მალე დაბრუნდა უკან ელესთან და სალისთან ერთად. ერთმანეთს გააცნო გოგოები და მაშინვე ჭორაობა დაიწყეს.
-ის ნახე როგორ ეტმასნება ჩემს ძმას. -სიცილით თქვა ელენემ.
-შენ არ ეხუტები და სხვა მაინც ხომ უნდა აეტმასნოს. -მხრები აიჩეჩა ნინიმ.
-მოკეტე!
-მოიცა შენ ძმაზე ეჭვიანობ? -გაკვირვებულმა შეხედა ანიმ.
-ერთი წელია ნაჩხუბრები არიან და შურს იმ გოგოსი ახლა. -აუხსნა სალიმ.
-უი ცუდია.
-აუ გიგის მივახრჩობ. -დაბღვერილმა თქვა ნინიმ. -აქ რომ ვარ მაშინ მაინც მოშორდეს იმ გოგოს.
-ელ დღეს დემეტრეს არ აკოცნინო. -სიცილით უთხრა სალიმ დაქალს.
-რატო?
-ვიღაცას ეზა**ვება. -მარჯვნივ გაახედა დაქალი. დაინახა როგორ იჯდა დემეტრე და კალთაში ქერათმიანი გოგო ეჯდა.
-გული ამერევა ეხლა. -მაშინვე მოტრიალდა და სალის შეანათა გაბრაზებული თვალები.
-როგორც მივხვდი ნინის გიგი მოსწონს, ელენეს დემეტრე. -ჩაფიქრებულმა თქვა ბელამ.
-კი ეგრეა. უი ჩემი კაცი სადარის ნეტა? რაღაც არ ჩანს. -აქეთ იქით მიმოიხედა. -მე საბა მიყვარს. პროსტა ერთად არ ვართ. არ ვიცი ის რას გრძნობა. -იდაყვებით დაეყრდო სამზარეულოს ბარს.
-ის არ არის საბა? -თავით ანიშნა ანიმ.
-ოჰ ძაღლი ახსენეო. კი ეგა და ჩვენსკენ რატო მოდის. -სიცილით თქვა.
-ჩვენსკენ კიარა შენსკენ მოდის. -მხარი მიჰკრა გაკრეჭილ დაქალს ნინიმ.
-სალიტ გამომყევი. -როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე მკლავში სწვდა.
-სად?
-არ გიტაცებ ნუ გეშინია.
-არ მეშინია.
-ანუ რომ გაგიტაცო არაუშავს?
-ნუ ბოდავ.
-წამოდი. -ხელი ჩაკიდა და წაიყვანა. უკან გამოხედა მეგობრებს რომლებიც მისნაირად გაკვირვეულები უყურებდნენ ერთმანეთს. გარეთ გავიდნენ ზღვასთან მიიყვანა და იქ დააყენა უბრალოდ.
-აქ რა გვინდა.
-არაფერი პროსტა გამოგიყვანე. ძალიან დაინტერესებული უყურებდი ბიჭებს.
-ოჰ რაიყო ხომ არ ეჭვიანობ. -სიცილით ჰკითხა.
-კი ვეჭვიანობ.
-ნუ მეღადავები. -წასასვლელად შეტრიალდა, საბამ დაიჭირა და წელზე ხელები მოჰხვია. გაშტერებული უყურებდა ხელაშვილს ლურჯ თვალებში.
-არ ვღადაობ. -მის ტუჩებთან ჩაილაპარაკა. ხმას ვეღარ იღებდა სალი. გული აუჩქარდა და სუნთქვაც გაუხშირდა. ვეღარ გაუძლო და თვითონ აკოცა. საბას ჩაეღიმა და უფრო მეტად მიიკრო პატარა სხეული ტანზე. -მიყვარხარ სალიტ.
-ჯანდაბა მეც მიყვარხარ! -მაშინვე ჩაეხუტა.
-ვიცი. -უფრო ძლიერად მოჰხვია ხელები.
-იცოდე დღეს თუ ვინმე გოგოს...
-დღეს შენთან ვიძინებ. -ლაპარაკი გააწყვეტინა და მოწყვეტით აკოცა.
-იკა და რეზი...
-მაგაზე არ ინერვიულო, იკამ იცის.
-საიდან?
-მე ვუთხარი. -კიდევ ჩაეხუტა, აკოცა და სახლისკენ წაიყვანა. შიგნით ხელგადახვეულები შევიდნენ, მაშინვე მიიქციეს მეგობრების ყურადღება.
-ვიცოდიი! -წამოიყვირა ელენემ და ორივეს ერთად გადაეხვია. ყველა ყვიროდა, უხაროდათ, ვინც არ იცნობდა, მაინც იგივე შეძახილებს იძახდნენ რასაც სხვები. არ იცოდნენ რატომ. პროსტა ყველა რომ ყვიროდა მაგიტო ყვიროდნენ.
-მიყვარხარო! -მაშინვე მოყოლა დაიწყო როცა დაქალები მარტო მოიგულა. ბელას და ანასაც ისე უყვებოდა თითქოს დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. -მერე მეც ვუთხარი რომ მიყვარს.
-არ მჯერა. -პირი დააღო ნინიმ.
-ოო მოიცა რა, მეზარება ეს თავის დაფასებები და ერთი კვირის მერე თქმა რომ მეც მიყვარს. -ხელი ჩაიქნია და საბას გახედა. მანაც ზუსტად მაშინ გამოხედა.
-ამ დროის მანძილზე გიგი და დემეტრე რამის მიახრჩეს ამათმა.
-მორჩა ვსო ვეღარ ვუყურებ ამას. წავალ ჰაერზე გავალ. -ელენე ადგა და სანაპიროზე გავიდა. ქვებზე იჯდა და ელოდებოდა. ეგონა გამოყვებოდა, მაგრამ არ გამოყვა. ნახევარი საათი იჯდა. ბოლოს სახლში დაბრუნდა. თავის ოთახში ავიდა, აივანზე გავიდა და მოაჯირს მიეყრდო.
-ელ!
-იო. -ისე თქვა უკან არ მიტრიალებულა.
-როგორ ხარ? -გვერძე ამოუდგა ძმა და მანაც ჰორიზონტს გახედა.
-დავიღალე ცოტა. შენ?
-ნიჩევო რა. დღეს თამარის დაბადების დღეა.
-ვიცი მივულოცე.
-რა? რატომ? -სახეში შეხედა.
-გოგოებმა მაიძულეს. ნეტა არ დამერეკა.
-რა გითხრა?
-მომენატრე შვილო მოდი სახლშიო. ბოდიში რომ გაგაგდეო, ბოდიში რომ ვერ შეგიყვარე მაგრამ შენი ძმის გულისთვის აგიტანო. -თავი ჩახარა. -რას მეტყოდა იო? მომშხამა, ნერვები მომიშალა და გავუთიშე.
-ეგრე ნუ ამბობ.
-საერთოდ არ ვუყვარვარ, ეს ჩემზე კარგად შენ იცი. პატარაობიდან მინდოდა ერთხელ მაინც მომქცეოდა გულწრფელად თბილად. მარტო მაშინ მეფერებოდა როცა დაქალები მოსდიოდნენ სახლში. ვერ მიტანდა, თითქოს მისი გაჩენილი არ ვიყავი. რასაც დავითაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ბავშვობიდან იცი რაზე ვფიქრობდი?
-რაზე?
-მეგონა მათი შვილი არ ვიყავი და დედა მაგიტომ მექცეოდა ეგრე.
-რა სისულელეა.
-დეენემის ანალიზი გავაკეთე იცი? -ჩაიცინა და მერე აწყლიანებული თვალები შეანათა ძმას, მწვანე თვალებში.
-რაა? ღადაობ? -გაკვირვებულმა შეხედა დას.
-იცი რა ეწერა?
-არ მაინტერესებს. -მკაცრად თქვა და მზერა აარიდა პატარა მაჩაბელს.
-რატომ? იქნებ შენი და არ ვარ?
-რისი თქმა გინდა მაგით ელ? თუ ჩემი სისხლი არ გექნება ჩემი და არ იქნები?
-სამწყუხაროდ შემი სისხლიმაქ.
-ეგრე ნუ ლაპარაკობ.
-როგორ? იცი რაა გიო? საერთოდ არ მინდა მამაჩემის სისხლი მქომდეს. მეზიზღებიან ყველანი გესმის? ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის ვერასდროს.
-და მე ელ? მეც გეზიზღები?
-მინდა მაგრამ არ გამომდის. -ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა, თან ხმასაც ნელნელა უწევდა. -რომ გიყურებ სულ ისინი მახსენდებიან. ნერვები მეშლება ჩემს თავზე რადგან სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და მეზიზღება ჩემითავი იმისგამო რომ არ შემიძლია შეგიძულო. არ შემიმძლია გესმიის? ყველა სიძულვილს ის სიყვარული ფარავს რომელსაც შენს მიმართ განვიცდი. ტკივილამდე მიყვარხარ. ჯანდაბა გიორგი რა დავაშავე? რატომ გავჩნდი საერთოდ. აღარ შემიძლია ამდენის მოთმენა. დავივიწყე ყველაფერი, მაგრამ ისევ გამოჩნდი. ისე გელაპარაკები თითქოს ძმა კიარა საყვარელი კაციიყო. -სიმწრით ჩაიცინა. -იცი როგორ გამიჭირდა მაშინ შენზე ის სიტყვები მეთქვა? მაშინ კლუბში. მე შენზე ვთქვი რომ არავინ იყავი ჩემთვის, რომ დაგინახე მთელი ერთი წლის ნაწვალები წყალში ჩამეყარა. ისევ ყველაფერი ამოტრიალდა. -უკვე ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა, მაგრამ არაფერი ადარდებდა. სურდა მთელი ეს დარდი აქ და ახლავე ამოენთხია. გიომ ხელები მოჰხვია და ჩაეხუტა.
-მაპატიე რა. მაპატიე რომ გეჩხუბე და ზურგი გაქციე.
-გაპატიე უკვე.
-მომენატრე ელ. -სახე მის თმაში ჩაყო და ღრმად შეისუნთქა დის სურნელი. -ნუ ტირი რა. -თავზე გადაუსვა ხელი.
-წადი გთხოვ. -ამოისლუკუნა.
-კარგი. -შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. ცრემლები შეიმშრალა, ისევ ჰორიზონტს გაჰყურებდა და ათას რამეზე ფიქრობდა. მალე უკნიდან ვიღაც მოეხვია და ყელში აკოცა.
-ასე ნუ დგახარ, ძალიან გამომწვევია.
-ხელი გამიშვი დემეტრე! -მკაცრად უთხრა. უკუსვლით შეიყვანა ოთახში და ისევ აკოცა კისერში.
-არა პატარავ.
-შენი პატარა არ ვარ! -ფართხალი დაიწყო. უცებ შეატრიალა, წელზე მოხვია ხელები და მის ტუჩებს დააშტერდა. -გამიშვი არ ვარ შენს ხასიეთზე.
-არა! -დაიხარა და აკოცა. თავი უკან გამოწია და სილა გაარტა. -მეტკინა! -ხელი მოისვა ლოყაზე. -ეს რისთვის?
-იმისთვის რომ სხვისი ჩადორბლილი ტუჩები შემახე. -თვალი გაუსწორა და ისევ სცადა ხელი გაეშვებინა.
-დავიბანე. -ჩაიცინა და ისე სწრაფად დაეტაკა მის ბაგეებს ელენემ ვეღარაფრის თქმა ვეღარ მოასწრო. მაინც აიყოლა კოცნაში. სავარძელზე ჩამოჯდა კაბა აუწია და კალთაჩი ჩაისვა. ერთი ხელი თმაში შეუცურა, ისევ აკოცა ყელში. მთლიან ტანზე ეკალმა დააყარა. თავს ვეღარ იმორჩილებდნენ, რომელიმე უნდა გაჩერებულიყო. ელენეზე სასმელი უკვე მოქმედებდა. აღარ აინტერესებდა რა მოხდებოდა. უბრალოდ დემეტრესთან უნდოდა ყოფნა. თვალები ოდნავ გაახილა მაჩაბელმა და ზუსტად მაგ დროს მოხვდა თვალში წითელი პომადა გეგენავას კისერზე. დაფეთებული წამოხტა დემეტრეს კალთიდან და მაშინვე კაბა გაისწორა. დემე იმენა “გასწორებულში” იყო.
-რომ მეზიზღები გითხარი უკვე ხომ?
-კი მაგრამ შენი ქცევები სხვა რამეს მოწმობს. -გაიღიმა. -ისე როგორ მოახერხე გამოფხიზლება?
-სექსის მერე თავი კარგად უნდა მოიწესრიგო ხოლმე! -ყელზე თითით ანიშნა გრძნობაარეულმა.
-ფუ შენი. -ხელით მოიწმინდა. -ესეიგი ეს რომ არა...
-ჯობია ვინმე ნახო თორე შარვალი ცოტახანში შემოგეხევა. -ლაპარაკი გააწყვეტინა და თვალით ანიშნა.
-შენ ჯობია საპირფარეშოში გახვიდე, უკვე დასველებული იქნები. -თვალი ჩაუკრა და გადაიხარხარა.
-ჩემი სისველე პრობლემას არ წარმოადგენს, რასაც შენსაზე ვერ ვიტყვი. ახლა გადი აქედან. -ხელით კარებისკენ ანიშნა.
-ოჰოჰოჰო შენ მაგდენი საიდან იცი? ჯერ პატარა ხომ არ ხარ მაგისთვის?
-საშინლად მაღიზიანებ და სანამ რამე არ მოგხვდა თავში გამასწარი აქედან.
-კარგი გავდივარ. -ფეხზე წამოდგა, მოწყვეტით აკოცა უცებ და გავიდა. -ხვალამდე ელენიკო.
ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, რომელიც ისევ დემეტრეს სუნით იყო გაჟღენთილი. თვითონაც დაბლა ჩავიდა და გოგოები მოძებნა.
-ვსო მივდივარ აქედა აღარ შემიძლია. არ დამაცადეს წესივრად დასვენება. -დაბღვერილი ლაპარაკობდა. -დღეს იმდენი ემოცია ამოვუშვი ერთად რომ, სულ დავიცალე. დავიღალე და ძილი მინდა. დემეტრე აღარ დამანახოთ.
-რა მოხდა?
-ნერვები მომიშალა, რაც უნდოდა მიიღო და წავიდა.
-რა გააკეთე? -პირდაღებული მიაჩერდა ნინი.
-ეგ არა რაც შენ იფიქრე. მგონი მაგასაც გავაკეთებდი აზრზე რომ არ მოვსულიყავი.
-გადამრევ მე შენ.
-აუ*გა. -სიცილით თქვა. მაშინვე ერთმანეთ გადახედეს და ხარხარი აუტყდათ. ელენეც აიყოლიეს.
-ცუდადვააარ! -ხელს ინიავებდა სახესთან სალი.
-მოვკვდები ეხლაა. -მაგიდაზე არტყავდა ხელს და სიცილისგან იგუდებოდა ჯანჯღავა.
-კარგით გეყოთ რაა. -ძლივს გაჩერდა მაჩაბელი, მაგრამ დაქალებს ვერაფრით აწყნარებდა. -სანამ დაწყნარდებით წავალ მე იკას მოვძებნი. -პასუხს აღარ დალოდებია ისე გაეცალა იქაურობას. ჯანჯღავა ვიღაც გოგოებს ელაპარაკებოდა. ელენე უკნიდან ჩაეხუტა. იკას ჩაეღიმა და მაშინვე მოხვია ხელები. -მიშველე რა. -მოწყენილი სახით ახედა ერთი თავით მაღალს.
-რა მოხდა პატარა? -შუბლზე აკოცა.
-მოვიწყინე. დავიღალე და მეძინება.
-ელ კარგი რა. აი ნახე თოკა იქაა, იმასთან მიდი გაგამხიარულებს. დღეს შეიძლება ჯგუფური ავირტყა შენ კიდე ხელს მიშლი. -გაუცინა და ცხვირზე ჩამოჰკრა თითი.
-რა საზიზღრობაა. ღმერთო ეს სად მოვხვდი.
-მიდი მიდი. -ლოყაზე აკოცა და ისევ გოგოებს მიუბრუნდა. არ იცოდა სად წასულიყო. ძილი უნდოდა, მაგრამ ვერანაირად ვერ დაიძინებდა თავის ოთახში. ბევრი იფიქრა და ბოლოს გიოს მიადგა.
-იო. -მხარზე დაარტყა ხელი. ისიც მაშინვე შემოტრიალდა.
-ჰოუ. -ისე უპასუხა თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყოს ელენეს ასეთი ქცევა.
-შენ მაინც მიშველე რა.
-რა ხდება.
-თქვენ ვისთან ხართ სახლში აქ?
-ჰა?
-ანუ ვისთან რჩებით ხოლმე.
-ჩემთან. რა გჭირს რა სახეგაქ?
-აუ შეგიძლია გასაღები მომცე? მეძინება, ვერც ვერთობი აქ, კაროჩე ცუდად ვარ.
-წამო გაგიყვან. იმათაც უთხარი და წამოვიდნენ თუ უნდათ.
-ვეტყვი ხო. -მაშინვე გოგოებს მივარდა. -იომ სახლში უნდა გამიყვანოს და წამოდით თუ გინდათ. მეძინება და თუ ვერ გამოვიძინე ხვალ მთელი დღე უჟმურ ხასიეთზე ვიქნები. ორი საათია უკვე ღამის.
-მოიცა რა თქვი? გიომო? სახლში? სად სახლში? შერიგდით?
-არა. პროსტა ვთხოვე. შენმა ძმამ ჯგუფურში გამცვალა. კაროჩე მოდიხართ თუ არა?
-კი და ამას ხვალე მივხედოთ. -ხელით ანიშნა სახლზე. გიოსთან მივიდნენ და ისიც მანქანისკენ წავიდა. უხაროდა რომ თავისი და ისე ძაან აღარ აიგნორებდა. მალევე მიიყვანა სახლში.
-მოიცადეთ აქ. -თვალი ჩაუკრა ელენეს და სახლში მარტო შევიდა. ათი წუთი ალოდინა გარეთ გოგოები, ელენეს რამის კიბეზე ჩაეძინა. ბოლოს როგორც იქნა გამოვიდა და სახლში შეიყვანა. -მაინც ყოველი შემთხვევისთვის შევამოწმე ყველაფერი რამე ისეთი რომ არ გენახათ. -გაიცინა და ნაგვის პარკს თავი მოუკრა.
-ფუ გიორგი კარგი რა. -მხარზე ხელი დაჰკრა სალიმ.
-ნინი სამზარეულოში შეიყვანე. -ელენეს ჩასჩურჩულა ყურში და მაღლა ავიდა. ვერაფრის კითვა მოასწრო, მაგრამ მაშინვე დაუჯერა ძმას. ხუთ წუთში გიგი შემოვიდა სველი თმით სამზარეულოში. ელენემ ეგრევე გადახარშა ყველაფერი. ავალიანი გაკრეჭილი უყურებდა ნინის და არაფერს ამბობდა. ელენეს სიცილი აუტყდა მის რეაქციაზე და გიორგიც აიყოლა.
-კაროჩე ელ შენი ოთახი ხელუხლებელია და იქ ადით თქვენ, დანარჩენ ოთახებში იმათ სძინავთ და არ შეხვიდეთ. -გიგის გადახედა. -თვალყური ადევნე ამათ. ოღონდ საძინებელშიც არ შეყვე. -თავში წამოუთაქა და სახლიდან გავიდა.
-შენ ბიჭებთან ერთად რატომ არ ხარ. -დაეჭვებულმა ჰკითხა ნინიმ.
-ისა მე… -ეტყობოდა რომ დალეულთან ერთად მოწეულიც ჰქონდა. დებილივით იკრიჭებოდა.
-მე გამოვუშვი ვუთხარი წადი დაიძინე ცუდად ხარ ხოხედავთქო. -პირველად მოატყუა დაქალი.
-ხო ბევრი მომივიდა. -ფხუკუნებდა ავალიანი.
-ცოტახანი ვაცადოთ და გამოფხიზლდება. წავედი მე უნდა დავიძინო. ჩემი ოთახი იცით და ამოდით.
-მიდი ხო მოვალ. -თვალი ჩაუკრა დაქალს სალიმ და რეზის მიუბრუნდა. -გაგიკეთო რამე? თუ არ გინდა წავალ მე მაშინ.
-ნინიმ გამიკეთოს. -ბართან დაჯდა და სახე ხელებში მოიქცია.
-რა გაგიკეთო. -მის მოპირდაპირეთ დადგა.
-რაც გინდა, ლიჟბი შენი გაკეთებული იყოს ყველაფერს შევჭამ. აუ კვერცხი შეწვი თუ არ გეზარება რა.
-კარგი მაშინ. -ნინი ჩუმად აკეთებდა ყველაფერს გიგი კი გაშტერებული უყურებდა მომღიმარი. ბოლოს რომ შეიწვა, ომლეტი წინ დაუდო. მოთმინებით ელოდებოდა როდის გასინჯავდა.
-აუ მაგრად ასწორებს. -როგორც კი შეჭამა მაშინვე შეუქო ნახელავი. ჯანჯაღავას მეტი რა უნდოდა.
-მოგეწონა ანუ?
-კი მაგრად. -ნელნელა ფხიზლდებოდა.
-კიდევ გინდა რამე? -უკვე ამთავრებდა ავალიანი.
-კი თან ძალიან.
-რა?
-მაკოცე.
-არა. -მაინც გაეცინა.
-რატომ ვითომ? -ფეხზე წამოდგა და წინ აეტუზა ნინის.
-იმიტომ რომ წეღან სახლში ვიღაც გყავდა.
-საიდან იცი.
-მივხვდი, დებილი კი არ ვარ.
-არადა არ მყოლია. -ხელი წელზე მოჰხვია.
-მატყუებ.
-არ გატყუებ. -თითქმის მის ტუჩებთან დაილაპარაკა. -ნუ შეიძლება. -მაშინვე აკოცა რომ ხმა აღრა ამოეღო. ნინიმ ხელები კისერზე შემოჰხვია და კოცნაში აჰყვა. მთელი ტანი უხურდა. ავალიამა ხელი თეძოებზე მოკიდა და წელზე შემოისვა. ერთი ხელი უკანალზე მოუჭირა, ნინის კი პირიდან უცნაური ხმა აღმოხდა. -ჩუუ შენი დაქალები გაიგებენ. -ჩაიცინა და მის ტუჩებს წაეტანა.
-ხოდა წავიდეთ ოთახში. -ჩუმათ თქვა და კოცნა გააგრძელა.
-დარწმუნებული ხარ? -მაშინვე გაჩერდა ავალიანი. -მართლა გინდა რომ პირველი მე ვიყო?
-რაიცი რომ პირველი იქნები? იქნებ მეორე ხარ?
-მაგაში დარწმუნებულივარ. პროსტა არ მინდა რომ ინანო, მოთმენა შემიძლია. -ცხვირზე აკოცა.
-მართლა?
-ხო აბა. -გაუცინა და ისევ აკოცა.
-მაშინ დღეს შენთან დავიძინებ. -თმაში ხელი შეუცურა და თავი უკან გადააწაევინა.
-როგორც გინდა პატარავ. -მოწყვეტით აკოცა, ასე წელზე შემოსმული საძინებელში აიყვანა. ნინი ლოგინში დაწვა გიგის მაიკით და მის სურნელში მთლიანად ჩაეფლო.
-იმედია ეს თეთრეული სუფთაა.
-წეღან გამოვცვალე. -გაიცინა თან ხელები ძლიერად მოჰხვია. იფიქრა არ გამექცესო.
-ანუ გიორგი შენს მომზადებას მოუნდა ათი წუთი?
-კი.
-ღმერთო ჩემო. -თვალები დახუჭა, მერე ნაზად აკოცა ტუჩებში და დაიძინა.
ელენეს ძილი უნდოდა მაგრამ დაქალი საშვალებას არ აძლევდა.
-საბა იცი რას მეძახის?
-რას? -მობეზრებულად ჰკითხა.
-სალიტას.
-რა მაგარია. ვიცი იდიოტო.
-აუ რა ზუკ*ა ხარ. -თვალები გადაატრიალა და უკანალზე ხელი მისცხო დაქალს.
-წადი აყირავდი დაიძინე რა. მაგაზე ხვალ ვილაპარაკოთ. -ლოყაზე აკოცა.
-კარგი ვჩუმდები. -უკნიდან მოეხვია მაჩაბელს და ორივემ დაიძინა.
უკვე თენდებოდა ხმაურმა რომ გამოაღვიძა ელენე. ბიჭების სიცილი ისმოდა. ფეხზე წამოდგა, კიბეებისკენ ჩუმად წავიდა, დაბლა ჩასვლას აპრიებდა და ზუსტად მაგ დროს მოჰკრა ყური ლაპარაკს.
-ჩუმათ შე*ემა არ გააღვიძო ისინი. -ხმადაბლა თქვა გიომ.
-ჩუმათ ვარ ხო. -გაიცინა საბამ და სიცილთან ერთად რაღაცის ბრახუნის ხმაც გაისმა.
-აუ რა *ლე ხარ. -იცინოდა გიო.
-იმედია თამარა ამისთვის არ მომკლავს.
-მე დავიბრალებ.
-ისე ელენესთან რა ხდება?
-რავი ტო?! შემირიგდათქო ვერ გეტყვი, მაგრამ მელაპარაკება, ნუ თუ მაგას ლაპარაკს ვუწოდებთ. მინდა რომ შემირიგდეს, პროსტა როგორ უნდა შევირიგო აზრზე არ ვარ.
-ნუ წუწუნებ ძმობას გაფიცებ. მადლობა თქვი საერთოდ რომ გელაპარაკება.
-არ ვწუწუნებ. ის ნაბი*ვარი იმ დღეს უნდა მომეკლა. -ზიზღნარევი ხმით თქვა გიომ. ელენე მიხვდა ვიზეც იყო აქ საუბარი. რათქმაუნდა აკოზე. იმ აკოზე მაშინ კლუბთან რომ შეხვდა.
-დემეტრეს უმადლოდე ციხეში რომ არ ზიხარ.
-ისე მაგანაც ბევრი ურტყა. -ჩაიცინა.
-ღადაოობ მე რომ მოვედი მკვდარი მეგონა ის ჩ*მისა. ღირსი კი იყო, მაგრამ იმისთვის მოხვდა რაც არ გაუკეთებია.
-ცდისთვის მოხვდა. -ელენეს სუთქვა შეეკრა, ერთ ადგილზე გაშეშდა. თავში ერთი წლის წინანდელი ამბავი ამოუტივტივდა. ის საშინელი ღამე, 13 ივლისი. როცა წვეულებიდან სახლში აკოსთან ერთად ბრუნდებოდა. მის შეყვარებულ ბიჭთან ერთად, რომელიც არ უყვარდა. გონებაში მხოლოდ საბას ნათქვამი “იმისთვის მოხვდა რაც არ გაუკეთებია” უტრიალებდა. უცებ ჩაირბინა კიბეები და გაკვირვებულ ბიჭებს მიაშტერდა.
-მართალია რაც გავიგე? -მოულოდნელად ჰკითხა. ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს, მაგრამ ორივე დუმდა. -გიორგი ამოიღე ხმა! არაფერი გაუკეთებია? -უკვე ცრემლები მოსდიოდა უმისამართოდ ლოყებზე.
-კი ელ მართალია. -ფეხზე წამოდგა და მზერა გაუსწორა დას. -არაფერი გაუკეთებია.
-ანუ მე... ანუ... ის... -სიტყვებს ერთმანეთს ვეღარ აბავდა, სცხვენოდა ძმასთანა რამის თქმა.
-ხო ელ ის არ მოგკარებია და შენ ისევ პატარა გოგო ხარ. -თბილად გაუღიმა ძმამ. ერთ ადგილას გაშეშებული იდგა, სიხარულის ცრემლები მოსდიოდა. უცებ გაიცინა და ძმისკენ გაექანა. ისეთი ინერციით შეასკდა გიორგის, რამის წააქცია. ხელები მაგრად მოხვია სახე კი მის კისერში ჩარგო.
-ეს არ ცვლის იმ ფაქტს რომ შენ...
-რომ მე ყველაზე სი*ი ძმა ვარ. -გაიცინა გიომ.
-ზუსტად! მაგის თქმა მინდოდა პროსტა ტეხავდა. -დიდი მაჩაბელი სავარძელზე დაჯდა, ელენეც მის კალთაში მოთავსდა.
-ანუ შერიგდით? -თვალები სიხარულისგან დააჭყიტა საბამ.
-როგორც ხედავ.
-გვეღირსა ძმაოო! -ფეხზე წამოხტა მთვრალი ხელაშვილი და ორივე ჩაკოცნა. -ეხლა ნახეთ რა გავაკეთო. -მაღალა აირბინა, ორ წუთში ხელში მძინარე სალით დაბრუნდა.
-რას აკეთებ?! -თვალები ჭყიტა მაშინვე ელემ. -ჩემი დაქალის გამასხარავების უფლებას არ მოგცემ!
-აუ ელ გთხოვ რა! ამ ერთხელ.
-ხომ იცი რომ გაგებუტება?
-ეგ არაფერი შევირიგებ, შენ ტელეფონი აიღე და ვიდეო გადაიღე მაგრად ვიღადავებთ მერე.
-ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვები. მიდი ჩქარა. -პირზე ხელი აიფარა ელენემ. ნელა დააწვინა სავარძელზე, თვითონ ასანთის ღერი აიღო გაუკიდა და სალის ცხვირთან ახლოს მიუტანა. უცებ ყვირილი მორთო ხელაშვილმა.
-ხანძარია! ვიწვით! -ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, სალი ხველებით წამოხტა და ზუსტად საბას სიტყვები გაიმეორა. აქეთ იქით გიჟივით დარბოდა. ბოლოს რომ მიხვდა არაფერი არ ხდებოდა გაშტერებულმა შეხედა მეგობრებს.
-ფუ თქვენი! -მაშინვე წარბები შეკრა. -რა ჯანდაბას აკეთებთ?
-შენი სახე რომ დაგენახა! -ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ და-ძმა. არანაკლებ მდგომარეობაში იყო საბაც.
-რა ჯანდაბა გაყვირებთ? -კიბიდან ჩამოვიდა ნინი რომელსაც უკან გიგი მოჰყვებოდა.
-რომელი საათია ხოარ ღადაობთ?
-ხოო ვღადაობთ! -ხელებს მუცელზე იჭერდა გიო.
-აუ პროსტა თუ გაპატიოთ რა. -პატარა ბავშივით გაიბუტა და ზურგი აქცია ყველას.
-კარგი რა სალო, მოდი ვიდეოს განახებ მაგარი ღადაობაა.
-შემეშვი გიორგი სანამ მშვიდად ვარ.
-კარგი ბოდიში. -ხელები ასწია დანებების ნიშნად.
-ხმა აღარ გამცეთ არცერთმა. -ოთახში ავიდა გაბრაზებული, კარები მიიჯახუნა და ლოგინში დაწვა.
-ხომ გითხარი არ უნდა გვექნა. -ხელი მიჰკრა საბას.
-რა მოხდა ხალხო? -გაკვირვებულმა იკითხა ნინიმ. ელენემ ყველაფერი დაწვრილებით ჩამოურაკრაკა, მერე ვიდეოც ანახა და გადაბჟირებული ნინი ძლივს მოასულიერა. -საბა მალე ადი იმასთან თორე, ხვალ ისე დაგაინორებს, ეჭვი შეგეპარება შენს არსებობაში. დღესვე მოასწარი შერიგება.
-აუ ჩემი დამერხა. -მაშინვე სალის ოთახში გავარდა. -სალიტ... -როგორც კი კარები შეაღო მაშინვე ბალიში მოხვდა თავში.
-გადი აქედან.
-აუ სალიტ კარგი რაა, რაზე ჭედავ ტო? ვიხუმრეთ პროსტა. -ლოგინზე ჩამოჯდა და თმაზე ხელი გადაუსვა.
-დამანებე თავი, რაღა მაინცდამაინც ჩემზე იხუმრეთ. -მეორე მხარეს გადატრიალდა.
-რა მნიშვნელობააქ ვისზე ვიხუმრებდით? მერე ელეს ვეხუმროთ თუ გინდა. -სიცილით უთხრა და მხარზე აკოცა.
-მაინც გაბრაზებული ვარ.
-შემირიგდი და ისეთ რაღაცას გეტყვი რაც ყველაზე მაგრად გაგიხარდება, დაჟე გაბრაზებაც დაგავიწყდება.
-ნუ მაიმუნობ.
-მართლა გეუბნები.
-მითხარი. -გადმობრუნდა და ყურადღებით დააკვირდა.
-ჯერ მითხარი რომ შემირიგდი.
-შეგირიგდი.
-ჯერ მაკოცე.
-არა.
-მაშინ არ გეტყვი. -მოწყვეტით აკოცა. -ამის შესახებ ჩვენ ოთხმა ვიცოდით მარტო, მაშინ იმ სი*ს შენი დაქალისთვის ხელი არ დაუკარებია, ანუ შენი დაქალი ქალიშვილია. კიდევ ელე და გიო შერიგდნენ. -პირი დააღო ბერიძე, ხმა ჩაუწყდა, გაოგნებული უყურებდა ხელაშვილს. ვერაფერს ამბობდა. -სალიტ ქენი რამე. -გაუცინა.
-ანუ ის... ანუ ჩემი ძუ*ნა დაქალი... ღმერთო ჩემო საბა. -უცებ წამოიყვირა, საბას ხელები მოხვია და აკისკისდა.
-მოიცა ელენეს ძუ*ნას ეძახი? -თვალებდაჭყეტიმა შეხედა.
-ჩათვალე არ გაგიგია. -ლოგინიდან წამოხტა და კიბეები ისე ჩაირბინა რამის დაგორდა. -მიყვარხარ შე ძუ*ნა. -ისე ჩაეხუტა დაქალს რამის გაჭყლიტა.
-მეც მიყვარხარ პროსტა აქ სხვებიც არიან. -გაიცინა.
-უი ხო. ისა... აი თქვენ რომ მიმართავთ ხოლმე ძმაკაცები ერთმანეთს შე*ემათი და მსგავსი რაღაცეებით ხო აზრზე ხართ. -გაწითლებულ ბიჭებს ხელებით უხსნიდა. -კაროჩე დაი*იდეთ რა.
-სალიტ წამო. -თავით ოთახისკენ ანიშნა.
-ღამე მშვიდობისა, ნუ რაღა ღამე, გათენდა, უეჭველი უნდა დავიძინო წავედი მე.
-შეეცადე არ იუზრდელო ხოლმე ბიჭებთან. -როგორც კი ოთახში შევიდა მაშინვე მოკიდა ხელები წელზე.
-ოჰ რატომ ვითომ?
-არ მომწონს როცა გოგო უზრდელობს.
-ისინი უბრალოდ ბიჭები არ არიან, მაგათთან ერთად გავიზარდე.
-და მაინც. არ მომწონს და ვსო. -მაშინვე დაეწაფა მის ბაგეებს. მისი კოცნა უფრო მომთხოვნი იყო, ხელი მაიკის ქვეშ შეუცურა და მკერზე მოუჭირა.
-ჯანდაბა საბა გაიხადე სანამ გადამიფიქრია. -ამოიოხრა და ბიჭის მაიკას დაეჯაჯგურა. მაისური გადაიძრო, ლოგინზე დააწვინა სალი, თვითონაც დაწვა და გულზე მიიხუტა.
-ჯერ ადრეა პატარავ. -შუბლზე აკოცა.
-თავს დამცირებულად ვგრძნობ. -უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
-ახლა რომ ეს გაგვეკეთებინა, ხვალ შეიძლება გამოყენებულად გეგრძნო. -მკლავზე თითები ააყოლა და სახე მის თმაში ჩარგო. სალის ხმა აღარ ამოუღია ისე ჩეძინა. ელენემ ძმასთან დაიძინა და საერთოდ არ გახსენებია ამ დროის მანძილზე დემეტრე. არა, როგორ არ გაახსენდა, უბრალოდ იცოდა რომ ახლა ვიღაც გოგოსთან ეძინა, ამის გაფიქრება მთლიან სხეულს უსიამოვნო გრძნობით უვსებდა, ამიტომ გადაწყიტა არ ეფიქრა და უბრალოდ მონატრებული ძმით დამტკბარიყო. უყვარდა თავის ძმა, ყველაზე მეტად.

რომელ დას არ უყვარს ძმა? ან რომელ ძმას არ უყვარს და? დისთვის ძმა ყოველთვის განსხვავებულია ყველა კაცისგან. შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა, შეიძლება სულ ჩხუბობდნენ ან პირიქით, არ აქვს მნიშვნელობა, მაინც შენს თავზე მეტად გიყვარს და არასდროს შეიყვარებ მისნაირად სხვას. ზოგადად ძმები ეგოისტები არიან, დებს ისაკუთრებენ, არ უნდათ ვინმე ზედმეტად შეეხოს, არ უნდათ ვინმე ისე მოექცეს როგორ თვითონ ექცევიან გოგოებს, ამიტომ აქვს ძმების უმეტესობას ცუდი რეაქცია დის შეყვარებულის ამბებზე. ვერ იტანენ ვერც მათ შეყვარებულებს და ვერც ქმრებს. ასევე არიან დებიც, ეჭვიანობენ ძმის შეყვარებულ გოგოებზე, გონიათ რომ ის გოგოები უფრო უყვათ ვიდრე დები. ისე ზოგს ცუდი რძალი ხვდება. და-ძმას ისე აშორებს ერთმანეთს, ვერც ხვდებიან კაცები. მათ შეუძლიათ ერთმანეთისთვის საუკეთესო მესაიდუმლეები იყვნენ. ეს იმ შემთხვევაში თუ ძმა ზედმეტად ფსიხი არ არის და ყველა იმ ბიჭს არ ჩეხავს ვინც თავის დას მოეწონება. ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა რომ და-ძმური სიყვარული, ყველა გოგოს და ბიჭის მეგობრული სიყვარულისგან განსხვავდება.
………..

შუადღის ორი საათი იყო გიორგის ოთახში სალი რომ შევარდა და და-ძმას თავზე ყვავივით დააცხრა.
-გეყოფათ ადექით!
-სალო გადი აქედან! -ამოიზმუილა გიომ ისე რომ თვალიც არ გაუხელია.
-ელეე გაიღვიძე.
-ნუ მანჯღრევ გოგო.
-კაროჩე ჩავედი დაბლა და ჩამოდით სანამ წყალი გადაგასხით. -ოთახიდან გავიდა, არცერთმა არ შეიფერთხა ყური, ისევ გააგრძელეს ძილი და სალისგან წყლის შესხმა არ აცდათ. -გუშინდელისთვის სამაგიეროც გადახდილია! -ნასიამოვნები სახით დატოვა ოთახი. უკვე გამოფხიზლებულები ზლაზვით ადგნენ, ზევიდან ორივე სველი იყო.
-კიდევ კარგი კონდენციონერი არსებობს. -გაიზმორა ელე, ძმას აკოცა და სააბაზანოში შევიდა. ცივი წყალი გადაივლო, მერე პირსახოც შემოხვეული თავის საძინებელში შევიდა. კარადაში ისევ ეწყო მისი ძველი ტანსაცმელი. ტრუსიკი ამოიცვა მაგრამ ბიუსჰალტერი პატარა ჰქონდა, თავისი კი სველი, ამიტომ მის გარეშე გადაიცვა მაიკა და ოთახიდან გავიდა. ზუსტად მაგ დროს გამოვიდა ოთახიდან დემეტრე. ელენეს დანახვაზე გაეცინა.
-რა გაცინებს?
-ლიფი უნდა ჩაგეცვა. -ცინიკურად ჩაიცნა.
-შემეშვი რა. -მხარი გაჰკრა და გაიარა. მკლავში ჩაავლო ხელი და კედელს ააკრა. -გამიშვი.
-მაკოცე და გაგიშვებ.
-არა. -პირზე აიფარა ხელი.
-კარგი. -მოშორდა და დაბლა ჩავიდა. ელენეს ნერვები მოეშალა, რაზე თვითონაც არ იცოდა. იმაზე რომ კოცნა უნდოდა თუ რომ არ აკოცნინა და ისიც ასე ადვილად დანებდა. ფაქტია ნერვები მაინც მოუშალა.
-ოჰ ეღირსა ჩამოსვლა.
-აბა რას ვშვრებით დღეს? ესე უაზროდ ხომ არ ვიქნებით?
-თუ გინდათ ციცინათელაში წავიდეთ, კობა მუშაობს იქ და უფასოდ დავჯდებით ყველაფერზე. -იდეა გამოთქვა საბამ.
-და მერე სანაპიროზე კოცონი დავანთოთ, გიტარა, ლუდები და ხო ხვდებით რა, გაგვისწორდება. -დაამატა გიგიმ.
-ბაზარი არაა, რამდენი ხანია არ დამიკრავს. -სავარძელზე გადაწვა დემეტრე. -მომენატრა ჩემი გოგო, სად არის?
-შენი გიტარა გოგოა? -ჩაიფხუკუნა ნინიმ.
-კი. -ფეხზე წამოდგა, თავისი გოგო მოძებნა და მაშინვე ააწკრიალა.
-კარგი და სანამ საღამო მოვა მანამდე რა ვქნათ? ეხლა გარეთ გამსვლელი არ ვარ შევიხრუკები ეგრევე. -დაიწუწუნა სალიმ და საბას მიეხუტა.
-ოჰ მაგას რომ ეხუტები არ გცხელა? -წარბები ასწია ელემ.
-ნწ... -გაიცინა და თავი მხარზე დაადო.
-საღამომდე სახლი დავალაგოთ. იო გაგვიყვანე რა.
-დემეტრე გაგიყვანთ.
-არა! -წამოიყვირა და ყველა მას მიაშტერდა. -ნერვები უნდა მიშალოს და მაგის თავი არ მაქვს.
-მეც აქ ხომ არ ვარ. -ხელი დაუქნია ელეს. გიოს ჩაეცინა.
-ვერ გაგიყვანთ ეხლა.
-ბიჭებო თქვენი გოგოები სახლში არ უნდა მიიყვანოთ? -გიგის და საბას შეხედა.
-საქმე გვაქ ჩვენ. წავედით შე*ემა. -გიოს ანიშნა გიგიმ, ფეხზე წამოდგა, მას კი საბაც მიჰყვა.
-კარგი გოგოებო წავედით ჩვენც. -ფეხზე ადგა გეგენავა. -მშია და ელე რამეს გამიკეთებს, ხო ელ? -ხელი გადახვია მაჩაბელს.
-ვნახოთ როგორ მოიქცევი. -ხელი მოაშორებინა და კარებისკენ წავიდა.
-დღეს მშიერი დავრჩები მგონი. -მხრები აიჩეჩა.
-რა გჭირთ ტო? -გაკვირვებულმა შეხედა ხელაშვილმა.
-აესე ტვინსვუტ*ნავთ ერთმანეთს. არაფერი განსაკუთრებული. -თვალი ჩაუკრა ძმაკაცს.
-დემე მიდი კონდიციონერი ჩართე მანქანაში და ორი წუთის მერე მოვალ რომ უკვე გრილოდეს. - მეგობრულად მისცხო ხელი სალიმ.
-არ მალოდინო არ მევასება ლოდინი.
-კაი. -დემე რომ გავიდა ელენე უკვე მანქანასთან იდგა და ელოდებოდა.
-მალე რა დავიწვი. -ტუჩები გამობურცა.
-ეგრე ნუ შვრები.
-რას?
-ხვდები რასაც.
-შენთან წესიერ ლაპარაკს აზრი არ აქვს ხო?
-აქვს, პროსტა შენ არ შეგიძლია.
-მე კიარა შენ არ შეგიძლია, არ შეიგიძლია რომ ლაპარაკს ირონია ან ცინიკური სიცილი მოაშორო. ყოველთვის ისეთ რაღაცას ამბობ რაც მაიძულებს ნერვები მომეშალოს.
-ეგრე არ არის, ასე იმიტომაა რომ სულ ჯიბრში მიდგები, ყველაფერზე მეწინააღმდეგები და მერე ორივე ნერვებზე ვიშლებით. -ჩამოუყალიბა უცებ. -ჩაჯექი ეხლა. -ჩუმად დაიკავა მძღოლის გვერძე ადგილი. გოგოებიც მალე გამოვიდნენ.
-მოასწარით უკვე?
-მოკეტე რა.
-კაი კაი ხმას არ ვიღებ. -გაკვირვებული სახით ჩაჯდა მანქანაში ნინი. იქვე იყო სახლი, შესაბამისად ხუთ წუთში მივიდნენ. მანქანა გააჩერა თუარა ელენე ეგრევე გადახტა მანქანიდან და სახლში შევარდა. -რა სჭირს ამას?
-სიმართლე ვუთხარი და არ მოეწონა. -მხრები აიჩეჩა.
-არ გადმოხვალ შენ?
-რავიცი.
-ვგძნობ ერთმანეთს ეგრე დახოცავთ.
-ერთმანეთის დახოცხვა სხვა რამით შეგვიძლია, მაგრამ ჩხუბით არა. -თვალი ჩაუკრა და გაიცინა.
-გარყვნილო, რეებს ფიქრობ ჩემ დაქალზე. -თვალებმოჭუტულმა შეხედა სალიმ. -მოდიხარ თუ არა? რამეს გაჭმევ თუ გინდა.
-არა იყოს, საღამოს გნახავთ. -გოგოები როგორც კი გადავიდნენ მაშინვე დაძრა მანქანა.
-ერთმანეთზე გიჟდებიან. -მაშინვე თქვა ნინიმ.
-ახალი ამბავი, წამო შევიდეთ. -როგორც კი შევიდნენ სახში საშინელი არეულობა დახვდათ. ყველაფერი აქეთ იქით იყო მიყრილი. -ჯანდაბა ამის დალაგება არ გინდა?
-დამლაგებელი რომ დავიქირაოთ?
-მოდით რაა, დამლაგებელი არა ის კიდე, მალე მოვრჩებით.
-იმათ ძინავთ ხო?
-აშკარად. წავალ ვნახავ თუ არიან საერთოდ სახლში. -კიბეებზე ავიდა ელენე და იკას კარები ისე შეაღო არც დაკაკუნებია. -ვაიმე დედაა! -დაიყვირა, მაშივე გამოიხურა კარები და დაბლა ჩაირბინა თვალებდაჭყეტილმა.
-რა ოყო ქალო.
-ახლა შენი ძმის ოთახში, ნამდვილ პო*ნოს წავაწყდი.
-რაა?
-ჯანდაბა სამი გოგოა ზევით, შიშვლები, ყველა ერთმანეთს აწევს ზევიდან. კიდევკარგი იკას გადაფარებული მაინც ჰქონდა. არ სხელა მაინც? -პირზე აეფარებინა ხელი და ხითხითს ვერ წყვეტდა.
-არ მჯერა. ღმერთო ჩემო გული ამერევა ეხლა.
-მაგას მე უნდა ვამბობდე მგონი.
-რეზი?
-საბედნიეროდ იქ არ იყო. მაგასთან შემსვლელი მე არ ვარ. ისინიც მეყოფა.
-ფუ პროსტა აზრზე ხარ? იმენა ჩვენი ტოლი გოგოები გაქანებული ბო*ები არიან.
-ხოო გოგო. -დაეთანხმა დაქალს ნინი.
-გუშინ რამის სექსი მქონდა საბასთან.
-მე გიგისთან.
-რამის როგორ?
-არ მინდა ინანოო გიგიმ.
-მეც რაღაც ეგეთი.
-ხოო მე კიდე გუშინ რომ არ გამოვფხიზლებულიყავი იქვე იმასმიზავდა. -სიცილი ვერ შეიკავა მაჩაბელმა.
-მიგატ*ნ*ვდა.
-მივხვდი ისედაც რომ არ დაგეკონკრეტებინა. -ხარხარით ჩაიქნია ხელი სალიმ.
-იდიოტი. ვსო რა, აღარც მომწონს. ჩვეულებრივი ურთიერთობა მექნება. არანაირი კოცნა და ასე შემდეგ. ვსიო...
-ჩვენ გვატყუებ თუ შენ გინდა რომ ეგრე იყოს?
-მე მინდა რომ ეგრე იყოს. მორჩა რაც უნდა ის ქნას და ვისთანაც უნდა იმასთან დაწვეს, მ*იდია.
-ჩვენთან მაინც ნუ იძახი გოგო.
-აბა რა ჯანდაბა ვქნა?
-უთხარი რომ გიყვარს.
-მეღადავები?
-რაიყო ეგეთი ურჩხულიც არაა.
-არა იყოს, არ მაქვს მაგის ცინიკოსობის და ირონიების თავი.
-ჩემი პატარებიი! -კიბეებზე ჩმოირბინა რეზი.
-ტოლები ვართ რეზიკ. -წყალი დაუსხა ელენემ.
-აუ არ გვითხრა რომ შენც ვინმე გყავს ეხლა ოთახში. -თვალები გადაატრიალა ნინიმ.
-‘ც’ რატო.
-იკა გუშინ პო*ნოვარსვლავი ყოფილა. სამი გოგო ყავს ოთახში. -სიცილით უთხრა სალიმ.
-მოიცა თქვენ რა იცით? -გაკვირვებულმა შეხედა გოგოებს.
-ელენე შეუვარდა ჩასახუტებლად, იქ კიდე ისეთი ამები დახვდა, ეგრევე გამოვარდა. -გადაიხარხარა პატარა ჯანჯღავამ
-ღადაობ ტო?
-იმედია შენც არავინ გყავს.
-არა ღამით წავიდა, დედა მომკლავს სახლში თუ არ მივედიო.
-ქალიშვილი გა**მე შე*ემა? -თვალების ფშვნეტით ჩამოვიდა იკა. შორტი ამოეცვა, ზევიდან კი შიშველი იყო.
-ეგ რომ მითხრა სერიოზულად დავფიქრდი მარა არ ყოფილა. -გაიცინა.
-იკა გაჩერდი მანდ. -სიცილით უთხრა ელენემ.
-რატო.
-ჯერ წყალი გადაივლე და მერე რასაც გინდა შეეხე, მანამდე არა.
-მოიცა შენ... -ადგილზე გაშეშდა.
-მაპატიე, ამის მერე დავაკაკუნებ ხოლმე. -ქვედა ტუჩზე იკბინა, სიცილს ძლივს იკავებდა.
-ჯანდაბა ელ მეღადავები? -ამოიხვნეშა.
-მიდი მიდი. -უკან გაბრუნდა და კიბეებზე დატუქსული ბავშვივით ავიდა.
-შენ იბანავე?
-მაშინვე. -ჩაიცინა. ის სამი გოგო ისე გავიდნენ სახლიდან, ბავშვებისთვის ზედაც არ შეუხედავთ. იკაც მალე ჩამოვიდა და გემრიელად გადაუშვეს მუცელში ყველაფერი რაც ხელში მოხვდათ(რაც იჭმეოდა). ხუთივემ ერთად მიალაგეს სახლი, ხუთი საათისკენ ყველაფერი ბრწყინავდა. გამოიცვალეს და სანაპიროზე გავიდნენ. წყალი ჩვეულებრივთან შედარებით უფრო სუფთა იყო. ყველამ ერთად იცურავეს, ბოლოს ამოვიდნენ და ზაგარზე დაწვნენ.
-დღეს ციცინათელაში მივდივართ ყველა ერთად, ღამე ისევ აქ მოვალთ და ცეცხლს დავანთებთ. უი ხო კიდე, გუშინ გიოს შევურიგდი.
-ძალიან კარგი. -თავზე აკოცა იკამ.
მალე მოსაღამოვდა, იკას მანქანით წავიდნენ ციცინათელაში. ბიჭები იქ დახვდნენ. იკამ გიგის აღსარებაც მოისმინა. ყველაფერი მოგვარდა. წყვილები დაიშალნენ, ელენე, იკასთან, დემესთან, გიოსთან და რეზისთან ერთად დატასაობდა.
-აუუ იკაა იკაა ჩემთან ერთად დაჯექი რა გთხოვ.
-წავედით. -თითქმის ყველა ატრაქციონზე დაჯდნენ. ბოლოს ეშმაკის ბორბალზე მოინდომეს დაჯდომა.
-ეე რა პონტია? თანაბრად ვერ ვიყოფით. გიოს ხო არ ვეზ*სავები? -წუწუნი დაიწყო რეზიმ.
-უზნეო. აუცილებელია ვინმეს ეზა*აო? -თავში წამოუთაქა ელენემ.
-აბა იქ რა ჩემიფე*ები მინდა? ამ სიბნელეში მაინც ვერაფერს დავინახავ. -მხრები აიჩეჩა.
-არ დაჯდე მერე ადამიანო, ვინმე გაძალებს? -სიცილით ჰკითხა.
-ხო რავი.
-ჩემთან ერთად ვინ მოდის? -მოათვალიერა ბიჭები. უნდოდა რომ დემე წასულიყო, ყველაზე მეტად ეგ უნდოდა.
-აი გეგენავა წამოვა. -ხელი ჰკრა იკამ.
-დამცინით? -შეიფერა მაჩაბელმა. -კარგი მოდიხარ?
-მითხარი წამოდიო და წამოვალ. -ჩაიღიმა.
-ჩემი ნებართვა გჭირდება?
-არა, პროსტა მინდა რომ შენ მითხრა. -თვალი ჩაუკრა.
-ატ*აკებთ უკვე. -ორივეს ხელი ჰკრა გიომ. -იმედია იქიდან მაინც ჩამოხვალთ გაღიმებულები.
-მე პირიქით მგონია. -ყურში ჩასჩურჩულა იკამ.
-რას ვაკეთებთ შე*ემა? თავი კინოში მგონია, ძმები რომ უწყობენ ხელს თავის დებს ბიჭის შებმაში.
-აუ ბაზარიარაა. ნუ პრინციპში მთლად ეგრეც არაა, ანუ ჩვენ სხვა პონტიგვაქ, უეჭველი ვიცით ბოლოს მაინც ერთად იქნებიან. -ხელებით ხსნიდა იკა.
-ჩაი*ვი ძმობას გაფიცებ. რეებს ბოდავ?
-აუ მაგარი არეულივარ ბო*იშვილივიყო.
-წამო გავიაროთ სანამ გადავიფიქრე.
დემეტრეს და ელენეს ჯერიც დადგა. როგორც კი ბორბალი დაიძრა მაშინვე ხელი ჩაკიდა დემეტრეს.
-დემეტრე...
-რა?
-მელაპარაკე რო არ გადავიხედო.
-სიმაღლის გეშინია?
-კი. არა... ანუ კიარ მეშინია... ანუ სხვა ატრაკციონებზე არ მეშინია იმიტო რო თითქმის ვერაფერს ვხედავ და აქ მეშინია რომ მივეყუდო არ გადატყდეს. კორპუსში იმიტო ვიყიდე ბინა მეცამეტე სართულზე რომ შიში დამეძლია. -აჭიკჭიკდა უცებ.
-გიჟი ხარ გეფიცები. თუ გეშინოდა რატო დაჯექი? -ჩაიცინა.
-არ ვიცი. უბრალოდ მინოდოდა...
-ჩემთან ერთად გინდოდა. -ლაპარაკი გააწყვეტინა.
-ნუ ხარ იდიოტი. -თვალები გადაატრიალა და დაბლა გადაიხედა. -მგონი ჩემი სახლის აივანი უფრო მაღლაა. -უკმაყოფილოდ თქვა. -ვსო აღარ მეშინია.
-მე იცი რისი მეშინია?
-რისი? -თავიდან იფიქრა ცინიკურად ეკითხა რამე ისეთი, მაგრამ მიხვდა რომ პირველად ლაპარაკობდნენ წესიერი ადამიანებივით, ამიტომ ჩვეულებრივ უპასუხა.
-სხვა დროს გეტყვი. -ცხვირზე ჩამოკრა თითი.
-როგორც გინდა. -ისევ ქვემოთ გადაიხედა, იკა და გიოს ხელი დაუქნია. -რა ნელა ტრიალებს ეს ბორბალი.
-ვეღარ ძლებ?
-არა პროსტა ესე ნელა რო ტრიალებს ვღიზიანდები, ათ წუთს ანდომებს იმენა რო ერთხელ დატრიალდეს. -გაიცინა.
-ყურადღება სხვა რამეზე გადიატანე.
-რაზე.
-მაკოცე.
-ხუთი წუთი? -გადაიხარხარა.
-ელ აქედან ვერ გადახტები ხოიცი? მოდი მხოლოდ დღეს და ახლა არ ვუ**ნათ ერთმანეთს ტვინი.
-აქ არ დაგნებდები. -სასაცილო ხმით თქვა და გადაიხარხარა მაჩაბედმა. პირველად გაიცინა დემეტრესთან ყველანაირი ირონიის და ცინიკურობის გარეშე. იმდენად ლაღი იყო მისი სიცილი დემეტრეც აიყოლია. -ეხლა ნახე თუ გაჩერდა ჰაერში. -ისევ სიცილით თქვა. დემეტრემ მისი სახე ხელებში მოიქცია და აკოცა, ეს კოცნა განსხვავდებოდა წინებისგან. იყო რაღაც, რაც განასხვავებდა სხვებისგან. ალბათ ის რომ აქ არ იყო არანაირი დაძაბულობა, ირონია, ძალდატანება და ასე შემდეგ, ეს უფრო ორი ადიმაინის, სიყვარულის გამჟღავნებას გავდა. ნელა მოშორდა და გაუღიმა.
-ახლა უკვე ვიცი რომ გიჟდები ჩემზე.
-ასე ჯობია. -სიცილით თქვა. -ჯობია ერთმანეთს ვუ**ნათ ტვინი ვიდრე ასეთი ბუნჩულა ურთიერთობა გვქონდეს. -მის ნათქვამზე გულიანად გადაიხარხარა გეგენავამ.
-ვერ ძლებ ხო? -ისე გაუცინა როგორც სხვა გოგოებს დაკერვის დროს.
-ხომ გითხარი ეგრე აღარ გამიღიმოთქო.
-მომწონს როცა გაშტერებ. -ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. ნიკაპში წაავლო ხელი და ისევ დაეპატრონა მის ტუშებს.
-იდიოტო. -გბუსხული ბავშვის სახე მიიღო.
-მოდი აქ. -ხელი მოხვია და ჩაიხუტა. მერე შუბლზე აკოცა. -რა პატარა ხარ ელ.
-სამი წლით ხარ დიდი და ნუ მაპატარავებ. -ხელი მისცხო გვერდში.
-შენი აზრით დიდი ხარ?
-ნუ ცხრამეტი წელი დიდს არ ნიშნავს, მაგრამ არც პატარა ვარ. -გაიცინა.
-მე რომ შენი ტოლი ვიყავი, ოცის ვიყავი. -სერიოზული ხმით უთხრა.
-არარსებოობს. -თვალები დააჭყიტა ელემ. -ლუის შენც უყურებდი? -ბოლოხმაზე გადაიხარხარა.
-მაგას ყველა უყურებდა. -მხრები აიჩეჩა სიცილით.
-ნუ იქცევი ეგრე.
-როგორ?
-ესე თბილად.
-რატომ? -ჩაიცინა.
-მეშინია ასეთი სიმშვიდით რამე არ დაგემართოს.
-გვეღირსა. ვსო გამოვკეთდი ნახე. -ფეხი როგრც კი გადადგა მაშინცე დაუბრუნდა ძველებური სახე. ისევ შავები ეცვა, ისევ შავი თმა და მწვანე თვალები. ელენემ გაიცინა და ბიჭებისკენ წავიდა.
-ცოცხლები ხაართ? -მხიარული ჩანდა იკა.
-როგორც ხედავ. -გაიცინა. -შენმა დამ რამის გამაუპატიურა.
-რა ქალიშვილი გოგოსავით წუწუნებ შე*ემა. -ხელი მიჰკრა გიომ.
-მომშორდით აქედან სანამ თავში რამე ჩაგარტყით. -თვალები გადაატრიალა.
-კაი კაი ნუ ბრაზდები. -ლოყაზე აკოცა რეზიმ. -ისინი სად არიან აქამდე?
-გაუტკბათ ალბათ გვრიტებს.
-გავაგვრიტებ მოვიდნენ აქ მალე. -აჯუჯღუნდა იკა.
-მიდი დაურეკე მოვიდნენ და წავიდეთ რა.
-გიგის დავურეკავ მოიც. -ტელეფონი ამოიღო დემემ. -სად ხართ შე*ემა? -აქეთ იქით იყურებოდა. -კაი მაშინ წავალთ ჩვენ... ხო სანაპიროზე ვიქნებით და ეგრევე იქ მოდით... დავაი მიდი. -გაუთიშა და ბავშვებს შეუტრიალდა. -კაროჩე იმათმა გოგოები სიცილის ოთახში შევიდნენო, თქვენ წადით და ჩვენ იქ მოვალთო.
-დავგაზოთ მაშინ. -მხრები აიჩეჩა გიომ.
-აუუ მეც მინდოდა სიცილის ოთახში. -ცხვირჩამოშვებული გაჰყვა ბიჭებს უკან. -აუ იკა არ მაინტერესებს, რამე ისეთი ქენი რო ინანონ ჩვენი გადაგდება.
-გინდა ბათუმში წავიდეთ? -თვალებ მოჭუტულმა შეხედა ბავშვებს.
-ვაიმეე კიი! -ლოყაზე აკოცა გახარებულმა.
-ეხლა ბიჭო? -ჩაფიქრებულმა გახედა ტაბატაძემ.
-ხო რაიყო? ღამე ბათუმი ასწორებს. -ხელი გადახვია ელეს.
-მე დავრჩები რა მეზარება, თქვენ წადით.
-კაი წავიდეთ რა გთხოვთ?! -შრეკის კატის თვალებით შეხედა ბიჭებს.
-ეგ თვალები რომ არ გქონდეს რა გეშველებოდა. -თხვირზე მოუჭირა თითები გიომ.
-ესეიგი მივდივართ?! -თვალებ გაბრწყინებულმა შეხედა დემეს, იმანაც თავი დაუქნია. მანქანაში ჩასხდნენ და ბათუმისკენ წავიდნენ. იკა ჩქარა დააქროლებდა მანქანას. ბათუმშიც მალე ჩავიდნენ, მანქანა სადღაც გააჩერეს თვითონ კი სერიონობა დაიწყეს. ბევრი ფოტო გადაიღეს, ელემ ცალ ცალკე მინდა სამივესთანო. ერთ საათში ტელეფონი გატენილი იყო. მთელი ქუჩები სიცილით აიკლეს.
-სირცხვილია გოგო ცოტა ჩუმათ.
-ოჰ ამათმაც ხვალე არ მიცნონ რა. -ერთი და იგივეს იმეორებდნენ და ასე შეხმატკბილებულები დაბრუნდნენ სახლში. გზაში საბამ დარეკა.
-სად ხართ ე?
-მოვალთ და გეტყვით. თქვენ მანამდე ცეცხლი აანთეთ და სასმელს ჩვენ მოვიტანთ.
-კაი გელოდებით. -ტელეფონი გაუთიშა ჯანჯღავამ. მერე მაღაზიაში შეიარეს და რაღაცეები იყიდეს. ბოლოს ძლივს მიაღწიეს სანაპირომდე.
-სად ხართ აქამდე ტო?
-ბათუმში ვიყავით. -მხიარულად თქვა ელენემ.
-რაა? ჩვენ გარეშეე? -თვალები ჭყიტა სალიმ.
-აბა რა გეგონა ბიჭებში რო გამცვალეთ. -ცხვირი აიბზუა.
-ბოროტები ხართ. -გაბუტულმა თქვა ნინიმ.
-კაი დაიკიდეთ მერე რა. უაზროდ ვიყავით და სანამ თქვენ ერთობოდით ჩვენც გავიგულავეთ რა. -თმები აუჩეჩა იკამ. -მიდი მოვსხდეთ ეხლა. ა ხო კიდე, ხვალ სახლში მივდივართ.
-აუუ კაი რაა, კიდე რამდენიმე დღე დავრჩენილიყავით. -ამოიბურტყუნა ნინიმ და ტყუპს ჩაეხუტა.
-ნინი, ერთხელ რო ვთქვი ესეიგი მივდივართ და ნუ იგრუზები ეხლა. -შუბლზე აკოცა და ლუდის დასხმა დაიწყო.
-კაი ხო.
-მოდი სიმართელ თუ მოქმედება ვითამაშოთ. -ცეცხს გარშემო შემოუსხდნენ.
-ოო უაზრობაა, ყველა მაგას თამაშობს. -ხელი ჩაიქნია სალიმ.
-ესეთ მომენტებში ასწორებს და მაგიტომ თამაშობენ.
-დავაი მიდი, დედა ვინაა? -ტაში შემოკრა ჯანჯღავამ.
-რა დედა ბიჭო? ბოთლით უნდა ვითამაშოთ ეს. -გადაიხარხარა პატარა ტყუპმა.
-აა უი ხო. მიდი დაატრიალე.
-სად დავატრიალო? ისე ვითამაშოთ რა, ვისაც გვინდა იმას ვკითხოთ.
-დაგასწარით მე ვიწყებ! -ფეხზე წამოხტა იკა.
-დგომა საჭირო არაა იკა. -აფხუკუნდა გიო.
-ჩაი*ვი რა! ელ?
-მოქმედება. შეეცადე ნაკლებად დამპლობა მოიფიქრო.
-ვნახოთ. -ცოტახანი ჩაფიქრდა ჯაჯნღავა, მერე კი ეშმაკური მზერა მიაპყრო მაჩაბელს. -ელ მასაჟები გამიკეთე ზურგზე.
-აუ კარგი რაა, ხოიცი რომ არ მიყვარს ეს მასაჟბის კეთება ნუ.
-ვიცი. -კმაყოფილმა ჩაილაპარაკა. ელენემ დავალება შეასრულა და ახლა მისი ჯერი დადგა.
-დემეტრე?!
-მოქმედება.
-იკა გააშიშვლე და წყალში ჩახტით ორივე.
-გვეღადავები? -თვალები ჭყიტა ჯანჯღავამ.
-ღადაობა გინდოდათ. -მხრები აიჩეჩა.
-მოდი ჩემთან ლამაზო. -იკას წარბები აუთამაშა გეგენავამ. დაიწყეს ცანცარი.
-შეტრიალდი და არ გამოიხედო იცოდე. -ხელით შეატრიალა დემეტრე.
-მე უნდა გამეშიშვლებინე! -მაიკა გადააძრო იკას.
-შარვალს მე თვითონ გავიხდი. -ისევ შეატრიალა დემე -ვსო მოვრჩი, მოტრიალდი. -ხელებს მკერდზე იფარებდა. -ნუ მიყურებ მცხვენიაა. -ყველა იცინოდა იმათ გარდა. დემეტრემაც გაიხადა ტანსაცმელი.
-აბა მზად ხარ ჭყუმპალაობისთვის საყვარელო? -ხელში აიყვანა იკა და ლოყაზე აკოცა.
-ვაიმე ეგრე ნუ შვრები მცხვენია! -თვალებია აუფახუნა.
-ჩვენ ლოყაზე კოცნა არ გვრცხვენია! -მიაძახა ნინიმ.
-წიინ ჩემო რაინდო! -ქალის ხმით თქვა და ხელი ზღვისკენ გაიშვირა. დემეტრე გაიქცა, უცებ ორივე წყალში აღმოჩნდა. -მაგრად ასწორებს ჩამოდით თქვენც.
-აუ მაგარი თბილია.
-მართლაა?
-ხო მოდი ელ. -ხელი დაუქნია იკამ. თვალებგაბრწყინებულმა გიოს გახედა. თავით ანიშნა მიდიო. უცებ გაიხადა და წყლისკენ გავარდა. გოგოებიც მას გაყვნენ. ხუთივე გიჟებივით ყვიროდნენ. იმ დღეს მიხვდა ელენე რომ დემეტე არ ყოფილა ისეთი როგორიც ეგონა.
-თურმე გართობა შეგძლებია. -სიცილით უთხრა მაჩაბელმა.
-მე კიდევ ბევრი რამე შემიძლია. -თვალი ჩაუკრა და ლოყაზე აკოცა სწრაფად.
-მოვდივაარ! -ყვირილით და წყალში ფეხების ტყაპუნით შევარდა რეზი იმათკენ. ორივე მხრიდან შეძახილები ისმოდა, იცინოდნენ, ცურავდნენ, ერთმანეთს წუწავდნენ და ბოლომდე გიჟობდნენ.
-არა იკა გთხოვ. -მაშინვე აფართხალდა მაჩაბელი როგორც კი უკნიდან ხელები მოკიდა ჯანჯღავამ.
-როგორ მიხვდი რომ მე ვიყავი.
-შენ ყველასგან გამოგარჩევ, ვხვდები ხოლმე ვინ ვინაა. -მხრები აიჩეჩა და ხელების მოშორება სცადა.
-ვინ ვინაა? კიდე ვინ გეხვევა უკნიდან? -ბნელოდა მაგრამ მაინც დაინახა ელეს დაბნეული სახე.
-მე! -სიცილით გასძახა დემეტრემ.
-იცი რა მე ვასება შენში? -ისე დაუბრუნა პასუხი, ელენესთვის ხელი არ გაუშვია.
-რა?
-რომ არ მალავ. -სიცილით უთხრა. -მაგიტო არ ვბრაზდები შენს ქცევებზე.
-ოეე ხალხო მეც აქ ვარ და არ გაბედო ჩემი... -თქმა არ დააცადა ისე ჩააყვინთა. -იკაა მოგკლავ.
-კაი რაიყო ერთი წელი ვეღარ ჩაგაყვინთებ. -ყელში აკოცა.
-დეგენერატო. -ხელი მისცხო გვერდში.
-აქ იყავით სამივე. -წყლიდან ამოვიდა, რაღაც მოსახვევები ამოიღო ნინის ჩანთიდან და გოგოებისკენ წავიდა.
-ეგ სად გაჩითე ძმაოჩემო? -თვალებდაჭყეტილი უყურებდა ნინი.
-დღეს ჩაგიდე სანამ წამოვიდოდით.
-იცი რაა. -მანამდე გაახვია გოგოები სანამ ამოვიდოდნენ.
-მიდით ცეცხლთან. -ნინი გიგის მიეხუტა, სალი საბას. დემემ მაშინვე ჩაიცვა და ცეცხლთან დაჯდა.
-დემე!
-ჰო?
-იმღერე რა. -თავი მხარზე დაადო გიორგის. გეგენავას ჩაეღიმა და გიტრა მოიმარჯვა ხელში.
-რა გიმღეროთ ქალბატონო.
-გიორგი ტიგინაშვილის რამე.
-არ მევასება ეგ როჟა. -თქვა და მაშინვე დაკვრა დაიწყო. -”სიყვარულმა იცის დღე და, სიყვარულმა იცის ღამე, სიყვარული მე არ ვიცი, ვიცი შენ მასწავლი მალე. მოვა წვიმა, მოვა თოვლი, ჩავუყვებით ქუჩას ორნი”. -სიმღერა განაგრძო. მთელი ემოციით მღეროდა, თან ელენეს თვალს არ აშორებდა. სხვებიც აჰყვნენ, ზოგი “ჭიხვინებდა”, მაგრამ ყველა თავისას ისწორებდა. ცოტახანში დაამთავრეს და სხვა სიმღერა დაიწყეს. რაც იცოდნენ თითქმის ყველაფერი იმღერეს. ბევრიც დალიეს, ილაპარაკეს, იცინეს. უკვე პირველი ხდებოდა დაშლა რომ გადაწვიტეს.
-იოო. -კისერზე ჩამოეკიდა მაჩაბელი დიდ მაჩაბელს.
-ხო ჩემო პრინცესა. -ხელები მოხვია და შუბლზე აკოცა.
-დამპირდი რო ხშირად მნახავ ხოლმე.
-გპირდები.
-დღე არ გამაზო იცოდე. -საჩვენებელი თითი აუწია სიცილით.
-წადი მალე თორე გაცივდები.
-მიყვარხარ! -ლოყაზე აკოცა და იკასკენ წავიდა.
-მეც ელ. -ღიმილით გააცილა და. სახლში როგორც კი მივიდნენ ყველა თავის ოთახში გავარდა. იმდენად დაღლილები იყვნენ არაფრის თავი აღარ ჰქონდათ. ჩაძინებული ელენე ტელეფონის ზარმა გააღვიძა. საათს დახედა, ხუთი ხდებოდა. უცხო ნომრის დანახვაზე იფიქრა შეეშალა ალბათო და არ უპასუხა. მეორედაც რომ დარეკა მერე აიღო ყურმილი.
-გაგაღვიძე?
-დემეტრე?
-ჰო, გამოხვალ?
-ეხლა? რომელი საათია იცი?
-კი და გამო რა.
-კარგი მოვდივარ. -კაბა გადაიცვა და სახლიდან ჩუმად გაიპარა. -რა ხდება?
-წამო და გეტყვი. -ხელკავი გამოსდო და სანაპიროსკენ წაიყვანა.
-აქ რაგვინდა?
-ზღვაზე მზის ამოსვლისთვის გიყურებია?
-არა. -გაღიმებულმა შეხედა.
-არც მე. დაახლოვებით ერთ საათში ამოვა. დავრჩეთ და ვნახოთ ერთად. -თვალები გაუბრწყინდა მაჩაბელს.
-წამო წყალში.
-ცივი იქნება.
-მიდი რა, მთელი დღე გავუძელით ერთმანეთს, ბარემ კარგად დავამთავროთ. -ხელი მიჰკრა. კაბა გადაიძრო და წყლისკენ წავიდა. გაღიმებული უყურებდა გეგენავა. ბოლოს მაინც შეჰყვა.
-აუ რა ცივია ტო. -გააკანკალა. -როგორც გამყინე ისე გამათბე ეხლა. -წელზე მოჰხვია ხელები ელენეს და ზედ შემოისვა.
-ვინმემ რომ დაგვინახოს მაგრად ტეხავს. -სიცილით თქვა.
-მაინც მიდიხარ.
-შენ არ მოდიხარ?
-არა რამდენიმე დღით კიდე ვრჩებით. -ყელში აკოცა.
-დემე ხომ კარგად ხარ? -სერიოზული ტონით ჰკითხა.
-რატომ იფიქრე რომ ცუდად ვარ. -ჩაიცინა და ტუჩები მკლავზე გადაიტანა.
-დღეს მთელი დღეა ისე იქცევი, თითქოს შენი ბოლო დღე იყოს.
-არა პროსტა ვცადე როგორი იქნებოდა ისე მოვქცეულიყავი, როგორც სხვები იქცევიან.
-მერე როგორია?
-მოსაწყენია. -მხრები აიჩეჩა და უკანალზე მოუჭირა ხელი. ელენემ ძლიერად ჩაისუნთქა ჰერი და ტანზე უფრო მეტად მიეკრო. ყელიდან მკერდამდე ჩავიდა კოცნით. მაშინვე დააყარა ეკალმა.
-მგონი მართლა ცივია წყალი. -სასხავათაშორისოდ თქვა.
-დაწმუნებული ხარ რომ სიცივის გამო დაგბურძგლა? -ისევ აკოცა.
-არ ვიცი. -სუნთქვააჩქარებულმა ამოსთქვა. როგორც იქნა ტუჩებამდეც მიაღწია. -იმედია ჩემს გაშიშვლებას აქვე არ აპირებ.
-ანუ უკვე დამნებდი?
-არც იოცნებო.
-არ მჭირდება. -კვლავ განაგრძობდა ელენეს სხეულით ტკბობას. მაჩაბელს აზრადაც არ მოსვლია შეწინააღმდეგება. -ავიდეთ თორე შეგვცივდა უკვე ორივეს. -ელენე მოშორდა და უკან გაჰყვა. დემე რომ გაჩერდებოდა ისიც ჩერდებოდა. -რატომ ჩერდები?
-არ მინდა წინ წასვლა, მერე ტრა*ზე შემომხედავ.
-სხვათაშორის მაგ ტრა*ს ვეხებოდი ერთი წუთის წინ. -სიცილი დაიწო.
-მოკეტე. -შეუბღვირა, კაბა გადაიცვა და იქვე ჩამოჯდა. -ნახე მგონი უკვე ამოდის.
-ჯერ ადრეა. -რამდენიმე წუთი ჩუმად იდსხდნენ. უბრალოდ ჰორიზონტს გაჰყურებდნენ და ტკბებოდნენ. -ამოდის. -მალე გამოჩნდა მზის პატარა ნაწილი. -ელ.
-ჰო. -თავი მისკენ მიაბრუნა. მაშინვე მიაკრო თავის ტუჩები ელენესას. არც მას გაუწევია წინააღმდეგობა. გაღიმებულმა გახედა ჰორიზონტს.
-ეს რომ არ გამეკეთებინა არ შეიძლებოდა. -ჩაიცინა.
-რომანტიკოსიც გახდი?
-დღეს გამონაკლისებს ვუშვებ. -თვალი ჩაუკრა და ისევ ზღვას მოავლო თვალი.
-ეგ გუშინ იყო.
-ცოტახანში დავიძინებ და ესეც “გუშინად” დარჩება. -ხუთ წუთში მთლიანად მოსცილდა მზე ზღვას. -წავედით. -ფეხზე წამოაყენა.
-მმ... წავედი და... ალბათ თბილისში შევხვდებით. -სახლთან მდგომი დამშვიდობებას ცდილობდა.
-ვნახოთ. ჭკვიანად იცოდე. ახალ გაცნობილ ბიჭებს არ ჩაუხტე მანქანაში.
-სალი დაკავებულია ასე რომ... ეგეთი დებილიც არ ვარ მარტო რომ ჩავუხტე. -სიცილით უთხრა.
-კლუბებსაც აარიდე თავი.
-ეგ უკვე შენი საქმე აღარაა.
-ვაა მართლა? -წარბები ასწია. -მე პირიქით ვფიქრობდი.
-არანაირად. -თავი გააქნია და ქვედა ტუჩზე იკბინა სიცილის შესაკავებლად.
-ეგრე ნუ აკეთებ.
-რას?
-ტუჩებს. -მის ბაგეებს დააშტერდა.
-ესეე? -იგივე გაიმეორა და მაშინვე დაეძგერა გეგენავა.
-ხო მეორედ აღარ ქნა. შედი მიდი. -უკანალზე მისცხო ხელი. კარებისკენ მიდიოდა, ვეღარ მოითმინა, მიტრიალდა და ჩაეხუტა.
-ესეც “გუშინად” დარჩება. -ჩასჩურჩულა, პირველად აკოცა თვითონ, მერე კი უკანმოუხედავად სახლისკენ წავიდა. მაღლა აირბინა, წყალი გადაივლო და ლოგინში შეწვა. ბედნიერმა დაიძინა დემეტრეზე ფიქრებით.




წარმოდგენა არ მაქვს როგორი გამოვიდა, უბრალოდ მუზა მომაწვა და ჩავუჯექი ახალ ისტორიას. ვიმედოვნებ დაგაინტერესებთ ^^ შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით <3



№1  offline წევრი artificial

vaime ra sisalvae iko❤️ gavtbi am kinvashi, gavtbi ki ara damcxaa❤️ dzalian momecona aucileblad gaagrdzele❤️ axal nacils moutmenlad veli❤️

 


№2  offline წევრი Painter

artificial
vaime ra sisalvae iko❤️ gavtbi am kinvashi, gavtbi ki ara damcxaa❤️ dzalian momecona aucileblad gaagrdzele❤️ axal nacils moutmenlad veli❤️

მე კიდე შენს კომეტარზე ჩავთბუნდი sweat_smile heart_eyes მიხარია რომ მოგეწონა sweat_smile heart_eyes heart_eyes

 


№3  offline მოდერი მარტო სახლში

ვაიმეეე რა მაგარ იყოო <3 მალე დადე რა

 


№4  offline წევრი Painter

მარტო სახლში
ვაიმეეე რა მაგარ იყოო <3 მალე დადე რა

როგორც მეტყვით sweat_smile მადლობა რომ კითხულობ heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent