შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზედმეტად ახლოს 1


2-01-2019, 01:03
ნანახია 9 087

მზის სხივები ისე სასიამოვნოდ ეხება ჩემს სხეულს.
თბილი წყალი გარს მახვევია.
პლედი მათბობს.
შენ კი, ნუ შემეხები.

ჩვენი მანქანა სახლის წინ გაჩერდა. ეს მორიგი გაჩერებაა. მე არ მესმის "სახლის" მნიშვნელობა. ალბათ ეს არის ადგილი , სადაც თავს დაცულად გრძნობ, ადგილი , სადაც შენი ახლობლები გელიან. მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის.
ჩემი სახელია მეი ერლი. ამ წელს 17 წლის გავხდები, ეს ადგილი კი ჩემი დროებითი გაჩერებაა. საქმე იმაშია , რომ ჩემი მშობლების სამსახურის გამო ხშირად გვიწევს ქალაქიდან გადასვლა. ძალიან ხშირად.
გადმოვედი შავი მანქანიდან და ირგვლივ ყურება დავიწყე: არაფრით გამორჩეული სახლი, ჩვეულებრივი გაზონით და რაღაც უცნაური ხით, რომელიც უკვე არ მომწონს. გაზონი სწორადაა შეჭრილი, რასაც ვერ ვიტან. მიყვარს, როდესაც შეგიძლია ბალახის სირბე იგრძნო, ასე კი უბრალოდ მზისგან გაყვითლდება.

მანქანიდან დედაჩემი გადმოვიდა, გაისწორა ვარცხნილობა:
-ჰაროლდ, ჩვენი ნივთებით სავსე ფურგონი ჯერ არ მოსულა, შენ კი მითხარი, რომ ჩვენზე ადრე იქნებოდა აქ.
საქმე იმაშია , რომ დედას არ უყვარს ლოდინი.
მამა ნელა გამოვიდა და კარი მიხურა:
- უკვე გითხარი რომ საცობში არიან, სხვა გზით წამოვიდნენ.
-ღმერთო ჩემი, შემეძლო უფრო დიდი ხანი მემუშავა, მის მაგივრად კი ახლა აქ უნდა ვიდგე და ველოდო!
ქალმა გააღო საბარგული და გამოიტანა თავისი ჩემოდანი . მე დავიხარე და ავიღე ჩემი ზურგჩანთა მანქანიდან. დედა სახლისკენ წავიდა , ზურგჩანთა მხარზე დავიკიდე.
- ალბათ მოგბეზრდა , არა ? - მამა ხშირად მესაუბრება, მაგრამ ნუ იფიქრებთ , რომ თბილი ურთიერთობა გვაქვს. სინამდვილეში ის ჩემთან საუბრობს , მაგრამ ჩემი საუბარში მონაწილეობის გარეშე. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა.
- ... სამსახური, სამსახური, სხვა ქალაქში გადმოსვლა თითქმის ყოველ წელს , მაგრამ მაგიერში ქვეყანას ნახავ. - მივიდა მანქანასთან და ორი ჩემოდანი გადმოიტანა - თან ამ ქალაქში კარგი საავადმყოფოა...

საავადმყოფო.
მეტს მას აღარ ვუსმენდი.
მამა წავიდა სახლის კარებისკენ , საიდანაც დედა უკვე ყვიროდა : - რა ჯანდაბაა? რატომ არის მხოლოდ ერთი გასაღები და ისიც შენ გაქვს?

სახლში შევედი და კარი მოვიხურე.
შიგნიდან უფრო დიდი აღმოჩნდა სახლი , მაგრამ ვიცი, რომ ცოტახანში ის სავსე იქნება სხვადასხვა ყუთებით. ფურგონი ნივთებით, არცისე საჭიროა , რადგან მთლიანად მაინც არ ვხსნით ყველაფერს და ყუთებში ვტოვებთ, რა აზრი აქვს? სავარაუდოდ ერთი წლის მერე ისევ გადავალთ.
მტვრიანი კიბის საშუალებით მესამე სართულზე ავედი. აქ იმაზე მეტი ოთახია ვიდრე საჭიროა. ჩემს ოთახში უკვე ყველაფერი მოწყობილია: საწოლი, კარადა , სკამი, მაგიდა, სარკე.
კიდევ, აივანია , საიდანაც ხედი მეშლება მეზობლის სახლებზე, რაც ჩემზე შტაბეჭდილებას არ ახდენს.
უცებ ჩავკეტე ჩემი ოთახი, მინდა დავისვენო ამხელა გზის ნამგზავრმა, ხვალ კი რთული დღე მელის ახალ სკოლაში. მთავარია არ შემეხონ...

- ნუ - ექიმმა ხელები დააწყო - მისის ერლ , თქვენს შვილი უარესობისკენ არ წასულა, თუმცა, მისი რეზულტატები არც გაუმჯობესებული არ არის.
დედაჩემმა ცალი წარბი აწია :
- ვერ გავიგე.
- საქმე იმაშია რომ პროგრსი არაა. მეი მის ერთ დონეზეა ჩარჩენილი. თან ვფიქრობ კარგი იქნება თუ უფრო მეტს ილაპარაკებს. იქნებ სიმღერაზე ჩაგეწერათ? მისი ხმის იოგები ძალიან სუსტია, ალბათ ცოტას ლაპარაკობს არა?
- დიახ, ძალიან ჩუმი პიროვნებაა - დედამ ამოიხვნეშა.
მე გვერდით ვიჯექი. სიმღერა? ხუმრობენ?
- და როგორ აქვს საქმე დაავადებასთან? - დედა წინ წაიწია.
- ვანესა, - დოქტორმა მოიხსნა სათვალეები - უკვე გითხარით რომ გაუმჯობესაბა არ არის. აუტიზმი - ეს სულის მდგომარეობაა და ადამიანი თავად უნდა გაუმკლავდეს მას. ჩვენ მხოლოდ ხელი უნდა ვკრათ. ვფიქრობ სკოლაში ბევრი სირთულე ელის, ის ჯერ მზად არ არის . იქნებ ცოტახნით სახლში ისწავლოს? სანამ პროგრესი იქნება.
-არა - მყარად უპასუხა დედამ - ვფიქრობ თავის თანატოლებთან ურთიერთობა უფრო დაეხმარება, არ ვაპირებ , მის სახლში გამოკეტვას.
- როგორც გინდათ - ექიმმა გაიკეთა სათვალეები.

მანქანაში სიჩუმე იყო. დედა ცდილობს მანქანა წყნარად წაიყვანოს, მიუხედავად იმისა რომ სამსახურში აგვიანებს.

დღეს 5 საათზე ავდექით. ეს საშინელი დღე დაიწყო 5 საათზე მხოლოდ იმიტომ რომ გამოკვლევაზე უნდა წავსულიყავი, რომელიც საერთოდ არ მჭირდება, რადგან მე თვითონაც შემიძლია შევაფასო ჩემი მდგომარეობა.

- მამაშენი წაგიყვანს სკოლაში, კიდევ შეყოვნება მე არ შემიძლია, ასე გადაეცი - მან მაგრად მოუჭირა ხელი საჭეს და ნერვიულად დაიწყო იქით აქეთ ყურება.

მე ჩუმად ვიყავი. შემეძლო სახლში მესწავლა , თუმცა ვიცი რატომაც თქვა დედამ უარი. არის ამის ერთი მიზეზი.

როგორც იქნა მივედით სახლამდე, დედაჩემის შემდეგ შევედი მეც შიგნით, მან გააჩერა მამა:
- შენ წაიყვან მას სკოლაში.
მე კიბისკენ წავედი.
- რა?! - მამა წინააღმდეგი იყო - მე არ შემიძლია, ვაგვიანებ!
- ჩემთვის სულ ერთია, მე ხომ დავთანხმდი , მის წაყვანას წყეულ საავადმყოფოში, ახლა კი შენ წაიყვან სკოლაში! - დედა სარკესთან დადგა, მაკიაჟის გასასწორებლად.
- აქ სკოლამდე ფეხით 5 წუთის სასიარულოა, შენ კი მთხოვ 7 საათამდე დავიცადო და მანქანით წავიყვანო? - კაცი გაბრაზებული იყო.
- ჩვენ ერთ კომპანიაში ვმუშაობთ, უფროსს მე გავაფრთხილებ - დედამ აიღო ჩანთა და კარისკენ წავიდა. მამას სურვილი ჰქონდა რამე მიეძახა მისთვის მაგრამ , ქალმა უკვე კარები მოხურა.

შევედი საკუთარ ოთახში და კარები დავკეტე. სიჩუმე. როგორ მომენატრება ის.
ის მაინც კარგია , რომ სკოლაში ფორმა არაა, ჩავიცმევ იმ ტანსაცმელს , რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ. უკვე 6:40 საათია.

მამას მთელი გზა ჩემთან არ უსაუბრია და ჩუმად იყო. თუ ასეთ პრობლემა ვარ მათთვის , რატომ არ მიშორებენ თავიდან? რათქმაუნდა მათ ხომ ფულს უმატებენ სამსახურში ჩემს გამო. უფროსს ძალიან უყვარს ჩვენი ოჯახი. უფრო ზუსტად დედაჩემი.

მანქანამ შეუხვია და სკოლის ჭიშკართან გაჩერდა. ფანჯრიდან გავიხედე.
ჩემს შიგნით ყველაფერი გაიყინა.

იქ იმდენი ხალხია. ტალღებივით შედიოდნენ ჭიშკრის კარებში. ორჯერ დავფიქრდი და წარმოვთქვი :

- არ მინდა.
მამამ არ მიპასუხა. ალბათ ვერ გაიგო, ან არ უნდა რომ გაიგოს.
- მიდი, წარმატებები - შემომიბრუნდა ღიმილით.
მაგრამ მე ხომ ვიცი. ვიცი ეს წყეული ღიმილი და მისი მნიშვნელობა.

გადმოვედი მანქანიდან და მთელი ძალით დავხურე კარები, რათა გამებრაზებინა ის, თუმცა ისე ეჩქარებოდა ვერც კი შეამჩნია და უბრალოდ წავიდა.

გვიან გავიაზრე რომ სულ მარტო ვარ. ჩემს ირგვლივ კი ქვეყვნის ხალხია, ვერსად დავიმალები.

მინდა გავიქცე.

ჩქარა მივედი შუქნიშანთან, აქ დავიცდი სანამ ხალხი არ შემცირდება, შემდეგ კი შევალ. არ მინდა რომ ისინი მეხებოდნენ, ჩემთვის უცხოები არიან თუმცა უკვე ზიზღს იწვევენ.

***
- ესეიგი , შენ ჰაროლდ ერლის შვილი ხარ? - ჩემს პირდაპირ იჯდა ქალი კოსტიუმში და სათვალეებში - ჩემი სახელია კლარა ოსვალდი , სკოლის დირექტორი.

როგორ არ მინდა აქ ვიყო.
- შენი კლასია 1-დ , მე წაგიყვან - ქალი წამოდგა და კარადასთან მივიდა.

ნერვიულობისგან შეიძლება პანიკის შეტევა დამემართოს, ამიტომ ვცდილობ ყურადღება გადავიტანო და ოთახის ინტერიერსა და ავეჯს ვათვალიერებ.

უეცრად კაბინეტის კარი გაიღო, ეს ფუმფულა მდივანი იყო:
- გთხოვ აქ დაიცადე, ის დაკავებულია!- ის ცდილობს ვიღაცის შეჩერებას, თუმცა ტყუილად. კაბინეტში შემოვიდა მაღალი ბიჭი , ყავისფერი თმით. მან სასაცილოდ გააგდო მდივანი , თან ცხვირ წინ რაღაც სიმღერას მღეროდა და კარი დაკეტა. კლარა ოსვალდმა ხელები მკერდზე დაიწყო :
- დილან, გადი აქედან!
ბიჭმა ღიმილი დაიწყო.
- როგორ ელაპარაკებით საკუთარ შვილს? საქმეზე ვარ სხვათაშორის.- ის დაჯდა მაგიდის კუთხეში და დაიწყო ხელები ისევე , როგორც დირექტორმა. ქალმა თვალები გადაატრიალა:
- ახლა არ მცალია. ახალი მოსწავლე მყავს.
ბიჭმა შემომხედა და ხელი დამიქნია:
- ჰეი , ახალო

უკაცრავად, ახალო?
უარყოფითად გაკვირვებული ვარ, თუმცა არაფერი მითქვამს, უბრალოდ უფრო ჩამოვიფარე ჰუდი თავზე.
- მისმინე- დაიწყო დილანმა და შებრუნდა დირექტორისკენ და დაიწყეს რაღაც თემაზე საუბარი.
მე არ ვუსმენდი. უბრალოდ არ მაინტერესებს, უბრალოდ წამიყვანეთ ჩემს კლასში, სადაც ჩუმად დავჯდები და გადავიტან ერთ დღეს, რომელიც ხვალ თავიდან დაიწყება.
როდესაც რეალობაში დავბრუნდი და დირექტორისკენ შევიხედე, მისი სახე შეცვლილი იყო და მდივანს ეძახდა, ცოტახანში , მისი გაკვირვებული სახე გამოჩნდა კარებში :
- მეგ, წაიყვანე მეი 1-დ კლასში. -კლარა დაჯდა მის ადგილას , მეგმა თავი დააქნია. მე კი ავდექი , ჩემი ადგილიდან და კარისკენ წავედი. რის შემდეგაც დილანის გაოცებული ხმა მომესმა:" მოიცა, ეს რა გოგო იყო?"

მეტი სურვილი არ მქონდა ვინმე მენახა. უბრალოდ მივდიოდი ჩემს კლასში , სადაც მომიწევს ჯდომა რამდენიმე საათი და ასე ყოველდღე.
უნდა ვიფიქრო რამე პოზიტიურზე: ფისოებზე და ლეკვებზე? არა.
ვიფიქრებ იმაზე, რომ , ამის ატანის შემდეგ დავბრუნდები იქ , სადაც შეიძლება ჩაკეტვა და დამალვა მთელი სამყაროსგან.



№1  offline წევრი Niniko11

Kargi nawarmoebiia momwonsss da moutbenlad veli shemdeg tavss icode male dade ar damagalatooo

 


№2  offline მოდერი Moonlight17

მოკლედ, გემრიელად დაიწყო. განსხვავებული შინაარსია ჩანს. იმედიმაქვს ნერვები არ გაუნადგურდება მეის სკოლაში.. და არც დილანი დაუმატებს სადარდებელს..
წარმატებები შენ! თავები ოდნავ გაზარდე და შესაძლოა კამფეტი ისტორიაც გამოვიდეს.❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აუტიზმის თემაზე აქ ჯერ არაფერი დაწერილა მგონი, ძალიან საინტერესო. მაგრამ რთულ თემას შეეჭიდე და ძალიან მაინტერესებს როგორ განავითარებ მოვლენებს. წარმატებები, გელი მოუთმენლად.

 


№4  offline წევრი ამელიაპონდ11

ablabudaa
აუტიზმის თემაზე აქ ჯერ არაფერი დაწერილა მგონი, ძალიან საინტერესო. მაგრამ რთულ თემას შეეჭიდე და ძალიან მაინტერესებს როგორ განავითარებ მოვლენებს. წარმატებები, გელი მოუთმენლად.

საერთოდ მიყვარს რთული და განსხვავებული თემები. მადლობა, შევეცდები იმედი არ გაგიცრუოთ.

Moonlight17
მოკლედ, გემრიელად დაიწყო. განსხვავებული შინაარსია ჩანს. იმედიმაქვს ნერვები არ გაუნადგურდება მეის სკოლაში.. და არც დილანი დაუმატებს სადარდებელს..
წარმატებები შენ! თავები ოდნავ გაზარდე და შესაძლოა კამფეტი ისტორიაც გამოვიდეს.❤️

დიდი მადლობა ❤️ მეის ნერვებზე კი ვერაფერს ვერ შეგპირდებით :დ

Niniko11
Kargi nawarmoebiia momwonsss da moutbenlad veli shemdeg tavss icode male dade ar damagalatooo

მადლობა, შევეცდები ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent