შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს კანში


13-01-2019, 03:59
ავტორი WarmestColor
ნანახია 869

ქიაჩელის კუთხეში, ჩემს საყვარელ კაფეში ვიჯექი, როცა FACEBOOK-ის სიახლეების მაჩვენებელი წითლად აინთო და უცნობი ადამიანისგან, სრულიად ინკოგნიტო ექაუნთიდან მეგობრობის თხოვნას შევეჩეხე, რომელსაც თან მოჰყვა შეტყობინება - „დიდხანს უნდა მათვალიერო? მე ვარ“. მაშინვე მივხვდი, რომ საქმე არც ისე მარტივად იყო და ჯობდა, ნერვებსა და ემოციებს გავფრთხილებოდი; როგორღაც ამეტანა ერთღამიანი უაზრო დიალოგი უცნობთან და მერე ყველაფერი დამესრულებინა, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივად აეწყო და წერტილის ნაცვლად მრავალწერტილი დავსვი.
არ ვიცი, თავში აზრად რატომ უნდა მოგივიდეს, საუბარი ადამიანთან, მითუმეტეს, პირველი საუბარი ქალიშვილობის ინსტიტუტსა და მის პირად ცხოვრებაზე დაიწყო, თუმცა მან ეს გააკეთა. რატომღაც ეგონა, რომ დავიმორცხვებდი, ისტერიკას ავტეხდი და წავშლიდი. მის შეკითხვვებს ვუპასუხე, ავუხსენი, რომ ჩემთვის სტატუსს არ ჰქონდა მნიშვნელობა და ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გრძნობა და ემოცია, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ პირველად ეს ნაბიჯი იმ ადამიანთან გადამედგა, ვინც რეალურად შეძლებდა, სიამოვნებისა და ბედნიერების მწვერვალზე ყოფილიყო ჩემთან ერთად და ვის მიმართაც მექნებოდა ის განცდები, რომლებიც ჯერ არავის მოუნიჭებია ჩემთვის - ვისთანაც ვიქნებოდი ყველაზე თავისუფალი, ყველაზე მშვიდი, ყველაზე უბრალო და ჩვეულებრივი. პასუხად ირონიული დამოკიდებულება და „ვაი, შენს პატრონს“ მივიღე და დავრწმუნდი, რომ არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებსაც ჩემნაირი გოგოების მიმართ მხოლოდ ირონია აქვთ და გააზრების - რეალური შეფასების უნარს კარგავენ.
- რატომ დამცინი, მაინც ვერ ვხვდები.
- რატომ? ეს თქვენი თემაა. ქართველი გოგოები ყელამდე ხართ მაგ ფიქრებში ჩაძირული, რომ ვინმემ უნდა გაგაღმერთოთ, სიგიჟემდე შეგიყვაროთ და მანამდე ახლოს არავინ არ უნდა გაიკაროთ. მოკლედ, მწნილდებით
- და რა არის აქ ცუდი? ჯერ ერთი, მე ეგ არ მითქვამს, მე ვთქვი, რომ მჭირდება ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად გაიზიარებს ამ წუთებს და რომლისთვისაც უბრალოდ სათამაშო თოჯინა არ ვიქნები და არავისგან ვითხოვ გაღმერთებას. მეორეც, სულაც არ მგონია ეს ქართველი გოგოების სენი და ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავ. და მესამეც, თუ გგონია, ამ თემაზე საუბრით რაიმე ორიგონალურს აკეთებ, ძალიან ცდები
- შენთან ითამაშებდა კაცი, მშვენიერი ფორმები გაქვს, მკერდი, წელი ....
- არ არის საჭირო ეს ღლაბუცი. ვფიქრობ, გულახდილობაზე შენი დამოკიდებულება - ამდენი ცინიზმი და ირონია არ არის სწორი და საერთოდაც, რომ იცოდე, არ მაინტერესებს, რას იფიქრებ. უკვე გვიანია და ვიძინებ
- კარგი, დაიძინე. ოღონდ ჯერ შენი თითები გაავარჯიშე, ბედნიერი წუთები მოიწყვე და თავს უფრო მშვიდად და ბედნიერად იგრძნობ. შემიძლია, გასწავლო...
- იდიოტი ხარ. თუ გგონია, შენს სიტყვებს გამოვეკიდები, ძალიან ცდები. მგონი, ჯობია, შენს თავს მიხედო, ჩემზე ნუ იღელვებ
- შენზე რომ ვღელავ, სწორედ ამიტომ გირჩიე. ისე, თუ გადაიღებ და გამიზიარებ, არც ეგ იქნება ცუდი იდეა
- აი, ისევ. ნამდვილი იდიოტი ხარ, დავრწმუნდი, თუ გგონია, მაგას გავაკეთებ ძალიან ცდები
- გააკეთებ, ანასტასია. თანაც დიდი სიამოვნებით
- შენ როგორ მოგმართო?
- როგორც შენ გინდა
- ანუ?
- ანუ ჩათვალე, რომ სახელი არ მაქვს და როგორც გინდა, ისე მომმართე.
- მოკლედ, უცნობო, ძალიან ზედმეტი მოგდის და ვფიქრობ, რომ შენ და მე ერთმანეთს სასტიკად ვერ გავუგებთ. შენნაირ ამაზრზენ ტიპებს ვერ ვეწყობი და ჯობია, გზიდან ჩამომეცალო - უკვე ვხვდებოდი, რომ წყობიდან გამოვდიოდი. უბრალოდ, არ მინდოდა, მისი მოწერილი უპასუხოდ დამეტოვებინა და უსქესო და უსახელო ექაუნთისათვის პირველივე ბრძოლა დამეთმო.
- ანასტასია.. მე კიდევ ვფიქრობ, რომ ზუსტად ჩემნაირი საზიზღარი ტიპი ხარ და იმდენად გჭირდები, რომ ჯერ შენც ვერ აანალიზებ. თუმცა მანდ გვიანია და ჯობია, დაიძინო. იმდენი ილაპარაკე, დარწმუნებული ვარ, სიამოვნების მიღების თავიც არ გექნება და ჯობია, ენერგია და თითები სხვა დროისათვის შემოინახო.
- ძილინებისა . იდიოტი - ვფიქრობდი გულში და ნერვებს სათითაოდ ვგრძნობდი - მოდის და ცდილობს,მტკიცებითი ფორმით მესაუბროს, ბრძანებები გასცეს. მაგრამ რატომ მე?
ღმერთს ვთხოვ, ეს ამბავი მალე დაასრულოს და კიდევ ერთი განსაცდელი არ მომივლინოს.
ლეპტოპი დავხურე, სინათლე ჩავაქვრე და საშინლად დაღლილი საწოლში ჩავესვენე. მაშინვე ვიგძენი, რომ ხელი უნებურად საცვლისაკენ წავიღე და მუცელთან მიტანილი მტევანი უკან დავაბრუნე. - ღმერთო, რას ვაკეთებ?! ვიღაც იდიოტის სიტყვებს ვემორჩილები, ისე მოქმედებს ჩემზე, თითქოს, ჩემ სხეულში ზის. მუცელზე დავწექი, თვალები მტკიცედ დავხუჭე ვეცადე, სიბნელისა და სიმშვიდის ერთიანობაში ჩავძირულიყავი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent