სიყვარული უსიყვარულოდ
გილოცავთ შობა ახალ წელს ძვირფასებო წარმატეული და სიხარულით სავსე წელი იყოს თითოეული თქვენგანისთვის . იმედია მხიარულების და სიგიჟის ნაპერწკალს ამ ისტორიით გავაჩენ ჩემ გმირებთან ერთად . რაც შეეხება ისტორიას ეს იქნება მრავალწყვილიანი ისტორია მრავალჯერ გამოყენებული სახელწბით. გაცოცხლებული ალექსანდრეთი და მარიამით ბანალური სიუჟეტებით და ამიტომ სიყვარულებო ვისაც არ მოგწონთ არეულობები ქაოსი და თავბრუსხვევა გმირთა სიმრავლის გამო ნუ დაიწყებთ კითხვას რათა შემდგომ არ ინანით დროის ფუჭი კარგვა ვინც კითხვის დაწყებას გადაწყვეტთ გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი აზრი რას ფიქრობთ წყვილებზე...გმირებზე და საერთოდ ამ ამბავზე მიყვარხართ! *^*^ სახლი ტყის პირას, მთლიანად მწვანეში ჩაფლული. პატარა დერეფანი, მისაღები იქვე ორი საძინებელი რომელთაგან ერთ_ერთში წყვილს სძინავს. ორივე მუცელზე წევს. გოგოს ფანჯრისკენააქვს თავი შებრუნებული , ბიჭს ბალიშებს შორის აქვს ჩამალული . მისაღებიდან ისევ ისმის სიმღერის ხმა , ხალიჩაზე ისევ აწყვია ღვინის ბოთლები. მაგიდაზე და დივანზე შოკოლადოს ქაღალდები ყრია , ბატიბუტი , ცარიელი ჩიფსის პარკები და სრული ქაოსი. დერეფანში დეხსაცმელებია მიმოფანტული თავში გოგოს მაღალქუსლიანებია საძინებლის კარისაკენ ბიჭის კეტები . მზე ახალი ამოსულია , ჯერ კიდევ დილაა მაგრამ ჩიტები გალობენ. მზის სხივები ოთახშიც იპარება გოგო გვერდით აბრუნებს თავს და უფრო უახლოვდება ბიჭის სხეულს. მშვიდად სძინავთ და გაღვიძებას არც აპირებენ. სახლის კარი გაიღო გრძელფეხება ლამაზმანი დერეფანში აღმოჩნდა ცხვირზე დაკოსილი სათვალე მოიხსნა და საძინებლის ღია კართან გაჩერდა. ჯერ თვალები გაუფართოვდა , ეგონა ეჩვენებოდა შემდეგ ოთახში შევარდა და კივილი დაიწყო _არამზადავ ... მატყუარავ როგორ გამიბედე შე იდიოტო _ ჩანთა ჩაარტყა მძინარე ბიჭს , რომელიც სიზმრიდან ძლივს გამოერკვა აფართხალებული თავის დაცვას ცდილობდა ლამის ძირს დავარდა. თავზე ხელებს იფარებდა და ცდილობდა გონს მოსულიყო _რა ჯანდაბაა... რა გაღრიალებს გოგო გადაირიე ეს დედა ნატირები? _რატომ არ მაცლით დაძინებას _ ქალბატონსაც დაერღვა ძილი. თავზე ბალიშის დაფარება სცადა მაგრამ გააფთრებულმა ქერამ მასთანაც მიაღწია _შენ არ ამბობდი მეგობრები ვართო? მატყუარებოო თქვენ საერთოდ ნორმალურები არ ხართ ...ფუუ გული მერევა თქვენზე _ისევ კიოდა ქერა გოგოს ბალიში ჩაარტყა და გამოაფხიზლა ეს უკანასკნელიც _რა ჯანდაბა გეტაკა ქალო გადაირიე? _წამოიწია და შიშველი მკერდი დვრილებამდე გამოიტანა სააშკარაოზე . ბიწი ისედაც ტრუსით იწვა , ფეხზე რომ წამოდგა და გაქცეულს გაჰყვა თავში ისევ მოხვდა მერე შეიკურთხა ჯანდაბაშიც წასულხარო ხელი აიქნი და უკან დაბრუნდა. თავი სულ არეული ჰქონდა და საშინლად სტკიდოა _არანორმალური ნუუ...ქაჯი გაგიჟდა და ვერ გაიგო. ბ*ზი მე მიწოდა გასვლისას თუ მომეყურა ალექსანდრე _უცებ დაიყვირა და ბიჭს ახედა _მიიფარე რამე ... ვაფშე შიშველს გძინავს გოგო? _შენ ციდან ხო არ ჩამოვარდი ... არ იცი როგორ მძინავს? როდის შემოხვედი აქ _რავი წუხელ ეზოში რო გავედი და მოვბრუნდი გავიხადე... აქ თუ დავწექი არ მახსოვდა. _იმან რა სცენები დადგა დიდი ამბავი ახლა ჩემთან თუ გეძინა_ გადაიწია სკამიდან ზედა აიღო და გადაიცვა _შენ კიდე რატომ სვამ თუ დალევის ტრ*კი არ გაქ _ თმები მაღლა აიწია და ისევ დაემხო საწოლზე. ბიჭიც ცარიელ ადგილზე გაწვა და უცნაური ხმები ამოუშვა _შენც გისკდება? _გასკდა უკვე...ის დაგშორდა _დაიკიდე _ხი გევასებოდა _როგორ დავაჯერო რო შიშველ ქალთან დავწექი და არაფერი მიმიქარავს ... იმპოტენტი ვეგონები ყველაზე ცუდ ვარიანტში _დუდღუნებდა დაბოხებული ხმით სანამ გოგის კისკისის ხმა არ გაიგი_რატო ჭიხვინებ მარიამ _შენ თავს ვფიცავარ მაგარი ამბავი შეგვემთხვა ... _ მისკენ გადაიწია ზურგზე დააწვა და ბეჭზე უკბინა _ცოლად გამომყევი_თქო გუშინ მე გითხარი თუ შენ მითხარი _მე გითხარი _ცოლად გამომყევიო ? _არა იდიოტო გამოგყვები_თქო ბიჭმა ხელი აამოძრავა და გოგოს საჯდომზე მოუთათუნა_რას აკეთებ _უუჰ დავმშვიდდი ... მეთქი პირველი ღამე ხო არ დამავიწყდა_თქო... რა გაცვია ეს ინგლისში რო გიყიდე ისაა? _თავი წამოსწია და გამობზეკილ საჯდომზე მოტმასნილ საცვალს დააკვირდა _გეყოფა ღადავი... ბორჯომი გვინდა და ასპირინი. _ჩემი ჯერია ხო? _ხოო წინაზე მე გავაკეთე წვნიანიც _თვალებდახუჭული ლაპარაკობდა _გადატრიალდი თორე ასე ვერ ავდგები...დამწვი ზურგი რა ცხელი ხარ გოგო _ჩშშ თავიი_ოდნავ აიწია ბიჭი რომ გაეშვა და ისევ ისე დაწვა. მანამ იწვა ასე გაუნძრევლად სანამ გამოფხიზლებული ბიჭი არ დაბრუნდა ლანგრით ხელში . მუცელზე შეუცურა ხელი წამოაჯინა, საწოლის თავს მიაყუდა და გვერდით მიუჯდა _აი ყავა ... _ დიდი კოპლებიანი ფინჯანი მიაწოდა და თავისი საუზმის დაგემოვნება დაიწყო. გოგო ისედაც არ ჭამდა დილით ამიტომ არაფერი უთქვამს. _კარგად ხარ? _მე კი , შენ? _მგონი მეც ... მამაჩემი ისევ აპირებს იმ საქონელს გამაყოლოს და ის შენი გოგო დილით ბო*ზს მართლა მეძახდა? _აჰაამ _თავი დაუკრა და ჩანგლის წვერი ვაშლის ნაჭერს დაჰკრა _გინდა ? თუ ატამი მოგცე _იარაღი ... იარაღი მომეცი თავი უნდა მოვიკლა _ აწეწილი თავი უარესად აიჩეჩა საწოლზე გაიშხლართა და ფეხები დაუშინა მატრასს _ მეღადავები ღმერთოო? ხო არ გაგიჟდნენ რა ქორწილი...იმ იდიოტს ტუჩის კუთხეშიც არ ვაკოცებ. ბიჭი მშვიდად უყურებდა , ხილს აგემოვნებდა და წვენს მიირთმევდა . მერე ლანგარი გადადო წამოიწია და გოგოს ზემოდან დახედა _მე და შენ ვიქორწინებთ ! აქამდეც უნდა მოგვეფიქრებინა ეგ ათას პრობლემას გადავჭრიდით _შენ შ*გ ხო არ გაქ _არაა ? სრულიად თავისუფლად ვგრძნობთ მე და ჩემი საჯდომი თავს _ალექსანდრე გცემ ! _ფეხი ისე მიარტყა ბიჭიც მის გვერდით გაწვა _აბა დაფიქრდი ... ჩემები დაისვენებენ და ტვინს აღარ მოტყ*^ სკანდალები აღარ იქნება , არავინ ეცდება შემეტენოს და შემ*ეს უაზრობებით . მამაშენის ვალს მამაჩემი გადაიხდის და მამაშენი წავა აქედან თავის ნაშასთან ერთად და სადღაც *აჟიმავს მშვიდად . ის ს*რი შეგეშვება და თუ არ შეგეშვება დედას მოვ*ტყნ*ვ . ეს პრობლემები და დალშე წარმოიდგინე რა საკაიფო ცოლ_ქმარი ვიქნებით. ლამაზი ბავშვები გვეყოლება _მე შენთან ვერ დავწვები ... შენ საერთოდ გგონია რომ შეძლებ ? _უცებ წამოჯდა და ბიჭს გაფართოებული თვალებით შეხედა. მერე უცებ დამანჭა სახე და მოშიშვლებული ფეხები შეატყუპა_ წარმოდგენაც არ შემიძლია ... _ახლა მეც არ შემიძლია , ფაქტობრივად ინცესტია და ცუდად ვხდები , მაგრამ სად გვეჩქარება . თუ არ გამოვა და გავეყრებით რა პრობლემაა _არ გიცნობდე მაინც . შენ რა მოგასვენებს უნდა ააჭორაო ყველა ცოლი ჰყავს და ათასი საყვარელიო . სად შემიძლია მე ვერც ფიქტიურ ქმარს ვაპატიებ ღალატს . მე ვისაც არ ვევასები ყველა დააპირებს შენს *სოზე წამოჯდომას და გავგიჟდები _საწოლიდან ჩავიდა და ტანსაცმელი აიღო _ მთვრალმა მოვბოდე რაღაც... წავედი ვიბანავებ და გავისეირნებ მერე. მოვიფიქრო იქნებ იმ იდიოტს როგორ არ გავყვე ცოლად . იქნებ გავყვე და დავასაჭურისო _რა გინდა მითხრა რომ ჩემ ცოლობას მასზე გაყოლა გირჩევნია? შენ ვაფშე ვინ გგონივარ მე ... ვიღაცებს ვაღადავებ გგონია? _უკან გაჰყვა და სააბაზანოშოც შეუვარდა. სახით კარისკენ იდგა და ისე ლაპარაკობდა _იმაზე კარგად გიცნობ ვიდრე საკუთარ თავს... შენ ვერ გაძლებ ქალის გარეშე ერთ თვესაც კი. სხვა პრობლემებიცაა მართლა როგორ უნდა მერქვას შენი ცოლი ბავშვობაში როგორ იფსავდი ისიც კი ნანახი მაქვს _ზოდა ზუსტად მაგიტომ უნდა გახდე შენ ჩემი ცოლი... ყველაფერი იცი, მეც ყველაფერი ვიცი შენზე გაცნობა არ მომიწევს და საჩუქრებით სირბილი. არც ხელის თხოვნები და ათასი სირ*ბები. ერთი თვე კი არა თუ საჭირო გახდება მეტსაც გავძლებ _კაი ერთი რა ... დღეიდან ერთ თვეს გაძლებ ისე რო არავის ჩაუყო ენა პირში ? _კოცნაც მეკრძალება? რა ღრმა ჩასუნთქვებს აკეთებ მანდ სანამ გელაპარაკები თითებით აწვალებ? _ხოო როგორ მიხვდი გენიოსო? შენი ხმაც კი აღმაგზნებს ... რას მიედმოედები ადამიანოო აქ ისეთი დახუთულობაა ვეღარ ვსუნთქავ _ნუ კივიი გოგოო და გამოდი მერე დროზე იხეხები თუ იბან _ამას ვინ მეუბნება მოლეკულებსაც ხეხავ რომ იბან _მე აქ სერიოზულად გელაპარაკები და შენ რას შვები... მოიცა შენ უარს იმ შენი ტვინნაოჭიანის გამო ხო არ მეუბნები. იმან იცის რო გათხოვებენ ? მაგრამ ეგ ცოლობას არ შემოგთავაზებს მარტო ერთი რამე აინტერესებს და ეგ რამე რომ მიიღოს ოთხზე დამდგარს უკნიდან უნდა _ის საერთოდ რა შუაშია ორჯერ შევხვდი და სამჯერ მივწერე _ოთხჯერ აკოცე და ასჯერ გაათ*ვა? _უკან შებრუნდა ცინიკურად იღიმოდა და პირსახოც მოხვეულს ზემოდან დაჰყურებდა . _საიდან ასეთი ფანტაზია ... არა სისულელეა ბავშვი ხო არ ვარ ძალით გამათხოვოს _ძალა რა შუაშია გოგო მამაშენი ნეხ*შია და შენ ვერ დატოვებ იქ. არავინ დაეხმარება არც მამაჩემი იმიტო რო ესეც მაგარი შენძრ*ულია. ჩემი ფული რო გადავურიცხო იმ ს*რს ...გადავურიცხავ ბოლოს და ბოლსო და ეგ იქნება რა _არ მინდა ეგრე ... შენი შრომით დაგროვებულ ფულს მამაჩემს არ მივცემ _აბა გაკოტრდება და ქარს გაატანს ბაბუაშენის აშენებულ სახლსაც კი. ბებიაშენის მიწებს ყვავილებით და ყველაფერს. მაგ პრობლემის გადაჭრის გარსა სხვა მიზეზებიცაა რის გამოც გვაწყობს...თან მაგარი თავგადასავალი გველის_უკვე ჩაცმულ გოგოს ხელი მოხვია და ლოყაზე ხმაურით აკოცა_ჩემი შამპუნით როდემდე უნდა დაიბანო _მე და შენ ცოლ_ქმარი? ეს უკვე სიგიჟეა... საკუთარ თავსაც გადავაჭარბებთ . ზღვარი დაიკარგება და რომ დავკარგოთ ერთმანეთი მერე? _კარგი რაა მე და შენ ღმერთი ვერ დაგვაშორებს მართლა ბანძი შეყვარებულები ხო არ ვართ _ქორწილში ვიგრიალოთ თუ ხელი მოვაწეროთ _ღადაობ? ქორწილის გარეშე ჩემი და შენი ერთად ყოფნა იქნება? მაგრად უნდა გავერთოთ ... თან ხო გევასება შენ თეთრი კაბები _ნუცა გაგიჟდება ...ხომ იცი დღემდე სველდ*ბა რო გიყურებს _რა ცუდი გოგო ხარ დაქალს როგორ ყიდი_ახარხარდა წამსვე _ისე რას უწუნებ ჩემს ნუცას _ბევრ რამეს , მაგრამ ყველაზე მეტად იმას რომ დუდას უყვარს _შენი ხელისმომკიდე ეგ პირველყოფილი უნდა იყოს? სასწაული თუ მოხდა და ბავშვი გამოგვივიდა დუდას ვერ მოვანათლინებ _ვატო იქნება ... დ*ყლ*ვდებიან რომ ვეტყვი _უცებ ახარხარდა და საწოლის გასწორებაში მიეხმარა გოგოს . წამებში მიალაგეს ყველაფერი . ორგანულად გამოსდიოდათ ერთად ყველაფრის კეთება. თან ლააპრაკობდნენ თან საქმეს აკეთებდნენ _ქორწილამდე არავისთან დაწვები...საერთოდ არ მიეკარები _ უცებ მიუახლოვდა და მუხლი მიაბჯინა საზარდულზე _თორემ ქორწილის დღეს მიგატოვებ და სიგიჟე იქნება _ჩემს ღირსებას ნუ ემუქრები ის დრო დგება რომ შეიძლება გამოგადგეს _ოხ ღმერთოო ჩემ გარდა რომ არავინ იცის ეს რა გარყვნილი და ტუტუცია ... _მე თუ ბერად უნდა აღვიკვეცო შენ რას აპირებ? _რას უნდა ვაპირებდე რომელი ატეხილი და გ'ორმონებ ათუხთუხებული მე მნახე _როგორც იცი ხოლმე ყველას რომ ეფლირტავები, ეკეკლუცები და აყლ*ვებ ისე აღარ იქნება. ძაან დასტოინად დაახვევინებ ყველას. ეგღა მაკლია ახლა ჩემ ქალს ვინმე ეჩალიჩოს და მითუმეტეს ისიც აჰყვეს _მე ხომ ვიცი შენ როგორი აზიატიც ხარ სინამდვილეში ... ის გოგო ხომ არ ვარ ძაან გამოსული რომ ჰგონიხარ და აბოლებ შენი დაბალი ბარიტონით და შავი თვალების ჟუჟუნით _რადგან ყველაფერი ვიცით ლაპარაკიც აღარაა საჭირო ... დაე მომტყდეს მარჯვენა..აუუ არაა ბავშვობის მერე _იმდენი პრობლემა გვაქ რა დროს შენ და შენი დაუკმაყოფილებელი და ჩაუცხრომელი ხართ ... რა რიცხვია დღეს სამზადისს დიდი დრო დასჭირდება. ქორწილი სად გადავიხადოთ სახლში თუ რესტორანში _დუდას ახალ სასტუმროში ... ეზო ხომ მოგეწონა _შესანიშნავი იდეაა ეგ სულ არ გამახსენდა . თაფლობის თვეში უნდა წავიდეთ სადმე? _არაა მარიამ სამსახურში ვივლით... _არაა , მაგ შანსს ვერ გავმაზავთ. შვებულებას გავიხანგრძლივებთ და დაღლამდე გავერთობით _სად წავიდეთ _სადმე გაფრენა და მუზეუმებში სიარული არ შემიძლია. მთაში წავიდეთ შენთან თავდაპირველად და მერე მოვიფიქრებთ ექსპრონტად _ჩემ გვარზე უნდა გადმოხვიდე ... სულ გიხდებოდა _ჩემი ძმა ? _რა შენი ძმა _მოგკლავს ...ისედაც არ იჯერებდა რომ მეგობარივით მიყურებდი და აიჭრება. _არ გადამიღუნოს რაა... თავის ჩასვრილს მიხედოს ძმაკაცის და რო გაჟ*მა ისე ვითომ აქაც არაფერი . გამოს*რებული _მოიცა რა ქნა ? ვინ და ...ვისი და აარ წახვედი ალექსანდრე აქ მოდი და ხმამაღლა თქვი რას დუდღუნებდი წეხან _ეზოში გასულს გაეკიდა და წინ გადაეღობა _ მაგიტო იჩხუბეთ ? იმიტო აიჭერი ლილეს არ გაეკაროო რომ უყვიროდი ? _შემეშვი მარიამ _როგორ დამიმალე ... ეგ როგორ არ მითხარი _ახლა რომ გითხარი რა შეიცვალა ...შენი ძმის ჩასვრილს გამოასწორებ თუ რა . იმიტო მოტყდა ეგ გამოს*რებული . ლილე უყვარს თურმე ... უყვარს ლილეც და თან ... აუ არ უნდა მეთქვა რა , პროსტა ამომასხა . მაგრად მეშლება ნერვები რო გატყუებენ _მაშოსთან იყო ? ჩემ მაშოსთან ? ჯანდაბაა , მოვკლავ მაგ იდიოოოტს რა გააკეთა მაგ სულელმა . სად წავიდა ..სად წაეთრა ეგ დებილი . მე კიდე ლილესთან ერთად ვგეგმავდი მაგათი ქორწილის ამბებს და მაშოც იქვე იყო . ის სულელი გოგო...ხომ ვეუბნებოდი არ ღირს ამ ჩემი სულელი ძმის შეყვარება_თქო ეგ ბატიი ფეხმძიმედაა ...ვაიმე ახლა გული წამივა. ალექსანდრე მამიდა გავხდები? რა დროს ქორწილია მამიდა გავხდები _მოიცადეე რას ქვია მამიდა გახდები .... მაშო ფეხმძიმედაა ? გოგო გაგიჟდი შენ? ეგ აქამდე როგორ არ მითხარი მოკლავს მამამისი ... რას ფიქრობთ საერთოდ. როდის გაიგე შენ _ნუ მიყვირი იდიოტო... ვფიქრობდით ნუცასთან გადავიდოდა . იკლავდა თავს აბორტს არ გავიკეთებო ... ვერაფრით ვათქმევინეთ ბავშვის მამა ვინ იყო . ხედავ შენ რა ხდება თურმე ჩემს ირგვლივ და ის გამოშტერებული მოტყდა. საქმეები მაქო და სინდისიდ დამშვიდებას ცდილობს _რამდენი თვისაა _ორი ... ჩამოვიყვან ახლა იმ იდიოტს და მოვკლავ ! _ლილე გაგიჟდება ... _სხვა რა გზაა ... უნდა ყოფილიყო ფხიზლად და ყოველ წამს რომ ეჩხუბებოდა შეეკავებინა თავი. დაისვენებს ჩემი ხისთავიანი ძმისგან იქნებ კარგიცაა ... _მაშო რო არ შეირთოს და ლილე მოიყვანოს ცოლად? _მოკლავს ზურა და ეგ იქნება _რა დროს ეგ იყო ახლა ... არადა ქორწილში გართობას ვაპირებდი _ჩვენ ქორწილამდე მოგვარდებიან როგორმე ... ახლა თავი გამისკდება _ მინდორზე დაჯდა და სახე ხელებში ჩამალა _ ასეთი იდოოტები რატომ არსებობენ...დედაჩემის ბრალია და იმ იდოტი კაცის. როგორი შტერიც გაზარდეს ისეთია. უტვინო ბაბულიკა ჯერ ვისთან წვები და მერე სად გარბიხარ _დამშვიდდი რა ... არ მინდოდა გენერვიულა თან ვიფიქრე მაშო თვითონ გეტყოდა _ გვერდით მიუჯდა და ხელი მოხვია _ მოაგვარებენ თვითონ შენ რა უნდა გააკეთო _ძმისშვილი მეყოლება ... პაწაწუნა . სხვა არაფერი მაინტერესებს ყველამ თავის გაფუჭებულ საქმეს მიხედოს მემაშოსთან ვიქნები და დავიცავ . შენც ხო დამეხმარები ისინი თუ გაგიჟდნენ... ღმერთო ლილე? იმ შტერს უყვარს _არ ვიცი ... მე მსგავს იდიოტობებს არ ვაკეთებ მერე ორ ქალს შორის არჩევანის გაკეთება რომ მომიხდეს. ათასობით წყვილი შორდება ტრაგიკული არაფერია _ თავზე აკოცა და მერე გაჩუმდა. როგორც მიხვდით მარიამის მშობლები განქორწინებულები იყვნენ. დედა მეორედ გათხოვდა და უკვე 19 წლის ვაჟი ჰყავს. მამას საყვარელი ჰყავს , ათასი ვალი აქვს და მთელი ქონების დაკარგვა ელის თუ დროულად არ გადაიხდის . ჰყავს დაქალები ნუცა და მაშო მაგრამ ალექსანდრე ყოველთვის სხვა განზომილევბა იყო. ისიც არ იცოდა როგორ გაიცნო იმიტომ რომ მახსოვრობაში რა კადრებიც ჰქონდა სანდროც ყოველთვის იქ იყო. გოგონები კი მოგვიანებით გაიცნო. მათ გარდა კიდევ ბევრი მეგობარი ჰყავდათ საერთოდ უამრავ ადამიანს იცნობდნენ ორივენი . მათთვის შეუძლებელი არასდროს არაფერი იყო , ერთად რომ გამოჩნდებოდნენ ყველამ იცოდა რომ მხიარულება ელოდათ წინ. ოთახში იყო ყველა ვისაც პირველ როგში უნდა გაეგო მათი ქორწილის ამბავი . წყვილი მშვიდად იყო , მაქსიმალურად იკავებდნენ თავს არადა სიცილის დაწყება ისე უნდოდათ ცოტაც და ცუდად გახდებოდნენ _იტყვით რა ხდება თუ დავიშალოთ...საქმე მაქვს ათასი შვილო _მამა ... დედა _დედა , მამა, მამინაცვალო...ძმაო და მომავალო დედინაცვალო _ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ ... განხილვას არ ექვემდებარება _უბრალოდ უნდა მიიღოთ ეს ამბავი და მზადება დაიწყოთ _ჩვენ ვქორწინდებით_ორივემ ერთად თქვა . ჯერ ყველა გაშეშებული იყო შემდეგ დაიწყო წივილ კივილი , ვინ რას ამბობდა და აკეთებდა ვერ გაიგებდი . _გეყოფათ რაა ვერ გავიგე რა პანიკებია ...რძლად არ მოგწონვართ? _თუ მე არ მოგწონვართ სიძედ _შენ ბიჭო ხო არ გაუბერე ... _შენ გაჩუმდი...სანდროს ახლოს არ მიეკარო და გვერდზე გადექი საერთოდ _მარიამმა ძმას შეუღრინა და მერე გაიცინა_მოკლედ ჩვენ საქმეები გვაქვს ...თქვენც შეგიძლიათ წახვიდეთ ქორწილი იქნება სექტემბრის ხუთში... სახლი საოცარი სისწრაფით დატოვეს. მანქანაში ჩასხდნენ და ერთხმაში დაიწყეს სიცილი _დახოცავენ ახლა ერთმანეთს _დედაშენს რა სახე ჰქონდა დაინახე თუ ვერა _შოკშია ეგონა ვაფშე ვერ გავთხოვდებოდი ... ხო იცი სულ ევასებოდი . ოცი წლით პატარა რომ ვიყო მეგობრობას არ დავჯერდებოდიო ...სულელი ხარო _აუუ ძაან ნერვები მეშლება ახლა რომ იტყვიან ხომ ვამბობდით სხვანაირად უყურებენ ერთმანეთსო ... _დაიკიდე ... აუ ნუცას სახეს ფოტო უნდა გადავუღო აუცილებლად. ტელეფონს მოვამზადებ _გაგწეწავს როგორ არ გვითხარი ერთად თუ იყავითო _სხვები იფიქრებენ რომ უკვე ფეხმძიმედ ვარ ან რამე ეგეთს...ან ბანალურად დავთვერით ვნება მოგვერია და შევერწყით ერთურთს. ბანალურია ... რაღაც გვჭირდება ისეთი რაც გააგიჟებს ყველას . ჩუმად რო ვთქვა ვითომ გეი ხარ? _იმათ რას ატყუებ ვისთანაც ვყოფილვარ _მაშინ მე მომწონს ქალები და შენ სამში მოგწონს _ეგ მაწყობს ... მაგ ტყუილის გასამყარებლად რო ვცადოთ არ გინდა? _ხო აბა რაა ერთი დღე არ გასულა ჯერ და უკვე თვალწინ მღალატობ _აზრზე არ ხარ რაა... ხო ყველაფერი ჯანსაღით გიკაიფია მარა მთავარზე წარმოდგენაც არ გაქვს _ახლა ისევ მეტყვი რომ სულ იდიოტები მომწონდა ... თურმე შენს წისქვილზე ვასხავდი წყალს_კარი გააღო და გადავიდა. ნუცასთან ბინაში დაიბარა ყველა. რომ შევიდნენ დუდა და ქალბატონი კამათობდნენ. მოესწროთ უკვე . მარიამს ტელეფონი ეჭირა ხელში და ვიდეოს იღებდა სანდრომ ჭიქა რომ აიღო და განაცხადა _მე და ჩემი მარიამი ვქორწინდებით ... _გვეღადავები შე ჩემა? _რა ქორწილი გადაირიე? _მარიაამ მოგკლავ ... თუ მატყუებ _რა იყოთ ტო მეტი გასართობი ვერ იპოვნეთ? მე კიდე საქმეები დავტოვე ისეთი ტონით დამირეკე _წადი წადი და მეჯვარე ვატო იქნება... ქორწილის წინა საღამოსაც ის მოამზადებს _ქორწილის წინა საღამოს როგორც შენი საუკეთესო მეგობარი მე მოვამზადებ _მარიამმა განაცხადა _არა ძვირფასო ეგ ისეთმა უნდა მოამზადოს ვისაც ცოლად არასდროს შევირთავ ანუ მამრმა _რა გამოდის რო სხვა ნებისმიერი შეიძლება შეირთო და მეც ნებისმიერი ვარ შენთვის? _მარიაამ _ჩვენი პირველი გვრიტული ბოთუშკური კამათიი ვაიმეე ახლა ამეტირებაა_მუხლებზე დაუჯდა და მიეხუტა მერე სიცილი დაიწყო და ლამის დაიგუდა _გიყვართ ერთმანეთი ანუ? _ერთად იყავით და არ გვეუბნებოდუთ? _ანუ ჩემ დას რომ განდობდი და მჯეროდა ძმასავით უყურებდი დამაბოლე ? _ბატონი დათოც გამოჩნდა _ შენ საერთოდ თუ ხვდები ახლა თქვენი რამდენი კადრი მიტრიალებს ტვინში _შენ იქ არ დარჩი? იცი მარიამი შენზე უფროსია და თავად გასაწყვიტა რა სურდა ... ვინ ვისზე რას ფიქრობდა არასწორად ეგ ჩემზე კარგად შენ იცი . ცოლის ძმავ მალე დავნათესავდებით და სჯობს თავი ვაკონტროლოთ _მარიამ მითხარი _კარგი რა დათო მე და სანდრო ვართ...რაა სანერვიულო აქ . შენ სახლში თუ იყავი საერთოდ არ ვიცოდი _როგორც კი მივედი მაშინვე გაივსო სახლი მოხვედით გამაგიჟეთ და წახვედით _შენს სიგიჟეს ჩვენ ნუ დაგვაბრალებ და გეყოს ღრენა ... დუდა საატუმროს ეზოს ხომ დაგვითმობ _ლუქსიც მზად იქნება _დუდიკ მეჯვარე ვატო იქნება... ჩემი მეჯვარე უსიკვდილოდ ნუცა უნდა იყოს _უკაცრავად და ის რატომ ვერ იქნება ვითომ... ხვალ გავყვები ცოლად თუ რა _თანაც ვიცი რომ დაქორწინება შეგვიძლია მაინც ... ვატო მიდის ორ დღეში _იოცნებე ... სულ რომ კაცი არ დარჩეს დედამიწაზე შენ არ გამოგყვები _ ჭიქა მის წინ დაახეთქა და მერე გაღიმებული მიუბრუნდა წყვილს_ რადგან ჩემი დაქალი დაბოლოოდ გაგიჟდა დალევის დროა. ვგიჟდები წინასწარ , ვიცი საოცრება გველის წინ _აი რატომ მიყვარს ეს გოგო ... უცებ ხვდება ყველაფერს _ ალექსანდრემ გაიცინა და ჭიქები აავსო_ დავლიოთ , ავღნიშნოთ ჩემი თავისუფლების ბოლო დღეები. _სულ შეიშალეთ _დათომ თვალები აატრიალა და პირველმა დაცალა ჭიქა_ღმერთო მოთმინება მომეცი ... ცოტა ხანში დალევის მიზეზიც არ ახსოვდათ, ნუცამ სიმღერები ჩართო და დაიწყეს ცეკვა. სპეციალურად ჰქონდა განათებები ბინაში დაყენებული. ყველაფერი ჩააბნელა და კლუბის ეფექტიც შეიქმნა. ყველა თავის პონტში ერთობოდა , ზოგი საერთოდ წავიდა. დათო კი ჩუმად იჯდა სავარძელში და სასმელს აყოლებსა არეულ ფიქრებს .... მარიამის გათხოვების ამბავი ვერ გადახარშა. ალექსანდრეს რომ მიჰყვებოდა ეს მიაჩნდა პარადოქსად თორემ დის ცხოვრებაში თითქმის არასდროს ერეოდა. ისედაც ლაბირინთში იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა ერთ მხარეს ლილე იყო რომელიც უყვარდა , ყველაზე განსხვავებულ გოგოდ თვლიდა . მეორე მხარეს დანაშაული რომელსაც თავს ვერ ჰპატიობდა. ზურა მისი დიდი ხნის მეგობარი იყო და შესაბამისად მაშოსაც იცნობდა თუმცა გოგოსთან იშვიათად კონტაქტობდა არც მეგობრები იყვნენ არც უბრალო ნაცნობები . მარიამის მეგობარიც იყო ამიტომ ხშირად ხედავდა და ყველაფერი იცოდა მისი ცხოვრების შესახებ. ლილეს ეჩხუბა , როგორც ყოველთვის გოგო ეჭვიანობდა. რეალურად მიზეზიც ჰქონდა , მაგრამ დავითი ხომ არ დაიდანაშაულებდა თავს . ბოლომდე ცდილობდა ლილეს მართვას. თან ლილეს ერთ_ერთ მეგობარ ბიჭზე ბრაზობდა და მოკლედ საშინლად იკამათეს. გაბრაზებული წავიდა კლუბში, გამოთვრა და ბოლოს ბინამდე მიაღწია. დაწოლას აპირებდა კარზე ზარის ხმა რომ გაიგო მაშოს დანახვა გაუკვირდა. ჟღალი ძალიან ლამაზი იყო ალისფერი კაბა ეცვა სავსე მკერდი მოუჩანდა და მწვანე თვალებს აცეცებდა _მაშოო? აქ რა გინდა ტო _ზურა სადღაც წავიდა ... აქვე ვიყავით მეგობართან და ვიფიქრე შენთან იყო _აქ არაა, მოიცა ასე დაგტოვა ტო? ეტყობა ვიღაც ააგდო და სადმე სასტუმროშია ეგ იდიოტი_ტელეფონზე ძლივს იპოვნა ნომერი _არ პასუხობს ... აზრი არ აქვს. კარგი წავალ მაშინ _სად წახვალ მოიცა ... ამ ფორმაში ამ დროს მარტო სად წახვალ გოგო _ ხელი ჩაკიდა სახლში შეიყვანა და კარი მის უკან მიხურა. გაეღიმა გოგოს აფერადებულ ლოყებს რომ შეხედა. წელს ზემოთ შიშველი იყო და მაშო აშკარად მზერას არიდებდა. _არა მე ჩემით... შენ მთვრალი ხარ და მაინც ვერ წამიყვან. ტაქსს გამოვიძახებ _მგონი შენც არ ხარ ფხიზელი _ კარს ხელით მიეყრდნო , მეორე ხელით თავი ააწევინა და დააკვირდა . საშინელი სურვილი დაეუფლა, ისეთი ჯერ რომ არ განუცდია. მოშორდა და მისაღებისკენ წავიდა_ზედას ავიღებ და წაგიყვან _არა...არა მოიცადე ამ მდგომარეობაში შენი საჭესთან ჯდომა არ შეიძლება_უკან გაჰყვა და მკლავზე მოხვია თითები _მე ცოტა ხნით დავრჩები ... ლუკას დავურეკავ და მომაკითხავს _ლუკა ვინ ჩემი ყ*ეა _ უცებ შებრუნდა და მერე გაიცინა_აა ხო ის ბიჭია რო ევასები . შენც გევასება ? ის ნაბ*ზარი ისე გიყურებს ხოლმე ... იყავით უკვე ერთად თუ ჯერ ვერ დაგკერა _გაიცინა ისევ , მაგრამ მაშომ გაარტყა. ვეღარ მოითმინა ისედაც ცუდად ხდებოდა მის გვერდით ახლა ნასვამიც იყო და ყველაფერი გართულდა _აღარასდროს დამელაპარაკო ასე ...შენ გგონია მე სხვებს ვგავარ? _გამარტყი ტო? _ლოყაზე ხელი ჩამოისვა და მერე თვალებანთებულ გოგოს შეხედა _ და ვინ უნდა მეგონო ... ააუუ სულ დამავიწტყდა ტოო , მაპატიე... სულ დამავიწყდა რომ პატარა მაშიკოს დიდი ხანია მე ვუყვარვარ . რა სისულელეა...კიდე გგონია რომ მე გიყვარვარ ? _შენ საიდან გაიგე _მოვისმინე ... ძალიან ადრე და მინდა გითხრა რომ სისულელეა. მე და შენ ერთად ოცნებაშიც არ ვიქნებით. საერთოდ არ მომწონს შენნაირები თანაც უბრალოდ ამოჩემებული გყავარ ესაა და ეს . პატარა მაშიკოს ამოკვიატება _თავზე ხელი გადაისვა და მიმოიხედა_მგონო მაისური აქ არ მაქვს _იდიოტი ხარ...ნამდვილი იდიოტი . წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მიყვარხარ . ვერავინ შეგიყვარებს ისე როგირც მე . ვერავინ აიტანს შენს ხასიათს. რატომ გამოთვერი ისევ გეჩხუბა ხომ შენი ლილე , ბოლოს ისიც დაგშორდება შენნაირს ვერ აიტანს თავისუფლებასაა მიჩვეული და პრინციპულად არ მოითმენს შენს სულელურ გამოხტომებს. ბოლოს წავა და ვინმე თავისნაირს იპოვნის . ღმერთმა დაგწყევლოს ... ვერ გიტან . შენნაირი უტვინო კაცების ატანა არ მაქვს და გამაგებინე რატომ ვერ გიშორებ . ჭკუას ვკარგავ და დებილი ბავშვივით ვხდები აი ახლა ამ წამს გონების დაკარგვამდე მინდა გაკოცო _ თითები ჟღალ თმაში შეიცურა, ტუჩებიც კი უთრთოდა საშინლად ვნებიანი იყო . მისი თეთრი კანი თითქოს კოცნისკენ გიბიძგებდა . დათო იმაზე მეტად გაითიშა ვიდრე მანამდე. გოგო რომ მიუახლოვდა თითები წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა და ერთი ხელიც მკერდზე მიადო ჟინმა შეიპყრო. ტემპერამენტი არასდროს აკლდა , მაგრამ თავის კონტროლს ყოველთვის ახერხებდა როგორი გათიშულიც არ უნდა ყოფილიყო . ახლა კი ჟინმორეული კოცნიდა გოგოს . მის ფაფუკ ტუჩებს კბილებს არჭობდა . მისი სუნი უფრო აღაგზნებდა, მკლავები რომლებიც მხრებზე ეხვეოდა. კანს უწვავდა ჟღალის შეხება. მაშოს შეეძლო გაეჩერებინა, მაგრამ წამითაც არ უფიქრია. იაზრებდა რასაც აკეთებდა, ზუსატდ იცოდა მეორე დღეს ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა და შანსსაც დაკარგავდა დათოსთან , მაგრამ მაინც აცოცხლებდა ყველა ემოციას რაც მასთან აკავშირებდა. დათა რომ გაჩერდა და გონს მოსვლას ცდილობდა კაბა თავად მოიშორა _მაშო არ გინდა...ნუ მაგიჟებ ! _მინდა, ყველაზე მეტად მინდა _ ძალიან ახლოს იყო, ყელში კოცნიდა სუნთქვააჩქარებულ ბიჭს. თითები მის სხეულზე აასრიალა შემდეგ შარვლის ელვა გაუხსნა _მიყვარხარ ... გთხოვ _არ შემიძლია...შენ , ჯანდაბა რა ლამაზი ხარ _ თითები თმაში შეუცურა ჯერ ტუჩები დაუკოცნა მერე სავსე მკერდზე გადაინაცვლა . ოხვრა წასკდა გამკვრივებულ დვრილებს რომ შეახო ენის წვერი . სწრაფად დააწვინა გოგო საწოლზე. კოცნიდა , კოცნიდა შეუჩერებლად მთელი ვნებით და სურვილით. ფეხებს შორის მიექცა და სწრაფი ბიძგით შეერწყა ქალის სხეულს . ჟღალის მწვანეები ანათებდნენ, სავსე ტუჩებს კბილებით იკვნეტდდა და ბალიშზე ჩაფრენილ თითებს თანდათან უფრო უჭერდა. შემდეგ არც არაფერი ახსოვს. მთლიანად სიამოვნენამ შთანთქა და როდის გაითიშა წარმოდგენა არ აქვს. დილით გაღვიძებულს მაშო საწოლში აღარ დახვდა. მხოლოდ მისი კბილების კვალი ჰქონდა ყელზე და სურნელი რომელიც მთელს ოთახში ტრიალებდა და კანზეც ასდიოდა. ყველაფერი დალეწა რაც ხელში მოხვდა , მაგრამ მაინც ვერ დამშვიდდა. მთელი თვე გაურბოდა მაშოს ნახვას. მერე ამ დამალობანაზე გიჟდებოდა, ერთხელაც განგებ მივიდა იქ სადაც მაშო იქნებოდა საშინლად უნდოდა მისი რეაქციის ნახვა. კაფეში მარიამი და ნუცაც ,,უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ შესულს მაშოს გვერდით მჯდომი ლუკა დახვდა. კონტროლი დაკარგა , სულელი ბიჭივით მოიქცა ისე რომ არც გაუაზრებია რას აკეთებდა. იცოდა ლილე იქვე იყო ზუსტად იქ დაუნიშნა შეხვედრა და შემდეგ შევიდა შენობაში. ლილეს მოსვლამდე ნუცა და მარიამი მივიდნენ . ისე გადაჯდა მათთან თითქოს მაშო მანამდე არც შეუნიშნავს. ლუკა წავიდა , ალექსანდრე და ლილე კი ერთად მივიდნენ. _შერიგდით გვრიტებო? _ნუცამ მიმართა წყვილს _არ ვიცოდი თქვენც თუ იყავით ... ვიფიქრე დალაპარაკებას აპირებდა , მაგრამ როგორც ყოველთვის ისე იქცევა ვითომ არაფერი მომხდარა _ლილე აშკარად არ თმობდა პოზიციებს _დამთხვევაა უბრალოდ ...სხვა დროს ვილაპარაკებთ მაინც შევრიგდებით ხომ იცი _საერთოდ არ ვაპირებ _აპირებ როგორ არა...რომ არ აპირებდე არც მოხვიდოდი .უკვე გადაგიარა და გენატრები, თორემ ასე მშვიდად არ დამელაპარაკებოდი _ვგიჟდები თქვენს ჩხუბზე ...ძაან ვხალისობ _მარიამი აკისკისდა _აუ სანდრიიკ მანქანაში დამრჩა ტელეფონი და მომიტანე რა სანდრო რომ გავიდა მალევე მობეზრდა მაშოს იქ ყოფნა და ყველას მშვიდად დაემშვიდობა. დათომ ვერ მოითმინა და უკან გაჰყვა. მკლავში ჩაავლო და ისეთ ადგილას გაიყვანა წესი ვერავინ რომ ვერ დაინახავდა _რა გინდა... მტკენ _ახლა იმ ს*რთან ხარ ისევ? _შენ რა პრობლემა გაქვს ... _ვაფშე არაფერი პროსტა არ მინდა რომ უთხრა ცოტა ხნის წინ დათუნას მკლავებში ვკვნესოდიო და მოსდოს მერე ქვეყნიერებას _რა იდიოტი ხარ ღმერთო...მთელი თვე ამაზე ფიქრობდი და იმიტომ მემალებოდი? ყველა ქალზე ასე ფიქრობ დავიჯერო? _ნუ მაგიჟებ გოგო...ლილემ რომ გაიგოს _საერთოდ ნუ ფიქრობ მაგაზე. ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს. ქორწილშიც მოვალ და საპატიო მეგობრების გვერდით დავიკავებ ადგილს _ ძლივს ლაპარაკობდა, მაგრამ მაინც თავს იკავებდა. თვალები სულ ამღვრეული ჰქონდა ბოლოს. გაეცალა და წავიდა, მაგრამ დათოს ისე არ გამოუვიდა როგორც ფიქრობდა. _დედას შევეც* _ყოჩაღ შენ...ბრავო . კაცობაზე მერე სხვასთან ილაპარაკებ! _ალექსანდრემ შემთხვევით გაიგო მათი საუბარი და იჩხუბეს კიდეც. შემდეგ წავიდა. ვერც ლილესთან გრძნობდა თავს მშვიდად, სხვა ყველა ქალთან მაშო ახსენდებოდა და სიგიჟის ზღვარზე იყო. ბოლოს როგორც იქნა დაბრუნდა და მარიამის და ალექსანდრეს ამბავიც გაიგო. მაშო პირველად ნუცასთან ნახა. ყველა სვამდა, სხვა რა გზა იყო ქორწილს წინასწარ აღნიშნავდნენ. მხოლოდ მაშო არ უშვებდა ხელიდან წვენის ჭიქას. ბევრსაც ჭამდა და აშკარად უფრო ფართო ტანსაცმელი ეცვა ვიდრე ზოგადად. მთელი საღამო ტვინი აერია, გოგო აიგნორებდა და ეს უფრო აგიჟებდა. როგორღაც მარტო მოიხელთა და წამსვე შეკეტა საძინებელში _ახლა თუ უნდა მკითხო სანდროსა და მარიამს შორის რა ხდება მეც არ ვიცი . შოკი მაქვს ახლაც _ზედა აწიე მაშო _რა ვქნა? _მაშო მაისური აიწიე მუცელი მაჩვენე _გასუქება არ შეიძლება? _მაშო ... ჯანდაბა მაჩვენე მუცელი_ უცებ აუწია მაისური და ოდნავ გამოწეულ მუცელზე დააკვირდა_ შენ ... ფეხმძიმედ ხარ ? _თუნდაც ...მერე შენ რა _მაშო ფეხმძიმედ ხარ თუ არა _კარი გააღე გასვლა მინდა. შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს . მე და შენ უბრალო ნაცნობები ვართ . _ამის დედაც ... ფეხმძიმედ ხარ. სამი თვის მაინც ხო? ფეხმძიმედ ხარ და აქამდე არაფერი მითხარი . ბავშვის გაჩენას აპირებ გოგო ? გინდა ზურამ და ზაზამ დაგბრიდონ? _ჩემზე როდის დაიწყე დარდი...ნუ ღელავ როგორმე მოვაგვარებ ჩემს პრობლემას _კარგადაა ... ექიმთან დადიხარ? _ისევ მიუახლოვდა მუცელზე ხელი მიადო და ღრმად ჩაისუნთქა _ მიპასუხე რომ გელაპარაკები _ჯანმრთელია ყველა ტესტი გავიკეთე და არაფერი სჭირს ჯერ ჯერობით რაც ჩანდა _აქამდე რატომ არ მითხარი ... _რატომ უნდა მეთქვა _ნუ მაგიჟებ ...ასე ნუ მიყურებ თორემ შევიშლები ! სახლში ასე დადიხად და ვერავინ ვერაფერს ხვდება? _ვცდილობ დავმალო...მერე წამოვალ და ნუცასთან ვიცხოვრებ დროებით _კიდევ რა მოიფიქრა შენმა სულელმა ტვინმა ... ასე აღმა დაღმა უნდა იარო ჩემი ბავშვით ხელში ? მაგ ჭკუაზე ვარ ზუსტად ! ჩემი შვილი ჩემთან იქნება და შენი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს . _უკაცრავად შენ რაღაც დეტალები გამოგრჩა იცი? პირველ რიგში მე ინკუბატორი არ ვარ ამიღო და წამიღო იქ სადაც გაგიხარდება , მეორეც ლილე გავიწყდება, მესამე ის რომ ზურა მოგკლავს და საერთოდაც მირჩევნია ცოცხალი იყო და ხანდახან ნახულობდე ბავშვს ვიდრე მკვდარი და ჩემი ძმა ციხეში . კარგად იცნობ შენც მისნაირად აზროვნებ _მირჩევნია ყველაფერი დავკარგო ვიდრე საკუთარი შვილისგან შორს ვიყო! არავის ვათქმევინებ ჩემს შვილზე აო და ჭკუიდან ნუ შემშლი ახლა _რომელ საუკუნეში ხარ ჩარჩენილი ... ქალები მარტო ზრდიან შვილებს _თუ ღმერთი გწამს გონს მოდი ...ზრდიან და რას იღებენ ყველა მათზე ჭორაობს ზოგი ებრალებათ ზოგს ბო*ს ეძახიან და კიდევ ვინ იცის რა. შენ რომ სწავლას დაასრულებ და წარმატებული ქალი იქნები ჩემი შვილი მინიმუმ 10 წლის იქნება . მანამდე რა ჯანდაბას აპირებ _მე არ მინდა შენთან ცხოვრება _მე არ მინდა თორემ შენ სურვილით კვდები...სხვა რამეზე გიოცნებია საერთოდ? როგორ გაგიმართლა არა? ერთხელ დამაშტერე და მეც ზუსტად გავარტყი_ მაშომ ისე გაარტყა წონასწორობა დაერღვა _გულს მირევ... მეზიზღები ! საერთოდ არ გაჩვენებ ბავშვს. ჩემია მხოლოდ , მე ხომ გაცდუნე და შეგითრიე საწოლში ხოდა ჩემია ...ჩემია მხოლოდ ჩემია _ მუშტები დაუშინა მერე გასაღები გადაატრიალა და ოთახიდან გავარდა. ცრემლები სცვიოდა მარიამმა რომ დაინახა წამსვე გააჩერა _რა დაგემართა ... დათოსთან არ იყავი? _წასვლა მინდა ...მაპატიე რა გთხოვ. ხვალიდან ყველაფერს შენთან ერთად გავაკეთებ _ არსადაც არ წახვალ . აქ მოდი .... გავაგებინოთ მეგობრებს ახალი ამბავი _ დათომ ხელი ჩაავლო და მისაღებში გაიყვანა . _გამიშვი ნუ სულელობ ...მთვრალი ხარ _მეგობრებო სანამ მარიამის და სანდროს ქორწილი იქნება მანამდე მე და მაშენკა ვიქორწინებთ. მოგვილოცეთ მაშენკა ფეხმძიმედაა . _ხელი გამიშვი და ნუ დგამ აქ სპექტაკლებს . საერთოდ არ ვარ შენგან ფეხმძიმედ _ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანას ნუ ცდილობ ... _მე არ გავხდები შენი ცოლი _ნუ გახდები სახლში წაგიყვან და საყვარლად დაგისვამ _გეყოფაა _მე კი არა შენ გეყოფა ვაფშე რატო მიწუხებ ბავშვს მუცელში . გაჩუმდი , ისწავლე, ჭამე, სვი , ისეირნე, წამლები დალიე თუ საჭიროა და დანარჩენი დაიკიდე _ორივეს გეყოფათ ... მოდი აქ დაჯექი მაშო . წყალი გინდა მოგცე? _ დუდამ დივანზე დასვა გაფითრებული გოგო და ჭიქა მიაწოდა _სულ გაგიჟდი შენ ხო? _მომავალო სიძევ შენ იცოდი ფეხმძიმედ რომ იყო? რატო გავგიჟდი მამა ვხდები ... _არ მჯერა რომ ამ იდიოტისგან ხარ ფეხმძიმედ _ ნუცა ჯერ ჩუმად იჯდა მერე მაშოს წინ დაჯდა და ჩუმად უთხრა _ნუცა მოაშორე აქედან ის არსება თორემ ცუდად გავხდები _ახლავე მოვშორდებით პატარავ...ზურა უნდა ვნახოთ და დაველაპარაკოთ . _მოიცა ნასვამი აპირებ მაშოს მშობლებთან მისვლას? შეიშალე? _ჯერ ზურას ვნახავ დაო _დათუნა ნუ აიჭერი მთლად. დაჯექი გამოფხიზლდი დალაგდი მოიფიქრე რას როგორ გააკეთებ და მერე წამოვალთ ჩვენც _სად წამოხვალ ... ზურასგან უნდა გადამარჩინო რომ ვეტყვი შენი და ჩემგან ბავშვს ელოდება_თქო? არ ღირს ....მირჩევნია მარტო ველაპარაკო . მოსახდენი აუცილებლად მოხდება არა? _ სავარძელში ჩაჯდა და მაშოს ახედა _ნეტავ ვიცოდე რა გატირებს _შემეშვი _ღმერთო ყველაფრის დრამატიზებას ნუ ახდენთ. ბავშვს ელოდებით ... ახალი სიცოცხლე შექმენით თქვენ კიდევ რას აკეთებთ . უნდა დამშვიდდეთ და ერთად მოიფიქროთრა აჯობებს ბავშვისთვის და არა მხოლოდ შენ გადაწყვიტო დავით! _მარუსა შენს დაქალს უთხარი დამშვიდდეს ... წავედი მე . ეს შენთან იყოს თორემ _თორემ რა _მერე გაჩვენებ რაც ... ჩემ სიგიჟეს ნუ გამოცდი წავიდა და დატოვა მაშო მათთან. ბიჭებსაც უნდოდათ გაყოლა, მაგრამ მერე მიხვდნენ ზუსრასთან ისევ მარტო საუბარი სჯობდა. გოგონები დატოვეს და წავიდნენ. _შენ იცოდი? მე რატო. არ ვიცოდი დათოსთან თუ იყავი... ან როდის მოასწარი ან არ ვიცი დავიბენი_ ნუცა ბობოქრობდა _მე ალექსანდრესგან გავიგე გუშინ ... მხოლოდ ის ვიცი რომ მშვიდად უნდა იყო და გაიაზრო ბავშვისთვის რა აჯობებს. ამ შემთხვევაში ვერ ვერევი... ვერაფდს გირჩევ. უბრალოდ იცოდე რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს _მეც შენთან ვარ პატარავ...ჩემი სახლის კარიც ღიაა შეთვის და რა ვიცი , მართლა დავიბენი. დათოს ასეთ რეაქციასაც არ ველოდი . _რა უნდა მეთქვა... მხოლოდ ეს ბავშვი მინდა და სხვა არაფერი. არ მინდა მათი დაშორება და ბავშვის გამო დათოს ცოლობა. ეს ...ეს საშინელებაა ვერ ვიტან ასე შექმნილ ოჯახებს. ფარისევლობაა და მეტი არაფერი. ის ახლა მთვრალია რომ გამოფხიზლდება მიხვდება რომ არ უნდა ჩემი ცოლად შერთვა და მერე დაველაპარაკები კიდევ ერთი სიგიჟე ელოდა წინ მაროამს . მოწყენა რომ სდომოდა უბრალოდ ვერ გაჩერდებოდა. სულ რაღაც ხდებოდა ირგვლივ. ახლა ბავშვის არსებობა ისე ახარებდა სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვნად მიაჩნდა , რადგან მოუგვარებელი არაფერი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.