შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პელუზა (ეძღვნება შორენას)


14-01-2019, 12:51
ავტორი მაშო მაშო
ნანახია 909

,,პელუზა"
,,პელუზა"
მისი დილა ნამდვილად არ იწყება აღმოსავლეთ კედელში დატანებული ფანჯრიდან შემომავალი მზის სხივების თვალებში მინათებით, პატარა, უფანჯრო ოთახში ცხოვრობს აგერ უკვე წლებია, ოთახს ერთობ პოეტური რომანტიულობით ამშვენებს ერთი ზამბარებიანი საწოლი, უხეირო გარდერობი, პატარა მაგიდა ერთი სკამით, ხსენებულ მაგიდაზე მოთავსებული ღამის სანათი, ერთერთ კუთხეში იატაკზე დაწყობილი უამრავი წიგნი და მთელი ამ რომანტიულობის გვირგვინი - კედლებზე აქა-იქ ჩამოხეული შპალერი. სამზარეულო არ აქვს, ხოლო საპირფარეშოს, თუკი შეუძლება ამ დაობებულ სოროს ასე ეწოდოს - ერთი ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებელი ხვრელი და კედელში გამოჩრილი რკინის მილი წარმოადგენს, საიდანაც მიდმივად მოწანწკარებს წყალი და ბინაში გამეფებულ მდუმარებას მედიდურად არღვევს, აქაოდა მხოლოდ მე ამომეღება ხმაო.... გავიღიმოთ მკითხველო, ან გავიცინოთ, ან როგორც გენებოთ, მაგრამ დამიჯერეთ ამ შუა ოცდამეერთე საუკუნეში, ამ ჩვენს დიიიდ ,,შუა ქალაქში“, ნამდვილად არსებობს ასეთი ბინა, სადაც ცხოვრობს ოცი წლის, საშუალო სიმაღლის და ლამაზი აღნაგობის ჭორფლიანი, მეოცნებე გოგონა სახელად - დარია. ლამაზია ეს ჩვენი დარია, ხორბლისფერ სახეზე ისე სასაცილოდ აქვს მიყრილ-მოყრილი წვრილი ჭორფლები, რომ როცა იცინის, თითქოს გადაადგილდებიან და ყვრიმალიდან ლოყაზე ან ლოყიდან თვალის უპეებში დახტიან, საოცარი სიცილი აქვს ამ ჩვენს მეოცნებე დარიას, ჭაობისფერი თვალები მუდამ უციმციმებს, გამხდარ ტანზე ზამთარ-ზაფხულ შავები აცვია და გრძელ, წაბლისფერ თმებსაც შავი თავშლით მალავს. ჰო, როგორც ვამბობდი დარიას ყოველი მეორე დილა ამ უსარკმელო ოთხში იწყება, დიახ, დღეგამოშვებით მეეზოვედ მუშაობს და ჩვენი დიდებული ქალაქის სისუფთავეში თავისი პატარა წვლილი შეაქვს, პატარაო ვთქვი მაგრამ, ორი ქუჩის დასუფთავება ევალება და დილის ცხრა საათამდე მუხლჩაუხრელად გვის, ფიქრობს და ოცნებობს. რომ კითხოთ, ვერ იგებს ფიქრში და ოცნებაში დრო ისე გადის, მაგრამ საქმის დასასრულს ორიოდ კითხვაზეც ვერ გაგცემთ პასუხს, ისე იღლება... დღესაც დაიღალა, აპრილის მიწურულია და უკვე საკმაოდ თბილა, ამის გამო თითქოს უფრო მალე იღლება მაგრამ არ ადარდებს, იმიტომ რომ ეს საკითხი სულაც არ შედის მის ფიქრებში. მისი ფიქრები და ოცნებები ქალაქიდან მოშორებით, ერთ პატარა სოფელში, აგურით ნაშენ ერთსართულიან სახლს დასტრიალებს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით, ქვემოთ გიამბობთ. მორჩა დასუფთავებას, მოგროვილი ნაგავი სპეციალურ მანქანას ჩააბარა ცოცხთან და ნიჩაბთან ერთად და მეორე სამსახურში გაეშურა, სადაც გამოიძინებს და ცოტას შეჭამს კიდეც.
- საკმაოდ უცნაური გოგონაა, დამეფიცება ჩვენთან ბოლომდე მისი სახე არავის არ აქვს ნანახი - ბურტყუნებს ბარმენი ლაშა და თან ჭიქებს ამშრალებს.
- თითქმის შიშვლად ცეკვავს და მეტი რა გადარდებს მითხარი ერთი - უშნოდ გაიცინა მიმტანმა გიომ.
- მეც ეგ მიკვირს, მთელი ხუთი საათი ამდენი ავხორცი და გალეშილი კაცის წინ ტრაკს იქნევს და არაფრის დიდებით სახეს არ აჩენს, არც ურთიერთობაში შემოდის ვინმესთან, არადა თითქმის სამი წელია აქ ცეკვავს, სახელიც როგორი აქვს - ზეჰრადა, მის შესახებ არავინ არაფერი ვიცით, ერთი ისაა რომ, ბოსის ბრძანებით მას არავინ უნდა შეეხოს, თუ ეს ზეჰრადას სურვილი არ იქნება - ცხვირშეჭმუხნვით დაასრულა ლაშამ.
ამ დროს კი, შენობის უკანა შესავლელიდან მომავალი ჩვენი დარია მოსაუბრეებს თავზე დაადგა და ისინიც უცებ გაჩუმდნენ, დარია მიხვდა რაზეც საუბრობდნენ, გვერდი აუარა და საგრიმიოროში შევიდა, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა და საგრიმიოროსთან ერთად იყო მოსასვენებელიც, სარეპეტიოც და გააჩნდა მცირე სააბაზანოც, სადაც ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ დგომა დარიასთვის სასიამოვნი თერაპიას წარმოადგენდა. ოთახის კარი დაკეტა და აბაზანას მიაშურა, დაღლილ და გაოფლილ სხეულზე ესიამოვნა შხაპი, კარგა ხანს იყო ჩაფიქრებული, დარდიანმა ფიქრებმა ისევ სოფელში გადაისროლეს და ვერც იგრძნო როგორ წამოუვიდა ცრემლები მაგრამ გონს მალე მოეგო და სახე მოიბანა, ტანზე პირსახოცშემოხვეული მიუახლოვდა უშველებელ სარკეს და საკუთარ თავს თვალებში ჯიქურ შეხედა:
- დღეს ზეჰრადა ხარ დარია, ვნებიანი, აღმოსავლური ცეკვების ოსტატი, ენერგიული და კაცების გულთამყრობელი ზეჰრადა.....
ღამის თერთმეტი საათისთვის მთელი დარბაზი სავსე იყო, და ასე ხდება უკვე მას შემდეგ, რაც საცეკვაო მოედანი ზეჰრადამ დაიკავა, ყოველ მეორე ღამეს აღმოსავლური მუსიკის მოტივებზე სხეულის გამომწვევი რხევით ზეჰრადას გადაჰყავს ჭკუიდან აქ თავმოყრილი კაცები, რომლებიც მთელ ჯიბეს იცარიელებნ, მხოლოდ იმისთვის, რომ თუნდაც თმაზე შეეხონ ან თვალებში შეხედონ, თვალებში, რომლებსაც ზეჰრადა შავი ლინზებით მალავს, ხოლო სახის ნახევარს მაქმანებიანი პირბადით იფარავს, მაგნიტივით იზიდავს ძლიერ სქესს ასაკის განურჩევლად...... დარბაზში ჩამობნელდა და მხოლოდ ერთი წერტილი განათდა, სადაც ფეხმორთხმით ზის ზეჰრადა, სალამურის მუსიკაზე მისი სხეული ნელნელა გველივით წამოიმართა, თითქოს უდაბნოში ბედუინის დაკრული სალამურის ხმაზე ქვიშიდან ამოვიდა გველი და სხეულის რხევას მოჰყვა, ასე აცეკვდა ზეჰრადაც, ოქროსფრად მბზინავ სხეულს ისე იმორჩილებდა, მნახველი თვალს ვერ წყვეტდა, ისე აყოლებდა მადისაღმძვრელ თეძოებს ტამტამების რიტმებს, რომ მის შემხედვარე პირდაფჩენილ კაცებს მზერა გაუქვავდათ, მოხდენილად იქნევდა თმებს და მათში დატანებული ოქროსფერი ძაფები უდაბნოს ღამეში მოწყვეტილი ვარსკვავებივით ელავდნენ და მერე ისევ თმაში იკარგებოდნენ....
- ბაბუაშენი ნახე რა, აქ თურმე ამისთანა განძი ყავს და ჩვენ ახლა უნდა ვიგებდეთ - აღფრთოვანებული და საღერღელაშლილი ყვირილით ეუბნებოდა ალექსი თეჯის, რომლის მზერაც ზეჰრადას სავსე მკერდს მიჩერებოდა, რომელსაც თვითონ ზეჰრადა ეფერებოდა ცეკვა-ცეკვით და კაცებს უფრო ახელებდა.
ნელნელა, ტანის რხევით, გველივით ჩამოსრიალდა ზეჰრადა სცენიდან და ქისა მომარჯვებული დარბაზში, ოცამდე პატარა, მრგვალ მაგიდებს მიმსხდარ კაცებს შორის მოჰყვა როკვას, რომლებიც დაუნანებლად ყრიდნენ ფულს და ჰაეროვან კოცნას უგზავნიდნენ, შეხებას კი ვერ უბედავდნენ, რადგან კარგად იცოდნენ იმ რამოდენიმე სტუმრის ბედს გაიზიარებდნენ, რომლემაც ზეჰრადას მოფერება დაუპირეს, რის შემდეგაც მათთვის აქ თვალი აღარავის მოუკრავს.
-,,რა საოცრებაა, ღმერთო ჩემო, ნამდვილ გველს გავს, რა გამოხედვა აქვს, მოდი ჩემთან, მოდი და მომეხვიე ყელზე, მიცეკვე, ჩემთვის იცეკვე, ჰმ, ამაღამ ნამდვილად მოგიწევს ჩემთვის ცეკვა“ - ამ ფიქრებით მაგიდიდან წამოდგა და ზეჰრადასკენ წავიდა თეჯი,ზეჰრადა კი იმაში დარწმუნებული რომ, ხელშეუხებელია, თეჯის გარშემო დაიწყო ტრიალი და თეძოების ქნევა, თან ქისა გაუწოდა, თეჯიმ კი მოულოდნელად მხრებში ჩაავლო ხელი და თვალებში მიაჩერდა, შიშისაგან მთელი სხეულით აცახცახდა ზეჰრადა და გაკვირვებული მიაჩერდა ვაჟის უძირო შავ თვალებს, რომლებიც ზეჰრადას ჭაობისფერ სფეროებში ჩაიძირა და ისე აკვირდებოდა, თითქოს უცხოპლანეტელი დაენახა, რომელიც შესასწავლად ჩააბარეს, მუსიკაც შეწყდა, აქეთ-იქიდან მამაკაცების ხმამაღალმა საუბარმა გონზე მოიყვანა ზეჰრადა და თეჯის მარწუხებივით ხელებიდან თავი წვალებით გაინთავისუფლა და უცაბედი სილის გაწვნამ თეჯის მარცხენა ლოყაზე წამიერი სამარისებური სიჩუმე გამოიწვია, ზეჰრადამ საცეკვაო კოსტიუმის კალთები აიკრიფა და სცენის მიღმა სწრაფი სირბილით გაუჩინარდა, თეჯი დაიხარა, ძირს დაგდებული ქისა აიღო და თავის მაგიდასთან დაბრუნდა ალექსის კამპანიაში.
- როგორ გაბედა, მხეცი, ქალი არ უნახავს? თუ პირველად ნახა ჩემი ცეკვა, როგორ მიყურებდა, მხეცი, ნამდვილი მხეცი - განრისხებულმა შეაღო საგრიმიოროს კარი და სარკეს მიაწყდა - შენი ბრალია, შენი ბრალია, რას აეტორღიალე, შე.... და სიტყვა შუაზე გაუწყდა - ღმერთო, დარია, ღმერთო, ლინზები, ლინზები დამავიწყდა - სასწრაფოდ მოირგო შავი ლინზები და ბოლო ნომრისათვის - ხმლით ცეკვისთვის მოემაზადა.
ამორძალივით გამოიყურებოდა, ხმლის ქნევას მოხდენილად აყოლებდა მუსიკას და აჯადოვებდა დარბაზში მყოფებს, თეჯი სცენას მიახლოებოდა და ისეთ ადგილას იდგა ზეჰრადას ქისით ხელში, რომ მას ვერ შეემჩნია. ცეკვა დასრულდა და მასთან ერთად მორიგი ჯადოსნური ღამე, გამაყრუებელი ტაშის კვრით გააცილეს ოქროსფრად მოელვარე ზეჰრადა სცენიდან და თეჯიც ფეხდაფეხ მიყვა, ფარდის მიღმა დაეწია, გზა გადაუღობა და თვალებში ჯიქურ ჩახედა და შეცბა.
- თვალები, თვალებს რა უყავი - ზეჰრადამ პასუხი არ გასცა და წასვლა დააპირა, მაგრამ თავისი მარწუხებით ჩააფრინდა თეჯი მხრებში და ბრძანებით უთხრა - იცოდე ამაღამ ჩემთვის იცეკვებ, მხოლოდ ჩემთვის და ეს შავი ლინზები არ დამანახვო.
- შენ ვინ ხარ, ვინ გდიხარ რომ ამას მე - ზეჰრადას მიბედავ, რა უფლებით გამომყევი, თუ პრობლემები არ გინდა, ახლავე დარბაზში გაბრუნდი, წინააღმდეგ შემთხვევაში - შენს თავს დააბრალე - თან ცდილობდა მამაკაცის ხელები მოეშორებინა.
- ერთი ამას დამიხედეთ, როგორი წარმოდგენა გქონია თავზე, როგორც ჩანს დიდი ხანია, რაც შენთვის არ შეუხსენებიათ რომ, რიგითი ძუკნა ხარ, შენ უნდა გიბრძანონ, და არა პირიქით - ამ სიტყვებზე გაავებულმა გაიბრძოლა ზეჰრადამ და მოზრდილი ფრჩხილებით ორივე ლოყა ჩამოკაწრა თეჯის, ხელიდან ფულით სავსე ქისა გამოგლიჯა და გრძელ დერეფანში გაუჩინარდა.
სისხლიან ლოყებზე წაივლო ხელი და ტკივილისგან სახე მოჭმუხნა, საშინლად ეწვოდა დაკაწრული ლოყები - ეს გაკლდა თეჯი ფილფანო - მწარედ გაეღიმა - მშვენიერი ჯილდო მიიღე ვიღაც კახპასგან, არა ეს რა ქნა, ნამდვილი ფოცხვერად არ იქცა ეს დაკლაკნილი გველი?! თეჯი ფილფანი არ ვიყო, ეს თუ შეგარჩინო - ამ სიტყვებით ლიფტში შევიდა და შენობის ბოლო სართულის ღილაკს გამწარებილმა მიაჭირა თითი. პოეტური რომანტიულობით ამშვენებს ერთი ზამბარებიანი საწოლი, უხეირო გარდერობი, პატარა მაგიდა ერთი სკამით, ხსენებულ მაგიდაზე მოთავსებული ღამის სანათი, ერთერთ კუთხეში იატაკზე დაწყობილი უამრავი წიგნი და მთელი ამ რომანტიულობის გვირგვინი - კედლებზე აქა-იქ ჩამოხეული შპალერი. სამზარეულო არ აქვს, ხოლო საპირფარეშოს, თუკი შეუძლება ამ დაობებულ სოროს ასე ეწოდოს - ერთი ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებელი ხვრელი და კედელში გამოჩრილი რკინის მილი წარმოადგენს, საიდანაც მიდმივად მოწანწკარებს წყალი და ბინაში გამეფებულ მდუმარებას მედიდურად არღვევს, აქაოდა მხოლოდ მე ამომეღება ხმაო.... გავიღიმოთ მკითხველო, ან გავიცინოთ, ან როგორც გენებოთ, მაგრამ დამიჯერეთ ამ შუა ოცდამეერთე საუკუნეში, ამ ჩვენს დიიიდ ,,შუა ქალაქში“, ნამდვილად არსებობს ასეთი ბინა, სადაც ცხოვრობს ოცი წლის, საშუალო სიმაღლის და ლამაზი აღნაგობის ჭორფლიანი, მეოცნებე გოგონა სახელად - დარია. ლამაზია ეს ჩვენი დარია, ხორბლისფერ სახეზე ისე სასაცილოდ აქვს მიყრილ-მოყრილი წვრილი ჭორფლები, რომ როცა იცინის, თითქოს გადაადგილდებიან და ყვრიმალიდან ლოყაზე ან ლოყიდან თვალის უპეებში დახტიან, საოცარი სიცილი აქვს ამ ჩვენს მეოცნებე დარიას, ჭაობისფერი თვალები მუდამ უციმციმებს, გამხდარ ტანზე ზამთარ-ზაფხულ შავები აცვია და გრძელ, წაბლისფერ თმებსაც შავი თავშლით მალავს. ჰო, როგორც ვამბობდი დარიას ყოველი მეორე დილა ამ უსარკმელო ოთხში იწყება, დიახ, დღეგამოშვებით მეეზოვედ მუშაობს და ჩვენი დიდებული ქალაქის სისუფთავეში თავისი პატარა წვლილი შეაქვს, პატარაო ვთქვი მაგრამ, ორი ქუჩის დასუფთავება ევალება და დილის ცხრა საათამდე მუხლჩაუხრელად გვის, ფიქრობს და ოცნებობს. რომ კითხოთ, ვერ იგებს ფიქრში და ოცნებაში დრო ისე გადის, მაგრამ საქმის დასასრულს ორიოდ კითხვაზეც ვერ გაგცემთ პასუხს, ისე იღლება... დღესაც დაიღალა, აპრილის მიწურულია და უკვე საკმაოდ თბილა, ამის გამო თითქოს უფრო მალე იღლება მაგრამ არ ადარდებს, იმიტომ რომ ეს საკითხი სულაც არ შედის მის ფიქრებში. მისი ფიქრები და ოცნებები ქალაქიდან მოშორებით, ერთ პატარა სოფელში, აგურით ნაშენ ერთსართულიან სახლს დასტრიალებს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით, ქვემოთ გიამბობთ. მორჩა დასუფთავებას, მოგროვილი ნაგავი სპეციალურ მანქანას ჩააბარა ცოცხთან და ნიჩაბთან ერთად და მეორე სამსახურში გაეშურა, სადაც გამოიძინებს და ცოტას შეჭამს კიდეც.
- საკმაოდ უცნაური გოგონაა, დამეფიცება ჩვენთან ბოლომდე მისი სახე არავის არ აქვს ნანახი - ბურტყუნებს ბარმენი ლაშა და თან ჭიქებს ამშრალებს.
- თითქმის შიშვლად ცეკვავს და მეტი რა გადარდებს მითხარი ერთი - უშნოდ გაიცინა მიმტანმა გიომ.
- მეც ეგ მიკვირს, მთელი ხუთი საათი ამდენი ავხორცი და გალეშილი კაცის წინ ტრაკს იქნევს და არაფრის დიდებით სახეს არ აჩენს, არც ურთიერთობაში შემოდის ვინმესთან, არადა თითქმის სამი წელია აქ ცეკვავს, სახელიც როგორი აქვს - ზეჰრადა, მის შესახებ არავინ არაფერი ვიცით, ერთი ისაა რომ, ბოსის ბრძანებით მას არავინ უნდა შეეხოს, თუ ეს ზეჰრადას სურვილი არ იქნება - ცხვირშეჭმუხნვით დაასრულა ლაშამ.
ამ დროს კი, შენობის უკანა შესავლელიდან მომავალი ჩვენი დარია მოსაუბრეებს თავზე დაადგა და ისინიც უცებ გაჩუმდნენ, დარია მიხვდა რაზეც საუბრობდნენ, გვერდი აუარა და საგრიმიოროში შევიდა, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა და საგრიმიოროსთან ერთად იყო მოსასვენებელიც, სარეპეტიოც და გააჩნდა მცირე სააბაზანოც, სადაც ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ დგომა დარიასთვის სასიამოვნი თერაპიას წარმოადგენდა. ოთახის კარი დაკეტა და აბაზანას მიაშურა, დაღლილ და გაოფლილ სხეულზე ესიამოვნა შხაპი, კარგა ხანს იყო ჩაფიქრებული, დარდიანმა ფიქრებმა ისევ სოფელში გადაისროლეს და ვერც იგრძნო როგორ წამოუვიდა ცრემლები მაგრამ გონს მალე მოეგო და სახე მოიბანა, ტანზე პირსახოცშემოხვეული მიუახლოვდა უშველებელ სარკეს და საკუთარ თავს თვალებში ჯიქურ შეხედა:
- დღეს ზეჰრადა ხარ დარია, ვნებიანი, აღმოსავლური ცეკვების ოსტატი, ენერგიული და კაცების გულთამყრობელი ზეჰრადა.....
ღამის თერთმეტი საათისთვის მთელი დარბაზი სავსე იყო, და ასე ხდება უკვე მას შემდეგ, რაც საცეკვაო მოედანი ზეჰრადამ დაიკავა, ყოველ მეორე ღამეს აღმოსავლური მუსიკის მოტივებზე სხეულის გამომწვევი რხევით ზეჰრადას გადაჰყავს ჭკუიდან აქ თავმოყრილი კაცები, რომლებიც მთელ ჯიბეს იცარიელებნ, მხოლოდ იმისთვის, რომ თუნდაც თმაზე შეეხონ ან თვალებში შეხედონ, თვალებში, რომლებსაც ზეჰრადა შავი ლინზებით მალავს, ხოლო სახის ნახევარს მაქმანებიანი პირბადით იფარავს, მაგნიტივით იზიდავს ძლიერ სქესს ასაკის განურჩევლად...... დარბაზში ჩამობნელდა და მხოლოდ ერთი წერტილი განათდა, სადაც ფეხმორთხმით ზის ზეჰრადა, სალამურის მუსიკაზე მისი სხეული ნელნელა გველივით წამოიმართა, თითქოს უდაბნოში ბედუინის დაკრული სალამურის ხმაზე ქვიშიდან ამოვიდა გველი და სხეულის რხევას მოჰყვა, ასე აცეკვდა ზეჰრადაც, ოქროსფრად მბზინავ სხეულს ისე იმორჩილებდა, მნახველი თვალს ვერ წყვეტდა, ისე აყოლებდა მადისაღმძვრელ თეძოებს ტამტამების რიტმებს, რომ მის შემხედვარე პირდაფჩენილ კაცებს მზერა გაუქვავდათ, მოხდენილად იქნევდა თმებს და მათში დატანებული ოქროსფერი ძაფები უდაბნოს ღამეში მოწყვეტილი ვარსკვავებივით ელავდნენ და მერე ისევ თმაში იკარგებოდნენ....
- ბაბუაშენი ნახე რა, აქ თურმე ამისთანა განძი ყავს და ჩვენ ახლა უნდა ვიგებდეთ - აღფრთოვანებული და საღერღელაშლილი ყვირილით ეუბნებოდა ალექსი თეჯის, რომლის მზერაც ზეჰრადას სავსე მკერდს მიჩერებოდა, რომელსაც თვითონ ზეჰრადა ეფერებოდა ცეკვა-ცეკვით და კაცებს უფრო ახელებდა.
ნელნელა, ტანის რხევით, გველივით ჩამოსრიალდა ზეჰრადა სცენიდან და ქისა მომარჯვებული დარბაზში, ოცამდე პატარა, მრგვალ მაგიდებს მიმსხდარ კაცებს შორის მოჰყვა როკვას, რომლებიც დაუნანებლად ყრიდნენ ფულს და ჰაეროვან კოცნას უგზავნიდნენ, შეხებას კი ვერ უბედავდნენ, რადგან კარგად იცოდნენ იმ რამოდენიმე სტუმრის ბედს გაიზიარებდნენ, რომლემაც ზეჰრადას მოფერება დაუპირეს, რის შემდეგაც მათთვის აქ თვალი აღარავის მოუკრავს.
-,,რა საოცრებაა, ღმერთო ჩემო, ნამდვილ გველს გავს, რა გამოხედვა აქვს, მოდი ჩემთან, მოდი და მომეხვიე ყელზე, მიცეკვე, ჩემთვის იცეკვე, ჰმ, ამაღამ ნამდვილად მოგიწევს ჩემთვის ცეკვა“ - ამ ფიქრებით მაგიდიდან წამოდგა და ზეჰრადასკენ წავიდა თეჯი,ზეჰრადა კი იმაში დარწმუნებული რომ, ხელშეუხებელია, თეჯის გარშემო დაიწყო ტრიალი და თეძოების ქნევა, თან ქისა გაუწოდა, თეჯიმ კი მოულოდნელად მხრებში ჩაავლო ხელი და თვალებში მიაჩერდა, შიშისაგან მთელი სხეულით აცახცახდა ზეჰრადა და გაკვირვებული მიაჩერდა ვაჟის უძირო შავ თვალებს, რომლებიც ზეჰრადას ჭაობისფერ სფეროებში ჩაიძირა და ისე აკვირდებოდა, თითქოს უცხოპლანეტელი დაენახა, რომელიც შესასწავლად ჩააბარეს, მუსიკაც შეწყდა, აქეთ-იქიდან მამაკაცების ხმამაღალმა საუბარმა გონზე მოიყვანა ზეჰრადა და თეჯის მარწუხებივით ხელებიდან თავი წვალებით გაინთავისუფლა და უცაბედი სილის გაწვნამ თეჯის მარცხენა ლოყაზე წამიერი სამარისებური სიჩუმე გამოიწვია, ზეჰრადამ საცეკვაო კოსტიუმის კალთები აიკრიფა და სცენის მიღმა სწრაფი სირბილით გაუჩინარდა, თეჯი დაიხარა, ძირს დაგდებული ქისა აიღო და თავის მაგიდასთან დაბრუნდა ალექსის კამპანიაში.
- როგორ გაბედა, მხეცი, ქალი არ უნახავს? თუ პირველად ნახა ჩემი ცეკვა, როგორ მიყურებდა, მხეცი, ნამდვილი მხეცი - განრისხებულმა შეაღო საგრიმიოროს კარი და სარკეს მიაწყდა - შენი ბრალია, შენი ბრალია, რას აეტორღიალე, შე.... და სიტყვა შუაზე გაუწყდა - ღმერთო, დარია, ღმერთო, ლინზები, ლინზები დამავიწყდა - სასწრაფოდ მოირგო შავი ლინზები და ბოლო ნომრისათვის - ხმლით ცეკვისთვის მოემაზადა.
ამორძალივით გამოიყურებოდა, ხმლის ქნევას მოხდენილად აყოლებდა მუსიკას და აჯადოვებდა დარბაზში მყოფებს, თეჯი სცენას მიახლოებოდა და ისეთ ადგილას იდგა ზეჰრადას ქისით ხელში, რომ მას ვერ შეემჩნია. ცეკვა დასრულდა და მასთან ერთად მორიგი ჯადოსნური ღამე, გამაყრუებელი ტაშის კვრით გააცილეს ოქროსფრად მოელვარე ზეჰრადა სცენიდან და თეჯიც ფეხდაფეხ მიყვა, ფარდის მიღმა დაეწია, გზა გადაუღობა და თვალებში ჯიქურ ჩახედა და შეცბა.
- თვალები, თვალებს რა უყავი - ზეჰრადამ პასუხი არ გასცა და წასვლა დააპირა, მაგრამ თავისი მარწუხებით ჩააფრინდა თეჯი მხრებში და ბრძანებით უთხრა - იცოდე ამაღამ ჩემთვის იცეკვებ, მხოლოდ ჩემთვის და ეს შავი ლინზები არ დამანახვო.
- შენ ვინ ხარ, ვინ გდიხარ რომ ამას მე - ზეჰრადას მიბედავ, რა უფლებით გამომყევი, თუ პრობლემები არ გინდა, ახლავე დარბაზში გაბრუნდი, წინააღმდეგ შემთხვევაში - შენს თავს დააბრალე - თან ცდილობდა მამაკაცის ხელები მოეშორებინა.
- ერთი ამას დამიხედეთ, როგორი წარმოდგენა გქონია თავზე, როგორც ჩანს დიდი ხანია, რაც შენთვის არ შეუხსენებიათ რომ, რიგითი ძუკნა ხარ, შენ უნდა გიბრძანონ, და არა პირიქით - ამ სიტყვებზე გაავებულმა გაიბრძოლა ზეჰრადამ და მოზრდილი ფრჩხილებით ორივე ლოყა ჩამოკაწრა თეჯის, ხელიდან ფულით სავსე ქისა გამოგლიჯა და გრძელ დერეფანში გაუჩინარდა.
სისხლიან ლოყებზე წაივლო ხელი და ტკივილისგან სახე მოჭმუხნა, საშინლად ეწვოდა დაკაწრული ლოყები - ეს გაკლდა თეჯი ფილფანო - მწარედ გაეღიმა - მშვენიერი ჯილდო მიიღე ვიღაც კახპასგან, არა ეს რა ქნა, ნამდვილი ფოცხვერად არ იქცა ეს დაკლაკნილი გველი?! თეჯი ფილფანი არ ვიყო, ეს თუ შეგარჩინო - ამ სიტყვებით ლიფტში შევიდა და შენობის ბოლო სართულის ღილაკს გამწარებილმა მიაჭირა თითი.



№1  offline წევრი Rania

Zalian saintereso chans. Imedia gaagrzeleb da male dadeb
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი მაშო მაშო

აუცილებლად გავაგრძელებ და მეორე თავსაც მალე შემოგთავაზებთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent