შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობის სისასტიკე (3 თავი)


21-12-2018, 21:38
ავტორი naattii
ნანახია 1 571

მომდევნო დღეები წასულებისთვისაც და დარჩენილებისთვისაც მძიმე აღმოჩნდა, 67 ქვედანაყოფი ხშირად აწყდებოდა გზაზე მტრის პატარ-პატარა ჯგუფებს, რის შედეგადაც მეთაურთან ერთად, დაახლოებით ათი ადამიანი დაკარგეს, იარაღი გამოელიათ და ნახევრად შიმშილობდნენ.
-ვინ მეხვეწებოდა, ვინ მექაჩებოდა, ერთი ჩემ ტვინში ჩამახედა, დაიბადე გოგო? იყავი გოგო, მომინდომა აქ გენერლობა_ბუზღუნით გადაიკრა კიდევ ერთხელ დაშავებული ფეხი მარიამმა და სიცილისგან ძირს დავარდნილ ნიკოლოზს ამრეზით დახედა.
-ერთი მაინც დამარეკინა რა_თავისი გაჭირვება ქონდა გეგის, -ალბათ გიჟს გავს თინა, იმედია რადგან დავიკარგეთ მკვდრებად არ გამოგვაცხადეს.
-აუ, იღადავეთ ჩვენზე ცნობები რომ მივიდეს და რამდენიმე დღეში გმირებად რომ ჩავალთ ცოცხლები, ორივე ფეხით_ოცნებაში სცენა წარმოიდგინა მარიამმა.
-აუ ამას არაფერი ეშველება_სიცილი აუტყდა ერთ-ერთ ბიჭს -ჯერ შიმშილს გადავურჩეთ და გმირები მერე ვიყოთ, ან მაგარი ტეხავს ტყვიების არქონით რომ ჩაგვცხრილონ_გამომწვევად დაანახა პურის ბოლო ნაჭერი ძეხვთან ერთად როგორ ჩაკბიჩა.
-არაყი მაინც არ გაგვეთავებინა_ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მეხუთემ.
-ჩუ, ხმები მესმის_ფეხზე წამოხტა მეექვსე და ფრთხილად გაიჭყიტა ბუჩქებიდან. -ჩვენები ყოფილან_მალევე შესძახა გახარებულმა და ფეხზე წამოიმართა.
სიხარულით აეკიდნენ დანარჩენებიც, ბუჩქებს მიღმა პატარა შენობა ქართველებს გაემაგრებინათ და შტაბი მოეწყოთ, ახლა იქედან ყველანაირი მარაგი გამოქონდათ და სატვირთოს ავსებდნენ.
-რაზმი?_მაშინვე გამოეყო დანარჩენებს მეთაური და ახალ მისულებს წინ გადაუდგა
-67, საჭმელი გააქვთ? სად მიდიხართ? ჩვენი მეთაური დაიღუპა, ვინ გვიპატრონებს? უკან დაგვაბრუნებთ?
-ამოისუნთქე გოგონა რა_მობეზრებულმა აიქნია ხელი კაცმა.
-რაო ამან როგოროო?_გეგის გადახედა მარიამმა, რომელმაც მაშინვე დაუბრიალა თვალები გაჩუმდიო.
-წამოგვყევით, ჯერ ჩაბარგებაში მოგვეხმარეთ, დაბომბვის საშიშროებაა და მერე თან წაგიყვანთ, დაღუპულები გვეგონეთ_მხრები აიჩეჩა მეთაურმა და შტაბში შეაგზავნა ნივთებისთვის.
-გაგვწყვიტა ამ ვირიშვილმა, ჯარისკაცები ართ თუ მუშები_ძლივს მიათრია მანქანამდე კონსერვის ქილების ყუთი მარიამმა და შუბლზე მომდგარი ოფლი მოიწმინდა.
-ორივე_თვალი ჩაუკრა ნიკოლოზმა და სატვირთოშ მოთავსდა.
-წავედით_მაშინვე შეყვირა კაცმაც და მძღოლის სახურავზე ორჯერ დაარტყა ხელი.
ნელა დაიძრა სატვირთო და უკან მოიტოვა დასაბომბად გაწირული კიდევ ერთი ლამაზი შენობა საქართველოს ტერიტორიაზე. ომი ხომ ზუსტად ესაა, ანადგურებს ყველას და ყველაფერს რაც გზაზე შემოხვდება, არავის ინდობს და არავის იცოდებს.
-ჯანდაბა, თინას ყელსაბამი, ალბათ შიგნით დამივარდა, გამიჩერეთ_ჩასახტომად მოემზადა გეგი.
-გეგი გაგიჟდი? ახალს უყიდი_ხელით დაიჭირა ნიკოლოზმა
-ისეთს ვეღარ ვუყიდი, ცოლობაზე რომ დამთანხმდა მაშინ ვაჩუქე, გამიჩერეთ_დაიღრიალა და შენელებულ მანქანიდან დაუფიქრებლად ჩახტა.
-ფუ ამის, რატო ხარ ძმაა, აააჰ_შეცხადებით მიყვა მარიამმიც და მაშინვე მიყვა უკან, კიდევ იგრძნო ვიღაცის ნახტომი და მიხვდა ნიკოლოზი იქნებოდა, გაეღიმა, რაცარუნდა ქალი ჩამდგარიყო მათ შორის ერთმანეთს მაინც არ მიატოვებდნენ.
-რას ალაგებდი? სად დაგივარდებოდა?_შტაბში შევარდნილმა გოგომ მაშინვე მოათვალიერა იატაკი.
-სადღაც სარდაფთან _თვალს არ აცილებდა იატაკს გეგიც.
-ჩავიდეთ მოდი_სარდაფის კარი გამოაღო მარიამმა.
ამ დროს უკვე ნაპოვნი კულონით იდგა ნიკოლოზი და აცრემლებული თვალებით დაჰყურებდა საძულველ ნივთს. დღემდე მწარედ ახსოვდა ის დღე, როდესაც როგორც იქნა თინა პირველ გასეირნებაზე დაითანხმა, პირველზე და უკანასკნელზე, რადგან სწორედ მაშინ იქ შეხვდნე გეგის სხვა გოგოსთან ერთად და სწორედ მაშინ მიხვდა, რომ იმ ბიჭზე ეჭვიანობდა, აქამდეც ათასჯერ ქონდა ნიკოლოზისთვის უარი ნათქვამი, იმ დღეს კი გადამწყვეტად უთხრა და მეგობრებად დარჩენა თხოვა. მეგობრებად, რა სასაცილო სიტყვაა და ზოგჯერ რამხელა სიყვარულს იტევს, მერე რა რომ ყოველ დღე ერთად უყურებდა, მერე რა, რომ ბედნიერები იყვნენ, მერე რა, რომ მშობლებმა ძალით გააგზავნეს ამერიკაში ჭკუაზე რომ მოსულიყო, არც არაფერი შეცვლილა, ისევ ისე უნდოდა იმ თავხედი გოგოს დაპატრონება. სარდაფში ჩასულ მეგობრებს გადახედა და ველურმა სიბოროტემ გაუელვა თვალებში. წამები დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად და მეგობრების გასაწირად. გადაწყვეტილება გამყარდა თვითმფრინავის ხმა რომ მოესმა და დაბომბვის გაფრთხილე მართალი აღმოჩნდ.


-ჯანდაბა, გეგი თვითმფრინავი, შეიძლება დაგვბომბონ, ბოდიში მაგრამ თინას შენ უფრო ენდომები თუ ეგ საჯანდაბე კულონი? ბოლო ხმაზე დაჰყვირა მარიამმა და ბიჭს მკლავში დაეჯაჯგურა.
-კარგი, მაინც არ არის აქ, წავიდეთ_სწრაფად გამოერკვა ბიჭიც და კიბეებს აუყვა, თუმცა მალევე მოუწია გაჩერებულიყო -დაკეტილია_გაკვირვებულმა დახედა მარიამს.
-ღადაობ ხო?_ნერვიულად გაეცინა გოგოს და ამჯერად თავად დაეჯაჯგურა კარის სახელურს.
-ნეტავი, ამ ნაბიჭვარმა რა, სასიკვდილოდ გაგვწირა?_გაოგნებას ვერ იშორებდა ბიჭი და თითქოს თავის თავს ეკითხებოა.
-ეს... ეს....
-ხო, ეს ნაბი*ვარი შენი ძმაკაცი იყო_წარბი აუწია ბიჭმა და ბეჭით ეცადა კარის გამტვრევას. ნამდვილად შეძლებდა რამდენიმე წამში მიწას რომ არ დაეწყო ძვრა.
-ეს რაღა ჯანდაბაა_უკვე შელახულ კიბეს დახედა მარიამმა.
-ბომბი ჩამოგდეს, შემდეგი ალბათ ეს შენობაა_ფიქრიანად მოავლო მზერა გეგიმ სარდაფს და რკინის მაგიდას გახარებულმა შეავლო თვალი.
-სწრაფად_ხელი სტაცა გოგოს და მაგიდასთან ერთად ერთ-ერთ კუთხეში მიაგდო. მაგიდის ქვეშ შეძვრა და გოგოსაც აიძულა შეყოლა, ძირს მოკუნტა და თვითონაც ზემოდან გადაეფარა.
მარიამმა შეკივლება კი არა, შეშინებაც ვერ მოასწრო ქართველების ერთ-ერთ შტაბად წოდებულ შენობას რუსების ბომბი რომ დაეცა და კიდევ ერთი ქართული, ლამაზი ნაგებობა გაანადგურა.

შორიდან უყურებდა ნიკოლოზი დაბომბვას და ვერც შეამჩნია რამდენიმე ცრემლი როგორ ჩამოუვარდა თვალიდან, სატვირთო რა თქმა უნდა აღარ დახვდა, ნატკენი ფეხით მოუწევდა უკან დაბრუნება, მაგრამ ახლა ეს არ იყო მთავარი. უყურებდა მიწასთან გასწორებულ შენობას და მასში დანაშაულის გრძნობა და შური ებრძოდა ერთმანეთს. ახლა რაღა აზრი ქონდა? გასაკეთებელი გაკეთებული იყო, ახლა მთავარი რაც შემდეგი იქნებოდა ის იყო, მთელი ძალით მოუჭირა მუჭი თინას ყელსაბამს და წარმოიდგინა, როგორ ჩიხუტებდა გულში ატირებულ გოგონას და გეგის სიკვდილისგან აღელვებულს თავად დაამშვიდებდა.



რა ნაბი*ჭვარია ნიკოლოზი,როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ მეგობრები? ჯანდაბას გეგა სძულდა, მაგრამ მარიამმა რა დააშავა? საზიზღარი ბიჭი. თინა მაინც არ შეიყვარებს და ეგ იქნება მაგის ყველაზე დიდი სასჯელი. უპასუხო სიყვარული და სინდისის ქენჯნა დატანჯავს მთელი ცხოვრება,მაგრამ იმედია დიდხანს არ იცოცხლებს :) მინდა თინა და გეგას ბედნიერება და კიდევ მარიამი ნამდვილი გენერალი უნდა გახდეს :) გელოდები ახალი თავით ❤

 


№2  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
რა ნაბი*ჭვარია ნიკოლოზი,როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ მეგობრები? ჯანდაბას გეგა სძულდა, მაგრამ მარიამმა რა დააშავა? საზიზღარი ბიჭი. თინა მაინც არ შეიყვარებს და ეგ იქნება მაგის ყველაზე დიდი სასჯელი. უპასუხო სიყვარული და სინდისის ქენჯნა დატანჯავს მთელი ცხოვრება,მაგრამ იმედია დიდხანს არ იცოცხლებს :) მინდა თინა და გეგას ბედნიერება და კიდევ მარიამი ნამდვილი გენერალი უნდა გახდეს :) გელოდები ახალი თავით ❤

არც ეგრე ტკბილად და ბედნიერად იქნება საქმე :(

 


№3  offline წევრი nini :)

მოვკლავ ნიკოლოზს..... ვერ ვიტან მასეთ ხალხს..... იმედია ცოცხლები გადარჩნენ..... და იმეედი მაქვვს გეგი და მარიამი ჭკუას ასწავლიან ნიკოლოზს...... მაგრამ შენ როგორც ყოველთვის რაღაც გამოსავალს მოუძებნი.....

 


№4  offline მოდერი naattii

eremar
სწრედ ასეთი სასტიკია რეალობა, რაც გუშინ მთელი სიმძფრით შევიგრძენი! ბოლოს ყველა მოღალატე აღმოჩნება ხოლმე, სამწუხაროდ. ვერავის ენდობი ადამიანი:((9

ნამდვილად <3

nini :)
მოვკლავ ნიკოლოზს..... ვერ ვიტან მასეთ ხალხს..... იმედია ცოცხლები გადარჩნენ..... და იმეედი მაქვვს გეგი და მარიამი ჭკუას ასწავლიან ნიკოლოზს...... მაგრამ შენ როგორც ყოველთვის რაღაც გამოსავალს მოუძებნი.....

რთული ამბებია წინ :(

 


№5  offline მოდერი მარტო სახლში

dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

 


№6  offline მოდერი naattii

მარტო სახლში
dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent