შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეზობლები (სრულად)


7-01-2019, 00:12
ავტორი choco
ნანახია 7 078

ასეა,როდესაც შენს პირველ და ყველაზე ძვირფას ნამდვილ სიყვარულს კარგავ,შემდეგ დარჩენილ ცხოვრებას იმ ადამიანის გვერდით ატარებ,ვინც არ გიყვრას,სამაგიეროდ კარგად ეწყობი,თავს მასთან დაცულად გრძნობ,ბედნიერიც ხარ რამდენადაც შეგიძლია.მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი სიყვარულის გარეშე ხდება.

ყოველთის ვნატრობდი,რომ მქონდა სიყვარულის ისტორია რომელზეც შემდეგ დავწერდი და მრავალი წლის შემდეგ, ჩემს შვილიშვილებს მოვუყვებოდი თბილი ბუხრის წინ,როგორ ვგიჟდებოდი მათ ბაბუაზე და როგორ შემაყვარა მისი თავი.იმდენად რომ ახლაც ვერ ვივიწყებ მის სითბოთი გამთბარ თვალებს.მაგრამ არასდროს მიფიქრია რომ ეს მართლა მოხდებოდა,ყოველშემთხვევაში იმ პერიოდში ამაზე ფიქრი აზრადაც კი არ მომსვლია. ახლა კი ვზივარ და ვუყურებ ჩემს პატარას,რომელიც მამამისის ხელს მაგრად არის ჩაბღაუჭებული და საერთოდ არ აწუხებს კლავიატურის ხმა,რომლელიც ახლა "ჩემს ისტორიას" წერს.
ყველაფერი მაშინ დაიწყო,როდესაც დედაჩემმა როგორც იქნა ბინა იყიდა,რემონტი დაასრულა და მაისის თვეში გადასაბარგებლად ვემზადებოდით,ბინა სულ ორჯერ ვნახე.ერთხელ სანამ რემონტი დაიწყებოდა და მეორედ, როდესაც ჩემი ოთახის დასრულებეული სახის ნახვა მინდოდა.სიმართლე რომ გითხრათ ადგილი საერთოდ არ მომწონდა.სახელიც შესაფერისი ჰქონდა "კაირო" სინამდვილეში ლორთქიფანიძის ქუჩა იყო მაგრამ ყველა მის ძველ დასახელებას იყენებდა ისევ. თავიდან მეგონა რომ აფრიკის რომელიმე კონტინეტზე მივდიოდი და სადმე ბედუინები დამხვდებოდნენ,მაგრამ თავი მე-13 რაიონში ამოვყავი.გეფიცებით თუ ვაბუქებდე. პირველი შთაბეჭდილებ არც ისეთი კარგიი იყო,მართალია ამ დროს მეორედ მივდიოდი მაგრამ პირველ დღეს, დღე მივედი და კაციშვილის ჭაჭანება არ იყო ირგვლივ,სამაგიეროდ საღამოს იცოცხლე! ჩემი კორპუსის კედელთან,როგორც ხდება ხოლმე 10-15 ბიჭი ჩამწკრივებულიყო,სიბნელის გამო სახეებს ვერ ვარჩევდი სიმართლე გითხრათ მაშინ არც მაინტერესებდა,ვერ ვიტანდი ასეთ სიტვაციებს მოძველბიჭო სასტვის ატანა არ მქონდა. გამარჯობაო რამდენიმე მათგანი მოგვესალმა კიდეც,ხმა არ ამომიღია ჰო ისე მომესალმე გეგონება ბავშვობის მეგობრები ვიყოთ თქო გავიფიქრე და ავიარე სადარბაზოს კიბეები.აქ მეორე სიურპრიზი დამხვდა,კოლიდორი კოლიდორში იყო გეფიცებით ჩემისთანა ბატი აქ რომ მარტო წამოსულიყო ნამდვილად დაიკარგებოდი,ამას ისიც უნდა დაუმატოთ რომ ძირითადად სინათლე არსად იყო და მე მეოთხე სართულზე უნდა ავსულიყავი,ლიფტზეც არც იფიქროთ 5 სართულიანი იყო სულ შენობა. მშვენიერი დასაწყისი იყო ახალი ცხოვრების. ერთადერთი ნათელი წერტილი სახლი იყო,მართლა ძალინ ლამაზი გამოდიოდა ჩემი ოთახი იასამნისფერ იყო და ამან ის ფაქტი გადაფარა,რომ ოთახიდან საშინელი ხედი იშლებოდა. დანგრეული შენობა რომელიც შემდგომში გავარკიე,რომ ძველი დარბაზი ყოფილა. მოკლედ გადმოვბარგით მაისი ბოლოს. ჰო იმის თქმა დამავიწყდა რომ აბიტურიენტი ვიყავი ამ წელს, ნერვოზის ყველაზე საშინელი ფორმა განიმივითარდა მემგონი. მასაწვლებლების ახლოს ყოფნას მიჩვეული ვიყავი ახლა ყველაფერთან თავიდან შეგუება მიწევდა.მთელი დღეები გასული ვიყავი და მეზობლების გაცნობის არც სურვილი მოქნდა და არც დრო,მხოლოდ კვირა დღე მოქნდა დასვენება და მთელი გულით მინდოდოა მშვიდად გამომეძინა. რამდენიმე თვე მართლა ისე გავიდა რომ მხოლოდ კარის მეზობლები გავიცანი და მაღაზიის გამყიდველი ბებო სვეტა. თბილი ქალი იყო,სულ მიღიმოდა და ბედნიერებით მავსებდა. ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა,არაფერი გამორჩეული ყავისფერი ფერის იყო,მაგრამ ასხივებდა ულევ სითბოს და სიკეთეს.
ოჯახზე ლაპარაკი გადამავიწყდა მემგონი,ასე ვიცი ხოლმე. არც ჩემი სახელი მითქვამს რა უყურადღებო ვარ. მე ლანა ვარ ამჯერად მყავს ოჯახი და ერთი ცისფერთვალბე მოცუცქნული ბიჭი როოგრორც წეღან ავღნიშნე ისევ სძინავს,მაშინ კი როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო 17 წლის აბიტურინეტი გოგო ვიყავი და პოლიტოლოგობა მინდოდა.ორი დაც მყავს ერთი 12 წლის იყო ამ პერიოდში და მეორე 4-ის. მე დედა ჩემი ორი და და დედაჩემი მეორე ქმარი ერთად ვცოვრობდით, 9 წლის ვიყავი მშობლები რომ დაშორდნენ,თუმცა ახლა ამაზე ლაპარაკს არ დავიწყებ,დიდი სევდაა,რომლის გახსენებაც არ მიყვარს ხოლმე. თეკლა ჩემი ყველაზე მოცუცქნული გოგოა,სულ მეუბნბობდა რომ გათოხვდები მზითვში უნდა გამოგყვე უშენოდ რა მეშველებაო,სადმე რომ მივიდოდი დასარჩენად იმავე საღამოს მირეკვდა და ტიროდა მენატრები ჩამოდიო,მანამდე კი სახლიდან არ მიშვებდა შენთან მინდაო,მოკლედ ძალიან საყვარელი და თბილია. რაც კაიროზე გადმოვედით ეზოში ყოველთვის მარიამს ( ჩემს მეორე დას) დაჰყავდა,კვირა დღე იყო მეთქი ეზოში ახლა მაინც ჩვიდე იქნებ ვინმე ნორმლურ ადმიანს მოვკრა თვალი თქო,ზაფხული მოდიოდა და საშინლად ცხელოდა ყველგან,მოვკიდე თეკლას ხელი,მაინ არ მინდოდა მარტო ჩასვლა ამ უცხო ეზოში,იცოდით? ასეთ სიტვაციაში შენი პატარა დის გამოყნება ყველაზე კარგი იდეა. ეზოში სულ სამი ბავშვი თამაშობდა 8 ან 10 წლისები თუ იქნბოდნენ,რა უნდა მექნა დავნებდი. ერთი საცოდავი ფარი ჰქონდათ ჩამოკიდებული დიდ ხეზე,რომელიც დღემდე ვერ გამირკვევია რისი ხეა.სათითაოდ ისროდნენ ბურთს და ვერცერთი ახვედრებდა მიზანს, უცებ მაღალი ბიჭი მოვიდა თმა ახალი გადაპარსული ჰქონდა,ალბათ ჯარში იყო ან სავალდებულო ახალი მოხდილი ჰქონდა,ერთი გამომხედა ამათვალიერა,ისე სიმპატიური კი იყო მაგრამ აქ არ შემიმჩნევია არასდროს,მართალია ეზოში თითქის არ ჩავდიოდი მაგრამ მასწავლებლბეთან სიარულის დროს ვხედავდი, ბიჭები ეზოში რომ იდგნენ,ვინ მომცა იმის იღბალი ეს სიმპატიური ბიჭი ახლა ჩემი მეზობელი ყოფლიყო.თითქოს სადღაც მყავდა ნანახი მაგრამ სად უნდა მენახა. ბურთი ბავშვებს გამოართვა და დიდი მონდომებით დაუმიზნა ფარს,თითქოს გამოცდილი კალათბურთელი ყოფილიყო,მაგრამ რათ გინდა ააცილა.მე ხო ზოგადად მიჭირს თავის შეკავება ესეთ დროს,იმდენი ვიცინე ლამის დაბლა გავწექი სიცილისგან,რა ვქნა მიყვარს ასე თავდაჯერებულები რომ არიან და სინამდვილეში არაფერი რომ არ გამოსდით.გაბარზებულმა თუ ნაწყენმა ეგ ვერ გავიგე მაგრამ აშკარად აწითლებულმა გამომხედა და გაირა. სანახაობით დამტკბარმა კი მშვიდად ავიარე სახლისკენ მიმავალი კიბეები.მის მერე ეზოში აღარ ჩავსულვარ მემგონი. სამ დღეში ბანკეტი მქონდა და სალონში ვიჯექი თმა ვარსიდფრად უნდა შემეღება აკვიატება მქონდა,თან მინდოდა განსხვავებული ვყოფლიყავი,თმის ფერის ცვალებადობით არასდროს მყავდა კლასი განებივრებული. ჰოდა თმა შევიღებე და სახლშიც მშვიდად დავბრუნდი.კმაყფოლი ვიყავი ფერით.ყველაზე სასცილო ის იყო მაღაზიაში რომ შევედი და მკითხეს შენი და სად არის როგორ გავხარო,თავიდან გამიკვირდა არცერთი ჩემი და ასე ძალიან არ მგავს,მერე მივხვდი საქმე რაშიც იყო.ჩემ საყვარელ მეზობლებს მე და ჩემი მეორე მე ანუ ის გოგო სანამ თმას შეიღებავდა დები ვეგონეთ,ქვეცნობიერში ვერ დაუშვეს რომ შესაძლებელი იყო თმის შეღებვა,თანაც ვარდისფრად. სიმართლე რომ გითხრათ,სწორედ ვარსიდფერმა თმამ დამღუპა.
ყველაფრის დასაწყისის ჩემი ვარდისფერი თმა,ვიღაცის უბანში დაბრუნება და ჩემი ხშირი სიარული იყო. ერთ საღამოს ძალიან ჩვეულებრივად,არც წვიმდა რომანტიკული გარემო რო ყოფილიყო,არც ვარსკვლავები ცვიოდა სურვილი რომ ჩამეფიქრებინა და არც ცხელ შოკოლადს ვსვამდი პლედშომხვეული უბრალოდ ვიჯექი და ქართულს ვკითხულობდი.დალოცვილი facebok-ზე შეტყობინება,რომ მომივიდა."გამარჯობა. მე შენი მეზობელი ვარ, უბანში შეგნიშნე რამდნეჯერმე,სულ დადიხარ,მერე გავიგე რომ ჩვენი ახალი მეზობელი ყოფილხარ, ვიფიქრე ჯერ არავის იცნობს და მეგობრები დაჭირდება თქო,იმედია წინააღმდეგი არ იქნები" სიმართლე გითხრათ თავიდან გამეცინა, მეთქი ვინმე დეგენერატი იქნება თქო, მის ქრონიკაზე გადავედი და ჯანდაბა !გამოვშტერდი,ძალიან საყვარელი და სიმპატიური ბიჭი იყო,პროფილზე ჯარის ფორმაში გადაღებული სურათი ედო,უხდებოდა ძალიან ვერაფერს იტყვი. რა უნდა მეთქვა. ხო შენი მეზობელი ვარ თქო ვუთხარი აბა სხვა რა მეთქვა?დაინტერესება სიმართლე რომ ვთქვათ თავიდან მართლა არ გამომიჩენია სულ ვენაგლებოდი რატომ არ ვიცი,არასდროს ვკითხულობდი პირველი და საერთოდ საატესტატო გამოცდები მეწყებოდა რა დროს ლაშა იყო. მეზობლები კი ვიყავით მაგრამ ერთმანეთს თითქმის ვერასდროს ვხედავდით,მახსოვს ერთხელ მითხრა კოლიდორში მოგვიწევს მგონი შეხვედრაო. რამდენჯერმე მთხოვა გავისერინოთო,მაგრამ თავიდან მე არ მინდოდა მისი ნახვა თითქოს რაღაც მაკავებდა,სიმართლე რომ ვთქვათ ეს რაღაც დედაჩემი იყო .ისე ჩამოვიგდე სიტყვა ხომ არ იცი ლაშა როგორი ბიჭია თქო,იმანაც ადგა და კარის მეზობლბებში გაიკითხა ისე სასხვათაშორისოდ და კარგი პასუხიც მიიღო,ცუდი ბიჭი არაა ბაბინკია უბრალოდ ღამის ცხოვრებით ცხოვრობსო.ისიც მოუყოლებიათ მგონი ხანდახან კაიფშიც არისო.ისე ეს ფაქტი "ჩემს უბანში" მართლა არ უნდა გაგკვირვებოდათ ნახევარზე მეტი აქ კაიფობდა მაგრამ თავს დავდებ წამალს არცერთი მათგანი არ "იკეთებდა". ისე ჩემი თვალითაც მინახავს,როგორ გადაუხვევიათ სიგარეტის ფილტრში და გაუბოლებიათ,მაგრამ ეს ლაშა არ ყოფილა.ერთ დღეს თეკლა სერიოზულად ატირდა ეზოში მინდა ჩასვლაო და ჩემს გარდა სხვა არავის ჩაიყვანდა მაგ დროს ეზოში,მეკიდევ არ მინდოდა იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ლაშას ვუთხარი ვერ ჩამოვალ თავი მტკივა ძალიან და დაწოლას ვაპირბ თქო,მაგრამ ბავშვები ხომ იცით რა ჯიუტები არიან? ჰო ჩემი დაც მათ რიცხვს მიეკუთვნება ზუსტად. მანამ არ გაჩერდა სანამ არ ვუთხარი წაგიყავნ თქო.ახლაც ზუსტად მახსოვს მე რა მეცვა და ისიც მახსოვს მას რა ეცვა. შავი ჯინსის შარვალი, კედები და მოკლე მაისური ჩავიცვი წარწერით "I LOVE YOU PARIS" არ იფიქროდ რომ პარიზი მართლა მიყვარს,ეს კიდეცვ ცალე ფენომენია,მართლა არ მიყვარს პარიზი მაგრამ სახლში ყველაფერი ეიფელის გამსოახულების მაქვს.ლაშას შავი სპორტული შარვალი ეცვა მარჯვენა მხარეს ორი ზოლი ჰქონდა და შავი თხელი მაისური,და კიდევ საოცარი სუნამო ესხა დასაწყისში რომ ავღნიშნე ჩემი ოთახის პირდაპირ ერთი
დანგრეული დარბაზი დგას თქო,მაგ დარბზის გვერდი ლაშას გარედან ასასვლელი ჰქონდა მიშეშნებული კიბეებით თურმე,რა ენაღვლებოდა პირველ სართულზე ცხოვრობდა და აღარ უწევდა მეორე პადიეზდიან შესვლა სირბილი,სხვათაშორის მისის აივნიდან ჩემი ოთახის ფანჯარაც ძალიან მშვენივრად მოჩანდა. ჰოდა ეს ჩემი დაც სწორედ მანდეთ გაიქცა,იმიტომ რომ ველოსიპედიან ბიჭს გაეკიდა,რომელიც აღმოჩნდა რომ ჩემი სართულის მეზობელი იყო და გიორგი ერქვა, მეც გავყევი მას და ამ დროს დავინახე როგორ შემოუხვია ვიღაცამ და ვინ უნდა ყოფილიყო თუ არა ლაშა. გადამკოცა,ბოდიში მოიხადა ხელი დასვრილი მაქვს ვეერ გამოგიწვდიო. იქ მყოფი ბავშვები სადღაც გაქრნენ თეკლასთან ერთად სათამაშოდ .დავრჩით მე და ლაშა,ჩემაა დაქალმა მახოვს ზუსტად სამჯერ დარეკა და სამივეჯერ გავუთიშე,მერე გავიგე რომ თურმე მაგის სახლის ფანჯრს ქვეშ ვიდექით და იქ ვლაპარაკობდით.სადღაც ერთი საათი მაინც. ბევრი რამე მომიყვა თვის თვზე და ლაპარაკშიც შევატყე არ უნდა ყოფილოიყო ცუდი ტიპი,ისეთი როგორადაც ახასიათებდნენ. გული რაღაცნაირად მიცემდა არ ვიცოდი რისთვის უნდა დამებრალებინა, გონზე არ ვიყავი თითქოს სხვა საყაროში ვცხოვრობდი და ჩვენს გრდა იქ არავინ იყო. ჩემი დის ტირილი რომ არა ალბათ ახლაც იქ ვიდგებოდით. ხომ გითხარით შარიანია თქო,იმ დღესაც არ ვიცი სად ნახა ტალახი ადგა და შიგ ჩახტა გემრიელად და მერე იმაზე ტირილი დაიწყო დედა მეჩხუბებაო. რაღა უნდა მეთქვა ლაშას დავემშვიდობე ხელში ავიყვანე და სახლში წავიყავნე,ტალახში ჩავარდნის ამბავიც მე დავიბრალე და შესაბამისად ბავშვიც ჩემი დასაბანი გახდა. ტელეფონი რომ შევამოწმე ლაშას ჰქონდა მოწერილი არ მეყო შენთან ლაპარაკი კიდევ ჩამოდიო.სიმათლე რომ ვთქვა მეც მასე ვიყავი მაგრამ გვიანი იყო უკვე და დედაჩემისთვის რა უნდა მეთქვა,უცხო უბანი რომ არ ყოფილიყო კიდევ ხო.მოკლედ ვუთხარი ვერა თქო და მგონი იმ ღამეს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ვარდისფერ თმას იმიტომ დავაბრალე ყველაფერი რომ ამ თმის ფერით მივიქციე მისი ყურადღება როგორც მითხრა, სულ რომ დადიოდი მეგონა სტუმრად მოდიოდი მაგრამ ვიკითხე და ახალი მეზობელი ყოფილხარო,ისიც ეგონა რომ ნაქირავებში ვიყავი და გეფიცებით თვალები გაუბრწყინა,რომ გაგო ბინა ნაყიდი გვქონდა. სავალდებულო ჯარი ახალი მოხდილი ჰქონდა და თურმე მოვლენებს ამიტომ ჩამორჩენია. დღეები, კვირეები ისე გავიდა,რომ თუ მასწავლებელთან მივდიოდი მხოლოდ მაშინ ვხედავდით ერთმანეთს ვუღიმოდით და გამარჯობას ვეუბნებოდით,ისეც ვკითხულობდით ერთამენითის ამბებს და თითქმის ყოველდღე ვწერდით. ერთ დღეს ეზოში ვიყავი ისევ საღამოს ჩასული უკვე ვიცნოდბი ბავშვებს,წყლის შადრევანთან ახლოს ვიდექი და ვაკვირდებოდი უბანს,მართლა მეცამეტე რაიონი იყო,ეს თავად ლაშამაც მითხრა მერე.ჩემს წინ ბიჭები ისხდნენე სავარაუდოდ,პირველ დღეს კედელს რომ იყვნენ აკრულები. მანქანა გაჩერდა უცებ იქიდან თეთრ სპორტულებში გამოწყობილი ლაშა გადმოვიდა,არა თეთრი კი არა ნაცრსიფერი იყო,ფეხზე თეთრი ბოტასები ეცვა და ზურგზე სპორტული ჩანთა ჰქონდა მოკიდებული გეფიცებით უ'საყვარლესი იყო.ერთხელ გამომხედა არაფერი არ უთქვამს,ცოტახანში გამოარა წყალი დალია გამარჯობაო მითხრა და წავიდა. ვერ გეტყვით მაშინ რა ვვიგრძენი გულ დამწყდა ნამდვილად, ასე უცხოსავით რომ ჩამიარა.გვერდი და არცკი მომიკითხა,მაშინ მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო რიგზე ჩეში,არ ვიცი რა მჭირდა და რატომ მწყდებოდა გული. ერთი კვირის შემდეგ მთხოვა ქვემოდ ჩავსულიყავი რომ ჩემი ნახვა უნდოდა, სიხარულით ჩავიცვი და მოვემზადე საკუთარი თავი მაშინ გამოვიჭირე სარკეში ჩემი აბრჭყვიალებული თვალები რომ დავინახე და იმაზე ფიქრი რომ დავიწყე როგორ გამოვიყურებოდი,დედაჩემს ვუთხარი ეზოში ბავშვები არიან ჯოკერს თამაშობენ და მეც წავალ ცოტახანს თქო. მალე ამოდიო მომაძახა,სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა უკვე კიბებეებზე ჩავდიდიოდი.პადიეზდთან მელოდებოდა ,რომ დამინახა გაეცინა მოვდა და ჩამეხუტა როგორ ხარო.მეორე კორპუსის სკვერში გადავედით და იქ დავსხედით,ის სკამი მის მერე ჩემი საყვარელი ადგილი გახდა,რამდენი იქ მივდიოდი ყოველთვის მონატრება მიჭერდა ყელშ ხელს და მახრჩობდა.
_-აბა როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-კარგად რა მიჭირს.(გაიცინა)
-თავლებში რატომ არ მიყურებ?
-რა? როგორ არაა გიყურებ გამეღიმა,ზოგადად მიჭირს თვალებში ყურება
-მასე არ გამოვა მე მინდდა რომ მიყურო,თორემ მგონია რომ არ გინდა ახლა აქ ყოფნა
-არა,რას ამბობ,კარგი შევეცდები
-რაღაც მინდა გითხრა
_გისმენ
-მოკლედ, რომ გითხრა როგორც მეზობელი იმიტომ ვზივარ ახლა შენ გვერდიტ თქო მოგატყუებ,არც იმიტომ ვარ აქ რომ შენთან მეგობრობა მინდა,ზოგადად სიმართლე რომ გითხრა არ მჯერა ამ გოგოსა და ბიჭის მეგობრობის,ალაბთ მიხვდი რისი თქმაც მინდა,უკვე ბევრსაც ვლაპარკობ ეს რომანტიკული რაღაცეები და ჰაი ჰუი მართლა არ შემიძლია არ არის ჩემი სტილი რა გავაკეთო,ასე ძალიან ჩვეულებრივად მიყვარხარ
-დავიბენი,ოღონდ მართლა არ ვიცი ამჯერად რა გითხრა, სიმართლე რომ ვთქვა არც მე გიყურებ როგორც მეზობელს ან მეგობარს მაგრამ არვიცი ახლა რა უნდა გითხრა მართლა იმდენად დაბნეული ვარ და მიჭირს ჯერ ამ ყველაფრის გააზრება რომ არვიცი
-არ არის პრობლემა და აუცილებლობა რომ დღეს მითრა რაიმე.
მერე იყო დედაჩემი ზარი და იმის თქმა რომ სახლში ავსულიყავი,ნელა გავიარეთ გზა და ერთ შესახვევთან გავჩერდით.
-მიდიხარ?
-მივდივარ
-ჯერ ჩამეხუტე და ისე წადი
ფეხის წვერებზე ავიწიე და ისე ჩავეხუტე მოულოდნელად კი ყელში მაკოცა,მისი სუნამოს სუნი მკაფიოდ ვიგრძენი ერთიანად გამაჟრჟოლა როდესაც იგივე კიდევ გაიმეორა მაგრამ ამჯერად ჩემს თმასაც შეეხო
-ასე ნუ აკეთებთ გთხოვ თორემ ვერარ წავალაალ
-როგორ? ასე? თუ აი ასე? ჯერ ჩემს ყელს თავისი თითები ჩამოუსვა და შემდეგ ტუჩები მოაკრო ზედ,გამოვშტერდი , დავიკარგე ისევ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი და მიხვდი რომ გავები,პირველად და საბედისწეროდ. არ მკითხოდ იმ საღამოს როგორ ავედი სახლში ან რა მჭირდა მაინც ვერ გეტყვით გამოშტერებული და უზომოდ ბედნიერი დავდიოდი. შემდეგ დღეებში თავად ლაშა არაფერს ამბობდა მეუბნბოდა ,რომ თვითონ საკმარისად ილაპარაკა და ახლა ჩემი ლაპარაკის დრო იყო.იშვიათად მწერდა და ვხვდებოდი რომ მენატრებოდა რაღაც ძალა მისკენ მექაჩებოდა,სულ მინდოდა თვალი მაინც მომეკრა. მის სახელს რომ გავიგონებდი თავლები მინათდებოდა და ვბედნიერდეოდი. ერთ საღამოსაც გადავწყვიტე მენახა,იმ ადგილას წავედი რომელიც მერე ჩვენი ადგილი გახდა. სიგარეტს ეწეოდა რომ მივედი.ჩააქრო და გადააგდო, გამიღიმა და მხოლოდ ორი სიტყვა მითხრა "ჩამეხუტე რა".მეც ავიწიე ფეხის წვერებზე და რაც ძალი და ღონე მქონდა ჩავეხუტე,მინდოდა ეს წამი არასდროს დამთავრებულიყო."მიყვარხარ" ვუთხარი ჩუმად და თვალები დავხუჭე.ხელები უფრო ძლიერად შემომხვია და კიდევ უფრო მაგრად ჩამეხუტა ვიცოდიო ჩუმად თქვა და ჰაერში რამდნჯერმე დამატრიალა.25 ივნისი იყო ზუსტად მახსოვს მას შემდეგ დაიწყო ყველაფერი რისი დავიწყებაც ვერ შევძელი.ის დღეები დღემდე რომ არ მჯერა ჩემს თავს რომ ხდებოდა. ვუყვარდი და მიყვარდა ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობდა. იქნებ მოგბეზრდათ კითხვა ან ფიქრობთ რომ არაფერი გასაოცარი აქ არ მომხდარა,თუკი კითხვა არ შეგიწყვეტიათ მაშინ იცოდეთ ყველაზე საინტერესო მხოლოდ ახლა იწყება.
დღეები სწრფაად გადიოდა ერთმანეთის მიყოლებით,ყოველდღე ვნახულობდით ერთმანეთს.ყოველთვის საღამოს და ყოველთვის ერთიდაიგივე დროს. ჩვენი ურთიერთობის შესახებ არავინ იცოდა და ეს ორივეს სურვილი იყო. მეზობლები და ხალხის ამბავი მოგეხსენებათ ყველას. ყველაზე კარგი ის იყო რომ ყოველი შეხხვედრა ერთმანეთზე უფრო სასიმოვნო და მოლოდნელობებთ იყო აღსავსე.
საღამოს ლაშას ძმაკაცთან და ჩემს კარის მეზობელსა და ლაშასთან ერთად ჯოკერს ვთამაშობდით,ჩემი და ლაშას სახელი ერთმანეთის გვერდით მოხვდა,ერთმანეთის გვერდით ვიჯექით და ვუღიმოდით ერთამენთს. სალომემ კიდეც თქვა ერთხელ ,როგორ კარგად ერითმება თქვენი სახლები და როგორ უხდება ერთმანეთსო,ამაზე ორივეს გაგვეღიმა.თამაში რომ დავამთვრეთ ირაკლიმ წამოდით ჭერამი მოვიპაროდო, ჩვენც ავდექით და წავედი კიდევ სამ ჩემს მეზობელთან ერთად. მე და ლაშას ძალიან წინ მოგვიწია ყოფნა გავასწარით და შემდეგ ვეღარ დავინახეთ სად შეუხვიეს ამიტომ იმ ადგილას დალოდება გადავწყვიტეთ,მართალია მაშინ ორივეს ერთი სული გვქონდა როდის "მოვტყდებოდით" ადგილიდან და ჩვენს ადგილას როდის წავიოდით მაგრამ ახლა რომ წავსულიყავით ყველა მიხვდებოდა. ბავშვები დაბრუნდნენ და ეჭვის თვალით კი აგვათვალიერეს მაგრამ ვერაფერი ვერ თქვეს,ჩვენ მათი მოპარული ჭერამი ვჭამეთ და უბანში დავბრუნდით.თავი მტკივა თქო მოვიმიზეზე და სახლში წასვლა გადავწყვიტე. ლაშამ მეც რაღაც საქმეები მაქვსო და სახლში წავიდა. 15 წუთში ჩვენს ადგილას ვიდექი ნაბიჯების ხმა გავიგე,მოვიდა და ზურგიდან ჩამეხუტა,ტავი კისერში ჩამიდოდა და ჩემს ყურთან დაიჩურჩულა ძალიან მომენატრეო მითხრა. სასწაულად დიდი იყო მაშინ მთვარე ძალიან დიდიზე ანათებდა,მახსოვს ლაშას გვერდით ვიჯექი და მთელი ძალით ვიყავი ჩახუტებული,მოულოდნელად რომ დაიხარა და მაკოცა.
-რაღაც უნდა გითხრა
-გისმენ მითხრა ოდნავ დაბოხებული ხმით
-იცოდე,პირველი ადამიანი ხარ ვინც ჩემს გულს,ხელებს და ტუჩებს შეეხო.პივრლი ხარ ვისაც მივეცი უფლება რომ ამდენად ახლოს მოსულიყო ჩემთან,გაეგო ემზე ყველაფერი ვყვარებოდი ისეთი როგორი ვარ, მე შენ მთელი გული დაგითმე,მთელი ჩემი არსებით შეგიყვარე,ზოგჯერ მეშინია რომ არ მეყოფა ეს სიცოცხლე იმისთვის რომ მთელი სიყვარული რაც შენდამი გამაჩნია გამოვხატო.არ მინდა ოდესმე დამთვრდე.არ მინდა ისე მოხდეს რომ ერთ დღეს გვერდს რომ ჩაუვლით ერთმანეთს გამარჯობაც აღარ ვუთხრათ და უცხოებივით ავუაროთ გვერდით ერთმანეთს,ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და იცოდე რომ ეს მხოლოდ სიტყვები არ არის ლაშა
-დაიმახსოვრე,სხვა ჩემს ადგილას ვერასდროს ვერ იქნება.
ახლაც ყურში ჩამესმის მისი ეს სიტყვები და ჩემს პატარას ცრემლიანი თვალებით ვუყრებ მამამისის ხელს ისევ მაგრად რომ არის ჩაბღაუჭებული. გადავიდეთ ისევ წარსულში.
როგორ უკვე ვთქვი ლაშას აივანი ჩემს ფანჯარს უყურებს პირდაპირ,დარბაზი რომელსაც სული ძლივს უდგას,მეოთხე სართუალმდე წვდება ჩემს ფანჯრამდე მოდის,ახლა რატომ ვყვები ამას.მეორე სართულზე ვწევარ ძალიან კომფორტულად და სიმღერებს ვუსმენ დაბალ ხმაზე უცებ კაკუნი რომ მესმის, თავიდან გამიკვირდა, ჩემი ოთახის კარზე არასდროს არავინ აკაკუნებს ხოლმე.მეორედ რომ გავიგე მივხვდი კარზე კი არა ფანჯარაზე მიკაკუნებდნენ,ძალიან შემეშინდა თავიდან,ფარდა რომ გადავწიე ჯერ გამეცინა და მერე ლამის გავაფრინე ლაშა რომ დავინახე.
-აქ რას აკეთებ?
-მომენატრე სულელო
-ნახე სად ხარ? გიჟი ხარ გიჟი
-გიჟი არა შეყვარებული ვარ.
-არ ჩავარდე ბიჭო
-რა იყო გეშინია არ მოვკვდე თუ ?
- ნუ სულელობ, მართლა არ ჩავარდე რამე არ მოიტეხო
-ტრამვატოლგიურში რომ შევალ და მკითხავენ როგორ მოხდაო, ვეტყვი რა ვქნა შეყვარებული მენატრებოდა და არ მნახულობდა, ხოდა ავდექი და ფანჯრიდან ავძვერი რომ მეკოცნა თქო
-ლაშა, ვინმემ რომ დაგინახოს?სპაიდერმენი ხარ?
-თუ გინდა ბეტმენი გავხდები
-ხალხო ყველაზე გიჟი შეყვარებული მყავს მსოფლიოში.
-კაი მართლა ჩავვარდები ახლა ხელები მეტკინა,მოდი გაკოცო და წავედი.
-ახლა ხო ხარ ღირსი ფანჯარა მოგიხურო?
-სულ არ გეცოდები? სულ არ გიყვარვარ?
-თავს რო ისაწ....ბს ნახეთ რა
-აუ რა ტკბილი ხარ
-შოკოლადი კი არ ვარ ბიჭო
-მწარე,წავედი ახლა იმედია მშვიდობით ჩავალ.მიყვარხარ
-მეც მიყვრხარ, ჩემო გადარეულო
მერე რამდენი მოვენატრებოდი ასე ყოველ საღამოს ამოდიოდა.მიყურებდა,ვუყრებდი,ვიცოდი რომ ვუყვარდი,იცოდა რომ მიყვარდა და აქ ყველაფერი იყო ნათქვამი.ეჭვიანიც იყო თქვენ გგონიათ არ იყო?
მახსოვს ერთ საღამოს კორპუსისი წინ ვიჯექი და რაღაცეებს ვათვალიერებდი,ჩემს დაქალს ველოდებოდი, უნდა მოსულიყო.ერთი ბიჭი იყო უბანში,ვიცოდი რომ მოვწონდი თან ლაშასაც ეძმაკაცებოდა,არდა უეჭველი ხვდებოდა რო ერთად ვიყავით,მაგრამ ყოველთვის ცდილობდა გაეღიზიანებინა.მაგ დღესაც ლაშა მეორე მხარეს იჯდა ბიჭებთან ერთად, ეს სულიერი რომ მოვიდა და გვერძე მომიჯდა,განა რამე პროსტა ლაპარკი დამიწყო,არასდროს ვპასუხობდი კარგად,ვცდილობდი მეგრძნობინებინა , რომ არ მაინტერსებდა.თან ცალი თვალი ლაშასკენ მქონდა,ვიცოდი დიდხანს ვერ იჯდებოდა და რაღაცას იზამდა.ხუთი წუთი არ იყო გასული ჩვენთან რომ მოვიდა, შუაში ჩაჯდა.
-რას შვრებით აბა რაზე ლაპარაკობთ?
-ამ არაფერზე, მე სახლში ასვლას ვაპირებდი რაღაც მოვიწყინე და
-მოიცა შენთან საქმე მაქ .ხელი მომკიდე და დამჭირა
-ახლა ერთხელ ვიტყვი და მეტს აღარ გავიმეორებ იკა,სხვის შეყვარებულს რამდენიც გინდა იმდენი ეფლირტავე, მაგრამ იცოდე, ჩემსას თავი დაანებე,პროსტა აზრი არ აქ მათლა გეუბნები შენ ძმობას ვფიცავარ,ხო იცი არ მიყვარს ასეთი ლაპარაკი. შენ გამომყევი ქალბატონო
პირევლი კამათიც რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ამ ტიპის გამო მოგვივიდა
უნივერსიტეტიდან ძალიან დაღლილი მოვდიოდი, ახალი დაწყებული მქონდა სტუდენტური ცხოვრება და თავიდან ყველაფერი მიჭირდა.შენი ნახვა მინდაო მომწერა .მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი ვერ ვნახე,ცოტას გამოვიძინებ და გნახავ თქო ვუთხარი,მაგრამ ვერ დავიძინე.მაღაზიაში ჩავედი. წესით ლაშა სულ არ უდა ყოფილიყო უბანში,გზად მისი ძმაკაცი შემხვდა ჰო სწორედ ის იკა. ლაპარაკი დამიწყო და ეგრევე ვერ წამოვედი მაინც არ მინდოდოა უხეშად გამომსვლოდა.ლაშაც ამ დროს გამოჩნდა
-უი რა მალე გაგიღვიძია, ძაალიან ნაგლური მზერით მითხრა და წავიდა
სახლში რომ ავედი ავუხსენი რა როგორ იყო და დაწყნარდა. საღამოს გნახავო მითხრა და გავიდა.
ეზოში რომ ჩვედი ისევ იკა დამვდა და მეტი პრობლმები მართლა აღარ მინდოდა,არ მცალია მეთქი ვუთხარი და წამოვედი ხელი რომ დამიჭირა
-რაო ძალიან ეჭვიანი შეყვარებული მყავსო ?
-რა სისულლებს ლაპარაკობ,ვერ ვხვდები რა გინდა
-ესეიგი ხვალ მნახავ ხო?
-რატო უნდა მნახო ვერ ვხვდები რას ცდილობ?
-მე ვიციი,ერთხელაც უნდა რომ სახე გავულამაზო ვერ ისვენებს
-ლაშა, არ გინდა კარგი რა წამოდი
-მემგონი გაგაფრთხილე? ისიც გითხარი რომ ახლოს არ უნდა მისულიყავი მასთან,ერთხელაც იქნება თავს ვეღარ შევიკავებ და მერე მე ვიცი,რც მოგივა ყველაფერს შენს თავს დააბრალებ იკა. შენ წამომყევი ერთი
-მისმინე,ყველაფერი ისე არაა როგოც შენ ფიქრობ,არ ვიცი რა უნდა,მართლა არ მითქვამს რომ უნდა მენახა
-გითხარი რომ არ მინდოდა მასთან სიახლოვეს მენახე ხო? ხო გითხარი ეს დედატირებული.რომ დაინახე რატომ არ წახვედი? იცი როგორი ტიპიცაა,ვერ ვხვდები რა გინდა? ხომ იცი ვერ ვიტან ვინმე რომ გეხება ,თუნდაც ხელზე და თან ეს ვიღაც გამოშტერებულია,ასე კორეკტულად რომ გითხრა.ნუ ტრიალებ მის სიახლოვეს,გავგიჟდები გეუბნები არ მომწონს ეს ყველაფერი და იცოდე ცუდად დამთავრდება.
-ვერ ვხვდები რა გინდა? რა გგონია ,რომ მსიამოვნებს ეს ყველაფერი? რის თქმას ცდილობ რომ მომწონს მისი ამაზრზენი რაღაცეების მოსმენა? მე მადანაშაულებ,დავიღალე რა, საერთოდ შენ თუ ჩემში ეჭვი გეპარება მაშინ ამ ლაპარაკს საერთოდ რა აზრი აქვს მითხარი? ვერ ვიტან ჩემში უსაფუძვლოდ ეჭვი რომ ეპარებათ მითუმეტეს თუ ეს შენ ხარ,იცი როგორ მიყვარხარ,თუმცა იქნებ არც კი იცი უკვე? აღარ მინდა ამაზე ლაპარკი. და საერთოდ არ მინდა შენთან ლაპარაკი,რომ დაწყნარდები მერე ვილაპარკოდ.
ამ ამბის შემდეგ ერთი კვირა იყო გასული.არ დამირეკავს არც დაურეკავს ,არც კი მოუწერია. გადატვირთული გრაფიკი მქონდდა,დილას მივდიოდი და საღამოს ვბრუნდებოდი.ერთ საღამოს,როგორც ყოველთვის სახლში ჩემი უსაყვარლესი დები არ დამხვდნენ,რა თქმა უნდა ვის უნდა მოეძებნა თუ არა მე. როგორც გითხარით ძალიან კომფორტული სადარბაზო გვაქვს. ოთხი სართულიდან სინათლე მხოლოდ ჩემს სართულზე და პირველზე ანთია,ტელეფონიც არ წამომიღია და სიბნელეში ვცდილობდი ჩემს თვალებს ფანარის ფუნქცია შეეთავსებინა,მეორე სართულზე ჩავდიოდი ვიღაცას რომ დავეჯახე,სურნელი მაშინვე ვიცანი.მართალი ყოფილა რომ ამბობენ ჭკუდიან შეგშლის ისეთი ლამაზია მონატრებული ადამიანიო,ლამაზზე რა გითხრათ და სურნელი მართლა მომნატრებოდა.
-ამ სიბნელეში რას დადიხარ,სულ მე ხომ არ გეყოლები რომ დაგიჭირო და არ დაეცე.
-არ ინერვიიულო ძვირფასო, ნახე რამდენიმე დღეა არ მინახიხარ და ცოცხალი ვარ, არც არაფერი მომიტეხავს და არც მომკვდარვარ.
-წამო ერთი აბა, ვილაპარკოდ,როგორ ხარ მაინტერესებს
-ე.ი არაფერი არ გჭირს? სულ არ მოგნატებივარ და ჩემს გარეშეც მშვენივრად აგრძელებ ცხოვრებას? ისე. თითქოს არც ვყოფილვარ შენს ცხოვრებაში?
-დიახ,ასეა ყოჩაღ
-უფრო ვრცელ პასუხს ველოდი
-რა გინდა? მთელი გრძნობით გითხრა არ მომნატრებიხარ თქო?
-ე.ი არ მოგნატრებივარ? თუ იმდენად ხარ გაბრაზებული რომ ჩემი მონატრება გადაფარა.
-ისე არ უნდა მოიქცე და ისეთი რამე არ უნდა მითხრა, რაც გადაფარავს ყველაფერს
-კარგი წადი მაშინ და როცა მიხვდები ,რომ გენატრები იცი კარგად სადაც უნდა მომძებნო.
ჩემი საოცრად ხიფათიანი დები სახლში ავიყვანე და ის ის იყო უნდა დამეძინა, რომ ჩემი ყოველთვის სიურპრიზებით აღსავსე მეზობელი დამდაგა თავზე, აფთიაქში გამყევი ბებიაჩემია ცუდადაა და წამალი მინდაო,რა მექნა ბებიას ხომ არ მოვუკლავდი. ავდექი და წავედი. კიბეებთან რომ მივედით მივიხედე და დებილივით იცინოდა. მე არ მინდა გამოყოლა, ჩადი პირველ სართულზე გელოდებიანო.ადგა და წავიდა.თავიდან ჩავედი და მესამე სართულიდან ამობრუნება გადავწყვიტე, იმ მიზეზის გამო რომ არ ვიცოდი ვინ იყო. ლაშას ხმა კიბეებზე დამეწია
-მე ვარ მე ჩამოდი
-მე არ მომნატრებიხარ და მაშინ ავალ და როცა მომინდება ჩამოვალ.გაგიჟდი რას აკეთებ? ლაშა დამსვი მეთქიб გაგივარდება არ ხარ ნორმალური
-არ გესმის შენ ნორმალური ლაპარაკი და ახლა იდექი და მიყურე
-სად ვიდგე შენს ზურგზე ვარ მოკიდებული
-აუ? ხო არ იტყუები? რა მჩატу ხარ გოგო, თუ ამ დღეების მანილზე ისე გენატრრებოდიб რომ საჭმელსაც არ ჭამდი?
-ღმერთო რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე бარ შემიძლია დამსვი რა.
-ჰო გსვამ,ხედავ რა მზრუნველი ვარбსაქნაელამდე ხელში აყვანილი მოგიყვანე
-რა გინდა ახლა აქ დავჯდე ?
-თუ წინაღმდეგი არ იქნები?
-სულ ჩემი ნებაა რა
-მაშინ იდექი როგორ გინდა რო მომისმინე უბრალოდ.ჩემი ეჭვიანობის გამო თურმე არ გენატრები ხო? მაგრამ იცოდე, რომ აუცილებლად წავალთ იმ ფილმის საყურებლად შენ რომელიც მოგეწონება და წინა რიგებში დავჯდებით.კორპუსის სახურავზე ასვლას ვერ დაგპირდები, დაქანება აქვს ცუდი მარა ისეთ ადგილას წაგიყვან მზის ამოსვლას რო ერთად ვუყუროთ ,ჩაი ან შენი საყვარელი ცხელი შოკოლადი დავლიოთ და ვილაპარაკოდ თუნდაც იმ რამდენიმე დღეზე უჩემოდ რომ გაატარე,თორემ მე ყოველდღე შენთან ახლოს ვიყავი და წამითაც არ ყოფილა ჩემი გული და გონება სხვა რაიმეზე გადართული და არ ყოფილა დღე ან წუთი შენზე რომ არ მეფიქრა.არ მოგიწევს ნაჩხუბარს ყოველთვის შენ დამირეკო იმიტომ რომ ამის მეტს აღარ ვიკამათებთ და ასე თუ მოხდება მაშინ მე გადმოვდგამ პირვრლ ნაბიჯს და კიდე ნუ გგონია რომ იმასაც დავიჯერებ, რომ არ გენატრებოდი.ან ახლა არ გენატრები .შენი მზერა და აწყლიანებული თვალები არასდროს გამომრჩება და საკუთარ თავს, მითუმეტეს ვერ ვაპატიებ მასეთი კიდევ რო დაგინახო თუნდაც ჩემი ან სხვისი მიზეზების გამო. ახლა ამ უაზრო გაბრაზებას მოეშვი, ადექი და ჩამეხუტრე ერთი სული გაქვს ვიცი როდის ჩამეხუტები მეც ნუღარ მაწამებ.
რამდენიმე დღის შემდეგ,რაჭიდან მოულოდნელად დაბრუნდა,მომწერა და ეზოში ჩავედით მაგრამ ჰოპ თურმე სხვა გეგმები აქვს ვაჯბატონს.ამას ისიც უნდა დავუმატოთ რომ უბანში ხმა დაირხა ლაშას საცოლე ჰყავს და ლიკა ქვია ძალიან ლამაზი გოგოა, როგორ უხდებიან ერთმანეთსო,ჰოდა მეც მეტი რა მინდოდოა.არა თქვენ ჩემს ადგილას რას იზამდით? თქვენს შეყავრებულზე ვინმეს მსაგვსი რამ რომ ეთქვა.დიახ, იგივე გავაკეთე მეც.თუმცა არ ავყვირებულვარ .ბედნიერებას გისურვებ ძალიან კარგია მეთქი მაგრამ ლაშა ნამდვილად ყვიროდა. ჩემი ხელი დაიჭირა და სახხესთან მიფრიალა
-ხედავ? ბეჭედი არ გიკეთია ხელზე,ანუ რა გამოდის? რომ საცოლე არ მყავს ხომ? შენს თითზე მე ბეჭედი არ გამიკეთებია და ისე ცოტა მეტი რო იფიქრო ხოლმე რავიცი აბა კი არ მეწყინება. გინდა? ავდგეთ და ახლავე ვაჩვენოთ ვინ არის ჩემი საცოლე.ახლავე მომეცი ხელი და წავიდეთ,მე პრობლემა არ მაქვს
-ლაშაა გააფრინე,რა სისულელს ლაპარკობ რა საცოლე
-მეც გეკითხები, აბა სად? რა საცოლე?
-ბოდიში
-ახლა არ გამაგიჟო,რა ბოდიში გოგოო რა ბოდიში? ვაიმე მოგკლავ,იქნებ მოეშვა ამ ბოდიშებს მოდი ავდგეთ და ყველაფერი დავივიწყოდ.ახლა გამომყევი კაი? დღეს ხო ისვენებ არა?
-კი,ვისვენებ
- მაშინ პრობლემა არ არის წავიდეთ
-სად მივდივართ?
-ოჰ,დღეს რამდენს ლაპარაკობ,არ მოგიტაცებ მართლა ახლა წამოდი.
40 წუთში სვეტიცხოვლის ეზოში ვიყავით.აპ აპ ნუ ფიქრობთ არ ვაპირებდით არც გაპარვას და არც ხელის მოწერას,უბრალოდ მცხეთის დათვალიერება გვინდოდა.3 წელი აქ ვცხოვრობდი და ძალიან მომნატრებოდა აქაურობა. საოცარი დრო გავატარეთ,მოვინახულეთ ყველაფერი დავივიწყეთ რაც ერთი საათის წინ ორივეს გვაწუხებდა. მერე მთელი 10 წუთი იმაზე ვწუწუნებდი, რომ სულაც არ იყო ამ ქორწინების სახლში შესვლა.ზოგადად ჰქონდა ასეთი გადახრები.ახლა ვფიქრობ რა იქნებოდა მართლა რომ დავთანხმებულიყავი და შევსულიყავი, თუმცა ახლა ამას არანაირი აზრი არ ჰქონდა. სახლში მისულს მისი სმს დამეწია" ბევრი არ იფიქრო დაიძინე დილას ვერ ადგები"ო. მაშინ არ ვიცი რატომ მოხდა ასე, მაგრამ გული ამიჩქარდა .არა იმიტომ ,რომ ბედნიერი ვიყავი,ნამდვილად ვიყავი. მაგრამ შემეშინდა იმის ,რომ აუცილებლად დამთავრდებოდა ეს ყველაფერი.თითქოს ყელში ბურთი გამეჩხირა,ტირილი მომინდა და მსოფლიოში ყველაზე სუსუტ გოგოდ ვიქეცი და ავტირდი.მხოლოდ იმიტომ რომ მეშინოდა რომ ეს ბედნიერება დამთავრდებოდა.

თერთმეეტი საათი იყო დაახლოებით ღამით,მოულოდნელად რომ მივწერე
-სად ხარ? საქმე მაქ სერიოზული
-აივანზე ვარ ვეწევი რა იყო, გადმოიხედე თუ გინდა. ამ შუაღამისას რა სერიოზული საქმე გაქ გაფიცებ? ხო ხარ კარგად
-აუ ახლა უნდა გითხრა თორე მოვკვდები, დასაწყისთვის გეტყვი რომ მგონი შეყვარებული გაგიგიჟდა.მდაჰ კაი მოდი თვალები დაუხჭე აბა? არა არ დახუჭო, სადმე გადავრდები და მაგასსაც მე დამაბრალებ. შენ ხომ გიყვარს ყელში კოცნა? ხოდა ჩათვალე ახლა აქ ხარ და ტუჩებს ყელთან მაწებებ მერე ლავიწებთან და ბოლოს ტუჩებთან ჩერდები, და ამდენი ხნის მონატრებულზე მკოცნი.
-გაფიცებ კარგად ხარ? არ ხარ შენ ასეთი "ცუდი გოგო" აუ ასე მოგენატრე,ფანჯარა ღია გაქვს? პიჟამოები ხომმ გაცვია ამოვდივარ იცოდე.
-ხო არ გაგიჟდისად მოდიხარ ვაიმე არც იფიქრო
-არ ვფიქრობ უკვე მოვდივარ
გიჟი ხომ იცით ბოლომდე რომა ასე რჩება? ხოდა ესეც ადგა და ამოვიდა,ოღონდ ამჯერად არ გაჩერებულა ,პირდაპირ ჩემს ოთახში ამოყო თავი.ჩემს გვერდით დაწვა ჩამეხუტა და ძილიც გადაწყვიტა.
-შენ არ ინერვიულო, რო დაგეძინება წავალ,ჩუ ახლა დაიძინე
დილას პირობა შეასრულა,რომ გავიღვიძე უკვე წასული იყო.

ფიქრები არეულან ისევ,
თავი მოუყრიათ ერთად
თითქოს შეთქმულებას მიწყობ,
შენ სახელს გაჰკივიან ყველგან.

თითქოს ნაბილიკარს მივსდევ,
ჩემი ნაბიჯები მოჰყოლია შენსას.
ვიცი გავაფრინე ვიცი, მაგრამ ასეა და ხედავ ?
ახლა ამ სტროფებს ვწერ შენთვის
,რატომ არ დამისვა კითხვა.

ფიქრები არეულან ისევ
თავი მოუყრიათ ერთად,
თითქოს შეთქმულებას მიწყობ,
შენ სახელს გაჰკივიან ყველგან.


გულო საიდმულოს მალავ?
ახლა არ დაიწყო კრძალვა
მოდი თუ ღმერთი გწამს მოდი,
შემომეშველე რა, კმარა!

ეს ლექსი მაშინ დავწერე საბერძნეთში რომ წავიდა და მთელი ორი კვირა დეპრესიის პიკი მქონდა.
ჰო, ყველაფერი ასე დაიწყო,სამსახურის გამო გადაწყვიტა საბერძნეთში 6 თვით წასვლა.არ ვიცი რა მომივიდა ეს რომ გავიგე, უბრალოდ თავიდან ეგოისტურად მწყინდა, რომ მიდიოდა და მე აქ მარტო მტოვებდა,მერე მივხვდი რომ მასზეც უნდა მეფიქრა და ყოველგავრი ისტერიკების გარეშე ვუთხარი, რომ მიუხედვად ყველაფრისა,მინდოდა წასულიყო და თავისი მიზნებისთვის მიეღწია.ადვილი არ იქნებოდა არც ჩემთვის და არც მისთვის. მაგრამ ახლა არ ვაპირებდი მეტირა და მეთქვა რომ ვეჭვიანობდი და მეშინოდა უკან რომ არ დაბრუნებულიყო.
წავიდა, ადგა და წავიდა წასვლამდე ჩემს ფანჯარასთან ისევ მოვიდა,ძალიან დიდიხანს მელაპარკა,თვალებით იმახსოვრებდა ჩემს ყოველ სახის ნაკვთს და ცდილობდა იმდენი სურნელი წაეღო, რომ ყოფნოდა .ამ ექვსი თვის მანძილზე. ჩემი თვალებით დავინახე, როგორ ჩაჯდა მანქანაშიი,როგორ წავიდა და როგორ უცებ დაცარიელდა ყველაფერი. მტკიოდა ის ბოლო სიტყვები რაც მას გავაყოლე .
-ჯერ არ წასულხარ და უკვე მონატრებისაგან სული მეწვის!
ჯერ არ წასულხარ და უჰაერობა მიტევს იმ ქალაქში სადაც შენ აღარ იქნები!
ვკვდები,არა მე კი არ ვკვდები შენ მკლავ!ამ უთქმელობით,ამ სიჩუმით...
ცრემლები მახრჩობს და ვნადგურდები.
არ წახვიდე რა,გამუდმებით ვიმეორებ და მტკივა ის დღე,როდესაც ვეღარ დაგინახავ და შენი მონატრება დამხარჩობს.
არ წახვიდე რა...
წავიდა,მაინც წავიდა და ალბათ არც კი იფიქრა რომ მის გარეშე მე არაფერი ვიყავი, საერთოდ არაფერი.
ვიხრჩობი.
არა უშენობა მახრჩობს.
მტოვებ არა? ჰო საბოლოდ მიდიხარ და კარს ისე ძლიერად იჯახუნებ,სახელური უფუჭდება და ვერ ვაღებ.ვერ გეწევი.ფანჯრიდან გადმოვძვრები და დაგეწევი.ჩემოდანს გამოგართმევ და ყველას გასაგონად ვიყვირებ,რომ არ უნდა წახვიდე.რომ აქ უნდა დარჩე,იმისთვის რომ ვიცოცხლო,ვიცხოვრო და ვირსებო.მაგრამ აღარ მისმენ.მეუბნები,რომ ჩემს ცრემლებს ვეღარ უძლებ და მიდიხარ.არაფერს მიტოვებ სანუგეშებლად.
მტოვებ და ის წუთები წინასწარ მტკივა, მფრინავ თვითმფრინავს აცრემლებული თვალებით,რომ შევხედავ და ვერცკი გაგაცილებ.დაა მაინც ჩემი ხმა გეწევა გზაში
არ წახვიდე რა!...
და დაიწყო ყველაზე მძიმე დღეები ,როდესაც დავიწყე მისი თვალიერება ყველგან,იმ ადგილების მარტო მონახულება სადაც ადრე ერთად დავდიოდით,ახლა თითქოს ყველაფერს დაჰკარგვოდა ხიბლი.თითქოს არაფერი იყო ძველებურად.ვერ ვიიტანდი იმ ადგილებს სადაც უნდა შემხედვროდა და არ მხვდებოდა.მერე ავდექი და წავედი. ბორჯომში ერთი კვირა გავჩერდი.თბილისში რომ ისევ დავრჩენილიყავი,ვიცოდი გული გამისკდებოდა,უკვე ყველგან მეჩვენებოდა.არ მყოფნიდა მისი ხმა, არ მყოფნიდა მისი დანახვა ეკრანიდან.მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი.მენატრებოდა იმდენად ძლიერად რომ ვერც ვხსნიდი.ყოველი დღის დაღამება მიხაროდა მხოლოდ იმიტომ რომ მონატრებას აკლდებოდა ერთი დღე. წერილების წერა დავიწყე, ყოველ დღე ვწერდი და ვიცოდი რომ არასდროს წავაკითხებდი ამ წერილებს.მაგრამ მშველოდა.
საღამო იყო მეორე დღეს მივიდოდი თბილისში, დაქალმა რომ მომწერა ლაშა ჩამოვიდაო.რა თქმა უნდა არ დავიჯერე.სურათი გამომიგზავნა მაგრამ მაინც არ მჯეროდა. ერთი სული მქონდა როდის ჩავიდოდი,თვითონ არ მოუწერია არც მე მიიწერია არ ვიცი რატომ შევიკავე თავი.
მეორე დღეს ჩავედი და მთელი დღის მანძილზე გული საშინლად მიცემდა.საღამოს ეზოში ვიჯექი, ჩემს მეზობელთან ერთად,ტაქსი რომ გაჩერდა და იქიდან ლაშა გადმოვიდა. მაშინდელივით, როცა მივხვდი რომ მიყვარდა ნაცრისფერი სპორტულები ეცვა და ზურგჩანთა ჰქონდა მოკიდებული.ვერ დავიჯერე,ჩემს წინ იდგა მაგრამ ვერ დავიჯეე.მინდოდა ავმდგარიყავი და ჩავხუტებოდი,ნაბიჯი ვერ გადავდგი,თვითონ ვერ დამინახა.არაფერი გამიკეთებია ავდექი და სახლში ავედი.
მეორე დღეს ჩემი და უნდა წამეყვანა ბაღში,ლაშას დისშვილიც ჩემი დის ჯგუფში იყო,სულ დედამის მოჰყავდა ხოლმე. დღეს რომ ჩავედი ქვემოდ მის დასთან ერთად ლაშაც იდგა,სახე გაუბრწყინდა რომ დამინახა
-უი ლაშა ჩამოხვედი
-ხო ასე გამოვიდა, როგორ ხარ მოდი გნახო
ჩემსკენ წამოვიდა და გადამკოცა
-გეფიცები ძალიან მომენატრე
-მეც საშინლად
იმ დღეს მისი დისშვილი თვითონ წამოიყვნა ბაღში, იქიდან წამოსულებმა ისევ გავიარეთ ჩვენს ადგილას და ამდენი ხნის მონატრებულზე ჩავეხუტე, იმდენად ძლიერად ,რომ მეგონა ძვლები აღარ მქონდა მთელი. საოცრად ბედნიერი ვიყავი. მას შემდეგ ყოველი დღე საოცრად ბედნიერი იყო.აღარ მქონდა იმის შიში რომ შეიძლებოდა ჩვენი ისტორია დამთავრებულიყო.

გამარჯობა,ალბათ გაგიკვირდა ჩემი წერილი რომ დაინახე.დიდი ხანია აღარ მომიწერია შენთვის,თითქოს არ მაინტერესებს შენი მდგომარეობა.
თუმცა
უნდა გამოგიტყდე
მე ყველაფერი ვიცი შენზე.
ახლა გარეთ ნოემბრის ქარი დაქრის,როგორც მაშინ პირველად რომ ვნახეთ ერთმანეთი.
თუმცა
ახლაც უნდა გამოგიტყდე
პირველად მაშინ გნახე,კალათბურთის ფარში ბურთს,რომ უმიზნებდი.
მაშინ,ერთმანეთი პირველად რომ ვნახეთ შენ რომ გგონია სინამდვილეში კი მეორე იყო მაისი იყო და ქარიც შედარებით თბილი გახლდა.
როგორი დამთხვევაა,დღესაც იგივე ტანსაცმელი გეცვა.
თუმცა
ამჯერად ჩვენი გრძნობები სრულიად შეცვლილიყო.
მე
გაგიჟებით შემიყვარდი
შენ
ჩემი დანახვისას სრულიად აღარაფერს გრძნობ ალბათ.
გვერდს ჩვეულებრივად დაბრკოლებების გარეშე მივლი
თითქოს
არაფერი საერთო არ გაკავშირებდეს ჩემთან
ეჰ,არადა რამდენია...
გამარჯობა,
დღეს გადავწყვიტე მომეკითხე,
გამეგო როგორ ხარ? გული რა მდგომარეობაში გაქვს? ალბათ ჩემი არცკი გადარდებს.
თუმცა
მე მაინც გეტყვი,რომ იგი შენით იკვებება.
გაფაციცებით ეძებს შენს ღიმილს,რომელიც მე სულაც არ მეკუთვნის.იცი? თუმცა საიდან გეცოდინება
შენს ხმას ეძებს ყველგან,რომ მერე შენი ნათქვამი სიტყვები გგაიხსენოს.
გამარჯობა,
გადავწყვიტე მომეკითხე.
როგორ ხარ?
ახლა ის სეზონი გვიბრუნდება,ერთად რომ დავდიოდით ხელჩაკიდებულები.
თუმცა,
ახლა მხოლოდ მე მიბრუნდება.შენ არაფერ შუაში ხარ.
გამარჯობა,
როგორ ხარ?
გადავწყვიტე მომეკითხე და მეთქვა რომ
თუმცა,
არაფერს აღარ გეტყვი
შენზე ძალიან ნაწყენი ვარ.
უბრალოდ
გადავწყვიტე მომეკითხე...
ეს წერილი მაშინ დაიწერა,როდესაც გავიგე რომ ყველაფერი რაც აქამდე ჩვენ შორის არსებობდა ტყუილი იიყო.დიახ,ჩვენი ისტორია დამთავრდა და რაცა არ უნდა გაგიკვირდეს ამის მიზეზი ისაა ,რომ ადრე ნაჭორავები ამბები საცოლზე სრულიად სიმართლე აღმოჩნდა,თუმცა მე ამის შესახებ მხოლოდ რამდნეიმე თვის შემდეგ გავიგე. გქონიათ მომენტი როდესაც აცნობიერბთ, რომ ყველაფერი რაც აქამდე არსებობდა, ყველაფერი რის გარშემოც გიცხოვრიათ ტყუილი იყო. დღემდე ვერ ვხვდები რა უნდოდა ლაშას ჩემგან,რატომ იყო ჩემს გვერდით თუ არ ვუყვარდი და თუკი ნახევარი წლის შემდეგ უბრალოდ უნდ ამდგარიყო და სხვა მოეყვანა ცოლად.თანაც ისე,რომ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ეთქვა მერე ჩემთვის და ყველაფერი ასე დამთავრებულიყო.
-არ მინდოდა ასე გამოსულიყო
-რა თქმა უნდა,არ გინდოდა,იცი რა არაფრის ახსნა არ არის საჭირო.ვიცი რაც უნდა მითხრა, არ გინდოდა ასე გამოსულიყო ყველაფერი დაიწყე უაზრო თამაშით და მერე როლებში ძალიან შეიჭერი, ახლა კი დროა რომ ეს ყველაფერი დამთვრდეს.მე საერთოდ არაფერის მოსმენა არ მინდა შენგან.ახლა ამ წუთას ვერაფერს ვგრძნობ.მეზიზღები თქო მინდა გითხრა ,მაგრამ არანირი გრძნობის ღირსი არ ხარ. მინდა ავდგე ვიყვირო და ირგვლივ ყველაფერი დავლეწო. შენც დაგამსხვრიო.როგორც მე დამინგრიე ყველაფერი რასაც ვემომავლე.იცი რა მოხდება ახლა? მე ყველაფრის იმედს დავკარგავ,ალბათ ვიტირებ კიდეც, მერე როცა შენი მონატრება ყელში ხელებს მომიჭერს, მომინდება რომ სიზმარში ვიყო და გამომეღვიძოს.მაგრამ ასე არ იქნება.დიდი ხნის შემდეგ,გაიგებ რომ გავთხოვდი და გაგიხარდება,თუმცა ის არ გეცოდინება ,რომ მე იმ ადგილს ვერავის დავუთმობ შენ რომ გეკუთვნის.ხო ახლაც შენ გეკუთვნის,მიუხედვად იმისა რომ მომატყუე ,დამამცირე და ცხოვრებაც დამინგრიე. ჰო აი ასე ,ერთი ხელის მოსმით დამინგირე ცხოვრება. იმიტომ, რომ ვიცი ვერასდროს შევძლებ შევიყვარო ისე გულწრფელად როგორც შენ შეგიყვარე.ახლა ის წუთი მეზიღება, როდესაც მივხვდი რომ მიყვარდი.მაშინ შადრევანთან რომ იდექი და გვერდი უცხოსავით ჩამიარე.ის წამიც მეზიზღება პირველად რო გნახე,კალათბურთს ფარში ბურთი, რომ დაუმიზნე და ვერ ჩააგდე,რომ ვინატრე ნეტავ ჩემი მეზობელი იყოს მეთქი.მეზიზღება ყოველი მოგონება,თუმცა შენ არ მეზიზღები.ვერ შეგიზიზღებ.არ შემიძლია.ახლა იცი რა ქენი? ადექი და წადი.მერე მიდი სახლში და შენს საცოლეს დაურეკე უთხარი რომ მასზე გიჟდები.უთხარი რა გადავიტანეთ ერთად,რამდენი სიგიჟე გაგიკეთებია ჩვენი სიყავრულის გამო,რომელიც აღმოჩნდა რომ მხოლოდ ჩემი იყო.

ორი კვირის მერე უნივერსიტეტში, მივდიოდი სადარბაზოდან რომ გავედი და ლაშა და მისი საცოლე ხელჩაკიდებულები ,რომ დავინახე,ადგა ,შემომხედა და თავი დახარა,საერთოდ არაფერი უთქვამს.ვერაფერი დავინახე მის თვალებში,ვერც სევდა ვერც სიყავრული.საერთოდ ვერაფერი.
გოგოს თვალებში კი საოცარი ირონია იყო მოქცეული..თითქოს მეუბნნებოდა ახლა აქ შენ უნდა იდგე და არა მე მაგრამ რას ვიზამთო.არაფერი გამიკეთებია კიბეები ჩავიარე და როგორც კი შევტრიალდი ცრემლებმა თავისთავად დაიწყო დენა.
პირველად რომ გავიგე სხვა უყვარდა, ვერაფერი მოვიფქრე,არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და და ვიტირე.ახლაც ასე მოვიქეცი ავდექი და ვიტირე.

4 წლის მერე როდესაც ყველაფერი დამთავრდა,ნაძვის ხის სათამაშოების ასარჩევად ვიყავით წასულები მე და ჩემი ცისფერთვალება ანგელოზი.მოულოდნელად მამამისი რო დაინახა და მისიკენ გაიქიცა.
-ლაშაა, დაეცემი დე, ცოტა ნელა მამიკო არსად გარბის
-არ ინელვიულო დე, ალ დავეცემი,მამიკო მისველის.მე ქო მისი პრინცი ვალ
-ე.ი ლაშა არა? მოულოდნელად გავიგე ამდენი ხნის შემდეგ ნაცნობი ხმა,ის ხმა რომელიც ყოველთვის დიდი ემოციას იწვევდა ჩემში,თავიდან ძალიან მაბედნიერებდა და მერე ძალიან მტეკნდა.
-ხო ლაშაა.
-ძალიან ლამზი და საყვრელია
-მადლობა
-ის შენი ქმარია
-კი ის არის
-ლანა
-გისმენ?
-ბენდიერი ხარ?
-ვერ გავიგე რას მეკითხები? ბენდიერი ვარ თუ არა? კი ბედნიერი ვარ იმდენად რამდენადაც შემიძლია,მაგრამ გული მაშინ მტკივა ხოლმე შემოდგომა რომ მოდის და ჩვენი სეზონი მიბრუნდება.ახლა ბედნიერი ვარ ,იმმიტომ რომ მყავს მეუღლე რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის,ვუყვარვარ და არასდროს მატყუებს.მყავს პატარა ანგელოზი და ჰო იმ ანგელოზს შენი სახელი ჰქვია,მაგრამ არ ვიცი რას ვუპასუხებ თუკი ოდესმე მკითხავს ვისი სახელი ჰქვია.ჰო მე ბედნიერი ვარ რამდენადაც შემიძლია
- მაპატიე?
-რა? ის რომ ყველაზე ბედნეირი წუთები შენ გიკავშირდება? რა ?ის რო ყველაზე მეტად მატკიინე გული და ამ ჭრილობების მოშუშება ბოლომდე ვერ შევძლელი. მე ყველაფერი გაპატიე რისი პატიებაც შემეძლო,დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.ახლა უნდა წავიდე ოჯახი მელოდება,თანაც ნახე შენი ცოლიც მოდის არ ალოდინო.იმედია ბენდიერი ხარ.მე ეს გამახრებს.
-ნახავმდის
-მშვიდობით ლაშა,მშვიდობით.
ასეა,როდესაც შენს პირველ და ყველაზე ძვირფას ნამდვილ სიყვარულს კარგავ,შემდეგ დარჩენილ ცხოვრებას იმ ადამიანის გვერდით ატარებ,ვინც არ გიყვრას,სამაგიეროდ კარგად ეწყობი,თავს მასთან დაცულად გრძნობ,ბედნიერიც ხარ რამდენადაც შეგიძლია.მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი სიყვარულის გარეშე ხდება.
ძნელი ყოფილა,როდესაც საკუთარი სიყვარულის ისტორიის წერა გიწევს,კითხვის დროს მიჭირდა იმის გააზრება რომ ეს ყველაფერი მართლა ჩემს თავს ხდებოდა. რეალურად ჩვენი ისტორია მართლაც დამთავრდა.ამჯერად მიწევს იმ ფაქტთან შეგუება,რომ უახლოეს ხანში,მომიწევს გადავიტანო მათი ქორწილი. არვიცი რა იქნება 4 წლის შემდეგ.ვის გავყვები ცოლად,ან საერთოდ გავთხოვდები თუ არა.ერთი რამ ნამდვილად ვიცი რომ ისე ვერასდროს ვერავის შევიყავრებ.უკანასკნელი რჩევა ავტორისაგან.
გთხოვთ გიყვარდეთ ერთმანეთი და რაც არ უნდა მოხდეს არასდრო,არასდროს დათმოთ თქვენი სიყავრულ,თუკი იცით რო მის გარეშე უბედური იქნებით.მე ვერ შევძელი დამეცვა და მებრძოლა. ნუ იქნებით ჩემნაირი სუსტები,იბრძოლეთ
იცხოვრეთ სიყვარულით.



-



№1  offline წევრი nino ninidze n

მაგარიააააააააააა

 


№2 სტუმარი სტუმარი გიორგი

სტატია მომეწონა ნადვილად თუმცა სულ მაინტერესებდა ტყუილმა რა შედეგი მიიღო და რაში დასჭირდა :\ სიმართლე რო გითხრათ 1 რამ ნამდვილად მართალია სიყვარულზე ძლიერი მიჩვევა ყოფილა :\

 


№3  offline წევრი choco

გამარჯობა გიორგი, ტყუილმა ის შედეგი გამოიღო რომ გულნატკენი დავრჩი და მდობა ისევ ვისწავლო თორემ თვითონ არაჩცეულებროვად არის
სტუმარი გიორგი
სტატია მომეწონა ნადვილად თუმცა სულ მაინტერესებდა ტყუილმა რა შედეგი მიიღო და რაში დასჭირდა :\ სიმართლე რო გითხრათ 1 რამ ნამდვილად მართალია სიყვარულზე ძლიერი მიჩვევა ყოფილა :\

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent