კოცნის ვალი (11)
შუადღეზე ისე დათბა, კომპანიაში, საკუთარ სკამზე წამოწოლილს, ცისფერი კედლები ყურება მომწყინდა და სადილად გასვლა გადავწყვიტე. მას შემდეგ, რაც ახალი ამბავი გავიგე ალექსანდრეზე, ორი დღე გასულიყო და ვერც რაიმეს ვატყობდი. დერეფანში, ათასჯერ გავლილს, ერთხელაც არ შემხვედრია, ხოლო როცა დიმიტრის კაბინეტში შევდიოდი და იქ მხვდებოდა, თვალს მარიდებდა, თითქოს საერთოდ არ ვარსებობდი. ცოტას ვეჭვობდი, რომ გაგებული ჭორები სიმართლე იყო და სწორედ ამიტომ მარიდებდა ალექსი თავს, მაგრამ მას რა გაუგებდა, ისეთი უცნაური ბუნება ჰქონდა. შესვენება როგორც კი დაიწყო, წამოვდექი და დილით ჩაცმული ქუსლიანები დაბალძირიანი ბალერინებით ჩავანაცვლე, რომელიც ყოველი შემთხვევისთვის ოფისსში მქონდა დატოვებული. სანამ ოთახიდან გავიდოდი, კარი თიკამ შემოხსნა და ჩემკენ წამოვიდა დასაბეჭდათ გამზადებული ჟურნალით ხელში. -რა ხდება თიკა, ასე ქარივით რომ შემოვარდი?-ავათვალიერე გგოგო. -ხომ იცი, მე სულ ასე ქარივით დავდივარ-წარბები აათამაშა და ჟურნალი ჩემს მაგიდაზე დადო-წამოდი, სადილად გავდივარ, გარეთ ვჭამოთ რამე, სუფთა ჰაერი. -წამო-ხელკავი გამოვდე-ისე, კომპანიაში უფრო სუფთა ჰაერია, ვიდრე გარეთ, მზეში. -კარგი, ნუ წუწუნებ.-გამაწყვეტინა და კაკუნით ამიწყო ნაბიჯი.-შენთვის ორი ამბავი მაქვს, კარგი და ცუდი, რომლით დავიწყო? სახეზე დავაკვირდი. ხუმრობის არაფერი ეტყობოდა, პირიქით, ზედმეტად სერიოზული იერი მიეღო. -რომლითაც გინდა-მხრები ავიჩეჩე. შენობასთან ახლოს მდებარე კაფეში შევედით, ადაც მანამდე ვუკვეთავდით დილისთვის ყავაას და შუადღისთვის-ნამცხვარს. -აჰა-თავისთვის ჩაილაპარაკა და სანამ მაგიდასთან დაჯდებოდა, ორი ნუშის ნამცხვარი შეუკვეთა. -გელი თიკა. -მოკლედ, შენ ხო იცი, ალექსანდრეზე რას ამბობენ? -რას ამბობენ?-დაინტერესებული სახით შევხედე. ესეც თუ შეყვარებულს ახსენებდა, მზის დარტყმა მოსაგონი გახდებოოდა ჩემს დარტყმასთან. -ერთ გოგოს ხვდება-დაიწყო და ჩემი მოჭუტული თვალები რომ დაინახა, ხმადაბლა გადაიკისკისა-ასე ნუ მიყურებ, მე რა შუაში ვარ, თუ შენს ბიჭს ვინმე მოეწონა... -ჩემს ბიჭს?? -ჰო, განა ვერ ვხედავ, როგორი თვალებით უყურებ ხოლმე-წარბები აათამაშა. ცოტაც და ჩემგან მინიმუმ ყავის ფინჯანი მოხვდებოდა ტონალურგადაზეპილ შუბლში.-ჰოდა, ეს გოგო, ანასტასია თუ ანამარია, კომპანიაში იყო თურმე. -მოიცა-გავაწვეტინე და ჩავფიქრდი-კომპანიაში არსად დამინახავს, შენს საიდან გაიგე, რომ იყო? -უფროსის მოადგილე ვარ პატარავ-თვალი ჩამიკრა და ამაყად განაგრძო-ახლა აპირებს, ჩვენთან მუშაობა დაიწყოს და სავარაუდოდ, ეს ალექსანდრეს ხელშეწყობით მოხდება. -კარგი-ამოვიოხრე-მერე, მე რა მხრივ მეხება ეგ "ცუდი" ამბავი? -აი, სწორედ მაგ მხრივ, რომ შენ ახლაც ჩათვალე, რო ეს ამბავი "ცუდია". თანაც, თუ გახსოვს, ჩვენ ნიძლავი დავდეთ, რომელშიც შენ წააგე და ალექსის დაკერვა გევალებოდა. არამგონია, მთლად უმოქმედოდ ყოფილიყავი, იმიტომ, რომ ვატყობდი, ორივეს გიცინოდათ თვალები, მაგრამ ახლა ის გოგო ყველაფერს ჩაშლის. ამიტოომ, მომიწევს, მეც დაგეხმარო. -რაში უნდა დამეხმარო, თიკა? -რათქმაუნდა, მასთან თამაშის მოგებაში.-გაიღიმა. თიკა წორედ ამ სიტუაციის შესაფერისი მოთამაშე გახლდათ, საკმაოდ აზარტული, ეშმაკური მეთოდებითა და სრულყოფილი გეგმებით. წესებს არც ის ემორჩილებოდ და არც ალექსანდრე, ანატასიას კი ჯერჯერობით არ ვიცნობდი. ნამდვილად შესანიშნავი აზრი იყო, თიკა დამხმარებოდა, სანამ თავად მოვიფიქრებდი, როგორ მომეგო ეს თამაში. -ვიცი, რომ თანახმა ხარ.-საუბარი გააგრძელა-არ ვიცი, ის თოჯინა როდის დაიწყებს მუშაობას, მაგრამ რაც მთავარია, ის ხომ ვიცით, რომ ალექსანდრეს სამსახურს გარეთაც ხვდება. ჰოდა, ჩვენი გეგმა რა არის? -რომ დავაშოროთ არა?-საუბრის მთავარ მიმართულებას მივუხვდი. -აჰამ, ოღონდ ისე, რომ მან ვერ გაიგოს. ალექსანდრეს ვგულისხმობ. -და ხომ ვერ მეტყვი, ეგ რანაირად? -რათქმაუნა გეტყვი.-ჩაიღიმა-უბრალოდ მას უნდა აგრძნობინო რომ შენთან თავს უკეთ გრძნობს, ვიდრე მასთან. ვიცი, რომ იმ გოგოს კარგი გარეგნობა აქვს, ზედმეტადაც კი. მაგრამ ალექსანდრეს და საერთოდ, ყველა ბიჭს, გულის სიღრმეში ბუნერივი გოგოები მოსწონს. შენ მხოლოდ ის დაანახე, რომ ბუნებრივი ხარ, იმ ანას არ გავხარ, თუმცა მასზე მიმზიდველი ხარ. ამოვიოხრე. უკვე ვეჭვობდი, რომ რაიმე გამოვიდოდა. თიკა ჩემში ზედმეტად იყო დარწმუნებული, ჩემგან განსხვავებით. იქნებ ამას პირიქით, სტიმულიც კი მოეცა ჩემთვის. თუმცა, სანამ ალექსანდრესთან თამაშის მოგებაზე ვსაუბრობდით, კაფეში უცნობი შემოვიდა. პირველად, მისი მაღალი, სრულყოფილი ფეხები შევამჩნიე, შემდეგ კი სხვა ფორმები. თმა წელამდე სწვდებოდა, სპილენძისფრად უბზინავდა და კაფეში შემოსული, მზესავით ანათებდა. სანამ სახით შემოტრიალდებოდა, მომრგვალებული თეძოები შევნიშნე და ღიმილით დავაკვრდი. -რა გაცინებს?-უკმაყოფილოდ გადმომჩურჩულა თიკამ. -ლამაზია-მხრები ავიჩეჩე-მომწონს, როცა ასეთ სილამაზეს ვუყურებ ხოლმე. -შემთხვევით შენი მოწინააღმდეგე ხომ არ შეგიყვარდა ქალბატონო>??-წარბაწეულმა გადმომილაპარაკა და ღიმილი სახეზე შემაშრა. -ეს?-თვალებით გოგოზე ვანიშნე თავი დამიქნია და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო.-ვიცი, რაც უნდა ვქნათ. -გისმენ.-ინტერესით მივაჩერდი. -უნდა ვუთვალთვალოთ-გენიოსივით ჩაილაპარაკა და თავი დამიქნია. ეჭვნარევი მზერით უყურებდა, როგორ აიღო გოგონამ დახლიდან კოქტეილი და ცარიელ მაგიდას მიუჯდა. სანამ ის ტელეფონის სენსორზე თიტებს აკაკუნედა, ჩვენ შურისმაძიებლებივით მივჩერებოდით. თავი დეტეტქიური სერიალის მთავარი გმირი მეგონა, რომელიც სიმართლეს იძიებდა და მაინც ვერაფრით ეპოვა მთავარი გასაღები, სინათლისკენ გამავალი კარისთვის. ***************************************** კომპანიაში ყველა კუთხეში ნათურა ციმციმებდა ყვითლად, თანამშრომლებიდან ყელა წასულიყო ჩემსა და იმ ვაჟბატონის გარდა, გვერდში რომ არ მიკარებდა. თუმცა, მაში, როცა კაბინეტში ვიჯექი და პატიოსნად ვმუშაობდი, კარი დაუკაკუნებლად შემოიღო და თავი მან შემოყო. -რა იყოთ ბატონო ალექსანდრე, კარი ხომ არ აგერიათ?-ირონიულად გავხედე და თავი კვლავ თარგმანებში ჩავრგე. სულ არ მქონდა მასთან ჭორაობის დრო, ერთი სული მქონდა, საქმე მომეთავებინა და სახლში წავსულიყავი, რომ ჩემს თბილ საწოლში ტკბილად დამეძინა. -საქმე მაქვს, სოფი-საქმიანი სახით შემოიჭრა და წინ დამიჯდა. თავი ავწიე და შევხედე: -ისევ უნდა მომაცდინო? -სერიოზულია-თქო-გაიმეორა და თვალი გამისწორა. ვანიშნე, ეთქვა.-დიმიტრიმ დარეკა და ახალი დავალება მოგვცა. -მოგვცა?-ჩავიფხუკუნე.-რატომ მეგონა, რომ ჯერ კიდევ ცალ-ცალკე ვმუშაობდით? იმიტომ ხომ არა, რომ მართლა ასეა? -მორჩი ამ ცინიკურ საუბარს-გამაწყვეტინ უემოციო სახით, მასზე დამცინავი კომენტარები არ მოქმედებდა, იმდენად ცივი და გულგრილი იყო.-ხვალისთვის შეხვედრა გვაქვს უცხოელ ინვესტორებთან და თარჯიმნები მივდივართ. -ჩვენ გარდა კომპანიაში სხვა თარჯიმნები ვერ ნახეს? -რა იყო, ხომ არ გეშინია ჩემთან ერთად მუშაობის?-მანაც არ დააკლო ირონია და წამოდგა-ხვალ დილით ათ საათზე გამოგივლი მანქანით და საღამოს დაახლოებით ექვსისთვის დაგაბრუნებ. -შენი შინაური ცხოველი კი არ ვარ-მივუგე უხეშად-მე თვითონაც შევძლებ წამოსვლას, შენ მხოლოდ მისამართი მითხარი. ან, არ გინა მაგასაც ჩემით გავიგებ. ამოიოხრა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო. ყურადღებით ვაკვირდებოდი, მაინტერესებდა, ამჯერად რას იზავდა, ისევ ეცდებოდა თუ არა ჩემთან მოახლოებას და ჩემს გონებაში შემოჭრას. ჩემკენ დაიხარა და სახე გამისწორა, მერე კი მშვიდად წარმოთქვა სიტყვები რბილი, ხავერდოვანი ხმით, რომლის გგონებაზეც ტანზე ეკლებს მაყრიდა: -ასე რატომ იქცევი? -ასე როგორ?-თავი გვერდით გადავხარე და ისე ჩავაშტერდი რამდენიმე სანტიმეტრით დაშორებულ მის თვალებს, რომლებიც გამჭოლი მზერით მისჩერებდნენ ჩემსას. -აი ასე. გაბუტული, პატარა ბავშვივით. -ბავშვივით?-ჩავიფრუტუნე. სულაც არ მინდოდა, ასე ჰგონებოდა. მხოლოდ იმას ვცდილობდი, დაენახა ჩემგან გაცემული სიცივე, რომელსაც სწორედაც რომ იმსახურებდა თავისი ტყუილების, სპექტაკლებისა და ჩემი გამოყენების გამო-არანაირად. ალბათ, ის გეჩვენება, რასაც იმსახურებ. მე კი ჩვეულებრივ ვიქცევი. თუ ჩემი ქცევა და დამოკიდებულება არ მოგწონს, შენი გაასაწყვეტია-მხრები ავიჩეჩე უდარდელად და წინ დადებული თურქული ტექსტის ქართულად რედაქტირება განვაგრძე. -ფრთხილად დამალე შენი გაბრაზების მთავარი მიზეზი სოფი-კვლავ მშვიდად და ხმის უცვლელად მომაძახა და კარისკენ წავიდა. ოთახიდან ისე გავიდა, პასუხი არც კი მომფიქრებია. მხოლოდ მის სიტყვებზე ვფიქრობდი, სიტყვებზე, რომლებმაც ზუსტად ამოიცნე ჩემი ხასიათი და ქცევიის მიზეზი. რათქმაუნდა, მიხვდა, რომ გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ რაზე, იმედია, არ იცოდა. -ჯანდაბა, სოფი-ჩემს თავს შევუძახე და ამოვიოხრე-რატომ ერევი მის ცხოვრებაში, შენი არ გყოფნის? ალექსანდრე, მისი შეყვარებული, მისი ქრაში, მისი დედა, მამა, ბიძა... რა შენი საქმეა, ვერ გავიგე? ზოგჯერ, თვითკრიტიკა იმაზე მეტად ეხმარება ადამიანს, ვიდრეე სხვისი კრიტიკა და ამჯერადაც ეს მომენტი იყო. საკუთარმა სიტყვებმა იმზე მეტად დამამშვიდა, ვიდრე მოველოდი. სავარძის საზურგეზე გადავწექი და ღრმად ამოვისუნთქე. თითქმის მთლიანად განვთავისუფლებულიყავი უარყოფითი ემოციებისგან. საკუთარმა სიტყვებმა მიმახვედრა, რო ალექსანრე, ჩემგან ყურადღებას არ იმსახურებდა, მანამ, სანამ მისგანაც ანალოგიურ ყურადღებას არ ვიგრძნობდი. წინააღმდეგ შემთვევაში, არ ვაპირებდი საკუთარი თავის მის წინაშე დამდაბლებას უაზრო სცენებითა და უკან გამოკიდებით. თუ ის გოგო, ანასტასია უყვარდა, ჰყვარებოდა. ჩემგან მხოლოდ იგნორსა და გულგრილობას მიიღებდა. და თუ ეს არ აკმაყოფილებდა, ვალდებული იყო, სიტუაცია და ურთიერთობა თვითონ შეეცვალა. *********************************** მიმოწერის დაწყება 15.12.18, 10:07 -ეს რა გაცვია? -რა მაცვია?-დოინჯშეკორტყმული დავუდექი წინ. -არაფერი, უბრალოდ ირემი ზედმეტად მესაყვარლება.-მომიგო და ირმის წინ წამყოფილ თავს თითებით გაეთამაშა. -ნუ დამცინი. -არ დაგცინი-ბუნებრუვი ტონით მიპასუხა და მხარზე ხელი გადამხვია. ხელს გაკვირვებულმა დავხედე და მერე მზერა ისევ ალექსიზე გადავიტანე. -აბა, ახლა მაინც არ მეტყვი, რას დასეიენობ აქ?-მეგობრულას მკითხა და მეც კითხვითვე ვუპასუხე: -შენ რას აკეთებ? -ეგ რა პონტია, ჯერ ხომ მე გკითხე.-წარბაწეულმა ჩაიღიმა, თანაც ისე, რომ მისი ღიმილის დანახვაზე მეც გამეღიმა, თუმცა მას რომ არ შეემჩნია და არ ეფიქრა, რომ ჩემი ღიმილის მიზეზი ის იყო, თავი ჩავხარე. -ლოყები ჩაგეჩვრიტა-ნაჩვრეტზე ნეკა დამადო და თავი ჩემკენ დახარა. საკმაოდ სწრაფად ავხედე, ისე, რომ ვერც მან მოასწრო თავის აწევა და ვერც მე-გააზრება. ერთმანეთს თვალებში გაუაზრებლად დისხანს და ღრმად ჩავაშტერდით სულ ხუთიოდე სანტიმეტრის სიშორიდან. გული ისეთი ბაგა-ბუგით მიცემდა, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ თუ ვერ გაიგებდა, იგრძნობდა მაინც. თუმცა, იმ მომენტში სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი, თუ როგორი ღრმა და საინტერესო თვალები ჰქონია ,სინამდვილეში რამხელა სითბო იყო მათში და რაც უფრო დიდხანს ვუყურებდი, მით უფრო მაინტრიგებდნენ, სურვილი მიჩნდებოდა, მეტი და მეტი გამეგო იმ ადამიანზე, რომელიც წინ მედგა. -კარგად ხარ?-ჩემი გაფართოებულ თვალებისა და შეშინებული სახის გამო მკითხა. თავი დავუქნიე და გავსწორდი. ისიც გაიმართა მხრებში და შეფარვით ჩამომხედა. მზერა წინ მიმემართა დერეფნისთვის და სპეციალურად არ ვუსწორებდი თვალს მის დამყოლ მზერას. -რატომ ადექი?-ვკითხე და თავი მისკენ მივაბრუნე. -არ მეძინა და შენი ფეხის ხმა რომ გავიგე, გამოგყევი. სერიოზულად მომზირალს დავაკვირდი. არ ცრუობდა, საკმაოდ გულწრფელი ბარიტონი და თვალები ჰქონდა. -შენ რატომ არ გეძინა? -ვერ დავიძინე-ამოვიოხრე-უცხო ადგილას მიჭირს დაძინება. ადვილად ვერ ვეჩვევი ახალ გარემოს. გასაგებიაო-თავი დამიქნია და ხელი გამომიწოდა. ჯერ მის ხელისგულს დავხედე, მერე კი სახეზე დავაკვირდი. რატომღაც მომეჩვენა, რომ ღამესავით შავი თვალები ტუჩების ნაცვლად მიღიმოდნენ და არანაირი სარკაზმი არ ჩანდა მათში. ხელი ჩავკიდე და წავყევი. -საით?-ინტერესით ვკითხე. -სანაყინეში. მისმა პასუხმა გამაკვირვა და გავიოცე: -სანაყინეში ვინ შეგვიშვებს? -ჩვენ თვითონ შევალთ-დარწმუნებითა და ღიმილით მომიგო და წინ გაიხედა. სასტუმროს სამზარეულოს, როგორც იქნა მივაგენით და თვალები გამიბრწყინდა. ეს, რათქმაუნდა ალექსანდრემაც შენიშნა და გაეცინა. კარის სახელური პირველმა მოვქაჩე, მაგრამ არ გაიღო. მხრები ავიჩეჩე და უკან დავიხიე. -იმედია, ასე ადვილად არ დანებდი-წარბაწეულმა მომიგო და კარს გასაღები მოარგო. კარი მაშინვე გაიღო და ბიჭს მოჭუტული თვალებით გავხედე. -გასაღები გქონდა და მაინც მაწვალებდი?-სკეპტიკურად ვკითხე. -არაუშავს, ახლა შენც დამსახურებულად შეჭამ ნაყინს. მთავარია, სცადე. წარბები ავზიდე და კარში პირველი შევედი. ირგვლივ მიმოვიხედე, საყინულეს ვეძებდი, მაგრამ კვლავ ალექსანდრემ დამასწრო საყინულის კართან მისვლაც. -აქ ადრეც ყოფილხარ?-ეჭვით ვკითხე. -პირველად ვარ-მხრები აიჩეჩა-უბრალოდ ყველა სასტუმროს თითქმის ერთნაირი სამზარეულო აქვს, მე კი ჩემი სასტუმროს მოწყობით გავთვალე. თავი დავუქნიე. გამიღიმა და შოკოლადის ნაყინი გამომიწოდა პლასტმასის ჭიქითა და თავისი კოვზით. -რა იცი, რომელი მიყვარს? მხრები აიჩეჩა და თავისთვის ვანილის აიღო: -უბრალოდ, მივხვდი. გოგოს, რომელსაც ბრაუნი უყვარს, შოკოლადის ნაყინიც ეყვარება. მარტივი ლოგიკაა. -გოგოების ამოცნობის მარტივი ლოგიკა.-შევუსწორე და ნაყინი გავსინჯე. გამაოცა იმან, რომ სრულიად განსხვავებული გემო ჰქონდა იმ ნაყინს საქართველოში გაყიდული ნაყინისგან.-ასე ადვილად ახარისხებ გოგოებს? -გააჩნია, შენ როგორ გაიგებ ამას.-სერიოზულ სახეზე ხუმრობის ნატამალიც არ ეტყობოდა.-შეგიძლია ისიც იფიქრო, რომ რადგან შენი საყვარელი ნაყინი გამოვიცანი, ყველა გოგოსთან ამ მეთოდს ვიყენებ. შენი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ ჩემი რეალური აზრიც გაინტერესებს, მე დანარჩენ გოგოებს ჩვენს ურთიერთობაში არ ვრევ და არც რამენაირად ჰგავხარ მათ, ვისაც ვიცნობ. ამიტომ, არც ასეთი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. ჩამეღიმა და კოვზით ნაყინი ამოვიღე. -გასინჯავ?-კოვზი მისი სახის სიმაღლეზე ავწიე და ტუჩებთან ახლოს მივუტანე. ნაყინი ისე შეჭამა კოვზიდან, ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. სახეზე ოდნავმა სიწითლემ გადამირბინა მისი მზერისგან დაბნეულს და საკუთარ შიშველ დეხებს დავხედე. ხალიჩაზე ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ცივ მეტლახზე, საყინულეში, საგრძნობლად გამყინვოდა შიშველი ფეხისგულები. გამაკანკალა, როცა გავიაზრე, რამდენი ხანი ვიდექი იქ და მხოლოდ ახლა ვიგრძენი სიცივე. -შეგცივდა?-მკითხა, როცა ჩემი კანკალი შენიშნა. თავი გავაქნიე, თუმცა რას გამოვაპარებდი მის დაკვირვებულ მზერას. -როგორ არა, როცა კანკალებ.-გამომეპასუხა და გაყინულ, შიშველ მხარზე თბილი ხელი ჩამომისვა-სულ გაყინულხარ. ხმა არ გავეცი. ჩემს მოკლე შორტებს უკმაყოფილოდ დახედა. -შენ აქ თუ სულ ასე იარე, ძალიან მალე გაცივდები. -არ ვცივდები ადვილად-კანკალით ვუპასუხე, მაგრამ მისი მკაცრი მზერა რომ შევნიშნე, გაჩუმება ვარჩიე. -ფეხშიშველი წამოხვედი? პატარა ბავშვივით ხარ, ყველაფერზე გაფრთხილება და დარიგება გჭირდება. თავს რატომ არ უვლი?-მისაყვედურა წარბშეჭმუხნულმა, მე კი მის მკაცრ და გამჭოლ მზერას რომ ვეღარ გავუძელი, გვერდით გავიხედე და მაშინვე ცრემლით ამევსო თვალი. ჩემი თავის მიკვირდა, არც ერთ საყვედურზე არ ამტირებია, ძნელად თუ შეეძლო ვინმეს ჩემი ატირება, თუმცა ამჯერად ნამდვილად გულჩვილი ბავშვივით გამოვიყურებოდი და დარწმუნებული ვიყავი, ეს ეფექტი ჩემზე ალექსანდრეს მზუნველმა სიტყვებმა მოახდინეს. -შემომხედე-ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი მისკენ შემატრიალებინა. თვალებში არაფრის დიდებით ვუყურებდი, არ მინდოდა, შეენიშნა, როგორი სუსტი ვიყავი იმ წამში. -სოფი... შენ რა, ტირი?-ხმაში გაოცება დაეტყო და ხმის ტონიც უფრო დაუბოხდა. მისმა სიტყვებმა უფრო გამიმძაფრა დრამატული აურა და ყელში ბურთი მომებჯინა. -რა გატირებს, მითხარი... ხმას არ ვცემდი, რადგან მეშინოდა, რომ ხმა უფრო მეტად გამებზარებოდა და ტირილიც ხმამაღლა ამიტყდებოდა. -გეწყინა? თავი გავაქნიე, არ მინდოდა ჰგონებოდა, რომ მისმა სიტყვებმა მაწყენინეს. -აბა, ჩემი შეგეშინდა? -შენი არ მეშინია-შედარებით დასუსტებული ხმით ვუთხარი-ძალიანაც რომ ეცადო, არ შემეშინდება. -ჰო, რათქმაუნდა, შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ-ხუმრობით მანიშნა ცრემლიან თვალებზე და მეც გამეცინა. -კარგი ჰო, მოვრჩი-ცრემლები მოვიწმინდე, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, თვალები კვლავ დაწითლებული მქონდა ტირილისგან. -რა ლამაზი თვალევი გქონია, როცა ტირი-სახე ახლოს მომიტანა და გუგებში ჩამაშტერდა.-ოღონდ ახლა ამის გამო არ დაიწყო ტირილი, ძალიან გთხოვ. ხმა არ გამიცია, მეც ისევე მშვიდად და აუღელვებლად ვუყურებდი მისგან მონუსხული, როგორც ის-მე. უეცრად, დერეფნიდან შემოსული ფეხსაცმლის ხმა გავიგეთ და მივხვდით, რომ ვიღაც მოდიოდა. -წამოდი-ხელი მომხიდა მაჯაში და ნაყინის კონტენერებს ამოვეფარეთ. ოთახში სასტუმროს დაცვა შემობაკუნდა და მიმოათვალიერა. ბოლოს, ზედაპირული შემოწმების შემდეგ, როცა ვერაფერი აღმოაჩინა, ისევ უკან გავიდა. შვებით ამოვისუნთქე და ალექსანდრესთან ერთად წამოვდექი მაღალ მაცივრებს ამოფარებული. სანამ შვებამოგვრილი დავტოვებდი სამზარეულოს, გარედან გასაღების გაჩხაკუნება გაისმა და მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე მივხვდი, რაც მოხდა, გულის სიღრმეში მაინც იმედს ვიტოვებდი, რომ ეს არ მომხდარა. -შენც გაიგე?-მივაშტერდი ალექსს და მანაც უხმოდ გამომხედა. სწრაფად წავიდა კარისკენ და სახელური ძლიერად მოქაჩა. ბოლოს, ვერაფერს რომ გახდა, კარი შეანჯღრია. -არ იღება-უემოციოდ ამოილაპარაკა და ჩემკენ მოტრიალდა.-მაგრამ რამეს ვიზამთ. -და თუ ვერ ვიზამთ? -მაგაზე არ იფიქრო. ჯიბეზე ხელი მოისვა და როცა ტელეფონი ვერცერთ ჯიბეში ვერ მონახა, უკმაყოფილოდ ამოიოხრა. -არამგონია, რამემ ან ვინმემ გვიშველოს.-ჩავილაპარაკე უფრო საკუთარი თავის დასარწმუნებლად და იქვე კედლის კუთხეში ჩამოვჯექი.-სანამ გავიყინები, სასიამოვნო მომენტებზე მაინც ვიფიქრებ. -რომელ მომენტებზე?- გაეღიმა და გვერდით მომიჯდა ჩემსავით მუხლმოკეცილი. -გაინტერესებს, შენც ხარ თუ არა მათში?-ჩამეღიმა. არაფერი უპასუხია, მხოლოდ დაჟინებით მომაშტერდა თვალებში. მხრები ავიჩეჩე და განვაგრძე: -ხუთი წლის რომ ვიყავი,დედა საღამოობით ტკბილეულს არ მაჭმევდა ხოლმე. ჰოდა, როცა ყველა იძინებდა, სამზარეულოში ვიპარებოდი და შოკოლადებს ვჭამდი. -ანუ ბავშვობიდან გიყვარს. თავი დავუქნიე: -დილით, როცა ტკბილეული აღარ ხვდებოდათ, დედა ყველაფერს ხვდებოდა ხოლმე, მაგრამ არაფერს ამბობდა, თავს ისულელებდა, თითქოს არაფერი იცოდა. -მგონი, ვხვდები, რატომაც-ჩაეღიმა. -ჰო, ძალიან ვუყვარდი, მაგრამ არასოდეს მაძლევდა ნებას, ეს სიყვარული ბოროტად გამომეყენებინა. ის რომ არა, ახლა ექვსი უცხო ენა არ მეცოდინებოდა. სიმართლე რომ გითხრა, იმით უფრო ვამაყობ, ზუსტად მისნაირი თმა რომ გამომყვა და თვალები. -ლამაზი თვალები გაქვს-სერიოზული მზერით შემომხედა და მეც თვალი თვალში გავუყარე. მანაც, განაგრძო-ალბათ, დედაშენიც ლამაზი ქალი იყო და შენ მას დაემსგავსე. -ჩემზე ლამაზი და მშვიდი იყო, რათქმაუნდა, უყვარდა, როცა მის გარშემო წესრიგი იყო და ზოგჯერ მეგონა,რომ წესრიგი ერთხელაც გააგიჟებდა. -უმეტეს შემთხვევაში, ადამიანს წესრიგი არ აგიჟებს. უბრალოდ ზოგჯერ მოწესრიგებულობაა სიგიჟის ნიშანი. თავი დავუქნიე. იცოდა, ვფიქრობდი მის აზრთან დაკავშირებით და ღიმილით მომჩერებოდა. ცივ იატაკზე ყველაფერი მომეყინა. სიცივისგან თითებს უკვე ვეღარ ვგრძნობდი. -გაიყინე?-თბილად მკითხა და ჩემი ხელი თავის ხელისგულებში მოიქცია. მის შეხებაზე შევკრთი, რადგან არ ველოდი. მასთან ფიზიკური სიახლოვე იმაზე მეტად მოქმედებდა ჩემზე, ვიდრე ველოდი. მისი ხელების სითბო ჩემსაზე გადმოვიდა და სხეულში მუხტმა დამიარა. მაინტერესებდა, რას ფიქრობდა, რას გრძნობდა ჩემ მიმართ, მაგრამ როგორ მეკითხა ასე პირდაპირ? მხოლოდ მისი საქციელიდან უნდა მემსჯელა და მეცადა, დასკვნა გამომეტანა. -შენ არ გცივა?-მის თბილ ხელებს დავხედე. -მე თბილსისხლიანი ვარ-ჩაიღიმა და კედელს თავი მიაყრდნო. -მეძინება-ამივიჩურჩულე და დამამთქნარა. თავი კედლიდან მისრიალდებოდა მოთენთილს. თვალდახუჭულს მარჯვნივ გადამივარდა და საოცარი კომფორტი ვიგრძენი, როცა ალექსანდრეს მხარზე ჩამოვდე. მხარზე ხელისგული გამიხახუნა, რომ გავეთბე, თუმცა მე მის სითბოს ისედაც ვგრძნობდი. ნახევრად მძინარეს, თვალწინ კვლავ მისი თვალები მელანდებოდა, ხელებში კი მის გამოთლილ თითებს ვგრძნობდი. ************************************ გამეღვიძა. ჩემს საწოლში ვიწექი, სასტუმროში, როგორც გავიხსენე, ჯერ კიდევ ნიცაში. წინა ღამე გამახსენდა და თავზე ხელი ვიტაცე. როგორ მოხდა რომ უკვე ჩემს საწოლში ვიწექი იმის შემდეგ, რაც სამზარეულოში ჩავიკეტეთ. "ალექსანდრე?"-პირველად ეს გავიფიქრე და საწოლიდან ნელა წამოვდექი დისორიენტირებული. კედლის საათი თორმეტს მიჩვენებდა, სავარაუდოდ შვიდი საათი მეძინა. -ნეტავ, როდის გადმომიყვანა ჩემს საწოლში?-ჩემთვის ჩავილაპარაკე და საკუთარ პიჟამაზე დავიხედე. ჯერ კიდევ ირმისთავიანი ზედა და შორტი მეცვა ტანზე, დრო იყო, გამომეცვალა. ამოულაგებელ ჩემოდანთან მივედი და ხელში მოხვედრილი პირველივე სარაფანი გადავიცვი. სარკეში არც ჩამიხედავს, მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობდი, თავზე თმა კი არა, აბლაბუდა მედო. ნომრიდან პირდაპირ დერეფანში გავიჭერი და ალექსანდრეს ოთახისკარზე დავაკაკუნე, თუმცა არ გამიღო. -მაიგნორებს?-ჩავილაპარაკე-გირჩევნია, გამიღო... კიდევ ერთხელ დააკაკუნე, მაგრამ ეფექტი არც ამჯერად ჰქონია. ჩემი პრინციპების თანახმად, კარი პირდაპირ შევაღე და ალექსანდრე არსად დამიხვდა. მისი ნივთები უმიზეზოდ გადავქექე და არეული ოთახი დავტოვე. გამოსული, ლიფტით ჩამოვედი ქვემოთ და დაცვას ვკითხე, ხომ არ დაუნახავს. -კაფეტერიაშია, მალე მისიე ბოჟაკს უნდა შეხვდეს. -კარგი, გმადლობ. ამჯერად კაფეტერიაში შევბრუნდი და მაგიდასთან მარტო მჯდომი ნაცნობი სახე შევნიშნე, ჰოდა სწორედ მისკენ გავწიე. -გაიღვიძე?-თავდაჯერებული ღიმილით ამომხედა და სკამის საზირგეს კომფორტულად მიეყრდნო.-მეგონა, აღარასოდეს დადგებოდა ეს მომენტი. -რა მომენტი?-ინტერესით ჩავეკითხე უსაფუძვლო მოლოდინით, რომ რამე საინტერესოს იტყოდა, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. -შენი გაღვიძების. უინტერესოდ მივაჩერდი და მის წინ სკამზე ჩამოვჯექი. -არასწორ ადგილას დაჯექი. -რას მელაპარაკები?-უემოციოდ ვიკითხე მხოლოდ ირიბად და მაგიდაზე დადებული მენიუ გადავშალე, რომ დამეთვალიერებინა. -სოფი, ბოჟაკს ველოდები-შედარებით სერიოზულად გამიმეორა და მზერა ნელა მივაბყარი. -ესე იგი, ჩემი ადგილი აღარ არის?-ჩავეკითხე დასაზუსტებლად. თვალები გადაატრიალა დაღლილი სახით. ნუთუ ჩემთან მოკლევადიანმა დიალოგმა ამდენად დაღალა? -შეგიძლია ცოტა ხანი გარეთ რომ დამიცადო? ან შენს ოთახში ადი, როგორც გინდა. ბოჟაკთან სერიოზული საქმე მაქვს, საბოლოო გადაწყვეტილებაზე უნდა დავითანხმო და ამისთვის დროც მჭირდება და გარემოებაც. თვალებში მივაჩერდი. წყენა არ დამეტყო, თუმცა საკმაოდ მტკიცე მზერით წამოვდექი და სანამ გამოვტრიალდებოდი, გავაფრთხილე: -მაშ კარგი, სასტუმროში აღარ მეძებო, გავდივარ და არ ვიცი, სად ვიქნები. თვითონ დავბრუნდები, შენ თავი არ შეიწუხო ჩემზე ნერვიულობით. -და მერე ვინგითხრა, რომ ვნერვიულობ ხოლმე?-სკეპტიკური კითხვა დამისვა და ვეცადე,რომ სახე არ ამლეწვოდა, ამიტომ უემოციო ნიღაბი ავიფარე. -სულაც არ გჩვევია უდარდელად ჯდომა და ლოდინი, მაგრამ თუ აღიარება არ გსურს, შენი ნებაა-მხრები ავიჩეჩე და ზურგი ვაქციე. თუმცა, სანამ საკმარის მანძილზე მოვშორდებოდი, უკან მისი ხმა დამეწია: -თუ სადმე გასვლას აპირებ, არგონია ნიცაში ხალხი მაგ ვარცხნილობას შეჩვეული იყოს, თმა მაინც დაივარცხნე. სახე ნახევრად შევატრიალე და ენა გამოვუყავი, მაგრამ მხოლოდ ჩემივე ნერვების დასაწყნარებლად, თორემ ის უკვე ვერაფერს დაინახავდა, მითუმეტეს ჩემს გამოყოფილ ენას. მიუხედავად ალექსანდრეს რჩევის გაუთვალისწინებლობის დაუკობელი სურვილისა, მაინც არ გამიშვა სიამაყემ ასეთი თმით გარეთ. ჩემს ნომერში ავედი და თმის უთო ჩავრთე. სანამ უთო გაცხელდებოდა და ნორმალურ ფუნქციონირებას დაიწყებდა, ტელეფონი სატენიდან გამოვაერთე და საწოლზე წამოგორებულმა თიკას ნომერი ავკრიფე: -ალო, რომელია?-ყურმილში მისი ხმა მოისმა-თქვენი ხმაწყდება... ნესტან-დარეჯანი გნებავთ? არა, რასამბობ, აქ ნესტანი და ავთანდილი არ ცხოვრობენ, სხვაგან მოხვდით. -კარგი რა თიკა, რას მაიმუნობ, არ მოგენატრე მაინც? -ჰოდა, თავი რომ მომანატრე მაგიტომაც აღარ მახსოვხარ-მტკიცედ ჩაილაპარაკა.დარწმუნებული ვიყავი, ამ დროს ნებისმიერ ადგილას ხელებგადაჯვარედინებელი იდგა და კედლებს შეჰყურებდა, როგორც ყოველი გაბუტვისას სჩვევია ხოლმე. -მშვენიერო ჯულიეტავ, რა გიყო, რომ ხშირად ვერ გნახულობენ ჩემი თვალები?-ჩავიხითხითე და მალე მისი მოწუწუნე ხმა ჩამესმა ყურებში: -ნეტავ რომელ რომეოს შენ ჰგავხარ?! -აჰა, ესე იგი, შენ ჯულიეტას როლს იფერებ და მე რომეოც ვერ მოვიპოვე? -კარგი ახლა, რას აკეთებ მანდ ამდენ ხანს, არ ჩამოდიხართ? -არ ვიცი თიკა, დღეს ვაჟბატონმა გამომიშვა კაფეტერიიდან, ბოჟაკს უნდა შევხვდე და შენ აქ არაფერი გესაქმებაო.-ოდნავ გავაბუქე, აბა, ცოტა მხატვრულად ხომ უნდა მომეყოლა თიკასთვის. -აჰა, ესე იგი, ცუდად გექცევა. -დიახ-დავუდასტურე. ძლივს სიმართლე გავაგებინე და ახლა რაღა გამაჩერებდა. გამუდმებით იმ აზრზე იყო, რომ ალექსანდრე უნაკლო პიროვნება გახლდათ და მე საწუწუნო არაფერი უნდა მქონოდა. აბა, როგორ უნდა დამეყოლიებინა ასეთი დაქალი რამეზე? -აბა გაიხსენე, რისთვის ხართ მანდ-მაინც გამოუძებნა გასასამართლებელი საბუთი მის საქციელს.-საქმე ბევრია და მალე რომ მორჩეთ, ამიტომ გითხრა ასე. შენ არ გესმის. ის უბრალოდ იძულებული იყო. -კარგი თიკა, მორჩი დრამების დადგმას-ამოვიფრუტუნე აბსურდების მოსმენით დაღლილმა და უცებ გამახსენდა, რეალურად რისთვის ამოვედი ოთახში-ჯანდაბა, თმა, უთო, ჩემი გეგმები... საწოლიდან წამოვხტი და გაცხელებულ უთოს ხელი დავტაცე. -თიკა, უნდა წავიდე, სასწრაფოდ თმა უნდა გავისწორო, ხომ იცი ჩემი ამბავი, თუ ვერ გავისწორე, ასეთი თმით... -ვიცი ჰო, ასეთი თმით ალექსანდრეს ვერ დაენახვები-დაასრულა თავის ჭკუით. -ალექსანდრე არა შემწვარი გოგრა... უნდა მეთქვა, ასეთი თმით გარეთ ვერ გავალ-მეთქი. -აჰა, წადი ჰო, ჯერ ხომ საერთოდ არ მირეკავ და მერე თუ მირეკავ, ორ წითზე მეტ ხანს ვერ ვეღირსები ხოლმე შენთან ლაპარაკს...-ჩაილაპარაკა მოწყენილი ხმით. -ოოფ თიკა,რა სულელი ხარ ხოლმე ხანდახან. მე ნაკლებად მენატრები?! -კარგი, იმედია მალე გნახავ, თორემ აღარ ვიცი, ვის მოვუყვე ამდენი ჭორი. -ჭორების მეტი სალაპარაკო არ გაქვს?-გამეცინა. -სალაპარაკო დამელევა?-მანაც ჩაიცინა და დამემშვიდობა. თმას მივუბრუნდი და როგორც იქნა, მოვწესრიგდი. ხელში მხოლოდ ტელეფონი დავიჭირე და მზის სათვალე გავიკეთე. 17.12.18, 13:39 17.12.18, 16:52 18.12.18, 15:39 მატარებელი თორმეტ საათზე გადიოდა. თორმეტი საათი უნდა გემგზავრა. გათენებისას უკვე ვიგრძენი მომავალი დაღლილობის სიმძიმე და ძილის შებრუნება ვცადე, მაგრამ ვაჟბატონის გარდა არაფერი გამოვიდა დილაადრიან გაღვიძებისა და საზუმის გარდა. დილის ცხრა საათზე გაბმული კაკუნი გაისმა ჩემი ოთახის კარზე და ყურში მძიმედ ჩამესმა. თითქოს ტვინში მიკაკუნებდა ვიღაც. -დამასვენეთ-ამოვძახე ბალიშიდან თავაუღებლად და ძილის გაგრძელება ვცადე, მაგრამ ვინ გაცდის ასეთ იდილიას ნიცში, როცა გვერდში ბატონი ალექსანდრე გყავს. თითქოს იმდენად საქმიანი პერსონაა, თავის პარტნიორსაც არ უნდა აცადოს ნორმალური გამოძინება დამღლელი დღის შემდეგ. -სოფი, გააღე კარი.-კარსუკან მისი ხმა მომესმა და უკმაყოფილოდ ამოვიზმუვლე. სულ არ მქონდა ახლა თავის აწევის და მითუმეტეს-მასთან ლაპარაკის თავი. -ღმერთო რა დავაშავე-ამოვიბუზღუნე და საწოლზე წამოვიწიე. იქვე მიგდებული ატლასის ხალათი ტანზე მოვიცვი და კარი გამოვხსენი აჩეჩილი თმის სწორებით. კარსუკან მომღიმარი ალექსანდრე დამხვდა თავისი საფირმო "ყოვლისმცოდნე" მზერით. ცოტაც და პატარა ბავშვივით დავეჯღანებოდი, მაგრამ აბა როგორ გავწირავდი ჩემს იმიჯს ასეთი თავხედის გულისთვის შესაცვლელად... -რას დამდგარხარ აპოლონივით?-ავათვალიერე უაზრო მზერით.-ის არ გეყო, შუა სიზმრიდან რომ გამომაფხიზლე? -მე გესიზმრებოდი არა?-ჩაიღიმა და ოთახში შემოაჭრა. მოჭუტული თვალებით გავხედე-სხვა შემთხვევაში სიზმრებზე წუწუნს არ დაიწყებდი... -დარწმუნებული ხარ რომ შენს გარდა სხვა კუმირი არავინ მყავს?-წარბები ავწიე და გამომცდელად მივაჩერდი. ჩემს რბილ საწოლზე კომფორტულად მოკალათებული სხარტად წამოიჭრა და როგორც მხეცი ეპარება მსხვერპლს, ისეთი ფრთხილი და გამიზნული ნაბიჯებით მომიახლოვდა. -ესე იგი, ამბობ, რომ სხვა მოგწონს?-ჩამეკითხა და საოცრად ახლოს მომიტანა სახე, რომ თვალებში უკეთ ჩამშტერებოდა. -მე არაფერს ვამბობ-მაინც დავიხიე უკან, თუმცა მზერა არ მომიშორებია-თუმცა, რომც მომწონდეს, მერე შენ რა? -მე არაფერი-მხრები აიჩეჩა და ფართოდ გამიღიმა კატის მსგავსად-შენ მოგიწევ გემოვნების შეცვლა. -შენთვის?-ჩავიცინე-არავითარ შემთხვევაში. -ვნახოთ-საკუთარ თავში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და გვერდი ამიარა-საუზმეზე გელოდები კაფეტერიაში, არ დააგვიანო. -როგორც თქვენ იტყვით ბატონო თვითკმაყოფილებავ-დამცინავად მივაძახე, მაგრამ არ შეიმჩნია, ისე გავიდა ოთახიდან. დრო იყო, რამე კომფორტული და დახვეწილი ჩამეცვა და ნიცაში ბოლოჯერ მესაუზმა ალექსანდრეთან ერთად. ************************** -ფეხი არ მოიტეხო-ფხუკუნით შემაშველა ხელი ალექსმა, სანამ ტაქსიში ჩავსხდებოდით. წითელი ქუსლიანები საოცრად ეხამებოდა ამავე ფერის მაღალწელიან შარვალსა და შავ ტოპს. -შენ მაგაზე არ იდარდო-მაინც წავკბინე-თუ მოვიტეხ, შენ ნამდვილად არ დაგბრალდება. -რა იცი, რომ არ დამბრალდება?-მანაც საუბარი განაგრძო-ახლა მე მყავხარ ჩაბარებული. დაწვრილებული თვალებით გავხედე: -შინაური ცხოველი კი არ ვარ, ჩაბარებული რომ გყავარ. -არა, რას ამბობ, შინაური ცხოველები განა შენნაირად იკბინებიან-დამცინა და სანამ რაიმე რეპლიკას ვესროდი, წინ გაატრიალა თავი. უკანა სავარძელზე, ორივე სხვადასხვა ფანჯარასთან ვიჯექით და ჩვენ შორის მანძილის დაფარვას არც ერთი ვცდილობდით. ეს რომ გვექნა, ალბათ, ან მე ვწვდებოდი ყელში ჩემს გასამწარებლად შემუშავებული მისი გეგმების წყალობით, ან თვითონ გაიქცეოდა ჩემი შიშით. მატარებლის სადგურთან მივედით და ჩემოდნები დამხმარე პერსონალს გადავეცით. ადგილები ერთ-ერთ კუპეში დავიკავეთ. სკამები როგორც კი გვიჩვენეს, ალექსანდრეს ფანჯარასთან დაჯდომა დავასწარი და ეშმაკურად გავუღიმე. ჩემს საქციელზე გაეღიმა და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ აქეთ დაჯდომას არც აპირებდა. -კარგი რა სოფი-ჩაიღიმა-როგორ გეგონა, რომ ბავშვებისთვის საყვარელი ადგილის დაკავებაში ლებოდი? წარბაწეულმა გავხედე. მზად ვიყავი, მისთვის რამე დამეშავებინა, მაგრამ მისი სახე იმდენად ახლოს აღმოჩნდა ჩემსასთან, გავშეშდი. ვგრძნობდი, როგორ მეცემოდა მისი სუნთქვა ღაწვებზე და ის ადგილები მიხურდა. მისი შეხების გარეშეც ვგრძნობდი,როგორ ძლიერ მიფეთქავდა გული უბრალო მზერის შედეგად. შავი თვალებიდან გადმოღვრილი უზარმაზარი ემოცია მარწმუნებდა, რომ სულაც არ იყო შავი ისეთიი ბნელი ფერი, როგორც მანამდე ვფიქრობდი. აბა, სხვანაირად როგორ შეიძლებოდა, შავ თვალებში მეტი სითბო დამენახა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ფერისაში?! და მისი სიახლოვე კიდევ ბევრ რამეში მარწმუნებდა. თუნდაც იმაში, რომ არც მე მიძგერდა გული ჩვეულებრივ, როცა მასთან ახლოს ვიყავი, როცა ის მიყურებდა, როცა მის პულსაციას ასე აშკარად ვგრძნობდი და მისი გული თითქოს ჩემს სხეულში ცემდა. ალბათ, ადამიანი არასდროსაა ისეთი ნამდვილი, როგორც მაშინ, როცა ვიღაც მართლა უყვარს. -რაო, ძალები ხომ არ გამოგელია?-ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა ოდნავ გახსნილი ბაგით და მისი ტუჩების შემყურეს სასულეში ნერწყვი გადამცდა. -ჰეი, ფრთხილად-თბილი ხმით მისაყვედურა, როცა ხველება ამიტყდა. -რას აკეთებდი?-თავი წამოვწიე და უცნაურად მივაშტერდი. -როდის?-გაიოცა. უნამუსო! თითქოს წამის წინ ის არ მიწვევდა და მერე კი, ასე საძაგლად მოიქცა, ჩემზე ჰიპნოზი მოახდინა. -წეღან-ტუჩები სიბრაზით მოვკუმე და დაჟინებული მზერა ვტყორცნე, მაგრამ არც ამან იქონია მასზე რაიმე შედეგი. -ვერ ვხვდები, რაზე მეკითხები...-მხრები უდარდელად აიჩეჩა და აკეცილი მკლავებით დაეყრდნო მის წინ სკამის საზურგეს, ისე, რომ ჩემთვის ეშმაკური მზერა არ მოუშორებია. -ვერ ხვდები არა?-დავიჩურჩულე.-ესე იგი, არ იცი, რა გააკეთე მაშინ, როცა... -როცა...?-მკითხა და ინტერესიანი ღიმილით დაელოდა პასუხს. -როცა...-დავიბენი და თავი ჩავხარე-კარგი,ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. -სოფი-მისმა მშვიდმა ძახილმა თავი ამაწევინა.-ამას გულისხმობ? ნიკაპზე ცერა თითი რბილად ჩამომისვა და სახე კვლავ ახლოს მომიტანა. არ ვიცოდი, რას აკეთებდა და ამასთან ერთად, აზროვნება მეთიშებოდა მისი ქცევის შემყურეს. ვგრძნობდი, როგორ ვიძირებოდი სიგიჟი მორევში მასთან ერთად. თუმცა, ის ისეთი მშვიდი იყო... მიკვირდა, რომ მას ჩემსავით არ უდუღდა სისხლი ძარღვებში. ყურები დამგუბებოდა და მას გაშტერებული ვუყურებდი, როგორ მიახლოვდებოდა, როგორ მისვამდა თითს ნიკაპზე, როგორ მეხორკლებოდა კანი მის შეხებაზე, თითოეულ ფეთქვაზე. და უცებ მაკოცა. არა, უცებ არა, უბრალოდ ჩემთვის მოულოდნელად. ჩემთვის სრულიად გაუაზრებლად და მიუხვედრებლად. არ ვიცოდი, რას აკეთებდა, ისე ხანგრძლივად და ემოციურად მეკრობოდა მისი ტუჩები ბაგეზე. ახლა ცხადად ვგრძნობდი, როგორი მსხვილი და გემრიელი ბაგე ჰქონდა, როგორი თბილი და სასიამოვნო კანი, გამოკვეთილი ყბა, სახის მოყვანილობა. თვალგახელილი ვკოცნიდი და თან მის ლამაზ, უნაკლო ფორმის ხშირ, შავ წარბებსა და თვალის უცხო ჭრილს შევყურებდი. ასე ძლიერ არასოდეს მნდომებია მასთან შეხება, მისი სახის დეტალურად დათვალიერება, თუნდაც შეხებით, თუნდაც კოცნით. გაყინული თითები მოვატარე სახეზე. ჯერ ყბის ძვალს შევეხე. ვიგრძენი, როგორ ჩაეღიმა. ჩემი ქმედება სულაც არ იყო გმიზნული, მე იმას ვაკეთებდი, რაც პირველი მომდიოდა თავში და ეს მისი შეხება იყო. მინდოდა, მეც მოვფერებოდი. ჰოდა, დახორკლილ ლოყას ნაზად ავუყევი და საფეთქლებთან შევჩერდი. სწრაფად შევუცურე ხელი რბილ, საოცარ შავ თმაში და ვიგრძენი, როგორ გამითბა თითები მისი სითბოთი. სწორედ ეს იყო მომენტი, როცა საკუთარ თავში მას ვგრძნობდი და თითოეული წამი კადრებივით რჩებოდა ჩემს მოგონებაშ. ამის შემდეგ, თუკი ის უკვე ჩემად მიმაჩნდა და თუკი მას დავკარგავდი, ეს მომენტები ყველაზე ძვირფას მოგონებებად ჩამრჩებოდა გონებაში. კოცნა შეწყვიტა და მომაჩერდა. მეც მივაჩერდი. ამ მომენტში ერთად ვგრძნობდით, რომ ჩვენი მომავალი უფრო მეტად გაიწელა, ვიდრე ველოდით. ისე გაიწელა, რომ ჩვენ სიცოცხლის წლებსაც გასცდა და უკვე ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ეს ცხოვრება არ გვეყოფოდა ერთად ყოფნისთვის. ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით. ************************************************************************* 19.12.18, 13:17 557459222 19.12.18, 14:58 სიჩუმე და მოზღვავებული ემოციები იძულებულს მხდიან, ვიფიქრო. მერე კი მატარებელში ფანჯრიდან ვაკვირდები თვალწარმტაც, თუმცა ჩემთვის მაინც სევდისმომგვრელ ხედს. ალბათ, ყოველი პეიზაჟი სევდას გგვრის, როცა თავადაც ასეთ უცნაურ ხასიათზე ხარ. ნელ რწევასა და აბდაუბდა ფიქრში მალე მთვლემს და უკვე ვეღარ ვარჩევ რეალობაა თუ სიზმარი. თვალწინ ჩემი ბავშვობის დროინდელისაწერი მაგიდა და ხის სკამი მიდგას, იმდენად რეალურია, რომ მათ არსებობას ვიჯერებ. ჩემს ოთახში ვაბიჯებ და შეგრძნება მეუფლება რომ ოთახის გარშემო, ყველაფერი გამქრალია და მხოლოდ ცარიელი სივრცეა. მაგიდას ფრთხილი ნაბიჯით ვუახლოვდები და ზედ გადაშლილ წიგნებს ვაკვირდები. წიგნებთან ერთად იქ რაღაც დევს, ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ღირებული, ვიდრე სხვისი დაწერილი მხატვრული ლიტერატურაა. იმიტომ რომ ის ჩემი ნაწერების კრებულია. ყდა მუხის ხისგან აქვს გაკეთებული და მდიდრულადაა აკინძული. ასეთი ძვირფასი გაფორმება იმიტომ აქვს, რომ ჩემთვის მას უფრო მეტი ღირებულება ჰქონდა ვიდრე უბრალო რვეულს. ჩემს საიდუმლო დღიურს ჩემი ცხოვრების დღეები თავისი დაპირებისამებრ სამარემდე აქვს შენახული. ახლა კი წინ სწორედ იმიტომ მიდევს, რომ მე რაღაც გამახსენოს-ამას მთელი სულით და გულით ვგრძნობ. სიზმარში გუმანი არავის ღალატობს და არც მე ვარ გამონაკლისი. ჰოდა, რადგან ასეა, ნაწერებით დატვირთულ ბლოკნოტს ხელში ვიღებ და ვატყობ, რომ უკვე გადაშლილი მიდევს ხელის გულზე. ღრმა და ჩაფიქრებული მზერით დავჩერებივარ ნაწერს და ვერ ვარჩევ, შიგნით რა წერია. გული მკარნახობს რომ ეს სიზმარია და ძილში ნაწერის გარჩევა შეუძლებელია. თუმცა სანამ მოზღვავებული ინტერესი თავისით ჩაწყნარდებოდეს, ბლოკნოტში ჩაწერილი თითოეული სიტყვა მკაფიოდ მესმის ყურთან, მელოდიასავით, თითქოს ვიღაც ნაცნობი ხმით მიკითხავს ჩემივე ნაწერს წლების წინ. ხმა ჩურჩულებს და მგონია, რომ ფურცლები მელაპარაკებიან: "ზამთარი ვერ მოვა, თუ სიცივისგან გრძნობები გიცავს. ვერც ის სიცივე გაგიყინავს თითებს, რომელიც ჰაერში ტრიალებს, თუ შეწყვეტ ამაზე გამუდმებით ფიქრს. რა არის სამყაროში მთავარი მაცოცხლებელი ძალა? იქნებ სიყვარული, თუნდაც საკუთარი თავის, თუნდაც დროის, რომელიც მიდის და ვერ ვაფასებთ. ფანჯრებს გარეთ ყინავს თუმცა გულს რა უშლის ხელს, რომ გათბეს? ყველაზე სუსტი ის ადამიანია, რომელიც ფიზიკურ ტკივილს საშუალებას აძლევს, შინაგანადაც ატკინოს. რეალურად, ყველაფერი, რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება, არარეალურია, რადგან სამყაროსა და დედამიწის ბრუნვის მომენტში ჩვენი ცხოვრება ერთი წამია, წამი, რომელიც სულ ერთი ციცქნაა. თუმცა საათს ხომ წამები ქმნიან, თითოეული მათგანია ამისათვის საჭირო. რა გავაკეთოთ, რომ შევიცვალოთ? რომ სამყაროს იმდენივე სიკეთე დავუბრუნოთ რამდენსაც ის გვიწილადებს იმისათვის, რომ ჩვენმა გულმა ასე რიტმულად იძგეროს? სამყაროსთვის გაღებული ყველაზე დიდი ღვაწლი მაინც სიყვარულია. ჩვენ თვითონ ის სახლი უნდა გვიყვარდეს, რომელსაც ყოველდღე ვაფარებთ თავს, ის ქუჩა, რომელზეც ყოველდღე დავაბიჯებთ და ქვეყენა, რომელმაც თავისი მიწა გაიმეტა ჩვენთვის. რომელ ადამიანს გაუღია თავისი გული იმისათვის, რომ სხვებს უბრალო არსებობისთვის ფეხქვეშ გაეთელათ ის? ადამიანს მთავარი სევდა მაშინ აწვება გულზეც და მთელ არსებაზეც, როცა ხვდება, რომ ტყუილად იცხოვრა. იქნებ უბრალოდ ისეთი მივიღოთ ერთმანეთი, როგორებიც რეალურად ვართ და არ ვეცადოთ შეცვლას? იქნებ მთავარი სიკეთე, რასაც სამყაროს გავუკეთებდით არის ის, რომ ვიყოთ ისეთები, როგორიც მან მოგვავლინა, ანუ ბუნებრივები. არაფერია ბუნებრიობაზე ლამაზი. ამ ქვეყნად და ადამიანიც მაშინ არის რეალურად ადამიანი, როცა ის ნამდვილია." სიტყვა წყდება და მისი საუბარიც კულმინაციას აღწევს, როგორც სპექტაკლის ბოლო ეტაპი, როგორც ოპერის საბოლოო ნოტი, მომღერლის ბოლო ბგერა, ან მსახიობის თავის დაკვრა. და ეს ყველაფერი თავში იფანტება, სწორედ ნოტებივით, ბოლომდე შეუცნობელი შინაარსივით. ვხვდები, რომ საკუთარ თავს ბოლომდე ვერასდროს გაიცნობ და ის ერთადერთია, ვინც ცხოვრების ბოლომდე ამოუცნობი რჩება. აი ახლა კი, მეც საკუთარი თავის წინაშე ვდგავარ და მხოლოდ წვრილმანებს ვაკვირდები, ჩემს თეთრ, ჩვეულებრივ სახეზე იმას ვეძებ, რაც მოსმენილს გაშიფრავს. მე საკუთარ თავში ჩემი სამყაროსა და ფიქრების გასაღებს ვეძებ. **************************** -ყავა თუ ჩაი სერ?-გოგონას წკრიალა ხმა იყო, თუმცა მას არ გამოვუღვიძებივარ, სიზმრიდან ისევე გამოვედი, როგორც მასში შევაბიჯე-მშვიდად და აუღელვებლად. თვალგახელილი არც კი გავტოკებულვარ, მზერა პირდაპირ ჩემ წინ მჯდარი ალექსისკენ გავიწვდინე და მის მოძრაობას დავაკვირდი. კუნთმაგარი, მსხვილი მკლავი საკუთარ საზურგეზე გადაედო,მეორეთი კი თავისი სახის სიმაღლეზე აეწია წიგნი და ინტერესით კითხულობდა. დაკვირვებული მზერა ჰქონდა, ჩამწვდომი და მრავლისმეტყველი. ხორბლისფერ სახის კანზე ნაკვთები დაჭიმვოდა, თითქოს ზედმეტად სერიოზულ მომენტს ჩაეთრია წიგნში, რის გამოც, ყელზეც შევატყე ამობერილი, ლუეჯი ძარღვები. საკუთარმა ფიქრებმა გამაკვირვა როხა გავიაზრე, რომ მისი ეს ფიზიკური იერი მიზიდავდა. თუმცა, რა იყო გასაკვირი, მას უბრალოდ ზედმეტად მამაკაცური გარეგნობა ჰქონდა შესაფერისი ქცევებით და არაშესაფერისი რეპლიკებით. მალე გოგონა დაბრუნდა ყავის ფინჯნით ხელში და გაღიმებული მზერა მე მომაპყრო: -ქალბატონო, თქვენ რას ინებებთ? ამის გაგონებაზე, სანამ მე კითხვას გავიაზრებდი, ალექსანდრემაც ამოყო თავი სქელყდიანი წიგნიდან და მე მომაჩერდა. -ლიმნიან ჩაის.-დაუფიქრებლად ვუპასუხე და ზრდილობიანი ჟესტები, როგორიცაა ღიმილი, სულ დამავიწყდა ბიჭის მზერის გადამკიდე. -გაგიღვიძია.-ჩაილაპარაკა, როცა გოგონამ დაგვტოვა. -და შენ ახალი წიგნი დაგიწყია-ვანიშნე და გავიღიმე. -უაზროდ ჯდომას მირჩევნია. -ჰო, თან ვერავის უშლიდი ნერვებს, მთავარ მსხვერპლს ეძინა. გაეცინა, მე კი საუბარო განვაგრძე: -რა წიგნია, ეგ მაინც მითხარი. -ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა". არ გამიკვირდება, თუ წაკითხული გაქვს.-ღიმილით მიპასუხა და თვალი თვალში გამიყარა. მისი თვალებიდან გადმოღვრილი უცნაური სითბო ვიგრძენი და ემოციები მომეძალა. ცოტაც და ვეღარ გავუძლები ამდენ გრძნობათა თავყრილობას ჩემს გონებასა და გულში. -ჰო, წაკითხული მაქვს-მშვიდად ვუპასუხე და სკამზე გასწორდი. მთელი გზა ისე ვიწექი, კიდურები საშინლად ამტკიებოდა და წელიც მეწვოდა. -წელი გტკივა არა?-შემომხედა და ჩემს მოძრაობებს დააკვირდა. თავი დავუქნიე, ხმამაღლა პასუხისთვის თავი აღარ შემიწუხებია. თუმცა, წამიც არ იყო გასული, თავისი სკამიდან რომ წამოდგა და გვერდით მომიჯდა. -რას აკეთებ?-გაოცებული თვალებით ავხედე. არაფერი უთქვამს, გაიღიმა და წელზე ხელი ისე შემომხვია, ვითომც არაფერი. მის ხელს მტრული მზერა მივაბყარი და მზად ვიყავი, ალექსის მაგივრად ის დამეხრჩო. -ჩემს წელზე ხელი რატომ გიკიდია?-მისკენ აღარ გამიხედავს, ისე ვიკითხე და პასუხს დაველოდე. -თითქოს შენც არ მოგწონდეს.-თავდაჯერებული ხმა რომ გავიგე, თავი მისკენ მივატრიალე და სახეზე გაღიზიანებაც აშკარად დამეტყო. -შენ რა იცი, მე რა მომწონს და რა არა?-ბრაზიანად ვკითხე და დაჟინებით მივაჩერდი შავ, მოციმციმე თვალებში, რომლებიც აშკარად ჩემი ნერვების მოსაშლელად ციმციმებდნენ ასე ეშმაკურად. -ჰეი, დაწყნარდი-ღიმილით გადმომილაპარაკა და ლოყაზე მომჩმიტა.-რომ ბრაზობ, სახეზე სულ პომიდვრისფერი გადევს ხოლმე. ამჯერად მართლა გამაოცა მისმა ასეთმა უცნაურმა აზროვნებამ. "პომიდორს შემადარა?"-გავიფიქრე და შეშლილი მზერით გავხედე. -ასე ნუ მიყურებ-გაეცინა. -აბა როგორ გიყურო ბატონო ალექსანდრე, როგორც სხვა გოგოები გიყურებენ, რომლებსაც პომიდორს ეძახი? ხმადაბლა გადაიხარხარა და ჩემს თავზე მომეშალა ნერვები, როცა მისმა სიცილმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა მის ბარიტონსა და ძლიერ, სასიამოვნო ხმის ტემბრზე. "სოფი, გამოცოცხლდი! განა შენ არ იყავი, რომელიღაც უშნო ბოსტნეულს რომ შეგადარა? ნუთუ შენ არ შემოგხვია ის დასამტვრევი ხელი წელზე უნებართვოდ? მან არ მოგპარა კოცნა გაუფრთხილებლად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე? გამოფხიზლდი, რა დროს მის მიმართ სიმპათიის გამოხატვაა, რამე გააკეთე, ყავა დაუქციე, წიგნი დაუმალე, ანასტასიას ნომერი წაუშალე..."-თავში ისეთი მზაკვრული იდეები მომდიოდა, თავად შემეშინდა და ასეთივე თვალებით ავხედე ალექსს. -სოფი...-ჩემი სახელი ჩუმად და სასიამოვნო ხმით წარმოთქვა და მეც მიუხედავად ყველაფრისა, სმენად ვიქეცი, მის თვალებს მიშტერებული. -რა იყო?-მოუთმენლად ვკითხე და ჩემს სულსწრაფობაზე ჩაეღიმა. მისმა ღიმილმა ჩემიც გამოიწვია და გამოვიდა, რომ შევრიგდით. -ნუ იბუტები ხოლმე კაი?-წამოიწყო მან და მავედრებელი მზერით გამომხედა. ყურადღებით მივაჩერდი. -ანუ, პომიდორს ან ისპანახს აღარ შემადარებ?-ეჭვისთვალით დავაკვირდი. -არასოდეს მის-გამიღიმა და მარკვენა ხელისგული გამომაწოდა. ჩემი ხელი მისას მივაგებე და ჩამოვართვით, ოღონდ არა ისე, როგორც ამას უწინ ვიზამდით, ეს უკვე საქმიანი მოლაპარაკება კი არა, ახლოს ურთიერთობის შესაბამისი ცნება იყო. ახლა ჩვენ ერთმანეთთან სიმშვიდისა და მეგობრობის კონტრაქტს ვდებდით. ********************************* -როგორ მომენატრე-ჩემკენ გამოქცეული თიკა რომ შევნიშნე ხელები გავშალე და ჩასახუტებლად მივეგებე. ისე დამეტაკა ლამის გადამაქცია და ჩემ უკან მდგარმა ალექსანდრემ დამიჭირა ღიმილით. -გოგო, უბრალო ნიავზეც რომ ყირავდები, ჭამე რამე რომ მოძლიერდე-დაიწყო თავისი ქაქანი ქალბატონმა. -ჯერ არ ჩამოვსულვარ და უკვე ამიკელი-თვალები გადავატრიალე. -კარგი ჰო, წამოდი, დიმიტრი მიგვიყვანს სახლში. ბატონ დიმიტრის გავხედე და მივხვდი, მათი ურთიერთობა საკმაოდბ შორს წასულიყო და ისეთი სულაც აღარ იყო, როგორიც ნიცაში წასვლამდე დავტოვე. დიმიტრი თვალს არ აშორებდა მის წინ მოძრავ ჰიპერაქტიულ არსებას, რომელსაც თვალები უცინოდა და ტუჩებზე ღიმილი არ შორდებოდა. დიმიტრის მანქანაში ჩავსხედით და აეროპორტიდან ქალაქისკენ დავიძარით. წინ დიმიტრი და ალექსანდრე ისხდნენ, უკან მე და თიკა. ნახევრად თიკას ლაქლაქს ვუსმენდი, ნახევრად კი სხვაგან მქონდა ყურადღება მიმართული. სარკისკენ გავიხედე და შევნიშნე, როგორ მიყურებდა ალექსანდრე ნათელი თვალებით. ჩემთვის, ჩუმად ჩავიღიმე როცა გავაცნობიერე, რომ ისიც მე მიყურებდა თანაც შეფარვით. -კუთხეში შევუხვიო ხო სოფი?-გადაამოწმა დიმიტრიმ. -კი, ჯერ წინ იარეთ. მანქანა ჩემი სახლის წინ გაჩერდა. თიკას გავხედე: -ამო შენც, დღეს ჩემთან დარჩი. -ამოვიდოდი, მაგრამ დასვენება მინდა, სახლშიც ბევრი საქმე იქნება დაგროვილი.-მოწყენილი და დაღლილი მზერით გამომეპასუხა. ჩავეხუტე და გავუღიმე. -მელოდრამატული სცენა-ჩაიქირქილა ალექსანდრემ, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. -კარგად ბატონო დიმიტრი.-გავხედე მამაკაცს. -ხვალამდე სოფი-თავი დამიკრა. -ძილინების-გავიგე ალექსანდრეს ხმა, სანამ მანქანიდან გადავიდოდი და დავყოვნდი. -შენც, ალექსანდრე-ჩუმად ვუპასუხე და გადავედი. გული უცნაურად მიცემდე, რაღაც ძალიან მიხაროდა, შესაძლოა ეს რაღაც ალექსანდრესგან ყურადღება იყო. ბოლომდე ვერც კი ვიაზრებდი, რომ საფრანგეთში ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ თბილისში დავბრუნდი, თავგადასავლებით დახუნძლული და სასიამოვნო მოგონებებით სავსე გონებით. გულიც კი სხვანაირად მიფეთქავდა. ************************ 20.12.18, 12:57 შუადღეზე ისე დათბა, კომპანიაში, საკუთარ სკამზე წამოწოლილს, ცისფერი კედლები ყურება მომწყინდა და სადილად გასვლა გადავწყვიტე. მას შემდეგ, რაც ახალი ამბავი გავიგე ალექსანდრეზე, ორი დღე გასულიყო და ვერც რაიმეს ვატყობდი. დერეფანში, ათასჯერ გავლილს, ერთხელაც არ შემხვედრია, ხოლო როცა დიმიტრის კაბინეტში შევდიოდი და იქ მხვდებოდა, თვალს მარიდებდა, თითქოს საერთოდ არ ვარსებობდი. ცოტას ვეჭვობდი, რომ გაგებული ჭორები სიმართლე იყო და სწორედ ამიტომ მარიდებდა ალექსი თავს, მაგრამ მას რა გაუგებდა, ისეთი უცნაური ბუნება ჰქონდა. შესვენება როგორც კი დაიწყო, წამოვდექი და დილით ჩაცმული ქუსლიანები დაბალძირიანი ბალერინებით ჩავანაცვლე, რომელიც ყოველი შემთხვევისთვის ოფისსში მქონდა დატოვებული. სანამ ოთახიდან გავიდოდი, კარი თიკამ შემოხსნა და ჩემკენ წამოვიდა დასაბეჭდათ გამზადებული ჟურნალით ხელში. -რა ხდება თიკა, ასე ქარივით რომ შემოვარდი?-ავათვალიერე გგოგო. -ხომ იცი, მე სულ ასე ქარივით დავდივარ-წარბები აათამაშა და ჟურნალი ჩემს მაგიდაზე დადო-წამოდი, სადილად გავდივარ, გარეთ ვჭამოთ რამე, სუფთა ჰაერი. -წამო-ხელკავი გამოვდე-ისე, კომპანიაში უფრო სუფთა ჰაერია, ვიდრე გარეთ, მზეში. -კარგი, ნუ წუწუნებ.-გამაწყვეტინა და კაკუნით ამიწყო ნაბიჯი.-შენთვის ორი ამბავი მაქვს, კარგი და ცუდი, რომლით დავიწყო? სახეზე დავაკვირდი. ხუმრობის არაფერი ეტყობოდა, პირიქით, ზედმეტად სერიოზული იერი მიეღო. -რომლითაც გინდა-მხრები ავიჩეჩე. შენობასთან ახლოს მდებარე კაფეში შევედით, ადაც მანამდე ვუკვეთავდით დილისთვის ყავაას და შუადღისთვის-ნამცხვარს. -აჰა-თავისთვის ჩაილაპარაკა და სანამ მაგიდასთან დაჯდებოდა, ორი ნუშის ნამცხვარი შეუკვეთა. -გელი თიკა. -მოკლედ, შენ ხო იცი, ალექსანდრეზე რას ამბობენ? -რას ამბობენ?-დაინტერესებული სახით შევხედე. ესეც თუ შეყვარებულს ახსენებდა, მზის დარტყმა მოსაგონი გახდებოოდა ჩემს დარტყმასთან. -ერთ გოგოს ხვდება-დაიწყო და ჩემი მოჭუტული თვალები რომ დაინახა, ხმადაბლა გადაიკისკისა-ასე ნუ მიყურებ, მე რა შუაში ვარ, თუ შენს ბიჭს ვინმე მოეწონა... -ჩემს ბიჭს?? -ჰო, განა ვერ ვხედავ, როგორი თვალებით უყურებ ხოლმე-წარბები აათამაშა. ცოტაც და ჩემგან მინიმუმ ყავის ფინჯანი მოხვდებოდა ტონალურგადაზეპილ შუბლში.-ჰოდა, ეს გოგო, ანასტასია თუ ანამარია, კომპანიაში იყო თურმე. -მოიცა-გავაწვეტინე და ჩავფიქრდი-კომპანიაში არსად დამინახავს, შენს საიდან გაიგე, რომ იყო? -უფროსის მოადგილე ვარ პატარავ-თვალი ჩამიკრა და ამაყად განაგრძო-ახლა აპირებს, ჩვენთან მუშაობა დაიწყოს და სავარაუდოდ, ეს ალექსანდრეს ხელშეწყობით მოხდება. -კარგი-ამოვიოხრე-მერე, მე რა მხრივ მეხება ეგ "ცუდი" ამბავი? -აი, სწორედ მაგ მხრივ, რომ შენ ახლაც ჩათვალე, რო ეს ამბავი "ცუდია". თანაც, თუ გახსოვს, ჩვენ ნიძლავი დავდეთ, რომელშიც შენ წააგე და ალექსის დაკერვა გევალებოდა. არამგონია, მთლად უმოქმედოდ ყოფილიყავი, იმიტომ, რომ ვატყობდი, ორივეს გიცინოდათ თვალები, მაგრამ ახლა ის გოგო ყველაფერს ჩაშლის. ამიტოომ, მომიწევს, მეც დაგეხმარო. -რაში უნდა დამეხმარო, თიკა? -რათქმაუნდა, მასთან თამაშის მოგებაში.-გაიღიმა. თიკა წორედ ამ სიტუაციის შესაფერისი მოთამაშე გახლდათ, საკმაოდ აზარტული, ეშმაკური მეთოდებითა და სრულყოფილი გეგმებით. წესებს არც ის ემორჩილებოდ და არც ალექსანდრე, ანატასიას კი ჯერჯერობით არ ვიცნობდი. ნამდვილად შესანიშნავი აზრი იყო, თიკა დამხმარებოდა, სანამ თავად მოვიფიქრებდი, როგორ მომეგო ეს თამაში. -ვიცი, რომ თანახმა ხარ.-საუბარი გააგრძელა-არ ვიცი, ის თოჯინა როდის დაიწყებს მუშაობას, მაგრამ რაც მთავარია, ის ხომ ვიცით, რომ ალექსანდრეს სამსახურს გარეთაც ხვდება. ჰოდა, ჩვენი გეგმა რა არის? -რომ დავაშოროთ არა?-საუბრის მთავარ მიმართულებას მივუხვდი. -აჰამ, ოღონდ ისე, რომ მან ვერ გაიგოს. ალექსანდრეს ვგულისხმობ. -და ხომ ვერ მეტყვი, ეგ რანაირად? -რათქმაუნა გეტყვი.-ჩაიღიმა-უბრალოდ მას უნდა აგრძნობინო რომ შენთან თავს უკეთ გრძნობს, ვიდრე მასთან. ვიცი, რომ იმ გოგოს კარგი გარეგნობა აქვს, ზედმეტადაც კი. მაგრამ ალექსანდრეს და საერთოდ, ყველა ბიჭს, გულის სიღრმეში ბუნერივი გოგოები მოსწონს. შენ მხოლოდ ის დაანახე, რომ ბუნებრივი ხარ, იმ ანას არ გავხარ, თუმცა მასზე მიმზიდველი ხარ. ამოვიოხრე. უკვე ვეჭვობდი, რომ რაიმე გამოვიდოდა. თიკა ჩემში ზედმეტად იყო დარწმუნებული, ჩემგან განსხვავებით. იქნებ ამას პირიქით, სტიმულიც კი მოეცა ჩემთვის. თუმცა, სანამ ალექსანდრესთან თამაშის მოგებაზე ვსაუბრობდით, კაფეში უცნობი შემოვიდა. პირველად, მისი მაღალი, სრულყოფილი ფეხები შევამჩნიე, შემდეგ კი სხვა ფორმები. თმა წელამდე სწვდებოდა, სპილენძისფრად უბზინავდა და კაფეში შემოსული, მზესავით ანათებდა. სანამ სახით შემოტრიალდებოდა, მომრგვალებული თეძოები შევნიშნე და ღიმილით დავაკვრდი. -რა გაცინებს?-უკმაყოფილოდ გადმომჩურჩულა თიკამ. -ლამაზია-მხრები ავიჩეჩე-მომწონს, როცა ასეთ სილამაზეს ვუყურებ ხოლმე. -შემთხვევით შენი მოწინააღმდეგე ხომ არ შეგიყვარდა ქალბატონო>??-წარბაწეულმა გადმომილაპარაკა და ღიმილი სახეზე შემაშრა. -ეს?-თვალებით გოგოზე ვანიშნე თავი დამიქნია და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო.-ვიცი, რაც უნდა ვქნათ. -გისმენ.-ინტერესით მივაჩერდი. -უნდა ვუთვალთვალოთ-გენიოსივით ჩაილაპარაკა და თავი დამიქნია. ეჭვნარევი მზერით უყურებდა, როგორ აიღო გოგონამ დახლიდან კოქტეილი და ცარიელ მაგიდას მიუჯდა. სანამ ის ტელეფონის სენსორზე თიტებს აკაკუნედა, ჩვენ შურისმაძიებლებივით მივჩერებოდით. თავი დეტეტქიური სერიალის მთავარი გმირი მეგონა, რომელიც სიმართლეს იძიებდა და მაინც ვერაფრით ეპოვა მთავარი გასაღები, სინათლისკენ გამავალი კარისთვის. ************************************ კომპანიაში ყველა კუთხეში ნათურა ციმციმებდა ყვითლად, თანამშრომლებიდან ყელა წასულიყო ჩემსა და იმ ვაჟბატონის გარდა, გვერდში რომ არ მიკარებდა. თუმცა, მაში, როცა კაბინეტში ვიჯექი და პატიოსნად ვმუშაობდი, კარი დაუკაკუნებლად შემოიღო და თავი მან შემოყო. -რა იყოთ ბატონო ალექსანდრე, კარი ხომ არ აგერიათ?-ირონიულად გავხედე და თავი კვლავ თარგმანებში ჩავრგე. სულ არ მქონდა მასთან ჭორაობის დრო, ერთი სული მქონდა, საქმე მომეთავებინა და სახლში წავსულიყავი, რომ ჩემს თბილ საწოლში ტკბილად დამეძინა. -საქმე მაქვს, სოფი-საქმიანი სახით შემოიჭრა და წინ დამიჯდა. თავი ავწიე და შევხედე: -ისევ უნდა მომაცდინო? -სერიოზულია-თქო-გაიმეორა და თვალი გამისწორა. ვანიშნე, ეთქვა.-დიმიტრიმ დარეკა და ახალი დავალება მოგვცა. -მოგვცა?-ჩავიფხუკუნე.-რატომ მეგონა, რომ ჯერ კიდევ ცალ-ცალკე ვმუშაობდით? იმიტომ ხომ არა, რომ მართლა ასეა? -მორჩი ამ ცინიკურ საუბარს-გამაწყვეტინ უემოციო სახით, მასზე დამცინავი კომენტარები არ მოქმედებდა, იმდენად ცივი და გულგრილი იყო.-ხვალისთვის შეხვედრა გვაქვს უცხოელ ინვესტორებთან და თარჯიმნები მივდივართ. -ჩვენ გარდა კომპანიაში სხვა თარჯიმნები ვერ ნახეს? -რა იყო, ხომ არ გეშინია ჩემთან ერთად მუშაობის?-მანაც არ დააკლო ირონია და წამოდგა-ხვალ დილით ათ საათზე გამოგივლი მანქანით და საღამოს დაახლოებით ექვსისთვის დაგაბრუნებ. -შენი შინაური ცხოველი კი არ ვარ-მივუგე უხეშად-მე თვითონაც შევძლებ წამოსვლას, შენ მხოლოდ მისამართი მითხარი. ან, არ გინა მაგასაც ჩემით გავიგებ. ამოიოხრა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო. ყურადღებით ვაკვირდებოდი, მაინტერესებდა, ამჯერად რას იზავდა, ისევ ეცდებოდა თუ არა ჩემთან მოახლოებას და ჩემს გონებაში შემოჭრას. ჩემკენ დაიხარა და სახე გამისწორა, მერე კი მშვიდად წარმოთქვა სიტყვები რბილი, ხავერდოვანი ხმით, რომლის გგონებაზეც ტანზე ეკლებს მაყრიდა: -ასე რატომ იქცევი? -ასე როგორ?-თავი გვერდით გადავხარე და ისე ჩავაშტერდი რამდენიმე სანტიმეტრით დაშორებულ მის თვალებს, რომლებიც გამჭოლი მზერით მისჩერებდნენ ჩემსას. -აი ასე. გაბუტული, პატარა ბავშვივით. -ბავშვივით?-ჩავიფრუტუნე. სულაც არ მინდოდა, ასე ჰგონებოდა. მხოლოდ იმას ვცდილობდი, დაენახა ჩემგან გაცემული სიცივე, რომელსაც სწორედაც რომ იმსახურებდა თავისი ტყუილების, სპექტაკლებისა და ჩემი გამოყენების გამო-არანაირად. ალბათ, ის გეჩვენება, რასაც იმსახურებ. მე კი ჩვეულებრივ ვიქცევი. თუ ჩემი ქცევა და დამოკიდებულება არ მოგწონს, შენი გაასაწყვეტია-მხრები ავიჩეჩე უდარდელად და წინ დადებული თურქული ტექსტის ქართულად რედაქტირება განვაგრძე. -ფრთხილად დამალე შენი გაბრაზების მთავარი მიზეზი სოფი-კვლავ მშვიდად და ხმის უცვლელად მომაძახა და კარისკენ წავიდა. ოთახიდან ისე გავიდა, პასუხი არც კი მომფიქრებია. მხოლოდ მის სიტყვებზე ვფიქრობდი, სიტყვებზე, რომლებმაც ზუსტად ამოიცნე ჩემი ხასიათი და ქცევიის მიზეზი. რათქმაუნდა, მიხვდა, რომ გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ რაზე, იმედია, არ იცოდა. -ჯანდაბა, სოფი-ჩემს თავს შევუძახე და ამოვიოხრე-რატომ ერევი მის ცხოვრებაში, შენი არ გყოფნის? ალექსანდრე, მისი შეყვარებული, მისი ქრაში, მისი დედა, მამა, ბიძა... რა შენი საქმეა, ვერ გავიგე? ზოგჯერ, თვითკრიტიკა იმაზე მეტად ეხმარება ადამიანს, ვიდრეე სხვისი კრიტიკა და ამჯერადაც ეს მომენტი იყო. საკუთარმა სიტყვებმა იმზე მეტად დამამშვიდა, ვიდრე მოველოდი. სავარძის საზურგეზე გადავწექი და ღრმად ამოვისუნთქე. თითქმის მთლიანად განვთავისუფლებულიყავი უარყოფითი ემოციებისგან. საკუთარმა სიტყვებმა მიმახვედრა, რო ალექსანრე, ჩემგან ყურადღებას არ იმსახურებდა, მანამ, სანამ მისგანაც ანალოგიურ ყურადღებას არ ვიგრძნობდი. წინააღმდეგ შემთვევაში, არ ვაპირებდი საკუთარი თავის მის წინაშე დამდაბლებას უაზრო სცენებითა და უკან გამოკიდებით. თუ ის გოგო, ანასტასია უყვარდა, ჰყვარებოდა. ჩემგან მხოლოდ იგნორსა და გულგრილობას მიიღებდა. და თუ ეს არ აკმაყოფილებდა, ვალდებული იყო, სიტუაცია და ურთიერთობა თვითონ შეეცვალა. *********************************** 20.12.18, 22:29 21.12.18, 16:45 დილით, როცა ჩემთვის ჯერ კიდევ არ გათენებულიყო და ცაზე მზე ესიერად არც კი ამოწვერილიყო, შავი ფერარი გაჩერდა ჩემს სადარბაზოში და გაბმულად დაასინგალა. "მაგას თუ ჰგონია, რომ ახლა ფეხზე წამოვხტები და მანქანაში ბედნიერი სახით ჩავუჯდები, ძალინ ცდება"-ჩავიფრუტუნე და ძილი გავააგრძელე, სანამ ხმაური უფრო ახლოს არ მომესმა. თავი წამოვყავი და ყურები დავცქვიტე. არა, ამდვილად კარზე იყვნენ. -ოხ, ალექსანდრე, თუ შენხარ როგორ უნდა ცემო, ასე ადრე რომ გამაღვიძე-ამოვიბურტყუნე და პიჟამა-შორტში გამოწყობილი, აჩეჩილი თმითა და ნახევრად გახელილი თვალებით მივფლასტუნდი კართან. კარი როგორც კი გამოვაღე, ჩემთვის უსიამოვნო ადამიანი, უსიამოვნო მიმიკითა და უსიამოვნო აურით, წინ დამხვდა დამდგარი, კარის ჩარჩოზე ხელმიყრდნობილი. -სოფი, არ გამაგიჟო ახლა-კკბილებში გამოსცრა, ვითომ შემაშინებდა თავისი არესიული და გაბრაზებული ტონით. რა, ეგონა რომ მის ყველა მოთხოვნას შევასრულებდი? თუ ასე ეგონა, ჯობდა, საკუთარი სურვილები საახალწლო საჩუქრების სიაში გაეკრა, ჩემი ნებით მაინც არ შევასრულებდი და სანტასთვის დაებარებინა. -შემოდი-გამოვტრიალდი და ნახევრად მძინარე, ოთახისკენ გავემართე. -ცოტა ნაბიჯს აუჩქარე-მიმითითა დიდისამბით, თითქოს მთელი სამყარო მე მაწვა მხრებზე. ყურადღება არ მიმიქცევია მისი სიტყვებისთვის, ოთახში შევედი და კარადა გამოვაღე. -რა ჩავიცვა? თურქეთიდან რომ ჩამოვიტანე, ის ტოპი სად არის ნეტავ...-ჩავილაპარაკე და ოთახში მიმვიხედე. ათი წუთის შემდეგ, როცა ოთახი გადავატრიალე და ზედა ვერრ ვიპოვე, კარი ალექსანდრემ შემოხსნა ჩვეული, გაცეცხლებული სახით და მე მომიტრიალდა: -გოგო, ძალით აკეთებ თუ მართლა ასეთი შენელებული კადრი ხარ?! -რა ვქნათ, ბატონო ალექსანდრე, ასეთი და ვარ მოგიწევთ, გამიძლოთ-მხრები ავიჩეჩე და ბოლო თაროც შევამოწმე. -რას ეძებ ასეთ, ისევ პიჟამათი რომ დგახარ, ნახევარი საათია? -ჩემს მალინისფერ ტოპს.-ვუპასუხე და გულდაწყვეტილი ჩამოვჯექი ლოგინზე-ახლა რა ვქნა... -სხვა რამე რომ ჩაიცვა, გიკბენს?-გაღიზიანებული მომაჩერდა. -მე ის მინდოდა. -მერე ვერ ხედავ, რომ არ არის?-მოთმინება დაკაგულმა აამოიოხრა და გვერდით მომიჯდა-სოფი, ახლა თუ არ ადგები და რამეს არ ჩაიცვამ, იცოდე მთელი ცხოვრება მოგიწევს ჩემი დაცინვის მოსმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი ტოპის გამო ამხელა ამბავი ატეხე. -მოფიქრებულიც კი არ მაქვს, რა ჩავიცვა თურქებთან შეხვედრაზე.-შევჩივლე. -სულ ერთია. თუ გინდა სულ შიშველი წამოდი, მათ მაინც არ ადარდებთ-თვალებდაწვრილებულმა რომ გავხედე, ცოტა ხანი გაჩერდა, მერე კი ჩაიღიმა და განაგრძო-ჰო, თუმცა მე მადარდებს. -იქნებ შენთვისაც სულ ერთია?-დაეჭვებით ვკითხე. -შიშველი გაცივდები, ცუდი ამინდია გამოცხადებული-მოკლედ მომიჭრა და წამოდგა. ოთახიდან ისე გავიდა, ჩემი გაწითლებული სახე არც დაუნახავს. მანქანის საქარე მინიდან კარგად ჩანდა ტრასის ირგვლივ ჩამწკრივებული ხეებისგან დაბურული ტყე. გზას მაღალი სიჩქარით მივუყვებოდით და ორივე რაღაცაზე ვფიქრობდით. მინდოდა, მისთვის ანასტასიაზე მეკითხა, მგრამ ვერ ვბედავდი, მეშინოდა, რომ კითხვას არაწორად დავსვამდი და ყველაფერს წყალში ჩავყრიდი, შანსს, რომ მასთან მეტად დავახლოებულიყავი და ჩემთან გულახდილი ყოფილიყო, ხელიდან გავუშვებდი. მეშინოდა, რომ საშუალებას და უფლებას აღარ მომცემდა, მასთან ახლო ვყოფილიყავი და ისეთ რამეზე მელაპარაკა, რაზეც სამსახურში არ ლაპარაკობენ, ამიტომ ჩუმად ყოფნა ვარჩიე, მან კი ეს სიჩუმე სიუცხოვედ მიიღო. -რატომ ხარ ასე წყნარად?-გამომხედა და კვლავ გზას მიაჩერდა გაშტერებული მზერით. ეტყობოდა, რომ ისიც რაღაც მნიშვნელოვანზე ფიქრობდა. მხრები ავიჩეჩე, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ეს ვერც შეემჩნია. -ვფიქრობ-ვუპასუხე ჩუმად და საკუთარ ერთმანეთზე გადახლართულ ხელებს დავაკვირდი. თითები თავისით მითამაშებდა, თუმცა არ ვიცი, სიცივისგან თუ ნერვიულობისგან. -რაზე?-ჩამეკითხა და რამდენიმე წამით მომაპყრო უცნაური მზერა. თვალები თბილი და ჩამწვდომი ჰქონდა, ან უბრალოდ მე მეჩვენებოდა ასე. -ჩვენზე-ისე ვუპასუხე, წამითაც არ დავფიქრებულვარ, თუმცა არც მინანია. სიმართლის თქმის დროს ადამიანი მხოლოდ ერთი წამით ნანობს, ამ ერთი წამის შემდეგ კი ცხოვრება გაცილებით იოლად გრძელდება, ვიდრე მანამდე. გულზე ოდნავ მომეშვა,, რომ მასთან სიმართლის რაღაც ნაწილი ვაღიარე და ფრთხილად დავაკვირდი მის რეაქციას. -მერე?-ჩაიღიმა და გზას ისე მიაშტერდა, მივხვდი, ისიც ჩემს ნათქვამზე ფიქრობდა. კვლავ მხრები ავიჩეჩე. აღარ ვიცოდი, რა მეთქვა ისეთი, რომ საკუთარი გრძნობები არ გამომეაშკარავებინა ნათქვამით. ის კი ისე ოსტატურად ნიღბავდა ყოველ ემოციას, მსახიობსაც შეშურდებოდა ალექსის ტრანსფორმაციის. -ვერ ვხვდები-წამოვიწყე და ისევ გავჩუმდი. გვიან მივხვდი, რომ სანამ რაიმეს ვიტყოდი, დაფიქრება ცუდი არ იყო. თუმცა, მან კი ფიქრი აღარ მაცადა: -რას ვერ ხვდები სოფი? -ჩვენ შორის რა ხდება.-პირდაპირ ვთქვი და თვალებში გამჭოლი მზერა ვესროლე. მანაც შემომხედა და ისე მომაჩერდა, თვალები გამიშტერდა მის შავ გუგებზე. -გააჩნია, შენ რა გინდა რომ ხდებოდეს.-მტკიცედ მიპასუხა. -გზას უყურე-აღელვებულმა, ვცადე, ხმის კანკალი სხვა თემაზე საუბრით დამეფარა და წინ გავახედე. გაჩუმებულები ვისხედით, ის გზას უყურებდა და მომენტებში მეც გამომხედავდა, მე კი მარჯენა მინაზე გამეშტერებინა მზერას და ვუყურებდი, როგორ ცვლიდა ფიჭვებს ნაძვები და პირიქით. როგორ ყვაოდნენ ვაშლის ხეები და მწვანე მხლები ძირს იყო ჩამოცვენილი, მთელი მოსავალი ბალახზე ეყარა. მაშინ გავიფიქრე, რა იყო ბუნებაზე ლამაზი. მხოლოდ ის ყვაოდა რეალურად და ნამდვილად. ჩვენ, ადამიანებს, ყოველგვარი სულში აღმოცენებული ყვავილები დაგვეჭკნო იმაზე ფიქრში, თუ რა გველოდა, ან წარსულში რა მომხდარიყო. აწმყო კი სადღაც გაგვქცეოდა, შორს, გადაკარგულში, ისე, რომ ვერც კი ვამჩნევდით, რა ხდებოდა ჩვენს რეალურ ცხოვრებაში. ყვავილები დღევანდელ დღეს ხარობენ. წარსულში მხოლოდ დამჭკნარი, მომავალში კი-ყვავილის თესლი ინახება. ჩვენ, დაგვვიწყებოდა, რომ ახლანდელი ცხოვრება უკვე გადიოდა, და ნელ-ნელა წარსული ხდებოდა ყოველი წამი. -ყველა ყვავილი რომ დაჭკნეს, როგორ მოიქცევი?-ხმამაღლა ამოვთქვი ფიქრი ისე, რომ ალექსანდრესკენ თავიც არ მიმიტრიალებია. -აი, თურმე, რაზე ფიქრობ ასე ღრმად-გაეღიმა და ჩემს კითხვას მიუბრუნდა.-არ ვიცი, ალბათ ვეცდები, ჩემთვის ყველაზე ძვირფასის გადარჩენა მაინც მოვახერხო. -და თუ უკვე გვიანია? -სოფი, მიზნის გარეშე ცხოვრება აბსურდია. რაღაც მიზანი ყოველთვის უნდა არსებობდეს, ტუნდაც საყვარელი ადამიანების დაცვა და მოვლა. თუ ისინი ცოცხლები აღარ არიან, ვინც გიყვარს, ესე იგი, შენს სულშიც ის ადგილები, რომლებიც მათ შეავსეს, დამჭკნარი ყვავილებითაა სავსე. გინდ გადაყარო, მათ დანაკლისს ვერ შეივსებ, თუ ახალ ყვავილს არ მოწყვეტ, ის არც მათნაირი იქნება, მაგრამ ზოგჯერ დანაკლისს სხვა რამით ვივსებთ. -მაგრამ ხომ შეიძლება, ახალი ყვავილის გამო ძველი დააჭკნო-ამოვიჩურჩულე და თალები ამიწყლიანდა. -ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული-ამოისუნთქა. მხოლოდ ამ დროს მივხდი, რომ მისი სურნელი იასამნების არომატს გავდა, მისი სუნთქვა კი-გვირილისას. სულში მიძვრებოდა და მაჯადოვებდა. -ალექსანდრე-გავხედე და მანაც გამომხედა-სხვა გიყვარს? ძვირფასებო და შეუფასებლებო, დავბრუნდი, ამდენი ხნის შემდეგ. ვიცი, ცოტა არ იყოს, შემაგვიანდა, მაგრამ ახლა ისევ აქ ვარ, ისტორიის მომდევნო თავით და თქვენგან ასე წახალისებული, ყურადღებითა და პოზიტიური კომენტარებით უზრუნველყოფილი, ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, მეც ისევე გაგახალისოთ ისტორიით, როგორც თქვენი კომენტარები და შეფასება მახალისებს ხოლმე მე, ამიტომ იმედი მაქვს, ისიამოვნებთ ახალი თავით და ჩემზე (დაგვიანების მიზნით) განაწყენებულებს, წყენას განგიქარვებთ ტექსტი. პ.ს. ძალიან, ძალიან მიყვარხართ და მაბედნიერებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.