შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირთა საძმო /1/


6-01-2019, 12:49
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 750

სიმღერა ირთვება და პირველი რაც ესმის "მოდი წავიდეთაა” , გარემოს ათვლიერებს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები თავდაყირა დგანან. ჩარკვიანის სიმღერაზე თავს მარჯვნიდან-მარცხნივ და მარცხნიდან-მარჯვნივ ამოძრავებენ, ალკიჰოლის სუნს მთელი კლუბი მოეცვა. თუმცა ეს დიდად არავის ადარდებდა, რადგან ისინიც გაჟღენთილები იყვნენ. თეთრ საროჩკას ისწორებს და დგება, აქედან დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო ვერ მიხვდა რა აყოვნებდა ამდენ ხანს, ბარმენს მიუახლოვდა და ოც ლარიანი მიაწოდა,ხურდას არ დალოდებია ისე წავიდა თუმცა ის უკანასკნელი დაბრუნებას არც აპირებდა.
სუფთა ჰაერმა ფილტვები უფრო გაუხსნა და გაუწმიდა, დილის ხუთი საათი იყო ხალხი ალაგ-ალაგ ირეოდა ქუჩაში. ტელეფონს ბლოკი მოხსნა და რომელი სიმღერაც შეხვდა პირველი ის ჩართო, ყურსასმენები გაიკეთა და ბათუმის ნაწვიმარ ქუჩას გაუყვა. სიმღერას გულში იმეორებდა როდესაც მისი სახელი მოესმა
- ალისაა - უკან შეიხედა და ნაცნობი ინსპეკტორის დანახვისას შეიკურხა,უხალისოდ გამორთო სიმღერა.
- ისევ თქვენ ინსპეკტორო? - კაცი მიუახლოვდა და თვალებ დაწვრილებულმა შეხედა.
- ისევ მე დიახ და თქვენ ისევ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ?
- ოჰ, ეხლა თავიდან არ დაიწყოთ რა.
- რა არ დავიწყო? - გოგონამ მობეზრებით გააქნია თავი და კაცს დააკვირდა, 23-24 წლამდე იქნებოდა, სწრაფად დაუპყრია ვარკვლავებიო გაიფიქრა - ალისა აქ ხართ?
- რა არ დაიწყოთ და ის რომ, ქუჩაში ამ დროს ნასვამი არ უნდა დავდიოდე და ბლა ბლა ბლა.
- მომისმინე, მე არც შენი უფროსი ძმა არ ვარ და მითუმეტეს მამა. გითხარი მერამდენედ რომ შტორმია გამოცხადებული და გარეთ მითუმრტეს, ამდროს ასეთ მდგომარებოში არ უნდა დადიოდე.
- ბატონო ისპეკტორო - დაიწყო ლაპარაკი ცინიზმით რაზეც კაცს სახე დაემანჭა - ათი დღეა მაგას იმეორებთ, მაგრამ როგორც ხედავთ, ზღვა მშვიდად და აუღელვებლად ღელავს.
- ეგ არის ყველაზე საშიში ალისა. - სახელიც დაუმახსოვრებიაო დაასკვნა გოგონამ და წასასვლელად მოემზადა - სახლში წაბრძანდით და ასეთმდგომარეობაში გარეთ არ გამობრძანდეთ.
ისე შეტრიალდა ახალგაზრდა ინპკეკტორს არც კი შეხედა. კლავ ჩართო სიმღერა და წვიმის ახალ წამოსულმა წვეთებმა მალევე დაუნამა თმები.

***
სისხლის წყურვილმა გამოაღვიძა, მხარი იცვალა თუმცა დაძინება ვერ შეძლო. ამიტომ გადაწყვიტა გარეთ "სასადილოთ" გასულიყო. იქ მყოფებს მოავლო თვალი და რადგან ყველას ღრმად ეძინა მარტო წავიდა, შავი ღრულები ცას ნელ-ნელა ფარავდა.
- გაიგეთ? პოლიციელები ხალხს აფრთხილებენ შტორმის შესახებ, ჩემმა ორმა მეზობემა ქალაქიც კი დატოვა.
გაიგონა ასაკოვანი ქალის ლაპარაკი რომელის მისივე ასაკის ქალს ელაპარაკებოდა. გზა განაგრძო და ათიოდე წუთში იმ ადგილს მიუახლოვდა სადაც ნარკომანებს დაედოთ ბინა. ერთ-ერთი მადგანი ცივ კედელს მიყრდნობოდა და უგონოდ იჯდა შენობის კუთხეში, გვერდით კი რამოდენიმე ნემსი ეყარა. მარჯვენა ხელი აიღო და მომჩქეფარე სისხლის გრძნობისას აზროვნება დაკარგა, მხოლოდ წამიერად. ეშვები მოდუნებულ კანს დაარსო და ორად გააპო, კაცი ოდნავ შეირხა მაგრამ არ გამოფხიზლებულა. საკმარისზე დიდ ხანს პარავდა კაცს სისხლს. ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა და მოშორდა, თითქოს თავიდან დაიბადაო. სისხლი მოაშორა კაცს და გაეცალა.
- სად იყავი ადრიან? - შესვლისთანავე მიახალა უფროსმა.
- მშიოდა. ორი დღის უჭმელი ვიყავი... - თავი იმართლა, თუმცა მართლსაც ამბობდა. პოლიციელების გაძლიერებული ძალების შემდეგ გარეთ გასვლა ცოტათი საშიშიც კი გახდა.
- იმედია არავის დაუნახიხარ, ეხლა იცი როგორი რთული პერიოდი გვიდგას.
- ვიცი როლანდ, მაგრამ უბრალოდ ვეღარ მოვითბნე. - თანამოძმეებს გადახედა, ყველას კვლავ ეძინა.
- რა ხდება გარეთ?
- გავიგონე როგორ ლაპარაკობდა ქალო - მონასმენი უამბო. - თუმცა ისინი ვერ ხვდებიან რა არის შტორმი, უფრო სწორედ ხვდებიან თუმცა არ იციან რომ ეს დაშიფრული სიტყვაა.
- ძალიან კარგი, მათ ეს არც უნდა იცოდნენ. პანიკა ატყდება და ათასი უაზრობა დატრიალდება ჩვენ კი ეს არ გვაწყობს.
- დიახ, ვიცი.
- ყველა გააღვიძე, სალაპარაკო მაქვს შემდეგ კი მივდვართ. - იცოდა მივდივართში რაც იგულისხმებოდა. უნდა წასულიყვნენ სხვა თავშესაფარი უნდა ეპოვნათ და კარგად, საიმედოდ დამალულიყვნენ.
ლოლა, ნიკი, მარტინი, სოფია და სფიქრი ერთი ვაივაგლახით გააღვიძა.
- რა ხდება? - წუწუნი დაიწყო სოფიამ და მუცელზე ხელი დაისვა.
- უნდა დაგელაპარაკოთ. - უფროსმა ხუთი სისხლის პაკეტი დადო მაგიდაზე, შემდეგ ადრიანს გადახედა სახით " შენ უკვე ისადილეო"
- უჰჰ, როგორ მშიებია. - რადგან ყველა დანაყრდა რონალდი მათ წინ დივანზე დაჯდა და ლაპარაკი დაიწყო.
- ძალიან ცოტა დრო გვრჩება, ის გოგო უნდა ვიპოვნოთ შემდეგ კი წავიდეთ.
- საიდან იცით რომ ცოტა დრო დარჩა?
- მხოლოდ ამინდსაც კი ეტყობა. შემოჭრა მალე დაიწყება, ძალიან მალე. ჩვენ კი მომზადებულები უნდა ვიყოთ.
- გოგონა ვიცით სადაც არის, ისედაც ამიტომ არ ჩამოვედით აქ?
- ვიცით მაგრამ მარტო ჩვენ არ ვიცით, ისინი ელოდებიან როდის გავიტაცებთ გოგონას რადგან ორი კურდღელი ერთად დაიჭირონ. ჩვენ და ის გოგო...
- და რას ვაპირებთ? - რონალდი ფანჯარას მოუახლოვდა და შავ ღრუბელს დააკვირდა.
- ჩვენ მათ მისი და უვნებლად წამოყვანა უნდა დავასწროთ.

***
სახლის კარი შეაღო, უცებ თვალწინ ცოცხალი მოგონებები აებლანდა.
- მოხვედი ალისაა? - ქალი შვილს მოეგება და სკოლის ჩანთა გამოართვა.
- დედა, მოვედი აბა სად წავიდოდი? - იცინის და სამზარეულოსკენ მიდის სადაც მადის ამღვძრელი სურნელი ტრიალებს.
- შენი საყვარელი სოუზი გაგიკეთე, მიდი ხელები დაიბანე და მოდის - გოგონას დაღლილობა მაშინვე ავიწყდება, ხელებს იბანს და სოუზის ჭამას იწყებს.
- მამაშენი რომ ყოფილიყო, მის საყვარელ სადილსაც მოვამზადებდი...
- დედა! - სოუზის ჭამას შეეშვა და გაბრაზებული შეხედა დანაღვლიანებულ ქალს. - ის წავიდა! გთხოვ ეს უნდა გაიაზრო... წავიდა და აღარ დაბრუნდება!
- კი მაგრამ შვილო...
- ის რომც დაბრუნდეს ეხლა, აღარ მივიღებთ. - ქალმა ცრემლი "შემოუმჩნევლად" მოიწმინდა სახიდან
- იცოდე მის გამო თუ კიდევ ერთხელ დავინახავ შენს თვალზე ცრემლს, მოვკლავ! - ქალი გაფითრდა და შვილის ხელი მისაში მოიქცია
- არა ალისა, ასე ნუ ლაპარაკობ. ის მამაშენია...
- მამა რომელმაც მიმატოვა! გთხოვ მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს რომ მან ერთადერთი შვილი მიატოვა.
- კი მაგრამ მე ხომ შენს გვერდით ვარ...
- ვიცი დეე, ვიცი.
კადრები შეიცვალა და რეალობაში დააბრუნა, ეხლა სახლში მადისამღვძვრელი სურნელი აღარ ტრიალებდა, აღარც განათებული იყო ყველაფერი და რაც მთავარია კარებთან დედა აღარ ელოდებოდა. სინათლე აანთო და მოწოლილ ბოღმას გაქარვების საშვალება მისცა. სამზარეულოში არ შეუხედავ იცოდა არაფერი დახვდებოდა, ამიტომ წყალი გადაივლო და საწოლში შეწვა. გაახსენდა მამის უგრძნობდი წერილი " მე მივდივარ, არ მომძებნოთ, ალისას გაუფთხილდი მერიემ.
დედაჩემი ძალიან კარგად მიფთხილდებოდა მის წასვლამდეც, თუმცა ცოტათი მეუცნაურა, რა მჭირდა დასაცავი? თუმცა ამაზე საფიქრალი დრო მაშინ არ ჰქონდა რადგან დედის დამშვიდება მთავარი პრიორიტეტი იყო,საყვარელი ქმრის/მამაკაცისგან მსგავსი ქცევა არასდროს წარმოედგინა. გოგონამ გვერდი იცვალა და თვალზე მოწოლილი ცრემლი მოიწინდა. სასმელმა თავისი ქნა და გოგონა ვრცელ უსასრულო ძილში გადაეშვა.

***
სახლი ონლაინ იყიდეს, ერთ სართულიანი მყუდრო სახლი ჩანდა. შიდა ფოტოებიც ჰქონდა სახლის მეპატრონეს მოთითებული-ნაჩვენები, რადგან ყველას ერთხმად აღიარეს რომ სახლი მშვენიერი იყო იყიდეს. მეპატრონეს კი გაუკვირდა რომ ამხელა ფული გადაიხადეს და სახლი არ ნახეს თუმცა რონალდის თქმით მათი გარეთ გასვლა სახლის სანახავად დღისით უგუნური საქციელი იქნებოდა.
- ეხლა რა იქნება? - ლოლა სისხლის პაკეტით ხელში დადის და ბოლთას ცემს.
- წადით და რაც შეიძლება მეტი სისხლი მოაგროვეთ. - როლანდი თავს წევს და იდუმალ თვალებს მალევე წევს ქვევით
- და სად უნდა ვნახოთ სისხლი? თუ წავიდეთ და ხალხლი თავდაყირა ჩამოვკიდოთ,შემდეგ კი წვეთ-წვეთობით ვადინოთ სისხლი?
- ნიკ, მსგავსი რამ გითხარი? თუ დამამთავრებინებ გეტყვი კიდეც. ორი ქუჩის იქეთ ჰოსპიტალია, სისხლი აქვთ. შეგიძლიათ წამოიღოთ, მაგრამ მხოლოდ ერთიდან არა, მოხვდებიან. დაიყავით ორ-ორი სხვადასხვა ჰოსპიტალებში.

მარტინი და სფიქსი ერთად, ლოლამ მარტო გადაწყვიტა წასვლა, ნიკი და ადრიანი კი ერთად ოდნავ მოშორებით სისხლის ბანკში წავიდნენ. უკვე ღამდებოდა თუმცა გარემომ ელფერი არ იცვალა, რადგან, ის ისედაც ჩაბნელენული და უსიცოცხლო გახლდათ.
- რა გეგმა გვაქვს? - ეკითხება ნიკი როდესაც სისხლი ბანკში შედიან.
- ვკითხოთ იმ გოგონას მოსაღებში რომ ზის, რა გვევალება. მთავარია მეორე სართულზე მოვხვდეთ. - ოცდახუთ წლამდე გოგონა ქაღალდების დასტას გაკვირვებული უყურებს, მათ მოსვლასაც კი ვერ ამჩნევს
- გამარჯობა - ადრიანი გამომწვევლად უღიმის თუმცა არც სჭირება ეს რადგან, მისი სახის ნაკუთები და ღია ფერი თმა, მაღალი და დაკუნთული ტანი ყველაზე და ყველაფერზე მოქმედებს.
- მმმ გამარჯობა, დიდი ხანია მელოდებით? - მორიდებით შეხედა ახალ მოსულევს და ქაღალდები საქაღალდეში ძალით ჩაატია.
- არა, ეხლახანს მოვედით.
- რა გნებავთ? სისხლი თუ გაცემა?
- სისხლი რა თქმა უნდა - ნიკმა სიცილში თქვა მაგრამ ადრიანის სახის დანახვისას გაჩერდა.
- გვინდა სისხლი გავცეთ, როგორც ვიცით ვირუსის გამო ბევრი ადამიანია ჰოსპიტალში. - გოგონამ უფრო გამომწვევლად შეათვალიერა ბიჭი
- ოჰ დიახ, დიახ მართალი ხართ... ეხლა გაგატანთ დანიშნულებას, რომელი ჯგიფი ხართ?
- მეორე, ეს კი მეოთხე.
- ძალიან კარგი, აი აქ მოაწერეთ ხელი - თაბახის ფურცელზე ორივემ არასწორად მოაწერა ხელი - ეხლა კი მეორე სართულზე აბრძანდით, აი საშვი.
მეორე სართულზე არავინ არ ჩანდა, გოგონამ თქვა რომ მეხუთე ოთახში უნდა შესულიყვნენ თუმცა მეორე კარებზე წარწერა " მხოლოდ თანამშრომლები დაიშვებიან" წაიკითხეს თუ არა პირდაპირ შევიდნენ. სისხლის არომატმა და სუნმა ორივე გააბრუა.
- ძმაო, უნდა ვჭამო და მანამდე შენ ჩაალაგე. - ნიკი ერთ-ერთ პაკეტს წვდა და ტუჩებს შუა მოიქცია რაზეც ადრიანც გაეცინა.
მთავარი გასასვლელი ისე გაიარეს გოგონა აღაც შეხვედრიათ, მისი ცვლა შეცვლილიყო.
- უჰ კიდევ კარგი. - ნიკმა სხვა გოგოს მოკრა თუ არა შვება მოგვრილმა ამოილაპარაკა - ტკიპასავით ვარ.
- მე მკითხე - დაეთანხმა მეგობარს გზას სწრაფი ნაბიჯებით გაუყვნენ.
- ვინმეს ხომ არ შეუმჩნევიხართ? - იკითხა რონალდმა, როდესავ ბიჭები სახლში დაბრუნდნენ
- არა, დღეს ვიწყებთ?
- ერთ საათში კლუბში იქნება, ჩვენ იქ უნდა დავხვდეთ. მოემზადეთ

ყოველთვის ამ დროს გადიოდა სახლიდან. კონვერსები, შავი შარვალი და თეთრი ზედატანი ჩაიცვა. სახლის კერები საიმედოდ ჩაკეტა და ყურსასმენები მოირგო.
ისევ ზღვის ნაპირით გადაწყვიტა წასვლა, რადგან სიბნელე იყო მხოლოდ ტალღების ხმა ესმოსა, ერთი პერიოდი შეეშინდა მართლაც არ დაიწყოს ცუნამიო თუმცა მის ნათქვამზე რატომღაც გაეღიმა და კლუბის ნათებას დააკვირდა, კვლავ ბევრი ხალხი შეკრებილიყო გარშემო.
- ალისა, შედიი - დაცვამ ბროსგან გამოარჩია და თვალის ჩაკვრით მიიპატიჟა გოგონა. აქ პირველად მაშინ მოვიდა როდესაც სახლში მარტო ყოფნის გამუდმებით ეშინოდა, აქ ჰპოვა თავშესაფარი სადაც უამრავი ხალხია და საშიშიც არაფერი. ბარმენს ერთი ბოთლი ლუდი გამოართვა და მის საყვარელ ადგილას დაჟდა, კლუბის კუთხეში პიფზე, ყველაფერი იდეალურად ჩანდა აქედან.
ეს ადგილი სამას კვადრატამდე იქნებოდა, შიგნით შავად იყო შეღებილი, ამაღლებულზე დიჯეი ხელებს ატრიალებდა მის ქვევით კი ორი უზარმაზარი დინამიკი მოჩანდა. კლუბი როგორ ყოველთვის სავსე იყო და ხალხი გიჟივით, მონდომენით ცეკვავდა. სიმღერა შეიცვალა, Live for today ჩართო თუ არა დიჯეიმ ალისა ფეხზე ადგა და ღიმილით აყვა სიმღერის რიტმს, მისი საყვარელი სიმღერა იყო და იშვიათად შეეძლო ეცეკვა ესე ხალისით. თვალები დახუჭა და გაახსენდა დრო როდესაც აქ მის საუკეთესო დაქალთან ელასთან ერთად ცეკვავდა,უდარდელად. ჰაერში ხტუნავდნენ და ბოლო ხმაზე ყვიროდნენ სახლში კი ძალა გამოცლილები ბრუმდებოდნენ, თუმცა ელა დედის გარდაცვალების შემდეგ დაკარგა თავისი ხასიათით.
მხარზე ძლიერი ბიძგი იგრძნო, მთვრალი კაცი ვერც კი მიხვდა ისე დაეჯაზა და ძლიერი ხელების დახმარება რომ არა, ალისა იატაკზე აღმოჩნდებოდა.
- კარგად ხართ? - აიხედა და ბიჭის სახის დანახვისას ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ელანდებოდა თუ მართლაც ასეთი სიმპათიური იყო?
- დდიახ - ხელი გაუშვა თუ არა ინანა
- ძალიან კარგი - ზურგი აქცია და ხალხში გაუჩინარდა.
სიმღერაც დამთავრდა და ალისა თავის ადგილს დაუბრუნდა, ბოთლი ბოლომდე დაცალა,ბარმენთან წასასვლელად წამოიმართა თუ არა კლუბში სიმღერის ხმა კივილმა გადაფარა. ყველამ კივილის წყაროს დაუწყო მოძებნა, ბოლოს კი მოპირდაპირედ მინასთან გოგონას სხეული დასახიჩრებული მიეგდოს და სისხლს დიდი გუბე დაეყენებინა, პირველი დამნახველი კი ყურის წამღებად კიოდა. შემდეგ კი სრული ქაოსი დატრიალდა, ერთმანეთის მიყოლებით ძირს ეცემოდა ადამიანები. ალისა ვერ ხვდებოდა რა მოხდა? ერთ ადგილზე გაიყინა. გონზე მოსვლა ვერ მოახერხა სანამ მის წინ კაცი არ დაინაზა, ორმოცდაათ წლამდე იქნებოდა თვალები კი წითლად უელავდა.
- გამარჯობა ალისა - შემდეგ კი ათმა ადამიანმა მისკენ დაიწყო სვლა, უკან მოუხდავად გაიქცა თუმცა დარწმუნებული იყო მათ ვერსად გაასწრებდა.



№1  offline წევრი nina kupradze

ეეე დაბრუნდი? რა მაგარია! ისტორიას რაც შეეხება ჩემი უუუსაყვარლესი ჟანრია და აი ძალიან მიხარია რომ ამის წერა დაიწყე. ერთი სიტყვით შენს გვერდით მიგულე❤️

 


№2  offline მოდერი Tamta.k

nina kupradze
ეეე დაბრუნდი? რა მაგარია! ისტორიას რაც შეეხება ჩემი უუუსაყვარლესი ჟანრია და აი ძალიან მიხარია რომ ამის წერა დაიწყე. ერთი სიტყვით შენს გვერდით მიგულე❤️

ნინააა, მიხარია შენი კვლავ ჩემს გვერდით ყოფნა. მადლობა❤️❤️

 


№3  offline წევრი hanabi

როგორ მიყვარს ეს ჟანრიიი ტკიპასავით ვეკვრი. იმედეია მალ-მალე დადებ ხოლმე. წარმატებები!

 


№4  offline მოდერი Tamta.k

hanabi
როგორ მიყვარს ეს ჟანრიიი ტკიპასავით ვეკვრი. იმედეია მალ-მალე დადებ ხოლმე. წარმატებები!

მალ-მალე და უფრო ვრცელს. მადლობა და მიხარია რომ მოგწონს❤️

 


№5  offline წევრი Elea_Nora

დიდება შენს დაბრუნებას! დიდება! ეხლა წავალ და ჩავუჯდებიი!!!
P.S. YES! YES! YES!

Elea_Nora
დიდება შენს დაბრუნებას! დიდება! ეხლა წავალ და ჩავუჯდებიი!!!
P.S. YES! YES! YES!

კარგი ეს რაღაც ახალია. მაგრამ მომწონს. ანუ ალისა ის გოგოა, ეს ვამპირები კიდე... ვაიმეე გავგიჟდებიი. რა მაგარია. გააგრძელე გააგრძელე მაინტერესებს რა მოხდება. ეს კაცი ვინა? ესეც ვამპირია?? აუუ უამრავი კითხვააა. ამიტომ გელი სულით და გულით❤❤
P.S. ძაან მაგარი გოგო ხარ!

 


№6  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
დიდება შენს დაბრუნებას! დიდება! ეხლა წავალ და ჩავუჯდებიი!!!
P.S. YES! YES! YES!

Elea_Nora
დიდება შენს დაბრუნებას! დიდება! ეხლა წავალ და ჩავუჯდებიი!!!
P.S. YES! YES! YES!

კარგი ეს რაღაც ახალია. მაგრამ მომწონს. ანუ ალისა ის გოგოა, ეს ვამპირები კიდე... ვაიმეე გავგიჟდებიი. რა მაგარია. გააგრძელე გააგრძელე მაინტერესებს რა მოხდება. ეს კაცი ვინა? ესეც ვამპირია?? აუუ უამრავი კითხვააა. ამიტომ გელი სულით და გულით❤❤
P.S. ძაან მაგარი გოგო ხარ!

ჰეიი მარწყვო შენ ისეც ისეთი ხარ, აუუ ხო იცი არააა? ყველაფერი იცი ვიცი. მიყვარს ეს ჟანრი და ამ ისტორიას ისე გადმოგცემთ როგორც ჩემი გადმოსახედიდან ვხდავ, ვგრძნობ და ასე შემდეგ. შენს გამო,აი მხოლოდ შენს გამოც კი მიღირს წერა. მომენატრე და მიყვარხარ მე შენ!❤️

 


№7  offline წევრი Elea_Nora

Tamta.k
Elea_Nora
დიდება შენს დაბრუნებას! დიდება! ეხლა წავალ და ჩავუჯდებიი!!!
P.S. YES! YES! YES!

Elea_Nora
დიდება შენს დაბრუნებას! დიდება! ეხლა წავალ და ჩავუჯდებიი!!!
P.S. YES! YES! YES!

კარგი ეს რაღაც ახალია. მაგრამ მომწონს. ანუ ალისა ის გოგოა, ეს ვამპირები კიდე... ვაიმეე გავგიჟდებიი. რა მაგარია. გააგრძელე გააგრძელე მაინტერესებს რა მოხდება. ეს კაცი ვინა? ესეც ვამპირია?? აუუ უამრავი კითხვააა. ამიტომ გელი სულით და გულით❤❤
P.S. ძაან მაგარი გოგო ხარ!

ჰეიი მარწყვო შენ ისეც ისეთი ხარ, აუუ ხო იცი არააა? ყველაფერი იცი ვიცი. მიყვარს ეს ჟანრი და ამ ისტორიას ისე გადმოგცემთ როგორც ჩემი გადმოსახედიდან ვხდავ, ვგრძნობ და ასე შემდეგ. შენს გამო,აი მხოლოდ შენს გამოც კი მიღირს წერა. მომენატრე და მიყვარხარ მე შენ!❤️

მეც მიყვარხარ ჩემოო ტკბილო❤❤ მეც მიყვარს ეს ჟანრი (ნეფილიმებზეც თუ დაწერ გამახარებ. პირადად ჩემგანაა შეკვეთა) იცი როგორ მომენატრე. სულ ვხსნიდი 4loveს იმის ხათრით რომ შენ დამხვდებოდი და ამიხდა ოცნება. აუუ მიყვარხარ მე შენ ამის გამოო.
P.S. თავს ვერ ვიკავებ რომ არ კითხოო "ჩვენ არავინ ვართზე" რას შვრები? არ დებ? დადეე რა ნუ მამკლავ ჯერ ძალზედ ახალგაზრდა ვარ????

 


№8  offline წევრი ნორმი

წაკითხვით ჯერ არ წამიკითხია,მაგრამ მიხარია,რომ დადე და გამოჩნდი.
ეს ჟანრი ძალიან მიყვარს და რომ წავიკითხავ უეჭველი გაგიზიარებ შთაბეჭდილებას.
წარმატებები!
--------------------
მორფეოსი

 


№9  offline წევრი Niniko11

კარგი ისტორიააა ისეტ მომენტზე გააჩერე რომ ინტერესი მკლაავს
ვიმედოვნებ ახალ თავს მალე დადებ:);)

 


№10  offline მოდერი Tamta.k

ნორმი
წაკითხვით ჯერ არ წამიკითხია,მაგრამ მიხარია,რომ დადე და გამოჩნდი.
ეს ჟანრი ძალიან მიყვარს და რომ წავიკითხავ უეჭველი გაგიზიარებ შთაბეჭდილებას.
წარმატებები!

მიხარია შენი გამოჩება ჩემს სივრცეში, მადლობა და გელოდებიიი

Niniko11
კარგი ისტორიააა ისეტ მომენტზე გააჩერე რომ ინტერესი მკლაავს
ვიმედოვნებ ახალ თავს მალე დადებ:);)

მადლობა მიხარია რომ მოგწონს❤️დიდ ხანს არ შევაყოვნებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent