შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარიშხალი (ნაწილი 2)


9-01-2019, 18:35
ავტორი M-morieli
ნანახია 1 150

სანამ წითურს ექიმი სინჯავდა ნინი პალატის კართან ნერვიულად დააბიჯებდა წინ და უკან, ემოციურად გადაღლა არც თვითონ აკლდა, თვალებიდან ისევ არ ამოსდიოდა კიდეზე მდგარი გოგო, ქარი რომ თმას უფრიალებდა.
-როგორ არის?
-როგორც ჩანს რაღაცაზე ძალიან ინერვიულა, მის მდგომარეობაში ყველაფრის გაზვიადება და წვრილმანებზე ნერვიულობა ჩვეულებრივი მოვლენაა ისევე როგორც გულის წასვლა, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ნაყოფი ჯერ მხოლოდ ორი თვისაა მისთვის სიმშვიდე აუცილებელია, მსგავსი შემთხვევა რომ კიდევ რამდენჯერმე განმეორდეს შეიძლება ნაყოფი დავკარგოთ.
-კარგით მადლობა აუცილებლად გავითვალისწინებთ.-ამოისუნთქა ნინიმ.
-თქვენ მისი ნათესავი ხართ?-დაეჭვებით იკითხა ექიმმა.
-მისი და ვარ.-შეძლებისდაგვარად სცადა გაღიმება.
-პაციენტს ახლა ძინავს, დამამშვიდებელი დავალევინე, რამდენიმე საათი კიდევ იძინებს. როცა გაღვიძებს შეგიძლიათ წაიყვანოთ.
-კარგით მადლობა.-კიდევ ერთხელ გაუღიმა ექიმს, რომელიც კუთხეს მოეფარა.
-რომ გადამხტარიყო? -მხოლოდ ეს კითხვა უტრიალებდა თავში. -არა მადლობა ღმერთს გადარჩა ან როგორ შეეძლო ამაზე ფიქრი, რაც მთავარია მივუსწარი ახლა ყველაფერი კარგად იქნება, და მაინც რომ გადამხტარიყო?- რამდენიმე საათი ისე გასულიყო ფიქრში გართულს ვერც კი გაეგო. პალატიდან ექთანი გამოვიდა და ნინის შეახსენა რომ უკვე შეეძლოთ გოგონას წაყვანა.
-რა გიჟური დღეა-ამოიოხრა ნინიმ და პალატის კარი შეაღო
გოგონა საწოლის კუთხეში მოკუნტულიყო, აკანკალებული ხელები მუცლისთვის შემოეხვია, ნერვიულობისგან მხრები უცახცახებდა, მიუხედავად იმისა რომ სახე არ უჩანდა ნინი მიხვდა რომ გოგონა ისევ ტიროდა. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს და სავარძელში ჩაეშვა.
-მგონი დროა ტირილი შეწყვიტო.-ვეღარ მოითმინა ნინიმ.
-მართალი ხარ, ახლა ამის დრო აღარ არის.- ამოისლუკუნა გოგონამ, გრძელი თმა უკან გადაიწია, ცრემლები მოიწმინდა და ოდნავ გაიღიმა -მე ევა მეშველიანი ვარ. მიხარია რომ გაგიცანი, მართლა ძალიან.
-ნინი ბოლქვაძე. მეც ძალიან მიხარია რომ გაგიცანი, დარწმუნებული ვარ დღეიდან ვიმეგობრებთ.
-ეჭვიც არ მეპარება-დამაიმედებლად გაუღიმა ევამ.- ვიცი ცუდ დროს გავიცანით ერთმანეთი თუმცა შენი წყალობით ვართ ახლა აქ, არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო.
-ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, ექიმმა დამამშვიდებელი გაგიკეთა რამდენიმე საათია გძინავს თუ გინდა ცოტახანს კიდევ დაისვენე და შემდეგ წავიდეთ- ნაზად გაუღიმა ნინიმ და ფეხზე წამოდგა.
-არა მირჩევნია ახლავე წავიდეთ აქ უფრო ცუდად ვხდები.
-როგორც შენ გინდა…და კიდევ, შენებს ხომ არ დაურეკავდი? -საათს დახედა- ექვსი სრულდება შეიძლება ნერვიულობენ.
- მშობლებს ახლა სვანეთში ვგონივარ.- უხერხულად შეიშმუშნა ევა.
მიუხედავად ნინის დიდი ინტერესისა, მოესმინა ევას ჩახლართული ისტორია, გადაწყვიტა რომ ახლა მისთვის ნერვიულობა კარგი არ იქნებოდა და ამჯობინა ყველაფერი მოგვიანებით გამოეკითხა, დამამშვიდებლად გაუღიმა და მომზადებაში დაეხმარა.
-რადგან შენებს სვანეთში გონიხარ მგონი აჯობებს დღეს ჩემთან დარჩე და შენს ოჯახს მოგვიანებით ავუხსნათ ყველაფერი, რამდენიმე დღე არაფერს ცვლის თანაც დასვენება გჭირდება და ფსიქოლოგიურადაც მოემზადები იმისთვის რაც მომავალში გველოდება.- უთხრა და ტაქსის მძღოლს სახლის მისამართი უკარნახა.
-მადლობა მაგრამ არ მინდა შეგაწუხო, აქამდე რაც გააკეთე ესეც საკმარისია, ჩემს გამო პრობლემებს ნუ შეიქმნი, თანაც მშობლები რას გეტყვიან უცხო ადამიანს რომ მიიყვან სახლში.
-მშობლები ხუთი წლისამ დავკარგე, მარტო ვცხოვრობ ასე რომ სანერვიულო არაფერია.-თვალეში სევდა ჩაუდგა ნინის და ფანჯრისკენ შეატრიალა თავი. რაც ევასაც არ გამოჰპარვია და თავი კიდევ ერთხელ იგრძნო დამნაშავედ.
-მაპატიე არ მინდოდა, მე უბრალოდ… ბოდიში.
-არაფერია- ნინის სევდა შემოაწვა მაგრამ ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა ეს ვინმეს ეგრძნო.
ტაქსი რვა სართულიანი ბინის წინ გაჩერდა. მძღოლს ფული გადაუხადეს და მერვე სართულისკენ დაიძრნენ. ნინიმ მისაღებში შეიპატიჟა.
-წვენს დალევ?-გამოსძახა სამზარეულოდან სავარძელში მოკალათებულს.
-არა მადლობა მირჩევნია დავისვენო.
-არა ცოტა მაინც უნდა ჭამო შენს მდგომარეობაში წუნიაობა არ გამოვა, მოდი სალათი გავაკეთე ცოტა ჭამე და შემდეგ საძინებელს გაჩვენებ.- წუწუნით შეიყვანან სამზარეულოში. ჩუმად მიირთვეს ზედმეტი კითხვა არცერთს არ დაუსვამს უბრალოდ სიმშვიდეს ადევნებდნენ ყურს. ევა მისი საძინებლის გვერდითა ოთახი უჩვენა, თბილი საღამურებიც მისცა და ტკბილი ძილი უსურვა.
მხოლოდ ოთახში შესულმა გაანალიზა რომ ძალიან დაღლილი იყო, და დაწოლისთანავე ჩაეძინა დღესთან ერთად სიზმარიც ემოციური და უცნაური ჰქონდა: ევა ისევ საავადმყოფოში იწვა ნინი მისი საწილის თავთან ჩამომჯდარიყო, გარეთ ქარიშხალი გაბატონებულიყო, კარი ხმაურით გაიღო და მაღალი შავი სილუეტი გამოჩნდა, ადამიანის ფორმა არც ჰქონდა თითქოს ადამიანიდან არეკლილი მზის ჩრდილი ყოფილიყო, განიერუი მხრები მძიმედ ჩამოეშვა, რამდენიმე წამით კარში გაჩერდა, შენდეგ საწოლისკენ დაიძრა, რაც უფრო ღრმად შედიოდა ოთახში მით უფრო უმატებდა ქარიშხალი ხმას, ოთახში ჰაერი რაღაცამ მთლიანად შეისრუტა, ჩრდილის მარჯვენა ხელი გამოძრავდა ნათლად გამოჩნდა მტევანში ჩაბღუჯული იარაღი, ხელმა ნელ ნელა დაიწყო მაღლა აწევა და ევას მიმართულებით გაჩერდა, ნინი ფეხზე წამოდგა, გაუაზრებლად აღმოჩნდა იარაღსა და ევას შორის, იარაღის გამაყრუებელმა ხმამ ქარიშხალიც გადაფარა და ნინიმ ისევ დაინახა ორი დიდი სინათლე.
შეშინებულს გაეღვიძა. აჩქარებული გულისცემა დაიმშვიდა და საათს დახედა ექვსი სრულდებოდა თავი მოიწესრიგა და ევას ოთახის კარი ჩუმად შეაღო, გოგონას მშვიდად ეძინა, კარი ისევ მშვიდად გამოიხურა და გადაწყვიტა რამე გემრიელი მოემზადებინა ევასთვის. სამზარეულოში მალევე დატრიალდა პიცის სასიამოვნო სუნი, სალათი და შემწვარი კარტოფილიც ღიღინში მოამზადა და ფორთოხლის წვენიც დაწურა. მალევე გაისმა კარის ხმა და ევამაც შემოიხედა სამზარეულოში.
-ისეთი სუნი ტრიალებს ცდუნებას ვერ გავუძელი- გაეღიმა ევას და მაგიდას მიუჯდა. ნინიმ პირველად დაინახა ევას ასეთი ალალი ღიმილი, თითქოს ყველა პრობლება ჯანდაბაში წასულიყო.
-გემრიელად მიირთვი, გიხდება ღიმილი- გაუღიმა ნინიმაც და ისიც მაგიდას მიუჯდა.
-მადლობა.- ოდნავ დაიმორცხვა ევამ. გემირელად მიირთვეს, ევამ ალაგებაში დახმარება შესთავაზა მაგრამ ნინიმ არაფერს გააკარა და ისიც სავარძელზე ჩამოჯდა, ნინიმაც ყველაფერი მალევე მიალაგა და ევას შემოუერთდა. რამდენიმე წუთიანი უხერხული დუმილის შემდეგ ნინიმ მეტი ვეღარ მოითმინა და თვითონ დაიწყო საუბარი.
-ევა, ვიცი რომ შენთვის რთუილია, მაგრამ ძალიან მაინტერესებს რა ხდება შენს თავს, არ გაძალებ მაგრამ თუ სურვილი გექნება შეგიძლია მომიყვე.
-ვიცი, შენ უფლება გაქვს ყველაფერი იცოდე, რომც არ გეთქვა მაინც ვაპირებდი მოყოლას- უხერხულად გაეღიმა ევას.
შეძლელბული ოჯახიდან ვარ, უფროსწორად საკმაოდ ცნობილი და მდიდარი ოჯახიდან, დედა მასწავლებელია, მამა ბიზნსმენი იყო ცამეტი წლის რომ ვიყავი მაშინ მოკლეს, ჩემი ძმა, საბა, მაშინ თვრამეტის იყო. მამას გარდაცვალების შემდეგ ბიზნესს დედჩემის ძმა ნიკა ჩაუდგა სათავეში, საბაც ყოველ დღე დადიოდა კომპანიაში და ცდილობდა ყველაფერში გარკვეულიყო. მამის გარდაცვალებამდე ყოველთვის ერთად ვთამამაშობდით, დავალების შესრულებაში მეხმარებოდა, იმ შემთხვევის შემდეგ კი სულ სამსახურში იყო, სწავლას და სამსახურს ერთმანეთს ძლივს უთავსებდა, ყველას მიმართ გაცივდა ბავშვობის მეგობრების: გიორგი და ლუკას მიმართაც კი, ბიძიას თვალდახუჭული ენდობოდა. ერთ წელიადში თვითონ ჩაუდგა კომპანიას სათავეში, გადაწყვეტილი ჰქონდა მამის მკვლელი დაეჭირა. ეს არავინ იცოდა, არც მე მაგრამ შემთხვევით გავიგონე მობილურზე მისი საუბარი. ამ შემთხვევიდან რამდენიმე კვირა იყო გასული ჩვენს სახლს პოლიცია მოადგა. მე საბას კაბინეტისკენ გავიქეცი რომ მისთვის მეთქვა. იქ კი ისეთი სცენა დამხვდა ხმა ვერ ამოვიღე, საბას ხელში იარაღი ეჭირა და მუხლებზე დაჩოქილ ნიკას უმიზნებდა, შიშისგან შევკივლე. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, საბამ ჩემს ყვირილზე არაღი დაუშვა ბიძაჩემმა კი დრო იხელთა და კარისკენ გამოიქცა, ინსტიქტურად გვერდით გავიწიე და ბიძიაც გაიქცა, მეორე სართულზე ჩარბოდა როცა პოლიცია სახლში შემოვარდა და ბიძაჩემი დააპატიმრეს. როგორც მოგვიანებით საბამ აგვიხსნა, მამას მკველობა ნიკას შეუკვეთია რათა მისი ბიზნესი ხელში ჩეგდი. საბა ამის შემდეგ ჩვეულებრივ რობოტად იქცა, სახლში დღეგამოშვებით მოდიოდა კომპანიაში ათენებდა და აღამებდა, მისთვის უცხოები გავხდით. აღარავის აღარ ენდობოდა მისთვის რეპუტაცია ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა. მე და დედა უზრუნველად ვცხოვრობთ, თუმცა მე ძმა და დედამ უფროსი შვილი მამასთან ერთად დავკარგეთ. სკოლა რომ დავამთავრე გადავწყვტე მეც დედის კვალს გავყოლოდი და ისტორიულზე ჩავაბარე, კურსელებთან დიდად არ ვმეგობრობ თუმცა ცუდი უერთიერთობაც არ მაქვს ორი თვის წინ გადავწყვიტეთ საღამოს კლუბში წავსულიყავით გასართობად. სახლში მივედი რომ საღამოსთვის მოვმზადებულიყავი, მისულმა ფეისბუქში სიახლეების ზოლს გადავყევი და ერთმა ფოტომ მიიქცია ჩემი ყურადღება სადაც ჩემი ძვირფასი ძმა ვიღაც გადაკმაზულ გოგოსთან ერთად იყო კლუბში, მეორე ფოტოზე ისევ იმ გოგოსთან ერთად მანქანაში ჯდებოდა. ნერვები ამეშალა, შვიდი წელი ვითმენდი მის ქცევებს, თითქოს ვერ მამჩნევდა, ყველა დღესასწაულზე ან კომპანიაში იყო ან საქმიან ვიზიტზე, სკოლის დამთავრებისას ჩემს ბანკეტზეც კი არ მოვიდა მხოლიდ იმიტომ რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა. ემოციები ვერ მოვთოკე და გამწარებული გავიქეცი ჩემი ძმის აბინეტისკენ, კარი დაუკაკუნებლად შევაღე და შვიდი წლის ნაგროვები წყენა ერთიანად ამვანთხიე.
-შენ რა ადამიანი ხარ, შვიდი წელია თითქოს ვერ გვამჩნევ ვერც მე და ვერც დედას, სამსახურის გარდა არავინ და არაფერი არ გაინტერესებს, ცამეტი წლის მერე ერთი დაბადების დღეც კი არ გაგიტარებია ჩემთან ერთად, არც ერთი დღესასწაუილი არ აღგინიშნია სახლში, ჩემს ბანკეტზეც კი არ მოსულხარ იმის გამო რომ საქმიანი შეხვედრა გქონდა და ეს კახპა ვინ არის ასეთი რომ ჩვენზე წინ აყენებ, ვინ არის ასეთი მნიშვნელოვანი რომ ჩვენთვის არასდროს არ გაქვს დრო და ამ ქალთან ერთად კლუბებში დადიხარ- ვუთხარი და მობილური ავუფრიალე. სახე გაუმკაცრდა, თვალებში მრისხანება ჩაუდგა.
-ევა საყვარელო მომისმინე, ის უბრალო.. ჯანდაბა ხომ ვუთხარი მსგავსი სისულელე არ გაეკეთებინა. ის უბრაოდ მნიშვნელოვანი კლიენტის შვილია, კომპანიისთვი საჭირო იყო.
-ხო რათქმაუნდა, კიდევ რითი იმართლებ თავს შენთვის ყველა მნიშვნელოვანია ჩემი და დედას გარდა.-დავუყვირე და ცრემლები წამსკდა.
-შენც ხომ იცი რომ ასე არ არის,-დაიღრინა საბამ.
-არაფერი არ ვიცი- ამოვიტირე და ოთახში შევვარდი. მალევე კურსელებმა გამომიარეს და კლუბში წავედით საშინელ ხასიათზე ვიყაი და გადავწყვიტე დარდი სასმელში ჩამეხში, მეორე დილით აღარ მახსოვდა რამდენი მქონდა დალეული, უფრო სწორად იმ ღამით რა მოხდა არაფერი აღარ მახსოვდა, სად ვიყავი, ვინ ვიყავი ისიც ძლივს გავიხსენე, მაგრამ ნეტა არც გამეხსენებინა. თვალები ერთმანეთს ძლივსძლიობით დავაშორე, თავი საშინლად მტკიოდა, მთელს სხეულში მტეხდა. პირველი ჭერს შევხედე და როცა მეუცხოა მაშინვე ამინთო ტვინმა განგაშის სიგნალი, ოთახი მოვათვალიერე და უკვე კივილს ვაპირებდი მაგრამ ჯერ სად ვიყავი, თურმე უკეთესი წინ მელოდა. გვერდით ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი იწვა და მშვიდად ეძინა. გარშემო ყველაფერი დატრიალდა, თავს ძალას ვატანდი რომ რამე მაინც გამეხსენებინა მაგრამ უფრო ცუდად ვხდებოდი. იატაკზე ყველა კუთხეში ეყარა ჩვენი ტანსაცმელი არ ვიცოდი რა მექნა, ჩვეულებრივ შოკში ვიყავი, პირველი ჩემი ძმა გამახსენდა, არ მინდოდა ჩემი შერცხვენოდა არადა ახლა ყველაზე სამარცხვინო მდგომარეობაში ვიყავი რაც კი ოდესმე წარმომედგინა. ექვსი საათი სრულდებოდა. შოკირებულმა მოვიძიე ყველა ტანსაცმელი, ჩავიცვი და ოთახიდან ჩუმად გამოვიპარე. მეორე სართულზე ვიყავი დიდი სახლი იყო, გზა ძლივს გამოვიკვლიე, მეგონა დავიკარგებოდი.სახლიდან რომ გამოვედი და კარი მოვიხურე ვიფიქრე თავი დავაღწიე ამ დროს ეზოს მეორე მხარედან უზარმაზარი ძაღლი ყეფით გამოიქცა შიშით დავიწყე თვალების ცეცება და ჭიშკარს ძლივს მივაგენი, კისრისტეხვით გამოვიქეცი, ბეწვზე გამოვასწარი სადაც იყო უნდა მომწეოდა და ნაკუწებად მაქცევდა რომ კარი ცხვირწინ მივუხურე, მაგრამ სირბილი მაინც გავაგრძელე. სახლს კარგად რომ გავცდი მერე ძლივსძლიობით დავიმშვიდე აჩქარებული გულისცემა, ტაქსი გამოვიძახე და სასწრაფოდ სახლში წავედი. სახლში მისული დედა და ჩემი ძმა მისაღებში დამხვდნენ სახეწაშლილები.
-მთელი ღამე სად იყავი?- დამიღრიალა საბამ.
-შენ თუ შეგიძლია კვირაში ერთხელ მოხვიდე სახლში მე არ შეიძლება ჩემს მეგობართან დავრჩე.-დავუყვირე და ოთახში ავვარდი, როგორც მოგეხსენება თავდასხმა სუკეთესო თავდაცვაა. ტანსაცმელები ჩავალაგე და ისევ მისაღებში დავბრუნდი და განვუცხადე -რამდენიმე კვირით შეიძლება თვითაც სვანეთში მივდივარ.- არავინ შემწინააღმდეგებია. საბას ეგონა რომ ისევ მასზე ვიყავი გაბრაზებული ამიტომ გაჩუმდა, მეც წამოვედი. ერთი თვე სვანეთში ვიყავი ბებიის და ბაბუის დანატოვარ სახლში, შეიძლება იქვას სულიერად ვმშვიდდებოდი, მაგრამ მერე ცუდად გავხდი ხშირი ღებინება დამეწყო, გულის წასვლები, ამიტომ ისევ ქალაქში დავბრუნდი და ექიმთან მივედი, სისხლის ანალიზის ჩაბარების შემდეგ გაირკვა რომ ფეხმძიმედ ვიყავი, კიდევ ერთი დარტყმა მივიღე, კიდევ ერთხელ შემრცხვა ჩემი ძმის, მისთვის მთავარი რეპუტაცია იყო მე კი მერამდენედ გავთელე ის ფეხქვეშ. უცებ ნიკა ბიძიასთვის დამიზნებული იარაღი გამახსენდა და შიშმა თხემიდან ტერფანდე გაიდგა ჩემში ფესვები, არ ვიცოდი რა მექნა, უბრალო სასტუმროში ნომერი დავიქირავე დეპრესიაში ჩავვარდი მთელი თვე მუმიასავით დავდიოდი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ბოლო დღეებში თითქოს ცოტა მოვმჯობინდი ყველა და ყველაფერი დამავიწყდა, მაგრამ გუშინ დილით სასტუმროდან რომ გამოვდიოდი კარებთან ჩემი ძმის მანქანა დავინახე, არ ვიცი შეიძლება უბრალოდ მომეჩვენა კიდეც, როგორც კი კარები გამოვაღე მანქანა ადგილს მოსწყდა მაგრამ ნომერი დავინახე. ისევ შიშმა ამიტანა, იქნებ ყველაფერი გაიგო? ალბათ ჩემი მოკვლა უნდა, არ მინდოდა ჩემი ძმა ჩემი შეცდომის გამო მკვლელი გამხდარიყო, ვერც აბორტს გავიკეთებდი, არ შემეძლო ჩემი შვილი მომეკლა, გადავწყვიტე იმ ქვეყნად ერთად წავსულიყავით, ბიბლიოოთეკის სახურავზე გაუაზრებლად აღმოვჩნდი..- ცრემლებმა ხელახლა დაიწყეს დენა.
-კარგი დაწყნარდი, ვსო მორჩა- ნინიმ დამშვიდება სცადა თუმცა ემოციებს ისიც არანაკლებ იყო აყოლილი, ყველაფრის გადახარშვას ცდილობდა.
-მადლობა რომ გამოჩნდი, მართლა დიდი მადლობა,- თბილად გაუღიმა ევამ და გდაეხვია.
- კარგი ახლა გვეყო ამდენი მადლობები, ის მითხარი რამე ხომ არ გვინდა, გუშინდელის შემდეგ მაგ ბავშვის ნათლია რომ არ ვიყო არ ვიცი რას ვიზამ იცოდე- გაეცინა ნინის.
-ხო მაგის თქმა მეც მინდოდა, ჩვენ ხომ უკვე მეგობები ვართ,-ხასიათზე მოვიდა ევაც.
-რათქმაუნდა ვართ, ამიტომ თუ ჩემს ნათლულს რამე უნდა არ უნდა დამიმალოს მისმა ჟღალმა დედიკომ და უნდა მითხრას.
- კარგი რახან არ იშლი შოკოლადზე არ ვიტყოდი უარს ალპენის მწარე შოკოლადი.
-კარგი მარკეტში ჩავალ რაღაცები ისედაც უნდა მეყიდა და შოკოლადსაც ამოგიტან მალე მოვალ.- რამდენიმე წუთში გაემზადა და კიბეებზე დაეშა, მარკეტი ბინასთან ახლოს იყო ქუჩის მეორე მხარეს ჩქარი ნაბიჟით გადავიდა და მაკეტში შევიდა პროდუქტები და რამდენიმე შოკოლადი იყიდა, ფული გადაიხადა და ისევ სახლისკენ გაემართა. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად იყო მაგრამ მაინც გრძნობდა დაჟინებულ მზერას რომელიც მთელს პროფილს უწვავდა. სვლა შეანელა გარემო ფრთხილად მოათვალიერა მაგრამ უჩვეულო ვერაფერი შენიშნა, მხოლოდ რამდენიმე გამვლელი მისეირნობდა ქუჩაში და აქა იქ რამდენიმე მანქანა იდგა.



№1  offline წევრი M-morieli

დარინა
ველოდები საბას გამოჩენას, მგონი იმ ცივ ლიდერობა კაცს ნინიმ უნდა უშველოს, ძალიან მომწონს და იმედია შემდეგი თავიც მალე იქნებააა. წარმატებები.

ვეცდები მალე ავტვირთო. საბას კიდე ვნახოთ ვინ უშველისნინი თუ ექიმი :დ ძალიან მიხარიათუ მოგწონს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent