შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯრების მწმენდავი ( თავი 15 )

15-01-2019, 04:29
ავტორი melanqoliki
ნანახია 1 973

შიშისგან აკანკალებული გოგონა, ლოგინზე მოკუნტული იწვა და ვერ აცნობიერებდა რა მომხდარიყო მის თავს. ცრემლებით დასველებულ ბალიშს ხელს მთელი ძალით უჭერდა და ტკივილისგან იკრუნჩხებოდა.
_ მოვკალი, მე ჩემი საკუთარი შვილი, საკუთარი ნაწილი მოვკალი _ ბუტბუტებდა გიჟივით და უარესად კანკალებდა.
_ ნინა, _ ოთახის კარი ახალგაზრდა გოგონამ შემოხსნა, რომელსაც შეწუხებული და სევდიანი სახე ჰქონდა.
_ ირკა, დამტოვე ძალიან გთხოვ, არ მინდა ასეთს მხედავდე _ ძლივს ამოთქვა და გვერდი იცვალა, სხეულის დამორჩილებას ვერ ახერხებდა და საუბარიც უჭირდა.
_ რომ მცოდნოდა ასე გახდებოდი საერთოდ არ გაგიშვებდი _ კარს მიეყრდნო გოგო და თვალზე ცრემლი მოადგა.
_ შენ რა შუაში ხარ, არც უნდა გამერიე ამ ამბავში, მაგრამ მეშინოდა ცუდად რო გავმხდარიყავი იქ, მერე რაღა უნდა მექნა, მერჩივნა მოვმკვდარიყავი. _ თავი სველ ბალიშზე დადო და აქვითინდა.
_ გთხოვ რა, გევედრები, ყველაფერი კარგად იქნება, შენც კარგად იქნები, ვერაფერს შეცვლი, თავს ნუ გაიტანჯავ. _ ლოგინის კუთხეში ჩამოჯდა და მის დამშვიდებას შეეცადა, მაგრამ ისე ეშინოდა ხელსაც ვერ აკარებდა, რომ უარესად არ გაენერვიულებინა.
_ აღარაფერი იქნება კარგად, რაღა უნდა იყოს ახლა კარგად? რა შეიცვლება განა? რა ჩამომრეცხავს ამ სიბინძურეს? ამ ლაქას, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მექნება? მე ხომ მკვლელი ვარ, საკუთარი შვილის მკვლელი და საერთოდ არ ვიმსახურებ სიცოცხლეს _ ლაპარაკი ღრიალში გადასდიოდა და სახე დასიებოდა
_ ახლავე ვურეკავ იმ არაკაცს, ვეღარ ვითმენ რა ასე როგორ გაგიკეთა ეს რა დაგმართა _ თავი ვეღარ შეიკავა გამხდარმა გოგონამ, რომელიც გაცეცხლებული წამოიჭრა ფეხზე.
_ ირკა არა, თავი დაანებე, არ მინდა იცოდეს ყველაფერი, არც კი მითქვამს დღეს რომ ვაპირებდი, არც დაუძალებია, უბრალოდ ხომ იცი შვილი არ უნდა, არც უნდოდა მე კიდე, მე კიდე, ყველაფერი ჩემი ბრალია, მას არაფერი დაუძალებია, ერთადერთი დამნაშავე მე ვარ _ ისე მოსთქვამდა და ღრიალებდა გოგოს შეეშინდა და ადგილზე გაქვავდა, ხვდებოდა აზრი არ ჰქონდა, ლევანთან დარეკვით მართლა არაფერს ეშველებოდა, ახლა უკვე იმას ფიქრობდა მის მეგობარს რამე სისულელე არ ჩაედინა.
_ არაფერს ვაკეთებ არაფერს ნახე _ ტელეფონი ლოგინზე მიაგდო და ამოიხვნეშა
_ ჩემი ბრალია, გთხოვ, წადი დამტოვე რა, არ მინდა ასეთი გახსოვდე, ან საერთოდ ამ დღეში ჩავარდნილს მხედავდე, მაპატიე, რომ თავი ვერ შევიკავე. _ დამშვიდებას უშედეგოდ ცდილობდა და სლუკუნებდა.
_ არსადაც არ წავალ, განა ტყუილად ვართ ამდენი წელი ერთად? როცა გიჭირს ახლა მიგაგდო? დიდი მადლობა ეგეთს თუ მიცნობ _ უკან არ დაიხია და ვითომდა გაბუტული ისევ ლოგინზე ჩამოჯდა, მერე კი უცებ წამოხტა და სწრაფად თქვა
_ სამზარეულოს იქით არსად წავალ, გვირილის ჩაის გაგიკეთებ, არ იტირო ოღონდ რა ძალიან გთხოვ, და ის შენი ბატონი ლევანი მაგარი ნაგავი ვიღაც ბრძანდება, რომ იცოდე რა, შენ კი არ აღიარებ, მაგრამ მაგან გაგტეხა და მაგის ბრალია ყველაფერი._ თავი ვეღარ მოთოკა და გული მოიოხა.
_ არა, ჩემი..._ კიდევ იმავეს იმეორებდა, მაგრამ არ დასცალდა.
_ ისევ არა? გავიგე რაც და როგორც გგონია, კარგი ეგრე იყოს, ოღონდაც არ იტირო, დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება. _ თავზე აკოცა და სწრაფად გავიდა ოთახიდან.
ლოგინიდან წამოიწია და მზერა გაეყინა, ტირილი დაესრულებინა და თავს გამოფიტულად გრძნობდა, ცარიელ უსარგებლო არსებად, რომელიც არაფრისთვის და არავისთვის გამოდგებოდა. ყველაზე მეტად იმის გაცნობიერება იყო მტკივნეული, რომ საყვარელმა ადამიანმა ამ დღეში ჩააგდო, მაგრამ განა არ იცოდა რა შედეგი მოყვებოდა მის თანხმობას? მაინც არ დანებდა, მაინც მისი გადაწყვეტილება არჩია საკუთარს და ამით უმოწყალო განაჩენი გამოუტანა თავის თავს, რომელიც მთელი ცხოვრება არ მოასვენებდა. რამდენი ადამიანი, რამდენი ქალი აკეთებდა ამგვარ რამეს აუღელვებლად? რა შეიძლებოდა დაერქმია იმ მოვლენისთვის, თუ არა დიდი ბოროტება. და რა იყო რეალურად? რისთვის აკეთებდნენ ამას სხვა ქალები, რისთვის გააკეთა ეს მან? განა ამით მოსალოდნელი სიმძიმე და პასუხისმგებლობები მოიშორა თავიდან? არა, ამით მან საკუთარი თავი დასაჯა და სწორედ იმ წამს, იმ სკამზე, ცივი იარაღებით ის ნათელი წერტილი ჩაკლა, ის იმედი და ბედნიერება მოიშორა და ჩაახშო, რომელიც ყველასთვის როდი იყო ხელმისაწვდომი.
_ რა გავაკეთე, რატომ გავაკეთე, რატომ გამიკეთე _ მზერაგაყინული, გიჟივით ბუტბუტებდა და ტირილის თავიც კი აღარ ჰქონდა. ან რა აზრი ჰქონდა მოთქმა გოდებას? მისი სიყვარულის ნაყოფს უკან, დედის მფარველობაში ვერავინ დააბრუნებდა, ან როგორ გაბედა? როგორ გამოასალმა სიცოცხლეს, რომელსაც ვერც კი გაეგო არსებობა. ზოგი ხომ იმით იმშვიდებდა თავს, თითქოსდა ვერაფერს გრძნობდნენ ნაყოფები, რომლებსაც იშორებდნენ, მაგრამ ის ამ ფიქრებს უფრო გაეტანჯა. თავიდან, ვერც წარმოედგინა, თუ ამ დონემდე მივიდოდა და ასე ძლიერად იდარდებდა, ინანებდა იმას, რისი დათმობაც საყვარელი კაცის გამო იოლ საქმედ ეჩვენებოდა. რა მწარედ ცდებოდა, როგორ ნანობდა თავის საქციელს, მაგრამ რამდენიც არ უნდა ეტირა, ენერვიულა და მოემოქმედებინა, უკვე ძალიან გვიანი იყო და ვეღარაფერს შეცვლიდა.
¬¬¬_ ნეტავ რა უქნეს მის სხეულს, ნეტავ სად წაიღეს მისი პატარა ნაწილები, რატომ..._ თავი ჩაღუნა და ამჯერად ჩუმად ატირდა, საკუთარი სისუსტე და უჭკუობა სძულდა, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი და ის სიყვარული, რომელსაც ლევანის მიმართ გრძნობდა. ის ხომ ასეთი დამღუპველი და გამანადგურებელი აღმოჩნდა მისთვის.
_ ნინა, ყველაფერი კარგადაა?
_ ნინა, კარგად ხართ? _შეკითხვა გაუმეორა კურიერმა, რომელიც მის წინ ყუთებით დატვირთული იდგა და გაოცებული სახით შეჰყურებდა ქალს.
_ რა თქმა უნდა, ყველაფერი წესრიგშია, ჩემი საყვარელი დიზაინერის ფეხსაცმელები გაუყიდიათ და ნერვები მეშლება _ თავი გაისულელა და ცრემლი შეიშრო.
_ რა? ფეხსაცმელები? კი მარა ფეხსაცმელების გამო დარდი _ მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ქალს გაუღიმა.
_ ეგენი შეგიძლია ბატონი ლევანის კაბინეტში შეიტანო ხელს კი მე მოვაწერ _ რეალობაში დაბრუნდა ქალი და სისხარტით განაგრძო მუშაობა. რა საჭირო იყო ყველას ენახა ნინა, რომელიც საყვარელი ფეხსაცმელების გარდა კიდევ რამეზე დარდობდა, ან საერთოდ ტიროდა? არა, ამას ვერ დაუშვებდა, ისიც საკმარისი იყო მისთვის წარსულში რომ სისულელე თამაშებს აჰყოლოდა და ბოლოს მაინც ლევანის მსხვერპლი გამოსულიყო. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, სულ უფრო მეტად რწმუნდებოდა, რომ კაცის ერთადერთი მსხვერპლი თვითონ იყო. ახლა კი, თითქოს ისტორია თავიდან მეორდებოდა, თავიდან უღვივდებოდა ლტოლვა მის მიმართ და ვერ ხვდებოდა, ეს ყველაფერი ეჭვიანობის ნიადაგზე ხდებოდა თუ ისევ ის სისულელე მეორდებოდა, რაც რამდენიმე წლის წინ.
კურიერის მოტანილ საბუთებს ხელი ლამაზად მოაწერა, მერე ჩვეული ტონით თავის დამხმარეს საყვარელი ყავის მოტანა დაავალა კაფედან და თვითონ, სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად ცოტა ხნით აივანზე გავიდა.
იქნებ ღირდა ლევანს მშვიდად დალაპარაკებოდა, განეხილათ ერთხელ და სამუდამოდ ის თემა, რომელზე საუბარსაც წლების მანძილზე გაურბოდა? ფაქტი იყო, რომ კაცს ისევ ისე უნდოდა, მაგრამ ის გრძნობა, რომელსაც იმ გოგოს მიმართ განიცდიდა? ნუთუ შეიძლებოდა ასე უცებ უგზო უკვლოდ გამქრალიყო ემოციები, რომლებმაც ლევანს ფიქრი დააწყებინა ჰაერში გადმოკიდებულ უცნობზე?
_ ახლა მასზე ფიქრიღა მაკლია _ ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ტუჩი აიბზუა.გამო
ვის მიმართაც არ უნდა გემოევლინა ლევანს ყურადღება, ვინც არ უნდა მოსწონებოდა, ან ვისზეც არ უნდა ეფიქრა, ნინას დაუფლების სურვილს მაინც ვერსად გაექცეოდა და ეს ქალმა ყოველთვის ძალიან კარგად იცოდა. და როგორ ეგონა ერთ დროს, რომ საუკეთესო წყვილი შედგებოდა მათგან. თავს ყოველთვის გულქვად, კარიერისტად, პროვოკაციულად და ზედმეტად ჭკვიანად მიიჩნევდა, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის ხვდებოდა, რომ ლევანზე უზომოდ იყო შეყვარებული და სადღაც იმის იმედიც კი გააჩნდა,მათი ამბავი სერიოზულად დასრულდებოდა. თუმცა როგორ ცდებოდა, თურმე რა ელოდა ერთი, ჩვეულებრივი ვნებიანი ღამის მერე და რამდენი რამის გადატანა მოუწევდა, როგორც ქალს, რომელსაც მიეცა შესაშლებლობა გამხდარიყო დედა.
თვალზე ცრემლი მოადგა და სწრაფადვე მოიწმინდა, ყალბად ჩაიცინა და შეეცადა სხვა რამეზე ეფიქრა, იქნებ მართლაც ღირდა ლევანთან იმაზე საუბარი, რომ ხელახლა შეცდომების გამეორებას არ აპირებდა, აღარ იზიდავდა თამაში, რომელშიც საბოლოოდ მსხვერპლის როლში თვითონ აღმოჩნდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, იმ აზრს ვერსად გაურბოდა, რომ კოცნას მასზე ემოქმედა, მეტიც უნდოდა მაგრამ...
თავს მეტის უფლებას ვეღარასდროს მისცემდა. ან იქნებ შურისძიების დრო დგებოდა და ახლა რაიმე ისეთი უნდა მოეფიქრებიდა, რითაც გატანჯავდა და ცხოვრებას თავდაყირა დაუყენებდა? ისიც ხომ ზუსტად ასე მოექცა, ფაქტობრივად გამოიყენა, მაგრამ არა მის მაგივრად ვერავინ გააკეთებდა იმას, რასაც ასე ძლიერ ნანობდა. ის ქალი კი არასდროს ყოფილა იაფფასიანი, გულისამრევი, ამაზრზენი ხრიკებით რომ აბამდნენ კაცებს, არა მას გარკვეული ტაქტიკა მიმზიდველობა და სექსუალურობა ჰქონდა, რომლითაც იშვიათად თუ დაიკვეხნიდა ვინმე. ლევანისთვის ხომ ყოველთვის სასურველ, ვნებიან ქალად რჩებოდა, ამდენი რამის შემდეგაც კი.
_ გამოგიტანოთ თუ მაგიდასთან მიირთმევთ? _ როგორც ჩანს ყავა უკვე მოეტანათ.
_ მანდვე დადე _ მიტრიალების გარეშე გასძახა თვალგაშტერებულმა და შეეცადა გონებიდან ყველა ფიქრი გაეძევებინა, ხომ შეიძლებოდა ცოტა ხანს მაინც დაესვენა და ძველი საყვარელი რიტუალი აღესრულებინა ყავითა და სიგარეტით.
სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ნელი მოძრაობით შემოტიალდა და ყავის ასაღებად კაბინეტში შევიდა, თან სიგარეტიც ამოაძვრინა ჩანთიდან.
_ ნინა _ გაისმა ნაცნობი ხმა, რომელის გაგონებაც ასე ძალიან არ სურდა.
_ დიახ ბატონო ლევან _ ცინიკურად უპასუხა და დამცინავად გაუღიმა.
_ კაბინეტში შემოდი ნინა საქმე მაქვს _ ისე უთხრა თვალს ვერ სწყვეტდა.
_ მეც მაქვს საქმე ბატონო, თუ რაიმე გადაუდებელი არაა მოიცადეთ, თუ არადა აივანზე გამობრძანდით _ სწრაფად მოუჭრა და სიგარეტის ღერი ჯერ მსუქანი, ლამაზი ტუჩებით შეათამაშა, მერე კბილებით დაიჭირა, ხელში ყავა მოიმარჯვა და კაცს ზურგი აქცია.
_ დაბრუნდი კაბინეტში, მართლა საქმე მაქვს _ ზურგს უკან მისი სხეული იგრძნო .
_ გისმენ აბა რა საქმე გაქვს _ სიგარეტს გაუკიდა, სწრაფად დაარტყა ნაფაზი და ტუჩები გაილოკა.
_ მინდა, რომ ...
_ მაგარი არეული ხარ, არც შენთვისაა კარგი არც საქმისთვის და ჩემთვის ხო საერთოდ, ბოლო ბოლო რაღაც გარკვეული წილი მეც გამაჩნია ამ ბიზნესში, ასე რომ დალაგდი და მერე ვილაპარაკოთ _ კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა და ყავა მოწრუპა, თან კაცის სახეს აკვირდებოდა, შეჰყურებდა მის თაფლისფერ თვალებს, რომელიც სურვილითა და ვნებით იყო სავსე.
_ ხომ იცი, რომ ძალიან მინდიხარ _ თავი ვეღარ შეიკავა და ყელზე შეავლო ხელი.
_ ჰაჰ, და ის ფანჯრების მწმენდავი ასე უცებ დაგავიწყდა? რა იყო უკვე მოგბეზრდა მისთვის საჩუქრების გაგზავნა, თუ ბავშვი რო ვახსენე ეგ გაგიტყდა. _ ეშმაკურად ჩაიღიმა და თითზე უკბინა. თან თვალებში მისჩერებოდა, მზერას არ აშორებდა.
_ მე სხვა რამეზე გელაპარაკები ახლა _ თითებით ტუჩებზე შეეხო და ახლოს მიიწია.
_ აა ხო, ჯერ არ იცის, ალბათ სექსუალური მანიაკი რომ ხარ და ყოველთვის რო გინდივარ, ყველაფრის მიუხედავად _ სახეში შეაბოლა კაცს და გადაიხარხარა.
_ ჩვენ რაც გვაქვს, მხოლოდ ჩვენ გვაქვს და ყოველთვის ასე იქნება.
_ ჰმ, რა საინტერესოა რას მოიაზრებ სიტყვას ყოველთვის როცა ამბობ _ თვალები მოჭუტა და ყავა მოწრუპა.
_ კაბინეტში დავილაპარაკოთ _ ისევ შეეცადა დაყოლიებინა.
_ მე მივდივარ, საქმეები მაქვს სახლში, ხვალ ადრიანად მოვალ ან ღამე ვიმუშავებ _ საუბარი დაასრულა ქალმა და შენობაში შესასვლელად წავიდა.

№1  offline წევრი melanqoliki

მარია.
ადრე სულმოუთქმენლად ველოდი ამ ისტორიის დადებას, ახლა...
ჩვეულებრივად ჩავიკითხე, უემოციოდ. თითოული პერსონაჟი რაღაც მხრივ მაღიზიანებს. ალექსანდრე, ნიკა, ლიზა, ლევანიც. მგონი დადებითად მხოლოდ ნენეს და ნინას მიმართ ვარ განწყობილი.
იმის ბრალიცაა ასე იშვითად რო იდებოდა ისტორია.
მესმის , პრობლემები გაქვს და ვერ დებ შემდეგ თავს, მაგრამ პარალელურად რამდენიმე ისტორიის წამოწყება და არცერთის დასრულება, მის დროზე არაპუნქტუალილურად მიმაჩნია.
მკითხველს მობეზრდები და დაკარგავ.
გაითვალისწინე.
ადრე მომწონდა ისტორია,
ახლა არ ვიცი ჩემი დამოკიდებულების ბრალია თუ ისტორიის.
სიუჟეტი ძააან გააბანალურე.
არ გინდა ზედმეტი ემოციები.
წერე ის რაც რეალური იქნება.
ლიზას ყველა შეშინებაზე გულისწასვლა თვალში ცუდად მომხვდა, ისიც ნიკუშასთან საუბრისას სულ ყველა წინადადებაში -ნიკუშ ს რომ იყენებ.
ნიკას და ალექსანდრეს დიალოგი იყო საზიზღრობა, ფილმი რო ყოფილიყო ხმას ჩავუგდებდი და თვალებაფარებული გავაგრძელებდი ყურებას .
თე’/ლო და მსგავსი შეურაცხყოფა გულისამრევია. მესმის, სიტუაცია აღწერე, მაგრამ ზედმეტად გადაჭარბებულად მივიჩნიე.
ეცადე წერო ჩვეულებრივაად, ყოველივე ხელოვნური დრამის გარეშე

დიდი ბოდიში იმედები თუ გაგიცრუე და ბანალური გახდა შენთვის ვწუხვარ. მაგრამ მსგავსი შეურაწყოფა არსად გამომიყენებია არც არასდროს დამიწერია მსგავსი შინაარსის ისტორია ამიტომ ვცდილობ წერა განვაგრძნო ბოლომდე მივიყვანო და სხვა ისტორიებს რაც შეეხება მუზა რაზეც უფრო მქონდა იმას ვწერდი. დიდი მადლობა შენი აზრისთვის ???? და ასეთი ვრცელი კომენტარისთვის

melanqoliki

შევეცდები ყველაფერი გავითვალისწინო და დაველოდები შენს კომენტარს ❤️

მთელი დღეა ვფიქრობ ღირს კი გაგრძელებათ? ასე არ უნდა მიმეტოვებინა დიდი შეცდომა დავუშვი უამრავი მიზეზი მქონდა ჯანმრთელობიდან დაწყებული საზღვარგარეთ წასვლით დამთავრებული, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ????

№2  offline წევრი Maria Smith

ჩემთვის თავიდან უფრო ბანალურად დაიწყო ისტორია. მდიდარმა ბიზნესმენმა დაინახა ფანჯრების მწმენდავი, შეუყვარდა და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.(მოლოდინი როგორიც იყო ჩემი) რაღაც კონკიას ისტორიას გავდა. ახლა მომწონს, მეტი ემოცია იგრძნობა. ლევანი და ნინა ძაან ჰოთ “წყვილია”.
პ.ს წარმატებები, იმედია გააგრძელებ წერას..

№3  offline წევრი melanqoliki

Maria Smith
ჩემთვის თავიდან უფრო ბანალურად დაიწყო ისტორია. მდიდარმა ბიზნესმენმა დაინახა ფანჯრების მწმენდავი, შეუყვარდა და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.(მოლოდინი როგორიც იყო ჩემი) რაღაც კონკიას ისტორიას გავდა. ახლა მომწონს, მეტი ემოცია იგრძნობა. ლევანი და ნინა ძაან ჰოთ “წყვილია”.
პ.ს წარმატებები, იმედია გააგრძელებ წერას..

დიდი მადლობა რომ იცოდე როგორ ველოდი ასეთ სიტყვებს, ვიცი უაზროდ გამეწელა და უპასუხისმგებლოდ ისტორია და დანაშაულის გრძნობა მაწუხებს საშინელი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღეს. როცა ვფიქრობ რა ვქნა

№4  offline წევრი ნინ ია

გუშინ რომ წავიკითხე წინა თავი არ დაგიმალავ და აღარ მომეწონა ასეთი განვითარება მაგრამ დღეს მაინც გავხსენი ეს თავი და სამწუხაროდ ნახტომით წავიკითხ, იმენად უინტერესო და უემოციო გახდა პირადად ჩემთვის.
ისე გქონდა დაწყებული და ისე კარგად აღწერდი ლიზას ცხოვრებას და ეს ნინა პირიქით იყო აღწერილი და მგონი შენც ამდენი პაუზის მერე დაგვიწყებია რას წერდი, რადაგან სულ სხვა სიუჟეტია ახლა და საერთო არ ჰგავს იმ ისტორიას რასაც ამდენი ხანი მოთმინებით ვუცდიდი

№5  offline წევრი n.k.

nina mecodeba vfikrob levani arasworad ikceva mesame piri tundac liza ara sachiro chadges mat shoris .warmatebebi

№6  offline წევრი melanqoliki

ნინ ია
გუშინ რომ წავიკითხე წინა თავი არ დაგიმალავ და აღარ მომეწონა ასეთი განვითარება მაგრამ დღეს მაინც გავხსენი ეს თავი და სამწუხაროდ ნახტომით წავიკითხ, იმენად უინტერესო და უემოციო გახდა პირადად ჩემთვის.
ისე გქონდა დაწყებული და ისე კარგად აღწერდი ლიზას ცხოვრებას და ეს ნინა პირიქით იყო აღწერილი და მგონი შენც ამდენი პაუზის მერე დაგვიწყებია რას წერდი, რადაგან სულ სხვა სიუჟეტია ახლა და საერთო არ ჰგავს იმ ისტორიას რასაც ამდენი ხანი მოთმინებით ვუცდიდი

არ ვიცი რას დავაბრალო ალბათ ამდენი ხანი პაუზა არ უნდა მქონოდა მაგრამ არ ვიცი, ჩემი პირველი ისტორიაა ასე ჳთქვათ მინდოდა წესიერად ბოლომდე იმ შემართებით მიმეყვანა მაგრამ მგონია გაგრძელება უარესი იქნება არ ვიცი რა დავარქვა ამას. მაგრამ მკითხველმა აშკარად იგრძნო ის, რასაც ასე ვებრძოდი და ვითომ არ ვნებდებოდი. დიდი მადლობა ❤️

№7  offline წევრი ანნა ა

ჩემი აზრით ყველა ისტორია იმსახურებს დასასრულს ასე,რომ განაგრძე და ძველი მიღამი დაუბრუნე მჯერა შენიი :დ <3 heart_eyes

№8  offline წევრი melanqoliki

ანნა ა
ჩემი აზრით ყველა ისტორია იმსახურებს დასასრულს ასე,რომ განაგრძე და ძველი მიღამი დაუბრუნე მჯერა შენიი :დ <3 heart_eyes

უღრმესი მადლობა შევეცდები ❤️????

№9  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ბოლომდე განაგრძე!!! არ მიატოვო ისტორია არავითარ შემთხვევაში!
გააბანალურე?! ჰოდა ადგები და გამოასწორებ ეგ არარის პრობლემა ასე ერთი ხელოს მოსმით ვერავინ დაიხვეწება ! მუშაობა ჭირდება ამას საკუთარ თავზე ახლა ვერა მაგრამ შემდეგისთვის გაითვალისწინებ...
განავრცე მეტად ისტორია ჩაუღრმავდი შენს პერსონაჟებს გადმოეცი მათი გრძნობები ემოციები.. ნუ გახდი ხელოვნურს ...
ნაკლები წუწუნი უაზრო სიტყვების ყრა და უაზრო დიალოგები .. მთავარია გრძნობები მოქმედებები სიუჟეტის ნათლად გადმოცემა და რაც მთავარია შენი ხასიათი.. რაც უფრო იფიქრებ იმაზე ჰოო და ცუდი გამომდის და ვსო ახლა შევწყვეტ წერას და არავის მოსწონს ეს ისტორიაზეც ისახება რადგან გინდა მალე მორჩეს და დაისვენო მაგრამ ასე არარის.. უბრალოდ ნუ აყვები ნეგატივს .. იფიქრე იმაზე რომ ისტორია გამოვიდეს ძალიან მაგარი და ათასჯერ რომ დაგჭირდეს გადახედვა გადახედე .. დაგვინე დადება მაგრამ დარწმუნდი რომ ისეთი იქნება დასადებად ღირდეს! ამას არ გეუბნები არც აგრესიით და არც უკმაყოფილებიტ უბრალოდ რჩევას გაძლევ რასაც შენი ნებაა გაუთვალისწინებ მიწყენ თუ არა ♥️

№10  offline წევრი melanqoliki

ტკბილიწიწაკა

დილით რომ გავიღვიძე ეგრევე საიტზე შემოვედი პირველივე კომენტარმა ისე ცუდად გამხადა, ოღონდ არა იმიტომ რომ უარყოფითი იყო. ვიცი, მასში სიმართლე ეწერა და გულზე მომხვდა, რადგან დამწყები ვარ და პირველი ისტორიაა რასაც ქვია, ამიტომ ხშირად მიჩნდება ეჭვები რომ დავნებდე. ძალიან დიდ სიამოვნებას კი მგვრის წერა, მაგრამ მარტოც ხომ შემიძლია ვწერო, რახან აქ ვარ ესეიგი მკითხველის აზრი მაინტერესებს. ყოველთვის მოუთმენლად ველი ხოლმე კომენტარებს დღეს კი დიდი შ
იშითა და განცდებით ვკითხულობდი თითოეულს. ვიცი, დაგვიანებები ჩემი პრობლემები და ამბები, მოკლედ ყველაფერმა ნეგატიურად იმოქმედა წერაზე და ისტორიაზე. იმას რაც შეეხება, რომ ლევანი ისეთი არ აღმოჩნდა და გავაბანალურე სიუჟეტი, იმას ვიტყვი რომ ჩ
ანაფიქრი თავიდანვე ასეთი იყო. კი, მართალია მეტი ყურადღება და ჩ
აფიქრება ჭირდება, უკეთესადაც შემეძლო, მაგრამ ჩანაფიქრი თ
ავიდანვე ასეთი იყო. შენს კომენტარს რაც შეეხება, აქ საწყენი კი არა პირიქით გასახარებელია და ძალას მმატებს იმისთვის რომ არ დავნებდე. სიმართლე თუ არ ითქვა და მხოლოდ კარგია ან ცუდია და რას დაემსგავსა ისტორია და ასე შემდეგ, შეიძება მართლა დანებდეს ბევრი, მათ შორის მეც. ახლა კი ისეთი პერიოდი მაქვს, რომ ყველაფერს მეტად განვიცდი და მთელი დღე იმაზე ვდარდობდი შემიძია თუ არა საერთოდ წერა და რად იქცა ისტორია. ხოდა შენმა აზრმა გამამხნევა, დიდი მადლობა ამისთვის. ნამდვილად გავაგრძელებ ისტორიას და დაველოდები შენს აზრს იმედია შემეძლება რაიმეს შეცვლა. დიდი მადლობა ????❤️

№11  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

სწორედაც რომ თავადვე აღნიშნე რომ დამწყები ხარ და რა პრობლემაა? შენ რა გგონია ყველა მწერალი ვინც კი ამჟამად პოპულარულია პირველივე ისტორიიდან მიაღწიეს?! არა პიროქით იწვალეს ბევრიც გაუჭირდათ მაგრამ არ დანებებულან ბოლომდე წინ მიიწევდნენ ... მართალიხარ წერ და გაინტერესებს სხვისი აზრიც მაგრამ ეს წერა შენვე თუ არ განიჭებს ბედნიერებას და სიამოვნებას ხვდები რომ რაღაც პრობლემაა ჰო? ეგ არაფერი როცა დალაგდება ყველაფერი თავად მუზა შეგაწუხებს და იმის შეგრძნება რომ ვიღაცას შეიძლება ეს ისტორია მოსწონდეს და უპასუხისმგებლოდ არ დატოვებ ! მე მჯერა შენი ყველა განსაცდელს თან მოსდევს სიხარული ჰო გაგიგია? ჰოდა აახლა გაგიჭირდება ცოტა თუ მერე არაუშავს დროთა განმავლობაში ყველაფერი უკეთესიბისკენ შეიცვლება თუ ამას თავად ეცდები ♥️ ჰო მიხარია თუ რამით დაგეხმარე მართლა მაგრამ შენ თავს თავადაც უშველი მთავარუა აგრძელებ ჰოდა მეც ველოდები გაგრძელებას ♥️

№12  offline წევრი melanqoliki

გაოგნებული ვარ რამხელა პოზიტივია შენში მთელი დღე ისეთი დაძაბული და მოწყენილი დავდიოდი. ახლა კიდე მშვიდად დავიძინებ ❤️ იმ იმედით რო ყველაფერი ჩემ ხელშია და რაც მთავარია არ დავნებდები ???? რომ იცოდე როგორ მჭირდებოდა ახლა შენი სიტყვები, ვერ აგიღწერ უღრმესი მადლობა ამისთვის ❤️???? აუცილებლად დავბრუნდები ❤️ და შევეცდები

№13  offline წევრი melanqoliki

მარია.
melanqoliki
მარია.
ადრე სულმოუთქმენლად ველოდი ამ ისტორიის დადებას, ახლა...
ჩვეულებრივად ჩავიკითხე, უემოციოდ. თითოული პერსონაჟი რაღაც მხრივ მაღიზიანებს. ალექსანდრე, ნიკა, ლიზა, ლევანიც. მგონი დადებითად მხოლოდ ნენეს და ნინას მიმართ ვარ განწყობილი.
იმის ბრალიცაა ასე იშვითად რო იდებოდა ისტორია.
მესმის , პრობლემები გაქვს და ვერ დებ შემდეგ თავს, მაგრამ პარალელურად რამდენიმე ისტორიის წამოწყება და არცერთის დასრულება, მის დროზე არაპუნქტუალილურად მიმაჩნია.
მკითხველს მობეზრდები და დაკარგავ.
გაითვალისწინე.
ადრე მომწონდა ისტორია,
ახლა არ ვიცი ჩემი დამოკიდებულების ბრალია თუ ისტორიის.
სიუჟეტი ძააან გააბანალურე.
არ გინდა ზედმეტი ემოციები.
წერე ის რაც რეალური იქნება.
ლიზას ყველა შეშინებაზე გულისწასვლა თვალში ცუდად მომხვდა, ისიც ნიკუშასთან საუბრისას სულ ყველა წინადადებაში -ნიკუშ ს რომ იყენებ.
ნიკას და ალექსანდრეს დიალოგი იყო საზიზღრობა, ფილმი რო ყოფილიყო ხმას ჩავუგდებდი და თვალებაფარებული გავაგრძელებდი ყურებას .
თე’/ლო და მსგავსი შეურაცხყოფა გულისამრევია. მესმის, სიტუაცია აღწერე, მაგრამ ზედმეტად გადაჭარბებულად მივიჩნიე.
ეცადე წერო ჩვეულებრივაად, ყოველივე ხელოვნური დრამის გარეშე

დიდი ბოდიში იმედები თუ გაგიცრუე და ბანალური გახდა შენთვის ვწუხვარ. მაგრამ მსგავსი შეურაწყოფა არსად გამომიყენებია არც არასდროს დამიწერია მსგავსი შინაარსის ისტორია ამიტომ ვცდილობ წერა განვაგრძნო ბოლომდე მივიყვანო და სხვა ისტორიებს რაც შეეხება მუზა რაზეც უფრო მქონდა იმას ვწერდი. დიდი მადლობა შენი აზრისთვის ???? და ასეთი ვრცელი კომენტარისთვის

melanqoliki
მარია.
ადრე სულმოუთქმენლად ველოდი ამ ისტორიის დადებას, ახლა...
ჩვეულებრივად ჩავიკითხე, უემოციოდ. თითოული პერსონაჟი რაღაც მხრივ მაღიზიანებს. ალექსანდრე, ნიკა, ლიზა, ლევანიც. მგონი დადებითად მხოლოდ ნენეს და ნინას მიმართ ვარ განწყობილი.
იმის ბრალიცაა ასე იშვითად რო იდებოდა ისტორია.
მესმის , პრობლემები გაქვს და ვერ დებ შემდეგ თავს, მაგრამ პარალელურად რამდენიმე ისტორიის წამოწყება და არცერთის დასრულება, მის დროზე არაპუნქტუალილურად მიმაჩნია.
მკითხველს მობეზრდები და დაკარგავ.
გაითვალისწინე.
ადრე მომწონდა ისტორია,
ახლა არ ვიცი ჩემი დამოკიდებულების ბრალია თუ ისტორიის.
სიუჟეტი ძააან გააბანალურე.
არ გინდა ზედმეტი ემოციები.
წერე ის რაც რეალური იქნება.
ლიზას ყველა შეშინებაზე გულისწასვლა თვალში ცუდად მომხვდა, ისიც ნიკუშასთან საუბრისას სულ ყველა წინადადებაში -ნიკუშ ს რომ იყენებ.
ნიკას და ალექსანდრეს დიალოგი იყო საზიზღრობა, ფილმი რო ყოფილიყო ხმას ჩავუგდებდი და თვალებაფარებული გავაგრძელებდი ყურებას .
თე’/ლო და მსგავსი შეურაცხყოფა გულისამრევია. მესმის, სიტუაცია აღწერე, მაგრამ ზედმეტად გადაჭარბებულად მივიჩნიე.
ეცადე წერო ჩვეულებრივაად, ყოველივე ხელოვნური დრამის გარეშე

დიდი ბოდიში იმედები თუ გაგიცრუე და ბანალური გახდა შენთვის ვწუხვარ. მაგრამ მსგავსი შეურაწყოფა არსად გამომიყენებია არც არასდროს დამიწერია მსგავსი შინაარსის ისტორია ამიტომ ვცდილობ წერა განვაგრძნო ბოლომდე მივიყვანო და სხვა ისტორიებს რაც შეეხება მუზა რაზეც უფრო მქონდა იმას ვწერდი. დიდი მადლობა შენი აზრისთვის ???? და ასეთი ვრცელი კომენტარისთვის

შევეცდები ყველაფერი გავითვალისწინო და დაველოდები შენს კომენტარს ❤️

მთელი დღეა ვფიქრობ ღირს კი გაგრძელებათ? ასე არ უნდა მიმეტოვებინა დიდი შეცდომა დავუშვი უამრავი მიზეზი მქონდა ჯანმრთელობიდან დაწყებული საზღვარგარეთ წასვლით დამთავრებული, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ????

მესმის და შევდივარ შენს მდგომარეობაში.
ვიცი რთულია ისტორიის წერა, მითუმეტეს მაშინ, როცა ჯანმრთელობა ან სიტყაცია არ გიწყობს ხელს. ამიტომ აღვნიშნე სხვა დანარჩენი ისტორიები.
არ შეწყვუტო წერა და არ დანებდე.
უბრალოდ წერე რეალურად.
წარმოიდგინე შენ როგორი რეაქცია გექნებოდა ყოველ სიუჟეტში. ეს ხერხი მე პირადად მეხმარება ბანალურობისგან თავის დაღწევაში.
იმედი მაქვს შენც დაგეხმარება.
good luck

უღრმესი მადლობა თ
ანადგომისთვის ???? ჩემთვის დიდი სტიმულია, მითუმეტეს ასეთ დროს. აუცილებლად დავბრუნდები შევეცდები ყველა რჩევა გავითვალისწინო და ისტორია ისე მივიყვანო ბოლომდე. მადლობა რომ გულს მითბობთ და არ მაძლევთ დანებების საბაბს????

№14 სტუმარი nanacho

მე ველოსები ამ ისტორიისს ფინალს,გააგრძელეთ წერაა,

№15  offline წევრი melanqoliki

nanacho
მე ველოსები ამ ისტორიისს ფინალს,გააგრძელეთ წერაა,

სამწუხაროდ რამდენაც შემრჩა ძალა არ ვიცი ახალ ისტორიაზე ვარ გადართული. ამ ისტორიით მწარე გაკვეთილი მივიღე დიდ ბოდიშს გიხდით ????

№16 სტუმარი სტუმარი ლია

იქნებ დაგვდო პატივი და გააგრძელო, ეს ისტორია.
რა მწარე გაკვეთილი მიიღე ამ ისტორიის წერით მაინტერესებს.
დაწყებულის ბოლომდე არ მიყვანა უპასუხისმგებლობაა.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent