შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნების სურნელი #1


1-01-2019, 20:55
ავტორი Phoenix..
ნანახია 7 458

რთულია ცხოვრება როცა მშობელში არ გიმართლებს.მითუმეტეს თუ ხარ გოგო, პატარა და სიფრიფანა.უფრო მეტად გიწევს ბრძოლა ცხოვრების სიასტიკესთან, და ყოველი დარტყმა უფრო მტკივნეულია რადგან არ გყავს დამცველი, არ გყავს საყრდენი მშობელის სახით.! არ გაქვს მშობლის იმედი. რთული ბავშვობა ჰქონდა ელენა ახვლედიანს. მისი მოყავისფრო-მომწვანო თვალები სულ დასევდიანებული იყო, მუდამ შიში ატარებდა ღამეს. ეშინოდა დედის მერე საკუთარ მამა მის ცემაზე არ გადასულიყო, მაგრამ რათქმაუნდა ბევრჯერ აუტანია მისი მწარე ხელი, აწითლებული ყოლაც უამრვაჯერ დაუსველებია ცრემლებს..18 წელი რომ შეუსრულდა დედა საზღვარგარეთ წავიდა და დატოვა. ახვლედიანმა ერთ წელზე მეტი ვერ გაუძლო მარტო მისი „მამის“ ყურებას და სახლიდან წავიდა.
-იცოდე აქედან თუ ფეხს გაადგავ..-ბარბაცით მიუახლოვდა დათო შვილს.-ვერასდროს დაბრუნდები და შიმშილით ამოგხდება სული.
-მირჩევნია მშიერი მოვკვდე ვიდრე ამ წყეულ სახლში ერთი დღე კიდევ დავრჩე..-აღარ აპირებდა უკან დახევას და შეუტია..
-ხოდა გაა*ვი.. უმადურო.!-ხელი ძლიერად ჰკრა და სარკეს მიანარცხა შვილი. საშინლად ეტკინა.. სხუელზე მეტად სული ეწვოდა, რაც არ უნდა იყოს რთულია საკუთარი მშობლისგან ასეთი ქცევის ატანა.! ჩანთას ხელი დაავლო და სამუდამოდ დატოვა ბავშვობის დროინდელი სახლი...სახლი მოძებნილი ჰქონდა ერთ-ერთ გარეუბანში.. ძალიან პატარა იყო, მაგრამ კომფორტული. მისთვის სრულიად საკმარისია, პატარა მისაღები იყო თავისი სამზარეულოთი რომელიც ბარით იყო გამოყოფილი, საძინებელში კი მხოლოდ საწოლი და კარადა იყო. ღრმად ამოისუნთქა სახლში შესულმა და მშვიდად დაეშვა სავარძელზე.
-დედა გადმოვედი..-ტელეფონში ვიდეოთვალი ჩართო და მონატრებულ ნინოს ღიმილით შეხედა.
-დე როგორი სახლია?თუ არაა კარგი სხვა მოძენე მე დავიწყე აქ მუშაობა და გამოგიგზავნი ფულს.
-არა დეე მშვენიერია, თან მეტროსთან ახლოს ვარ და არ გამიჭირდება სიარული უნივერსიტეტში..
-მაპატიე დე..-თავი დახარა ქალმა, ცრემების დასამალად.
-დე მიყვარხარ.. მე და შენ ერთად ბედნიერები ვიქნებით ხომ იცი?! ყველაფერს გავაკეთებ რომ მუშაობა კარგ ადგილს დავიწყო და ჩამოგიყვან ჩემთან.! გირდეები ნინო გესმის? ნუ ტირი რა! -ხმა შეეცვალა გოგონას.
-საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი ჩემ 19 წლის შვილს თუ ამის გადატანა მოუხდებოდა.
-არაუშავრს დე ოდესმე ჩვენც ვიქნებით ბბედნიერები.! მე მჯერა სასწაულების.
-დე წავედი მე, უფროსი მოვიდა.გკოცი და მომწერე ხოლმე შეიძლება მაშინვე ვერ გიპასუხო მაგრამ მერე მოგწერ. ფრთხილად იყავი დედას გახარებავ.!-უცებ უთხრა შვილს და მაშინვე გათიშა ტელეფონი.. ამოისუნთქა და ტელევიზორი ჩართო.. ტელეფონზე მეგობრის სურათი რომ გამოჩნდა ღიმილით დაწვდა და უპასუხა.
-აბა ქალბატონო როგორ ხარ?
-კარგად ნინ შენ?
-მეც რა ახლა გამოვედი უნივერსიტეტიდან.. უი ხო რისთვის გირეკავ, ახლა რაც ყველაზე ლამაზი გაქვს ოღონდ არა მონაზვნური..-გაიცინა.- ჩაიცვი და წავიდეთ კლუბში..
-აუ ნინი არ ვარ მაგის ხასიათზე თან ფულიც არ მაქვს..
-აბა რას კადრულობ? ჩემი ბიჭი გვეპატიჟება.. მიდი რა მარტო არ გამიშვა ვერ გავერთობი უშენოდ.-ცოტახანი გაჩუმებული იყო ელენა.- აუუ პლიიზ..
-კაი ხო.. შენ ხომ არ დაასვენებ ადამიანს.!
-აააა. მაგარია 9ზე გელოდები იცოდე, მისამართს ახლავე მოგწერ. გკოცნი.-დროეითო მშვიდად უთხრა და ტელეფონი სავარძელზე მიაგდო.. იმის მიუხედავად რომ საშინელი ცხოვრება ჰქონდა და ყოველ ღამეს ტირილში ატარებდა, მაინც მხიარული იყო, იშვიათად თუ მოიწყენდა. სულ იმას ამობდა „ მე ორი ხელი, ფეხი მაქვს მხედველობაც და სმენაც.! ამიტომ საწუწუნო აარაფერია“-ო.! მართალიცაა, ჯერ კიდევ არ იცის ჩვენმა პატარა ბეღურამ რას უმზადებს ცხოვრება.! მისი სევდიანი თვალების უკან საშინლად ძლიერი ქალი იმალება და დრო როცა მოვა აუცილებლად გამოჩნდება.!
ყავისფერი, სწორი, გრძელი თმა ლამაზად დაეყარა მხრებზე, მსუბუქი მაკიაჟით ჰქონდა დაფარული ლამაზი ხორლისფერი კანი და ტუჩები წითლად შეეღება,ისედაც მიმზიდველი ბაგეები ახლა უფრო სასურველი გამხდარიყო.!ლამაზი სხეული კი თეთრი კოსტიუმის ტიპის კაბით დაეფარა, ორი ღილი იყო შეკრული დს სიარულის დროს ისე აჩენდა სხეულს კაცს სურვილს აღუძრავდა. ისე გამოიყურებოდა ვერავინ იფიქრებდა რომ ეს ლამაზი ქალი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა.
-ოო დღეს ძალიან ყურედღებით უნდა ვიყო.!-მომღიმარმა ერეკლემ მეგობარს გახედა.
-მასხარა..-გაეცინა და ჯერ ნინი შემდეგ კი მისი შეყვარებული ერეკლე გადაკოცნა.. -დღეს რამე ხდდება?
-პირველი ხელფასი ავიღე და ავღინიშნავ.-გაეცინა ეკეს.
-გილოცავ..-სავარძელზე ჩამოჯდა და ლამაზე ფეხები გადააჯვარედინა. -ძალიან კარგი გარემოა..
-ხო ახლახანს გაიხნსა. რას დალევ?
-რამე კოქტეილი ოღონდ ბევრი ალოჰოლი არ მინდა.
-კაი..-ბარისკენ წავიდა ახალგაზრდა ბიჭი.
-შენი ტანი რომ მქონდეს სულ ასე ვივლიდი ქუჩაში.-მებოგარს გადახედა ნინიმ.
-ზედმეტი კომპლექსები გაწუხება. მშვენიერი ტანი გაქვს.!
-ოჰ დამამშვიდა.. ძაან კარგად ვიცი რაც მაქვს.. მოდი დავლიოთ რაა კარგად ხვალ შააბათია და არსად მივდივართ.!
-არა ხვალ რამე სამსახური უნდა მოვძენო.!
-ინგლისური ხომ კარგად იცი?
-მშვენივრად.!
- დაწყებით კლასელებს ვერ მოამზადებ?
-კი როგორ არა.
-მშვენიერი ჩემს კორპუსში ერთი ოჯახია, მასწავლებელს ეძებენ, ვეტყვი დედას უთხრას შენზე.
-აუუ მიდი რაა. შენ გაიხარე! -ძლივს გაიცინა.
-ეხლა დავლიოთ?
-ჯანდაბას დავლოთ.-არაყით სავსე ჭიქები წამებში გამოცალეს, არ იყო ახვლედიანი მიჩვეული სამელებს და ყოველთვის იჭყანებოდა სასმლის დაგემოვნების მერე.ერთ ჭიქას, მეორე მოჰყვა, მესამე, მეოთხე... მერე.. უამრავი ვნებიანი კოცნა იყო, ძლიერი ხელების ფათური ლამაზ და სასურველ სხეულზე.
-სად წავიდეთ?-საოცრად ბოხი ხმა ჩაესმა გაბრუებულს.
-ჩემთან..-როგორ მოახერხა ასეთმა მთვრალმა და არა მარტ მთვრალმა სწორი მისამართის თქმა, კიბეები კოცნით აიარეს.კაცი ძლიერი და ლამაზი ხელებით.. მხოლოდ ეს ახსოვს. დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა, სხეული ისე ჰქონდა დამძიმეული ეგონა ლოდი ედო ზემოდან, თვალები რამდენჯერაც გაახია იმდენჯერ დახუჭა.. ნელა წამოდგა და საკუთარი თავი შიშვველი რომ დაინახა კინაღამ გულმა დაარტყა. საშინლად სწრაფად უძგერდა გული..
-ღმერთო ოღონდ ეს არაა.ღმერთოო..-საბანი სწრაფად გადაწია და დასისხლიანეული ზეწარზე გაუშეშდა თვალები.. -აააააა.-სიმწრისგან ამოიტირაა და მუშჭი მოიქცია ნაჭერი.. მომუჭულ ხელებზე დადო თავი და ატირდა ისე ატირდა მისი ხმა სულს გაგიყინავდათ. ეზიზღებოდა თავი. თან არ ემეტეოდა ამ გრძნოისთვის, არ უნდოდა ასე ცხოვრება..! -რატომ მეე. მე რატომ..-ტირილით ლაპარაკობდა მთელი ძალით იჩმეტდა სხეულის ნაწილებს.. -რა საცოდავი ხარ ელენა.. რა უბედური. მდაბიო და ამაზრზენი..-ტანი ძლივს აითრია, სრულიად განდაგურებულმა მოიცვა ხალათი, სააბაზანოში შევიდა ანარეკლი რომ დაინახა სარკეში სახე შეეცვალა.-მეზიზღები... არაფრის ღირსი არ ხარ შენ.საცოდავო.! -თითს საკუთარი თავისკენ იშვერდა. წყალი მოუშვა და საშხაპეში შევიდა, თავით იყო მიყრდნობილი კაფელზე და ტიროდა..
-ერთი იმედიღა მქონდა.. ერთი ოცნება და ისიც გამინდაგურე.. სიყვარული მინდოდა.. ლამაზი და ზღაპრული.. ახლა? ახლა რა უნდა ვქნა?ახლა აღარაფერი წმინდა აღარ გამაჩნია. რა დებილი ხარ ელენა, როგორი უიღბლო და უბედური..-ხაოდა. სხეულს ისე იხეხდა თითქოს საუკუნის ჭუჭყს იშორებსო. მერე იყო გადასატანი დღეები, ცრემლიანი ღამეები,ტირილისგან დაბუჟებული ტუჩები და სიკვდილის ძლიერი სურვილი. სახლი იმის იმედით დაოვა რომ ეგონა ჯოჯოხეთს მოშორდებოდა და უარესი ჯოჯოხეთი საკუთარ თავს თვითონ მოუწყო.. საშინელეაა როცა თავს არარაობად გრძნობ! როცა გამოყენებული ნივთივით ხარ და ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა.. ზიზღი რომელიც მხოლოდ საკუთარი მეს მიმართ გავქვს ალბათ ყვლაზე დამანგრეველი რამაა ადამიანისთვის.!
-ელა დედამ დამირეკა ახლა.
-მერე?- სწრაფი კვეის ოიექტში ისხდნენ და ბურგერს მიექცეოდა ნინი, თვითონ კი სალათას უკაკუნებდა ჩანგალს.
-ჩვენმა მეზობელმა დაურეკა და უთხრა მოვიდესო..
-ჩემზე?-არ მოუშორეია თვალები თეფშისთვის.
-რა გჭირს შენ ვერ გავიგე? ელაა.. გოგო კარგად ხარ?-შეშინდა დაქალი ასეთ მდგომარეობაში რომ იყო.
-აა არაფერი ჩავფიქრდი და.. როდის მივიდე?
-დღესვე წამოდი ერთად წავიდეთ.
-კაი.. - მალევე მივიდნენ ახალ აშენებულ კორპუსთან, ლიფტი ავიდა ბოლო სართულზე და ლამაზ რკინის კარს მიადგა. ზარიც გამდებავად დარეკა.
-გამარჯობათ-ღიმილი აიკრა სახეზე და 30 წლამდე ქალს შეხედა.
-ალბათ ელენა ხომ?
-დიახ.
-შემოდი-თბილად გაუღიმა და სახლში შეატარა, სასიამოვნო აურა ტრიალებდა სურნელთან ერთად. -მოდი დაჯექი, ყავას ხომ არ დალევთ?
-ჩაის თუ არ შეწუხდეით.-მორიდებით უთხრა.
-ახლავე მოგიტან.. არ მოიწყინო..-ქალბატონი სამზარეულოში გავიდა..
-თაკო ვინაა?-ძმა გამოვიდა თავისი ოთახიდან.
-ქეთას მასწავლებელი, ინგლისურისთვის დავიქირავე..
-კაი, წავედი მე რეისი მაქცს, დილით მოვალ. -დას აკოცა შუბლზე და სახლი დატოვა.
-ელენა, მოკლედ..-ფინჯანი მაგიდაზე დადო..- ჩემი ქეთო მეორე კლასელია, რატომღაც გაუჭირდა ინგლისურის დაძლევა და გადავწყვიტე მასწავლებელი ამეყვანა, ვიცი რომ სტუდენტი ხარ.
-დიახ, იცით ბავშოვბიდან მიყვარდა ეს ენა და კარგად შევისწავლე, თან მიყვარს პატარები და იმედია კარგად მიმიღებს ქეთა.
-დეე..-ოთახში პატარა გოგონა სემოვიდა, მუქი ქერა თმით და ლამაზი ცისფერი თვალეით.
-მოდი დეე, ეს შენი მასწავლებელია ელენა, ინგლისურს გამეცადინებს..
-აუ არ მინდა დედა იმგლისური არ მიყვარს.
-აბა როგორ შეიძლება ქეთო ასე? უნდა ისწავლო.. მოდი მე დაგტოვებთ თქვენ გაიცანით ერთმანეთი..
-ძალიან კარგი იქნება ქალბატონო..
-თაკო ჯაფარიძე.-გაუღიმა და გოგონები მარტო დატოვა. არ გასჭირვებია ელენას პატარა გოგოს გულის მოგება, ჯერ თამაშით დაიწყო მერე ნელ-ნელა ინგლისურიც შეაპარაა და გაკვეთილს აღფრთოვანებული უყვებოდა დედას..
-არ მჯერაა. -გაიცინა ჯაფარიძემ.-ვერ წარმოვიდგენდი თუ ჩემი ქეთო ასე იქნებოდა ინგლისურთან.
-ძალიან მიხარია, თუ ქალბატონს მოსწონს. იმედია დავმეგობრდებით ხო ქეთო?
-როდის მოხვალ ელენა მას?
-ჰო მოკლედ კვირაში სამი დღე მინდა რომ იაროთ. თანხაზეც შევთანხმდეთ.. -კმაყოფილი გამოვიდა სახლიდან და ქუჩაში გავიდა, ყურსასმენები მოირგო და მშვიდი მელოდია ააჟღერა.. დღეები გადიოდა, შემოდგომაც იწურებოდა უკვე
ქეთოსაც შეაყვარა თავი და თვითონაც შეუყვარდა, ის ფული რასაც მომზადეაში იღებდა სახარჯოდ ჰქონდა დედა კი ქირას უხდიდა. სხვა სამსახურს არ ეძებდა რადგან უნდოდა სწავლისვის დიდი დრო დაეთმო. ახვლედიანი ბიზნესზე სწავლობდა და პარალელურად დიზაინის სფეროსაც ეუფლებოდა, უყვარდა ხატვა და კარგი გემოვნებაც ჰქონდა. გაკვეთილს უტარებდა ქეთევანს როცა საოცრად ნაცნობ-უცნობი ხმა მოესმა,მთელი ყურადღება მამაკაცისკნ გადაიტანა და გაბრუვდა. უცნობ ემოციებს გრძნოდა სხეულში. ბოლოს თავი გააქნია უაზრო ფიქრები გაფანტა და ქეთოს წიგნს დაუბრუნდა..
-კაი ჩემო პატარა, სიტყვები ჩავიწერეთ, დავალებაც გვაქვს უკვე მოცემული. დღეს დავამთავრეთ..
-კარგით მას.. -ფეხზე წამოდგა მოსაცმელი მოიცვა უცებ კარები დიმიტრი ჯაფარიძემ რომ შემოაღო..
-დიმკაა.-გაუხარდა გოგოს ბიძის დანახვა, ელენაც შემობრუნდა. ახალგაზრდა კაცს აშკარად პილოტის ფორმა ეცვა, ურცხვად ათვალიერბდა და დეტალურად უყურებდა ყველა მის ნაკვთს, შავი ლამაზი ჭრილის თვალებს რომ წააწყდა დაიბნა და მისალმება ძლივს მოახერხა.. -რა ჩამომიტანე?
-გაიქეცი ჩანთაში იპოვნი საჩუქრებს.-გოგონა დასვა და მკაცრი მზერა მიაპყრო დაბნეულ გოგონას. -გამარჯობა..გაგაცილებ..
-არ შეწუხდეთ.-თავი დახარა და ჩანთა მხარზე გადაიკიდა.. გასასვლელისკენ წავიდა.. დაბნეულმა და აღელვებულმა ჩაირბინა კიბეები, როგორც კი ჰაერზე გავიდა ამოისუნთქა.. შუბლი მოისრისა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა სახლშიი.
-დედა როგორ ხარ? ჩართე დე თვალი..
-ახლავეე.. როგორ ხარ?
-მე კარგად შენ როგორ ხარ? როგორ მიდის სწავლის საქმეები?
-კარგად ეხლა გამცდეი მეწყება და ცოტა გადატვირთული ვარ, თან ქეთოსთანაც დავდივარ..
-შეუყვარდა ქალბატონს ინგისური?
-კიი.. სულ უხარია ჩემი მისვლა და მეცადინეობაც არ ეზარება..
-დედაა.
-ჰო.. მოხდა რამე?
-მამაშენმა დამირეკა..
-რა უნდოდა.-სხეული დაეძაბა.. ხელები კი აუკანკალდა..
-უნდა რომ დაბრუნდე..
-არავითარ შემთხვევაში, დედა ეს თემა დახურე, მე შენსს გარდა არავინ მყავს! მისი დანახვაც არ მინდა..! -ცრემლეი გადმოსცვივდა ახვლედიანს.
-დე ნუ ტირი რაა.
-დაივიწყოს ჩემი არსებობაა.! უნდა გავთიშო. არ ინერვიულო შენ მე კარგად ვიქნები.. -საწოლზე იწვა და გულის ამოვარდნამდე ტიროდა, ტუჩები დაუბუჟდა, თვალეი და ცხვირი აუცითლდა და გული დაესერა.. რო მორჩა საკუთარი თავის დატირებას წამოდგა და საჭმელი გააკეთა. ამხელა ტკივილის, დარდის შემდეგ როგორ შეეძლო მშვიდი სახით ემოძრავა, არ დაეწუწუნა საკუთარ ცხოვრებაზე? ძალიან ძლიერია ეს გოგო..!ყოველ ჯერზე როცა მოსწავლესთან მიდიოდა თვალეით მამაკაცს ეძებდა, რამდენჯერმე ჰქონდა მისი შავი სფეროეის ნახვის ბედნიერება, ცოტა ხანში კი გააცნობიერა რომ ძალიან მოეწონა დიმიტრი, მის დანახვაზე სული უფორიქდებოდა, რაღაცნაირ მიზიდულობას გრძნობა, ასეთი რამ არასდროს გამოუცდია. მისი მზერის დაჭერისთანავე, სხეულში უცნაური ტალღების მოძრაობას გრძნოდა, თითქოს რაღაც ფეთქდებოდა და საოცარი გრძნობა ეღვრეოდა მთელ სხელში.! მაგრამ მას სულ გაურბოდა.. საკუთარ თავს არ აძლევდა შანს.! ალათ იმიტომ რომ დემეტრესგან არაფერს გრძნობდა.. საერთოდ არაფერს, მზერაც ცივი ჰქონდა როგოც ხმა. ახალი წლის პერიოდიც დადგა, ახვლედიანისთვის ყველაზე საყვარელი პერიოდი საერთოდ უემოციოდ ჩაიარა, სახლში მარტო იყო ჩანელებულ ოთახში მუსიკის ფონზე ღვინოს სვავდა და დროებით გაურბოდა ყველანაირ დარდს.. ნინის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად მაინც მარტო დარჩა სახლში. საათი ციფერბლატი უკვე თორმეტთს უახლოვდდებოდა სახლში ზარის ხმა რომ გაისმა. ნელა გააღო და ზღურბლზე უცნობი ბიჭი დახვდა.
-ელენა ახვლედიანი?
-დიახ.
-თქვენს სახელზე ამანათია..-ფურცელი მიაწოდა..-ხელი მომიწერეთ თუ შეიძლება. ახვლედიანიც დაჰყვა მის ნებას და ლამაზად შეფუთული ხის ყუთი გამოართვა.ბაფთა ნელა მოხსნა, ყუთში შუშის ფლაკონი დახვდა სადაც „ E” იყო ამოტვიფრული..პატარა ბარათიც მოჰყვებოდა ყვითთელ ვარდთან ერთად. .ღვინის ჭიქა მაგიდაზე დადო და ბარათი გახსნა.
„ეს შენი ვნების სურნელია..! ალბათ ოდესმე მეყოფა გამბედაობა და ისევ შევიგრძნო ამ სურნელს.! გილოცავ ახალ წელს.! „ შუშის ბოთლი რომელიც არცერთ პარფიუმერულ ბრენდს არ ეკუთვნოდა და აშკარა იყო რომ მხოლოდ მისთვის იყო შექმნილი, დაბნეულმა აიღო და დაყნოსა. ესიამოვნა და წამით ისევ ისე მომეტი დაუდგა წინ კაცის ძლიერი ხელები რომელიც ასე თავხედურად იპყრობდენნ მის სხეულს.ახალი წელიც ამ სურნელთაან ერთად დადგა და წარსულს გაატანა ყველანაირი დარდი რაც კი გააჩნდა..ცხოვრება განაგრძო..


****
ჩემო ძვირფასებო გილოცავთ ახალ წელს, ბედნიერეას გისურვებთ რადგან ამ ერთ სიტყვას შეუძლია ყველაფრი ერთად მოიცვას.. წელი კი ახალი ისტორიით დავიწყე..
ძაან შევეჩვიე თქვენთან ყოფნას და ვერ გავძელი.. ამიტომაც მალე შემოგთავაზეთ ახალი და ცხელი წყვილი... იმედია შეგიყვარდებათ და მათი ურთიერთობის "ბალეშიკები" გახდებით.. მოკლედ ველოდეი შეფასებებს. <3



№1  offline წევრი დარინა

გილოცავ მრავალს დაესწარი ეს წელი უამრავი წარმატების მომტანი ყოფილიყოს, მიხარია ახალი ისტორიით რომ დაბრუნდიი, ელენა მეცოდება ვერ ვუგებ ისეთ მშობლებს რომლებიც შვილებზე ძალადობე, ასეთი კაცები და ერთად არ იმსახურებენ რომ მშობელი ერქვას. ველოდები ძალიან ცეცხლოვან წყვილს იმედია ელენას დიდხანს არ დატანჯავ.

 


№2  offline მოდერი Phoenix..

დარინა
გილოცავ მრავალს დაესწარი ეს წელი უამრავი წარმატების მომტანი ყოფილიყოს, მიხარია ახალი ისტორიით რომ დაბრუნდიი, ელენა მეცოდება ვერ ვუგებ ისეთ მშობლებს რომლებიც შვილებზე ძალადობე, ასეთი კაცები და ერთად არ იმსახურებენ რომ მშობელი ერქვას. ველოდები ძალიან ცეცხლოვან წყვილს იმედია ელენას დიდხანს არ დატანჯავ.

მადლობა დიდი❤️ ხოო არიან ასეთი ნაგვებიც.. დიდი ხანიბარ დაიტანჯევა ყველაფერი კარგი წინაა❤️❤️

 


№3  offline წევრი Onlyyou

აუუ რა ძალიან მაგარი იყო ???????? ვოდები შემდეგ თავს

 


№4  offline მოდერი Phoenix..

Onlyyou
აუუ რა ძალიან მაგარი იყო ???????? ვოდები შემდეგ თავს

Didi madloba male davdeb axal tavs❤️❤️

 


№5  offline წევრი Onlyyou

Phoenix..
Onlyyou
აუუ რა ძალიან მაგარი იყო ???????? ვოდები შემდეგ თავს

Didi madloba male davdeb axal tavs❤️❤️

ძალიან კარგი ????????

 


№6  offline წევრი Loving Girl_2

ძალიან მომწონს,რეალობასთან არის ასოცირებული

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent