რეალობის სისასტიკე (6 თავი)დასასრული
ორი თვე დასჭირდა თინას მისი დილა ცრემლებით რომ არ დაწყებულიყო, სახლში არ დაბრუნბულა, გეგის სახლში დარჩა და მწუხარებასთან გამკლავებას ეცადა. ნიკოლოზი გვერდიდან არ შორდებოდა და კიდევ ერთი თვის გასვლის შემდეგ თინა უკვე ავტომატურად ამზადბდა საჭმელს ორისთვის, მუშაობდა, ბეჭედს ეფერებოდა, ყელსაბამს არც კი უყურებდა და ცხოვრებას აგრძელებდა. არაფრის დიდებით უტყდებოდა თავს, მაგრამ აშკარა იყო ნიკოლოზს შეჩვეოდა, სამი თვის მანძლზე ბიჭი მხოლოდ ღამით ტოვებდა მარტო და ეს თავისდა უნებურადაც კი ხდებოდა. რასაკვირველია გეგი წამითაც არ ავიწყდებოდა, მაგრამ ახლა უკვე ნიკოლოზი გამხდარიყო მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. -თინა, როგორ ხარ შვილო?_დედა მოადგა ერთ დღესაც. -აჰ, გამარჯობა, ახლა შვილი ვარ, ანუ გაგახსენდი? ხო მშვიდობაა? -გთხოვ შვილო ასე ნუ ამბობ, მე და მამაშენს შენს მეტი არავინ გვყავს, რამდენი ხანი უნდა გააგრძელო ამ ბიჭთან ერთად ცხოვრება ამ ქოხში? -მოიცა, ეს რას ნიშნავს? -რა გაგიკვირდა? მთელმა ქალაქმა იცის რომ სამი თვის დაქვრივებული უკვე მის ძმაკაცთან ერთად ცხოვრობ. -დედა, სულ გაგიჟდი? როგორ იფიქრე რომ გეგის ვუღალატებდი? ღმერთო სულ არ მიცნობ? ახლავე წადი აქედან, როგორი სამწუხაროა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალიშვილი გყოლია, ანუ აქ ამიტომ მოხვედი? უნდა გამომასწორო? არც კი მჯერა, შვილზე მეტად ჭორიკანა მეზობლებს ენდობი, აქედან წადი და აღარასდროს დაბრუნდე. კარის ძლიერად გაჯახუნების შემდეგ კი მთელი დღე არ გაჩერებია თვალზე ცრემლი თინას, ბედად იმ დღეს არც ნიკოლოზი გამოჩენილა და უჩვეულოდ დამშვიდებული გოგო ტირილით იოხებდა გულს. -არ მინდოდა ასე მომხდარიყო გეგი, გეფიცები არ მინდოდა_ნახევრამდე დაყვანილი არყის ბოთლი კიდევ ერთხელ მიიყუდა ნიკოლოზმა და ქვაზე გამოხატულ ღიმილიან ბიჭს ახედა. -მე უბრალოდ თინა მინდოდა, მისი სიყვარული მინდოდა, ვოცნებობდი ერთხელ მაინც, მხოლოდ რამდენიმე წამით შემოეხედა ისე, როგორც შენ წლები გიყურებდა, განა ბევრს ვითოვდი? მხოლოდ სიყვარულს, ამისთვის კი ძმა და და გავწირე, შენ და მარიამი ამას არ იმსახურებდით, მაგრამ სიყვარულის ხათრით ესეც ჩავიდინე, მე ყველაფერი გავაკეთე, ახლა უკან დასახვი გზა აღარ არის, ვგრძნობ რომ მეჩვევა, ეს კი პირველი ნაბიჯია, მალე მეც შენსავეთ შემომხედავს და აი მერე საერთოდაც აღარ დამრჩება დრო სინანულისთვის, მეც დაგივიწყებ და მასაც დავავიწყებ შენს თავს, გპიქრდები მისი გულიდან ამოგშლი და მთელ ადგილს დავიკავებ, იცოდე სიტყვას შევასრულებ_მაღლა აღმართა ბოთლი და სასმელი ბოლომდე გამოცალა. ბოლოჯერ შეავლო ძმად წოდებულს თითქოს ნაღვლიანი მზერა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა სასაფლაო. -გაიგეთ? ომი დასრულებულა. -როგორ არა, ყველა მაგაზე საუბრობს, ახლა დედები მხოლოდ კარებებისკენ მიმართავენ მზერებს. -ბედნიერი ის ვისაც ცოცხალი დაუბრუნდება. -თურმე ახლა მთავრობა აყვანილი ტყვეების ერთმანეთში გადაცვლას ცდილობს. -ხო, ხო თუ გაუცვალეს კი, რა ჯანდაად უნდათ რუსებს თავისი ორი კინკილა ჯარისკაცი, ჩვენები კი ასობით ეყოლებათ. -საწ....ბი, ალბათ როგორ პირობებში ეყოლებოდათ. -აბა აბა, იმედია დაგვიბრუნებენ. -ღმერთო რა ბედნიერებაა, ისედაც ამდენი ახალგაზრდა გაწირეს ტყუილ უბრალო. შორიდან ესმოდა თინას ეზოდან ქალების საუბარი და აცრემლებული აგრძელებდა ჭურჭლის რეცხვას, ეს მას არ ეხებოდა, მას აღარაფრის იმედი უნდა ქონოდა. შემდეგ კვირაში ნიკოლოზმა უკვე სამჯერ მოახერხა თინასთან დარჩენა, გოგო ამას სერიოზულად არ აღიქვამდა, ნიკოლოზი უბრალოდ სვამდა და დივანზე ეძინებოდა, თინაც იქვე ტოვებდა და ოთახის კარის ჩაკეტვის შემდეგ მშვიდად იძინებდა. ვერ ხვდებოდა კარს რა მიზეზით კეტავდა, მაგრამ გულისსიღრმეში რატომღაც საჭიროდ თვლიდა. -მარიამი? ეს მარიამია? ღმერთო ჩემო, ეს რა ჩვენი გენერალია?_ექოდა გადაურბინა ეზოს ხმებმა და შეყვირებამ, მაგრამ ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი ქალი არავისთან ყოვნდებოდა, ჯიუტად მიიწევდა წინ და გაცოფებული სახით შეიჭრა მაღაზიაში. თინა მომღიმარი სახით ემსახურებოდა კლიენტს და გოგოს დანახვაზე უკვე პარკში შეხვეული ტანსაცმელი აკანკალებული ხელიდან გაუვარდა. -სად არის_შორიდანვე ამოიკითხავდით მარიამის სახეზე განრისხებას. -მაა.... მარი... ღმერთო მარიამ_ატირებული ბლუკუნებდა თინა და გოგოზე მოხვევას ცდილობდა, მაგრამ მან ცივად გააშვებინა ხელი და თვალებშ ჩახედა. -ნიკოლოზი სად არის? -ნიკოლოზი? არ ვიცი, მარიამ რა ხდება? -რა ხდება და მაგ დამპალმა ნაბი*ჭვარმა მოსაკლავად დაგვტოვა რომ შენ ჩაეგდე ხელში, გესმის? საკუთარი ბავშვობის მეგობრები მოგვკლა იმის გამო, რომ შენი სიყვარული დაემსახურებინა. -გეგი...... -თინა, ნიკოლოზი სად არის? -არ ვიცი მარიამ, ჩემთან სამსახურის მერე მოდიოდა ხოლმე_ჯერ კიდევ გაშეშებულმა უპასუხა ავტომატურად და ცრემლი მტკიცედ მოიშორა თვალიდან. წამებში დატოვა მარიამმა მაღაზია და ბიჭის ძებნა განაგრძო. თინა კი გაშეშებული დატოვა, გოგო რამდენიმე წუთი გონებაში იმეორებდა მარიამის სიტყვებს და ვერც ხვდებოდა განრისხება როგორ იპყრობდა, ყველაფერი ამოუტივტივდა გონებაში, ნიკოლოზთან გატარებული დღეები, მისი მოხვევა, მის ანეგდოტებზე სიცილი, კომფორტი რომელსაც მასთან ზოგჯერ გრძნობდა და მთელი ხმით დაიკივლა. ის მთელ დროს გეგის მკვლელთან ატარებდა, თავისივე მკვლელთან ღალატზე აფიქრებინებდა, სიმწრისგან ლამის თავისი ხელები დაიჭამა თინამ, თუმცა მალევე მოახერხა ფეხზე წამოდგომა, უთქმელად დატოვა მაღაზია და სახისკენ გაემართა. გონებით მიუახლოვდა იმ უჯრას, სადაც მამამისის სახლიდან მოპარულ იარაღს ინახავდა და გონებაში წარმოიდგინა კიდევაც როგორ ესროდა ბიჭს. სახლში შესული ორმაგად გამწარდა, ბიჭი დივანზე დაწოლილიყო, ეძინა და მთელ სხეულს გადასაფარებელი უფარავდა. სწრაფი, თუმცა ჩუმი ნაბიჯებით მიიჭრა გოგო უჯრასთან, იარაღი უხერხულად დაიჭირა ხელში და დივანს მიუახლოვდა. დამცავი გადაწია და გონებაში მომდგარი ფიქრები უკუაგდო. რამდენიმე წამში მთელი ეზო ფეხზე წამოაგდო იარაღის ხმამ, რომელმაც კიდევ ერთი უდანაშაულო შეიწირა. -როგორ არის? -ქალბატონო უკვე მერამდენედ მოდიხართ, წინსვლა არ გვაქვს, ორსულობის გამო პრეპარატებს ვერ ვაძლევთ, რამდენიმე წუთით მოდის გონს და ისევ იკარგება, ერთი საკითხია რომელზეც თქვენთან საუბარი გვსურს. -რა თქმა უნდა,გისმენთ. -მან, თქვენ, მოკლედ რომ გითხრათ ბავშვზე მეურვეობა თქვენ გადმოგცათ. -მეე? თინას და გეგის შვილი? ღმერთო, ნამდვილად მე? მას მშობლებიც ყავს. -არა ქალბატონო მარიამ, მისმა მშობლებმა მთელი პასუხისმგებლობა მოიხსნეს მას შემდეგ რაც ქალბატონმა თინამ შემთხვევით საკუთარი მეუღლე მოკლა. -გასაგებია, ბავშვი ალბათ დაახლოებით სამ თვეში გაჩნდება არა? -დიახ, და თინას მკურნალობას შემდეგ დავიწყებთ, ფსიქოლოგიური აშლილობა საკმაოდ მძიმე დაავადებაა, ახლა რომ შესაბამისი მკურნალობა დავიწყოთ ბავშვის გადარჩენის შანსი არ გვაქვს, ჩვენ კი დედაც ავირჩიეთ და ბავშვიც. -გასაგებია, გმადლობთ რომ გაითვალისწინეთ, ახლა მხოლოდ შვილის ხათრით თუ გამოფხიზლდება, თორემ გეგის დაკარგვის შემდეგ სიცოცხლის აზრს ისედაც დაკარგავდა._სინანულით გადააქნია ფორმაში გამოწყობილმა მარიამმა თავი და საავადმყოფოს ტერიტორია ცრემლებ მომდგარმა დატოვა. ტყვედ აყვანის შემდეგ მარიამი იძულებული იყო ერთბაშად გაზრდილიყო, ცხოვრება მთელი თავისი რეალური სისასტიკით დაენახა და ამას შეგუებოდა, მიხვდა ისეთი რაღაცეებიც ხდებოდა რასაც ვერავინ გაუწევდა წინააღმდეგობას. ამიტომაც მიიღო გენერლის წინადადება და სამუშაო ძალოვან სტრუქტურებში განაგრძო, ასე რამდენიმეს დახმარებას მაინც შეძლებდა და ცოტა ხნით მაინც დაივიწყებდა რეალობის სისასტიკეს. რამდენიმე თვეში მართლაც გაისმა მის ტელეფონზე ზარი და ორი დღის შემდეგ, შავტუხა ბიჭი ჩააბარეს, მამამის ისე საოცრად გავდა მარიამმა მოწოლილი ცრემლები ვეღარ შეაკავა და ტირილით დატოვა ბიჭთან ერთად საავადმყოფოს ტერიტორია. -ისევ მოხვედით? ქალბატონო რამდენჯერ უნდა გითხრათ, პაციენტი რეაგირებას არაფერზე ახდენს. -უკვე სამი წელი გავიდა, თქვენ დამპირდით, რომ მკურნალობა უშველიდა, მაშინ რა ხდება? -ქალბატონო მარიამ, მკურნალობის მთელი კურსი გაიარა, სამედიცინო თვალსაზრისით ის ჯამრთელია, პატიმრობაც ორი თვის წინ მოიახადა, არ ვიცი მეტი რითი უნდა დავეხმაროთ, არ დგება, არ ლაპარაკობს, არ მოძრაობს, საჭმელს ძალით ვაჭმევთ. -მასთან შემიშვით... -ქალბატონო მარიამ... -გთხოვთ, ორი წუთი მომეცით უფლება, მე მის შვილს ვზრდი, მომეცით საშუალება დაველაპარაკო. -კარგით_ამოიხვნეშა ექიმმა -5 წუთი. -გმადლობთ_გახარებული გაიქცა პალატისკენ, თუმცა კარის შეღებისას გაშეშდა და ვეღარ მოახერხა მაგარი გოგოს ნიღაბს ისევ ამოფარებოდა. მისი ბავშვობის მეგობარი, ერთადერთი გოგო, რომელიც მთელი ცხოვრება გვერდით ედგა, გაშეშებული იწვა ლოგინზე, ჭერს მიშტერებოდა და იმდენად ნელა სუნთქავდა მკვდრადაც შერაცხავდით. -თინა, ღმერთო როგორ მომენატრე, იცი ბავშვი გეგის როგორ გავს? მაპატიე, მაგრამ შენი არაფერი აქვს, მთლიანად მამამისია, ამიტომ თავს უფლება მივეცი და გეგი დავარქვი_ბავშვის გახსენებისას ავტომატურად გაეღიმა მარიამს -იცი, ნიკოლოზი სამხედრო სასამართლომ გაასამართლა და სამუდამო მიუსაჯა, მე კი მთელ ჩემს ძალისხმევას და კავშირებს ვიყენებ, რომ მისთვის ეს დღეები გაუსაძლისი გახდეს. ამან არ მიშველა იცი?_მწარე ღიმილით ჩასრიალდა მარიამი იატაკზე და თავი კედელს მიაყრდნო -თავს კარგად მაინც ვერ ვგრძნობ, ვიცი, რომ ადამიანი, რომელმაც ამდენი ხალხის ცხოვრება არია ისჯება, მაგრამ მე რა? ამითი ვერც გეგი დავიბრუნე, ვერც შენ დაგიბრუნე, არც კი ვიცი რა აზრი აქვს საერთოდ რამეს_უკვე ცრემლებსაც აღარ მალავდა გოგო ისე აუცახცახდა მხრები და ხმა. -იცი, რას ვგრძნობ, როცა გეგი მეკითხება დედა სად არისო? როდის მოვაო, მამა ვინ იყოო, ჯერ ოთხი წლისაც არ არის და ყველაფერი იცის, იცი თქვენი ჯვრისწერის ფოტოთი ძინავს და მე არ ვიცი რა ვუთხრა, გესმის? არ ვიცი რა მოვუყვე დედამისის დაბრუნებაზე, არ ვიცი როგორ ავუხსნა რამდენად კარგი მამა ყავდა, არაფერი ვიცი გესმის? პოლკოვნიკის წოდება მაქვს და წარმოდგენა არ მაქვს როგორ ველაპარაკო სამი წლის ბავშვს მის არაჩვეულებრივ მშობლებზე. სულ მარტო ვარ, სულ მარტო გესმის? აღარავინ დამრჩა, ან ყველა მკვდარია ან ჩემი მოკვლა სცადეს. სულ მარტო_პატარა ბავშვივით მოხარა ფეხები მუხლებში და ხელები შემოხვია, თითქოს იქ დამალავდა ცრემლებით მთლიანად დასველებულ სახეს. -მე შენთან ვარ მარიამ, აღარასდროს მიგატოვებთ, მაპატიე, ორივემ მაპატიეთ, გეგისაც ერთად შევუქმნით უზრუნველ მომავალს და ერთად მოვუყვებით თავის უნაკლო მამაზე_ჩურჩლით გაისმა თინას ხმა ოთახში და გაოგნებისგან გაშეშებულმა მარიამმა მალევე იგრძნო ტანზე სუსტი ხელების შემოხვევა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.