ვამპირთა საძმო /7/
წითელ კარებამდე მიმაცილეს, მითხრეს რომ პირდაპირ მევლო და მას თვითონ ვიპოვიდი. შეშინებული,ფეხებაკანკალებული მივდიოდი წინ და ვფიქრობდი რა მოხდებოდა ეხლა? თუმცა ცხოვრება რა სიურპრიზს მოგიწყობს არც კი იცი. ისე დაგაცხრება თავს ვითომაც აქ არაფერიო. მარტოდმარტო მიტოვებული ვათვალიერებ ყველაფერს, საკუთარი ფეხის ხმისაც კი მეშინია რომელიც დამაყრუებელ სიჩუმეში ექოსავით კედლებს ეხეთქება და უკან ისვრის. სად ხარ? დამთავრდეს ეს ყველაფერი. ნუთუ ამისთვის მომავლინა ღმერთმა ამ ქვეყნად, რაღაც წყევლის ასასრულებლად? ნუთუ მეტად არაფრად ვღირვარ? დედა... მივსტირი ჩემს შემქნელს, შენ რომ ცოცხალი ყოფილიყავი, შენ მაინც მომძებნიდი. - ალისა - მომესმის წინიდან ხმა, თითქოს ნაცნიბი და ამავდროულად უცნობიც. მინდა გამეღვიძოს და ყველაფერი ცუდი კოშმარი აღმოჩნდეს თუმცა ორი კვირაა ამ კოშმარში ვარ. ვერ ვიღვიძებ. - ალისაა - ისევ მესმის და ნაბიჯს ვუმატებ. მისაღებში შევდივარ, ის ზურგით დგას. დიდი მისაღებია, ერთი დიდი მაგიდა დგას ოთახის ბოლოში მასწე კი თაბახების დასტააა მიმოფანტული, წითელი დივანი და სკამები. კედელზე კი დიდი პორტრეტიი მოჩანს, ჩემს სახეს ვუყურებ, იქ ჩემი სახე ხატია. თვალებ ამღვრეული, თმებ გაშლილი. ზუსტად ჩემნაირი დიდი, შავი თვალებით. - ზუსტად შენი ორეულია არა? - ტრუალდება, შეშუნებული ვუყურებ ძალიან, ძალიან დიდი ხნის ვამპირს რომელიც ჩემს წარმოსახვაში მოხუცი და ფერმკრთალი წარმომედგინა თუმცა შევცდი, კიდევ ერთხელ შევცდი. 1,88 სანტიმეტრი მაინც იქნებოდა, შავი ბამბის შარვალი და თეთრი უმკალაო მაისური ეცვა. თმები კუპრივით შავი, როგორც თვალები და წარბები. მისი შეხედულება ოცდახუთ წელს არ აღეტებოდა. ძალიან, საშიში და ამავდოულად სანდობიანი გამომეტყველება ჰქონდა. - ალისა - იმეორებს კვლავ. - გეყოფა ერთი და იგივე! ალისა... დიახ ალისა მქვია! - ეღიმება და დივანზე ჯდება. - ხმის ტემბრითაც კი მას გავხარ, თუმცა შენნაირი ფიცხი ხასიათი არასდროს ჰქონია. - მე ის არ ვარ, ეს უნდა გესმოდეს! - რა თქმა უნდა ის არ ხარ, ის რომ იყო ეხლა ჩემს მკლავებში იქნებოდი მოქცეული და მანდ არ იდგებოდი გაშეშებული. - ეს რა დამცინის? - თუ ჩემს მოკვლას აპირებ, ჯობს ეხლავე გააკეთო ეს და ამით დაასრულო. - ვუთხარი ის რის სათქმელადაც აქ მოვედი. - ყველაფრის დაჩქარება ცუდი მომასწავლებელია. იქნებ დაჯდე? - მის გვერდით მიმითითებს. - არ ვაპირებ, არ მინდა. პირდაპირ სათქმელზე გადადი, არ გვინდა თეატრალური სიტვაციები. - იცი როდესაც ჩემი ცოლი პირველ დავინახე, მივხვდი როგორი იყო ქალის ნამდვილი სილამაზე. შენსავით ლამაზი დიდი თვალები, კუპრივით შავი თმა, წითელი ტუჩები და თხელი ტანი. ჩემი პირველი ცოლი, ოჰ ის საერთოდ ამოვარდა ჩემი გინებიდან... მხოლოდ ალისას ვხედავდი, სხვას არავის. - მე ის არ ვარ - გავაწყვეტინე. - დარწმუნებული ხარ? - იღიმის - შეხედე როგორ გავხართ ერთმანეთს, ამ წყევლით ერთი ცუდი და ერთი კარგი ამბავი დამემარა. ცუდი ის რომ შენი სისხლი მანადგურებს კარგი კი ის რომ კვლავ შევძელი ამ სილამაზის ხილვა... - კვლავ პორტრეტს შევხედე, ქალს რიმელიც არაფრისთვის მოკვდა, ქალს რომელსაც ეს კაცი რომელიც ჩენს წინაა, მთელი არსებით უყვარდა. - და მე? მე რა შუაში ვარ? - ცრემელები წამომივიდა მივხვდი როგორ დაიძაბა ნოჰამი. - არა, გთხოვ არ იტირო კარგი? ალისას არასდროს არ ვაძლევდი ტირილის საბაბს, მხოლოდ სიხარულის ცრემლებს ვხედავდი მის ლამაზ თვალებზე. - მომიახლოვდა და ახლოდან დამაკვირდა - გთხოვ გაჩუმდი - შევევედრე - წასვლა გინდა? - თავს ვუქნევ - სად მიდიხარ? მამაშენი ჩემი "მონაა" , დედა გარდაგეცვალა, რონალდთან გინდა წასვლა? ნუთუ ეს მართლა გინდა? მწარე რეალობას მახსენებს, ვუყირებ თუმცა მისი მზერა მწვავს და თვალებს ვხრი. - არავისთან, უბრალოდ გამიშვი. - არ შემიძლია... - გამიშვი! - ხმას ვუმატებ - არა ალისა!!! შენ არ უნდა დამტოვო! მეორედ ამას ვეღარ გადავიტან!! - ბოლო ხმაზე ყვირის მე კი კედელს ვეყრდნობი და შეშუნებული ვუყურებ. ის ძალიან საშიში ხდება, მთელი სხეული მტკივა თუმცა არ ვიცი რატომ. - მე ის არ ვარ! შეიგნე მე სხვა ალისა ვარ! მე არ მიყვარხარ და არც შენ გიყვარვარ გესმის? თუნუ ვერ ხვდები? - ანუ სიკვდილი გირჩევნია? - მეკითხება უკვე დამშვიდებული - ესეიგი ან სიცოცხლა შენთან ერთად ან სიკვდილი? - ასე გამოდის. - აზრებს სწრაფად ვალაგებ თავში და ვცდილობ ხმა ამოვიღო. - დრო მჭირდება... - დაბრუნდი შენს ოთახდი და იფიქრე რამდენი ხანიც გინდა... - არა, გამიშვი. ხომ იცი რომ ვერასდროს დაგემალები... - არა!!! მირჩევნია ეხლავე ამოგხადო სული, ჩემი ხელებით! - კარგი. მიდი გააკეთე ეს და ამით მოვრჩეთ! - ალისა. - მომკალი. ეს შენთვის ყველაზე სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება - წადი. - ამბიბს რამიდენიმე გაწელილი წუთის შემდეგ. - რა? - გაოცებას ვერ ვმალავ - წადი. მაგრამ მხოლოდ ოცდაცხრა დღე გაქვს, ახალ მთვარემდე. ან სიკვდილი ან სიცოცხლე, თუ არასწორად მოიქცევი პირელ რიგში მამაშენს მოვკლავ, შემდეგ კი რინალდის საძმოს ყველა წევრს ტანჯვით მოვკლავ, მამაშენთან ერთად და გაყურებინებ როგორ ხდებათ მათ სული. შემდეგ კი შენ... თუ გგონია რომ ვერ მოგკლავ, ძალიან ცდები! - მამაჩემი... - დაივიწყე! მამაშენი ისეთივე ცივსისხლიანი არსებაა როგორიც ყველა სხვა დანარჩენი. - კი მაგრამ... - წადი. - გამაწყვეტინა - წადი, სანამ გადავიფიქრე. - ნაბიჯი გადავდგი, კარებთან მისულს კი მისი ხმა მიმესმა - თავს გაუფრთხილდი ალისა. - შენ შენს თავს მიხედე, "ბნელო ლორდო" - დავინახე როგორ იღიმებოდა თუმცა სწრაფად მინდოდა გავცლოდი აქაურობას. ადგილს სადაც მოკვდავი ადამიანი ვერ იცხოვრებდა,აქ ჟანგბადის უკმარისობა იყო და ეს მგუდავდა. აქაურობა ჯოჯოხეთს გავდა სადაც მხოლოდ დემონები იცოცხლებდნენ... წინ ვამპირი სადღაციდან ამეტუზა და ხელით მანიშნა გავყოლოდი. ათ წუთში კიბეები ავიარე და გარეთ სუფთა ჰაერით ფილტვები გავისუფთავე. ქუჩას დავუყევი რიმელიც ჩაბნელებულიყო და ლამპები საცოდავად ანათებდა. წვიმის წვეთებმა სახე დამინამა, ოთხად მოვიკეცი და ხმამაღლა ტირილი დავიწყე - რატომ მე? - ვეკითხებოდი ჩენს თავს და გულის წამღებად ვტიროდი. - ალისა? - მომესმა უკნიდან ხმა. ადრიანი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.