"უკანსკნელი ნატვრა"
"უკანსკნელი ნატვრა" (არვიცი საიდან მომაგონდა ამ ზამთარში ზაფხულის პერიოდზე წერა მაგრამ იმედია მოგეწონებათ დამიწერეთ გავაგრძელო დადება თუ არა ) I თავი 3ივლისი გუშინდელი დღესავით მახსოვს ის დღე როცა ყველაფერი დაიწყო.დილით ირაკლიმ და ნაკომ მომაკითხეს, როგორც ყოველთვის სახლში მარტო ვიყავი.შემოსვლისთანავე დივანზე წამოსხდნენ და ქოთქოთი დაიწყეს. -5წუთის წინ დავიბანე წარმოგიდგენია და ისე ცხელა ისევ დასაბანი ვარ როშემომხედოს ვინმემ ერთი თვის დაუბანელი ვეგონები. -კაირაა ნაკო მთელი გზა მაგაზე მეწუწუნები მანქანაში კონდინციონერი ხო ჩაგირთე ნინისაც ჩართულიაქ სახლში ამოგვასუნთქე და დაისვენე შენც. -ნაკო შენ სულ უკმაყოფილო როგორ ხარ გოგო. სიცილით შევეგებე და მეც მათ გვერდით ჩამოვჯექი. -აბა რას ვაპირებთ მივდივართ ნინ ხვალ საყიდლებზე? -ხო თუ იკა წაგვიყვანს. და გამომეტყველებით "გთხოვ იკა ხვალ გაგვიყვანე თორე უშენოდ მოვკვდებით" გავხედე. -მერამდენედ? უკვე თავი თქვენი მძღოლი და მონა მორჩილი მგონია. -აუუ იკა ბოლოა მაართლა და თვალი ჩავუკარი ჩუმად ნაკოს. -ერთი პულტი მომაწოდე რა თქვეგან კაცი ხო ვერაფერს ვერ გაიგებს ტელევიზორს მაინც ჩავრთავ. თქვა და ტელევიზორი იქამდე არ გააჩერა სანამ ლამაზ გოგოებს არ მოკრა თვალი.ზუსტად არ მახსოვს მაგრამ მგონი რაღაც რეკლამა იყო საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი გოგოები პლიაჟზე მიდიოდნენ და რაღაცას არეკლამებდნენ ამდროს ირაკლის ოხვრა გვესმის მე და ნაკოს და სიცილით ვკვდებით ჩვენთვის ჩუმად. -აუუუ შეხედეთ რა გოგოები არიან თქვენ კი არ გგვანან ერთი აქ მანახა ესეთი გოგოები ეგრევე სამივე თუ არ დავკერო. ყეყეჩობდა ირაკლი სანამ ნაკოს ხელი არ მოხვდა. -ირაკლი ჩემო ბიძაშვილო შენ სულ დადებილდი ხო? ნინაჩკა გახსოვს სკოლის ბოლო დღეს ბავშვები რო სახლებში ვბრუნდებოდით და სალოც რო ჩვენი გზით მოდიოდა რამაგრა დაკერა არა?ერთი თვალის ჩაკვრა და გოგო ხელებში დაადნა სიცილით კვდებოდა ნაკო. -აუუ გადი რა შენ ვის რას ეუბნები უკვე ოფიციალურად სკოლა დამთავრებულიხარ და ამხელა ქალს ჯერ შეყვარებულიც კიარ გყოლია რეებს მებჟუტურები. -ვაიმე იკა ჩუმად იყავი სიცილით გადავხედე ნაკოს ეგ სალო გივიკოს და არარი? -ჰო და ჩვენი ირაკლი ისეთი დიდოსტატია გოგოების დაკერვაში რეკორდი დაამყარა ალბათ მალე გინესის წიგნში შეიყვანენ "ირაკლი რომელმაც მსოფლიოში ყველაზე ბევრი გოგო დაკერა" დიდი აღტაცებით გამოაცხადა ნაკომ. ის სალო სულ დააფრთხო ამხელა მოზვერი თავზე დაჰყურებდა და გოგოსავით გაწითლებული თავდახრილი ეუბნებოდა თუ გინდა სახლამდე მიგაცილებ და ჩანთას დაგიჭერო. ისე გაწითლდა გოგომ იფიქრა რამე არ დაემართოს და ჯანდაბას სახლამდე მიცილება ჩემით მივალო.ეს კიდე მოგვიტრიალდა და მთელი დღე ჩვენზე იყარა ჯავრი. -ეეე ნუ აბუქებთ. თქვენც კიდე ისე დამცინით გეგონება ყოველდღე ბიჭებს იცვლიდეთ 18 წლის გოგოები ხართ და შეყვარებულს რო გიხსენებენ სიცილით კვდებით შეყვარებული რა ხილიაო როდის უნდა მორჩეთ? აჰა შენ ტკბილეული და დაგვასვენე უკვე მობეზრებულმა დიდი თეფშით სავსე შოკოლადები დავუდე. -ჰაჰაჰა. გადაიხარხარა იკამ და გამომწვევი თვალებით შემოგვხედა ჩემი გაჩუმება გინდათ? ვერ ეღირსებით მოდი ამ ზაფხულს დაგიმტკიცებთ რომ ყველაზე ბევრ გოგოს მე დავკერავ თქვენ კიდე ისხედით ჩალაგამოვლებულებივით და უყურეთ სპანჯბობებს. -ვააი ხედავ ნინ რეებს ლაპარაკობს მოდი ვაჩვენოთ ამ მოზვერს კლასი და ერთხელ და სამუდამოდ ჩავაგდებინოთ ჩვენ მეზობელ ლამარაზე გრძელი ენა. -ჯანდაბას! ერთი ბიჭი როგორ ვერ უნდა გავაბრიყვოთ ამის ჯიბრზე სიცილით გადავხედე შოკოლადით პირგამოვსებულ იკას. -ვინც პილველი დაკერრრვს იის იგბს. ძლივს გვითხრა შოკოლადით სავსე პირით. -რას იგებს ერთი ვიცოდე? უცბად ნაკომ წამოყო თავი და აღფრთოვანებულმა თავისი იდეა გაგვიზიარა. -მოკლედ ბავშვებო თან გავერთობით ზაფხულია თან დავადგენთ იკას სიდებილის საზღვარს.ესე მომაფიქრდა რომ თუ იკა მოიგებს და გოგოს დაკერავს ჩვენზე ადრე (ნუ ჩვენ რათქმაუნდა ბიჭებს) მაშინ მანქანით სადმე გაყვანაზე კრინტსაც აღარ დავძრავთ. თუ მე მოვიგებ იცოდეთ ორივე ჩაეწერებით იმ მუსიკის გაკვეთილებზე ხოიცით არა დედაჩემს როგორ უნდა თან თქვენ რო იქნებით გავერთობი. დათუ ნინაჩკავ შენ მოიგებ მაშინ მე და იკა იმ ფუფალა ნანუკას ფართიზე გამოგყვებით. -თავი ფენტეზის ფილმში მგონია რა დაკერვები აგიტყდათ ვუთხარი და თავით მაცივრის საყინულეში შევყავი სიცხისგან შეწუხებულმა. -აუ წეღან არამბობდა გოგო იკას ჯიბრზე ვითამაშებო იცოდე დაგვთანხმდი თორე მაგ საყინულის კარებს მიგიხურავ და მერე შენს თავს დააბრალე ნინაჩკავ! -ნუ მეძახით ამ უაზრო სახელს ნინაჩკა რა არი ნინი მქვია ვაახ! და აღარ მინდა გადავიფიქრე.სანამ აქ მოხვალ კიდე შე მოზვერო ადამიანო იქამდე თავს გამოვყობ ვუთხარი ბურტყუნით. -მშიშარახარ ნინაჩკა და ყურში ნაკომ იკას რაღაცა გადაჩურჩულა. მართალი იყავი იკა რაა ეშინია ბიჭთან სხვანაირად კონტაქტის სერიოზულად გამომეტყველებით ეუბნებოდა. ვაიმე ახლა რო ავდგები და ორივეს ცხელ წყალს გადავავლებ ამ სიცხეში მერე იძახონ ეშინია ბიჭთან კონტაქტისო ვფიქრობდი ჩემთვის და ნაკოს წესებზე დავფიქრდი. -მოკლედ ნანუკას ფართიზე გამომყვებით და ერთად ჩავაშხამებთ როგორც მე ჩამიშხამა სკოლის ბოლო დღე, და კიდეევ ნინაჩკას აღარ დამიძახებთ ამიერიდან. საყინულედანაც კი ვიგრძენი როგორი გახარებულები იყვნენ თავი გამოვყავი და ჩემი საფირმო სახით გავხედე. -ოოო ნინ რა მონდომებულიხარ გახარებულები წამოვიდნენ ჩემსკენ და ორივე ჩამეხუტნენ. -იკა მგონი ისევ ცხვირიდან ჩამოგდის როგორც ბავშვობაში.სიცილით უთხრა ნაკომ. -ეღადავე შენს დაქალებს შე წუნკლიანი დედაბერო. მე და ნაკო სულ ასე ვაბრაზებთ ჩვენს სიმპათიურ იკას. პატარაობაში პირველ კლასში რო ვიყავით ერთხელა დააცემინა და ცვირიდან წამოუვიდა მე და ნაკო კი სალფეთქს არვაძლევდით მთელი კლასი მაგაზე ხარხარევდა ბოლოს იკა ისე გაბრაზდა მგონი ყველა ბიჭი ცემა ვინც ამ თემაზე ეღადავებოდა ჩვენზეც ძალიან ბრაზდებოდა, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებულად ვუყვარვართ ნაკო მისი ბიძაშვილია მეკიდე მათთან ერთად გავიზარდე და ძმასავით არის ჩემთვის. -ანუ რახდება დღეიდან ბრძოლა წესების გარეშე იწყება? ცუღლუტური სახით შემოგვხედა იკამ. -დროის ათვლა დაიწყო ვინც პირველი იქნება რათქმაუნდა ის მოიგებს. ამდროს კი ნაკო ფანქარასთან მივარდა და აქეთ იქით დაიწყო ტერიტორიის თვალიერებადა ბოლოს ჩამჭრელი კითხვით შემოგვიტრიალდა მე და იკას როცა ორივე დედაჩემის გამომცხვარ ბლინებს მივირთმევდით და გვკითხა. -ეს ყველაფერი კარგი მაგრამ როდემდე გაგრძელდება ჩვენი მტრობა? -მმმ დავფიქრდი და ამომწურავად ვუპასუხე 1თვე მაქსიმუმ ნაცნობს არ ვეხებით იცოდეთ მერე არდაიწყოთ არ გაგიფრთხილებივართო. როდესაც გეგმები შევიმუშავეთ უკვე საათი 9ს აჩვენებდა ჩემი "მტრები" წავიდნენ და დედაც მალე მოვიდა. მას კარებშივე შევეგებე და დღევანდელ დღეზე ვკითხე. -აბა ჩემო დედიკოვ როგორი იყო შენი დღე საავადმყოფოში რამე საინტერესო მოხდა ისევ თუ ლალის ხაჭაპურებზე გაგივარდათ ამბავი? დედაჩემი მომეალერსა და დაღლილი იქვე ჩამოჯდა. -ლალი ისევ გაოცებულია და მთელი საავადმყოფოს მომუშავე პერსონალი მაგაზე იცინის ხანდახან მეცოდება დედი ყველა მაგას აცლის იმ ხაჭაპურებს მერე გველაპარაკება მგონი ვგიჟდები სახლიდან 2 დიდი ხაჭაპური წამოვიღე ვიხედები პარკში დაერთი ნაჭერი გდია ისიც მოკბეჩილიო ჩვენ კიდე სიცილს ძლივს ვიკავებთ სამი დღეა ქალი გაგიჟებასაა თან კისკისებდა დედაჩემი და ისე მიყვებოდა. -მოკლედ ერთი უნდა შემოგიაროთ მეც და დავაგემოვნო მაგისი ხაჭაპური ჩუმად.ისეთი გემრიელია ხალხი ცდუნებას ვერ უძლებს და ალბათ მაგისი ბრალია ჩვენი ლალიკოს "გაგიჟებაც". -კაი შვილო წავედი მე წამოვწვები დაღლილივარ ძალიან ღამეს ნუ გაათენებ შენც დაწექი. დედაჩემმა ტანსაცმლისთვის ფული დამიტოვა შუბლზე მაკოცა და დასაძინებლად თავის ოთახში შევიდა.მეკიდევ ჩემი ნოუთბუქი გავშალე და გადავწყვიტე ზაფხულის დარჩენილი დღეებჯ ჩამეწერა რადგან მისაღები გამოცდები უკვე ჩაბარებული გვქონდა და სწორედ დღეიდან იწყებოდა ჩვენთვის ზაფხული. (დღეიდან იწყებოდა ის გიჟური დღეებიც რაც შემდეგ თავს გადაგვხვდა) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.