მოუხერხებელი გამომძიებელი 9
ჩემი ფეხის გამო, ბატონ ლაშას ერთი კვირა განვეთავისუფლე. ხან წიგნს ვკითხულობდი, ხანაც ფილმს ვუყურებდი, მაგრამ უფრო მეტ დროს, ლაშა ამილახვარზე ვფიქრობდი. -სოფია, მე და ლუკა, მარის კრებაზე მივდივართ და რაც დაგჭირდება მაგიდაზე დაგიტოვე. არ გადაიღალო! -დამიბარა დედამ. კარები დავკეტე და დივანზე კომფორტულად მოვეწყე. ლეპტობი ავიღე და ,,facebook"-ში შევედი. საძიებო ველში ლაშა ამილახვარი დავწერე და მის გვერდს ვესტუმრე. როგორ მინდა, მეგობრობა გავუგზავნო, მაგრამ არა! ჯერ თვითონ გამომიგზავნოს! კარებზე ზარია და ლეპტობს მაგიდაზე ვდებ. სახეს ვმანჭავ, ფეხის ტკივილის დროს და კარებს ვაღებ. მგონი, მეჩვენება! თვალებს ვხუჭავ და ისევ ვახელ. ჩემს წინ თვით ლაშა ამილახვარი დგას. -ლაშა?!-პირველად მივმართე სახელით. -არ შემომიშვებ?-მკითხა მან და მეც გვერდზე გავიწიე. -შემოდი!-ხელით ვანიშნე შემოსულიყო. მისაღები ოთახისკენ წავიდა და მეც შევყევი. მაგიდაზე დადებულ ლეპტობს მოავლო თვალი და ირონილულად ჩაიცინი, როდესაც მისი გვერდი დაინახა. -ასე თუ მოგენატრე, გეთქვა და უფრო ადრე მოვიდოდი!-აღნიშნა მან. -რა სისულელეა! შენ ვის უნდა მოენატრო! უბრალოდ, შემთხვევით შევიდა!-თავს ვიმართლებ. აი, მესმის თავისუფლება! უფროსს ისე მივმართავ ,როგორც... როგორც... ეს როგორც თქვენ გააგრძელეთ. -ფეხი როგორ გაქვს?-საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. -ცოტა მტკივა.-ხელი დავიდე ფეხზე.-ყავას დალევ?-ვკითხე ლაშას. -იყოს არ შეწუხდე!-ჯიბეში ჩაიდო მობილური. -მეც მინდა!-ვეუბნები მე და ავდექი. მაგრამ, ვაი ამ ადგომას! ისედაც ნატკენი ფეხი გადამიბრუნდა და ლაშას მკლავს ხელები შემოვხვიე. -დაჯექი! ისედაც ფეხი გტკივა და ასეთი მოუხერხებელი, უარესად გეტკინება!-აღნიშნა მან. -მაგრამ, მე მინდა!-ჩემსას არ ვიშლიდი.-გამიკეთებ?-ვთავაზობ მე და რომ დავუფიქრდი რა ვუთხარი ლოყები შემეფარკლა. -გაგიკეთებ!-თანხმობას მიცხადებს. დგება და ხელით ვანიშნებ სამზარეულოსკენ. -მეც წამოგყვები!-ვეუბნები მე. აბა, არ უნდა ვუყურო ლაშა ამილახვარი, ყოველ დილით როგორ იმზადებს ყავას! იქნებ სხვა უმზადებს? ვინმე ქერათმიანი, დაბერილი ტუჩებით ქალბატონი. რეებზე ფიქრობ სოფია? მხოლოდ შენ მოუმზადებ ლაშა ამილახვარს მომავალში ყავას. აი, ოპტიმისტი მესმის! -შაქარი იქაა!-კარადისკენ ვანიშნებ თითით. -ტკბილი გიყვარს?-მეკითხება ის. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. ლაშა ფინჯანში ცხელ წყალს ასხამს და კოვზით ურევს. -აბა გავსინჯოთ, როგორ ყავას აკეთებ?!-ვეუბენბი მე და ის ისე იღიმის თითქოს რაღაცას მოელისო. ფინჯანი ხელში ავიღე და მოვსვი, მაგრამ, პირი ისე დამეწვა სახეზე სულ გავწითლდი. აი, რას მოელოდა ვაჟბატონი! ირონიული ღიმილით მაჯილდოვებს და ჩემს ფინჯანს გევრდზე წევს, რამე სისულელე, რომ არ ჩავიდინო. ---------------------------------------------- სულ არაფერს ჯობდა, მგონი.... გამდლობტ, ჩემო საყვარლებო! იმედია შემაფასებტ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.