შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გული გონიერი (თავი 3)


5-01-2019, 01:03
ავტორი elena-elena
ნანახია 1 148

სეირნობისგან დაღლილი სახლში დაბრუნებას ვაპირებდი, ჩემი ყურადღება ერთმა მანქანამ რო მიიქცია. გავოცდი მასში მსხდომი ადამიანებ რომ დავინახე, მერე გავბრაზდი, მერე ორივეს დახრჩობა მომინდა, მაგრამ ციხის შემეშინდა და გადავიფიქრე...
შუა გზაზე ვაგრძელებ სიარულს და დაგასვლას სულაც არ ვაპირებ, იდიოტი გუშინ მე მეხუტებოდა დღეს კი ვიღაც გოგოს ერთად გუდაურშია , ჯანდაბა
-არა რა მართლა იდიოტი ვარ მგონი, რას ვიშლი ნერვბს, რატომ არშემიძლია გულგრილად შევხედო ამ ფაქტს, ვიფიქრე ნორმალურად დავისვენებდი მაგრამ დამაცადა ვინმემ.
-გოგონა შეგიძლიათ გზიდან გადახვიდეთ?-მესმის მათეს ხმა და მემგონი ჩემში მკვლელი იღვიძებს
-უკაცრავად როგორც კი საკუთარი თავის ლანძღვას დავასრულებ მაშინვე -ვამბობ და გზას ვაგრძელებ
-შეგიძლია გზიდან გადახვიდე და იქ გააგრძელო -ხმა უმკაცრდება და ვხვდები რომ დროა გავჩერდე მაგრამ როგორც ყოველთვის ენა მისწრებს
-თქვენც შეგიძლიათ გზიდან გადახვიდეთ და გადაიჩეხოთ-უპს ეს არუნდა მეთქვა
-უკაცრავად -მესმის ქალის ნაზი ხმა
-ბოდიში ისევ საკუთარ თავს ვლანძღავდი , ახლავე გადავალ-ვამბობ და გზიდან გადავდივარ მანქანა მიდის და მას მიყვება ჩემი გულიც მგონი
სახლში ვბრუნდები, გოგონებს ყველაფერი დაულაგებიათ, სახლიც მოურთავთ, საჭმელიც მოუმზადებიათ, მოიცა ამდენი რამე თუ მოასწრეს რაგამოდის მთელი დღე ვსეირნობდი
-დაო რა მოხდა რატომ ჩამოგტირის სახე-ლილუ
-არაფერია დამშვიდდი
-მოიცა ისევ მათეს გამო ხარ ეგრე
-არა არაფერია, წავალ დავისვენებ დავიღალე -ვეუბნები და ოთახში ავდივარ საწოლზე ვწვები მობილურს ვიღებ და თამაშს ვიწყებ
-არა ასე ნამდვილად დავიზიანებ წელს პირველ სართულზე მაინც დაბინავებულიყავი-აივნიდან მესმის მათეს ხმა და ისე სწრაფად ვდგები ლამის კისერი მოვიტეხო
-შენ აქ რასაკეთებ ?-თან მიხარია და გაბრაზებულიც ვარ
-გადავწყვიტე მეზობელი გამეცნო-ამბობს და თვალს მიკრავს
-შეგეძლო კარიდან შემოსულიყავი
-მორჩი ხუთი წლის ბავშვივით მოქცევას და ჩამეხუტე
-მაინცდამაინც ფანჯრიდან უნდა შემოსულიყავი რომ...... მოიცა.... ახლა რა თქვი ?
-ორჯერ არ ვიმეორებ -მეუბნება და თვითონ მხვევს ხელებს-რატომ არ მიჯერებ ასე არ ჯობია?
-............-ვერაფერი ვუპასუხე შოკში ვიყავი მისი საქციელით
-ისუნთქე-მეუბნება და ახლაღა ვაცნობიერებ რომ არ ვსუნთქავდი
-ხელს თუ გამიშვებ მადლობელი დაგრჩები, ან საერთოდ რა უფლებით მხვევ ხელებს
-მომინდა ჩაგხუტებოდი ამისთვის არანაირი უფლება არ მჭირდება
- შენ მე ვინ გგონივარ?
-ნუ ფართხალებ თევზივით აზრი არაქვს
-მათე გამიშვი , ახლა აქ არუნდა იყო-ვეუბები და მის ხელებს ვიშორებ
-გინდა რომ წავიდე?
- დიახაც მინდა - სინამდვილეში მინდა რომ დარჩეს კიდევ ცოტახანს ვუყურო მაგრამ ნიცას ხომ ვერ ალოდინებს ბიჭი
-კარგი -ამბობს და მიდის
ოთახში გაჩერებას აზრი არ ქონდა ამიტომ ისევ გოგონებთან ჩავედი
-ანა შემოგვიერთი სიმართლე თუ მოქმედებას ვთამაშობთ
-კარგი -ვეუბნები და მათ ვუერთდები
-ქეთუსი დაატრიალე მიდი-ნინი
- აბა ნინიკო სიმართლე თუ მოქმედება ?-ქეთი
-სიმართლე იყოს-ნინი
-ნიკას ისევ ხვდები ?-ქეთი
-არა ღმერთმა დამიფაროს -ნინი-ახლა მე დავატრიალებ, ანა სიმართლე თუ მოქმედება
-ჯანდაბას იყოს მოქმედება
-ჩვენს გვერდით სახლს ხომ ხედავ-ნინი
-ვხედავ-ვამბობ და სასიკვდილო განაჩენის მოლოდინში ვარ
-წეღან შევნიშნე ბევრ ბიჭი ცხოვრბს წახვალ და მათგან რომელიმეს ეჭვიანობის სცენას მოუწყობ -ნინი
-გაგიჟდი ამას ვერ გავაკეთებ
-მაშინ ამ ღამეს გარეთ გაათენებ საჭმლის და თბილი მოსასხამის გარეშე-ქეთი
-დაო შენმაინც მიშველე
-თუ თმაშობ უნდა შეასრულო ყველაფერი ბოდიში ვერ დაგეხმარები-ლილუ
სხვა გზა არ მქონდა მოსასხამი ავიღე და გარეთ გავედი, სწორედ ახლა მინდა დამეცეს მეხი და ჩამიტანოს ქვესკნელში. სახლთან მისვლამდე მანძილს ისე ვწელავდი ვინმეს რომ დავენახე შევეცოდებოდი მაგრამ ეს უგულო ხალხი სად ვნახე. სახლთან მივედი და კარზე ზარი დავრეკე. კარი მალევე გამიღო ბატონმა დემეტრემ და თვალები გაოცებისაგან შუბლზე ამივიდა
-გისმენთ, რამ შეგაწუხათ?
-შეგიძლიათ დამეხმაროთ სიკვდილ სიცოცხლის საქმეა
-მაშინ შემოდი -მეუბნება და სახლში მიშვებს-ბოდიში ხალხმრავლობაა , მეგობრებო სტუმარი გვყავს ჩვენი დახმარება სჭირდება
-მე ანა ვარ თქვენს მეზობლად ვცხოვრობ, საქმე ისაა რომ ....
-მე მოგენატრე-მესმის მათეს ხმა და ადგილს ვეყინები
-ცდებით ბატონო მათე, მოკლედ საქმე ისაა რომ სამ გადარეულთან ერთად სიმართლე და მოქმედება ვითამაშე
-ხოდა რაიმე სისულელის გაკეთება დაგავალეს-მათე
-ასეა ერთერთი თქვენგანისთვის ეჭვიანობის სცენა უნდა მომეწყო
-ესუკვე გააკეთე-მათე
-რძალო კარგ დროს მოხვედი-ოთახში შემოდის გოგონა რომელიც დღეს დილით დავინახე მათესთან ერთად. რძალოო? მოიცა ანუ ეს გოგო მათეს საცოლეა? და რაგამოდის მე მეთამაშებოდა? აბა ჩახუტება რას ნიშნავდა? ჯანდაბა უნდა წავიდე
-ნიცა გაიცანი ეს ანაა-მათე
-საყვარელო ეს გოგო არ შეგვხვდა დღეს
-კი მევიყავი უკაცრავად უნდა წავიდე -ვამბობ და კარისკენ მივდივარ
-ეჭვიანობის სცენა
-ერთ ღამეს როგორმე გავათენებ ღია ცისქვეშ, ნახვამდის-ვეუბნები და გარეთ გავდივარ
სახლში მისული გოგონებს ვეუბნები რომ არაფერი გამოვიდა და მაშინვე ოთახში ავდივარ კარებს ვკეტავ და ცრემლებს გასაქანს ვაძლევ. რა მეგონა , მათეს მე მოვეწონებოდი , კარგი რა . ნიცა ანგელოზს გავდა მასთა შედარებით მე არავინ ვარ , ჯერ რძალო ,მერე საყვარელო, ჯანდაბა აი ჩემი ბედნიერი ახალიწელი. რამინდოდა საერთოდ რატომ გამოვყევი ჩემს დას თბილისში , დავტეულიყავი სახლში ხომ ვერ გავიცნობდი მათეს , არც მომეწონებოდა და გულიც არ მეტკინებოდა ახლა . თუ საცოლე ყავდა ჩემთან რატომ მოვიდა ? რატომ მითხრა ჩამეხუტეო და მერე თვითონ რატომ ჩამეხუტა? მეთამაშება ? არვიცი როგორ მოვახერხე მაგრამ მაინც ჩამეძინა. დილით საშინელმა თავისტკივილმა გამომაფხიზლა ძალიან მციოდა და წელიც მტკიოდა ეს ყველაფერი კი იმის ბრალიაო რომ გუშინ კარებთან ჩაკეცილს ჩამეძინა. სამზარეუოში ჩავედი ცხელი ჩაი დავლიე მაგრამ თავის ტკივილს ვერაფრით ვუშველე. სახლში არავინ დამხვდა ყველა წასული იყო, უჩემოდ რატომ წავიდნენ რა გავაკეთო მე სახლში.ოთახშ ავედი შხაპი მივიღე თბილად ჩავიცვი და გარეთ გავედი გადავწყვიტე გოგონები მომეძებნა. მაგრამ მხოლო რამოდენიმე მეტრის გავლა მოვახერხე შემდეგ კი გავითიშე
გონს რომ მოვედი და არემარეს თვალი მოვავლე მივხვდი რომ არც თოვლიან გზაზე ვიწექი და აქც ჩემს ოთახში ვიყავი
-გამარჯობა მიხარია რომ გამოფხიზლდით-მესმის უცნობი მამაკაცის ხმა
-უკაცრავად რამოხდა-ვკრთები მე
-უგონოდ იწექით თოვლში გიპოვეთ და სახლში წამოგიყვანეთ თავს კარგად გრძნობთ
-დიახ რომელი საათია
-უკვე საკმაოდ გვიანია აქედან ხვალამდდე ვერ წახვალთ
-კიმაგრამ ჩემი და ინერვიულებს მობილურც არ წამომიღია
-შემიძლია დაგარეკინოთ
-სამწუხაროდ ნომრებს ზეპირად ვერ ვიმახსოვრებ
-აქ მოგიწევთ დარჩენა , მაპატიეთ არ გაგეცანით მე ილია ტვილდიანი ვარ
-ანა გვარამია , იმადგილიდან შორს ვართ სადაც მიპოვეთ?
-საკმაოდ
-ჯანდაბა
-უკვე გვიანია დაისვენეთ გამოძინება გჭირდებათ თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში სამზარეულო მარცხნივაა საპირფარეშო დერეფნის ბოლოში აბა ტკბილი ძილი -მეუბნება და ოთახში უჩინარდება ღმერთო ჩემო რა სულელი ვარ მადლობაც კი არ მითქვამს დახმარებისთვის კარგი სხვალისთვის გადავდებ. რომ გითხრათ არ დამეძინათქო მოგატყუებთ . ისე მშვიდად მეზიძა დილით მზის სხივებს რომ არ შევეწუხებინე არამგონია საწოლიდან თავი წამომეწია.
საწოლიდან წამოვდექი და სამზარეულოში გავედი ილია უკვე გაღვიძებული დამხვდა და საჭმელიც გაემზადებინა
-ისაუზმეთ და წავიდეთ-მეუბება და გაშლილ მაგიდაზე მიმითითებს
-მე მინდოდა მადლობა გადამეხადა დახმარებისთვის , თქვენ რომ არა ალბად გავიყინებოდი
-ხო საშინელი სიკვდილია დამიჯერე
-მჯერა
-აქაური არართ ხომასეა
-დიახ აქ დასასვენებლად ვარ
-მეგობრები არა ?
-ჩემი დის მეგობრები მე ვერ შევეწყვე
-ყველას ერთნაირი ხასიათი არ აქვს
-მინდა გითხრა რომ საჭმელი უგემრიელესია ასეთი მეც კი არ ამომდის
-მადლობა
-დავასრულე ახლა შეგვიძლია წავიდეთ
-ასე ძალიან გეჩქარება
-უბრალოდ ჩემი და ინერვიულებდა
-კარგი გასაღებს ავირებ და წავიდეთ
-მოიცა მანქანა თუ გყავს წუხელაც ხომ შეიძლებოდა სახლში დაგებრუნებინე?
-შემეძლო მაგრამ არ შეიძლებოდა შენთვის
-კარგი ხო მაინც მადლობა
მოკლედ სახლამდე ისე მივედით არაფერზე გვისაუბრია. სახლს რომ მივუახლოვდი აი მაშნ შემეშინდა ყველაზე მეტად , სახლში სასამართლო მელის იმედია სასიკვდილო განაჩენს არ გამომიტანენ. მანქანიდან გადმოვედი და სახლისკენ ნელი ნაბიჯებით წავედი
-ასე თუ გეშინოდა გეთქვა და გამოგყვებოდი
-არაა საჭირო ისედაც ძალიან შეგაწუხეთ მადლობას აუცილებლად გადაგიხდი
-წამოდი წამოდი -მეუბნება ხელს მკიდებს და სახლში შევყავარ
-ილო შენ აქ საიდან ... ანააა!! ღმერთო ჩემო ცოცხალი ხარ კარგად ხარ?-ქეთი
-კარგად ვარ
-თქვენ ერთად საიდან-ქეთი
-ანა დაო კარგად ხარ? იცი როგორ ვინერვიულე -ლილუ
-ბოდიში
-რამოხდა აღარ იტყვით-ნინი
-მოკლედ ანა ქუჩაში ვიპოვე გათიშული იყო და ჩემთან წავიყვანე , აღმოჩნდა რომ მაღალი სიცხე ქონდა დავეხმარე და უკან დავაბრუნე-მოკლედ უხსნის ილია
-კარგი ახლა ხომ ყველაფერი რიგზეა ? ილო შენც აქ ხარ მომენატრე ბავშვო -ქეთი
-ჩემზე ერთი დღით ხარ მარტო უფროსი-წარბებს კრავს ილია
-კარგი ხო ნუ გასვანდები მაშინვე -ქეთი
-ტელეფონი სახლში დასატოვებლად არ მიჩუქებია შენთვის დაო -ლილუ
-ვიცი მაგრამ წაღება დამავიწყდა თან ისედაც თქვენთან მოვდიოდი
-კარგი ლილუ საკმარისია ხომ ხედავ ყველაფერი ჰეფი ენდით დასრულდა
-კარგი ხო , მეორედ მარტო არ გახვალ სახლიდან-ლილუ
-ლილუ კარგი რა-ნინი
-კარგით რადგან ყველაფერი გაირკვა მე წავალ -ილია
-გაგაცილებ -ვეუბნები და მანქანამდე მივყვები
-არიყო საჭირო
-ჩათვალი მადლობა გადაგიხადე
-მადლობის გადახდა გინდა ?
-კი
-ხვალ ჩეთნე ერთად წამოდი თხილამურებით სრიალში შევეჯიბროთ
-არშემიძლია მე ...
-გასაგებია თხილამურებით სრიალი არიცი არაუშავს გასწავლი , იცოდე უარი არ მიიღება
-კარგი მაშინ თანახმავარ -ვეუბენბი და ვიცინი
-კარგი ხვალე გამოგივლი ახლა კი წავალ ნახვამდის
-შეხვედრამდე -ვეუბნები ისიც მანქანაში ჯდება და მიდის მე კი სახლში ვბრუნდები
მოკლედ სასამართლოს მაინც ვერ გადავურჩი. უამრავი საყვედური გაფრთხილება და მუქარაც კი მივიღე. ერთი არ დავუსჯივარ თორემ ყველაფერი გააკეთეს დანარჩენი, მაგრამ ბოლოს მაინც მოულბათ გული საღამომდე შესანიშნავად გავერთეთ, ათასი სისულელე გავაკეთეთ, ეგკიარა პოლიციც კი მოვიდა ძაიან ხმაურობთო როგორც ჩანს ვირაც ვიღაცეები შევაწუხეთ. მოკლედ ხმაური რომ აღარ გაგვივიდა მერე ფილმების ყურება დავიწყეთ, ბოლოს კი გუნდაობით დავასრულეთ , ოღონდ ერთი განსხვავებით რადგანაც მე გაციებული ვიყავი მე ვერ ვიგუნდავე. გული დამწყდა. სხალ დიდი დღეა თხილამურებიით სრიალი უნდა ვისწავლო ოთახში ავედი და კარები გავიხურე. საბაზანოში ვაპირებდი შესვლას ვიღაცამ ხელი რომ დამავლო და კედელზე ამაკრა. მინდოდა მეყვირა მაგრამ პირზე ხელი ამაფარა
-შენზე მეტად მემინდა ახლა ვიყვირო მაგრამ თავს ვიკავებ და არიცი ეს რის ფასად მიჯდება-მესმის ნაცნობი ხმა და ვმშვიდდები
-მმმმ..მმმმმმ.,.....-ვბლუკუნებ ჩემთვის
-ძალიან შემაშინე, შენი და რომ მოვიდა და მითხრა ანას ვერ ვპოულობთო არიცი რა დამემართა-მეუბნება და ხელს მიშვებს
-ალბათ გეწყინა გასართობი რომ დაკარგე
-თავიდან იწყებ
-არაფერსც არვიწყებ, ხედავ კარგად ვარ შეგიძლია მიბრძანდე
-ანნა საკმარისია ვინ იყო ის ბიჭი გუშინ მასთნ იყავი?
-ძალიან კარგი ბიჭია ილო ძალიან დამეხმარა -ვამბობ და ძალით ვიცინი
-კარგი ბიჭია ? თანაც უკვე ილო?
-ხო
-გინდა მოთმინება დამაკარგვინო
-მე გეკიტხები ვინაა ნიცა ? ვერევი შენს ცხოვრებაში ? არა. ამიტომ შენც დამდე პატივი და ჩემს ცხოვრებაში ქექვას თავი დაანებე
-ამის დედაც -ამბობს და მუშტს არტყამს კედელს
-გაგიჟდი რასაკეთებ, შენი ხელი , დაგავიწყდა რომ ექიმი ხარ
-დამავიწყდა კი
-წამლების ყუთს მოვიტან
-არაა საჭირო მივდივარ
-კარგად
-დაიმახსოვრე იმ ბიჭთნ ერთად კიდევ ერთხელ თუ დაგინახავ საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ
-ვიღაცა მიდიოდა
-მე გაგაფრთხილე -მეუბნება ჩემთან მოდის შებლზე მკოცნის და ისე სწრაფად უჩინერდება გონზე მოსვლასაც ვერ ვასწრებ
არვიცი მათეს საქციელს რა ქვია , არვიცი ამას რა დავარქვა რატომ მეთამშება. რის მიღწევას ცდილობს , ან საერთოდ რას გავს მისი საქციელი, საცოლე თუ ყავს ისე რატო იქცევა თითქოს ჩემზე ძალიან ნერვიულობდეს, იქნებ დაუცველი ბავშვი ვგონივარ არვიცი ღმერთო ტვინი ათასი სისულელით მაქვს სავსე , მესაჭიროება ტვინის გამორეცხვა. გადავწყვიტე ყველაფერი ლილუსთვის მომეყოლა რჩევა მჭირდება თორემ შეიძლება გავგიჟდე. ფიქრისაგან ლამის ტვინი გადამეწვა ვერაფერი მოვიფიქრე ბოლოს კი ჩამეძინა.
დილით ჩემმა დამ გამაღვიძა ილია გელოდებაო მეც სხვა რაგზა მქონდა ავდექი მოვემზადე და სასრიალოდ წავედით. დღემ გადასარევად ჩაიარა. მინდა აღვნიშნო რომ სულაც არ ყოფილა რთული თხილამურებზე დგომა , აი თხილამურებით სრიალი კი მართლა რთული აღმოჩნდა, ორჯერ ისე წავიქეცი ვიფიქრე ესაადა ფეხი მოვიტეხეთქო . ძალიან ბევრი ვიხალისე ილია იუმორის გრძნობით ყოფილა დაჯილდოვებული. აღმოჩნდა რომ თხილამურები სულაც არყოფილა ჩემი მოწოდება
-დღეს კარგი დღე იყო არა-ილო
-მე ვიტყოდი შესანიშნავი
-წამოდი რამე ვჭამოთ
-კარგი იდეაა დავიღალე თან დავისვენებ ცოტას
-მოგეწონა თხილამურებით სრიალი
- არაუშავდა ვფიქრობ აღარასოდეს გავიმეორებ იმას რაც დღეს გავაკეთე
-ძალიან მოგწონებია-მეუბნება და რესტორნის კარებს მიღებს-ძალიან მომშივდა ისე მშია ყველა საჭმელად მეჩვენება
-კაი დამშვიდიდი არგინდა ცოტაც მოითმინე და მოიტანენ რამეს-ვეუბნები და მაგიდასთან ვსხდებით
-მიმტანო რამე გემრიელობა მოგვიტანეთ თუ შეიძლება ქვენს არჩევანს ვენდობით-ეუბნება ილო და ისევ ჩემთან აგრძელებს საუბარს-რამდენ ხანს რჩებით
-არვიცი ეს ჩემი დის გადასაწყვეტია
-იმედია დიდხანს დარჩებით და ხშირად ვნახავთ ერთმანეთს
-მეც მაგის იმედი მაქვს -ვამბობ და რესტორანში შემოსულ გაბრაზებულ მათეს რომ ვამჩნევ მინდა დედამიწიდან გავქრე მენიუს ვშლი და სახეზე ვიფარებ
-ანა რასაკეთებ-მეკითხება ილო
-მენიუს ვკითხულობ მაინტერესებს რა კერძები აქვთ
-კარგი-მენიუს მაგიდაზე ვაბრუნებ ირგვლივ ვიხედები და მათეს რომ ვერ ვხედავ შვებას ვგრძნობ. მიმტანს შეკვეთა მოაქვს , უნდა ავღნიშნო რომ უგემრიელესი ქათმის სალათი მივირთვით, არადა არეტყობოდა მიმტანს ქათმის სალათი თუ უყვარდა თორემ ჩემით შევუკვეთავდი რამეს.
-კიდევ რამეს ხომ არ შეუკვეთავ-ილო
-არუნდა, ჩემთან ერთად მოდის-ზურგსუკან მესმის მათეს ხმა და ვშეშდები. ოღონდ ეს არა
-იქნებ მისთვის გეკითხათ-არ ნებდება ილოც
-ანნა წავედით -მეუბნება და ხელს მკიდებს
-ილო დაგირეკავ ბოდიში -ვეუბნები და მათეს მივყვები რადგან არმინდა რესტორანი რინგად გადაიქცეს და ეს ორი დაერივნონ ერთმანეთს. რესტორნიდან გამოსული მათეს მანქანაშ აღმოვჩნდი
-მე რა გაგაფრთხილე- ცდილობს მოთმინება არ დაკარგოს
-ახლა არგად მომისმინეთ ბატომო მათე , რადგან გამოგყევი ეს იმას არ ნიშნავს რომ მომავალშიც ასე მოვიქცევი, უბრალოდ არ მინდოდა რესტორანში ჩხუბი გაგემართათ
-დაასრულე ?
-არა და მთავარი , ერთხელ უკვე გითხარი რომ ჩემს ცხოვრებაში ხელების ფათურს შეეშვა მეორედაც გეუბნები და იმედია მესამედ ამის გამეორება არ დამჭირდება .
- ვერ შევეშვები რადგან შენი ცხოვრება ჩემი გახდა პირველად რომ დაგინახე იმ წამიდან-დავმუნჯდი რა მეთქვა არ ვიცოდი არა ვიცოდი
-ნიცასაც ასე ესაუბრები არა ყოჩაღ-ვეუბნები და ტაშს ვუკრავ
-შენი ეჭვიანობა უკვე საშიშ ფაზაში შევიდა , ნიცა ჩემი ბიძაშვილია და ჩემი მეგობრის საცოლე
-ანუ ამდენი ფიქრისაგან ტყუილად ავიტკივე თავი
-შეგეძლო უბრალოდ გეკითხა , მაგრამ რასვიზამთ ქალურმა სიამაყემ დაგღუპა
- შეგიძლია სახლშ მიმიყვანო ძალიან დავიღალე
-იმ მოსიარულე არსებას არ დაურეკავ
-უკაცრავად ეს ჩემი გადასაწყვეტია შეგიძლიათ თქვენს საქმეებს მიხედოთ
-ანნა !!
-რა ანა ვიცი რომ ძალიან ლამაზი სახელი მქვია არაა საჭირო ყოველ ათ წუთში ერთხელ იმეორო. თუ ასე მოგწონს შეგიძლია შვილი რომ გეყოლება იმას დაარქვა , ან საკითხავია საერთოდ გეყოლება თუ არა ასეთ უჟმურს არავინ გამოგყვება
- ლამაზი სახელი ნამდვილად გქვია , ხოლო შვილი რომ მეყოლება სახელი ერთად შევურჩიოთ კინაღამ დამავიწყდა ცოლის მოყვანას არ ვაპირებ სანამ ერთი კუდიანი ალქაჯი არ დამთანხმდება
-მოიცა მე რატომ უნდა დავარქვა შენს შვილს სახელი ?
-შენიც იქნება და იმიტომ -ამბობს და ანთებული თვალებით მიყურებს . ჯანდაბა როგორ ახერხებს ეს კაცი ჩემს დამუნჯებას
-მოიცა მემგონი სმენასთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა აშკარად რაღაცეები ჩამესმის
-იმედია შეგრძნებებთან დაკავშირებითაც არ გაქვს პრობლემები -მეუბნება და ტუჩებში მკოცნის, აი ისევ გამაჩუმა ოღონდ ამჯერად არაფერი უთქვამს. რა ვიგრძენი ? ფეიევერკი პეპლები და მოკლდ ყველაფერი , ხელზეც კი ვიჩხვლიტე ეს ყველაფერი ხომ არ მესიზმრებათქო. გავოცდი რეალობა ყოფილა. -არმითხრა რომ ვერაფერი იგრძენი
-მომიწევს გითხრა რადგან ასეა -ვამბობ და თავს ვხრი ვცდილობ აწითლებული ლოყები დავმალო
-ვერც ახლა გრძნობ -მეუბნება და მეხუტება თავი მის გულმერდზე მაქვს დადებული და მესმის თუ როგორ ძლიერად უცემს გული , და ჩემი გულიც ბანს აძლევს მის გულისცემას ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ამოხტება საგულედან მალე ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩვენი გულები ჩვენგან დამოუკიდებლად საუბრობენ და ერთმანეთს ერთგულებას ჰპირდებიან
-მათე მე..... მე
-ჩშშშ!-არაფერი თქვა გთხოვ - მივხვდი რომ არის წუთები როდესაც სიტყვები ზედმეტია, იქ სადაც გული საუბრობს გონება უნდა გაითიშოს , რადგან შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს , გონებამ უნდა მისცეს გულს საშუალება მიიღოს გადაწყვეტილება და გახდეს გონიერი , გული გონიერი.

არაფერი შეედრება ამ წუთებს ამ წამებს ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარი დღე რომლის ყველა საათში წუთში და წამშიც კი მათეა. უკვე ჩემშიც მათეა და წუთში სამოცჯერ ან უფრო მეტჯერ ფეთქავს.

ეს ის შემთხვევაა როცა არვიცი რა ვთქვა? ან რამის თქმა საჭიროა ? ყველაფერი ზედმეტად ნათელიცკია.

-მემგონი ის დროა აღიარო რომ ჩემზე გიჟდები -სიჩუმე მათემ დაარღვია ვიცი რატომ წამოიწყო ამაზე საუბარი არუნდოდა თავი უხერხულად მეგრძნო
-ცდები უკვე სახლში წასვლის დროა , ისედაც დავაგვიანე
-კარგი, წაგიყვან მაგრამ არც კი გაბედო იმ არსებასთან დარეკვა
-მათე მან მე გადამარჩინა
-ეგრე მეც გადაგარჩინე მაგრამ ჩემთანერთად სასრიალოდ არ წამოსულხარ მითუმეტეს არც დაგირეკავს
-ეგ როდისიყო
- შეგიხორცდა მუხლზე ჭრილობა და აღარ გახსოვს ხომ
-უი ეგ სასიკვდილო ჭრილობა იყო
-დიახაც, შენი მობილური მომეცი-მეუბნება და მობილურს მართმევს -ილო და გულის სმაილები რატო გიწერია გულის სმაილები მის ნომერზე თუ მეგობარია
-მათე არგინდა კაი
-მის ნომერზე გულის სამილები უწერია ჩემი ნომერი კი საერთოდ არ აქვს -ამბობს და მის ნომერს წერს ჩემს ტელეფონში და თვითონაც აფიქსირებს ჩემსას
-მოიცა რა დააწერე
-თვითონ ნახე მეუბნება და ჩემს ნომერზე რეკავს
-მეფე ? კაი რა . თუ მეფე ხართ სადაა თქვენი სამფლობელო?
-მარცხენა მხარეს შენს მკერდ ქვეშ-ამბობს და ისევ მაჩუმებს არვიცი რა ვუთხრა
-ჩემს ნომერზე რა დააწერე
-ამას არგეტყვი ტყუილად ცდილობ -მეუბნება და ტელეფონს შარვლის ჯიბეში იდებს მერე კი მაქანას ქოქავს და სახლამდე მივყავარ მანქანიდან გადასული მადლობას ვუხდი სახლში მოყვანისთვის და სახლში შევდივარ . მაშინვე ჩემს ოთახში შევდივარ შხაპს ვიღებ და პირსახოცს ვიფარებ სხეულზე , ისეთი ბედნიერი ვარ ტანისამოსის შეტანა დამავიწყდა სააბახანოდან გამოსულს ნაცნობი მკლავები რომ მეხება ჟრუანტელი მივლის
-აქ რასაკეთებ
-ეს რომ არ გავაკეთო ვერ დავიძინებ-მეუბნება და შუბლზ მკოცნის-დროა აქედან წავიდე თორემ შეიძლება თავი ვერ შევიკავო -ამბობს და უჩინარდება . მე კი სულელივით ვდავარ შუა ოთახში პირსახოც შემოხვეული და ვიცინი. ღრუბლებიდან დედამიწაზე რომ ვბრუნდები საღამურებს ვიცვამ საცოლში ვწვები და ტკბილად ვიძინებ

*************

მესამე თავიც დავდე, არვიცი როგორი გამომივიდა იმედია მოგეწონებათ , მადლობა წინასწარ ჩემი ისტორიის წაკითხვისათვის და წინასწარ ბოდიში დაშვებული შეცდომებისათვის თუ რათქმაუნდა არის... მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს



№1  offline წევრი Niniko11

ძალიან კარგი თავიი იყოო და თავიც ცოტა გაგიდიდებია რამაც გამახარაა
მოუთბენლად ველი შემდეგ თავსს...
რაღაც ინტრიგა შემოდის ვატყოობბ...

 


№2  offline წევრი elena-elena

Niniko11
ძალიან კარგი თავიი იყოო და თავიც ცოტა გაგიდიდებია რამაც გამახარაა
მოუთბენლად ველი შემდეგ თავსს...
რაღაც ინტრიგა შემოდის ვატყოობბ...

მიხარია თუ მოგეწონა, ვეცადე კარგი გამოსულიყო heart_eyes heart_eyes ინტრიგა იქნება თუ არა ამას ვერ გეტყვი
relaxed relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent