შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარიგება ეშმაკთან (2 თავი)


8-01-2019, 00:30
ავტორი artificial
ნანახია 3 544

-ღმერთო ეს ვის გადავეყარე - ამოიხვნეშა და ხელი უხეშად გამიშვა
-მეც მაგას არ გეუბნები? - არ ვეშვებოდი - ჯერ გაგეგო ვის იტაცებდი და მერე მოგეტაცე, მარა მატრაკვეცა რო დაიბადები
-კატო შედი ოთახში და დაიძინე რა - აღრენილი მელაპარაკებოდა
-კარგი მამიკო - თვალი ჩავუკარი და მეორე სართულზე ავედი. ოთახებს დავუარე და რომელიც მომეწონა იქ დავბინავდი. ოთახი დიდი იყო, ყავისფერ ფერებში სადად გაწყობილი. ფანჯარაზე ჩამოვჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. იმისდა მიუხედავად რომ არ ვიმჩნევდი თავს მაინც დაუცველად ვგრძნობდი. ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი და ფიქრებში გართული ვიყავი კარები რომ გაიღო
-ჩემ ოთახში ხარ - ამაყად შემოაბიჯა
-ამ სახეს ხედავ - საჩვენებელი თითით ჩემს უემოციო სახეზე მივანიშნე - შენი აზრით მაინტერესებს ეს ვისი ოთახია? მომწონს და აქ ვრჩები - ნაგლურად გავუღიმე, წამოვიზლაზნე, შორტი და მაისური გავიხადე და ტოპის და საცვლის ამარა შევწექი საწოლში - წახვალ თუ ასე უნდა მიყურო მთელი ღამე - თვალების გახელის გარეშე ვუთხარი
-არა მეც დავწვები - მაიკა გადაიძრო.
ვაიმე რა ტანი, რა სახე, რა ნაკვთები, რა ფეხები, ისეთი პრესი ქონდა ლამის პირი დავაღე, ამ ყველაფერს ძლიერი მკლავები ისე ეხამებოდა მე მეგონა ზევსი მედგა წინ ოღონდ უფრო სიმპატიური. როგორც იქნა გამოვერკვიე რომ გაშტერებული ვუყურებდი, პირი დავხურე, ბალიში ჩავიხუტე და ცალი ფეხი გადავადე.(ძალიან უცნაური ძილი ვიცი, სულ გაჭიმულს უნდა მეძინოს და ფეხი რაღაცას უნდა გადავდო). საბანი გადაწია და შემომიწვა, წვალებით მაგრამ ბოლოს მაინც დავიძინე.
მეორე დილით ძალიან საოცარ პოზაში გავიღვიძე, დემეს ყელზე მქონდა ხელი შემოხვეული, დემეს თავი ჩემს მკერდზე ედო, ფეხი მის წელზე მქონდა შემოჭერილი ის კი ერთ ხელს წელზე მიჭირდა მეორეს კი ბარძაყზე. ავფართხალდი მისი მკლავებიდან როგორმე რომ გამომეღწია
-მმმმ - ამოიზმუვლა - გაიღვიძე უკვე?
-როგორც ხედავ კი
-რას ფართხალებ გაჩერდი რა - უფრო მომიჭირა ხელი და უფრო მიმიკრა - ან თუ გინდა შენ წადი და ეგ ორი ბალიში დამიტოვე - თავი ჩემს მკერდზე უფრო კარგად მოათავსა და ისე საყვარლად გამიღიმა დავდნი
-შეგჭამ ბიჭო რა საყვარელი ხარ - მობეზრებულად ავატრიალე თვალები - აწიე ეგ თავი მეტკინა, კაუჩუკის კი არ არის - დავიბუზღუნე
-აჰაა ანუ ნაღდია - თითები მომიჭირა
-რას აკეთებ გიჟი ხო არ ხარ? - უცებ წამოვენთე
-მაცადე - ისე დამიბღვირა ერთ ადგილს მივეყინე და პირში ენა ჩამივარდა, თვითონ კი ჩემი მკერდის დათვარიელებას და თითებით მოსინჯვას აგრძელებდა - ვაა მართლა ნაღდი ყოფილა
-გაჩე ხო არ მატყუებ - ისევ ცინიკურად გავუღიმე - დადო დასკვნა ჭკვიანმა - თავში ხელი წამოვუთაქე - ახტი დროზე ვერ გავიგე მე ტყვე ვარ თუ პროსტა სტუმარი, რა გაოცებული სახით მიყურებ? მშია რამე მომიმზადე სანამ ჩემი ძმები მოვლენ მანამდე ხომ მოვკვდი შიმშილით - ჩემი სხეულიდან გადავაგდე, საწოლიდან ავდექი, ჩავიცვი და თმის მოწესრიგება დავიწყე - ადექითქო რო გითხარი რატო არ დგები?
-შენ რა გგონია შენი ძმები დაგეხმარებიან? - ისევ ცინიკურად მიღიმოდა
-არ მგონია ვიცი - თვალი ჩავუკარი.
დიმიტრი თმის სწორებით წამოდგა და მაიკის ჩაცმის გარეშე გავიდა ოთახიდან. ბოლოს მეც ჩავედი და მისაღებში მჯდომ დიმას მივუახლოვდი
-დიმა ბალუ გეძახის - მის წინ მოვკალათდი
-რა ბალუ? - ცალ წარბ აწეულმა გაკვირვებული სახით შემომხედა
-აბა რა მაუგლივით დატანტალებ.
-ღმერთო - ცაში აწია ორივე ხელი
- აუ მშია მიდი მაჭამე რა რამე
-ადექი და ჭამე - ისე მითხრა ყურადღება არ მოუქცევია
-კარგი - წამოვიზლაზნე დივნიდან, სამზარეულოში შევედი და ტოსტები გავიკეთე, ვჭამე და უკვე გამოსვლას ვაპირებდი დიმამ რომ შემომძახა
-წყალი წამომიღე რა
-კარგი - მეც გავყვირე ჭიქა წყლით ავავსე და მივუტანე, ზურგიდან მივუახლოვდი, ხელი გამომიწოდა შემოუხედავად, მეც ჭიქა ამოვატრიალე და თავზე დავასხი ცივი წყალი
-უფს - ვითომ შევიცხადე - რა მოუხერხებელი ვარ - თავში ხელი შემოვირტყი
-მოგკლავ - დაიღრიალა და ჩემსკენ გამოიქცა
-თუ დამიჭერ - დავეჯღანე და მთელი სისწრაფით გავიქეცი ოთახისკენ კარები ჩავკეტე და სიცილით ვკვდებოდი
-კატო გააღე კარები - კარებზე აბრახუნებდა ფეხებს
-კიდე რა გინდა?
-არ მიღებ?
-შენი აზრით?
-კარგი შენს თავს დააბრალე - ესღა თქვა და კარებზე ბრახუნი შეწყვიტა
მეც იმის იმედად რომ გადავრჩი სიცილი ავტეხე და ვეღარ ვსულიერდებოდი
-ესეიგი კარგად იცინე - ფანჯრიდან შემოხტა დიმიტრი
-დიმა დაწყნარდი - ფრთხილად ავდექი და ისე დავუწყე დამშვიდება როგორც გამძინვარებულ ცხოველს ამშვიდებენ ხოლმე
-კარგი - მხრები აიჩეჩა, მეც შვებისგამ ამოვისუნთე მაგრამ ვინ მაცადა უცებ მეცა და მხარზე გადამიკიდა
-გამიშვი შე ცხოველო - ვყვიროდი და ფეხებს ვიქნევდი
-როგორც ვხედავ წუწაობა მოგინდა
-ოო - აუზის დანახვისას თვალები შუბლზე ამივიდა - არ დიმა არ გინდა, შენ ხო დიდი ბიჭი ხარ, ჩემს ბავშვურ საქციელს არ აყვე
-უკვე გვიანია - თქვა და აუზში მისროლა. მაგრამ მე რისი კატო ვარ უცებ კისერზე შემოვჭიდე ხელები და ჩემთან ერთად ჩავიყოლე
-ცურვა არ ვიცი დეგენერატო - გავიბუსხე და მთელი სხეულით ავეკარი, თავზე ხელები მოვხვიე და წელზე ფეხები შემოვხვიე
-ბალიშებს მოვენატრე - გაიღიმა, წელზე ხელი მომხვია და თავი ჩემს მკერდში ჩარგო
-აუ დახრჩობის არ მეშინოდეს შენ რას გიზამდი - ამოვიბუზღუნე
-ენა - დამიბღვირა
-კაი ბოდიში - უფრო ავეკარი - ამიყვანე რა
-კაი ხო გული დამეწვა შენი სისაწყლით - ცალი ხელით მომეჭიდა და ისე ამიყვანა - ჩამოხტი ძაან ხო არ გაგიტკბა
-რა სლაბი ტიპი ხარ - ხელი ჩავიქნიე და ჩამოვხტი მისი სხეულიდან - ასეთი გალეული გოგოს ტარებაც კი არ შეგიძლია - ცხვირი ავიბზუე და ოთახში ავირბინე - დიმიტრი - დავიყვირე
-რა გაწიკვინებს გოგო - ეგეც სველი შემოვიდა ოთახში
-რო მეცი და რო ჩამაგდე წყალში რავქნა ახლა მე? - დოინჯი შემოვირტყი და ფეხების ბაკუნი დავიწყე
-აიღე - მესროლა თავისი მაისური
-რა ვირი ხარ - ამოვიბუზღუნე ტანსაცმელს ხელი დავავლე და აბაზანაში შევედი. ტანიდან ყველაფერი მოვიცილე საცვლის გარდა და დიმას მაიკა გადავიცვი რომელიც მოკლე კაბასავით მქონდა. გამოვედი და დიმა უნდა გამელანძღა უცებ მთელს სახლში ხმაური რომ ატყდა. მთელს სახლში მსხვრევის ხმა ისმოდა. უცებ ათამდე შავებში ჩაცმულმა შეიარაღებულმა კაცმა ოთახის კარები შემოანგრია და შემოლაგდნენ
-რა ხდება - დაიღრიალა დიმიტრიმ გამწარებული სახით.
უცებ ამ ბრბოს ჩემი ძმა გამოეყო
-თოკა - შევყვირე და შევახტი
-ჩემო პრინცესა - გულში მიკრავდა და მთელ სახეს მიკოცნიდა - რამე ხომ არ დაგიშავა?
-აქეთ დავუშავე - ცხვირი ავიბზუე და უფრო კარგად მოვეხვიე - წამიყვანე რა
-კარგი ჩემო პატარა - ხელი მომჭიდა და ბიჭებს ანიშნა წამოსულიყვნენ
-მომავალ შეხვედრამდე - თვალი ჩამიკრა დიმამ მე კიდე მკვლელი მზერა
სახლში მისულს ყველა თბილად შემხვდა, დედას და ლიკას დასიებული თვალები ქონდა მამას და ბიჭებს ჩაწითლებული
-კარგით რა ოჯახი - ზურას კალთაში მოვკალათდი და დამშვიდება დავუწყე - მაგას რა უნდა დაეშავებინა ჩემთვის აქეთ დავუშავე, ვაფშე მაგისი რატო გეშინიათ? - გაოცებული ვუყურებდი ყველას
-შეიძლება ახლა იყო კარგ ხასიათზე და მაგიტომ არ დაგიშავა არაფერი, მაგარი აპასნი როჟაა ლამის გული გაგვისკდა ყველას - აწუწუნდა ზურა
-როგორც ხედავთ კარგად ვარ და არაფერი არ არის სანერვიულო - თვალი ჩავუკარი და ჩემი ოთახისკენ გავემართე - დავიღალე და დასვენება მინდა - კიბეზე ავდიოდი უცებ რომ შემოვბრუნდი - აუ ზუ ჩემი რაში სად არის
-შენი რაში გარაჟში გელოდება - გამიღიმა და გასაღები მესროლა
-ძმა ხარ - შევძახე და ოთახში ავედი
გადაღლილი მალევე ვესტუმრე მორფეოსის სამფლობელოს.


მოტაცების ამბის შემდეგ ორი კვირა იყო გასული, დაცვა სულ კუდში დამყვებოდა. სახლში მივედი და ოთახში შევირბინე
-მოვედი - როგორც ყოველთვის ახლაც დავიყვირე.
მისაღებში ჩაკეცილი და მტირალა დედა რომ დამხვდა ლამის გულმა მწყვიტა
-დეე რა ხდება? - ჩანთა დავაგდე და დედასთან მივირბინე - დეეე - ვაჯანჯღარებდი
-კატო - ამოიტირა და ბარათი გადმომცა
-ეს რა არის? - ბარათი ხელიდან გამოვგლიჯე და წავიკითხე "კატო მე და შენი ძმები გელოდებით " დიმიტრისგან იყო - მოვკლავ - გამწარებულმა დავიკივლე და მანქანის გასაღებს ხელი დავავლე
-კატო დაწყნარდი გთხოვ - ჩამომეკიდა დედა
-ხელი გამიშვი დედა, ძალიან გაბრაზებული ვარ და არ მინდა რამე გაწყენინო - დედა მოვიშორე და მანქანა დავძარი და ისე სწრაფად წავედი დაცვამ გამოყოლა ვერ მოახერხა.
ისე სწრაფად ვმართავდი ხუთ წუთში უკვე დიმიტრისთან ვიყავი. სახლში გაცეცხლებული შევვარდი და ჩემი ძმები რომ დავინახე სკამზე მიბმულები ლამის ყურებიდან ბოლი გამოვუშვი
-ახლავე გაუშვი - დავჭექე რაც შემეძლო მკაცრი ხმით
-კატოც შემოგვიერთდა - ხელები გაახახუნა ერთმანეთზე დიმიტრიმ
-კატო ახლავე წადი აქედან - ზურამ თხოვნით შემომხედა
-აქედან ჩემი ნებართვის გარეშე ვერავინ ვერ გაადგავს ფეხს - მკაცრი ხმით განუცხადა ზურას
-რა გინდა - კბილებში გამოვცერი
-რა არა ვინ მინდა - ეშმაკურად გამიღიმა და შემომხედა - შენ მინდიხარ
ამის თქმა და ჩემი ძმების გაცეცხლება ერთი იყო, ჩემგან კი მხოლოდ ცინიკური ჩაცინება მიიღო
-ბიჭებო დამშვიდდით - ძმებს გადავხედე და ორივეს თვალი ჩავუკარი და დივანზე ჩამოვჯექი - ოჰო ბატონ დიმიტრის მე ვუნდივარ - სიცილი ამიტყდა - კიდევ რა გინდა მიდი მითხარი
-შენს ადგილას ამ ცინიკურ ღიმილს მოვიშორებდი - წინ დამიჯდა და ფეხები გადაშალა თან ვისკის ჭიქის თამაში დაიწყო ხელში - ან ჩემი გახდები ან არა და თქვენს იმპერიას გავანადგურებ
-არ გაბედო და არ დათანხმდე - დაიღრიალა თოკომ
-გაჩუმდი - არანაკლებ ხმამაღლა დაუყვირა დიმამ და იარაღი მისი მიმართულებით დაიჭირა
-ამას ვერ იზამ - ავფორიაქდი მაგრამ გარეგნულ სიმშვიდეს მაინც ვინარჩინებდი
-დარწმუნებული ხარ? - ღიმილით მითხრა და იარაღი გადატენა - აი საბუთები - შუშის მაგიდაზე საბუთები გამომისრიალა პასტასთან ერთად - ან ახლავე ხელს მოაწერ ამ საბუთს ან არადა მოგიწევს ორივე ძმას დაემშვიდობო
საბუთებს დავხედე ქორწინების მოწმობა იყო რომელსაც მარტო ჩემი ხელმოწერა ეკლდა. გაოცებული ჯერ დიმიტრის შემდეგ კი ბიჭებს დავუწყე ყურება
-არ ვაპირებ შენი ცოლი გავხდე - ამრეზით შევხედე და საბუთებს ხელი ვკარი
-კარგი - მხრები აიჩეჩა - პირველი რომელი მოვკლა უფროსი თუ უმცროსი
-არ გაბედო და ხელი არ ახლო - კბილებში გამოვცარი
-დედაშენსაც ხომ არ მიაკითხონ ჩემმა ბიჭებმა
-დედაჩემს ნუ ახსენებ - დაიღრიალა თორნიკემ
-როგორ ბედავ და ხმას როგორ იღებ ხომ არ დაგავიწყდა რომ შენს გამო გაიჩინა შენმა ოჯახმა ჩემი სახით მტერი, ან ახლავე მოაწერს შენი და ხელს ან მთელს ოჯახს თვალის დახამხამების გარეშე ამოვხოცავ და იმას ვაყურებინებ - ჩემსკენ თითი გამოიშვირა და თან ბოლო ხმაზე ღრიალებდა
-თანახმა ვარ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩემს ოჯახს თავს დაანებებ - მტკიცედ ამოვილაპარაკე
-არა კატო არ გინდა - არ ცხრებოდა ზურა
-არ დავუშვებ რომ ჩემს ოჯახს რამე დაუშავდეს - მტკიცედ ამოვილაპარაკე, საბუთებს მივუბრუნდი და ხელი მოვაწერე, ჩემს თვალებს ერთი ობოლი ცრემლი მოწყდა და დიმიტრის ზიზღ ნარევი და ცინიკური ღიმილით გავუღიმე - ამ წამს ეშმაკთან დადე გარიგება
-ბიჭებო ესენი წაიყვანეთ - გადარეკა და წუთიც არ იყო გასული ოთახში კუნთმაგარი ბიჭები რო შემოვიდნენ, და ჩემი ძმები ძალით გაიყვანეს
-ერთი წამით - ვიყვირე და ყველა გაჩერდა. ჯერ თოკოს ჩავეხუტე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე - არ ინერვიულო - მერე ზაზასთან მივედი და მთელი არსებით მოვეხვიე- მიყვარხარ ზაზუ და გაფრთხილებ არაფერი არ ჩაიდინო მე კარგად ვიქნები - ყელში ვაკოცე და მისი სურნელით გავივსე ფილტვები
-ჩემი ძლიერი გოგო ხარ შენ - უხეშად გააშვებინა ხელები ბიჭებს და ისე ჩამეხუტა ლამის ძვლებში გადამტეხა
-ცრემლები მომდის - არარსებული ცრემლები მოიწმინდა დიმიტრიმ - გაიყვანეთ სწრაფად - გასცა მკაცრად ბრძანება და ბიჭები გაიყვანეს სახლიდან
-როგორი გაბედული გოგო ყოფილხარ - მომიახლოვდა და ლოყაზე ხელი ჩამომისვა
-ახლავე მომაშორე შენი ბინძური ხელები - დავუღრინე და ამრეზით შევხედე - მძაგავს უბრალოდ რომ გიყურებ - ახლა მე მივუახლოვდი და პიჯაკის საყელოს სწორება დავუწყე - განანებ ამ გადაწყვეტილებას - ყურთან მივუტანე ტუჩები - არასოდეს დადო გარიგება ეშმაკთან - ყურში ვუჩურჩულე, პიჯაკის საყელოზე მოვქაჩე და ჩემს ახალ ოთახში ავედი კარები ჩავკეტე და თავს ტირილის საშუალება მივეცი. ისე ჩამეძინა ვერც კი მივხვდი და როდესაც გავიღვიძე უკვე შუადღის სამი საათი იყო. დიმიტრის მოძებნა დავიწყე რომ მენანებინა მისი გადაწყვეტილება. მისაღებში შევედი და ისიც იქ დამხვდა ვისკით და სიგარეტით ხელში. გვერდზე მივუჯექი
-ტანსაცმელი მჭირდება და შენი ბარათი მომეცი- მკაცრად ვთქვი ისე რომ მისთვის არ შემიხედავს
-აიღე - საფულიდან ამოაძვრინა შავი ბარათი და გამომიწოდა, მეც უხეშად ავაცალე, მანქანის გასაღები ავიღე და კარისკენ წავედი - სად მიდიხარ?
-მაღაზიებში ჭკვიანო - დებილი ხარ-ს მზერით შევხედე
-მეც წამოვალ, ხალხმა ერთად უნდა გვნახოს
-ესეიგი ხალხში ბუნჩულა წყვილის როლი უნდა ვითამაშოთ - სასოწარკვეთილი ვლაპარაკობდი
-როგორ მიხვდი
-კარგი ნებას გრთავ წამომყვე და ჩემს მანქანაში ჩაჯდე - ნაგლურად გავუღიმე და კარი გამოვგლიჯე. მანქანაში სწრაფად ჩავხტი, დიმაც მალევე მომიჯდა
-მზად ხარ? - შევხედე და მანქანა დავძარი
-კი რა არის რ.... - სიტყვა შეაშრა ისე უცებ მოვწყვიტე მანქანა ადგილს.
სწრაფად ვატარებდი და მოხერხებულად ვუვლიდი მანქანებს გვერდს. ხუთ წუთში უკვე გალერიაში ვიყავი და მაღაზიების დალაშქვრა დავიწყე
-წამოდი ავთანდილში შევიდეთ - ხელი მოვკიდე და მაღაზიაში შევათრიე - ეს მინდა - ტანსაცმელს ვიღებდი და ხელში ვაჩეჩებდი - ესეც, ესეც, უი ესეც რა კარგია, ესეც..... - თითქმის ყველაფერი ვიყიდე და სალაროსთან დავდექი, მე პარკები დიმას შევაჩეჩე იმან კი თავის დაცვის ბიჭებს გადასცა - მოდი ახლა აქ შევიდეთ - ზომაში შევათრიე და ყველაფერი ვიყიდე. - წამო ეხლა თეთრეულის მაღაზიაში - ყველაზე სექსუალურ საცვლებს და პენუარებს ვყიდულობდი. კიდე ბევრი მაღაზია დავიარეთ და თითქმის მთელი გალერია გამოვზიდე
-კიდე რამის ყიდვა გინდა - ქანც გაცლილი მელაპარაკებოდა
-მმმ - ნიკაპზე ხელი მივიდე და დავფიქრდი - კი მინდა
-გისმენ - ამოიხვნეშა
-შენ ბიჭებს დაავალე რომ მთელი მარკეტი გამოზიდონ ბერი ბოსტნეული, ხილი და სასუსნაო იყიდონ ასევე ბევრი სათამაშოები იყიდონ ოღონდ ეს ყველაფერი მაქსიმუმ ორ საათში უნდა მოესწროს, ხოდა მე, შენ და შენი ბიჭები წავალთ ბავშვთა სახლში და პატარებს მივუტანთ - გახარებული ველაპარაკებოდი - და ფულიც გადარიცხე რამოდენიმე ათასი - თვალი ჩავუკარი და მანქანაში მოვთავსდი.
ჩემი მანქანის მართვა მოგეხსენებათ შესაბამისად სახლში მალევე მივედი, ბიჭებმა ტანსაცმელი ჩემს ოთახში აზიდეს მე კი მოწყვეტით დავეცი დივანზე და იქვე ჩამთვლიმა.
ნელ-ნელა ვფხიზლდები და ვხვდები რომ ვიღაც ძალიან ვნებიანად მიკოცნიდა ბაგეებს, თავიდან ვერ ვერკვევი რა ხდება და მეც კოცნაში ვყვები მაგრამ ბოლოს რომ ვიაზრებ თვალებს ვჭყიტავ და დიმიტრის ხელებით ვიშორებ
-რას აკეთებ? - გაცეცხლებული ველაპარაკებოდი დიმას
-ბიჭებმა შეასრულეს შენი ბრძანება, ხოდა შენი ყვირილით გაღვიძება დამენანა და უფრო სასიამოვნო ხერხს მივმართე - თვალი ჩამიკრა და ტუჩები ენის წვერით გაილოკა
-არ გაბედო და მეორედ აღარ შემეხო- თითი ცხვირ წინ ავუფრიალე მან კიდე მკლავში ხელი მომკიდა და უკვე მეოთხედ დააცხრა ჩემს ბაგეებს, სანამ გააზრებას მოვასწრებდი მანამდე წამოფრინდა და ხელები გაასავსავა
-წავედით - ტაში შემოკრა და სახლიდან გაშპა
-დიმიტრი - ერთი დაკივლება მოვასწარი და მეც უკან მივყევი. ჩემი მანქანისკენ მივდიოდი უცებ რომ შემაჩერა და თავის მანქანაში ჩამსვა
-წავედით - მძღოლს მიმართა და ჩვენც დავიძარით უკან კი რამოედენიმე მანქანა გამოგვყვა პროსუქტებით დატვირთული.



№1  offline წევრი DI ANA

ძალიან კარგი ისტორიაა. მალე დადე ახალი თავი

 


№2  offline წევრი Elea_Nora

❤❤❤არააა რა რაებს ხლართავს ეს ბიჭი. ეხხ საწყალიი რაებს დამართებს ეხლა ცოლი არ იცის. რა დაიწყება ეხლაა. მომწონს ეს წყვილი! მართლა ასეთია ნეტა დიმა ბიჭები როგორც ახასიათებენ? ვნახოთ, ვნახოთ.
გელიი!

 


№3  offline მოდერი მარტო სახლში

ძალიან კარგია <3

 


№4  offline წევრი artificial

DI ANA
ძალიან კარგი ისტორიაა. მალე დადე ახალი თავი

დღესვე ავტვირთავ❤️

Elea_Nora
❤❤❤არააა რა რაებს ხლართავს ეს ბიჭი. ეხხ საწყალიი რაებს დამართებს ეხლა ცოლი არ იცის. რა დაიწყება ეხლაა. მომწონს ეს წყვილი! მართლა ასეთია ნეტა დიმა ბიჭები როგორც ახასიათებენ? ვნახოთ, ვნახოთ.
გელიი!

შემეგ თავში ცოლი ისეთებს უშვრება ამ საწყალს ჭკუიდან გადაყვს. იმედია იხალისებ და მოგეწონება❤️

მარტო სახლში
ძალიან კარგია <3


მიხარია რომ მოგწონს❤️

 


№5  offline წევრი anukaaa

Romel stze Dade axal tavs?

 


№6  offline წევრი hanabi

გააგიჟე კატო გააგიჟე!
კარგი გოგო ხარ მალე რომ დადე იცი როგორ გამიხარდა რომ დავინახე ახალი თავი?!
ასე გააგრძელე აბა შენ იცი!

 


№7  offline წევრი anukaaa

ABA dges davdebo? Imedia 12-mde dadeb ????

Nu gagvicrueb imedebs ????

 


№8  offline წევრი artificial

anukaaa
Romel stze Dade axal tavs?

ახალი თავი უკვე დაწერილი მაქვს მაგრამ საიტის წესების გამო სანამ 24სთ არ გავა მანამდე დადება არ შემიძლია, გუშინ გვიან რომ დავდე დღეს აღარ მგონია ასე გვიან მოვახერხო დადება ამიტომაც ხვალ დავდებ უფრო დიდს რადგან ეტაპობრიურად ვწერ და ვამატებ ახალ თავს ❤️

 


აუ ძაან მაგარია, ახალ თავს როდის დადებ?

გასაგებია, კაი წესების გამო ხვალ დადებ ხომ, კაი კაი

 


№10  offline წევრი artificial

hanabi
გააგიჟე კატო გააგიჟე!
კარგი გოგო ხარ მალე რომ დადე იცი როგორ გამიხარდა რომ დავინახე ახალი თავი?!
ასე გააგრძელე აბა შენ იცი!


მე მიხარია რომ შენ გიხარია ❤️ დღეს შუა ღამით თუ ვერ მოვახერხე ხვალ დილით მაინც დავდებ უფრო დიდს

anukaaa
ABA dges davdebo? Imedia 12-mde dadeb ????

Nu gagvicrueb imedebs ????


მე გუშინ ხუთ საათზე უკვე უნდა ამეტვირთა მაგრამ არ შეიძლებაო, სამაგიეროდ დღეს დავდებ დიდს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent