შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსახდენი უნდა მოხდეს (თავი III)


11-01-2019, 19:02
ავტორი Loving Girl_2
ნანახია 1 361

მოკლედ,ძალიან კარგად ვერთობით.სიმღერები ბოლო ხმაზე გვაქვს ჩართული.
ლიზა და ლუკა ემესიჯებიან ერთმანეთს,მიუხედავად იმისა რომ გვერდიგვერდ ზიან,ხოლო ნინის გიორგის მხარზე სძინავს.
მე და ანდრია ზოგჯერ თუ შევხედავთ ერთმანეთს,ბოლოსდაბოლოს საჭეს ატარებს ბიჭი,და ხშირად ვერ შემომხედავს.ასე უჩვეულოდ მაგრამ,კარგ მდგომარეობაში მყოფნი ვისხედით მანქანაში.
რამდენიმე წუთის შემდეგ,ანდრიამ მანქანა გააჩერა და გადავიდა.
-ანდრია,სად მიდიხარ?-ვეკითხები მე,ის კი უბრალოდ მაიგნორებს.
შევამჩნიე რომ გზაზე იდგა გაფუჭებული მანქანა და ალბათ დასახმარებლად მიდიოდა.
-ესენი ჩვენი კლასელები არ არიან?-გაკივირვებული ეკითხება გიორგი ლუკას.
-კი,წამო გადავიდეთ.
ლუკა და გიორგი მივიდნენ ბიჭებთან და გოგოებთანაც და მიესალმნენ,ამის მერე კი ისევ მანქანაში ჩაჯდნენ.
ანდრია კი ისევ იქ იყო,ბიჭებთან დგომის ნაცვლად,ვიღაც გოგოსთან ერთად იდგა და საუბრობდა
-ეს ვინ არის?-ვეკითხები გიორგის.
ის კი პასუხს აყოვნებს.
-ის...ის ელენეა.
-ელენე?თქვენი კლასელია?
-ანდრიას შეყვარებული-ამბობს ლუკა,თან ტელეფონს თამაშობს მერე კი გაბრაზებულ გიორგის უყურებს.
-რა.სიმართლე არაა?-და მერე ისევ მიყურებს და თავს ხრის.
-არაუშავს ბიჭებო,და ვუღიმი ისე თითქოს ეს ამბავი არ მაინტერესებს.
-მოიცა,მეგონა რომ შენ ანდრიას მიმართ რამეს გრძნობდი.
-რა სისულელეა,გიორგი.მოგეჩვენა.ანდრია უბრალოდ მეგობარია-და ისევ ვუღიმი.
ამ დიალოგის მერე ანდრია ჯდება მანქანაში.
-მისმინეთ, ჩვენი კლასელები ჩვენთან ერთად მოდიან,წინააღმდეგები ხომ არ ხართ?
წინააღმდეგი არავინ იყო.ნუ ხოო მე კი ვიყავი მაგრამ...ჩემს სიტყვას რა ძალა ჰქონდა.ერთ საათზე მეტი აკეთებდნენ ბიჭები მანქანას,მერე კი როგორც იქნა დავიძარით.
-რა გაფითრებული სახე გაქვს?-მეკითხება ანდრია,რომელიც მანქანას ქოქავს.
-თავი მტკივა,დასვენება მჭირდება,მგზავრობა არ მიყვარს.
-აჰჰა გასაგებია,მალე მივალთ და დაისვენე
-კარგი.
მთელი გზა ხმა არ ამომიღია,საშინლად ვბრაზობდი მაგრამ მიზეზი მე თვითონაც არვიცოდი.
აი,გავიარეთ ტყე,რომელიც გარემოცული იყო ბურუსით,საშინლად ბნელოდა.
შევედით დიდ,ულამაზეს ეზოში სადაც ცენტრში უზარმზარი სახლი იდგა.
გადმოვედი მანქანიდან,მეორე მანქანაც შემოვიდა ეზოში,საიდანაც გამოვიდა ელენე,კიდევ სამი გოგო და ოთხი ბიჭი.მოკლედ დადგა მომენტი,უნდა გავიცნოთ ერთმანეთი,რაც ცოტა არიყოს არ მინდა.ნინი და ლიზი გაიცნეს ჩვენმა სტუმრებმა,ნუ ჩვენმა რა,ანდრიას,ლუკასა და გიორგის სტუმრებმა.ჯერი ჩემზე დადგა.ელენე გავიცანი პირველი,არ დაგიმალავთ და თავიდანვე არ მომეწონა ეგ ანდრიას "გოგო",არ მომწონს ასე რომ ვეძახი მაგრამ არაუშავს.
ელენე ჩემზე ლამაზია ვაღიარებ,მაღალია, გრძელი ფეხები აქვს,ძალიან გრძელი წითური თმა,დიდი თვალები,გაბერილი ტუჩები და სახეზე ჭორფლები.ანდრიას გემოვნება მართლაც აქვს,ელენეს მოკლე შორტი ეცვა და თეთრი მაისური რომელზეც შიშველი მკერდი უჩანდა.გავიცანი შავგრემანი მართა,მართა ერთადერთი იყო რომელმაც მომხიბლა,ლამაზიც არის და კარგი,სუფთა გარეგნობის.ლილი და ნათია ტყუპები არიან,მაგრამ მე რომ მკითხო საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს.ბიჭებიც გავიცანი,აქ მარტო ელენე და ბიჭები ყოფილან ჩვენების კლასელები,ნათია საბას შეყვარებულია,ლილი კი სანდროს შეყვარებული.საბა და სანდრო გაიცანით უკვე.როგორც გავიგე ზურას და მართას ერთმანეთი მოსწონთ.
მეოთხე?მეოთხე ბიჭი სულ არ გადმოსულა მანქანიდან,მაგრამ საყვარელი ჩანდა.
-ვის უყურებ?-მეკითხება მართა.
-იმ ბიჭს,მანქანაში რომ ზის.
-ყურადღებას ნუ მიაქცევ,ცოტა თავისებურია.
-თავისებურში რას გულისხმობ?
-განსხვავებული.
-სახელი?
-ირაკლი,ირაკლი ჰქვია.
-საყვარელია.
-კი საყვარელია,მეექვსე კლასში მეც მომწონდა მაგრამ,ცოტა სხვანაირია არავინ არ მოსწონს.
-შენ ზურა მოგწონს?
-შეიძლება ასეც ითქვას.
მოლკედ ყველანი შიგნით შევიდნენ სასაუზმოდ,მე კი მოვიმიზეზე თავის ტკივილი და ზემოთ ავედი,ოთახში სადაც მე მართას და ელენეს უნდა გვეცხოვრა.
-რა საშინელებაა,ის კოცნა რა იყო?თუ შეყვარებული ყავდა მე რატო მკოცნიდა?ან რატო გადამარჩინა?რატომ მიცავდა?ვერ გავიგე.არ მომწონს აქ ყოფნა,ვის ვინ მოსწონს ვერ გაიგებ.-ვბურტყუნებდი ჩემთვის და ფანჯარიდან ვაკვირდებოდი ირაკლის,რომელიც ტელეფონში ვიღაცას ემესიჯებოდა და მანქანის ფანჯრიდან სიგარეტს აბოლებდა.
-ლიდია,ლიდია.
-გისმენ-თავი გამოვყავი ბალიშიდან
-იცი რომელი საათია?
საათს დავხედე
-7ის ნახევარია
-მერე?სამი საათია რაც გძინავს,აქ გასართობად ვართ და არა იმისთვის რომ გამოვიძინოთ.დღეს ხომ ახალი წელია.-თან მიღიმის.
-საერთოდ არ ვარ საახალწლო განწყობაზე.
-ლიდია,რახდება მითხარი-და გვერდით მომიჯდა.
-ანდრია რას აკეთებს?
-ელენესთან ერთად გარეთ გავიდა,ახლა ჩვენც უნდა წავიდ...-სიტყვა გაწყვიტა.
-რამოხდა.
-ანდრია მოგწონს?
-როგორ მიხვდი?
-რატომ იკითხე?იმიტომ რომ მოგწონს.
-ანდრია შენი კლასელი იყო?
-კი,კარგი მეგობრები ვიყავით,ძალიან თბილი ადამიანი იყო,მაგრამ შეიცვალა.
-ჰო,ანდრია მიყვებოდა.
-ელენე და ანდრია ოთხი წელია ერთად არიან.
-ესეიგი შანსი არმაქვს?
-არვიცი,შენს მიმართ რამეს გრძნობს?
-ერთმანეთს ვაკოცეთ.
-რაა?თვითონ გაკოცა?
-ჰო,თვითონ.
-მაშინ ესეიგი შენით დაინტერესებულია,ხომ იცნობ ბიჭებს.
-რა ვქნა?
-აეჭვიანე.
-ვაეჭვიანო?
-ჰო
-ვიზე ვაეჭვიანო?
-ჰმმ-აქ ყველას მეწყვილე ჰყავს,საბაზე ვერა ნათიას შეყვარებულია,არც სანდროზე,ლილის შეყვარებულია,ზურა ჩემია-ჩაიცინა.
-ირაკლი
-რა?
-ირაკლიზე ვაეჭვიანოთ მართა.
-ჰო,მართალი ხარ ლიდია.
-მაგრამ ასე არ ჩამოხვიდე,საშინლად გაცვია.
-მე სულ ასეთი სტილის ტანსაცმელები მომაქვს.
-ჩემი გარდერობიდან ავიღოთ.
-მოკლედ ძალიან მაგარი ადამიანი ხარ.
ჩაიღიმა და ჩანთაში იქექებოდა,მე კი იქით აქეთ დავდიოდი.
-ვიპოვე-გამოიტანე მწვანე კაბა,არც ისე მოკლე,უკან ჩახსნილი და მკერდთან ცოტა ჩაჭრილი.
-ეს ძალიან გამომწვევია.
-რას ამბობ,ძალიან მოგიხდება,თან დღეს ახალი წელია,ყველა გამოიპრანჭება.
-კარგი,კარგი.
ჩავიცვი მწვანე კაბა და შევუთავსეთ ჩემი თეთრი კეტები.მართამ მაკიაჟი გამიკეთა,თმა კი რბილად ამიწია ზემოთ.გადმოვიცვი ჩემი ტყავის კურტკა.მე თვითონ მიკვირდა ჩემი სილამაზის.
-ლიდია,რა ლამაზი ხარ
-მადლობა მართა.
-ახლა ელენეს დაჩრდილავ,სიმართლე გითხრა,საერთოდ არ მეხატება ეგ გოგო გულზე.
-კარგი ჩავიდეთ?
-ჩავიდეთ-მეუბნება მართა და კარს აღებს.ქვემოთ ჩავედით,კიბეებზე ჩავდიოდი,ყველა მე მიყურებდა,ირაკლიც მიყურებდა,ქვემოთ რომ ჩავედი გამეცნო
-მე ირაკლი მქვია,ძალიან ლამაზი ხარ.
-მე ლიდია ვარ,მადლობა.
ის ადამიანი არ იყო ვის გამოც ასე გამოვიპრანჭე.
-კარგი წავედით(ზურა)
გავედით გარეთ,ცოტა ვისეირნეთ სახლის გარეთ,ტყეში.ირაკლი უკან მარტო მოდიოდა და ისევ ტელეფონში იჭყიტებოდა.აი,გამოჩნდა ანდრია,ელენესთან ერთად მოდიოდა.
-ჩვენ უკვე ვბრუნდებოდით.
-მოდი დამალობანა ვითამაშოთ(ლუკა)
-რისი დამალობანა ტოო,ბავშვები ვართ-დაიბღვირა ირაკლიმ.მაგრამ ირაკლის ვინ დაუჯერებდა,დავიწყეთ თამაში.ანდრიამ ზოჯერ თვალი შემატოვა,ვამჩნევდი.
გიორგი იმალებოდა,მარტო ავედი სადღაც,მგონი დავიკარგე,ტელეფონი დამიჯდა,ბნელოდა,ძალიან ბნელოდა.
მივდიოდი,მაგრამ უკან დასაბრუნებელ გზას ვერ ვპოულობდი.
-მიშველეეეთთ-ვყვიროდი მე.
-ლიდია,ლიდია სად ხარ?-მომესმა ვიღაცის ხმა.
-აქ ვარ-ვყვიროდი.
აღმოჩნდა რომ ირაკლი იყო.
-აქ რაგინდა ლიდია?
-შენ თვითონ როგორ აღმოჩნდი აქ?
-უკან მოგყვებოდი,მერე კი დაგკარგე მაგრამ შენი ყვრილის ხმა შემომესმა.კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ.
-მოდი დავბრუნდეთ.
-შენ რომ არ ყოფილიყავი ალბათ მოვკვდებოდი,მეშინია სიბნელის.
-არაუშავს,მთავარია ახლა კარგად ხარ.
მე და ირაკლი უკან დავბრუნდით.
-სად იყავი?რამდენი ხანი გეძებდი იცი?-აფორიაქებული მეკითხება ანდრია.
-დამშვიდდი,ირაკლი ჩემთან ერთად იყო.
ირაკლის შეხედა გაბრაზებული,არვიცი ასეთი გაბრაზებული რატომ იყო.
ყველანი სახლში ვბრუნდებოდით,მე და მართა წინ მივდიოდით.
-რახდება,ირაკლიმ რამე ხომ არ დაგიშავა?
-არა,დამეხმარა.ანდრია რატომ გაბრაზდა?
-არვიცი,შენ გეძებდა,ელენე მიატოვა და შენს საძებნელად წავიდა,მგონი რაღაცას გრძნობს.
-არვიცი,არვიცი რახდება,შეყვარებული ყავს და აქეთ ჩემზე ნერვიულობს.
შემდეგ ბავშვებს შევუერთდით,რაღაცაზე საუბრობდნენ,რაღაც ლეგენდაზე,ელენე და ანდრია ცალკე საუბრობდნენ,ანდრიას ეტყობოდა რომ მობეზრებული იყო ელენეთი,მე წინ გადავუხტი.
-რახდება,შეყვარებული წყვილი რაზე ჭიკჭიკებთ?
-ეგ არაა შენი საქმე,პირადულია-დამიღრინა ელენემ.
-პირველ შეხვდერაზე ვსაუბრობთ,ვსაუბრობთ რა,ელენე ყვება მე კი ვუსმენ.
-ჰოო,უსმენ.ღმერთო როგორ ცივა-ვათვალიერებ გარემოს.
-გცივა?-ანდრიამ გაიხადა პერანგი და მე მომაცვა.
-საყვარელო მეც მცივა.
-ელენე,ცოტა დარჩა სახლამდე,მოითმინე-თვალი ჩაუკრა.
მოკლედ შევედით შიგნით,გოგოები სამზარეულოში შევედით,საჭმელს ვამზადებდით,ჩემს დაქალებთან რამდენი ხანია არ მიჭორავია,ერთად ვამზადებდით ტკბილ ნამცხვრებს და კექსებს,ელენეც აკეთებდა რაღაცას,ფუნთუშა უნდა შევუწვა ანდრიასო და კინაღამ ააფეთქა სამზარეულო სანამ ლილი არ დაეხმარა.
ბიჭები?სასაცილოა მაგრამ ბიჭები რთავდნენ ნაძვისხეს,დრო არ გვქონდა,უკვე 10 საათი იყო და 12ამდე უნდა მოვზადებულიყავით.
-რატომ მოიწყინე?მეკითხება ნინი.
-ნაძვისხის მორთვა მინდოდა-ვუღიმი.
-ვის უნდოდა ნაძვის ხის მორთვა?-ოთახში შემოდის ირაკლი.
-მეე-ხელი ავწიე.
-წამოდი.
-სად?
-წამოდი მეთქი-ხელით მიმანიშნა.
წინსაფარი მოვიხსენი და ოთახში გავედით,უკვე დამთავრებულიყო ნაძვის ხის მორთვა და ბიჭები გარეთ იყვნენ,ასაფეთქებლებს ამზადებდნენ.
ირაკლიმ ნაძვისხიდან ჩამოხსნა რამდენიმე სათამაშო
-შენ ჩამოკიდე
-კარგი
ჩამოვკიდე სათამაშოები და ნათურაც ავანთეთ,ბავშვივით ვხტუნავდი.
-გაიხარდა?
-კი,მადლობა.
-არაფერს,ახლა წადი სამზარეულოში,ძალიან მშია,იმედია კარგად ამზადებ.
-რათქმაუნდა.
-ლიდია,აქეთ მოდი-მეძახის მართა.
-რა იყო?
-გარეთ გავედი,ანდრიას დავუძახე,ნათურა აანთე მეთქი.
-სპეციალურად?
-ჰოო,გისმენდათ,კარს ხელი დაარტყა გაბრაზებულმა,და მობრუნდა.
-რაა?გაბრაზდა?
-ჰო.
-რატო?
-არვიცი,იქნებ მოსწონხარ?
-ღმერთმა ქნას.მაგრამ მგონია რომ ანდრია ძალიანაც არ მომწონს.ირაკლიც კარგი ბიჭია.
-რას ამბობ?ორივე მოგწონს?-ჩაიცინა.
-კარგი,წადი სამზარეულოში.
როგორც იქნა დადგა 12 საათი,გოგოებს ასაფეთქებლების გვეშინოდა და ლამაზი სანახაობის კარგად დასანახად აივანზე გავედით,ბიჭებმა აანთეს ფეიერვეკები და სხვა ასაფეთქებლებიც ისროლეს,გოგოებს კი გვეჭირა პატარა შუშხუნები.ანდრია ხშირად მიყურებდა და მიღიმოდა.



№1  offline წევრი Niniko11

ოუუ რაღაც ეჭვიანობის სცენებიც შემოდისს ვატყობ მოვლენები კარგად ვითარდებაა მოუთბენლად ველი შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი Loving Girl_2

Niniko11
ოუუ რაღაც ეჭვიანობის სცენებიც შემოდისს ვატყობ მოვლენები კარგად ვითარდებაა მოუთბენლად ველი შემდეგ თავს

მადლობაარომ მოგწონსს

 


№3  offline წევრი Niniko11

Loving Girl_2
Niniko11
ოუუ რაღაც ეჭვიანობის სცენებიც შემოდისს ვატყობ მოვლენები კარგად ვითარდებაა მოუთბენლად ველი შემდეგ თავს

მადლობაარომ მოგწონსს

მადლობას შენ კიარა მე უნდა გიხდიდე ასე კარგად რომ წერ

 


№4  offline წევრი anukaaa

WOW ???? Kai iyo... Dzaan daxvewili leqsilika gaq. Dzaan daxvewili gogo xarr!!❤

 


№5  offline წევრი Loving Girl_2

anukaaa
WOW ???? Kai iyo... Dzaan daxvewili leqsilika gaq. Dzaan daxvewili gogo xarr!!❤

მადლობა დიდი <3 მადლობა რომ მოგწონს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent