შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნეტავ... (I)


6-01-2019, 22:54
ავტორი lilac
ნანახია 886

და მაშინ როც აარაფერი ხდებოდა სასწაული მოხდა..
შეუყვარდა...
გადაიფიქრა...
და შემდეგ ისევ შეუყვარდა...
***
როგორც კი მაღვიძარამ დარეკა მაშინვე თვალები გაახილა. არ ეძინა. ფიქრობდა. არაფერ განსაკუთრებულზე, უბრალოდ ფიქრობდა როგორი იქნებოდა მისი მომავალი, რომ არა სამსახური, კომპანია, მემკვიდრეობა, ოჯახი და ყველა დანარჩენი წვრილმანი. ფოქრობდა როგორ იცხოვრებდა თუ ყოველ დილით 6 საათზე ადგომა არ მოუწევდა, თუ მისი ტელეფონი გამოტოვებუილი ზარების გამო არ აფეთქდებოდა ან სულაც როგორი იქნებოდა ჩვეულებრივი ბიჭი რომ ყოფილიყო, სხვებისგან არაფრით განსხვავებული. ყოფილიყო უბრალოდ ნოა და არა ბატონი ნოა.
ბალიშიდან თავი ოდნავ ასწია და ფანჯარაში გაიხედა, ჯერ ისევ ბლეოდა, მაგრამ ლამპიონების შუქზე დაინახა როგორ თოვდა. ნოასთვის რომ შეგეხედათ, გეფიცებით, იფიქრებდით გაიღიმა, როდესაც წლის პირველი თოვლი დაინახაო, მაგრამ არა! ბატონი ნოა არ იღიმის. თავი უკმაყოფილოდ გააქნია და საწოლიდან წამოდგა. ნახევარ საათიანი მზადების შემდეგ როგორც იქნა სააბაზანოდან გამოვიდა. გარდერობში შევიდა და საგულდაგულოდ დაათვალიერა უამრავი პიჯაკი და პერანგი შეუხამა ერთმანეთ მაგრამ არცერთი მოეწონა, ბოლოს გადაწყვიტა რომ ნაცრისფერი აერჩია, ბევრჯერ მოუსმენია რომ ნაცრისფერი განსაკუთრებით უხდება. მიუხედავდ იმისა რომ ბატონი ნოა ხალხის აზრს უმეტეს შემთხვევაში არ ითვალისწინებს, ეს ერთადერთი შემთხვევა აღმოჩნდა, როცა თავადაც ეთანხმებოდა სხვებს. მაჯის საათიც პიჯაკს შეუფერა, სარკეში საკუთარ გამოსახულებას თვალი რამდენჯერმე შეავლო და საუზმისთვის სამზარეულოში გავიდა. ბატონი ნოა თავად არასდროს ამზადებს, ყოველ დილით 6 საათზე მოსამსახურე მოდის რომ 07:25 წუთზე ბატონმა ნოამ ისაუზმოს.
ფორთოხლის ახლად დაწურული წვენი რამდენჯერმე მოსვა, საუზმობას შეუდგა და უკმაყოფილოდ ფანჯრიდან თოვლს უყურებდა.
-ბატონო ნოა გუშინ დედათქვენმა დარეკა, მითხრა რომ დღეს კომპანიაში გამოგივლიდათ.- აკანკალებული ხმით მოახსენა მოსამსახურემ და კუთხისკენ დასჯილი ბავსვივით ნელ-ნელა წავიდა.
-გუშინვე რატო არ მითხარი ან მე რატომა რ დამირეკა? - როგორც ყოველთვის უკმაყოფილო ტონითვე უპასუხა ნოამ
-მაპატიეთ, მინდოდა გუსინვე მეტქვა მაგრამ სავახშმოდ იყავით ინვესტორებთან, სახლში კი გაღიზიანებული დაბრუნდით, მითხარით რ...
-კარგი კარგი, თავისუფალიხარ- ბატონმა ნოამ შეშინებული მოსამსახურე სამზარეულოდან დაითხოვა, საუზმობას მორჩა და დილის ზარი განახორციელა.
- არცერთი იმ ინვესტორის დანახვა არ მინდა, ვისთან ერთადაც წუხელ ვივახშმე. ყველანაირი კონტრაქტი და შეეხვედრა გააუქმეთ მათთან, ისე მოიქეცით თითქოს კონტრაქტებზე ხელის მოწერა არც არასდროს იყო დაგეგმილი.- მშვიდი თუმცა გაღიზიანებული ხმით საუბრობდა, ყელზე ძარღვებიც კი დაეჭიმა, საკუთარი სიბრაზის გაკონტროლება უნდა ესწავლა, მაგრამ სამსახური ამაში ვერ ეხმარებოდა.
-გასაგებია ბატონო ნოა, კიდევ გნებავთ რამე?- ტელეფონის მეორე ბოლოდან ვიღაც ცდილობდა დამაჯერებელი ყოფილიყო მაგრამ მისი ხმაც ისევე იბზარებოდა როგორც შეშინებული მოსამსახურის.
- დღის მეორე ნახევარში დაგეგმილი შეხვედრები გააუქმე და რესტორანში მაგიდა დაჯავშნე ორ კაცზე.- საუბარი დაასრულა თუარა სახლიდან გავიდა. ერთადერთი ადამიანი რომელსაც ბატონი ნოასი არ ეშინოდა ეს მისი პირადი მძღოლი იყო. შეიძლება ითქვას რომ ბატონი ნოაც მის წინაშე უფრო მშვიდი და გაწონასწორებული იყო.
-პირდაპირ კომპანიაში წავიდეთ მაიკლ.-მშვიდი ხმით მიმართა და მანქანაში ჩაჯდა.
- ბატონო ნოა, გუშინ ზედმეტად გაღიზიანებული იყავით, ხომარგსურთ რამეზე ვისაუბროთ?- რამდენიმე წუთიანი მშვიდი მგზავრობის შემდეგ სიმყუდროვე მაიკლის ხმამ დაარღვია.
-კონტრაქტის დადება გადავიფიქრე იმ ინვესტორებთან გუშინ რომ შევხვდი.
-რატომ?
-ყველა ადამაინი სანდო არ არის, ადამიანი როცა თვალებში შემოგხედავს მაშინვე ეტყობა იტყუება თუ არა. დიდი ხნის წინ ეს სიტყვები შენ მითხარი მაიკლ და მადლობელი ვარ ამისთვის. - მაიკლს გაეღიმა იმის დანახვაზე თუ როგორ გაიზარდა ნოა, როგორ განვითარდა და რამდენს მიაღწია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შრომით.
-ყოველთვის თქვენს სამსახურში მიგულეთ ბატონო ნოა.
როგორც იქნა ნოამ საკუთარ კომპანიაში, საკუთარ კაბინეტში რამდენიმე წუთით საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მოახერხა, მოემზადა, იცოდა წინ საშინელი დღე ელოდა, პირველ რიგში კი შეხვედრა დედასთან. მსგავსი შეხვედრები არც ისე ხშირი იყო ნოასთვის, თვეში ერთზელ უკიდურეს შემთხვევაში კი თვეში სამჯერ ნახულობდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ რაც ნოამ ოჯახზე უარი თქვა 5 წელი გავიდა, დედამისი კი ის ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა რომელსაც არ შეეძლო საკუთარი ვაჟის გაწირვა მარტოობისთვის.
-მერიენ დედას დაურეკე და უთხარი რომ შუადღით ჩვენს რესტორანში მოვიდეს. მაგიდა ჩემს სახელზეა დაჯავშნილი.- მკაცრად უთხრა კაბინეტში მოფუსფუსე ასისტენტს ისე რომ დოკუმენტებისთვის თვალი არ მოუშორებია.
-კარგი ბატონო ნოა. დღეს 11 საათზე შეხვედრა გაქვთ დანიშნული ფრანგ ინვესტორებთან, ახალი დიზაინით არიან დაინტერესებული. ამის შემდეგ ბატონ რეის უნდა შეხვდეთ, შემდეგ სადილი დედათქვენთან და ვახშამი ქალბატონ ანასთან.- ასისტენტმა მშვიდად გააცნო ბატონ ნოას დღის განრიგი და მის ჩაფიქრებულ სახეს მიაცქერდა.
-გააუქმე შეხვედრა ბატონ რეისთან.
-კარგი, სხვა დროისთვის გადავიტანო?
-არა, უთხარი რომ უახლოეს მომავალში ვერ შევძლებ მასთან შეხვედრას, შეუძლია რუსეთში დაბრუნდეს.
-მაგრამ, ბატონო ნოა ის სპეციალურად იმისთვის ჩამოვიდა რომ გნახოთ და გაგესაუბროთ, დილითაც დარეკა, დააზუსტა რომ დღეს ნამდვილად შეხვდებოდით.
-მერიენ, ვიცი რისთვისაც ჩამოვიდა ბიძაჩემი. გააკეთე ის რაც გითხარი- მკაცრი გამომეტყველებით, შუშის თვალებით უყურებდა ნოა ასისტენტს, გულის სიღრმეში ალბათ რაღაც აძალებდა რომ საკუტარ ბიძას შეხვედროდა, მაგრამ საკუთარი სიამაყე ამის უფლებას არ აძლევდა. მერიენმა თავი მშვიდად დაუქნია და კაბინეტიდან გასასვლელად მოემზადა.
-მერიენ, ქალბატონ ანას ვახშმამდე ყვავილები გაუგზავნე.- მერიენმა ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და ნოას კაბინეტი დატოვა. ნოა კი ათას დოკუმენტთან მარტო დარჩა, მაგრამ დღეს არ იყო ის დღე როდესაც მას მთელი დღის კაბინეტში გადატება სურდა, ზურგით სკამის საზურგეს მიეყრდნო, თითები ერთმანეთში გადახლართა და ერთ წერტილს მიაშტრდა. თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა და არცერთი მათგანი სამსახურს არ უკავშირდებოდა, ვერ ხვდებოდა რატომ ფიქრობდა გაურკვეველ საკითხებზე, გრძნობდა რომ გარშემო ყველაფერი აღიზიანებდა. ფიქრების მოსაშორებკად თავი ოდნავ შეარხია, თითებით მაგიდას შეეხო, კონცენტრირებას სცდილობდა მაგრამ ჰაერის უკმარისობა ხელს უშლიდა, ვერ ფიქრობდა, ვერ მოძრაობდა, რაღაც ხელს უშლიდა სუნთქვაში.
-გავდივარ, თუ ვინმე დარეკავს კარგად იცი რაც უნდა უპასუხო.- ცივად მიახალა მერიენს, რომელიც გაოცებული უყურებდა ნოას გაფითრებულ სახეს.
-ბატონო ნოა, კარგად ხა...
-დღეს არარ დავბრუნდები- პიჯაკი შეისწორა და კომპანიიდან გავიდა, როგორც კი სახეზე ცივი ჰაერის შეხება იგრძნო მაშინვე გამოფხიზლდა, თითქოს ისევ იმ სამყაროში დაბრუნდა სადაც ყოფნა არ უნდა. ფეხით გაუყვა სანაპიროსკენ მიმავალ გზას, აკვირდებოდა ხალხს და თითქოს მოსწონდა ის რასაც უბრალო სამყაროში ხედავდა. ტყუილები რომლებიც მაღალი წოდების საზოგადოებაში არსებობდა აქ არ იყო. აქ ხალხს არ ეცვა დიზაინერების მიერ შეკერილი კოსტუმები, არც გრძელი ფარფატა კაბები. ყველა იმით იყო ბედნიერი რაც ჰქონდათ. ფიქრებში გართულმა ვერც შეამჩნია როგორ დაეჯახა ყვავილების გამყიდველ გოგონას.
-უკაცრავად, ჩემიბრალია, ხომ არ დაშავდით, მაპატიეთ- გოგონამ ბიჭს სასოწარკვეთილი შეხედა უნდოდა დარწმუნებულიყო რომ ააფერი სჭირდა,
-წინ უნდა იყუროთ - გაღიზიანებულმა ნოამ ვერც შენიშნა ძირს დაყრილი ყვავილები და პიჯაკის გაწმენდა დაიწყო.
-კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, ვერშეგამჩნიეთ- ახლა უფრო მშვიდი ტონით საუბრობდა ყვავილების გამყიდველი და მიწაზე მიმოფანტული ყვავილების აკრეფა დაიწყო.
-რამდენიმე ყვავილს გაჩუქებთ ბოდიშის ნიშნად.- გაღიმებულმა გოგონამ ნოას ყვავილები გაუწოდა და თავისი თაფლისფერი თვალებით შეხედა.
-ყვავილები ბოდიშის ნიშნად?- ნოამ ოდნავ შესამჩნევად ირონიულად ჩაიცინა, გოგონას ყვავილები გამოართვა და ისევ მიწაზე დაყარა.- ყოველთვის ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელი არარის. - ბატონმა ნოამ გოგონას მკაცრი გამომეტყველებით ჩაუარა და ისევ კომპანიისკენ გაეშურა, ცხვირში სასიამოვნო სურნელი უღიტინებდა, ვერ გაეგო საიდან მოდიოდა , მაგრამ საიდანაც არ უნდა ყოფილიყო, მას ეს მოსწონდა, უნდოდა ნელა ესუნტქა რომ რაც შეიძლება დიდხანს ეგრძნო სურნელი. კომპანიასთან მისვლისთანავე მაიკლს უბრძანა მანქანა მოეყვანა და სახლში წავიდა. დედასთან შესახვედრად უნდა მომზადებულიყო, იცოდა წინ გრძელი საუბარი ელოდა იმის თაობაზე რომ ოჯახი მას ყოველთვის მიიღებს. ეს ის სიტყვები იყო რომლებიც ნოასთვის არაფერს წარმოადგენდა. ის არასდროს დაბრუნდებოდა იქ საიდანაც ერთხელ გამოაგდეს. ახლა რესტორანში იჯდა და ელოდა როდის გაიგონებდა იგივე სიტყვებს, რომლებიც ერთისმხრივ აღიზიანებდა მეორესმხრივ კი სიამოვნებდა, მოსწონდა იმაზე ფოქრი რომ ისევ არსებობდა ადამიანი რომელსაც უყვარდა.
-რაზე ფიქრობ?- ნოას წინ ქერა მწვანე თვალება, კარგად ჩაცმული ქალი იდგა რომელიც ვაჟიშვილს სიყვარულით აღსავსე თვალებიტ უყურებდა.
-შენზე ვფიქრობდი, მეგონა მოსვლა გადაიფიქრე- ნოა სკამიდან წამოდგა, ოდნავ გაიღიმა და დედას გადაეხვია
-ნუთუ ოდესმე ყოფილა მსგავსი შემთხვევა?- გაბრაზებული წარმოსთქვა ქალმა.
-რატქმაუნდა არა, მოდი დავსხდეთ- დედა-შვილი მაგიდას მიუსხდენენ, შორიდან რომ შეგეხედათ იფიქრებდით რომ სამყაროში არარსებობს მათზე მოსიყვარულე ოჯახი. მიუხედავად იმისა რომ ნოა ადამიანების მიმართ ნდობით არ იყო აღჭურვილი, მელინა ერთადერთი ადამიანი იყო რომლის ნდობაც შეეძლო.
-რაზე გინდოდა საუბარი?- მენიუდან თვალის მოუშორებლად იკითხა ნოამ, მაგრამ მელინამ მენიუ ხელიდან გამოაცალა და აიძულა თვალებში შეეხედა.
-როცა მესაუბრები მე მიყურე, ზრდილობა სულ დაკარგე? - განაწყენებულმა მელინამ ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
-მელინა რაზე გინდოდა საუბარი?
-29 წლის მანძილზე ერთხელაც არ დაგიძახია ჩემთვის დედა, იქნებ ოდესმე სასწაული მოხდეს. კარგი, საქმეზე გადავალ. ბიძაშენი ჩამოვიდა, ალბატ უკვე იცი ამის შესახებ.
-ვიცი, დღეს გვქონდა შეხვედრა დაგეგმილი მაგრამ გავაუქმე.
-ნოა, უნდა შეხვდე, აუცილებლად - მელინა ელოდა რომ ნოა კიტხავდა თუ რატომ იყო შეხვედრა აუცილებელი მაგრამ რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ გაანალიზა რომ ეს ნოა იყო და ზედმეტ კიტხვებს არ სვამდა.
- რეის კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება უნდა, რუსეთში თავისი კომპანია კოტრდება, ძლიერ ინვესტორს ეძებს რომ სიტუაცია გამოსწორდეს, იმედიაქვს რომ დაეხმარები, ისიც კი თქვა რომ თუ კომპანიის გადარჩენაში დაეხმარები, შეძლებს კანადელ ინვესტორებთან საქმის მოგვარებას, იცის რომ დიდიხანია მათთან ტანამშრომლობა გინდა.
-ამდენი ინფორმაცია რეის არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ რასვიზამთ.
-ნოა გთხოვ, ბიძაშენია, უნდა დაეხმარო.
- ის ფაქტი რომ ბიძაჩემია ჩემთვის არაფერს წარმოადგენს, არ შემიძლია ვინმეს სარგებლის გარეშე დავეხმარო, კანადელ ინვესტორებს რაც შეეხება საქმეს მე თვითონ მოვაგვარებ- ნოამ მკაცრი მზერით შეხედა მელინას მაგრამ მაშინვე ინანა როდესაც დედის სახეზე იმედგაცრუება და წყენა შენიშნა.
-კარგი- თქვა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ- დავეხმარები, მხოლოდ იმ პირობით რომ ზედმეტ პრობლემას არ შექმნის, ზედმეტად არ შეემაწუხებს. საკუთარ საქმეს მიხედოს. კონტრაქტი ჩემს ასისტენტს გაუგზავნოს ხელს მოვაწერ და ისევ გავუგზავნი. არმინდა მასთან პირადი ურთირთობა მქონდეს.- ნოამ დაინახა როგორ გაუბრწყინდა მელინას თვალები. რამდენიმე წუთი კიდევ ისაუბრეს, მელინა ყოველ შეხვედრაზე ნოას ბავშვობას ახსენებდა, ბედნიერ მომენტებს როცა ყველა ერთად იყვნენ, მომენტებს როცა ნოა იღიმოდა, როცა მათი ოჯახი ერთიანი იყო. ნოაც უსმენდა მაგრამ დიდად არ ხიბლავდა ბავშვობის ისტორიებში მამის ბიძის და კიდევ რამდენიმე ადამიანის როლი. რესტორნიდან გამოსვლისას მელინამ კიდევ ერთხელ შეახსენე ნოას ბიძამისის კონტრაქტის შესახებ, შვილს ისე ჩაეხუტა თითქოს უკანასკნელად ხედავს, თითქოს უკანასკნელად შეუძლია მისი სხეული გულში ჩაიკრასო. ნოამ მაიკლს უთხრა მელინა სახლამდე მიეყვანა თავად კი რამდენჯერმე ხარბად ჩაისუნთქა ზამთრის ცივი ჰაერი და იმ ადამიანთან შესახვედრად წავიდა ვისთან ერთადაც ცოტახნით მაინც იგრძნობდა თავს კომფორტულად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent