შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯრების მწმენდავი ( თავი 14 )


13-01-2019, 02:00
ავტორი melanqoliki
ნანახია 9 312

კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი უზარმაზარი მინის წინ ჩაფიქრებული იდგა.
უკვე რამდენი დრო გასულიყო, მაგრამ ის ისევ მასზე ფიქრებს შეეპყრო. როცა თვალებს დახუჭავდა, ან სივრცეში თვალი გაუშტერდებოდა, ერთადერთი რისი დანახვაც შეეძლო ეს მისი მწვანე თვალები იყო. გონებაში გამეფებულ სიმწვანეს, ოქროსფერი ანაცვლებდა. ფერები ისე ლამაზად ირეოდნენ ერთმანეთში, როგორც ტილოზე შესრულებულ, მის საყვარელ ნამუშევრებზე.
რა შეეძლო მოემოქმედა? რისი გაკეთება შეეძლო იმისთვის, რომ მისი ყურადღება და საპასუხო გრძნობა დაემსახურებინა? იქნებ ლიზა უბრალო, მორიგი მისი ახირება იყო და ყველა დანარჩენი, რთულად მოსაპოვებელი ქალივით მობეზრდებოდა?
_ არა. _ ხმამაღლა წარმოთქვა და თავი გააქნია. ხვდებოდა, რომ საქმე უბრალო გატაცებასთან არ ჰქონდა. განა, რომელიმე სხვა ქალი ოდესმე, თავისი საყვარელი ნამუშევრებისთვის შეედარებინა?განა, ენახა კი ასეთი ლამაზი და მეტყველი თვალები? მის შესახებ ყველაფერი აინტერესებდა და იმ ღამით მომხდარი ამბავიც მოსვენებას არ აძლევდა. იქნებ, მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა მის მიმართ? მთელი ეს დრო, ხომ იმ კაცის ძიებაში გაეტარებინა, მაგრამ უშედეგოდ. მის გახსენებაზე სახე შეეცვალა, სამუშაო მაგიდისკენ შეტრიალდა და იქვე დადებული ტელეფონი აიღო. სწრაფად მოძებნა ივანის ნომერი და მოუსვენრობა შეეტყო.
_ ლევან, ისევ აქ ვარ და...
_ რამე ხომ არ გაგიგია?_ სიტყვის დასრულება არ აცადა კაცს.
_ არა, ფულიც შევთავაზე, ცოტა დავაშინე კიდეც, მაგრამ არავინ არ იღებს ხმას. სასტუმროშიც კი არ გვიშვებენ, როგორც ჩანს იმ ტიპს დაუფიქსირებია ჩვენი მანქანა და ყველა გაფრთხილებული ჰყავს.
_ საინტერესოა _ ამოიხვნეშა და ისევ ფანჯარაში გაიხედა.
_ ყველაფერი გასაგებია რა
_ რა არის გასაგები? _ ფიქრებიდან გამოერკვა ლევანი
_ ერთი ორი ზარი ძველ სანაცნობოში გავაკეთე და ნაღდია რა, ქურდულ სამყაროშია.
_ მაშინ იცი როგორც უნდა მოიქცე
_ გასაგებია
_ და ივან, იცოდე ყველაფერი ზუსტად გამიგე, განსაკუთრებით ის მაინტერესებს საიდან აქვს ნაშოვნი ფული და ვინ არის ის გოგონა მისთვის.
_ საღამოსთვის მექნება ინფორმაცია _ საქმიანად, მოკლედ მოუჭრა კაცმა და საუბარი დაასრულა.
ლევანმა მძიმედ ამოისუნთქა და მობილური ტელეფონი მაგიდაზე დადო. ერთი სული ჰქონდა საღამო როდის მოვიდოდა, რომ ივანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გასცნობოდა და ბოლოს და ბოლოს გაეგო რას წარმოადგენდა ალექსანდრე.
_ ქურდული სამყარო არა? უკვე არ მომწონხარ, ვინც არ უნდა იყო. _ თავისთვის, ხმამაღლა განიხილავდა და მაგიდის წინ ჩაფიქრებული დადიოდა.
_ ლევან, ყველა საბუთს მოაწერე ხელი? _ კაბინეტის კარი, ყოველგვარი დაკაკუნების გარეშე შემოხსნა ნინამ და პასუხს არ დაელოდა ისე წავიდა კაცისკენ.
_ არა, ნინა, ჯერ არაფრისთვის მომიწერია ხელი, დავჯდები ცოტა ხანში და კარგად გადავხედავ.
_ რატომ მატყუებ ლევან? არც კი დაგიხედავს რა გედო მაგიდაზე ხო? _ წარბი აქაჩა ქალმა და კაცს თვალებში მიაშტერდა.
_ არა, უბრალოდ...
_ შეყვარებული ხარ _ უცებ უთხრა, ისე უცებ, რომ თვითონაც ვერ გააცნობიერა და თავისივე ნათქვამ, უაზროდ გასროლილ წინადადებაზე აფორიაქდა.
_ საიდან მოიტანე? _ მშვიდად უპასუხა კაცმა და ზურგი აქცია.
_ ანუ არ უარყოფ ხომ? _ მის ხმაში სევდა იგრძნობოდა.
_ არ ვაპირებ ამ თემაზე ლაპარაკს, უბრალოდ ის მითხარი ასე რატომ ფიქრობ ნინა _ სცადა სახეზე ემოციები არ დასტყობოდა და ქალს მოუბრუნდა.
_ შეგიძლია უბრალოდ მითხრა? საიდან მოიტანე
_ იქიდან მოვიტანე ლევან, რომ გიცნობ და თან ძალიან კარგად. მე ხომ შენი ყველა გატაცება და მსხვერპლი ზეპირად ვიცი. _ ირონიით ჩაიცინა და სამუშაო მაგიდის კუთხეზე გამომწვევად ჩამოჯდა.
_ ნინა, მე მსხვერპლად არავინ შემიწირავს და არ ვფიქრობ რომ ვინმესთვის რამე მაქვს დაშავებული, შენს გარდა. _ თვალის გასწორება ვერ შეძლო და დადუმდა.
_ ხო, განსხვავება იმაშია, რომ ისინი ვერ აცნობიერებდნენ რაზე მიდიოდნენ, მე კიდე ჩემი ნებით გადავდგი ეს ნაბიჯი და ჩემივე ნებით ვთქვი იმაზე უარი, რაც ამ ცხოვრებაში ქალისთვის ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასია. _ გულქვა, საქმიანი ქალის ნიღაბი გვერდით გადაედო და თვალებაცრემლებული საუბრობდა.
_ გთხოვ არ გვინდა ახლა ამაზე, ხომ იცი, შენთან საუკუნოდ ვალში ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ. ჩვენ სულ სხვა ურთიერთობა გვქონდა. _ ქალისკენ გაიწია და თითქოს ამ სიტყვებით მისი დამშვიდება სცადა. ნინას ტირილი არასდროს ენახა და ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ასეთ ძლიერ, სექსუალურ და საკუთარ თავში დარწმუნებულ ქალს ვინმეს თანდასწრებით, მითუმეტეს კაცის წინ ეტირა.
_ ხომ, სულ სხვა ურთიერთობა გვქონდა, ნამდვილად, მაგრამ ბოლოს მეც ჩვეულებრივი, რიგითი მსხვერპლი გამოვედი მაინც რაც არ უნდა უარვყო. სიმართლეს ვერ გავექცევით ლევან. ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ტკივილი იყო ჩემთვის და იცი რატომ? ეს ყველაფერი შენ კი არა, მე გავუკეთე ჩემს თავს. ადამიანს ვერავინ ვერ მიაყენებს იმაზე დიდ ზიანს, ვიდრე მას შეუძლია, რომ საკუთარ თავს მიაყენოს. ახლა არც დროა და არც შესაფერისი მომენტი, მაგრამ ჩემს თავს მაშინ მიღებული გადაწყვეტილების გამო ვერ ვიტან და ვერც ვერასდროს ავიტან.
_ ვიცი, მაგრამ შენს თავს არ უნდა იდანაშაულებდე, მე მიგიყვანე ამ დონემდე და ჩემი ბრალია, არ ვიცი ასე რატო მოვიქეცი იქნებ არც უნდა .... _ კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ ქალმა შეაჩერა.
_ გთხოვ, ახლა არა, ისედაც ზედმეტი მომივიდა, უბრალოდ ვგრძნობ რომ შეყვარებული ხარ, წინაზეც ვილაპარაკეთ რომ რაღაცების დამალვა არაა საჭირო. შენ შენი ცხოვრება გაქვს უკვე და თავსაც ნუ გაიწამებ ჩემს გამო. მე უკვე დიდი გოგო ვიყავი და გადაწყვეტილებაც შემეძლო სხვანაირი მიმეღო, ასე რომ ყველაფერი კარგადაა. _ ღრმად ჩაისუნთქა, თვალზე მომდგარი ცრემლი შეიმშრალა და მაგიდიდან ნელა ჩამოსრიალდა.
_ ნინა, არ ვიცი როგორ ვარ, დაბნეული და არეული დავდივარ. _ ამოიხვნეშა ლავანმა და ქალს აღელვებული მიუახლოვდა, ახსენდებოდა ძველი დრო, მასთან გატარებული ყოველი წამი და თავს არამზადად გრძნობდა, რომელსაც ისევ აღძვროდა მისი შეხების და მოალერსების სურვილი.
_ კი ნამდვილად გიყვარს, ან შეგიყვარდა კიდეც, მაგრამ იმის აღიარებაც მოგიწევს, რომ ძალიან გინდივარ და ყოველთვის გინდოდი _ ისევ ძველი ნიღაბი მოირგო და კეკლუცად ჩაიღიმა.
_ მე არც დამითმიხარ არც გამიშვიხარ, შენით წახვედი, ვიცი სიგიჟეა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც შენზე მეფიქრება. _ თავი ისე გააქნია, თითქოს მძიმე, არასასურველი ფიქრების თავიდან მოშორებას ცდილობსო.
_ აბა რას ელოდი? ჩემზე კი არ გეფიქრება ჩემი სხეული გელანდება და სურვილი გაქვს, ალბათ არც არავინ გყავს ხომ?
_ არა _ სწრაფად უპასუხა და მისი გრძელი, ლამაზი ფეხები შეათვალიერა.
_ ნამდვილი სიგიჟეა _ ბოროტად ჩაიცინა ნინამ და სწრაფად მიუახლოვდა.
_ საშინლად მინდიხარ _ ამოთქვა კაცმა და მერე ქალის მსხვილ ტუჩებს ხარბად დაეწაფა. ისე ჰკოცნიდა, თითქოს უკანასკნელად ეძლეოდა ამის საშუალება, ხარბად და ვნებით. ხელს წელზე უჭერდა და გრძნობდა, როგორ უღვივდებოდა სურვილი ისევ ერთი ჩვეული დრო დაბრუნებულიყო წარსულიდან, როცა მისი ალერსი ასეთი მიმზიდველი იყო. და ახლა რა ხდებოდა? ნუთუ ისევ იმავეს გრძნობდა რასაც ახლა? და სად გამქრალიყო დანაშაულის გრძნობა ან ის გულგრილობა, რომელიც მის მიმართ ახასიათებდა? ნუთუ ადრეც ასე არ იყო? ნუთუ მთელი გასული წელი გულგრილობის ნიღბებს არ ატარებდნენ, შემდეგ კი ვნებებს დაცარიელებულ ოფისშიც იოკებდნენ და უკან არაფერზე იხევდნენ? ნუთუ ეს ყველაფერი სიყვარული არ იყო? ან ახლა რას გრძნობდა მის მიმართ? და ლიზა?
ვნების ალში გახვეულს უკვე ვეღარაფერი გაეგო, იმ წამს მხოლოდ იმას გრძნობდა, რაც ასეთი თბილი ლამაზი და მიმზიდველი იყო, მის ტუჩებს სუნს და სხეულს, რომლის მისაკუთრებაც მერამდენედ სურდა._ შეჩერდი ლევან _ ქალმა მკერდზე დაადო ხელი და ფრთხილად გაწია.
_ რა ხდება? _ დაიბნა და მის ტუჩებს მიაჩერდა.
_ ეს შენ მითხარი ლევან რა ხდება. იცი, იმ გოგოზე მარტო შენ არ მოგიძიებია ინფორმაცია, მეც გავარკვიე რაღაცები და თან მგონი შენზე მეტი. რაღაც ნამეტანი მონდომებული არ ხარ, ან არც ისე შეგყვარებია ჯერ როგორც გჩვევია, ნამეტანი ვნებით და გაგიჟებით. არ ვიცი სხვა რა ვუწოდო იმ ყველაფერს რაც გვქონდა ან რაც ახლა ხდება, მაგრამ გული მწყდება და ვერ ვიგებ.
_ არეული ვარ, თითქოს დროს ვწელავ, თან მისი ინტერესი მკლავს კი ვაღიარებ ასე, მაგრამ შენს დავიწყებას ვერ ვახერხებ. _ თავი ვერ შეიკავა და ვნებააღძრულმა ისევ გაიწია საკოცნელად, მაგრამ ქალმა შეაკავა.
_ ის დრო აღარაა ლევან, მე კიდე შენი სათამაშო არ ვარ. კი, ვაფასებ შენს შრომას, პიროვნებას შეუპოვრობას და ყველაფერს, მაგრამ ვერასდროს ვერ დაგაფასებ ბოლომდე რადგან შენ ის არ გაგაჩნია, რაც მე ასე ძალიან მჭირდება.
_ და მაინც რა გჭირდება?
_ არც არაფერი, ახლა უკვე არც არაფერი, უბრალოდ ასე ადვილად ვერც მე გივიწყებ, მაგრამ ის ვერ გამიგია და არასდროს გავიგებ, რაც არ უნდა იყოს.
_ რას ნინა? _ დაძაბული დაიხია უკან.
_ როგორ შეგიძლია იმ გოგოს შვილი გინდოდეს, როცა საკუთარი არ გინდოდა? _ ცრემლები ვეღარ შეიკავა, სიტყვა დაასრულა და ანერვიულებული გავარდა კაბინეტიდან.



***
დიდ ბოდიშს გიხდით ყველას, მართალია პატარა თავით, მაგრამ მაინც ვბრუნდები. ყველა დაწყებულ ისტორიას მივიყვან ბოლომდე და აღარ დაგტოვებთ, უკვე განვახორციელე ის რის გამოც მიწევდა ასე დაგვიანება.დიდი მადლობა იმედია გაგიხარდათ, მე ძალიან გახარებული ვარ და მუდო ელფსაც დიდი შემართებით ვწერდი.<3



№1  offline წევრი ნორმი

თავიდან მეგონა მომეჩვენა,მაგრამ შემდეგ გამიხარდა.
არ ვიცი რატომ მაგრამ მგონია,რომ ლიზასა და ლექსოს შორის ვერანაირი ურთიერთობა იქნება.
შეიძლება იმის ბრალიც არის რომ დიდი ხანია არ დაგიდვია.
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი melanqoliki

ნორმი
თავიდან მეგონა მომეჩვენა,მაგრამ შემდეგ გამიხარდა.
არ ვიცი რატომ მაგრამ მგონია,რომ ლიზასა და ლექსოს შორის ვერანაირი ურთიერთობა იქნება.
შეიძლება იმის ბრალიც არის რომ დიდი ხანია არ დაგიდვია.

როგორ ძალიან გამიხარდა კომენტარის დანახვა ვერ წარმოიდგენ. მართალი ხარ დიდი ხანი ვერ მოვახერხე წერა, მაგრამ ახლა მართლა მართლა არ დაგტოვებთ, შემართებით ვარ და ახალი თავიც არ დაიგვიანებს.>3

 


№3  offline წევრი kora

არ ვიცი რატომ მაგრამ ძველებურად აღარ მომეწონა, ან უბრალოდ ამდენი დაგვიანების ბრალია, ან პერსონაჟებისგან ვერ ვიგრძენი ვერაფერი აი ვერ დამაინტერესეს. ლევანი მომწონდა ადრე და ამ თავის მერე ვფიქრობ საერთოდ რატომ მომწონდა ეს კაცი. ნინასთან რა აკავშირებდა ვერ გამეგო, ან რატო იყო ესეთი ცივი და თურმე ერთი ტიპიური კაცია.
მართლა გული მწყდება ამ კომენტარს რომ ვტოვებ, უბრალოდ არ შემეძლო არ მეთქვა. ისტორია რომ მომწონდა სწორედ ამან გამოიწვია ეს ემოცია ასე რომ ნუ მიწყენ და წარმატებები. იმედია აღარ დაიკარგები და ახალ ისტორიასაც შემოგვთავაზებ, რომელსაც ასე შუალედებით არ დადებ.
--------------------
kira.G

 


№4  offline წევრი melanqoliki

kora
არ ვიცი რატომ მაგრამ ძველებურად აღარ მომეწონა, ან უბრალოდ ამდენი დაგვიანების ბრალია, ან პერსონაჟებისგან ვერ ვიგრძენი ვერაფერი აი ვერ დამაინტერესეს. ლევანი მომწონდა ადრე და ამ თავის მერე ვფიქრობ საერთოდ რატომ მომწონდა ეს კაცი. ნინასთან რა აკავშირებდა ვერ გამეგო, ან რატო იყო ესეთი ცივი და თურმე ერთი ტიპიური კაცია.
მართლა გული მწყდება ამ კომენტარს რომ ვტოვებ, უბრალოდ არ შემეძლო არ მეთქვა. ისტორია რომ მომწონდა სწორედ ამან გამოიწვია ეს ემოცია ასე რომ ნუ მიწყენ და წარმატებები. იმედია აღარ დაიკარგები და ახალ ისტორიასაც შემოგვთავაზებ, რომელსაც ასე შუალედებით არ დადებ.

სიმართლე რომ ვთქვა ეს ისტორია მეც ისე გამეწელა იმდენი შემართებით ვეღარ ვარ და ვეღარ ვწერ ისე თითქოს, არადა გზაში მიტოვებაც არ მინდა. დიდი მადლობა რომ შენი აზრი მითხარი. მეც არ ვიცი ზუსტად რა ხდება, თან ახალ ისტორიაზე ვფიქრობ რომელსაც მალე დავიწყებ და არ მივატოვებ ასე, თორე მერე მართლა მიძნელდება წერა. იმედია მაინც ბოლომდე დარჩები ჩემთან მადლობა დიდი ❤️

 


№5  offline წევრი melanqoliki

Daldoni ეს კომენტარი თქვენთვისაა სხვანაირად ვერ ვახერხებ მეც გილოცავთ და უღრმესი მადლობა ამ ემოციისთვის რაც კომენტარმა მომგვარა ????❤️❤️

 


№6  offline წევრი naniko mindia

Armejera kargi istoria gagzele, warmatebebi veli shemdegs tavs ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️
--------------------
lomidze

 


№7  offline წევრი melanqoliki

naniko mindia
Armejera kargi istoria gagzele, warmatebebi veli shemdegs tavs ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️

დიდი მადლობა მე კიდე თქვენს კომენტარებს დაველოდები მოუთმენლად ????????????

 


№8  offline წევრი თამოთამო25

გამიხარდა გაგრძელება რო ვნახე,იმედია ბოლომდე მიიყვან და არ დაიგვიანებ. მომწონს ეს ისტორია ველოდები ახალ თავს ????

 


№9  offline წევრი melanqoliki

თამოთამო25
გამიხარდა გაგრძელება რო ვნახე,იმედია ბოლომდე მიიყვან და არ დაიგვიანებ. მომწონს ეს ისტორია ველოდები ახალ თავს ????

მე კიდევ შენმა გამოხმაურებამ გამახარა და სტიმული შემმატა, ახალი თავის წერა დაწყებული მაქვს და ხვალისთვის აუცილებლად იქნება >3 დაველოდები თქვენს შეფასებებს და სამომავლოდ ახალი ისტორიების წერაც მაქვს დაგეგმილი პაუზების და დაკარგვების გარეშე, ასე რომ თქვენი აქტიურობის და მხარდაჭერის იმედი მაქვს. ყოველთვის მაინტერესებს რას ფიქრობთ, დიდი მადლობა >3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent