შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირთა საძმო /2/


7-01-2019, 16:54
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 602

ძველი დრო, 1890 წელი.
წითელ შლიაპიანმა ქალმა ქუჩა გადაკვეთა და კაცს გაუღიმა, თუმცა შიში თვალებში ემჩნეოდა, აღარ იცოდა რა გაკეათებინა ბნელ კუთხეში კაცს მიუახლოვდა.
- სალვა, როგორ გიკითხო? - კაცმა სიგარეტი მოისროლა და ქალს მყარი გამომეტყველებით დააკვირდა.
- ყველაფერს თუ სწრაფად მომიყვები ნინა, მით უფრო კარგად ვიქნები ვიდრე ეხლა ვარ. - ქალმა ღრმად ამოისუნთქა და ლაპარაკი სწრაფი ტემპით დაიწყო.
- საბჭომ აირჩია საძმო, რომელისაც რონალდი უდგას სათავეში. ის დაიცავს გოგონას წლების შემდეგ.
- შემდეგ? - ნინამ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა ფიქრობდა ღირდა თუ არა ამის თქმა ამ კაცისთვის, რაიმეს დაუშავებდა?
- შემდეგ, გოგონა არ ვიცით სად ან როდის დაიბადება, მაგრამ ამას თქვენ იგრძნობთ. როგორც ყოველთვის შიშის საფრთხეს - ბოლო სიტყვები ჩუმად თუმცა გარკვევით ჩაილაპარაკა - მაგრამ, დარწმუნებული ვარ მალევე მოუღებთ ბოლოს.
- არასდროს თქვა მაგრამ ნინა. რონალდი ჭკვიანი და მიზანდასახული ვამპირია ამიტომაც აირჩია ის საბჭომ.
- მაგრამ თქვენ ბევრად ძლიერი ხართ...
- ამას მნიშვნელობა არ აქვს. რონალს კი ეხლა ვერ გავანადგურებ...
- კი მაგრამ რატომ? - დაინტერესდა ქალი
- იმიტომ რომ მიხვდებიან ვინც ნადირობს გოგონაზე. ეს კი მე არ მაწყობს, საბჭოში ჩემი ადგილი მიჭირავს და ამ ადგილს თუ დავკარგავ... ყველაფერი გაფუჭდება გესნის? - ქალმა თავი დაუქნია - ერთ კვირაში ისევ გნახავ ნინა, ახალი ინფორმაციას ველოდები შენგან.
შემდეგ შეტრიალდა და ადგილზე გაუჩინარდა.

ახალი დრო, კლუბი.
კივილის ხმა აყრუებდა კლუბის ყოველ კუთხეს, ალისა კი მთელი ძალით გარბოდა.
- დაედევნეთ! - უბრძანა კაცმა და ქვეშევდომებიც მთელი სისწრაფით მოსწყდნენ ადგილს.
ღმერთო ეხლა გადამარჩინე, გულში იმეორებდა გოგონა რომელიც საპირფარეშოს ოთახში ჩაკეტილიყო.
- ვიცით, რომ მანდ ხარ გამოდი! შენი სუნი მცემს ძვირფასო - ხმის ამოღებაც კი ვერ მოახერხა, ერთ ადგილზე გაიყინა. რამოდენიმე წამში ჩხუბის და შეძახილების ხმა გაისმა შემდეგ კი კარის შემომტვრევა, თავი მუხლებში ჩარგო და ეცადა სხვაგან წარმოედგინა თავი და არა ამ საშიშ და სისხლით სავსე გარემოში.
ალისა.
ღმერთო აი ეხლა მომკლავენ, არა არაა.
- ალისა, შემომხედე. დრო არ გვაქვს უნდა წავიდეთ. - აიხედა და გოგონა დაინახა, ლამაზი იყო მაღალი და გემოვნებიანად ჩაცმული, თუმცა არ იცოდა რატომ ეუვნებოდა ამ სიტყვებს
- ალისა - გაიმეორა - წამოდი, მე არაფერს დაგიშავებ გპორდები და არც ძალით წაგიყვან. თუ აქ სიკვდილი გირჩევნია... - ალისა ხმას არ იღებდა, ამ უბრალოდ არ შეეძლო.
- კარგი, დარჩი აქ. რამოდენიმე წამში კი ისევ მოგაკითხავენ - გაბრუნდა და წასვლა დაიწყო
- მოიცადე! - გოგონამ ღიმილით შეხედა ალისას - წამოვალ შენთან ერთად.
კივილის ხმა აღარ ისმოდა, საპირფარეშო გზიდან სანახაობა იწყებოდა ხალხი იატაკზე, ზოგი მკვდარი ზოგი კი ტკივილით ოთხად მოღუნულიყო. ხალხი გიჟივით დავბოდა და გზას რბოში იკვლევდა, შემოსასვლელში კი გზას მუშტებით იკვლევდნენ
- აქეთ - დაუძახა გოგონამ და ვიწრო გასასვლელისკენ მიუთითა - ალისა სწრაფად, გვეძებენ.
ალისა კი ვერ ხვდებოდა სად ან რატომ მიდიოდა, ვინ იყო ეს გოგონა და რატომ ეხმარებოდა. უცებ უკნიდან ბიძგი იგრძნო და შეშინებულმა წამოიყვირა.
- ის ჩვენია. - წარმოთქვა შავებში გამოწყობილმა კაცმა და ალისას ხელში წვდა, თვალები წითლად უელავდა.
- არა! ხელი გაუშვი - სწრაფად მოქნილი მოძრაობით მოაშორა ალისა და დანა გულში გაუყარა გოგონამ, კაცს.
- კი მაგრამ...
- ახსნის დრო არ არის, გამომყევი. - გარეთ გავიდნენ,უკანიდან ხმები ისმოდა ამიტომ უცნობმა გოგონამ ალისას ხელი უბიძგა და შავ მანქანაში ძალით ჩააჯინა, თვითონ კი წინ დაჯდა და სწრაფად დაქოქა მანქანა.

***
- სწრაფად მომიუვანეთ, მანქანა! - იყვირა ერთ-ერთმა და შავ მანქანას დააკვირდა რომელიც ადგილს მოწყდა და გოგონაც თან გაიყოლა.
- ის რონალდის საძმოს წევრია, დაგვასწრეს!
- არაა ჩვენ დავასწარით თუმცა მათ წაიყვანეს. როგორ? როგორ მოახერხეს! - წითელი თვალები ეხლა შემზარავად უელავდა, მოყვანილ მანქანაში მარტო ჩაჯდა და იქით წავიდა სადაც ბოლოს მოკრა შავ მანქანას თვალი.

***
- მეტყვით რა ხდება?! - არ ცხრებოდა ალისა და სისხლიან ხელს იზილავდა.
- გპირდები მივალთ თუ არაა ყველაფერს გაიგებ.
- ის მაინც მითხარი ვინ ხარ...
- ლოლა მქვია. მგონი ეს საკმარისია ამ დროისთვის. - შემდეგ ტელეფონის ხმა გაისმა ლოლამ სწრაფად უპასუხა - მე მყავს. ყველანი კარგად ხართ? კარგი, კარგი იქ შეგხვდებით. მოგვსდევენ კვალი უნდა ავურიო.
შეშინებულმა ალისამ უკან გაიხედა და ვერცხლისფერ მანქანას მოკრა თვალი რომელიც დიდი სიჩქარით უახლოვდებოდა მათ მანქანას.
- სროლა იცი? - ეკითხება ლოლა
- მომეცი იარაღი. - თავისმა გამბედაობამ თვით ალისაც კი გააკვირვა. ლოლას იარაღი ხელებში მოიქცია და ფანჯარა ჩაწია. ერთჯერ, ორჯერ,სამჯერ გაისროლა და ბოლოს მიზანსაც მიაღწია. წინა ბორბალი გასკდა და მანქანამ რამოდენიმე ბრუნი გააკეთა.
- ყოჩაღ ალისა. ათ წუთში მივალთ.
ალისა ფიქრობდა რომ ამ გოგონას უბრალოდ შეეცოდა ის, მაგრამ დაჟინებით რატომ მოითხოვდა მასთან ერთად წასულოყო? ან ვინ იყვნენ ის კაცები? რატომ იყვნენ ესეთი უცნაური გარეგნობის, თუმცა ლოლაც დიდად არ განსხვავდებოდა მათთან.
- მოვედით. - ლოლა მანქნიდან გადავიდა, ალისამ ძალა მოიკრიბა თუმცა სისხლიანი ხელის შემხედვარემ და ყველაგერმა ერთად ძალა გამოაცალა. სახლს დააკვირდა ერთ სართულიანი პატარა სახლი იყო ყველასგან მოშორებით, ხეებში ჩაფლული. ფანჯრიდან სინათლე არ მოჩანდა როგორც ჩანს სახლში არავინ იყო. მანქნის კარები გააღო, ძალა მოიკრიბა რომ გადასილიყო, კარებს დაეყრდნო მაგრამ უენერგიობამ ძლია და მინდორზე უსულოდ დავარდა.

- რონალდ, მომეხმარე ალისამ გონება დაკარგა - კაცი სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება გოგონას გულწასულ სხეულს და სისხლიან ტანსაცმელზე იკრავს, სახლში დივანზე აწვენს და პულს ისინჯავს
- სწრესი აქვს, იყოს ესე ძალებს აღიდგენს და გონს მოვა.
- დანარჩენები სად არიან? - შეშფოთებული ლოლა ყოველ წამს კარებისკენ იყურება.
- პერიმეტრს იცავენ. შენით ყველა ვამაყობთ ლოლა...
- ეს ჩემი მოვალეობა იყო რონალდ. თან ალისაც დამეხმარა...
- კარგი იქნება ყველაფრის მოყოლის შემდეგ თუ დაგვიჯერებს, ჩვენ მისი სიცოცხლის დასაცავად წლებია ვემზადებით.
- ხო მაგრამ მან არ იცის რომ ვამპირები ვართ და არც ის რომ კლუბშიც, ვამპირები შემოიჭრნენ.
- ყველაფერს ვუამობობთ ლოლა...
- რას მიამბობთ? - ალისას ხმოს გაგონებაზე ორივე შეკრთა თუმცა რონალდს ეს არ დატყობია.
- გამარჯობა ალისა, მე რონალდი ვარ. - მიუახლოვდა და მიესალმა
- სად ვარ? რა დამემართა?
- უბრალოდ გონება დაკარგე, ყველაფერი გახსოვს?
- მახსოვს. - ადგა მაისური შეისწორა და ორივეს დააკვირდა - ეხლა კი მე გისმენთ თქვენ.
ორივემ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი რონალდმა ლაპარაკი დაიწყო.
- პირველ რიგში მინდა გითხრა რომ ადამიანები რომლბიც კლუბში შემოიჭრნენ ვამპირები იყვნენ.
- რაა? - სიცილი აუტყდა ალისას
- და ჩვენც ვამპირები ვართ.
- ეს სრულებით არ არის სასაცილო - გოგონა დაიძაბა და მათ თეთრ გლუვ კანს დააკვირდა.
- ალისა, სიმართლეს გეუბმენებით. მაგრამ ჩვენ არაფერს გავნებთ. პირიქით ჩვენი მოვალეობა შენი დაცვაა.
- კი მაგრამ რატომ? რაში მჭირდება დაცვა? ეხლავე უნდა წავიდე, ვამპირები? ღმერთო ჩემო...
- ალისა გთხოვ ბოლომდე მოგვისმინო - ლოლა შეევედრა და მიუახლოვდა თუმცა ალისამ ნაბიჯი უკან გადადგა.
- ჩვენი ნუ გეშინია. - დაამშვიდა რონალდმა და მოშორებით დაჯდა - გთხოვ დაჯექი და მომისმინე, ძალიან დიდი ხნის წინ მითხრეს რომ უნდა დამეცვა ადამიანი რომელიც იყო განსაკუთრებული, მას ჰქონდა განსხვავებული სისხლი და ენერგია. ეს იმას ნიშნავს რომ შენს სისხლს შეუძლია გაანადგუროს ბმელი ლორდი რომელსაც შეუძლია ყველას და ყველაფრის განადგურება. აპოკალიფსი იწყება ალისა, "შტორმი" როგორც ამბობს ხალხი უბრალოდ მოგონილი სიტყვაა. მზე ბმელდება, ღრუბელი შავდება. მხოლოდ შენ შეგიძლია ადამიანების და არა მხოლოდ ადამიანების გადარჩენა.
- კი მაგრამ მე? გეშლებით, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. არავისგან განსხვავებული
- არა. შენ ყველასგან განსხავავებული ხარ, შენ ამისთვის დაიბადე ალისა...
- გთხოვთ გაჩუმდით და ამას ნუ იმეორებთ.
- ჩვენი საძმო დაგიცავს, სისხლის ბოლო წვეთამდე.
- ჩემი სისხლი თქვენც მოგკავთ?
- ეს არ ვიცით, თუმცა არც მინდა ვცადო - რონალდს ბაგეენი ოდნავ გეუპო
- შეიძლება სახლში წავიდე?
- სამწუხაროდ არა ალისა, თქვენ ეხლა უამრავი ადამიანი გეძებთ.
- ჩემს გამო მოხა კლუბში ყველაფერი არაა?
- ისინი შენ გეძებდნენ და გიპოვეს კიდეც მაგრამ ლოლამ მოახერხა შენი აქ მოყვანა. ისინი პირველი შემთხვევაში მოგკლავენ რათა მათი ლორდი გაახარონ და საფთხე გამორიცხონ შენი სახით.
- ეხლა რა მოხდება?
- დაისვენე, დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ, ლოლა შენს ოთახთან მიგაცილებს.
- კი მაგრამ...
- დამიჯერე ალისა, მესმის შენი რომ ძნელია თუმცა უნდა დამიჯერო თუ შენი სიცოცხლე და არა მარტო შენი რაიმედ გიღირს. ჩვენ არაფერს დაგიშავებთ.
ოთახში შევიდა, ლოლამ კარებთან გაუღიმა და უკან გაბრუნდა. იმდენად ძალა გამოცლილი იყო შიშის, ფიქრის თავი არ ჰქონდა. უბრალოდ მხოლოდ ძილი უნდოდა, ოთახი პატარა და მყუდრო იყო. კარადაში ტანსაცმელი, პიჟამა, საცვლები და ყველა ჰიგიენური ნივთი მოეთავსებინათ. პიჟამა ჩაიცვა, დაწვა და თვალები დახუჭა.
უკვე თენდებოდა რომ გამოეღვიძა, კელდის საათს შეხედა დილის ექვსი საათი იყო. ფეხაკრებით გააღო ოთახის კარი და შემოსასვლელი გაიარა. სიჩუმე იყო, არც არავინ მოჩანდა.
- სახლში მოსიარულე სისხლი - უკან შეტრიალდა და ბიჭი დაინახა, ქერა თმა უსწორმასწოროდ ჰქონდა, სახის მოყვანილობა კი უნაკლო, სწორი პატარა ცხივრი და ნაცრისფერი თვალები ჰქონდა გარშემო კი წითელი, დაღლილი სახე ჰქონდა.
- შენ? - ალისას გონება გაუნათდა და გაახსენდა ბიჭი კლუბიდან.
- ოჰ ღმერთო შენ ხარ ალისა? - სიცილი დაიწყო და გოგონას მიახლოვდა. - მაცდური სისხლი გაქვს თუმცა ვერ შემაცდენ. - გაუღიმა და გვერდით ოთახში ღიღინით შევიდა.



№1  offline წევრი Elea_Nora

ოხოო გაეცა ბევრ კითხვას პასუხიი. ეხხ რა მოხდებ აახლაა ვინ იცის ვინ. ალისა შეშინებულია და დაბნეული ამიტომ ვიმედოვნებ სისულელეს არ ჩაიდენს. ეხლა კიი ახალი წყვილი გვეყილება ხომ? მმმ მაინტერესებს რომელი იქნება, რომელი? ჯერ ვერ ხვდები ეს ქერა სიმპაწიჩნი ხომ არაა? ეხ რა ვიცი, რა ვიცი. კაი წავე აბა ეხლა მეზარება წერა ინგლისური მაქვს საწერი და...
P.S. იცი რაც უნდა მეწეროს აქ!

 


№2  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
ოხოო გაეცა ბევრ კითხვას პასუხიი. ეხხ რა მოხდებ აახლაა ვინ იცის ვინ. ალისა შეშინებულია და დაბნეული ამიტომ ვიმედოვნებ სისულელეს არ ჩაიდენს. ეხლა კიი ახალი წყვილი გვეყილება ხომ? მმმ მაინტერესებს რომელი იქნება, რომელი? ჯერ ვერ ხვდები ეს ქერა სიმპაწიჩნი ხომ არაა? ეხ რა ვიცი, რა ვიცი. კაი წავე აბა ეხლა მეზარება წერა ინგლისური მაქვს საწერი და...
P.S. იცი რაც უნდა მეწეროს აქ!

ვიცი განა არ ვიცი? შენ ხო ძალიან მანებივრებ ყოველთვის შენი კომენტარებით, დასკვნებით და ასეშემდეგ. წყვილი თან როგორიიი შენ რომ გიყვარს ისეთი :დდ მიყვარხარ მარწყვო ძალიაან❤️

 


№3  offline წევრი Niniko11

Rgaac gansxvavebuli stilia rac momwknss
Da moutbenlad veli shemdeg tavs

 


№4  offline მოდერი Tamta.k

Niniko11
Rgaac gansxvavebuli stilia rac momwknss
Da moutbenlad veli shemdeg tavs

ნინიკო მიხარია კვლავ ჩემს გვერდით რომ ხარ, იმდებს არ გაგიცრუებ❤️❤️

 


№5  offline წევრი boysi

როგორი საინტერესოა, ველოდები შემდეგ თავს❤️

 


№6  offline მოდერი Tamta.k

boysi
როგორი საინტერესოა, ველოდები შემდეგ თავს❤️

მიხარია რომ მოგწონთ❤️

 


№7  offline წევრი hanabi

საინტერესოა მომავალში წყვილებში ვინ იქნებიან. მოუთმენლად ველი ახალ თავს

 


№8  offline მოდერი Tamta.k

hanabi
საინტერესოა მომავალში წყვილებში ვინ იქნებიან. მოუთმენლად ველი ახალ თავს

არ გალოდინეებ❤️მიხარია შენიი კვლავ ხილვა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent