დაუპატიჟებელი სტუმარი (თავი 1)
ქუჩაში ნებისმიერი გამვლელისთვის რომ გეკითხათ, ვინ აიყო სანდრო ამილახვარი, უკლებლივ ყველა ბავშვიდან დაწყებული, მოხუცით დამთავრებული გიპასუხებდათ - ამილახვარი? ეგ უგულო ნაბიჭვ**ი, მთელი უბნის ხელმოწერილო განცხადება მივუტანეთ და არაფრად ჩაგვაგდო . - სანდრო ამილახვარი? როგორ არ ვიცი, ეგ უგულო დესპოტი, იმდენი ხანი ვთხოვდი ჩემი შვილის ოპერაციის დაფინანსებას, მაგრამ ამაოდ, ხომ შეეძლო თავისი მილიარდებისთვის რამოდენიმე ათასი მოეკლო არა? არც კი დაეტყობოდა მის ჯიბეს, ეგ ნაგავი. - ამილახვარი? კი კი, როგორ არ ვიცი, ჩვენი საყვარელი სტადიონი იყიდა და ბავშვებს თამაშის უფლება აგვიკრძალა, ცუდი ძიაა. - მაგან არ გაიხაროს შვილო, ეგ ნაგავი, თავშესაფარის ტერიტორია შეისყიდა და დატოვა მოხუცები უთავშესაფროთ, უჭეროდ! მაგან არ გაიხაროს თავის ოჯახში. * * * და მაინც ვინ იყო სანდრო ამილახვარი? თავისი სისასტიკით განთქმული ახალგაზრდა ბიზნესმენი, რომელსაც ყველა იცნობდა და მიუხედავად ამდენი ადამიანისა ერთსაც ვერ ნახავდით მასზე რაიმე დადებითი ეთქვა. * * * პირღია ათვალიერებდა გოგონა უზარმაზარ სახლს, უამრავი მცენარით გამწვანებულ ეზოს, და საკმაოზე ღრმა აუზს, აღფრთოვანებას ვერ მალავდა და აქეთ იქეთ აცეცებდა შავ თვალებს. - ჩამობრძანდი პრინცესა?! - ხავერდოვანი ბარიტონის გაგებისას ოდნავ შეკრთა ჯერ არ ელოდა, სწრაფად შებრუნდა მამაკაცისკენ, რომელიც შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი შემფასებლურად ათვალიერებდა. მეა არ დაიბნა, სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა კაცს და ისე სწრფად გადაკოცნა მოულოდნელობისგან მამაკაცი უკან გადაქანდა - ასეთი ახალგაზრდა თუ იქნებოდა ეს "ბატონი სანდრო არ მეგონა" - ფართოდ გაუღიმა გოგონამ - მე უფრო ბებერი მეგონე - მხრები აიჩეჩა - უფრო ბებერი? - წარბები შეკრა კაცმა- ბებერი ვარ? - არაა- დაიბნა გოგო და საჩვენებელი თითი ისე მიიტანა ტუჩთან, თითქოს რაღაც სერიოზულის გადაწყვეტას ცდილობსო, შემდეგ შავი თვალები აუელდა და ისე ფართოდ გაუღიმა ლოყებზე ორმოები გაუჩნდა- სამაგიეროდ იმაზე ახალგაზრდა ხარ ვიდრე წარმომედგინე, რა მაგარია არა?! შეგვიძლია ვიმეგობროთ - ისე რომ სახიდან ღიმილი არ მოუშორებია კაცს ხელი გაუწოდა, სანდრო ერთ ხანს უემოციოდ უყურებდა, შემდეგ მოულოდნელად ახარხარდა - შენ რა გაგიჟდი? - რატომ? - ხელი დაუშვა გოგონამ და ანერვიულებული მიაჩერდა - უმიზეზოდ შენ იცინი და კიდევ მე ვარ გიჟი? - საჩვენებელი თითი გულზე მიიდო, წამით დასერიოზულდა ამილახვარი, არ მოეწონა გოგოს სითამამე, არც გოგონა მოეწონა, არც მისი სტილი, მოკლე კაბა ეცვა ქარდავას მოკლე ტოპი, თმები კი ორ კიკინად შეეკრა. - მისმინე ღლაპო- ღიმილიანი სახით გადაიწია გოგონასკენ - ფეხებში არ მომედო და თვალებში არ გამეჩხირო, არ დაივიწყო აქ რისთვის ხარ და ნუ მაიძულებ დროზე ადრე მიგაბრძანო იმ შენს პროვინციაში - საჩვენებელი თითი ცხვირზე დაკრა, და თვალი ნიშნისმოგებით ჩაუკრა. * * * - ეს არის ბიჭო შენი მამიდაშვილი? - სავარძელზე გადაწოლილი უკმაყოფილო გამომეტყველებით საუბრობდა მობილურზე - ჰო რაიყო, გაგიბურღა ტვინი? უკვე მოასწრო? - ყურმილის ბოლოდან სიცილი გაისმა - ვიცი, ცოტა რაღაცნაირად გიჟია, მაგრამ ძმობას გაფიცებ ცოტა ხანი დაიტოვე რა შენთან, ხომ იცი ქალაქი, უცხო გარემო, მეამიტი ბავშვია, ვინმემ რამე არ დამართის, ხო აზრზე ხარ რა, სულ რამდენიმე თვე სანამ მე ჩამოვალ მოსკოვიდან, მერე ჩემთან გადავიყვან. - მოუთმენლად ველი, ხომ იცი ვერ ვიტან როცა ჩემს სახლში ჩემს გარდა სხვაც მოძრაობს. -ბაზარი არაა ძმაო,- გაეცინა- კაი წავედი ახლა ლენა მეძახის და დაგირეკავთ მერე, შენი იმედი მაქვს სანდრექს! - სხვისი საუბრის მოსმენა რომ არ შეიძლება შენთან სოფელში არ გასწავლეს პატარავ?- ირონიული ღიმილით მიუბრუნდა კარებზე მიყრდნობილ გოგონას , ხელები რომ ერთმანეთზე გადაეჯვარედინებინა - ოოო არააა! ჩვენთან სოფელში ეგეთი რამეეები არ იციან - არც მან დაიშურა ირონია , მის რეპლიკაზე გაეღიმა კაცს - მომისმინე მეაკო, მე... -მეა! - კარგი ერთი?! - მობეზრებულად გადაატრიალა თვალები, ვინააიდან და რადგანაც მე შენ შეგიფარე, მოგეცი ბინა, საკვები და შესაძლებლობა ისწავლო უნივერსიტეტში, მეც ხომ ვიმსახურებ სანაცვლოდ რამეს? შენ ალბათ არ იცი სანდრო ამილახვარი, უსასყიდლოდ და უანგაროდ არავის ეხმარება, საკუთარ მშობლებსაც კი - ჰო აბა რა, ვიცი, სამაგიეროდ ცნობილი ჟურნალისტი რომ გავხდები, დიდ სტატიას მოგიძღვნი და ყველას გავაგებინებ როგორი სიკეთე გაიღე! როგორი კეთილი გულის პატრონია ამილახვარი - სანდროს სახე მოექუფრა, ძარღვები დაეჭიმა, მეას მოეჩვენა რომ იგი ღელავდა და ვერ გაეგო ამის მიზეზი, მან ხომ იხუმრა თანაც რა უთხრა ასეთი? რა თქვა ისეთი რამაც მასპინძლის გაღიზიანება გამოიწვია? სანდრო წამოდგა, თმაზე ხელი ნერვიულად გადაისვა და ოთახი დატოვა. სასტუმრო ოთახის მინის კარებიდან კარგად ხედავდა ქარდავა, მამაკაცს აუზში როგორ ლაღად ცურავდა, აკვირდებოდა მამაკაცის დაკუნთულ, ნავარჯიშებ სხეულს, დაბალზე შეჭრილ, წინ ოდნავ აქოჩრილ თმას, მწვანე თვალებს და ფიქრობდა რომ ასეთი სრულყოფილება არასდროს ენახა, რომ ამილახვარი ყველაზე სიმპათიური იყო მათ შორის ვინც კი ოდესმე ენახა და საკუთარ ბავშვურ ფიქრებზე ეცინებოდა. ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო და აუზს მიუახლოვდა, გოგოს დანახვისას კაცი წყლიდან ამოვიდა, პირსახოცს დაავლო ხელი და სხეულის შემშრალებას შეუდგა - რა ჯანდაბა გინდა? - დაუღრიალა გოგოს, ქარდავა წამით შეკრთა, მოულოდნელი იყო მსგავსი ქმედება კაცისგან - რატომ იქცევი ისე თითქოს საკუთარ სახლში იყო? ნუ დაივიწყებ რომ სტუმარი ხარ! და ფეხებში ნუ მედები - მხარი გაკრა გაოგნებულ გოგოს და სწრაფი ნაბიჯით შევიდა სახლში -მგონი სულ გაგიჟდა ეს საცოდავი - სინანულით ჩაილაპარაკა და ამრეზით აიწურა მხრები. * * * -სანდრექს სასტუმროში გაჩენილ ხანძარზე რა გაარკვიე? - ვისკით სავსე ჭიქას დაავლო ხელი და სავარძელზე კომფორტულად მოთავსდა - ბექა! არ გვინდა ახლა საქმეზე ლაპარაკი , დამღალა უკვე ამ პრობლემებმა- ისე აიქნია ხელი თითქოს ავი ფიქრების თავიდან მოშორებას ცდილობსო - ხო მაგრამ, ვინმე რომ მომკვდარიყო ძმაო, სასტუმროს რა პრობლემები შეექმნებოდა ხო აზრზე ხარ არა? მგონი გათბობის სისტემას დაენძრა. - ჰო აბა რა! სასტუმროს - ირონიულად აღნიშნა - სანრექს სტუმარი ჩამოგივიდა შორეული პროვინციიდან? - სავარძლის კიდეზე ჩამოუჯდა გოგო ცალი მკლავი კი მამაკაცს მოხვია - ნუ მკითხავთ!- ღიმილი ვერ შეიკავა კაცმა და ორივე ხელი ჰაერში აღმართა - როგორია? - ჩაეძია ბექა - სხვანაირი - მოკლედ მოუჭრა ამილახვარმა -რამდენად სხვანაირი? - ეჭვნარევად იკითხა თიკამ - მომაბეზრებლად სხვანაირი, ისე დატასაობს ბაითში თითქოს მისი სახლი იყოს და ისე ათვალიერებს ყველაფერს, აი როგორ გითხრა, ხამივით - გაეცინა * * * მეა სოფლიდან სასწავლებლად ქალაქში ჩამოსული, გულღია, ხალასი და მხიარული გოგონა, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა აქ, ამილახვარის სახლში. წესით ახლა ნიკოლოზთან უნდა ყოფილიყო, ბიჭი გოგონას მშობლებსაც დაელაპარაკა და დაითანხმა ერთადერთი ქალიშვილის დროებით შელეოდნენ, ისევ საკუთარი შვილის კეთილდღეობისთვის, მეას უნდა ესწავლა, აეხდინა ოცნებები, გამხდარიყო ცნობილი ჟურნალისტი და შემდეგ მისით ოჯახთან ერთად მთელი სოფელიც იამაყებდა. მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, ნიკოლოზი იძულებული გახდა მოსკოვში წასულიყო, ბიზნესთან დაკავშირებული საქმეების გამო და რადგან საყვარელ მამიდაშვილს პირობა მისცა, მისი თავი რამდენიმე თვით საუკეთესო მეგობარს "ჩააბარა"... იცოდა სანდრო დიდად არ მოიკლავდა თავს, დიდად კი არა, საერთოდ არც შეიწუხებდა თავს, მაგრამ ისიც ამშვიდებდა და რომ სოფლიდან წამოიყვანა, გოგოს ოჯახს რომ გაეგო ნიკო საზღვარგარეთ წავიდაო, უპატრონოდ ქალაქში ბავშვს არ დატოვებდნენ, ამიტომ მამიდა ბიძიის მოტყუება მოუხდა, მათგან ჩუმად "გაიპარა" რუსეთში, მეას სანდროსთან ცხოვრების ამბავი კი საიდუმლოდ შეინახა, მაინც რამოდენიმე თვით აპირებდა იქ დარჩენას და 2-3 თვის გამო, საყვარელ მამიდაშვილს გულს ხომ არ ატკენდა?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.