შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარწყვი და ნიკოტინი. 1


5-01-2019, 21:12
ნანახია 980

POVიზაბელ:
გატეხილი ჭურჭლის ხმა ექოდ ისმის ყურში. ჯანდაბა, ეს, ჩემი საყვარელი ჭიქა იყო. მგონი მაშინ მაჩუქეს როცა ჯერ კიდევ სანტისა და ჩემი საწოლის ქვეშ მცხოვრები მონსტრის მჯეროდა, რომლითაც ჩემი და სულ მაშინებდა.
- იზაბელ! - დედაჩემს ალბათ უკვე თავი მოვაბეზრე ჩემი მოუხერხებლობით, მაგრამ ამას ძალით ხომ არ ვაკეთებ. ხანდახან თვითონაც ვკვირდები ჩემი მოუხერხებლობით. განსაკუთრებით ბოლო დროს.
-ბოდიში - ვამბობ და ვჟღენთავ ამ სიტყვას დანაშაულის გრძნობის ტონით, რომელსაც სინამდვილეში არ ვგრძნობ.
ვიხრები და ვიწყებ ნამსხვრევების შეგროვებას. ყავის მადუღარასთან მდგომი ქალი აქნევს თავს:
- ძვირფასო, რამდენჯერ გთხოვე, რომ ყურადღებიანი ყოფილიყავი - ისხამს ყავას, რათა ძალა მოემატოს თუმცა მთელი ღამე არ ეძინა, სამუშაო ხომ ბევრი აქვს. - ღმერთო, მალე შენგან ყველა მტვრევად ნივთს დავმალავ - ჩაიქნია ხელი და მიიტანა ტუჩებთან ყავის ჭიქა - თუმცა ბებიაშენის ნაჩუქარი ლარნაკი შეგიძლია აიღო და მასთან კარგად ითამაშო. არასდროს არ მომწონდა ის.
ჩავიცინე , როცა დედაჩემმა გამიღიმა, რადგან სამზარეულოში მამა შემოვიდა, ის ისწორებდა პერანგს და მის თმებს:
- ეს ჩინური ლარნაკია და ძალიან ძვირი ღირს - ქალმა ჩაიცინა, როცა მამამ აკოცა მას და გააგრძელა - და დედაჩემმა ის სუფთა გულით გვაჩუქა.
ვწევ ხელს და ვხედავ პატარა მინის ნატეხებს, რომელიც კანშია და სისხლის გამომწვევი მიზეზი ხდება.
კარი სამზარეულოში კვლავ იღება. ამჯერად შემორბის ჩემი და, როგორც ყოველთვის ისეა ჩაცმული თითქოს წითელ ხალიჩაზე აპირებდეს წასვლას და არა სკოლაში.
- დილა მშვიდობისა - კოცნის დედ-მამას ლოყაზე და მას პასუხებენ "დილა მშვიდობისა საყვარელო" - ერთდროულად . ასე იწყება ყოველი ჩვენი დილა.
ზოი, ჩემი და თვალებს აციმციმებს და მიყურებს:
- ამჯერად რა მოხდა? - კითხულობს და მიდის სარკესთან. ეს მისი ყოველდღიური რიტუალია.
- ჭიქა პოკემონებით - ვპასუხობ რაზეც ზოი იღიმის:
- ნუ უკვე დრო იყო მას მოშორებულიყავი - მსახიობურად ჩაფიქრდა - იზაბელ. იქნებ ეს ნიშანია ზეციდან რომ დროა გაიზარდო.
ვდგები და ვიცინი, ვისწორებ თმას:
- ჰა - ჰა
ზოი იღებს ჩანთას, ღიმილით მიჩვენებს ენას და გაკვირვებული ვეკითხები:
- და ნეტა ვინ უნდა "გაიზარდოს?" - მივდივარ ნაგვის ურნასთან რათა გადავაგდო ნატეხები.
- მე უკვე დიდი ვარ - ბრუნდება და ყურში მიჩურჩულებს - ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით.
ფართოდ ვიღიმი, როცა ის თვალს მიკრავს , ბრუნდება:
- დროებით - ეუბნება მშობლებს, რომლებმაც უკვე დაიწყეს საუბარი სამუშაოზე.
ხანდახან მიკვირს როგორ შეუძლია ხალხს ასე ძლიერ უყვარდეთ მათი სამსახური. ან ისინი იმ ხალხს მიეკუთვნებიან, რომლებიც სხვა გართობას ვერ ხედავენ გარდა ფურცლებში ყურებისა.
პირში ვიდებ თითს და მივდივარ კარისკენ:
-"პხკა" - გამოდის სხვა სიტყვა, რადგან ცხვირ წინ ვწუწუნებ.
- ნუ წუწნი თითს საყვარელო.ზოი მართალია. დროა გაიზარდო. - დედა ისუნთქავს როცა ვბრუნდები და სარკაზმით ვეუბნები:
- ჰაჰა.
ცხოვრება სარკაზმით: შემიძლია, ვიცი, და პრაქტიკებს ვატარებ.
ვბრუნდები, როცა კარი კვლავ იღება და მიწევს უკან დახევა, რათა მაღალი ბიჭი, რომელიც თვალებში მაზოლებს მიჩენს ყოველდღე შემოვუშვა ოთახში, არც კი დამითმო გზა, მიუხედავად იმისა რომ მანდილოსანი ვარ. ნუ რას ვიზამთ, ჯენტლმენი მისგან არ გამოვა.
მან აწია ცალი წარბი, გაიწმინდა ჯერ კიდევ მძინარე თვალები და შემომხედა:
- ჰეი თითს რატომ წუწნი? - ვერ ვასწრებ ვერაფრის პასუხს, როცა ურტყამს მის საჩვენებელ თითს ჩემსას და ის გამოდის პირიდან. - შეწყვიტე, პატარა არ ხარ. - მშორდება და ამატებს - ალბათ.
ვუგდებ სიცილს ზურგში და ვტოვებ სამზარეულოს, გაბრაზებული ვაჯახუნებ კარს. ის რა მასწავლის რა უნდა გავაკეთო?
აბაა კი.
ყველა ისე მექცევა ამ სახლში თითქოს ბავშვი ვიყო. რა არის ცუდი იმაში რომ საკუთარ თავში შეინახო "ბავშვობის ნატეხი?"
მივდივარ სარკესთან, ვივარცხნი თმებს.
სამზარეულოს კარებიდან კვლავ მოჩანს შავთმიანი ბიჭი. მიაქვს მისი ჭიქა ტუჩებთან, ამთქნარებს, არც იფარებს პირს ხელით.
ესეიგი. ჩანთა, გასაღები და...
ვიყურები ირგვლივ. სარკესთან არაა, ყუთებში არაა. ვაღებ კარადას, ვეძებ ქურთუკის ჯიბეში. გუშინ წვიმდა და ის მეცვა, შეიძლება არ ჩამიდვია.
ბიჭი ახველებს, რომელიც გაუგებრად აღმოჩნდა ჩემს გვერდით. ვაბრუნებ მისკენ თავს , ველი რომ ისევ რამე ხუმრობას იტყვის სპეციალურად ჩემთვის მოფიქრებულს. უფრო სწორად ჩემზე.
ის წევს მეორე ხელს. თითებს შორის კიდია ყელსაბამი მარწყვის კულონის ფორმის. ვწევ წარბებს:
- ისევ ჩემს ნივთებს იღებ?
ბიჭს გადაცდა ცხელი ყავა და დაიწუწუნა:
- სულელო, კარადაზე იდო!
კარადაზე? მაგრამ იქ ხომ ვნახე და არაფერი არ იყო...
მინდა ავიღო ის მაგრამ ბიჭი მაღლა წევს ხელს:
- რა უნდა თქვან კარგად აღზრდილმა ბავშვებმა?
კბილები ხმას გამოსცემენ, როცა უკმაყოფილოდ ვუჭერ ყბას, გაბრაზებული ვამბობ:
-მადლობა.
ის უშვებს ხელიდან მას, მაგრამ ვასწრებ მის დაჭერას ჰაერში.
-კრეტინო - ვამბობ და გვერდს ვუვლი ბიჭს, მივდივარ კარებთან და ვუყურებ მაჯის საათს. ჯანდაბა, ასე დაგვიანებაც კი შეიძლება.
გამოვრბივარ, თან ვცდილობ გავიკეთო ყელსაბამი. ეს კულონი დედაჩემმა მაჩუქა, როცა მუსიკალურ სკოლაში შევედი. თქვა რომ მას ბედნიერება მოაქვს. და მას შემდეგ მის გარეშე არსად არ დავდივარ. წმინდად მჯერა, რომ ყელსაბამს მართლაც მოაქვს იღბალი. ყოველ შემთხვევაში როცა ის მიკეთია დღე უკეთესი მეჩვენება.
ნუ სასიხარულოა ის მაინც რომ სკოლის ავტობუსს მოვუსწარი.
თუმცა დას მანქანა ყავს, მაგრამ ის უარს ამბობს ჩემს ტარებაზე იმ მიზეზით რომ მაშინ მას ბავშვის სავარძლის ყიდვა მოუწევს. ჯანდაბა ეს "უფროსები" მხოლოდ იმას აკეთებენ რომ მე დამცინიან.
ის ტიპი, რომელიც საერთოდ ვერც მამჩნევს -დილანია. მან უკვე დაამთავრა სკოლა და უნივერსიტეტში სწავლობს. სიმართლე გითხრათ ვიმედოვნებდი რომ სწავლის დროს მაინც წავიდოდა სახლიდან მაგრამ არა.
ზოი ჩემზე ერთი წლით უფროსია. მხოლოდ მეთერთმეტეშია, მაგრამ ისეთ მაკიაჟს ატარებს თითქოს 30 წლის ქალი იყოს. იმდენ ტონალურს ისვამს რომ თუ ღამე მოშორება დაავიწყდა დილას ალბათ მთელი საწოლი ტონალუროთ იქნება გაჟღენთილი.
მე კი - ამაყი მეათე კლასელი ვარ.
მეათე კლასი - ეს ის დროა , როცა ერთი ნაწილი მოსწავლეებისა ემზადება გამოცდებისთვის, რომელიც მომავალ წელს ელით, მეორე ნაწილი კი - ისვენებს. მე რათქმაუნდა პირველ კატეგორიაში ვარ. ზუსტად რომ ვთქვათ მე ვანიჭებ ჩემს თავს ამ კატეგორიას.

მოკლედ ოჯახში ყველაზე უმცროსებს პრივილეგია ცოტა აქვთ.
თუ საერთოდ არა?

***
- ვფიქრობ - ულვაშა ისტორიის მასწავლებელმა გადახედა მთელს კლასს - ყველა მიხვდით რატომაც დავაგვიანე - ხელში უჭირავს ფურცლები და მთელი კლასი მძიმედ ისუნთქავს, თითქოს დღის დასაწყისში უკვე მკვდრებივით დაღლილები იყვნენ.
- ტესტი - წარმოვთქვამ და თავს მერხზე ვდებ.
-ეი - მეძახის ბიჭი რომელიც ჩემს უკან ზის - შენი იმედი მაქვს ჩაპლინ.
"ჩაპლინი" - ეს ზედმეტსახელია რომელიც შემარქვეს რადგან თურმე სასაცილო ვარ და მიყვარს ყველას გამხიარულება, მაგრამ საქმე იმაშია რომ ამას სპეციალურად არ ვაკეთებ. უბრალოდ შემიძლია დავეცე ან ფეხი წამოვკრა რამეს სწორ ადგილას.
ღმერთო. დაე მაპატიოს ჩარლი ჩაპლინმა რომ ასე ნაგლად ვარცხვენ მის სახელს.
ისე, კარგი. არ ვარ წინააღმდეგი ვინმეს დავეხმარო მაგრამ მე ვისზე დავამყარო იმედები?
დიახ, მე ვცდილობ სწავლას. მაგრამ "ოყო ათოსანი" და "ეცადო იყო ათოსანი" - სხვადასხვა რამაა.
კანიდან ვძვრები რომ საშუალო ქულა მაინც მივიღო.
არ ვარ სულელი, მაგრამ ჭკვიანსაც ვერ დამიძახებ.
***
ვფიქრობდი, რომ საღამომდე სკოლაში ვიქნებოდი, მუსიკალურ სტუდიაში დაკავებული, მაგრამ არა, მაინც და მაინც დღეს დაკეტეს იგი რემონტის გამო.
მაგრამ დღეს მაინც ჩემი დღეა.
ამ აზრით დავბრუნდი სახლში. მშობლები გვიანობამდე სამსახურში არიან. თან როცა ბრუნდებიან კვლავ აგრძელებენ სამუშაოს ცალ ცალკე თავიანთ კაბინეტებში. ხანდახან ჩნდებიან მაგიდასთან, თუმცა უკვე დიდი ხანია ყველას ერთად არ გვივახშმია და ეს მძაბავს.
სახლში შუქი არ ანთია, ამიტომაც თვითონაც გვერდს ვუვლი ჩამრთველს, ვხვდები რომ ღილაკზე დაჭერა უბრალოდ მეზარება. ვაწვალებ კულონს ხელით.
ავდივარ მეორე სართულზე, ვიხსნი ჩანთას მხრებიდან. დერეფანში ბნელა, მაგრამ ზოის ოთახის კარის ქვევიდან შუქი მოჩანს. ის უკვე სახლშია? არ გავს ადამიანს რომელსაც უყვარს დასვენება და გართობა რთული დღის შემდეგ.
ჩვენ სახლში ბევრი არც აკაკუნებს სანამ ვინმეს ოთახში შედიხარ. მხოლოდ "ახალი ძმის" გაჩენის შემდეგ მოგვიწია წესებზე მიჩვევა. მაგრამ ახლა მასთან არ მივდივარ, ამიტომ შეიძლება ამ ფორმალობების გარეშეც.
ვაღებ კარს , გაღებამდე ვამთქნარებ და ვხუჭავ თვალებს, შევდივარ ოთახში:
- ზოი, დედამ დატოვა ფული პიცისთვის?
ვიყურები ოთახში.
ისინი მიყურებენ მე. ორი ოფლიანი სხეული რომლებიც მძიმედ სუნთქავენ. ზოი იკვნეტს ტუჩს, რომელზეც პომადა წაშორებულია.
ვახამხამებ თვალებს. თავში საბოლოოდ რაღაც გადაწყდა, რამაც მაიძულა პირის უფრო ღიად გაღება:
- ამის... ოჰო.
დიახ დღეს მართლაც ჩემი დღეა


***

მომწონს დღის ასეთი დაწყება: წყნარი მუსიკა ჩუმად არის ჩართული ფონად , სანამ მთელი ოჯახი ვზივართ მაგიდასთან, ვჭამთ სადილს, რომელსაც დედა ამზადებს არც ისე ხშირად. სასიამოვნო ჩიტების სიმღერის ხმა ღია ფანჯრიდან ისმის. გამჭირვალე ფარდაში მოჩანს მზის ნათელი სხივები.

რა კარგია სამყარო.

მაგრამ არა დღეს. არა ახლა. არა ამჯერად.

ნელა ვსვამ ჩემს ლიმონათს, პატარა ყლუპებით, რათა გავაგრძელო ჩემი სუჩუმე. დედ-მამა კვლავ რაღაც თავისაზე ჩურჩულებენ, დანარჩენები კი, ორი ახალგაზრდა ადამიანი ზის ერთმანეთის პირისპირ, წყნარად სთხოვენ ერთმანეთს მიაწოდონ ხან ვაშლი ხან შაქარი ან ტოსტი ჯემით.

და ახლა სიტყვამ "ოჯახური იდელია" ახალი მნიშვნელობა შეიძინა.

ჩემი მზერა გადადის დილანიდან ზოიმდე, მაგრამ როგორც კი თვითონ შემომხედავენ მაშინათვე თავს ხრიან და ინტერესით ათვალიერებენ ხის მაგიდის ორნამენტებს. ისეთი სახე მიიღეს , რომ მაიძულეს გადამცდენოდა ლიმონათი და დამეხველებინა.

- იზი - დედა მისი საუბრისგან გამოვიდა და მომაწოდა ხელსახოცი - ასე ნუ ჩქარობ.

ძალით ვიღიმი და ვიღებ ხელსახოცს. ვუყურებ ზოის, რომელიც ჭამს ვაშლს. დილანი კი თითქოს არაფერი არ მომხდარა ისე აგრძელებს ყავის სმას, რის შემდეგაც უყურებს ზოის, უქნევს თავს, თითქოს: "სიგარეტი გაქვს?"

ის კი,თითქოს ეშინოდეს ისე წამოხტა, აციმციმებს მის შეღებილ წამწამებს და უარყოფითი პასუხის სათქმელად თავს აქნევს. ბიჭი ატრიალებს თვალებს და კომფორტულად ჯდება სკამზე, შლის ფეხებს , რის გამოც შემთხვევით ეხება ჩემს ფეხს მაგიდის ქვეშ. გავცილდი თითქოს ცეცხლი ყოფილიყო.

არა, მე ყოველთვის ვცდილობდი მისგან თავი შორს დამეჭირა. იმ დღის შემდეგ რაც დედამ და მამამ ჩვენს სახლში მოიყვანეს. მე, ჯერ კიდევ ბავშვი უკვე ვერ ვხვდებოდი, როგორ გავხდებოდით ახლობლები. და ამ დიდი დროის განმავლობაში ერთხელაც კი არ დამიძახია მისთვის "ძმა" და საერთოდ დიდად არც კი ვესაუბრები მას.

აი ზოი კი, როგორც აღმოჩნდა მშვენივრადაც დაუახლოვდა მას.

თვალწინ კვლავ გუშინდელი სურათი მიდგება: და, რომელსაც კაბა წელამდე აქვს აწეული წევს საწოლზე, დიდი თვალებით მაშტერდება, თითქოს თვით ფრედი კრიუგერი დაინახა. დილანი, კი რომლის მაისურის ნაჭერსაც ხელს უჭერს ზოი და მისი შეხსნილი ქამარი...

ისევ გადამცდა და ყველამ მე შემომხედა, მაგრამ თითოეულმა სხვანაირად: დედამ მძიმედ ამოისუნთქა და მამას შეხედა, რომელმაც გაჩუმება არჩია, ზოიმ შეშინებული თვალებით, დილანმა კი ისე თითქოს აინტერესებდეს რა მჭირს , მაგრამ მაშინვე დაიფარა სახე ხელებით. დაამთქნარა და გაიწმინდა ლოყების მკრთალი კანი.

ვიწმენდ პირს, ვაგრძელებ ხველებას, დედა დგება და მირტყამს ზურგზე.

- მადლობა - ვამბობ,სწრაფად ვდგები რათა დავტოვო სამზარეულო და გავიქცე ამ საგიჟეთიდან. მაგრამ არა.

- იზაბელ - და დგება - მე წაგიყვან, ამიტომ მოიცადე.

ვხედავ, როგორ ეჭვის თვალით შეხედა მას დილანმა , მაგრამ მალე ისევ მიაპყრო მისი მზერა მაგიდას. და ჩაახველა.

-არ ღირს - მინდა უარის თქმა, მაგრამ დედა მაწყვეტინებს:

-დათანხმდი. გაკატაონ. მე არ ვიქნებოდი წინააღმდეგი სახლშიც რომ მოგიყვანონ.

-რა? - ვაღებ პირს უიმედო სიტუაციის გამო - დე, 17 წლის ვარ.

-დიახ, მაგრამ ეს ფაქტი არანაირად არ მოქმედებს იმაზე, რომ ყოველთვის ახერხებ უსიამოვნებებში თავის გაყოფას. - ამთავრებს კამათს ქალი ხელის ჩაქნევით. ჯანდაბა. ეს მისი ჟესტი ბევრს ნიშნავს, ამ შემთხვევაში კი " არ ეკამათო დედოფალს"

გავდივარ გარეთ. ქუსლების ხმა. ზოი ჩემს უკან მოდის, ისწორებს ხვეულ თმას, რომელიც ყოველთვის იდეალურად დევს მის მხრებზე.

ზოი - გოგონების ისეთი ტიპია, რომ ყველა სიტუაციში ისე გამოიყურება თითქოს ახლახანს გამოვიდა გაზეთის ყდიდან. შესაშურიც კია.

მივდივართ მის მანქანასთან. წყნარად აღებს კარს და ჯდება. მე ვყოყმანობ, მაგრამ ბოლოს ვჯდები, ვაგდებ ჩანთას ფეხებს შორის. ზოი კეტავს კარებს და ატრიალებს გასაღებს.

-იზი.

აი. ამას მოველოდი. სულიერი საუბარი დებს შორის.
თუმცა არც კი ვიცი უფრო რა მაბრაზებს და იწვევს ჩემში დისკომფორტს: ის, რომ პირველად ვნახე ადამიანების ასეთი საქმე თუ ის რომ ეს ადამიანები დილანი და ზოია. ალბათ ორივე ერთად.

- იზაბელ! - დამ აუწია ხმას, ალბათ იმიტომ რომ დიდი ხანია პასუხს არ ვცემ. გადამაქვს მასზე მზერა:

- მე თქვენ გისმენთ - ვიცი როგორ აღიზიანებს მას, როცა ასე ვლაპარაკობ.

- მინდოდა მეთქვა, რომ შეგიძლია რაც გინდა ის იფიქრო ჩვენზე - ამაყად აწია ყბა და გააგრძელა გზაზე ყურება. წამი ვახამხამებ თვალებს, ვცდილობ გავიგო, რას ნიშნავს მისი სიტყვები, რის შემდეგაც უკმაყოფილო ვაღებ პირს:

- ნორმალური ხარ?

ზოი იძაბება:

-იზი, ეს ნორმალურია.

- სექსუალური ურთიერთობა და "ძმას" შორის? - ავწიე წარბები.

- დაზუსტება: ის ჩვენი ნამდვილი ძმა არაა - რაღაც სიამოვნებით წარმოთქვა მან , მე კი არც შემომხედა.

- ოფიციალურად ის ჩვენი ძმაა, ზოი - ვიწმენდ სახეს - რა ჯანდაბა იყო ეს საერთოდ? - ენა მებნევა - გავიგებდი შეყვარებული რომ არ გყოლოდა , რადგან "განსაკუთრებული" მოფერების გარეშე დიდი ხანი ვერ ძლებ, მაგრამ შენ გყავს შეყვარებული! - ვფიქრდები - და რაღაც მაიძულებს ვიფიქრო, რომ ის ერთადერთი არაა.

- იზაბელ - არ მომწონს, როგორც წარმოთქვამს ჩემს სახელს - როცა დაიწყებ სექსუალურ ცხოვრებას - ჭმუხნავს წარბებს - თუ დაიწყებ - ამატებს მის ფრაზას, ჩაახველა როცა შეჭმუხნული სახით შევხედე - შენ გაიგებ რომ არიან ისინი ვისთანაც გინდა იყო და გაატარო მათთან ერთად დრო მაგრამ არიან ისინიც ვინც უბრალოდ გინდა და მორჩა. ეს ნორმალურია უფროსებისთვის.

ვუყურებ მას და ვერ დამიჯერებია:

- მაშინ არ მინდა უფროსი ვიყო.

- დამიჯერე - ჩაიცინა - მთელმა ჩვენმა ოჯახმა ეს დიდი ხანია გაიგო.

ჩვენი საუბარი სხვანაირად წარმომედგინა , მაგრამ ზოი ზოია.
- მისმინე, მე მინდა რომ უბრალოდ დაივიწყო რაც ნახე.

ვიცინი:
- საინტერესოა როგორ? თვენთან ერთად ერთ სახლში ვცხოვრობ. შენს დილანს ყოველ დღე ვხედავ.

-მაგრამ თქვენ ფაქტიურად არც კი საუბრობთ - მას აშკარად მოეწონა როგორ ვთქვი "შენი დილანი" - ამით არაფერს არ კარგავ შენ, ასე არაა?

-ჰო, მაგრამ...

- აი მშვენიერია - მაწყვეტინებს რითიც მატყობინებს,რომ საუბარი ამით დასრულდა. ვბერავ ლოყებს, ხელებს მკერდზე ვიწყობ და ვბრუნდები ფანჯრისკენ.

ზოი იქექება ჯიბეში რის შემდეგაც ამოაქვს შოკოლადი:

-გამომართვი და დამშვიდდი.

სერიოზულად? შოკოლადი?

მკაცრად ვართმევ მას და კვლავ ფანჯრისკენ ვიხედები. გოგო იღიმის:

- შევთანხმდით?

ეს ხომ მე არ მეხება. ჩემი საქმეც არაა. ამიტომ თავს ვუქნევ.

- ვგიჟდები შენზე იზი.

კომფორტულად ვჯდები სავარძელში. საშინელებაა. როგორ უნდა ვიცხოვრო წყნარად, როცა სახლში ასეთი რამ ხდება...

- და თუ - ვიბნევი - მშობლებმა თუ...

- ნუ გეშინია. მათ არ იცინ.. თან ეს ყველაფერი სერიოზულად არაა - ჩაიცინა და აილოკა ტუჩები.

ასე მაშინ აკეთებს როცა ნერვიულობს.

საინტერესოა რამდენი ხანი აქვთ ეს მათ? ვერ ვიჯერებ.

***

მთელი დღე სკოლაში ჩემთვის წამება იყო. ადრე ბედნიერი ვიყავი,სახლში დაბრუნება მიხაროდა რათა საყვარელი საქმით დავკავებულიყავი და ძალები მომემატებინა მეორე დღეს ისევ სკოლაში მისასვლელად. და ასე ყოველდღე, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ჩემი სამყაროს აღქმა შეიცვალა.

საოცარია,რომ სხვა ხალხს ასე შეუძლია ჩემზე მოქმედება. ან მათ კი არა, მათ საქმიანობას.

ვიხეხავ კბილებს, ვაფურთხებ პასტას ნიჟარაში და ვიხრები რათა ავავსო პირი წყლით. კვლავ ვაფურთხებ, ვსწორდები.

კარი წრიპინებს, და უკვე ვნანობ რომ წესი "კაკუნი კარებზე" არც ისე სერიოზულად მიიღება ამ სახლში. ვკრავ წარბებს, როცა აბაზანაში შემოდის დილანი და თან მოაქვს სიგარეტისა და სუსტი სუნამოს სუნი. ის ამთქნარებს. ყოველთვის ამთქნარებს, თითქოს ძილის გარდა არაფრით არ იყოს დაკავებული.

ბიჭი ყოველთვის ნერვებს მიშლის, რადგან ყოველთვის იქით აქეთ აცეცებს თვალებს როცა ჩვენი მზერები შემთხვევით ერთმანეთს ხვდება. ვაშორებ პასტას ჩოთქს, როცა მესმის მისი უკმაყოფილო ხმა:

- ყოველთვის ასეთი ტორმუზი ხარ? გაანთავისუფლე აწი აბაზანა - იწყობს ხელებს მკერდზე, მიეყრდნო კედელს. ვატრიალებ თვალებს, ვაქნევ თავს.

ის და ზოი ერთმანეთის ღირსები არიან. ისე გვანან ერთმანეთს. იდიოტები.

მაგრამ ეს უარესია.

ვბრუნდები, ვუყურებ პირდაპირ:

- ანუ , ეს ყველაფერი შენთვისაც ნორმალურია? - და რატომ ვიძაბები? უბრალოდ გადი და ნუ ძვრები მათ ურთიერთობაში.

დილანი ახამხამებს თვალებს, წევს წარბს:

- უნდა ვთქვა, რომ მე მრცხვენია, იმის გამო, რომ შენ, თავხედი ბავშვი შემოხვედი სხვის ოთახში კაკუნის გარეშე?

მგონი, ჩემმა მარცხენა თვალმა უსიამოვნოდ დაიწყო მოძრაობა. ვაღებ პირს:

- აი არ გამომიყვნო დამნაშავედ მე - ვწუწუნებ - იქ მე ხომ არ - ვიჭმუხნები - ნუ ეს - ვადგამ ფეხს ფეხზე - ნუ იქ ის...

დილანმა აწია წარბი დამცინავად:

- მე მრცხვენია მხოლოდ იმიტომ რომ მსგავსი რამ დაინახა ბავშმა. - გამოყოფს ბოლო სიტყვას და მანიშნებს კარისკენ - ახლა კი გადი თორემ მოგიწევს იმის ნახვა რისიც გუშინ ვერ მოასწარი.

ვგრძნობ, როგორ მღალატობს სიწითლე რომელიც ლოყებზე ჩნდება. ამაყად ვწევ თავს, მაგრამ რა ვუპასუხო არ ვიცი, ამიტომაც ვბრუნდები, რათა დავტოვო აბაზანა:

- მე არ ვარ ბავშვი- ვერ ვითმენ.

-ეი - მეძახის. ვბრუნდები და ვკრავ წარბებს:

-კიდევ რა გინდა?!

ბიჭს მიაქვს თითი მის ლოყასთან. მე ვახამხამებ თვალებს, მაგრამ ვინარჩუნებ გაბრაზებულ სახეს. ვიყურები სარკეში.

ნუ რათქმაუნდა.

წითელი კვალი კბილის პასტისგან ლოყაზე. ხელის გულით გაბრაზებული ვიწმენდ მას.

- ბავშვების პასტა ალუბლის გემოთი? - ის კვლავ იცინის, როცა ხვდება რომ კვლავ წარმატებულად დამცინა. ვიბზუებ ცხვირს, ვეუბნები:

- ის არაა ბავშვების! - სწრაფად მივდივარ კარებთან, მაგრამ სანამ გავალ ხმამაღლა ვეუბნები:
- და ეს ალუბალი არაა, ეს მარწყვია! - ვაჯახუნებ კარებს.



№1 სტუმარი თიკა

არ აგრძელებ? მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent